მარტო (თავი 8)
სრულიად დავიბენი... რას ცდილობს ამ ასოებით? რამის თქმა უნდა? ჯერ S, ახლა A. ვეღარაფერს ვხვდები, გონება გამეთიშა, ვეღარც შიშს ვგრძნობ... საერთოდ, ყველანაირი ემოცია სადღაც დაამემალნენ და მხოლოდ ამ ორ ლათინურ ასოზე ვფიქრობ, ნუთუ კავშირშია ერთმანეთთან? ვფიქრობდი რომ S მისი სახელის პირველი ასო იყო, მაგრამ თუკი ასეა, A ვინ არის? მე აშკარად არ ვარ, მაშ ვინ? შეიძლება სახელის პირველი ასოები საერთოდაც არაფერ შუაშია, რა გამოდის? არაფერიც არ გამოდის, ეს უცნობი ცდილობს ამაფორიაქოს. შეიძლება სულაც არაფერს ნიშნავს?! არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს რა ხდება... მინდა სიზმარი იყოს ეს ყოველოვე, მაგრამ რომ წარმოვიდგენ რომ ის არ არსებოს, გულში ხანჯლად მსერავს... გამოჩნდა. უსიტყვოდ, მტანჯველად გამოჩნდა, მაგრამ არ მინდა რომ წავიდეს... ხელი გავუსვი Aს და სარკე გაფერადდა, ძალიან მომეწონა წითელ ღრუბლებად მოსვრილი სარკე და უფრო ავამოძრავე ხელის გული, მეორე ხელიც მივახმარე და წითელ ტალღებად მოვსვარე მთლიანი სარკე. ძალიან ლამაზად მომეჩვენა და კმაყოფილებამ მომიცვა. სამზარეულოსკენ დავიძარი, მაცივარი გამოვაღე და გაყინული კოტლეტი გამოვიღე. ტაფა გაზქურაზე დავდგი და კოტლეტი მასზე დავანარცხე. ისევ უკან მივბრუნდი, რომ მაცივრის თავიდან ყავა ჩამომეღო - სანამ კოტლეტი შეიწვება, ყავის დალევასაც მოვასწრებ. მაცივრის სახელურს წითელი პომადის ნაკვალევი ამჩნევია, ხელებზე დავიხედე და სააბაზანოში გავვარდი დასაბანად, დავიწყე ხელების ხეხვა და უეცრად მაღლა ავიხედე - გავშეშდი. სააბაზანოს სარკეც გაშიშვლებულა და მასზე ლათინური ასო M აწერია. რა ხდება? რა ჯანდაბა ხდება? კანკალმა და შიშმა მომიცვა, გულის მიმდებარე ტერიტორია გამიხურდა და ამ სიმხურვალეს ტვინს აწოდებდა. თლავთ ჩამომიბნელდა, ხელები ამიკანკალდა. „გთხოვ სიზმარი იყოს, გთხოვთ გამომაფხიზლეთ, ჟანეტ, მიშველეთ ვინმემ, რა ხდება, გადამარჩინეთ...“ გაურკვევლად ვსაუბრობ და არ მინდა სარკეს შევხედო. თვალებს ვისრეს, იმ იმედით, რომ ეს ყველაფერი ჩემი წარმოსახვა აღმოჩნდება, მაგრამ - არა! ეს რეალობაა, გაურკვეველი რეალობა. უნდა დავმშვიდდე, წყალი გადავკეტე და სამზარეულოში გავედი, კოტლეტი სულ დამწვარა და შავი ნახშირის კვამლი ასდის. მადა დამეკარგა, გაზქურა გამოვრთე და იქვე ჩამოვჯექი. უნდა დავფიქრდე, ეს სამი ასო რაღაც კავშირშია ერთმანეთთან, მას რაღაცის თქმა სურს, მაგრამ რატომ არ მეუბნება პირდაპირ? რატომ მაპარებს? ეს რა თამაშია? S, A, M - რა კავშირშია ეს სამი? თანდათან ვრწმუნდები, რომ სახელის პირველი ასოები არაფერ შუაშია, მას რაღაცის თქმა სურს. მისაღებში გავვარდი და ყვირილი დავიწყე: გამოდი! სად ხარ? რისი თქმა გინდა? რას ნიშნავს ეს ყველაფერი? გამოდი ან ახლავე შეწყვიტე რასაც აკეთებ! თავი დამანებე! - გავყვირი და თან შიშით ვიყურები ოთახის ყველა კუთხეში, მაგრამ ის არსად ჩანს. ეს უკვე მეტისმეტია, სად არის ჩემი ტელეფონი? თავქუდმოგლეჯილი დავრბივარ მთელს სახლში და ტელეფონს ვეძებ. ძლივს ვიპოვე შემოსასვლელ კართან დაგდებული ზურგჩანთა. გავხსენი და ტელეფონი ამოვიღე. ჟ ჟ ჟ ჟანეტი ჟანეტი, ჯანდაბა ტელეფონი ხელიდან გამივარდა. სულ ვკანკალებ, პირში ნერწყვი გამიშრა და ორჯერ ჩავახველე. იქვე, იატაკზე დავჯექი, ყელზე ხელი მოვისვი, თითქოს საკუთარი თავი დავამშვიდე და ისევ ტელეფონში ჩავრგე თავი. აი ჟანეტიც, გააფთრებული ვეძგერე ორივე ხელით ტელეფონის სენსორულ ეკრანს და ვრეკავ -გათიშულია. ჯანდაბა! როცა მჭირდები, არასდროს არ ხარ, ჟანეტ. გიგასთან დარეკვაც კი ვიფიქრე, მაგრამ ნომერი არ მიწერია. არ ვიცი რა ვქნა, კარები გადავრაზე. ორი სკამი მივადე კარს, ვითომ ამით შევაკავებ? არ ვიცი, არ მაინტერესებს. მერე ფანჯრებს მივვარდი და გადავკეტე. თავქუდმოგლეჯილი შევვარდი ჩემს ოთახში, მერე ისევ უკან გამოვვარდი, სამზარეულოს უჯრიდან მსხვილი დანა ამოვიღე - თავდაცვის საშუალება. მერე ისევ საძინებელში შევვარდი, კარი ჩავრაზე. მარჯვენა მხარეს ლარნაკის პატარა მაგიდა მიდგას, კართან მივაჩოჩე. „რა სულელი ხარ ემი, ნუთუ გგონია რომ მას ამით შეაჩერებ?!“ არა, თავიდან მომწყდით, ფიქრებო. მარცხენა ხელი თავში შემოვირტყი, რომ აზრები განვდევნო. გულამოსკვნილი მივვარდი და ჩავიკეცე კარის მოპირდაპირე კედელთან, დანა მკერდთან მივიტანე და გავიგონე საკუთარი აჩქარებული გულის ცემა. სწრაფად და გახშირებულად ვსუნთქავ - თვალებს ვქაჩავ. შეშინებული ვუყურებ ოთახის ყველა კუთხეს და არაფერზე ვფიქრობ. მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებს თავში - თავდაცვა! მე თავი უნდა დავიცვა იმ ბოროტებისგან, რომელსაც ჩემი სიკვდილი უნდა. რამდენიმე საათი ასე გაუნძრევლად ვიჯექი და ცოტა დავმშვიდდი, თითქოს. მარჯვენა ხელი იატაკზე დავაგდე და გავიგონე დანის დაგდების ხმა, დავხედე და გამეღიმა - რა სულელი ხარ, ემი. ავდექი, ფრთხილად მივუახლოვდი კარს. მაგიდა გვერდძზე ჩავაჩოჩე, სახელური ფრილად ჩამოვწიე, გამოვაღე და ცალი თვალით გავიჭყიტე. „მგონი მშვიდობაა“ - გავიფიქრე და გავთამამდი, კარი ფართოდ გამოვაღე და ნელი ნაბიჯით შევიპარე მისაღებ ოთახში. შეშინებული ვაცეცებ თვალებს, თან დანა ოდნავ წინ მაქვს გაწეული, თითქოს დასაშინებელ ობიექტს ვეძებ. ისე ყურადღებით ვარ, მგონი ჰაერის მოძრაობაც კი მესმის. ფრთხილად, ფანჯარასთან მივდივარ და ჟალუზიდან ვიჭყიტები - შებინდებულა. ქუჩის ნათურები ოდნავ შესამჩნევად ანათებენ. თვალი გამიშტერდა და რამოდენიმე წუთი ასე გაუნძრევლად ვიდექი. უცბად, ტაშის ხმა მომესმა. უკან გახედვა არ მინდა, ღმერთო, მომკალი. სული გამაფრთობინე ამ წამს, ოღონდ არ დამანახო უკან რა ხდება. თვალები დავქაჩე, წინ ნისლი გადამეკრო, ბნელი კაკაოსფერი ნისლი, რომელიც თანდათან უფრო მკრთალდება. მთელი ტანი გაჟრუებული მაქვს... მგონია რომ მყარად არ ვდგავარ, მგონია რომ რამდენიმე სანტიმეტრით ჰაერში ავედი. უკან გახედვა არ მინდა. ტაშის ხმა აღარ მესმის, მაგრამ ვგრძნობ როგორ მიახლოვდება. ორი ნაბიჯიც და შემეხება, დრო ვიხელთე... კივილით შევბრუნდი და მის გიშრის თვალებს გადავაწყდი. დანა მივუშვირე და ვკანკალებ. -ვინ ხარ? ახლავე მიპასუხე, თორემ ამ დანას პირდაპირ მუცელში გაგიყრი! -ვუყვირი და ვხვდები, რომ ყველაფერზე ვარ წამსვლელი თუ არ მიპასუხებს. -დამარტყი. -ძალიან მშვიდად მპასუხობს. დავიბენი, დაბნეულობისგან ხელი ამიცახცახდა, თვალებს ხან ქვევით ვწევ ხან ზევით. გაურკვევლად ვაცეცებ და არ ვიცი რა ვთქვა. უცნაურად ბუტბუტებენ ჩემი ტუჩები. -იცოდე... იცოდე მართლა დაგარტყამ! გგონია ვერ გავაკეთებ? -დაბნეული და აკანკალებული ვლუღლუღებ. ძალიან მშვიდად იღებს სიგარას ჯიბიდან და უკიდებს. თვალებს კი არ მაშორებს, პირდაპირ თვალებში მიყურებს და ცალყბად ეღიმება. -მიპასუხე, ვინ ხარ მეთქი და.. და აი ის რა ასოებია? -დანით წითლად შეღებილი სარკისკან ვანიშნე. ისევ დუმილი და ისევ მომღიმარი სახე, რომელიც თანდათან უფრო ებადრება. ოდნავ მივუახლოვდი და დანა უფრო ახლოს მივუტანე. -5 წამს გაძლევ. არ მიპასუხებ და აი აქ, პირდაპირ გულში ჩაგარტყამ. -დანის წვერი გულთან ახლოს მივუტანე და კანკალი ხტუნვაში გადამივიდა, ვგრძნობ ტუჩები სულ გალურჯებული მაქვს. ხელები ოდნავ გაშალა და მხრები აიჩეჩა, თითქოს მეუბნება: „აქ ვარ, რაც გინდა ის გააკეთე.“ აზრები ამერია და ვერ ვალაგებ, თავს ოდნავ გვერდით ვწევ და ჩაფიქრებულ სახეს ვიღებ, მერე მზერა ისევ მასზე გადამაქვს და მის ირონიულ სახეს ვაწყდები, როგორ ხვდება ჩემს ყველა გაფიქრებას და როგორ იცინის ამაზე. გაუაზრებლად თვლა დავიწყე: -ერთი... ორი... სამი... იცოდე დრო გეწურება. -ვაშინებ ჩემი ჭკუით. ის კი გაღიმებული და თავდაჯერებული გამომეტყველებით მიყურებს. ო, როგორ მეზიზღება ეს გამომეტყველება. -ოთხი და ... უეცრად მარჯვენა მაჯაზე ხელს მკიდებს და ზურგით მის სხეულზე მანარცხებს. მარცხენა ხელს წელზე მხვევს მჭიდროდ, ძალიან ძლიერად - სადაცაა წელში გადავწყდები. მარჯვენა ხელში დაჭერილ დანას კი ჩემივე ხელით კისერთან მადებინებს. პირი ოდნავ გავაღე და გახშირებული სუნთქვა დავიწყე. დანა ყელთან მომებჯინა და ვიგრძენი ბასრი ზედაპირი, ოდნავი ხელის ამოძრავება და ჩემი კისრიდან წითელი სითხე გადმოიღვრება. მას კი ყურთან მოაქვს ტუჩები: -ხუთი... -მეუბნება და ყურთანვე ვგრძნობ მისი ტუჩების გაშლას, როგორი კმაყოფილია. სიტყვას ვერ ვამბობ, საკმარისია თითი დამადოს და ბგერები სადღაც მეკარგება. ვერაფერს ვამბობ, სრულიად უუნარო ვარ. დანას ოდნავ ზევით მაცურებინებს და ტუჩებთან მაბჯენს, ინსტიქტურად პირს ვაღებ და წამებში ვგრძნობ ენა როგორ ისერება და როგორ მევსება პირი წითელი სითხით. მტანჯველად მსიამოვნებს სისხლის გემო და გასერილი ენა. შუა თითს პირში მიდებს და ატრიალებს, მე კბილებს ვუჭერ რომ გავაჩერო. ძალიან მაგრად ვუჭერ და ძალიან მაგრად მიჭერს წელზე თავის ბუმბერაზ ხელს. ძუძუს თავები ნემსის ყუნწებად იქცნენ... სულ უფრო მიხშირდება სუნთქვა, წელიდან ხელს ქვევით აცურებს, შარვალს არ მიხსნის ისე ძვრება შიგნით, ფეხებს შორის კი ვიღაც პატარა ბავშვივით ხტუნავს, ელოდება როდის მიაღწევენ და როდის დაეპატრონებიან. ვიგრძენი მისი მარცხენა ხელის შუა თითი ჩემში ძალიან ღრმად და სულ უფრო მაგრად ვაჭერ ჩემს პირში მოხვედრილ თითს, სისხლი ტუჩებიდან გადმომდის, ნიკაპს ცდება, ყელში ჩადის და უცნობის გახშირებული სუნთქვა სრულიად მაკარგვინებს ცნობიერებას. ენას ვაცეკვებ მის თითზე და შეგრძნება მაქვს, რომ სულ სხვა პლანეტაზე ვარ, სულ სხვა სამყაროში ვარ... უეცრად ყურზე მკბენს, ძლიერად მარჭობს კბილებს - არაამქვეყნიურად ამოვიკვნესე. ტანს ნელა ვამოძრავებ, თვალებს ვხუჭავ, კისერს მთლიანად ვადუნებ და მის მარცხენა ბეჭზე ვაგდებ. მინდა ჩემი სხეულის თითოეულმა ატომმა, მოლეკულამ იგრძნობს მისი სხეული. უეცრად, მისკენ მაბრუნებს, მაჯვენა ხელს წელზე მხვევს და მაღლა ავყავარ. ძალიან ახლოს გვაქვს სახეები ერთმანეთთან, ცხვირი ტუჩებთან მოაქვს ნელი მოძრაობით და მყნოსავს. თითქოს სისხლის სუნი მოსწონს... თვალებს ხუჭავს, მარცხენა ხელს ყელზე მიჭერს ძლიერად. ნელ-ნელა სახე გაასწორა და ძალიან ღრმად ჩაისუნთქა ჩემი პირიდან ამონასუნთქი სისხლიანი ნახშირორჟანგი. ავადმყოფური, ხარბი, ცოდვილი სახე აქვს, ვგრძნობ რომ უჭირს კოცნა, მაგრამ თავს ვერ ერევა. სულ უფრო მიჭერს ყელზე ხელს, მისი გრძელი თითები კისრიდან ლოყებამდე მებჯინება და ტუჩები მებერება, მილიმეტრებად ახლოს ვარ მის ტუჩებთან და სადაცაა ერთმანეთს შეეხება. ეს მოლოდინი კი საუკუნოდ მეჩვენება და ცეცხლად მღვრის... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.