ზარი წარსულსა და მომავალს შორის(სრულად)
იმ დღეს უცნაურმა სიზმარმა დილა ადრიან გამაღვიძა.მახსოვდა რომ კოშმარი ვნახე, მაგრამ ვერ ვიხსენებდი რა და როგორ მოხდა, ან ვისთან ერთად ვიყავი.. რეტდასხმული ავდექი და სამზარეულოში გავედი. ზაფხულის მცხუნვარე მზე დილაადრიან შემოჭრილიყო მინის კარიდან და ოთახი ჩახუთული იყო. კარი გავხსენი, საყინულიდან ყინულის პაწაწინა კუბები გამვიღე, მერე მინის ჭიქაში ორი კოვზი ყავა და შაქარი ჩავყარე, მაცივრიდან გამოღებული ცივი წყალი ჩავასხი და ხელის მიქსერით ავთქვიფე. ცივი ყავა რომ გავიმზადე აივანზე გავედი სადაც პატარა მრგვალი მაგიდა და ერთი სახელურებიანი სკამი მედგა მხოლოდ, სიგარეტიც იქვე ეგდო წუხანდელს შემდეგ , ვეწეოდი, ყავას ვსვავდი და ახალ წიგნზე ვფიქრობდი, რა და როგორ გამეკეთებინა. წინა ღამიდან მოყოლებული იმ მაგიდაზავე ეგდო ჩანაწერებისთვის განკუთვნილი წიგნაკი და წითელ მელნიანი კალამი. ფეხმორთხმით ვიჯექი სკამზე და პერსონაჟების სახელებს, პროფესიებს, ჩვევებსა და მახასიათებლებს ცხრილებად ვწერდი გევრდებზე. ეს არც თავს მატკივებდა და არც მღლიდა, პირიქით სასიცოცხლო ენერგიას მაძლევდა. თუმცა კი იყო უცნაური დღე იყო, მზიანი მაგრამ თითქოს ნაცრისფერში გახვეული. აივანზე თითქმის 2 საათამდე ვიჯექი, ნახევარი კოლოფი სიგარეტის, ორი ჭიქა ცივი ყავისა და ყველა შესაძლო პერსონაჟისა თუ სცენის იდეის მოფიქრების შემდეგ, როგორც იქნა სახლში შესვლა და ტანსაცმლის ჩაცმაც ვინებე, თანაც წინა კორპუსიდან უსირცხვილოდ მიმზერდა მეზობელი და ლამის იყო ძუძუებში ჩამოხტომოდა თავის გარყვნილი მზერით. სახლი შეძლებისდაგვარად მივალაგე რადგან საერთოდ არ გამოვრიცხავდი ჩემი გათხოვილი მრავალშვილიანი დედა გამოსულიყო თავის არცისე ასატანი ყოფიდან გასაქცევად, ასე ხშირად ხდებოდა ხოლმე ყველაფერს რომ მოვრჩი და სახლში საქმე ვეღარ მოვნახე წიგნი ავიღე და პარკში , რომელიც 5 წუთის გზაზე იყო ჩემგა, გასასეირნებლად და წიგნის წასაკითხად ჩავედი. არაფერმა მიშველა, ხასიათი დილიდანვე წამხდარი მქონდა და ასეც დარჩა. პარკში ბავშვების აუტანელმა ჟრიამულმაც გამაღიზიანა, თუმცა მოსაღამოვებულს როცა მზე უკვე ჩაესვენე თითქოს დავმშვიდდი. ისეთი გრძნობა მქონდ რომ სხვა სამაყროში გავიღვიძე, თითქოს ყველაფერი არასწორი იყო, ჩემი სხეულიც, ყოველდღიურობაც, ჩვევებიც, მეგობრებთან დიალოგებიცკი. სახლში რომ ავედი აღარაფრის თავი არ მქონდა, ასე რომ ისევ ყავა გავიკეთე და აივანზე ყურსასმენებჩამოფხატული დავჯექი. არაფერი ხდებოდა და ეს უმოქმედობა მღლიდა. აღარცკი მახსოვდა ბოლოს როდის ვიყავი მართლა ცოცხალი და ბედნიერი, როდის მიყვარდა მთელი არსებით(არა ვიტყუები მახსოვდა, უბრალოდ დიდიხნის წინ იყო და ამის გაფიქრებაზე გული ტკივილისგან მეკუმშებოდა). ვერ გეტყვით ზუსტად რისი მწამდა ცხოვრების მანძილზე, რომელი ღმერთის სახელზე ვლოცულობდი და რას მოველოდი სამაყროსგან ან სულაც ჩემივე თავისგან. მე ცხოვრება წლების წინ თავადვე გავიფუჭე. ჩემს ასაკში ყველას რაღაც ჰქონდა, რაღაც რასაც თავად მიაღწიეს, მე კი დამსხვრეული თავის გარდა არაფერი შემრჩენოდა. არ ვიცი იმ საღამომდე სავსე ბოლოს როდის ვიყავი, როდის არ ვგრძნობდი შავ ოვალურ სიცარიელეს ჩემს შიგნით. -ნეტავ რამე საინტერესო მაიცნ მოხდებოდეს. თიტქოს ღმერთებმა თუ ღმერთმა, როგორც არის, ჩემი სიტყვები მაშინევ გაიგესო ,მაგიდაზე დადებული ტელეფონი აზუზუნდა, სიმღერაც შეწყდა და გაღიზიანებულმა დავხედე მობილურს. უცხო ნომერი იყო. ყურსასმენი მოვიხსენი და ზარს ვუპასუხე. -ბიჭო მოვედი თითქმის და რამე ამოვიტანო? ნაცნობი ხმა იყოს, ისეთი ნაცნობი როგორც საკუთარი თავი. გავშტერდი, ვიგრძენი სხეულმა ცახხაცი როგორ დაიწყო მოგონებების გახსენების გამო. თვალწინ ის ბოლო კადრი მედგა როცა ერთმანეთი უკანასკნელად ვნახეთ და თვალებიდან ცრემლები მდინარესავით მდიოდნენ, თუმცა ხმას არ გამოვცემდი. თვალწინ მედგა როგორ შევრბოდი მის სახლში, როგორ ვშეშდებოდი ერთ ადგილას მისი იატაკზე დადგებული პირიდან დუჟგადმომდინარი სხეულის დანახვაზე. ყველაფერმა, მტელმა სამმა წელმა ჩემს თვალწინ სამ წამში ჩაირბინა და გული ისე ამიჩქარდა მეგონა მოვკვდებოდი. -ნომერი აგერია. ჩემი ხმა მე არ მგავდა, გატეხილი და აკანკალებული იყო, ის იყო გათიშვას ვაპირებდი რომ ხმამ ტელეფონის მეორე მხარეს ამოიდუდღუნა. -ლეა...-ორივე გავჩუმდით, არ ვიცი რატომ არ გავუთიშე და რატომ დავრჩი ხაზზე ჩუმადაც კი- შენ ხარ? -მე ვარ. ალბათ იფიქრა რომ მისი მეგობრის შეყვარებული ვიყავი ან რაიმე მსგავსი,არ ვიცი თავში რა უტრიალებდა, და რატომ მკითხა მისი მეგობარი სად იყო თუმცა ეს კითხვა დამისვა. -გეგის დაუძახებ? -გეგის? აქ არავინ გეგი არ არის. ნომერი აგერია სანი. -სისულელეა, რაღა შენთან დავრეკე თუ ნომერი ამერია. მითხრა გაგაცნობო, თურმე უკვე გიცნობ. -სანი არავინ გეგის არ ვიცნობ. კარგად. ის ის იყო ტელეფონი უნდა დამეკიდა რომ ბიჭმა, უფრო სწორედ უკვე კაცმა, თავის დაბოხებული ხმით ისევ ამოილაპარაკა. -მენატრებოდი... გავშეშდი. ქვად ვიქეცი.. სიტყვები არ მქონდა... ვერც მექნებოდა. მე ის მივატოვე, საავადმყოფოში მივიყვანე და მისი ცხოვრებიდან უკვე 7 წლის გამქრალი ვიყავი. შვიდი წელი არანაირი კონტაქტი გვქონია, მისი სოციალური ქსელებიც კი არ გამიხსნია, არც კი მიფიქრია მასთან მიბრუნებაზე , საუაბრზე, საერთოდ რამეზე. მე ის და ლეა, ჩემივე თავის ძველი მე , სამუდამოდ მოვკვეთე არსებობიდან და სადრაც დავიწყების კლდის სიღრმეში გადავჩეხე. ამ ყველაფრის გახსენება არ მინდოდა. არაფერზე მინდოდა ფიქრი რაც მას და მე მეხებოდა, არაფერზე რაც ერთად ერთ სივრცეში მოგვაქცევდა. -არაუშავს. -რას ნიშნავს არაუშავს? ერთხელ მაიცნ წარმოგიდგენია რა დამემართა როცა გავიღვიძე? როცა გამომწერეს და შენ არსად იყავი? -არა! -ასე ძალიან გძულვარ? -ასე ძალიან მიყვარდი. ჩურჩულით ვთქვი და ცრემლები მოვიწმინდე. არ შეიძლებოდა, წარსულში არ უნდა დავბრუნებულიყავი , მაგრამ დავბრუნდი. იმ წამიდან როცა სანის ხმა გავიგე უკვე ვიცოდი რომ ჩვენი ამბავი არ დასრულებულა. რომ წლების წინ რაც მოხდა იქვე არ დამარხულა. ის ყველაზე მოულოდნელი , შეუფერებელი გზით გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, დამსხვრეულში თუმცა მაინც ჩემსაში და იმაზე უკეთესსში ვიდრე მაშინ ერთად რომ ვიყავით. კი ერთმანეთი გვიყვარდა, თუმცა ყველაზე ცუდი გზით. ჩვენ ცხოვრება გავიფუჭეთ სიგარეტით, მერე ალკოჰოლით, მარიხუანითა და ბოლოს ნარკოტიკებით. ყველაზე მეტად კი სანიმ გაიფუჭა. ვერასოდეს შევძლებ უმტკივნეულოდ იმ მომენტის გახსენებას მისსავე სახლში რომ ვიპოვე გადაჭარბებული დოზით და როგორღაც, თრევა თრევით მანქანამდე ჩავიყვანე. საავადმყოფომდე მისვლამდე უკვე ვიცოდი რომ ერთმანეთისგან შორს უნდ ავყოფილიყავით, თუ არა და რომელიმე ჩვენგანი ცუდად დაასრულებდა. ამის მაგალითი მისი ზედოზირებაც იყო. - და მიმატოვე. -რომ არ მიმეტოვებინე ახლა ან შენ იქნებოდი მკვდარი ან მე. უარეს შემთხვევაში ორივე. - გეძებდი. - სანი... -შეიძლება შევხვდეთ. -მე.. -ლეა გევედრები, გთხოვ. ამ უაზრო ბედისწერით თუ რაღაცით გეგის მაგივრად შენთან დავრეკე. გთხოვ მხოლოდ ერთი შანსი. - ხომ იცი არაფერი გამოვა. ჩვენ ისევ გავაგრძელებთ ერთმანეთის ცხოვრების დანგრევას. სანი არ გვინდა. - და სჯობს მთელი ცხოვრება სიცარიელეში ჩაძირულმა გავატარო? ლეა ისევ მიყვარხარ. სულ მიყვარდი და ამას ვერაფერი შეცვლის. სანი ამ სიტყვებს მთელი სინაზით ამბობდა. ტეელფონშიც კი ვგრძნობდი რამდენად გულწრფელი იყო. მანქანის ძრავსია და საბურავების ხმა აღარ მესმოდა, ალბათ უკვე მივიდა იქ სადაც მიდიოდა. - მისამართს ჩაგიგდებ და მოდი. ყურმილი დაკიდა და მე გაშტერებული დავრჩი. 3 წელი გავატარეთ ერთად. მახსოვს პირველად მეგობრის დაბადებისდღეზე შევხვდი როცა 20 წლისები ვიყავით. ის საოცრად ქარიზმატული და თავდაჯერებული იყო. თავიდან დიდად არ ვმეგობრობდით, მაგრამ მერე თითქოს ჩვენმა ლტოლვამ გვაიძულაო ერთად აღმოვჩნდით. სიგიჟემდე მიყვარდა, ახლაც მიყვარს. მისი ერთი ღიმილი საკამრისი იყო ჩემ ხასიათზე მოსაყვანად. ღამეებს საუაბრში ვატარებდით. ერთად ვსწავლობდით უცხოენებს და მითოლოგიას ვიკვლევდით, იმის მიხუედავად რომ ეს არცერთის პროფესიის ნაწილი არ ყოფილა. მე ლიტერატურის მცონდე ვიყავი ის კი არქიტექტორი. სულ მცირე უნდა ვყოფილიყავით, რაღაცეები გამოვიდა რაღაცეები ვერა. ეს ხომ ცხოვრებაა. 21 წლის ასაკში გვიანობამდე ბარებში და წვეულებიდან წვეულებაზე ბოდიალს დავეჩვიეთ. ვსვავდით , ფეხების ტკივილამდე ვცეკვავდით, სექსით ვკავდებოდით ყველა შესაძლო მომენტში, მანქანაში, ბარის საპირფარეშოში, მეგობრის სახის სააბაზანოსა თუ საძინებელში. ჩვენი საერთო სახლის მისაღებში, სამზარეულოში, საძინებელში, აბაზანაში, აივანზე. ყველგან. ტავაწყევტილი ცოვრებით ვცხოვრობდით. ფინანსურად მე მასზე სრულიად დამოკიდებული გავხდი რადგან სანი მდიდარი ოჯახიდან იყო და ჩემზე “ზრუნავ” არ ბეზრდებოდა. მოგვიანებით უნივერსიტეტი რომ დავამთავრეთ ჩვენს სახლში მისი ახლადშეძენილი, რაღაც მხრივ ჩემი, მეგობრბეი იყრიდნენ თავს, ს ვეწეოდით, ვბოლდებოდით და გიჟებივით ვიცინოდით. მერე სანის მამა გარდაიცვალა, დედაჩემიც მალევე მიყვა და ორივე ცალმხრივად ობოლმა ბავშვმა ახალი გამსოავალი ნარკოტიკებში ვიპოვნეთ. თითქმის ყველა დღეს კაიფში ვატარაებდით, სწავლა დავივიწყეთ, მეგობრები, ისინი რომელებიც ბავშვობიდან მოგვყვებოდნენ და ჩვენი ცხოვრების წესი არ მოსწონდათ დავკარგეთ. სამაგიეროდ ახალი ნარკომანი მეგობრები გავიჩინეთ, რომლებიც წამალს კოვზზე ხარშავდნენ და ნემსებს ისტერიულად იჩხერდნენ. რაღაც დროის გასვლის შემდეგ ამ ყვეალფერს შეძლებისდაგავრად მოვუკელი, ისიც მამაჩემის ხათრით რადგან გული უწუხდა ჩემს მსგავსად დანახვაზე. მერე ნომებრის ერთ ცივ ღამეს სახლში დაბრუნებულს სანი დივანსა და ჟურნალების მაგიდას შორის გაჩხერილი, პირდიან დუჟგადმოდინებული და კრუნჩხვებში მყოფი დამხვდა. სანი რომ მივატოვე, იმ წამლების სუნად აყროლებულ საავადმყოფოში და დედამისს დავურეკე თქვენს შვილს მოაკითხეთ თქო, გავUჩინარდი. სახლი, ტელეფონის ნომერი და სახელიც კი შევიცვალე რომ სანის ჩემთვის არ მოეგნოა. ახალ უნივერსიტეტში ჩავაბარე, ახლაი მეგობრები გავიჩინე. მამაჩემთან და ჩემს დაძმასთან კონტაქტი გავწყვიტე და მხოლოდ რამდნიმე თვეში ანონიმური მისამართიდან ვუგზავნიდი წერილებს, რომ კარგად ვიყავი, მუშაობა დავიწყე და ასე შემდეგ. სანიმ მართლაც გამომიგზავნა მეგობრის მისამართი. გიჟური დღეე იყო და დასასრულიც ასეთი ექნებოდა. ჯინსის შარვალსა და ცისფერ ბლუზაში გამოწყობილი, ფეხზე მაღალქუსლიანი წვეტიანი ფეხსაცმელებით ჩავბოდიალდი კიბეებზე და მანქანაში ჩავჯექი. არ ვიცი რისი იმედი მქონდა, შეიძლება იმის რომ სანის და მე ახალი მომავალი გველდოა. რომ წარსულის ჩვენ დავმარხეთ და ახლა ახალს შევქმნიდით. კორპუსთან გავაჩერე მანქანა და სადარბაზოსთან მისულმა 8-იანს დავაჭირე. მალევე უცნობი ბიჭის ხმა გავიგე. -გისმენთ? -სანიმ მითხა ამ მისამართზე მოდიო. -ლეა? -დიახ. -ამოდი. სანამ კიბეებზე ავდიოდი, და ემრე სანამ ლიფტს ველდოებოდი, ასჯერ მაინც მომინდა უკან გაქცევა და იმ ცოხვრებაში დარჩენა რომელიც ახლა მქონდა. ცარიელი, იმედების, სიყავრულის, ჭეშმარიტი მეგობრებისგან დაცლილ ცოხვრებაში მხოლოდ ვალდებულების გამო რომ არსებობ ისეთში დაბრუნება. მეშინოდა რომ როცა სანის ვნახავდი ხელზე იისფერში გადასულ წერტილოვან დალურჯებებს, ჩასისხლიანებულ თვალებს ან მონგრეულ სახის ნაკვთებს დავინახავდი, რამეს რაც მის ნარკომანობასა და ძველი ჩვევების ისევ არსებობაზე მიმნიშნებდა. კარი სანიმ გამიღო. თვალები გაუბრწყინდა ჩემს დანახვაზე. ელეგანტურად გამოიყურებოდა შავ შარვალ-კოსტუმს, შეხსნილ უჰალსტუხო პერანგსა და ოდნავ წამოზრდილ შავ სწორ თმაში. ისევ ისეთი იყო როგორიც პირველი შეხვედრისას. მხოლოდ ეგ იყო ასაკი ცოტათი დასტყობოდა. მე კი ვიდექი მის წინ ძველი ცხოვრების მოჩვენებასავით და ველოდებოდი ხმას როდის ამოიღებდა. -მართლა მოხვედი. -მოვედი. -სიგიჟემდე მომენატრე ლეა. უშენოდ აზრი არაფერს აქვს. -იცი? ძალიან კარგად გამოიყურები. -შენც, წლები ვერაფერს გიშვება. დავინაზე როგორ გაუშეშდა მზერა ჩემს მაჯაზე დიდ სწორ ხაზზე, რომელიც იდაყვიდან მაჯამდე მიუყვებოდა. მიხვდა კიდეც რატომ იყო და ვიგრძენი როგორ დაუმძიმდა არსებობა. სახლში შემიყვანა , მისი მეგოაბრი გეგი და გეგის შეყვარებული გამაცნო. დიდხანს ვსაუბრობდით , მეკითხებოდნენ საიდან ვიცნობდი სანის და ამდენხანს რატომ არ ვუხსენებივარ. აშკარა იყო გეგიც საავადმყოფოს შემდგომი მეგობარი იყო, რომელმაც ჩვენს ბნე ჩაკეტილ წარსულზე არაფერი იცოდა. ბევრი რამე გავიხსენეთ ჩვენი თანაცხოვრებიდან, ისეთი რომელიც წამალსა და ალკოჰოლს არ უკავშირდებოდა. ძალიან ცოტა დავლიე , მათთან სხვადასხვა თემებზე ვისაუბრე და მერე სანიმ შემომთავაზა მე გაგიყვან სახლშიო. -მანქანით ვარ. -მოდი ასე ვქნათ ჩემს მანქანას აქ დავტოვებ და ხვალ მოვაკითხავ, ახლა კი სახლში გაგიყვან. საუბარი მინდა. რა უნდა მექნა, ამდენი წლის შემდეგ პირველად ვხედავდი. დავთანხმდი. გზაში ჩემსკენ მოურბოდა მზერა და მიღიმოდა. - ვიცი რომ ვით ვიქცეოდი. -ვიქცეოდით. არაფერი ყოფილა მხოლოდ შენი ან ჩემი ბრალი. ცუდი პერიოდი იყო სანი, ძალიან ცუდი და ჩვენ ერთმანეთის ცხოვრების ნგრევას ხელი შევუწყვეთ. -ძალიან დიდხანს გეძებე. -მჯერა. -მაგრამ ვერ გიპოვნე. -სახლი, ნომერი და სახელი შევიცვალე. -ახლა რა გქვაი? -თებე. - მეგონა მაგის შვილისთვის დარქმევა გინოდა. -შენ არ იყავი, ანუ არც შვილი იქნებოდა. ამის მოსმენაზე სუნთქვა შეეკრა და გამომხედა. თითქოს გაუხარდა კიდეც. - ლეა, მაპატიე. მაპატიე რომ იმ ყვეალფერსი ჩაგითრიე. გეფიცები არარაფერი იქნება ისე როგორც მაშინ იყო. წლებია სუფთა ვარ. -მეც. ორივენი გავჩუმდით და მთელი გზა ხმა აღარ ამოგვიღია. სახლტან რომ მივედით, მანქანიდან ისიც გამოვიდა და კორპუსში შემომყვა. სიცილით მივიხედე მისკენ -სად მომყვები. -შენს ახალ სახლში. არ შეიძლება? - ძალიან ხომ არ ჩქარობ? -არა, ძალიან რომ მეჩქარა გეგის სახლშივე გაკოცებდი. იქვე ვეცდებოდი დაკარგული წლების ანაზღაურებას. საუბრის გარეშე შეგეხებოდი. -იქნებ ვინე მყავს? -რომ გყავდეს არ მოხვიდოდი. ერთამნეთის პირისპირ ვიდექით, ის ორი საფეხურით ქვემოთ იდგა და ჩემზე ოდნავ დაბალი ჩანდა. მივტრიალდი და სახლის კარი გავაღე, ისე ფართოდ რომ აშკარად დაენახა რომელი იყო ჩემი. შევიდა, ყველაფრის თვალიერება და ოტახიდან ოთახში ბოდიალი დაიწყო. მერე სახლიდან სკამი გავიტანე აივანზე რომ იქ დავმჯდარიყავით. სანი ჩემს საყავრელ და ერთადერთ აივნის სკამზე დაჯდა, მე კი სახლიდან გამოთრეულ სკამზე დაჯდომა არ ამცადა, ხელზე დამქაჩა და კალტაში გვერდულად ჩამისვა. თვალებში მიყურებდა, უსიტყვოდ მაგრამ ისე ღრმად მეგონა ჩემი ყვეალა ფიქრი ესმოდა. ჩემი ხელი თავისაში მოიქცია და ცერი ნელა გადამისვა ნაიარევზე. მერე ტუჩებთან მიიტანა და ვიგრძენი მისი ენა როგორ ასრიალდა ჩემს ხელზე. თვალები დამეხუჭა და თავი მიხ მხარზე ჩამოვდე. -საიდან გაქვს? -თავად ვუქენი ჩემივე თავს. ძლივს გასაგონად ვუთხარი. -რატომ? მის ხმაში ტკივილი ჩაბუდდა და ოდნავ გახელილი თვალებიდან დავიანხე როგორ ტიროდა. მეორე ხელი სახეზე შევუცურე და ცრემლები მოვწმინდე. -იოლად ვერ გავუმკლავდი უწამლობას. ახალი ჩვევა ავიკიდე და ყოველ ჯერზე როცა დოზა მინდოდა თავს ვიზიანებდი. საბოლოოდ რომ გადავლახე ეგ ეტაპი და სუფთა ვიყავი ზოგჯერ პანიკური შეტევები მეწყებოდა რასაც იგივენაირად ვუმკლავდებოდი. კიდევ ბევრი ეგეთი ჭრილობა მაქვს, უბრალოდ ისინი უფრო პატარაა. ეს ყველაზე ბოლოა, ის რომელმაც ეს ჩვევაც მიმატოვებინა. ჩემმა მეგობარმა მიპოვა, ლამის სისხლისგან დაცლილი და ძლივს მომაბრუნეს. ამის გახსენებაზე უკვე მეცინებოდა კდიეცმ ის კი ბრაზობდა. ჩემზე ბრაზდებოდა რადგან თავი ამ დღეში ჩავიგდე. გული ისე ეკუმშებოდა ამდენი წლის შემდეგ ძლივს რომ მნახა და მე ამ დღეში დავხვდი რომ იხრჩობოდა. -აღარასდორს დავუშვებ ლეა რომ ცუდად იყო. უბრალოდ გთხოვ ერთი შანს მიეცი ამ ურთიერთობას. -უკვე მივეცი სანი. გავუღიმე და ყელში თბილად ვაკოცე. სხეული დაეჭიმა, მარჯვენა ხელი ფეხებზე ძლიერად მომხვია, მეორე თავისკენ აასრიალა და თმაში შემიცურა. წამით ერთმანეთს ვუყურებდით, მერე ტუჩებში მაკოცა. კოცნა თავიდან ბავშვური, გაუბედავი და ნაწი იყო, ისეთი რომ ვერცკი ვგრძნობდი რომ მკოცნიდა. მერე მისი ენა პირში ვიგრძენი და ის საოცრად მომთხოვნი, უხეში და ძალიან ღრმა გახდა. სანი ჩემს ტუჩებს მოშორდა და კიშერში დამიწყო კოცნა. ხელებს ჩემს სხეულზე დაასრიალებდა, გაშმაგებული მკოცნიდა და შიგადაშიგ მკბენდა. მერე მოულოდნელად ფეხზე წამოდაგა, წელზე შემომისვა და კედელს შემაჯახა. ეს არ ყოფილა მტკივნეული, მაგრამ საოცრად მოულოდნელი იყო, ისე მიწვავდა მისი სურვილი, მისი შეხება სხეულს რომ ტანსაცმლის გახდა აივანზევე დავიწყე. კოცნითა და ფერებით, გზადაგზა ტანსაცმლის გახდით, ჯერ ისევ მის წელზე შემოსმული გამიყვანა ჩემს ოთახში და საწოლზე დამაწვინა. შარვალი გამხადა და თავისიც მიაყოლა. -არასოდეს...არასოდეს გაგიშვებ მეორედ. ვაღარ დაგკარგავვ. ტან მკოცნიდა და თან ბუტბუტებდა. მერე მოულოდნელად ჩემში ვიგრძენი და იმ მომენტში მივხვდი თურმე როგორ მტკიოდა სხეული უმისობით ამდენი წლის მანძილზე. როგორ გროვდებოდა სანის სურვილი ჩემს სხეულში და ამ დაგროვებულმა მონატრებამ, ლტოლვამ, სურვილმა მთელი ჩემი სხეული მოიცვა. მგრეხდა, უცნაური ხმების გამოცემას მაიძულებდა, მაიძულებდა სანის მტელ სხეულზე შევხებოდი, ყველა კუნთით შემეგრძნო და დამემახსოვრებინა. მაიძუელბდა კაცი რაც შეიძლება ახლოს მყოლოდა. და ალბათ 7 წლის მერე პირველი შეხვედრისას მასთან სექსი ყველაზე სასიამოვნო იყო რაც კი ოდესმე გვქონია. ყველაზე ძლიერი ყველაზე ემოციური და თითქოს ეს მოწმობდა იმას რომ სამყარომ კიდევ ერთი შანსი მოგვცა. რომ ჩვენთვის ახალი წიგნი იწერებოდა, ახალი ისტორია , რომელშიც 20-23 წლის ლეასა და სანის ადგილი აღარ იქნებოდა. ის რომელიც აღარასდროს დასრულდებოდა სანამ კი რომელიმე ჩვენგას პირში სული ედგა. მეორე დილას სანის მკლავებში რომ გავიღვიძე , მხოლოდ მაშინ დავრწმუნდი ამ ამბის რეალურობასი. ტკბილად ეძინა, სრულაიდ შიშველსა და მუცელზე მწოლს, თხელი ზეწარი მხოლოდ საჯდომს უფარავდა. შიშველი წამოდვექი ფეხზე და ჯერ სააბაზანოს მივაშურე, მერე კი სამზარეულოში თხელ ხალათში გამოწყობილი გავედი. ამჯერად ორი ჭიქა ცივი ყავა გავიკეთე და აივანზე სიგაერეტის მოსაწევად გავედი. ღერი ნახევრამდე მქონდა ჩამწვარი როცა მუცელზე კაცის ხელები, ზურგზე კი მიხი მკერდ-მუცელი ვიგრძენი და თავი მის მხარს მივაყრდენი. სანიმ ტუჩებში მოწყვეტით მაკოცა და ჩემს ყურთან დაიჩურჩულა. -წარსულის ზარები ზოგჯერ მომავალს გიქმნიან, ბევრად უკეთესს ვიდრე შეგეძლო წარმოგედგინა. -შენს გარდა აღარავის ველოდები წარსულიდან , მომავალში გასაქცევად. ახლა მთელი ვარ სანი. სრულიად მთელი. ცხელი დღე იყო, ღრუბლები თხელ ფენებად დაცურავდნენ ცაზე და ჰაერში სიცხისა და მცენარეების სასიამოვნო არომატი იდგა. მე კი სანისთან ერთად ჩემი ნაპოვნი ბედნიერებით ვტკბებოდი, რომელიც კიდევ მრავალ წელს გაგრძელდებოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.