შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Haunting Adeline თავი 6


22-06-2025, 14:45
ავტორი Adeline Reilly
ნანახია 215

თავი 6
აჩრდილი
მცირე მოწყობილობიდან ხმოვანი ბზუილი მესმის — საკონტაქტო არხი ჩაირთო და ვიცი, რომ უკვე წუთი დარჩა, სანამ ინსტრუქციებს მივიღებ.
მუჭებს ვშლი და ვკრავ. ვშლი და ვკრავ.
მოთმინება მახრჩობს — სხეული დაჭიმულია, ნერვები კი კვანძებად მაქვს შეკრული.
—ძირითად დარბაზში ხუთი ადამიანია, ყველა შეიარაღებული. კიდევ სამი — ზურგს უკან, და ოთხი — პირდაპირ წინ
კისერს ვატრიალებ. წკაპ, წკაპ. ძვლები ტკაცუნით იშლება დაჭიმულობიდან და მხრები მსუბუქად მეხსნება.
დაძაბულობა იცლება.
თორმეტი კაცი დიდი არაფერი არაა ჩემთვის, მაგრამ სწრაფად უნდა ვიმოქმედო.
გარემო უკეთესად კონტროლდებოდა ძველისძველი საწყობის გარეთ.
მზე კარგა ხნის ჩასულია. ღამე ჩემი სახლია. ჩრდილში დამალვა—ჩემი მთავარი იარაღია.
მათი შეცდომა ის იყო, რომ თვალით ცდილობდნენ უცნობების გარჩევას.
ჩრდილში შეყუჟული — პირდაპირ მათ თვალწინ — დავინახე მათი ყველა სისუსტე.
მომკლავდნენ ღამის ხედვის სათვალეები.
რომ ჰქონოდათ,
ცოტათი მაინც გავერთობოდი.
ენის წვერით ტუჩებს ვილოკავ. მოლოდინი ისე მეკვრის, თითქოს გემო აქვს.
—ფრთხილად, ზი,— ამბობს ჯეი, ჩემი მარჯვენა ხელი.
ჰაკინგში თითქმის ისეთივე მაგარია, როგორც მე — რა თქმა უნდა იმიტომ, რომ თავადვე ავიყვანე და ვასწავლე.
“Z “ ჩემი პირადი ორგანიზაციაა, რომელიც მთლიანად ადამიანების ტრეფიკინგის ეძღვნება.
თავდაპირველად ჰაკერი ვიყავი — ვაშლივით ვჭრიდი მთავრობის სისტემას და ვასაჯაროვებდი იმ სიბინძურეს, რასაც სისტემა ფარავდა.
მაგრამ რაც მეტად გავერკვიე რეალობაში… რაც მეტად დავინახე, რამდენად ბინძურია მათი სული — ყველაფერი შეიცვალა.
ეს მხოლოდ გამოქვეყნებული ფაილები აღარ იყო.
დავიწყე საკუთარი ხელით წერტილის დასმა.
მაგრამ ერთდროულად ჰაკერიც ვერ ვიქნებოდი და მეკვდელეც.
და სიმართლე?
მეტი სიამოვნებაა, როცა ტყვია საკუთარ ხელში მაქვს.
ასე შეიქმნა Z —
ქვემოდან ზემოთ.
ავიყვანე ჰაკერები, რომლებიც დამეხმარებოდნენ.
ჩვენი მისია მარტივია:
შევიჭრათ,
გავანადგუროთ ყველა სროკზე მომუშავე ,
და გავიყვანოთ მსხვერპლები უსაფრთხოდ.
ჩემი მებრძოლები მსოფლიოს ყველაზე "ცხელ წერტილებში" გავანაწილე.
მათ თან ახლავს ჰაკერთა პირადი ჯგუფები.
დღეს Z იმდენად დიდია, რომ ყოველ შტატში ჰყავს თავისი ქვეგუნდი — და რამდენიმე საერთაშორისო ჯგუფიც კი მოქმედებს საზღვარგარეთ.

ჯეი ერთადერთი ხმაა, რომელიც მჭირდება.
ის ისეთი დონის ჰაკერია, რომ სამის მუშაობას უდრის.
და რაც მთავარია — ერთადერთია, ვისაც ჩემს სიცოცხლეს ვანდობ.
მის სიტყვებს ყურადღებას არ ვაქცევ.
იღბალი.
საჭიროა მხოლოდ უნარი და მოთმინება.
მე კი ორივე ჭარბად მაქვს.
სხეულით კედელზე აკრული მივსრიალებ კარისკენ.
ნაბიჯები ხმას ვერ გაიგებენ — ჩუმად დავდივარ.
კარს რომ ვუახლოვდები, დაბალი, ხმა მესმის — ჩამკეტის ხმაც არაა.
ჯეის ნამოქმედარია.
საწყობი შენობა გაღვეულია, მაგრამ შიგნით ყველაფერი ტექნიკურად დაცულია.
პედოფილ ტრეფიკერებს სურთ, შენობა გარედან დაგდებულად და მიტოვებულად გამოჩნდეს, რომ არავის შეეპაროს ეჭვი.
მაგრამ შიგნით ყველაფერი იმის გარანტიას იძლევა, რომ შიგნით ვერავინ შეაღწევს…
არც უსახლკარო, არც ვანდალი.
—გზა თავისუფალია. სისტემები გამორთულია 10 წამით. შედი, ახლავე,— ისმის ჯეის ხმა.
არ ვფრთხილობ — არ არის საჭირო.
კარის სახელურსცვუბრუნებ, ოდნავ ვაღებ — ზუსტად იმდენზე, რომ სხეულმა გაიაროს.
ვსრიალდები შიგნით და კარი უხმოდ იკეტება ჩემს ზურგს უკან.
შენობა ძირითადად ღია სივრცეა.
უკანა კარი პირდაპირ ჩაბნელებულ დერეფანში გადის.
წინ და მარცხნივ — იქ, სადაც ოდესღაც რეზინის ქარხნის ძირითადი დანადგარები იდგა.
იქ იმყოფებიან გოგონები.
ყვირილი მესმის —
ტკივილიანი ხმა.
გოგონები ტირიან.
ყურებში სისხლი მიდგება. სიბრაზე ტალღად მიჭრის თვალთახედვას.
მაგრამ არ ვვარდები.
არ ვაკეთებ სისულელეს.
ამ საქმეს ვერც ერთი ადამიანი ვერ გააკეთებს,
თუ ბრაზით მიუდგება
თორემ ვერც ერთი მსხვერპლი ვერ გადარჩება.
მაგრამ რთულია.


—კამერები გადავიყვანე. ერთი საათი გაქვს, სანამ სისტემა თავისით განახლდება და გამომაგდებს,— მაცნობებს ჯეი.
მე მხოლოდ ათი წუთი მჭირდება.
ჩრდილებში ვმოძრაობ. დერეფანში მივდივარ.
კუთხეში გავიხედე.
და რაც დავინახე…
რკინის ბოძები.
გოგოები, ყელზე დამაგრებული საყელურებით მიბმულები.
მხოლოდ რამდენიმე ფუტით შეუძლიათ შორს წასვლა — უფრო სწორად, საერთოდ ვერ მიდიან.
მუჭებს ვკრავ.
ხელები მიბუჟდება.
ქამრიდან იარაღი ამოვიღე.
პირველს რომ დავაგდებ, დანარჩენები დაიძრებიან.
ზუსტად ამიტომ უნდა ვიყო სწრაფი. ფრთხილი. ეფექტური.
ისინი გოგოებს დააზიანებენ?
არა.
ვერ გაბედავენ — მათმა ლიდერებმა რომ გაიგონ, ვინმეს ქალიშვილობა ჩამოართვეს ან მოკლეს,
ეს ფულიის დაკარგვას ნიშნავს.
და იმ კაცის თავი, ვინც ეს გააკეთა,
ღობეზე ჩამოეკიდება.
ზოგიერთი მათგანისთვის საკუთარი ტყავის გადარჩენა ყველაფერზე მეტად ღირებულია —
ზუსტად როგორც ჯეიმ თქვა —
სამი კაცი დგას წინ, ბოძივით შეყინულები.
ჩემს არსებობას ვერ გრძნობენ.
იდიოტები.
ვერასდროს გავიგებ, როგორ ვერ ხვდებიან ადამიანები, როცა საფრთხე ლამის ტრაკში უდგათ.
ერთი ამოსუნთქვით, სამი თავიც მივაყოლე.
წამში ვხოცავ ყველას.
მათი სხეულები მიწაზე ეცემა.
რამდენიმე გოგო შეხტა — ზოგი ტირის, ზოგი უძრავად დგას, თითქოს არ სუნთქავს.
ნორმალური ბავშვი ახლა იყვირებდა.
მაგრამ ისინი — არა.
ეს გოგოები უკვე შეჩვეულები არიან სიკვდილის.
შიგნით — სადაც გოგოები არიან შეკრებილი —
ხუთი კაცი ერთდროულად ტრიალდება.
სახეები ეცვლებათ: გაკვირვება... შიში... და მერე — ბოღმიანი რისხვა.
იარაღისკენ გაიქცნენ.
მე ჯერ კიდევ კედლის უკან ვარ. ჩრდილში.
მათგან ორმა მაშინვე გაისროლა.
ვიხევ უკან.
კედლის კუთხე ყრუდ ზმუის, ბეტონის ნამტვრევები სახეში მეცემა.
ხელით ვიფშვნი თვალებს — მხედველობას ვიბრუნებ.
და ზუსტად იმ წამს — ერთი მოდის კუთხიდან, ველურივით.
ვერ მოასწრო.
პირდაპირ შუბლს შუა, ერთი გასროლით — ტვინი კედელზე.
უჟმური კაცი იყო, ისედაც.
მსოფლიო არაფერს დაკარგავს.
სანამ სხეული დაეცემა, შარვლით ვიჭერ, მის სხეულს ფარად ვიყენებ.
ტყვიები ზუზუნით მოდის.
მე უკანიდან ვახრხებ ორ გასროლას.
ორივე ეგრევე ეცემა.
მაშინვე ვბრუნდები დერეფანში და დაჭრილ სხეულს ვიშორებ.
ნაკუწებად ქცეულია — ტყვიებით დაცხრილული.
მიწაზე ხმაურით ეცემა.
თავი ბეტონს ბრახუნით მიეჯახა.
საწყობში ხმები ერთდროულად ფეთქდება —
გოგონების პანიკური ყვირილი,
კაცების გამძვინვარებული ღრიალი,
“მოკალით ეგ ძუკნა!”
და უბრძანეს გოგოებს: “ჩუმად, თქვე ბოზებო!”
ქაოსი იწყება…
დარჩენილი ექვსი კაცს, რომ ვხედავ, პირდაპირ ვგრძნობ, შიში როგორ ზუზუნით ამოდის მათ სხეულებიდან.
—გამოდი, ხელები აწეული და იარაღი იატაკზე დაყარე, თორემ ამ ბოზებს მოვკლავთ! — იღრიალა ერთმა. ხმა მთელ შენობაში გაისმა.
ამოვიოხრე.
მხრები გავაშალე და ზუსტად ისე მოვიქეცი, როგორც მთხოვა.
იარაღი დავაგდე და ხელები მაღლა ავწიე.
ექვსი მათგანი გოგოების წინ დგას — თითქოს მათ იცავენ, რომ ტყვია არ მოხვდეთ.
მაგრამ მე ზუსტად ვიცი —
საქონელს უფრთხილდებიან,
არა — ადამიანებს.
—ჰეი, და მე მეგონა, ახლა იწყებოდა გართობა,— ვჩურჩულებ მაცდურად.
—გადაჩუმდი! — იღრინება ის კაცი.
მექსიკელია.
თავგადაპარსული.
ტატუებით სავსე — თავიდან ფეხამდე.
ტანსაცმელი კი ისეთი აცვია, თითქოს კვირებია არ საუბანია.
ეს უნდა იყოს პატივცემული ფერნანდო.
ამას ვეძებდი, ზუსტად.
ფერნანდოს თვალები გაფართოებული აქვს.
შიშისგან.
და უკან მაგიდაზე რომ ვხედავ მოსაწევს,
კიდევ უფრო ცხადი ხდება —
ყველანი დაბოლილები არიან.
ცუდია.
როცა დაბოლილები არიან…
ძალიან სწრაფად აჭერენ სასხლეტზე თითს.
და ახლა ექვსი თითი უკვე იმუქრება იარაღებიდან.
—ვინ გამოგგზავნა?! — ღრიალებს ფერნანდო.
—თავი მოვიწვიე. — მშრალად ვპასუხობ.
რა უბედურებაა,
ყოველ ჯერზე რატომ გონიათ, რომ ვიღაცისგან დავალებული ვარ?
მე არ ვემსახურები არავის.
კაცი იარაღს თავზე მადებს და შემდეგ ტყვიას მაღლა ისვრის —
შესაშინებლად.
აი ხომ ხედავ?
არ ვფრთხები.
არ ვიხედები.
შანს ვიყენებ გარემოს უკეთ დასაკვირვებლად.
ცოტა მარცხნივ მაგიდაა.
მოყრილია იარაღები, საფერფლეები, ცარიელი ლუდის ქილები და კიდევ ნარკოტიკი.
—მეორედ არ გავიმეორებ,— ამბობს და თითი ნაზად ეხება სასხლეტს.
—შენ ფერნანდო ხარ? — ვეკითხები უძრავად, ყინულივით.
წარბები შუბლზე უვიდა.
პარანოია თვალებში დაეტყო.


—საიდან იცი ეგ? რა, დამყვები?
ვის ემსახურები? ვინ მიგზავნის შენს თავს?!
ვიღიმი. მთელი კბილებით.
—ამიტომაც ვარ ამ საქმეში საუკეთესო, არა?
ჩიტმა ამბავი მომიტანა, რომ შენ ხარ აქ მთავარი ბიჭი.
ფერნანდო ირხევა.
ბინძური ვერ მალავს — ცოტათი ეამაყება საკუთარი თავი.
თითქოს რამე კარგი საქმე ქონდეს გაკეთებული ამ სამყაროში,
იმის გარდა, რომ ასობით ბავშვის კოშმარს ამზადებს საკუთარი ხელით.
—იმედია, დამეხმარები, ძმაო,— ვეუბნები ზიზღნარევი ღიმილით.
—ჰო, არა? — იგესლება ის. — ასე ფიქრობ? გგონია, რამეს გეტყვი, შე ლაწირაკო?
ამ წუთას, გაბოლილი ტვინით, ფერნანდო ჩემთვის უსარგებლოა.
უნდა მოვიტაცო და დაველოდო…
სანამ “გამოვა.”
თვალი სწრაფად ვასრიალე სივრცეში —
ორი წამი მაქვს. ან მეტი.
ორი წამი იმისთვის, რომ ხელი ჰუდის ჯიბეში შევყო,
და ამოღების გარეშეც — პირდაპირ ჯიბიდან ვესროლო ტყვია მარცხნივ მდგომ ერთ-ერთ ნაბიჭვარს.
სიურპრიზის ეფექტი — ზუსტად რაც მჭირდებოდა.
იმ წამებში მაგიდას ვწევ და მის უკან ვიმალები.

ერთი ტყვია მაგიდას ეცემა და ისხლიტავს.—
გოგოების შეშინებული კივილი იჭრება ოთახში.
ჯანდაბა.
ტყვია რომ აისხლიტოს და რომელიმეს მოხვდეს,
ასე, რომ მოხდეს, ჩემი ნებით ვთხოვ, დანა გამიყარონ.
ახლა ვერ გავბედავ გასროლას.
პატარაზე თითიც რომ გავყო, ეგრევე წამაცლიან..
და ბრმად სროლას — გოგონების საფრთხეში ჩაგდებას — არ ვაპირებ.
მე მხოლოდ მაშინ ვისვრი, როცა ზუსტად ვიცი, რომ ტყვია მიზანს მოხვდება.
მრჩება მხოლოდ ერთი რამ: მოვიცადო.
მალე მესმის ხმებს —
ჩურჩული, დედის გინება, პატრონის წყევლა…
მათ მჭიდები ეცლებათ.
წამოვდექი და ოთხი კაციც დავაგდე. ფერნანდოს არ შევხებივარ.
ის სხვა დროისთვის მჭირდება.
—ნახე ეს? — ხმამაღლა ვთქვი, ზუსტად ვიცი ჯეი უკვე უყურებს კამერებს.
—ჯანდაბა, რვა წუთში გაასუფთავე ყველაფერი,— ოხრავს ჯეი ყურში.
მეც ვიღიმი.
ამ საქმეში დრო წუთებით კი არა — სიცოცხლებით ითვლება.
ფერნანდო გინებებს აფრქვევს და ცდილობს სხვა იარაღი იპოვოს.
სანამ ეს მოხდება, ტყვიას პირდაპირ მუხლში ვახვედრებ.
სისხლი მოჩუხჩუხე ნაკადივით იფრქვევა.
კაცი ეცემა.
ღრიალი… კვნესა… კივილი…
ვდგები და ნელა მივდივარ მისკენ.
ყურსაც კი ვუგდებ ნაბიჯების რიტმს — იმდენად სიამოვნებით ვუყურებ,
როგორ უჭერს ხელებს სისხლიან მუხლს.
სისხლი იატაკზე ბუშტებად სცვივა.
მის სახეზე კი… ზიზღი, მკვლელობის სურვილია.
მე კი უბრალოდ იატაკზე გადაჭიმულ წითელ ნაკადებს ვაკვირდები.
არ მინდა, რომ გოგოებს ამ სისხლში გაიარონ.
—ჯეი, უთხარი რუბის, გზა გაათავისუფლოს,— ვამბობ მოკლედ.
რუბი ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთი წევრია —
ძირითადად გადარჩენილთა გადაყვანა და დაცვა აკისრია.
—გზა გაათავისუფლოს? — კითხულობს.
—ჰო.
არ მინდა, რომ ერთი წვეთიც კი მოხვდეთ ფეხებზე.
საწყობი დაახლოებით ორმოცდაათ გოგოს იტევს.
ყველა — გატეხილი, დატანჯული, ნაწამები.
ერთი გოგო დგება.
ფეხზე.
სხეული დაჭიმული, მზერა მტკიცე.
ბიჭზე მეტი სიმტკიცე აქვს.
მეტი, ვიდრე ფერნანდოს ოდესმე.
—შენც გვატკენ? — მეკითხება ხმამაღლა.
თმა დაბნეული და ბინძური, სახეზე ეკვრის.
აქ მყოფი ყველა გოგო ბოლო ექვს დღეში მოიტაცეს.
ექვსი დღე.
დღე და ღამე.
ტკივილი, გაუპატიურება, წამება.
მათ ვერ წაართვეს ქალისვილობა — მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მონსტრებმა ვერ იპოვეს სხვა გზები სიამოვნებისთვის.
ჯეი და მე ამ ადგილს ბოლო თორმეტი საათია ვაკვირდებით.
სულ წუთი რომ დაგვეგვიანა,
რამე მოხდებოდა.
ჯეიმ თვალი ადევნა კამერებს.
მე კი მხოლოდ ხუტი საათი მეზინქ. ჩემთვის საკმარისია, რომ საქმე შეუდარებლად გამეკეთებინა.
საუკეთესო ფორმაში უნდა ვიყო.
თუ ისინი უნდა გადავარჩინო.

—მარტო იმისთვის ვარ აქ, რომ თქვენ სახლებში დაგაბრუნოთ, — ვეუბნები და იარაღს წვივთან, ჩექმაში ვაბრუნებ.
თვალს არ მაშორებს.
და სხვა გოგონებიც ზუსტად იგივე მზერით მიყურებენ —
ეჭვით. უნდობლობით. შიშით.
ვგრძნობ.
არც ერთი არ მენდობა.
გასაგებია.
მე — თავით ფეხამდე ნაიარევებიანი კაცი ვარ —
თვალები ორ ფერში მაქვს… თვითონვე დავხოცე მთელი გროვა კაცების — მათ თვალწინ.
—სარეზერვო გუნდი უკვე გზაშია,— მაცნობებს ჯეი.
სწორედ იმ წამს ზურგსუკნიდან კარის ხმა მესმის—
რამდენიმე კაცი შემორბის.
—ოჰ, ღმერთო ჩემო, სისხლის აბაზანაა აქ... ეს საწყალი გოგონები!
შენ რა სულ აღარ გრცხვენია, ზი! — რუბის ხმა ტრიალებს საწყობში.
—ვერ ავიცილე, რუბი, მართლა… მე—
—შე წიწილა, ხმა არ ამოიღო.
ხმას აღარ ვიღებ, ნებას ვაძლევ იწუწუნოს, იხმაუროს, და თან გადარჩენილებს მოუაროს.
რუბი დედაჩემის ახლო მეგობარია.
გუნდში ყველას ახსენებს, რომ დაბადებიდან მიცნობს.
რუბისთან ერთად შემოვიდნენ მაიკლი და სტივი.

მაიკლს ფერნანდო უძალიანდება, მაგრამ მისი ბედი უკვე გადაწყვეტილია.

გოგონებს თანდათან ათავისუფლებენ.
მე ვუახლოვდები მთავარ პატარა გოგოს, იმას, ვინც პირველად გაბედა და მკითხა, ვატკენდით თუ არა.
მის ყელზე საყელურს ვხსნი…
და ვგრძნობ, ხელი მიკანკალებს.
ბავშვს რომ საყელური უნდა აუხსნა — რა ჯანდაბაა ეს ცხოვრება?
ყელზე დიდი ლაქა აქვს. გაბუსხული.
სისხლში ამოსვრილია.
მაგრამ არ ვგრძნობინენბ.
მხოლოდ თვალებში ვუყურებ.
მისი თვალები… ჩემს პატარა თაგუნას მაგონებს.
—რა გქვია, პატარავ? — ვეკითხები, თვალს არ ვაშორებ.
ვიცი, ალბათ ელოდება, რომ მასაც ისე შეხედავენ, როგორც ყველა დანარჩენი უყურებდა —


—სიცილია, — მპასუხობს.
რა ლამაზია ეს სახელი... ისეთი პატარაა და მაინც — ისეთივე ძლიერი.

—აქიდან არიან შენი მშობლებიც? — ვეკითხები
თავი ნელა, ფრთხილად მიქნევს.
—მამაც და დედაც იქ დაიბადნენ… მაგრამ მას მერე აღარ დაბრუნებულადნ. მოზარდები იყვნენ, როცა დატოვეს იქაურობა.
ამბობენ, ჩემი სახლეი იმიტომ დამარქვეს , ენატრებათ თავიანთი კუნძული.
—მზად ხარ, რომ ახლა შენ დააბრუნო ისინი სახლში? — ვკითხე ჩუმად.
გაჩუმდა.
მერე ოდნავ, სულ ოდნავ გაიღიმა.
—დიახ,— ჩაიჩურჩულა. თვალები ცრემლებით აევსო, მაგრამ თავს მოერია.
—მაშ, წავედით, პატარა,— ვეუბნები მშვიდად.
ეს გოგო სახლში დაბრუნდება.
და რაც არ უნდა რთული გზაც ელოდებოდეს წინ,
აღდგება.
ჩვენ ყველას ვადევნებთ თვალს, ვინც გადაგვყავს.
რომ ისევ არ დაიკარგონ.
თუ ერთხელ მოხდა — შეიძლება მეორედაც განმეორდეს.
სიცილია მომეკრო, როცა შენობას ვტოვებდით.
დავინახე, როგორ ჩადგა სისხლშ ფეხი ერთ-ერთმა გოგომ.
თვალით რუბის ვეძებ და მკაცრად ვეუბნენბი.
—რუბი! რას გეუბნებოდი? გოგონებზე სისხლის წვეთიც არ უნდა მოხვდეს მეთქი!
რუბი შეკრთა.
როლები იცვლება — ახლა თვითონაა შეშინებული და სწრაფად ეშვება იმ გოგოსთან მუხლებზე.
—მაპატიე, ჩემო პატარავ… მოდი, გაგწმენდ,— ეჩურჩულება გოგონას,
რომელიც მარტო წვეთით კი არა, თითქმის ტერფამდეა სისხლშია ამოსვრილი.
—ნაბიჯებს უყურე გთხოვ, კარგი?
სიცილიას ხელს ვკიდებ და თავად ვეხმარები— ფრთხილად.
თვალს არ ვაშორებ, სად დგამს ფეხს.
როცა სრულიად გადის ამ ჯოჯოხეთიდან,
მთავარ მანქანასთან მივიყვანე —
იქიდან გადაიყვანენ უშუალოდ საავადმყოფოში.
იქ — მისი ოჯახი შეიტყობს ყველაფერს.
ყველა გავაცილე და წავედი ჩემი მუსტანგისკენ, რომელიც ქუჩის იქით დავმალე — სხვა სადგომზე.
უნდა მოვწყდე აქაურობას.
მაგრამ… ნადირობა ჯერ არ დამისრულებია.
ახლა ჩემს პატარა თაგუნას უნდა ვეთამაშო.



№1 წევრი asiiluss

თამაშები მალე რომ დაიწყება ისეთი უნდა❤️????

 


№2  offline წევრი Adeline Reilly

asiiluss
თამაშები მალე რომ დაიწყება ისეთი უნდა❤️????

გეფიცებით გული ფეხებში მაქვს ჩავარდნილი :დ სახლში ჩემი ქმარი თუ არაა ვერ ვთრგმნი. მეშინია მარტო ამ ყველაფრის წაკითხვის :დ თან ალაგ-ალაგ ვუყვები ნაწყვეტებს და ისიც შოკირებული მიყურებს grin

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent