შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ ზღვის პირად


16-08-2017, 01:19
ავტორი სანდრო 23
ნანახია 2 243

შენ ზღვის პირად რომ ცეკვავდი მაშინ
მე შორიდან გიყურებდი კრძალვით,
ატმის ყვავილს გამსგავსებდი გაშლილს
და ვტკბებოდი უსასრულო ვარდნით.

ვნატრულობდი რომ გაჩერდეს დრო და
დრო კი რბოდა ვით მერანი მარდი,
წვიმა დენდა ნოსტალგიურ ნოტად,
მარად მსურდა ყოფილიყო კადრი.

შენ ზღვის პირად რომ ცეკვავდი მაშინ
ვინ იყავი ქალღმერთი თუ ქალი?
წლების წინათ იყო ეს თუ შარშან?
ან თუ სულაც დროის მიღმა არი.

ეს სურათი მე სულ გვერდით დამდევს,
არ მშორდება დღისითა თუ ღამით,
(ეს ისარი რაც ამ სტროფებს ბადებს,
გულს რომ ბანგავს სწორედ ეს ის არი.)

შენ ზღვის პირად რომ ცეკვავდი მაშინ
მე შორიდან გიყურებდი კრძალვით,
ატმის ყვავილს გამსგავსებდი გაშლილს
და ვტკბებოდი უსასრულო ვარდნით.



№1 სტუმარი Guest Eko

რა ძალიან კარგი ლექსია

სევდის ნოტები ჟღერს, მაგრამ სევდიანი არაა, უფრო იმედიანი და ნოსტალგიური. რითმაც მშვენიერია, მსუბუქი და მელოდიური:-)

 


№2  offline წევრი TeddyBear

მშვენიერია, ძალიან მომეწონა ❤

 


№3  offline აქტიური მკითხველი terooo

შენ ზღვის პირად რომ ცეკვავდი მაშინ
მე შორიდან გიყურებდი კრძალვით,
ატმის ყვავილს გამსგავსებდი გაშლილს
და ვტკბებოდი უსასრულო ვარდნით.

 


№4  offline მოდერი bla.ell

ჩემი პოეტი...როგორ მიზიდავს შენი ლექსები,იმდენად მყუდროა და "რბილი" ყოველი სტროფის არც ისე ხმამაღლა წაკიტხვა რომ მინდება ჩემს ირგვლივ იჯდეს საზოგადობა და მე შევძლო იმის დანახება რომ ასეთი კარგი პოეტები უცნობად შეიძლება დდარჩნენ მაგრამ მათ იდეალურ სემოქმედებას დრო ვერაფერს დააკლებს,ვისაც უყვარს მისტვის ყოველტვის ცნობილი და ნაცნობი იქნება..ჩემი აზრი თავადაც იცი შენი შემოქმედების სესახებ და მე ვამაყობ რომ არსებობენ შენნაირი პოეტები

 


№5  offline წევრი სანდრო 23

Guest Eko
რა ძალიან კარგი ლექსია

სევდის ნოტები ჟღერს, მაგრამ სევდიანი არაა, უფრო იმედიანი და ნოსტალგიური. რითმაც მშვენიერია, მსუბუქი და მელოდიური:-)

TeddyBear
მშვენიერია, ძალიან მომეწონა ❤


მადლობა თბილი ემოციებისთვის <3

bla.ell
ჩემი პოეტი...როგორ მიზიდავს შენი ლექსები,იმდენად მყუდროა და "რბილი" ყოველი სტროფის არც ისე ხმამაღლა წაკიტხვა რომ მინდება ჩემს ირგვლივ იჯდეს საზოგადობა და მე შევძლო იმის დანახება რომ ასეთი კარგი პოეტები უცნობად შეიძლება დდარჩნენ მაგრამ მათ იდეალურ სემოქმედებას დრო ვერაფერს დააკლებს,ვისაც უყვარს მისტვის ყოველტვის ცნობილი და ნაცნობი იქნება..ჩემი აზრი თავადაც იცი შენი შემოქმედების სესახებ და მე ვამაყობ რომ არსებობენ შენნაირი პოეტები


ელ მადლობა . ასეთ რაღაცას რომ დამიწერ ხოლმე მერე სიცოცხლე ჩვეულისგან განსხვავებული ფერებით ჟღერს kissing_heart

 


№6  offline წევრი MamrikishviliAani

ეს ლექსი ეს ზღვა ეს ატმის ყვავილი ისე ჟღერს როგორც წვეთებით დასველებუული წითელი ხასხასა ვარდი რომელიც იტანჯება ერთ ადგილას დგომით ,უნდა , რომ იყოს თავისუფალი მაგრამ ეს მას ავნებს ,ისე როგორც არასდროს მასაც გააჩნია სიყვარსულის გრძნობა რომელსაც მხოლოდ მე და შენ ვხედავთ ეს ლექსი არამარტო ლამაზი არამედ უმანკო და შეუნდარებელია. heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent