ფერადი ფიფქების დაცემა - ნაწილი მეორე
ვგრძნობ სიცივეს, რომელიც ჩემში აღწევს. ეს შეგრძნება მთელ სხეულში ვრცელდება, გულს მიჩქარებს და გონებას მიბინდავს. არავის ვგრძნობ, საკუთარი ტკივილის გარდა. იქნებ ეს არის სიბრმავის ამარა ცხოვრება, სადაც ღმერთიც კი ბუნდოვნად მახსენდება. ვცდილობ ლოცვის გახსენებას — „მამაო ჩვენო, რომელიხარ...“ მაგ დროს ვგრძნობ სიცივეს — ვიღაც ჩემს წინ დგას. მეხება ხელით. ჩემი თვალის გუგები თითქოს იწვის, მაგრამ არა სიცხისგან, არამედ იმ ყინვისგან, რომელიც მისგან მოდის. და ის ამბობს: „გაახილე თვალები, ფიფქა.“ თვალებს ვახელ. მწვანე ბალახის უკიდეგანო ველი მოჩანს. ცა ცისფერი, ღრუბელიც კი არ ჩანს. სუნიც მხოლოდ ბალახისია. ვეძებ მას, ვინც გამაღვიძა. ვყვირი: „ბატონო! სად ხართ?“ პასუხი არ მოდის. და კვლავ მარტო ვარ. წინ, უკან, მარცხნივ თუ მარჯვნივ — არ ვიცი, საით წავიდე. ვფიქრობ ხმამაღლა, თითქოს საკუთარ თავს ველაპარაკები, მაგრამ პასუხს ვერ ვიღებ. ვფიქრობ, იქნებ ის, ვინც თვალები ამიხილა, დემონი იყო? იქნებ ბნელი არსება, რომელმაც უბრალოდ დამაბნია? თვალებს ვხუჭავ, ვცდილობ კვლავ ვიგრძნო რაიმე. ნაბიჯებს ინსტინქტურად ვდგამ. ქარი ზურგში მეწევა და მიშვებს სადღაც. მივყვები დინებას. სულ მალე ვგრძნობ სისველეს, თითქოს წყალში შევდივარ. ცივია. ვივლივარ. ბოლოს ვიძირები. თვალებს ვახელ — და კვლავ იგივეა: ბალახი და უსასრულო ცა. სად ვარ? რატომ ვარ? ვაგრძელებ გზას, ამჯერად ფეხისგულებს ვგრძნობ, როგორ იწვიან. ვერ ვუძლებ. თვალებს ვახელ... და ისევ ბალახი. ისევ ლურჯი ცა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.