ONLY IN DINAMO, ONLY IN TBILISI
დინამო არენა, 2024 წელი 4 ივლისი. ხალხით გადაჭედილ ტრიბუნებს შორის ძლივს მივიკვლევ გზას და აქეთ-იქით ვიყურები, რომ კოლა და ლუდი ვინმეს არ გადავასხა. ვცდილობ ჰიმნების დაწყებამდე ვიპოვნო ჩემი ადგილი და მეგობრები. დიდი ხანია ამდენი ხალხი მოედანზე არ მინახავს, მაგრამ ეს ხომ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევია საქართველოსა და საბერძნეთს შორის და არა გორის დილა-დინამო ბათუმის მატჩი. -სად ხარ გოგო ამდენი ხანი, ლუდის საყიდლად იყავი, თუ სატრფო ნახე? -მხოლოდ წამიერად მავლებს თვალს ჩემი ძმა სანდრო და ლუდს მართმევს. -შემეშვი რა, რიგში ვიდექი. დანარჩენები სად არიან? - თვალებს აქთ-იქით ვაცეცებ, ვცდილობ ყურადღება არ მივაქვიო მის ხითხითს და უაზრო რეპლიკებს. -ლიზა ვარდოს გაყვა, რატი უნდა ვნახოთო. მპასუხობს ჩემი ძმა და ლუდს წრუპავს. -ლიზა ჩემი დაქალია, ვარდო (ნიკა) კი -სანდროს ძმაკაცი და ჩემი ბავშვობის მეგობარი. ფეხბურთელები უკვე სტადიონზე არიან. ორივე ქვეყნის დროშა გაშლილია მინდორზე და რადგან თამაშის მასპინძელი ქვეყანა საქართველოა, ჯერ როგორც ყოველთვის სტუმრების ჰიმნი იწყება. ყველა პატივისცემის ნიშნად ვდგებით ფეხზე და რამდენიმე წუთი წყნარად ვუსმენთ საბერძნეთის ეროვნულ ჰიმნს. შემდეგ კი, ჩვენი, საქართველოს ჰიმნი იწყება. როგორ მიყვარს ეს მომენტი, როცა 45 ათასი ქართველი თითქოს ერთიანდება, ყველას ყველა უყვარს და ყველას საერთო მიზანი აქვს. ძალიან, ძალიან ბევრი ქვეყნის ჰიმნი მაქვს მოსმენილი, მაგრამ თითქოს ჩვენი რაღაც განსაკუთრებულია. ან უბრალოდ მე, როგორც ქართველს მგონია ესე. იწყება თამაში და ზუსტად ამ დროს მოდიან ნიკა და ლიზა კისკისით. -ვა თაია შენი მიჯნური ვნახე, ხოდზეა და დუბლს გავიტანო ბლატაობს.-სიცილით მეუბნება ნიკა და ლიზას თმებს წიწკნის. -სად ნახე? - ვეკითხები მე დაძაბული და ამჯერად ტრიბუნებისკენ ვიხედები. -გასახდელში ვიყავით მე და ლიზა. ძლივს დავაჯერე დაცვას, რომ რატის ბავშვობის ძმაკაცი ვარ და მამაშენის შვილობილი. -კაი უყურე რა, ნახე კარგად დავიწყეთ. -ცვეტში ხოდზე არიან, კარგად გაუწურავს თემურს ბიჭები ერთ კვირაში. -მპასუხობს სანდრო და იცინის. 78წუთამდე ფრე, 0-0 არის, შემდეგ კი, ჩვენს ნახევარზე გადმოსული ბერძენი ფორვარდი მოხერხებულად იცილებს საქართველოს ნაკრების კაპიტანს, ჩვენს სიამაყე თაზო დუმბაძეს. საჯარიმოში შემოსული კი მარტივად იტანს გოლს. საბრძნეთი ანგარიშს ხსნის და თამაშიც უფრო დაძაბული ხდება. ძალიან გვჭირდება მოგება, პირველი რეალური შანსია, რომ ევროპაზე გავიდეთ და ბიჭებიც არ ზოგავენ თავს. ბურთზე კონტროლს ვიბრუნებთ, საკუთარ ნახევარზე ბიჭები ერთმანეთში აგორავებენ და თითქოს რაღაც განსაკუთრებულ მომენტს ელიან. სწორედ ამ დროს ჩვენი დაცვის მამოძრავებელმა ძალამ ლევან დუმბაძემ, თითქოს ეს მომენტი იგრძნო და უეცარი პასი გააკეთა ცენტრში რატის მიმართულებით, რატიმ ბურთი ჰაერიდანვე ჩამოიღო და წინ დაიძრა. ერთი მცველი ისე მოატყუა ვითომც არაფერი და მოედანს თვალიერება დაუწყო. მარცხენა ფლანგზე დავით ქებურია დაინახა, იფიქრა, რომ მას უფრო რეალური შანსი ქონდა მომენტის გამწვავების და ბურთი საჯარიმოსკენ ,,შეუყოლა", ამ მომენტში უკვე თითქმის მთელი სტადიონი ფეხზე ვდგავართ და ერთი ჯადოსნური მომენტისთვის ვლოცულობთ. დავითი საჯარიმოში შევიდა, ბურთი გაისწორა, ესეცაა უნდა დაარტყას, თუმცა მის წინ, ერთი საკმაოდ ტანადი ბერძენი მცველი ჩნდება. მახსოვს ეს მცველი, მხოლოდ იმიტომ, რომ საბერძნეთთნ წინა თამაშის დროს თითქმის უშეცდომო მატჩი ჩაატარა, თამაშის საუკეთესო წოდებაც კი მიიღო, მაგრამ დარწმუნებული ვარ იმ მომენტში ჩემს გარდა არავინ ფიქრობდა, რომ ის დავითისთვის დიდ წინააღმდეგობას წარმოადგენდა. ეს ყველაფერი რათქმაუნდა ქებურიამაც კარგად იცოდა, უეცრად თითქოს მისი კრეატიულობა ჩაირთო, დარტყმის მაგივრად ცრუ მოძრაობა გააკეთა და მცველი ძალიან დააბნია, ფიზიკურად ვეღარ შეაჩერებდა დავითს იგი, რაიმე უნდა მოემოქმედებია და აი მოიმოქმედა კიდეც. ქომაგების სიმღერას მსაჯის გამაყრუებელი სასტვენი ერთვის და ვხედავ როგორ ეცემა მოწინააღმდეგე გუნდის საჯარიმოში ქებურია, გაზონზეა გაწოლილი და ფეხზე ხელს იკიდებს, ბერძენმა მცველმა კი თითქოს იცის რაც მოხდება და არც ეწინაარმდეგება მსაჯს. -აქ პენალტი უნდა დაინიშნოს, პენალტია, პენალტიიი. -ყვირის ნიკა ბოლო ხმაზე. ჩუმად ვარ და მსაჯის თანხმობას ველოდები, რატომ წელავს ესე ძალიან? აშკარად ფეხში მოარტყა ფეხი და წააქცია. ანერვიულებული ვუყურებ ექიმებს, რომლებიც ვერ აყენებენ დავითს, იმედია რაიმე რთული ტრავმა არ აქვს. მსაჯი var-თან მიდის გადასამოწმებლად, აშკარდ ჩანს, როგორ არღვევს მოწინააღმდეგე გუნდის მცველი წესს, თითქოს განძრახო, მაგრამ მისიც მესმის, როცა შენი გუნდი ასე ახლოს არის ისტორიულ მოვლენასთან ყველაფერი უნდა ქნა, სტადინის დატოოვების ან წითელი ბარათის ფასადაც კი. დარწმუნებული ვარ ყველა იმავეს იზამდა, თუნდაც ჩვენი ბიჭები, თუნდაც მე და თუნდაც ისევ ბერძენი მცველი. მთელი სტადიონი დუმს, მხოლოდ საბერძნეთის გულშემატკივრის სტვენა ისმის ჩვენი ნაკრების მიმართულებით. -რომ არ დანიშნოს გავგიჟდები. -კანკალით იძახის ლიზა და ნიკას უჭერს ხელზე ხელს. -დამშვიდდი უეჭველი 11 მეტრიანია, ვამბობ მე დარწმუნებით და მართლაც ინიშნება პენალტი საბერძნეთის კარში. 85 წუთზე ბურთთნ ლუკა ადეიშვილია, წარმოუდგენელია 18წლის ბიჭი ამხელა პასუხისმგებლობას იღებდე და წნეხს არ გრძნობდე, მაგრამ მე მას ვენდბი, ისე როგორც ენდობა მწვრთნელი და ენდობა მთელი საქართველო. მოწინააღმდეგე გუნის კარიდან თერთმეტ მეტრში ბურთი და ლუკა არიან, დანარჩენები გვერდზე ერთმანეტის გასწვრივ ჩამწკრივებულები პირჯვარს იწერენ. დინამო არენა დუმს, დუმს გულშემატკივარიც, აღარც ქომაგების სიმღერა ისმის, მაგრამ ჩვენთვის ,,ზღაპრის ბოლო'' მაინც კეთილია უნდა იყოს. ადეიშვილი ნაზად დებს ბურთს ნიშნულზე და ისე იხევს უკან თითქოს მთელი წნეხი გასახდელში დატოვაო. მე თვალებს ვხუჭავ. არ ჩემიძლია ამის ყურება. მხოლოდ შეძახილები მესმის, რომელიც მაუწყებს, რომ მან ეს შეძლო. საქართველომ ანგარიში გაათანაბრა. ისმის ყვირილი, სიმღერა და სტვენა, მე კი ანერვიულებული სკამზე ვჯდები და კოლას ვსვამ დასაწყნარებლად. -როგორ ხარ თაი? -მეკითხება ჩემი ძმა. -კარგად სან, მადლობა. -ოღონდ შენ არ ინერვიულო, შეკვეთილია რატისთან ერთი გოლი და გაიტანს აუცილებლად. -ხითხითებს ნიკა და ცდილობს ჩემი მოქნეული ხელი როგორმე აიცილოს. თამაში უფრო იძაბება, საბერძნეთის ნაკრები ჩვენს საჯარიმოშია, ურტყამენ და... მეკარემ გადაგვარჩინა. ეხლა ჩვენ მივდივართ კონტრ შეტევაზე. ბურთი რატის აქვს, წინ მიიწევს, მარტოა, მაგრამ ეს პრობლემას საერთოდ არ უქმნის. იდეალურად უვლის გვერდს ორ დაცვას, საჯარიმოში შედის და... საქართველოს ნაკრები დაწინაურდა 92წუთზე რატი კანდელაკის, 26 ნომრის, ჩემი კანდელას გოლით. ფეხბურთელები ძირს ეცემიან სიხარულითა და დაღლილობით. თამაში სრულდება, საქართველო ევროპის ჩემპიონატზეა და მე ცრემლები მომდის ბედნიერების, სიამაყის და ჩუმი სიყვარულისგან. ყველგან საქართველოს დროშა ფრიალებს, მე ლიზასთან ჩახუტებული ვტოვებ დინამო არენას, ადგილს, სადაც ფაქტობრივად გავიზარდე. სიმღერ-სიმღერით მივუყვებით წერეთლის დაღმართს, ისე როგორც ბავშვობაში და გზაში თამაშის საუკეთესო მომენტებს ვიხსენებთ. ლიზას ვაცილებთ ყველა ერთად კორპუსამდე, შემდეგ ნიკუშას ვემშვიდობებით და მე და სანდრო სახლში მივდივართ სეირნობით და სიცილ-ხარხარით. დღეს ბიჭებმა საქართველო გააერთიანეს თავიანთი იდეალური თამაშით, ვგრძნობ, რომ ყველა ბედნიერია, ყველას მხოლოდ ერთი ფიქრი უტრიალებს გონებაში. რა მოხდება ევროპის ჩემპიონატზე გერმანიაში? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.