Haunting Adeline თავი 2
თავი 2 აჩრდილი კედლებზე მიმოფანტული ყვირილის ექო უკვე ნელ-ნელა თავგზას მირევს. ხანდახან მართლა საშინელებაა, როცა ერთდროულად ჰაკერიც ხარ და დამსჯელიც. ხო, ძალიან მმართობს ადამიანების ტკივილის ყურება, მაგრამ დღეს ნერვები აღარ მყოფნის ამ ნაბიჭვართან. არადა წესით წმინდანის მოთმინება მაქვს. ვიცი, როგორ უნდა მოვიცადო იმისთვის, რაც მართლა მინდა. მაგრამ როცა პასუხებს ვეძებ და ეს ძაღლიშვილი მხოლოდ ტირის, კვნესის და ქვეშ იფსავს, მოთმინება ნელ-ნელა მეწურება. — ეს დანა ორ წამში შენს თვალში აღმოჩნდება, ვეუბნები ცივად. - არ შეგიწყალებ, ტვინამდე ჩავიყვან. — ჯანდაბა, ძმაო,- ხვნეშის. -გითხარი უკვე რამდენიმეჯერ, warehouse-ში ვიყავი, მაგრამ არ ვიცი არაფერი, რა რიტუალზე მელაპარაკები. — ანუ სრულიად გამოუსადეგარი ხარ,- ვამბობ და დანას თვალისკენ ნელ-ნელა ვწევ. თვალებს მაგრად ხუჭავს, ვითომ ერთი მილიმეტრი კანი რამეს უშველის დანის წვერს. სასაცილოა. — არა, არა, გთხოვ!- კრუსუნებს. - იქ ერთი კაცია, შეიძლება იმან გითხრას მეტი. ოფლი ცხვირზე ჩამოსდის და სისხლს ერევა. ცხიმიანი ქერა თმა შუბლსა და კისერზე აქვს მიკრული. ვეღარ უწოდებ ქერას — ნახევარზე მეტი სისხლით აქვს შეღებილი. უკვე მოვაჭერი ერთი ყური, ავაძრე თითებზე ყველა ფრჩხილი, ორივე ფეხზე მყესი გავუჭერი, რამდენიმე კონკრეტულ ადგილზე დავჭერი ისე, რომ მალე არ მოკვდეს, და იმდენი ძვალი ჩავუმტვრიე, აღარც ვითვლი. ამ ნაბიჭვარს აქედან ფეხით გასვლა ნამდვილად აღარ უწერია — ეგ უკვე გადაწყვეტილია. — ნაკლები წივილ-კივილი, მეტი ლაპარაკი,-ვუყვირი და დანის წვერს დახუჭულ ქუთუთოზე ოდნავ ვუსვამ. კანკალით შორდება დანას, ცრემლები უკვე თვალებიდან გადმოღვრას იწყებს. — ფ-ფერნანდო ჰქვია. ის ერთ-ერთი ხელმძღვანელია, ვინც გოგონების წასაყვანად ხალხს აგზავნის. დ–დიდი ფიგურაა იმ საწყობში, ფაქია ყველაფერს ის მართავს. — ვინ ფერნანდო ? – ვცრი კბილებში. ხმამაღლა იწყებს ტირის. - არ ვიცი, ძმაო... ფერნანდოდ გამეცნო და მორჩა. — მერე? როგორი გარეგნობა აქვს? – ვღრიალებ, მოთმინება სულ მეცლება. ის ქვითინებს — მექსიკელია, მელოტი. შუბლზე ერთი უზარმაზარი ნაიარევი აქვს, და წვერიც —იარას ვერ დამალავს, სახასიათო სახე აქვს“ დაჭიმმულ კისერს ვატკაცუნებ.ა. გადაღლილი ვარ — უაზროდ გრძელი დღე იყო. — კარგი, მადლობა, ძმაო, – ვეუბნები ჩვეულებრივი ტონით, ვითომ ბოლო სამი საათი ლამის ცოცხლად არ ვწვავდი. მისი სუნთქვა მშვიდდება. ზემოდან მაცქერებს თავისი მღვრიე ყავისფერი თვალებით — იმედით სავსე მზერა აქვს, ლამის სიცილი ამიტყდეს. — მ-მიშვებ? – მეკითხება ლეკვივით. — აბა რავიცი, – ვპასუხობ მხიარულად. -თუ ფეხზე წამოდგები და გაივლი — თავისუფალი ხარ. თვალებს დაბლა სწევს, დახეთქილ ქუსლებზე უყურებს. ორივემ ვიცით — თუ ადგება, პირდაპირ ცხვირით დაეშვება მიწაზე. — გევედრები, ძმაო... მიშველე რამით, – ჩურჩულებს. ნელა ვუკრავ თავს — კი ბატონო, მგონი შემიძლია დაგეხმარო, – ვამბობ და იმ წამსვე მკლავს უკან ვწევ და მთლიანად ვარჭობ დანას მისი თვალის გუგაში. მეორე წამში კვდება. — ბავშვებს აუპატიურებდი – ვამბობ ხმამაღლა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ვეღარ გაიგებდა - შენნაირს სიცოცლის უფლებას არ მივცემდი. - ვამატებ სიცილით. დანას თვალის ბუდიდან ვაცლი. დანის ამოღების ხმაზე მადა წამიხდა, არადა როგორ მშიოდა. ჰო, მართალია, მართობს ტანჯვა და წამება, მაგრამ ხმებზე არ ვაფრენ . ტანჯვის ხმები ნამდვილად არაა ის საუნტრეკი რომელზეც გემრიელად დამეძნება. და ახლა ყველაზე დამღლელი ნაწილი – მისი სხეულის დაჭრა და მოცილება. სხვას ვერ ვანდობ, არავის ვენდობი, ასე რომ ბინძურ საქმესაც მე ვაკეთებ. როგორ ამბობენ?? თუ გინდა რამე კარგად გაკეთდეს — შენით გააკეთეო? ჰოდა, ამ შემთხვევაში — თუ არ გინდა, მკვლელობისთვის დაგიჭირონ და გაგასამართლონ, თვითონვე მოიშორე სხეული. *** ეგრძნება მაქვს, თითქოს უკვე ღამის ათი საათია, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ ხუთი საათია. სხეულის ნაწილებთან გატარებული დღის შემდეგ, მხეცურად მშია — ბურგერზე ჭკუა მეკეტება. ჩემი საყვარელი ბურგერების ადგილი მესამე ავენიუზეა, ჩემგან არც ისე შორს. პარკინგი სიეტლში სრული კატასტროფაა, ასე რომ იძულებული ვარ, რამდენიმე ქუჩით წინ გავაჩერო მანქანა და ფეხით მივიდე. წვიმს —სიეტლისთვის ჩვეულებრივი ამბავია. უცხო მელოდიას ვუს_whistle_ და ქუჩას ვკვეთ — ირგვლივ მაღაზიებია, აქეთ-იქით ხალხი ირევა, როგორც დამშეული ჭიანჭველები. ჩემ წინ წიგნის მაღაზიაა. მისგან გამომავალი თბილი შუქი სველ, ცივ ასფალტზე ეცემა და გამვლელებს მყუდროებისკენ ეძახის. რომ ვუახლოვდები, ვამჩნევ რომ გადაჭედილია. თვალს მხოლოდ ერთხელ ვავლებ და გვერდს ვუვლი. მხატვრული ლიტერატურა არასდროს მაინტერესებდა — მხოლოდ ისეთ წიგნებს ვკითხულობ, რითაც რამეს ვისწავლი. განსაკუთრებით კომპიუტერულ მეცნიერებასა და ჰაკერობას რაც შეეხება. ეგეთ წიგნებშიც უკვე ისეთს ვეღარ ვპოულობ, რაც არ ვიცი. მაინც გადავათვალიერე, მაგრამ მზერა პირდაპირ ერთი დაფისკენ გამიშტერდა, რომელიც მაღაზიის წინ იდგა. ფოტოზე გოგო იღიმოდა. გაუფრთხილებლად გავჩერდი, ფეხები ინსტიქტურად გამიშეშდა თითქოს ჩაბეტონდა. ვიღაცაც უკანიდან მომადგა და ოდნავ წინ გამწია. მკვეთრად არა, მაგრამ საკმარისი იყო, რომ ტრანსიდან გამოვეყვანე. მოვტრიალდი, რომ დამენახა ვინ შემეჯახა — ტიპი პირის გაღებას აპირებდა, ალბათ ლანძღვა უნდოდა. მაგრამ როგორც კი ჩემს სახეზე იარას შეხედა, უცებ შიშმა გადაურბინა და უკან დაიხია. გავიცინებდი, ასე დაღლილი, რომ არ ვყოფილიყავი. ჩემს წინ დაფაზე ავტორის სურათი იყო — წიგნის სეანსი ტარდებოდა. და ის — დედას გეფიცებით — ულამაზესი იყო. გრძელი, რბილი დარიჩინისფერი თმა მხრებზე ნაზად ეშვებოდა. რძისფერი კანი, ჭორფლები ეკრა ცხვირსა და ლოყებზე — საკმაოდ მსუბუქი, რომ არ გადაეფარა მისი უცოდველი სახე. მაგრამ რამაც მიმიზიდა — ეს თვალები იყო. მოჭუტული, ლამის ალვისებურად დახრილი თვალები — ისეთი, სულ რომ შდამატყვევებელი და სექსუალური ჩანს, თუნდაც არ ცდილობდეს. თმის ფერივით ღია ყავისფერია თვალები — იშვიათად ასეთი ფერი რომ იპოვო. ერთ შეხედვაზე ნებისმიერს მუხლებზე დასვამს. ტუჩები — ფუმფულა და ვარდისფერი. სწორი და თეთრი კბილებით. სახელსაც ვამჩნევ ფოტოს ქვემოთ: ადელაინ რაილი. სრულიად შესაფერისი სახელი — ქალღმერთისთვის. არც ფოტოშოპი სჭირდება, არც პლასტიკა. ყველაფერი მასში ბუნებრივია. ბევრი ლამაზი ქალი მინახავს ცხოვრებაში. მაგრამ მასში რაღაც სხვანაირია. თითქოს ჩემს გულში ქარიშხალი დატრიალდა და მისკენ მიმაქანებს — ისე, რომ წინააღმდეგობის გაწევაც არ შემიძლია. ჰაერში მხოლოდ ძველი წიგნების სუნია — ისიც ძლივს იგრძნობა, იმდენი ხალხი და ყაყანია ირგვლივ. მაღაზია პატარაა. მაქსიმუმ ათი დიდი თარო მარცხენა კედელზე, კუპრივით მჭიდრო სალარო მარჯვნივ და მაქსიმუმ ოცდაათი კაცი. ახლა შუაში უზარმაზარი მაგიდაა, რომელთანაც ავტორი ზის, და ორჯერ მეტი ხალხი ელოდება. ცუდად გათვლილი სივრცე. სუნთქვის საშუალებას არ გაძლევს. ჩემს გვერდით ვიღაც ცხვირშ იქექება და იმავე ხელით წიგნს ფურცლავს. წიგნის ყდაზე რაილია. პირს ვაღებ, რომ მივახალო „დაანებე ცხვირში თითის ტრიალს თავი, განძს ვერ იპოვი“, როცა მოულოდნელად ყველაფერი ჩერდება. თითქოს ზეცის კარიბჭე იღება. მოულოდნელად ხალხი მოშორდა სივრცეს, და იდეალური კუთხიდან დავინახე წამიერად. მაგრამ ეგ წამიც საკმარისი იყო, რომ გული გმიჩერდა. ჟანგბადი, სიტყვები, ფიქრის უნარი — ყველაფერი გამეფანტა, როცა ადელაინ რაილი პირველად ვნახე საკუთარი თვალით. ჯანდაბა… სინამდვილეში კიდევ უფრო არარეალურია. მისი დანახვა მუხლებს მისუსტებს და გულს მიჩქარებს. არ ვიცი, ღმერთი მართლა არსებობს თუ არა. არც ის ვიცი, ადამიანი ოდესმე ფეხით დადიოდა თუ არა მთვარეზე. არაფერი ვიცი პარალელურ სამყაროებზე. მაგრამ რასაც ზუსტად ვხვდები — ახლა ვიპოვე ცხოვრების აზრი. მაგიდის უკან ზის, გაუბედავი ღიმილით სახეზე. ღრმად ჩავისუნთქე და უკანა კედელთან მივეკარი. ჯერ არ მინდა ზედმეტად მივუახლოვდე. არა. ჯერ მინდა ვუყურო. უკნიდან ვიჭყიტები, ათობით თავის გადაღმა ვხედავ მას. მადლობა ღმერთს, რომ მაღალი ვარ — თორემ მოკლე რომ ვყოფილიყავი, ალბათ ყველას გავიტანდი. ერთი მაღალი, გამხდარი ქალი გადასცემს მიკროფონს ჩემს ახალ სიგიჟეს — და წამით ისეთი სახეს იღებს, თითქოს გაქცევას აპირებს. მიკროფონს ისე უყურებს, თითქოს მოჭრილი თავი გადასცეს. მაგრამ ეგ მზერაც მალე ქრება — თვალის დახამხამებაში ირგებს ნიღაბს, რომელსაც ალბათ დიდი ხანია შეჩვეულია, მერე კი მიკროფონს იკავებს და აღებს თავის მსუბუქად აკანკალებულ ტუჩებს. „დასაწყისისთვის...“ ამბობს. ჯანდაბა — მისი ხმა სუფთა ბომბია. ისეთი, პორნოებში რომ ისმის მარტო. ქვედა ტუჩს კბილს ვაჭერ და ძლივს ვიკავებ კვნესას. კედელს ვეყრდნობი და ვუყურებ — მოჯადოებული. ეს პატარა არსება ყველა უჯრედში ისადგურებს ჩემს გულში რაღაც აუხსნელად ბნელი ამოტივტივდა. შავი, ბოროტი და სასტიკი. საფრთხის მომტანი. მინდა ადელაინი დავამტვრიო. დავაქუცმაცო ნაწილებად. და მერე იმ ნაწილებიდან ავაწყო ისე, რომ ჩემს ნაწილებს მოერგოს. თუ არ მოერგება? დავაძალებ, ძალით მოვირგებ. და ზუსტად ვიცი, ცუდ რაღაცას ვაპირებ. ვგრძნობ, რომ ზღვარს გადავაბიჯებ, საიდანაც უკან ვეღარ დავბრუნდები. მაგრამ საერთოდ არ მადარდებს. სრულად ვარ შეპყრობილი. დამოკიდებული. და ყველანაირ საზღვარს სიამოვნებით გადავცდები, თუ ეს იმას ნიშნავს, რომ ეს გოგო ჩემი იქნება. ვაიძულებ ჩემი გახდეს. გონებაში უკვე გადაწყვეტილია — გადაწყვეტილება ჩაიბეჭდა ჩემს ტვინში. იმ წამს, მისი მოხეტიალე მზერა ზუსტად ჩემზე ჩერდება — თვალები ერთმანეთს ხვდებიან ისეთი ძალით, ლამის მუხლებზე დავეცი. თალები ოდნავ უფართოვდება, თითქოს ისიც ისეთივე შეპყრობილია ჩემით, როგორც მე — მისით. მაგრამ მის წინ მდგომი მკითხველი, ისევ იქცევს მის ყურადღებას. ზუსტად ვიცი — უნდა წავიდე, სანამ რამე სისულელე არ გავაკეთე. თორემ შეიძლება, ორმოცდაათზე მეტი მოწმის თვალწინ — პირდაპირ აქედან არ წავიყვანე. არაუშავს. ახლა ვეღარ დააღწევს თავს ჩემგან. პატარა თაგვი ვიპოვე. და ახლა, სანამ მახეში არ გავაბავ — არ გავჩერდები. წერილი 10 აპრილი 1944 ჩემი სტუმარი აქაა, ფანჯრის გარედან მიყურებს, სანამ მე წერილს ვწერ. ხელი მიკანკალებს მაგრამ ვერ ვხვდები შიშისგანაა თუ არა. ვცდილობ ავღწერო, რასაც ვგრძნობ, მაგრამ არ გამომდის, როგორც ჩანს ამისთვის სიტყვები საკმარისიი არაა. რაღაც მჭირს, რაღაც არასწორი. როცა ჩვენი თვალები შეერთდნენ, სუნთქვა გამიხშირდა, სისხლი მომაწვა. მეშნია, რომ ამ გძნობებზე დამოკიდებული გავხდები. ჯონნი უკვე შემჩნევას იწყებს, რომ ჩემში რაღაც შეიცვალა. კითხვებით მავსებს, აინტერესებს რაზე ვფიქრობ. როგორ ავუხსნა, რომ მომწონს როცა ჩემს სტუმარზე ვფიქრობ? როგორ ავუხსნა, რომ როცა მკოცნის სხვა მიდგება თვალწინ? როცა ის მეხება? მაშნებს ეს კაცი, მაგრამ ამავე დროს დაინტიგებული ვარ. ------------- ეს ბიჭი ნამდვილი გიჯია არა??? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.



ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.