შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნიღაბი (3)


28-04-2025, 01:32
ავტორი ELPI
ნანახია 578

• ევა, გეყოფა ამდენი ფიქრი, უბრალოდ ატრია ავიღოთ - ამოიწუწუნა ნიკამ და შუბლი მოიზილა
• კარგი, იყოს ატრია - ამოვიხვნეშე და თხელი პერანგი შევისწორე
ბავშვები კაფეში ვისხედით და საჭმელს ვარჩევდით. ბათუმში მოღრუბლული ამინდი იყო, თუმცა არ წვიმდა, მაგრამ უკვე მოსაცმლის გარეშე სიარული შეუძლებელი იყო. კაფეში მე, აჩი, ანანო, ნიკა, ირაკლი და ნინი ვისხედით, როდესაც ყველამ შეკვეთა მისცა მიმტან გოგონას. უბრალოდ ვისხედით, ვსაუბრობდით და მას ველოდებოდით
აჩისთან თავს უხერხულად ვგრძნობდი გუშინდელი საუბრიდან, და საერთოდ, ეს ადამიანი ძალიან მძაბავდა თავისი ბნელი აურით და ენერგეტიკით. თუმცა გვერდზე ირაკლი მეჯდა, რომელიც იმდენად მხიარულია, რომ წარმოუდგენელია მასთან ერთად მოიწყინო
• აბა, რა ქენი, წაგივიდა გული გუშინ? - მითხრა ირაკლიმ და გაიცინა
• გეყოფა, არაა სასაცილო - დაუბღვირა ნინიმ
მათ ამ რეაქციებზე გამეცინა. ბოლოს კი ვუპასუხე:
• არა, ირაკლი, გადავრჩი, და მე და ლედის ტკბილად გვეძინა - მხარზე გადავუსვი მეგობარს ხელი სიცილით
• კარგი, მაშინ დღეს მშვიდად ვიქნები - იგივე სიცილით მითხრა ირაკლიმ, რაზეც ვუჩქმიტე
ატრია მოგვიტანეს და წინ დაგვიდეს. ყველა ემზადებოდა საჭმელად. მეც მათ შევუერთდი და ჭამა დავიწყე. ძალიან გემრიელი იყო. ასეთ მოსაწყენ ამინდებს საჭმელი და წოლა ძალიან უხდება, რა ვქნა, ასე ვფიქრობ მე
• გამარჯობა - ბიჭის მშვიდმა ხმამ მიიქცია ჩვენი ყურადღება
• ეე, ანდრო, როგორ ხარ? - კითხა ირაკლიმ და გადასაკოცვნელად წავიდა. მე კი ვაკვირდებოდი უცნობ ბიჭს. უბრალო ცისფერი სვიტრი ეცვა შავ ჯინსის ფართე შარვალთან, და მისი სახე ზედმეტად მშვიდი იყო, ისეთი, რომ მასთან საუბარი ალბათ დაგაძინებდა
ჩემთან მიუთითა ირაკლიმ, ხოლო თვითონ მოშორებით დაჯდა. თან ბიჭთან საუბარს არ წყვეტდა
• გამარჯობა, ხომარ შეგაწუხებ, აქ რომ დავჯდე? - მითხრა ღიმილით
უცებ გადავყლაპე ლუკმა, რომ მეპასუხა
• არა, რა სისულელეა, დაბრძანდით - ვუთხარი ზრდილობიანად და გავუღიმე. მანაც ატრია შეუკვეთა წვენთან ერთად. აშკარა იყო, ის ნამდვილად მშვიდი იყო. ერთ ტონით საუბრობდა, არც დაბალზე, არც მაღალზე. შემდეგ ჩემთან დაიწყო კომუნიკაცია, და ძალიან კარგად გავუგეთ ერთმანეთს
• ფსიქოლოგიაზე ვსწავლობ - მითხრა და წვენი მოსვა
ძალიან მშვიდად საუბრობ, დამაჯერებლად, ნამდვილად სწორი პროფესია აგირჩევია - ვუთხარი ღიმილით
• ყოველთვის ამ სფეროს ვუკავშირებდი ჩემს მომავალს - ხოდა ძალიან კარგიც გიქნია - ჩემს სიტყვებზე ჩაიცინა და ყურში უცებ ჩამჩურჩულა სხვათაშორის,- ჩემს შეყვარებულს სულ ვამშვიდებ გაბრაზებულზე, რასაც ბევრი კაცი ვერ ახერხებს, მის სიტყვებზე გამეცინა
• იმედია ამას ხმამაღლა არ იტყვი, თორე არამგონია შენმა მეთოდმა ისევ გაჭრას მასთან - ორივემ გავიცინეთ და ისევ მეგობრებს მივუტრიალდით. აჩისკენ გავიხედე, მომენტალურად იგივე სახით იჯდა. ხან მე შემომხედავდა, ხან ანდროს. აშკარა იყო მისი თითების თამაში იმას ნიშნავდა, რომ საერთოდაც ვერ ერთობოდა ჩვენთან. რამდენიმე ხანში კი წამოდგა.
• უნდა წავიდე, გაერთეთ - გვითხრა, პირი მოიწმინდა და სალფეტკი თავის თეფშთან დადო. ნაბიჯი გადმოდგა, შემდეგ კი ისევ შემიტრიალდა.
• ხომ ..ევაა - მომმართა უეცრად. მეც გაკვირვებულმა გავხედე
• გისმენ? - გუშინდელის გამო კვლავ ნაწყენი ვიყავი მასზე
• წამოდი, სასაუბრო მაქვს, თან ერთი გზა გვაქვს გასავლელი - თქვა და ჯიბეებში ჩაიწყო ხელი. მეც თავი დავუქნიე, დავემშვიდობე ანდროს და მეგობრებს და მისკენ წავედი. ჩანთას ვისწორებდი, რა დროსაც ვკითხე:
• გუშინ ხომ ვისაუბრეთ, რაზე უნდა მესაუბრო ახლა? - ვკითხე და თან გზას ვუყურებდი
• მოვიტყუე, უბრალოდ მარტო სეირნობა მეზარებოდა, თან ყველაზე მშვიდი ხარ და ტვინს არწაიღებდი - მითხრა ცივად და ტელეფონს დახედა
• კი, მაგრამ იქნებ გეკითხა ჩემთვის მინდოდა თუარა სეირნობა - ვუთხარი ბრაზით და თმა შევისწორე
• თუ იმ ბიჭთან საუბარი გინდა, შეგიძლია უკან დაბრუნდე - მითხრა და ტელეფონი ყურთან მიიდო
• არა, მე ეს არ მიგულისხმია - უბრალოდ შემომხედა, თავი დამიქნია და გვერდით გავიდა სასაუბროდ. მეც დაველოდე როდის გავაგრძელებდით გზას. საკმაოდ ცივი ნიავი ურტყავდა, ამიტომ ხელები გადავიჯვარედინე გათბობის მიზნით. უცებ კაცი გამოვიდა კორპუსიდან და აჩისკენ წავიდა. აჩიმაც მიმოიხედა და ჩუმად გამოართვა პატარა პაკეტი. კაცმა ჩემს დანახვაზე აჩის მიმართა • იცოდე, რამეს თუ იტყვის, თავს წავაცლი - თქვა და აჩისკენ გადაიტანა მზერა. მის სიტყვებზე შეშინებულმა აღარ ვიცოდი რა მექნა, ამიტომ თავი დავხარე, რა ფეხსაცმელს დავუწყე ყურება.
• ბევრს ნუ ლაპარაკობ და საქმეს მიხედე, არაფერს იტყვის - უთხრა მკაცრი ბოხი ხმით და ჩემსკენ წამოვიდა. მეც ავიხედე და მას შევხედე.
არაფერი უთქვამს - სიგარეტის მსგავსი ღერი ამოიღო, შეფუთვა გაჭრა და მწვანე მარცვლები მასში ჩაყარა.
• ღმერთო, მან მოსაწევი იყიდა ახლა? - გავიფიქრე და თვალები გამიფართოვდა.
უბრალო ადგილას ჩამოჯდა და მე წინ დავუდექი. ადგილი ისეთი იყო, სადაც ხალხი არ ტრიალებდა. მეც არაფერს ვეკითხებოდი, თუმცა ეს სიმშვიდე მძაბავდა.
• მოსაწევი იყიდე? - ვკითხე ჩუმად და მიმოვიხედე
• ხო, რაიყო, არასდროს გიყიდია? - მითხრა ირონიულად და ღერი პირში მოიქცია.
• არა, არ მიყვარს მსგავსი რაღაცეები და არც ნარკომნები და ადამიანები, ვინც ამას აკეთებენ - ვუთხარი და ფეხსაცმელს დავხედე.
• მაშინ არც ჩემს გვერდით არუნდა ტრიალებდე - მითხრა და ჩაიცინა. შემდეგ კი ღერს წაუკიდა და ნაპასი დაარტყა.
• შენ არ გავხარ მსგავს ადამიანს - ვუთხარი და მზერა გავუსწორე. მანაც იგივე გააკეთა, ნაპასი დაარტყა და გააგრძელა.
• ხო, მე უბრალოდ უტაქტო და უზრდელი ვარ - გამახსენა გუშინდელი სიტყვები, რაზეც გამეცინა.
• მე 12 წლის ბავშვი და დებილი ხო? - ვუთხარი მეც სიცილით, რაზეც მასაც ჩაეცინა.
ცოტა ხანში ღერი გადააგდო და უკვე ჩაწითლებული თვალებით შემომხედა.
• ხომ იცი ახლა სადაც უნდა წავიდეთ? - მკითხა და გაიზმორა.
• საშაურმეში? - ვკითხე და ნაბიჯი გადავდგი.
• ზუსტად, ძალიან მშია - თქვა და გაიარა, რაზეც გავყევი.
• მე ნაჭამი ვარ.
• არაუშავს, ევა, როგორმე კიდევ შეჭამ - მითხრა და მხარზე მეგობრულად შემომარტყა ხელი.
• არა, ნამდვილად ვერაა ეს ადამიანი - გავიფიქრე და გავაგრძელე სიარული

როდესაც საშაურმეს მივუახლოვდით, უკან გავყევი აჩის, როგორც წინაზე, შეკვეთა მისცა და გადაიხადა. შემდეგ კი ადგილი მოვძებნეთ.
• უკვე მრცხვენია, იმდენჯერ გადაიხადე - ამოვიბურტყუნე და სკამზე დავჯექი. მან კი თავისი წითელი თვალები შემომანათა.
• კარგი, კიდევ შევუკვეთავ და შენ გადაიხადე - მითხრა და პასუხს დაელოდა.
• კარგი - ვუთხარი ღიმილით და საფულის ძებნა დავიწყე, რაზეც სიცილი დაიწყო. მე მის სიცილზე უფრო გავოცდი და უცებ შევხედე.
• რა გაცინებს? - ვკითხე გაკვირვებულმა.
• მართლა უნდა გადაგეხადა? - კიდევ უმატა სიცილს.
• კი - ვუთხარი დარცხვენილად, მივხვდი რომ ის ხუმრობდა.
• გეუბნები, მანიაკი ხარ - დავამატე და მეც გამეცინა მის ქცევაზე. როდესაც დამშვიდდა, შეკვეთის მოსატანად ადგა. მე კი სულ მიხურდა სირცხვილით. მთელი სახე კაბა გავისწორე და ხელი დავიქნიე სახესთან. როდესაც შეკვეთა მოიტანა, თავი დავხარე და ჭამა დავიწყე. საკმაოდ დანაყრებული ვიყავი, უბრალოდ აღარ მინდოდა მისი გაღიზიანება. როდესაც დავამთავრეთ, ჰაერზე გასვლამ შვება მომგვარა.
• მადლობა, გემრიელი იყო - ვუთხარი და გავუღიმე.
-წავალ მე უკვე ნაბიჯის გადადგმას ვაპირებდი, რა დროსაც ხელი დამიჭირა და გამაჩერა.
• მე გაგაცილებ, გვიანია, შენი თავი მართლა ჯელტმენი ხომ არ გგონია? - მითხრა და სვლა დაიწყო, რაზეც გავყევი.
• კი, მაგრამ შენ მოსაწევი მოწიე, ახლა ცუდად არ გრძნობ თავს? - ვკითხე. ჩემს სიტყვებზე კი ჩაიფხაკუნა, აშკარად სიცილს იკავებდა.
• კიდევ სისულელე ვთქვი, არა? - ვკითხე ამჯერად ღიმილით, რაზეც შემომხედა.
• მაგას ყოველთვის ახერხებ, ევა - მითხრა სერიოზულობით. მე კი ისევ ვიღიმოდი ჩემივე სისულელეებზე.
• სისხლის რატომ გეშინია? - მკითხა მომენტალურად და სიგარეტს გაუკიდა.
• ბავშვობაში მამამ დედას, როდესაც დაარტყა… - ღრმად ჩავისუნთქე. არ ვიცოდი, მასთან მომეყოლა თუ არა ეს ყოველივე, თუმცა ვიცოდი, ისედაც არ აინტერესებდა და მეორე დღეს აღარ ემახსოვრებოდა.
• დედას ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა, მამა გავარდა კარებიდან, მე დავრჩი მასთან მარტო, საკმაოდ პატარა ვიყავი იმისთვის, რომ შველა გამეწია, თუმცა მოვახერხე. დედა მამშვიდებდა და მეუბნებოდა, რა გამეკეთებინა. ამის მერე სისხლის დანახვაზე შფოთვა მეწყება, ეს მარტო ჩემმა მეგობრებმა იციან, უკვე შენც ვუთხარი - და მას გავხედე. თავ დახრილი მიდიოდა, როდესაც საუბარი დავამთავრე. ღრმად ჩაისუნთქა და გააგრძელა.
• ეს რომ მცოდნოდა, არ გიყვირებდი - ამოიოხრა.
• არაუშავს, მთავარია ბოდიში მომიხადე და იგრძენი, რომ მეწყინა, ჩემი აზრით ეს დასაფასებელია - ჩემს სიტყვებზე წამით დამაკვირდა, მერე კი ზღვას გახედა.
• და შენ რას საქმიანობ, მუშაობ? - ვკითხე, რადგან მისი გარეგნობა არასდროს გავდა ჩვეულებრივი ბიჭების გარეგნობას და არც მისი ხასიათი.
• კი.
• სად? - ვკითხე ინტერესით.
• ვერ გაიგებ, ევა, არ გეცოდინება - მითხრა უხეშად, თან სიგარეტს ეწეოდა.
• კარგი - აღარ გამიგრძელებია კითხვები. ალბათ ღარიბი იყო ან არ უნდოდა საუბარი, ეს ბუნებრივია. თუმცა არამგონია ის ღარიბი ყოფილიყო. ჩემს სახლთან ვიყავით უკვე, მისულები. ისევ დადგა და ჯიბეებში ჩაიწყო ხელი, ელოდებოდა როდის, დავემშვიდობებოდი.
• მადლობა, რომ მომაცილე - ღამე მშვიდობის ვუთხარი და ხელი დავუქნიე.
• ღამე მშვიდობის - მითხრა და შეტრიალდა, ისე რომ ჯიბეებიდან ხელი არ ამოუყვია. მეც წინ წავედი და კორპუსში შევედი. როდესაც ბინის კარები შევაღე, ჩემი ლედი მოვიდა ჩემთან, კუდის ქნევით რაზეც გამეღიმა. ხვალ მასაც გავიყვანდი სასეირნოდ. ხელი მოვკიდე და დივანზე ჩამოვჯექი მასთან ერთად. აშკარა იყო, ჩამეძინა იქვე, რადგან ღამის ორ საათზე ძლიერმა კარის ბრახუნმა გამომაფხიზლა.
• ევაააა! - მიყვიროდა ვიღაც და თან კარზე ბრახუნს არ წყვეტდა. შეშნებული წამოვდექი და ლედი ძირს დავსვი. კარებისკენ წავედი და გავაღე. რა დროსაც წინ ორი მაღალი ბიჭი და აჩი დავინახე, რომელსაც სახე დამანჭული ქონდა. კარი გავაღე, ორმა ბიჭმა კი ის შიგნით შემოიყვანა და დივანზე დასვა.
• ღმერთო, სისხლი! - ავნერვიულდი , როდესაც ბიჭების ხელებზე სისხლი დავინახე. აჩის მივუახლოვდი, მას მუცელთან ჭრილობა ქონდა.
• რა დაემართა? - ვუთხარი ანერვიულებულმა ორ ბიჭს. რაზეც ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს.
• დაჭრეს - მითხრა ერთ-ერთმა და ღრმად ამოისუნთქა.
• სისხლის ეშინია, თქვენ დამიმუშავეთ - გაისმა აგრესიული აჩის ხმა.
• არა, დაჯექით, თქვენ მივხედავ - ვუთხარი ორ მაღალ ბიჭს და დივნისკენ მივუთითე. ოთახში შევედი, სამედიცინო ყუთი გადმოვიღე და აჩისკენ წავედი.
• მაიკა აიწიე - მივუთითე მაიკაზე. ყუთიდან ბამბა და სპირტი გადმოვიღე, როდესაც ბამბა დავასველე, წინ დავჯექი. როდესაც მის მუცელს დავხედე, თვალები გამიფართოვდა. ამდენი ტატუ და ეს ჭრილობა, რომელზეც სისხლი იყო შემხმარი. ნელა მივუტანე ბამბა მუცელთან.
• შეიძლება აგეწვეს, თუ ძალიან გეტკინება, მითხარი, გავჩერდები - ვუთხარი.
• არაფერია, მიხედე საქმეს - მითხრა და მზერა კედელზე გადაიტანა. მეც თავი დავუქნიე და მის ჭრილობას ნელა შევახე ბამბა. გავიგონე, როგორ მიაჭირა კბილები ერთმანეთს და ცდილობდა ხმა არ გამოეშვა. დავუმუშავე ჭრილობა, ყველა საჭირო მალამო წავუსვი და ბინტი ავიღე.
• ადექი, უნდა შემოგახვიო - ვუთხარი, რაზეც ჩუმად წამოდგა და მაიკა ისევ აიწია. მეც წელზე მოვატარე რამდენჯერმე ბინტი და ბოლოს შევუკარი. მაიკა ჩამოიწია და ძლივს დაჯდა დივანზე. მეც შევეცადე ამომესუნთქა, ამდენი სისხლი კიდევ კარგად ვიყავი.
ამოვიოხრე - და ბიჭებს მივუბრუნდი.
• ბიჭებო, არ დალევთ რამეს? - ჩემი კითხვის გაგებისას გაოცებული სახით შემომხედეს.
რა მოხდა, ისინიც მისნაირები არიან? არაფერი არ უნდათ კითხო? გავიფიქრე
• ყავას დავლევ - ვთქვა ერთმა.
• მე ჩაის - მითხრა მეორე ბიჭმა. რაზეც თავი დავუქნიე მათ. შემდეგ აჩისკენ მივტრიალდი.
• ალუბლის წვენს მოგიტან, სისხლისთვის კარგია, შენ მაგას დალევ.
• მეღადავები? - ირონიულად მკითხა და ყბაზე მოისვა ხელი.
• არა, მაგას დალევ, შედარებით სერიოზულად - ვუთხარი, რაზეც თვალები აატრიალა, თუმცა გაჩუმდა. ოთახში ყუთი დავაბრუნე, სამზარეულოში ორი ფინჯანი მოვამზადე, ხოლო გამჭირვალე ჭიქაში ალუბლის წვენი ჩამოვასხი. ბიჭებს გავუტანე ყავა და ჩაი და პატარა მაგიდაზე დავუდე. აჩის კი ხელში მივაწოდე წვენი.
• ვინ დაგჭრა? - მზერა აჩისკენ გადავიტანე, რადგან მაინტერესებდა, თუ მიპასუხებდა.
• კითხვებს ნუ დამისვამ ახლა მაინც გთხოვ - ამოიხვნეშა დაღლილმა და წვენი მოსვა.
• კარგი - ვუთხარი მოკლედ და ბიჭებისკენ მივტრიალდი. -ძალიან გემრიელი ყავაა, მითხრა ქერამ და გაიღიმა.
-მიხარია, თუ მოგეწონა, გავუღიმე მეც. ცოტა ხანს სასმელს სვამდნენ, შემდეგ კი წამოდგნენ.
• კარგი, ჩვენი წასვლის დროა, - მითხრა ისევ ქერამ. აშკარა იყო, რიჟას საუბარი არ სურდა. აჩისკენ წავიდნენ და შეეცადნენ წამოეყენებინათ, როდესაც კარებისკენ წავიდნენ. გავაცილე. აჩი შემომიტრიალდა და ისევ თავისი სერიოზული სახით მითხრა:
• მადლობა, - შემდეგ კი გაბრუნდა. როდესაც გავიდნენ სადარბაზოდან, მეც კარი მოვხურე და ჭურჭელი ნიჟარაში ჩავაწყვე, გავრეცხე და გამოსაცვლელად ოთახში შევედი. უნდა დამეძინა, თუმცა ტელეფონზე ნინიმ დამირეკა.
• გისმენ, - ვუთხარი ძილმორეულმა.
• ევა, სახლში ხარ? - ჩვეულებრივი ტონით მკითხა.
• კი, ნი, ხო, მშვიდობაა?
• კი, რაღაც უნდა მეკითხა. დღეს აჩისთან ერთად წახვედი, მაინტერესებდა, მანდ თუ იყო?
მის ამ კითხვაზე გაკვირვებული ვიყავი, რატომ ფიქრობდა, რომ ჩვენ ასე დავახლოვდით?
• არა, ის აქ არ არის, ჩვენ მსგავსი ურთიერთობა არ გვაქვს, - ვუთხარი მშვიდად.
• მესმის, ევა, და თავი მისგან შორს დაიჭირე. უცნაური ტიპია, რამე არ დაგიშავოს.
• არა, ის ასეთი არაა, - ჩემდა უნებურად უცებ წარმოვთქვი ეს სიტყვები.
• ევა, გთხოვ, დისტანცია. ანანოსთან სირცხვილია, მას ის მოსწონს, - მითხრა ჩვეული ტონით.
• მე მასთან არაფერი მაქვს, ნინი, და ანანოს თუ ექნება პრობლემა, შეუძლია აჩის უთხრას, - ვუთხარი და საწოლში უფრო თბილად ჩავწექი.
• კარგი, ტკბილი ძილი, - მითხრა და ყურმილი გათიშა. მე რა შუაში ვიყავი მათ ურთიერთობაში? გავიფიქრე უცებ და საწოლში ჩავწექი ლედისთან ერთად. შემდეგ კი დავიძინე.



№1 სტუმარი Ucnobi

Dzalian kargiaaaaa, ase gaagrdzeleeee????

 


№2  offline წევრი ELPI

Ucnobi
Dzalian kargiaaaaa, ase gaagrdzeleeee????

madloba <33
--------------------
ე.ფ

 


№3 სტუმარი სტუმარი თეა

როდის დადებთ ახალს

 


№4  offline წევრი ELPI

სტუმარი თეა
როდის დადებთ ახალს

დღეს დავდე 4 თავი და დადასტურებას ველოდები. წესით, ხვალ დამიდასტურებენ.<333
--------------------
ე.ფ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent