შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ დაგთმობ(4)


4-08-2015, 22:11
ავტორი ubralod me
ნანახია 5 447

სახლში მალე მოვედით, ნინის აბაზანაში შევასწარი ცხელი შხაპი მივიღე და გავთბი...
_აბაზანა თავისუფალია,შეგიძლიათ შებრძანდეთ...
ვუთხარი ნინის და ტელეფონს გადავწვდი ხატიას დავურეკე ხვალის ამბები დავაზუსტე.. ნინის ტელეფონიც აწკრიალდა ირაკლი რეკავდა, არ ვუპასუხე მეგონა გაჩერდებოდა მაგრამ რამოდენიმე ზარის შემდეგ ნერვები მომეშალა და ვუპასუხე
_ალოო
_რას შვები სიხარული? რამდენი ხანია გირეკავ რატომ არ მიპასუხე?
_ვააა სიძეე... ინერვიულეე??
_ანი შენ ხაარ???
_ხოო ანი ვარ, ნინი აბაზანაშია, თავიდან არ გიპასუხე მაგრამ რომ არ გაჩერდი ნერვები მომეშალა..
_ხოი კაი ნუ წუწუნეებ.. მე რა ვიცოდი აბაზანაში თუ იყო...
_რომ მოიცლის დაგირეკავს... დავემშვიდიბე და გავთიშე.. ამასობაში ნინიც გამოვიდა და თითონ დაურეკა ირაკლის, მე ოთახში შევედი და მეცადინეობა დავიწყე, მაგრამ თავში არაფერი შემდიოდა, ერთი სული მაქვს როდის გათენდებააა, ხატია როდის ვნახაავ... გაბრაზებამაც გამიარა, ეხლა ძალიან მენატრება მასთან ლაპარაკი.. ნინი ოთახში შემოვიდა და მახარა
_ხვალ ირაკლი მოდის და თან ძმაკაციც მოჰყავს, მარტო არ იქნებიი..
_კაი რაა ნიი...შენ მაინც ნუ მეუბნები მასე, ხომ იცი რატოც არ მყავს შეყვარებული... და არც მინდა მყავდეს...
_ხო ანი ვიცი, ყველაფერი ვიცი მაგრამ ასეც არ შეიძლება... რამდენ ბიჭს მოსწონხარ შენ კიდე არავის იკარებ ახლოს.. შანსი მიეცი შენს თავს, ნახე როგორი ბედნიერი იქნები...
_ასეც ბედნიერად ვგრძნობ თავს, მოდი თავი დავანებოთ ამ თემას რაა... თან მეძინება..
_კარგი, როგორც გინდა...
დაძინება ვცადე მაგრამ ვერ შევძელი, ცრამლები თავისით მომდიოდა, არ მინდოდა ნინის შეემჩნია და ვცდილობდი თავი შემეკავებინა... წარსული გამახსენდა, როგორ დაგვტოვა მამამ ახალი წლის ღამეს მე და დედა და ჩვენგან წავიდა, მაშინ 11 წლის ვიყავი, ყველაფერი კარგად მახსოვს. როგორ თხოვდა დედა დარჩენას, ის კი ყვიროდა და არ ჩერდებოდა. წავიდა და მას შემდეგ არ გამოჩენილა... ამ დღემ ყველაფერი შეცვალა ჩემს ცხოვრებაში, შინაგანადაც ძალიან შევიცვალე, იმ დღეს როცა მამა წავიდა ყველაზე დაუცველი მეგონა თავი, მე ხომ ის გოგო ვიყავი რომელსაც მამას გარეშე 1წუთიც არ შეეძლო. ახალ მის გარეშე ცხოვრება მომიწევდა, როცა დედაჩემის ცრემლებს ვხედავდი ვხვდებოდივრო მამაჩემს არასოდეს ვაპატიებდი... ახალა 7 წლის შემდეგ ისევ ვგრძნობ უიმისობას, ისევ მტკივა.... სწორედ ამ ტკივილმა დამიტოვა შიში, რის გამოც ვერ ვენდობი სხვებს და არ მყავს შეყვარებული, კიდევ ვინმე რომ დავკარგო ნამდვილად ვერ გადავიტან. ვერ ვბედავ ვინმესთან ურთიერთობის დაწყებას.... ცრემლებს ვერ ვიკავებდი.. ამ ფიქრებში გართულს როდის ჩამეძინა არ მახსოვს... დილით კი ტელეფონის ზარმა გამაღვიძა




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent