ONLY IN DINAMO, ONLY IN TBILISI 2
2024 წელი 5 ივლისი პენალტის შემდეგ შოკში ვიყავით აბსოლუტურად ყველა. მე ვყვიროდი "რამდენიმე წუთიც", ლიზი მპასუხობდა "მეორე გოლიიც". იდეაში ვეთანხმებოდი, მეც მეგონა, რომ ფრეს ბოლომდე ვერ მივიყვანდით, სადღაც გაგვიტანდნენ და მეორე გოლი აუცილებელი იყო, მაგრამ მერიდებოდა... როგორია, საბერძნეთთან ფრეს თამაშობდე, ფრე გყოფნიდეს და მეორე გოლს ითხოვდე. მაგრამ მეორე გოლიც მოვიდა. რატისგან, გუშინდელი თამაშის ერთპიროვნული ემვიპისგან! (საუკეთესოსგან) როგორც კი კონტრ შეტევა წამოიწყო, დავიწყე "რატი კანდელაააკიი"-ის სკანდირება და სანამ არ შეაგდო ვერ გავჩერდი. მერე გოლის მუსიკაც ჩაირთო, მელოდიურად ზუსტად დააჯდა და უკვე მუსიკასთან ერთად გავაგრძელე სიმღერა. სადღაც 3 წუთის მერე გამოვფხიზლდი და გავჩერდი. მაგის მერე ბევრი არაფერი მახსოვს, ბოლო წუთებში რომ მსაჯს და ღმერთს ერთად ვევედრებოდი, დაამთავრე მეთქი, მარტო ეგ. ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მაშინ მივიღე, როცა თამაშის დასრულების შემდეგ, ბავშვებთან ერთად სეირნობის ერთი საათი მოვიწყე. თუ ადამიანს გინდა, შენი ერის ნამდვილი სახე შეიცნო, ამაზე უკეთესს ვერაფერს იზამ. ის იქნება ყველაზე გულწრფელი, ყველაზე თავისნაირი და განსაკუთრებული. მხოლოდ შენ, მეგობრები და შენი ქვეყანა. გზა თამარ მეფის ხიდიდან - რესპუბლიკის მოედნამდე, ბევრი ცრემლის მიზეზს მაძლევდა. მე ასეთი საქართველო იქამდე არ მენახა და იმის მერე, ყველა ნატვრაც ძალიან დაკონკრეტდა, მინდა რაც შეიძლება ხშირად და რაც შეიძლება ცრემლიანი ვნახო. სულ ასეთი მიზეზებით. გზაში ხან ეროვნულ სიმღერებს ვმღეროდით ათი ათასობით ადამიანი, ხან საქართველოს ვადღეგრძელებდით. მერე ვნახე, რომ მეტროში ხალხს უფასოდ ატარებდნენ, წ....ბის გამყიდველი პაპა უფასოდ ჩუქნიდა ხალხს წყალს და ხალხი დაჟინებით ითხოვდა, რომ არა აუცილებლად უნდა მიეცათ სანაცვლოდ ფული, ჩემს წინ შავკანიანი მოდიოდა, საქართველოს გაუმარ-ს ყვიროდა, ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდა კი, ცაში აღმართული მუშტით ჯოს ჯოს!!! - პასუხობდა. ეს კაცი, ქართველად არ დაბადებულა, ბევრი უსამართლობაც გამოუცდია ალბათ, მაგრამ ჩვენზე ნაკლებად არ ბედნიერობდა. შორიდან მესმოდა უცხო კაცის მონოლოგი: -იგრძენით?! ფეხბურთის ძალა ხომ იგრძენით თქვენს კანზე, გულისცემაზე, უძილოდ გატარებულ ღამეებზე?! აგუგუნებულ, საფესტივალოდ მორთულ ქართულ ქალაქებში რომ ხედავდით ამ ეიფორიას?! ევროპულ მიწებზე სამშობლოს წარდგენის პასუხისმგებლობაც ხომ იგრძენით?! განგიცდიათ რაიმე უფრო ეროვნული, სიამაყის გამომწვევი, ცრემლისთვის დაუნანებელი?! -ჰოდა, ეგაა ფეხბურთის ძალა. წამლეკი, მომწამვლელი, ხშირად ცხოვრების არსის განმსაზღვრელიც. ქალაქში ყველგან ჩვენი, საქართველოს ყველაზე ლამაზი დროშა ფრიალებდა. მაშინდელი ყველა ცრემლი სიხარულს ირეკლავდა. ცრემლების ვეებერთელა ზღვამ, გაცისკროვნებული საქართველო სარკეში ამოქარგა. ერის ხმა ყვიროდა და ვერ იტევდა ჯერ იქამდე არნახულ ბედნიერებას, რასთან შეგუებასაც ვსწავლობდით. უჩვეულო იყო იმ ტყავში გაღვიძება, რაც თაობების, ათწლეულების, უსახსრობის, შიმშილისა და გაჭირვების ოცნება იყო. ბევრისთვის, დაძინებამდე, იმ ტკბილი წამის რუტინად ჩამოყალიბებული რიტუალი: ღმერთო, საქართველოს ნაკრები დიდი ფორუმზე მანახე... ჰოდა, ეგ სურვილი 4 ივლისს ამოიფრქვა. სულ ცხად და ხელშესახებ რეალობად იქცა. ამ საკრალურ რიცხვს ჩვენთვის ისედაც შეუფასებელი დატვირთვა ჰქონდა. ნეტავ როგორი იყო ეს ქვეყანა 1918 წლის გვიანი მაისის დილას, როცა დამოუკიდებლობისთვის, ხელახალი დაბადებისთვის ემზადებოდა?! სამაგიეროდ, ზუსტად ვიცი როგორი იყო ჩემი საქართველო 2024 წლის 4 ივლისის გვიანი ღამის საათებში, როცა თამამი განაცხადისთვის ემზადებოდა. ერთმანეთზე მზრუნველი, ერთმანეთით ამაყი, ყველა წყენისა და სევდის დამვიწყებელი, ხუთჯვრიან დროშას სამშობლოს ქალაქებში აფრიალებდა და მსოფლიოს, ლამაზი მოგზაურობის დაწყების შესახებ ამცნობდა. ასეთ საქართველოს არავინ ელოდა. არც შინ, არც გარეთ... სანამ ევროპული საზოგადოება ამ დროშის ყველა კუნჭულს დაიზეპირებდა, სანამ რატი, ქებურია, ლუკა, ძმები დუმბაძეები და ჯვარსონების ბურთიანი არმია ბებერ კონტინეტს მონუსხავდა, იქამდე, ბედნიერების თანამედროვე ტრადიცია შეიქმნა. და თბილისურ ეზოებში, ხელში ბურთ ამოჩრილმა თაობამ დაგვაჯერა, რომ შეგვიძლია, ყოველთვის შეგვეძლო და როცა ეს ფაქტი მოცემულობად შედგა, ყველა სასაათო სარტყელში გაიგეს, არის ასეთი ქვეყანა, არის ასეთი საფეხბურთო ნიჭით... გუშინ, ზღაპრის ბოლო კეთილი იყო. ნატანჯი ერის შვილების ქუჩებში გადმოღვრილი ბედნიერება იყო, თავისუფლებაც იყო. ფიქრებში წასულს ტელეფონის ვიბრაცია მაფხიზლებს. -ნიკაა. ამბობს, რომ ბიჭები და ჩემი ძმა მასთან არიან სახლში. უნდა, რომ მე და ლიზაც მივიდეთ, მაგრამ არ ვიცი, რამდენად მინდა. იქნებ რატიც იქ იყოს? -არ შემიძლოა მისი ნახვა, დიდი ხანი გავიდა, რაც აღარ გვისაუბრია. იდეაში ჩვენი საუბრები ყოველთვის მისალმებით, ბარსა-რეალს შორის საუკეთესოზე კამათით და დამშვიდობებით შემოიფარგლებოდა. -ლიზას მაინც ვუყვები ნიკას მონაწერის შესახებ, მას აშკარად უნდა წასვლა და მარტო იმდენ ბიჭში რცხვენია, ამიტომ ბევრი თხოვნის შემდეგ მითანხმებს და რამდენიმე საათიც მალოდინებს სანამ მოემზადება. -იქნებ არგვინდა? საწყალი სახლით ვეკითხები უკვე ნიკას სადარბაზოსთან მისული. -გადაადგი ფეხი ნუ სულელობ. ისე ნაბიჯიც რომ გადადგა რატისკენ არ გაწყენს. -თვალების ტრიალით მეუბნება ლიზა. -არ მომწონს რატომ შემჭამეთ, კარგი ფეხბურთელია უბრალოდ. -როგორც გინდა, მაგრამ შენი ძმაც ხვდება უკვე. -სანდრო? რას ხვდება შტერები ხართ ყველა. -ნერვებ მოშლილი ძლიერად ვაბრახუნებ და მხოლოდ მაშინ ვჩერდები, როდესაც კარს იქით რატის შეწუხებულ სახეს ვხედავ. -ამ კარს ზარის დარეკვის ფუნქციაც აქვს თაია. -მიყურებს და ცდილობს არ გაეღიმოს. -ვესალმები, გვერდს ვუვლი, სახლში შევდივარ და უკან მობრუნებული ვხედავ, როგორ ურტყამს ხელზე ხელს ლიზა კაი ძმაკაცივით რატის. -ღმერთო მომკალი. -ვჩურჩულებ და სირცხვილისგან თავს დაბლა ვხრი. სწრაფი ნაბიჯებით მისაღებში შევდივარ, ყველას შორიდან ვესალმები და სანდროს გვერდით ვიკავებ ადგილს. -აი მოვიდა შენი ნერვების ჭია. თავს ყოფს სამზარეულოდან ნიკა და აკოს უკრავს თვალს. -აკო რეალის ფანია, მე ბარსელონას ვგულშემატკივრობ და ხშირად ვკინკლაობთ ხოლმე. -თაუს რასშვებით აგებთ ორშაბათს? მეკითხება აკაკი ვითომ შეწუხებული სახით. -შენ რას შვები ელკლასიკოზე, შეყვარებულს შორდები? (აკოს შეყვარებულსაც კარგი გემოვნება აქვს, მხოლოდ ბიჭებში უჭირს :დ) -ვუღიმი და უკიდან რატის ფხუკუნზე კონცენტრირებული, ვეღარ ვიგებ რას მპასუხობს მადრიდისტა ჩუბინიძე. -აუ კაი გაჩერდით. -ნერვებ მოშლილი სანდრო ტელევიზორს რთავს და გუშინდელი თამაშის ჰაილაითების ყურებას ვიწყებთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.






ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.