შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Haunting Adeline თავი 7


23-06-2025, 15:39
ავტორი Adeline Reilly
ნანახია 55

თავი 7
მანიპულატორი

—უნდა გახვიდე ამ სახლიდან, — ასკვნის დაია, და იმ მზერაშ ეტყობა, რომ შიში და პანიკა ერთად ირევა მის თვალებში.
ახლახან ვუამბე დედაჩემის სტუმრობის ამბავი.
მისი სახე შიშს უკვე აღარ მალავს.
მიუხედავად იმისა, რომ საშნელებათა ფილმები მისთვის არაფერია.
ახლა მართლა შეშინებული ჩანს.
—მე ჯერ მანუსკრიპტი უნდა დავამთავრო,— ვპასუხობ.
ფიქრებით მხოლოოდ ჩემი წიგნის გარშემო ტრიალებს, წერისას გავიჭედე.
მოვიმარაგებ დღეს თეთრ დაფას, ფერად სტიკერებს — ყველაფერი უნდა დავალაგო,
სანამ საბოლოოდ მოვიფიქრებ, როგორ ჩავკეტო ეს ბნელი ისტორია.
ხანდახან მგონია, ნეტა წიგნებს უფრო მარტივად ვწერდე და მორჩა.
მაგრამ მაშინ ეს მკითხველი არ მეყოლებოდა, ვინც ახლა მყავს.
—აჰ-აჰ, — დაია თავს უარყოფის ნიშნად აქნევს.. —
წესიერად მოემზადე.გოგოების საღამო გვაქვს.
გავიყინე, ჩემს ფიქრებშ, თეთრი დაფა და სტიკერები ჰაერში აორთქლდა.
მაგრამ არ ვეკამათები.
რადგან წიგნებს მე თვითონ ვაქვეყნებ.
ვწერ როცა მინდა, ვაქვეყნებ როცა მინდა და როცა მზად ვარ.
საკუთარ თავს ვადებს იშვიათად ვუყენებ, იმიტომ რომ
ძალიან მახრჩობს ასეთი წნეხი.

ჩემი მკითხველები საუკეთესოები არიან,
მაგრამ მათგან მაინც შფოთავენ ხოლმე —
“როდის გამოვა შემდეგი?”
დაია, რა თქმა უნდა, ამას სრულყოფილად აცნობიერებს
და იარაღადაც იყენებს.
ძუკნა.
ამოვიოხრე და უენერგიოდ მივყვები უკან,
ჩემს ოთახში მიმათრევს.
და, რა თქმა უნდა, თვალები მაშინვე მეპარება ნივთებისკენ —
სარკე და ძველი სკივრი.
მას შემდეგ, რაც გავიგე აქ რა მოხდა,
ეს ორი ნივთი ჩამძახის:
“ვიცი, ვინ მოკლა ის.”
მიუხედავად იმისა, რომ შავად შევღებე, სიძველე მაინც ეტყობა და ახლა ოთახში შავი ლაქასავით ჩანს. ლავის შავი ქვებივით.
ჭერი და ხალიჩები — თეთრია. რომ ოთახი არ ჩაბნელდეს.
იატაკქვეშა გათბობაც დავამატე.
თორემ, შუაღამეს საპირფარეშისთვის, რომ ვდგებოდი გაყინულ იატაკზე დადგომა წამება იყო.
გავიღიმე.
კედლის ჩირაღდანი ნათურები ისე შემიყვარდა, გადავწყვიტე ოთახშიც გადმომეტანა რამდენიმე.
სწორად, გემოვნებით დავამაგრე იმ კედელზე, რომელზეც ჩემი საწოლია მიბჯენილი —
მათ შუაში კი — უზარმაზარი, ულამაზესი ნახატი ქალის ფიგურით.
საძნებლის კარიდან პირდაპირ რომ იხედები —
ჩემი საყვარელი ადგილია.
აივანი.
ორი შავი, ვიქტორიანული კარის იქით იწყება ტერასა, კლდეზე ხედით.
როცა იქ დგახარ და უყურებ იმ სიღრმესა და სილამაზეს,
შენი თავი პატარა გეჩვენება. უმნიშვნელო.
მაგრამ არა ცუდი გაგებით — დამამშვიდებლად.
ახლა სახლი მთლიანად განახლებულია —
მაგრამ ბევრი ორიგინალი დეტალი შევინარჩუნე.
კედლის სანათები, შავი თაროები, შავ-თეთრი მოზაიკური იატაკი,
გოთიკური ბუხარი…
და რაც ყველაზე მთავარია —
ჯიჯის წითელი ხავერდის საქანელა სკამი.
ვცხოვრობ ისე, თითქოს ვიქტორიანულ-გოთიკურ ოცნებაში ჩავსახლდი.
—დღეს ძალიან სექსუალურად უნდა გამოიყურებოდე და ვინემ ასეთივე გემრიელი კაციც უნდა ვიპოვოთ, რომ ხელს გამოაყოლო სახლში. და თუ ის სტალკერი მოვა, მასაც მოკლავს.
თვალები გადავატრიალე.
—დაია, უკვე ძნელია ისეთი კაცის პოვნა, ვინც სექსში ცოტა ნორმალური მაინცაა.
შენ გგონია, ვინმეს ვიპოვით, ვინც ჩემს მამულში მოკვდება?ძალიან საყვარელი ხარ.


ისიც იღიმის, მხრებს იჩეჩავს.
—ვინ იცის, ჩემო გოგო…
გიჟური ამბებიც ხდება.


***


დინამიკის ბასი მთელ სხეულში მივლის —
შავი, დახეული სქინი ჯინსი წელზე მეკვრის, მრგვალ ფორმებს მიკვეთავს.
ღრმა დეკოლტე, წითელი ტოპი კი ისე მადგას, რომ
ჩემი მკერდი ყურადღების ცენტრშია —
ისეთი სიცხეა, გეფიცებით, ჰადესის სამყოფელშიც არ ცხელა ასე.
და სისხლში არაყი რომ მერევა, უკეთესს ნამდვილად არ შვრება.
მთელი საათის განმავლობაში, მე და დაია ერთმანეთზე მიკრულები ვცეკვავთ.
ხანდახან სხვასაც ვეცეკვებოდი, მაგრამ კაცების ხელის ფათური მღლიდა და ისევ დაიას ვუბრუნდებოდე,
იქამდე, სანამ დიდი და ძლიერი სხეული ზურგს უკან არ ამომიდგა —
მისი ხელები წელზე მომეხვია და ისე მომეკრო,
თითქოს სუნთქვას მიკრავდა.
პიტნისა და ვისკის სუნი წამის მეასედში მეცა
და სანამ აზრზე მოვედი,
მისი სუნთქვა ყურზე ვიგრძენი.
—ულამაზესი ხარ,— ჩამჩურჩულა.
ახლა უკვე სუნიც მეღიტინებს ცხვირში —
ცხვირი მოვჭმუჭნე და თავი ოდნავ გადავატრიალე…
და რა ვხედავ…
ზუსტად ჩემი ტიპაჟია.
მარწყვისფერი ქერა თმა.
ლამაზი, ცისფერი თვალები.
და ისეთი ღიმილი — ღმერთმა დამიფაროს.
თვალი ჩავუკარი.
—ოო, დიდი მადლობა,— ვუთხარი ტკბილად.
სოციალური სიტუაციები, რომ მღლის და მთაში ვემალები ხოლმე, მართალია…
მაგრამ ფლირტის ხელოვნება ყოველთვის მიზიდავდა.
უბრალოდ კაცებს ეხერხებათ ჩემი ხასიათის გაფუჭება ახლოს მოსვლისთანავე.
—წამოდი ზემოთ ავიდეთ,— ყვირის მუსიკის გადასაფარად.
ტონი აგრესიული არ აქვს,
მაგრამ კითხვაც არ დაუსვამს.
მოთხოვა..
ძალიან მიმზიდველი მოთხოვნა.
წარბი ავწიე.
—და თუ არ წამოვალ?
ღიმილი უფრო გაუფართოვდა.
—მთელი ცხოვრება ინანებ.
მეორე წარბიც ამეწია.
—მართლა?
როგორ გეგმავ ჩემს დატანჯვას,ისე რომ მთელი ცხოვრება ვინანო?
—შიშველი რომ დარჩები ჩემს ლოგინში, გაბედნიერებული და გადაღლილი.
—ადელაინ , წავიდეთ უკვე,— დაია ერთვება.
მისკენ ვტრიალდები,
ვგრძნობ მის მზერას — ისე ნაზად, თითქოს ბუმბულით მეხება.
დაია წინ დგას — მკაცრი და მოუთმენელი.
ხელს შავად გადაღებილი კიბეებისკენ იქნევს.
მეორე სართულზე.
როგორც ჩანს, ყველაფერს ისმენდა და ოდნავადაც არ სცხვენია ამის.
—მიხვდებოდი, რომ ერთად ვართ, ის არსად არ წამოვა უჩემოდ, ამიტომაც წამოდი ავიდეთ— ანიშნებს დაია ბიჭს.
კაცი იცინის.
და საუკეთესო მეგობრის წყალობით შანსს აღარ უშვებს.
ხელს მტაცებს და მიძღვება შავი ლითონის კიბეებისკენ,
კლუბის უკანა მხარეს.
მაგრამ სანამ კიბეზე ავალთ, დაიას წვრილად მოჭუტული თვალებით ვუყურებ.
ის, რა თქმა უნდა, კისკისით მპასუხობს — მისთვის ეს ერთი დიდი გამარჯვებაა.
მეორე სართული მხოლოდ VIP-ებისთვისაა.
კიბეები აივნამდე მიგიყვანს, რომელიც მთელ კლუბს გადმოჰყურებს.
აქ ფულიანები სვამენ და ჩვენ გვიყურებენ — თითქოს მინის მიღმა მწერებივით ვართ, ლაბორატორიაში გამოკეტილი ექსპერიმენტული ობიექტებივით.
აქ ამოსვლა სასიკვდილო ბუდეში თავის შეყოფას ჰგავს. ატმოსფერო ბევრად ბნელია,
ნაბი*ვრები იქამდე გიმზერენ, სანამ არ მობეზრდები, ან არ მოკვდები.…
ოთხი მამაკაცი ნახევარმთვარის ფორმის შავ ტყავის სავარძელში გართხმულან.
შუაში შავი მარმარილოს მაგიდაა, ზედ რამდენიმე ჭიქით — შიგ მუქი ქარვისფერი სითხით.
ასევე მაგიდაზე აწყვია ბროლის საფერფლეებიც.
ფერი თითქმის არ ჩანს.
დეკორი ძალიან ჰგავს პარსონსის მამულს.
ერთ-ერთი მამაკაცი ჩვენ ორივეს თვალს არ გვაშორებს — ისეთი მზერით გვიყურებს, რომ კანზე ვგრძნობ.
უცნაურად წააგავს იმ ტიპს, ვისთან ერთადაც აქ ამოვედით.
იგივე მარწყვისფერი ქერა თმა. მსგავსი ცისფერი თვალები.
უბრალოდ ეს ოდნავ უმცროსია და შესამჩნევად უფრო იდუმალი.
დანარჩენი სამი?
ყველა ისეთი მზერით და გარეგნობით, თითქოს პირდაპირ ჯოჯოხეთიდან ამოსულან.
ერთს ევროპული შეხედულება აქვს — თეთრი თმა, თოვლივით ფერმკრთალი კანი და
მკვეთრი, მახვილივით ნაკვთები.
ყინულივით ცივი თვალებით დაიას აკვირდება,
და მისი მზერა, რომ ოთახს უსწორებს თვალს —მზერა უკვე სხეულზე გადააქვს.
ჩემს ინსტინქტს,თუ დავუჯერებ მზად ვარ ამოვგლიჯო და აივნიდან გადავყარო.
დანარჩენი ორი — ტყუპები არიან.
გაშავებული კანი, შავი თმა და თვალები.
და ისეთი სხეული, თითქოს მათი ტანსაცმელი ვერ უძლებს და ტანზე შემოასკდებათ.
ერთს თმა კოსად აქვს შეკრული, თითებზე რამდენიმე ბეჭედი უკეთია.
მეორეს — გადაწეული თმა და ცხვირზე ბრილიანტის საყურე.
ოთხივე ისეთი ტიპია,
მთელ ჩემს ცხოვრებას გამინადგურებდნენ. და, სიმართლე გითხრა… დიდი სურვილი არ მექნებოდა, გამეჩერებინა.

——როგორც ვხედავ, ბოლოს გამბედაობა მოიკრიბე და ჩაიგდე ხელში, არა? — ამბობს ქერა კაცი და მტაცებლურად მიღიმის.
ერთადერთი ოთხიდან ვინც, თვალებით არ გვხმარობს. უფრო ისეთ ტიპს წააგავს სადილად ბავშვებს, რომ მიირთმევს.
მთელი ეს აურა… შავ ნისლად იფრქვევა მის ირგვლივ.
თუ მკითხავ, სწორედ ამ კაციდან მოდის ის უცნაური დაძაბულობა.

—მოკეტე, კონორ,— ამბობს მამაკაცი ჩემს გვერდით. ხმა დაბალია, მკაცრი, გამაფრთხილებელი.
კონორი ზუსტად იმ ტიპთაგანია კლუბში ტელეფონით ჩუმად შენი საცვლის ფოტოს გადაღებას, რომ შეეცდება კაბის ქვემოდან.
—ბოდიშით, ქალბატონებო, მისი უტაქტობის გამო,— ამბობს ჩემი “ახალი მეგობარი”,
ტუჩებზე ღიმილი აკერია. —ეს ჩემი ძმაა, კონორი. ტყუპები — ლენდონი და ლუკი.
და ეს კიდე მაქსია.
თითით გვაჩვენებს — ლენდონი ისაა კოსით, ლუკი კი ის, ცხვირზე საყურით.
მერე მისკენ ვაბრუნებ მზერას და წარბს აზიდული ველოდები.
—და შენ?
—არჩიბალდ ტალავერა მესამე. შეგიძლია არჩი დამიძახო.
არ დაგიმალავ — წამით კინაღამ დავიხრჩე.
—ზედმეტად პრეტენზიული ჟღერს,— ვამბობ და ვიღიმი.
ვაფასებ, რომ სრულად გამეცნო — სახელი, გვარი, ნომერი… და ეტიკეტი.
სერიოზულად, ვინ ეცნობა ასე ვინმეს?
არჩიბალდ ტალავერრა, მესამე, შეგიძლია უბრალოდ არჩი დამიძახო.
კონორი ხმამაღლა ხარხარებს. აშკარაა — თვითონაც არ მოსწონს საკუთარი ძმის ქცევები.
არჩი პირის გაღებას აპირებს, მაგრამ ვასწრებ.
—მე ედი ვარ. ეს კი — დაია. — მხარზე თითს ვადებ მეგობარს.
ისიც იღიმის, მაგრამ მისი მზერა ბასრი და გამჭოლია.
დაია ძალიან ჭკვიანია იმისთვის, რომ იმ ბნელ ზმანებაში გაეხვეს, რაშიც მე ხშირად ვიხრჩობ თავს.
—სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, ქალბატონებო,— ბურტყუნებს მაქსი,
თუმცა თვალი მხოლოდ დაიაზე აქვს მიპყრობილი.
მართლაც, ტყუპებს მას შემდეგ არ მოუცილებიათ თვალი,
რაც ოთახში ფეხი შედგა.
არ ვნერვიულობა, რადგან ვიცი, დაიას შეუძლია თავის დაცვა.
მე კი მის გვერდით ვარ, ყოველთვის მზად შეტევისთვის, თუ საჭირო გახდება.
—დაბრძანდით,— გვთავაზობს არჩი.
შავი ტყავის ბუდე საკმაოდ ფართოა, მაგრამ
მე და დაია ბოლოში ვჯდებით — მაქსთან ახლოს.
მაშინვე, როცა ტყავის ზურგს ვეხები, ტელეფონი რეკავს.
დაია უკვე მაქსთან საუბარშია ჩაძირული,
არჩი კი ვისკის ჭიქას მივსებს.
მე კი მალულად შევხედე ეკრანს…
უცნობი ნომერი:
“უცნობ კაცებთან მიპარულხარ, პატარა თაგუნავ?
თუ დავინახე, რომ ხელით შეგეხო — იმ ხელებს დილამდე საფოსტო ყუთში დაგახვედრებ.”
მეგონა, გული გამიჩერდა.
ეს პირველია, როცა წერილის გარდა სხვა გზით დამეკონტაქტა.
თავი ავწიე და აივნისკენ გავიხედე.
აქედან არ ვჩანვართ. ზედმეტად შიგნით ვართ დარბაზში.
და მაინც — ვიღაც აშკარად გვიყურებს.
ან საერთოდ… როგორ მოიპოვა ჩემი ნომერი?
კარგი, ეგ დებილური შეკითხვა იყო.
სტალკერია.
რა თქმა უნდა, ყველაფერი იცის.
არჩი მოდის — ხელში ჭიქით და ისეთი ღიმილით,
თითქოს დარწმუნებულია, რომ დღეს საოცარი ღამე ექნება.
ჩვეულებრივ შემთხვევაში ექნებოდა კიდეც… მაგრამ მგონი, უნდა გადავარჩინო.
და მერე — რაც შეიძლება სწრაფად გავიქცე აქედან.


***

ერთი საათი გავიდა, და რაც უფრო მეტი დრო გადის — მით უფრო ვიძაბები.
მეტი შეტყობინება არ მომსვლია,
მაგრამ ის ერთი ესემესი ჯერ კიდევ მიკაკუნებს თავში.

არჩის ხელი კი უკვე მეხება.
მისი ხელი უკვე ჩემ კალთაზეა — საშიშად ახლოს ცენტრთან.
ჩემს წინ თითზე დახატულ ვარსკვლავს ვუყურებ.
მხედველობაში კი მხოლოდ ის მიდის,
როგორ მეჭიროს ეგ ხელი — ისე, რომ არ შევეხო.
და მაინც… ვუშვებ.
ვუშვებ, თუნდაც არ უნდა დავუშვა, რომ შემეხოს.
და სწორედ იმიტომ, რომ არ უნდა დავუშვა —
თვალს ვერ ვაშორებ.
ჩემს წარმოდგენაში კი ტივტივდება მოჭრილი მაჯით, სისხლში ჩაფლული.
ჩემს საფოსტო ყუთში მიგდებული.
ყუთიც კი არ მაქვს.
ჩემი სახლი გზიდან ძალიან შორსაა და ფოსტალიონი უბრალოდ კართან მიტოვებს ყველაფერს.
სტალკერმა ეგ არ უნდა იცოდეს?
მაინცდამაინც ამ საკითხში ვერაა ოსტატი.
—კარგად ერთობი? — მკითხა არჩიმ, თან მხარი მომარტყა.
თვითნებურად ვუქნევ თავს.
თან ტუჩი მაქვს კბილებში მოქცეული და უკვე კარგა ხანია ვაწვალებ.
უნდა ავდგე.
უნდა ვუთხრა, ხელი მომაშოროს — თუნდაც მარტო იმის გამო, რომ
მერე მისი ხელი არ დარჩეს სადმე, მისი სხეულის გარეშე.
—ძალიან დაძაბული ხარ,— ხმადაბლა ამბობს არჩი.
ყელს ვიწმენდ და ვაპირებ რამე ვუპასუხო,
მაგრამ უკანა ჯიბეში მყოფი ტელეფონი ისევ იწყებს ბზუილს.
ფერი დავკარგე.
არჩი წარბებს კრავს — უკვე შეშფოთებულია.
და იმ ერთ მუშაზე მახსენებს,
რომელიც კლდესთან კინაღამ ინფარქტით გავისტუმრე სახლში.

—ყველაფერი რიგზეა? — ხმას უფრო ჩუმი აქვს.
ძალიან დავიღალე .. სახისს გამომეტყველებით ფიქრობს, რომ უცნაურად ვიქცევი. ეს კარგია, თუ რამე დამემართება, შეეძლება მოწმე იყოს, რომ უცნაურად ვიქცეოდი.
ერთ დღეს, ტელევიზორში კიდევ ერთ დაკარგულ გოგოზე გააკეთებენ სიუჟეტს.
და ჟურნალისტი აიღებს ინტერვიუს არჩისგან —
ისიც იტყვის, რომ "ნერვიულად და შეშინებულად გამოიყურებოდა, როცა მესიჯი მიიღო."
კიდევ ერთი ინტერვიუ — ჩემი აივანის შემკეთებელი მუშისგან.
"გოგონა, რომელიც კლდის პირას იდგა, თითქოს გადახტომას ფიქრობდა."
და მერე კინაღამ ჩავარდა.
ყველა ამბავი ერთ წერტილზე დაბრუნდება.
რომ მე სტალკერი მყავდა.
და პოლიციამ ყურადღება არ მიაქცია, როცა ვუთხარი, რომ ვიღაცამ ვარდები დამიტოვა.
მაგრამ ეს მაინც არაფერს შეცვლის.
სხვა გოგოსთვის, რომელიც იგივე გზას გაივლის.
არასდროს იცვლება.
ბოლოს და ბოლოს, მე კიდევ ერთი სტატისტიკა ვიქნები.
ერთი ლამაზი გოგო, რომელსაც მანიაკი დასდევდა.
და არავინ დაინტერესდა მისით, სანამ უკვე ძალიან გვიანი არ აღმოჩნდა.
—კარგად ვარ,— ძლივს ამოვთქვი, ღიმილი სახეზე ავიკარი
არჩის გამომეტყველება ნელ-ნელა მოდუნდა,
საზრუნავი სახიდან უხილავად ჩამოსცურდა.
ან იქნებ, უბრალოდ გაიფიქრა, რომ აღარ უნდოდა ჩაძიება.
ნამდვილად არ ადარდებს.
—წასვლა გინდა? — ჩურჩულებს, ამჯერად ხმა სხვანაირი აქვს —
დაპირებით სავსე.
ქვედა ტუჩი თეთრ კბილებში მოიქცია.
მოძრაობა ისეთი იყო… ძირითადი ინსტინქტებიდან ამოხეთქილი.
სიტყვა „არა“ მმადგას პირზე.
თუ ამ კაცს „არას“ ვეტყვი…
დანარჩენ ღამეს, კვირას — იქნებ თვესაც კი — საკუთარ თავს შევჭამ.
ვინმეს უნდა მივცე უფლება, ჩემი ცხოვრება გაკონტროლოს?
და შეიძლება ეს კაცი ნამდვილი კარგი ყოფილიყო.
ის ლამაზია.
მაგრამ მის გარშემო წყვდიადიც ტრიალებს.
ისეთი მომხიბვლელი და სასიკვდილოდ გემრიელი,
როგორც შოკოლადის ნამცხვარი შუა ღამეს.
ეს კაცი გპირდება რაღაცას.
რომ ღამე მასთან ძალიან მაგრად დასრულდება.
და მერე?
იქნებ რაღაც მეტი გამოვიდეს?
იქნებ ახლა „არა“-ს თქმა ნიშნავს უარის თქმას რამე ლამაზზე?
ეგეთი ფიქრები ბავშვებს აქვთ.
მაგრამ… ვერ ვჩერდები.
ისეთი სახე აქვს, გათხოვებაც არ იქნებოდა პრობლემა.
და მაინც — საკმარისად სახიფათო, რომ დავიძაბო.
—კი,— ვამბობ ჩუმად.
ბოლოს. მაინც.
—ოღონდ მას შემდეგ, რაც დავრწმუნდები, რომ დაია სახლში მშვიდად მივა.
არჩი ნელა მიღიმის.
—მეც შეიძლება ვნახო ეგ.


წერილი



7 ივლისი 1944


რონალდოს მოსწონს ხვეწნა.
ერთი საათის შემდეგ, რა სერაფინა სკოლაშ გავუშვი, ის მოვიდა და მითხრა დავმჯდარიყავი მისაღები ოთხის სავარძელში.
მას დავემორჩლე იმ წამსვე, როგორც კი დავჯექი მისი თითები ნაზად დასრიალებდნენ ჩემს კანზე. როცა კითხვას ვუსვავდი არ მპასუხობდა.
მან ბლუზაზე ღილებბი გამიხსნა, შემდეგ შარვლისკენ ჩავიდა და ქვემოთ ჩაწია, საცვლების ამარა დამტოვა.
გაიღიმა, როცა ჩემს თვალებშ აღტაცება დაინახა.
ის ისევ არ მისმენს, არასოდეს მეხება, როცა ამას მე ვთხოვ, როცა ის მჭირდება.
მისი თითები მაწვალებენ და შემდეგ ის მიდის.
ყველაფრად დამიჯდა, რომ არ შევხვეწებოდი დაბრუნებულიყო,მაგრამ ვიცი ცოტახანშ თავს ვეღარ შევიკავებ და კონტროლს დავკარგავ.


_________


აზრზე არ ხართ რა ცეცხლი თავი გელოდებათ.... თქვენ რას ელოდებით??? თუ იაქტიურებთ უფრო მალე შემოგთავაზებთ შემდეგ თავს <3 სულ ოდნავ გისწრებთ და ვერ ვითმენ, რომ არ გაგიზიაროთ <3



№1 სტუმარი მკითხველი

მოუთმენლად ველოდები შენს ისტორიებს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent