შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაფრენა ქარის


23-02-2023, 01:56
ავტორი ვე რა
ნანახია 9 661

გაფრენა ქარის

ხანდახან ვფიქრობ
მომბეზრდა როგორ,
ერთფეროვანი რიგი წამების...
ცხოვრება ვისთვის დღესასწაული ....
ვისთვის ტკივილის და მწუხარების...

ქარიშხალია...
სულს კი მალამოდ
ედება მისი ღრიალი გმინვა.
მარადიული კითხვა მაწამებს:
რატომ ვარ ? რისთვის? და სულაც ვინ ვარ?
და საკუთარი თავის ძებნაში
მეფანტებიან ვინც მყავდა ახლოს.
ოჰ, ქარიშხალო ცოტა დამშვიდდი!
სულს გამიძარცვავ, დამტოვებ მარტოს.

და სწორედ ასეთ სიმარტოვეში,
მოდის ის ბნელი, სურვილი მძაფრი.
და ქარიშხალი ანგრევს ყველაფერს...
და მსურს მეც ვიყო გაფრენა ქარის....
ხელებს ვშლი...
ქართან მწყურია ცეკვა...
იშლება თმები...
ფრიალებს კაბა...
რა საამოა, მაცდუნებელი,
თავისუფლების ამგვარი განცდა.

უწონობაში ვიხსნი ბორკილებს
და ჩუმად ვაწყობ კიდესთან სადღაც.
მე აღარ ვღელავ...
მე აღარ ვფიქრობ...
სულ სხვა სამყაროს ვეკუთვნი ახლა...

შიშველი ტერფით ვაბიჯებ საზღვარს...
უკან რაც დამრჩა,
ვერაფერს ამბობს.
იცით? მე ერთხელ ვითხოვე შველა
და ახლა უკვე არაფერს ვნანობ.
ვამსხვრევ ჩემს სხეულს
და არ ვგრძნობ ტკივილს.
მთავრდება წამი და ველოდები...
იქნება ნეტავ რამე ახალი ?
თუ კვლავ თავიდან განვმეორდები???

ვე რა




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent