შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნიღაბი(5)


1-05-2025, 18:34
ავტორი ELPI
ნანახია 412

ზარის ხმამ გამაღვიძა. ვერაფრით ვფხიზლდებოდი… მთელი სხეული თითქოს ერთიანად ითხოვდა ძილის გაგრძელებას. დილა ისეთი მძიმე იყო, თვალების გახელაც მიჭირდა. გულში იმედი მქონდა, რომ ხმა მალევე შეწყდებოდა უკვე გამაღიზიანებლად ჟღერდა და მიფრთხობდა იმ მცირე სიმშვიდესაც, რაც დამრჩენოდა.

არა და არ ჩერდებოდა…

ბოლოს, გაბრაზებულმა თვალები ძლივს გავახილე, ტელეფონს ხელი დავტაცე და ნერვებმოშლილმა ვუპასუხე
— ალიო? — ოდნავ ამაღლებული ხმით ვთქვი. გაბრაზება ვერ დავმალე.

— გეძინა? — მესმის კისკისი. ნინი იყო.

— კი, ნინი, რა ხდება?.. — ამოვიწუწუნე და მზერა გაურკვევლად მოვავლე ოთახს.

— არაფერი, ევა, უბრალოდ მოგიკითხე. მეგონა, გაითიშე და ეგ იყო… კიდევ ჩაიცინა.

— არა, კარგად ვარ, ნუ ინერვიულებ, ვუთხარი და საწოლში გვერდი ვიცვალე. ისევ ვგეგმავდი ძილის გაგრძელებას.

— რას აპირებ? არ გამოხვალ?

— არა, მეძინება… გაერთეთ თქვენ, ამოვთქვი და თვალები დავხუჭე.

— რა გჭირს? საღამოა უკვე! გამოდიიი! — დაჟინებით ჩამჩურჩულა ნინი.

— მეძინება, თავს დაღლილად ვგრძნობ. ხვალ გამოვალ. გაერთეთ… მიყვარხართ, ვუთხარი სწრაფად და მის პასუხს დაველოდე.

— კარგი, ხო… მიდი. მეც მიყვარხარ, მითხრა და გათიშა.

ტელეფონი გვერდით მოვისროლე. ისევ თბილად ჩავწექი საწოლში. მოვდუნდი… მაგრამ ძილი აღარ მეკარებოდა.

არა ხომ ვამბობ, იდეალურ ძილს თუ ვინმე დაგიფრთხობს, მისი დაბრუნება შეუძლებელია გავიფიქრე გაღიზიანებულმა და თვალები ძლიერად დავაჭირე ერთმანეთს, თითქოს რამეს უშველიდა.

ნახევარი საათი ასე ვიყავი: ხან ერთ მხარეს გადავბრუნდებოდი, ხან მეორეზე. ბოლოს, როცა მოთმინება ამომეწურა, ნელა წამოვჯექი, ხელი თმებზე გადავისვი და ფეხსაცმელი ჩავიცვი. ნელი ნაბიჯებით გავედი სამზარეულოში.

იქ ლედი მშვიდად მიირთმევდა თავის საჭმელს. გამეღიმა. ოდნავ დავიხარე, ხელი გადავუსვი ფაფუკ თათებზე და ისევ გავსწორდი. მზერა ფანჯრისკენ გამეპარა…ცივი, მოღრუბლული, სუსხიანი ამინდი იყო. სიმშვიდე სუფევდა გარეთ, და თითქოს მთელ ქალაქს გაეჩუმებინა ხმა.წყალი დავადგი და მაცივრიდან გუშინდელი მაკარონი გამოვიღე. როცა საჭმელი თბებოდა, რძიანი ყავა მოვამზადე , ნაცნობი არომატი, რომელიც არასდროს მბეზრდებოდა.

საჭმელი რომ მზად იყო, ზედმეტი ემოციის გარეშე, აუღელვებლად დავალაგე ყველაფერი მაგიდაზე. დავჯექი და ტკბობა დავიწყე ამ ყველაფრით გემრიელი, ტკბილი, ოდნავ ცხარე გემოები… ეს იყო ის, რასაც ჩემი სხეული ყველაზე მეტად აფასებდა. ჩემი გემოვნების რეცეპტორები ხარბად მიირთმევდნენ ყველაფერს.

ზუსტად ეს იყო ჩემი კომფორტი: ცუდ ამინდში, თბილ სახლში, მარტივად მომზადებული საჭმლით და სიჩუმით გარშემო. ამაზე მეტი რა უნდა ადამიანს? მაგრამ ვიცოდი მხოლოდ ეს არ კმაროდა. შრომა და განვითარება აუცილებელი იყო, თუნდაც შინიდან, თუნდაც მონიტორულად.

ონლაინ ვმუშაობდი. მთელი დღე ეკრანის წინ ვატარებდი დროს წერაში, შესწორებაში, მუდმივ ფოკუსში — მაინც მღლიდა.

ვჭამდი და ვმუშაობდი. ისე ჩამოღამდა, ვერც კი გავიგე.

როცა ყველაფერი დავამთავრე, სქელი, წითელი საახალწლო წინდები ამოვიცვი, ჰუდი ჩავიცვი ელასტიკთან ერთად და დივანზე ჩავეშვი. ლედი გვერდით მომიწვა თავი დამადო მუხლზე, და ამან ოდნავ გამითბო გულიც. ტელეფონში დავიწყე სქროლვა.

უცებ კარებზე ძლიერი ბრახუნი გაისმა.

საათს რომ დავხედე ათი ხდებოდა. „ვინ უნდა იყოს ამ დროს?“ – გავიფიქრე. სტუმრები საკმარისად მყავდა ბოლო პერიოდში, და ახლა არაფრის თავი არ მქონდა.

ხმა ისევ არ წყდებოდა.

— მოვდივარ! — დავიყვირე გაღიზიანებულმა და ფეხზე წამოვდექი. ლედიც გამომყვა უკან, ნელი ნაბიჯებით, თითქოს იცოდა, რაღაც უცხო ხდებოდა.

კარი რომ გავაღე — გავშეშდი.

აჩი იდგა… დიდი შარვლით, ნაცრისფერი ჰუდით, შავი ქუდით. ჩრდილისმაგვარ ფიგურად ჩანდა და თითქოს სიბნელიდან გადმოვარდნილიყო.მისკენ გავიხედე ვცდილობდი გამერჩია, მელანდებოდა თუ არა.

მერე ხელი სახესთან ამიფრიალა. რეალობამ გადამირბინა თავზე.

— ჰო… მმ… რა ხდება? — ძლივს მოვახერხე კითხვა. ხმაში დაბნეულობა მეტყობოდა.

ცივად შემომხედა.
— არაფერი… უბრალოდ „ამხანაგს“ მოვაკითხე, არ შეიძლება? გაკვირვების ტონით თქვა და სიტყვა „ამხანაგი“ დამცინავად გამოკვეთა. ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა და ყალბი ღიმილი ტუჩებზე აიკრა.

— არა, კი, როგორ არა… თავი დავუქნიე და ღრმად ჩავისუნთქე. ისევ ის შეგრძნებები, ისევ ის აუხსნელი ენერგეტიკა… მისი სუნთქვაც კი გამყინავდა კედლებში.

— არ შემომიშვებ? თუ ასე ხვდები სტუმრებს? ირონიულად მკითხა და მზერით მთელ სახლს მოავლო თვალი.

— მობრძანდით, — ვუთხარი ფორმალურად, და გვერდზე გადავიწიე, რომ შემოსულიყო. კარი ჩუმად მივხურე და შემოვტრიალდი უკვე დივანზე მოკალათებულიყო. ლედისთან ერთად. თითქოს არასდროს წასულა აქედან.

— რა საყვარელია… და პატარა, თქვა, და ლედის თავზე ხელი გადაუსვა. ლედიმაც ალოკა როგორც კი ნდობა იგრძნო.

— ვა… ვთქვი გაკვირვებულმა თვით აჩიმ სიტყვა „საყვარელი“ გამოიყენა? ხმა ირონიით ამევსო, არ დამიმალავს ღიმილი.

თვალები მომანათა და წარბი შეკრა:
— არ გიხდება, ევა, ეს ირონია. არხარ ასეთი… მითხრა ჩუმად და ისევ ლედის მოეფერა.

მის სიტყვებს ყურადღება აღარ მივაქციე. სიჩუმე ჩამოწვა. რამდენიმე წამს უბრალოდ ვუყურებდი, მერე ძალით მოვაბრუნე თავი.

— დალევ რამეს? ან… შეჭამ? ვკითხე დაბნეულმა და თითების წვალება დავიწყე.

თავი ოდნავ გადააქნია თანხმობის ნიშნად. არც შემოუხედავს. უბრალოდ ჟესტით მიპასუხა მშრალად.

სამზარეულოში შევედი.
„ჯანდაბა… საჭმელიც არაა. გავიფიქრე და თავი გავკიცხე.

მაცივრიდან ოთხი კვერცხი და ძეხვი გამოვიღე. ერთად შევწვი ტაფაზე. პარალელურად პატარა ფინჯანში ყავა მოვუმზადე და ყველაფერი მაგიდაზე დავალაგე უხმოდ, თუმცა ყურადღებით.

— მოდი, ყველაფერი მზადაა, — გავძახე და დაველოდე.

მე სამზარეულოს ვალაგებდი, როცა მისი ძლიერი ნაბიჯების ხმა გავიგე. შემოვტრიალდი… და ხელში დაჭერილი ნაჭერი თავის ადგილას დავაბრუნე.

— რა იყო? — მკითხა, როცა დავაშტერდი.

— არაფერი… ვიცრუე სწრაფად. — პურს შეჭამ?

— კი, — მშვიდად მიპასუხა და საპურისკენ გაიხედა.

დაჭრილი პურის შეკვრა წინ დავუდე და ისევ ჩემს ადგილას დავბრუნდი. თვალს ვადევნებდი ზედმეტი პრეტენზიის გარეშე შეექცეოდა საჭმელს. გამეღიმა სულ
შიოდა.

— რა იყო, შენსთავს ელაპარაკები და იცინიხარ? მკითხა ისევ იმ თავისთვის დამახასიათებელი ირონიული ტონით. ყავას სვამდა და მზერას არ მაშორებდა.

— არაა… რაღაც გამახსენდა უბრალოდ, ვუთხარი თავის დასაძვრენად. მან თავი მხოლოდ ოდნავ დამიქნია და ჭამა განაგრძო.

ბოლოს, როცა მორჩა, ჭურჭელი ნიჟარაში ჩაალაგა თითქოს ეს მისი სახლი იყო და ისევ მისაღებში დაბრუნდა.

„ამას მართლა სახლში ჰგონია თავი?” გავიფიქრე და უკან გავყევი. ოთახის მეორე მხარეს, ოდნავ მოშორებით დავჯექი მინდოდა დისტანცია, სიფრთხილე, პატარა ზღვარი მაინც დარჩენოდა ჩვენს შორის.

— გამიკვირდა, დღეს რომ არ გამოხვედი… ვიფიქრე, კარგად გამოიძინა დილით თქო, ეშმაკურად გადმომხედა.

— გამოვიძინე, უბრალოდ დაღლილივით ვიყავი და ძილი გადავწყვიტე, ვუპასუხე და თმა უკან გადავიწიე.

— ხოო… ჩაილაპარაკა და ტელეფონს ჩააშტერდა. მერე უეცრად ამომხედა ისეთი სახით, თითქოს რაღაც გაახსენდა.

— არ უთხრა არავის, რომ დამჭრეს, მკაცრი ხმა გაისმა ოთახში. ტონი შეუცვლელი იყო.

დავიძაბე. ერთიანად გავიყინე.

— არა… არ მეხება ეს ყველაფერი მე. შენი პრობლემები შენია, ვუპასუხე წყნარად, თუმცა ხელებს დავყურებდი, რომ ჩემი დაძაბულობა არ დაენახა.

რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოწვა.

— კარგი, წავედი მე… მადლობა, რომ გამომკვებე, თქვა და ფეხზე წამოდგა. გამიღიმა.

მეც ოდნავ გავუღიმე და კარებისკენ გავაცილე.

— არაფრის… მადლობა, რომ მოხვედი, და მომიკითხე ვუთხარი ჩუმად.
თავი დამიკრა და კიბეებისკენ დაიძრა.

რომ გავიგე, როგორ გავიდა სადარბაზოდან, კარი მშვიდად მოვხურე.

მაგრამ ფიქრი არ მასვენებდა ვინ დაჭრა? რატომ?
მაგრამ ვიცოდი მის ცხოვრებაში რომ ჩავრეულიყავი, ალბათ ყელს თავადვე გამომჭრიდა.

ძალიან მეძინებოდა. ასე დაღლილს, ინტერესი უკვე შორეულ ფიქრად მექცა. ნელა შევედი ოთახში, საწოლში ჩავწექი, თბილად, რბილად დღევანდელი დღე კომფორტი იყო… ის იშვიათი სიმშვიდე, რომელიც დიდხანს გამყვებოდა.

თვალები დავხუჭე. თავი ბალიშში ჩავრგე და მივეცი საკუთარი სხეული ტკბილ სიზმრებს…
________________________
— ევა, ძალიან დავიღალე! წუწუნებდა ნიკა, როცა კიდევ ერთი მაღაზიიდან გამოვიდა უკმაყოფილო სახით.

— ნიკა, გთხოვ, ნუ ხარ ასეთი წუნია. რამე აარჩიე ბოლოს და ბოლოს, ამოვიხვნეშე და სახეზე ხელი მოვისვი.

— არაფერია ვარგისი! საერთოდ აღარ მინდა არაფერი, გაღიზიანებით გაიქნია ხელი და წინ გაიხედა, სადაც კიდევ ერთი მაღაზია მოჩანდა.

— კარგი, დამშვიდდი. წამოდი, აქაც ვნახოთ, ოფლი შუბლიდან მოვიწმინდე, წყალი მოვსვი და მაღაზიისკენ ვანიშნე.

— გამარჯობა! შემოგვეგება ლამაზი გოგონა, როცა მაღაზიაში შევედით.

— გამარჯობა, გავუღიმე და ნიკა ძალით მივიყვანე მამაკაცის ტანსაცმლის სექციასთან. სახეზე მაშინვე მოეშვა, როცა სავარაუდოდ რაღაც სასურველი შეამჩნია. რამდენიმე ნივთი გადმოიღო და გასახდელისკენ წავიდა. მე კი ფარდის უკან დაველოდე უკვე საშინლად დაღლილი ვიყავი. ფეხები მეკეცებოდა და ერთი სული მქონდა, როდის შევჭამდი რამეს.

— ნიკა, რას შვრები? გაიზომე? ამოვიოხრე და ფარდას ვუყურებდი.

— კი, მითხრა და ფარდა გადაწია.

გავუღიმე. მომეწონა შერჩეული ტანსაცმელი.

— გიხდება, ნიკუშ, იყიდე! მხარზე ხელი დავარტყი ღიმილით.

— ხო, მეც მომწონს, მითხრა და სარკის წინ შეათვალიერა საკუთარი თავი.
— ეს მინდა ! დაუძახა გოგონას და ისევ შევიდა გასახდელში.

როცა გამოვიდა, ლოყაზე მიჩქმიტა და წინ წავიდა, თანხის გადასახდელად. მაღაზიიდან გამოსვლისას ორივე თბილად დავემშვიდობეთ გამყიდველს.

— ძლივს, რა… ამოიოხრა ნიკამ და პარკები ხელში მჭიდროდ დაიჭირა.

მის ქცევაზე გამეცინა.

— წამოდი, ვჭამოთ რამე, თორემ აქვე წავიქცევი, მითხრა და თმა შეისწორა, თან ტელეფონში ჩაიხედა.

— მეც მშია… ვჭამოთ, დავთანხმდი და ნაბიჯები ნელ-ნელა გადავდგი. თითქოს დაღლილობამ წონასწორობაც წამართვა და მიწაზე მსუბუქად ვმოძრაობდი.

ბათუმში ოდნავ წვიმდა, თუმცა თბილი ჰაერი კვლავ მსუბუქი იყო.

ნიკამ ტელეფონი ამოიღო, ნომერი აკრიფა და დარეკა. ცოტა ხანში ხმა გაისმა

— იკა, რას შვრები? გარეთ ხართ?.. ჰო… კარგი, მე და ევაც მოვალთ.

— სად არიან? — ვკითხე ინტერესით, როცა ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო.

— საშაურმეში. მაგრად მოგვშივდა და ვერაფერი დაგვანაყრებდაო.

ორივეს გაგვეცინა და გზა ნელა გავაგრძელეთ. ნაცნობ საშაურმეს მივუახლოვდით, კარი ფრთხილად შევაღეთ და მზერით დავიწყეთ მეგობრების ძებნა. უკანა რიგიდან ირაკლი გვიქნევდა ხელს ისეთი ბავშვური ჟესტით, რომ უნებლიედ გამეცინა.

უკან მომყვებოდა ნიკა. მათთან მივედით ირაკლი, ნინი, ანანო, აჩი და ანდრო ისხდნენ მაგიდასთან. ყველას თბილად მივესალმე, და მერე ანდროსკენ შევბრუნდი ღიმილით, სანამ ვჯდებოდი
— ანდრო, როგორ ხარ? ვკითხე და თან საფულე ავიღე ჩანთიდან,თანხის ასაღებად.

— კარგად, ევა. შენ? ღიმილით მიპასუხა, თავაზიანად.

— ნიკას ხელში როგორ ვიქნები… მთელი დღე მატარა ერთი შარვლის და სვიტრის საყიდლად! თვალები გადავატრიალე. ანდროს გაეცინა.

შემდეგ ნიკას გავხედე, შეკვეთის მისაცემად რომ მიდიოდა.

— საშუალო, ყველაფრით და კოკაკოლა, დავუძახე და თანხა გავუწოდე.

წარბის აწევით გამომხედა.

— მეღადავები? რათ მინდა შენი ფული? ვიყიდი მე, მითხრა და ნაბიჯი გადადგა.

ხელი წამში გავწიე, რომ გამეჩერებინა.

— არა რა, მრცხვენია ნიკა… ისედაც ბევრი დახარჯე დღეს.

— ევა, არაუშავს, მაქვს… ჩათვალე, გამოყოლა აგინაზღაურე, მითხრა და ლოყაზე გამეთამაშა დქ გამიღიმა.თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად და ჩემს ადგილს დავუბრუნდი.

აჩის გავხედე მიყურებდა. როცა დაინახა, რომ შევამჩნიე, მაშინვე ანანოს მიუბრუნდა. რა უნდა ახლა მაინც? გავიფიქრე უკმაყოფილოდ და ყურადღება გადავიტანე.

ნინი და ირაკლი ერთმანეთს უყვებოდნენ დღევანდელ ამბებს, მომენტებში კინკლაობდნენ ამაზე მეცინებოდა. როგორც იქნა, ნიკაც დაბრუნდა და შეკვეთა წინ დამიდო.

ღმერთო, როგორ მშია! გავიფიქრე და ერთი დიდი ლუკმა მოვაკბიჩე შაურმას. სიამოვნებისგან თვალები მივხუჭე. გემრიელი, თბილი, ცხარე და ნაზი ყველაფერი ერთდროულად. მინდოდა, ეს შეგრძნება ბოლომდე გამომეცადა. ხმის ამოღებით არ ვიწუხებდი თავს უბრალოდ ვტკბებოდი ამ უბრალო ბედნიერებით.

ალბათ არავის ვუსურვებდი ჭამისგან მიღებული სიამოვნების დაკარგვას… შიმშილობას… ტანჯვას… მესმის, ბევრ ქალს არ მოსწონთ მათი სხეული და ამის გამო იტანჯავენ თავიანთ თავს, მაგრამ… ყველა სხეული თავისებურად ლამაზია. ვფიქრობდი, როცა ანდროს ხმა მომესმა.

— ევა, სხვას რას საქმიანობ? მკითხა და ჩემსკენ შემოტრიალდა.
— არაფერს, ანდრო. ვმუშაობ, ვისვენებ… ახლა კიდევ მინდა, სადმე ყვავილების მაღაზიაში დავიწყო სამსახური რაღაც სიმშვიდეს ვეძებ. ვუთხარი და კიდევ ერთი ლუკმა მოვკბიჩე.

— ეგ ძალიან კარგი იდეაა. სხვათა შორის, დეიდაჩემს სჭირდება გოგონა მის ყვავილების მაღაზიაში… ასე რომ, ჩათვალე, საქმე მოგვარებულია, ღიმილით მითხრა და წვენი მოსვა.

გავიღიმე, მაგრამ თან უხერხულად მოვისვი ხელი თავზე.

— დიდი მადლობა, მაგრამ არ მინდა შეგაწუხო…

— არაფერია… ეს ჩემი სურვილია, ევა, მიპასუხა და თბილად შემომხედა.

ამ დროს მოულოდნელად აჩის ხმა გაისმა, სავსე ირონიით

— როგორი რომანტიულია…

მისკენ გავიხედე. ირონიული ღიმილი დასთამაშებდა სახეზე, თან წვენს სვამდა აუღელვებლად.

— რამე პრობლემაა? — მკვეთრი ტონით შეეკითხა ანდრო,თვალებში უყურებდა.

აჩიმ მხრები აიჩეჩა, მაგრამ ღიმილი არ მოშორებია.

— არა, ჯელტმენო ბიჭო… უბრალოდ ვკითხე, რატო ღიზიანდები?

— არ მომწონს შენი ტონი, უთხრა ანდრომ. ცხადად ვხედავდი, როგორ ებრძოდა ბრაზს.

ამ დროს აჩი ფეხზე წამოიჭრა. ყელში შემომეჭრა შფოთვა. მამაჩემის სცენები გამახსენდა, მისი უცვლელი ჩხუბის ენერგია… ის დაუცველობა, რომელსაც ბავშვობაში განვიცდიდი.

აჩი ანდროსკენ დაიხარა და სერიოზულად უთხრა

— ნუ მითითებ ტონზე, როცა შენ არავინ გეხება.

ანდროც წამოდგა. დაძაბულობა ოთახში გამეფდა, ჰაერი გახშირდა… წამით გავიყინე, მერე კი ცრემლებით სავსე თვალებით წამოვვარდი და ხმამაღლა დავიყვირე

— გეყოფათ!
ორივემ გაკვირვებულმა შემომხედა. მეგობრებიც მოვიდნენ, ცდილობდნენ დავემშვიდებინე, მაგრამ უკვე აღარაფერს ჰქონდა აზრი.

მოულოდნელად ავიღე ჩემი ნივთები და გარეთ გავვარდი. ქუჩაში ცრემლებს ვიწმენდდი. სუნთქვა მიჭირდა.

ტრამვა… არ მინდა. კონფლიქტი არ მინდა.
მე სხვანაირი ცხოვრება მინდოდა… მინდოდა სიმშვიდე. ოცნებად მქონდა მშვიდი, წყნარი დღეები. არავინ უნდა ჩხუბობდეს ჩემს ირგვლივ.

ბურუსში გავდიოდი… არ ვუყურებდი გზას. ყურში წუილის ხმა მესმოდა. სიგნალი, ძლიერი ხმა… მერე ჰაერში ავარდნა…

მარტო ერთი ფიქრი
მქონდა გონებაში ავარია? მე დამარტყეს?

ყველაფერი დათრგუნული მქონდა ტვინი, სხეული, ხელები… გონს მხოლოდ მაშინ მოვედი, როცა ყბაზე ძლიერი შეხება ვიგრძენი. თვალები ნელა გავახილე. პირველი, რაც დავინახე აჩის სახე. წითელი, აღელვებული… მერე ნინი, ანანო, ნიკა, ირაკლი,ყველა… ყველა ჩემს სახელს ღრიალებდა.

— რა ხდება?.. ძლივს ამოვთქვი და თავი გავაქნიე.

— ღმერთო, გამოფხიზლდა… ამოიხრა ნინიმ და ტროტუარზე ჩაიკეცა.

— კარგად ვარ, — ძლივს ვუთხარი და ოდნავ წამოვჯექი. აჩიმ გვერდით გადაინაცვლა, მე კი სახეზე ხელი ნელა მოვისვი. ფეხზე წამოდგომისას თვალებში დამიბნელდა, მაგრამ დავხუჭე, ამოვისუნთქე და ისევ გავახილე თითქოს გონება გამეწმინდა.

— კარგად ვარ… ნუ ნერვიულობთ. სახლში წავალ. ზანტი ღიმილით ვცადე დამშვიდება და ზურგი ვაქციე ყველას.

— ნუ სულელობ ახლა, გაჩერდი! ჯერ მოსულიერდი, მითხრა ირაკლიმ, მაჯაზე მომქაჩა. ღრმად სუნთქავდა.

— ევა, ისე ვინერვიულეთ… კიდევ კარგი იმ მანქანამ არ დაგარტყა, ნიკამ ოფლი მოიწმინდა სახიდან და ნინის ამშვიდებდა, რომელიც თვალებზე ცრემლს იწმენდდა.

— მაპატიეთ… არ მინდოდა ასე გენერვიულათ. სათითაოდ ჩავეხუტე ყველას. ბოლოს ნინისთან დავიხარე და ძლიერად ჩავეხუტე.

— მაპატიე, ჩუმად ვუთხარი, ის კი სრუტუნებდა, მერე ნელ-ნელა დამშვიდდა.

— წავედი… წამოვწვები და დავისვენებ. ჩანთა გავისწორე და ღიმილით გავეცალე.

— კარგად იქნები? მომაძახეს უკან.

— გპირდებით, ხელი დავუქნიე და გზა განვაგრძე.

მხოლოდ ერთხელ გავხედე აჩის ისევ იმ ადგილას იდგა, ღრმად სუნთქავდა. მაგრამ მერე დაიძრა და უკან გამომყვა.

— მადლობა, აჩი… წავალ, არ ინერვიულო ჩემზე, ვუთხარი და წასვლა დავაპირე, მაგრამ უეცრად ძლიერად დამქაჩა ხელზე. მთელ სხეულში დამაჟრიალა მოულოდნელობამ დამაბნია და თვალები დავხუჭე.

— რა ჯანდაბას აკეთებ?! შე სულელო პატარა გოგო! მიყვირა თავისი ბოხი, გამაყრუებელი ხმით. გული გამიჩერდა. კანში გამცრა ამ ხმამ.

— ნუ ყვირიხარ… გთხოვ, ამოვილუღლუღე და ვცადე განთავისუფლება, მკლავი მტკიოდა უკვე.
-მტკივა, აჩი, ხელი გამიშვი…

— რა „ნუ ვყვირივარ“?! ლამის მანქანამ გაგისრისა ეგ თავი! ისე გაიქეცი, არ შეგეძლო გაჩერებულიყავი?! თუ იმ პატარა ბიჭის გამო გაბრაზდი? რა იყო, ძალიან გეწყინა, ლაწირაკს უფროსმა შენიშვნა რომ მისცა?! ისევ ღრიალებდა და ამჯერად ხელზე უფრო მომიჭირა.

გული მომეკუმშა. მთელი სხეულით უკან დავიხიე. სიტყვები ძალით ამოვთქვი

— მე… მე უბრალოდ… არ შემიძლია კონფლიქტი და ჩხუბი. ასე… ასე მამაჩემი იყო. ასე ცემდა დედას, როცა ყვიროდა… ხმა გამებზარა. მეგონა, შენც იგივეს იზავდი…

თვალები ძლიერ დავაჭირე ერთმანეთს. რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა.

მოულოდნელად ხელი გამიშვა.

სიცარიელე ვიგრძენი. ჰაერში თითქოს გრძელი დაჭიმული სიმი გაიწყვიტა.

თვალები გავახილე და ღრმად ამოვისუნთქე.

— რა? მკითხა ამჯერად მშვიდად და სიგარეტის მოწევა დაიწყო.
— ხო, გეფიცები, ძალით არ მიქნია. ნერვიულობისგან ალბათ ვერ განვსაზღვრე, რას ვაკეთებდი… უბრალოდ იდგა და ჩუმად მიყურებდა, თან ეწეოდა. ბოლოს კი ბიჩოკი დააგდო და ფეხით გაჭყლიტა.
— კარგი, მშვიდად და უდარდელად მითხრა და გზა გააგრძელა. მეც უკან გავყევი.
— ჩემი გაცილება არაა საჭირო, აჩი. უკეთ ვარ, ვუთხარი და ხელზე შევეხე, ყურადღების მისაქცევად, რაზეც ხელი აიქნია და ჩემი ხელი მოიშორა.
— გაჩუმდი. დღეს ნუღარ ეცდები, ნერვები ამიშალო, ევა. ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ, ამოიოხრა ბრაზით და თან წინ იყურებოდა.
— კარგი, ჩუმად ვუთხარი. ამის შემდეგ ხმა აღარ ამომიღია. ვიცოდი, რომ ვაღიზიანებდი და ჩვენი ყველა დიალოგი ჩხუბით მთავრდებოდა. ახლა უფრო დავტოვე უსუსური ბავშვის შთაბეჭდილება მასზე. ღრმად ამოვისუნთქე. დასვენება მინდოდა მეტი არაფერი.

როდესაც ჩემს კორპუსს მივუახლოვდით, ისევ გაჩერდა და ჯიბეში ჩაიწყო ხელები. მე არ ვაპირებდი ასე ჩუმად და უზრდელურად წავსულიყავი, ამიტომ დამშვიდობებისთვის მივტრიალდი.

— მადლობა, რომ გადამარჩინე, და მაპატიე, თუ შეგაშინე, ვუთხარი. ჩუმად მიყურებდა, არაფერს ამბობდა. მხოლოდ თავი დამიქნია და შეტრიალდა.

მეორედ მეწყებოდა დღეს ტირილი. ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის რაღაც სისულელეს ვაკეთებდი და არვიცოდი, სადამდე მეყოფოდა ძალა. ხშირი სუნთქვით შევედი სახლში, კარი გადავკეტე და გამოუცვლელად გადავწექი საწოლზე. ყველანაირი ემოცია ერთდროულად მაწვებოდა, მე კი პატარა ბავშვივით იმაზე ვტიროდი, რომ ასე ვანერვიულე ყველა.

ლედის წკმუტუნი გავიგონე, შემდეგ კი მისი ხტუნვის ხმა. ჩემთან მოვიდა და დამჩერებოდა, თითქოს აინტერესებდა, რა მჭირდა. ცრემლიანი თვალებით ავხედე, ნაზად გადავუსვი ხელი და ნამტირალევმა ვუთხარი
— ლედი, ყველაზე სულელი პატრონი გყავს მთელ დედამიწაზე…

თავი ისევ ბალიშში ჩავრგე. ლედიმ კი ამილოკა ლოყა ზუსტად ეს არის ცხოველებს, განსაკუთრებით ძაღლებს, ადამიანებზე უკეთ შეუძლიათ მეგობრობა. ალბათ ტირილმა ან დღევანდელმა დღემ გამომფიტა. მალევე ჩამეძინა — ტკბილად და მშვიდად.



№1 სტუმარი სტუმარი თეა

ძალიაან კარგია ❤️სულ უნდა წეროთ

 


№2  offline წევრი ELPI

სტუმარი თეა
ძალიაან კარგია ❤️სულ უნდა წეროთ

ძალიან დიდი მადლობა <33
--------------------
ე.ფ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent