ნიღაბი(9)
— ჩემი აზრით, რთულია ადამიანს აპატიო, ეს იმაზე რთულია, ვიდრე შურისძიება, თქვა ლიკამ და ახლადგაღვიძებული თვალები მოისრისა. ევა მას უყურებდა და თავის ფეხებზე ისვამდა ხელებს. — მაშინ, თუ უყვარხარ, გაპატიებს, უთხრა ჩუმად და ფანჯრისკენ გაიხედა, სადაც უსიცოცხლოდ ანათებდა მზე. — კარგი რა, ის გაბრაზებულია, თავი გააქნია ლიკამ და მეგობარს დაელოდა. — ხომ, მაგრამ შენ თქვი, რომ რთულია პატიება… ასევე რთულია სიყვარული. თუ უყვარხარ, სირთულეს გადალახავს, ამოიხვნეშა და საწოლში ჩაწვა, უკვე სიცივე ეგრძნო მის სხეულს. — იმედი მაქვს, მაპატიებს, დაიწუწუნა ლიკამ და გვერდი იცვალა. — ლიკა, გთხოვ, ნუ დაიწყებ ახლა, დაღლილობის ნიშნად გააქნია თავი ევამ და თვალები მოხუჭა. ცოტა ხანს სიჩუმე ჩამოწვა, შემდეგ კი სწრაფად წამოიკივლა ლიკამ — მაგარი იდეა მაქვს! აღფრთოვანებით ხელზე მომჭიდა ხელი და წამომაყენა. — რა იდეა? გაკვირვებულმა შევხედე და პასუხს დაველოდე. — არ გეტყვი, დარეკე ირაკლისთან, ჩვენთან ამოვიდნენ, თქვა კმაყოფილებით და ფეხზე წამოდგა. — სად მიდიხარ? დამელოდე, რა ხდება? მივაყარე კითხვები სწრაფად და ფეხაკრეფით უკან გავყევი ლიკას, რომელიც სამზარეულოში ყავას ამზადებდა. — ევა, გითხარი -არა! დარეკე ირაკლისთან, რაც სწრაფად იზავ, მით უკეთესია! გამომძახა, რაზეც ღრმად ამოვისუნთქე და ტელეფონის ასაღებად უკან გავბრუნდი ოთახში. დავიხარე და საწოლზე დაგდებული ტელეფონი ავიღე, შევედი კონტაქტებში და ირაკლის ნომერს დავაჭირე. ცოტა ხანში კი ირაკლის ხმა გაისმა. — ევა? რა ხდება? მკითხა ახალგაღვიძებული ხმით და დაამთქნარა. — გეძინა? ბოდიში, არ მეგონა, თუ გეძინა, ვუთხარი უკმაყოფილოდ და თმა გადავიწიე — არაუშავს, მითხარი, რა ხდება? — არ ვიცი, ლიკამ თქვა ირაკლის დაურეკე, მეგობრები შეკრიბოს და ამოვიდნენ ჩვენთანო… ყველას ერთად გეტყვითო. მომესმა ირაკლის ჩაცინების ხმა. — რა იყო, უკან ბრუნდება მალდივებში?გაიხუმრა ირაკლიმ და ისევ დაამთქნარა. — არ ვიცი. მოკლედ, გელოდებით! — კარგი, კარგი, მიდი, მითხრა მშვიდი ტონით და ყურმილი გამითიშა. ტელეფონი ხელში მოვიმარჯვე და დივნისკენ წავედი, სადაც უკვე ლიკა იჯდა. — რა იყო? მკითხა წარბებშეკრულმა, როდესაც ჩემი სახე დაინახა და ფინჯანში არსებული ყავა მოსვა. — არაფერი… შენი აჟიტირება არ მომწონს, ვთქვი უკმაყოფილოდ და გვერდით ჩამოვუჯექი. — მაინც ვერ დამითანხმებ და არ მოგიყვები! ენა გამომიყო და ლედის გადაუსვა ხელი, რაზეც ჩამეცინა. ცოტა ხანს ასე ვისხედით, შემდეგ კი კარზე ზარის ხმა გაისმა. სწრაფად წამოვდექი და კარებს მივუახლოვდი. ნელა გავაღე… — გამარჯობა, მეგობრებო! მივესალმე მეგობრებს და სახლში ღიმილით შემოვიპატიჟე. სათითაოდ შემოვიდნენ და დივნისკენ წავიდნენ. უკვე კარის მიხურვას ვაპირებდი, რა დროსაც აჩიმ დაიჭირა უკნიდან. შეშფოთებულმა უცბად ვუპასუხე — მაპატიე, არ ვიცოდი, აქ თუ იყავი, ვუთხარი დაბნეულმა და ავხედე, რაზეც უემოციო სახით შემომხედა და შიგნით შევიდა. სულ სხვადასხვა ხასიათზეა… ნეტავ, რა სჭირს? გავიფიქრე და კარი მოვხურე. შემდეგ კი მეგობრებისკენ წავედი, რომლებიც ლიკას ელოდნენ. — მოკლედ… გაწელა სიტყვა ლიკამ და ჩაიცინა. — მოკლედ, გეყოფაა, უკვე თქვიი! თქვა ვედრებით ირაკლიმ და მზესუმზირა მოიმარჯვა. — კარვები მოამზადეთ, ტყეში მივდივართ! წამოიყვირა, რაზეც ყველას გაოცებული სახე ქონდათ. — აბა, ვინ ხარ თამაშში? ლიკამ და ორივე ხელით ტაში შემოჰკრა. დივნიდან წამოიჭრა და ყველას გადახედა. — ისევ? ამოიხვნეშა ირაკლიმ, — ბოლო ჯერზე კარავი შიგნიდან დაგვეწვა. — ეგ იმიტომ, რომ შენ ფოლგით გახვეული ცხელი კარტოფილი გაყინულ ნაკვერჩხალში ჩადე, ჩაეცინა ნიკას. ლიკა არ ჩამორჩა — ჰოდა, ახლა ახალი გეგმა მაქვს. ახლოს არ წავალთ, მაგრამ არც მთაში ისე რომ ცხვირი გავიყინოთ. უბრალოდ, ბუნებაში, ორი ღამე. კარვები, კოცონი, თბილი ჩაის თერმოსი და… ბევრი სიმღერა. — და თუ გვათოვს? იკითხა ევამ ნელა, ფანჯარაში გახედვის გარეშე. — მაშინ უფრო ლამაზია, ჩაერია აჩი, რომელიც იმ წუთას მშვიდად იცვლიდა პოზას სავარძელში. ევას მზერა წამით გაუსწორდა მის თვალებს. ისეთი მშვიდი იყო თითქოს არაფერს არ ელოდა, და მაინც თითქოს ყველაფერს იმედით უყურებდა. ლიკამ მხრები აიჩეჩა — აბა, წავედით? — ტყეში?! ახლა, როცა ცივა? წამოიძახა ევამ, ხელი გაიქნია და ლიკას მიაჩერდა. — ოო, რა ცივა! გვჭირდება კი არა, აუცილებელია! უპასუხა ლიკამ — აბა, რას ვაკეთებთ მაშინ? ირაკლის ხმამ მიიქცია ყველას ყურადღება. — მე პირადად ვერ მივყვები ამ იდეას. — აბა, შენ რატომ მოხვედი? უცბად მიუბრუნდა ლიკა და ცინიკურად გაიღიმა. — მოვედი, რადგან მინდოდა გამეგო, რას აპირებდი რადგან ევამ დამირეკა. უპასუხა ირაკლიმ და ხელები ჯიბეში ჩაიწყო. ევამ ირაკლის გადახედა. — მე პირადად მიყვარს ბუნება, მაგრამ ასეთი ტემპერატურა… სულაც არ არის მისაღები. — რა გინდა, ევა? ირაკლი არ ხუმრობდა, თვალები დაუსერიოზულდა. — მინდა, რომ ყველაფერი ადრე, კარგად გავარკვიოთ, რას ვაკეთებთ და როგორ. მზადება მნიშვნელოვანია! — კარგით, ევა, ცოტა მოეშვი, ლიკამ მხრები აიჩეჩა, — მთავარია, რომ მივდივართ და ყველა ერთად ვიქნებით. — მე თანახმა ვარ, უთხრა ნიკამ და სხვა მეგობრებმაც თანხმობის ნიშნად თავი დაუქნიეს. — მაშინ დავიშლებით, თქვა ლიკამ და მისმა ხმამ ოთახი შეავსო. — დღეს მე და ევა სახლში ვიქნებით, ყველაფერს ვალაგებთ და ვამზადებთ. ევა ცოტა დაიბნა, მაგრამ მალევე მოერგო ამ აზრს. — კარგი, მაშინ დავიწყოთ, თქვა მან. — ეს თერმოსები კარგად უნდა ჩავალაგოთ, თქვა ლიკამ და ევას გადახედა. — ხო, და ნუ დაგავიწყდება, რომ საჭმელი სუფთა და ჯანსაღი უნდა იყოს, დაამატა ევამ. — რაც მთავარია, ყველაფეზე კარგად დავფიქრდეთ, დაამატა ლიკამ და ყავის ჭიქა აიღო. მალევე მეგობრები მოდიოდნენ მათკენ.სურდათ, რომ ერთად დაემზადებინათ ყველა საჭირო ნივთი და კარგად დაემუშავებინათ გეგმები. — აჰა, ეს შენი საყვარელი ჩაის თერმოსია,თქვა ევამ და ირაკლის გამოხედა, რომელმაც თერმოსი გამოართვა. — მიყვარს ეს წუთები, როცა ყველაფერს ვალაგებთ და ვამზადებთ, გაიღიმა ლიკამ. მალევე სუფრა გაშალეს: თხილეული, სენდვიჩები, თბილი ჩაის სხვადასხვა სახეობა, და ბევრი სხვა ხილი-ბოსტნეული. — კარგი იქნება, თქვა ევამ და თვალებში ნათელი გაუკრთა. -ჩვენ ერთად ვართ და ყველაფერი გამოვა! ნელ-ნელა გეგმა ლაგდება: ლიკა და ევა ალაგებენ ჩანთებს, თერმოსებს და საჭმელს. ლიკა კარადიდან თბილ, კომფორტულ შარვლებს იღებს, ევა კი ფრთხილად არჩევს ზედა ტანსაცმელს, ფრთხილი და პრაქტიკული, მაგრამ თავისებური სტილით. — ეს ქურთუკი მომწონს, ამბობს ლიკა და ევას უჩვენებს. — ჰო, კარგი არჩევანია, ევამ ღიმილით უთხრა და თავის თბილ ნაქსოვ სვიტერს იღებს.დროა, წასვლა მოამზადონ. ნელ-ნელა ჩაალაგეს ჩანთები, თერმოსები და სურსათი. ლიკა და ევა უკანასკნელად აწმებდნენ საკუთარ ტანსაცმელს თბილ ქურთუკებს, ქუდებს და ხელთათმანებს. — ყველაფერი მზადაა? ჰკითხა ლიკამ ევას. — მგონი კი, უპასუხა ევამ და ღიმილით დახედა ჩანთებს. სახლში ჩააქრეს და გათიშეს ყველაფერი ლედი მეზობელს დაუტოვეს , კარი ფრთხილად დახურეს და ქუჩაში ჰაერის სიცივე შეისუნთქეს. გზაზე მათ უკვე ელოდებოდა ირაკლი, აჩი და ნიკა, რომლებიც მხიარულად საუბრობდნენ. — კარგია, რომ მოდიხართ! თქვა ირაკლიმ და ყველას ხელი ჩამოართვა. მეგობრები ერთად გადავიდნენ გზაზე და ავტობუსის გაჩერებისკენ გაემართნენ. — ყველაფერი რიგზეა? ჰკითხა აჩიმ და ლიკას გადახედა. — კი, მიდი, გავიაროთ! უპასუხა ლიკამ. საოცრად სავსე და ცივი საღამო იყო. ავტობუსი მოვიდა და მეგობრები ჩაჯდნენ. ჩრდილები ფანჯრებზე ციმციმებდნენ, მათ შორის სასიამოვნო მოლოდინი და ცოტა დაძაბულობაც იგრძნობოდა. — მზად ხარ ამ თავგადასავლისთვის? ჩუმად ჰკითხა ევამ აჩის და თვალებში ჩახედა. — თითქმის, დაიხარა აჩი და ოდნავ გაუღიმა. ავტობუსი ბრუნდებოდა ტყისკენ და მეგობრების გულებში ახალი თავგადასავალი იბადებოდა. ავტობუსში ბევრი სიცილის ხმა ისმოდა ირაკლი დიჯეი იყო, ნიკა მძღოლთან იჯდა, ლიკა წინა სავარძელზე იწონებდა თავს და ყველას გრძელ სიას ახსენებდა, რომ არაფერი დაევიწყებინათ. ევა კი უკან იჯდა, აჩისთან ერთად. მათ შორის პლედი ეგდო, თითქოს შემთხვევით, მაგრამ არცერთი არ იძროდა მის მოცილებაზე. — პირველად მიდიხარ ბანაკში? ჰკითხა აჩიმ ჩუმად. ევას ოდნავ გაეღიმა — ჯერ კიდევ სკოლაში ვიყავი ერთხელ რომ წავედი, მაგრამ მაშინ სულ ვიწუწუნე. — და ახლა? — ახლა… ვცდილობ, არ ვიწუწუნო. აჩიმ ჩაიცინა და ფანჯარაში გაიხედა. — ეგ ვერც რომც მოინდომო, ვერ შეძლებ. შენნაირებს არ გამოსდით ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ. ევამ მას შეხედა გაოცებულმა, დაბნეულმა. — ეგ რა იყო? — არაფერი, უბრალოდ ვთქვი, ოდნავ გაეღიმა აჩის და თავი გადააბრუნა. ავტობუსი ქალაქის ხმაურს ნელ-ნელა შორდებოდა. გზას ორივე მხარეს შიშველი ხეები მიუყვებოდნენ, ცისფერი ცა თანდათან ნაცრისფერში გადადიოდა. ფანჯრებიდან ჩანს, როგორ იფანტება დღის შუქი ოდნავ სევდიანად, ოდნავ მყუდროდ. ავტობუსში მუსიკა არ წყდებოდა ირაკლი ხანდახან ხმის აწევით ხალისიანად წამოიძახებდა ხოლმე — მოდით,ეს გვინდა ზუსტად! აბა, ვინ ცეკვავს პირველად? ლიკა სიცილით უკან მიბრუნდა — ჯერ არ ჩავსულვართ და უკვე ცეკვა გინდა?—მეცოდება ის ვინც კარავს შენთან დადგამს, მთელი ღამე იღვიძებს! მიაწვა სიცილით ნიკა. ლიკამ წინიდან გადახედა ევას და წამოიძახა — ევა, აბა იმ ძველ დინამიკს ხომ წამოიღებ? შენთანაა? — კი, ჩანთაში ჩავდე, გუშინ დამიტენია, უპასუხა ღიმილით. ზურგს უკან, სადაც ევა და აჩი ისხდნენ, ჰაერი თითქოს უფრო წყნარი იყო. სიტყვები ნაკლებად ითქმებოდა, მაგრამ იმ სიჩუმეში რაღაც ღრმა მიმდინარეობდა. პლედი ისევ ორივეს ფეხებს ფარავდა. — იცი, მგონი ცოტა ვნერვიულობ, თქვა ევამ ჩურჩულით, ფანჯარას უყურებდა, მაგრამ აჩის ესაუბრებოდა. — რატომ? — ნუ ვიცი… უბრალოდ, მგონი იმაზე სხვანაირი იქნება, ვიდრე ველოდები. ადამიანები სხვანაირები ხდებიან როცა ქალაქიდან შორს არიან. აჩიმ თავი ოდნავ მისკენ მიაბრუნა. — და შენ როგორი ხდები? ევამ მხრები აიჩეჩა — ალბათ უფრო გულწრფელი. და ცოტა სენტიმენტალური. აჩიმ სერიოზულად შეხედა. — ეგ კარგია. გულწრფელი ადამიანები ყველაზე იშვიათები არიან. და ყველაზე სახიფათოებიც საკუთარი თავისთვის. ევა არ ელოდა ასეთ სიტყვებს. ცოტა ხნით გაჩუმდა, შემდეგ ჩუმად ჩაიღიმა. — შენსავით ხომ? აჩიმ არ გაუღიმა, უბრალოდ თვალებში ჩახედა და თავი ოდნავ დახარა თითქოს თანხმობას ნიშნავდა. ავტობუსი მობრუნდა მაღალ გზაზე. მანქანა ოდნავ გააზანზარა, მეგობრებმა შეყვირეს. ლიკამ ხმამაღლა დაიძახა — მალე მივალთ! ტბა რომ გამოჩნდება, მაშინვე გავაჩერებთ! მგზავრობის ბოლო ნაწილმა სიჩუმესა და დაღლილ სიცილში ჩაიარა. გარეთ უკვე ჩამობნელებულიყო ღამის შუქი ფანჯრებს ეცემოდა, და შიგნით ერთმანეთთან შემოჭიდულ სულებს ათბობდა. ავტობუსი გზაზე ტრიალით გაჩერდა. მისი ძრავის ჩაქრობის შემდეგ უცნაური სიჩუმე ჩამოვარდა ისეთი, მხოლოდ ტყეში რომ შეიძლება იგრძნო. ირგვლივ ჩამწკრივებული მაღალი ფიჭვები იდგნენ, სუნთქვა კი რაღაც ბუნებრივად სუფთა იყო, იმაზე მეტიც, ვიდრე რომელიმე მათგანს ახსოვდა. — ჩამოვედითო! წამოიძახა ლიკამ და კარი ფართოდ გააღო. ერთ-ერთმა მგზავრმა ჩანთების გადმოლაგება დაიწყო. — მარჯვნივ გავშალოთ კარვები, წყალი ახლოსაა, თქვა ირაკლიმ და ადგილმდებარეობა აუწყა ყველას. — ევა, აქ ხომ ხარ? დაიძახა ნიკამ,შენს კარავს მე და შენ ავაგებთ თუ ლიკა გირჩევნია? — აჰ, ლიკა ირაკლისთან დარჩება, უპასუხა ევამ და ნიკას გაუღიმა, — მოდი, მე და შენ გავაკეთოთ, მერე ლიკასაც დავეხმარებით. — ოჰოოოოო, ვიღაც კარვებს უკვე არიგებს! აჩის ღიმილი სახეზე იგრძნობოდა, მაგრამ თვალებში სიფრთხილე გაუკრთა. მან ჯერ ევას გადახედა, მერე ჩანთა ზურგიდან მოიხსნა და ფრთხილად დასვა მიწაზე. სულ რამდენიმე წუთში პლედები გაიშალა, ბალიშები გამოჩნდა, საჭმლის პაკეტებიდან თხილეული, შოკოლადი და კარაქიანი პურები. აჩიმ კოცონისთვის შეშის შეგროვება დაიწყო, ლიკამ თბილი ფერადი სანათები ჩამოკიდა ახლად გადაჭიმულ კარვებზე. დადგეს შუაში პატარა გაზქურა, გვერდით სითბოში ჩამალული ხელის თერმოსები და მიწაზე დაგებული პლედები. მუსიკა დინამიკიდან მოდიოდა ჩუმად. ყველაფერი ძალიან მშვიდად მიდიოდა… სანამ ნიკა არ გამოჩნდა. გზის მეორე მხრიდან მოდიოდა ზურგჩანთით.— ვაუ… ნიკა მოდის? — წამოიძახა ლიკამ. აჩის სახეზე არაფერი დაეტყო, მაგრამ თვალებში ჩუმი დაძაბულობა ჩასახლებულიყო. ნიკა ღიმილით მივიდა მათთან , ჩანთა კარავში შეაგდო და ევას ხელი მოხვია მეგობრულად. — გამარჯობა, გოგოებო! ძაან მაგარი ადგილია! შენს მოფიქრებას რა სჯობს, ლიკა! — ნიკა? საიდან მოდიხარ?სიცილით ჰკითხა -კარავი ავაწყე ევასი და მოვედი თან ცოტა გავისეირნე გაიღიმა მან. აჩიმ ჩუმად გადასწია თხილის ჭიქა და თვალებით ნიკას ჩააშტერდა. ევა კი დაბნეული იყო. თითქოს უნდოდა უხერხულობა დაეფარა ღიმილით, მაგრამ რაც უფრო ლაპარაკობდა ნიკა და უფრო ხშირად უყურებდა მას, მით უფრო ხვდებოდა, როგორ იძაბებოდა აჩი. — შენს კარავში ვინ რჩება? ჰკითხა ნიკამ ევას. — მე და ლიკა ვიყავით შეთანხმებული… უპასუხა ევამ, თუმცა ეჭვი შეეპარა საკუთარ სიტყვებში რადგან უკვე ნათქვამი ქონდა ირაკლისთან რომ რჩებოდა ლიკა. — აუუ, მარა ლიკა უკვე ირაკლისთან რჩება — მემგონი სხვა გეგმები აქვთ, შეეპარა ნიკას სიცილი და თვალით აჩვენა მათზე. ჰოდა, იქნებ მე დავრჩე ?დაამატა ნიკამ . ევა სიტყვის თქმას აპირებდა, როცა აჩი უეცრად წამოდგა. — არაა პრობლემა, ხმამაღლა თქვა, — მე და ევა ერთად დავრჩებით. უკვე ვილაპარაკეთ მაგაზე. სიჩუმე ჩამოვარდა. ნიკამ თითქოს ერთო წამით გაიღიმა, მერე მხრები აიჩეჩა. — კაია, აი, ძმაკაცობა რა მაგარია! თქვა და გვერდით ჩამოჯდა. ევა კი გრძნობდა, როგორ დასერიოზულდა აჩის ხასიათი. ისიც გრძნობდა რაღაც უცხოს რაც არ მოსწონდა. — აჩი, შეიძლება ცალკე ვისაუბროთ? თავი მოიქექა ევამ და შეეცადა, რამე არ დასტყობოდა. ყველა გაჩუმდა. — კარგი, უპასუხა მოკლედ აჩიმ და მას გაყვა. კარვებისკენ წავიდნენ. ევამ უკან გაიხედა როდესაც დარწმუნდა, რომ მეგობრები საუბრობდნენ, აჩის მიუბრუნდა. — ეს რატომ ქენი? კითხა დაეჭვებულმა. რაზეც ისევ უემოციო სახე მიიღო საპასუხოდ. — რა ვქენი? იკითხა აჩიმ და მიმოიხედა. — შენ თქვი, რომ ერთად დარჩენა შევათანხმეთ. ასე არ ყოფილა, თქვა ევამ უცბად და გაჩუმდა. აჩიმ ჩამოხედა. სიჩუმის შემდეგ მშვიდად უპასუხა — ხოდა, მე გადავწყვიტე, თქვა და ნაბიჯი წინ გადადგა. — რა?! გაოცებულმა შემოაბრუნა ევამ. — ხოდა, მე გადავწყვიტე-მეთქი. არ ვაპირებ მარტო დაძინებას შუა ტყეში, თქვა ირონიულად და წინ წავიდა. ევა ადგილზე გაშეშდა. ის აღარ იცოდა, გაბრაზებულიყო თუ ღიმილი დაეტოვებინა სახეზე. მაგრამ როცა აჩი მოტრიალდა და ოდნავ ჩაეღიმა, მიხვდა — ეს ირონია ხუმრობა იყო. ეს მისი გზა იყო, ეთქვა: “არ მინდა სხვა შენთან დარჩეს.” ევა არ დალაპარაკებია. უბრალოდ გვერდით გაუტოლდა და უთხრა — იმედი მაქვს, ხვრინვას არ იწყებ ღამით. აჩიმ ჩაიცინა და მხარზე ხელი დაადო — შენს ხვრინვას თუ გავუძლებ, ჩემსასაც აიტან. ჩაეცინა ორივეს. კარვებიდან ნელა დაბრუნდნენ. უკვე ესმოდათ ტყის ბუნებრივი სიჩუმე, კოცონთან კი სინათლესა და ხმაურს ერთმანეთში აურეველი სითბო მოეტანა. მუსიკა ირაკლისთან მდებარე დინამიკიდან მოდიოდა. — აჰა, ჩვენი შეყვარებულები დაბრუნდნენ! დაიძახა ლიკამ სიცილით და პლედი მუხლებზე შემოიხვია. — კარგი რა, ჩაილაპარაკა ევამ დაბალ ხმაზე, მაგრამ სახეზე აწითლდა. აჩიმ თავი ოდნავ დახარა და გაიცინა, მერე კი კოცონთან დაჯდა. ევა მას გვერდით მიუჯდა. იქვე იჯდა ირაკლი, რომელსაც რაღაც ჭორაობა ჰქონდა წამოწყებული ნიკასთან, აჩი საჭმელს ათვალიერებდა, ლიკა კი გიტარას აწვალებდა. — ამდენადაც არ მინდა მუსიკალურ სკოლაში ვიგრძნო თავი, წაიბუტბუტა ირაკლიმ და მაშინვე დასცინეს. — მოდი, თითოეული თბილი ისტორია მოვყვეთ პირველი ბანაკი, ან რაღაც უცნაური, რაც გაგვახსენდება,თქვა ლიკამ მოულოდნელად. ყველა დათანხმდა. ევამ ჩაი მოიყუდა და ცეცხლის ანარეკლში აჩის გახედა. მის თვალებში სხივები ცეკვავდნენ. იქ რაღაც უფრო ღრმა ტრიალებდა რაღაც ისეთი, რაც მხოლოდ სიჩუმეში ეტევა. — პირველმა დავიწყო? იკითხა ევამ და როცა თანხმობა მიიღო, დაიწყო — მაშინ, სულ პატარა ვიყავი მე და მამა მთაში წავედით. საღამოს კოცონი ვერ გავაჩინეთ, თოვლი იყო… მაგრამ მამამ პატარა სანათი გაანათა, და მითხრა: “თუ სითბო გარეთ ვერ მოიპოვე, შიგნით უნდა შექმნა.” მას შემდეგ, მგონი, სითბო ჩემთვის უფრო შეგრძნებაა, ვიდრე ტემპერატურა. მოკლე სიჩუმე ჩამოვარდა. -სკოლის ბანაკიც მქონია, თუმცა ეს სხვა იყო. მამა ალბათ ის ადამიანი იყო, ვინც მაინც მამხნევებდა იმის მიუხედავად, რომ ციოდა და შანსი ცოტა იყო. მოკლედ, ეს პატარა ნათება დიდხანს გამოგვყვა. რაც მახსოვს, ტკბილი ბლინებია რომელიც თბილი არ იყო, მაგრამ გემრიელი იყო. კარავში რომ შევედით, პატარა ხოჭო დავინახე, რაზეც წივილი დავიწყე. ასე მეგონა, მომკლავდა, თუ ხელს შევახებდი ან თუ თვითონ შემეხებოდა. იმდენი ვქენი, ეს პატარა შუქიც გავტეხე და არც ის ვიცოდი, ხოჭო სად იყო და უკვე სიბნელის შიშიც მქონდა. ბოლოს მამამ დიდი პლედი გაშალა კარავში რომ თბილად დავწოლილიყავით. ბევრი მესაუბრა და ჩამეძინა. ეს იყო ჩემი პირველი კარვის ისტორია, გაიცინა ევამ, რაზეც ყველა სიცილში აჰყვა. ბოლოს გადაწყვიტეს, უბრალოდ ესაუბრათ. ღამე გრძელდებოდა. ნელ-ნელა ყველა იღლებოდა.ვიღაც კარვისკენ გაემართა, ვიღაც პლედში გაეხვია. ბოლოს, მხოლოდ აჩი და ევა დარჩნენ ცეცხლის გარშემო. — წავიდეთ?იკითხა ევამ ჩუმად. აჩიმ თავი დაუქნია. ევა შევიდა პირველი. კარავში სიჩუმე იყო, მხოლოდ შორიდან ისმოდა ღამის ციცინათელების ხმა და კოცონის ბგერები, რომელიც უკვე ქრებოდა. ევამ მოსასხამი მოიხსნა და ტანსაცმლის ჩანთას მიეშურა. აჩი კართან იდგა, თვალები აარიდა, თუმცა აშკარად გრძნობდა მის თითოეულ მოძრაობას. — გაიხედე, რა… ვერ ვიცვლი, თქვა ევამ სიცილით, თუმცა ხმით დაძაბულობა გაეპარა. — ხო, ხო… ხუთი წუთით, ჩაილაპარაკა აჩიმ და კარვიდან გავიდა. ცოტა ხანში ევამ კარი ოდნავ გახსნა — შეგიძლია შემოხვიდე. აჩი შევიდა და შარვლის ამოღება დაიწყო . ევამ უცებ მოაშორა მზერა. — ნუ ღელავ, არ ვარ შოუს მოსაწყობად აქ, თქვა და ჩაიცინა. — არ ვღელავ, უპასუხა ევამ და წინდები მოისროდა, — უბრალოდ უცნაურია, როცა შენთან ერთად კარავში ვიძინებ. არ ველოდი. აჩი წამოწვა და პლედი დაიფარა. მერე ჩაიჩურჩულა — მე ველოდი. ევა გაჩუმდა. მხოლოდ სიჩუმის ზემოდან წარმოთქმული ეს სიტყვა დარჩა ჰაერში “მე ველოდი.” და თითქოს მთელი ეს დღე იმისთვის იყო, რომ მათ შორის მხოლოდ ერთი ღამე ყოფილიყო კარვის თბილ სივრცეში, ტყის სუნში, ძველ პლედში და სხვისგან შორს. ევა ფრთხილად დაწვა, პლედი გულთან მიიჭირა და თვალები დახუჭა. რამდენიმე წამი არც სუნთქავდა თითქოს ღამის ხმაურის გაშიფვრას ცდილობდა. შემდეგ გადაბრუნდა. ისევ. მერე ისევ. აჩიმ ჩაიცინა, თავი ოდნავ გადააბრუნა და ჩურჩულით იკითხა — ვერ ისვენებ, ხო? რა ხდება? ევა გაჩუმდა, შემდეგ კი დაბალი ხმით უპასუხა — არ ვიცი… უბრალოდ, მგონია, რომ სადმე ხოჭო იქნება. ან ზედ დავწვები, ან თავისით ამოცოცდება. აჩი წამოჯდა და ღიმილით შეხედა — ხოჭო? ტყეში ვართ, ევა. აქ “ბინადარი” ხოჭოები ბინადრებად რჩებიან, არავის ცოლად შერთვა არ სურთ. — ძალიან სასაცილო ხარ, მართლა, ბუზღუნით უპასუხა ევამ და ისევ გატრიალდა ისე ლაპარაკობ, თითქოს ხოჭოებზე სტატიები წაგიკითხავს. აჩის ჩაეღიმა, მერე კი კარავის კუთხიდან მეორე პლედი აიღო და იატაკზე გაშალა. ფრთხილად და მშვიდად, ისე, როგორც მამამისი დაუგებდა ხოლმე მას. — აი ასე. პლედის ქვეშ რაც არ ჩანს, ის არ არსებობს და ვერც გიკბენს,თქვა ოდნავ ირონიით, მაგრამ მზრუნველად. ევა გაჩუმდა. თვალებში რაღაც გაუნათდა არა შიშით, არამედ სითბოთი. დაწვა მასთან ახლოს, მაგრამ მაინც არა ძალიან. და ისევ სიჩუმე. რამდენიმე წუთის შემდეგ ჩაიჩურჩულა — შენ ზოგჯერ… ცივი ხარ, თითქოს საერთოდ არ გაინტერესებს ადამიანები. მერე უცებ რაღაცას აკეთებ, და მგონია, რომ ყველაზე თბილი ხარ… რატომ? აჩიმ ოდნავ ჩაახველა. მერე კი მშვიდად, თითქმის თავისთვის თქვა — იმიტომ, რომ ვინც ბევრს გრძნობს ნაკლებს აჩვენებს. ევა გაჩუმდა. ხმა აღარ ამოუღია. ვერ გაეგო, სევდიანი პასუხი იყო თუ ყველაზე დიდი გულახდილობა, რაც კი ვინმესგან გაეგონა. აჩი კი ოდნავ მოტრიალდა, მისკენ თავი დახარა და ჩუმად უთხრა — ტკბილი ძილი, ევა. ევა გაოცებული უყურებდა მის პროფილს. შუქი არ იყო, მაგრამ ჩრდილებში მის თვალებს რაღაც ნათელი მაინც ჰქონდა. ისევ არაფერი უთქვამს უბრალოდ, ღრმად ამოისუნთქა და თვალები დახუჭა. ბოდიშით დიდი პაუზისთვის, იმედი მაქვს, მოგეწონებათ <33 ;) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.



თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.