ის რაც გზამ მაპოვნინა
თავი პირველი-"ის რაც გზამ მაპოვნინა" ამბობენ ბაიკერები თავაშვებული, უწესო ხალხი არიანო, პოტენციური თვითმკვლელები, რომლებისთვის სულერთია მოძრაობის წესები ისინი ცხოვრობენ წესების ზღვარზე, ვერ ეგუებიან ჩარჩოებს და თავიანთი ბაიკით ცდილობენ გაარღვიონ წესების დიდი კედლები.. მათთის ბაიკი მხოლოდ ტრანსპორტი არაა, ეს რკინის გულის მქონე თანამგზავრია, რომელიც გზის და თავისუფელის შეგრძნებაში ეხმარება . მიუხედავად მათი მკაცრი, ცოტა არ იყოს საშიში გარეგნობის მიუხედავად, ისინი არ არიან უხეშები ან უგრძნობები-პირიქით. მათ უდიდესი გული და სიკეთის კეთების დაუოკებელი სურვილი აქვთ.მათ განსაკუთრებული სტილი და გარეგნული ნიშნები განასხვავებს საზოგადოებისგან, ძირითადი დამახასიათებლები ტყავის ქურთუკები, შავ სათვალეები, და სხეულზე დიდი ზომის ტატუები რაც მხშირად მათი პირადი ისტორიების, წარსულის ან კლუბის სიმბოლოა.. ბაიკერისთვის სამოთხეა ისეთ ადამიანების წრეში ტრიალი ვინც პატივს სცემს და ეხმაურება მისი სულის გამოძახილს, ამის გამო ისინი ხშირად ერთიანდებიან კლუბებად. კლუბი- ეს ოჯახია. საქართველოში ბაიკერული მოძრაობა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში თანდათან განვითარდა. დღეს უკვე არსებობს რამოდენიმე აქტიური მოტოციკლეტთა კლუბი, რომელთაც თავიანთი იდენტობა, წესები და სოციალური როლი აქვთ. სწორედ ასეთ კლუბს წარმოადგენს “Night light”-ის კლუბი. მათი სახელი სწორედ მათი საქმიანობიდან გამომდინარე შეიქმნა ისინი საქველმოქმედო საღამოებს ატარებენ, ეს საღამოები კი ყოველთვის ღამით ტარდება. იმედის, შუქის და გულისხმიერების სიმბოლოებად იქცნენ ავადმყოფებისთვის, გაჭირვებულებისთვის თუ უსახლკაროებისთვის. ბევრს ვერ გიამბობთ მათ შესახებ ეს მათ წესებს ეწინააღმდეგება მაგრამ მოგიყვებით ჩემსა და Night light-ის ურთიერთობაზე(თამამად რომ ვთქვათ) ამ კლუბის შესახებ ჩემი ინვესტორი მეგობრისგან გავიგე, ზოგადად მათი საღამოები ყოველთვის ჩაკეტილია ამით უსაფრთხოებას და წესებს იცავენ. ჩემი ბავშვობის მეგობარი, საქართველოში ერთ-ერთი ახალგაზრდა გამოჩელინი ინვესტორი გეგი ჯიჭონია. 18 წლის ასაკში უკვე საკუთარ ფირმას მართავდა რაც მამამ დაუტოვა ანდერძით გარდაცვალების შემდეგ. მართალია ყველგან ახალ ინვესტიციებს ეძებს თუნდაც ქველმოქმედებაში მაგრამ ასე მაინც ხომ ცდილობს დაეხმაროს გაჭირვებულებს. სწორედ ამ კლუბის საღამოზე აპირებდა შეხვედროდა კლუბის წევრებს, როგორც ამბობდა პოტენციური საქმის გასაკეთებლად. რამოდენიმე კვირით ადრე შემთხვევით ახსენა ამ შეკრებეზე, დავინტერედი არასდროს არ ვყოფილვარ მსგავს ღამის ღონისძიებაზე და სიამოვნებით გავყვებოდი, დამპირდა რომ როგორც კი შეძლებდა აუცილებლად წამიყვანდა და აი სწორედ ის დღეც. მთელი დღეა ველოდები საღამოს საქველმოქმედო საღამოზე წასვლას, გამოვიპრანჭე, კლასიკურად შავი ტანზე მომჯდარი ქვედაბოლო, ზურგე ამოღებული, მსუბუქი მაკიაჟი, კლასიკური ფეხსაცმელი. საღამოზე წასასვლელად მზად ვიყავი და მხოლოდ გეგის ( ჩემი მეგობრის) მოსვლას ველოდებოდი. ღამის თერთმეტი იყო დაწყებული გეგის ზარმა რომ გამაღვიძა, ასე გამოპრანჭულს მის ლოდინში დივანზე მიმძინებია. სწრაფად ავიღე ჩემი ნივთები, მაკიაჟი შევისწორე, ჩემი საყვარელი ფოტოაპარატი ჩანთაში ჩავიდე და კიბეებე მოუთმენლად ჩავირბინე. როგორც ყოველთვის ხდებოდა , მისი მანქანა ახლა პადიეზდთან არ დამხვდა. თვითონაც არსად ჩანდა. უცებ ბაიკის ძრავის ხმა გავიგონე, გეგიმ ბაიკიდან მოხდენილაზდ გადმომძახა, -აქეთ ლამაზო, დღეს მე მოგემსახურებით . თავისი ბაიკი გამოუყვანია მთვარის შუქზე, Honda Shadow 750 -ს ატარებდა, ამ სტილის ბაიკი ზუსტად ასახავდა მის ხასიათს, კლასიკური სტილი, დიდი ისტორიით, ძლიერი ხასიათით და დახვეწილი ვიზუალით. სწორედ გეგისთვის შექმნილი მოდელი, ეს ბაიკი თვითონვე ლაპარაკობს გეგის ხასიათზე, მის სულზე და გზაზე. მის ბაიკს მოფერებით „თეთრი სული“ შევარქვი, ეს მოდელი ორიენტირებულია, სიცოცხლეზე, მოძრაობაზე და სულიერ სიმშვიდეზე. მისი ვიზუალი ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევდა ჩემში, ძარა პერლამუტრისფერი თეთრი- მზეზე რბილად კაშკაშებს, ღამით კი ღამის მგელს გავს. ბიკს რამოდენიმე ტატუ აქვს რაც მის ვიზუალს უფრო დახვეწილად აჩვენებს, წინა წარებს შორის პატარა სვასტიკა, აღმოსავლური სიცოცხლის წრიულობის სიმბოლო, უკანა მხარეს კი წვრილი წარწერა, „გზა- სულიერის საწყისი“ ვერასდროს ვერ ვმალავ აღტაცებას ამ ბაიკის ხილვისას. კასკა გამოვართვი, კარგად დავიმაგრე უკან სავარძელს შემოვუსკუპტი და ხელით ვაჩვენე წავედითთქო.. „თეთრის სულის“ ტარებისას გეგი თვითონ ხდება ის თეთრი სული, ჩუმი, გამჭოლი მზერით, როგორც ამ მოდელის მძროლს შეეფერება და როცა მას ატარებს ვგრძნობ როგორ თავისუფლდება მისი სული.. საქველმოქმედო საღამო ქალაქთან ახლოს, მცხეთაში, ერთ ჩვეულებრივ ვილაში ხორციელდებოდა, ვილას ბაიკერები იცავდნენ გარედან და უცხო ხალხს არ უშვებდნენ შენობაში. გეგიმ ორი მისაწვევი გადასცა კართან მდგარ ბაიკერს და ჩვენც შეგვიშვეს საქველმოქმედო საღამოზე.. შესვლის თანავე თავი არაკომფორტულად ვიგრძენი, ყველა თავისუფალ სტილზე ჩაცმული, არანაირი მაკიაჟი, არანაირი ზედმეტი კლასიკა. მხოლოდ მე ვიყავი გადაპრაჭული სასწრაფოდ საპირფარეშოში შევვარდი, მაკიაჟი ჩამოვიბანე და თმები გავიშალე, ცოტა მაინც დავემსგავსე იქ მყოფ საზოგადოებას... გეგის თვალებით ვახრჩობდი რატო არ გამაფრთხილა დრესკოდზე, უკვე სულს მიხუთავდა ეს კაბა და შემოგლეჯვა მინდოდა ტანიდან. - წამო, ამ პროექტის წამყვანებს გაგაცნობ სცადა ჩემი დაძაბულობის მოხსნა.. - არ მინდა. ხალხს შევერევი იქნებ ვინმე ჩემნაირად გამოწყობილი პინგვინი ვნახო... შევუღრინე და ხალხს შევერიე, ის თავის საქმეს მიყვა. ჩემი საყვარელი აპარატი მოვიმარჯვე და ხალხის ემოციების გადაღებას შევუდექი. სულის საზრდოსავითაა ჩემთვის ადამიანების ემოციების დაფიქსირება და შემდეგ მათი გამომჟღავნება. ვუღებდი მათ თავისუფალ სტილს, გახარებულ სახეებს, ჩაფიქრებულ ბაიკერებს თუ ბაიკერების ულამაზეს გოგონებს. ზურგიდან უცნობი ბიჭის შეხება რომ ვიგრძენი. - რომელ სააგენტოდან ბრძანდებით ? ნებართვა რომ მაჩვენოთ კარგად ვერ ვხედავდი , ნაწილობრივ ანათებდა განათება მის სახეს, წყვდიადით მოცულ უკანასკნელ მზის სხივს გავდა.. ხმაც რაღაც მიუწვდენელი, ,მომნუსხველად მიმზიდველი ქონდა. - უკაცრავად? ჩემი მოსაწვევი შემოსასვლელში ჩავაბარეთ დაცვას.. ვერ მივხვდი რა საბუთს მთხოვდა. - ფოტოების გადაღების ნებართვა. (მკაცრი ხმით დამიკონკრეტა) - ნებართვა?ასეთი არაფერი მაქვს( არ ვიცოდი თუ არ შეიძლებოდა, ისევ უხერხულად ჩავიგდე თავი) ასე იქცევიან თქვენთან მასპინძლები?( სიტუაციიდან გამოძვრენის ტაქნიკა როცა დამნაშავე ხარ: სანამ სხვა ჩაგიკაკუნებს თავში მანამდე შენ სცადე ხელის დაკაკუნება. სწორედ ამას ვაპირებდი ახლა) მოწვეულ სტუმარს ასე ხვდებით? მოსაუბრე სინათლეზე გამოიწია, ახლოს მომიახლოვდა.. მისმა მოახლოებამ ადგილზე მოჯადოებულივით გამაშეშა, სინათლეში მკაფიოდ დავინახე მისი სახე, უცნაური შეგრძნება დამეუფლა, თითქოს უკვე შევხვედროდი ამ ადამიანს, თითქოს უკვე მყავდა ნანახი სადღაც...გრძელი თმა, ქარივით აჩეჩილი, მზისგან გახუნებული, სახეზე მარცხენა წარბს ქლიბისებრი ნაიარევი გადაკრავდა, ერთ თვალში ლამპიონის შუქი არ ირეკლავდა - თითქოს დაღლილობა სახეზე გადატანოდა.. თვალები ცისფერი, იდუმალებით სავსე, ისეთი ცისფერი, ზამთრის ზღვას , მზის სხივი რომ ერთ წერტილში დაეცემა და ააკაშკაშებს ზუსტად იმ ფერის. ახლოს მომიახლოვდა და ჩუმად მთხოვა აპარატი გადამეცა მისთვის - მაპატიეთ მაგრამ არა! არსად შემხვედრია აბრა ფოტოების გადაღების ნევართვაზე... თანაც თქვენ რომც მეხვერწოთ არ გადაგიღებთ. ასე რომ ნუღარ მაწუხებთ თავის დაღწევა ვცადე უცნობმა ზურგიდაბ რომ მომაძახა - ხო მაგრამ მე უკვე ვჩანვარ თქვენს ფოტოებში.. კარგი გამოწვევაა.. რამხელა ამბიცია აქვს ამ ბიჭს, თვალიც არ მომიკრავს ფოტოს გადაღებაზე ხომ საუბარი ზედმეტია. - მათხოვეთ თქვენი აპარატი და გაჩვენებთ ჩემს ფოტოს არ ცხრებოდა უცნობი.. - იცით რა, რამხელა წარმოდგენაა?! რატომ ფიქრობთ რომ ფოტოს გადაგიღებდით? ბილბორდზეც ხომ არ გამოგაკრავდით შემთხვევით ირონიით სავსე მზერა ვეროლე უცნობს.. გაეღიმა და აპარატი ხელიდან გამომგლიჯა.. - რას აკეთებთ? ნორმალური ხართ? დაცვას დავუძახებ იცოდეთ! ამაზე ორმაგად გაეცინა - გოგონი ჩემს ფოტოს ვეძებ ორ წამს და დაგიბრუნებთ,.. იმდენად დარწმნებული იყო დამაინტერესა მართლა თუ ნახავდა სადმე...ორი წამიც არ გასულა გამარჯვებული სახით მოატრიალა აპარატი ჩემსკენ, და ირონიით სავსე ხმით მკითხა. - ეს მე არ ვარ?! სწრაფად ჩამოვართვი აპარატი, კარგად დავაკვირდი და დიდ ბილბორდზე მართლაც მისი სახე იყო გამოსახული.. ჯანდაბაა - თქვენ, ეს შენ ხარ.. სიტყვებს ვერ ვუყრიდი თავს, გეგიმ რომ შემამჩნია, სრაფად მოვიდა ჩემთან, იცის რა დროს უნდა გამოჩნდეს ხოლმე - უკვე გაიცანით ერთმანეთი? გეგი ჩადგა ჩვენს შორის.. - ელე გაიცანი, საქველმოქმედო საღამოს დამაარსებელი, და ამავე დროს კლუბის პრეზიდენტი, გიორგი ჯიჭონია ოღონდ ეს არაა.. ოღონდ მიწა გამისკდეს და ახლა აქ ჩამიტანოს, ყველაფერს წარმოვიდგენდი გარდა ამისა.. გეგის სიტყვებზე ვერც ვიგრძენი როგორ გამივარდა ხელიდან ფოტოაპარატი და როგორ იქცა ნამსხვრევებად ჩემი ოცნების ნივთი...უცნაური ჩვევა მაქვს როცა რაღაც მიუღებელს ვაწვდი ტვინს, ვშეშდები და წამიერად ვითიშები.. არა ტვინის რეაგირება ნორმალური მაქვს, ნათქვამსაც ადვილად აღვიქვავ მაგრამ ბავშვობის ჩვევაა და ვერ გადავაგდე... გეგი ჩვეული შეჩვეული მზერით მიყურებდა გიორგი კი მიწიდან აპარატის ნამსხვრევებს ბოჭავდა.. სასწრაფოდ უნდა წავიდე აქედან, ვიცი ჩემი ხასიათი, ერთი სიტყვაც რომ მითხრას ვინმემ ტირილს დავიწყებ.. სირცხვილია 25 წლის გოგო ბაიკერების საქველმოქმედო ღონისძიებაზე რომ აქვითინდეს.. - გეგი სახლში გამიყვან? გიორგის ჩემი აპარატის ნამსხვრევები გამოვგლიჯე, ცრემლნარევი ხმით ამოვილუღლუღე და მისი ბაიკისკენ დავიძარი.. კი მის პასუხს არ დაველოდე რადგან ვალდებულია წამიყვანოს, მისი აზრი იყო ჩემი აქ მოყვანა( ბაწილობრივ) მთელი საღამო დავტიროდი ჩემს ფოტოაპარატს, რამდენი გამოსამჟღავნებელი ფოტო, რამდენი ემოცია იყო დაგროვილი და ხელის ერთ მოსმაში ყველაფერი წაიშალა.. ჩემი შრომა, ჩემი ფავორიტი ფოტოები, ყველაფერი იმ ბაიკერის, კლუბის კლოუნის თუ რაც ქვია დამსახურება იყო, ის რომ არა არც გატყდებოდა..გამთენიის 5 საათი იქნებოდა კარზე უჩვეულო ზარმა რომ მიიქცია ყურადღება, გეგი ჩემთან არ მოვიდოდა, ჩემი მშობლები არ იქნებოდნენ.. დაქალები დამირეკავდნენ არავინ მეგულებოდა ვინც ჩემს სახლში ასე უნებართოდ მოვიდოდა.. გავიხედე და კურიერი შემრჩა ხელში, კარები გავაღე და ამანათი გადმომცა.. არაფერი შემიკვეთავს, სწრაფად დავუბრუნე ხელში ეს ამანათი - ბოდიში ალბათ შეგეშალათ, მე არაფერი შემიკვეთავს. - არა ქალბატონო, ეს ფოტოაპარატია, ბატონმა გიორგიმ გამოგიგზავნათ.. - ბატონმა გიორგიმ? ბოდიში ასეთს არავის ვიცნობ. ისე გადავერთე სერიალების ყურებაი, არც მახსოვდა, უფრო სწორად არც წარმომედგინა რომ გიორგი, ვინც მე გავიცანი დაინტერესდებოდა აპარატით ან სინანული მაინც შეაწუხებდა.. - დიახ, თქვენ რომ ელენე ბრძანდებით? - კი მაგრამ არავის ვიცნობ ვისაც შეეძმო ჩემთვის ფოტოაპარატი... და აი ამ დროს ამომიტივტივდა გიორგი ჯიჭონია..ამას ვერ ავიღებდი, აღება კი არა მინდოდა ეს ფოტოაპარატი თავში მეთავაზებინა - იცით რა გამახსენდა, გიორგი ჯიჭონია ხომ? “Night light”- ის პრეზიდენტი? მოდით ეს აპარატი უკან დაუბრუნეთ, მისი არაფერი მჭირდება რატომ ვბრაზბდი მასზე ასე არ ვიცი მაგრამ ვერ ვიმშვიდებდი თავს. - ასე ვერ მოხდება ქალბატონო, გიოს დავპირდი რომ ამ საჩუქარს ჩაგაბარებდით - არა, არა უკან უნდა წაუღოთ და ისიც გადაეცით რომ დამშვიდდეს მისი ფოტოები სამუდამოდ წაშლილია ჩემი აპარატიდან .. - ქალბატონო რაღაცის თქმას აპირებდა, სიტყვები ჰაერში რომ გავაწყვეტინე და კარები მივუხურე.. რა ქაჯობაა, ასე არასდროს მოვქცეულვარ.. - თქვენთან ბოდიში… ერთი გავძახე დაკეტილი კარებიდან და ჩემს ტირილის ოთახს დავუბრუნდი… თან ფოტოაპარატის ნაწილები მედო საწოლზე და მიცვალებულივით დავცქეროდი.. ამდენ ტირილში ჩამძინებია კიდეც… დილით ( ასე თერთმეტისთვის) ტელეფონის ზარმა გამაღვიძა, არა კი არ მირეკავდნენ, შტურმით ტელეფონი, გეგი წამყვანი ჯარისკაცი იყო, წუთში სამოცჯერ რეკავდა. უხმოხე დავაყენე ტელეფონი და საწოლის ახლა მეორე მხარე მოვსინჯე.. ძილბურანში გადავდიოდი ახლა კარზე რომ ატყდა განგაში.. ძლივს მივლასლასდი შემოსასვლელამდე, არც გამიხედავს ისე გავაღე კარები და ნამძილარევი ხმით შემოვიპატიჟე.. შემოსული არ იყო საძინებლისკენ წავლასლასდი ისე რომ არც შემიხედავს ვინ იყო.. გეგის გარდა ამ დროს არავინ შემომივარდებოდა, ამაში დარწმუნებული ვიყავი.. ოთახში შესვლის დროს მივაძახე ყავა გაეკეთებინა ჩემთვის და ისევ დავწექი. აი ის ტკბილი მომენტი, სიზმარსა და რეალობას შორის ზღვარი რომ უფერულდება,როცა სიზმრის ტკბილ მომენტებს უფრო ეკუთვნი ვიდრე რეალობას.. სწორედ მანდ ვიყავი ოთახში ფინჯანი ყავით ხელში გიორგი რომ მოვლანდე. გველნაკბენივით წამოვხტი - შენ აქ რა გინდა? ან როგორ შემოხვედი? გეგიმ შემოგიშვა? მოვკლავ მე მაგას… ოთახებში არ არსებული გეგის ძებნა დავიწყე, მაგრამ გიორგის გარდა სახლში არავი იყო..დაღლილი ისევ საძინებელს მივადექი, გაოცებული მიყურებდა გიორგი - რა გჭირს, შენი ხელით გამიღე კარი, და ყავის გაკეთება მთხოვე, დავიჯერო მთვარეული ხარ? სიცილს ვერ იკავებდა ჩემს რეაქციებზე, როგორ მინდოდა გამეგუდა ამ მომენტში - კარგი, დავუშვათ მე შემოგიშვი, ყავა რატო ან როგორ მომიდუღე? - ელენე, მისაღების გვერდით სამზარეულო გაქვს ჩაშენებული, მადუღარა და ყველა საჭირო ნივთი მაგიდაზე მოთავსებული, შენი აზრით ჭიქაში შაქარს და ყავას ვერ ჩავყრიდი და წყალს ვერ დავასხავდი? ირონიით სავსე მზერით მიყურებდა.. მოვკლავ, ნამდვილად ასეთი ადამიანები, ასეთი მზერის პატრონები სიკვდილის ღირსნი არიან!! - კარგი დავუშვათ ასეა, აქ რას აკეთებ მაინც ვერ გავიგე ალმაცერად დამიწყო თვალიერება, მოლე საღამურის შორტი მეცვა, თეთრი ალუბლებით, ასეთვე მაისურით.. ფეხშიშველი და თმა აბურძგნული ვიდექი მის წინ. ერთიანად მითთრთოდა მთელი სხეული იმის გაფიქრებაზე რომ საძინებელში უცნობი, თან საკმაოდ სიმპატიიური ბიჭი მყავდა.. - საჩუქარი მოგიტანე, ბოდიშის ნიშნად, გუშინ გამოვატანე კურიერს მაგრა დამიშინე ბიჭი.. ( გადაიხარხარა და იქვე ჩემს პუფზე ჩამოწვა) - არაა საჭირო შენი საჩუქარი, მადლობელი ვარ მაგრამ არ მჭირდება. თქვენი საჩუქრით შეგიძლიათ მიბრძანდეთ ჩემი სახლიდან გულთბილად გავუღიმე და მის წინ დოინჯ შემორტყმული დავდექი, ველოდებოდი როდის წავიდოდა. - ასეთი რა გაწყენინე? გაცნობის წამიდან რომ მებღვირები? ფეხზე წამოდგა და ახლა ზწმოდან დამიწყო ალმაცერად ყურება.. სასწრაფოდ ხალათიი!! ხალათი უნდა შემოვიცვა, მალევე ტანსაცმელების გროვაზე გადაფენილი ხალათი ვიპოვე და შემოვიცვი, ფეხზე ჩემი საყვარელი ბაჭია ჩუსტები ჩავიცვი და დოინჯ შეკრული, უფრო მკაცრი მზერით დავდექი მის წინ.. - არ მსიამოვნებს შენთან კომუნიკაცია. ასე რომ როგორც შემოხვედი გთხოვთ გაბრძანდეთ. - როგორც შემოვედი? ცოტა გამიჭირდება კიდევ რომ დამცინის - ვითომ რატომ? - შემოსვლის დროს შენ გამიღე კარი უცებ ვიპოვე პრობლემის გადაჭრის გზა, ისევ მე გავაღე გასასვლელად კარი.. სახეზე ბრაზი და ირონია ერთდროულად დათამაშებდა. კართან ნელი ნაბიჯით მოვიდა, ახლოს მოიწია ჩემთან, კარებს ცალი ხელით ჩამოეყრდნო და მის მკლავებს შორის მომიქცია.. გავშეშდი, ფიზიკურად გადაადგილება არ შემეძლო თორებ ჩემი გული ამოვარდნას იყო გონება კი დედამიწას აღარ ეკუთვნოდა…ყურთან ახლოს მისი ჩუმი სიტყვების სითბო ვიგრძენი, - მხოლოდ იმ შემთხვევაში, ფინჯან ყავაზე თუ დამპატიჟებ - ახლა?იცოდე სახლში უკანონო შემოჭრისთვის შემიძლია პოლიციას გავაყვანინო შენი თავი. გული ამოვარდნას მქონდა.. ასეთი მიზუდულობა, ასეთი სიახლოვე, არასდროს არავისთან მიგვრძვნია.. - რატომაც არა.დავლევ ახლაც( თვალი ჩამიკრა,თან დაამატა)რა უკანონობა, თვითონ შემომიშვი თანაც ყავის გაკეთბაც მაიძულ( სახიდან ვერ იშორებდა სიცილს) ცალი ხელით მიხურა ჩემი გამოღებული კარი, სახე ახლოს მომიტანა ტუჩებთან და ისევ იგივე მომნუსხველი ხმით დაამატა. - ტკბილი თუ შეიძლება.. გონება დამიქვეითდა, არ განმსაჯოთ, ასეთ შარმს თქვენც ვერ გაუძლებდით.. თითქოს დამაპროგრამა, სამზარეულოში შევედი და ყავის გამზადება დავიწყე, თვითონ იქვე დივანზე მოკალათდა. ყავის სუნმა ცოტა დამიბრუნა ინტელექტი.. გამახსენდა რომ დილით ტელეფონშე შტურმი ქონდათ და სწრაფად მისი მოძებნა დავიწყე.. საძინებელში მქონდა დატოვებული. ყავას ადუღება არ ვაცადე სწრაფად გადავიტანე ფინჯანში, მისაღებში გავუტანე გიორგის და თვითონ საძინებელში შევვარდი ტელეფონის მოსაძებნად.. რატომღაც გიორგიც წამომყვა თავისი ყავით და იქვე პუფში მოკალათდა თან თვალს არ მაშორებდა.. - იქნებ მისაღებში მოკალათდეთ, უნდა გამოვიცვალო უკვე ჭკუიდან გადავყავდი მის ქცევებს - არა, ასე გიხდება. იყავი ასე მე არ მიშლი ახლა ნამდვილად დავახრჩობ!! - მისაღებში გადი ეს უკვე ზედმეტია! თვალებიდან ნაპერწკლებს ვყრიდი, იკადრა ვაჟბატონმა გაბრძანება. მაგრამ მაინც არ დამტოვა უპასუხოდ - საყვარელი ხარ გაბრაზებული.. ვერ ვხვდები რა უნდა, ეს ბაიკერების ახალი ჰობია? ალბათ დადიან ხოლე ასე ახალგაზრდა მარტოხელა გოგონების სახლებში და ჭკუიდან გადაჰყავთ ისინი.. მერე ალბათ მათ ქონებას ითვისებენ და ქველმოქმედებაში აბანდებენ.. ყველა უაზრო ფიქრი მე როგორ მომდის არ ვიცი მაგრამ ამაზეც დავფიქრდი.. ტელეფონი როგორც იქნა აღმოვაჩინე, გეგისგან 12 გამოტოვებული ზარი, გოგოებიც არ ჩამორჩებოდნენ. გეგის დავურეკე პირველ რიგში, - მშვიდობაა? აპოკალიფსი დაიწყო? გავიქცე? - ორი კითხვა მაქვს!( მძიმე ტონია, აშკარად რაღაც ხდება)გიორგი შენთანაა? და სად გაქვს ეს დედაატირებული ტელეფონი? - პასუცი დადებითია, ჩემთანაა. მაგრამ რა უნდა ვერ ვხვდები.და ტელეფონის ზუსტი ადგილსამყოფელი გითხრა? მიყვარს როცა ვაღიზიანებ.. - კარგი ნახევარ საათში მანდ ვარ, მიხედე ბიჭს ყავა შესთავაზე, თვითონ არ გააკეთებინო. ტელეფონიდანაც რომ მეუფროსება.. უნდა ჩატენო ახლა ეს ამ ტელეფონში.. მისაღებში გავედი, გიორგი ტელეფონში რაღაცას ჩასჩერებოდა, და წარბები საკმაოდ ხისტად შეუკრავს, დამაინტერესა მიზეზი და ახლოს ვცადე მასთან მისვლა.. ტელეფონს ეკრანი გამოურთო ამომხედა და კვლავ განაგრძო თავის ფლირტი - სირცხვილი ახალგაზრდა გოგონავ, რატომ მიახლოვდებით ასე? დაბნეულობისგან უეცრად უკან დავიხიე, ჩემს რეაქციაზე გემრიელად გადაიკისკისა. - კარგი დამშვიდდი ვაპირებდი წასვლას (ყავის ცარიელი ჭიქა გამომიწოდა) მაგრამ, გეგი აპირებს ამოსვლას და ბარემ ვნახავდი. ისე თქვა თითქოს სულ ჩემს სახლში იკრიბებოდნენ ან საერთოდ ვიცნობდე მაინც.. - კარგი შეგიძლია დაელოდო, მე ჩემს ოთახში შევალ კომპიუტერი ავიღე და საძინებლისკენ დავიძარი , გიორგი გზაში დამეწია, კომპიუტერი ხელიდან გამომგლიიჯა.. აშკარად ბავშვობისას თავი დაარტყა ან არ ასწავლეს რომ უზრდელობაა ასეთი საქციელი.. ახლა აღარ მიკვირს ბაიკერებს სულ პრობლემენი რატომ აქვთ , თუ ყველა ასე იქცევა პრობლემები კი არა ცოცხლები რომ არიან მიკვირს.. - რას იტყვი ნარდი რომ ვითამაშოთ? ოთახში დავინახე , იცი თამაში? მეხუმრება? რა ჰიპერაქტიურობაა, აშკარად ბავშვობის ტრამვებია, მთელი გულით შემეცოდა და დავთანხმდი. თან ნარდი ჩემი სუსტი წერტილია ბავშვობიდან. ნარდის გამოსატანად შევედი ოთახში, გიორგის ხმა რომ გავიგონე, ყური მივუგდე, ვიღაცას ესაუბრებოდა, - “არაფერს ეჭვობს… არა სოციალურ ქსელში არც შესულა… მალე მოხვალ? უკვე გიჟი ვგონივარ გოგოს…” ერთმა აზრმა გამიელვა, აშკარად გეგის ესაუბრებოდა, და ინტერნეტში რაღაც ხდებოდა რაც მე მეხებოდა.. მაგრამ ორივე აბსურდია.. ჯერ ერთი გეგის მასე კარგად არამგონია იცნოვდეს და თან არც მასეთი პოპულარული ვარ ვინმეს ჩემზე რამე დაეწერა… ასე რომ ალბათ მე არ ვიყავი, მაგრამ რაღაცნაირად მომინდა სოციალური ქსელის გადახედვა.. ტელეფონის გამოსატანად შევედი გიორგიმ რომ დამიმალა, თავის გვერდით დაიდო.. მიზეზად ფანარი ვუთხარი და მისი ტელეფონი გამოვართვი..მასზე ჭკვიანი აღმოვჩნდი, სწრაფად მოვხსენი ბლოკი რაც ორიანების კომბინაციით შედგებოდა და სოციალურ ქსელში შევიჭერი.. გაურკვეველი წარმოშობის პოსტი, რომელიც თითქმის ყველა ტელევიზიას თუ საიტს აეტაცებინა : ჩემი გიორგის და გეგის ფოტო, ბიჭების შორის ვდგავარ, გიორგი ისე დგას თითქოს ხელს მთხოვს, გეგი კი მხარს მიჭერს.. ეს ის მომენტი იყო ფოტოაპარატი რომ გამიტეხა და ნაწილებს ეძებდა.. ფოტოს თავზე დიდი წარწერა ედო: “საქველმოქმედო ბაიკერული კლუბის “Night Light”- ის პრეზიდენტის და ახალგაზრდა ინვესტორის გეგი ჯიჭონიას ნახევარ დის, ელენე გულიაშვილის სასიყვარულო რომანი დაგვირგვინდა, კლუბის პრეზიდენტმა თავის თანამგზავრს ხელი ერთ-ერთ საქველმოქმედო საღამოზე სთხოვა. საინტერესოა, ახალგაზრდა ინვესტორის და კლუბის ურთიერთობაში რა წვლილი მიუძღვით მათ ურთიერთობას.. როგორც ცნობილია, ელენე გეგი ჯიჭონიას ნახევარ დაა. საინტერესოა რატომ გაასხვისა ოჯახმა პატარა და, ნუთუ გამოჩენილ ბიზნესმენს როგორიც დავით ჯიჭონია გახლდა გაუჭირდა პატარა გოგონას რჩენა? თუმცა და-ძმობაზე ინფორმაცია დაზუსტებით არ ქონდათ ახალგაზრდებს სანამ ახალგაზრდა ინვესტორმა ტესტი არ ჩაიტარა“და ინტერნეტში იყო ატვირთული დეენემის ტესტი სადაც ჩანდა რომ მე და გეგი და- ძმა ვიყავით. თითქოს წამით სამყარო შეჩერდა, დრო შეფერხდა, თვალები ფართოდ გავახილე, ჩემს თვალებში ერთდროუკაად შიში, შოკი და გაოცება იკითხებოდა. გული ამიჩქარდა ისე თითქოს სულს ვეღარ იტევდა. წუთით ვერ ვხდებოდი რეალურად რა ხდებოდა-თითქოს წინ მდგომი რეალობა ფანტაზიად ქცეულა, ხელები გაუცნობიერებლად მუშტებად შემიკრავს. - ელენე სად ხარ? ოთახიდან გეგის ხმა შემომესმა... მოვიდა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.