ნიღაბი (6)
გრილი ჰაერი სახეზე მეცემა და თმას მიწეწავს. ნელა ვისწორებ თმებს და წინ ვიყურები, შემდეგ მარჯვნივ. ზღვის ლამაზ ხედს ვუყურებ და ვმშვიდდები. ეს სიჩუმისა და სიწყნარის დამშვიდებაა. ადამიანებს ყოველთვის სჭირდებათ ეს, ზედმეტი დაღლის შემდეგ. ქვემოთ გადამაქვს მზერა. ლედი ნელ-ნელა დგამს მის პატარა, რბილ თათებს და ისიც ტკბება გარეთ ყოფნით. ცოტა ვისეირნეთ, შემდეგ კი ქვებზე ნელა ჩამოვჯექი. პატარა ჩანთა დავდე და კაბა შევისწორე. ლედი მომიჯდა გვერდით და თავი ჩემს ფეხებთან დადო. ისევ ზღვის სილამაზეს ვუყურებდი და მისით ვტკბებოდი. - რა ლამაზი ხედია, არა? სიჩუმეში გაისმა აჩის ხმა. ოდნავ შევხტი, არ მოველოდი აქ ვინმეს ყოფნას. თავი გავატრიალე უკან და ის დავინახე მისი ძაღლით, რომელიც ზედმეტად საშიშად გამოიყურებოდა. ამიტომ ლედი ხელში დავიჭირე. — კი, ვუპასუხე მოკლედ და ისევ წინ გავიხედე. სულელად ვგრძნობდი თავს გუშინდელის მერე. სიჩუმე ჩამოწვა. ნელი ნაბიჯების ხმა გაისმა ქვებზე. ჩემს გვერდით დაჯდა და ხელები მუხლებზე დაასვენა, თან მის ძაღლს ეფერებოდა. წამით გავხედე ლამაზი ცისფერი თვალები ჰქონდა ძაღლს. — რა ლამაზია, ვთქვი ღიმილით და ნელა გადავუსვი ხელი თავზე, რაზეც ამლოკა. აჩის არაფერი უთქვამს უბრალოდ ჩუმად იჯდა. ბოლოს ისევ ჩემს ადგილზე გავსწორდი. უკვე ცუდი ფიქრები მიწვავდა გონებას, რასაც სირცხვილის ტალღაზე გავყავდი. — ამ დროს აქ პირველად გხედავ, მითხრა ჩუმად და მზერა ჩემსკენ გადმოიტანა. მისკენ არ გამიხედავს. ქვას ვათამაშებდი ხელში და ისე ვუპასუხე — ხომ, დიდი ხანია, მე და ლედი ამ დროს არ გამოვსულვართ სასეირნოდ. ხშირად დადიხარ შენ? ვკითხე და პასუხს დაველოდე, თან ქვით თამაშს არ ვწყვეტდი. — თითქმის ყოველდღე, მიპასუხა მისი ცივი ტონით. ხმა აღარ გამიცია. მოვტრიალდი და ისევ ზღვის ხედზე გადავიტანე ყურადღება. — ანანო უნდა ვნახო, წესით სხვებთან ერთადაა. წამოხვალ? მკითხა, როდესაც წამოდგომა დააპირა. ნელა წამოვდექი და კაბა შევისწორე, თან ვუპასუხე… — კი, მეც წამოვალ, ოღონდ ჯერ ლედი სახლში უნდა დავტოვო. წადი, და მოვალ მერე, ვუთხარი და პატარა ძაღლი ხელში დავიჭირე. სიარული დავიწყე. ქვების ხმა წყლის ხმას უერთდებოდა და სასიამოვნო ხმაურს წარმოქმნიდა. უკან გამომყვა აჩიც. — კარგი, წავედი, მითხრა უეცრად და პასუხს არ დალოდებია გზა გააგრძელა. ერთი ამოვიხვნეშე და მეც ჩემი გზით წავედი. სახლში რომ ავედი, ლედის საკვები და წყალი დავუტოვე. ისე იყო სიარულით დაღლილი თბილად დაწოლილიყო და თვალები მოენაბა. ჩემს ოთახში შევედი, გარდერობიდან თბილი მოსაცმელი გადმოვიღე და ჩემს თხელ კაბაზე მოვიცვი. ტელეფონი ავიღე და პატარა ჩანთაში ჩავაგდე, კარტასთან ერთად. ბოლოჯერ მოვეფერე ჩემს ძაღლს და სახლიდან გავედი. როდესაც კარი დავკეტე და სადარბაზოდან გავედი, უკვე აღარ ვნანობდი მოსაცმლის გამოცვლას. ჩექმა გავისწორე ფეხზე და გზა გავაგრძელე. როდესაც ჩემს სახლს გავცდი, ნინის დავურეკე და ვკითხე, ეთქვათ სად იყვნენ . როდესაც ლოკაცია მივიღე, ტელეფონი ისევ ჩავაბრუნე ჩანთაში. გულზე ძლიერ მოვიკარი მკლავები ვცდილობდი ამით გავმთბარიყავი ან თბილი ტემპერატურა შემენარჩუნებინა. ყოველ ნაბიჯზე თმა მეჩეჩებოდა, თუმცა ზაფხულისგან დაღლილს, ხმაურისა და სიცხისგან, ეს სიგრილე და სიმშვიდე მერჩივნა. მაგრამ, რასაკვირველია, ესაც მომბეზრდებოდა. როდესაც პატარა ლამაზ კაფეს მივუახლოვდი, ფეხები საწმენდს რამდენჯერმე გადავუსვი, შემდეგ კი შევდგი ნაბიჯი. ჩემი ჩექმის ბაკუნის ხმა ისმოდა, რაც ძალიან მომწონდა. როდესაც ჩემს მეგობრებს მოვკარი თვალი, ღიმილით წავედი მათკენ. — გამარჯობა, მეგობრებო, როგორ ხართ? გავიღიმე და სათითაოდ ყველას მოვეხვიე. მხოლოდ ანანოსთან და აჩისთან არ მივსულვარ. ადგილი დავიკავე და დაველოდე, მიმტანს რომ შეკვეთა მიმეცა. — ევა, როგორ ვინერვიულე, ასე აღარ გააკეთო! მითხრა ნინიმ და შუბლზე მოისვა ხელი. — ბოდიში, არ მინდოდა გენერვიულათ. ძალით არ მინდოდა… ბოდიში, ვუთხარი დარცხვენილად და მენიუს ჩავხედე. ძალიან მრცხვენოდა ჩემი ქცევის. გვერდიდან მხარზე შეხება ვიგრძენი და გავიხედე ირაკლი მიღიმოდა. — რაც მოხდა, მოხდა. ყველაფერი ცუდი წარსულში დავტოვოთ, თქვა აჟიტირებულმა და თავისი კოქტეილი აწია. მის ქცევაზე გამეცინა. მიმტანი ახალგაზრდა ბიჭი მოვიდა ჩვენსკენ და შეკვეთას დაელოდა. — ცეზარი და ფრი, სასმელად კოკა-კოლა იყოს, ვუთხარი ღიმილით. მანაც თავაზიანად თავი დამიქნია და გაბრუნდა. თბილად მოვკალათდი სკამზე და შევეცადე, სიცივე აღარ ეგრძნო ჩემს სხეულს. — ევა, ბოდიში, მითხრა უცებ ნიკამ და ნერვიულად ხელები აათამაშა. მე კი გაკვირვება ვერ დავმალე. კი მაგრამ, რაზე მებოდიშება? გავიფიქრე. — რა ბოდიში, ნიკა, რა ქენი საბოდიშო? გუშინდელზე თუ ამბობ, ჩემ… — არა, არა, მაგაზე არა… უტა შეიძლება მოვიდეს. მე კი სახელის გაგონებაზევე ავნერვიულდი და დავიძაბე. — იდიოტი ხარ, ნიკა?! ტონს აუწია ნინიმ. -ხომ იცი, რომ საზიზღარია?! უთხრა ზიზღით და სკამში კარგად მოთავსდა. — უტა ვინაა? იკითხა ანანომ საღეჭი რეზინის ღეჭვის დროს. მე კი მისი ქცევაც ვერ მიცვლიდა ხასიათს, რომელიც უკვე გამფუჭებოდა. ამაზე ცუდ ხასიათზე ვერც ვიქნებოდი. — ევას საზიზღარი ყოფილი, თქვა ირაკლიმ და დამამშვიდებლად ჩამეხუტა. წამით ჩუმად ვიყავი. აღარ მსურდა საუბარი. ერთი სული მქონდა, მეჭამა და წავსულიყავი. ვინ იყო უტა? ბიჭი, რომელიც ევასგან სრულიად განსხვავდებოდა. გართობის მოყვარული, მოღალატე, არაფრის მაქნისი. ევა… უსუსურია, როდესაც გრძნობები უჩნდება, იმიტომ რომ წარმოუდგენელია, ასეთ ბიჭთან გაჩერდე. ნელა ამოვიხვნეშე და ბიჭს მადლობა გადავუხადე, რომელმაც შეკვეთა მომიტანა. ნელა გადმოვიღე ჩემი ცეზარის სალათა და წვენი დავისხი. ყველა ჩუმად იყო და ჩემგან საუბარს ელოდებოდა. არადა, ყველაფერს ვაკეთებდი, რომ მიმხვდარიყვნენ რომ ეს არ მსურდა. პირიქით, ყველანაირად ვიკავებდი თავს ამისგან. ვჭამდი და ვცდილობდი, არცერთისთვის გამესწორებინა თვალი. მალევე ნაბიჯების ხმა გაისმა, რომელიც ჩვენს მაგიდასთან გაჩერდა. მივხვდი, რომ ის იყო. ახლა ხმას ამოიღებს, გავიფიქრე და თავი მეტად დავხარე. — გამარჯობა, ლამაზებო, როგორ ხართ? გაისმა მისი სიცანცარით გაჟღენთილი ხმა, რომელიც უკვე გულს მირევდა. — კარგად, უტა, შენ? კითხა ნიკამ და, ალბათ, ანიშნა, დამჯდარიყო, რადგან ჩემს გვერდით გაისმა სკამის ხმა. ნელა წამოვწიე თავი და მისკენ გავიხედე. ისევ ისეთი შავგრემანი იყო მეტად მოზრდილი თმით. ცისფერ თვალებს კი ყველას სათითაოდ ანათებდა. მისი მოზრდილი ტუჩი და ცხვირი პროფილში მეტად დასანახი იყო. მისი დანახვა ერთ დროს აღმაფრთოვანებდა… ახლა კი გულს მირევს. მზერა ჩემსკენ გადმოიტანა და შევატყვე, როგორ შეეცვალა სახის გამომეტყველება. რა შეცვლილი ვარ, არა? გავიცინე საკუთარ ფიქრებში. — ევა, როგორ ხარ? მკითხა შეცვლილი ტონით და მენიუს ჩახედა. ღრმად ამოვისუნთქე და შევეცადე, ნორმალურად მეპასუხა. ნიკას ვერ ჩავაგდებ უხერხულში ზუსტად მე ვთხოვე გაეცნო ჩემთვის იმ დაწყევლილ დღეს. ის არაფერ შუაშია. — კარგად, ვუთხარი მოკლედ და ცივად, და ჭამა გავაგრძელე. ჩემს პასუხზე სხეული შეარხია თითქოს სიცივემ დაკრა მთელ ტანში. — კარგია… მე არ მკითხავ, როგორ ვარ? მკითხა ჩუმი ირონიით და მიმტანს მიანიშნა, მაგიდასთან მოსულიყო. -არა, არ მაინტერესებს, წვენი მოვსვი. უტამ ჩაიცინა და მიმტანს შეკვეთა მისცა. თითქოს ამ საუბრით ვუხდიდი ყველა იმ გრძნობის სამაგიეროს, რაც მაგრძნობინა. — კარგი… ამოიოხრა ნიკამ და სცადა სიტუაცია განემუხტა. -მუშაობ, უტა? თუ ბათუმში რა გინდა? — კი, ვმუშაობ. მამაჩემის კომპანიაში ვარ. ახლა აქ დასასვენებლად გავჩერდი. კარგი ქალაქია ბათუმი, მაგრამ მალე დავბრუნდები თბილისში, უთხრა ნიკას და ხელები ერთმანეთს გადაუსვა. — როგორ მოხდა, ბათუმი რომ შეაქე? უთხრა ირონიულად ნინიმ და წვენი მოსვა. აჩისკენ გავაპარე მზერა. დაძაბული უყურებდა უტას. ახლა ამასთანაც არ წამოიწყოს ჩხუბი… ღმერთო, არა, გთხოვ, გავიფიქრე. ამ დროს უტამ ანანოს დაუწყო საუბარი — ეს გოგო ვინ არის? არ მინახავს აქამდე. -რა გქვია, გოგონი? კითხა. არც ზრდილობიანად და არც უზრდელურად უბრალოდ ირონიით. ეს ხომ უტა იყო… — ანანო მქვია, და ნინის ნათესავი ვარ. წელს ჩამოვედი ბათუმში, უთხრა და საღეჭი რეზინა დაატკაცუნა პირში. გულისამრევი იყო უკვე ეს სიტუაცია. ირაკლისკენ გავიხედე, რომელიც ტელეფონს ჩაშტერებოდა. ნელა დავადე მხარზე თავი და შევეცადე, ამ სიტუაციიდან შორს მეგრძნო თავი. ირაკლიმ გამიღიმა და თავზე მომისვა ხელი. — კარგი, ანანო, სასიამოვნოა… და შენ რა გქვია? მიმართა აჩის. უკვე დავიძაბე. თითქოს ჩემი დაძაბულობა ირაკლიმაც იგრძნო, რადგან მზერა გაუსწორა აჩის. —აჩი,ცივად უთხრა და ვისკი მოსვა, თან თვალებში ყურებას არ ერიდებოდა. — სასიამოვნოა, გაიმეორა ისევ და ჩემსკენ მოტრიალდა. ვოცნებობდი, რომ ჩუმად ეჭამა და მჯდარიყო, შემდეგ კი მეც წავიდოდი და რაც უნდოდა, ის ექნა. — ევა… ევა… გაიმეორა ჩემი სახელი. — ისევ ისეთი ნაზი ხარ, მითხრა და ამათვალიერა. — როგორი რომანტიულია, თქვა ირაკლიმ და ჩაიცინა. ვიცოდი, რომ დიდი ირონიით იყო ნათქვამი, რაშიც ვერ გავუბრაზდებოდი მას. — ძალიან! როდესაც ევას ხედავ, როგორ შეიძლება არ იგრძნო რომანტიკა? ჩაიცინა უტამ საზიზღრად და უფრო ახლოს მომიჯდა. — რა გინდა? მობეზრებულმა ვუთხარი და წელში გავსწორდი. — რა იყო, რა აგრესიაა? მე ასეთი ევა არ მახსოვს, მითხრა და ჩემი თმები მოიქცია ხელში, მერე დაყნოსა. უცებ გამოვგლიჯე თმა ხელიდან და გავისწორე. — ნუ მეხები! და აღარ გაბედო შეხება! ვუთხარი და ბრაზით შევხედე. რაზეც უბრალოდ დანებებით აწია ხელი, ადგა, გასწორდა და ჭამა დაიწყო. ღრმად ვსუნთქავდი. მეზიზღებოდა სიტუაციები, სადაც თავს არაკომფორტულად ვგრძნობდი. ხმაურიანად წამოდგა აჩი ფეხზე, მოსაცმელი შეისწორა, ვისკი ბოლომდე მოსვა და მოგვმართა — წავალ მე… გაერთეთ, გვითხრა და უკან გაბრუნდა. თუმცა ნინიმ გააჩერა. — აჩი, ევაც წამოვა, ანიშნა უტაზე და სახე დამანჭა. ნელა წამოვდექი და კაბა შევისწორე. არაფერი უთქვამს, უბრალოდ წინ წავიდა და მე უკან გავყევი. — დავიღალე უკვე… პატარა ბავშვივით ყველგან უნდა გატარო? მითხრა გაღიზიანებულმა და თმა შეისწორა. — რა? ვკითხე გაოცებულმა. არ ველოდებოდი მის უხეშ ტონს. — ყველგან ბავშვივით მომყვები ან დაგყვები… დავიღალე! მითხრა სწრაფად. მისი სიტყვები გულს მტკენდა. ისედაც გაფუჭებულ ხასიათს უარესად მიფუჭებდა. — კარგი… არ მინდა. წავალ მე. არ ვიცოდი, ასე თუ წუხდებოდი, ვუთხარი ჩუმად და გზა გავაგრძელე. — ახლა იბუტები? მითხრა ზურგს უკან ირონიით და ნერწყვი ძლიერ გადაყლაპა. მისკენ მივტრიალდი მშვიდად. არ მინდოდა, დამტყობოდა წყენა. — შენ ვერ საზღვრავ, აჩი, რა უნდა თქვა. მე კი უკვე ბევრს ვითმენ. ამიტომ აღარ მინდა კონფლიქტი. შემეშვი. ნუ მიგრძელებ საუბარს. მივდივარ! ბოლო სიტყვები ერთმანეთს სწრაფად გადავაბი და ისევ უკან შევტრიალდი. სწრაფი ნაბიჯებით წავედი სახლისკენ. აღარც გავუჩერებივარ, აღარც მე მივბრუნებულვარ უკან. უბრალოდ ვაგრძელებდი გზას, რომელიც თითქოს ამ ხასიათზე შემზიზღდა კიდეც. ერთი და იგივე სულ. უკვე სურვილი მეკარგებოდა გარეთ გასვლის. ალბათ არც გავიდოდი ხვალ, სანამ არ დავიცლებოდი ბოლომდე ემოციებისგან. არსად გასვლას არ ვაპირებდი. ჩემს კორპუსთან მდებარე მარკეტში შევედი, წვენი და სასუსნაოები ვიყიდე და სახლში ავიტანე. კარები რომ გავაღე, ლედი ისევ იწვა და თვლემდა. არ მინდოდა მისი გაღვიძება, ამიტომ ნელა შევედი სახლში. კარები გადავკეტე და ოთახში გადავინაცვლე გამოსაცვლელად. როდესაც გამოვიცვალე, ოთახში შევიტანე სასუსნაოები, ტელეფონი და საწოლზე დავწექი. ახლა ცოტა დავიცლებოდი ემოციებისგან. სერიალი ჩავრთე და ჩავუჯექი. ცოტა ხანს თავი შორს უნდა მეგრძნო ნეგატივისგან და ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა. ნელ-ნელა უკვე ღამდებოდა. ა. ჩ. ი. ————— — რა იყო, ანგელოზი გონიხარ? თუ კეთილი ბიჭი? ჩაიცინა რიჟამ და ვისკი მოსვა. ქერამ კი ბრაზით შეხედა ორივეს. — გეყოფათ, ეს არაა სასაცილო, შეუბღვირა ორივეს. — ის საყვარელია და მზრუნველი… გაიხსენა, როგორ შეხვდა ევა მათ იმ ღამით. — რა იყო, ხომ არ მოგეწონა? რიჟა გაეხუმრა და ჩაიცინა, თუმცა აჩის საერთოდ არ გასცინებია. ვისკი მოსვა, სტრიპტიზიორს გახედა და გააგრძელა — დღეს გაიგებს ყველაფერს… ვიცი. მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და სახეზე ღიმილი შეეპარა. — და საიდან იცი? ჰკითხა რიჟამ. — ვიჩხუბეთ. უფრო სწორად, ვეჩხუბე… ეჭვიანობის გამო. ბავშვია. არ მომწონს, არ მომიხდება… მაგრამ თან ისე მინდა… ყელი გამოვაჭრა იმას, ვინც მას შეეხება. მასში ვიპოვე კომფორტი და ამით იქამდე დავტკბები, სანამ არ მომწყინდება. — მოგწონს, უთხრა რიჟამ. — თან კარგი გოგოა. განსხვავებული, დაამატა. — მაგის დაქალს მოვწონვარ. ანანოსთან რომ ვიყავი, მაშინაც მოვწონდი ანანოსთან არ ვაპირებ დაშორებას. ვერთობი. მაგრამ ნინის ყოველთვის მოვწონდი. ევასშიც კონკურენტს ხედავს. ამიტომ ამ შანსს არ გამოტოვებს, კბილები დააჭირა ბრაზით ერთმანეთს. — ეწყინება, როცა გაიგებს რომ მალავდი ყველაფერს, წყენით თქვა ქერამ, რაზეც რიჟა დაეთანხმა. — ვიცი… ჩუმად უპასუხა აჩიმ. — შენთან საერთოდ აღარ მოუნდება ურთიერთობა. ეს არ უნდა გექნა… ჯანდაბა, საერთოდ რა გვინდა ბათუმში? დავბრუნდეთ სახლში. — არა… არ მივცემ ამის უფლებას. თუ წავალ, მასაც გავიყოლებ. … ნუ მესაუბრებით ცუდზე, თქვა აჩიმ და კეფა მოიზილა. — სულ გაგიჟდი, არა? გოგო გენდო. ოჯახზე მოგიყვა… შენ კი ნიღაბი მოირგე. საყვარელი, შეუცნობი ბიჭის როლი ითამაშე. შენს აზრით, ამას გაპატიებს? ან სადმე გამოგყვება?! გაბრაზდა რიჟა და დააკვირდა აჩის რეაქციას. მამაკაცს თვალები გაუშტერდა თითქოს ახლა გაიაზრა ყველაფერი. სიჩუმე უკვე პასუხი იყო. ის არ აღიარებდა, მაგრამ იცოდა რიჟა მართალი იყო. არ დავუშვებ ცუდს— თქვა სიჩუმის შემდეგ აჩიმ და ნელა მოსვა ვისკი. გემო თითქოს ძველი ფიქრებისგან ასუფთავებდა. ყველაფერი ისე არ იქნება, როგორც შენ გინდა, აჩი ქერამ საუბარი განაგრძო, — ის სხვანაირია… სხვა რითმში ცხოვრობს. გოგოს კითხვაც კი არ გასჩენია — ისე შეგვიპატიჟა სახლში. ის კი არ იფიქრა, ვინ ვიყავით. ახლა შენ გგონია, ეგეთი ადამიანი შენს ცხოვრებაში ისე მოისურვებს ყოფნას, როგორც გინდა? ხმა უხეში არ ჰქონდა, მაგრამ ტონში ბრაზი მაინც ჩარჩენოდა. საერთოდ რისთვის დაუახლოვდი?— შეეკითხა რიჟა. — შენს გემოვნებაში ეგ გოგო არ ჯდება. აქამდე რომ გდომებოდა, გააკეთებდი ყველაფერს..ახლა რა ხდება, აჩი?“ ტუჩები ერთმანეთს დააჭირა აჩიმ, მზერა მაგიდას მოაშორა და ხმადაბლა ჩაილაპარაკა: -არ ვიცი… დაემთხვა. გადავიკვეთეთ ბევერჯერ შემთხვევით -ხო, კი დაემთხვა ჩაიცინა რიჟამ, — იმ დღესაც დაემთხვა, როცა დაგვტოვე და მასთან გაიქეცი, არა? გაგვექეცი, აჩი. და მაშინ დაჭრილი იყავი. შენთან კი მხოლოდ ერთი ადამიანი რჩებოდა პატარა გოგო, რომელსაც „არაფერი შეუძლია“, როგორც შენ ამბობ. აჩის მზერა შეეცვალა. ცოტა გაბრაზდა, ცოტა გაწითლდა. სიგარეტს მოუკიდა. რა გაცინებს?— მკაცრად იკითხა. -ის, რომ მოგწონს. და სერიოზულად სასაცილო ხარ, რომ ამას ვერ აღიარებ. ანუ რა გინდა, აჩი? ისევ გგონია, რომ ყველაფერს ზემოდან უყურებ?“ — რიჟამ ხმამაღლა გადაიხარხარა. -მე არავინ მომწონს… მით უმეტეს, პატარა გოგო, რომელსაც არაფერი შეუძლია ბარში რბილი მუსიკა ისმოდა ძვირადღირებულ ჭიქებში ნახევრამდე ჩასული ვისკი ესხა.. მზად ვარ თავისთვის ჩაილაპარაკა და ჭიქა ბოლომდე გამოცალა. -როგორიც არ უნდა იყოს მისი რეაქცია ასე არ გავუშვებ. _____ — ევა!! სადარბაზოდან მოისმა ხმა. არ ვიცოდი, როდის ჩამძინებია. ოთახში სიბნელე ჩამოწოლილიყო. ნელა წამოვიწიე, თვალები მოვისრისე და ლედის გავხედე, კარისკენ მიირბინა როგორც ყოველთვის, სტუმრის მოსვლას პირველი ამჩნევდა. დაბნეული წამოვდექი და კარისკენ წავედი. გავაღე. ნინი იყო. მარტო. — რა ხდება? ყველაფერი კარგადაა? ვკითხე ოდნავ შეშინებულმა და მის თვალებში ვცდილობდი გამომეცნო პასუხი. — კი… საქმე მაქვს. შეიძლება შემოვიდე? მკითხა ჩუმად და ფეხი გადაადგა ზღურბლს. — რათქმაუნდა. გვერდზე გადავიწიე და შიგნით შემოვუშვი. — დალევ რამეს? ვკითხე მთქნარების ფონზე. უარის ნიშნად თავი გააქნია. მეც დავჯექი მის გვერდით. მისაღებში. — რა ხდება, ნინი? ყველაფერი კარგადაა? ვკითხე აღელვებით. — კი, ევა, უბრალოდ… რაღაცაზე უნდა დაგელაპარაკო. გავშეშდი. როგორც ჩანდა, რაღაც სერიოზული იყო. — რაზე? მან ღრმად ჩაისუნთქა, ამოისუნთქა და მითხრა — აჩიზე. გავიყინე. — აჩიზე?.. რა ხდება? ვკითხე და ნერვიულად თითების წვალება დავიწყე. — ის არ არის კარგი ადამიანი, ევა. გთხოვ, მისგან თავი შორს დაიჭირე. გავშეშდი. სიტყვებს ვერ ვპოულობდი. — ის არ არის ცუდი ადამიანი, ნინი. აზვიადებ. მესმის, უხეშია, ზოგჯერ… კი, უზრდელიც, მაგრამ არა ცუდი არაა. ჩემი ხმა დაბნეული და ემოციური იყო. ვერ მივხვდი, როდის დავიწყე მისი დაცვა. მაშინაც კი, როცა მაწყენინა. — რას ამბობ, ევა? საერთოდ არაფერი იცი მასზე. ის… არაა ჩვეულებრივი ბიჭი, რომელიც უბრალოდ უხეშია ან თბილი. ის სხვაა. — თმა უკან გადაიწია და თვალებში ჩამაშტერდა. — რას გულისხმობ? ჩუმად ვკითხე. მე მასზე რაღაცეები გავიგე… და არა, არაა საჭირო, რომ თქვენ ყველამ გაიგოთ. მაგრამ გეფიცები, ნინი, ეს არ არის ის აჩი, ვისაც შენ ხედავ. გთხოვ, ენდე ჩემს სიტყვას. — რა გაიგე, ევა? რა?! ის გაიგე, რომ მამამისი კრიმინალია?! ნინის ხმაში ბრაზი და სასოწარკვეთა ერთმანეთს ებრძოდა. ის გაიგე, რომ თვეში მილიონებს შოულობს ოჯახი და არავის უკვირს როგორ? გეკითხები, ევა! იცი მაინც, რამხელა სახლი აქვთ?! ბათუმი მონაგონია იმასთან, რაც მათ გააჩნიათ. იცი საერთოდ, აჩი ჩიქოვანი ვინ არის?! მისი ხმამაღალი სიტყვები ოთახის კედლებიდან ექოსავით ბრუნდებოდა. მე კი გავშეშდი.თითქოს შიგნიდან რაღაცამ მომშალა. — რას… რას ბოდავ, ნინი? ძლივს გადავაბი სიტყვები. — ჰო, ეტყობა, რომ ფული აქვს, მაგრამ ეს ხომ არაფერს ნიშნავს? იქნებ ჭორია?.. — არა, ევა! არა! გაღიზიანებულმა გააქნია თავი. გაიკითხე აჩი ჩიქოვანი ან საერთოდ “ჩიქოვანების ოჯახი” — თბილისში, ან ბათუმში. ნახავ, როგორი “სუფთა წარსული” აქვთ. მაღალი ფენის სახელი აქვთ, მაგრამ სიბინძურე დაფარული გთხოვ, დამიჯერე. დავკარგე ხმა. ყელში ბურთივით მომაწვა სითბო, რომელიც მალე ცრემლებად გადაიქცა. არ მინდოდა მასზე ცუდის დაჯერება. — ნინი… ჩუმად ამოვთქვი. — არ ვიცი, ვინ არიან ჩიქოვანები და… შეიძლება ცუდია, მაგრამ… ჩემთან — ჩემთან ცუდად არ მოვქცეულა. ჰო, უხეშია ხოლმე, მაგრამ ეგ კრიმინალს არ ნიშნავს, ხო? ის… დაჭრილი მოვიდა ჩემთან. იქნებ, მართალია ნინი? ვფიქრობდი ჩუმად ნინიმ ყოყმანით ამოიღო ტელეფონი, ეკრანზე რაღაც გახსნა და ჩემსკენ შემოატრიალა. — ამას უყურე, ევა. და მერე მითხარი, ვაჭარბებ თუ არა. ეკრანზე პოსტი იყო, გოგოს დაწერილი. “მეგონა, მასთან ჩვეულებრივი ურთიერთობა მქონდა. ფიზიკურიც. მაგრამ ის არასდროს ყოფილა ჩვეულებრივი. მანიაკალურად მტკენდა. ბოლოს კი გავიგე რომ პროცესში ვიდეოს იღებდა… და როცა მობეზრდა, ისე მიმაგდო, როგორც დაძველებული თოჯინა. მინდოდა, სამაგიერო გადამეხადა, მაგრამ როცა გავიგე, ვინ იყო გავჩუმდი.” თვალები გამიშტერდა. კისერზე შიში მომებჯინა. ვერ ვსუნთქავდი. ეს… ის იყო? ის აჩი? ვიდეოც მაჩვენა საძაგელი, შემზარავი ფრაგმენტი. ეს აღარ იყო წყნარი, ინტროვერტი ბიჭი, რომელსაც ვიცნობდი. ეს ვიღაც სხვა იყო , შავი ჩრდილი. — ხედავ? ახლაც იგივეს ფიქრობ? მკითხა ნინიმ ცივად, ტელეფონი გათიშა და გვერდზე გადადო. ვერ შევხედე. — გთხოვ… აღარ მინდა ამაზე საუბარი. ჩურჩულით ვუთხარი, ხმა ძლივს ამომდიოდა. მზერა ფანჯრისკენ გავაპარე. არ მინდოდა, დაენახა როგორ მეფინებოდა ცრემლები თვალებზე. არ მინდოდა დაენახა, როგორ მტკენდა სიმართლის დაჯერება. — კარგი, წავალ ახლა. ნუ ინერვიულებ, კარგი? ნინი ნაზად წამოდგა. ხმადაბლა გავყევი. კარამდე მივაცილე. იმ წამსვე, რაც კარი ჩავკეტე, თავჩახრილმა ტირილი დავიწყე. როგორი სულელი ხარ, ევა… ხელებს შუბლზე ვირტყავდი. ყველა იმას გაჯერებს, რაც სურთ! და შენ ..შენ უბრალოდ… იჯერებ. სულელო! ჩავილაპარაკე ხმადაბლა, ბოლო სიტყვაზე ამოვისლუკუნე და საწოლში ჩავვარდი. აღარც მეძინებოდა, აღარც მშიოდა. სხეული ძარღვებამდე მიკანკალებდა. ჯერ უტა, ახლა აჩი… ღმერთო, რატომ მგონია, რომ მიღიმის ცხოვრება, როცა სინამდვილეში უბრალოდ ვისჯები? მეგონა, რაღაც სიმპათია ჰქონდა… დებილი ხარ, ევა… დებილი ბოლო სიტყვა თავში ექოსავით ჩამესმა. თვალები დავხუჭე. და სიბნელეში მხოლოდ ერთი რამ ვიგრძენი სიმშვიდე. ცარიელი, ცივი სიმშვიდე. ⸻ — გეყოფა უკვე, რა! ძალიან ბევრს სვამ! — რიჟამ აჩის ხელი დაუჭირა და ჭიქა გვერდზე გასწია. ცდილობდა მისი სახე დაეჭირა მკვეთრ შუქზე. — რატო დამღალე დღეს?.. უკმაყოფილოდ ამოილაპარაკა აჩიმ და მოუსვენრად აიარ-ჩამოიარა მაგიდასთან. თვალები ნახევრადდახუჭული ჰქონდა, მზერა არეული. — გეყოფა, აჩი! ბავშვი ხომ აღარ ხარ! გვითხარი, რა ხდება? რამე გაწუხებს? ქერამ მხარზე ხელი დაადო და თანაგრძნობით შეხედა. სიჩუმე. აჩიმ შუბლზე ხელი მოისვა და ჩაფიქრდა. შემდეგ კი უცბად მარცხნივ გაიხედა. მისი მზერა გაიყინა. ბიჭებიც უკან გაჰყვნენ მის თვალს. ხუთი ადამიანი ბარში შემოვიდა. — ვინ არიან? იკითხა რიჟამ და ინტერესით მიაშტერდა. — ევას მეგობრები. მოკლედ უთხრა აჩიმ და მკვეთრად გაიარა. თვალები არ მოუშორებია მათთვის. — ევა არსად ჩანს… ჩუმად დაამატა ქერამ და დაიხარა, თითქოს ასე უკეთესად დაინახავდა. — ვერც მე. დაეთანხმა რიჟა. — ალბათ ყველაფერი გაიგო… ახლა ცუდ ხასიათზეა… და ესენი აქ ერთობიან? აჩის ხმა ირონიით აჟღერდა, მაგრამ თვალებში ტკივილი იგრძნობოდა. — ევა ასეთი ადგილების გოგო არაა… ჩაილაპარაკა ქერამ. — ეგრეც არი..მხრები აიჩეჩა რიჟამ. -მაგრამ მგონი აჩიც მართალია. სიჩუმემ გადაუარა მაგიდას. — ხომ არ მივიდეთ? იქნებ ვნახოთ. ცოდოა… თქვა ქერამ და აჩის თანხმობას დაელოდა. — და რას ეტყვით? რა გვინდა, ევა როგორ ხარ გავიგეთ აჩი ა და მოგიკითხეთო? აჩიმ ბრაზით შეხედა ორივეს და ისევ ჭიქას წაეტანა. — გვიანია. ეძინება, ან უბრალოდ არ მოესურვება ჩვენი ნახვა, ჩუმად თქვა რიჟამ და ქერას მხარზე ხელი დაადო, დამამშვიდებლად. — კაი, და რატო არ გკიდიათ? აჩიმ ორივეს გახედა და ყალბი ღიმილი მოიკრა სახეზე. — და შენ გკიდია? სვამ, რადგან გეშინია, გრძნობები არ გაამხილო, ხმა დაუსერიოზულდა რიჟას, თან გამჭოლი მზერით დააცქერდა მეგობარს. აჩის სახიდან ღიმილი გაუქრა. გაღიზიანებული წამოდგა. — მაღიზიანებთ! წავედი. ნივთებს უხეშად მოუყარა ხელი, სიგარეტს მოუკიდა და კიბისკენ წავიდა. ბიჭებიც უკან მიყვნენ. — ჯანდაბა, აჩი, დაგველოდე! მიაძახა ქერამ და გაეკიდა. — აჩიი! — წკრიალა ხმა გაისმა ჰაერში. აჩიმ ნელა შეანელა ნაბიჯი და გვერდით გაიხედა ანანო ხელის ქნევით ესალმებოდა. ყველა წამით გაჩერდა. — არ მცალია, ანანო. სხვა დროს, მისკენ არც მისულა, ისე მიაძახა და გზა განაგრძო. ერთადერთი, რაც ახლა სურდა, იყო სიჩუმე. ძილი. ეს ყველაფერი ანანოც კი ზედმეტი ჩანდა ამ მომენტში. კარები სწრაფად გამოაღო, და გრილმა ჰაერმა სახეზე რომ მიეყინა, თითქოს ცოტათი მოეგო გონს. ღრმად ჩაისუნთქა. — წამოდი ან ჩვენთან, ან დაგტოვებთ შენთან, რიჟამ ისევ მიმართა, მანქანასთან მისულს და პასუხს დაელოდა. აჩიმ თვალებით გარემო მოათვალიერა. — ჩემთან დამტოვეთ. ძილი მინდა. ქერამ კარი გაუღო. აჩი ჩაჯდა და უხმოდ გადაწვა მანქანაში სულით და ხორცით დაღლილი იყო. ცოტა ხნით მიეძინა, თითქოს ფხიზელ სამყაროს გაექცა, მაგრამ ბოლოს მაინც გამოაღვიძეს. — სახლთან ვართ. ნელა, მძიმედ წამოდგა. თავი უგონოდ სტკიოდა. კარის გაღებისას მკვეთრი შუქი თვალებში მოხვდა. დაბნეულმა მოათვალიერა გარემო და როცა მიხვდა, სად იყო, ოდნავ თავი დახარა. მანქანის კარი მიიხურა და ბიჭებს მიუბრუნდა. -მადლობა, ბიჭებო… ღამე მშვიდობისა. გამოტრიალდა. – ღამე მშვიდობისა… იცოდე, ევასგან თავი შორს დაიჭირე, აჩი! მიაძახა რიჟამ. – არა, უთხრა მოკლედ აჩიმ და გზა განაგრძო. მეგობრებსაც მეტი არაფერი უთქვამთ. დაძრეს მანქანა და წავიდნენ. აჩიმ მარკეტში შეიარა და ენერგეტიკული სასმელი გამოიღო მაცივრიდან. არც დალოდებია გატარებას ისე გახსნა, მოსვა და გასვლისას დატოვა თანხა. ლიფტს როდესაც ელოდებოდა, გრილი სასმლით ტკბებოდა, რომელიც თითქოს ალკოჰოლის სიმძიმეს ნელ-ნელა ამსუბუქებდა. მოვიდა ლიფტი. შევიდა და დაელოდა, მის სართულზე როდის ავიდოდა. როდესაც გაიღო, თავის კარისკენ წავიდა. გასაღები გადაატრიალა და შევიდა. სიმშვიდე და სიბნელე – ეს იყო, რაც მან შეამჩნია პირველივე წამს. თავისი ოთახისკენ წავიდა, დაბალი ნათების ლამპა აანთო, ტანსაცმელი გამოიცვალა, ლეპტოპი აიღო და წამოწვა. სოციალური ქსელი გახსნა და რაც პირველი მოაფიქრდა, ის ჩაწერა “ევა მიქაბერიძე” ჩაწერა და ფოტოებს დააკვირდა. იქაც ისეთივე იყო, როგორც რეალურად უბრალო და სადა, რომელიც ახლანდელ დროში ასეთი შესამჩნევი იყო. მან უკვე ყველაფერი იცოდა მასზე : გვარი, სახელი, წარმომავლობა. ის სულელი არ იყო არ ესაუბრებოდა იმათ , ვისზეც არაფერი იცოდა. თავის თავზეც ბრაზდებოდა. ალბათ, ამასაც რომ გაიგებდა გოგოს უფრო შეეშინდებოდა… ბოლოს ლეპტოპი გათიშა, ენერგეტიკული სასმელი მოსვა და შეეცადა, ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა, მაგრამ ყოველი ფიქრი ისევ იმას უბრუნდებოდა თუ როგორ ცუდად მოექცა საწყალ გოგოს. ბოლოს თავი გააქნია და თბილად ჩაწვა საწოლში. რამდენიმე წამში კი მისი დიდი ძაღლი მიუახლოვდა და ალოკა. – ბოქსერა, დამაძინე რა… ამოიწუწუნა თვალი არ გაუხელია ისე გადაუსვა ხელი. გაიგონა ძლიერი საწოლის ხმა ბოქსერა მასთან დაწვა. აღარაფერი უთქვამს და ვერც შეამჩნია მისი სხეული მიეცა ძილს. ⸻ და მაინც, საკუთარი ეგოს გამო რამდენ კარგ გულს ვტკენთ, ადამიანები? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.