შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კომენტარის გარეშე (თავი 11)


დღეს, 00:30
ავტორი Daisyd
ნანახია 309

ნინამ ნელა ამოისუნთქა და საუბარი განაგრძო.
_დავიღალე...ძალიან დავიღალე ამ ყველაფრით. სიმძიმით, სირთულით, ყოველი სიტყვის, ყოველი მზერის, ყოველი სიჩუმის მუდმივი ანალიზით.
ალექსანდრემ წარბები შეჭმუხნა. ეტყობოდა, რომ თვითონ უფრო დაქანცული იყო.
_შეგვიძლია, უბრალოდ... შეგვიძლია სხვანაირად მოვიქცეთ? მხოლოდ დღეს?
_როგორ?
_თავი მოვაჩვენოთ, თითქოს უცნობები ვართ. ვითომ ახლახან შევხვდით აქ, ამ მშვენიერ ადგილას და არაფერი ვიცით ერთმანეთის წარსულის, საიდუმლოებების ან იმ არეულობის შესახებ, რაც შევქმენით.
_ისევ თამაში გინდა?
_მინდა, უბრალოდ ვნახო, რა იქნებოდა...სხვაგვარ სიტუაციაში რომ გაგვეცნო ერთმანეთი.
გოგონას გამომეტყველება შერბილდა, სახეზე შვება გადაეფინა. პატარა ნაბიჯი გადადგა უკან, შემდეგ კი იძულებითი სიმსუბუქით გაუწოდა ხელი.
_გამარჯობა, მე ნინა მქვია. სტუმრად ვარ... სადღაც შორიდან. პირველად ვარ სტამბოლში.
ერთი წამით აკვირდებოდა მის ხელს. შემდეგ ნელა, მანაც გაიღიმა.
_ალექსანდრე. ბევრს ვმოგზაურობ. სტამბოლი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ქალაქია.
_შეგიძლიათ, დამათვალიერებინოთ? სიამოვნებით დავინახავდი ყველაფერს ისეთი ადამიანის თვალით, რომელიც აქაურობას კარგად იცნობს.
მშვიდად სეირნობდნენ ვიწრო, ქვაფენილიან ქუჩებზე. შუადღის მზე შენობებს ოქროსფერ ჩრდილებს აფენდა და ჰაერი სანელებლების, ყავის და შორეული ზღვის სურნელებით იყო სავსე.
_აქ ახლოს ერთი ადგილია, სადაც არაჩვეულებრივ ბაქლავას ამზადებენ.
_წავედით, რას ველოდებით?_ჰკითხა ნინამ და ერთი წამით თითქმის დაიჯერა რეალობის სიმარტივე.
პატარა ოჯახურ საცხობთან გაჩერდნენ, რომელიც სამკერვალოსა და წიგნის მაღაზიას შორის იყო მოქცეული. ნამცხვრები ფენოვანი და წარმოუდგენლად ტკბილი იყო, თურქული ყავა კი - სქელი და არომატული. გამყიდველი, 50 წლამდე ქალი, უმტკიცებდათ, რომ მათი იქ შეხვედრა ბედისწერა იყო და ერთმანეთს საშინლად უხდებოდნენ.
ჩაუარეს გარემოვაჭრეების დახლებსა და პატარა კაფეებს. გოგონამ აღმოაჩინა, რომ მუდმივად საფრთხეების ძიებაში არ იყო და გარშემო არსებულ სამყაროს აკვირდებოდა. ალექსანდრე არქიტექტურულ დეტალებზე უთითებდა, უამბობდა ისტორიებს იმ უბნების შესახებ, სადაც გაივლიდნენ.
_ეს ქალაქი ნამდვილად გიყვარს._უთხრა ერთ მომენტში გულწრფელად გაკვირვებულმა.
_მიყვარს ქალაქები საიდუმლოებებით.
_მაშინ თბილისის ერთგული იქნები._გაეცინა.
მათი საუბარი უფრო და უფრო მსუბუქ ხასიათს იძენდა. ხუმრობდნენ, იცინოდნენ, საუბრობდნენ ბავშვობაზე, საყვარელ წიგნებზე, ქალაქებზე, რომლებშიც არასოდეს ყოფილან.
მაგრამ როდესაც მზემ ჩასვლა დაიწყო და ცა ნარინჯისფერ და ვარდისფერ ფერებში შეიღება, რეალობამ კვლავ შეახსენათ თავი.
_რა უცნაურია._თქვა მჭედლიშვილმა._რამდენიმე საათით თითქმის დამავიწყდა. ყველაფერი.
_კარგი იყო, არა? უბრალოდ... ნორმალური ადამიანები ვიყავით.
_ვფიქრობ, ეს იყო ჩვენი პრობლემა_მისი ტონი უფრო სერიოზული გახდა._ ერთმანეთისთვის არასდროს ვყოფილვართ უბრალოდ ადამიანები, რომლებსაც დამეგობრება შეეძლოთ. უცნობებიდან პირდაპირ მტრებად გადავიქეცით, შემდეგ კი...რაც არ უნდა ყოფილიყო ეს. მაგრამ ჩვენ შორის არასდროს ყოფილა რაიმე მარტივი. არასდროს გვისაუბრია არქიტექტურაზე ან საყვარელ ტკბილეულზე.
_არასდროს გვისწავლია ერთსა და იმავე სივრცეში არსებობა ისე, რომ ეს ყველაფერს ან არაფერს არ ნიშნავდეს.
_ზუსტად._წყალს გადახედა, სადაც ნავები ნელა მოძრაობდნენ ჩამქრალ შუქზე. _სიყვარული მეგობრობის გარეშე უბრალოდ აკვიატებაა და ნდობის გარეშე –კონტროლი. და ჩვენ...ჩვენ არასდროს მიგვიცია საკუთარი თავისთვის შანსი, უბრალოდ მოგვწონებოდა ერთმანეთი.
ალექსანდრე დიდხანს ჩუმად იყო.
_როგორ ფიქრობ, რამეს შეცვლიდა? ასე რომ ყოფილიყო?
ნინა ჩაფიქრდა. გრძნობდა, რომ მათი შუადღის დროებითი სიმსუბუქე უკვე ქრებოდა.
_შეიძლება. მაგრამ რაცაა, ესაა, არა? არ ვართ ადამიანები, რომლებიც წვრილმანი საუბრითა და საერთო ვახშმით იწყებენ ურთიერთობას. ჩვენ ის ადამიანები ვართ, რომლებიც კატასტროფების შუაგულში ხვდებიან და ერთმანეთის გადარჩენას ან განადგურებას ცდილობენ.
_ხვალ ისევ იმას დავუბრუნდებით, ვინც სინამდვილეში ვართ,_თქვა ალექსანდრემ და ეს კითხვა აღარ იყო.
სასტუმრობდე დარჩენილი გზა ჩუმად გაიარეს. ნინა თავის ოთახთან გაჩერდა, ხელში გასაღები ბარათით. დარჩია დერეფნის მეორე მხარეს იდგა და უყურებდა.
_ღამე მშვიდობის._ჩუმად უთხრა გოგონამ.
_ეცადე, გამოიძინო._უპასუხა მცირეხნიანი ყოყმანის შემდეგ და თვალი არ მოუცილებია, სანამ ნომერში არ შევიდა და საბოლოოდ არ დახურა კარი.
მჭედლიძე არ დაწოლილა. მაგიდას მიუჯდა, ლეპტოპი გახსნა და დაუსრულებელ სტატიას მიაჩერდა, რომელიც მას ელოდა.
მისი თითები კლავიშებზე დასრიალებდა, ეჭვი კი კვამლივით ავსებდა მის მკერდს. ყოველი დაწერილი სტრიქონი კონსტანტინეზე აფიქრებდა - სად შეიძლება ყოფილიყო ახლა, უსაფრთხოდ იქნებოდა თუ არა, უკვე სადმე ბორანზე იმყოფებოდა თუ სახმელეთო საზღვარს კვეთდა. არანაირი საშუალება არ ჰქონდა ამის ცოდნისთვის.
მხოლოდ იმედი შეეძლო ჰქონოდა.
სამჯერ გადაწერა სათაური, რომელიც სავარაუდოდ, დღის შუქს ვერ იხილავდა. შემდეგ უბრალოდ იჯდა, მაგიდაზე დაყრდნობილი და ეკრანის ლურჯ შუქს უყურებდა, სანამ ხაზები არ დაიბინდა.
დილის ოთხ საათზე კარზე კაკუნი გაისმა.
_მძღოლი გველოდება._ხმა ნამძინარევი, ან პირიქით – უძილობისგან დაღლილი ჰქონდა.
არაფერი უთქვამს, უბრალოდ აიღო მოსაცმელი, ზურგჩანთა და ჯერ კიდევ თბილი ლეპტოპი – სტატია დასრულებული იყო, მაგრამ არ გაეგზავნა.
ქალაქს ჯერ კიდევ ეძინა, როდესაც მანქანაში ჩასხდნენ. ვარსკვლავების შუქზე სტამბოლი სხვა სამყაროს ჰგავდა. ქუჩები მშვიდი და ნესტიანი იყო, ფარები და მთვარის შუქი ირეკლებოდა.
ნინამ თავი ფანჯარას მიაყრდნო. რამდენიმე წუთიც არ იყო გასული, როცა თვალები მიელულა და სუნთქვა გაუთანაბრდა. ალექსანდრე ფრთხილად შეეხო ჩაძინებული გოგონას სახეს და ჩურჩულით, ისე, რომ თვითონაც არ ესმოდა, ჩაილაპარაკა:
_მიყვარხარ...მაპატიე...
თითქმის აეროპორტში იყვნენ, როდესაც მოულოდნელად წინ გადაიხარა და ცხვირით მკვეთრად ამოისუნთქა, თითქოს თავს იკავებდა, რომ ფანჯარაზე მუშტი არ მიერტყა. არ უნდოდა დაჯერება, რომ ეს დასასრული იყო.
_ჯანდაბა._ჩაილაპარაკა უცებ.
მძღოლის მზერა უკანა ხედვის სარკეში მისას შეხვდა.
_Turn around!_თქვა მტკიცედ, სანამ გადაიფიქრებდა._ Back to the hotel!
_Sir?_მძღოლმა თვალები დაახამხამა.
_You heard me. Hotel.
წამიერი ყოყმანის შემდეგ თავი დაუქნია და შემდეგი გასასვლელიდან გავიდა. მანქანამ გზატკეცილიდან გადაუხვია და ისევ გამოფხიზლებულ ქალაქში დაბრუნდა.
ნინა ოდნავ შეირხა, მაგრამ მაშინვე ძილი გააგრძელა, როცა ალექსანდრე ინსტიქტურად შეეხო.
როდესაც სასტუმროს შესასვლელთან მივიდნენ, დილის მზე შენობებს ოქროსფრად ღებავდა. მძღოლმა თავისი კარი გააღო და გოგანამ მხოლოდ ამის შემდეგ გაახილა თვალები. ნელა წამოჯდა და მოჭუტა.
_ჩვენ... უკვე აეროპორტში ვართ?
_არც მთლად.
დაბნეული სასტუმროს ფასადს დააკვირდა.
_რამე ხომ არ... დაგვავიწყდა?
_არა, ვრჩებით. ყოველ შემთხვევაში, დღეს.
ნინამ თვალები მოისრისა, ჯერ კიდევ ბოლომდე არ იყო გამოფხიზლებული.
_რატომ?
_აგიხსნი, ჯერ დაისვენე.
_Whatever._ისეთი დაღლილი იყო, ჩხუბისა და კითხვების დასმის ენერგიაც არ ჰქონდა, მორჩილად გაყვა ნომრისკენ.
_გამაღვიძე, როცა შემდეგი კრიზისი დაიწყება._ოთახში შესვლისთანავე ჩანთა საწოლის ძირას დააგდო, ფეხსაცმელი გაიხადა და ზეწრების ქვეშ შეძვრა, თითქოს კვირები არ ეძინა.
ალექსანდრე ცოტა ხნით აკვირდებოდა წამში ჩაძინებულს, შემდეგ კი ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო.
„არაფერი გააკეთოთ, სანამ არ დავბრუნდები.“–, გაგზავნის ღილაკს დააჭირა და ფანჯარასთან მდგარ სავარძელში მოთავსდა.
დაძინებას არ ცდილობდა, არც კი განძრეულა. უბრალოდ უყურებდა, მისი მკერდის რიტმი ახსენებდა, რომ ჯერ კიდევ ჰქონდა დრო - შეიძლება ბევრი არა, მაგრამ საკმარისი იმისთვის, რომ ეთქვა ის, რაც საჭირო იყო.
გვიანი შუადღე იყო, როცა მჭედლიშვილს გაეღვიძა. ნელა წამოჯდა, დაბნეული სახით.
_ანუ არ დამსიზმრებია._თქვა უხეში ხმით._ამიხსნი, რა გინდა?
_მინდა გულწრფელი ვიყო შენთან. ამ ერთხელ...ბოლოჯერ.
ნინა მიაჩერდა, წამით სუნთქვაშეკრული.
_ბოლოჯერ?
_აღარ შეგაწუხებ ამის შემდეგ, გპირდები.
თვალები ოდნავ შეჭმუხნა, მაგრამ მამაკაცის ხმაში რაღაც იგრძნობოდა – ნერვიულობა, რომელსაც მისგან არ იყო მიჩვეული. სერიოზულად ამბობდა.
კარზე კაკუნი გაისმა, სანამ პასუხს გასცემდა.
_Room Service!
_მე შევუკვეთე, შენი არ ვიცი და მე ენერგია მჭირდება, სანამ ვილპარაკებ._გააღო და პერსონალს მადლობა გადაუხადა.
ოთახში ძლიერი ყავის, თბილი პურისა და რაღაც ტკბილეულის სურნელი დატრიალდა. ნინამ იგრძნო, რომ თავადაც ძალიან შიოდა.
_ხომ არ მომწამლავ?_მშრალად იკითხა როცა ხელები დაიბანა და მაგიდას მიუჯდა.
_არა, მაგრამ გავიგებ, თუ დამელოდები, სანამ პირველ პირველ ლუკმას მივირთმევ...
_მინდა რაღაც მარტივით დავიწყო._თქვა სტაბილური, მაგრამ ჩვეულებრივზე უფრო მშვიდი ტონით,როგორც კი გვიან საუზმეს მორჩნენ._ერთ დროს, დიდი ხნის წინ... მეც შენნაირი ვიყავი...
გოგონამ წარბი აწია.
_რას გულისხმობ? უკეთესი თმა გქონდა და სამართლიანობის გჯეროდა?
ალექსანდრეს არ გაღიმებია.
_პარდონ, განაგრძე.
_მჯეროდა, რომ ხმამაღლა საუბარი საკმარისი იყო. რომ თუ სიმართლეს სწორ ადგილას იტყოდი, ყველა მოგისმენდა, რომ ხალხი დაინტერესდებოდა და რაღაც შეიცვლებოდა.
_ვიცოდი...ვნახე შენი სტატიები.
მამაკაცს ოდნავადაც არ გაკვირვებია.
_რა თქმა უნდა._გაეცინა._მოკლედ, მეგონა, თუ საკმარისად მამაცი და გულწრფელი იქნებოდი, სისტემა იძულებული იქნებოდა, რეაგირება მოეხდინა, რომ კორუფცია შემცირდებოდა, თუ კორუმპირებულები ყურადღების ცენტრში მოექცეოდნენ._ შეჩერდა და სკამს ოდნავ მიეყრდნო._მაგრამ რაც უფრო მეტს ვსწავლობდი... მეტს ვხედავდი... უფრო მახინჯ რაღაცას მივხვდი. რომ ზოგჯერ, როცა შუქს ანთებ, ვირთხები უბრალოდ იფანტებიან და სხვაგან იკრიბებიან. უფრო ჩუმად. უფრო ჭკვიანურად.
_ესე იგი, ამიტომ დანებდი და მცდელობა შეწყვიტე._ცივად თქვა.
_არა._მაშინვე უპასუხა._ყვირილი შევწყვიტე. ეს ერთი და იგივე არ არის. გადავწყვიტე, სხვაგვარად მებრძოლა. დუმილი ავირჩიე, არა შიშის გამო - არამედ იმიტომ, რომ მივხვდი. თუ სამიზენსთან მისვლამდე ძალიან იხმაურებ, ვერასდროს მიუახლოვდები ისე, რომ შეეხო._მისი ხმა უფრო მკაცრი გახდა._დიდ თევზს ტბაში დინამიტის სროლით ვერ დაიჭერ.
გოგონამ უკმაყოფილოდ შეხედა, მაგრამ ალექსანდრემ გააგრძელა, სანამ რამეს ეტყოდა.
_შენგან მოწონებას არ ვითხოვ. უბრალოდ... მომისმინე.
ნელა, ფრთხილად დაუქნია თავი.
_სქემის შესახებ უკვე დიდი ხანია ვიცი. ყველა დეტალი არა - არა თავიდანვე, მაგრამ საკმარისია იმისთვის, რომ ვიცოდე, სად უნდა ვეძებო. ნივთმტკიცებებს ვაგროვებ – საუბრები, კონტრაქტები, ძალიან ბევრ ხელში გავლილი შეტყობინებები.
_და არაფერი გითქვამს.
_იმიტომ, რომ ამას გამოსაქვეყნებლად არ ვაკეთებ,_შეაწყვეტინა მან, ახლა უკვე მტკიცე ტონით._ვაპირებ, რომ გამოვიყენო.
ხანგრძლივი სიჩუმე ჩამოვარდა.
_გამოყენებაში...შანტაჟს გულისხმობ?_ძლივს მოუყარა აზრებს თავი.
_ბერკეტად გამოყენებას._უცებ შეუსწორა.
_რა განსხვავებაა?
_შანტაჟი ეგოისტურია, ბერკეტის გამოყენება კი – მიზანმიმართული ქმედება მათ წინააღმდეგ. ხომ არ გგონია, რომ მთავრობა ერთიანი მონოლითია? ასე არ არის. ეს არის ფრაქციების, ალიანსების, ფრთების ბუდე, რომლებიც ერთმანეთის შეცდომებს ელოდებიან. თუ ახლა გავასაჯაროვებ, შეიძლება, არასწორი ადამიანები დაიწვან, ნამდვილმა დამნაშავებმა კი კვალი დაფარონ.
_ანუ ნაკლები ბოროტების მხარეს ხარ?
_შეიძლება ასე ითქვას. პოლიტიკაში შავი ან თეთრი არ არსებობს, ნინა. მხოლოდ ნაცრისფრის ათასი ვერსია, რომელთა შორის ყველაზე ღიას ვირჩევ და არ ვამტკიცებ, რომ კეთილშობილი ვარ.
მჭედლიშვილი ცოტა ხნით ჩაფიქრდა. სიჩუმეს მხოლოდ ფანჯრებიდან შემოსული ქალაქის ხმაური არღვევდა.
_შეიძლება რაღაც ჰკითხო?_თქვა ბოლოს. ალექსანდრემ თავი დაუქნია.
_რა ფასს იხდი იმისთვის, რომ უხილავი დარჩე?
_ყველაფერს თავისი ფასი აქვს._ნელა ამოისუნთქა._რაღაცებზე თვალს ხუჭავ, რაღაცებში თანამონაწილეობას თამაშობ.
_მაგალითად?
_მაგალითად, ამას წინათ შემეძლო, ნამდვილი დამნაშავე გამომეაშკარავებინა და შემეჩერებინა ვიღაცის უსამართლო დათხოვნა და არ გავაკეთე. გრძელვადიან პერსპექტივაში ახლოს ყოფნა უფრო მნიშვნელოვანი იყო.
_ანუ ვიღაც გაწირე სტრატეგიისთვის.
არ შემკრთალა, თვალი თამამად გაუსწორა.
_ვიღაც შევწირე, რათა უხილავი დავრჩე, მათ მაგიდებთან ვიჯდე და მესმოდეს, რას აპირებენ, სანამ ყველა სამხილს შევაგროვებ.
_ღირდა?_სული გაეყინა იმის მოლოდინში, რას ეტყოდა.
დუმილი საკმარისი პასუხი იყო.
_არ ნანობ...
ალექსანდრემ ჩუმად, მაგრამ მტკიცედ ჩაილაპარაკა:
_ხშირად ვფიქრობ ხოლმე მათზე, ვინც არ დავიცავით. ნუ გგონია, რომ მარტივია.
_გგონია, ეს ამსუბუქებს დანაშაულს?_ხმა ოდნავ აუკანკალდა._რომ ცუდად გრძნობ თავს?
_არა. ეს უბრალოდ ადამიანად მაქცევს. არა კარგ, არა შენსავით მამაც, უბრალოდ ადამიანად. შენ ჩემს ადგილას სწორად მოიქცეოდი, მე კი იმას ვაკეთებ, რაც ეფექტურია.
_უხილავობის არსი ისაა, რომ... ის ორივე მიმართულებით მუშაობს. ვერ გხედავენ ის ადამიანები, რომელთაც ებრძვი, მაგრამ ისინიც ვერ დაინახავენ შენს გვერდით დგომას, ვისაც იცავ.
_ვიცი, აპლოდისმენტებისთვის არ ვაკეთებ...ახლა გაქვს მთელი ისტორია. გამოიყენე, როგორც გინდა._მშვიდად წამოდგა და აბაზანაში გაუჩინარდა.
ნინა რამდენიმე წუთის განმავლობაში არ განძრეულა. უბრალოდ იჯდა და ხარშავდა მის ნათქვამს, გონებაში ატრიალებდა, თითქოს თავსატეხის ნაწილი ყოფილიყო, რომლის უფრო დიდ სურათში მოთავსებასაც ცდილობდა.
უხილავი რომ დარჩენილიყო, რაღაცებს ხელს არ უშლიდა. უყურებდა დანაშაულს და ხმას არ იღებდა, რადგან მის მიერ თამაშს სისხლითა და დუმილით დაწერილი წესები ჰქონდა და არა ეთიკით.
„უხილავობის ფასი”
ფანჯარასთან მივიდა და სტამბოლის ჰორიზონტს გადახედა. ქალაქი მის წინ გადაშლილიყო, ათასობით ადამიანი მოძრაობდა, ერთმანეთისგან განსხვავებული ცხოვრებითა და თამაშის წესებით. რამდენი ალექსანდრე იყო იქ? რამდენი ადამიანი აკეთებდა შეუძლებელ არჩევანს იმ საქმეების სამსახურში, რომლებიც მათი აზრით, უფრო დიდი იყო, ვიდრე ინდივიდუალური ტანჯვა? და რამდენი ნინა, რომელიც ფიქრობდა, რომ შეეძლო სამყაროს შეცვლა სიტყვებითა და სამართლიანი რისხვით?
სააბაზანოდან წყლის ხმა დიდხანს ისმოდა, მამაკაცი საჭიროზე დიდხანს იდგა საშხაპეში, თითქოს დროს აძლევდა გასაპარად.
ალბათ, ასეც უნდა მოქცეულიყო...

***
ტრადიციულად, უზომოდ მადლიერი ვარ შეფასებებისა და მოთმინებისთვის. ბოლო თავიც თითქმის დაწერილი მაქვს და მალე გამოვაქვეყნებ, ასე ლოდინი აღარ მოგიწევთ.
მაინტერესებს, როგორი წარმოგიდგენიათ დასასრული ან რას ფიქრობთ ზოგადად ამ პერსონაჟებსა და მათ დინამიკაზე.
მიყვარხართ heart_eyes



№1 სტუმარი მკითხველი

ძალიან საინტერესო ისტორიაა, განსხვავებული და დამაფიქრებელი, ვისურვებდი კეთილ დასასრულს და ვფიქრობ, თუ ერთი თავი დარჩა, ძალიან დიდი თავი უნდა იყოს, პატივისცემით მკითხველი

 


№2 სტუმარი სტუმარი თეო

საინტერესო იყო,ვნახოთ ნინა როგორ მოიქცევა ,ველოდები შემდეგს ❤️

 


№3 სტუმარი მე❤

ორი უხილავი უფრო საშიშია,ვიდრე ერთი.

 


№4 სტუმარი სტუმარი მაია

ორი უხილავი დიდი ალბათობით

 


№5 სტუმარი სტუმარი ხათუნა

თუ ასეთი ორი მაღალი მენტალიტეტის ადამიანის სიყვარული გაქრება და ესენი ერთად არ დარჩებიან- ძალიან მეწყინება.
ორივე იმსახურებს დიდ სიყვარულს.
მომეწონა სიტყვები " სიყვარული მეგობრობის გარეშე უბრალო აკვიატებაა და ნდობის გარეშე- კონტროლი" ...ცხოვრებისეული სიბრძნეა ეს სიტყვები.
მადლობა...

 


№6 სტუმარი სტუმარი ნინო

დღეში 9 ჯერ შეიძლება ვამოწმებდე დაიდო თუ არა ახალი თავი?საუკეთე სო ხარ , გთხოვთ ერთად დატოვე ალექსანდტე და ნინა

 


№7 სტუმარი სტუმარი ხათუნა

ისევ მე ვარ... წეღან დამავიწყდა დამეწერა როგორ წარმომიდგენია ფინალი:
3 წლის შემდეგ: იტალიის ულამაზესი სანაპირო... ლამაზად გაფორმებული კაფე...ნაზი და გემოვნებიანი მუსიკა...
მაგიდასთან ულამაზესი წყვილი ზის და ერთმანეთს თვალს არ აშორებს. ეს ესაა ახალგაზრდა ქალმა ჩურჩულით თანხმობა უთხრა მამაკაცს- გამხდარიყო მისი მეუღლე...
უეცრად იქვე ახლოს მაგიდასთან ოქროსფერი შამპანურების წვიმა წამოვიდა და ოფიციანტმა წყვილსვულამაზესი ტორტიც მოართვა კაფეს მეპატრონისგან, რომელიც მოშორებით იდგა და შორიდან ხელს უქნევდა და ულოცავდათ...
...და ორივეს სასიამოვნოდ გაეღიმათ- ეს ხომ კოტე იყო , მუდამ გალანტური და არასტანდარტული...
აი, ესეთი ფინალი მინდა...

 


№8 სტუმარი ნია

მოუთმენლად გელოდით საინტერესოა მაგრამ ალექსანდრე სწორია მართლაც ასე ხდება მაინც ვერ შეძლებდა საქმის ბოლომდე მიყვანას ასე ზოგიერთებს მაინც დაიხმარება რაც მთავარია სულით არ არის ბოროტი ყველას გვინდა ყველაფერი კარგად იყოს მაგრამ ვერ ვაკეთებთ ვერაფერს უსამართლობას ვერ ვერევით რაკი უყვართ ერთმანეთი მინდა ერთად დარჩეს მხოლოდ უფალი თუ შეძლებს #შეუხლებელს ერთეულები ვერაფერს გახდებიან მთავარია თვითონ არ ვუბოროტო ვინმეს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent