ქაღალდის ჭიქა (თავი ორი)
2 „უცნაურ ხალხს უცნაური ბედი ახვედრებს ერთმანეთს“ ფიქრობდა რუმი გულში და პატარა კოვზით იოგურტს ჭამდა. ბოლო დრო იყო, სანამ თავბრუსხვევას არ იგრძნობდა ვერ ხვდებოდა, რომ უნდა ეჭამა. ცალი ხელით ტელეფონს სქროლავდა. გამოფენის შეფასებებს ათვალიერებდა. ეჭვიც არ შეჰპარვია, მოეწონებოდათ. კმაყოფილმა გადადო ტელეფონი და კოლოფში დარჩენილი იოგურტი კატას დაუდო. _ რომ იცოდე შენთვის არ შეიძლება!_ დაუქნია თითი. ოტოს ყურიც არ შეუბერტყია, გამწარებული სვლიპავდა გემრიელობას. ბევრი სხვა რამის გარდა, ესეც ერთი საერთო ჰქონდათ პატრონს და ოტოს. იოგურტი, ოჰ ეს ღვთაებრივი გემრიელობა! კარზე კაკუნი მოესმა. ადგა და ისე გააღო, არც გახედა მოსულს. მასთან დიდად არ დადიოდნენ სტუმრები. ისედაც იცოდა, ახლა სოლის მეტი არავინ მოვიდოდა. ჯერ სტუმრობისთვის დილაზე ადრე იყო. _ დილა მშვიდობისა!_ სოლი ჩვეულად კარგ ხასიათზე იყო. _ ყავა მინდა! მოსვლისთანავე მიახალა. _ მეც მინდა!_ გაეცინა მას. მძიმე, პილენძის, ორნამენტებიანი ჯაზვე შემოდგა ქურაზე. _ ლეამ მითხრა, რომ გუშინ ვიღაცას ელაპარაკე, ვინ იყო? მაგან იყიდა სურათი?_ ახლაღა დაფიქრდა. გაუკვირდა, თუ რატომ არ გაარკვია, ვინ იყო მყიდველი? _ მე რა ვიცი ვინ იყიდა?_ უპასუხა მხრების აჩეჩვით. გულში გაიფიქრა, „მაინცდამაინც მას რატომ უნდა ეყიდაო?!“ _ მგონი გამოგვივიდა ეს გამოფენა._ სოლი აჟიტირებული იყო. მთელი ცხოვრება ხატავდა და მეოცნებეებთან შეხვედრამდე აზრადაც არ მოსვლია, რომ ოდესმე რამე მსგავს პროექტში მოიღებდა მონაწილეობს. _ იცი ტონიომ რა თქვა გუშინ? _ ჯაზვეზე დახრილმა რუმიმ ინტერესით გამოხედა. _ თქვა, რომ წასვლა უნდა. როცა გამოფენა დასრულდება, ალბათ წავა. სევდიანი ხმა ჰქონდა სოლის. გუნდიდან ვინმეს წასვლა, თითქოს მათ უცილობელ დაშლას მოასწავებდა. ალბათ ეს იყო მისი დარდის მიზეზი. გუნდი აძლიერებდა. გამბედაობას აძლევდა, რომ მიზანი დაესახა და ამ მიზნისკენ ევლო და არა მარტო მას. _ ტონიოს წასვლა არაფერს შეცვლის!_ გაეცინა რუმის._ იმიტომ რომ ხატვა სხვა ქვეყანაშიც შეიძლება, მაგას ისე რა დაასვენებს? წამში ჩამოასხა ფაიფურის გამჭვირვალე, უწონო ფინჯანში ყავა და სოლის წინ დაუდგა. _ დღეს უჩემოდ მოგიწევთ წასვლა გალერეაში. მე მოგვიანებით მოვალ._ უთხრა ისე, სხვათა შორის და მზერა აარიდა. ტონიო კი არა, სინამდვილეში ის უნდა წასულიყო. თავად სურდა, დროებით მაინც სახლიდან შორს ყოფნა. თუმცა ეს დროებით რამდენი იყო, თავადაც არ იცოდა. სოლის არაფერი უთქვამს. ყავა მოსვა და ოტოს გაეთამაშა. მალევე წავიდა და დატოვა რუმი საკუთარ ფიქრებში გართული. ხშირად ფიქრობდა რუმი, რანაირად და რა მომენტში მიაგნო დანარჩენებს. და რატომ მაინცდამაინც მაშინ, როცა ყველა იმედი გადაეწურა და დანებება გადაწყვიტა? აუხსნელად ეჩვენებოდა უცხო ადამიანებით ეს უცნაური გატაცება, მით უფრო მაშინ, როცა სულ არ ეძებდა და არც ცდილობდა ახალი მეგობრების პოვნას. ახლა კი? ახლა ეს მნიშვნელოვანი იყო. თანაც ძალიან. იმდენადაც, რომ წასვლა გადადო. ძალიან ბევრს და ხშირად ფიქრობდა ამაზე, მაგრამ პასუხი არ ჰქონდა. ჩანთა ჩაალაგა, დღეს სადმე განმარტოებას აპირებდა. თერმოსი ყავით აავსო, მანდარინები ჩაიყარა, ფერადი იოგურტები, კიდევ რაღაც სხვა სასუსნავებიც. წიგნი, რომელსაც გული ვერაფრით დაუდო, იმიტომ რომ საკუთარი ფიქრები იმდენად აყრუებდა, წიგნის შინაარსი აღარ ესმოდა და სახლიდან გავიდა. მთელი დღით აპირებდა დაკარგვას. დასასვენებლად სულ ისეთ ადგილებს ირჩევდა, სადაც წყალი იყო. გაშლიდა ჭრელ პლედს, მოიწყობდა გარშემო სასუსნავებს და მზეს ეფიცხებოდა. შესაძლოა წაღებული წიგნიდან ერთი აბზაციც არ წაეკითხა, არც არაფერი დაეხატა, მხოლოდ ყავით და სიგარეტით დაეცალა დღე. მხოლოდ ეფიქრა ათას სისულელეზე. უცნაური წარმოდგენებით იყო სავსე მისი შინაგანი სამყარო და ალბათ ამიტომაც უჭირდა მარტივი, ადამიანური ურთიერთობები. მაგალითად დარწმუნებული იყო, რომ ოდესმე წინა ცხოვრებაში კატა იყო. წითური მწვანეთვალება ფუმფულა კატა. აი ისეთი, რომ შეხედავ და თავზე ხელის გადასმას რომ მოგანდომებს, მაგრამ უნებართვო მცდელობისას უეჭველად რომ დაგკაწრავს ამპარტავანი სახით. აბა რატომ იყო, რომ ასე უყვარდა მზე, სითბო, სიმარტოვე და სიმშვიდე?! ახლაც აჩემებულ ადგილს მიაკითხა, ყვითელი კუბოკრული პლედი გაშალა, ფეხმორთხმით დაჯდა და ჩანთა წინ დაიდგა. მშვიდად და აუჩქარებლად ამოალაგა ნივთები და გვერდით დაიწყო. სულ ბოლოს ხელში იმ უცნობი კაცის სათვალე მოყვა. ამოიღო და ინტერესით დააკვირდა. _ ჰოო, სწორედ რომ დროულია!_ მოჭუტული თვალებით გახედა ტბას. ასე იყო, ღია თვალისფერის გამო, ნაკლებად უძლებდა მზის მკვეთრ სინათლეს. თვალები ეჭუტებოდა და ეცრემლებოდა. და ფერი მუქი მწვანედან ლამის ღია ნაცრისფერამდე ეცვლებოდა. სათვალე გაიკეთა და გაეცინა. უნებართვოდ პირველად იყენებდა სხვის ნივთს. თუმცა რატომღაც ახლა სინდისის ქენჯნას არ გრძნობდა. პირიქით ეს მომენტი ართობდა კიდეც. მას არასდროს ჰქონია სათვალე, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არ უხდებოდა, თავად ასე თვლიდა... ფიქრი გააწყვეტინა უკვე ნაცნობმა ხმამ. _ მართალი იყავი, არ გიხდება სათვალე!_ მოესმა ზურგს უკან და მოულოდნელობისგან კინაღამ ყავა გადასცდა. ხველა აუტყდა. სული მოიბრუნა თუ არა, უკან მიტრიალდა გაცოფებული. ისევ ის იყო. იდგა ჯიბეში ხელებჩაწყობილი და ტბაზე მოლივლივე მზის ბილიკს მშვიდად გასცქეროდა. _ რა ჯანდაბაა?_ ჩაილაპარაკა რუმიმ. ეს უკვე შემთხვევითობას აღარ ჰგავდა. _ ვინ ხარ?მითვალთვალებ? მანიაკი ხარ? რას გადამეკიდე? სცადა, რაც შეეძლო ნაკლებად ემოციური ყოფილიყო. ყავა დადო და ფეხზე წამოდგა გაბრაზებული. _ არა, არაფერი ეგეთი!_ გაუღიმა უცნობმა და ორივე იდაყვში მოხრილი ხელი მაღლა ვითომდაც მშვიდობის ნიშნად ასწია. ისევ სათვალე ეკეთა, იმ წინას მსგავსი, ახლა რუმს რომ ჰქონდა მორგებული. _ აბა ვინ ოხრობა ხარ?_ ტაქტიანიაო რუმზე ალბათ ვერავინ იტყოდა. ემოციურიაო? კიი რამდენიც გინდათ. _ მეგობარი ვარ! ძვეეელი, კეთილი მეგობარი!_ მზეს თვალი მოაცილა და ახლა მას შეხედა უცნაური, მხიარული ღიმილით. „ე“_ზე აქცენტი გააკეთა, მაგრამ რუმი ვერ მიხვდა, რის ხაზგასმას ცდილობდა ამით. _ აშკარად მითვალთვალებ!_ უკან დაიხია ერთი ნაბიჯით._ ასეთი დამთხვევების არ მჯერა მე, გამეცალე თორემ.... ჯიბეში ხელი ჩაიყო, წიწაკის სპრეის ეძებდა და ახლაღა გაახსენდა, ჩანთაში ედო. სინანულით გახედა პლედზე მიგდებულ ზურგჩანთას. _ მასე ჩემი სათვალით უნდა მეჩხუბო და დამემუქრო?_ სიტყვის დასრულება არ დააცალა უცნობმა. სწრაფად მოიხსნა და გაუწოდა. _ უბრალოდ... მზე არის..._ რატომღაც შერცხვა, თითქოს ისევ ფაქტზე წაასწრეს. უცნობი კვლავ უცნაურად იღიმებოდა და არც კი ფიქრობდა სათვალის გამორთმევას. _ მშიშარა გოგოსთვის საკმაოდ მიყრუებული ადგილი აგირჩევია დასასვენებლად!_ უცნაურად ირონიული, ცივი ხმა ჰქონდა ახლა. ნაბიჯით უკან დაიხია რუმიმ. _ მიყრუებული არა, მყუდრო!_ ჩაილაპარაკა ხმადაბლა და იქაურობა მოათვალიერა. არ აღიარა, მაგრამ ისევ მართალი იყო უცნობი.... _ კარგი! სულელი არ ვარ, მითხარი რა გინდა!_ სცადა თავი უდარდელად მოეჩვენებინა, თითქოს სულ არ ძაბავდა ეს უცნაური სიტუაცია. _ შეიძლება დავჯდე?_ ღიმილი არ შორდებოდა სახიდან უცნობს და სათვალის გამო რუმი ვერ ახერხებდა მისი ემოციის სრულყოფილად ამოკითხვას. რადგან სინამდვილეში არა ღიმილი, არამედ თვალებია ემოციის ნამდვილი გასაღები._ დავჯდები და ყველა კითხვაზე გაგცემ პასუხს, კარგი? უნებურად დაუქნია თავი და თვალი გააყოლა. მშვიდად და აუჩქარებლად დაჯდა რუმის პლედზე. ოდნავ გასწია მისი ნივთები და მოლოდინით ამოხედა თითქოს. _ შენ არ დაჯდები?_ იდგა დაბნეული და ვერ ხვდებოდა რა ექნა. არ იცნობდა, არც ენდობოდა და მისი სიახლოვე ეხამუშებოდა. მაგრამ თან გაუგებარი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს იცნობდა, თითქოს სადღაც ენახა. თითქოს ოდესღაც ენდობოდა კიდევ. ახლა კი ერთდროულად ენდობოდა და არც ენდობოდა. ეს აბნევდა, მაგრამ თან აინტერესებდა, ზოგადად, სწორედ ეს ინტერესი იყო ალბათ, რაც ჯერ ისევ აკავებდა რუმს. აკავებდა ამ წამს, აკავებდა ამ სივრცეში, აკავებდა ზედაპირზე. მუდმივად ჰქონდა შეგრძნება, რომ უცხო იყო, განიცდიდა, რომ სადღაც უნდა წასულიყო, თითქოს დროებით იყო აქ. თითქოს სადღაც მნიშვნელოვან ადგილას აგვიანებდა. ვერსად პოულობდა იმ სიმყუდროვეს, სახლის ასოციაცია რომ მოქვს ადამიანისთვის. ხო, ცოტა გაუგებარი იყო რუმი. უპირველესად, საკუთარი თავისთვის და მხოლოდ ეს ცხოველი ინტერესი იყო, რაც მიზიდულობას ქმნიდა მასსა და დანარჩენ სამყაროს შორის. მისი ცნობისმოყვარე კითხვები, ხან ძალიან ჰგავდა აბეზარი ბავშვის იმპულსურ ქმედებას. ხან უტაქტობას, ხან თავხედობას. იქნება მომაბეზრებელიც კი ეთქმოდა, ვინ იცის? ამიტომ ცდილობდა რუმი, ხალხთან ნაკლებ კონტაქტური ყოფილიყო და შეკითხვების დასმის ნაცვლად, ისევ თავად ეპოვნა საჭირო პასუხები. ცოტა ხანს იდგა და ფიქრობდა. თუმცა მისი ფიქრების ქარბორბალა უკვე კარგა ხნის გამცდარი იყო უცნობის მიერ დასმულ შეკითხვას. აღარც კი ახსოვდა რუმს რა ჰკითხა მან წამის წინ. _ მგონი მხოლოდ გარეგნობა შეგეცვალა! სხვა ისევ ისეთი ხარ!_ გაუღიმა ისევ მან და არეული ფიქრები ნისლებივით შემოაბერტყა. _ რას გულისხმობ?_ ამოიოხრა რუმიმ და ბედს დამორჩილებული სახით მიუჯდა გვერდით. _ ის, რაც მე უნდა მოგიყვე, ალბათ დაუჯერებელი იქნება! მაგრამ მოყოლა მაინც მომიწევს!_ ტბას გახედა უცნობმა._ მე მოგიყვე, თუ შენებურად კითხვებს დამაყრი? _ ჩემებურად? _ გაოცებით გახედა რუმიმ_ ვინ ხარ? ჩაეცინა პირველ კითხვაზე. _ მე არო მქვია. აი შენ ამ ცხოვრებაში რუმი ხარ, ამის წინაში სულ სხვა ვინმე იყავი. _ კვლავ ინტერესით დააკვირდა რუმი. უცნაური იყო, რომ მის მზერაში წამით არ გამკრთალა ეჭვი. უამრავი თეორიის სჯეროდა, თუ არ სჯეროდა დასაშვებად მაინც მიაჩნდა. და ის, რასაც, ეგრეთწოდებული, არო ამბობდა, ერთ_ ერთი ყველაზე ადვლილად დასაჯერებელი რამ იყო მათ შორის, რაც რუმის ირეალურ რეალობად მიაჩნდა. არა, ის კი არ სჯეროდა, რომ თავად იყო ამ დაუჯერებელი ამბის ნაწილი, უბრალოდ.... ვინ იცის? იქნება კიდევაც იყო? აი სწორედ ამის გააზრება იყო მისთვის სინამდვილეში რთული. _არ გიკვირს, არც ისე მიყურებ, როგორც შეშლილს. ზუსტად ამიტომ მოვედი ისევ შენთან!_ თავი გვერდზე გადაეხარა აროს და ისე გასცქეროდა წყლის ზედაპირს._ ლამაზია აქაურობა. მართლა კარგი ადგილი მიგიგნია. თუმცა ადრე უფრო ექსტრემალური სანახაობები გიზიდავდა. რაღაც მხოლოდ მისთვის გასაგებ მოგონებაზე ჩაეცინა. _ ისევ ჩემთან?_ ამ სიტყვებმა დააფიქრა რუმი._ რას გულისხმობ? _ საუკუნეებია არაფერი იცვლება რუმ. ყველა სიცოცხლეში თქვენ მაგნიტივით იზიდავთ ერთმანეთს. ჩემთვის კმარა ერთის კვალზე გამოვიდე, რომ დანარჩენებსაც ვპუოლობ. _ვერაფერს ვიგებ!_ მთელი სხეულით მისკენ შებრუნდა რუმი. აი ახლა უკვე საინტერესო იყო. _ სოლს, ლეას, ლინს, ტონიოს და ლუციას ! ხოო ამჯერად ლუციამ გამაოგნა, აი ამას კი არ მოველოდი! _ მხიარულად გადაიხარხარა,_ როცა გაახსენდება ყველაფერი, არა მგონია ადვილად მიიღოს საკუთარი თავი! _ ვინ ლუციამ? ლუცია გიჟდება საკუთარ თავზე! უფრო მეტიც, აღფრთოვანებულია! _ თავი ეჭვით გააქნია რუმიმ და წითურთმიანი, სექსუალური და გამომწვევი ლუცია, წარმოუდგა თვალწინ. სარკეში საათობით რომ ეთაყვანებოდა საკუთარ ანარეკლს და მოსაფერებელი სიტყვებით რომ ავსებდა ხოლმე საკუთარ თავს. თავადაც გაეცინა. ლუცია, არც მეტი არც ნაკლები, ალისფერი ნარცისი იყო. _ რას არ მოელოდი?_ მალევე გამოერკვა ფიქრებიდან. ყოველი სიტყვა აინტერესებდა ახლა რუმს. ყოველი გადაკრულად ნათქვამი ფრაზა იქცევდა მის ყურადღებას. _ არაფერი ისეთი!_ მოხრილ მუხლს დააყრდნო მკლავები არომ. _ ამ ჯერად მხატვრები ხართ და თქვენი ნახატები სწორედ ისე ყვება თქვენს ამბავს, როგორც წინა ცხოვრებაში თქვენი დაწერილი მოთხრობები. _ ვწერდით?_ გაუკვირდა რუმს._ მწერლები ვიყავით? _ უფრო ხშირად კი, ერთხელ მუსიკოსებიც, რომ გითხრა, ვინ იყავით, ალბათ არც კი დამიჯერებთ! თქვენ ყველა თქვენს ცხოვრებაში თქვენი სიტყვა თქვით. _ ანუ ჩვენ... ანუ შენ გინდა თქვა, რომ ჩვენ რეინკარნაციას განვიცდით? თან მუდმივად? მეც? _ კი, ზუსტად ამის თქმა მინდა! კიი შენც, და მივეჩვიე უკვე, რომ ამ ამბავს სულ მშვიდად იღებ! არასდროს გიკვირს. მისმენ და თითქოს ისედაც ყველაფერი იცი._ ყავა და შენ! არც თქვენი მეგობრობა იცვლება! ხელში თერმოსი აიღო. გახსნა და წამით ცხვირთან მიიტანა. _ კიი უცნაურია, რომ გემოვნებაც არ გეცვლება. მე ერთი რამე ვერ ამოვხსენი მარტო. რატომ, რა მიზეზით პოულობთ ერთმანეთს. ამაზე ბევრი ვიფიქრე. თუმცა პასუხი არ მაქვს. ყურადღებით უსმენდა რუმი. _ შენ თქვი, რომ სულ გვპოულობ! ანუ შენ... _ ვერ მიხვდა რანაირად ეთქვა სწორად. დაფიქრდა._ ანუ შენ სულ გახსოვართ? იმიტომ რომ ჩვენსავით არ იბადები ახლიდან? _ შეიძლება ასეც ითქვას!_ გაეცინა აროს._ მე, როგორც სჩანს, ერთხელ დაბადებაც მეყო! უცნაური სევდა დაიჭირა მის ღიმილში რუმიმ. ვინ იყო ეს კაცი? ვინ იყო და ამ ყველაფერს რატომ უყვებოდა? იქნება გიჟი და ფსიქოპატი იყო? ან მოთვალთვალე? თვალი ისევ ჩანთისკენ გააპარა. _ მაგ რაღაცის თვალებში შესხმის ნებას არ მოგცემ იცოდე!_ თითი გამაფრთხილებლად ასწია არომ და ხმა ისევ გაეყინა._ არც კი გაბედო! სხვა დროს, გონებას აჰყვებოდა რუმი. ანდაც სულაც ჯინაზე გააკეთებდა იმას, რასაც საჭიროდ თვლიდა. მაგრამ ახლა, თითქოს ადგილს მიეყინა. გაუგებარი სიცივე იგრძნო სხეულში. ცას ახედა გაოცებულმა. მზე ლამის მათ თავს ზემოთ ეკიდა და უკვე აუტანლად აცხუნებდა. ისევ ახალ ნაცნობს შეხედა. ის, ის იყო ამ გაუგებარი შეგრძნების მიზეზი და წყარო. ხელი ასწია და ფრთხილად შეეხო გრილ ლოყაზე. არ ვიცი თქვენ იცით თუ არა, რომ სიცივე სიცხეზე უფრო სწრაფად და მტკივნეულად წვავს? სწორედ ასეთი განცდა დაეუფლა რუმს. ხელი სწრაფად გამოსწია უკან. _ შენ ვინ ხარ?_ ჰკითხა ერთადერთი სწორი და რაციონალური რამ. _ აბა დაფიქრდი, იქნება თავადაც მიხვდე!_ თითქოს ხმა დაეძაბა აროს. ინტერესით სავსე თვალებს ვერ აშორებდა რუმი. მის თავში ისეთი სისწრაფით ცვლიდა ერთმანეთს აზრები. და მიუხედავად იმისა, რომ რეალურად ყველა მისი შეგრძნება, რასაც ამ თითქმის უცნობი ადამიანის მიმართ განიცდიდა სულ ადვილად შეეძლო საკუთარი მდიდარი ფანტაზიისთვის მიეწერა, რუმს ასე არ უქნია. _ არ მჯერა!_ ჩაილაპარაკა პირგამშრალმა. _ არ გჯერა!_ არ უკითხავს, აღნიშნა მან. _ სცადე და დამაჯერე!_ მტკიცედ გააჟღერა საკუთარი სურვილი რუმიმ. ნელა მოიხსნა სათვალე არომ. წამით დახუჭა თვალები და მისკენ დაიხარა. _ აბა კარგად მიყურე! _ უთხრა ოდნავი ღიმილით და თვალები გაახილა. რუმის თვალწინ საოცრება ხდებოდა. ასეთი რამ, სხვას რომ მოეყოლა ალბათ შურით გასკდებოდა რომ თავად ვერ ნახა, მაგრამ იყო ერთი მაგრამ. ყოველი ფანტაზია მიუხედავად თავისი რეალურობისა და სიმძაფრისა ისე განსხვავდება ცხადში განცდილისგან, როგორც დღე და ღამე და ემოციებიც შესაბამისი აღქმით გამოირჩევა. წინა ჯერზე თუ მხოლოდ ფრაგმენტებად გაუელვა რუმს გაურკვეველმა ლანდებმა და ამან დააფრთხო. ახლა აღელვებისგან სუნთქვა შეეკრა. აროს თვალებში მზის ფერი ყვითელი ნათება ელავდა. არა, ეს არ იყო რაღაც უბრალო ფერმკრთალი ლუმინისცენცია. ეს სულ სხვა რამ იყო... იგრძნო, რომ ვეღარ სუნთქავდა. ცდილობდა და ჰაერი აღარ ავსებდა მის ფილტვებს. საკუთარი გულის ხმა ესმოდა, რომელით თანდათან კარგავდა რიტმს საკუთარ თავზე გაეცინა გონებაში. „გაქცევა? თავის გადარჩენა?!“ რომელ გაქცევაზე იყო საუბარი, როცა მის სხეულს აღელვებისგან სუნთქვაც კი დაავიწყდა? _ არა, არა! გულის წასვლებს არ ვართ!_ სწრაფად მოეგო გონს არო. თუმცა იმ შოკს, რაც რუმმა მიიღო ვერაფერი უშველა. ფრთხილად დააწვინა გაფითრებული პლედზე და უცნაური ირონიანარევი სინანულით დახედა. _ არადა ერთ დროს ჩემზე ნადირობას ცდილობდით! ნეტავ იმ სულელ ვან ჰელსინგს დაანახა ახლა თავისი დაანახა საამაყო ქალიშვილი!_ ჩანთიდან მანდარინი ამოიღო და მზეს გაუპირისპირა. _ პატარა მზეები არა? პატარა მზეები! _ ვამპირი, შენ ვამპირი ხარ!_ გაიგონა გოგოს ჩურჩული და ღიმილით გადახედა. _ იოგურტი გინდა? თორემ გათბა მგონი!_ და მარწყვის იოგურტი ვითომ არაფერი ისე გაუწოდა გონზე მოსულს. ვე რა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.





ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.