შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძვირფასო ქმარო [ რედაქტირებული] (სრულად)


10-06-2025, 23:18
ავტორი Maiaabuladze
ნანახია 1 848

ცხრა წლის წინ ამ ისტორიას რომ ვწერდი, ახალ ნაბიჯებს ვდგამდი ამ საიტზე... დაახლოებით ერთი თვის წინ წავიკითხე და თავად იმდენი რამ დამაკლდა როგორც მკითხველს რომ რედაქტირება მომინდა... ხო და დავიწყე, თან ბევრი რამ შევცვალე, მივამატე და ახლა უკვე როგორც მკითხველს მომწონს... არც ძველ ვერსიას ვშლი რადგან მინდა თავად ვხედავდე ზრდას.


ძვირფასო ქმარო

ზოგჯერ ყველაზე საინტერესო თავგადასავალი იქ იწყება, სადაც ჩვეულებრივ დღეს, სრულიად მოულოდნელად, ერთმანეთს ხვდებიან ადამიანები, რომლებიც თითქოს და სრულიად შეუფერებლები არიან ერთმანეთისთვის.
არცერთი ეძებს სიყვარულს, არცერთი ელის დიდ ცვლილებებს, მაგრამ ცხოვრება თავის გზას მაინც პოულობს და აერთიანებს მათ — ისე, რომ ერთად ყოფნა უფრო მიმზიდველი ხდება, ვიდრე ცალ-ცალკე არსებობა.
ზოგჯერ საკმარისია მხოლოდ ერთი შეხვედრა, ერთი მზერა... და უკვე იცი — შენს ცხოვრებაში ვიღაც სამუდამოდ დარჩება.


[b][/b]

სკოლიდან სოფლის ორ ღობეში მიმავალს ჩამესმოდა სოფლის „ბირჟაზე“ მდგომი ბიჭები როგორ ჭორაობდნენ ჩემზე. განა რაიმე ცუდს ამბობდნენ? პირიქით - მაქებდნენ. იმ კაცისადმი შურს გამოხატავდნენ ვისი ცოლიც გავხდებოდი...
-ამას უსათუოდ ქალაქელი ქმარი ეყოლება, -თქვა ერთმა. -განათლებულს და ჭკვიანს იმსახურებს.
-მართალი ხარ. -დაეთანხმა მეორე. -სოფლის კაცი მის სილამაზეს დააფასებს?
-ცოდოა ასეთი გოგო სოფლის ცხოვრებისთვის... -ჩაილაპარაკა მესამემ. გამეღიმა, გულში რაღაც თბილი ჩამეღვარა. მართალია არცერთი მათგანი არ მხიბლავდა მაგრამ მიხაროდა, რომ ჩემზე ასე ლაპარაკობდნენ.
სახლში მისულს მამამ ახალი ამბავი დამახვედრა, ჭამაც არ დამაცადა, ლუკმა გადამცდა:
-ხვალ შენი ხელის სათხოვნელად მოვლენ. -როგორც კი ამოსუნთქვა შევძელი მამას შევხედე.
-ვინ მამა, ჯერ სკოლაც კი არ დამიმთავრებია?! მე ხომ იურისტობაზე ვოცნებობდი. -მამამ თავი დახარა პასუხი არ გაუცია.
-ქალაქელია, განათლებული, საკუთარი სამშენებლო კომპანია აქვს. იქნებ სწავლაც გაგაგრძელებინოს... -დედას სიტყვებზე ყელში უზარმაზარი ბურთი გამეჩხირა მე მისი იმედი მქონდა ის კი.
-დედა, მხოლოდ ეს შეგიძლია მითხრა? -არც მას უპასუხია არაფერი.
ოთახში გავიქეცი გაბრაზებული. არა - გაბრაზებული კი არა გაგიჟებული შევვარდი, კარი მთელი ძალით მივაჯახუნე. „ქორწინება?“ ეს სიტყვა ტვინში უზარმაზარ ზარს რეკავდა. მე ხომ ვოცნებობდი და მჯეროდა რომ სიყვარულით შევქმნიდი ოჯახს, ჩემი ქმარი კი ჩემთვის ყველაზე ძვირფასი და საყვარელი ადამიანი გახდებოდა, მაგრამ აქ ამ სოფელში, სადაც ტრადიციები წყვეტს შენი ცხოვრების კურსს და არა შენ. რას ველოდი, რაზე ვოცნებობდი. აქ სიყვარული ისეთ იშვიათი შემთხვევაა შეიძლება თითებზე ჩამოთვალო.
მე კესარია შუბითიძე ვარ, ჯერ მხოლოდ თვრამეტი წლის, სკოლას წელს ვამთავრებ, წარჩინებული მოსწავლე მაგრამ რა აზრი აქვს ამას ჩემი მშობლებისთვის ან ჩემი მომავალი ქმრისთვის?! ოჯახში მესამე გოგო ვარ, ჩემი ორივე დაც ისევე გარიგებით გაათხოვეს როგორც მე, მათ გაუმართლათ შესაფერისი და კარგი ქმრები ყავთ მაგრამ მე, მეც გავიგებ მალე ახლა ხომ ჩემი ჯერია?!
როგორც დედამ მითხრა ჩემი მომავალი ძვირფასი ქმარი ქალაქელია და განათლებული. მაგრამ ვერ ვიგებ თუ მართლა ისეთ კარგია როგორც დედა ამბობს როგორ დათანხმდა გარიგებით ქორწინებას? როგორ შეუძლია ისე მომიყვანოს ცოლად რომ არც კი ვუნახივარ. არც კი იცის როგორი ხასიათი მაქვს ან იქნებ მნახა და გარეგნობამ მოხიბლა?! სოფელში მოვწონდი ბიჭებს, ყველა დასაქორწინებელი ბიჭი მიპირებდა ქმრობას, მაგრამ არცერთისთვის შემიხედავს - სწავლაზე ვიყავი ორიენტირებული, მხოლოდ სწავლაზე. ბაბუას ფოტო ავიღე და ცრემლებმა თავისით იპოვნეს გზა. ის რომ ცოცხალი ყოფილიყო დარწმუნებული ვარ, მამა ასე არ მოიქცეოდა. ის ყოველთვის ჩემს მხარეს იყო.
კარი თამარმა შემოაღო - ჩემმა უფროსმა დამ.
-კესო, ვიცი არ გძინავს გინდა ვილაპარაკოთ?
-გამოგიძახა დედამ, ჩემს დასარწმუნებლად? -ცრემლების დამალვა არც მიცდია მისთვის. -ჩამეხუტე რა თამრი...
-რა გაწუხებს კესო?
-ჩემი ქორწინება, არ მინდა. -ხელი მაგრად მომხვია და თმაზე მეფერებოდა.
- კარგი ბიჭია კესო, იქნებ ბედნიერი იყო რატომ გეშინია ასე წინასწარ?
-როგორ შეიძლება ბედნიერი ვიყო კაცთან რომელსაც არ ვიცნობ? რომელი სიყვარული, რა ოჯახი?
-გაიცნობ კესო... -ცდილობს მშვიდად ამიხსნას. -შეგიყვარდება კიდეც, ვახო ძალიან კარგი ბიჭია და უნდა ნახო როგორი სიმპათიური, საოცარი შვილები გეყოლებათ.
-თუ გავუჩენ გვეყოლება...
-კესარია! -თამარი მშორდება და შეშფოთებული სახით მიყურებს.
-შენი დედამთილის ხელი ურევია არა? მან იპოვა, ისე შესტკიოდა ჩემზე გული.
-კი კესო, ჩემი დედამთილი რომ იყო რამდენიმე დღის წინ თბილისში თავის ახლობელს შეხვდა, ვახოს ოჯახში მუშაობს და შენზე მოუყვა. -ისე მშვიდად მიყვება მინდა რამე ისეთ მწარე ვუთხრა რომ გული ძალიან ვატკინო.
-ჩემი გათხოვების გარეშეც შეგეძლოთ შენ და ირაკლის აქ გადმოსვლა, შეგიძლია დაიწყოთ ბარგის ჩალაგება. -ვხედავ როგორ სევდიანდება ჩემი და, მაგრამ იმ წამს საერთოდ არ ვნანობ. -მადლობა გადაეცი შენს დედამთილს განათლებული, მდიდარი და სიმპათიური საქმროს პოვნისთვის. -კარს ვუღებ და ვანიშნებ რომ უნდა წავიდეს. როგორც კი გადის მაშინვე ისევ საწოლში ვძვრები და ტირილს ვიწყებ... ცოტა რომ ვმშვიდდები მახსენდება რომ დღეს ნინამ წიგნი მათხოვა, „ალი და ნინო“ და მის კითხვას ვიწყებ, კითხვისას ისევ ჩემი მომავალი ქორწინება მახსენდება და მეტირება.
მეორე დღეს სკოლიდან ჩვეულ დროს დავბრუნდი, სახლში დიდი ფუსფუსი იყო, დღეს საღამოს მოდიოდა ჩემი მომავალი ძვირფასი ქმარი. საერთოდ არ მადარდებდა რა ხდებოდა გარეთ, ოთახში შევიკეტე და ვმეცადინეობდი.
-კესო მოემზადე, სირცხვილია. -დედაჩემმა შემომხედა ოთახში.
-მზად ვარ. -უემოციოდ ვუთხარი.
-კესო, ნანას ნაყიდი წითელი კაბა ჩაიცვი, მორჩი ამ წინააღმდეგობას.
-ისე დედა, ნანა და დათო რატომ არ არიან? -ოთახში შემოსულ თამარს გავხედე. -ააა, ნანას არ მოსწონს ჩემი ქორწინების ამბავი, არა და მეგონა თამარს უფრო ვუყვარდი.
-კესო, გულს ნუ ტკენ თამარს. -ჩემს დას ვუახლოვდები და წამოზრდილ მუცელზე ვეფერები, მერე ბავშვთან ვიხრები.
-იმედი მაქვს ბიჭი ხარ და არჩევანის თავისუფლება გექნება. -კაბას ვიღებ კარადიდან და ნაძალადევად ვიცმევ, არა და ბოლო ზარისთვის მიყიდა ნანამ, რა იცოდა ნიშნობაზე თუ ჩამაცმევდნენ... ღრმად ჩავისუნთქე და გარედან შემომავალ ხმებზე ვკონცენტრირდი, მოვიდნენ ქავთარაძეების ოჯახი, თვალი მოვავლე სტუმრებს და ოთახის კუთხეში მჯდომ ვახტანგს გავუსწორე მზერა, ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა, თითქოს რაღაცამ მიჩხვლიტა გულში, გარეგნობას ნამდვილად ვერ დავუწუნებდი, გამოკვეთილი ყბები და სავსე ტუჩები ქონდა, კუშტად შეკრული წარბები არც კი გაუღიმია... სუნთქვა შემეკრა და სახლიდან გამოვიპარე იქვე მინდორზე ჩამოვჯექი... მალევე გავიგე ნაბიჯების ხმა და ვიგრძენი როგორ მომახურა თავისი პიჯაკი მხრებზე, გვერდით მომიჯდა.
-კესარია, გულწრფელად რომ გითხრა არც მე ვარ აღფრთოვანებული ამ ქორწინებით.-მშვიდად და აუღელვებლად საუბრობდა.
-მაშინ რატომ დათანხმდით ბატონო ვახტანგ? -მზერა გავუსწორე.
-მოდი შეთანხმება დავდოთ. -თქვა და მზერა ამარიდა, ბალახს დახედა.
-რას გულისხმობთ?
-ჯერ ეს ‘თ’ მოაშორე... რას ვგულისხმობ და საძინებლის გარეთ ყველასთვის მე და შენ იდეალური ცოლ-ქმარი ვიქნებით, ბედნიერი წყვილი.
-და მე რა სარგებელს მივიღებ ამით? -მზერას ისევ მისწორებს, იღიმის და აწეული წარბით მაკვირდება.
-საქართველოს საუკეთესო უნივერსიტეტში ისწავლი... ვიცი სწავლა გინდა, გინდა წარმატებული იურისტი იყო. - ცოტახანს ჩუმდება და მერე ამატებს. -მე შემიძლია შენი ოცნების ახდენა. -მესიამოვნა მისი პირდაპირობა და თან რაღაცნაირად გამაღიზიანა კიდეც.
-და მაინც რატომ მირთავ ცოლად ბატონო ვახტანგ?
-ეგ უკვე ჩემი საქმეა, კესარია. -ხმა დაუბოხდა, თითქოს ჩემი ცნობისმოყვარეობა აბრაზებდა. -და კიდევ ერთი რამ ბატონოს ნუ მეძახი მალე შენი ქმარი ვიქნები.
-ძვირფასი. -ჩავილაპარაკე, ფეხზე ამდგარმა ზემოდან დამხედა.
-რამე მითხარი?
-შენ არაფერი ჩემს თავს ვუთხარი. -ტუჩის კუთხე ცინიკურად ჩატეხა და ნიკაპზე ხელი მომკიდა, პირდაპირ ჩემს ტუჩებთან დაიჩურჩულა.
-თუ ჭკვიანად მოიქცევი იქნებ სამუდამოდ მომინდეს ჩემი ცოლის სტატუსი ატარო. -ხელი გამიშვა და უკანმოუხედავად წავიდა სახლისკენ, გული საშინელი ძალით მიცემდა, პირველად იყო მამაკაცი ჩემთან ასე ახლოს, ცოტაც და მისი ტუჩები... თავი გავაქნიე ფიქრების გასაფანტად, თავში მისი სიტყვები მიტრიალებდა, იმან გამახარა რომ სწავლას შევძლებდი და ოცნებას ავიხდენდი... მაგრამ ვახტანგი რომ იმაზე უკეთესი აღმოჩნდეს ვიდრე ამბობდნენ და შემიყვარდეს?! არა, ეს არ მოხდება ჩვენ შეთანხმებას ვდებთ და როცა ეს სპექტაკლი დასრულდება იქნებ მეც ვიპოვო ნამდვილი სიყვარული და ბედნიერი ვიყო, მანამდე კი კარგად უნდა შევასრულო ბედნიერი ცოლის როლი, რომელიც გიჟდება თავის „ძვირფას ქმარზე.“
მისაღებში დავბრუნდი და ვახოს თავისი პიჯაკი მივაწოდე, მის გვერდით დავიკავე ადგილი, გავიგე რომ ერთი და ჰყავს და მამა, ხოლო ქალი რომელიც დედამისი მეგონა ბებია ყოფილა, საოცრად თბილი მოხუცი იყო სალომე, მისი ღიმილი რომ მზესავით გაგათბობდა, ბატონი უჩას ხმაში საუბრისას იმდენი მზრუნველობა იგრძნობოდა, რომ მაშინვე მივხვდი მასთან ურთიერთობა არ გამიჭირდებოდა. სალი ვახოს და, უსაყვარლესი გოგო იყო, ისე თბილად ჩამიკრა გულში თითქოს დიდი ხნის მეგობრები ვიყავით, უკვე ვგრძნობდი ამ ოჯახს მარტივად შევიყვარებდი.
-მიხარია, რომ თქვენი ქალიშვილიც ბედნიერია ამ ქორწინებით, - თქვა ბატონმა უჩამ. - პირობას გაძლევთ, კესოს ისე მოვექცევით, როგორც სალის. დღეიდან ისიც ჩემი ქალიშვილია. იმედია, მენდობით?
-რას ბრძანებთ, ბატონო უჩა, რა თქმა უნდა, გენდობით, -უპასუხა დედამ.
-ვახო ჩემი ერთადერთი ვაჟია. მინდოდა დიდი ქორწილი გადამეხადა მისთვის, მაგრამ ურჩევნია მშვიდი, ვიწრო წრეში...
-როგორც თავად გადაწყვეტს. ჩვენთვის მთავარი კესოს ბედნიერებაა, — მამაჩემმაც ისე მშვიდად უპასუხა თითქოს და მართლაც ბედნიერი ვიყავი ამ ქორწინებით.
-მერწმუნეთ, ბედნიერი იქნება. არაფერში შევზღუდავთ, პირიქით — სწავლასაც აუცილებლად გააგრძელებს. -დაამატა უჩამ.
-ამას რომ ვისმენ, სიხარულით ვივსები, სწავლის გაგრძელება კესოს ოცნებაა. - უპასუხა დედამ.
-ქორწილი იქამდე გადავდეთ, სანამ გამოსაშვები და ეროვნული გამოცდები არ დასრულდება. არ მინდა, სწავლას ხელი შეეშალოს. -მშვიდად თქვა ვახომ და აივანზე გავიდა. მეც ავედევნე. ჰაერი გრილი იყო, საოცარი სიმშვიდე ტრიალებდა.
-სიმშვიდეა, არა? -ვკითხე და მოაჯირს დავეყრდენი.
-ჰო... მიყვარს სიმშვიდე.
-უკვე ვიცი შენზე ერთი რამ - გიყვარს სიწყნარე. -გავუღიმე.
-კესო, ჩემს უკეთ გაცნობას ცდილობ? -თვითონაც მოაჯირს დაეყრდნო და თვალებში შემომხედა.
-და რატომაც არა? ხომ უნდა ვიცნობდე ჩემს მომავალ ქმარს?
-მაშინ მკითხე რაც გინდა. -მწვანე ირისებში თითქოს ჭინკები აუთამაშდა.
-სულ ასეთი სერიოზული ხარ? ასეთი ცოტა ლაპარაკობ...
-ხო. და წინააღმდეგი ხარ ჩემი სერიოზულობის? -უფრო მომიახლოვდა.
-არა. უბრალოდ მეშინია, ეგ სერიოზულობა უჟმურობაში არ გადაგეზარდოს. -გავუცინე, რომ ჩემი ნერვიულობა დამემალა, მისი სიახლოვე რომ იწვევდა.
-მერე? -ჩვენს შორის მანძილი თითქმის აღარ იყო ამიტომ ნაბიჯი უკან გადავდგი, არც ვახომ დააყოვნა და ხელი წელზე მომხვია. -მერე კესარია?
-მერე... -სუნთქვა შეკრულმა ძლივს ვთქვი ორი სიტყვა. -მერე ყველა გაგექცევა.
-შენც?
-ალბათ პირველი ვიქნები, ვინც გაიქცევა. -გულწრფელად ვუპასუხე.
-ვნახოთ, შეძლებ თუ არა, ჩემი კლანჭებიდან თავის დახსნას. -ჩაიცინა და ლოყაზე მაკოცა... ალბათ დიდი ხანი ვიდგებოდი ასე გაშეშებული და სუნთქვა შეკრული ის კი ჩემი ყურებით გაერთობოდა აივანზე სალი რომ არ გამოსულიყო.
-ბოდიში, მგონი ხელი შეგიშალეთ. -სწრაფად შეტრიალდა შიგნით, ვახო არ ჩქარობდა ხელის გაშვებას, მე კი ვერაფერს ვაკეთებდი მისი შეხებისგან დაბნეული.
-კესო, ისუნთქე ეს მხოლოდ თამაშია. -ჩამჩურჩულა და მისმა სიტყვებმა რეალობაში დამაბრუნა, მიწას მთელი ძალით დამანარცხა, ექოსავით ისმოდა სიტყვა თამაში... როგორც კი მომშორდა ამოვისუნთქე და ძალაც მოვიკრიბე.
-ხო, თამაშს არაფერი სჯობს. -გამეღიმა, ირონიულად. -განსაკუთრებით როცა წესები ერთმაც იცის და მეორემაც. -მის თვალებში ჩრდილმა გაიელვა, თითქოს ჩაუმუქდა კიდეც კაშკაშა მწვანე ირისები.
-წესები ორივესთვის ერთია. უბრალოდ ზოგი ადრე სწავლობს თამაშს, ზოგი - თამაშში ყოფნისას. -მითხრა დაბოხებული ხმით და თვალი ჩამიკრა.
-და ზოგს საერთოდ არც უნდა თამაში. -ვუპასუხე და მოვშორდი, სააბაზანოში შევედი, ჩემს თავს შევხედე სარკეში... სარკიდან სხვა გოგონა მიცქერდა თითქოს ერთ ღამეში გაზრდილიყო, დაქალებულიყო, ბავშვურობა დაეკარგა... სახე ჩამოვიბანე და გამოვედი, მისაღებს თვალი მოვავლე და ვახო ვერსად დავინახე ვიფიქრე ისევ გარეთ იყო ამიტომ მშვიდად წავედი ჩემი ოთახისკენ. ოთახში შესულს ვახტანგი იქ დამხვდა საწოლზე იჯდა და ჭერს უყურებდა, თითქოს იმ ერთ წერტილზე მიშტერებით მშვიდდებოდა... რომ მივუახლოვდი გაეღიმა და მე შემომხედა.
-აქ რა გინდა?
-შენ გელოდი-თქო რომ გითხრა დაიჯერებ? - პასუხის გაცემა არ დამაცადა. -ხმაურს გავერიდე და ირაკლიმ შენი ოთახი მომასწავლა, კარგი სიძე გყავს.
-კარგი რა მხრივ?!
-თამარი უყვარს, და შენც. -მეღიმება და მის გვერდით ვჯდები.
-რაო, გული არ ატკინოო გითხრა? -ცინიზმი ვერ მოვთოკე.
-მე ბევრი რამ მითხრა, არა მხოლოდ მან. მეორემ დიპლომატიურად ამიხსნა რა დამემართება მის პატარა კესოს თუ გავანაწყებ. -უცებ ვიძაბები.
-დათო ნახე?
-თვითონ მნახა, ქუთაისიდან თბილისში ჩამოვიდა რომ დამლაპარაკებოდა და აეხსნა თუ რამდენად კარგი ხარ. -ქვედა ტუჩის წვალებას იწყებს.
-მერე, შენ რა უთხარი?
-რომ, შენი წყენინება ჩემს არაკაცობას ნიშნავს. -მაკვირდება და ისევ მშვიდი ტონით აგრძელებს. -თუ მართლაც ეგეთი კარგი ხარ როგორც ისინი ამბობენ...
-თუ ეგეთი კარგი ვარ რა? -ვდგები და თვითონაც მომყვება, კარებთან მიჭერს.
-იქნები ჩემი ცოლი სამუდამოდ და გვეყოლება შვილები. -თვალებს ვხუჭავ მაგრამ ვგრძნობ როგორ მეხება მისი წვერიანი, ლოყა ჩემსაზე და როგორ უჩქარდება მასაც სუნთქვა. -შენზეა დამოკიდებული ყველაფერი. -ალბათ ჩემი გულისცემა მთელ ოთახში ისმის, თითქოს ფხიზლდება მშორდება და სწრაფად გადის გარეთ... დამშვიდებას ვცდილობ, მაგრამ ყურებში ექოსავით ისმის მისი სიტყვები „გვეყოლება შვილებიო“, რა ჯანდაბა მემართება რომ მიახლოვდება... ჩემი გამოუცდელობით სარგებლობს და მეთამაშება არა. ვაჩვენებ როგორ უნდა თამაში, გონის დაკარგვამდე შევაყვარებ თავს და მერე შემევედრება დავრჩე მასთან. კარადის სარკიდან ჩემი ანარეკლი მიღიმის, მაგრამ ჩემი ეგო არ ჩუმდება. ‘არ დაგავიწყდეს მოწინააღმდეგე შენზე უფრო ცბიერი და გამოცდილია’
-კესო, გამოდი სტუმრები მიდიან. -მისაღებში გავდივარ და ჩემს მომავალ ოჯახს ვუღიმი, სალი გვერდით მიდგება.
-მალე გნახავ, კაბის ასარჩევად უნდა წავიდეთ... იმედი მაქვს დავმეგობრდებით.
-აუცილებლად, შენგან იმდენი სითბო მოდის, თითქოს მზე დაგაქვს. -გამიცინა და მომეხვია, წამით მზერა ვახოსკენ გამექცა, დავინახე როგორ იღიმოდა ჩვენი ყურებისას... ეზოში როცა უკვე ყველა ერთმანეთს ემშვიდობებოდა ვახო მომიახლოვდა და ხელში პატარა ყუთი ჩამიდო.
-გაუფრთხილდი დედაჩემის ბეჭედს, ჩემთვის ყველაზე ძვირფასს გაბარებ.
-გპირდები. -მხოლოდ ამის თქმას ვახერხებ და ყუთს მაგრად ვუჭერ ხელს.

მეორე დღეს სკოლაში არ მივდივარ, არავის ჭორაობის ნერვები არ მაქვს არა და სულ რამდენიმე დღე დარჩა სკოლის დამთავრებამდე... ოთახში ვიჯექი და ხელზე მორგებულ ბეჭედს დავყურებდი ოთახის კარი ნინამ რომ შემოგლიჯა.
-მითხარი რომ რასაც სკოლაში ჭორაობენ ტყუილია. -თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა.
-ბეჭდიან ხელს თვალწინ ვუფრიალებ, ჯერ ბეჭედს უყურებს მერე მე.
-არა, ეს როგორ დაუშვი?
-დამშვიდდი და მაცადე ახსნა... ოღონდ ჯერ კარი დახურე.-კარს ხურავს და საწოლზე ჯდება ჩემთან ერთად, ისევ ბეჭედს აკვირდება, ნანას და დათოს ნაყიდ ლეპტოპს ვრთავ და ეკრანზე გუშინ გადაღებულ ჩემი და ვახოს ფოტოს ვუხსნი.
-გაიცანი შენი მომავალი სიძე, ვახტანგ ქავთარაძე ოცდაექვსი წლის, ბიზნესმენი, განათებული, შესახედაობასაც ვერ დავუწუნებ... რაც ჩემთვის ყველაზე მთავარია ეს ქორწინება ორივესთვის გარიგება, ჩვენი პირობებით.
-ხუმრობ? -ნინას თვალები უფართოვდება.
-არა ნინაკო, ეს ველაზე სერიოზული გადაწყვეტილებაა... ისე ნუ მიყურებ თითქოს გეცოდები , ვისწავლი, ოცნებას ავიხდენ.
-მერე სიყვარული?
-მაგასაც ვიპოვი, როცა ვახტანგთან მოვრჩები, სპექტაკლის თამაშს..
-და გგონია გული ერთხელ თუ გაგეყინა ასე მარტივად შეძლებ მის გალღობას? ან ასე გელოდება ვიღაც კაცი რომ შეგიყვაროს ქმარს გაშორებული?
-არა, ნინაკო, სიყვარული არ მელოდება. ეგ მე უნდა ვიპოვო და შევქმნა... ოღონდ ჯერ უნდა ჩამოვყალიბდე ზრდასრულ და წარმატებულ ქალად.
-გგონია, რომ ბოლომდე შეძლებ, ასე სიცივის თამაშს? შენ ასეთი არ ხარ კესო. -ნინა აღარ ბობოქრობს, უბრალოდ ნაღვლიანად მიყურებს.
-და გგონია, ვახტანგს გული ეტკინება? –ჯერ ვამბობ სარკასტულად და მერე თავადვე ვნანობ სარკაზმს. – არა, ნინა. ეს ბიჭი თვითონ თამაშობს და წესებიც თვითონ დაწერა. უბრალოდ არც მე ვაპირებ მსხვერპლის როლში ყოფნას.
-შენ კი ბეჭედი გაიკეთე და გგონია ამით მსხვერპლის როლზე უარი თქვი? იცი, სპექტაკლში ყველაზე რთული როლი რომელია?
-რომელი?
-როცა ორივე მსახიობი დარწმუნებულია, რომ მთავარია თავისი რეპლიკაა და ბოლოს, ორივეს ცუდად გამოსდის. -ნინა აღარ ელოდება ჩემს პასუხს ისე აპირებს გასვლას.
-ჩემი მეჯვარე ხომ იქნები?
-რათქმაუნდა, მარტო არასოდეს დაგტოვებ. -ლოყაზე მკოცნის და მიდის.


სწავლაზე და გამოცდებზე ვიყავი ორიენტირებული საერთოდ არ მაინტერესებდა ჩემი ქორწილის სამზადისი... ჩემი საყვარელი ფისო, ჯესიც კი უფრო მეტად იყო ჩართული ვიდრე მე. მხოლოდ ის მინდოდა დაფინანსება მომეპოვებინა და ჩემს ძვირფას ქმარზე არ ვყოფილიყავი დამოკიდებული, იმასაც კი ვაპირებდი სამსახური მეპოვნა...
ეროვნული გამოცდები დასრულდა და ჩემს ქორწილამდეც მხოლოდ სამი კვირა რჩებოდა, მე კი მხოლოდ მისი თარიღი ვიცოდი სხვა დეტალები არა. სალი ხშირად მირეკავდა, დავმეგობრდით... გამოცდების შედეგებზე ვფიქრობდი და ვდარდობდი სალიმ რომ დამირეკა.
-კესო როგორ ხარ, ხომ არ ღელავ? -ისეთი მხიარული იყო მეც გადამედო.
-კარგად სალ თქვენ? ბებია და ბატონი უჩა როგორ არიან?
-ყველა კარგად ვართ, რადგან უკვე თავისუფალი ხარ და გამოცდებს მორჩი შეგვიძლია, ქორწილის სამზადისს უფრო აქტიურად შევუდგეთ, ხომ გახსოვს ხვალ კაბის ასარჩევად რომ მივდივართ. -არც კი მახსოვდა მაგრამ ვიცრუე, რადგან ვერ მხედავდა.
-კი, მახსოვს ხომ შეიძლება ჩემი მეჯვარე ნინაც რომ წამოვიყვანო?
- რათქმაუნდა, თან იქნებ ტიტემაც მოიცალოს და გაიცნობ ვახოს მეჯვარეს, მართალია ჯანო უნდოდა მაგრამ ვერ ჩამოდის... აი ვახო მოვიდა, დაგალაპარაკებ. -ტელეფონის მეორე მხარესაც კი ვგრძნობდი მის დაძაბულ სუნთქვას.
-როგორ ხარ?
-კარგად ვახო, შენ? ხვალ რომლისთვის ვიყო მზად?
-ასე თერთმეტი ან თორმეტი საათისთვის.
-კარგი, დროებით.
-ტკბილი ძილი.
-შენც ასევე ძვირფასო... -სათქმელი აღარ დამისრულებია ისე გავუთიშე, ვიცოდი ჩემი დამღლელი და დაძაბული დღეები ახლა იწყებოდა. ნინას მივწერე, ხვალინდელზე და დავიძინე.
დილით დედაჩემის ძახილმა, ძლივს გამომაფხიზლა ალბათ ჩემმა მაღვიძარამ შეაწუხა.
-კესო შვილო ადექი ვახო მალე ჩამოვა და მზად უნდა დახვდე.
-ხუთი წუთიც რა დედაა... -ბალიშში ჩავმალე სახე იმ იმედით რომ ეს მხოლოდ სიზმარი იყო... მაგრამ დედა არ ჩუმდებოდა.
-ადექი, შენი კაბა მზად არის... ის ცისფერი კაბა გაგიმზადე ძალიან რომ გიხდება.
-არ მინდა დედა კაბა, შარვალს და მაისურს ჩავიცმევ უფრო კომფორტულია. -თავზე წამომადგა ჯერ ისევ საწოლში მყოფს და კოპებშეკრულმა დამხედა.
- კესარია, ნუ ბავშვობ არ დაგავიწყდეს ვის მიყვები ცოლად, ვახო სულ ყურადღების ცენტრში იქნება გვერდით დახვეწილი ქალი უნდა ყავდეს.
-ხო და მოეყვანა ვინმე დახვეწილი, თვრამეტი წლის ბავშვთან რა ესაქმებოდა? -დედას პასუხს არც ველოდები ისე მივდივარ სააბაზანოში... სწრაფად ვემზადები და დედას არჩეულ ცისფერ კაბას ვირგებ, წელში გამოყვანილი იყო და თეძოდან ცოტათი გაშლილი, მუხლს ოდნავ ჩაცდენილი, კარადის სარკეში ჩემი თავი შევათვალიერე და მართლაც ქალს ვგავდი თითქოს ამ დროის განმავლობაში შევიცვალე, გავიზარდე ჩემი ცისფერი თვალებიც კი სხვანაირი იყო, თითქოს სხივები დავკარგე... ნინამ ისევ დაუკაკუნებლად შემოაღო ოთახის კარი.
-ვაუ, კესო ეს შენ ხარ? არ მჯერა ასე ვისთვის გაიპრანჭე?
-შენთვის ნინა, აბა ის ზედაც არ შემომხედავს დარწმუნებული ვარ.
-რა იცი იქნებ დაატყვევო, მთავარი მონდომებაა კესო.. -ოთახში სალომე შემორბის და ნინას ვეღარაფერს ვპასუხობ.
-სალო გაიცანი ჩემი მეჯვარე და ერთადერთი ახლო მეგობარი ნინა. -ნინა და სალო ერთმანეთს უღიმიან, არ მინდა ვახო ვალოდინო და გავაბრაზო ამიტომ ეზოში გავდივართ, ვახო დედას ელაპარაკება და უღიმის მე როგორც კი მხედავს უცებ სახე უსერიოზულდება. უცნაური მზერით მაკვირდება და თითქოს რაღაც არ ესიამოვნაო, კოპებს კრავს.
-კესოს და ნინას ცოტა გვიან ჩამოვიყვან სოფელში, ჩემს მეჯვარეს გავაცნობ თან, რახან თბილისში იქნება. -ვახო ნინასკენ ტრიალდება ღიმილით და ხელს უწვდის... ავტომობილთან გასული უკანა კარის გაღებას ვაპირებ სალომემ რომ მითხრა.
– კესო, შენ აქ დაჯექი, ვახოს გვერდით, მე კი უკანა სავარძელზე დავჯდები.
-არა, სალო, რატომ უნდა შეგაწუხო?
- კესარია, ეს დღეიდან შენი ადგილია, – ვახტანგის ხმაში გაჟღერებულმა სიმკაცრემ ტანში გამცრა, თითქოს ზამთრის ქარმა ჩამიარა ზურგში. წინააღმდეგობა აღარ გამიწევია. ჩუმად დავჯექი მის გვერდით, თუმცა აშკარად ვგრძნობდი, როგორ არ ესიამოვნა ეს სიახლოვე.
თბილისამდე სალომე და ნინა საუბრობდნენ, აღტაცებით ხატავდნენ ქორწილის დეტალებს, მე და ვახო კი მდუმარედ ვუსმენდით თითქოს ვიღაც უცხოს ქორწილი იყო.
როგორც იქნა, მივედით კაბების მაღაზიასთან. მანქანა გააჩერა, გადმოვიდა კარი გამიღო და გადმოსულს, მომიახლოვდა და მოკლედ მომიჭრა.
-მე წავალ, დაგირეკავ.
-კარგი. -ინსტიქტურად დავეთანხმე და გოგონებისკენ შევტრიალდი.
რამდენჯერ მიოცნებია საპატარძლო კაბაზე ბავშვობაში, მაშინ როცა სიყვარულის მჯეროდა... მიოცნებია მაგრამ ასეთ სიტუაციაში არა, კაბა ბედნიერს უნდა ამერჩია, სიხარულით, თვალები ბედნიერებით უნდა გამბრწყინებოდა... თავი ყველაზე ლამაზ და სასურველ ქალად უნდა მეგრძნო მაშინ. ახლა უბრალოდ ძალდატანებით მივდიოდი და ყალბად ვიღიმებოდი, როგორც კი შევედით სალომე მაღაზიის მფლობელს გადაეხვია და ჩემი თავი გააცნო.
-ნანი დეიდა, გაიცანი კესო, ჩემი მომავალი რძალი... ვახომ შემოვივლი მერეო. -ქალმა ღიმილით ამათვალიერა კიდევ ერთხელ.
-კარგია, ჩოხა უნდა მოიზომოს... ისე გამიკვირდა ნაციონალური ელემენტებით რომ გადაწყვიტე კაბა, ვახომ კი მითხრა შევთანხმდითო მაგრამ... -თითქოს მაკვირდებოდა რა რეაქცია მექნებოდა. „შევთანხმდით“ იმდენად გამაღიზიანა მისმა ვახოს საქციელმა მგონი თავის კონტროლი მიჭირდა და სახეზე მეწერა.
-ხო... როცა მითხრა ჩოხას ვიცმევო მეც ბევრი არ მიფიქრია. -სალო ბედნიერი სახით მაკვირდებოდა... ისე თითქოს ჩემში იმედს ხედავდა, რა ირონიაა არა?! როცა ყველაზე გულწრფელი და კეთილი თვალებიც კი ვერ ამჩნევენ როგორ ინგრევა მათ წინაშე ადამიანი. - იცით მე რაიმე ძალიან სადა მინდა.
- ვახომ თქვა სადა კაბას აირჩევსო, აშკარად კარგად გიცნობს. - მის სიტყვებზე კიდევ ერთხელ გამეჩხირა ყელში ბურთი... გიცნობსო, როდის ან როგორ მოასწრო ჩემი გაცნობა როცა თავადაც ვერ ვცნობ საკუთარ თავს, კაბებს ვაკვირდებოდი, ერთ-ერთმა მიიპყრო ჩემი ყურადღება და ხელიც კი შევახე. - ძალიან მოგიხდება, სადაა და თან შენს ფორმებს კარგად გაიმეორებს.
-მართლა ლამაზია კესო არ მოიზომებ? - ნინა მეუბნება და ჩემზე მეტად აღტაცებული უყურებს კაბას... კაბას ვიღებ და გასახდელისკენ მივდივარ, მართლაც მიხდება და მომწონს ჩემი თავი, ფარდის მეორე მხრიდან ნანის ხმა რომ მესმის სალოს როგორ ეუბნება ამ კაბას იმ დღეს ვახოც უყურებდაო წამით მინდა შემოვიხიო და არასდროს ჩავიცვა და გავაკეთო ის რაც ვახოს უნდა, სარკიდან სხვა კესო მიყურებს რომელიც მახსენებს თუ როგორ გადავწყვიტე ნიშნობის დღეს ვახოს გადარევა, როგორ ვგეგმავდი თავს შევაყვარებ და შემეხვეწება თქო... ღრმად ვისუნთქავ ჰაერს და გასახდელიდან გამოვდივარ, ნინა და სალომე აღტაცებული მიყურებენ.
-ულამაზესია. - ამბობს სალომე და მერე ამატებს. - შენ ხარ ულამაზესი, ისე გიხდება თითქოს შენთვის შექმნეს.
-იყოს ეს ! - მტკიცედ ვამბობ და ნინა თვალებს მიბრიალებს.
- კესო იქნებ სხვებიც გენახა, მართალია ძალიან გიხდება მაგრამ...
- ნინა ხომ მიცნობ და იცი, თუ რაღაც მომეწონა და თვალი დავადგი მაინც იმას ავირჩევ. - ნანი, მაინც რაღაცნაირი ეჭვიანი მზერით მიყურებ... ერთი სული მაქვს როდის გავიხდი ეს კაბა მახრჩობს, ჩემთვის გალიაა სადაც გამომკეტეს, რაც შემიძლია სწრაფად ვიხდი და ჩემს თავს ვუყურებ სარკეში.
-კესო, ხომ არ დაგეხმარო? -ნინა მშვიდად მეძახის.
-არა ჩავიცმევ და გამოვალ ახლავე. - თვალებს ვხუჭავ რომ მომდგარი ცრემლები როგორმე შევაჩერო, გოგონები ისე არიან გართული თავიანთი კაბების არჩევით ვერ მამჩნევენ და მეც საპირფარეშოში ვიკეტები, პირზე ცივ წყალს რამოდენიმეჯერ ვისხამ, მაგრამ არაფერს მშველის ჩემში რაღაც დუღს... ძლივს ვმშვიდდები და გამოვდივარ, ვახოს რომ ვხედავ ჩოხაში გამოწყობილს სუნთქვა მეკვრის, მთელი სხეული მეჭიმება. ჩვენი თვალები ერთმანეთს ხვდება და წამით თითქოს მასაც შეეკრა სუნთქვა, ჩემში რაღაც ფეთქდება, არ ვიცი რა არის მაგრამ გული ყელში მებჯინება და ვახო ზუსტად ისე დგას, ისე მიყურებს როგორც ჩემს ოცნებებში... ‘ოცნებებში რომელიც ოცნებადვე დარჩა ‘ ჩემი ეგო მახსენებს და მეც სამყაროს ვუბრუნდები, უფრო მეტად მეჩხირება ყელში ბურთი.
- ძალიან გიხდება ვახო კრემისფერი ჩოხა შენ კიდე შავიო იძახდი. - მერე მე მამჩნევს ნანი და მომმართავს. - უთხარი კესო რომ ღია ფერის ჯობია.
- მე მგონია რომ მის მწვანე თვალებს შავი ჩოხაც მოუხდება. - ჩემი სიტყვების არსს რომ ვწვდები ვახო უკვე გამარჯვებული მზერით მიყურებს.
- ჩემს მომავალ მეუღლეს შავიც აინტერესებს ხო და მოვირგებ შავსაც.
- ერთნაირი ჯიუტები ხართ იცით? ამან პირველივე კაბა აირჩია და შენ ისევ შავი ჩოხაო. -გვშორდება ნანი და თან ბუზღუნს აგრძელებს, ვახო უფრო მიახლოვდება და მეჩურჩულება.
-ანუ პირველივე კაბა აარჩიე?
-დიახ, ხომ იცი არ მაინტერესებს რა მეცმევა, შენ რომ აგერჩია იმასაც ჩავიცმევდი ბატონო ვახტანგ. - ირონიული ღიმილით ვაჯილდოვებ, იმ ერთადერთ ნაბიჯსაც რაც გვაშორებდა წამში ფარავს და ხელს ნიკაპზე მკიდებს.
- ვა - ხო! გაიმეორე აბა კესო, არანაირი ბატონო და ვახტანგ. - გული ისეთი ძალით მიწყებს ფეთქვას და კანი მეხორკლება დარწმუნებული ვარ ამჩნევს.
- ვახო. -ჩამწყდარი ხმით ძლივს ვიმეორებ და მოზრდილ ნერწყვს ვყლაპავ... ცხვირზე მკოცნის და მშორდება, ვერ ვიგებ ეს რა გამოხტომა იყო მაგრამ მერე მახსენდება აქ მყოფი ხალხი და ჩვენი შეთანხმება, შემოსასვლელისკენ ძლივს მივდივარ და იქვე მდგომ სავარძელში ვეშვები.
-კესო მიხდება ეს იასამნისფერი კაბა? -ნინას ნაძალადევად ვუღიმი, ღმერთო რატომ არის ყველა ასეთი ბედნიერი ჩემი ქორწილით.
-ნინა, ძალიან გიხდება მაგრამ მგონი ალუბლის ფერი უფრო გიხდებოდა - ვახოს ნათქვამზე ნინა თვალებს აფახურებს.
- მადლობა სიძევ თორემ კესო აშკარად ისე დაიღალა და შია საუბრის თავიც არ აქვს.
- ხო და აარჩიე კაბა, მერე წავიდეთ კაფეში ჩემს მეჯვარეს გაგაცნობ, თან კესოს დაღლილობას ვუშველოთ. - ვერ ვხვდები როგორ შეუძლია ასეთი, მშვიდი და მხიარული იყოს სხვებთან და რაღაცნაირი უხეში და ცინიკური ჩემთან.
სალო არ მოგვყვება კაფეში და რაღაცნაირად უფრო თავისუფლად ვგრძნობ თავს რადგან ტიტეს ყველაფერი ეცოდინება და თამაში არ მომიწევს...
მანქანას ნელა და მშვიდად მართავს ვახო, რამდენიმე ქუჩის შემდეგ, კაფე სახელად „თაღის ჩრდილი“ -ს წინ ვდგავართ, პატარა, სიმყუდროვისგან დამთბარი სივრცე, იყო. ვახომ კარი გაგვიღო, მე და ნინა, შიგნით შეგვატარა.
-აქ ხშირად დავდიოდით სტუდენტობისას... ისეთი ხასიათი აქვს, თითქოს დრო ვერაფერს აკლებს. - მითხრა და ზურგს უკან კარი მიიხურა.
-შენს მეჯვარესაც უყვარს ეს კაფე, ლამაზი და მყუდრო ადგილია. -გაეცინა და კუთხეში მდგომი მაგიდისკენ გაგვიძღვა.
-ტიტე, ამ ადგილს ვერ იტანს ზედმეტად მშვიდია ჩემთვისო, მაგრამ შენი გულის მოსაგებად მოვა, გპირდები. -სიტყვა დამთავრებული არ ქონდა კარებში მაღალი და გამხდარი სილუეტი რომ გამოჩნდა, დინჯი ნაბიჯებით შემოვიდა და პირდაპირ ჩემს წინ დადგა.
-კესარია, ხო? — ხმა ისეთი მშვიდი ჰქონდა, მეგონა, პირველად კი არა, მეათასედ მხედავდა.
-მხოლოდ კესო — ვუპასუხე და ხელი გავუწოდე, მანაც სწრაფად შემომაგება გამხდარი თითები და გამიღიმა.
- ვახოს მეორე ნახევარი ვიყავი, სანამ შენ გამოჩნდებოდი — გაეცინა და მეგობარს მხარზე მსუბუქად მოხვია ხელი.
-ანუ ვახოს გულის პირველი მფლობელი შენ ხარ? — გამეცინა, სიტყვები წამომცდა, ვიდრე გავიაზრებდი. ვხედავ, ვახო წარბს ოდნავ წევს და მაკვირდება.
ტიტემ თითქოს შეამჩნია დაძაბულობა და მშვიდად დასძინა:
-ეგ იქამდე იყო სანამ ნაინას მოვიყვანდი ცოლად. -მერე ნინასკენ მიტრიალდა. -ტიტე ტაბიძე.
-ნინა გელოვანი. -ნინამაც ღიმილი შეაგება ხელი.
-ხედავ ჩვენს ფონზე ესენი როგორ გაუფერულდნენ, მე ტაბიძე, შენ გელოვანი. -ნინას გაუცინა და სკამი ჯენტლმენურად გამოუწია. -ვერ ვიტან აქაურობას, რომ შემოვდივარ თითქოს ჭრილობაზე ფეხს მადგამს ვიღაც.
-სიჩუმეს ვერ იტან?
-სიმშვიდეს კესო, მგონია რომ ვიღაც სულ მაკვირდება როცა აქ ვარ. -ვახო შეკვეთას აძლევს და არ გვაკვირდება. - შენ რა გგონია, დრო გვცვლის თუ ჩვენ დროს?
-მგონი, დრო უბრალოდ გვაკვირდება. — ვუპასუხე და თავი გვერდით გადავხარე.
-ვახო რა ჭკვიანია ეს გოგო, შენთვის ზედმეტადაც კი. -მიცინის და კიდევ ერთხელ ვხედავ ვახოს აწეულ წარბს... შეკვეთა მოაქვთ და ჭამას მშვიდად ვაგრძელებთ, ნინას ტელეფონი წკრიალებს და თვალებით მეკითხება.
-წადი ნინა საბასთან ან აქ მოვიდეს თუ უნდა.
-მარტო გვირჩევნია. -იღიმის და დგება.
-თქვენი პაემანი რომ მორჩება მე წაგიყვანთ შენ და საბასაც, საბას მართვის მოწმობა აქვს? -ნინა თავს აქნევს უარყოფის ნიშნად, ვახო ნინას კარამდე აცილებს და საბას რაღაცას ეუბნება, თან ზედმეტად ახლოს დგას მასთან.
-რა გააკეთე? -უკან დაბრუნებულს ვეკითხები.
-დავეხმარე, რესტორანი დავუჯავშნე მარტოებს. - ისე მიღიმის თითქოს ჩვეულებრივი მოვლენა იყოს.
-არასწორია, საბამ თავისით უნდა შეძლოს ნინას უზრუნველყოფა, მათი ერთად ყოფნისთვის ისედაც გავიწირე.
-ნუ ართულებ კესო, ბავშვები არიან... უყვართ ერთმანეთი აცადე, შენც შეგიყვარდება და ნახავ.
-ჩემთვის ამის შანის არ მოუციათ, არჩევანის უფლება არ მაქვს.
-გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება კესო. - მეუბნება ტიტე და თვალს მიკრავს.
- ხო და გამოსავალი ვახოა. -ვპასუხობ მეც და მის ჟესტს ვიმეორებ
-ეს როდის მოიტანეს? - ვახო ღვინოზე მიგვითითებს და ვხვდებით არ უნდა ჩვენი დიალოგის გაგრძელება.
- ბექამ გამოგვიგზავნა, აი იქ ზის. - ვხედავ როგორ ეჭიმებ ვახოს სხეული... ბიჭი ჩვენკენ მოემართება.
-ვახო, სტუდენტობის მერე არ მინახავხართ.. ტიტე შე ძველო. - მეც მამჩნევს. -ტიტე ცოლი მოიყვანაო და ეს ქალღმერთია?
- კესარია მქვია და ვახოს საცოლე ვარ. - ტიტეს გაეღიმა. ვახოს ხელი მჭიდროდ შემომეხვია წელზე.
-ბექა მე მეგონა აღარ აპირებდი დაბრუნებას, ისე მოეწყვე უკრაინაში, ბიზნესიც აგიწყვია. -ბექა დაუპატიჟებლად წევს სკამს და ტიტეს გვერდით ჯდება.
- დროებით ჩამოვედი, შემოდგომამდე ოჯახი მომენატრა მაგრამ მალე დავბრუნდები... გემოვნება ყოველთვის შესაშური გქონდა. - ვახო ბექას მორთმეულ ღვინოს ისხამს და მაკვირდება.
-შენგან გასაქცევი არ მაქვს, კესო, არც შენგან, არც შენი თვალებისგან. - მერე ბექას უღიმის. - ჩვენი შეხვედრისას დავლევდი მაგრამ საჭესთან მხოლოდ ერთ ჭიქას ვსვამ და იმასაც ჩემს მომავალ მეუღლეს დავუთმობ. - ჩემს ყველაზე სწორ არჩევანს, კესოს გაუმარჯოს. - მის ღიმილზე არ ვიცი რა ხდება ჩემს სხეულში, ქარიშხალი წარმოიქმნება და ყველაფერი თავდაყირა მიდგება.
- მადლობა ძვირფასო. - ძლივს გასაგონად ვამბობ და ლოყაზე ვკოცნი, ტიტე თავს გვერდზე ხრის და ორივეს გვაკვირდება... ბექა ჩემს სადღეგრძელოს სვამს და გვტოვებს.
- პირდაპირ ოსკარზე ხართ წარსადგენი ორივე, ლამის მეც დავიჯერე თქვენი სიყვარული. - იცინის ტიტე და ვახოს ხელიც სწრაფად მშორდება.
-ნინა როდის მორჩება პაემანს სახლში მინდა.
-წაგიყვან. -მშვიდად მპასუხობს ვახო.
- მერე ნინა? მამამისი გაგიჟდება უნდა რომ ჯერ ისწავლოს ნინამ და მერე შექმნას ოჯახი... ისე ტიტე ზოგს როგორ უმართლებს არა?!
-მართალი ხარ ზოგს კარგი ოჯახი ყავს და ზოგი კი შემდეგ თავად ქმნის, კარგ ოჯახს.
- მე იმიტომ ვქორწინდები რომ ვისწავლო, ნინა კი იმიტომ წუწუნებს რომ სწავლა კი არა საბაზე ქორწინება უნდა... იცი რა საბას დედამისის დამსახურებაა ახლა აქ რომ ვზივარ, უნდა რომ ჩემს დას შემცილებელი არ ყავდეს მამას ქონებაში და კი მიპოვა ისეთი საქმრო რომ ეგ სახლი არ დამჭირდეს.
- ეგ როგორ? - ინტერესით მაკვირდება ტიტე.
-როგორ და საბა, ჩემი უმცროსი სიძის ირაკლის ძმაა, დიდი სახლი არ აქვთ და მესამე წყვილი ცოლ-ქმარი იქ ვეღარ დაეტევა, რადგან მამაჩემს ბიჭი მემკვიდრე არ ყავს, მეც თუ შორს ვიქნები თამარი და ირაკლი გადაბარგდებიან ჩემს მშობლებთან... არა და იმხელა სახლი გვაქვს თამარი და ირაკლი კი არა ნანა და დათოც რომ გადმოვიდნენ ყველა თავისუფლად ვიცხოვრებთ.
- კესო, წამოდი ჩვენს მომავალ სახლში წესით ნაინაც იქ უნდა იყოს ტიტეს ცოლი და გაიცნობ მას და ჩემს ნათლულსაც... - წამით ყოვნდება და მერე მეუბნება. - ხო მართლა, ჯვრისწერა ჯერ არ გვექნება, რადგან მე ვიყავი ტიტეს მეჯვარე და ბარბის ნათლიაც ვარ... ჯვარს მერე დავიწერთ ჯანო რომ ჩამოვა.
- კარგია, მხოლოდ სამოქალაქო ქორწინება გავეყრებით და ვსო, ჯვრის აყრა კი არ ხდება ეგრე სამუდამოდ შენს ცოლად მე დავრჩები უფლის წინაშე. - მანქანაში ჩაჯდომამდე ვეუბნები და მშვიდად ვიკავებ ჩემს ადგილს... ვახოს ოჯახი ბედნიერია ჩემი ნახვით, მეც სითბოთი ვიმუხტები, ნაინაც ძალიან კარგი გოგოა ზუსტად ისეთი ტიტეს რომ შეეფერება... ბარბარეს ისე მოვეწონე ზედ ამეკრო და არ მშორდებოდა.
ნინას და საბას პაემანი საბედნიეროდ დასრულდა და სახლისკენ გავუდექით გზას, ნინა საბაზე იყო მიხუტებული და გატრუნული, ნაბავდა თვალებს... მთელი გზა ხმა არავის ამოუღია, რადგან ნინა სოფლის დასაწყისშივე ცხოვრობდა პირველი ის დავტოვეთ, ეზოს ჭიშკართან ნაცნობი მანქანა რომ დავინახე ისეთი ბედნიერი გადავხტი, ვახო სულ აღარ მახსოვდა... მამასთან ნარდის თამაშში გართულ სიძეს ზურგიდან ჩავეხუტე.
-დათოს პატარა კესო მოსულაო. - დგება და მაგრად მიკრავს გულში, წამით ვახოს სახეს ვხედავ, ისე ლაღად იღიმის.
-ვახო, შვილო მოდი, ცოტახანს ხომ დარჩები ან ამაღამ აქ რომ დარჩე... გაიცნობ ქვისლებს უკეთესად. -დათო ისე რომ არ მიშორებს ვახოს ხელს ართმევს, ნანა ქოთქოთით გამოდის სახლიდან.
- კესო, მე ვარ შენი სისხლი და ხორცი თუ ეგ კაცი. -სულ ეჭვიანობს თავის ქმარზე, ის უფრო გიყვარსო... ჩემი დისკენ გავრბივარ და აივნიდან ნანაზე მიხუტებული ვხედავ როგორ აკვირდება დათო ვახოს... - კესო, აბა შემომხედე, გინდა ეს ქორწინება? მოგწონს ეს ბიჭი?
- მომწონს ნანა, რა აქვს ჩემი დასაწუნი... - ვუღიმი ნანას და ლოყაზე ვეფერები. - როგორ ამბობდი ხოლმე, ერთი ადამიანის ფასი თვალები აქვს. - ზურგს უკან ჩაცინება მესმის და ნანა ყურებამდე იკრიჭება.
- ვახო - ჯენტლმენურად აგებებს ხელს.
- ნანა, კესოს უფროსი და, ნიშნობაზე ვერ ჩამოვედით კესოს აცრა ქონდა ახალ გაკეთებული. - უცებ მახსენდება დეიდას სიყვარული და სახლში შევრბივარ, ეტლში უშფოთველად მძინარე ბუთქუნა კესოს ვაკვირდები და ზუსტად ვიცი ისეთი მამა ყავს იგივეს გამოვლა არ მოუწევს რისიც მე მიწევს.
სუფრას ვშლით, ვახო დათოსა და ირაკლისთან ერთად მწვადს წვავს ეზოში, სამზარეულოს ფანჯრიდან ვხედავ, როგორ დაუკაპიწებია პერანგის ხელები და რა გულიანად იცინის ბიჭებთან და მამასთან ერთად... გული გამალებით მიწყებს ძგერას, მინდა ეს ყველაფერი თამაში არ იყოს და ვახო ახლა მართლა ისეთი ბედნიერი იყოს როგორც აქედან ჩანს... სუფრას ვუსხდებით, იწყება სადღეგრძელოები და რახან ვახომ უკვე დალია ეს ნიშნავს რომ ამაღამ აქ რჩება.
ეზოს ბოლოში ისევ იმ მინდორზე ვზივარ და ხეს ვეყრდნობი... ვფიქრობ, გვერდით დათო რომ მიჯდება, ბალახს ათამაშებს, თითქოს აზრებს ალაგებს რა მითხრას. ბოლოს გაუბედავად იწყებს.
- იცი, კესო... შენთვის ბევრი რამ არ მითქვამს, მაგრამ პატარა რომ იყავი, სულ მეგონა, შენზე უფროსებსაც კი ჭკუას დაარიგებდი. ისეთ გამჭრიახობას ვხედავდი შენში... - მერე ღრმად ჩაისუნთქა. - ...მაგრამ ახლა მე როგორც შენი უფროსი ძმა ვალდებული ვარ გკითხო, გინდა ეს ქორწინება? ის არის რაზეც ოცნებობდი? - თავს ძალას ვატან რომ მაქსიმალურად შევძლო დათოს დარწმუნება.
- ვიცი, დათო. შეიძლება არ გავს ეს ჩემს საქციელს და ოცნებას მაგრამ მართლა კარგი კაცი ჩანს, გულწრფელი, მშვიდი. ჩემთან მშვიდია... - წამით გამეღიმა, თითქოს სხვისი თვალით დავინახე ვახო. - და ეს უკვე ნიშნავს რაღაცას.
- გეყოფა, თუ არაფერი დარჩება ამ სიმშვიდის გარდა? სიყვარული კესო? ბედნიერება? - თავი დავხარე და ვერაფერს ვპასუხობდი.
- სიმშვიდე ომში ყოფნის შემდეგ, ყველაფერია... ყველაზე მნიშვნელოვანია. - დათო ჩაფიქრდა. მერე ბალახზე გადაწვა და დიდხანს იყურებოდა ცაში. ბოლოს ჩუმად თქვა:
- თუ ომიც გამეორდა, მაშინ დაიცავი თავი ისე, როგორც შენ გჩვევია.
- დავიცავ.
- და თუ ომი თვითონ იქნება?
- მაშინ იქნებ მე გავხდე სიმშვიდე. - დათომ გადმომხედა და დამაკვირდა.
- შენ ჩემი და ხარ, ის და არასდროს რომ არ მყოლია და მე დაგიცავ ყველასგან და ყველაფრისგან, შენი ერთი სიტყვა რომ არ გინდა ეს ქორწინება, შენი ერთი მინიშნება რომ ბედნიერი არ ხარ... მე და ნანა კბილებით დაგიცავთ, მთელს სამყაროს დავუპირისპირდებით შენთვის. - დათო კი წავიდა მაგრამ მე ვერ ვმოძრაობდი, ცრემლებს გასაქანი მივეცი, ახლა რაღატომ დავიხიე უკან როცა ვიღაცას ჩემი დახსნა უნდოდა ვახოს კლანჭებიდან.

***
დღეს ჩემი და კესარიას ქორწილის დღეა.
რატომ კესო?
რომ გითხრათ, მიყვარს ან მომწონს-მეთქი, მოგატყუებთ. ბავშვები არასოდეს მაინტერესებდა. ზედმეტად ხმაურობენ, ზედმეტად სწყინთ და ზედმეტად უყვართ. აი, კესარია კი — ნამდვილი ბავშვია. დიდი ბავშვი, რომელიც ყურადღების მისაქცევად სულ ცდილობს გაგამწაროს.
მე უბრალოდ... მამას და ბებიას არჩევანს ვენდე. მაგრამ კესოს თავიდანვე ვუთხარი რომ ეს ქორწინება ჩემთვის ფორმალობაა.
არ, გაბრაზებულა, მხოლოდ გაეღიმა. ალბათ იმიტომ, რომ იცოდა — ეს ქორწინება მის ოცნებასთან დააახლოებდა. იქნებოდა იურისტი შეიქმნიდა ბრწყინვალე კარიერას, უბრალოდ ამ ყველაფრისთვის ხალხში მოუწევდა ჩემი ცოლის სტატუსის ტარება.

კესოს სახლამდე გზა აუტანლად გაიწელა. სალომემ რომ მითხრა, კაბაზე გაგიჟდებიო, ვერ ვხვდებოდი, რაღაც სასწაულს უნდა ველოდე თუ ტრაგედიას.
ის კი... ჩემს არჩეულ კაბაში იყო გამოწყობილი.
არა და ისე მითხრა - „არ აქვს მნიშვნელობა, რას ჩავიცვამო. „ მეგონა მართლა არ ადარდებდა. კიდევ ერთხელ გავიფიქრე „ეს გოგო ან ძალიან ჭკვიანია, ან ძალიან საშიში. ან ორივე ერთად.

ქორწილი მხიარულად მიდიოდა, როგორც ყველა წყვილი ჩვენც, ბედნიერად ვაჩვენებდით ხალხს თავს მთელი საღამო. კესოს რომ ვუყურებდი, როგორ ცეკვავდა ბექასთან, რაღაც აირია ჩემში, სული ამიფორიაქდა.
ბექა ჩემი მეგობარია. კესო — ჩემი ცოლი.
და მე... ვუყურებდი როგორ ეხვეოდა სხვა კაცის ხელი წელზე, როგორ უღიმოდა და მინდოდა გამომეგლიჯა ხელებიდან.
-ვახტანგ, ნუ უყურებ ეგეთი სახით ბექას და კესოს. ხომ იცი, როგორც შენს ცოლს, ისე ეცეკვება, – ჩამესმა ტიტეს ხმა.
-მოკეტე რა, ტიტე. -გაღიზიანებულმა ვუპასუხე.
-ვახო, მან ხომ სიმართლე არ იცის... უბრალოდ ცეკვავენ შენ კი აშკარად ეჭვიანობ.
-და რომ იცოდეს? აქვე დაუწყებდა ფლირტს, კესარიას…
-მიდი და შენ ეცეკვე, მაშინ შენს ცოლს... გამხიარულდი, კი არ ითამაშო მართლა იყავი ბედნიერი.
- შენ ვერ ხვდები, მარტივი არაა ეგ ყველაფერი.
- ვერ ვხვდები? ვახო, სანამ ფურცელზე მაინც შენი ცოლია, უნდა იცოდე ერთი რამ: შენ უნდა დაიცვა ის. სხვისგან, სამყაროსგან… და საკუთარ თავისგან პირველ რიგში.
- ჩემგან რატომ უნდა ვიცავდე, მკვლელი ვარ თუ მანიაკი ?
- იმიტომ, რომ შენ ყველაზე დიდი საფრთხე ხარ მისთვის. არ შეაშინო. არ უყვირო. მსახური არ არის — შენი ცოლია, ვახო... შეიგნე და შეუშვი ამ თავში ეგ აზრი რომ კესო შენი თანასწორია.
- კარგი, ტიტე… მაგაზე სხვა დროს.
- არა, ვახო. სხვა დრო შეიძლება აღარ იყოს. შეახსენე შენს თავს — ის შენი ცოლია.
-გავიგე. - გაღიზიანებულმა ვუპასუხე ტიტეს, ბექას და კესოსაკენ დავიძარი.

***
ჩემი ქორწილის დღე ყველაზე ამაღელვებლად წარმომედგინა. მეგონა, რომ ტანში სასიამოვნო ჟრუანტელი დამივლიდა და მუცელში პეპლები ამიფრინდებოდნენ მისი დანახვისას.
მაგრამ... არაფერი მიგრძვნია.
თითქოს ვიღაც სხვის ქორწილში ვიყავი, და ეს ყველაფერი — ჩემი არ იყო.
ნამდვილი, ტრადიციული ქორწილი — თავისი ხელისმოწერის ცერემონიით, მამაპაპური ყანწებით და გაუთავებელი სადღეგრძელოებით.
მე კი მორთულ-მოკაზმულ კუთხეში ვიდექი თოჯინასავით და ვიღიმოდი... მხოლოდ იმიტომ, რომ ასე ითვლება კარგ ტონად არა და უკვე სახის კუნთები მტკიოდა.
ყველა ბედნიერი ჩანდა — ჩვენ გარდა.
ჩვენთვის ეს ქორწილი უბრალოდ გარიგება იყო. თანაც სარფიანი.

ქორწინების ღამე კი... ვნებითა და სიყვარულით გაჯერებული სხეულებისა და სულის გაერთიანებად წარმომედგინა. მაგრამ როგორც კი საგულდაგულოდ, რომანტიულად მორთული ოთახის კარი დაიხურა, ვახოს თბილი მზერა სადღაც გაქრა...
და ერთბაშად გადაიქცა ტირანად.
-კესარია, შენ დივანზე დაიძინებ. - ისე მიბრძანა არც შემოუხედავს.
-არც არაფერი მაქვს საპრობლემო.... შენთან ერთად წოლას იატაკზე ვიწვე მირჩევნია. -ვუპასუხე და კაბის გახსნას ვცდილობდი.
-თუ გინდა გქონდეს — მე შენი აზრი არ მაინტერესებს.
-სად მიდიხარ? -კართან მისული ჩემს სიტყვებზე შეჩერდა. შემობრუნდა და გაღიზიანებულმა შემომხედა.
- რა იყო, ანგარიში უნდა ჩაგაბარო?
- არა... უბრალოდ ხალხს გაუკვირდება, რომ ქორწინების პირველივე ღამეს მარტო დამტოვებ საძინებელში. -გაიღიმა და მომიახლოვდა... სარკეში ვხედავდი მის სახეს ჩემს უკან რომ იდგა
- ყოჩაღ. ესე იგი ეგ პატარა ტვინი გიმუშავებს. - ერთი ხელის მოსმით გამიხსნა კაბა.
- გაგიკვირდებათ და ჩემი ტვინი საკმაოდ კარგად მუშაობს... - გავეპასუხე და მისკენ შევტრიალდი. - ჰო მართლა, ერთ კომპლიმენტს ხომ მაინც ვიმსახურებდი თქვენგან?
- იმსახურებდი? -თვალები მოჭუტა და დამაკვირდა, მერე შემომიარა და ცხელი თითები დამისვა მოშიშვლებულ ხერხემალზე, გამაკანკალა და ვიგრძენი როგორ ჩამეღვარა სითბო მუცელში.
- ბატონო ვახტანგ, უბრალოდ ჯენტლმენობის გამო მაინც გეთქვათ, რომ ეს კაბა მიხდებოდა. - დაბნეულობისას საუბარი ჩემი ძლიერი მხარეა. - მაგრამ თქვენ ხომ ბევრი საუბარი არ გიყვართ... და ჩემზე ფუჭად რატომ უნდა დახარჯოთ თქვენი ძვირფასი სიტყვები?
- კესარია, კარგად გამოგდის ჩემს ნერვებზე თამაში - უკვე საწოლთან იდგა და იხდიდა, მე კი თვალს ვერ ვაშორებდი, ღმერთო რა ჯანდაბა მჭირს რამ გამაძეგლა. - იქნებ გაჩუმდე და დაიძინო... მანდ არ დარჩე.
- როგორც თქვენ მიბრძანებთ, ჩემო ძვირფასო ქმარო. - კაბის ბოლოებს ხელი ჩავავლე და სააბაზანოსკენ წავედი, კართან დამიჭირა.
- კესარია !
- რაა? რამე დავაშავე? - დაბნეული მზერა მივაპყარი და თვალები ავაფახურე.
-კი. - მკაცრად მითხრა. - აღარასოდეს გაიგე? აღარასოდეს მომმართო ეგრე.
- და როგორ? ჩემო ძვირფასო ქმარო?
- ხო აი ეგრე. - გაბრაზებულმა გამოცრა კბილებში და ლოყები დამიჭირა ხელით. - ჩემთან თამაშს არ გირჩევ.
- მაშინებთ ბატონო ქმარო?
- არა, გაფრთხილებ. - ხელი გამიშვა და სააბაზანოში შევიკეტე... ჩემი ქცევით უზომოდ კმაყოფილი მოვწესრიგდი და საძინებელში დავბრუნდი.
ვახოს ეძინა.
მე კი გეგმებს ვაწყობდი — როგორ ვუქცევდი ცხოვრებას კოშმარად ჩემს „ძვირფას ქმარს“.
აუცილებლად მასზე ადრე უნდა ავმდგარიყავი და რაც შეიძლებოდა სწრაფად უნდა გამემწარებინა ბატონი ვახტანგი.

დილით, როგორც ყოველთვის, ადრიანად გამეღვიძა, მაგრამ ადგომა არ ვიჩქარე. ველოდებოდი, როდის გაიღვიძებდა ჩემი ძვირფასი ქმარი.
როგორც იქნა, ვახო დაიძრა. როგორც კი სააბაზანოსკენ წავიდა, კართან დავხვდი...
-მე შევალ სააბაზანოში პირველი. - წარბ აწეული მაკვირდება.. აშკარად ცდილობს დამშვიდდეს.
- კესარია, სამსახურში მაგვიანდება. შენ კი სახლში უნდა იყო.
- მერე რა? მე პირველი მოვედი კართან. - თამამად ვპასუხობ.
- კესარია, მე შევალ, გაიგე?
- არა, მე შევალ-თქო! ბატონო ვახტანგ. -მკვეთრად წარმოვთქვი მისი სახელი.
- ჩემი სახლია! და მე შევალ.
- ცდებით. ეს სახლი ჩვენია, ბატონო ვახტანგ. - გავუღიმე და შიშველს მკერდზე თითები დავუსვი... წამით თითქოს მოდუნდა და თვალები მიელულა.
- ხოო, და ჩვენს სახლში წადი, სხვა სააბაზანოში იბანავე!
- კარგით, მე წავალ... მაგრამ თქვენს ოჯახს როგორ აუხსნით, რომ თქვენი ცოლი სხვა სააბაზანოში ბანაობს? - გავეკეკლუცე და თვალი ჩავუკარი. ვახომ თვალებს აატრიალა და ყბები დაეჭიმა.
- ხო, კარგი, შედი დროზე! და მალე გამოდი, რომ არ დამაგვიანდეს!
სააბაზანოში დიდხანს ვნებივრობდი. ზუსტად ვიცოდი მალე დააგვიანდებოდა. და რომ გამოვიდოდი, შეიძლება დავეხრჩე. მაგრა. მე არ მეშინოდა მეტიც, უკვე მისი ბრაზი წინასწარ მსიამოვნებდა.
ჩავიცვი და მშვიდად გამოვედი.
ისიც იქ იყო. ბრაზიანად მიყურებდა. ლამის ყურებიდან ორთქლი გამოსვლოდა.
-სად იყავი აქამდე?! -გაბრაზებულმა მითხრა.
- ვბანაობდი, ჩემო ძვირფასო ქმარო. - დავინახე როგორ შეკრა მუშტები.
- კესარია! ხომ გითხარი, ეგრე აღარასდროს მომმართო?
- როგორც თქვენ მიბრძანებთ, ბატონო ვახტანგ. - გავუღიმე და საწოლის გასწორება დავიწყე.
- შენ... შენ მე გამაგიჟებ! – გამომხედა გაოგნებულმა და ღრიალი ძლივს შეიკავა. მერე სწრაფად შევიდა სააბაზანოში.
მე კი ჩემთვის, ნახევრად ჩურჩულით ჩავილაპარაკე:
-ჯერ სად ხარ... ყველაფერი ახლა იწყება. - ქვემოთ ჩავედი მსახურის გარდა არავინ ჩანდა რომელიც თბილად მომესალმა.
- ქალბატონო კესარია რამე გნებავთ?
- უბრალოდ კესო და ყავა მინდა გავუმზადო ვახოს. -თბილად ვუღიმი და ისიც მაჩვენებს სად დევს ფინჯანი და ყავა.
- ბატონი ვახტანგი უშაქრო ყავას სვამს... - ჩემთვის ჩაის ვიკეთებ ალუბლის მურაბით... თეფშზე საუზმისთვის გამზადებულ ბლინებს ვალაგებ და ჯემებს ვდებ. - მარწყვზე ალერგია აქვს ბატონ ვახტანგს.
- ალუბალზეც? - ვეკითხები გულუბრყვილოდ.
- არა მხოლოდ მარწყვზე. - მეორე დღესვე მისი მოკვლა არ მაქვს იდეაში ამიტომ ყავაში ალუბლის მურაბას ვუსხამ.
სააბაზანოდან გამომავალს კართან დავხვდი... აშკარად ცუდი იდეა იყო, აბაზანიდან პირსახოც შემოხვეული გამოდის და მის დაცვარულ სხეულზე თვალი მიშტერდება.
-შენ აქ რას აკეთებ? – გაკვირვებული მიყურებს.
-ვიფიქრე, რომ ასეთი ღირსშესანიშნავი დილისთვის პატარა საჩუქარი უნდა მომემზადებინა.
-კესარია, რას გეგმავ?
-არაფერს , უბრალოდ მინდოდა დღე გქონოდა ისეთი დაუვიწყარი, როგორიც მე მქონდა ქორწილის ღამე. - გავუღიმე და ყავაზე მივანიშნე.
არაფერი უპასუხია. უხმოდ გამომართვა ყავა, ერთი ყლუპი მოსვა და მაშინვე დაჭმუხნა სახე.
-ეს რა ჯანდაბაა? -სწრაფად გადმოაფურთხა.
- შენი საყვარელი ყავა – შაქრის გარეშე, რძის გარეშე, მაგრამ უამრავი ალუბლის არომატით... მსახურმა კი მითხრა უშაქრო უყვარსო მაგრამ ის არ უთქვამს რომ ალუბლის გემოთიც არ გიყვარდა. - შეჩერდა. დიდხანს მიყურა. იმ სახით, რომლითაც კაცები შეშლილ ქალებს უყურებენ – ცოტა შიშით, ცოტა აღტაცებით. მერე გაეცინა. არა ხმამაღლა – უფრო ისე, საკუთარ თავში.
- ხომ გითხარი გუშინ რომ ჩემთან თამაშს არ გირჩევ.
- არც მიფიქრია, უბრალოდ საუზმე მოგიტანე. - გულუბრყვილოდ ვეუბნები და ოთახიდან გავდივარ, მისაღებში ბებია და სალო ისხდნენ... სუფრაც უკვე გაეწყო მსახურს და ყველა ერთად მივუსხედით, ვახო სამსახურისთვის გამოწყობილი რომ დაინახა უჩამ უცნაურად შეხედა.
- დილა მშვიდობის ოჯახო. - ყველას თბილად გაუღიმა და ჩემს გვერდით დაჯდა.
-ვახო, რა გაცვია? არ მითხრა რომ ოფისში მოდიხარ. - სანამ ვახო რამეს იტყვის, საწყალ სახეს ვიღებ და ვამბობ.
-ვთხოვე მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა და მალე დავბრუნდებიო დამპირდა.
- კი მამა, მნიშვნელოვანი თათბირია დღეს... მალე მოვალ კესო. - ხელს წელზე მიცურებს და თავზე მკოცნის.
- შენი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე უახლოესი ერთი კვირა გვერდით გიზის... მე და ტიტე მივხედავთ. - უჩამ მე გამიღიმა და მახოს მკაცრად შეხედა.
- მამა, მხოლოდ ეს თათბირი.
- არანაირი მამა, რაც ვთქვი იმას გააკეთებ, მე რომ ანასტასიაზე ვიქორწინე მამაჩემი მეხვეწებოდა ჩამოდით შვილო წყნეთიდან, ოჯახს მოგვენატრეთო... არ მესმის ამ ახალგაზრდების, თუ გინდათ დღესვე წადით სადმე ერთი კვირით. - ვგრძნობ როგორ იჭიმება ვახოს ხელი ჩემს წელზე.
– კესო... ერთი თათბირი. ერთი და მერე ერთი კვირა შენი ვარ. - ქვედა ტუჩს აწვალებს და გამომწვევად მაკვირდება... თამაში გინდა ვახო?! ხო და ვითამაშოთ ვამბობ გონებაში.
- არ ვარ დარწმუნებული, რომ სამუშაოს შემდეგ რომანტიკა ისეთივე გემრიელია, როგორც ახლა.- ვეჩურჩულები ოდნავ ვხრი თავს, და მის ქმედებას ვაკვირდები. უკან იწევს. მერე თითქოს ჰაერს ღრმად ისუნთქავს და მზერა მამამისისკენ გადააქვს.
-კარგი... დარჩენას ვაპირებ. - მშვიდი ტონით ამბობს. - და ხვალ ერთი კვირით წავიდეთ მე და შენ საგურამოს სახლში. - მე მეუბნება.
– აბა, ახლა კი მართლა საუზმე იქნება და არა საქმე. - იღიმის ბებია და საუზმობას იწყებს. ვახო ხმას არ იღებს, მაგრამ როცა ვეღარ უძლებს ჩემს გამოხედვას, ისევ ყურში მეჩურჩულება:
– ეს იყო ომი, ხომ? - ვჩურჩულებ მის საპასუხოდ, ფინჯანს ვუწვდი და ვუღიმი:
– არა, მხოლოდ პატარა ბრძოლა იყო ... ომი მერე დაიწყება.
-ეჰ ჩემს დროს ქორწილი იმდენი ხანი გრძელდებოდა, ქმარს ვინ გაჩვენებდა. - ჩაილაპარაკა ბებიამ.
- ალბათ მამას ჩასახვა ძლივს მოასწარით ბებო ხომ? - უღიმის სალომე და ვახოს თვალს არ აშორებს.
- ტუტუცო გოგო შენ, ქმარი მარტო ლოგინში კი არ გინდა ქალს.
- აბა ბებიკო სად გინდოდა დიდი ვახტანგი და არ გაჩვენეს. - ახლა ვახო ცდილობს გახუმროს.
- ერთი ჭკუის ხართ ეს და-ძმა რა გელაპარაკოთ. - მოკლედ ეუბნება და ჩაის ისხამს.
- ხედავ ბებო, ვინმეს გამო თუ ვახო სამსახურზე უარს იტყოდა წარმოიდგენდი? - სალომე ისევ არ ცხრება.
- ვინმეა სალომე ჩემი ლამაზი ცოლი? - ვახო უფრო ახლოს მწევს თავისთან.
- აცადე მაგ გოგოს ჭამა, ათი წუთის წინ ოფისში გარბოდი და ეხლა ისე უჭერ ხელს თითქოს თვითონ აპირებს გაქცევას. - ბებია ხელს აწევინებს ვახოს ჩემი წელიდან.

შუადღისას რატომღაც ალუბლის კექსი მახსენდება და სამზარეულოში შევდივარ... მსახური მეხმარება ინგრედიენტების მომარაგებაში, თმას მაღლა ვიწევ და წინსაფარს ვირგებ.
-რას აკეთებ, კესო? - სალო ინტერესით მაკვირდება.
- ალუბლის კექსს, ისეთი გამომდის გაგიჟდები.
- ეროვნულების ქულები მალე იქნება ხო? ნეტა რომელ უნივერსიტეტში მოხვდები?
- იმედია ჯავახიშვილში სადაც შენ სწავლობ და ერთად ვივლით. - ამ დროს კარის ჩარჩოს მიყრდნობილ ვახოს ვხედავ.
- ვახო, შენ როგორ ფიქრობ?
- კესო ძალიან ჭკვიანი გოგონაა, ამიტომ იქ მოხვდება სადაც უნდა. - თავზე მკოცნის და ალუბალს მაცლის. - იცი რატომ მოვედი აქ სალო?! იმიტომ რომ ცოლის გამო სახლში დავრჩი ის კი სამზარეულოში გამოიკეტა.
- შენთვის ჩემო ძვირფასო ქმარო, სალომ გიჟდება ალუბალზეო. - მუცელზე ხელს მიცურებს და ზურგიდან მეკვრება, ჩემს სხეულში საოცარი შეგრძნებები იწყებს გააქტიურებას, სუნთქვა მავიწყდება და ლამის დამიცვივდეს ხელიდან ყველაფერი... მოშიშვლებულ მხარზე მკოცნის და ეს უკვე პიკია, ჯამს ვდებ რომ არ დამივარდეს და ვცდილობ ვახო მოვიშორო, ის კი პირიქით უფრო მეკვრის. - ვახო, ვაცხობ ხომ ხედავ, იქნებ მომშორდე და მაცადო, სირცხვილია თან სალომესთან.
- მე არ გიყურებთ... - სადღაც შორიდან მესმის სალომეს ხმა.
- შენ ჩემს მოთმინებას ცდი კესო, მე კი შენსას გამოვცდი. - ეშმაკურად მეუბნება და ყელში მკოცნის, თვალები ინსტიქტურად მეხუჭება და ჩემი სხეულიც აღარ იბრძვის, უცებ მშორდება და ისე გადის თითქოს არც ყოფილა, ეს ყველაფერი არ გაუკეთებია და უბრალოდ ჩემი წარმოსახვის ნაყოფია...

***
მხოლოდ მე ვიცი რა ნერვების ფასად მიჯდება კესოსთან ერთად ცხოვრება, იდეალური იყო ერთი კვირა საგურამოში, არც კი მესაუბრებოდა მხოლოდ ჭამის დროს ვხედავდით ერთმანეთს... იჯდა თავისთვის და კითხულობდა.
მაგრამ მე მისი ეს გამოხტომები მომწონდა პირველივე დილით რომ დაიწყო, ეს სიჩუმე არ არის კარგი იმდენად ჭკვიანია მგონი რაღაც უფრო დიდს გეგმავს.
ათ დღიანი ცოლ-ქმრობის მანძილზე ძალიან კარგად ამოვიცანი მისი ქცევები, ეშმაკური ღიმილი და რაც მთავარია სიჩუმე რომელიც ავის მომასწავებელია. ზუსტად იცის როდის და სად უნდა თქვას თავისი სურვილი რომ გაკეთება მაიძულოს.

***
ყველანი მისაღებში ვზივართ, ჩემი ტელეფონი რომ წკრიალებს, ჩემი და რეკავს... მკითხულობს და მეუბნება რომ მთელი ოჯახი შეიკრიბა, ჩემი დეიდაშვილი ზურაც იქ არის, თვალები ცრემლებით მევსება, მისაღებში შემომავალ ვახოს ვაკვირდები. უცებ ეცვლება სახე.
-ჩემო გოგო მშვიდობაა? - ბებია თმაზე მეფერება.
-კი უბრალოდ ნანა და დათოც მშობლებთან ყოფილან, ჩემი დეიდაშვილი ზურაც.
- ხო და თქვენც წადით ორი-სამი დღით. - მშვიდად ამბობს უჩა და ვახოს აკვირდება.
-არა იყო, ვახომ ისედაც გადადო საქმეები ჩემს გამო ერთი კვირით. - ვახო გვერდით მიჯდება და ხელს მხვევს.
- წაგიყვან და მე წამოვალ. - მშვიდად მეუბნება, იმ წამს მინდა გავამწარო და ვუთხრა რომ არც მინდა მისი იქ დარჩენა.
- ეგრე არ გამოვა ვახო, წადით ორი დღით და შენც დარჩი, მნიშვნელოვან შეხვედრას კი ჩამოუსწრებ. - უჩა აძალებს რომ გამომყვეს.
- მამა, საქმე?
- გითხარი ერთხელ უკვე, შენი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე გვერდით გიზის.
- კარგი, წავიდეთ. - დგება და მეც თან მიყოლებს.
- ვახო, მართლა არ მეწყინება თუ ვერ შეძლებ დარჩენას. - მეხვევა და ყურში მეჩურჩულება.
- შენი მსახიობური ნიჭი პირდაპირ მაგიჟებს, მსახიობობაზე უნდა გეფიქრა.
- მართალი ხარ ვახო, სულ ჩემს გვერდით უნდა იყო. - ხმამაღლა ვეუბნები და ჩემს სიტყვებზე ბებია სიცილს იწყებს.
- დღესვე წავიდეთ, ჯერ მაინც შუადღე და მალე ჩავალთ... მიდი გაემზადე და მეც ჩამილაგე რა ორი-სამი წყვილი რამე. - ისე უდარდელად მეუბნება თითქოს მართლა. ბედნიერი იყოს, ჩემებთან წასვლით.
მთელი გზა ხმას არ იღებს, მეც არ ვაწუხებ... თვალები დახუჭული მაქვს და ხმას არ ვიღებ.
-კესო გძინავს?
- არა რა ხდება? -მშვიდად ვპასუხობ და მისკენ ვტრიალდები.
- შენეული ოინები არ გავიგო იქ, ჩემმა ოჯახმა იცის რა ფეთქებადიც ვარ და შენებთან ნუ გამოცდი ჩემს მოთმინებას.
- ჯერ არანაირი იდეაა არ მაქვს და ვნახოთ. - ვუცინი.
-მისმინე, დიდ პატივს ვცემ შენებს და არაფერი გააკეთო ისეთი რომ წყობიდან გამომიყვანო.
- ვეცდები, ძვირფასო ქმარიკო. - თვალებს ატრიალებს და მანქანას აჩერებს...
- კი არ ეცდები... - სიტყვას ვერ ამთავრებს რადგან ჭიშკართან გაჩერებულ მანქანას საბა ამჩნევს და ვახოს ესალმება. მეც თავს ვიძვრენ და ეზოში გავრბივარ, ჯერ მონატრებულ სიძეებს და მამას ვეხუტები, მერე კიბეზე ზურას ვხედავ და ლამის ზედ შევახტე.
- გეფიცებით ამას ქორწინებამაც ვერაფერი უშველა. - გაბრაზებული ვუყურებ. -სიძე სად არის?
- მანქანას აყენებს წადი და ჩაეხუტე, კესო არავის მოგნატრებიათ ყველამ სიძე იკითხა. -გაბრაზებული ვეუბნები და სახლში შევრბივარ. მონატრებულ დებს ჭორაობაში ხელს ვუშლი. - უჩემოდ რატომ ჭორაობთ?
- კესო, რა მაგარია რომ ჩამოხვედი, მარტო ხარ? - მეკითხება თამარი და თან მკოცნის.
- არა, ჩემს ქმრად წოდებულ პირად მონასთან ერთად. - ნანა უკანალზე მირტყამს.
- ტუტუცო გოგო, როგორ შეიძლება ეგრე თქვა.
- ეგრეა და... - ვიცინი და პატარა კესუნას ხელში ვიყვან. - ათი დღეა ჩემს ჭკუაზე დადის, აი ეხლაც ცოტა წავიწუწუნე და წამომიყვანა, ნუ მართალია მხოლოდ ორი დღით მაგრამ ხომ გნახეთ.
- მართლა რა კარგი ბიჭია ვახო. - ნანას კომენტარს ყურადღებას არ ვაქცევ.
- დედა და გოგონები სად არიან? იმ პატარა მაიმუნებს არ ენატრებათ დეიდა?
- დედასთან ერთად ჩავიდნენ, მარანში რაღაცა უნდა ამოიტანოს. - კიბეზე დედაჩემის სიცილის ხმა მესმის და მალევე ვხედავ ვახოს როგორ უჭირავს თამარის გოგონები ხელში და დედას ეჭუკჭუკება.
- მოკლედ ჩემო ძვირფასო ქმარო, აქ შენი დანახვა უფრო აბედნიერებთ ვიდრე ჩემი... არა და არ ეტყობოდათ ასე თუ უნდოდათ ჩემი მოშორება. - ვუცინი და დედას ვეხვევი.
- რას იზამ ცოლუკა, მე ყველას ვაყვარებ თავს... - მიახლოვდება და ყურში მეჩურჩულება. - არც შენ იქნები გამონაკლისი.
- მაგ იმედით იცხოვრე... - ვშორდები და ჩემს ოთახში მივრბივარ, როგორც კი კარს ვხურავ ყელში რაღაც მიჭერს და სუნთქვა მიჭირს...
ყველაფერი ისევ ისეა როგორც ათი დღის წინ დავტოვე, თითქოს ახლა გავედი და უკან შემოვბრუნდი...
საწოლზე ისეც ისე ზის ვარდისფერი სპილო როგორც ვტოვებდი ხოლმე...
წიგნებიც ხელუხლებელია...
წიგნებში გამხმარი ყვავილები ისევ იწონებს თავს ფოტოს ჩარჩოდან..
ფანჯრიდან, ისევ მხიარული ხმები შემოდის...
ისევ ისე როგორც ადრე...
მაგრამ ახლა ხომ ამ სახლში სტუმარი ვარ, მხოლოდ ორი დღით და მერე ვინ იცის როდის ჩამოვალ ისევ...
აქ ყველაფერი თითქოს ისევ ჩემია მაგრამ მე აღარ ვარ მათი....
არც ფანჯარასთან მდგარ მაგიდაზე მჯდომი ცხრა წლის კესო ვარ დღიურით ხელში...
აღარც ჭექა-ქუხილით შეშინებული სპილოს რომ ვეხუტებოდი და მეგონა ის დამიცავდა...
არც ის გოგონა სამი თვის წინ რომ ოცნებობდა დიპლომით ხელდამშვენებული დაბრუნებაზე ამ სახლში....
ახლა ვინ ვარ?!
სად ვარ?!
აქ რატომ ვერ ვგრძნობ თავს კარგად...
საწოლზე ვწვები, სპილოს ვიხუტებ და ტირილს ვიწყებ, ისე იღება კარი და ვიღაც შემოდის არც კი ვიხედები კარისკენ.
-კესო, შემომხედე რაღაც გჭირს ყველას მოტყუება შეგიძლია, შენი დების, მშობლების, ქმრის მაგრამ ჩემი არა, შენს თვალებში იმდენი სევდაა. - დათოს სიტყვებზე უფრო ვუმატებ ტირილს.
-კარგად ვარ დათ, უბრალოდ ამ ოთახში ემოციები მომაწვა.
- ვახო კარგად გექცევა?
- იდეალურად, კარგი ბიჭია და ცდილობს თვითონაც მიიღოს ეს რეალობა, დამეხმაროს რომ ერთმანეთი შეგვიყვარდეს და მივეჩვიოთ. - ამ სიტუაციაშიც კი იმ ერთადერთ ადამიანს რომელსაც ჩემი სულის დანახვა შეუძლია ვატყუებ.
- კესო, გახსოვდეს მე შეგიძლია მაშინაც მითრა როცა შენს თავს არ უტყდები, მე შენი ძმა ვარ, შენი საყრდენი და არა უბრალოდ სიძე ან ნანას ქმარი. - საწოლიდან ვდგები და სარკის წინ ვჩერდები.
- შეხედე მას, მგავს?! არა, სხვა ადამიანი მიყურებს იქედან და სხვა ადამიანი ზის სამეცადინო მაგიდასთან ან მაგ სპილოს ეხუტება. - მიახლოვდება და ჩემს ხელებს თავისსაში იქცევს.
- მისმინე, უცებ გაიზარდე, მხრებზე ოჯახის პასუხისმგებლობა დაგაწვა თან ისე რომ გააზრებაც ვერ მოასწარი, მაგრამ ყველა გადის ამ პერიოდს. მთავარია რა იქნება შემდეგ როგორი იქნები შენ... გთხოვ იმ კესოს ნუ ჩააქრობ შენს თვალებში რომ იყო, ის კესო დააბრუნე არაფრის რომ ეშინოდა.
- მაგ კესოს ყველას და ყველაფრის გადაწვა შეუძლია ხომ იცი.
- ხო და გადაწვი, მიდი გააჩაღე ხანძარი ოღონდ არ დანებდე. - ჩუმად მეუბნება და ღიმილით ამატებს. - მხოლოდ ერთი წესი: არ დანებდე.
თავს ვიწესრიგებ და ეზოში ჩავდივარ, სუფრასთან მჯდომ ვახოს გვერდით ვუჯდები.
-კარგად ხარ? სად გაქრი? - მეჩურჩულება.
- ბოდიში რომ ჩემს ოთახში დაუკითხავად შევედი. - მეც ვეჩურჩულები.
- მაგის გამო არ მიკითხავს, მართლა დამაინტერესა.
- კარგად ვარ უბრალოდ, ჩემს სახლში სტუმრად მოსვლა უცნაური იყო. - ხელს მხვევს და მიხუტებს, ვარ ვიგებ თანადგომის ნიშნად თუ ესეც თამაშის ნაწილია.
-რომ გიყურებთ ცოლის მოყვანა მინდება, შენ არა საბა? - ზურა გვერდით მჯდომ საბას მხარს კრავს, სანამ საბა რამეს იტყვის ნინას მამა პასუხობს.
- საბა კიდევ ორი წელი არაფერს აპირებს, კაცური სიტყვა მომცა თუ რათქმაუნდა ჩემი ეშმაკი შვილი არ შეაცდენს და ტვინს არ გადაუბრუნებს.
- მე კაცური სიტყვა მოგეცით დაველოდები ნინას სანამ კურსებს არ დაამთავრებს. - საბა პასუხობს და მხრებში იმართება.
- არა და სიყვარული ვის რა ჭკუაზე დააყენებს არავინ იცის... სიყვარული მართავს ყველაფერს. - ამბობს ვახო და მიყურებს.
- „დედამიწას სიყვარული ატრიალებს, დომენიკო.“ - სადღაც შორიდან ჩამესმის ჩემი ხმა.

***
ისეთი კარგი გარემო გვხვდება სოფელში რომ ყველანაირი დაძაბულობა მეხსნება, ერთადერთი რაც მაფიქრებს კესოს სევდიანი თვალებია და მოსმენილი, ის რაც დათოს უთხრა.
ნეტა ნინას მაინც თუ მოუყვება სიმართლეს, თუ გაანდობს რაც სინამდვილეში ხდება ჩვენს შორის.
არა და მართალია კესო, რაც ცოლად გამომყვა მასში ბავშვურობა და სილაღე ჩაქრა, დავაჭკნე თითქოს... მაგრამ რა ჩემი ბრალია განა მე მინდოდა ეს ქორწინება?! არა, არც ჩემი სურვილი ყოფილა მაგრამ მე შევეგუე, მივეჩვიე კიდეც თითქოს იმ აზრს რომ სულ რაღაცას უნდა ველოდე კესოსგან. არავინ იცის როდის რა მოაფიქრდება იმ პატარა თავში... იმ ხის ქვეშ ვზივარ სადაც კესო ცოტა ხნის წინ, გვერდით დათო რომ მიჯდება.
-აბა ქვისლო, გიჭირს ოჯახურ ცხოვრებას შეეჩვიე? თითქოს ორივე ცოლ-ქმარი რაღაც საიდუმლოს ატარებთ ისე ხართ დამძიმებული.
- ვეჩვევი. - ვპასუხობ მოკლედ რადგან მგონია ამ ბიჭს ყველას წაკითხვა შეუძლია.
-კესო რომ გავიცანი რვა წლის წინ, უკვე ზრდასრულს გავდა გონებით... ათი წლის ბავშვზე ბევრად ჭკვიანი და გამჭრიახი იყო. მარტივად დავმეგობრდით მიუხედავად იმისა რომ მასზე ათი წლით უფროსი ვარ... ის არავის გავს, ზუსტად ამიტომ დავარქვი ჩემს გოგონას მისი სახელი მინდა ზუსტად ისევე იყოს სხვანაირი როგორც დეიდამისია.
- კი კესო ნამდვილად არ გავს სხვებს, ძალიან განსაკუთრებულია. - მინდა მალე მომშორდეს ამიტომ ვეთანხმები.
- თქვენ გაქვთ რაღაც საერთო.
- რა საერთო დათო? -იღიმის და მაკვირდება.
- იცი ესეთი მოსაზრება არსებობს რომ თუ ადამიანი შენთვის დაიბადა მასთან სხვანაირი კავშირი გაქვს, ერთად ერთ მთლიანობს ქმნით და გავხართ კიდეც ერთმანეთს გარეგნულად... შენ და კესო ზუსტად ასე ხართ, ერთმანეთს ავსებთ. - დგება და წასვლას აპირებს. - ხო და რაც არ უნდა ხდებოდეს ახლა, რაც არ უნდა გამძიმებდეთ ორივეს, მალე ძალიან მალე მიხვდებით რომ ეს ყველაფერი რეალური არ იყო, თქვენ ქმნით ამ სიმძიმეს.
- ვნახოთ. - დავიჩურჩულე.
- გულს მოუსმინე ვახო, მან ყოველთვის ზუსტად იცის ვინ უნდა... ზოგჯერ გონება გვატყუებს, გული კი სწორ არჩევანს აკეთებს.
- არც ეგრეა საქმე - მეც ვდგები და პირისპირ ვუდგები. - გული ხშირად ცდება.

***
დედას მითითებულ ოთახში ვზივარ მეორე სართულზე და ვახოს ველოდები, ალბათ ისიც ელოდება როდის დავიძინებ რომ ამოვიდეს... ფანჯრიდან ვხედავ დათოს როგორ ესაუბრება, მერე სახლისაკენ მოუყვებიან გზას, ოთახში რომ შემოდის საერთოდ არ ეტყობა სასმლის კვალი, გამოფხიზლებულია.
-კიდევ კარგი მიხვდი რომ უნდა ამოსულიყავი, მეგონა ეზოში იძინებდი. - ხელებს ჯიბეებში იწყობს და მაკვირდება.
- რა გინდა კესარია? რა არ გასვენებს?
- მე შენს ოჯახთან საუკეთესო ცოლის როლს ვთამაშობ. - მიახლოვდება და ხელს წელზე მხვევს.
- მე რა გავაკეთე არასწორად? რა გინდა აქვე მოხდეს ის რაც ნამდვილ ცოლ-ქმრად გვაქცევს? - უცებ შიში მიპყრობს როცა მის თითებს ვგრძნობ კაბის ელვაზე... მთელი სხეული მიცახცახებს, ყურთან მესმის ჩაცინების ხმა და ვგრძნობ როგორ მშორდება. - მიპასუხე რა მაკლია იდეალურ ქმრობამდე.
- ის რომ გაქრე ჩემი ცხოვრებიდან, მოიმიზეზე საქმე და წადი, დავიღალე იმის მოსმენით თუ როგორ გამიმართლა, რა იდეალური ხარ. - თავადაც არ ვიცი რას ვროშავ ან საიდან მომაქვს ეს სიტყვები.
- ახლა ერთით ერთია კესო, მაგრამ იმ სხვაობით რომ მე არ ვეგოისტობ ჩემს ოჯახზე. - უცებ იხდის და მხოლოდ საცვლით წვება.
- ასე აპირებ ძილს? - დაუფიქრებლად ვეკითხები და ვგრძნობ როგორ მოიმატა პულსაციამ ჩემს სხეულში.
- მე სულ ასე მძინავს, არ მითხრა რომ შუა აგვისტოში რაიმე გინდა ჩავიცვა საწოლში...
- მე ხომ მაცვია პიჟამოები ხოლმე.
- და გგონია ის მოკლე შორტი ან მაისური რამეს გიფარავს? - იცინის, მერე საწოლიდან დგება და მიახლოვდება. - ნუ მიწვევ კესო, გაჩუმდი და დაწექი... მხოლოდ ორი ღამის გაძლება მოგიწევს დღეს და ხვალ, თან ორი საწოლია შეერთებული და არა მგონია გადმოვიდე შენთან, თუ რათქმაუნდა არ მთხოვ.
- არასოდეს. - ქვედა ტუჩს აწვალებს და მაკვირდება, ღმერთო ოღონდ ეხლა დაწვეს და ნუ მაყურებინებს ამ სიშიშვლეს, ხმას აღარ ამოვიღებ.
- რაო კესო, შენმა შინაგანმა ქალმა იგრძნო ძვრები თუ შენში ქალი არ ცხოვრობს. - იცინის და როგორც იქნა წვება, შუქს ვაქრობ და სიბნელეში ვიცმევ პიჟამოებს რომ ვახომ ვერ დამინახოს, რაც შემიძლია კუთხეში ვწვები. - ძირს გადავარდები, გითხარი არ გადმოვალ შენს საწოლში თქო.

დილით ადრიანად მეღვიძება როგორც ყოველთვის და ვგრძნობ როგორ ვეხები ვახოს მხარს, მის მხარზე მიდევს თავი და ხელი აქვს ჩემთვის შემოხვეული... ჯანდაბა კესო როდის ისწავლი ნორმალურ ძილს... რაც შემიძლია ნელა ვიშორებ ვახოს ხელს და საწოლიდან ვძვრები.
-გაპარვა არ გამოგივიდა ფხიზელი ძილი მაქვს. - ზურგს უკან მესმის ვახოს ხმა და რადგან საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა მისკენ ვტრიალდები.
- აბა შენს საწოლში არ გადმოვალო? რას მეკრობოდი ზედ.
- მე კესუნა, ეს შენ იყავი ჩემს ტერიტორიაზე... შენი ხელები მეხვეოდა და ფეხი ისე უხერხულად გედო ნახევარი ღამე ვერ მეძინა, კაცი ვარ და ჰორმონები მაწვებოდა. - ისე სწრაფად დგება, გაოცებისგან პირს ვაღებ... მთელ სხეულზე ცეცხლი მეკიდება და სწრაფად ვაქცევ ზურგს, მესმის მისი სიცილის ხმა, იქამდე არ ვტრიალდები სანამ ოთახიდან არ გადის. სწრაფად ვემზადები, ხელ-პირს ეზოში ვიბან და სამზარეულოში შევდივარ, აშკარად ვერც ეზოს ცივმა წყალმა მიშველა.
- კესო, კარგად გეძინათ დე? თუ გინდა ჩემი და მამაშენის ოთახს დაგითმობთ. - სანამ რამეს ვიპასუხებ ვახო მასწრებს, ზურგს უკან მიდგება.
- იდეალურად სიდედრო, მეორე საწოლი ზედმეტიც კი იყო. - დათოს და ირაკლის სიცილის ხმა რომ მესმის მინდა მივტრიალდე და ვახო დავახრჩო. - ასე არ იყო საყვარელო?
- რათქმაუნდა ძვირფასო ქმარო - ვტრიალდები და სახეს მის მკერდში ვმალავ, არ მინდა ყველამ დაინახოს ჩემი გაცოფება.
- რა მორცხვი მყავხარ კესუნა. - მეუბნება და თავზე მკოცნის.
– რა საჭიროა ასეთი სცენები?! – ვჩურჩულებ მაშინ, როცა ყველა მაგიდასთანაა და მე პურით სავსე თეფში მიმაქვს ვახოს კი თავისი ყავა. ვახო ჩემ გვერდით ჩერდება, ისე რომ სხეულით ოდნავ მეხება.
-რა სცენა კესუნა? – მეუბნება ისე, რომ მხოლოდ მე კი არა მთელს ოჯახს ესმის.
- ოჰოო, შეხედე რაა, კესო როგორ ცდილობს თავისი დიქტატურის დაყენებას. - ამბობს ირაკლი და ყველა სიცილს იწყებს. დათო ლოყაზე იდებს ხელს და თვალს გვიკრავს.
- ნუ გერიდებათ შვილებო, ახალგაზრდობა ასეთია უნდა შეირგოთ.
- დათო ენა, შენც ირაკლი. -თვალებს ვუბრიალებ ორივეს.
- კარგი კესუნა, რა მოხდა ახალდაქორწინებული აქ მყოფი ყველა იყო და იციან როგორც ხდება. - ჩაი მცდება და ხველას ვიწყებ... ვახო ზურგზე მეფერება. - ზემოთ აიხედე ჭერში ნათლიაა.
- მადლობა ძვირფასო. - ვეუბნები და ფეხზე ფეხს მთელი ძალით ვაჭერ.
- ხო მართლა გუშინ ისე მომხიბლა შენმა წინადადებამ სიმამრო ნადირობასა და თევზაობაზე რომ მამაჩემს ჩავაბარე მნიშვნელოვანი შეხვედრა და ჩვენც კვირის ბოლომდე ვრჩებით.
- რას ვაკეთებთ ვახო? - ისეთი ხმით ვეკითხები ყველა მე მიყურებს.
- იმას, რასაც გუშინ ღამე მთხოვე, კვირის ბოლომდე ვრჩებით. - უდარდელად მპასუხობს და სიცილის ახალი ტალღა უვლის სუფრას... ვდგები და ვახოს მივმართავ.
- ვახო ორი წუთით შეგიძლია გამომყვე. - თხოვნაზე უფრო ბრძანებასავით ჟღერს.
- ვახო გინდა გიშველო? - მამაჩემიც კი ხუმრობის ხასიათზეა.
- არა სიმამრო, ერთი კოცნა აგვარებს. - ისევ ყველა იცინის მე კი უკვე მოთმინების ფიალა მევსება... ჩემს ოთახში შევდივართ და კარს ვხურავ
- რა ჯანდაბას აკეთებ? მე წასვლა გთხოვე და შენ მთელი კვირა რჩები? - ვცდილობ ტონი ვაკონტროლო.
- შენ კი მთხოვე სიტყვებით მაგრამ შენი სხეული მთხოვს რომ დავრჩე.
- მომშორდი, არც კი მომიახლოვდე. - ნაბიჯს უკან ვდგამ ვახოც მომყვება, რაც უფრო უკან ვიხევ უფრო ამცირებს მანძილს... ბოლოს წონასწორობას ვკარგავ და ვცდილობ ვახოს ჩავეჭიდო ისიც მომყვება და ორივე, საწოლზე ვეცემით. წამით ვშეშდებით და ზემოდან მაკვირდება, კარს ჩემი ოთხი წლის დისშვილი ნატალია გლეჯს რომელსაც ზურა მოსდევს.
- ბოდიში გვრიტებო. - გვეუბნება და სწრაფად ხურავს კარს.
- ღმერთო რა სირცხვილია, ადექი დროზე. - ხელებს ვურტყამ რომ მომშორდეს... სწრაფად გავდივარ ოთახიდან და სააბაზანოში ვიკეტები.

შუადღისას ნინა მოდის და ოთახში ვიკეტებით... ერთადერთია ვისთანაც თამაში არ მიწევს.
-რა სცენები ვნახე ეზოში? აბა შეთანხმებაო?
- ხო და ზუსტად ეგ შეთანხმებაა რის გამოც ნახე როგორ მკოცნიდა ცხვირზე, მეხვეოდა და კიდევ მეძახდა საყვარელოს. - ნინა ისეთი სახით მიყურებს, თითქოს არ სჯერა ჩემი.
- არა და ისეთი კარგები ხართ ერთად.
- ნინა მისმინე, ეს ყველაფერი მგუდავს... ეს თამაში მისი თამამი შეხებები, გუშინ ძილში ზედ ავეკარი და ყველაზე მეტად ჩემმა სიმშვიდემ შემაშინა მის მკლავებში.
- მოგწონს? - მეკითხება თუ დასკვნა დადო ვერ ვიგებ.
- არა, მისი შეხებები მაფორიაქებს, აქამდე მამაკაცი ასე მხოლოდ ფილმში მინახავს ის კი ჩემი გამოუცდელობით სარგებლობს... მეთამაშება, აფორიაქებულს მტოვებს, გგონია მე ვალში ვრჩები?! ალუბლის მურაბიანი ყავა დავალევინე, მერე საჭმელში ცოტა მეტი მარილი ვუქენი, მანქანის გასაღები დავუმალე და გიჟივით ეძებდა. - ნინა სიცილს იწყებს.
- მისი შეხება თუ გაფორიაქებს ესე იგი გინდა შეგეხოს, ალბათ რომ სცადოს ჩაადნები ან ბოლოს შენ იძალადებ.
- უგრძნობი უნდა იყო ეგეთ კაცს ნახევრად შიშველს ხედავდე და არ მოგინდეს, სუნთქვა მეკვრის აბაზანიდან პირსახოც შემოხვეული რომ გამოდის. - საწოლზე ვიშოტები და ჩემს თავს ვიჭერ ვახოს მიმართ მოზღვავებულ ვნებებში. კარზე კაკუნი გვაწყვეტინებს ჭორაობას, ზურა შემოდის და შუაში გვიჯდება.
-აბა რაზე ჭორაობდით? - წარბებს გვითამაშებს. - ვიცი გამოცდილებას გიზიარებდა არა ნინაკო.
- იდიოტო. - ნინა ბალიშს ურტყამს.
- ნუ გეშინია შენც გეღირსება საბას ალერსი... წამოდით ახლა ყავა გააკეთეთ, ის ფუნთუშები რისთვის მოიტანე რომ ვუყურო? - საწოლიდან გვაგდებს და გარეთ გამოვყავართ, ნანა უკვე აკეთებს ყავას.
- კესო ვახო როგორ ყავას სვამს?
- ვახო ყავას მხოლოდ დილაობით სვამს, ამიტომ ვკითხავ მაინც. - საერთოდ არ მაქვს ახლა აივანზე გასვლის სურვილი, მაგრამ რას გავაწყობ, ვახო ჩაფიქრებული ზის და ჰორიზონტს უყურებს. - ვახო... ვახოო გესმის?
- ხო, რა ხდება. -ფხიზლდება და უცნაური მზერით მაკვირდება.
- ყავას დალევსო ნანამ?
- თუ ალუბლის მურაბის გარეშე იქნება, შენს მოდუღებულს დავლევ. - მიღიმის და სამზარეულოში ვბრუნდები, ყავას მე ვუკეთებ თავადაც არ ვიცი რატომ, ყველანი აივანზე ვზივართ ვახო ნინას გამომცხვარ ფუნთუშას იღებს ხელში და წამში ვაცლი, ყველა გაოცებული მაკვირდება ფუნთუშას ვყოფ და რომ ვრწმუნდები ალუბლისაა უკან ვუბრუნებ.
- მე შევამოწმე. - ვუხსნი მაგრამ მხოლოდ მას და არა სხვებს. - მარწყვის არ ყოფილიყო შენ ხომ ალერგია გაქვს.
- სუნით მივხვდებოდი მარწყვს და არ შევჭამდი მაგრამ.... - ჩერდება თითქოს სიტყვებს არჩევს. - მადლობა, ზრუნვისთვის.
- რისი მადლობა, შენზე ზრუნვა ჩემი... -თითს ტუჩებზე მადებს და მაჩუმებს, ისევ ის წყეული ჟრუანტელი მივლის ტანში და ხმას ვერ ვიღებ, თითქოს ყველა გაქრა ჩვენს გარშემო, მხოლოდ მე და ვახო ვართ.
- დაგვინდეთ აქ დაუქორწინებელი ხალხი, დავიფერფლეთ თქვენი რომანტიკის ყურებთ, არა ნინაჩკა? - ზურას სიტყვები გვაფხიზლებს... მე ლოყები მიწითლდება და ვახო ისევ ხელს მხვევს.
- ნუ აწითლებთ ჩემს მორცხვ კესუნას.
- ვაიმე ვახუნა, აწი ფრაზებს გავაკონტროლებთ შენი კესუნასთვის. - ისევ ზურა პასუხობს და საბედნიეროდ მამა ეძახის ბიჭებს შეშა გაამზადეთო.
- ვახო, შეშის დაჩეხვა იცი, თუ არ იცი არ ჩაერიო არ შემარცხვინო იცოდე. - ვმხიარულდები უცებ.
- მიყურე და დატკბი. - თვალს მიკრავს და კიბეზე ჩარბის.

უკვე შუა ღამეა და საწოლში ვწევარ, ეზოში კი ისევ ისმის ქეიფის ხმები, ვახო რომ შემოდის თვალებს მაგრად ვხუჭავ მაგრამ შუქს არ ანთებს... ჩუმად წვება საწოლში.
-კესო გძინავს? - ვფიქრობ ვუპასუხო თუ არა, იქნებ ცუდად არის.
- არა, ვერ დავიძინე ეზოში ხმაურია.
- ხვალ წავალ მე, შენ თუ გინდა დარჩი... ვიტყვი რომ ტიტე ვერ ეხმარება მამას.
-რატომ? - მისკენ ვტრიალდები.
- არ მინდა დაგღალო, რთული იქნება მთელი კვირა ბედნიერი წყვილის როლის თამაში, სახის კუნთები მტკივა. - თითქოს ჩემს ფიქრებს კითხულობს.
- მეც წამოვალ.
- დარჩი, დატკბი ოჯახთან ყოფნით, ორ დღეში ჩამოვალ. - მინდა ჩავეხუტო მაგრამ რაღაც მაკავებს.
- დილამდე დავფიქრდები.
- კარგი ტკბილი ძილი.
- შენც. - ისეთი მშვიდია ჩვენი დიალოგი რომ ვიბნევი.
დილით ვახოზე ბევრად ადრე ვდგები და ჩანთებს ვალაგებ, ჩემებს ვახოს ჩამოსვლამდე ვუხსნი სიტუაციას.
-დილა მშვიდობის. - მშვიდად ამბობს და გვერდით მიჯდება. - არ ვიცი კესომ თუ გითხრათ წასვლა მიწევს.
- მეც მოვდივარ. - მიყურებს.
- ხომ გთხოვე დარჩი და ორ-სამ დღეში მოვაგვარებ ჩამოგაკითხავ.
- წამოვალ, რაღატომ უნდა გატარო წინ და უკან. - ვუღიმი და ომლეტს თეფშზე ვუდებ.
- როგორც გინდა.

***
თავს წიგნის კითხვით ვირთობ, ოთახში ვახო რომ შემოდის და მახსენებს.
– მოემზადე, დღეს კორპორატიულ საღამოზე მივდივართ. - მაკვირდება. - არ გახსოვდა?
– და ვინ იქნება იქ? - იხტიბარს არ ვიტეხ და ვდგები, კარადისკენ მივდივარ
– ჩემი თანამშრომლები, პარტნიორები… მეგობრებიც.
– კარგი, მოვემზადები... მეგონა ჯერ დრო მქონდა.
-რვაზე იწყება და უკვე ოთხი საათია, მაგრამ შენ ხომ ყველაფერს სწრაფად აკეთებ... სალონში არ ეწერები?
- არ მინდა, მსუბუქ მაკიაჟს თავადაც კარგად ვიკეთებ.-კარადასთან მივედი და ორი კაბა ჩამოვხსენი. ერთი შავი იყო – მოკლე და სადა, მეორე – ცისფერი, გრძელი და ჰაერივით მსუბუქი. ვიფიქრე, რომ შავი თავდაჯერებას შემმატებდა, მაგრამ ცისფერს რომ ჩავიცმევდი, თითქოს ჩემს შინაგან სამყაროს გამოვიტანდი გარეთ.
– ცისფერი უხდება შენს თვალებს, – მომესმა ვახოს ხმა, თითქოს ჩემს აზრებს კითხულობდა.
– მაშინ ცისფერს ჩავიცვამ. - არ ვიცი რატომ ვეთანხმები.
– დამჯერი როცა ხარ, მაშინ უფრო მომწონხარ, – მის ხმაში უცნაურ ნოტებს ვიჭერ.
– როცა მშვიდად ხარ, შენც უკეთესი ხარ, – ჩუმად ჩავილაპარაკე და მივხვდი, ჩემი ხმაც აღარ იყო ისეთი მშვიდი. ამ დროს კარზე სალომემ დააკაკუნა.
– შემოდი, – ვთქვი, მშვიდად... თითქოს შველა გამოჩნდა საიდანღაც.
– მაპატიეთ, ხელი ხომ არ შეგიშალეთ?
– კი, სხვათა შორის… – ვიგრძენი, როგორ მომხვია ვახომ წელზე ხელი, სითბო მის თითებში და ჟრუანტელი ჩემს ზურგზე ერთმანეთს შეერწყა.
– მაპატიე, მაგრამ ჩემი რძალი უნდა წავიყვანო. კაბა უნდა შემარჩევინოს საღამოსთვის.
ერთ თვიანი თანაცხოვრების განმავლობაში ვახო ყველასთან გულთბილი და ყურადღებიანი ქმრის როლს ირგებდა. ვერ ვხვდებოდი, როგორ შეეძლო ერთდროულად ასეთი მზრუნველი და მაინც... ისეთი ცივი ყოფილიყო, თითქოს ზოგჯერ ის უფრო უადვილდებოდა რომ ცივი დაყენებული სახით ელაპარაკა.
– აი, რა კარგია ქმარი მე უკვე შევურჩიე შენს რძალს, – თქვა ვახომ და ჩაიცინა.
– რომელი? – იკითხა სალომემ.
– აი ეს... მის უძირო და დამატყვევებელ ცისფერ თვალებს უხდება, არა?
– მართლა უხდება, – დაემოწმა სალომე, ვიგრძენი, როგორ გადაყლაპა ვახომ ნერწყვი და ტუჩებზე ენა გადაისვა, აი ისე რაღაც ძალიან გემრიელის მოლოდინში რომ ხარ.
სალომე ხან ერთ კაბას იცვამდა, ხან მეორეს. ეტყობოდა – უნდოდა, რომ თვალისმომჭრელი ყოფილიყო. უნდოდა, რომ ჯანოსთვის თავი მოეწონებინა – ვახოს ერთ-ერთი მეგობრისთვის.
– ამაღამ გაიცნობ ჯანოს. იცი, რა სიმპათიურია?
– ჩვენს ქორწილზე არ იყო ხო, ჯვარი მაგიტომაც არ დავიწერეთ.
– არა, ჩამოსვლა ვერ მოახერხა. ის და ტიტე – ჩემი ძმის საუკეთესო მეგობრები არიან... სკოლიდან მეგობრობენ.
-სალო ჯანო მოგწონს? - თვალები უსევდიანდება.
- რა აზრი აქვს ის ბავშვად აღმიქვამს.
– აი ეს წითელი კაბა ძალიან მოგიხდება, გულგრილს ვერავის დატოვებს. – ვუთხარი და გულწრფელად გამეღიმა.
– ასე ფიქრობ?
– რათქმაუნდა, ისეთი თვალისმომჭრელი იქნები, გულგრილს ვერავის დატოვებ, მითუმეტეს ჯანოს. - ოთახში ვბრუნდები და თავადაც ვემზადები, სარკის წინ ვტრიალებ და ერთ თვეში შეცვლილ კესოს ვაკვირდები, გაზრდილს, დაქალებულს და თითქოს დინებას მიყოლილს არა და დათოს დავპირდი არ დავნებდებოდი.

***
ოთახში შესულს კესო უკვე მზად დამხვდა, სადად აწეული ქერა თმა ძალიან უხდებოდა მაგრამ მე მხრებზე უსწორმასწოროდ დაყრილი უფრო მომწონდა მისი ჩალისფერი ტალღები.. პირველად შემეკრა სუნთქვა ქალის დანახვისას, ხო ქალის იმიტომ რომ ჩემს წინ სრულყოფილი ქალი იდგა, წამით ვინატრე ახლა ვინმე შემოსულიყო ოთახში, რომ მისთვის რაიმე კომპლიმენტი მეთქვა და ისე რატომ არ შემიძლია, როცა მარტოები ვართ ამ კედლებს რატომ აღვმართავ...
თითქოს იმ წამს მამჩნევს კესო და ჩემკენ მოდის, ყელზე ნაზად მხვევს ხელებს.
-არ შეიმჩნიო ღია კარში ბებია გვიყურებს. - ისე მიხამხამებს თვალებს ვდუმდები.
- როგორ არა ჩემო საყვარელო, ისე მომეწონე დავმუნჯდი, შენი სილამაზე მადუმებს... - წამით ვყოყმანობ, ვუთხრა თუ არა. - რაღაც მინდა გთხოვო.
- რა? - ინტერესით მაკვირდება.
- ჩემი აზრით შენი ჩალისფერი თმა, მხრებზე უსწორმასწოროდ დაყრილი უფრო გიხდება.
- მართლა? ახლავე მთავრია რა მოგწონს შენ ჩემო ძვირფასო ქმარო. - მშორდება და თმას იშლის, ჩემს წინ ტრიალებს და ამ ჯერად მართლა არ ვიცი რა გავაკეთო, იმდენად მიჩნდება მისი კოცნის სურვილი.
- შენ... შენ ისეთი ლამაზი ხარ ნამდვილ ქალღმერთს გავხარ.
- რომელს?
- ათეს, იცი რისი ქალღმერთია?
- არ მაინტერესებს მორჩი, დაამთავრე ფარსი წავიდა უკვე ბებია. - ზურგს მაქცევს და სარკის წინ თმას ისწორებს მე არ ვნებდები.
- ათე - ცბიერების, გონების დაბნელების და ტყუილის ქალღმერთია ბერძნულ მითოლოგიაში... მხოლოდ ერთი ჩვევა აკლია რაც შენ გაქვს, გესლს არ ანთხევს. - თვალს ვუკრავ და ჰალსტუხს ვეჯაჯგურები... ხელს მაშვებინებს და თვითონ მისწორებს.
- არც შენ ჩამომრჩები ვახტანგ. - ცერებზე იწევა და ყბაზე მკოცნის, მერე თვალს მიკრავს და ოთახიდან, თეძოების ქნევით გადის, მე კი ვრჩები მისი შეხებისგან სუნთქვა შეკრული.

***
წამით მომეჩვენა რომ ვახოს მართლა მოვეწონე და ის სიტყვები ყალბი არ იყო... ფაქტია რომ ჩემი შეხებაც ისევე მოქმედებს მასზე როგორც მისი ჩემზე.
მანქანაში არცერთი ვსაუბრობთ, უბრალოდ ჩემი ხელი უჭირავს და მტევანზე მეფერება.
მალევე მივდივართ რესტორნამდე და ვახო მძღოლზე ადრე მიღებს კარს და გადასვლაში მეხმარება... სალომეს ნერვიულობას ვამჩნევ და ვცდილობ არ გამეღიმოს.
ვახოს ხელკავი გამოვდე და დარბაზში შევედით. ეს ჩვენი პირველი საჯარო გამოჩენა იყო როგორც წყვილის. ამიტომ ყველას ინტერესი ჩვენზე იყო მომართული, თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობდი. ჩვენს გვერდით მდგომი მაგიდიდან გავიგონე, როგორ გადაულაპარაკა ერთმა მამაკაცმა მეორეს:
-ახლა მესმის, რატომ მალავდა ბატონი ვახტანგი ცოლს ასე საგულდაგულოდ... მართლა ქალღმერთია.
ვიცოდი, ვახოსთვის ეს შეფასება სიამაყის და სიამოვნების მიმნიჭებელი უნდა ყოფილიყო, არც შევმცდარვარ უცებ გაიშალა მხრებში და გაიღიმა.
დარბაზის ბოლოში მდგომმა ტიტემ, შეგვნიშნა და სასიამოვნო გარეგნობის ბიჭსაც აჩვენა რომ მოვედით, ორივე ჩვენკენ დაიძრა.
-ოოო ვახტანგ, ამას მიმალავდი, ბიჭო? - ვახომ ჩვეული მშვიდი ტონით უპასუხა.
-შენ არ ჩამოხვედი, თორემ მე არ დამიმალავს არავინ.
- მოდი პატარა შესწორებას შევიტან არ არა, ვერ ჩამოვედი, ახლა ხომ აქ ვარ... გამაცანი ჩემი რძალი.
- კესო, გაიცანი, ეს ჯანოა, ჩემი ბავშვობის მეგობარი... აგერ უკვე ოცი წელია ვერც ეს და ვერც ტიტე ვერ მოვიშორე.
- ვახო, რა უემოციო ხარ… ცოლს ასე როგორ მიმართავ. - ღიმილით დაადო მხარზე ხელი ჯანომ,
- „კესო“ , რა არი რო?
- ნწ, არა აბა დაუძახე, ჩემო ძვირფასო, სიყვარულო, სიცოცხლევ. ასე ხომ უფრო ესიამოვნება ადამიანს ? - აშკარად ეტყობოდა, ჯანომ ყველაფერი იცოდა და ამ წამით უბრალოდ სარგებლობდა, არ უშვებდა შანსს, რომ ვახო გაემწარებინა.
-სასიამოვნოა, ჯანო, შენი გაცნობა, - ვუთხარი და ხელი გავუწოდე.
- ჩემთვისაც... მართლა ძალიან ლამაზი ხარ. ფერია ხარ, სხვა ვერაფერს ვიტყვი. - ვახო დაიხარა და ყურში ჩუმად, მაგრამ ირონიული ღიმილით მითხრა.
- ფერია კი არა... მოსიარულე კატასტროფა ხარ. - მე კი ხმამაღლა ვუპასუხე.
- მადლობა კომპლიმენტისთვის, ჩემო ძვირფასო ქმარო. - ვახომ თვალები აატრიალა რაზეც ტიტეს და ჯანოს გაეცინათ, სალომე თითქოს სხვაგან იყო, ისევ ისე ჩუმად უყურებდა ჯანოს და დადგა მისთვის ნანატრი წამი, ჯანომ შეამჩნია.
- სალომე, ეს შენ ხარ? არ მჯერა. - გაოცებული სახე მიიღო.
- ხოო… - მხოლოდ ერთი სიტყვის თქმა მოახერხა დაბნეულობისგან.
- ვაუ, როგორ გაზრდილხარ და გალამაზებულხარ.
- მადლობა. აღარ ვარ, ესე იგი, მახინჯი იხვის ჭუკი? - უცებ აუწითლდა ღაწვები.
- ჯანო! გახსოვს, როგორ გეუბნებოდი, როგორც იხვის ჭუკი გადაიქცა გედად, სალომეც ეგრე იქნება-მეთქი? შენ კი არ გჯეროდა.
- კარგი, ტიტე... ვაღიარებ, შეცდომა იყო, სალომეს სილამაზეში ეჭვის შეტანა. - მუსიკა ჩაირთო და ჯანომ სალომე გაიწვია საცეკვაოდ, შორიდან ვუყურებდი როგორ ელაპარაკებოდა ჯანო ის კი მსუბუქი ღიმილით უქნევდა თავს.
ტიტე და ჯანო გარშემო ყველაფერს სიმსუბუქეს მატებდნენ... ისე გავიდა დრო ვერც შევნიშნე, ბექა მოგვიახლოვდა და ცეკვა მთხოვა. თვალი ვახოსკენ გავაპარე მან მხოლოდ ერთხელ, უმნიშვნელოდ გადააქნია თავი, არ უნდოდა, რომ თანხმობა მეთქვა.
-გვაპატიე, ბექა, მაგრამ მე შენზე ადრე ვთხოვე, - უთხრა ჯანომ და ხელი გამომიწოდა.
- კარგი, ჯანო... შენთან კონკურენცია არ ღირს.
მე და ჯანო საცეკვაოდ გავედით. დარბაზი ოდნავ ჩამქრალი იყო, სინათლე მხოლოდ შუაგულ სივრცეზე ეცემოდა. ჯანო მიცინოდა, თან უცნაური მზერით მაკვირდებოდა.
-რა ხდება, ჯანო? - ვკითხე და დავაკვირდი.
- იდიოტია, ჩემი მეგობარი. - მითხრა და გამიცინა.
- რატომ?
- რომ ვერ გხედავს, ასეთ ანგელოზივით გოგოს რომ ვერ გამჩნევს.
- იქნებ ვერ მხედავს კი არა, არ მხედავს.
- ჰო, ეგ უფრო…
- აი, შეხედე, მოდის შენი ძმაკაცი, თან ისეთი სახე აქვს.
- მართლა რა სახით მოდის, ალბათ შენთან ცეკვა უნდა.
- იმას უფრო დავიჯერებ რომ შენ უნდა გეცეკვოს ვიდრე მე - მე და ჯანო სიცილს ვიწყებთ, ვახო გვიახლოვდება, ჯანომ თავაზიანად გამიშვა ხელი და ვახოს გადააბარა... სხეულზე ისე უცებ ამიკრო, სუნთქვა დამავიწყდა.
- ტანგო იცი? - ჩურჩულით მკითხა.
- თვითნასწავლი ვარ, იმედია პროფესიონალურ ცეკვას არ მომთხოვ. - მისი ყოველი მოძრაობა, ყოველი ვნებიანი შეხება ერთიანად მაცლიდა ძალას სხეულიდან. ისე დადიოდნენ მისი ხელები ჩემს სხეულზე, თითქოს უკანასკნელად მეფერებოდა...
ცეკვის დასასრულს, ვახომ თმაში ხელი შემიცურა და შუბლზე ნაზად მომეყრდნო. თვალებში მიყურებდა და ვხვდებოდი, რას გეგმავდა. არ მეშინოდა, ვიცოდი, ეს კოცნა მხოლოდ საზოგადოებისათვის იყო გათვლილი და სინამდვილეში არაფერი შეიცვლებოდა... მაგრამ ჩემს სხეულში ქარიშხალი ამოვარდა. ყველაფერი აირია. მეგონა, რომ მალე მის ხელებში გონებას დავკარგავდი. მაგრამ არა — ძლიერი აღმოვჩნდი.
იქ მყოფებზე მეტად გაოცება ტიტეს, ნაინას და ჯანოს სახეზე აღიბეჭდა. ყველანი ფიქრობდნენ, რას აკეთებდა ვახო, მაგრამ ყველაზე მეტად მე მიკვირდა და მაფორიაქებდა ეს ყველაფერი.
ვახომ ხელი ჩამკიდა და ისევ ჩვენს მაგიდას დავუბრუნდით.
– ერთი იდეა მაქვს, ოღონდ ყველა უნდა დამთანხმდეთ, – თქვა ჯანომ.
– რა იდეა, ჯანო? – ჰკითხა ვახომ.
– საგურამო.
– ეხლა? – თვალები გაუფართოვდა ტიტეს.
– ხო, ეხლა. აი აქედან ავდგეთ და წავიდეთ. არაყი და რაღაცეები მანქანაში მაქვს.
– შენ მზად ყოფილხარ, – ჩაეცინა ნაინას.
– ანუ მივდივართ? – გაბრწყინდა ჯანო.
– კი, მივდივართ. - მე და ვახო ჯანოს მანქანაში ვიჯექით, უკანა სავარძელზე. სალომე წინ იჯდა. ვუყურებდი ვახოს და ვცდილობდი გამომეცნო, რას გეგმავდა...
მალე საგურამოში ვიყავით – ჩვენს სახლში. სალომეს მანქანაში ჩაეძინა, ვახომ ფრთხილად საწოლში დააწვინა და უკან ეზოში დაბრუნდა.
მხრებზე მისი პიჯაკი მომაფარა.
– მადლობა, ვახო, მაგრამ აქ მზრუნველი ქმრის როლის თამაში არ არის საჭირო. სიმართლე ყველამ იცის.
– იქნებ არ ვთამაშობ? იქნებ მართლა მინდა ვიყო მზრუნველი ქმარი...
– ვერ ვხვდები, რის მიღწევას ცდილობ. ჯერ ის ცეკვა, მერე კოცნა, ახლა ეს პიჯაკის მოფარება... - უკვე მზად ვარ ვიყვირო.
– მე შენი ქმარი ვარ. მომწონს ეს როლი. მე თუ არა, შენ მაინც ჩემი ცოლი ხარ, ძვირფასო ცოლო.
– მართალი ხარ, ძვირფასო ქმარო.
– მე რა გთხოვე? - აშკარად სიმშვიდეს ინარჩუნებს.
– შენ არ გითხოვია, მიბრძანე.... - სახლიდან გამოსული ნაინა რომ დავინახე ვახო გავაჩუმე სანამ რამეს მეტყოდა. -კარგი გვეყო, მოდიან.
გვარიანად შემთვრალი არიან ბიჭები ჯანო სახლში რომ შევიდა და უკან გიტარით ხელში დაბრუნდა, ხარხარით დაიძახა:
-ვახტანგ, ნახე რა ვიპოვე!
- არა ჯანო, შანსი არაა, — სიცილით ხელები ასწია ვახომ.
- კარგი რა, ერთხელ, რა იქნება, გავიხსენოთ ჩვენი თინეიჯერობა. - ჯანო ისევ თავისას აწვებოდა.
- მხოლოდ ერთხელ... — ამოიოხრა ვახომ და გიტარა ნაზად მოირგო მუხლებზე. - და რა ვიმღერო?
- „ირინოლა“ - ჩემდაუნებურად წამომცდა და ტანში უცნაურმა ჟრუანტელმა დამიარა.
ვახომ გიტარას თითები გადაატარა. პირველივე აკორდზე გული საშინელი ძალით ამიძგერდა.
მისი ხმა რბილად, ოდნავ დაბალი ტონით გაისმა — თითქოს საკუთარ თავისაც ერიდებოდა.

„ სუყველაზე ლამაზი შენი თვალის ფერია,
შენზე უსაყვარლესი ქვეყნად არაფერია.

ყვავილების ნამქერი შესევიან ლელიანს,
მე რომ გელი იცოდე, ასე არსად გელიან.

მე რომ გელი იცოდე, ასე არსად გელიან.

ყელს შეგაბამ მარგალიტებს,
ყველა ჩემი ცრემლია,
სიყვარულში იცოდე, მწუხარებაც ბევრია.

ყვავილების ნამქერი შესევიან ლელიანს,
მე რომ გელი იცოდე, ასე არსად გელიან

მე რომ გელი იცოდე, ასე არსად გელიან.

ყველა ფერზე ლამაზი, მაინც შენი ფერია,

მე მიყვარხარ იცოდე, ასე არსად მღერიან.
შენზე უსაყვარლესი, ქვეყნად არაფერია
ყვავილების ნამქერი, შესევიან
ლელიანს... „

ვუყურებდი ვახოს რომელსაც მთელი სიმღერის მანძილზე თვალი არ მოუშორებია და ყველა სიტყვა, ყველა ბგერა თითქოს ჩემი იყო, გულში მთელი ძალით მებეჭდებოდა და სისხლს მიყინავდა...
თითქოს მხოლოდ ჩემთვის მღეროდა, პირველად და უკანასკნელად...
მისი ნამღერი სიყვარულის ახსნასავით ჟღერდა...
მე რას ვგრძნობდი, მთელს ცხოველთა სამყაროს აედგა ფეხი ჩემს სხეულში...
„ მე მიყვარხარ იცოდე, ასე არსად მღერიან.
შენზე უსაყვარლესი, ქვეყნად არაფერია...“
ამ მონაკვეთის დროს ისეთი თვალებით მიყურებდა თითქოს უნდოდა სამუდამოდ დამმახსოვრებოდა, ჩემში აღბეჭდილიყო...
და მან ეს შეძლო...
იმ წამს გავიაზრე რამხელა ადგილი ეკავა ჩემს გულსა და გონებაში...
ობლად ჩამოგორებული ცრემლი მოვიწმინდე და ზუსტად ვიცი, დაინახა. ამიტომ ამარიდა თვალი.
მაგრამ მხოლოდ ჩვენ არ შეგვიმჩნევია ეს ყველაფერი, სხვებმაც შენიშნეს და სიტუაციის განმუხტვის მიზნით, ჯანომ დაიწყო საუბარი.
-ჩემს არ ყოფნაში გისწავლია გიტარაზე დაკვრა. - ვახომ ჯერ ჯანოს შეხედა მერე მე.
- ვაი, შე საცოდავო, ხომ არ დაგავიწყდა როგორ მეხვეწებოდი მასწავლე, გოგონების გულს მოვიგებო.
- მერე რომ გესწავლებინა იქნებ მეც მყოლოდა ახლა გულისსწორი. - ტიტეს მზერას ვაყოლებ თვალს და ვხედავ როგორ საუბრობენ ის და ნაინა თვალებით... ვდგები და ვახოს თავის პიჯაკს ვუბრუნებ, მერე ფეხზე ვიხდი.
- სანამ ჩხუბს დაიწყებთ ჯობია გაგეცალოთ, მთვრალი ხალხის პანიკური შიში მაქვს.
- კარგი რძალო, რას გვკადრებ. - იცხადებს ტიტე. - მთვრალი კი არა დალეულები ვართ ჩვენ.
- ანუ ოთახში არ ამოვიდე? - მეკითხება ვახო.
- სახლი შენია ძვირფასო ქმარო, ოთახიც, შეგიძლია ამოხვიდე.
- ცოლი? - გზაში მაწევს კითხვას და ეშმაკურად მიღიმის.
- ეგეც, ძვირფასო ქმარო. - მეც ვუცინი, არ ბრაზდება ისევ მიცინის.
- არ გაცივდე ფეხსაცმლის გარეშე. - ისე ვსაუბრობთ თითქოს არავის ესმის, მხოლოდ ჩვენ ვართ.
- ვახუნა, ნუ გავიწყდება რომ სოფელში გავიზარდე და არა ბროლის სასახლეში... -სახლში შესვლამდე ვგრძნობ მის მზერას, ერთი სული მქონდა ამ კაბას როდის მოვიშორებდი, კარადაში ვახოს მაისური ვიპოვე და გადავიცვი. ვერანდაზე გავედი ნაინაც იქ იყო, აშკარად არც მას ეკარებოდა ძილი.
- კესო არ გინდა ვისაუბროთ?
- ყავას ან ჩაის დალევ? მოვიტან და ვისაუბროთ.
- ჩაის, ყავისთვის გვიანია. - ორ ფინჯან ჩაის ვაკეთებ და ნაინასთან ერთად ვჯდები საქანელა სკამზე. - კესო რა ხდება თქვენს შორის, ეს აღარ არის ქორწინება კონტრაქტით.
- არ ვიცი ნაინა, არც მე... რა გითხრა საიდან დავიწყო. - მხრებს ვიჩეჩავ.
- ქორწინებიდან კესო, რატომ დასთანხმდი?
- რატომ? სხვა გამოსავალი არ მქონდა მეთქი რომ გითრა დამიჯერებ?
- როგორ თუ არ გქონდა, ვახომ გაიძულა? -ისეთი სახით მკითა, სწრაფად უნდა გამომესწორებინა ჩემი ნათქვამი.
-არა, ვახო იყო ჩემი გამოსავალი, კარგი პერსპექტივა მომავლისთვის, ჩემი ოცნებებისთვის... თუ არ იქნებოდა ვახო, იქნებოდა სხვა კაცი რომელიც არ ვიცი მომცემდა თუ არა სწავლის უფლებას... მართალია დათომ მითხრა მისი და ნანას იმედი მქონოდა მაგრამ მათი ტვირთი ვერ გავხდებოდი.
– ანუ ვახო არ მოგწონებია? - ეშმაკური მზერით შემომხედა.
– სიმართლე გითხრა, არც კი შემიხედავს, როგორი იყო. პირველივე შეხვედრისას ისე მელაპარაკა, ყველა გზა მომიჭრა მისი მოწონების.
– როგორც მამაკაცი არ მოგწონს?
– კარგი რა, ნაინა. ვახო რომ არ მოგეწონოს თავისი ვიზუალით, მაშინ ბრმა უნდა იყო ადამიანი.
– ანუ სიმპათიურია?
– რა თქმა უნდა... მაგრამ ისე უხეშად მექცევა, მას შემდეგ რაც სოფლიდან დავბრუნდით, რომ მისი სიმპათიურობა არაფრად მიღირს..
– და დღეს? რაც მოხდა?
– არ ვიცი, რა ვთქვა. ჯერ ის ცისფერი კაბა ამირჩია – "ეს ჩაიცვი “ო. მერე თმა გამაშლევინა – "ასე უფრო გიხდებაო", ბექასთან ერთად ცეკვაზე უარი მითხრა, ტანგო... კოცნა... მიუხედავად იმისა, რომ მარტო ვიყავით ეზოში, თავისი პიჯაკი მომახურა – "არ გაცივდეო". მერე სიმღერა... და როცა ვუთხარი: ძვირფასო ქმარო-თქო, არ გაბრაზდა – უბრალოდ გამიღიმა...
– საინტერესოა.
– მე ეგ ვახო არ ვიცი, ნაინა. ის, ვისაც ვიცნობ, სულ მეჩხუბება. არასდროს მექცევა თბილად როცა მარტოები ვართ, მიბრძანებს კესო ეს არ გააკეთო, კესო ასე არ ქნა... ყოველთვის მიზეზს პოულობს, რომ რაღაც მითხრას. ვერ ვხვდები, ეს თამაშია თუ...
– აი, მე პირიქით – ძალიან თბილ და მხიარულ ვახოს ვიცნობ.
– ნეტავ ოდესმე გავიცნობ მაგ ვახოს?
– მე გაგაცნობ.
– როგორ? - გამეღიმა მის გულწრფელობაზე.
– იცი, ტიტეს მშობლები თავიდანვე ჩვენი ქორწინების წინააღმდეგი იყვნენ. მამამისმა ქონებაც კი წაართვა. მე კი არავინ მყავდა – ბავშვთა სახლიდან ახალ, წამოსული ვიყავი. 20 წლამდეც, იმიტომ დამტოვეს, რომ პატარა ბავშვებს ვუვლიდი... როცა ორივე მარტო დავრჩით, როცა ყველაფერი დავკარგეთ და არსად წასასვლელი აღარ გვქონდა, მაშინ ვახომ და მისმა ოჯახმა მიგვიღო, უჩამ სალომესავით შემიყვარა, ვახომ დად მიმიღო, ბინა სადაც ვცხოვრობთ ვახომ გვიყიდა მე და ტიტე უარზე ვიყავით მაგრამ ბარბის აჩუქა, ტიტე საუკეთესო თანამდებობაზე მოაწყო და მუშაობს, მეც მიშოვნა სამსახური, ბარბარეს ნებისმიერ დროს იტოვებს ბებია.... ის ოჯახი მომცეს რომელიც არასდროს მქონია.
ახლა მესმოდა ტიტეს სიტყვების არსი, ყველას არ უმართლებს ოჯახშიო.
– მინახავს ვახოს ეგ სახე, მაგრამ არა ჩემთან... ჩემს ოჯახთან, მეგობართან...
– იცი, როგორი კეთილია? უბრალოდ... სიყვარულის გამოხატვა არ შეუძლია. ოჯახი მისთვის ყველაფერია. სალომეს გამო ყველაფერს გააკეთებს. ალბათ ამიტომაც ეშინია ჯანოს თავისი გრძნობების გამხელისა.
– რაა?! ჯანოს? სალომე? - სიხარულით ტაში შემოვკარი.
– უი... წამომცდა... არ უნდა მეთქვა... - ნაიამ შეიცხადა როცა გაიაზრა. – ტიტესთვისაც კი არ მითქვამს, დავპირდი ჯანოს.
– მე შეგიძლია მენდო.
– ჯანოს პატარაობიდან უყვარს სალომე. მის დასავიწყებლად წავიდა ამერიკაში. მაგრამ...
– დღეს მეც შევნიშნე, როგორ უყურებდა.
– სალომესთან არ წამოგცდეს, გთხოვ.
– როგორ არ ვუთხრა?! იცი, როგორ მიყვებოდა, რომ ჯანო მას ყოველთვის ბავშვად აღიქვამდა?
– ანუ... სალომესაც უყვარს?
– ჰო... როცა ჯანო ამერიკაში მიდიოდა, შორიდან უყურებდა და ტიროდა...
– ესე იგი ჯანოს არ მოჩვენებია და სალომე აეროპორტში იყო?
– ზუსტად!
– ჰოდა, ეგენი უნდა დავაჯახოთ!
– აბა რას ვიზამთ!
– მაგრამ ჯანოს როგორ ვუთხრა, რომ საიდუმლო ვერ შევუნახე?
– ჯანო თვითონ მოგიყვება, მალე. დამიჯერე... ასე ვერ გაიგებს რომ შენ მითხარი.

***
-ვახო, რა ხდება? -ჯანოს მშვიდი ხმა ჰქონდა, მაგრამ მისი ნათქვამი კითხვას არ გავდა.
-რა ხდება, ჯანო? - მისთვის არ შემიხედავს ისე ვუპასუხე, კითხვაზე, კითხვით.
-ეს ყველაფერი რას ნიშნავს? თავს ნუ ისულელებ. აი, ახლაც, შენთან ვსაუბრობთ და შენ ისევ მას უყურებ. კარში როგორ შევა, როგორ ჩაივლის... მისი სიტყვებიც კი არ გაბრაზებს.
აბა მითხარი – რა ხდება?
-კარგი რა, ჯანო... არაფერია. და საერთოდ... ეს თქვენ არ გეხებათ. - ხელი ავუქნიე და ჭიქა ავიღე.
- ვახო, კესო შეგიყვარდა? - ჯანოს სიტყვები განაჩენივით გაისმა ჩემთვის.
- არა. - ვთქვი მტკიცედ მაგრამ ვისთვის ეს უკვე საკითხავი იყო, ჩემს თავს ვარწმუნებდი თუ მათ.
- ვიცნობთ შენს თვალებს, ვახო. დიდხანს ვერ დამალავ.
- არა-მეთქი, ჯანო. არა! - დაძაბული სიჩუმე ჩამოწვა.
-ოდესმე შეგიხედავს კესოსთვის როგორც ქალისთვის? - ტიტეს კითხვაზე დავფიქრდი და გაუაზრებლად ვუპასუხე.
- თითქმის ყოველთვის... – ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე – მაგრამ ვერ მივცემ თავს უფლებას... მე მისი ღირსი არ ვარ.
- ღირსი?! ვახო, მის გვერდით ხარ. და რაც დღეს გააკეთე...
- ვიცი... სასმელმა მძლია... თავი ვერ შევიკავე.
- მერე რას აპირებ? - არ ნებდებოდა ტიტე... ის და ჯანო ორი გამომძიებელივით მიტარებდნენ დაკითხვას.
- რაც შეიძლება მყარი კედელი უნდა ავაშენო, ჩვენ შორის. ეგ იქნება სწორი... მისთვისაც და ჩემთვისაც.
- და ისევ ცივად მოექცევი? ყოველთვის მიზეზს იპოვი რომ ეჩხუბო და რომ დაშორდე არ ჯობს? რას ტანჯავ ან იმ გოგოს ან შენს თავს. - ტიტეს მოთმინება აევსო და ხმას აუწია.
- შენ საიდან იცი?
- ვიცი ვახო, არც ყრუ ვარ და არც ბრმა.. იმასაც ვხედავ რომ ახლა კესო ვერ იძინებს. ვერანდაზე ზის, მარტო და გელოდება. არ ვიცი, რას ეძებს შენში ან რა იპოვა მაგრამ იმ გოგოს ერთხელ მაინც თუ აგრძნობინო რომ მისი ადამიანი ხარ, თავდავიწყებით შეგიყვარებს თუ უკვე არ უყვარხარ. - ტიტეს სიტყვებზე გულის არეში ტკივილი ვიგრძენი.
- მას არც მოვწონვარ... - არ ვიცი ამ უარყოფით ბიჭებს უფრო ვარწმუნებდი თუ ჩემს თავს.
- გააცანი ნამდვილი ვახო.. - მითხრა ტიტემ.
- მას უყვარხარ, მისი თვალები ერთხელ მაინც თუ გინახავს როცა გიყურებს?
- მათში მხოლოდ მადლიერებაა. - ჯანო ტიტეს მიუბრუნდა და უთხრა.
- „შეაყარე კედელს ცერცვიო“ ზუსტად ამაზეა ნათქვამი.

***
ბიჭები ჯერ კიდევ სვამდნენ, მათი ხმა არ მესმოდა მაგრამ ვერანდიდან ვხედავდი, წამით თითქოს ვახოც მიყურებდა..
ნაინა ოთახში შევიდა, დაღლილობისგან ითიშებოდა, მე ვერ ვიძინებდი, მგონი ჩემი გონება მიეჩვია ვახოს ლოდინს.
ისევ საქანელა სკამზე დავჯექი და ზურგით მივეყრდენი, ნელა ვქანაობდი.
ვფიქრობდი ყველაფერზე — იმაზე, რაც იყო და რაც უკვე აღარ იქნებოდა.
როგორ უცნაურად შეიცვალა ჩემი ცხოვრება. ერთი თვის წინ მქონდა სახლი, საკუთარი ოთახი და ბალიში, რომელშიც თავს ჩავრგავდი და ცრემლებს გასაქანს ვაძლევდი, ახლა კი ეს ყველაფერი აღარ იყო ჩემი.
ახალი სახლი მქონდა...
ახალი ოჯახი...
ახალი როლი...
მაგრამ თავს კომფორტულად არ ვგრძნობდი, ალბათ იმიტომ რომ ის ადამიანი არ იყო ჩემი ვის გამოც ამ ცვლილებებს ბედნიერი უნდა შევხვედროდი.

არ მახსოვს, როდის ჩამეძინა.

დილით საწოლში გამეღვიძა. ოთახში მარტო ვიყავი. ნეტა ვინ შემომიყვანა, ვახომ? თუ ვიღაც სხვამ? ეს გაურკვევლობა არ მომწონდა უნდა გამერკვია.
ვახო ისე შემოვიდა ოთახში, თითქოს მისთვის კარი ყოველთვის ღია იყო. დაღლილი და ფერმკრთალი ჩანდა.
-ვახო, როგორ ხარ?
- პახმელიაზე ვარ… თავი მისკდება, ძალა არ მაქვს, ძაან ცუდად ვარ რა. - მივუახლოვდი.
- აშკარად ძაან ცუდად ხარ იმდენი ილაპარაკე. წავალ, მინერალურ წყალს მოგიტან.
- მადლობა.
ქვემოთ რომ ჩავედი, ოთხეული უკვე საუზმობდა.
-დილა მშვიდობისა. - მივესალმე და მაცივარი გამოვაღე, წვნიანის ინგრედიენტებს ვეძებდი.
- ვახო როგორაა? - მკითხა სალომემ.
- პახმელიაზე. ცუდად.
- ჰო, სულ ეგრეა, ჯერ ბევრს სვამს, მერე ნანობს. - ჩაიბურტყუნა ტიტემ.
- მე მივხედავ... წვნიანს გავუმზადებ და კარგად იქნება.
- აბა რას იზამ, შენი ქმარია, უნდა მიხედო. - გამიცინა ჯანომ. - ჩვენ სასეირნოდ ვაპირებთ გასვლას, ულამაზესი ტყე აკრავს გარშემო აქაურობას, მაგრამ გეცოდინება თაფლობის კვირა ხომ აქ გაატარეთ.
-თაფლობის კვირა? - ჩავეკითხე.
- ხო, ერთი კვირა დარჩით ასე არ იყო... მაგრამ იქნებ არც იცი, ვახუნა გიშვებდა ოთახიდან საერთოდ? - ჯერ ვიგრძენი როგორ გავწითლდი მაგრამ მერე ვალში არ დავრჩი.
- შენ რა კარგად გცოდნია ვახოს შესაძლებლობები, ერთად დაძვრებოდით ადრე? - თვალი ჩავუკარი.
- ენა რომ არ გქონდეს ყვავები წაგიღებდნენ.
- არ ელოდი ჯანო? ვახუნამ არ გითხრა რქებს და კუდს რომ ვმალავ?
- კი მაგრამ არ დავუჯერე. - ტიტე, ნაინა და სალომე უკვე ბოლო ხმაზე იცინოდნენ.

სანამ წვნიანს ვამზადებდი, დანარჩენები სასეირნოდ წავიდნენ, წვნიანი ორივესთვის გადმოვიღე, ლანგარზე დავალაგე და ოთახში წავიღე...
ოთახში არ დამხვდა. ვერანდაზე იჯდა, უსასრულობას გაჰყურებდა, თითქოს იმ სივრცეში პასუხებს ეძებდა.
-ვახო, საუზმე მოგიტანე.
- მადლობა, მაგრამ არ მშია... ახლა მინერალური მიშველის მხოლოდ.
- ვახო, ეს პახმელიას მოგიხსნის სერიოზულად გეუბნები. გემრიელი წვნიანია მე გავაკეთე.
- შენ? - უცნაურად შემათვალიერა და მაგიდასთან დაჯდა.
- ხო, რა აქამდე არ გიჭამია ჩემი გაკეთებული საჭმელი?
- როგორ არა, უბრალოდ... - სათქმელს არ ასრულებს, წვნიანზე გადააქვს მზერა.
- არ მოგწამლავ ნუ გეშინია, ნახე მეც ვჭამ.
- სხვები სად არიან? - თემას ცვლის.
- სასეირნოდ წავიდნენ.
- კარგი, ვჭამოთ და ჩვენც გავყვეთ.
- არა, ვახო, დღეს დაისვენე. ცუდად ხარ.
- კარგად ვარ... შემიძლია სიარული.
- ჯერ წვნიანი, მერე წამალი. მერე დავილაპარაკოთ, ვის რა შეუძლია.
- კარგი… როგორც შენ იტყვი. - დამეთანხმა და ისევ ჩემი დაკვირვება დაიწყო. - ჩემი მაისური ისე გიხდება...
მხოლოდ მაშინ შევხედე საკუთარ თავს რომ ისევ მისი მაისური მეცვა.
-თუ კარგად მოიქცევი… გაჩუქებ - დაამატა ღიმილით.
- როდის ვიქცევი ცუდად? ჩემი მზრუნველობა გაკლია, ძვირფასო ქმარო? რას ვაკეთებ არასწორად?
- კესო… ეს შენი მზრუნველობა, სითბო… არ მჭირდება. არც მითხოვია - გაღიზიანებულმა მითხრა
- იცი… მე არ ვიცი სხვანაირად როგორ უნდა მოვიქცე, თუ რამე პასუხისმგებლობას ვიღებ ბოლომდე უნდა დავიხარჯო... დილის ყავაც კი მნიშვნელობას იძენს ჩემთვის რადგან ვიცი მის გარეშე სახლიდან არ გადიხარ. თუ შენ ცუდად ხარ — მეც ცუდად ვარ.
მაგრამ გთხოვ…
ნუ იფიქრებ ისე, თითქოს ჩემი გრძნობები თამაშია.
ნუ იქცევი ისე, თითქოს ეს ყველაფერი არ გადარდებს, გაღიზიანებს ჩემი მზრუნველობა? ის გაღიზიანებს რომ ახლა წვნიანი გაგიკეთე და შენზე ვიზრუნე?! არ მიანიჭო ამას მნიშვნელობა წარმოიდგინე რომ ამას შენი ცოლი კი არა დაქირავებული მსახური აკეთებს. თუ ეს გაგაბედნიერებს და დაგამშვიდებს, ჩემი ნაბიჯების ხმასაც ვერ გაიგებ. - საუბარი მობილურის ხმამ შეგვაწყვეტინა, ბებია იყო და უპასუხოდ ვერ დავტოვებდი, ხმამაღალზე ჩავრთე.
-კესო როგორა ხართ ბებო, სალომე და ვახო სად არიან რომ არ მიპასუხეს.
- კარგად ბე, სალო სასეირნოდ არის და ვახოს ტელეფონი დაუჯდა...
- ჩემი მეგობრის შვილიშვილს გაუგია უკვე რომელ უნივერსიტეტში მოხვდა და შენ არ იცი ჯერ?
- არა ბე და როგორც კი გავიგებ დაგირეკავ.
- კარგი, გაგვაგებინე მე და უჩა გელოდებით. - როგორც კი გათიშა ინტერესით აღსავსე მზერა ვიგრძენი.
- არ ნახავ?
- დათო ნახავს და დამირეკავს, არ შემიძლია გული გამისკდება... ბოლომდე შეჭამე ეგ წვნიანი, კარგად გახდები.
-შენ?
-რა მე? - თვალის არიდება ვცადე და აივნისკენ წავედი.
-არ გააგრძელებ ჭამას?
- მადა აღარ მაქვს, თან მსახურებზე როდიდან ღელავ. - კოვზს ხმაურით დებს და ფეხზე დგება.
- ეგრე ნუ ამბობ, შენ ჩემი ცოლი ხარ... ცო - ლი! - ხმას აუწია და ჩემსკენ წამოვიდა.
- მხოლოდ ქაღალდზე და ოჯახის წინაშე. - აივნის მოაჯირს ავეკარი, ისე შეამცირა ჩვენს შორის მანძილი, მკერდით ერთმანეთს ვეხებოდით.
- თავიდანვე გითხარი რომ ყველაფერი შენზე იყო დამოკიდებული.
- ურთიერთობა არის ორი ადამიანის, ორივემ უნდა გააკეთოს თანაბრად. – ისევ ტელეფონის ზარი გვაწყვეტინებს, დათოა... ტელეფონს მართმევს და პასუხობს.
- გისმენთ დავით, აბა როგორი ამბავია, ეჭვიც არ მეპარება რომ ზუსტად ის არის, რაც უნდოდა მაგრამ თვითონ ისეა ენა გადაყლაპა.
- კესო, გილოცავ! ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ხარ, იურიდიულზე — სრული დაფინანსებით...
-მადლობა დათ. - მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე და ბედნიერების ცრემლებმა თავისით იპოვეს გზა... ვიგრძენი როგორ მომხვია ვახომ ხელები და გულში ჩამიკრა.
- გილოცავ, ზუსტად ვიცოდი გამოგივიდოდა. - ხმა უცნაურად მშვიდი ჰქონდა, თითქოს მართლაც სჯეროდა ჩემი და ამ ყველაფერმა გააბედნიერა... - ხომ ხედავ თურმე არ ვიყავი საჭირო, ოცნებები ჩემს გარეშეც ხდება...
- არა, - ისე მტკიცედ ჟღერდა ჩემი ხმა, მომიშორა და დამაკვირდა. - შენ რომ არ ყოფილიყავი სხვა ქმარი იქნებოდა რომელიც არ ვიცი მომცემდა თუ არა ამის უფლებას...
- მე რომ არ ვყოფილიყავი, ნეტავ რა იქნებოდა?

***
ყველაფერი იდუმალი სიზმარივით სწრაფად ხდებოდა უნივერსიტეტში რეგისტრაცია, გავიარე... ჩემი უარყოფის მიუხედავად სალომემ მაინც წამიყვანა საყიდლებზე, ვახო რასაც ვირჩევდი უკმაყოფილო სახით აკვირდებოდა.... საგურამოდან დაბრუნების შემდეგ სულ ასე იქცევა, იმ დღეს საუბარი არ დაგვასრულებინეს და მერე თითქოს ვახოს აღარ სურდა თავს მარიდებს.

როცა პირველად მივყავდი უნივერსიტეტში — იმდენად ვიყავი გახარებული, რომ მის ცივ საუბარს მაშინ ვერ მივაქციე ყურადღება. მერე უკან მობრუნებულმა მანქანაში არაფერი მკითხა... არაფერი.
ვიჯექი მის გვერდით და ველოდი...
უბრალო კითხვას — „აბა, როგორი იყო შენი პირველი დღე?“ არაფერი უთქვამს.
თითქოს ჩემმა სიხარულმა მისი სივრცე დაამძიმა.
მე ხმა არ ამომიღია, იმიტომ რომ ვიცოდი — თუ დავიწყებდი, შეიძლება ჩემში საბოლოოდ ჩამკვდარიყო პატარა, პაწაწინა, ახალ აშენებული ბედნიერება... რასაც სწავლის დაწყება ერქვა.

უკვე ორი კვირა იყო რაც უნივერსიტეტი დაიწყო და ვახოს ერთხელაც არ უკითხავს როგორ ვიყავი, როგორ მიდიოდა სწავლის საქმე... ოთახშიც მხოლოდ მაშინ შემოდიოდა როცა მეძინა.
-კესარია, გძინავს?
- არა, ჯერ არ მძინავს... მაგრამ არ დაგელაპარაკები, ვერც იგრძნობ რომ აქ ვარ. - ჩემს ნათქვამს აიგნორებს.
- ხვალ ჩემი კლასელების შეკრებაა, მაგრამ არ ვიცი წავალ თუ არა.
- მაინც გაგიმზადებ ტანსაცმელს, მაგრამ მითხარი რა გაგიმზადო.
- შენთვისაც გაიმზადე. - მითხრა მშვიდად და დაწვა.
- მეც მოვდივარ?
- თუ წავალ მოდიხარ... პერანგი არ მინდა უფრო თავისუფლად ჩავიცმევ.
-კარგი.
- ტკბილი ძილი კესო. - თითქოს თავის თავს ებრძოდა ეთქვა თუ არა ჩემთვის კიდევ რამე.
- ტკბილი ძილი.

უნივერსიტეტიდან რომ მოვედი, სახლში რაღაც უცნაური სიჩუმე იყო.
-ლალი, სახლში არავინაა?
-ბატონი ვახოს, მეგობრის ლევანის ოჯახთან ერთად წავიდნენ წყნეთში , შეიძლება არც დაბრუნდნენ დღეს, ან გვიან დაბრუნდნენ. - დაბნეულმა მიპასუხა მსახურმა.
- კარგი. - ნელი ნაბიჯებით ავედი მეორე სართულზე და პირდაპირ ვახოს კარადისკენ, წავედი.
ცისფერი პოლო მაისური გამოვიღე გრძელ მკლავიანი და მუქი ლურჯი ჯინსიც დავუდე გვერდით.
ჩემთვის კი შავი კაბა გადმოვიღე — სადა, მუხლს ოდნავ ჩაცდენილი, თითქოს არაფრისმთქმელი, მაგრამ ძალიან ჩემი.
სარკეს შევხედე და მეჩვენა, რომ თვალებს ვეღარ ვცნობდი, საკუთარ თავს ვერ ვცნობდი,
ის გოგო, ვინც ახლა სარკეში მიყურებდა, უფრო ფრთხილი იყო — თითქოს იცოდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი უნდა მომხდარიყო. ან უკვე მოხდა, უბრალოდ ჯერ ვერ იგებდა რა.
სააბაზანოდან პირსახოცით გამოვედი რადგან არავის ველოდი სახლში, კარში მდგომი ვახო ისეთი სახით მიყურებდა, მეგონა მოჩვენება დაინახა... ალბათ მეც ზუსტად ისეთი სახე მქონდა.
-ასე ადრე არ გელოდი... - ძლივს დავარღვიე სიჩუმე.
- გეტყობა... - აშკარად ვერც თვითონ უყრიდა აზრებს თავს, ჩემსკენ ნაბიჯი რომ გადმოდგა პირსახოცს მაგრად ჩავეჭიდე, გაიცინა... - ნუ გეშინია, არ ვაპირებ შენს შეხებას... ჩემს პირსახოცს ავიღებ და სტუმრების ოთახში გავალ.
- აქ შედი, შენს გამოსვლამდე მზად ვიქნები. - ღმერთო რა ჯანდაბა მჭირს ნაბიჯს რატომ ვერ ვდგამ, რამ გამაშეშა.
- ხალათს ჩაიცმევ? - მკითხა და ღრმად ჩაისუნთქა უცებ მიტრიალდა და ზურგით დადგა... სწრაფად შემოვიხსენი პირსახოცი და ხალათი ჩავიცვი, სარკეში შევნიშნე როგორ ძლიერ დაეხუჭა თვალები და გამეღიმა.
- ჩავიცვი... - საწოლთან ვიდექი უკვე, სააბაზანოს მაგივრად ჩემსკენ წამოვიდა... წელზე ხელი მომხვია და მკერდზე ამიკრო, მეორე ხელი კისერზე შემიცურა, სუნთქვა შევწყვიტე იმის მოლოდინში რის გაკეთებას აპირებდა, შუბლით - შუბლზე მომეყრდნო და აშკარად დამშვიდებას ცდილობდა, მისი აჩქარებული სუნთქვა თანდათან თანაბარი გახდა, გულისცემაც შემცირდა... გამშრალი პირი ძლივს გავაღე.
- ისუნთქე კესო, არ გაიგუდო...
- შენი სუნთქვა გვეყოფა ორივეს, ძვირფასო ქმარო... - ჩემს სიტყვებს თითქოს აზრზე მოყავს მშორდება და სააბაზანოში იკეტება, იქედან მესმის როგორ იგინება და რაღაცას ფეხს ურტყამს...
სხეულში თითქოს რაღაც ნამსხვრევებად მექცა, თავადაც არ ვიცოდი რა ხდებოდა, ცრემლები რატომ მდიოდა ან რა უნდა გამეკეთებინა, ჩემი ნივთები სწრაფად ავიღე და სტუმრების ოთახში შევიკეტე... „ არ გაბედო კესო, გიკრძალავ არ იტირო, მაგ კაცის გამო ერთი ცრემლიც კი არ გადმოაგდო, არ არის შენი ცრემლების ღირსი... არ მისცე უფლება რომ გატკინოს, იქეთ ატკინე შენი ბედნიერებით, შენი სიმშვიდით. „ ვუმეორებდი ჩემს თავს მაგრამ ცრემლებს ვერ ვაჩერებდი.
სარკის წინ დავდექი და ცრემლებით სავსე თვალებში ჩავხედე კესოს...
იმ კესოს, ცოტა ხნის წინ მზად რომ იყო მთელი არსებით გამხდარიყო იმ კაცის რომელიც უარყოფს...
მერე გავუღიმე...
თვითონაც გამიღიმა და მითხრა თუ მე ვუთხარი არ ვიცი...
-შენ ვახო შეგიყვარდა! - ეს არ იყო შეკითხვა, არც აღიარება ეს განაჩენი იყო...
- მე ვახო შემიყვარდა! - ეს უკვე აღიარება იყო, რომლისთვისაც სასჯელი მელოდა, მაგრამ სასჯელი შვება იქნებოდა თუ პირიქით სიმძიმე ეს არ ვიცოდი.
- კი მაგრამ როდის? როგორ? რანაირად? - ვიდექი სარკის წინ და კითხვებს ვუსვამდი ჩემს თავს, ამაზე მეტად რაღას უნდა გავეგიჟებინე.
- დაფიქრდი... - ცრემლები შევიმშრალე და გავიღიმე, ჩემს თავს სისუსტის უფლებას აღარ ვაძლევდი.
უკვე თითქმის მზად ვიყავი ვახო ოთახში რომ შემოვიდა, ღმერთო, ხუთი წუთის წინ რომ გეგმას ვსახავდი სიძლიერის რატომ ქრება როცა მის მწვანე ირისებს ვაწყდები.
-გეძებდი...
- არსად დავკარგულვარ, უბრალოდ თავისუფლად სუნთქვის საშუალებას გაძლევ. - მხრები ავიჩეჩე და ყელსაბამი მივაწოდე, ზურგით დავუდექი, ისე თითქოს არაფერი მომხდარა ცოტა ხნის წინ. ყელსაბამიდან თითები კაბის ელვაზე გადააქვს და ჩერდება.
- რატომ შავი? - სარკეში ვუყურებთ ორივე.
- დახვეწილია, ლამაზი, კლასიკური... ზუსტად ისეთი ქალი ვარ ამ კაბაში შენ რომ შეგეფერება.
- შენ რა იცი მე როგორი ქალი შემეფერება ჩემს წარმოსახვაში? - თვალებში ცეცხლი ენთება.
- გადაშლილი წიგნი ხარ ძვირფასო ქმარო.
- ნუთუ? ჩემი წაკითხვა შეგიძლია ძვირფასო ცოლო? - ელვა ბოლომდე შემიკრა მაგრამ ხელს არ უშვებდა.
- შენ შენივე დაწესებული საზღვრების გადმოლახვის გეშინია... ზოგჯერ შენს პრინციპებს ვერ ჯობნი, გონებას და სხეულს შორის გაიჭედე. - ვხედავ როგორ იძაბება.
- ასე ფიქრობ? - მისკენ შევტრიალდი და ჩიხში აღმოვჩნდი.
- კი არ ვფიქრობ, ვხედავ... რა გგონია ვახო იმიტომ რომ შენი შეხება მაფორიაქებს როგორც ქალს, რაიმეს მოვითხოვ შენგან?! არა არ ვაპირებ, გახსოვს რა მითხარი?
- მე ბევრი რამ გითხარი...
- მითხარი რომ ყველაფერი ჩემზე იქნებოდა დამოკიდებული, მაგრამ მე არ ვაპირებ ისე მოვიქცე როგორც შენ გეგმავ და როგორც შენ გინდა... მე ვარ ქალი, მართალია გამოუცდელი და შენი ვნებიანი შეხებები მაბნევს მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ შენგან წასვლას ვერ შევძლებ თუ დარჩენას არ მთხოვ. - ცერებზე ვიწევი და ტუჩებს ყელში ვაკრავ, კოცნით მივუყვები ყურისკენ და ტუჩებს კბილებით ვანაცვლებ, წამით ვშორდები და ვაკვირდები როგორ უჩქარდება სუნთქვა, გაქცევას ვაპირებ როცა მიჭერს და მთელი ვნებით მკოცნის... ვგრძნობ რომ ეს არანაირად აღარ გავს პირველ, ფრთხილ კოცნას ახლა უფრო მომთხოვნია უფრო მეტს ელოდება... მშორდება, მიყურებს და მეუბნება.
- თუ თამაშს აპირებ მოწინააღმდეგე სწორად უნდა შეაფასო. - მაისურის საყელოს ვუსწორებ, ტუჩებიდან თითით ჩემი პომადის კვალს ვაშორებ და თეძოების ქნევით გავდივარ ოთახიდან.

რესტორნამდე უცნაურ მზერას ვგრძნობ, არ მესაუბრება, არაფერს მეუბნება უბრალოდ მიყურებს... შევდივართ და მაგიდისკენ მივდივართ, იმდენი უცნობი თვალი მაშტერდება, ვახო ყველას ესალმება და ჩვენს ადგილს ვიკავებთ...
-ვაუ, რძალო რა ლამაზი ხარ. - ჯანოს ვუცინი.
- ნაინა შენც იგივე გითხრა? - ნაინასაც ეცინება.
- ზუსტად, სიტყვა-სიტყვით.
-ცუდი გოგონები ხართ, აღარ გეტყვით კომპლიმენტს. - ვითომ გვიბრაზდება, აღარ გვიყურებს. ჩვენს წინ მჯდომი გოგონა, სახელად თამთა ვახოს უყურებს და მერე გვერდით მჯდომს ეუბნება.
- არ მეგონა ვახო ასე მალე თუ დაოჯახდებოდა... ის ისეთი... იყო.
- როგორი თამთა? ასე გქვია ხო? - ვეკითხები და თვალს მისწორებს.
- ისეთი სიმპათიური, გოგონების გულთამპყრობელი. - ვახოსკენ ვიხედები რომელიც ირონიული მზერით მაკვირდება... ვერაფრის თქმას ვასწრებ, მის უკან ისე დგება ბექა და ამბობს:
- კესარიასნაირი ქალი რომ გამოჩნდეს ჩემს ცხოვრებაშიც მეც დავთმობდი, ყველას და ყველაფერს თამთა.
- მართალი ხარ ბექა, მაგრამ კესო ერთია და ისიც ჩემი ცოლია უკვე.
- ყველას შენნაირად არ უმართლებს ვახო. - გაუცინა ბექამ და ჩემს პირდაპირ თამთას გვერდით დაჯდა... ყველას ყურადღება მაგიდისკენ მომავალმა ბიჭმა მიიპყრო, გვერდით უსაყვარლესი წითური გოგონა მოყვებოდა.
- ლევან? - ვახოს ხმამ ისე გაიჟღერა, რომ წამსვე მისკენ მივტრიალდი, ასეთი ბედნიერი იშვიათად მინახავს... ვახო, ტიტე და ჯანო ერთიანად წამოიშალნენ.
- შე, გაიძვერავ აბა სწავლა არ დამიმთავრებიაო?
- მაგრამ, ჩამოვედი... თუ აქ ვიპოვი რამეს რომ რეზიდენტურა დავამთავრო, ალბათ აღარც წავალ. - თქვა ბიჭმა და მე და ნაინას გადმოგვხედა. სანამ ვახო გამაცნობდა ბიჭს, თამთას ნათქვამი გავიგე.
- შესანიშნავი ოთხეული ისევ შეიკრა. - ბექას უთხრა და ორივემ გაიცინა.
- ესენი არიან? გეფიცები სულ ვიცოდი რომ თქვენ ულამაზესი ცოლები გეყოლებოდათ. - თქვა ლევანმა და ჩვენკენ წამოვიდა. - ლევან გელაძე.
- კესო, ვახოს ცოლი. - გავუცინე და ხელი გავუწოდე, ჰქონდა ამ ბიჭს რაღაც რაც თავს კომფორტულად გაგრძნობინებდა.
- შენ ნაინა, ტიტემ ჯადო გაგიკეთა თუ რანაირად?
- რა ვიცი, სულ მეგონა შენ მოგწონდი იმდენს მელაპარაკებოდი. - თბილად ჩაიკრა ნაინა გულში.
- ეს ტატიანაა, ჩემი საცოლე. - წითურმა ყველას გაგვიღიმა... ლევანი ჩემს გვერდით დაჯდა. - კესო სწავლობ ხო.
- კი ეხლა დავიწყე, ორი კვირაა... ვცდილობ შეჩვევას შენც ამ სამეულისავით ბიზნესი დაამთავრე? - ისე ლაღად ვუპასუხე თითქოს მთელი ცხოვრებაა ვიცნობ.
- არა, მე კარდიო-ქირურგი ვარ, რეზიდენტურას ვამთავრებ, ტატიანა გინეკოლოგი.
- სამედიცინო ოჯახი, თუ გულზე რაიმე პრობლემა შემექმნება შენი იმედი აუცილებლად მექნება. - მიცინის ჩემთან ახლოს მოდის და მეუბნება.
- შენი არ ვიცი და ვახო, მალე გახდება ალბათ ჩემი პაციენტი... ნახე როგორი სახით ზის მგონი გულში ჩხვლეტას გრძნობს.
- ვახო, კარგად ხარ? - ვეუბნები და ფეხზე ხელს ვადებ.
- კი, კარგად ვარ, უბრალოდ შენი ასე ღრმად ამოჭრილი კაბა მაწუხებს. - დაბალი ხმით მეუბნება.
- ჩემი კაბა კი არა ალკოჰოლი და ჰორმონები გაწუხებს. - ვუღიმი და თვალს ვუკრავ... ბექა გვიახლოვდება, ჩემს უკან ჩერდება.
- კესარია, დამდებ ცეკვის პატივს. - ამჯერად აღარ ველოდები ვახოს პასუხს ისე ვდგები და კაბას ვისწორებ, დაე დაიწვას ვახო... მართალია არ მსიამოვნებს ბექას კომპანიაში ყოფნა მაგრამ მინდა ვახოს ამ სახეს და ანთებულ თვალებს ვხედავდე, ვუყურებ როგორ ეძაბება ყბები და როგორ ცლის ზედიზედ მეორე ჭიქა ვისკის... მერე დგება და თამთას ხელს უწვდის აქ უკვე მე ვგრძნობ გულში ჩხვლეტას, მაგრამ ვახო თამთასთან ცეკვას არ იწყებს ჩვენკენ მოდის, ჩვენს წინ ჩერდება.
- მარტო რომ არ დარჩე ბექა თამთა მოგიყვანე, ჩემს ცოლს კი მე უნდა ვეცეკვო... - მის ხმაში, ეჭვიანობის და სიბრაზის ნოტებს ვიჭერ, ბექას ხელს ვუშვებ და ვახოს მკლავებში ვინაცვლებ. - ხომ გითხარი, ჩემთან თამაშს არ გირჩევ თქო.
- მე არ გეთამაშები, უბრალოდ ვცდილობ ბედნიერი ვიყო და გავერთო.
- აშკარად კარგად ვერ შევაფასე შენი როგორც ქალის შესაძლებლობები... - მეჩურჩულება და ყურთან მკოცნის, სხეულში ცეცხლი მენთება. - იმაზე ბერვად საშიში ხარ ვიდრე მეგონა.
-გთხოვ მეტი აღარ დალიო აშკარად ბევრს ლაპარაკობ. - თვალები ემღვრევა.
- უფრო მეტს დავლევ.
- მერე ისეთი რამ რომ წამოგცდეს რისი აღიარებისაც გეშინია? - ნიშნის მოგებით ვეკითხები.
- მაინც?
- არ ვიცი, შენი შეშები შენზე უკეთ არავინ იცის ძვირფასო ქმარო. - ყბა ეჭიმება და თითებს ნიკაპზე მკიდებს.
- მე რა გითხარი ეგრე ნუ მეძახი-თქო.
- რატომ, გული გიწუხდება როცა გახსენებ რომ ჩემი ქმარი ხარ? თან ძვირფასი. - მოწყვეტით მკოცნის და მაგიდასთან ვბრუნდებით... ლევანი ტაშს გვიკრავს.
- აი ასეთი სრულყოფილი წყვილი ცოტა თუ მოიძებნება... პირდაპირ სიყვარულს აფრქვევთ თვალებიდან. - ვახო სკამს მიწევს და რომ ვჯდები თავად ლევანს უტრიალდება.
- ხომ არ მოვწიოთ? თან დავილაპარაკოთ. - მართლა შესანიშნავი ოთხეულივით მიდიან, აივნისკენ.
- ნაინა მაკიაჟი ხომ არ შევისწოროთ? - ვეუბნები და ისიც ხვდება რომ მინდა აქაურობას გავეცალო, ბექას და თამთას მზერას მოვშორდე... საპირფარეშომდე, აივნის კარი უნდა გავიაროთ, ღია კარში მესმის ლევანის და ვახოს ხმა.
- კარგი რა, ძმაო, ბოლოს და ბოლოს ცოლი გყავს. - ეუბნება ლევანი, ნახევრად ხუმრობით.
- ჰო, ქაღალდზე. – ხმაში ხრინწი ეპარება ვახოს... ვშეშდები.
- რა თქვი?
- რაც გაიგე. ეს ქორწინება თავიდანვე შეთანხმება იყო. გგონია, სიყვარულით მოვიყვანე? უბრალოდ... საჭირო იყო მაშინ ასე.
- და ახლა?
- ახლა რომც მინდოდეს გვიანია. ზედმეტად კარგად თამაშობს ცოლის როლს. ხანდახან მგონია, თავადაც დაიჯერა... თავად კი არა მეც მაჯერებს.
-ვახო, ეს გოგო...
-არ დაამთავრო, არ მიყვარს... - ვახოს ხმა, ძვლებში მატანს და მამტვრევს, ნაბიჯს ვერ ვდგამ... ნაინასაც ესმის ეს ყველაფერი.
- ხო არ უყვარს, მის გამო გონებას კარგავს. - ამბობს ტიტე და ჯანოც ეთანხმება... ნაინა ხელზე მეჭიდება და ძალით მივყავარ საპირფარეშოსკენ, ვცდილობ არ ვიტირო, არანაირი ემოცია არ გამოვხატო... ღრმად ვსუნთქავ, არა და ჩემს მთელ არსებას უნდა ახლა ბოლო ხმაზე ვიღრიალო, აქაურობა დავლეწო.
- კესო, შემომხედე... თავადაც ვერ იაზრებს ვახო რას ამბობს.
- სიმართლეს ნაინა, ჩვენ მხოლოდ ქაღალდზე ვართ ცოლ-ქმარი. - არ ვიცი საიდან მაქვს ამხელა ძალა, მაკიაჟს ვისწორებ და ფეხზე მყარად ვდგები.
- კესო, შენ გჯერა ვახოს სიტყვების? მის თვალებს არ უყურებ, ბექასთან რომ ცეკვავდი არ გინახავს?
- ქმარია თან კარგი მსახიობია, ვერაფერს დავუწუნებ. - ამ სიტყვებით ნაინას ვარწმუნებ თუ ჩემს თავს არ ვიცი, დარბაზში ვბრუნდებით და ვახოს ვხედავ ვიღაცას როგორ დაძაბული ესაუბრება. - ქმარო, სახლში არ წავიდეთ? გვიანია.
- შენ როგორც მიბრძანებ. - მაგიდასთან სანამ დავბრუნდები ბექა მეჩეხება.
- კესარია, მე და შენ ცეკვა არ დაგვცალდა...
- სხვა დროს ვიცეკვოთ, ახლა სახლში მივდივართ მე და ვახო, დავიღალე.
- რა გაეწყობა. - მეუბნება მაგრამ გავლის საშუალებას არ მაძლევს. - ნეტავ ვახოზე ადრე გამეცანი.
- ამით არაფერი შეიცვლებოდა. - ღიმილით ვპასუხობ და გვერდს ვუვლი, იმდენად ახლოს რომ ლამის შემეხოს... ვახოს და ლევანს ვუახლოვდები.
- მოკლედ ლევან როგორც გითხარი, მამას ვთხოვ ვიქტორია დვალს დაურეკოს შენზე და ტატიანაზე...
- იცნობს?
- ბავშვობის მეგობრები იყვნენ, ახლაც არა მგონია უარი უთხრას მამას, რახან დაბრუნდი აღარ გაგიშვებთ.. - ვახოს გვერდით ვდგები და ლევანს ვუყურებ.
- რძალო რატომ მოიწყინე? - მეკითხება ლევანი და ვახოს ხელს ვგრძნობ წელზე.
- დავიღალე, დილით უნივერსიტეტში ვიყავი.
- ხო და წავიდეთ საყვარელო, დავემშვიდობები სხვებსაც ახლავე. - თავზე მკოცნის.
- ლევანთან რა საჭიროა თამაში ვახო? თუ სხვა ვინმეც გვიყურებს. - სახეზე გაკვირვება ეხატება... მაგრამ ცდილობს არ შეიმჩნიოს. - მამამ დარეკა ლევანთან რჩებიან ჩვენც იქ ხომ არ გავყვეთ ლევანს და ტატიანას?
- შენ გინდა წასვლა ვახო? - ვუყურებ.
- მთავარია რა გინდა შენ კესარია... - მინდა ვუპასუხო რომ სახლში დაბრუნება და ტირილი მინდა.
- დაღლილია ვახო რძალი და ჯობია სხვა დროს ჩვენებურად შევიკრიბოთ ოთხეული გოგონებით. - ამბობს ლევანი თითქოს ჩემი აზრების კითხვა შეუძლია. - ტაქსს გამოგიძახებთ.
- არ გვინდა ლევან, არც ეგეთი ნასვამი ვარ. - პასუხობს ვახო დანებების ნიშნად.
- მძღოლს დავურეკე. - ჩემს ნათქვამზე თვალებში მიყურებს.
- არ მენდობი კესო? - უფრო მიახლოვდება.
- ნდობაზე სახლში ვისაუბროთ, აქ ხალხია და ასე ახლოს ნუ მოდიხარ.
- რატომ კესო, გინდები?
- სასმლის სუნი მაწუხებს. - ვიშორებ და ჩანთას ვიღებ, მძღოლი უკვე გარეთ გველოდება.

სახლში ისე მივდივართ ხმას არცერთი ვიღებთ, არა და მინდა ვუღრიალო, რამე ისეთი ვუთხრა რომ მდგომარეობიდან გამოვიყვანო... ოთახში ერთად ავდივართ, კაბის ელვას ვაწვალებ და ვერ ვიხსნი ვახო ხელს მაშვებინებს...
-რაო ბექამ ლამაზი ხარო? - ხმაში ირონია უკრთება.
- ნეტავ ვახოზე ადრე გამეცანიო.
- შენ რა უპასუხე? - ვხვდები ჩემს პასუხზეა დამოკიდებული ახლა რა რეაქცია ექნება.
- ნეტავ-თქო . - თვალები ენთება, სუნთქვა უხშირდება.
- რა უპასუხე?
- ნეტავ-თქო! ჩვენ ხომ მხოლოდ ქაღალდზე ვართ ცოლ-ქმარი, შენ თუ შეგიძლია მე რა მიშლის ხელს.
- რა შემიძლია? - ხმას უწევს.
- სხვა ქალთან ფლირტი. - ვცდილობ ზურგი შევაქციო, მაგრამ მიჭერს.
- 28 ივლისიდან რაც ჩემი ცოლი გახდი სხვა ქალს არ შევხებივარ, არ მოგცემ უფლებას ჩემს კაცობას გადააბიჯო. - გული მთელი ძალით მიცემს
- არ მითხრა რომ იეჭვიანე? ვისზე ვახო, ქალზე რომელიც მხოლოდ ქაღალდზეა შენი ცოლი?
- ჩემთან არ ითამაშო, კესო... გაგაფრთხილე უკვე.
- მე ვთამაშობ ვახო? შენ მეხები როცა გინდა და როგორც გინდა, ერთ ნაბიჯს თუ წინ დგამ მერე ათი ნაბიჯით უკან იხევ... მე ქალი ვარ და ყურადღება მჭირდება. - ორივე ხელით სახეს მიჭერს და ვნებიანად მკოცნის, ვნებდები, არანაირი წინააღმდეგობის ძალა არ მაქვს, ტუჩებიდან ყელზე გადადის... პირი მიშრება და სხეულში უცნაურ ცახცახს ვგრძნობ.
- და შენ გგონია სხვა კაცის შეხება ასე გესიამოვნება? - მის სიტყვებს აზრზე მოვყავარ, სილას ვაწნი და ოთახიდან გავრბივარ...
სტუმრების ოთახში ვიკეტები...
ცხელი შხაპის ქვეშ ვდგავარ და მინდა ცრემლებთან ერთად ტკივილიც ჩამომრეცხოს წყალმა...
ყელში მარყუჟებად მიჭერს ჩემი სიჩუმე...
არაადამიანურ ხმას ვუშვებ და წყლის ჭავლის ქვეშ ვჯდები...
ვინ ვარ ცოლი?
სასურველი ქალი?
რა სჭირს ვახოს, თუ არ ვაინტერესებ რატომ ეჭვიანობს?
რატომ უარმყოფს?
ჩემი ეგო მპასუხობს, ვახოს ხმით... „ მომავლის განვითარება შენზეა დამოკიდებული.“
ცოტა რომ ვმშვიდდები, ხალათს სველ ტანზე ვიცმევ და გამოვდივარ...
საწოლზე ზის... თავდახრილი, არ ცდილობს თვალი გამისწოროს.
-ჩვენს ოთახში დაბრუნდი. -მშვიდად მეუბნება, თავს მაინც არ წევს.
- ის შენი ოთახია, ეს ოთახიც იმიტომ რომ ეს სახლი შენია. - ვეუბნები ხმამაღლა... ფეხზე დგება და მიახლოვდება.
- ყველაფერი რაც ჩემია, შენიც არის იმიტომ რომ ჩემი ცოლი ხარ... - ჯიუტად ვუყურებ თვალებში, უცებ მზერას სხეულზე მატარებს და დენდარტყმულივით უკან იხევს. - ჯანდაბა, კესო... წადი ჩვენს ოთახში და კარი ჩაკეტე, სისულელეს ნუ ჩამადენინებ.
- გაგიჟდი? - ვეკითხები და მის გახშირებულ სუნთქვას ვუსმენ, რომელიც ხვნეშას უფრო ჰგავს.
- გთხოვ, გააკეთე რაც გითხარი და ეს ხალათი სველ ტანზე აღარ ჩაიცვა, ზედმეტად თხელია. - მის სიტყვებს რომ ვიაზრებ, სირცხვილისგან მინდა მიწა გამისკდეს და თან ჩამიტანოს... ვახო თვალს არ მაშორებს, მეც ვერ ვდგამ ნაბიჯს ბოლოს თავად მოდის აზრზე და ოთახიდან გადის, კარადის სარკეში ვიხედები და თხელი აბრეშუმის ნაჭერი სისველისგან გამჭვირვალეა გამხდარი.
სარკეში ვუმზერ ჩემს თავს დღეს უკვე მეორედ...
ისევ ვერ ვცნობ, იქედან ქალი მიყურებს...
ქალი რომელსაც შეუძლია ახლა გაიქცეს ვახოსთან და მისცეს სისულელის ჩადენის უფლება თუნდაც ხვალ ინანოს...
მაგრამ, ვახო რას იზამს?! თუ ეს ღამე ორივეს სურვილი იქნება...
ხვალ რას იზამს ვახო?!
რას ვიზამ მე?!
ჩვენი ოთახისკენ მივდივარ და კარს ფრთხილად ვაღებ, აივანზე დგას წელს ზევით შიშველი... რაც შემიძლია სწრაფად ვიღებ ჩემს ნივთებს და სააბაზანოში ვიცმევ, გამოვდივარ და ვერსად ვხედავ, აივანზე აღარ არის... დივანს არ ვშლი, ჯიუტად ვწვები საწოლში ზუსტად იმ მხარეს სადაც თავად უყვარს წოლა...
ბალიშს ვახოს სურნელი აქვს...
მისი სურნელით გაბრუებულს არ მეძინება...
უკვე შუა ღამეა ის კი არსად ჩანს...
ჩემი ტელეფონი ენთება და ნაინას შეტყობინება მომდის.
● ალბათ არ გძინავს და ნერვიულობ... არ ვიცი რაზე იკამათეთ მაგრამ ვახო ჩვენთან არის, ასე თქვა კესომ გამომაგდოო.
● კეთილი ინებოს და სახლში დაბრუნდეს, მარტოს მეშინია ამხელა სახლში.

ახლად ჩაძინებული ვგრძნობ როგორ იზნიქება საწოლი მეორე მხარეს, მაგრამ თვალს არ ვახელ, არც კი მეკარება ისე წვება, მშვიდად და რიტმულად სუნთქავს.
-ნეტავ იცოდე რა რთული ხარ კესო... ნეტავ შემეძლოს მარტივი გაგხადო. - ჩურჩულებს და ჩემკენ იწევა, ცხვირს ნამიან თმაში რგავს და იძინებს, მას კი სძინავს მაგრამ მე ძილი არ მეკარება.

***
-გოგონებო უნივერსიტეტის შემდეგ სადმე ხომ არ ჩამოვჯდეთ, რომელიმე კაფეში. - ამბობს ია და მე და ლანას გვიღიმის.
- წავიდეთ, შენ წამოხვალ კესო? - ლანა ჩემკენ ტრიალდება.
- კი უბრალოდ ჩემს ქმარს გავაფრთხილებ. - ვეუბნები გოგონებს და ცოტა ვშორდები, ვახოს ვურეკავ, მალევე მპასუხობს.
- გისმენ კესო, რამე ხდება?
- ჩემს კურსელ გოგონებთან ერთად კაფეში მივდივარ, უნივერსიტეტის შემდეგ.
- ნებართვას მთხოვ? - ხმაში ირონია უკრთება.
- გაფრთხილებ, სახლში ჩემზე ადრე რომ დაბრუნდე და გკითხონ იცოდე.
- ფული გაქვს?
- კი, საკმარისზე მეტიც... -ცივად ვპასუხობ.
- სახარჯო ფულს რომ გიტოვებ კომოდის უჯრაში, არ იყენებ?
- მხოლოდ მაშინ როცა მჭირდება.
- მომწერე რომელ კაფეში იქნებით და მოგაკითხავ წამოსვლას რომ დააპირებ. - ლანა მიახლოვდება და მიწევს ვახოს დავემშვიდობო სანამ გავუთიშავ.
- კარგი, საყვარელო მოგწერ. - ხმას ვითბობ.
- ველოდები შენს მონაწერს საყვარელო. - თვითონ ირონიით მპასუხობს და მითიშავს.
ლანას და იას პირველივე დღეს დავუმეგობრდი, თბილი და მხიარული გოგონები არიან, მათ რომ ვუყურებ როგორ სწავლობენ ერთად ბავშვობის მეგობრები ჩემი ნინა მენატრება... რომელიც მხოლოდ იმაზე წუწუნებს ქუთაისში რომ უწევს სწავლა, უნივერსიტეტთან ახლოს მდებარე კაფეში შევდივართ, ყავას და ნამცხვარს ვუკვეთავთ.
-კესო, გიყვარს შენი ქმარი? - მეკითხება ლანა.
- კი ლან, ძალიან, ისეთი მზრუნველია.
- მთელი კვირაა ნორმალურად ვერ გამოვიძინე.
- რატომ ია, მშვიდობაა?
- ჩემი მამიდაშვილი ჩამოვიდა უკრაინიდან საცოლესთან ერთად, მამიდაჩემი კი გადაირია არ უნდოდა უკრაინელი რძალი მაგრამ ტატიანა ისეთი საყვარელია...
- იშოვა ლევანმა თბილისში კლინიკა სადაც რეზიდენტურას გააგრძელებს? - ლანას კითხვაზე მისი და ვახოს საუბარი გამახსენდა.
- კი მისმა მეგობარმა ვახომ უშოვა, ხომ გახსოვს ბათუმში რომ იყო ლევანთან ერთად. - ლანას თვალები ენთება.
-აუუ, კი რა დამავიწყებს ისეთი სიმპათიური იყო ახლა ალბათ საერთოდ ძაან ცეცხლი კაცი იქნება... - ვუსმენ როგორ საუბრობს ჩემს ქმარზე და ყელში უცნაურად მეჩხირება რაღაც...
- ტატიანა მართლაც კარგი გოგონაა, ლევანიც კარგი ბიჭია.
- იცნობ ლევანს? - თვალები ენთება იას.
- ჩემი ქმრის, კლასელების შეკრებაზე გავიცანი ორივე... ხო და შემიძლია გითხრა რომ ვახო ქავთარაძეც ნამდვილად ცეცხლი კაცია. - კაფის კარის ხმაზე ლანა იღიმის.
- ხომ გაგიგიათ კარგ ადამიანზე რომ საუბრობ იქვე გაჩნდებაო, ხო და აგერ კი მოდის ვახო... ია შენ გიცნო? ჩვენი მაგიდისაკენ მოდის. - გავშრი, გავშეშდი და მოლოდინით დავიძაბე... ვახოს ხელებს რომ ვგრძნობ მხრებზე ზემოთ ვიხედები.
- საყვარელო, რატომ არ მომწერე სად იყავი, მესამე ცდაზე ძლივს გიპოვე. - ხმაურით მკოცნის ლოყაზე და გვერდით მიჯდება. - კესო, გოგონებს არ გამაცნობ?
- ორივე გიცნობს, ძვირფასო... ია ლევანის ბიძაშვილია. - ლანა სახეს ხელებში მალავს.
- გამახსენდა, ია და ლანა ხო... ბათუმში ლევანთან რომ ვიყავით ბიჭები, ჩემს გამო ნუ შეწუხდებით გოგონებო უბრალოდ მალე მოვრჩი და ვიფიქრე ჩემს ცოლუკას გავუვლი-თქო. - ვახო შეკვეთის მისაცემად დგება.
- კესო რეები ვთქვი შენს ქმარზე და არც შეიმჩნიე.
- არაუშავს ლან, უკვე მივეჩვიე კიდეც... - ვახო ბრუნდება და გოგონებს უღიმის.
- აბა როგორ მიდის სწავლის საქმეები.
- კარგად მხოლოდ კესოსთვის, სამ კვირში ყველა ლექტორს შეაყვარა თავი, ძალიან ნიჭიერია.
- ხო ია რთულია ჩემი ცოლის შარმს გაუძლო და არ შეგიყვარდეს,
-ერთმანეთი როგორ გაიცანით? - გვეკითხება ლანა... ვახო იძაბება, ალბათ ეშინია სიმართლე არ ვთქვა.
- ვახო იყო სოფელში თავის ახლობელთან და იქ ერთი ნახვით შევუყვარდი, რამოდენიმეჯერ ჩამოვიდა, სკოლასთან მხვდებოდა მე კი არ ვაქცევდი ყურადღებას... მომეწონა მაგრამ სიყვარული არ შედიოდა ჩემს გეგმებში. - იღიმის, თითქოს მართლა ეგრე იყო და ერთ ნახვით შევუყვარდი.
- არც კი მელაპარაკებოდა, მის გამო თვითშეფასება დამიქვეითდა... ბოლოს შეწუხდა, მთელი სოფელი ჭორაობდა კესოს სკოლასთან ბიჭი აკითხავსო და სხვა გზა არ ჰქონდა.
- რა გაცინებს სახელი გამიტეხე სოფელში, მამაჩემი გადაირია, ლამის სწავლაზეც უარი მითხრა. - გოგონები უბრალოდ იღიმოდნენ ჩვენს დიალოგზე.
- რა გინდა ხომ მოგიყვანე ცოლად და აღვადგინე შენი რეპუტაცია.
- პირდაპირ მხსნელად მომევლინე, რთულ სიტუაციაში. - ბოლო სიტყვებს გულწრფელად ვამბობ და ვახოს თვალს არ ვაშორებ.
- ერთად როგორი კარგები ხართ, ნეტა მეც შევუყვარდებოდე ვინმეს ერთი ნახვით და არ დანებდეს სანამ მეც არ შემიყვარდება. - ლანას სიტყვებზე გულში ტკივილს ვგრძნობ... სუნთქვა გამიჭირდა და საპირფარეშოში გასვლა მოვიმიზეზე, ცოტა როგორც კი დავმშვიდდი უკან გამოვედი მაგიდასთან მხოლოდ ვახო იჯდა.
- გოგონები?
- იას დაურეკეს და გავიდნენ, საღამოს მივწერო იამ.
- ჩვენ არ მივდივართ? - ვეკითხები და ვაკვირდები.
- ჩემი ასისტენტი მელო მოვა, საბუთებზე სასწრაფოდ ჭირდება ხელის მოწერა.
- მელო? - ვეკითხები.
- მელანო, აი მოვიდა კიდეც. - ჩვენკენ მოკლე კაბით და საკმაოდ ღრმა დეკოლტით გოგონა მოემართება, ხელში საბუთები უჭირავს... მის ფონზე ჩემი ჩაცმულობა მონაზონისას ჰგავს. - კესო გაიცანი ჩემი ასისტენტი მელანო, მელანო ეს კესოა ჩემი ცოლი.
- სასიამოვნოა. - ხმადაბლა ვამბობ, მელანო ვახოს გვერდით ჯდება... ჩემში ქარიშხალი ტრიალებს... ყველაფერს ანგრევს.
- ვახო, ხვალ ბათუმში მივდივართ? ვრჩებით თუ ვბრუნდებით?
- მე ვბრუნდები შენ თუ გინდა დარჩი. - მოკლედ პასუხობს... მელანო მისკენ იხრება რომ აჩვენოს ხელი სად მოაწერინოს და მკერდს სახეზე აფარებს, ეს უკვე ჩემი მოთმინების პიკია და ფეხზე ვდგები.
- მანქანაში დაგელოდები ვახო. - ხმის ტონს ვერ ვაკონტროლებ.
- მოვრჩი კესო და მოვდივარ. - მელანოს თითებს რომ ვხედავ ვახოს ფეხზე უკვე სიბრაზისგან გონება მებინდება და კაფიდან უკანმოუხედავად გავდივარ... მალევე გამოდის მელანო და გვერდით მიდგება.
- დროებით კესო... ვახოს უთხარი რა დილით გამომიაროს ან არ უთხრა იქნებ ამაღამაც ვნახო და თავად ვეტყვი. - ათას ნაწილად ვიმსხვრევი, რამდენიმე დღის წინ მიმტკიცებდა რომ სხვა ქალს არ გაკარებია და ახლა მელანოსგან ეს სიტყვები მანადგურებს... ვახო როდის გამოდის ვერ ვამჩნევ მხოლოდ მისი შეხება მაფხიზლებს მის ხელს ვიშორებ და ისე ვჯდები ზედაც არ ვუყურებ, სახლში მისული ვიმიზეზებ რომ დავიღალე და დივანზე ვწვები ვახოსგან ზურგით.
- კესო, შემომხედე კარგად ხარ? - დივანთან მიჯდება და თმაზე მეფერება.
- ხელი მომაშორე, ვერ ვიტან თმაზე რომ მეხებიან... - ხმა მებზარება.
- კესო, გადმოტრიალდი შენ რა ტირიხარ? რატომ რა მოხდა? მელანომ გითხრა რამე? - ხმაში მღელვარება ეპარება.
- ვახო უბრალოდ დავიღალე, დასვენება მინდა და დაღლილობისგან მეტირება არ შეიძლება.
- კესო, გადმოტრიალდი და ამიხსენი, ნუ მაიძულებ ძალით გადმოგატრიალო.
- შემეშვი ადამიანო! - ვუყვირი, ფეხზე ვდგები და სააბაზანოში ვიკეტები... ოთახის კარი იხურება რაც ნიშნავს რომ ვახო წავიდა და მეც მშვიდად გამოვდივარ, ცოტახანში უკან ბრუნდება ლანგრით ხელში, ღმერთო როგორი ყალბია როგორ შეუძლია ახლა ჩემზე იზრუნოს და ღამე სხვას მოეფეროს ამ სხეულით, არ მჭირდება იმ ხელების შეხება სხვას რომ ეფერება...
- ჭამე კესო, ნამცხვარი და ყავა არ გეყოფოდა.
- არ მშია მადა არ მაქვს, ხვალისთვის რა გაგიმზადო ბათუმისთვის.
- მე არ მივდივარ, ტიტე წავა შეხვედრაზე. - წამით ბედნიერების ღიმილი მირბენს სახეზე.
- რატომ? - დგება და თვალებში მიყურებს.
- მაგიტომ მოიწყინე? იმდენად შემეჩვიე რომ ჩემი გაშვება არ გინდოდა? - უკვე იცინის. - რა პატარა ხარ კესო.
- რა შუაშია მიჩვევა, თან საღამოს დაბრუნდებოდი, შეგიძლია წახვიდე... მე უბრალოდ გადავიღალე და ამიტომ ვიყავი ცუდად, როცა ბევრს ვმეცადინეობდი ემოციურად ვიღლებოდი, ახლაც ეს მჭირს.
- მე მაინც არ წავალ.
- კარგი როგორც გინდა. - ისევ დივანზე ვჯდები ამჯერად, უფრო მშვიდი, უფრო ბედნიერი მაგრამ ეჭვი მაინც მღრღნის.
***
იცხოვრო სამი თვე იმ ადამიანის გვერდით, რომელიც დანაღმული მინდორივითაა — აი, რა არის ნამდვილი სიგიჟე.
შეიძლება წამში ვნების ქარიშხალში გავეხვიე, მერე კი — ისე მიყურებდა, თითქოს არავითარი ემოცია არ დაეტოვებინა ჩვენს შორის ამ შეხებას.
ცოტა ხანში კი ისევ ისე მელაპარაკებოდა, თითქოს წუთის წინ არ ეჩხუბა.
უბრალო დეტალებზე იწყებოდა ყველაფერი.
მაგრამ მისი გაბრაზება არასდროს იყო უბრალო.
ზოგჯერ ყავის ფინჯანშიც კი იპოვიდა საბაბს, რომ ეჩხუბა...
თავიდან ვცადე აყოლა. ვცადე სიცილი, ღიმილი, ირონია...
როგორც მშიერი თევზი მიეკრობა ანკესს — იმ იმედით, რომ იქიდან თავს დააღწევს.
მაგრამ ყოველი კამათის, ყოველი უხეში შეხების, ყოველი სარკასტული მზერის შემდეგ გულგატეხილი ყოველთვის მე ვრჩებოდი.
და თუ ვინმე შემეკითხება — „რატომ იტან?“
ერთადერთი პასუხი მაქვს.
ზურგს არავინ მიმაგრებს.
არავის არ უნდა — იფიქროს, რომ იდეალური ქმარი, წარმატებული ბიზნესმენი, შეიძლება მონსტრიც იყოს.
არ არის მარტივი, ხალხის თვალში იდეალური ქმარი მიატოვო და თქვა:
„მე აღარ შემიძლია.“
ქალებს ხშირად გვინდა, რომ დავიცვათ ოჯახი, სახლი, სახელი...
მერე საკუთარ თავს ვუმეორებთ:
„ასე არ იქნება ყოველთვის... გაუვლის... მეც შევეჩვევი.“
მაგრამ დაუმსახურებელ ტკივილსაც ხომ აქვს ვადა, არა?
ამბობენ:
„რაც არ გკლავს, გაძლიერებს.“
მეც ვცდილობ, გამაძლიეროს.

უნივერსიტეტში არ წავედი რადგან გარეთ საშინელი ამინდი იყო და თავს ცუდად ვგრძნობდი, სამზარეულოსკენ მიმავალს უჩას ხმა დამეწია.
-კესო შვილო, შეგიძლია საბუთების მოძებნაში დამეხმარო იქნებ ოთახში აქვს ვახოს. - ოღონდ ეს არ ეთხოვა, მისი ნივთების შეხება ჩემთვის განაჩენი იყო.
- კაბინეტში არ არის?
- არა, მგონი ოთახში აქვს... შვეიცარიაში მაგ საბუთების გადახედვის გარეშე ვერ წავა ტიტე.
-კარგით მოვძებნი. - ოთახში ავდივარ და სანამ ძებნას დავიწყებ ვახოსთან დაკავშირებას ვცდილობ, ალბათ მეხუთე ზარზე მპასუხობს, მაგრამ ვახო არა... ყურმილის მეორე მხრიდან მელანოა.
- კესო რაიმე მნიშვნელოვანია? - ისეთი ხმა აქვს თითქოს დამნაშავე ვარ რომ დავრეკე.
- ვახო სად არის?
- კაფეში ვართ, „თაღის ჩრდილში“ გასულია და თუ რაიმე მნიშვნელოვანია გადავცემ. - კაფის სახელი რომ მესმის ტუჩები მიკანკალებს, თავის საყვარელ კაფეშია მელანოსთან ერთად.
- არაფერი მამას რაღაც აინტერესებდა და ვიპოვე უკვე. - ვუთიშავ და ცრემლებით დაბინდული თვალებით ვეძებ საბუთებს, რამდენიმეს ზედ ჩემი ცრემლები ეცემა და სველდება, ტიტესთვის საჭირო საბუთს რომ ვპოულობ, სახეს სწრაფად ვიბან და უჩასთან მიმაქვს...

მთელი დღე ოთახში ვარ სამეცადინოს ვიმიზეზებ, მხოლოდ სალომე შემოდის.
-კესო კარგად ხარ?
- კი უბრალოდ ბევრი სამეცადინო მაქვს, თან ცოტა გადავიღალე.
- შეიძლება ვილაპარაკოთ?
- კი მოდი, დაჯექი აქ. - საწოლზე ჩემს გვერდით ჯდება.
- შენ და ვახომ იჩხუბეთ? ვერ აწყობთ ურთიერთობას? ჩემი ძმაც სულ გაღიზიანებულია ბოლო დღეებია.
- არაფერია, შეგუების პერიოდი გვაქვს, შევეჩვევით ერთმანეთს.... შენთან და ჯანოსთან რა ხდება?
- გახსოვს წყნეთში რომ ვიყავით მამას მეგობართან წასული, იქ გიორგისთან ერთად ფოტო გადავიღე და დავდე... მერეც უნივერსიტეტში მომაკითხა და კაფეში უცებ ჯანო არ ვნახეთ, ისეთი სახე ჰქონდა მეგონა გიოს დაახრჩობდა. არა და არ მოვწონვარ მე გიოს თავისი ბიძაშვილის დაქალი მოსწონს...
-ლანა? - გამეცინა.
- ხო შენი კურსელი, მოკლედ სახლში ჯანომ წამომიყვანა და შენს გვერდით სხვა ბიჭი არ ვნახოო. - ლოყები აუწითლდა სალომეს, მის ემოციებზე გამეღიმა. - მეც მივუტრიალდი და მაშინ შენც არ გაიქცე და იყავი თქო, გაოცებულმა შემომხედა.
- ვაიმე, სიყვარული შენ აუხსენი?
- ხო ხომ იცი რანაირი ვარ... პირდაპირ მივახალე ბავშვობიდან მიყვარხარ და შენ თუ არ გიყვარვარ მაშინ დაივიწყე ეს საუბარიც და მეც თქო. - უკვე სიცილისგან ცრემლები მომდიოდა ვახო რომ შემოვიდა ოთახში და ხასიათიც უცებ წამიხდა.
- აბა რაზე ჭორაობთ? - ისე ჩაგვიჯდა შუაში თითქოს არაფერი მომხდარა და ბედნიერი წყვილი ვიყავით.
- ბიჭებზე ძამიკო. - უთხრა სალომემ და მიეხუტა.
- ბიჭებზე თუ ბიჭზე? გითხრა უკვე თუ შენ დაასწარი, ვიწვი უკვე თქვენი საცოდაობით. - გაფართოებული თვალებით შევხედე. - მაგრამ იცოდე თუ გაწყენინებს ჩვენს ოც წლიან მეგობრობას დავივიწყებ და კისერს მოვუგრეხ.
- მსოფლიოში საუკეთესო ძმა ხარ... შენც არ აწყენინო კესოს, დილიდან ცუდ ხასიათზეა. - მერე ჩემკენ იხედება და მეორე ხელს მე მხვევს.
- რა სჭირს ჩემს ლამაზ ცოლუკას? რატომ არის მოწყენილი? - მისი მოჩვენებითი სითბო უფრო საშინლად მტკენს გულს... მინდა ვუპასუხო რომ ის არის მიზეზი ცუდად ყოფნის, მისი ღალატი.
- არაფერი, გადავიღალე... დავისვენებ ცოტას და გადამივლის. - სალო თავს იხსნის ვახოს ხელებიდან და მარტო გვტოვებს, ცოტახანს ისევ არ მიშვებს ხელს და მიხუტებული ვყავარ. - არ გშია? თუ უკვე ივახშმე.
- არ მშია, ნუ ხვანცალებ ცოტახანს ვიყოთ ასე. - გული ყელში მებჯინება და ვცდილობ არ ამეტიროს.
- გამიშვი, წადი... წადი და იმას მოეხვიე ვისაც აბედნიერებს შენი შეხება, ვისთვისაც ტანჯვა კი არა ბედნიერება მოგაქვს.
- სიმშვიდე არ შეგიძლია? ცოტახანს რომ გაჩუმდე. - ხმას უწევს თვითონაც და მშორდება... კარადაზე დალაგებულ საბუთებს ხედავს და უფრო მეტად ცოფდება, მრისხანება ესახება სახეზე და ჩემკენ მოდის, სწრაფად ვდგები საწოლიდან და უკან ვიხევ. - მე შენ რა გაგაფრთხილე?
- არ გაგიფრთხილებივარ მიბრძანე, მაგრამ ჩემი ბრალი არ იყო... ტელეფონზე რომ პასუხობდე გაიგებდი.
- რას გავიგებდი?! ხომ გაგაფრთხილე ჩემს ნივთებს არ შეეხო-მეთქი? - უცებ იღრიალა და ხელები მკლავებზე ჩამავლო, ისეთი ძალით მიჭერდა უკვე ძალიან მტკენდა, თითქოს იმ საბუთების გარდა რაღაც საიდუმლო გავიგე რაც არ უნდა მენახა.
- ვახო მეტკინა... - ცრემლებს შორის ძლივს ამოვიკრუსუნე, მის თითებზე მეტად გაყინული თვალები მტკენდა,
- რატომ შეეხე? როდის შეუშვებ მაგ თავში რომ არ ხარ ის ადამიანი ვისაც ჩემი ნივთების შეხების უფლება აქვს?!
- მამაშენმა მთხოვა... ტიტესთვის სჭირდებოდა დაგირეკე კიდეც, მაგრამ არ გეცალა მელანოს გრძელ ფეხებს ეფერებოდი ალბათ... - ბოლო ხმაზე ვუღრიალე მეც და მოდუნებული თითები მოვიშორე.
- შეხვედრაზე ვიყავი, მელანო რა შუაშია საერთოდ?! - ცეცხლი აენთო თვალებში.
- ასე მითხრა შენმა საყვარელმა...
- საყვარელმა?! არ არის მაგრამ რომც იყოს შენ არ გეხება ეს გაიგე? - ზურგი მაქცია, დავეწიე და კარზე ავეკარი რომ არ გასულიყო, ახლა უნდა მეთქვა ყველაფერი ვეღარ გაიქცეოდა.
- რას ნიშნავს არ მეხება?! მე შენი ცოლი ვარ და საერთოდ არ მინდა ხალხის თვალში მოტყუებული ქალის როლი მოვირგო.
- მოტყუებულის? - ხმა აერია, სიბრაზე გაკვირვებამ ჩაანაცვლა.
- ხო, საზოგადოების თვალში მე შენი ცოლი ვარ... ცოლი რომელსაც ღიად ღალატობ ისევ იმ საზოგადოების თვალწინ. - სახეზე ირონია გამოეხატა.
- ახლა არ მითხრა რომ გული გეტკინა... იეჭვიანე?
- გული მაშინ ტკენთ როცა უყვართ... მე კი უბრალოდ გავბრაზდი რადგან შენ ჩემს ღირსებას ეხები, არ მაინტერესებს სად და ვისთან გექნება სექსი მაგრამ თუ შენი რომელიმე საყვარელი კიდევ ერთხელ დამელაპარაკება ამ ტონით, იცოდე მთელს შენს ცხოვრებას ჯოჯოხეთად ვაქცევ, ძვირფასო ქმარო. - დაძაბული მისმენდა, ბოლო წუთამდე მერე ისევ წამოენთო.
- რამდენჯერ გითხარი, ასე აღარ მომმართო-მეთქი !
- როგორ? ძვირფასო ქმარო?
- გაჩუმდი თორემ...
- თორემ რა? - კიდევ უფრო გავთამამდი. - თორემ რა, სახლიდან გამაგდებ? მიდი გამეყარე... იხსენი შენი თავი კესოს კლანჭებისგან...
- მაგას ჩემგან ვერ ეღირსები, განქორწინებას შემევედრები. - ცინიკურად მითხრა და ხელით კარს მიეყრდნო.
- ვნახოთ, ვის უფრო მყარი ფსიქიკა აქვს... ჩვენს შორის ყოველთვის შენ გარბიხარ.
- მოსიარულე პრობლემა ხარ... - ზედ ჩემს ტუჩებთან დაიჩურჩულა.
- შენ კი ჩემი „ძვირფასი“ ქმარი... - კარს მომაშორა და ისე გავარდა უკან არც მოუხედავს... ძალაც არ მქონდა ნაბიჯის გადადგმის და იქვე კედელთან ჩავიკეცე...

***
სამი თვეა, რაც ომი დავიწყე — ჩუმი, დაუნდობელი ომი ჩემსა და კესოს შორის.
ვცდილობ უხეში ვიყო. ხშირად ზედმეტიც მომდის. მერე ვნანობ, მაგრამ არ ვუმხელ, მეშინია... სითბო რომ ვაჩვენო, მგონია მომიახლოვდება, და მე ჯერ არ ვიცი, ვარ თუ არა მზად გავუხსნა გულის კარი.
მისი ცრემლები გულს მიკლავს...
დღევანდელმა კამათმა ზედმეტად შორს წამიყვანა... ბოლოს მაინც გავიქეცი.
რაღაც აბსურდულად ძლიერი კმაყოფილება ვიგრძენი, როცა მის მზერაში ეჭვიანობა გაჩნდა...
იდეალური ქალია კესარია...
იდეალური ყველა ასპექტში, რომ ვუყურებ თავს ძლივს ვიკავებ...
მთელი არსებით მინდა მისი შეხება მაგრამ ეს სიყვარული არ არის ეს ვნებაა და ვერ მივცემ ჩემს თავს, უფლებას რომ ამით ვატკინო...
არ ვიცი როგორ შეუძლია ამხელა სითბოს, ბავშვურობას და ქალურობას ერთად იტევდეს ეს სიფრიფანა გოგო...
მის სასჯელად ვიქეცი მაშინ როცა ეგონა რომ ხსნა ვიქნებოდი...
როგორ ვერ ვიტან ჩემს თავს როცა კმაყოფილი ვარ იმით რომ კესო რაღაცით ჩემზეა დამოკიდებული, ჩემს იქეთ გზა არ აქვს.
ოთახში შუქი არ ენთო ამიტომ ფრთხილად შევედი, კესოს უკვე ეძინა. თუმცა მისი ძილი მშვიდი არ იყო.
დივანზე მობუზული იწვა, მხრებზე პლედი მაგრად ჩაებღაუჭა და სახეზე შიში ეწერა — ტკივილის კვალი. ბუტბუტებდა:
-მეტკინა... გთხოვ, ნუ მიჭერ... მეტკინა...
მხოლოდ მაშინ დავინახე მისი ხელი. იქ, სადაც გაბრაზების პიკზე მყოფმა, გაუაზრებლად, თითები მოვუჭირე — გალურჯებოდა ...
ჩემი არაკაცური საქციელის გამო ზიზღი ვიგრძენი. ყველა შეხება გამახსენდა, როცა მეგონა არაფერს ვტკენდი, ახლა მივხვდი — ვკლავდი, ნაწილ-ნაწილ ვანადგურებდი.
ჩუმად ჩავიმუხლე მის წინ, ამდენი ხნის მერე პირველად ვიგრძენი ცხელი ცრემლები ღაწვებზე... პატიებას ვთხოვდი ისე, რომ არ ესმოდა და ალბათ რომც გაეგონა, არ დაიჯერებდა, რომ მე — მე ვტიროდი.
ფრთხილად ავიყვანე ხელში და საწოლში დავაწვინე... პერანგში მთელი ძალით ჩამავლო თითები.
-არ წახვიდე რა, არ მიმატოვო. - გავქვავდი, ხელი ფრთხილად გავაშვებინე და სახლიდან გავვარდი.

წყნეთის სახლის მისაღებში, ბუხრის წინ ისევ ოთხნი ვისხედით... სამივე მელოდა მე კი საუბარს ვერ ვიწყებდი, სიტყვებს ვერ ვალაგებდი ან როგორ უნდა მეთქვა რომ მათი საამაყო მეგობარი მოძალადეა... ქალს ატკინა, თან საყვარელ ქალს, იმ წამს გავიაზრე რომ კესოს გულის კარი დიდი ხნის წინ გავუხსენი.
-ვახო დილამდე ვიჯდეთ ასე და გელოდოთ? აღარ იტყვი რა მოხდა? რატომ გაქვს ისეთი სახე თითქოს მკვლელობა ჩაიდინე.
- ჩავიდინე ტიტე, არ დაწყებული სიყვარული მოვკალი კესოში... ისეთი ძალით ვატკინე საკუთარი თავი მეზიზღება... - სამივემ ერთნაირად წაშლილი მზერა მომაპყრო მაგრამ კითხვის დასმა მხოლოდ ლევანმა შეძლო.
- ვახო, რა დაუშავე კესოს?! შენ რა იმ გოგოზე... - სიტყვა გაუწყდა, კითხვის დასრულებაც კი ვერ შეძლო ბოლომდე.
- არა! - ალბათ ყველაზე ცუდ რეალობაში წარმოვიდგინე თავი და იმიტომ უარვყავი ასე სწრაფად. - არა მასზე ძალა არ მიხმარია, მხოლოდ ეგ არ გამიკეთებია... მაგრამ დამიჯერეთ იმდენად კარგად ვთამაშობდი მისი ვნებებით არც დამჭირდებოდა. სამი თვეა მისით ვთამაშობ, ზოგჯერ ისე საშინლად ვექცევი ჩემი თავის ამ ვერსიის კესოზე მეტად მე მეშინია.
- ასეთი როდის გახდი? - ჯანოს კითხვაზე კიდევ უფრო შემზიზღდა ჩემი თავი.
- დღეს ყველა ზღვარს გადავაბიჯე, ისეთ ძალით მოვუჭირე მკლავებზე რომ ჩალურჯებოდა, ხვდებით რამდენად ვატკინე... ძილშიც კი იმას მთხოვდა გამიშვი მტკივაო. - თავი დავხარე რადგან მათ თვალებში დანახულ ჩემს არაკაცობას ვეღარ ვუძლებდი.
- თავი აწიე, შემოგვხედე... -ტიტეს ხმა ისეთი ცივი იყო, მაშინვე ავწიე თავი. - რად, იქეცი ხედავ?! ცხოველი გახდი იმ სიყვარულის უარყოფით რომელიც უკვე დიდი ხანია შენს გულში შემოიჭრა... ამათ არ უნახავთ მაგრამ მე ხომ გნახე.
- რა ნახე ტიტე? როგორი მნახე? - მინდა ის მითხრას რასაც თავადაც ვერ ვეუბნები ჩემს თავს.
- გახსოვს კესო რომ მოიყვანე კაფეში ჩემს გასაცნობად, შენი თვალები ვნახე მისით აღფრთოვანებული... საპატარძლო კაბაში რომ დაინახე, შენი სახე უნდა გენახა როგორ გაბრწყინდი... ბექაზე რომ იეჭვიანე?! სუნთქვა შეგეკრა იმის გაფიქრებაზეც რომ შეიძლება სხვა შეხებოდა. - ტიტეს დაწყებული ჯანომ გააგრძელა.
- კორპორატიულზე კესოზე რომ თქვეს ქალღმერთიაო, მხრებში ისე გაიმართე თითქოს მთელი სამყარო შენი იყო, ის ცეკვა, ის შეხებები, კოცნა ვახო... საგურამოში რომ უმღეროდი, იმ წამს გაუაზრებლად სიყვარული აუხსენი. - მათი სიტყვები იმდენად მართალი იყო რომ გულზე ლახვარივით მესობოდა... ლევანმა ჯერ ბიჭებს შეხედა მერე მე.
- მე ეს ყველაფერი არ მინახავს მაგრამ ვნახე საოცარი კესო, ღმერთმა მისი სახით ყველა გაკეთებული სიკეთისთვის საზღაური გამოგიგზავნა... ნუ იქნები ბრმა, იქამდე ჩაებღაუჭე სანამ შენგან წასულა.
- და რა უნდა გავაკეთო, როგორ გამოვისყიდო ჩემი დანაშაული? - სამივემ ერთმანეთს გადახედა, თითქოს თვალებით მოილაპარაკეს... ბოლოს ისევ ტიტემ დაიწყო:
- არც არაფერი განსაკუთრებული, კესო ის გოგო არ არის ყვავილებით და საჩუქრებით რომ მოისყიდო... შენი სინანული აჩვენე, მხოლოდ ის დაანახე რომ ცდილობ ისწავლო მასთან ერთად სიარული, მისი ჩრდილი კი არა საყრდენი გახდი და ის შენს საყრდენად აქციე... მიეცი შანსი გასწავლოს სიყვარულის გამოხატვა, მხოლოდ ის უნდა გააკეთო რომ კესოს მიენდო და თავად დაინახავ რა მარტივია ცხოვრება როცა სიყვარულს არ უარყოფ. - სამივე ერთად წამოდგა ფეხზე და მეც მათ მივბაძე... ჯანო მომიახლოვდა.
- გახსოვს რა მითხარი სამი დღის წინ?! როცა კაფეში მიშვებდი სადაც სალომე და გიორგი იყვნენ? - გულზე თითი დამადო, როგორც მე სამი დღის წინ. - ამას დაუჯერე, ამან ყველაზე უკეთ იცის და შენს გამო კესოს თვალზე ბედნიერების გარდა სხვა ცრემლს თუ ვნახავ სულს ამოგხდი... კესოსთან ერთად მეგობრებს დაკარგავ და პირველი ვიქნები ვინც ზურგს შეგაქცევს.

***
დილით საწოლში მეღვიძება, ვახოს ბალიშს ჩაფრენილს და მისი სურნელი ცხვირში მიღიტინებს, საათი უკვე თერთმეტს აჩვენებდა. ოთახს თვალი მოვავლე ვახო არსად ჩანდა, არა და შაბათსაც არ მასვენებდა ხოლმე, დილიდან ხმაურობდა...
საწოლში როდის ან როგორ აღმოვჩნდი?! ვახომ დამაწვინა?! ნეტა ახლა სად არის?!
სააბაზანოში შევედი და დიდხანსაც ვინებივრე... რომ გამოვედი ვახო ისევ არსად ჩანდა მხოლოდ ახლა შევნიშნე რომ დივანზე საბუთები და კონვერტი იყო, კონვერტზე ჩემი სახელი ეწერა.
„ კესო.
არ ვიცი ამ წერილს წაიკითხავ თუ არა... იქნებ ისე ხარ ჩემზე გაბრაზებული ბოლომდე არც მოგინდეს წაკითხვა, მაგრამ მე მაინც გწერ იმიტომ რომ აღარაფერი უნდა იყოს ჩვენს შორის გაურკვეველი და დაუსრულებელი. არაფერი უნდა დარჩეს უთქმელი განსაკუთრებით ჩემგან.
ვიცი არ ვარ ისეთი ქმარი როგორზეც ოცნებობდი, მეტიც ყველაზე საშინელი ქმარი ვარ მსოფლიოში... შენს სიძულვილს ვიმსახურებ და არც გთხოვ რომ არ გძულდე, ამის უფლება არ მაქვს.
ნუ შემიყვარებ კესო, ისეთი ნაძირალას სიყვარული როგორიც მე შევქმენი არ ღირს... ის უფრო მატკენს ესეთი რომ გიყვარდე. ვიდრე ის რომ გძულდე.
ვერ ვივარგე კაცად, ვერც ქმრად და ვერც საყრდენად...
ყველაზე მეტად რომ გჭირდებოდი და ჩემში ხსნას ეძებდი, მხოლოდ სიცივეს გახვედრებდი...
შენი ვნებებით თამაში, შენი გულისტკენა და მერე თეთრად გათენებული ღამეები უფრო მარტივი აღმოჩნდა ჩემთვის ვიდრე შენს გვერდით მშვიდად ყოფნა...
შენი სიყვარულის შიშით, იმის შიშით რომ შენთვის საკმარისი არ ვიქნებოდი ურჩხულად ვიქეცი, ჩემი თავი მეზიზღება სარკეში რომ ვუყურებ...
გახსოვს ერთხელ მითხარი: ჩვენ მხოლოდ ერთი საერთო გვაქვს და ეს ოჯახის წევრების სიყვარულიაო... მე შენნაირი არასოდეს გავხდები და ჩემს გულს გონება ვერასოდეს აჯობებსო.
ხო და არ მისცე ჩემნაირ არასწორ ადამიანებს უფლება შენი გულის ხმა ისე ჩაახშონ რომ გონებამ გაიმარჯვოს.
ნუ გახდი შენს დილას ისეთ ნაცრისფერს როგორიც ჩემია...
შენი ნათქვამი „ძვირფასო ქმარო“ ყველაზე მეტად მომენატრება ალბათ...
არ ვიცი როგორ გათენდება დილა შენი ღიღინის გარეშე...
ან საერთოდ თუ გათენდება შენს გარეშე?!
მინდა რომ შენი თვალები ზუსტად ისევ ისე კაშკაშებდეს როგორც ჩემს გამოჩენამდე და თუ ამისათვის ჩემი წასვლაა საჭირო...
გიშვებ კესარია...
განთავისუფლებ ამ ტყვეობიდან...
გხსნი ჩემს ბორკილებს...
სანამ ჯერ კიდევ არის შენში მზე, მინდა ბედნიერების ღიმილი დაგიბრუნდეს...
გიტოვებ განქორწინების საბუთებს და არჩევანს...
თუ ხელს მოაწერ დავნებდები და საბოლოოდ გავქრები შენი ცხოვრებიდან.
მაგრამ თუ ჯერ კიდევ მაქვს შანსი რომ შენს ცხოვრებაში ვიყო და ჩვენი ქორწინება გადავარჩინო, გეფიცები ყველაფერს გავაკეთებ...
ზუსტად ისეთი ქმარი გავხდები როგორსაც იმსახურებ და როგორადაც შენ დამახასიათე...
ბოლო სიტყვა შენზეა, შენ უნდა გადაწყვიტო სად ვიქნებით და როგორ.
ყველაზე მთავარი სიტყვები არ მითქვამს ჩემო კესარია, რა კარგად ჟღერს არა იმის დაწერაც კი რომ სადღაც რომელიღაც რეალობაში ჩემი ხარ.

მაპატიე ჩემი სისუსტე და გახსოვდეს, მთელი არსებით მიყვარხარ.

პ.ს სიყვარულით და დიდი სინანულით შენი ძვირფასი ქმარი.“

წერილი რამდენჯერმე გადავიკითხე. სიტყვები ლახვარივით მესობოდა გულზე... არ ვიცოდი, ამ წამს ცრემლები სიხარულის იყო თუ იმ ტკივილის, რომელსაც მოულოდნელი განშორება იწვევს. ხელში განქორწინების საბუთები მეკავა – უსიცოცხლო ფურცლები, რომლებმაც ჩვენი წარსული და მომავალი ორიოდე გვერდზე დაიტიეს...
ვერც ვახოს მოეწერა ხელი, ბოლომდე ჩემს გადაწყვეტილებას მიენდო..
კარზე ფრთხილი კაკუნი გაისმა, თითქოს თავად სიმშვიდე ცდილობდა შემოსვლას ჩემს ქაოსურ სივრცეში...
-ჯანო მოვიდა, – ჩაიჩურჩულა სალომემ. ხმაში რაღაც უჩვეულო იყო – სიფრთხილე, სევდა და სიბრალული ერთმანეთში არეულიყო.
ცრემლები დავმალე, თითქოს მათი არსებობა ჩემს სისუსტეს აღიარებდა. სწრაფად ჩავიცვი და გარეთ გამოვედი.
-როგორ ხარ, ჯანო? რა ხდება? – ვკითხე, თითქოს ჩვეულებრივ საქმეზე მოვიდა. მაგრამ მის თვალებში ვხედავდი იცოდა, რასაც ვგრძნობდი.
-ვახოს საბუთები და წერილი დარჩა. მთხოვა, ოფისში მიმეტანა, – მშვიდად მითხრა, თითქოს არაფერი განსაკუთრებული.
- მართლა? გამომყევი ოთახში. გაგატან. - ოთახში შევედით. ჯანოს ვანიშნე, წინ ჩამომჯდარიყო. თავად საწოლზე დავჯექი – ჩემთვის ყველაზე უსაფრთხო ადგილას.
- ვახო სად არის? ტელეფონი რატომ გამორთო?
- შვედეთში წავიდა ტიტესთან ერთად. ოფისის საქმეებზე, – მითხრა მშრალად.
- მერე მე რატომ არ გამაფრთხილა? – ხმაში სიმწარე შემეპარა. - რაო ჩემი ცოლის გაფრთხილება საჭიროდ არ ჩავთვალეო? არ ვიმსახურებდი ცოდნას?
- ეს შენი და ვახოს საქმეა კესო. მე ზედმეტი ვარ ამ საუბარში. - გულწრფელად მიპასუხა და სევდიანი თვალებით შემომხედა.
- ვახოს გაქცევა ყველაზე კარგად გამოსდის, არა? – ირონიულად ჩავიცინე.
- ასეა, – დამეთანხმა ჯანო და თვალებში შემომხედა. - მე გუშინაც ვუთხარი ვახოს და კიდევ ათასჯერ გავიმეორებ რომ საოცარი ქალი ხარ და არ უნდა დაგკარგოს.
- ვიცი, ჩემს ზარს არ უპასუხებს და თვითონაც არ დარეკავს.
- რას აპირებ? – მკითხა, როცა მიხვდა, რომ პასუხს ჩემს თვალებში ვერ იპოვნიდა
- მინდა, უთხრა, რომ დაგაგვიანდა და წერილის წაკითხვა მოვასწარი. რაც შეეხება საბუთებს... - გავჩერდი, დავინახე როგორ დაიძაბა ჯანო.
- ხელი მოაწერე? – თითქმის ჩურჩულით მკითხა.
- არა. ჯერ არაფერი გადამიწყვეტია. ბევრი უნდა ვიფიქრო, ამიტომ საბუთები ჩემთან დარჩება. - კართან იყო უკვე მისული, როცა ვუთხარი: - ჯანო, შეიძლება კიდევ რაღაც გთხოვო?
- გისმენ.
- შენს მეგობარს უთხარი, რომ საპატიებელი არაფერია. იმიტომ კი არა, რომ არ მტკივა – იმიტომ, რომ ვიცი, რატომ იქცეოდა ასე და გუშინ... მართალი იყო მელანოზე რაც მკითხა.

მარტო დავრჩი.
საკეტი გადავატრიალე და საკუთარ ოთახში, თითქოს მოჩვენებად ვიქეცი ისე დავიწყე სიარული...
ვახოს კარადა გამოვაღე...
თითოეული ნივთი – მისი პერანგი, საათი, სუნამოს ნახევრად ცარიელი ბოთლი – ამბობდა, რომ ვახო აქ იყო...
იყო და წავიდა!
ისე წავიდა, არც დამემშვიდობა.
ნუთუ მართლა არ უნდოდა ჩემი ჩახუტება?
არა, უნდოდა – მაგრამ შეეშინდა.
დარწმუნებული ვარ – შეეშინდა, რომ უარს ვიტყოდი.
და მე? მე რატომ არ ვთქვი, რომ ვერ გავუძლებ მის გარეშე?
ჩემზე რატომ არ იფიქრა?
რატომ არ მკითხა მე რა მინდოდა?
ვახოს მაისური ავიღე – ის, რომელსაც ყველაზე ხშირად იცვამდა.
მისი სურნელი ისე დამიტრიალდა გარშემო თითქოს სადღაც ახლოს იყო კარს შემოაღებდა და იყვირებდა იმაზე რომ მის ნივთებს ვეხებოდი...
ოღონდ არ გაქცეულიყო…
ასე არ უნდა მოქცეულიყო, ჩემს წინ უნდა მდგარიყო ახლა...
თუნდაც ეჩხუბა ან ეკოცნა, მერე ისეთი რამ ეთქვა რომ ჩემგან სილა მიეღო...
მისი არარსებობა უკვე მაკლდა...
მისი ჩუმად ჩასუნთქვა...
მისი მძიმე ნაბიჯების ხმა...
მისი ჩრდილი კედელზე, საწოლში დაწოლამდე რომ ვაკვირდებოდი..
ყველაფერი მენატრებოდა...
ტირილი როდის დავიწყე არ ვიცი მაგრამ ვახოს მაისური გვარიანად დამისველებია, ალბათ ამაზეც გაბრაზდებოდა...
-კესო, შეიძლება შემოვიდე? – ნაინამ, კარზე დააკაკუნა და დამიძახა... კარი გავაღე
- შემოდი... - ჩემს დანახვაზე სახე შეეცვალა.
- მსახურმა დარეკა ჯანოსთან, ოთახიდან არ გამოსულა მთელი დღეო, ჯანოს შეეშინდა და მე დამირეკა. კარგად ხარ?
- არ ინერვიულო. კარგად ვარ, – ვცადე, გამეღიმა მაგრამ ცრემლებს უკვე ვეღარ დავმალავდი გვიანი იყო.
- კარგად არ ხარ. ვახოს გამო ხარ ასე? რამე დაგიშავა?
- არა, ნაინა. არაფერი დაუშავებია...
- შუაღამისას ჯერ ტიტეს ურეკავს და სადღაც ქრებიან, მერე დილით შვედეთში მეც მოვდივარო… რას ნიშნავს ეს ყველაფერი? იჩხუბეთ, რამდენიმე დღის წინ მართლა გამოაგდე სახლიდან?
- აი, ეს წაიკითხე. - ნაინას მივაწოდე წერილი, წაიკითხა... მის თვალებში დაბნეულობა გაჩნდა და ცოტა შიში.
- რას აპირებ? მოაწერ ხელს განქორწინების საბუთებს?
- არ შემიძლია. მის გარეშე სუნთქვა გამიჭირდება. - ხმა გამებზარა და ისევ ავტირდი.
- ანუ ვახო გიყვარს და მის გვერდით რჩები?
- კი, მაგრამ ის აქ არ არის. როგორ გაიგებს ჩემს პასუხს?
- დაურეკე!
- არ ვიცი, სად არის. არც სასტუმრო ვიცი, არც ნომერი. არც ის, როგორ არის...
მის ნომერზე უკვე დავრეკე, მაგრამ გამორთული ჰქონდა... - ნაინამ ტიტეს დაურეკა. დიქტოფონზე ჩართო.
-როგორ ხარ, პატარავ? – სიხარულით, უპასუხა.
- კარგად, შენ? კარგად იფრინეთ?
- კი, კარგად ჩავფრინდით. ხვალ შეხვედრა გვაქვს.
- ტიტე… ვახომ რამე გითხრა?
- არაფერი. მთელი გზა ჩუმად იყო. ჯანოს ესაუბრა – მას მერე უფრო დასევდიანდა. ახლა თავის ნომერშია. წავალ ვნახავ და მალე დაგირეკავ ვიდეო ზარით.
- კარგი. დაგელოდები… -გაუთიშა და მე შემომხედა, -დაენახვები ვახოს? ვუთხრა რომ აქ ვარ?
- არა, არ მინდა იცოდეს... როგორ ვარ გაბრაზდება.
- გაბრაზდება თუ ინერვიულებს. - ნაინა ზუსტად მიხვდა.

***
კესოსთვის დატოვებულ წერილში მთელი ჩემი არსება ჩავაქსოვე, ალბათ სამი თვის წინ ვინმეს რომ ეთქვა ეს გოგო ცოლად რომ შეირთე გონებას დაგაკარგვინებსო დავცინებდი... მაგრამ ახლა ვიჯექი და განაჩენს ველოდი, გამოფრენამდე ლამის გადავიფიქრე კიდეც რომ წერილი და საბუთები ენახა კესოს, ამიტომ ჯანოს ვთხოვე მისი წამოღება მაგრამ გულის სიღრმეში მინდოდა ეგრძნო ჩემი სინანული...

მთელი ფრენის მანძილზეც და მას შემდეგ რაც დავბინავდი მოუსვენრად ვარ, ჯანოსაც ვერ ვუკავშირდები...
ბოლოს როგორც იქნა მიპასუხა.
-გისმენ, ჯანო, რა ქენი? - ვკითხე მოუსვენრად, მიუხედავად იმისა, რომ პასუხი თითქოს წინასწარ ვიცოდი.
- ვერ მოვასწარი... - ისეთი ხმით მიპასუხა, ლამის გული გამიჩერდა.
- როგორ იყო? სევდიანი? ნამტირალევი? - მინდოდა ასე მაინც გამეგო კესოს გრძნობები.
- არა... როცა მელაპარაკებოდა, წარბიც არ შეუხრია. თვალებში ისეთი სიცარიელე ჰქონდა, თითქოს ყველა ემოცია საგულდაგულოდ მოიშორა. ვერ ვხვდები, ასეთად როგორ აქციე ეს გოგო, სად გააქრე ის კესარია მე რომ გავიცანი. - მისი სიტყვები ცეცხლზე ნავთის დასხმას ჰგავდა. - არც უთქვამს, ხელი მოაწერა თუ არა საბუთებს... ცივად მიპასუხა რომ ჯერ ბევრი უნდა იფიქროს.
- ესე იგი... არ ადარდებს, რომ ვეღარ მნახავს? - დავსვი კითხვა და ჩემს თავში ვიპოვე ადამიანი რომელიც ხავსს ეჭიდებოდა.
- ასე ჩანს... კიდევ რაღაც მითხრა.
- რა? - პასუხის მოლოდინში, ტუჩზე ისე ვიკბინე სისხლის გემო ვიგრძენი.
- რომ საპატიებელი არაფერი გაქვსო. შენი, ესმის და ჰო, გუშინ მელანოზე რაც მკითხე მართალი იყავიო... - ბოლო სიტყვები, ქარიშხლის შემდეგ გამონათებულ მზეს ჰგავდა ჩემთვის, ესეიგი იეჭვიანა ანუ რაღაცას გრძნობს.
- კარგი, ჯანო, მადლობა. — ვუთხარი, თუმცა მადლობა იმაზე ბევრად ნაკლებია რისი თქმაც მინდოდა.
- ჰო, კიდევ... შენი მსახური დამიკავშირდა. მითხრა, სახლში მხოლოდ მე და ქალბატონი კესო ვართო. ქალბატონი კესო კი თქვენი წასვლის შემდეგ ოთახიდან არ გამოსულაო. მე ნაინა გავუშვი მასთან.
- კარგი, თუ რამეს გაიგებ, შემეხმიანე... - კარი გავაღე რომ ტიტესთან გავსულიყავი და ის ჩემთან მოდიოდა.
- ვახო, რა ხდება? რამეს მიმალავ? - შემოვიდა თუ არა პირდაპირ იერიშზე გადმოვიდა.
- შემოდი... ყველაფერს გეტყვი. - დაჯდა და ვისკი დაასხა, გამომიწოდა თან თვალებით მბურღავდა...
- არა რა, ცოლის მოყვანამ დაგადუმა, ყველა სიტყვაზე უნდა გექაჩო?
- ტიტე, გუშინ... წყნეთიდან წამოსვლის შემდეგ კესოს წერილი დავუტოვე. ყველაფერი ავუხსენი, პატიებაც ვთხოვე. წერილთან ერთად განქორწინების საბუთებიც დავტოვე. არჩევანი მას მივანდე, მისი ნებაა თუ წასვლას გადაწყვეტს არ დავაკავებ...
- პასუხი? დაურეკე, კითხე?
- არა... ჯანოსთვის არ უთქვამს, რას აპირებს. მსახურმა კი ჯანოს უთხრა, მთელი დღე ოთახში გაატარა და მხოლოდ ნაინა იყო მასთან...
- იქნებ თავად დაურეკო? - მითხრა ტიტემ ჩუმად, - იქნებ ისიც ელოდება შენს ზარს? ჯანო რატომ მიუგზავნე შენ კითხე...
- დამირეკა, რომ ჩამოვფრინდით და ტელეფონი ჩავრთე გამოტოვებული ზარი დამხვდა... მაგრამ ვერ დავურეკე.
- რატომ, ვახო?
- უარის შემეშინდა. -ტიტემ ჩუმად ამოიოხრა და ლეპტოპისკენ გაიხედა.
- სკაიპი ჩართე. ნაინას დავურეკოთ.
მოლოდინი იყო გაწელილი წამები — მონოტონური, დამშლელი. სული მიკანკალებდა. მეშინოდა, რომ ეკრანზე ნაინა გაჩნდებოდა და მკაცრი ტონით იტყოდა: „კესოს არ უყვარხარ, მიდის.“
მაგრამ ეკრანზე ნაინას სახე გაჩნდა და ყველაფერი სხვაგვარად დაიწყო.
-ტიტე, ვახოსთან ხარ? - ხმა იმდენად მშვიდი ჰქონდა, მეც გადმომედო სიმშვიდე.
- ნაინა... კესო? როგორ არის? - არც კი ვაცადე ტიტეს, არაფრის თქმა.
- კარგად არის... თუ ამას კარგად ყოფნა ჰქვია. გული სტკივა, ვახო. ყველაზე მეტად კი ის სწყინს, რომ არ დაემშვიდობე. მთელი დღე საწოლში გაატარა. რომ გამოვედი, შენს მაისურზე ჩახუტებულს ეძინა...- სუნთქვა შემეკრა, ჭიქას ხელი მთელი ძალით მოვუჭირე.
- ესე იგი... არ მიმატოვებს? - წამებიც კი გაიწელა... პასუხის მოლოდინში გულმა რამდენიმე ფეთქვა ჩააგდო.
- არა, ვახო. არ აპირებს. იცი, რა თქვა? „მის გარეშე სუნთქვა გამიჭირდებაო“... გეფიცები რომ ვუყურებდი გული მომიკვდა, ასე როგორ შეაყვარე თავი რომ ერთი დღეც არ გასულა და უკვე ტკივილამდე ენატრები. სალომეს ვთხოვე, რომ ყურადღება მიაქციოს. მე დილით მივალ... იქნებ შენ დაურეკო, ვახო?
- დავურეკავ... გპირდებით მისი ეს ტკივილი ბოლო იქნება მეტს აღარ ვატკენ, ამის შემდეგ მხოლოდ ბედნიერების ცრემლებს ნახავთ. - ტიტე ჩვენი დიალოგის მოსმენით დაიღალა.
- ნაინა, ოდესმე წარმოიდგენდი რომ ვახოს, რომელმაც ლამის ჩემს ნაცვლად აგიხსნა სიყვარული საყვარელ ქალთან დარეკვის შეეშინდებოდა? - ორივეს გაეცინა, ჩემთვის ეკითხათ აბა თუ მეცინებოდა.
- რას იზამთ თურმე არ ყოფილა ადვილი... - ნაინამ ისე გათიშა არაფერი უთქვამს ტიტე კი პირდაპირ თვალებში მიყურებდა.
- რა ვახო, სიყვარულისთვის ბრძოლა არ ყოფილა ადვილი? ან აქ რა გინდა?! არ მენდობი, როდიდან დადიხარ ჩემთან ერთად მივლინებებში. - არ ვიცოდი რა უნდა მეპასუხა, იმიტომ რომ მართალი იყო.
- კესოს არჩევანის თავისუფლება მივეცი, მე თუ ახლოს არ ვიქნები უფრო მარტივად გადაწყვეტს.
- ან გაბრაზება გადაუვლის, შენი მონატრება გააგიჟებს და დაბრუნებულს არც კი შეგეკამათება. - გაიცინა და ვისკი მოსვა. - ამ ჭიქით ჩემო ვახუნა, შენში მცხოვრებ შეყვარებულ ეშმაკს გაუმარჯოს!
- გაუმარჯოს ჩემში მცხოვრებ ყველა კაცს, რომელიც კესოზეა შეყვარებული. - ჭიქა მივუჭახუნე და თვალი ჩავუკარი.

ტიტე გავაცილე თავის ნომერში და ბედნიერი წამოვწექი საწოლზე მაგრამ რაღაც არ მასვენებდა... ჩემში კესოს გარეშე უსასრულო სიცარიელე იყო, მისი ხმის გაგონება ჰაერივით მჭირდებოდა. ტელეფონი ავიღე და დავრეკე...
პირველივე ზარზე მიპასუხა...
-ვახოო!
-.........
-ვახო რატომ ხარ ჩუმად?
-........
-კარგი მეც გავჩუმდები.
არ ვიცი რამდენი ხანი ვუსმენდით მე და კესო ერთმანეთის სუნთქვას მაგრამ ეს დუმილი უფრო მეტის მთქმელი იყო ვიდრე ბანალური სიტყვები მთავარი ის იყო რომ კესოს სიახლოვეს ვგრძნობდი...

ღამით რამდენიმეჯერ გამომეღვიძა და დივანს გავხედე იქ კესო რომ ვერ დავინახე გული მეტკინა...

დილით კესოს ღიღინმა რომ არ გამაღვიძა მივხვდი თუ როგორ მივეჩვიე მას..

პარტნიორების ლაპარაკი არ მესმოდა ჩემი გონება კესოს დასტრიალებდა შეხვედრიდან ისე დავბრუნდი სასტუმროში რომ მხოლოდ კესო მახსოვდა...
ნომერში როგორც კი შევედი, ტელეფონს დავწვდი.
- ვახო როგორ ხარ? - იმხელა ბედნიერება ვიგრძენი ყურმილის მეორე მხარიდან რომ, მეც წამში დამავიწყდა მთელი დღის დაღლილობა.
- კარგად კესარია შენ, როგორ გეძინა, უნივერსიტეტში რა ხდებოდა?
- მშვიდად ნამდვილად არ მძინებია, მაგრამ ენერგიულად ვარ მთელი დღეა, უნივერსიტეტის საქმეებიც კარგად მიდის ბოლო შუალედური მქონდა დღეს... შენი საქმეები როგორ არის?
-კესო ალბათ ორი კვირა ვერ ჩამოვალთ. - ვიგრძენი, როგორ ჩაისუნთქა ღრმად, აშკარად ცდილობდა ხმა დაელაგებინა...
- ვახო მთავარია შენი საქმეები იყოს კარგად თორემ ეს ორი კვირა თვალის დახამხამებაში გავა... მალე ჩამოხვალ.
-კესო შენ ხომ დამელოდები? ხომ არ წახვალ? - საკუთარი ხმა ვერ ვიცანი როცა კითხვა დავუსვი, წამითაც არ დაფიქრებულა.
- მთელი ცხოვრება დაგელოდები, ჩემი აქ მოყვანა იყო ადვილი თორემ გაშვება ძნელია.
- და ვინ გითხრა რომ გაშვებას გიპირებ? გახსოვს რა გითხარი იმ დღეს ერთმანეთი რომ გავიცანით?!
- ვნახოთ, შეძლებ თუ არა ჩემი კლანჭებიდან თავის დახსნასო... მაგრამ ძვირფასო ქმარო გავიწყდება რომ მე კი არა, შენ აღმოჩნდი კლანჭებში მოქცეული.
- კიდევ დამიძახე რა... - მუდარასავით ჟღერდა ჩემი ხმა.
- რა? ძვირფასო ქმარო?
- ჰო, იცი რამდენად სასიამოვნოა?! ყოველთვის ეგ მაბრაზებდა რომ მსიამოვნებდა როცა ეგრე მეძახდი..
- საღამოს ისევ დამირეკავ ძვირფასო ქმარო?
- სალომეს ვეტყვი, სკაიპი ჩაგირთოს და დაგინახავ კიდეც.
- კარგი, ძვირფასო ქმარო.

***
დრო...
დრო, ყველაზე ნელა და მტანჯველად გადის როცა გტკივა...
როცა არ გეძინება, არ გშია, არ ლაპარაკობ – უბრალოდ ელოდები...
და იმ სიჩუმეში, სადაც თითქოს ყველაფერი გაჩერდა, შენ ხმაურით ფიქრობ მასზე.
ისევ და ისევ.
შენში ისევ ის ცხოვრობს – მისი სუნთქვა, მისი ღიმილი, მისი თვალები.
ყველგან ჩანს – მის გარეშე ყველაფერი გაუფერულდა: დღეც და ღამეც.
გაკლია. და ეს "მაკლია" ისეთი მძიმე სიტყვაა, ხანდახან თითქოს გადაფარავს "მიყვარხარსაც".
სასაცილოა, არა?
როგორ ეუბნები ყველას – „კარგად ვარ“, როცა ღამით ბალიშს ცრემლები გისველებს.
როცა საკუთარ თავს ვერ ასწავლი როგორ გადააგორო უმისობა.
იმის ნაცვლად, რომ სიმართლე უთხრა – რომ გტკივა, ეუბნები:
„მთავარია შენ იყო კარგად, შენი საქმეები მოგვარდეს.“ – და თითქოს ამით შენს თავსაც ამშვიდებ.
არადა მჭირდებოდა...
მისი ხმა. მისი სითბო. მისი ლაპარაკის მანერა, როცა ცდილობს დაგამშვიდოს და თვითონ უფრო ნერვიულობს.
ორ კვირაში შეიძლება არაფერი შეიცვალოს.
მაგრამ ჩემში შეიცვალა.
დავმძიმდი მოლოდინით.
დავმძიმდი სიტყვებით, რომლებიც ვერ ვუთხარი.

პირველი ერთი კვირა ყოველდღე ვლაპარაკობდით, დილით ტელეფონით საღამოს სკაიპით, ვხედავდი ეკრანზე და არ მყოფნიდა მისი მონატრების 1% კი არ მიქრებოდა... პირიქით უფრო მეტად მინდოდა მისი ჩახუტება მისი სითბო...
მერე სკაიპის ზარები შეწყვიტა და მხოლოდ „ დილა მშვიდობისა“ დარჩა...
ბოლო ოთხი დღეა კი მისგან არაფერი მსმენია და არც ჩემს ზარებს პასუხობს...

ჯანოს ტელეფონი უკვე იმდენჯერ რეკავს, რომ ხელში ვიღებ, ეზოსკენ მიმავალი ვხედავ რომ ვახო ურეკავს და ცდუნებას ვერ ვუძლებ..
-ჯანო, კესო როგორ არის? ისევ დეპრესიაშია? ჯერ კიდევ არ გამოსულა ოთახიდან? ისევ არ დადის უნივერსიტეტში? - პირზე ხელი ავიფარე. - მეც მიჭირს... მაგრამ ჩემი ხმა უფრო დაასევდიანებს. მენატრება, მის გარეშე ვეღარ ვძლებ. ყველგან მის სახეს ვხედავ. არ მეგონა, ასე ძლიერ თუ შემიყვარდებოდა ვინმე... უთხარი, რომ თავს გაუფრთხილდეს — თუ ის ცუდად იქნება, მეც დავიტანჯები, ისევე როგორც ის... ღამე მეღვიძება და მგონია, სადღაც აქაა, ჩემს გვერდით... დილით, როცა მისი ღიღინი არ მაღვიძებს — ცუდად ვარ. მასთან ჩხუბიც კი მენატრება... მისი მზრუნველი, თბილი მზერის გარეშე ძალიან მიჭირს... -ცრემლები თავისით ჩამომდიოდა, მაგრამ ველოდებოდი, როდის დაასრულებდა ვახო საუბარს... მინდოდა, მეჩხუბა, მეყვირა ან რამე ისეთი მეთქვა რომ მალე ჩამოსულიყო. - ჯანო, ხმა რატომ არ იღებ? რა ხდება?
- ვახოო... ეს ყველაფერი შენ თვითონ რომ გეთქვა ჩემთვის... იქნებ ძალა მომცემოდა... გპირდები, დღეიდან საკუთარ თავს შთავაგონებ, რომ ძლიერი ვიყო, ოღონდ შენი ხმა მაინც გამაგონე, გთხოვ.
- კესო, მაპატიე. მეგონა, სწორად ვიქცეოდი... - მისი ხმაც შეცვლილი და სევდიანი იყო.
- ვახო, ნუ მთხოვ პატიებას... ჩემზე არ იდარდო. კარგად გავხდები. მეც ყველგან შენ გხედავ და მეც მენატრები... მაგრამ მთავარი ისაა, რომ შენ საქმეს მიხედო, გულით. მალე დაასრულე და დაბრუნდი.
- კესო... კიდევ რამდენიმე დღე ვერ ჩამოვალ. - სხეულში რაღაც გამიწყდა.
- მაინც რამდენი?
- მინიმუმ ხუთი, მაქსიმუმ ერთი კვირა.
- კარგი, ვახო. მშვიდად იმუშავე... - ტელეფონი გავუთიშე და ოთახში შევბრუნდი. აბაზანაში ცხელი წყალი მოვუშვი და დიდხანს ვნებივრობდი, თითქოს ცხელი წყალი იყო ჩემი მშველელი... ცუდი ფიქრები და ტკივილი მიჰქონდა სხეულიდან.
ვახო ჩემს მეცხრამეტე დაბადების დღეზე ვერ ჩამოვა. მინიმუმ ხუთ დღეში ჩამოვა, ჩემი დაბადების დღე კი ორ დღეშია... მაგრამ არაუშავს სხვა დაბადების დღეებს ერთად შევხვდებით. შევხვდებით, მისი სიტყვები ჩამესმოდა ყურებში როგორ ამბობდა შემიყვარდაო...
მთელი დღე მეცადინეობას დავუთმე, საღამოს კი ისევ ვახოს ბალიშს ჩავეხუტე და ტკბილად გადავეშვი სიზმრების სამყაროში.

შუადღისას, უნივერსიტეტიდან დაბრუნებულს მამა და ბებია სოფელში დამხვდნენ წასულები, სალომე ბებიას და გამხდარა ცუდად.
ჯანომ და სალომ საგურამოში გადაწყვიტეს წასვლა...
ნაინაც უკვე სამი დღეა სიღნაღშია ოფისის საქმეებზე...
ლალიმაც დღეს თუ არ გჭირდებით ადრე წავალო და დავრჩი მარტო...
ვახოსთან ვცადე რამოდენიმეჯერ დარეკვა და სულ ავტომოპასუხე ირთვებოდა, ალბათ შეხვედრაზე იყო და რომ ნახავდა დამირეკავდა.
დაღლილობამ თავისი ქნა და ცოტახანს მეძინა კიდეც, ცოტახანს-თქო კი ვამბობ მაგრამ უკვე ცხრა საათი ხდებოდა... მსუბუქად ვივახშმე და არ ვიცი რამ გადამაწყვეტინა, ოსტრის კეთება დავიწყე, რადგან ლალის ყველაფერი მზად ჰქონდა მარტივად მოვამზადე და მისაღებში დავბრუნდი...
ბუხარი კარგად დავანთე, ლიმონიანი ჩაი გავიკეთე და წიგნის კითხვას შევუდექი, არ მეჩვენებოდა საინტერესოდ რადგან ლექტორმა დამავალა მისი წაკითხვა...
რადგან გული ვერ დავუდე სახლში ხეტიალი დავიწყე კიდევ ერთხელ ვცადე ვახოსთან დარეკვა... ამჯერად გავიდა ზარი მაგრამ არ მიპასუხა, საათს შევხედე რადგან აქ თორმეტი საათი იყო უკვე იქ ცხრა უნდა ყოფილიყო დავიჯერო შეხვედრა ამდენ ხანს გაგრძელდა?!
გარეთ საშინელი ამინდი იყო, ცა თითქოს მიწაზე ჩამოდიოდა თან აზანზარებდა დედამიწას.
თორმეტს გადასცდა და არავის მოულოცია, არა და დათოს და ნანას ვერავინ დაასწრებდა... მათაც დავავიწყდი... ფიქრებში ვიყავი გართული კარზე გაბმული ზარი რომ დარეკეს, სანამ კარისაკენ მივდიოდი ალბათ ყველანაირი ცუდი შეგრძნება ერთიანად დამეუფლა, აი ბავშვობაში რამეს რომ დავაშავებდი და დედა მიძახებდა, მუცელი რომ მეწვოდა ახლაც ისე ვიყავი... ჭუჭრუტანაში გავიხედე და არვინ ჩანდა გარეთ ისეთი სიბნელე იყო, ღრმად ჩავისუნთქე და კარი გავაღე.
ზღურბლის მეორე მხარეს მონატრებული სხეული რომ იდგა და მიღიმოდა ჩემს თავს გადავაჭარბე... ჩემი მორიდება, მორცხვობა, დისტანცია ვახოსთან ურთიერთობაში ერთიანად გაქრა და პატარა ბავშვივით ჩამოვეკიდე კისერზე, ხელებით ყელზე ვებღაუჭებოდი და ფეხები წელზე შემოვხვიე, სულ არ მაინტერესებდა რომ სველი, იყო და მეც ვსველდებოდი.
-კესო სახლში შევიდეთ, გაცივდები. - ფეხები შევუშვი და ჩამოსვლას ვაპირებდი ისევ რომ შემოიხვია. - მაცადე მე თვითონ შეგიყვან, მგონი შენი ტარების ძალა მაქვს.
– კარგი, როგორც შენ იტყვი.
-ვაიმე, როგორ მიყვარხარ ესე მორჩილი, ასეთი მშვიდი... მაგრამ მგონი შენში არსებული ქარიშხალი შემიყვარდა პირველად.
- მეც მიყვარხარ, ჩემო ძვირფასო ქმარო... - ჩემიანად დაეშვა დივანზე და ცხვირი ჩემს ყელში ჩარგო, გამაჟრჟოლა მისი შეხებისგან... - ვახო სველი ხარ სულ და მეც მასველებ, ადექი გამოიცვალე... არ გშია?
- აუუ, კი, თუ შენ მომიმზადებ, მშია... შენც გამოიცვალე დაგასველე.
- არაფერია, - სწრაფად ვაკოცე ყელში და გავეცალე. - გამოიცვალე და სამზარეულოში ჩამოდი.
- გამოვიცვლი, მაგრამ აქვე, ბუხართან შევჭამ, რა. ცეცხლის ტკაცუნთან ერთად.
- კარგი, ბატონო, ბუხართან იყოს!
ჩემი გონება მაინც იმ ერთ ფაქტზე შეჩერდა — არ მომილოცა... დაბადების დღე რომ მაქვს დღეს, ალბათ არ ახსოვს, მაინც რა უცნაურია — სიურპრიზის ნაცვლად თვითონ გახდა სიურპრიზი... ჩამოვიდა და ეს მთავარია.
შავ მაისურში და ჯინსში ისეთი სანახავი იყო, გამშრალ ყელში ნერწყვი ძლივს გადავაგორე, აშკარად შენიშნა ჩემი მდგომარეობა და წარბები ამითამაშა. ისე მიირთმევდა, ისეთი ნეტარებით ხმა არ ამოუღია.
-მოგეწონა?
- უგემრიელესია. – თქვა კმაყოფილმა. - მაგრამ ასე გვიან ასეთი საჭმელი არ შეიძლება, გავსუქდები ღიპი დამედება.
-მერე გოგონებს აღარ მოეწონები ვახუნა? - ისეთი სახე მივიღე თითქოს შემეცოდა.
- რაღაც ძალიან გათამამებულხარ, ქალბატონო შენ.
- ქალობამდე მაკლია ჯერ რაღაც. - გავუცინე და ლანგარი სამზარეულოში გავიტანე. - აბა, შენ არ მოდიოდი, რამდენი დღე?
- საქმეებს მოვრჩი და ვერ მოვითმინე. - ეშმაკურად გამიღიმა, იმ ღიმილით, ბავშვობაში რამეს რომ მალავ და თავის დაძვრენას ცდილობ.
- მართლა? ესე ძლიერ მოგენატრე, რომ ვეღარ გასძელი?
- არც ისე. ეს შენ მოგენატრე, შენ ვერ ძლებდი უჩემოდ.
- სულაც არა! მშვენივრად ვისვენებდი არავინ მიშლიდა ნერვებს, არც სააბაზანოში შესვლაზე მეჩხუბებოდა.
- ამ მაისურთან ერთად, გეძინა?
- ეგ საიდან იცი?
- მე ყველაფერი ვიცი.
- ყველაფერი? ნუ მეხუმრები. - წარბ აწეულმა დავაკვირდი, ვცდილობდი გამომეწვია.
- აბა მასწავლე, რაც არ ვიცი, კესუნა.
- როგორ უნდა მოეფერო საყვარელ ადამიანს, ეგ არ იცი. - ვახო წამოდგა და ჩემსკენ დაიძრა.
-მოდი აბა ახლოს და გაჩვენებ, თუ არ ვიცი... ასე შორიდან რომ გამითამამდი.
- არა, შენ მოდი... თუ მართლა გინდა, მომეფერო.
- დაჭერობანას მეთამაშები?
- არა რას ამბობ… უბრალოდ მოდუნებული ხარ, უნდა გამოგაფხიზლო.
- თუ დაგიჭირე, ინანებ... ხომ იცი რომ ერთი შეხება და ეგ შენი თამამი სიტყვები ჰაერში გაგეფანტება.
- თუ დამიჭირე, რათქმაუნდა. - მთელს სახლში ჩვენი სიცილის ხმა ისმოდა, გულწრფელი, ბავშვური.
- კარგი, ვნებდები კესო... მოდი რა, დავიღალე...
- სულ ეს ხარ? სულ, ვიცოდი რომ ტყუილად ბაქიაობდი. - სავარძელში მჯდომს თავზე წამოვადექი, ისევ წამოდგა და ჩემსკენ წამოვიდა, ინსტინქტურად უკან დავიხიე.
- შენ რა, გეშინია? რატომ დუმხარ, კესო? ფრთხილად. - წამოიძახა და ვიგრძენი ჩვენს შორის როგორ შემცირდა მანძილი. - ვერსად წახვალ, სად გამირბოდი?
- ვახოო!
- ჰოუ. - ყრუდ მიპასუხა და ჩემს თმებზე თამაშს აგრძელებდა, მისი ტუჩები რომ ვიგრძენი ყელში ლამის დავეცი...
- გიყვარვარ? - თვალებში მიყურებდა.
- არა. - გამაცია.
- რაა?
- ძალიან მიყვარხარ, სიგიჟემდე... უსასრულოდ, რა სულელი ბავშვი ხარ.
- რა მითხარი?! რა ვარ?
- სულელი ბავშვი, გეწყინა?
- კი და გაგებუტე.
- რომ გაკოცო, შემირიგდები?
- არა. - ვუთხარი, კოპები შევკარი და ტუჩები გავბუსხე.
- მოდი ვცადოთ. - მისი თითების შეხებამ წელზე გონება დამიბინდა, მთელს სახეზე ნელა მახებდა ტუჩებს, ფრთხილად მკოცნიდა... ალბათ გამაყრუებლად ისმოდა ჩემი გულის ხმა მთელს სახლში, ქვედა ტუჩზე ცერა თითი გადამისვა.
- ვახო, ნუ მაწამებ... - საკუთარი ხმა ვერ ვიცანი, ვნებისგან ისე შეცვლილიყო.
- „სუყველაზე ლამაზი შენი თვალის ფერია,
შენზე უსაყვარლესი ქვეყნად არაფერია.“ - ზედ ჩემს ტუჩებთან დაიჩურჩულა. - იმ დღეს აგიხსენი გაუაზრებლად სიყვარული და ზუსტად ამის შემდეგ დავიწყე მისი უარყოფა.
-ჩშშ, მე და შენ ახალ ცხოვრებას ვიწყებთ... ხო და ჩვენი პირველი კოცნა უნდა იყოს... - წამში ვგრძნობ როგორ მეცლება საყრდენი ფეხქვეშ როცა ვახოს ტუჩები მეხება, ნელი და ნაზი შეხება უცებ გადადის ვნებიან და მომთხოვნ კოცნაში, ხელებს მაისურის ქვეშ ვუცურებ და ზურგზე ვეფერები...
- კესო, ნუ აკეთებ მაგას... - გაგუდული ხმა ძლივს ამოუშვა ისე რომ ტუჩებს ოდნავ მოშორდა. - მერე გაჩერება აღარ შემეძლება.
- ვინ გთხოვა... – ხელში მიყვანს და ნელა მიდის კიბეზე. - ხომ გავთავდი ქალი შენი სურვილით.
- ქალიო? - საწოლზე დამაწვინა და ზემოდან მიყურებდა, ნელა შეახო თითები შარვლის ღილს, თან თითქოს მაკვირდებოდა ხომ არ გადავიფიქრე. საპასუხოდ თავად გავხსენი ღილი, ნელა შემომაცალა ტანსაცმელი... - ღმერთო ამაღამ გულს ნუ გამიხეთქავ...
- რამდენს ლაპარაკობ ქმარო... - ხელები მჭიდროდ შემოვხვიე და ჩემსკენ მოვქაჩე, მისი ტუჩები დათარეშობდნენ მთელს სხეულზე და გონებას მაკარგვინებდნენ, წვიმის წვეთების ხმას თან ერთვოდა ჩვენი ვნებით გაჟღენთილი ხმები... ვგრძნობდი რომ ერთი მთლიანობა გავხდით, ერთ დიდ ნაწილად ვიქეცით მხოლოდ ახლა გავიაზრე სიტყვა მეორე ნახევრის მნიშვნელობა... მის გულზე მისვენებული ვცდილობდი სუნთქვის დარეგულირებას.
- კესო, კარგად ხარ? - ფრთხილად მკითხა და თმაზე მომეფერა.
- ამაზე კარგად ალბათ არასდროს ვყოფილვარ. - თითებით მის მკერდზე ვარსკვლავებს ვხატავდი და მის გულისცემას ვუსმენდი.
- იმ ღამით, თავის შეკავება რის ფასად დამიჯდა არ იცი. - გამახსენდა მისი სახე თითქმის გამჭვირვალე ხალათში რომ მნახა... ნიკაპით მკერდზე დავეყრდენი და სახეზე დავაკვირდი.
- მეგონა, სხვა ქალთან წახვიდოდი...
- სხვა ქალთან თუ მელანოსთან? - გაეცინა. - როგორ დაიჯერე რომ სხვა ქალის შეხება შემეძლო, როცა შენი სურვილი მკლავდა... შენი თმის სურნელი ისე მშიოდა როგორც ვამპირს სისხლი.
- არ მეძინა როცა მოხვედი, ვიგრძენი როგორ ჩაიკარგე ჩემს თმაში...
- ახლაც მაგას ვაპირებ.
ყველაზე მშვიდი ის ღამეა რომელსაც საყვარელი ადამიანის მკლავებში ათენებ დილით გაღვიძებული კი მის მაისურს იცმევ...
-სად მიიპარები ჩემს მაისურში გამოწყობილი? - თავი წამოწია და თვალი გამომაყოლა.
- სააბაზანოში.
- მარტო? - უკვე წამოჯდა და ისე მიყურებდა.
- აბა, როგორ?
- შენ ფიცი დადე, ყოველთვის და ყველგან ჩემთან იქნებოდი.
-იმ ფიცში სააბაზანოზე არაფერი ეწერა.
- ჩემს ფიცში ეწერა.
- ანუ?..
- მოვდივარ. - საწოლთან იდგა ტრუსებით და მაკვირდებოდა.
- გთხოვ, ნუ დატანტალებ ასე საცვლებით ამ ოთახში, თორემ... - თვალები გადავატრიალე.
- თორემ რა, ქალბატონო?
- შეიძლება ძალადობის მსხვერპლი გახდეთ, ბატონო ვახტანგ. - მივუახლოვდი.
- თანახმა ვარ, თუ თქვენნაირი ლამაზი ქალი იძალადებს ჩემზე. - ხელი მივკარი და საწოლზე დავაგდე. წამებში ზემოდან მოვექეცი...
- ოხ, რა ძლიერი ყოფილხარ, ძვირფასო ცოლო.
- ჯერ არ მიცნობ, ძვირფასო ქმარო... საშინელი მესაკუთრე ვარ.
- მართლა? შემეშინდა მგონი გადავიფიქრე შენი ქმრობა.
- დაიმახსოვრე: ამ წამიდან მხოლოდ ჩემი ხარ. სხვისი ვერასდროს... დაგაგვიანდა ქმარო.
- არც მსურს სხვისი ვიყო.
- და რომც გსურდეს ვეღარ იქნები... - ვუთხარი, ვაკოცე და სააბაზანოში, შევედი..
- კესარია კარი გააღე თორემ შემოვამტვრევ...
- არც ჩამიკეტავს, ჯერ გაღება გეცადა და მერე გეყვირა. - დავცინე, მის ანთებულ თვალებს რომ გადავეყარე გავშეშდი...
- ხო და ახლა დაგსჯი ამ თამაშისთვის.

ვისაუზმეთ და მისაღებში ვიჯექით ჩახუტებულები, ვახომ შეტყობინება რომ მიიღო.
-ხო, მართლა, სხვები სად არიან?
-მამა და ბებია სოფელში, სალომე მეგობრებთან.
- მე რომ არ ჩამოვსულიყავი, მარტო უნდა ყოფილიყავი? არ შეგეშინდებოდა მარტო ყოფნის? -
- არა, მე მხოლოდ უშენობის მეშინია... იმ ღამითაც მაგიტომ ვუთხარი ნაინას რომ მეშინოდა სხვასთან არ წასულიყავი.
- ოხ შენ პატარა ეშმაკო... საღამოს რვისთვის შეხვედრა მაქვს, გამოგივლი, ეხლა კი ოფისში მივდივარ. ეს საკრედიტო ბარათია, კაბა იყიდე.
- რად მინდა, ბევრი მაქვს, რომელიმეს ავარჩევ.
- კესარია, ხომ იცი, რა ფერის კაბაც უნდა გეცვას?
- ხო, კარგი, ცისფერ კაბას ვიყიდი. - დავნებდი და ოთახში მიმავალს ავედევნე.
- აუცილებლად მოკლე და ტანზე მომდგარი, ჩემო საყვარელო.
- როგორც თქვენ მიბრძანებთ, ძვირფასო ქმარო.
- ოხ, კესარია, კესარია!
- რა გაბრაზებს ვერ ვიგებ. - ხელებს წელზე მხვევს..
- ვინ გითხრა რომ ვბრაზდები, ისე მეძახი რომ საშინლად მინდები. -ცხვირზე მკოცნის.
- რა არის ეს, ტუჩები? - მკოცნის და მიდის.

მთელი დღე მაღაზიებში დავდიოდი, არც ნაინა მყავდა და არც სალომე.
კაბა შევარჩიე, სახლში დავბრუნდი და გავემზადე.
ყველაზე მეტად ის მიკვირდა, რომ მშობლებმა და დებმაც არ მომილოცეს დაბადების დღე. უკვე რვის ნახევარი იყო, როცა კარზე ზარი დარეკეს. კარი მსახურმა გააღო, ქვევით ჩამოსულს კი ვახოს ნაცვლად ჯანო დამხვდა.
-ჯანო, ვახო სად არის?
- ვახო ინვესტორებს უნდა დახვედროდა და მათთან ერთად წავიდა რესტორანში.
- და შენ მიმიყვან? - დაეჭვებულმა ვკითხე და მანქანაში ჩავჯექი.
- თქვენს განკარგულებაში ვარ, დედოფალო.
- ოხ, ჯანო... ჯანოო... ხო მართლა, სალომე სად წაიყვანე?
- სალომე საგურამოშია, იქ მიგიყვან და მეც წავალ... ჩემს სალომესთან.
- კარგი და ტიტე არ ჩამოსულა? - მაქსიმალურად ვცდილობდი მისგან მეტი ინფორმაცია მიმეღო.
- კი, ტიტე ჩამოვიდა, მერე ნაინას ჩააკითხა სიღნაღში და მეორე თაფლობის თვე აქვთ.
- მე კი არ მაცადეს თაფლობის თვით ტკბობა. - ჩუმად ჩავილაპარაკე გადმოსვლისას.
- ხომ არ მომესმა?
- რა? - გავიოცე, ვითომ ვერ მივხვდი.
- რაც წეღან თქვი. - აზრი არ ჰქონდა უარყოფას.
- არა... არ მოგესმა, შენ ხომ უკეთ იცი ვახოს შესაძლებლობები.
- ოხ, ვახოს შეხედე, რა ეშმაკი ყოფილა... აი, მოვედით. - რესტორანში შევედი. როგორც კი ფეხი შევდგი და შუქი ჩაქრა, მივხვდი, რა ხდებოდა. წელზე თბილი ხელი შემეხო.
- აბა, პატარავ, მზად ხარ გზა ჩემთან ერთად გააგრძელო?
- შენთან ერთად ჯოჯოხეთშიც კი წამოვალ, ვახო. - ვუჩურჩულე.
- ასეთ ბედნიერ დღეს ჯოჯოხეთზე ნუ ლაპარაკობ.
- რა ხდება დღეს?
- მალე გაიგებ, რა მოუთმენელი გოგო ხარ.
- ქალი არა? - სიეშმაკე შემეპარა ხმაში.
- მართალი ხარ, ქალი... ჩემი ქალი. -ჩამჩურჩულა.
რესტორნის შუაგულში რომ მივედით, შუქი ჩაირთო. ყველას, ვინც კი ჩემთვის ძვირფასი იყო, ერთიანად მოეყარა თავი და დაბადების დღის მისალოც სიმღერას მიმღეროდნენ.
-ვახოო.
- რა?
- საუკეთესო ქმარი ხარ.
- ეგ ვიცი, რამე ახალი მითხარი.

ყველაზე ბედნიერი დაბადების დღე იყო ჩემს ცხოვრებაში, ვახოს სიურპრიზმა მოლოდინს გადააჭარბა.
-ვახო, ეს ყველაფერი როდის დაგეგმე?
- რომ გითხრა დიდი ხნის წინ თქო დაიჯერებ?
- დავიჯერებ... - ვუთხარი და გავუღიმე. - მადლობა, აღფრთოვანებული ვარ.
- ჯერ ყველაფერი ახლა იწყება.
- კიდევ რა არის?
- გახსოვს საგურამო? ახლა ჩემი ოჯახიც კი პირველად ნახავს ასეთ ვახოს.
- არააა. - თვალები გამიბრწყინდა. ვახომ ჯანოს ანიშნა რაღაც.
მალე ისევ ჩაქრა რესტორანში შუქი, და მხოლოდ ვახოს და მე გვენათებოდა. ვახომ გიტარის სიმებს ჩამოჰკრა თითები და როგორც კი პირველი ნოტი გაისმა, იგივე გრძნობა დამეუფლა, რაც საგურამოში. მისი ხავერდოვანი ხმა სასიამოვნო ჟრუანტელს მგვრიდა სხეულში. ვიდექი ვახოს წინ და ცრემლები თავისით სრიალებდა სახეზე. მაგრამ ეს არ იყო ის ცრემლები, რაც სამი თვის მანძილზე დავღვარე. ეს ბედნიერების და სიხარულის ცრემლები იყო...

როდის იყო ბედნიერება დიდხანს გრძელდებოდა? ბედნიერების მხოლოდ წამები არსებობს... ყველა უბედურებას ბედნიერება ცვლის, ხოლო ბედნიერებას ისევ უბედურება. მაშინ ხარ ყველაზე ძლიერი, როცა ყველა წინაღობას თავაწეული ხვდები და თავს არ ხრი.
ხო და ახლა ჩემი ბედნიერების ათვლა იწყებოდა...

***
რა არის იმაზე დიდი ბედნიერება, როცა ხვდები — მშობლის მაშინდელი არჩევანი, რომელიც თითქოს მხოლოდ ლოგიკას დაემორჩილა, სინამდვილეში შენი ცხოვრების ყველაზე ნათელ, ყველაზე ტკბილ მომავალს მოასწავებდა?
როცა იცი — ის, ვინც შენს გვერდით დგას, არამარტო სწორია, არამედ სწორედ ის არის, ვინც გაგაცნო ბედნიერება ახალი ფერებით:
ყოველი დილა მისი ჩახუტებით იწყება, ყოველი ღამე — მისი თბილი ხელებით მთავრდება.
და ხვდები, რომ სრული მხოლოდ მაშინ ხარ, როცა ის სახლშია. როცა შენთანაა.

დღეს რაღაც ვერ ვისვენებ. დილით კესომ მითხრა: დღეს ადრე მოდი, საღამოს შენთან ლაპარაკი მინდაო.
მე კი, საქმეში გახვეული, ჯანოსა და სალოს ქორწილის ქაოსში ჩაფლული, ვერც კი მივაქციე სათანადო ყურადღება.
უკვე კარგა ხანია დაღლილი და უმეტესად მოთენთილია.
გზაში მისთვის საყვარელი მინდვრის ყვავილები ვიყიდე ვიფიქრე, გავახარებ მეთქი...
ეზოში შესვლისთანავე რაღაც მაწუხებდა —
კესო არ დამხვდა კარებთან. მისი ცისფერი თვალები არ შემომანათა.
-კესო, მოვედი! = პასუხი არ გამცა, გული თითქოსდა ცუდს მიგრძნობდა, მაგრამ შეძლებისდაგვარად საკუთარ თავს ვამშვიდებდი. „ვახო, ყველაფერი კარგადაა, საყიდლებზეა შესაძლოა გასული, ან სასწავლებლიდან არ დაბრუნებულა... დამშვიდდი... სახლში რომ იყოს ხომ გაგაგონებდა ხმას?!“ გეზი სასწრაფოდ საძინებლისკენ ავიღე და კარგზე ვცდილობდი მეფიქრა. - კესო? - ალბათ ისევ უნივერსიტეტშია ჩავაგონე თავს, არ დაბრუნებულა... ან...
მისი ჩანთა და ტელეფონი საწოლზე რომ დამხვდა ამან მთელი ჩემი არსება შეძრა.
მაშინვე სააბაზანო ამომიტივტივდა გონებაში და გაოგნებულმა შევამოწმე სააბაზანოს კარი. ჩაკეტილი დამხვდა. ამან უფრო მეტად გამაშმაგა, გონება დამიტრიალდა. ყველა შესაძლო მიზეზზე დავიწყე ფიქრი... სააბაზანო? არ მპასუხობს... ხმას არ მცემს. ღმერთო...
„ფეხი მოუცურდა და წაიქცა... ან რაიმე რიგზე ვერ აქვს... საერთოდ როდის კეტავს კარს? ეს არ უნდა მომხდარიყო.. რა სჭირს?!“
-კესო? მიპასუხე საყვარელო, აქ ხარ? - კარზე რამდენჯერმე დავაკაკუნე. - კესო, კარგად ხარ? - კვლავ გაშმაგებით ვეცი კარს და ლამის ჩამოვიღე კიდეც. პასუხი არსაიდან იყო. არაფერი მადარდებდა. მაშინვე კარის შემტვრევაზე დავიწყე ფიქრი.
მაქსიმალურად შორი მანძილიდან გამოვექანე, ოთახის კიდიდან და მთელი ძალით მივენარცხე კარს. მკლავში ტკივილი ვიგრძენი, თუმცა არც ამას ჰქონდა ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა. მთავარი კესო იყო. კარი ცოტა მოირყა, მაგრამ ვერაფერი მოვუხერხე იმ წამს. მეორედ ვცადე... - კესო? - ამასობაში ვცდილობდი კიდევ მეყვირა, რადგან არ ვკარგავდი იმედს რომ გამომეხმაურებოდა. წიხლიც კი ჩავაზილე რამდენჯერმე გამწარებით, მაგრამ ძვრა ვერ ვუყავი. გაღიზიანებულმა კიდევ ერთხელ გავექანე მისკენ. დავინახე როგორ ჩამოცვივდა კედლებიდან ბათქაშები... როგორ მოირყა კარი ანჯამებიდან, თითქოს მალე უნდა ამომხტარიყო. ბინის რემონტის ხარჯები არაფრად მიღირდა, კესოს უსაფრთხოება ჩემთვის პრიორიტეტი იყო.
კიდევ ერთხელ ძლიერად მივეჯახე კარს. ვიგრძენი როგორ მოირყა შიგნიდან საკეტი. მისი ხმაც ამაზე მეტყველებდა. დარწმუნებული ვიყავი ერთი ორი მსგავსი ძალის დემონსტრირება და კარი ჩამოვარდებოდა. ამასობაში გული მთლიანად ამომივარდა, არა ფიზიკური დატვირთვისგან, რამდენადაც იმაზე ნერვიულობით თუ კესოს რა დაემართა. ჩემთვის მთელი სამყარო იყო იგი, გრძნობებს ვეღარ ვთოკავდი და აღელვებულ, გონებისგან გამოწვეულმა პანიკამ ჩემი გული სავსებით ააფორიაქა. მომდევნო ძლიერი შერკინების შემდეგ კარი მთლიანად ჩამოვაგდე და მაშინვე სახელურს ჩავავლე ხელი, რათა ძირს არ დაცემულიყო... ჩემს კესოს ზედ არ დაცემულიყო. როდესაც ეს ვიხილე გავშრი...
კესო იატაკზე ეგდო... უგონოდ...
არ იძროდა... თავი ოდნავ მარჯვნივ გადაეხარა და ცალი ხელი გულზე ედო...
გული შემეკუმშა. საშინელმა ტკივილის ტალღამ დამიარა სხეულში. ფრთხილად ავიყვანე საწოლზე დავაწვინე და წყლის მოსატანად შევბრუნდი.
სააბაზანოში რაღაცას ფეხი წამოვკარი. დავიხარე.
…და მერე ყველაფერი შეიცვალა.
ხელში ეჭვით ავიღე ის პატარა, თეთრი ყუთი.
ყუთზე ორი მუქი წითელი ხაზი იყო...
გავშრი...
გულმა თითქოს ორმაგი ძალით დაიწყო ფეთქვა...
მამა ვხდებოდი...
ეს იყო წამი, რომელიც არამხოლოდ ბედნიერებით, არამედ სრულყოფილებითაც იყო სავსე...
მე და კესო სრულყოფილი ოჯახი ვხდებოდით, წამიერად გამახსენდა საწოლზე უგონოდ მწოლიარე კესო, ხელი დავისველე და სახეზე მოვუსვი, თან ნიშადურიანი ბამბა მივადე ცხვირთან.

***

რა უნდა იყოს იმაზე წმინდა, იმაზე ზეადამიანური, ვიდრე იმის გაცნობიერებაა, რომ შენში ვიღაც იწყებს არსებობას...
შენ ხარ მისი სახლი....
შენ ხარ აკვანი....
შენ ხდები მისი ყველაზე დიდი თავშესაფარი...
და ვერც კი აცნობიერებ, რომ ის დღე, როცა პირველად იგრძნობ მის არსებობას, შენს ცხოვრებას ორ ნაწილად გაყოფს: მანამდე და შემდეგ.
ჯერ კიდევ დაბნეული ვიყავი…
ნიჟარას ვეყრდნობოდი და ტესტზე გამუქებულ ორ ხაზს ვუყურებდი... წამში დატრიალდა გარშემო ყველაფერი და წყლის ხმა უკვე შორიდან ჩამესმოდა, ვცდილობდი არ დავცემულიყავი და ნიჟარას მაგრად ვეჭიდებოდი.
მერე რაღაც მძაფრმა სუნმა გამომაფხიზლა.
თავი ისევ სააბაზანოში ამოვყავი, ღებინების საშინელი შეგრძნება მქონდა...
უკან დაბრუნებულმა კი — ვახო დავინახე.
ისეთი საოცარი თვალებით მიყურებდა, ისეთი მზერით თითქოს მთელი სამყარო ვაჩუქე...
-ბატონო ვახტანგ, რა ხდება? – ვკითხე დამნაშავესავით.
- არ ვიცი. მე პასუხს შენგან ველოდები. - მხრები აიჩეჩა.
- არაფერია ისეთი… უბრალოდ გადაღლილობაა. – ვუთხარი ზედმეტად ჩქარა. ის კი... ხელში მინდვრის ყვავილებით იდგა, ისე მაგრად ჩაებღაუჭა თითქოს ეშინოდა რომ წავართმევდი.
- ფუუუ! რა სუნი აქვს, ვახო, გთხოვ, გაიტანე. -ვახომ ყვავილები სწრაფად გასწია და მიყურებდა დაბნეული.
- კესარია, რა ხდება? - მიყვარს მისი სევდიანი პანიკა.
- არაფერი. უბრალოდ... ჩვენი პატარა საკმაოდ ჭირვეულია. - წამის განმავლობაში გაიყინა. თვალებში წყალი მოადგა ისე, თითქოს მთელი ცხოვრება ელოდა ამ სიტყვას.
- ვაიმე კესარია... ასეთი უემოციო და უხასიათო როდის გახდი? ჩვენ ხომ ბავშვს ველოდებით... ჩვენს სიყვარულს. შენ რა არ გინდა? - იმხელა შიში ვიგრძენი მის ხმაში, ლამის ტირილი დავიწყე, მის გვერდით ჩამოვჯექი, ხელში მისი ხელი მოვიქციე და იმ პატარა, ჯერაც უხილავი სამყაროსკენ მივუთითე, რომელიც ჩემში იბადებოდა.
- აი აქ, ვახო... მალე ჩვენი სიყვარულის ნაყოფი დაიწყებს გაზრდას. შენი და ჩემი ნაწილი ერთდროულად. იცი, რამდენი ვიტირე ბედნიერებისგან შენს მოსვლამდე?.. შენი გაბადრული სახე რომ დავინახე, მივხვდი, ყველაფერს მიხვდი... მინდოდა ცოტახანს გენერვიულა, მაგრამ ისეთი სახით შემომხედე... როგორ შეიძლება არ მიხაროდეს? როცა უფალი ამ ქვეყნად ყველაზე დიდი საჩუქრის ღირსად მხდის...
- კესო... მინდა ვირბინო! ვიცეკვო, ვიყვირო! მინდა ყველამ გაიგოს! დედა ხდები! მე მამა ვხდები! -გავიცინე... ხელით ჩემსკენ დავქაჩე.
-იცი რა არ მესმის? ისეთი ტირანი როგორ შემიყვარდი?
-არც მე მესმის, როგორ შეგიყვარდი... შენზე ქორწინება იყო ერთადერთი სწორი რამ, რაც ცხოვრებაში გავაკეთე. ახლავე უნდა ვთქვა! ახლავე! ყველას უნდა გავაგებინო!
- ვახო! – მხარზე ხელი დავადე – გთხოვ, ხვალამდე მოითმინე. მამას სიურპრიზი გავუკეთოთ, დაბადების დღეზე ვუთხრათ.
-კი მაგრამ, მე რომ ვერ ვითმენ?! - ისეთი ბავშვური და ბედნიერი მგონი არასდროს მინახავს. - მხოლოდ ტიტეს და ნაინას.
- და ჯანო?! სალომე?! არ არის სამართლიანი, ხვალ ექიმთან ჩამწერა ტატიანამ, საღამოს ყველას ერთად ვეტყვით...
- ანუ ლევანს ეცოდინება? მისი და ჯანოს ნათლულის ამბავი?
- არა ტატიანა დამპირდა არ ვეტყვიო.
- ყოველთვის შენი რატომ გაგაქვს?! - დაიწუწუნა.
- გთხოვ, ყვავილები გაიტანე. მართლა გული მერევა. -ისე გაიქცა ოთახიდან, თითქოს ყვავილებში ნაღმი იყო..
მზერა გავაყოლე ჩემს საყვარელ კაცს , რომელსაც სულის ნაწილი ვაჩუქე.
და ის ნაწილი ახლა ჩემში იზრდებოდა.


***
მამას არასდროს უყვარდა დიდი სუფრები. დაბადების დღესაც ყოველთვის ვიწრო წრეში, ოჯახის წევრებთან ერთად აღნიშნავდა, წელსაც ასე მოინდომა, მხოლოდ ოჯახის წევრები ვყოფილიყავით. ოჯახის წევრებში, ბუნებრივია, იგულისხმებოდა ჯანო, ტიტე და ნაინაც.
მას შემდეგ, რაც ტიტესა და ნაინას ბარბარე შეეძინათ, მამაჩემი სიხარულით დაფრინავდა — „შვილიშვილი შემეძინაო!“
ნაინაც ისე მიიღო, როგორც ქალიშვილი. ტიტეს ხშირად ეუბნებოდა: თუ ჩემს გოგოს ოდესმე გაანაწყენებ, არ გაპატიებო!
ყველანი მისაღებში ვისხედით. ბარბარე, როგორც ყოველთვის, მამას კალთაში ეჯდა. ეფერებოდა და ეთამაშებოდა. მისი მოსაფერებლად ნათქვამი სიტყვები „ბაბუას სიხარულო“ ისეთი სითბოთი ჟღერდა, გული შემეკუმშა.
ჩემი ცოლი იყო ორსულად და მისი სენტიმენტალურობა, ქარიზმატულობა თუ ცოტათი სინაზე, ყურადღებიანობა და თავშეუკავებლობა მე გადმომედო. რას გეგმავდა კესო საჩუქრად არ ვიცოდი, თუმცა ვიცოდი ბოლოს უნდა გადაეცა იგი.
როცა დრო მოვიდა, კესომ მანიშნა , მეც დავემორჩილე და მის გვერდით დავდექი. საუბარში ძლიერი კესო უფრო იყო, ამიტომ ეს საქმე საკუთარ თავზე მან აიღო.
-მამა, ვიცი, გიკვირთ: ამ პატარა ყუთში რა უნდა იდოს ისეთი, ახლა რომ გულს სიხარულით აგივსებთ?.. მაგრამ მჯერა, ეს ყველაზე მაგარი საჩუქარი იქნება...
იცით, სანამ თქვენ გაგიცნობდით, ვერ ვიგებდი იმ გოგოების გულწრფელობას, ვინც დედამთილს დედას ეძახდა და მამამთილს — მამას. მიკვირდა — როგორ შეიძლება უცნობ ადამიანს მამა დაუძახო?..
მაგრამ პირველივე შეხვედრისას ისეთი სითბოთი მომექეცით, ისე გულით ჩამიხუტეთ, უნებლიეთ მომინდა, თქვენთვის მამა დამეძახა...
ვუყურებდი, როგორ ჩაიმუხლა ტახტზე მჯდომი მამაჩემის წინ კესო და როგორ მოეხვია. არც მამა ჩამორჩა — გულში ჩაიკრა. სიჩუმე ჩამოვარდა. ყველას აინტერესებდა, რა იდო იმ ყუთში. ისეთ ყუთს ჰგავდა, მეც ვიფიქრე, ალბათ საათია-მეთქი.
მამამ ნელა გახსნა და როდესაც ვნახე, რაც შიგნით იდო სუნთქვა შემეკრა... ყუთში საწოვარა იდო და ჩემი პატარას პირველი ფოტო...
ახლა ნამდვილად შემეძლო მეყვირა, მეცეკვა... მაგრამ ერთ ადგილზე გავშეშდი. დრო გაჩერდა.
-კესარია... ჩემო გოგო... შენ მე ამ ქვეყნად ყველაზე ბედნიერი დაბადების დღე მაჩუქე.
მინდა მადლობა გადაგიხადო იმისთვის, რომ ჩემი შვილებისთვის, ჩემთვის და დედაჩემისთვის ყველაფერს აკეთებ. რომ მაძლევ იმ დაუჯერებელი ბედნიერების საშუალებას, რომ ჩემი ვახოს ნაწილმა ბაბუა დამიძახოს...
სიჩუმე ჩამოვარდა. არავინ იცოდა, რა ეთქვა. ტიტეც კი აღარ იყო ოხუნჯობის ხასიათზე...
ყრუდ მოსმენილმა ხმამ ბოლოს დაარღვია ის წამიერი მოჩვენებითი წყვდიადი.
- ბაბუა - ჩაიბუტბუტა ბარბარემ.
- რა თქვი, დედიკო? - წამოიძახა ნაინამ.
- ბაბუაა! - ამაყად გაიმეორა ბარბარემ თავისი პირველი სიტყვა. აი, აქ კი... კლდესავით მყარ მამაჩემს გულმა ვეღარ გაუძლო. პირველად დავინახე მისი ცრემლი. არც კი უცდია დამალვა.

***
2008 წელი, 11 ივნისი.
-აუუ, ვახოო... - გაოცებულმა შემომხედა.
-რა იყო, რა შეგემთხვა ამჯერად?
-მიყვარხარ.
-აჰა, ანუ ისევ არ მოგშივდა, უკვე სასწაულია. - მეწყინა, მისი ნათქვამი.
-შენი შვილს გადამკიდე მგონი მალე საერთოდ ვერ გავივლი. თან რა საშინელი ტოქსიკოზი მაქვს... სხვებს ხომ მალე უმთავრდებათ. - ლამის ტირილი დავიწყო.
-კესო, ჯერ მხოლოდ შვიდი თვის ხარ... მესმის რომ დაიღალე.
-კიდევ კარგი ჯანომ და სალომემ ქორწილი გადადეს, თორემ ალბათ ერთი ცეკვაც არ შემეძლებოდა... ვიჯდებოდი მთელი ქორწილი. ძალიან მცხელა უკვე სოფელში წასვლა მაინც შემეძლოს ჩემებთან.
- ვერ გაგიშვებდი...
- შენც წამოხვალ, რა პრობლემაა.
-ჩემი გონიერი გოგო... - შუბლზე მაკოცა. - მამას პრინცესა ეყოლება და მერე ხშირად მოვუყვები ზღაპრებს. ნამდვილი პრინცესებისთვის, როგორც იმსახურებს.
-მართლა?
-მართლა-მართლა. და მოყოლას ახლავე დავიწყებ. - ვახომ თავი ნაზად დამადო მუცელზე. ისეთი რბილი, ისეთი გულითადი მოძრაობით, თითქოს უკვე იცოდა, რომ შიგნით პატარა გული მისთვის ფეთქავდა და მისი სიყვარულით მოძრაობდა და მამა ყველაზე მეტად ეყვარებოდა სამყაროში...

„იყო და არა იყო რა...
იყო ერთი, სიყვარულით და ბედნიერებით შექმნილი ოჯახი.
ბევრი გადაიტანა , ბევრს გაუძლო მათმა სიყვარულმა , მათ ბედნიერებას ერთი რამ აკლდა, პატარა არსება, რომელიც მათ სიყვარულს გააძლიერებდა და ამ სიყვარულის ნაყოფი იქნებოდა.
ერთ დღესაც ქალი ფეხმძიმედ დარჩა. ცოტა ეშინოდა, სხვანაირად გრძნობდა თავს, მაგრამ გულის სიღრმეში იცოდა – ეს იყო ის, რაც აკლდა მის ცხოვრებას.
დაიბადა ბიჭი, ვახტანგი დაარქვეს ბაბუის სახელი. მისმა დაბადებამ ოჯახს უსაზღვრო ბედნიერება და სიხარული მოუტანა...
მესამე დაბადების დღეზე კი... მამამ წერილი იპოვა, დედა წერდა რომ დაიღალა, ოჯახობანას თამაშით, აღარ შეეძლო და უნდა წასულიყო...
მამამ ბევრი ეძება, მაგრამ ვეღარსად იპოვა... ბოლოს დანებდა, აღიარა რომ მისი მშობლები მართლები იყვნენ, თვითონ დააბრმავა სიყვარულმა.
მალე მამამ სხვა ქალი მოიყვანა. ბიჭისთვის უცხო იყო, მაგრამ თბილი, ისე ჩაიკრა გულში ბავშვი, რომ ვახომ რომელიც იქამდე არ საუბრობდა, პირველად დაუძახა ვიღაცას „დედა“.
ანასტასია, იმაზე მეტად გახდა მისი მშობელი, ვიდრე ის, ვინც მიატოვა.
მაგრამ ნდობა... აი, ნდობა ჯერ კიდევ შორს იყო. ვერ ახერხებდა ბოლომდე მინდობოდა... მერე უთხრეს, რომ და ან ძმა ეყოლებოდა. მაშინ იეჭვიანა ჩათვალა, რომ მას დაივიწყებდნენ. ჩაიკეტა, თავის გრძნობებში დაიხრჩო... არავის ესაუბრებოდა.
მაგრამ ანასტასია არ შეუშინდა დაბრკოლებას, კი არ მიატოვა – პირიქით, უფრო მეტად შეიყვარა ვახო და მანაც დაინახა რომ, არავინ წაართმევდა ამ სიყვარულს, რომ დედას ორივე ერთნაირად უყვარდა.
წლები გავიდა, ანასტასიაც წავიდა – უკვე სამუდამოდ. და ბიჭმა იგრძნო, რომ ორჯერ დაკარგა დედა.
მამას კი პირობა მისცა: „შენს შეცდომას აღარ გავიმეორებ. სიყვარულს არ მივცემ უფლებას, თვალები დამიბრმავოსო.“
ერთ დღესაც მამამ, განუცხადა რომ მისთვის საცოლე იპოვეს, ბიჭი დაეთანხმა და ისე თითქოს არ აინტერესებდა, ფოტოც არ ნახა...
მაგრამ, ყმაწვილურ ჟინს რას მოუხერხებდა და სოფელში ჩავიდა, სოფლის ორღობეში მომავალს აკვირდებოდა...
სიყვარულს როგორც ყოველთვის, საკუთარი გზა აქვს. მოვიდა – აუღელვებლად, მოულოდნელად, ჩუმად და ბიჭის გულშიც ფრთხილად შეაღწია.
ცისფერ კაბაში რომ ნახა, არ აჩვენა, მაგრამ გული აუჩქარდა... აკვირდებოდა, აკითხავდა და გაიგო გოგონას სისუსტე, ასე დაიყოლია ცოლობაზე.
გოგონა საოცარი გამოდგა. ისეთი მზრუნველი, ისეთი თბილი, რომ ვახოს გულს მთლად მოედო და იცით, როგორ? ისე, რომ ვერაფერს უხერხებდა...
ჩუმად უყვარდა. ხმამაღლა არ აღიარებდა, იმისთვის რომ არ შეემჩნია გოგონას, მყარი კედლები ააშენა.
მაგრამ გოგონა ისეთი თბილი იყო – იმ კედელშიც მზის სხივივით შეაღწია და ის სხივი ნდობად იქცა. სიყვარული – რწმენად. ასწავლა, რომ კარგი ადამიანების არ უნდა შეეშინდეს.
რომ როცა გიყვარს – უნდა თქვა.
ისწავლა დაფასება – სანამ ჯერ კიდევ დროა.
ბიჭი და გოგონა ერთ მთლიანობად იქცნენ და მალე, პატარა პრინცესა ეყოლებათ. მათი სიყვარულის ნაყოფი...
-ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად, – ჩუმად დავამთავრე. გული ისე ამევსო ტკივილით და ბედნიერებით, ის რომ ვახომ ნიშნობამდე მნახა და მოვეწონე დიდი სიურპრიზი იყო, მივხვდი მისი ქცევების მიზეზს, გული ისე ამიძგერდა, პატარაც გაინძრა თითქოს დაადასტურა: „მეც აქ ვარ და უკვე მიყვარხართო.“
- აი ჩემს, გოგონას მოეწონა, ზღაპარი.

***
2008 წელი, 12 ივნისი.

შუაღამისას, ძლიერმა ტკივილმა გამაღვიძა... მთელს სხეულში მივლიდა და მუცელში ფეთქდებოდა, ბავშვიც უფრო მეტს მოძრაობდა.
-ვახოო, მიშველე! - უცებ წამოვარდა ფეხზე, ფერდაკარგული.
- კესო - სახე დამიჭირა და თვალებში მიყურებდა, ცდილობდა მშვიდი ყოფილიყო. -გახსოვს როგორ გვასწავლეს, ღრმად ისუნთქე...
- ჯერ ადრეა, წინ კიდევ ორი თვეა... - უკვე ვტიროდი... რაც შეეძლო სწრაფად გამამზადა, წყალი მანქანაშივე დავღვარე... ტკივილი თანდათან უფრო ძლიერდებოდა, ვახო ჩემზე მეტად იყო პანიკაში.
- ექიმო, თქვენ ხომ გვითხარით რომ წინ დიდი დრო იყო? - ექიმს აღელვებული ეკამათებოდა.
- ასეც ხდება, ბლოკში ავიყვანთ წამოხვალ? თუ დასწრება გსურს ტატიანა დაგეხმარება მომზადებაში. - გამსინჯა და ღიმილით მითხრა. - შენი გოგონა ბევრს არ გაწვალებს, სასწრაფოდ უნდა გამშობიარო, სრული ხსნა გაქვს უკვე...
- ძალიან მტკივა...
- ვიცი ჩემო ლამაზო, ცოტაც და შენს გოგონას შეხვდები... ხომ ხედავ როგორ ეჩქარება შენი ნახვა კიდევ ორი თვე ვერ მოითმინა. - ალბათ ყველაზე დიდი გამართლება ისეთი მზრუნველი ექიმია როგორიც, ბატონი ვაჟა იყო.
- ექიმოო.. - ტკივილსა და სუნთქვას შორის ძლივს ვამბობდი სათქმელს. - ვახოს არ დააძალოთ შემოსვლა თუ არ უნდა.
- აქ ვარ, შემომხედე კესო... - თმაზე და სახეზე მეფერებოდა, თავადაც მთელი სხეული უცახცახებდა. - ექიმს დავუჯეროთ და მალე ჩავიხუტებთ ჩვენს გოგოს.
- მიდი კესო, ჩაისუნთქე და გაიჭინთე... - ვახო, ჩემთან ერთად სუნთქავდა, ისე როგორც სწორი იყო.. - მიდი ცოტაც, თავი გამოჩნდა.
- მიდი, ჩემო სიცოცხლე, ცოტაც გაუძელი... გეფიცები მეტ ბავშვს არ მოვინდომებ თუ შენ არ გადაწყვეტ...
- აღარ შემიძლია... - ამოვიკვნესე, ძალაგამოცლილმა.
- ერთიც, მხოლოდ ერთხელ მოიკრიბე ძალა. - ექიმის სიტყვებზე ვახომ, ნაზად შემახო ტუჩები შუბლზე... ალბათ იქ რომ არ ყოფილიყო ვერ გავუძლებდი.
- შემომხედე კესო... აქ ვარ, მხოლოდ ერთიც და გავიგონებთ ჩვენი გოგონას ხმას. - ბოლო ძალები მოვიკრიბე და მთელი ძალით გავიჭინთე.
- დაიბადა კესო, შენი გოგონა... შეხედე რა ლამაზია. ვახო გადაჭრი ჭიპლარს? - წამში მოედო მისი ტირილის ხმა ოთახს და ვიგრძენი როგორ შემეხო მისი სათუთი კანი მკერდზე... ამაზე საოცარი წამი არ არსებულა სამყაროში, მეორედ დავიბადე მასთან ერთად ახლა უკვე როგორც დედა.
- ვახო, ნახე რა ლამაზია ჩვენი ანასტასია... - ცრემლმა გაიბრწყინა მის თვალებზე, დამალვა არც კი უცდია.
- რაო კესო, რა ქვია ჩვენს გოგოს? - იმხელა მადლიერება და სიყვარული იყო მის თვალებში, ალბათ ამისთვის ღირდა დაბადება, ამ თვალებისთვის, ამ ღიმილისთვის და ამ საოცარი გოგონასთვის ჩვენ რომ ვაჩუქეთ სამყაროს.
- ანასტასია, ჩვენი ტასია... - ბავშვი წაიყვანეს, ვახოც გარეთ გაუშვეს, პალატაში ნახავ შენს ცოლ-შვილსო.

უკვე გათენებული იყო რომ გამეღვიძა და პალატას თვალი მოვავლე, ვახო ფანჯარასთან იდგა ხელში პატარა ტასია ჰყავდა მოქცეული და ელაპარაკებოდა..
-შენზე საოცარი არაფერია ამ სამყაროში მა... დედაშენია საოცარი შენ რომ გაგაჩინა, არ იცი როგორი, ძლიერი და ლამაზი დედა გყავს... ჩემს გაყინულ გულში მზესავით შემოანათა და მაშინვე დაადნო. -ცრემლებმა თავისით იპოვეს გზა. - მამას ტასია ხარ შენ, არავის და არაფრის გამო რომ არ გატკენს გულს შენი მამიკო, ყოველთვის და ყველგან შენი ყველაზე მყუდრო თავშესაფარი ვიქნები მა... გახსოვდეს ჩემო ტასია რომ შენს გამო მთებს გადავდგამ, შეუძლებელს შევძლებ შენი ბედნიერებისთვის, არავის მივცემ უფლებას რომ ჩაგაქროს... არ ვიცი ასეთი რა სიკეთე გავაკეთე ღმერთმა დედაშენი რომ გამომიგზავნა რომელმაც მასწავლა როგორ ვიყო სწორი ადამიანი და კარგი ქმარი, იმედი მაქვს მასსავით კამკამა ცისფერი თვალები გექნება მამას ტასია და მასსავით სადაც მიხვალ ყველგან მზეს და ბედნიერებას მიიტან.
- ვახოო, - ჩემსკენ შემოტრიალდა, ტასია მომიყვანა და მკერდზე ჩავიხუტე... - ექიმმა რაო?
- ჯანმრთელი და ძლიერი გოგონა გყავთო... სამყაროს საოცარი გოგო ვაჩუქეთ კეს. - ისეთი ჯადოსნური თვალებით უყურებდა ვახო ტასიას, ისეთი თბილი მზერით, რომ მივხვდი მართლა მთებს გადადგამდა მისი ბედნიერებისთვის. - მიყვარხარ კესო, მადლობა ტასიასთვის, მადლობა იმისთვის რომ მაჩუქე ადამიანი ვის გამოც არასოდეს არ უნდა დავნებდე...
- მეც მიყვარხარ და მჯერა საუკეთესო მამა იქნები მთელს სამყაროში.

***
რა მაგარია არა?! როცა შენივე შექმნილ სასწაულს შენს მკლავებში უშფოთველად სძინავს...
როცა შენი ძლიერი ხელები მისი თავშესაფარია...
როცა მისი შეცვლილი მზერაც კი შენთვის ჯოჯოხეთის ტოლფასია...
მისი პირველი ტირილისას რომ ხვდები, რისთვის ღირდა სიცოცხლე...
რამხელა აზრს ატარებს ერთი უბრალო სიტყვა „შვილი“...
მე და კესომ სამყაროს ვაჩუქეთ გოგონა, რომელიც ჩვენივე სიყვარულის გაგრძელებაა...
სამყაროს ვაჩუქეთ ის, ვინც თავად სამყაროდ გვექცა...
ვის გარშემოც დატრიალდა ჩვენი ცხოვრება...
სამყაროს კიდევ ერთი სასწაული ანასტასია ვაჩუქეთ...
ანასტასია ქავთარაძე...



-----

როცა ვარედაქტირებდი იდეა გამიჩნდა, ანასტასიას ისტორია დამეწერა ხო და ისიც თითქმის დაიწერა.



№1  offline ახალბედა მწერალი ერკე

ძვირფასო ცოლო, როგორც ჩანს ის დროც დადგა, პირიქით, რომ მე ვარ შენი მკითხველი და ასევე შენს ზრდას, არა მარტო საიტზე, არამედ პიროვნულადაც რომ ვგრძნობ. ვხვდები ნელ-ნელა როგორ იცვლება შენი აზრები, შენი ურყევი ფსიქიკა, ვხედავ შენს ბედნიერ ღიმილს და ჩვენ პირველი პატარით (რასაკვირველია ტასო არა და "შიო" ჰქვია) გამოწვეულ შენს უსაზღვრო სიხარულს და ყველაფერი ეს მეც მაბედნიერებს.
რაც შეეხება თავად ნაწერს, ერთი ამოსუნთქვით იკითხება, თან ნერვები გეშლება, თან გინდა რომ ორივე მიახრჩო და მტკვარში გადაყარო და თან ფიქრები იმისკენ მიილტვის, ნეტა საბოლოოდ რა მოხდებაო?
კესო პიროვნულად ძლიერი ქალი ჩანს, ვახოსთან შედარებით. თავიდან ვახო სუსტ, არაპროგნოზირებად და უგრძნობ მამაკაცად გვევლინება ქალზე ხელსაც რომ აწევს და კიდევ ბევრ რამეს ჩაიდენს, მაგრამ ვხვდებით რომ ამ ყველაფრის მიღმა რაღაც იმალება, თითქოს მის გონებას ფარდა აქვს გადაფარებული და არ ჩანს მისი შინაგანი ფიქრები, მისი აზრები, არ ჩანს მისი მღელვარება თუ რაიმე სახის ინტერესი... არაფერი... ეს კიდევ უფრო ჩამთრევი და დამაინტრიგებელია.
ძალიან კარგად გამოგდის იმ მავთულხლართების წარმოქნმა რასაც მკითხველის დაბმა შეუძლია სკამზე.
კესო თავაზიანი.
ვახო "არაკაცი"
კესო - საოცრად ლამაზი, გაბედული.
ვახო - თითქოსდა მხდალი.
ფიქრები გერევა. რატომ ვახო რატომ? მაგრამ რამდენიც არ უნდა ივარაუდო პასუხს მაინც ბოლოს მიაგნებ.
ჩემი ვარაუდები მცირედით გამართლდა, მაგრამ მაინც არა ბოლომდე. ძაან დავამძიმე :დდ ვახოს სხვა ხომ არ უყვარს, საყვარელი ხომ არ ჰყავს. იქნებ მართლაც არ უნდა კესო... რავიცი რავიცი. ყველაფერი შესაძლებელი იყო, თუმცა საბოლოოდ პირი ჩავიტკბარუნე და მინდა გითხრა რომ შენით ვამაყობ.
მიყვარხარ...
პირველი ვააააააარ
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№2  offline მოდერი Maiaabuladze

ერკე
ძვირფასო ცოლო, როგორც ჩანს ის დროც დადგა, პირიქით, რომ მე ვარ შენი მკითხველი და ასევე შენს ზრდას, არა მარტო საიტზე, არამედ პიროვნულადაც რომ ვგრძნობ. ვხვდები ნელ-ნელა როგორ იცვლება შენი აზრები, შენი ურყევი ფსიქიკა, ვხედავ შენს ბედნიერ ღიმილს და ჩვენ პირველი პატარით (რასაკვირველია ტასო არა და "შიო" ჰქვია) გამოწვეულ შენს უსაზღვრო სიხარულს და ყველაფერი ეს მეც მაბედნიერებს.
რაც შეეხება თავად ნაწერს, ერთი ამოსუნთქვით იკითხება, თან ნერვები გეშლება, თან გინდა რომ ორივე მიახრჩო და მტკვარში გადაყარო და თან ფიქრები იმისკენ მიილტვის, ნეტა საბოლოოდ რა მოხდებაო?
კესო პიროვნულად ძლიერი ქალი ჩანს, ვახოსთან შედარებით. თავიდან ვახო სუსტ, არაპროგნოზირებად და უგრძნობ მამაკაცად გვევლინება ქალზე ხელსაც რომ აწევს და კიდევ ბევრ რამეს ჩაიდენს, მაგრამ ვხვდებით რომ ამ ყველაფრის მიღმა რაღაც იმალება, თითქოს მის გონებას ფარდა აქვს გადაფარებული და არ ჩანს მისი შინაგანი ფიქრები, მისი აზრები, არ ჩანს მისი მღელვარება თუ რაიმე სახის ინტერესი... არაფერი... ეს კიდევ უფრო ჩამთრევი და დამაინტრიგებელია.
ძალიან კარგად გამოგდის იმ მავთულხლართების წარმოქნმა რასაც მკითხველის დაბმა შეუძლია სკამზე.
კესო თავაზიანი.
ვახო "არაკაცი"
კესო - საოცრად ლამაზი, გაბედული.
ვახო - თითქოსდა მხდალი.
ფიქრები გერევა. რატომ ვახო რატომ? მაგრამ რამდენიც არ უნდა ივარაუდო პასუხს მაინც ბოლოს მიაგნებ.
ჩემი ვარაუდები მცირედით გამართლდა, მაგრამ მაინც არა ბოლომდე. ძაან დავამძიმე :დდ ვახოს სხვა ხომ არ უყვარს, საყვარელი ხომ არ ჰყავს. იქნებ მართლაც არ უნდა კესო... რავიცი რავიცი. ყველაფერი შესაძლებელი იყო, თუმცა საბოლოოდ პირი ჩავიტკბარუნე და მინდა გითხრა რომ შენით ვამაყობ.
მიყვარხარ...
პირველი ვააააააარ

შენ რომ მყავხარ, ეს არის ყველაზე დიდი გამართლება და ბედნიერება ჩვენთვის ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent