შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Haunting Adeline თავი 14


11-07-2025, 18:05
ავტორი Adeline Reilly
ნანახია 112

თავი 14
მანიპულატორი

დაიამ რაღაც ბლოკი დააყენა ჩემს ტელეფონზე, რომ მომავალში ჰაკერობა აეცილებინა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ტვინი ისევ და ისევ ჩემ შიშველ ფოტოებზე ფიქრით იყო დაკავებული, დაიას უფრო ის აშინებდა, რომ იმ ტიპს ჩემს ტელეფონზე ზოგადად შეეძლო წვდომა. შეეძლო ეკითხა ჩემი შეტყობინებები, მოეპოვებინა ბანკის ინფორმაცია, დაეჰაკამტელეფონი და გამოგვყოლოდა სადაც არ უნდა წავსულიყავი.
გულწრფელად რომ ვთქვა, ყოველდღე უფრო მეტად ვაფასებ დაიას. მან იმგვარი უსაფრთხოების შეგრძნება მაჩუქა, რომლის არსებობაც არც კი ვიცოდი, რომ მაკლდა.
ალბათ მალე ცოლობა უნდა ვთხოვო.
ერთადერთი რაც ზუსტად ვიცი — აღარასდროს გადავიღებ შიშველ ფოტოს, მაგრამ ეს იმ ყველაფერთან შედარებით პატარა პრობლემაა. გადავწყვიტე, კამერა ჩემი ოთახიდან მოვხსნა, თუნდაც იმისთვის, რომ რაღაც სიმშვიდის ილუზია მაინც შევინარჩუნო. ისე კი, დროებით მომიწევს, შიშველი სიარულისგან თავი შევიკავო, სანამ რამეს არ მოვუხერხებთ ამ მანიაკს.
დღის დარჩენილი ნაწილი სიჩუმეში გავატარეთ — ორივემ ჩვენს საქმეს მივყავით ხელი.
სანამ დაია თავის საიდუმლო ჰაკერულ რაღაცებს აკეთებდა, მე მთელი სახლი ჩამოვიარე და ყველა ფოტო გადმოვალაგე. არ ვიცი, ზუსტად რას ვეძებდი. იქნებ ჯიჯსი სხვა კაცთან, ჩემი ბაბუას გარდა.
სურათებში ქექვისას აღმოვაჩინე, რომ ჯიჯის ჩვევად ჰქონდა — სურათის უკანა მხარეს წერდა იმ ადამიანების სახელებს, ვინც ფოტოზე იყო, და ფოტოს გადაღების წელსაც.
მთელი ფოტოალბომი გადავქექე იმ იმედით, რომ სადმე მაინც გამოჩენილიყო სახელი „რონალდო“, მაგრამცარაფერი.
— ჰელოუინი ახლოვდება. წელს საშიში ატრაქციონებზე მივდივართ, ხო — მეკითხება დაია, უკვე კართან მდგომი, სახლში წასასვლელად მზად.
— დაია, ჰელოუინი ჩემი ცხოვრების არსია. რა თქმა უნდა მივდივართ.
მთელი ცხოვრებაა, ჰელოუინი მიყვარს. არსებებითა და გიჟი სახეებით დაწყებული, მოულოდნელი შეშინებებითა და იმ დაძაბულობით დამთავრებული, როცა გრძნობ, რომ რაღაც საშინელი აუცილებლად მოხდება. პატარა ასაკიდან არაჯანსაღად ვარ შეყვარებული ამ ყველაფერზე.
დედამ ფსიქოლოგთანაც კი გამიშვა, იმდენად შეაშფოთა ჩემმა გატაცებამ სისხლიანი საშინელებათა ფილმებით. ეგონა, ფსიქოპათი ვიყავი. სინამდვილეში კი უბრალოდ მიტაცებს შიშის განცდა.
ჩემი აზრით, ეს ფსიქოპატიაზე გაცილებით უარესია, მაგრამ ფსიქოლოგი არ მეთანხმებოდა.
ძალიან ხშირად მესმოდა, დედა როგორ ეუბნებოდა მამაჩემს, რომ უცნაური ვიყავი. თითქოს რაღაც არ მქონდა რიგზე. — არცერთ ნორმალურს არ სიამოვნებს შიში — ამბობდა.
მაგრამ მე სიამოვნებას მანიჭებს.
მართლა მიყვარს.
აი ამიტომ, ჩემი ტიპის ადამიანისთვის სტალკერი ყველაზე საშინელი რამეა. ზედმეტად მიმზიდველად მეჩვენება შიშის განცდა.
ერთ დღესაც, ჩემი გატაცება საშინელებებით მომიღებს ბოლოს.
თითქოს ჩემთვის იყო შექმნილი ეგ ძაღლი და კატას თამაში — ნადირობა.
პატარა თაგუნია. ეს სახელი მაწვალებს. მიჭირს ამის დაჯერება. მე არ ვარ ნადავლი. არ ვარ.
— Satan’s Affair ისევ მოდის ქალაქში. წელს ახალი საშიში სახლები აქვთ, — მახსენებს დაია, და რეალობაში მაბრუნებს.
Satan’s Affair ყოველწლიური მოხეტიალე ბაზრობაა, რომელიც ქალაქში ორი ღამით ჩერდება, შემდეგ კი შემდეგ ქალაქში გადადის. დიდძალ საშიშ სახლებსა და ექსტრემალურ ატრაქციონებს აწყობენ. მე და დაია წლებია ყოველ წელს დავდივართ — ჩვენი ტრადიციაა.
პირველ წლებში საშიში სახლები ცოტა ერთფეროვანი იყო, მერე კი ყოველ წელს შეიცვალა და დღეს უკვე, ბაზრობებს შორის ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავად ითვლება მთელ ქვეყანაში.
— შენ მაინც ხო იცი, რომ პირველი რიგში ვიდგები,— ვპასუხობ ღიმილით.
— ჰო, ვიცით, უცნაურო,— მიღიმის დაია.
ეს დედაჩემის საყვარელი შეურაცხყოფა იყო,
ბევრმა კაცმაც მითხრა იგივე სიტყვა — უცნაური ხარ — და მერე ხვეწნით კვდებოდნენ, რომ ისევ დავწოლილიყავი მათთან.
ამ სახელმა დიდი ხანია სხვა დატვირთვა მიიღო.
ახლა უკვე, მომწონს კიდეც.
დაია მიდის, მას შემდეგ, რაც ვადასტურებთ, რომ ბაზრობაზე ერთად წავალთ. კიდევ რამდენიმე კვირა რჩება, მაგრამ ბილეთები სწრაფად იყიდება, თითქმის კონცერტივით. იმდენად პოპულარული გახდა, რომ ხალხის რაოდენობას ზღუდავენ, რიგების თავიდან ასაცილებლად. ბილეთის გარეშე ვერ შეხვალ.
საბედნიეროდ, კომპიუტერული გენიოსი მყავს გვერდით — და სანამ ბილეთები გაყიდვაში გამოჩნდება, ის უკვე გვაქვს.
დაიას წასვლისთანავე, როგორც კი კარის დახურვის ხმა მესმის, ტელეფონი ციმციმებს.
ვიფიქრე, რამე დაავიწყდა და მომწერა.
გავანათე ეკრანი და… გული გამიჩერდა.
უცნობი:
მზად ხარ დასჯისთვის, პატარა თაგუნია?
მყისვე მაღლა ავწიე თავი და ფანჯარასთან მივვარდი.
არ დგას გარეთ.
დაიას მანქანის წითელი შუქები უკვე ტყეში უჩინარდება.
ის კი არსად ჩანს…
მაგრამ სადღაც აქაა.
და მაკვირდება.
მელოდება.
მე ვტრიალდები.
ნერვიულად ვათვალიერებ ოთახს — იქნებ უკვე სახლშია? იქნებ მთელი ეს დრო ჩემთან
— რატომ აკეთებ ამას?
არ მპასუხობს მაშინვე.
გული მიცემს.
და როცა ვხვდები, როგორ ვაშტერდები ეკრანს — უკვე იმ დონეზე, რომ მის გასროლას ვაპირებ — მაშინ ვხვდები: მიზანად აქვს დაგვიანება. განგებ მაყოვნებს.
ბოლოს, ტელეფონი ზუზუნებს.
მიუხედავად იმისა, რომ ტექსტი უკვე მოსულია, ძალით ვაყოვნებ — უბრალოდ ჯიბრზე.
უცნობი:
შენ მდევნი. არ არის სამართლიანი, თუ მეც არ დაგიბრუნე.
ყელში მეჩხირება ნერწყვი.
ნერვიული ჟრიამული მიბრუნდება სხეულში, როცა ვწყვეტ, როგორ ვუპასუხო.
უცნობი:
ძალიან ლამაზი ხარ, როცა გეშინია.
ტელეფონი მივარდება.
სახე მემანჭება — ნეტავ დაინახა, როგორ შემეშინდა?
ფანჯარაში ვიყურები, მაგრამ ის არ ჩანს.
სანამ კითხვას დავუსვამ, ტელეფონი კვლავ წიკწიკებს.
უცნობი:
ისეახლოს ვარ, სუნსაც კი ვგრძნობ.
ხელები მიცახცახებს.
ეს სიტყვები, ვერ ვიშლი თავიდან.
მისტიკურობით არის სავსე… მაგრამ ასევე — ჭეშმარიტი პანიკით.
აქ არის.
სადღაც აქ, ჩემ სახლშია.
გავვარდი სამზარეულოში, ვიღებ ჩემს "სანდო" დანას, და ისევ ვბრუნდები მისაღებში.
ჯერ არ გამოჩენილა, მაგრამ ვიცი — გამოვა.
ყველგან ვგრძნობ. მის მოლოდინში ვარ.
სუნთქვა გახშირებული, თითები მიკანკალებს.
ვჯდები საქანელა სავარძლის კიდეზე, თუკი შეიძლებოდა, ჩემს თავს განაჩენი დავუწერე.
მე:
გეყოფა, თუ მართლა მაგარი ხარ, გამოდი.
როგორც კი მესიჯს ვაგზავნი, მაშინვე ვინანე.
ნეტავ შემეძლოს მისი წაშლა, გაბრუნება.
ფეხის ნაბიჯების ხმა მესმის — ზემოდან.
ავხედე ჭერს — თითქოს თვალით შევძლებ მისი დანახვას.
ნაბიჯები მძიმედ შორდება ჩემგან — ჩემ ოთახში შედის.
ტელეფონი კვლავ ზუზუნებს.
უცნობი:
მომძებნე.
ამ წამს, გეფიცებით, საკუთარ საღ გონებაზე ეჭვი მეპარება.
ჩემი ფეხები თვითნებურად ინძრევიან. ერთი ნაბიჯი კიბისკენ.
ყოველთვის საფრთხისკენ გავრბივარ — არასდროს მისგან შორს.
ღმერთო? ისევ მე ვარ.
მართლა სერიოზულად უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, როგორად გამაკეთე.

საბედნიეროდ, საღი აზრი მიბრუნდება.
ვჩერდები. არ ავდივარ კიბეზე. არ ვაპირებ შევიდე იმ ოთახში, სადაც შეიძლება შეშლილი კაცი იმალებოდეს.
ყველაზე ჭკვიანური გადაწყვეტილებაა — პოლიციის გამოძახება.
ის ვერ წავა ისე, რომ ვინმემ არ დაინახოს.
ამ სახლიდან გასასვლელი მხოლოდ ქვემოთაა.
სამუდამოდ ვერ დაიმალება.
ამ ეტაპზე, სულაც არ მადარდებს დაიჭერენ თუ არა — მთავარია, ვინმე დაინახავს, და მეც დამიჯერებენ.
კიდევ ერთი ზუზუნი.
უცნობი: გეშინია, პატარა თაგუნია?
სანამ ვპასუხობ, ზურგს უკან კარი მძიმედ იხურება.
გავშრი.
გული ყელში მიცოცავს ისე სწრაფად, როგორც აქამდე არასდროს.
მინდა დავიყვირო, მაგრამ ხმაც არ ამოდის — თითქოს საყლაპავში გამეჩხირა შიში.
თითები ისევ ეკრანზე მიცოცავს.
მე:
პოლიციას ვურეკავ.
ვგრძნობ, როგორ მეკრიჭება კედლებიდან — თითქოს თვითონ სახლი მიღიმის ირონიულად.
რამდენიც არ უნდა შევთავაზო გამოჩენა, ბოლოს მაინც იმით ვიმუქრები, რომ პოლიციას გამოვიძახებ.
ეს ხომ სწორი გადაწყვეტილებაა, არა?
მაშინ რატომ მეჩვენება ასეთი სულელური ეს იდეა?
უცნობი:
გახსოვს, ბოლოს რა გითხარი?
როგორ უნდა დამავიწყდეს?
რაც უფრო არ დამემორჩილები, მით უფრო მტკივნეული იქნება სასჯელი.
ტუჩს ვკბენ.
სერიოზულად ვფიქრობ — ავიდე თუ არა მეორე სართულზე და თვითონ ვიპოვო.
ღრმა, კანკალით სუნთქვას ვუშვებ ტუჩებიდან.
უკვე ვიცი, რომ არასწორ გადაწყვეტილებას მივიღებ.
მე:
მოვდივარ, .
ტელეფონი მჭიდროდ მიჭირავს ერთ ხელში, დანა — მეორეში.

ამჯერად, თუ იმ ნაბიჭვარს ვიპოვი, დანა პირდაპირ სახეში ჩავრჩობ.
კიბეზე უხმოდ ავდივარ.
თუმცა ვგრძნობ — მისთვის მაინც სულ ერთი იქნება, გავიგონებ თუ არა.
შინაგანი გრძნობა მეუბნება: მიუხედავად იმისა, რომ მე ვეძებ მას… ისაა, ვინც მომაგნებს პირველად.
მუცელში ნაცნობი გრძნობა ბრუნდება.
იწვის — როგორც ალკოჰოლი ცარიელ კუჭზე.
შუბლზე ოფლი მცვივა. პირი გამომშრალია, თითქოს ქვიშა გადავყლაპე.
ჯანდაბა, როგორ მეშინია.
ტელეფონის ფანარი ვრთავ.
ოთახებში შევდივარ ერთიანად, ნელა, მარჯვენა და მარცხენა მხარეს სწრაფად ვამოწმებ.
კუთხეებში ვიხედები. კარადები... დედა შეეცი, კარადებია ყველაზე საშიში.
კარის გაღება და იქ კაცის თვალებში ჩახედვა…
წამით ცრემლი მადგება თვალებში, როცა პირველ კარადაში ვერაფერს ვპოულობ.
ჩემი საცოდავი გული უკვე ნახევრად გაჩერებულია.
მიუხედავად ამისა, გავდივარ შემდეგ ორ ოთახშიც — ცარიელია.
დარჩა ორი ოთახი და აბაზანა.
და ბოლოს — დერეფნის ბოლოს… მუქარით დახურული მიტოვებული სული — მანსარდა.
თუ იქ არის, იყოს. მე არ ავალ.
ღრმად ჩავისუნთქე.
დავრჩი ჩემს ოთახთან. მანსარდის შემდეგ — ესაა ერთადერთი კარი, რომელიც დახურულია.
და ის იქაა.
რა გრძნობა აქვს ახლა?
იცდის.
გრძნობს, როგორ ვუახლოვდები.
წარსულში, ის იდგა გარეთ. ახლა მე ვდგავარ.
მაგრამ მაინც — მე ვარ შეშინებული.
ის კი მშვიდად მოითმენს, წარმოდგენაში ათამაშებს ყველაფერს, რაც უნდა მითხრას. რაც უნდა მიქნას.
როგორ უნდა მავნოს.
როგორ უნდა დამსაჯოს.
ზურგს ვასწორებ.
კარს ვუბრუნდები.
ვხსნი…
და როცა სიბნელესთან ერთად ჩემი ოთახის კარი იღება, ყელში კივილი მეჭედება.
მას საერთოდ არც კი დაუმალავს თავი.
ბალკონის კარები გრძელი ფართოდ ღიაა. მთვარის შუქი იჭრება.
და იქ… თეთრ სინათლეში ჩაძირული… ჩემი აჩრდილია.
ღიმილით მიყურებს.
ხელში დანა უჭირავს.


წერილი

13 მარტი, 1945
რონალდომ პატარა არდადეგები მომიწყო. ჯონს ვუთხარი, რომ გოგოებთან ერთად გავდიოდი ქალაქიდან — სერას სკოლის მეგობრის დედასთან ერთად. რადგან ადრე არაერთი შაბათ-კვირა გამომიყენებია ამ მიზეზით, ეჭვი არ აუღია.
ძალიან მრცხვენია. მაგრამ საკმარისად — არ მრცხვენია, რომ სახლში დავბრუნდე.
რონალდომ ასე ბედნიერი დიდი ხანია მაქცია. ისე გამიტაცა, ისე მომაჯადოვა...
ეს შაბათ-კვირა ჯადოსნური იყო. ოღონდ, როგორიმინდა სერაც ჩვენთან ყოფილიყო… ეგოისტობაა, არა?
ჯონი მიყვარს. არასდროს მენდომება, სერას მისგან წართმევა. საოცარი მამაა მისთვის. სერა სულ დაიკარგებოდა მის გარეშე.
მაგრამ ზოგჯერ… მინდა რომ რონალდოც ჰყავდეს.



№1  offline წევრი asiiluss

პანიკა მიპყრობს ))))))

 


№2 სტუმარი სტუმარი Nina

ერთი სულიმაქვს როდის შეხვდებიააან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent