სულ მე’ფერები (|| ნაწილი)
ცოტა მოგვიანებით,მაგრამ ვტვირთავ. მადლობა გამოხმაურებისთვის და კითხვისთვის მათ ვინც შეამჩნიეს ჩემი ისტორია.დიდი იმედი მაქვს მოგეწონებათ ჩემი ეს და კიდევ ბევრი ახალი და მოულოდნელი ჩანაწერები ან ისტორიები. ეს ისტორია კი მხოლოდ ამ ნიწილით არ სრულდება და შემდეგისთვის სრულად ავტვირთავ..სასიამოვნო კითხვას გისურვებთ მკითხველებო<33 4 4 4 დივანზე ვიჯექი, ცხელი ყავით ხელში და უაზროდ მივჩერებოდი ეკრანს ფიქრებით სრულიად სხვაგან ვიყავი. კარის ჩხაკუნი რომ გავიგე მივხვდი, დათა დაბრუნდა. რა უცნაურია, ასე მალე როგორ გავიდა დრო? არადა დილის შემდეგ თითქმის არაფერი მახსოვს... ფეხზე წამოვდექი და დერეფანში შემოვხვდი დათას.მისი დაღლილი სახე ღიმილმა შეცვალა. მივუახლოვდი და უსიტყვოდ მოვეხვიე კისერზე. მანაც მთელი სითბოთი მომხვია ხელები წელზე და მიმიზიდა ახლოს. — შენით ვამაყობ, — მხოლოდ ეს მითხრა ზედმეტი კითხვების გარეშე.დათას კისერში ჩავრგე თავი და გავიყურსე არასდროს ვყოფილვარ ასე დაცულად ვინმეს მკლავებში. არასდროს მიგვრძნია ასეთი სითბო და სიყვარული. წლები იყო, რაც ასე მშვიდად არ ვყოფილვარ... სითბო, სიწყნარე, მყუდროება პირველად არსებობდა ადგილი, სადაც საკუთარ სხეულში ისე არ ვიხრჩობოდი, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდებოდა. — დავიძინოთ? — მკითხა და ზემოდან დამხედა. ხმის ამოუღებლად დავუქნიე თავი და უკან მივყევი. მასზე ჩახუტებულს მეძინა ისე მშვიდად, როგორც არასდროს. დათა ჩვეულებრივი არ იყო ის იყო ჩემთვის მოვლენილი ანგელოზი, რომელიც დახმარების ხელს მიწვდიდა. მხოლოდ ის არ მინდოდა, ამის შემდეგ გამქრალიყო. მე შევჩვეოდი ძალიან და... საბოლოოდ გამქრალიყო.მაშინებდა ეს გრძნობა მაშინებდა, არაფერზე და ყველაფერზე მეტად. დათა ჩემს გვერდით იწვა, მშვიდად სუნთქავდა. მისი სუნთქვის რიტმი ჩემთვის უდიდესი შვება იყო. მის მკერდზე მედო თავი და გულისცემას ვითვლიდი, თითოეულ დარტყმას. უცებ შეირხა, მკლავი უფრო მჭიდროდ მომხვია წელზე და უჩვეულოდ თბილად მიჩურჩულა. — არ ხარ მარტო. არც დღეს, არც ხვალ, არც მაშინ, როცა ყველაზე მეტად გეგონება, რომ არავინ გყავს. არაფერი მიპასუხია. არ მინდოდა სიტყვებს ეს მომენტი გაეუფერულებინა. დილით მზის სხივებმა გაანათეს დათას ოთახი. არ მინდოდა გაღვიძება, მაგრამ დათას მოძრაობამ საბოლოოდ გამაღვიძა. შეწუხებულმა თვალები გავახილე თუ არა იმ წამს მისას შევეჩეხე მიყურებდა და მაკვირდებოდა. მერე ხელის ზურგით შუბლზე მომეფერა. — კარგი ამბავი მაქვს, — მითხრა ღიმილით. — რა ამბავი? — ინტერესით ავხედე, იდაყვზე დაყრდნობილს, ჩემს თმებს რომ ეთამაშებოდა. გაჩერდა და ზემოდან დამხედა. — კეკე ჩამოდის, — მითხრა ბოლოს და ისევ განაგრძო ჩემი თმით თამაში ვითომ არაფერი.მე კი ახალი ამბის გააზრებაც ვერ მოვასწარი სიხარულისგან ყვირილი წამსკდა ბაგეებიდან და საწოლიდან წამოვხტი. ბედნიერებისგან აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა. — ეგ ალქაჯი რამდენი ხანია არ მინახავს — ჰო,ჩამოდის და ბონუსად მოყავს თეთრ ცხენზე ამხედრებული ერთი სვანიც, — დაამატა მის სიტყვებზე ყბა კინაღამ ჩამომბარდა.გააზრება ვერ მოვახერხე. — გაგიჟდა…სრულიად გაგიჟდა. — მე მაინც არ მესმის ქალების, — ჩაიბუტბუტა და ფეხზე წამოდგა. წელს ზემოთ შიშველს შევავლე მზერა ურცხვად. ძლივს გადავაგორე ნერწყვი, ყელში რომ არ გამჩხეროდა. — როგორ თუ არ გესმის? — ყავა გინდა? — ჩემი კითხვა დააიგნორა. — ხო, მინდა. — ტკბილი? — ტკბილი... ვიჯექი და ვუყურებდი ყავის კეთებაში გართულ დათას. ყავა წინ დამიდგა, თვითონ ფანჯარა გამოაღო, რაფას მიეყრდნო და სიგარეტი გააბოლა. წარმომიდგენია ჩემი ყოველდღიურობა როგორც ასეთი... — ერეკლე მთხოვს, შენი თავი ვანახო. აგარაკზე ძალიან დაახლოვდით,არა? — გააბოლა სიგარეტის კვამლი. — ხო, მეგობრულია. კარგად გავუგეთ ერთმანეთს, — ფეხი ფეხზე გადავიდე, ყავის ჭიქას თითები მოვხვიე. ისეთი სასიამოვნო სურნელი ასდიოდა, თვალები სიამოვნებისგან მიმენაბა. — ასეა? — ასეა... კეკემ როდის ჩამოვდივარო?თუ ასე იყო მე რატომ არ დამირეკა? — სიურპრიზის გაკეთება უნდოდა. ბოლოს მიხვდა, რომ მოულოდნელობები მასში არ ჯდებოდა და დამავალა შენთვის გადმომეცა. — აქ რაღაც სხვა ხდება... სვანებმა გადამირიეს ჩემი იმერელი დაქალი, თორემ მაგას არაფრის დიდებით არ იტყოდა! — მაშინვე გავაპროტესტე. — რომ ჩამოვა ხვალ და ნახავ იმ კაცს, მერე მიხვდები მართლა რომ გადაირია. — კაცს? — ჰო კაცს აბა, ოცდათხუთმეტი წლის ბიჭი იქნება? მეორე შოკი ახლა მქონდა. — მოკლედ, ეს გოგო მართლა გაგიჟდა და ჩვენც გვაგიჟებს. — რომ ჩამოვა, თავად ნახავ. — სერიოზულია? — რა? — ურთიერთობა. — მე რატომ მეკითხები. — როგორც ჩანს, შენ უფრო მეტი იცი, ვიდრე მე. — არ უნდოდა ზედმეტი ინფორმაცია მიგეღო და გადაეტვირთე. — იმედია ეს ერთადერთი მიზეზია და კიდევ რამეს არ მიმალავ. — როდის იყო, რამე დაგიმალე, დაკო? — მომიახლოვდა, ხელის გულებით მუხლებს დაეყრდნო და დაიხარა ჩემსკენ. — ყოველთვის ზედმეტად ფიქრობ და დარდობ,უბრალოდ მოეშვი აღარ არის დრო? შუბლზე მაკოცა, გასწორდა და საძინებელში დაბრუნდა. საძინებლიდან გამოწყობილი გამოვიდა. დერეფანში სარკის წინ გაჩერდა, თმები გაისწორა და ის სუნამო დაისხა, რომელიც მე მიყვარს. ზედმეტად დიდხანს უყურა საკუთარ გამოსახულებას სარკეში,მერე ჩემსკენ გამოიხედა და ერთხანს მიყურა…უცნაური იყო.უკან დავიხიე ქურთუკი ჩამოვხსენი საკიდიდან და მივაწოდე მანაც გამომართვა შემოიცვა და მომიბრუნდა. — კარები ჩაკეტე, დღეს გვიან მოვალ. — გვიანობამდე აპირებ მუშაობას? — სამზარეულოს კარებს მხრით მივეყრდენი. — არა, ბიჭებს უნდა გავუარო და სავარაუდოდ გვიან მომიწევს მოსვლა. — მომიახლოვდა და ზემოდან დამაჩერდა. მის მწვანე თვალებში ვიყურებოდი და ვცდილობდი, მასში არაფერი მეძებნა, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. არასწორი იყო ის, რასაც ჩემს თავს და შემდეგ მას ვუკეთებდი. — დაკო... — ჰმ? — არაფერი. — მითხარი! — არაფერი... დაისვენე და არაფერზე იდარდო ზედმეტად. თავს მიხედე. — არ მივუახლოვდი, არც ვაკოცე. თავად მოვიდა, ძალიან ახლოს და ლოყაზე მაკოცა.კარი მშვიდად მიხურა,მისი ნაბიჯების ხმა ნელ-ნელა გაქრა,რამდენიმე წამით გაშეშებული დავრჩი.თითქოს ოთახშიც გაიარა სიჩუმის ტალღამ, რომელიც მის წასვლას მოჰყვა. ღრმად ამოვისუნთქე და მზერა ჭერს მივაპყარი. ჩემს თავთან ბრძოლა ისევ იწყებოდა. საკუთარ თავში გახვეული ფიქრები, კითხვები, ეჭვები და სურვილები... მზერა ფანჯარაზე გადავიტანე. წინა ღამით წვიმა ძლივს შეწყდა. რა უცნაურია, არადა ივლისია... ტელეფონის ვიბრაცია ხმადაბლა გაისმა. მისი არსებობა სულ დამავიწყდა. რომ გავხსენი, უამრავი გამოტოვებული ზარი და შეტყობინება დამხვდა თამუნასგან და ლევანისგან. მუქარის ტექსტები და უამრავი გამოტოვებული ზარი... ხელის კანკალით გამოვრთე ტელეფონი, სადღაც მოვისროლე, კარი კარგად გადავკეტე და დათას საძინებელში დავბრუნდი. საბანში თბილად გავეხვიე, თვალები დავხუჭე და ფიქრებს მივეცი საშუალება, ბოლომდე შევეჭამე. ჩემს არსებობას რა აზრი ჰქონდა? ან თუ ჰქონდა, ეს მხოლოდ იმ ადამიანების გამო იყო, ვინც რეალურად მიყვარს. ყოველ შემთხვევაში, მინდა მჯეროდეს, რომ ასე იყო რომ ჩემს არსებობას შინაგანი სიბნელის მიუხედავად აზრი ჰქონდა. ჩემს ოჯახს, წარსულს, არ უნდა ჰქონოდა ჩემზე ისეთი ძალა, რომ მომავალზე ზეგავლენა მოეხდინა. ამას ვხვდებოდი… მაგრამ სისრულეში მოყვანა ისევ ძალიან ძნელი იყო. ბრძოლა გადარჩენისთვის ჯერ კიდევ გრძელდებოდა. თუ მე ჩემს თავს დავკარგავდი, მერე ვინ შეძლებდა ჩემს აწყობას? საბანში გახვეული ვიწექი, თვალებს არ ვახელდი. თითქოს ძილი იყო ჩემი ერთადერთი თავშესაფარი,მაგრამ გონება ისევ ფხიზლად იყო ფიქრი არ ჩერდებოდა. კიდევ უფრო ღრმად გავეხვიე საბანში. არ ვიცი როდის ჩამეძინა… ალბათ მაშინ, როცა დაღლილობამ არეული ფიქრების სიმძიმე გადაფარა და თვალებზე გადმოინაცვლა. სიზმარიც არ დამსიზმრებია უბრალოდ ჩამეძინა. მშვიდად. არ ვიცი რამდენი დრო გავიდა, მაგრამ ზურგს უკან სითბო ვიგრძენი. საწოლი ოდნავ ჩაიწია. დათას მშვიდი სუნთქვა ჩამესმა. გვერდით მომიწვა, მკლავი ნაზად მომხვია და მკერდზე მიმიკრა. თვალები არ გამიხელია უბრალოდ დავრჩი ასე ჩუმად, უძრავად. ეს იყო ყველაფერი, რაც ამ მომენტში მჭირდებოდა არც სიტყვა, არც ახსნა. ••• დილით თავის ტკივილმა გამაღვიძა. უზომოდ და უაზროდ მტკიოდა თავი. დათას მკლავებიდან ფრთხილად დავიხსენი თავი ისე, რომ მისი ძილი არ დამეფრთხო. ფეხზე წამოვდექი და სამზარეულოში გავედი. წყლით ავავსე ჭიქა, ერთი მოყუდებით დავლიე და ისევ ჩავაბრუნე ნიჟარაში.ბარბაცით გამოვტრიალდი დერეფანში,ნაბიჯები მერეოდა და თავბრუ საშინლად მეხვეოდა. ოთახში დავბრუნდი,გარდერობიდან მისი თბილი მაისური ამოვარჩიე.მციოდა და თბილი ტანსაცმელი მჭირდებოდა.ამ დროს გაისმა ტელეფონის ვიბრაცია ყურადღების მიქცევას არ ვაპირებდი რომ არა გაბმული წკარუნი. თავიდან ვიფიქრე, ჩემი ტელეფონი ხომ არ იყო, მაგრამ შემდეგ მივხვდი რომ მეთვითონ გამოვრთე.დათას დავაკვრიდი…არა, მის პირად სივრცეში ჩარევის უფლება არ მქონდა და არც განზრახვა მქონია თავს უფლებას არ მივცემდი… რომ არა ეს საშინელი წინათგრძნობა… იქნებ საჩქაროა? ვიგრძენი, როგორ მომიჭირა ყელში წინასწარმა დანაშაულის გრძნობამ. იატაკზე დადებულ ტელეფონს დავხედე. ფრთხილად დავიხარე, უნდა ამეღო, როცა ისევ განათდა ეკრანი. რაც პირველად და დამამახსოვრებლად მომხვდა თვალში, იყო ეს შეტყობინება შეტყობინება, რომლის წაკითხვის უფლება არ მქონდა… და მე ეს მაინც გავაკეთე. გადავაბიჯე ჩემ მიერ დაწესებულ ბარიერს. რა უფლებით? არ მკითხოთ... ინსტინქტს მივყევი და ინსტინქტურადვე გამოვრთე ტელეფონი. თვალები ძლიერად დავაჭირე ერთმანეთს, რომ გამოსახულება გამქრალიყო,მაგრამ გონებიდან ვეღარ გავაქრე… თვალწინ მედგა მხოლოდ ერთი სიტყვა „მჭირდები” და მისი ავტორი… მისი ავტორი, რომელზეც არ შევმცდარვარ. გონს რომ მოვეგე, ფეხზე წამოვდექი და ტელეფონი ისე დავტოვე, როგორც იყო. მაისურს ხელი ძლიერად მოვუჭირე და ოთახიდან გამოვედი. ნახევარი ჩემი მოქმედება არც მახსოვს. მოვწესრიგდი. მისი სურნელით გაჟღენთილი მაისური გადავიცვი და ყავის გაკეთება დავიწყე. — მეც გამიკეთე რა — ჟრუანტელმა დამიარა. ფეხზე წამოვდექი და ისე დავიწყე ყავის კეთება, არც შემიხედავს მისთვის. პროცესში, თუ რამე მკითხა, არც მახსოვს და არც გამიგია. მხოლოდ მისმა შეხებამ გამომაფხიზლა. — რა გჭირს?არ მისმენ. —მე…სხვა რაღაცაზე ვფიქრობდი. — დამებნა ენა. ჩემს საცოდაობაზე თვითონვე შემრცხვა. თვალები ძლიერად დავაჭირე ერთმანეთს. ასეთი არ ვარ... დაკო ასეთი არ არის. სუსტი და ემოციებზე აყოლილი არ არის. — კარგად ხარ? —კი. — მართლა გეკითხები. — მართლა არ გატყუებ დათა…კარგად ვარ. — კარგი… მაღაზიებში გავიდეთ, რაღაცეები ვიყიდოთ. შენთვის იყიდე ყველაფერი, რაც გჭირდება და აქ არ გაქვს. — ყავა თვითონ ამაცალა ხელიდან, მოსვა და ჩამოჯდა სკამზე,როგორც ყოველთვის, წელს ზემოთ შიშველი იყო, სიგარეტი ამოიღო და გაუკიდა. — მე თვითონ წავალ და ვიყიდი. — მეც მოვდივარ და ერთად წავიდეთ. — უკან მოტრიალდა, საფერფლეზე მანიშნა მომაწოდეო. მივაწოდე. — კარგი. — თავს ვიკავებდი და ხმას ბოლომდე ვინარჩუნებდი, რომ არ გამტყდომოდა. მას ასეთ ჩემს თავს არ ვანახებდი… რაც უკვე ნახა, საკმარისი იყო. მიზეზი რომ გაეგო საერთოდ არ მსურდა. — გუშინ გაერთე? გვიან მოსულხარ. — ყავა მოვსვი და უდარდელად გადავიდე ფეხი ფეხზე. — გაგაღვიძე? — როგორც იცის, ისე დააწვრილა თვალები. გამაჟრიალა. ყავის მორიგი ყლუპი მოვსვი და ჩავაგდებინე ენა ჩემს მეორე მეს. — არ დაგჭირვებია. — თუ ასეა რატომ არ დაიძინე? — ფილმს ვუყურებდი.-სრული ტყუილი. დამიჯერა ან არა.მერე ფეხზე წამოდგა და ჭიქა ნიჟარაში ჩადო. — გაემზადები? — ჯერ თორმეტი იქნება... გავიდეთ უკვე? — არ დაგვიგვიანდეს, კეკეც ხომ დღეს მოდის. — მხრები გაავარჯიშა. ვუყურებდი და ვფიქროდი. — კარგი, — ფეხზე წამოვდექი, ნახევარი ყავა ნიჟარაში ჩავასხი და დერეფანში გავედი. — წადი, ჩაიცვი… მე უკვე მზად ვარ, დაგელოდები. — ლოდინი არ მოგიწევს, ეს ხომ იცი. ზუსტად ნახევარ საათში მაღაზიებში დავდიოდით. დათამ თავის თავზე აიღო სახლისთვის საჭირო ნივთების ყიდვა. მე კი ჩემი ნივთების საყიდლად მომცა თავისუფალი დრო. ჩემი ყველა საჭირო ნივთი და ტანსაცმელი დავტოვე სახლში ამიტომ ვიყიდე ის, რაც შეიძლებოდა დამჭირვებოდა. — დამეხმარე რა. — აღმომხდა დაღლილს. მანაც მაშინვე ამართვა მძიმე პარკები ხელიდან. — მოვრჩით? — გადმომხედა და პასუხის შემდეგ მანქანა დაძრა. გზას ვუყურებდი ხმას არ ვიღებდი არ მინდოდა დილის ამბები გამხსენებოდა. ბოლოს ტვინიდან მაინც ვერ ამოვიგდე. — თუთასთან ისევ გაქვს კონტაქტი? — დამცდა თავისით, გაუცნობიერებლად. გამომხედა,უჩვეულოდ დიდი პაუზა აიღო პასუხის გაცემამდე. — რატომ მეკითხები? — თავი გვერდით გადმოხარა. მეზიზღება, როცა რაღაცის დაფარვას ცდილობს. — არის რამე? — არაფერია, უბრალოდ მაინტერესებდა. — როდის მერე ინტერესდები ეგეთი რაღაცეებით? — უბრალოდ... გულგრილი არ ჩანდა შენს მიმართ, ესაა და ეს, დათა. — ასე ფიქრობ? — გამოიხედა ჩემსკენ. — ჰო, ასე ვფიქრობ. — ფანჯარას მივადე თავი და გავიყურსე. პასუხი აღარ გაუცია. მანქანა გააჩერა და დააპარკინგა. ნივთების გადმოტანაში მივეხმარე. სახლში ავიტანეთ და ყველაფერი თავის ადგილას მოვათავსეთ. ყველაფერს დათასთან ერთად ვაკეთებდი, ან ის თავად იჩენდა დახმარების სურვილს. თვითონ გადაწყვიტა, საღამოს ვახშამი მოემზადებინა, მე კი უბრალოდ ვიჯექი და ვუყურებდი მას. თან მესაუბრებოდა სანამ არ დაურეკეს. მეგონა, ისევ დილის შეტყობინების ავტორი იქნებოდა, მაგრამ თურმე კეკე აღმოჩნდა. — ტელეფონი რატომ გაქვს გამორთული? კეკემ ვურეკავ, ავუფეთქე ტელეფონიო. — მომაჩერდა ინტერესით, კითხვის ნიშნებით სავსე თვალებით. უცბად წამოვვარდი ფეხზე, როგორც კი გავიაზრე, რომ ტელეფონი ჯერ კიდევ გამორთული მქონდა. დერეფანში გავედი, კარადაში ჩამალული გამორთული ტელეფონი ამოვიღე და დავაკვირდი. — რატომ გამორთე?— გამიმეორა კითხვა. — მე უბრალოდ… ძალიან შემაწუხეს თამუნამ და ლევანმა და გამორთვა გადავწყვიტე.ჩავრთე თუ არა ტელეფონი, გამოტოვებული ზარებიც და შეტყობინებებიც მაშინვე მოვიდა. წარბაწევით დააჩერდა დათა ტელეფონს და ხელიდან ამართვა. — გაწუხებენ? — მე… — მითხარი… მითხარი, თუ გაწუხებენ და აღარასდროს შეგაწუხებენ არათუ მოგიახლოვდებიან გპირდები. — ტელეფონს ძლიერად მოუჭირა ხელი. შემეშინდა, ხელში არ შემოეფშვნა და გამოვართვი. — ნუ დარდობ, მე მივხედავ. — დარწმუნებული ხარ? მისმინე, აუცილებლად მითხარი თუ… — არაფერია, დათა. — მოვუჭერი და გავაწყვეტინე. გაჩუმდა. დამაკვირდა ზემოდან მერე ნიკაპზე ხელი მომკიდა, თავი ამაწევინა და თვალებში ჩამხედა. — რატომ მიშორებ? რა მოხდა? — არაფერი. — არაფერი პასუხი არ არის დაკო! — შენ არ გეხება... სულ სხვა რამეა. — თავი გვერდით მივატრიალე, ვერ გავუსწორე თვალები. — შემომხედე... მითხარი. — ვებრძვი ჯერ კიდევ დათა, სხვა ვერაფერს გეტყვი. — მერე? სირთულეების ერთად გადალახვას ხომ დაგპირდი მე შენ, დაკო? მითხარი, ხომ დაგპირდი — ჩემს გონებაში აქვს ფესვები გამდგარი… მოშორებას ვერ ვახერხებ. და არც მგონია, ჩემს გარდა ვინმეს ამის ძალა შესწევდეს, დათა. — ამით ცხოვრებას აპირე მერე შენ? ზარის ხმა როგორც კი გაისმა, ორივემ მივხვდით კეკე ძალიან ახლოს იყო, ისევ ჩვენთან. სულ დამავიწყდა ძველი ემოციები. ყველაფერი, რაც მანამდე მაწუხებდა, კეკეს გამოჩენამ გადამავიწყა. გახარებული და ბედნიერი ვეკვროდი, ვეხუტებოდი, ვუკოცნიდი სახეს… არ ვაღიარებდი, მაგრამ ისე მყავდა მონატრებული ეს ალქაჯი, ვერ ვშორდებოდი. მას უკან მოჰყვა ჩვენთვის სრულიად უცნობი ნაცნობი. — გამარჯობა, — მიესალმა და ხელი ჩამოართვა ჯერ დათას, შემდეგ მე. — ტატო. — სასიამოვნოა, დაკო, — გავუღიმე და მერე კეკეს გადავხედე გაფართოვებული თვალებით. კეკეს თვალები უბრწყინავდა. — მერე მოგიყვები. — მეც თავის დაკვრით მივანიშნე, რომ მერე აუცილებლად იქნებოდა. ისეთი ხმით ჩამჩურჩულა, თითქოს მის გვერდით არ იდგა მომღიმარი ტატო.დათამ გაუღიმა ტატოს და როგორც იციან, დაკრა მხარზე ხელი. — მოდი, დაჯექით, ვივახშმოთ. — ეს ყველაფერი შენ გააკეთე, ჰო? — ჰკითხა კეკემ ინტერესით. — კი, ქალბატონო, — გაუღიმა და შუბლზე აკოცა. გამეღიმა მათი დანახვისას, ისე მომენატრა ეს გარემო ნაცნობი და სახლური იყო.ორნი საუბრობდნენ და იცინოდნენ, მხოლოდ ტატო იყო მშვიდი და თავაზიანი. ისეთი ტიპი იყო, გულწრფელი, მაგრამ თან დაკვირვებული მზერით გვამსუბრდებოდა. კეკე, როგორც ყოველთვის, ყველაზე ხმაურიანი იყო. — აბა, მოყევი, გისმენ დიდი ყურადღებით, — კეკემ გადახედა ტატოს, როგორც ჩანს ელოდა მისი საუბრის დაწყებას. — კეკეს დიდი ხანია ვიცნობ, — დაიწყო ბოლოს. — თქვენზე ხშირად მესაუბრებოდა, მაგრამ არ მეგონა ამდენად დიდი კავშირი თუ იყო თქვენს შორის. — კეკე ჩვენი ბავშვობაა, ტატო, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ზედმეტად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. — იგივეს თქმა შემიძლია მეც, — გაეღიმა ტატოს. —პირდაპირ მითხარი — წამოვიწია წინ. — რა? — გიყვარს ჩემი მეგობარი? — სერიოზულობით ვეკითხებოდი, სახეზე ხუმრობის ნატამალიც არ მქონდა, მგონი ზედმეტად მკაცრად გამომივიდა. — მე რას ვგრძნობ, ეს ჩვენს შორის იქნება. თქვენ თეთრ კაბაში გამოწყობილს ნახავთ კეკეს ჩემს გვერდით, — დათამ ჩაიცინა და შემდეგ გააგრძელა: — ეს თემა თუ ასე სერიოზულად დგას, მაშინ უნდა აღინიშნოს, არა? — გაეღიმა ყველას, და განსაკუთრებით ტატოს. მზერა ჩემსკენ გამოაპარა, თითქოს ჩემი რეაქციის წაკითხვა უნდოდა. მე კი ჯერ კიდევ კეკეს ვუყურებდი, ლოყებ აწითლებულს, ტუჩზე რომ იკბინა. — აუ, კაი რა… — ჩაიბურტყუნა, მაგრამ ვერ შეიკავა თავი და მაინც გაეღიმა. — ჯერ ეგეთებზე რანაირად ლაპარაკობთ? — რატომ, ადრეა? — თავი ოდნავ გადახარა დათამ. — თუ იმაზე ადრეა, ვიდრე შენ გსურს? მდუმარება ჩამოწვა რამდენიმე წამით. მე კი მათ სახეებს ვაკვირდებოდი.კეკეს აწითლებულ ლოყებს, ტატოს უჩვეულო სიმშვიდეს და ამ ორს შორის არსებული სიმშვიდეს. — ყავას მოვადუღებ, — უცებ წამოვდექი, გამეფებული სიჩუმის გაწყვეტა ჩემს თავზე ავიღე. — მე დაგეხმარები, — წამოიძახა კეკემ, მაგრამ დათამ ხელით ანიშნა დარჩიო. სამზარეულოში გავედი. წყალი დავდგი და მაგიდას დავეყრდენი. სიცილი შემომესმა. ტატოს ხმა არ ისმოდა, დათა ისევ რაღაცაზე იცინოდა. კეკეს სიცილი არ შეცვლილა, ისევ ისეთი იყო ხმამაღალი, გულწრფელი და ბავშვური. ყავის სურნელმა სწრაფად გაავსო ოთახი. მაგიდასთან დავბრუნდი ფინჯნებით ხელში და მაშინ მივხვდი ეს უცნობი ნაცნობი ჩვენს გვერდით იქნებოდა ძალიან დიდხანს არა როგორც სტუმარი, არამედ როგორც ჩვენი სამეგობროს ერთ-ერთი წევრი. ••• მას შემდეგ, რაც გადაწყდა ტატოსთან აგარაკზე შეხვედრა ერთმანეთის უკეთ გასაცნობად და დასაახლოვებლად, სადაც თითქმის ყველა ჩვენი მეგობარი თუ ნაცნობი იყო მასში ჩაერთო ერთადერთი და განუმეორებელი ეკე. როგორც ყოველთვის, კივილით შემოვიდა სახლში, ახალმომორეული მხიარულებით. – მოდი, მოდი ჩემთან, როგორ მომენატრე! – გულში ჩამიკრა ეკემ. – მეც, ცუდო არსებავ! – ლოყებ გაბერილი მოვეხვიე ვაჟბატონს. – ეგრე უნდა დავიწყება? – დანარჩენებსაც ჩაეხუტა, თან მეპასუხებოდა. – მე შენ საერთოდ არ დამვიწყებიხარ, საყვარელო, პირიქით! – ხელები გაშალა. – ეს შენმა დათუჩიმ დამიმალა შენი თავი, თორემ მე იმდენს ვთხოვდი… – არ გინდა მსახიობობა გეცადა?მაგრამ არა,შენგან მსახიობი არ გამოვა ! -ეკემ თვალები აატრიალა,მოჩვენებითი წყენით, მერე სიცილით გამომიქანა ხელი. – მიდი ახლა, მე რომ არ ვიყო თქვენს მოწყენილ ვიბრაციებში, ჩაგეკარგებოდათ თავები! – ტატოოო, სად ხარ, სიძე?! მიშველე, ეს ქალური ძალები ერთიანად მიტევენ! – ყვიროდა ეკე. ტატო ღიმილით გამოჩნდა ხელში ლიმონათის ბოთლით.გადმოცემით თუ იცოდა ეკემ ტატოზე თუმცა ისე შეხვდა,როგორც დიდი ხნის უნახავ მეგობარს. – მოდი აქ! – ხელით დაეჯაჯგურა ნიცა. – დამაცადე ერთი კაცო,წადი შენ შენს ირაკლისთან მე ჯერ აქ უნდა გავარკვიო რაღაცეები. – ჭორიკანა დედაბერივით გადმოხედა ყველას და მიუტრიალდა ტატოს,ტვინს უბურღავდა თავს არ ანებებდა. – ვაი წივწივაძე ხელში არ მომხვდე. – უყვირა ვაჩემ და გაეკიდა ისიც ისე მოსწყდა ადგილიდან პირდაღებული ვადევნებდი თვალს ეზოში მორბენალებს.მანქანაში შეჭამეს ერთმანეთი და კინღამ დათამ ისროლა შუა გზაში. – ვერ არიან ესენი კარგად. – დათამ მათ მოაცილა მზერა და დივანზე ჩამოჯდა ჩემს გვერდით. უხასიათოდ ჩანდა,რაც ზედმეტად შესამჩნევი იყო,ვუყურებდი და ვერ ვცნობდი თითქოს რაღაც შეიცვალა. – ძალიან მეწყინა თუთამ რომ ვერ მოახერხა წამოსვლა. – ამოილაპარაკა ნიცამ და გვერდით მომიჯდა.მზერა დათასკენ გამექცა ნიცამ როგორც კი ახსენა თუთა,სახეზე ემოცია ვერ დავუჭირე ღრმად ამოისუნთქა და ტელეფონი მოიმარჯვა.თვალი მოვაშორე და წინ სივრცეს გავუშტერე მზერა წვენის წრუპვით. – კიდევ კარგი მეორედ მოვახერხე შენი ნახვა ძალიან დამამახსოვრდი დაკო. – ვაიმეეე…დედა მიშველეთ! – გავიგეთ ერეკლეს წივილი თუ არა ყველამ უკან აუზისკენ გავიხედეთ.ვაჩემ ჰკრა ხელი და ისროლა წყალში. –თქვენ ვერ გაიხარებთ ჩემით ცოდვით! – დაგვემუქრა სიცილი რომ ავტეხეთ მასზე და წყლიდან სულ სველი ამოვიდა,როგორც ყოველთვის არ ცხრებოდა. – მაღვალაკი ბავშვები! – დედა რა სირცხვილია – ხელებში ჩარგო ნიცამ თავი.მართალია ტატო ყველა ჩვენთაგანზე დიდი იყო,მაგრამ ყველას საოცრად ერგებოდა და ვერგებოდით. ვეჩვეოდი მას და მის კეკეს გვერდით ყოფნას,რისი თქმაც გულწრფელად შემიძლია ის იყო,რომ ყველაზე სწორი ადამიანი იყო კეკესთვის,მეტის თქმა საჭირო არც იყო ისედაც ნათელი იყო ყველაფერი. – აღარ მოვიდა გართობის დრო? – ამოიწუწუნა სველმა წივწივაძემ და ჩაესვენა დივანში.წარმოიდგინეთ დათას რექაცია მის შემხედვარე,სიტყვის უთქმელად წამოდგა ეკე და გაეცალა დათას, როცა მიხვდა მის ნერვებზე ზედმეტად თამაშობდა – ტატო არ აპირებენ შენები ამოსვლას? – რატომღაც იგვიანებენ…დავურეკავ ახლავე. – საჭირო აღარც ყოფილა პრინციპში მისი დარეკვა,მაშინვე მოადგა შავი მერსედესი კარებს.წინ წავიდა გაწონასწორებული ნაბიჯებით ტატო და შემოიყვანა ეზოში მისი სამეგობრო. ხო,აქ იდეა იყო ერთმანეთის გაცნობა რაც ასე თუ ისე გამოვიდა. – გამარჯობაა. – თამამად დაიძახა ყველას მიმართ გოგონამ და წინ გამოიჭრა. – ყველას მოგესალმებათ თქვენი ელენიკო ბერაია,ეს ჩემი მორცხვი ბარტყი ნიაკოა. – აუ ეს რა მეგრელი იქნებაა. – გაახმოვანა ერეკლემ – ეკეე –მხარი გავკარი – გამარჯობა სასიამოვნოა თქვენი გაცნობა მე ნიაკო მქვია. – სასიამოვნო გოგო ჩანდა,თან საყვარელი.შევამჩნიე ვაჩე,როგორ გაუშტერდა მასზე მზერა და გამეღიმა. – სად არის ამ შეხვედრის მიზეზის თავი და თავი? – იკითხა ელენემ და კეკესკენ გაიქცა.სულ არ ეტყობოდათ რომ პირველად ხედავდნენე ერთმანეთს. – ვაიმე რა საყვარელიაა – გახარებული ჩაეხუტა კეკე ბერაიას. – გამარჯობა. – და ბოლოს მოხვდა ყურთასმენას უცნობის ხმა. მისკენ რომ გავიხედე და დავაკვირდი მაშინთვე მეცნო.მაღალი იყო,შავგვრემანი კისერზე ტატუთი და სერიოზული სახით იყურებოდა,როგორც მაშინ წვიმიან ამინდში უმოწყალოდ რომ შემასხა წყალი. -რატი-დაუძახა ტატომ -გისმენ -საბა სად არის? -მოდის -ვაიმე მოვკვდიიი-ხელში ატატებული მიიყვანა კეკესთან უდიდესი დათუნია-ეს შენ პრინცესა. -ვაიმეე რა საყვარელია. -შენი ბიჭის იდეა იყო… -აუ ტატოო -ხო,მაგრამ ჩემი დამსახურებაა აქამდე რომ მოვიტანე-ჩაილაპარაკა ბოლოს თავისთვის და დაღლილი წაბორძიკდა სახლისკენ.-ხო მართლა ყველას გამარჯობა სასიამოვნოა თქვენი გაცნობა მე საბა ვარ. ეს და ერეკლე უეჭველად გაუგებენ ერთმანეთს. იმდენად კარგი ატმოსფერო შეიქმნა განწყობაზეც კარგად იმოქმედა.ყველა ისეთი ბედნიერები და ნამდვილები იყვნენ,ამ საღამოს არ მიგვრძნია თავი უხერხულად. -დაკო შეიძლება?-გვერდით ამომიდგა ეკე. -ჰმ რა იყო,ახლა არ მითხრა სასმლისგან ცუდად გავხდიო. -არა,მე არაფერი ზემოთ საპირფარეშოში ის მეგრელია გაჭედილი. -რაა აქამდე რატომ არ მითხარი?-წამოვდექი და ავირბინე კიბეებზე.-ელენე აქ ხარ? -ვაიმე ძლივს ვიღაც ნორმალური მოვიდა გეხვერწები მიშველე რა -მოდი აქ დავტოვოთ -მაგ არანორმალურს რომ გამოვალ გავალამაზებ-დაიმუქრა ეკეს მიმართულებით. -ვაიმე ჰაერი აღარ მკმარა! -მეც ვიცი რომ ცხელი ბიჭი ვარ არ გინდა.. -გააჩუმეთ ღმერთოო -ღმერთს ნუ აწუხებ-არ წყვეტდა პასუხებს ერეკლე ყველაფერზე ეპასუხებოდა და ბერაიას ნერვებზე მოქმედებდა. -დაკო მიშველე გამომიყვანე -ვცდილობ,ვცდილობ…ვაიმე წადი ეკე დაბლა და დანა ამომიტანე. -დანა რათ გინდა გოგო? -შენ უნდა გამოგჭრას ყელი! -რამდენს ლაპარაკობ გააკეთე რასაც გეუბნები!-დავუბრიალე თვალები თუ არა ორ წუთში ამომიტანა დანა. -მე ხომ დაბალი ღობე ვარ რა…აჰა აიღე. -ესეც ასე.-დანამ თავისი საქმე გააკეთა და კარებიც გაიღო.ერთიანად გახარებული და გაცოფებული გამოვიდა ელენე აბაზანიდან და ეცა მაშინვე ეკეს.გავეცალე და გავერიდე კინაღამ მესამე მსოფლიო ომი დაიწყეს. გადავინაცვლე აივანზე,ადგილი დავიკავე სკამზე და გავიყურსე.ვარსკვლავებით იყო იმ ღამეს მოჭედილი ცა,ნაზი სიო უბერავდა და თან ცხელოდა. -აქ რას აკეთებ?-ფეხის ხმაც კი ვერ გავიგე ისე ჩუმად მოვიდა დათა.-იმალები? -არ მჭირდება -მარტო რატომ ზიხარ? -მარტო მინდოდა უბრალოდ ყოფნა -და მე დავარღვიე შენი სიმშვიდე?-მიეყრდნო მოაჯირს და მზერა გამისწორა. -ეგ არ მითქვამს -არა?მეგონა იგულისხმე.-არ მესიამოვნა მისი ასეთი საუბარი. -რა ხასიათზე ხარ…რატომ მეთამაშები?-ვეღარ მოვითმინე. -მე შენ არ გეთამაშები დაკო. -მაშინ ასე რატომ მელაპარაკები ჩემზე ხარ ნაწყენი და გაბრაზებული?თუ სხვაზეა საერთოდ?-ირიბად ვუთხარი ნამიოკივით,მეგონა ვერ მიხვდებოდა აწეული წარბებით რომ გამომხედა. -ვისზე საუბრობ ერთი ის მითხარი? -არ ვიცი…რომ ვიცოდე გკითხავდი? -უცნაურად იქცევი მთელი კვირაა.-შუბლი მოისრისა. -ჰოო?იქნებ დავბრუნდე სახლში და მერე აღარც შეგაწუხებ შეგიძლია შენი დრო სხვა რაღაცეებს ანდაც ვიღაცეებს დაუთმო. -რა შუაშია?დაკო მე ის გითხარი მაწუხებ მეთქი? -არა არ ვიცი ისე ვგრძნობ თავს თითქოს არ გინდა მე … ჩემი მოშორება გინდა -ასეთი სისულელე მეორედ აღარ თქვა -არც კი ცდილობ შენ…ღმერთო ჩემო მოვრჩეთ..აღარ მინდა დავიღალე ძალიან..ხომ გამოვედი სამსახურში ცოტა დრო მომეცი აუცილებლად. -დაკო…-ხმა ჩაწყვეტილმა ამოილაპარაკა-გაჩერდი კარგი?სანამ ძალიან გავბრაზდები -მიხედე საკუთარ თავს…მე არ მინდოდა შენი შეწუხება-პასუხი აღარ გაუცია მის სახეს კიდევ დავაკვირდი ისეთი მზერა ჰქონდა, თითქოს ფიქრებს ვერ ალაგებდა, მაგრამ არც უნდოდა მათი გამოჩენა. მკერდში მწარე ჩხვლეტა ვიგრძენი,ნერწყვი მძიმედ გადავაგორე და ისევ მისკენ მივატრიალე თავი რაღაცის თქმა უნდოდა… სურვილი ჰქონდა მაგრამ ზუსტად იმ წამს გაისმა ნაბიჯების ხმა.მოვტრიალდი და რატი დავინახე. ისევ იგივე სახე სერიოზული თვალებით ცალ ხელში სიგარეტი ეჭირა მეორეში ასანთი და ჩვენ მოგვჩერებოდა. –ხელი ხომ არ შეგიშალეთ?-დათამ მხოლოდ ერთხელ გადახედა, მერე კი მზერა ისევ ჩემზე გადმოიტანა. – არა, ჩვენ უკვე მოვრჩით. – ჩაილაპარაკა დათამ, დაიძრა კარებისკენ. – დათა… – წამომცდა, ვერ შევიკავე თავი. არ ვიცი, რატომ უბრალოდ არ მინდოდა ასე წასულიყო. მისი შეჩერება წამით იმედისმომცემი მეჩვენა, მაგრამ მხოლოდ ოდნავ ჩაიღიმა და თქვა. – სხვა დროს, დაკო.-ნელა ჩაიარა კიბეები და გაქრა ვაწყენინე..უეჭველად ვაწყენინე.ვუყურებდი ცარიელ სივრცეს,ჩემს ფიქრებში ვიყავი გადავარდნილო ჩახველების ხმა რომ მომესმა.ისევ კარებში იდგა ჩუმად რატი. -მოწევა მინდოდა ხომ არ იქნება შენთვის პრობლემა? -არა-თავი გავაქნიე და ისევ სკამზე მოვკალათდი. გამოვიდა აივანზე, აკვირდებოდა ყველაფერს ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა.ტუჩებს შორის მოიქცია სიგარეტი და მოქაჩა, მერე ჩაიცინა და თვალი მოარიდა ჩემს მზერას. – გრძელი დღე იყო, ხომ? – გრძელი და ცოტა დამღლელიც. – ეგეც ხანდახან საჭიროა. – მხრები აიჩეჩა და მოაჯირს დაეყრდნო, ზურგით იდგა და მხოლოდ ნახევარი პროფილი უჩანდა. -ვიცნობთ ერთმანეთს?-მკითხა ჩემდა მოულოდნელად. -რატომ? -მეცნობი. -მართალია…წყალი შემასხი ერთ წვიმიან დღეს. -ანუ სწორი ვარ და არ მეჩვენებოდა -ნუთუ ამდენი ხანი ჩემზე ფიქრობდი? -ზედმეტად მიტკენია გული.-ირონიულად ჩაილაპარა და გააბოლა.– გინდა? სიგარეტზე მანიშნა. – არა, მადლობა, არ ვეწევი. – კარგი გადაწყვეტილებაა. თვითკონტროლი ბევრს არ შეუძლია. – არც ისეთი რთულია, თუ ნამდვილად არ გინდა.-გაეღიმა. მისი სხეული მკაფიოდ გამოიკვეთა ღამის სინათლეზე. სერიოზული სახე ჰქონდა, მაგრამ ვერ ვიტყოდი რომ სრულიად უინტერესო. – პირადული თუ არ არის შეიძლება გკითხო მასთან რა მოხდა? – მკითხა მოულოდნელად, თავით იმ ადგილისკენ მანიშნა საიდანაც ორი წუთის წინ დათა გავიდა. -ვისთან…დათასთან?-ყელი გამიშრა.თავი დამიქნია დასტურის ნიშნად. – არაფერი. ან ყველაფერი. – ჩამეღიმა მწარედ. – უბრალოდ ერთი დიალოგი, რომელიც ჯობდა ადრე გვქონოდა და არა ახლა. – ეგ ყოველთვის ასეა. როცა გვიან ვლაპარაკობთ, უფრო მტკივნეულია. – შენ რა იცი? – ირონიულად გავხედე. – ვხედავ. – შემომხედა პირველად პირდაპირ – როგორც გიყუურებდა, ასეთი თვალების დამალვა ადვილი არაა. დავიბენი. მოულოდნელი იყო, პირდაპირი. თავს ვარიდებდი მის მზერას, მაგრამ მაინც ვგრძნობდი. –უცნობ ხალხზე დაკვირვება შენი ჰობია არა? – ჩემი ბუნება უფროა – დაკო…ასე მქვია თუ დაგავიწყდა მე უბრალოდ სიწყნარე მჭირდებოდა – არ დამვიწყებია და სიმშვიდისთვის იდეალური ადგილი აგირჩევია. – თავი ასწია და ღრუბლებს ახედა. არ გამიცია პასუხი. უბრალოდ ვიჯექი და ვფიქრობდი. რას ნიშნავს ერთი ადამიანის სიტყვები მეორე ადამიანისთვის? მოულოდნელად კარის ხმა გაისმა.ქვემოთ ყველა ერთობოდა და მხიარულობდა. -ჩასვლის დრო არაა? – მე ცოტა ხანს კიდევ დავრჩები. თავი დამიქნია, ბოლოს კიდევ ერთხელ შემომხედა და წავიდა. აივანი ცარიელი დარჩა. 4 4 4 – აუ, რა კარგიაა! – მანქანიდან გადმოვედით თუ არა, ყვირილით გაიქცა ეკე ტბისკენ. პიკნიკის გაშლა გვქონდა გეგმაში, ამიტომ მზესუმზირისფერ პლედს ხელი დავავლე და მინდორზე გავშალე. კეკემ ხილით სავსე კალათი მოიტანა და შუაში ჩადგა. – ჯერ წყალში შევხტე, თორემ ისე ვიწვი, გავთავდი! – ფეხსაცმლის გახდა დაიწყო ეკემ თან სახეზე ეშმაკური ღიმილი დაუხტოდა. – ძალიან ცივი იქნება, ერეკლე! – სიცილით მივაძახე, მაგრამ ვხედავ, უკვე გზაშია და მირბის. არ შეჩერებულა, პირდაპირ ტბაში შევარდა და თავიდან ფეხებამდე წყალში ჩახტა. გამაყრუებელი შეძახილიც არ დააყოვნა – უიი, რა ცივიააა – რა ეგონა, ნეტა? – სიცილით გაიხედა მისკენ ტიტემ და ცივი ლუდი მომაწოდა. – მადლობა. – როგორ ინარჩუნებს ხასიათს? მეც მინდა სულ მისნაირ ხასიათზე ვიყო, – ამოიწუწუნა ელენემ და ლუდი მოსვა. – მაინც რა ვირია... – თქვენ ძაან ვერ ეწყობით ერთმანეთს, ხო? – ეგ მადარდე ახლა! ვაჟბატონია ეგეთი, თორემ სულ არ ვარ მე ვინმეს მტერი, – ჩუმი ღიმილით ვუყურებდით ყველანი, ეკესკენ რომ აპარებდა თვალს. – ისე, მაგარი გიჟი კი არის. ამ დროს ტბიდან მთელი ხმაურით ამოვარდა ეკე, წყალს ისხამდა და გაწითლებულ სახეზე წვეთები უგორავდა. – წყალი ისეთი ცივია, გამეყინა კიდურები! – დაიძახა და ნაპირისკენ წამოვიდა. – აბა, რომ არ შევიდეთ ახლა, ცოდვა იქნება, – გაიცინა კეკემ და კაბა ნელა გადაიძრო. ქვემოდან საცურაო კოსტიუმი გამოუჩნდა. წამსვე გაჰყვნენ ნიცაც და ნიაკოც უკან. ტბისკენ გაიქცნენ ყველანი. მე ხის ქვეშ ჩრდილში დავრჩი მათ შემხედვარე ღიმილს ვერ ვიკავებდი. – ისევ არ ერთობი მათთან ერთად, – ჩემს გვერდით ჩამოჯდა პლედზე რატი. მას მოჰყვა უკან დათაც. უკან მივიხედე,როგორც ჩანს, ახლახან მოსულები იყვნენ, მანქანებიც იქვე ახლოს ჰყავდათ გაჩერებული. – უი, მეგონა აღარ მოხვიდოდით, – გავხედე მათ, როცა ადგილი დაიკავეს ჩემს გვერდით. – რატომ? – გეძინათ და აღარ გაგაღვიძათ საბამ, – რატის მიმართულებით გავიხედე და გავუღიმე. დათა ხმას არ იღებდა და არც თავს იწუხებდა ჩემი შემჩნევით. გავბრაზდი, თან ძალიან.კინაღამ წამეკიდა ცეცხლი მას რომ ვუყურებდი და ვხვდებოდი, თავს შორს იჭერდა. ლუდი ბოლომდე ჩავცალე და ფეხზე წამოვდექი. თეთრი, ფრიალა კაბა გავიხადე და საცურაო კოსტუმის ამარა დავაჩერდი რატის. – ძალიან ცხელა არ წამოხვალ? – ამატარა თვალი, მერე დამაკვირდა სახეზე და ირონიულად ჩაეცინა. ფეხზე წამოდგა, მაისური გადაიძრო და გვერდით ამომიდგა. ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და მოურიდებლად გავხედე ისევ დათას. – წამოდი, – მაჯაზე მომკიდა ხელი და გამომარკვია ფიქრებიდან რატიმ. ავხედე. მერე თითქოს მიმიხვდა და მომარიდა მანაც თვალი. ტბაში შევედი თუ არა, ხელი ავტომატურად გავუშვი რატის. ამ მომენტებში მხოლოდ თავისუფლების შეგრძნებით და წყლით ტკბობა მინდოდა. თავს ისე ვგრძნობდი, როგორც არასდროს. მახსოვს, ცურვაც დათამ რომ მასწავლა… სევდიანად გავხედე მის ადგილს, მაგრამ ვეღარ დავინახე იქ, სადაც დარჩა. ინტერესით მოვავლე თვალი გარშემო. ჩემს თავზე მეშლებოდა ნერვები ყველგან მას რომ ვეძებდი და თან ვცდილობდი თავი შემეკავებინა. დაახლოებით ვხვდებოდი, დათასთან რა სიტუაციაც იყო და მაქსიმალურად ვცდილობდი ხელი არ შემეშალა. საკუთარ თავზე გავბრაზდი. მეზიზღებოდა, მასზე სხვანაირად ფიქრში რომ ვიჭერდი საკუთარ თავს… და ახლაც, ეს მომენტია. – მიშველეეთთ! – ეკეს ყვირილი რომ გავიგონე, ავტომატურად მისკენ შევატრიალე თავი. ბიჭებს მოეკიდათ მისთვის ხელი და წყალში აგდებდნენ. – გეხვერწებით, ეგ არ ქნათ! პირობას გაძლევთ, ხმას აღარ გაგცემთ! მე თქვენ... – აღარც გამიგია მისი ხმა, ისე უმოწყალოდ ისროლეს წყალში საბამ და ვაჩემ. ჩემი თავი გამახსენდა, ერეკლემ რომ მომატყუა და აუზში გადამაგდო. გამეცინა მასზე. – აბა, როგორია, ვაჟბატონო, კარმა? – რომ ამოყვინთა, მაშინ მივუახლოვდი სიცილით. – კარმას განახებ მე შენ, გოგო! – დამიბრიალა თვალები და წყლის შხეფები მომასხა. მერე ნაპირზე აპრუტუნდა და დაებერტყა ხის ქვეშ ჩრდილში. ჯერ კიდევ იქიდან ისროდა უწყვეტად სიტყვებს. ღიმილით გავაქნიე თავი,მზერა თავისით გამექცა ცისკენ ისეთი ლამაზი და წითელი იყო, სხვადასხვა ფერში… არ მოველოდი. ყველაფერი გაირინდა... წამით გაქრა ყველაფერი. მხოლოდ ქარივით მსუბუქად მოფარფატე ღრუბლებს მივშტერებოდი, თვალები ნახევრად დახუჭული მქონდა, მზის სხივებს რომ არ დავებრმავებინე. და ჰო... ზუსტად ამ მომენტში ვიგრძენი ფეხზე მოჭიდება, და ვერც გავიაზრე იმდენად მოულოდნელად ჩამითრია ამ ძალამ ქვემოთ. საშინლად ამიწვა ყელი ჩაყლაპულმა წყალმა. თავს დავაძალე და თვალები გავახილე. გარშემო სრული ბურუსი იყო. თვალები მეწვოდა. უკვე ფართხალი დავიწყე ამდენ ხანს ვერ გავძლებდი, ამდენ ხანს ვერ შევიკავებდი სუნთქვას. ფეხზე მოჭიდებული უცნაური არსების მოსაშორებლად ვიქნევდი ფეხებს, მაგრამ ჩემზე ბევრად ძლიერს ვერ შევეწინააღმდეგე. სწორედ ამ დროს, როცა უიმედობა და შიში მთელს სხეულში ერთიანად მეღვრებოდა ვიგრძენი, როგორ გავთავისუფლდი. მეწვოდა ის ადგილი, სადაც მექაჩებოდა, მეხებოდა. ვეცადე ისევ ზემოთ, ნაპირზე ასვლა, მაგრამ სრულიად დაუძლურებულს არაფრის ძალა შემწევდა. ვერც ხელს და ვერც ფეხებს ვამოძრავებდი. უბრალოდ ასე, გაშეშებული, შებოჭილი ვკარგავდი აზროვნების უნარს, რომ არა შეგრძნება…წელზე შეხება რომ ვიგრძენი, შიშისგან ვჭყიტე თვალები. საშინელი წვა დავაიგნორე რატი რომ შემრჩა ხელში. ცეცხლი წამეკიდა ბრაზისგანაც და მისი მოჭერილი ხელისგანაც, წელზე რომ ჰქონდა მჭიდროდ შემოხვეული და ვეღარ ვიძროდი. ვიწვოდი საშინლად ისედაც ცივ წყალში და მეწვოდა ყველა ის ადგილი, სადაც შემეხო. ახლოს მიმიზიდა და ფეხები წელზე შემოიწყო.ხელები მოვხვიე კისერზე და მხრებზე ფრჩხილების ჩარჭობით ვანიშნე, რომ აუცილებლად ცუდად ექნებოდა საქმე. მხრებზე ჩემივე ნამუშევარზე ისევ ჩამოვჩხაპნე ფრჩხილებით. ვანიშნე, სუნთქვას ვეღარ ვიკავებდი, და მაშინვე ამომიყვანა. ხველა ამიტყდა. – შენ სულ გაგიჟდი?! – ვუყვირე მაშინვე, როგორც კი თვალებიდან გამოვიხედე. – ვიხუმრე. – რა ხუმრობა?! ამას ხუმრობას ეძახი?! შენ ხომ არ გაგიფრენია? – დამშვიდდი, არაფერი მომხდარა. – ისეთი სიმშვიდით თქვა, რომ უფრო მეტად გავღიზიანდი. – რომ მომხდარიყო?! კინაღამ გავიგუდე – ახლა ხომ კარგად ხარ, დაწყნარდი. – არ ვარ! საერთოდ, სად ვართ… რატომ ვართ ასე შორს ბავშვებისგან? – ბავშვები საერთოდ აღარც არიან წყალში… და ჰო, ეგეც შენი ბრალია ბევრს ფართხალებდი. – მეღადავები? – სრულებით არა. – ვაიმე, გავაფრენ... – დარწმუნებული ვარ. ოღონდ ჯერ გამიშვი… – რა? – გამიშვი. – საშინლად გავწითლდი, რომ გავიაზრე მასზე ვიყავი მიკრული, პირდაპირი მნიშვნელობით მიწებებული. – ესეც შენი ბრალია… რას ფიქრობდი რომ მიმათრევდი ქვემოთ? – ბევრს არაფერს, – თავი გააქნია. – გავაფრენ და საერთოდაც… ჯობს აღარ მომეკარო, თორემ ცოცხლად შეგჭამ. – თვალებიდან ცეცხლი მცვიოდა. რატის მოვშორდი და ნაპირისკენ გავცურე. წყლიდან ამოსულს არც კი მიმიხედავს უკან ისე წავედი მანქანისკენ. ქარი ისე ამოვარდა, კინაღამ თან წამიღო. ბავშვებს ყურადღება არც მოუქცევიათ, ისე იყვნენ თამაშით გართულები. – დაკო... – გაისმა ხმა. არ მინდოდა მასთან საუბარი. მანქანასთან მივიდა, საბარგული გახსნა და შიგნიდან რაღაც ამოიღო. – მოდი... – მის თაფლისფერ თვალებს რომ მოვაცილე მზერა, მხოლოდ მაშინ შევამჩნიე, რამდენად ახლოს მოვიდა. – აგრილდა და გაცივდები, – თქვა და პირსახოცი წელზე შემომახვია. ჯერ კიდევ მეწვოდა კანი, ჯერ კიდევ ვგრძნობდი მის შეხებას. – ჩაიცვი, – მერე თავისი მაისური გამომიწოდა. – ხუთი წუთის წინ მახრჩობდი და ახლა ჩემს ჯანმრთელობაზე ღელავ? – მეგონა, გუშინ ერთმანეთს გავუგეთ. – გავუგეთ? ჯერ-ჯერობით სიკვდილი ჩემს გეგმებში ნამდვილად არ შედიოდა. როცა დამჭირდება, აუცილებლად გთხოვ დახმარებას. – ჩაიცვამ? – თუ არ ჩავიცვამ? – გაინტერესებს? – ძალიან ახლოს იყო. ისე იდგა, რომ მისგან წამოსულ სიმხურვალეს კანის თითოეულ უჯრედზე ვგრძნობდი. ვერ ვხვდებოდი, უბრალოდ ღელავდა თუ თამაშობდა, მაგრამ მისი თვალები ნამდვილად არ ხუმრობდნენ. არც ახლა. – მართლა გაინტერესებს? – მშვიდად, ოდნავ ირონიულად გამიმეორა. გავიჭედე. მაისურს ვუყურებდი თითქოს სხვა გზა აღარ მქონდა. სველი საცურაო კოსტუმი მკერდზე შემაწუხებლად მეკვროდა. დავინახე, როგორ მომარიდა თვალი. უხმოდ გამოვართვი მაისური და გადავიცვი. – კმაყოფილი ხარ? – სრულიად. – ჰეი, თქვენ!... რატომ დგახართ მანდ? ისე დავიღალეთ, დალევა გადავწყვიტეთ წამოდით! – დაგვიძახა კეკემ და ჩვენკენ წამოვიდა. რატის კიდევ ერთხელ გადავხედე და კეკესკენ გავიქეცი. იდაყვში ხელი გავუყარე და ბავშვებისკენ წავიყვანე. – რა მოხდა, სად იყავით? – დაბალი ხმით მკითხა. – აქ ვიყავი, – ვუჩურჩულე. – ის? ისიც შენთან ერთად იყო აქ? – ირონიულად გამიღიმა. – ის არ ვიცი, სად იყო. – დარწმუნებული ხარ? რაღაც არ მგონია. – ნურც გგონია, – ენა გამოვუყავი. – ვაიმე, დაკო, მაგ სიჩუმისთვის არ დაგინდობ! – ჩამჩურჩულა და გამეცინა. – ვერ გამაჩუმებ! – მე ვერა ტიტე კი! – წარბები ავათამაშე და მის გვერდით დავსვი. მეც მათთან ახლოს მოვთავსდი. – რადგან ყველანი აქ ვართ, დავლიოთ! – შესძახეს ერთად. ყველას მოვავლე თვალი. განსაკუთრებით თვალში მომხვდა ელენე და ეკე, ისევ რაღაცაზე რომ კამათობდნენ გაცხარებით. გამეღიმა. არც ნიაკო და ვაჩე იყვნენ შორს ერთმანეთისგან ვაჩე ფრთხილად, მაგრამ უცხო თვალისთვის შესამჩნევად ეფლირტავებოდა ჩვენს გოგოს. გონებაში უკვე რამდენიმე ლამაზი წყვილი მყავდა წარმოდგენილი. – აიღე, დაკო... – მადლობა, ირაკლი, – გავუღიმე და ლუდით სავსე ჭიქა გამოვართვი. ნიცას გვერდით დაჯდა და გაუღიმა. გულში სითბო ჩამეღვარა მათ შემხედვარე. როგორი ურთიერთობაც ჰქონდათ ამის გადმოცემა სიტყვებით ძნელია. თმაზე ნაზად გადაუსვა ხელი და შუბლზე აკოცა... სუნთქვა შემეკრა. მზერა დათასკენ გამექცა. ისევ ტელეფონში იყო ჩაფლული ცალი ხელით ლუდს სვამდა, ცალით კი ვიღაცას გაუჩერებლად წერდა. თავი დავხარე. ჭიქის ზედაპირზე თითი ჩამოვატარე. უცნაური, აუხსნელი გრძნობა მღრღნიდა. ემოციებმა შემომიტიეს. თვალები ამეწვა. ისე მინდოდა, ყველაფერში გარკვეული და დალაგებული ვყოფილიყავი. არ მინდოდა დათასთან გაურკვევლობა, არც ეს დისტანცია... ვერ ვიტანდი საკუთარ თავს ასეთ არეულსა და დაუბალანსებელს. ყელში დიდი ბურთივით გადავაგორე. ფიქრების მოსაშორებლად კეკეს დავაკვირდი ის მაგალითია იმისა, რომ არასდროს უნდა დანებდე. დიდი ხნის ოცნება აიხდინა, საკუთარი თავი იპოვა. ახლა კი ტიტეს კალთაში იჯდა და ღიმილით რაღაცას უყვებოდა. რატისკენ რომ გავიხედე, საბას ელაპარაკებოდა. რამდენიმე წუთი მათ დავაკვირდი. ხმამაღლა აღარავინ ლაპარაკობდა მუსიკა ჩართეს და უბრალოდ ამ მომენტით ტკბობას განაგრძობდნენ. საღამო ისე ლამაზად მიდიოდა, იფიქრებდი, ყველაფერი იდეალურადააო. მზე ნელ-ნელა ჩადიოდა. ცა იბურებოდა. წითელი, ზღაპრული ფერები, რომლებიც ცოტა ხნის წინ ცას ფარავდნენ, ნაცრისფერმა ჩაანაცვლა. ბავშვები ნელ-ნელა დაღლილობისკენ იხრებოდნენ ზოგიც პლედში გაეხვია სიცივისგან. კეკე პირველი წამოდგა ფეხზე. – წავიდეთ, ხო? უკვე ცივა თან წყალმა ენერგია გამომაცალა. – აუუ, ხო რაა – აჰყვა ნიაკო. – მაშინ ავალაგოთ ყველაფერი და გადავნაწილდეთ, – წამოდგა ტიტე. ყველაფერი ავალაგეთ და მანქანებისკენ დავიძარით. – კარგი, მე შემიძლია რამდენიმე ჩავისვა, – თქვა ტიტემ. – მეც ასევე, – პირველად ამოიღო ამ ხღეზ ხმა დათამ.რომ შევხედე, უკვე მძღოლის ადგილი დაეკავებინა და პირდაპირ მე მიყურებდა. ვერ მივხვდი, რისი თქმა უნდოდა ამ მზერით. ტიტემ კეკე, ნიცა და ირაკლი ჩაისვა და აგარაკისკენ დაიძრა. დათასთან ვაჩე, ნიაკო და საბა დასხდნენ. – დაჯდები? – მკითხა რატიმ. მხოლოდ მე, ელენე და ეკე ვიყავით დარჩენილები. დათამ ერთხელ გადმოხედა რატის და მანქანა დაძრა. მანქანას ვუყურებდი, სანამ არ გაქრა თვალთახედვიდან. – აღარ დაჯდები? – მოდი, გოგონი, – ფანჯრიდან გადმომხედა ელენემ. შავი მერსედესის კარები გამოვაღე და წინა სავარძელში ჩავჯექი. რატიმ დაძრა მანქანა და დათას ავტომობილს უკან მიჰყვა. ისე დადუმდა ყველა სიჩუმე ჩამოწვა. – დღევანდელისთვის ბოდიში... ზედმეტი მომივიდა, – წამოიწყო რატიმ.საოცარი დრო და ადგილი აარჩია სალაპარაკოდ.არ მინდოდა არაფრის გახსენება, მით უმეტეს ბავშვების თანდასწრებით. – საჭირო არ არის. – არა? მართლა ასე ფიქრობ? – ოდნავ წინ გადმოიხარა. უკან ელენე და ერეკლე მდუმარედ ისხდნენ. – არა და შეგიძლია ფანჯრებს ჩაუწიო ძალიან ცხელა.-სახეზე ავიფარე ხელები. მხოლოდ წამით გადმომხედა, ოდნავ გაეღიმა და ფანჯრები ჩასწია. მანქანაში სიო შემოვარდა კანი სასიამოვნოდ გამიგრილა. – ზედმეტად მგრძნობიარე ხარ.-უთხარით გაჩუმდეს! – ჰო, არა? შენ კი ზედმეტად არაპროგნოზირებადი ხარ. – კომპლიმენტად მივიღებ, – გაიცინა და ბავშვებს გადახედა. – თქვენ რა გჭირთ? ელენე, პირველად გხედავ გაჩუმებულს... ასე იმოქმედა ერეკლემ შენზე? – რას ბოდავ, სულელო? – დაუნდობლად უთავაზა მხარში ელენემ და აწითლებულმა ჩემკენ გადმოიხედა. – ეს თქვენ ჯობია, ახსნათ, რაზე საუბრობთ. რა მოხდა,რამე მოხდა თქვენს შორის და არ ვიცით? – გადახედა ეკეს. – პირველად ვეთანხმები ამ ველურს. – ველური თავად ხარ, – დაუღრინა ელენემ და იდაყვში უჩქმიტა ერეკლეს. მივხვდი ეწყინა ეკესგან და გაბუსხული მიეყრდნო სკამს.ღიმილი ვერ შევიკავე მის ქცევაზე. – ხმა არ გამცეთ არცერთმა… ნუ, მხოლოდ დაკოს შეუძლია. – ელენე, არ მიწყინო, მაგრამ შენს საყვარელ მუსიკას ჩავრთავ… ნახე, – ოდნავ მიბრუნდა რატი ელენესკენ და გაუღიმა. მაშინვე გაისმა მანქანაში მშვიდი, სასიამოვნო მელოდია. გაგრძელება იქნება… |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.





გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.