კომენტარის გარეშე (თავი 8) 18+
_ისევ აქ ხარ?_სააბაზანოს სარკეში უყურებდა მამაკაცის ანარეკლს, რომელიც თმებს უჭერდა, სანამ თავად ნიჟარაზე იყო დაყრდნობილი. _სამწუხაროდ...უკეთ გრძნობ თავს? _მგონი, მორჩა._ცივი წყალი მოუშვა და ბლომად გამოივლო. _კარგი მხრები გაქვს, იცი?_უცებ თქვა, როცა სახე შეიმშრალა და წამში მის მკლავებში აღმოჩნდა. –მხრები? _ჰო, ისეთია,... მძიმე ტვირთის ტარება შეგიძლია. _საერთოდ არ ხარ მძიმე._საძინებლისკენ ისე მარტივად მიჰყავდა, თითქოს ბუმბულის წონის იყო. –არა, მე...ემოციურ ტვირთს ვგულისხმობ. არაფერი უპასუხია, უბრალოდ ნაზად დასვა საწოლზე. _ხელები ისეთი გაქვს, შეგიძლია ვინმე დაახრჩო ან ლექსი დაწერო. შუალედი არ არსებობს._განაგრძობდა მის დაკვირვებას ოთახის სუსტ სინათლეზე. _ახლა რაღას გულისხმობ?_უნდოდა, გაბრაზებული ყოფილიყო, მაგრამ ღიმილს ვერ იკავებდა მჭედლიშვილის მთვრალ აღიარებებზე. _ეს ნიშნავს, რომ საშიში ხელები გაქვს._მის თითებზე მოფერება სცადა._მაგრამ ნაზიც. დამაბნეველია. _შენ ხარ დამაბნეველი. _და კარგი სურნელი გაქვს,_განაგრძო ნინამ, თითქოს მისი სიტყვები არც კი გაუგონია. _ყავას ჰგავს. და რაღაც სხვასაც... ბნელ რაღაცას. _სიბნელეს სუნი აქვს? _შენსას ვგრძნობ, საიდუმლოების სურნელი გაქვს. და კიდევ, ხმა – როცა დაღლილი ხარ, სხვანაირია, თითქოს დამტვრეული. _ღმერთო, აღარ უნდა დალიო! _როცა აღელვებული ხარ, ყბა გეჭიმება. აი, სწორედ ასე_მიუთითა მის სახეზე გამარჯვებულივით. _კარგი, დეტექტივო, ძილის დროა._ფრთხილი მოძრაობით დაუწყო ტანისამოსისგან გათავისუფლება. _მოიცადე...ჯერ თვალებზე არ მითქვამს. _ჩემი თვალები მშვენიერია._თავდაჯერებულად თქვა. _არა, ისინი..._ შეჩერდა, სიტყვებს ეძებდა._ისეთები არინ, თითქოს ბევრი უნახავთ. საშიში, მაგრამ ლამაზი თვალები…იცი,_თქვა რამდენიმეწამიანი სიჩუმის შემდეგ._ზოგჯერ რაღაცები ლამაზად იმიტომ გვეჩვენება, რომ ვიცით, დიდხანს არ გაგრძელდება. მამაკაცს არ უპასუხია. _ღამე მშვიდობის, ნინა!_უბრალოდ წყნარად უთხრა. ეგონა, წავიდოდა, მაგრამ მერე მიხვდა, რომ საწოლის მეორე მხარეს იწვა, ტანსაცმლიანად და უთვალთვალებდა, სანამ არ ჩაეძინა... ძილი ტელეფონის გამყინავმა ზარმა შეაწყვეტინა. ნინა შეირხა, პირში სინანულის გემოს გრძნობდა, თავი კი ისე ტკიოდა, ეგონა გაუსკდებოდა. ალექსანდრე იმავე ადგილას დაინახა, თვალები დახუჭული ჰქონდა, მაგრამ, სავარაუდოდ, არ ეძინა. ტელეფონი მოიძია და უცხო თურქულ ნომერს დახედა. –გისმენთ?_ჩუმად უპასუხა რამდენიმეწამიანი ყოყმანის შემდეგ და ფრთხილად წამოჯდა. _ნინა, შენი შეტყობინება ახლა ვნახე. როგორ ხარ?_კვარაცხელიას ხმა იცნო და ალექსანდრეს გადახედა, რომელიც უყურებდა, მაგრამ არ იძროდა. _კარგად, კო...ბა, შენ? რამდენიმეწამიანი დუმილი. _არა მიშავს..._კონსტანტინე წამში მიხვდა, რომ საუბარი არ შეეძლო._როგორაა საქმეები? _ჩახლართულია. _მესმის...მგონი, გაგაღვიძე. _ჰო, არა უშავს. როდის გნახავ? მომენატრა შენთან საუბარი. _მეც, პატარავ._აჰყვა მსახიობობაში._მოვიფიქრებ რამეს.მიდი, დაიძინე, მოგვიანებით შეგეხმიანები. _კარგი, დაგირეკავ, დროებით._ტელეფონი გვერდზე გადადო და ათრთოლებული ხელები გადასაფარებლის ქვეშ დამალა. _თავი როგორ გაქვს?_დარჩიას ზარი თითქოს არც მოუსმენია, მშვიდად ადგა და ფარდები გადაწია. _საშინლად._თვალებზე ხელები აიფარა, როგორც კი მზის სინათლემ ოთახში შემოაღწია. _რაღა ახლა გავახსენდი ჩემს ბიძაშვილს. რობოტს კვლავ არაფერი შეუმჩნევია. _წუხელ ძალიან სამარცხვინო ვიყავი? _თუ იმას არ ჩავთვლით, როგორ პოეტურად აღწერდი ჩემი სხეულის ნაწილებს, არა. _რა ნაწილებს? _შეგიძლია, გამოიცნო. ყავა გინდა? _კი, გთხოვ. სამზარეულოში გავიდა და ნინამ შეამჩნია მხრებში დაძაბულობა, მოძრაობაში კი – ზედმეტად გაწონასწორებული სიზუსტე. რამდენიმე წუთში თვითონაც შეჰყვა. ალექსანდრემ ჭიქა უხმოდ გაუწოდა. _დღეს ძალიან ჩუმი ხარ._უთხრა გოგონამ, როგორც კი მოსვა. ვილაპარაკოთ? _რაზე? _შენს ბრაზიან განწყობაზე. იმაზე, როგორ მიყურებ. _როგორ? _როგორც მაშინ, როცა რამეს ხვდები. _იქნებ ვხვდები, რისი თქმა გინდა. სიჩუმე გამძაფრდა. ჰაერი უთქმელი სიტყვებით დამძიმდა. _ჯერ უნდა გადავივლო._თქვა მჭედლიშვილმა. მზად არ იყო, ჯერ კიდევ არა. მაგრამ არ განძრეულა. სამზარეულოში იდგნენ, ყავა ცივდებოდა. გარედან დილის სინათლე შემოდიოდა. რაღაც შეიცვალა – არა მხოლოდ მისი მთვრალი გულწრფელობის და არც იმ ზარის გამო. ეს უფრო ღრმა მიზეზით იყო გამოწვეული, რომელიც თვეების განმავლობაში ნელ-ნელა ბრუნავდა მათ გარშემო და ბოლოს ზღვრამდე მიიყვანა. _ნინა._თქვა ალექსანდრემ ფრთხილად. _ჰო? _არაფერი. მიდი, იბანავე. კარის ზღურბლზე შეჩერდა. _აქ იქნები, როცა გამოვალ?_შეკითხვა ორივესთვის მოულოდნელი იყო. _აბა სად უნდა ვიყო?_არც პასუხი ჩანდა რეალური. ცხელმა წყალმა წუხანდელი ღამის კვალი წაუშალა, მაგრამ იცოდა, რომ საუბარს, რომელიც წინ ელოდა, ვერაფერს მოუხერხებდა. სარკეში დიდხანს უყურა თავის ანარეკლს და გეგმაც დასახა. გადადება აღარ ღირდა, დიდი ხანია დრო იყო, წერტილი დაესვა, ვიდრე საკუთარ თავს დაკარგავდა, ვიდრე ეს ფანტაზია ზედმეტად რეალური გახდებოდა და უკან დასახევი გზა აღარ დარჩებოდა. ტანზე პირსახოცშემოხვეული გამოვიდა და მისაღებში მყოფს მიუახლოვდა, რომელიც ტელეფონს სქროლავდა. _არც შენ მუშაობ?_მოჩვენებითი მხიარულებით ჰკითხა, თითქოს არაფერი ხდებოდა. ყბადაჭიმულმა დარჩიამ თვალი ააყოლა და სავარძლის კიდეებს ჩაეჭიდა, რომ არ აფეთქებულიყო. _რა მოხდა?_მშვიდი ხმა ჰქონდა, მაგრამ ალექსანდრეს არ გამორჩენია მისი თითების კანკალი. წყეული ხელები ყოველთვის ყიდდნენ. _ჩვიდმეტჯერ დაგირეკე და უამრავჯერ მოგწერე. არც ერთი პასუხი. _სივრცე მჭირდებოდა. _რისთვის? რომ გაქცეულიყავი? რომ დაგევიწყებინა, თვეებია როგორ დნები ჩემს ხელებში? წამოწითლდა, მაგრამ ნიკაპი თამამად ასწია. _ჰო, მინდა, რომ ეს დასრულდეს. ამ სიტყვებმა გააშეშა, მხოლოდ სამი წამით. მერე სახეზე რაღაც სახიფათო გამოესახა. _სულ ესაა? შენ წყვეტ, როდის მთავრდება? _დიახ,_ხმა ოდნავ უკანკალებდა._ასე ვერ გაგრძელდება, ალექსანდრე. ერთმანეთს ვანგრევთ. _ახლა გაგეხსნა გონება?_გესლიანად ჩაიცინა. _ეს არ არის ჯანსაღი... _ჯანსაღი?_უცებ წამოდგა და კედელთან მიამწყვდია._გინდა ვისაუბროთ იმაზე, რა არის ჯანსაღი? იმაზე, როგორ კანკალებ, როცა ათი მეტრითაც კი გიახლოვდები? სუნთქვა როგორ გიხშირდება, როცა ჩემი ხმა გესმის? _გეყოფა! _არა, არ გაქვს უფლება, ასე დაამთავრო, რადგან შენ თვითონ დაიწყე. _არჩევანი მაქვს... _არჩევანი? შენ არ წერდი, დემოკრატია ამ ქვეყანაში დიდი ხნის მკვდარიაო? რამე შეიცვალა?_თითები პირსახოცის ქვეშ შეუცურა._მიდი, ისევ გამოიყენე შენი გრძელი ენა, თქვი, რომ აღარ გინდა ეს. ნინას სუნთქვა შეეკრა. შეეძლო გაეჩერებინა, თავი გაეთავისუფლებინა, მაგრამ პირიქით – გამომწვევად ჩახედა თვალებში. იმ მზერით, რომელსაც დარჩია უკვე კარგად იცნობდა. გველნაკბენივით მოშორდა. _ღმერთო, ნამდვილი ეშმაკი ხარ! ზუსტად ეს გქონდა ჩაფიქრებული თავიდანვე, პირველივე ღამეს, როცა ჩემს ბინაში მოხვედი._ნინამ თავის შეტრიალება სცადა, მაგრამ მაშინვე ნიკაპი დაუჭირა და აიძულა, მზერა კვლავ გაესწორებინა._გინდოდა, მიმეღო რაც მსურდა, ყველა საზღვარი გადამეკვეთა, შენთვის მეტკინა, გამომეყენებინე – რომ შემდეგ თავისუფლად შეგძლებოდა ჩემი სიძულვილი. მარტივია – თუ მე ურჩხული ვიქნები, არ მოგიწევს, შენს თავს თვალებში ჩახედო. თუ მე გაგანადგურებ, შეგიძლია მსხვერპლის როლი მოირგო – და არა ქალის, ვინც ეს ყველაფერი თავად აირჩია. _გთხოვ... _რას მთხოვ?_მისი ტუჩები გოგონას ყურთან დახრილიყო._გთხოვ, აღარ გითხრა სიმართლე? აღარ დაგანახო, რაც ხარ სინამდვილეში? წამით უკან დაიხია და დაჟინებით დააკვირდა. _გინდა, რომ დღეს უხეში ვიყო და მიზეზი მოგცე, რომ საბოლოოდ გაიქცე. ხომ ასეა? ნინამ პირი გააღო, რათა უარი ეთქვა, მაგრამ ენა ვერ დაიმორჩილა. _შემიძლია ამის გაკეთება შენთვის._ყბიდან ხელი მის მაჯაზე გადაიტანა და ძლიერად, ალბათ ჩალურჯებამდე მოუჭირა._დაგანახებ, როგორ გავხდები ყველაფერი, რასაც წარმოიდგენდი – ყველა კოშმარი, ყოველი ბნელი ფანტაზია. ვიქნები კაცი, რომელიც ისე დაგანგრევს, რომ ვეღარასდროს გამთლიანდები. ეს გინდა? _ალექსანდრე... _თქვი! მითხარი, რომ გინდა გატკინო, ისე მოგექცე, თითქოს უბრალოდ თბილი სხეული ხარ. გოგონამ თავი მოატრიალა და მრისხანე გადაწყვეტილებით შეხედა მის თვალებს. _მინდა, რომ შეწყვიტო თავის შეკავება. თვალის დახამხამება ვერ მოესწრო, საძინებელში აღმოჩნდა მასზე ზემოდან მოქცეულ მამაკაცთან ერთად. პირსახოცი წამში შემოეცალა. _შეხედე შენს თავს,_ზამთარივით ცივი ხმით თქვა._უკვე სველი ხარ. და გინდა ამის დასრულებაზე მესაუბრო? მუცელზე გადააბრუნა და ხელები თეძოებზე მოუჭირა. ნინას სუნთქვა შეეკრა, სხეული გაუშეშდა – არა სურვილისგან. დარჩიამ მაშინვე იგრძნო შიშის სურნელი მის კანზე. _რა იყო, არ მოგწონს ეს ალექსანდრე? _არა._ხმა ძლივს ამოიღო და შებრძოლება სცადა, მაგრამ მოძრაობის უნარი სრულად დაეკარგა. _მეგონა, ეგ თამაში უკვე დავამთავრეთ – შენ რომ თავს მაჩვენებ, თითქოს არ გინდა და შემდეგ დნები. წამით ჩათვალა, რომ ეს იყო ზღვარი, რომლის გადაკვეთა ყველაფერს დაასრულებდა, მაგრამ სისუსტემ მაინც სძლია. _ასე არა, ალექსანდრე!_მის ხმაში ისეთი ნოტი იგრძნობოდა, რომელიც მანამდე არასდროს გაეგონა – ნამდვილი პანიკის. _არ შემიძლია, ამის დედაც!_უმისამართოდ შეიგინა და ხელები წამით მოადუნა. ნინა მაშინვე გადმობრუნდა და სცადა სახეზე შეხებოდა, მაგრამ მაჯები გაუკავა და თავს ზემოთ დაუფიქსირა. _ეს სიყვარულით დაკავება არ არის, ხომ იცი!_როლს დაუბრუნდა და ოდნავ უფრო რბილი, მაგრამ მაინც მბრძანებლური ხმით უთხრა._ასე რომ, მოისვენე, მინდა უბრალოდ ვუყურო შენს თვალებს, როცა ჩემსას მივიღებ._მისი ტუჩები მთელს სხეულს მიუყვებოდა და ყოველ სანტიმეტრს ისაკუთრებდა. __გგონია, ჩემთვის თბილ სხეულზე მეტი ხარ?_არ წყვეტდა მამაკაცის გამოწვევას. დარჩიას წარბიც არ შეუხრია. _არა, მაგრამ ამ სხეულს ვერასოდეს დაივიწყებ. უნდოდა, პასუხი გაეცა, მაგრამ ტუჩებზე ისე ძლიერად უკბინა, ლამის სისხლი წამოუვიდა. _ტკივილი მოგწონს, არა? მოგწონს, რომ ხვალ ყველგან ჩემი ნაკვალევი გექნება. არ შეეძლო ამის უარყოფა. ვერც მოიტყუებოდა, როცა სხეული ასე დაუფარავად ღალატობდა. _გინდა, გაგტეხო, პატარავ!_ჩაილაპარაკა მის კისერთან, სასტიკი, თითქმის ნაზი ხმით._მაგრამ უკვე გატეხილი ხარ. მე უბრალოდ ნამსხვრევებს გაჩვენებ. იცოდა, რომ მართალი იყო. ყოველთვის მართალი იყო. მეთოდურად, დაუნდობლად ეფერებოდა და ზღვრამდე მიჰყავდა. გოგონა კანკალებდა, ოხვრით სუნთქავდა, სიამოვნების ნაკადისგან სასოწარკვეთილი იყო. შემდეგ კი გაჩერდა. თვალები გოგნებულმა დაახამხამა. _რა...? _მარტომ დაასრულე._ცივად მოშორდა და ჩაცმა დაიწყო. _სერიოზულად არ ამბობ._გული ისე სწრაფად უცემდა, ეგონა, ამოუვარდებოდა. _ეს არ გინდოდა? კონტროლი, დამოუკიდებლობა, ღირსება? გააგრძელე, მაჩვენე, რომ არ გჭირდები. _!_ბალიში დაუფიქრებლად ისროლა მისი მიმართულებით. _როგორც დაგპირდი! იმის გაცნობიერებამ, რომ ეს სისასტიკე არ იყო, ლამის ფიზიკური ტკივილი მიაყენა. ეს ალექსანდრეს დამშვიდობება იყო, მისი გზა გოგონას გათავისუფლებისთვის. ცრემლები მანამ წამოუვიდა, სანამ გააზრებას შეძლებდა. მამაკაცი რამდენიმე წამის განმავლობაში უყურებდა და თავს ებრძოდა, რომ არ მიახლოებოდა. _ჯანდაბა!_ჩაილაპარაკა და ხელი თმაში გადაისვა._ნუ აკეთებ ამას. მაგრამ როდესაც თავი მუხლებში ჩარგო და მხრები აუკანკალდა, კვლავ შეიგინა და საწოლის კიდეზე ჩამოჯდა. არ შეხებია. ჯერ არა. _შეწყვიტე ტირილი, ხომ მიიღე ის, რაც გინდოდა? _მივიღე?_ხმა ჩახლეჩილი ჰქონდა. დარჩია ცოტა ხნით ჩუმად იყო. მისი ხელები უხერხულად, გაურკევლად ეხებოდნენ ნინას თმებს. თითქოს დავიწყებოდა, როგორ უნდა ყოფილიყო ნაზი. _იტალიაზე რას ამბობდი?_სცადა გოგონას ყურადღება გადაეტანა. _მე მიმიღეს...სამაგისტრო პროგრამაზე...მალე მივდივარ._წყვეტილად საუბრობდა._არ ვიცოდი, როგორ მეთქვა._თითქოს ეს ერთადერთი მიზეზი იყო, რომელიც ერთად ყოფნას ხელს უშლიდა. _ისედაც ვიცოდით, რომ წახვიდოდი. მაგრამ მაინც მოგინდა, მონსტრად გექციე, რომ გაგადვილებოდა. ჭკვიანი ხარ! ნინამ თავი ასწია და ოდნავ დაწყნარებულმა შეხედა. _გაბრაზებული ხარ? _უნდა ვიყო, მაგრამ თან ვამაყობ. კარგი მანიპულატორი დადგებოდა შენგან, უბრალოდ გამოცდილება გაკლია. _საუკეთესოებისგან ვსწავლობდი!_გაღიმება სცადა. _არც იფიქრო, რომ დამემსგასო...შენი ისტორიები უნდა წერო!_ფრთხილად აკოცა საფეთქელზე და იგრძნო, როგორ დამშვიდდა მისი სხეული. *** მადლიერებას ვეღარ გამოვხატავ, უსაყვარლესები ხართ მართლა <3 ამ თავის დაწერა ყველაზე მეტად გამიჭირდა და საბოლოოდ რა გამოვიდა არ ვიცი, მეტად ვეღარ მივუბრუნდებოდი ამ ეტაპზე. ცოტა პაუზა მჭირდება, მაგრამ ვეცდები, მალე გავაგრძელო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.