ზღვარი (ნაწილი)
კვლავ ნისლიანი დილა. წვიმის წვეთები მუსიკალურად ეშხეფება ცივ ფანჯრებს. ოთახში სუსხი სუფევს.... ახლა დილის საათებია მაგრამ ღრუბელი ისეა ჩამოწოლილი, კაცი ვერ გაიგებს დღეა თუ ღამეა. ჩემს პატარა მართას ფაუღვიძია, ახლა წესით ბაღში უნდა მიგვყავდეს მაგრამ არდადეგები დაიწყო. ძალზედ ადრე გაგვერვიძა მე და მართას, ასე ვფიქრობ მაგრამ ორთავეს ლილიმ მოვასწრო საწოლიდან ადგომა.. მანამ სანამ მამაშვილს ტკბილად გვეძინა დიასახლისს საუზმის მომზადება მოუსწრია. უნდა ავდგე ჩქარა თორემ ისედაც სირცხვილით ტვალებში მიჭირს ჩავცედობჩემს მეუღლეს, რადგან უკვე ოთხი თვეა უმუშევარიბვარ... მოვიცვი თხელინოერანგი და ფრთხილი ნაბიჯებით შევაღწიე ჩემს ვიწრო სამზარეულოში. -დილა მშვიდობის მერცხლებო, აბა რა გვაქვს დღეს?!... ოჰო ისევ შემწვარი კვერცხი. ვდგავარ სტუმარივით სამზარეულო მაგიდასთან და ნორიდებით ვუმზერ ლილის რომელიც საქმეშია ჩართული და პერიოდულად თვალს გადამავლებს ხოლმე, მე კი ვცდილობ ჩემი უხერხულობა რაიმე გზით სევამსუბუქო. - ოჰ რა ლამაზი მყავხარ, როგორ მიყვარს როდესაც სახლში ხარ და უბრალოდ გამოიყურები. შევბისნე რომ ლილი არც თუ თბილად არის ჩემს მიმართ განწყობილი, ამიტომ გადავწყვიტე ახლა ჩემს მცირე წლოვან ქალიშვილს ვეთამაშო და გავართო. - მამიკოს პრინცესამ ისევ უნდა დატოვოს საუზმე ხელუხლებელი?.... იცოდე თუ ბოლომდე შეჭამ მამიკო გემრიელ ტკბილეულს გიყიდის. უეცრად ლილი ბავშვთან საუბარში ჩამერთო. - არ არის აუცილებელი ტყუილი დაპირება იმისათვის რომ საუზმე ბოლომდე დაასრულოს. უკმაყოფილო სახის გამომეტყველებით შევხედე ლილის და ისეთი გავარვარებული ვარ თითქოს სადაც არის ცეცხლი მომეკიდება. -მაგით რისი თქმა გსურდა?!.. ანუ მე არ შემიძლია ჩემს შვილს რეალურად დავპირდე და თუნდაც ტკბილეული მოვიტანო?.. ლილიმ შემამჩნია რომ უკვე ვცხარდებოდი, სწორედ ამიტომ მდგომარეობის განეიტრალება სცადა. -მე ეს არ ნითქვამს, უბრალოდ არ არის კარგი, როდესაც ბავშვი ეჩვევა რაიმე მოლოდინს რომ მის საფასურად გააკეთოს ის რაც აუცილებელია. საუბარი ორთავემ სევწყვიტეთ. ლილი მართას აჭმევს, მე კი ჩანგალს შემწვარ ერბოკვერცხში ვაცურავებ და თვალს ვაშტერებ მასზე. უცბად ისე დავახეთქე მაგიდაზე ჩანგალი რომ ორთავემ შეშინდნენ, მე კი სწრაფად წამოვდექი ფეხზე და კარისაკენ გავემართე. სად მიდიხარ? შემეკითხა ლილიმ. წავალ ძველ ნაცნობებს შეგაწუხებ იქნებ გავიტანობჩემი ნაშრომები ვუპასუხე ლილის შეკითხვაზე... მან კი ამოისუნთქა და ფანაგრძო მაეთას კვება. ამ ფაქტმა გამაღიზიანა და პირდაპირ სევუტიე ლილის, თუ რატომ ჰქონდა მას ასეთი რეაქცია ჩემს პასუხზე?!.. მან თავდაპირველად ჩემი დამშვიდება სცადა და შემახსენა რომ მართა სეშინებული გვიყურებდა მაგრამ რომ ვეღარ სეძლო ჩემი შეჩერება აგრესიაზე აგრესიით მიპასუხა. - კარგი რა დემნა!.... უკვე რამდენი ხანია ეს მესმის?!. უნდა გაიტანოს შენი ნაშრომები, და როდის? რატომ არ გაქვს აქამდე?... რა თქმა უნდა ვიცი შენი პასუხი, კონკურენციის გეშინია. შენ გავიწყდება რომ ცოლ შვილი გყავს და ახლა არ არის ექსპერიმენტების დრო. დაწყებული კამათი დიდ აურზაურში გადაგვეზარდა. დილიდან ჩვენინსახლიდან ხმა მაღალი საუბრის და ჩხუბის ხმა გამოდის... ამას ემატება მართას ჩაბჟირებამდე ტირილი და სრულდება ჩემს მიერ მოჯახუნებული კარით. თავსხმა წვიმაში ისე მივემართები რომ თითქოს ანთებულ კოცონს რომელიც ჩემს სხეულზე გიზგიზებს ეს დალოცვილი წვიმა აქრობს და მამშვიდებს. მივდივარ მაგრამ საით?.. პასუხი არ მაქვს ჯერ ჯერობით. ეგ განა არ მესმის ლილის ახალგაზრდა ლამაზი გოგონა გადაეკიდა ამ უბადრუკ და არ შემდგარ თვით მაქრქვია მხატვარს, რომელიც იმედს არ კარგავს რომ ოდესმე მის ნაშრომს გამოფენა სახალხოტ და ის დაფასდება მაგრამ დაბრკოლება დიდია შიში კონკურენციის. ჩემი შენოქმედება არავის მოსწონს, ყველა თვლის რომ ყველაფერს თავი უნდა დავანებოთ და ნორმალური ადამიანივით ვიცხოვრო. ჰმ განა მე არ მსურს ეს?.. არ მოვინდომე რომ მეც მეცხოვრა ისე როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს?!... კი მეც ვმუშაობდი ვშრომობდი, პარარელურად ვხატავდი მაგრამ უეცრად დამემართა რაღაც ამოუცნობი, რომელმაც დამამონა და დამაცოქა. დამავიწყა ვინ ვარ, რატომ ვარ და საერთოდ რა სემიძლია?... ამ მდგომარეობამ იმ დგომარეობამდე მიმიყვანა რომ სამსახურის მიტოვება მომიხდა. აღარავის აღარ სურს ცემთან საქმის დაჭერა რადგან თვლიან რომ შეშლილი ვარ. დიახ ახლა ფსიქოტროპულ წამლებს მოვიხმარ მაგრამ აქ ერთი ფაქტია.... მე ფიჟი არ ვარ!... მხოლოდ უეცარი შეტევა მემართება მძაფრად. მან არ იცის დრო და ადგილი. ის არ გინდობს და არ გეკითხება როგორ განწყობაზე ხარ. მანამ სანამ წამლებს მოვიხმარდი ერთი ინციდენტი მომიხდა ბაზარში ვაწარტან როდესაც ცოლ შვილი მახლდა, ქურდაძე შელაპარაკება მოგვივიდა და საბოლოოდ მისი სახლი გავანადგურე. სწორედ ამიტომ ოირობით ვარ თავისუფალი არავინ ითვალისწინებს ჩემს მდგომარეობას, უბრალოდ უნდა მოვითმინო, ეს არის ჩემი ვალდებულება და ამაში დანიშნული მედიკამენტები მეხმარება. კიდევ ერთი ხრიკი შევისწავლე როდესაც წყობიდან გამოვდივარ, შარვლის ნაჭერს გამეტებით ვუჭერ ხელს და ერთ წერტილს ვუმზერ იქამდე სანამ მარ დავმშვიდდები. ასე რომ არა თავს გისოსები ამოვყოვ და ოჯახს ვეღარასროს ვნახავ. ეს ყველაფერი გამკლავებაში მაგრამ ის ფაქტი მეტად რთულია როდესაც ვერაფერს ვაკეთებ და გარშემო მყოფებმა უსაქმურ კაცად შემრაცხა. ჩემი ლილიც ასე ფიქრობს უბრალოდ არ მეუბნება მაგრამ მე ამას მის ტვალებში ვკითხულობ. მისი მჺოვლები არ მელაპარაკებიან. მხოლოდ ლილის დეიდა მოდის პერიოდულად. მან ერთ დღეს გამიყვანა და ჩემთან გულახდილი საუბარი გამართა. - ახლა მე შენ არც საყვედურებით აგავსებ და არც ჭკუას დაგარიგებ. უბრალოდ თავად დაფიქრდი, როდემდე უნდა ცხოვრობდე ასე?!.. უკვე მერამდენე თვეა ხან მე გეხმარებით ზოგჯერ საბრალო ლილი შრომობს და ცდილობს ბავშვისათვის... შენი მშობლებიც აგზავნიან პერიოდულად სოფლიდან ნობათს მაგრამ რა უნდა გამოგიგზავნი. თავად უჭირთ უკვე. ჩემი და და სიძე მიუხედავად შენზე წყენისა მაინც ეცოდებათ შვილი და შვილისვილი და ჩუმად ცდილობენ დახმარებას. შენ კი წანოწოლილხარ მზარ თეძოზე და გაიძახის დეპრესია მაქვს და ვერაფერს ვაკეთებო, ჩემო კარგო სენს ირგვლივ რომ არავინ ვიყოთ და არ გეხმარებიდეთ. აი მაშინ არც დეპრესია მეცოდინებოდა და არც ამ ამბებზე არ იქნებოდი შეცვეული. ცოტათი გონს უნდა მოხვიდე დემნა, ზრდასრული მამაკაცი ხარ. დაგიცემებია და კიდევ ფიქრობ იმას რომ შენი ნაშრომების ვინმე დაინტერესდება?!.. კარგი რა ჩამოდი მიწაზე!... ცოლი გყავს და პატარა ქალიშვილი. ორ ადამიანს უნდა მიხედოს მხოლოდ!.. საწყალ მამაჩემს რა უნდა გაეკეთებინა ხუთი შვილი ვყავდიტ და ყველას გვარჩენდა. საუბრს არ დაასრულებდა, შემოსასვლელიდან ბავშვის და ლილის შემოსვლით შექმნილი ხმაური რო. არ გაგვეცინა. ლალი ფეხზე წამოდგა ჩუმად და კართან მიახლოებულია სიტყვა დამიტოვა. -ჭკუას მოუხმე დემნა!... თორემ იცოდე ორთავეს წავიყვანთ, ასე თუბგაგრზელდება. აჩი სახის გამომეტყველებით დატოვა ჩემინოტახი და სამზარეულოში გავიდა. მივუყვები სველ ქუჩებს. მხარზე გადაკიდებული ჩამთითსნსადაც ნარშრომები მაქვს განლაგებული. წვიმას თან ქარიც ახლავს და ეს ორივე ისეთ სიამოვნებას მანიჭებს რომ მაგრძნობინებს სიახლოვეს. გზად სამხატვრო აკადემიას მივადექი სადაც ჩემი ძველი ახლობელი მეგულება. სადაც არის კარს უნდა მივუახლოვდე. ოჰ ოღონდ ეს არა!.. დაიწყო თავბრუ მესმის, გულში რაღაც სითხე მეღვრება და განუწყვეტლივ ძგერს დადღაც... ახლა ტალღებზე ვდგავარ და სადაც არის წავიქცევი... ირგვლივ ყველაფერი წითლდება, გულის ძგერა ყურებიდან ამომდის.... ფეხებიდან ძირი მეცლება, ახლა წავიქცევი. ცალიმმუხლინმომეკეცა და ძირს დავეყრდენი, ხელით ვებრაუწები კეტელს რომ სრულად არ დავეცე. მეორე ხელით ჯიბეს ვეძებ აღელვებული რომ აბებს მივაგნო. როგორც იქნა დავიყარე აწახწახებულნხელის გულზე ერთიწალიბდა სწრაფად ჩავყლაპე. დრო და დრო გული თავის რითმს უბრუნდება. სუნთქვა მისტაბილურდება და გარემოც თავის ფერს უბრუნდება. მშვიდად ვცდილობ სრულად წამოვდგებფეხზე და ნელი ნაბიჯებით ვბრუნდები შინისაკენ. ეს პირველი სემთხვევა როდია?!.. უკვე მერამდენედ გამომავრუნა საქმეზე წასული უკან შინისაკენ. არაუშავს მოგვიანებით სევხვდებიბჩემს ახლობელს და ყველაფერს ავუხსნი. სახლში კი ლილი კვლავ ვერ გამიგებს. კართან ვდგევარ ბავშვივით, რომელიც სკოლიდან დაბრუნებული ორიანის მირებისას, დედის შიშით რომ ვერ შედის სახლში. გამბედაობა მოვიკრიბე და კარი ნელა შევაღე. შემოსასვლელში უცბად გახარებული ამომახტა მართა და გულში ჩამეკრა... სამზარეულოდან მცირე ხმაური შემომესმა, მართა ძირს დავეცი და დაძაბული გავემართე სამზარეულოსკენ. ოჰო აქ თურმე რა ხდება ლილის ახლო მეგობარი ნაილი გვსტუმრობს ჩვეულად რომელსაც გულზე დიდად არ ვეძატები. მივესალმეთ ერთმანეთს მაგრამ მისი მისალმება ისეთი იყო სჯობდა ამის მაგიერ დავეწყევლე. გშია?... მეკითხება ლილი. არა, ავალ სახელოსნოში, უნდა ვიმუშავო. ამის გაგონებისას მაილიმ ჩემს გასაგონად ჩაიცინა და ჩაილაპარაკა. მშრომელი კაცი. სიძულვილით აღსავსე თვალებით ვაკვირდები მას, ამავდროულად შარვლის ნაჭერს გამეტებით ვუჭერ ხელს და ვცდილობ ჩემს სინთქვას ვუსმინო. ლილიმ შენიშნა როგორ ვუმზერდი ნაილს და სამზარეულოდან მშვიდად გამარიდა. ამ ადამიანის აქ ყოფნამ მთლიანი ფანტაზია და მუზა გამიქცია, ამიტომ გვერდით პატარა ოტახში წამოვწექი და გაზეთი მოვიმარჯვე ხელში. ლილი სამზარეულოში დაბრუნდა და ნაილტანნგანაგრზო საუბარი. გაზეთს თვალს ვავლებ მაგრამ საინტერესოა ვერაფერს ვხედავ, ამიტომ ერთი ყუთი მათკენ მაქვს მიმართული. საკმაოდ კარგად მესმის რას საუბრობენ რადგან ამ ჩემს პატარა ღარიბ სახლს კარს უამრავი რრიწო და თხელინკედელი ამშვენებს. - არ მოგბეზრდათ ამ უპერსპექტივო კაცთან ცხოვრება?... მე შენ ჯერ კიდევ როდის გეუბნებოდი რომ არ იყო შენი შესაფერისი. -გეყიფა გთხოვ, ჩვენ კარგად ვართ უბრალოდ ახლა პერიოდი აქვს ასეთი. -კარგი რა... ამას სულ ასეთი პერიოდი ექნება, ტვინიკოსი ხელოვანი. შენც ხომ იცი რომ გამკეთებელი რაიმეს აქამდის გააკეთებდა. -გთხივ ნაილნ აღარ გვინდა ამაზე საუბარი. -კარგი როგორც გინდა მაგრამ მერე გაიხსენებ ჩემს სიტყვებს და მეტყვი რომ მართალი ვიყავი. კარგი ეგ იქეთ იყოს და მე რომ გითხარი რას იზამ წამოხვალ?.. -ხიმ იცი ახლა ფული ძალიან გვჭირდება მაგრამ დემნა არ იქნება ამაზე თანახმა, ის არ გამომიშვებს. სწრაფად წამოვჯექი როდესაც ეს გავიგონე და ამ საუბარს ნაილის ირონიული და ამაზრზენი სიცილი დაჰყვა. ჩუმად მივუახლოვდი კარს და ვცდილობ კარგად გავიგონო რაზე საუბრობენ. - ბოდიში მაგრამ შენ ქმარს ამ ეტაპზე არაფერი ეკითხება!.. თუკი რაიმეზე პრეტენზია აქვს, გაანზრიოს ერთი ადგილი და აღარ დაგჭირდება მსხვერპლზე წასვლა. ამის გაგონებისას ვეღარ მოვითმინე და უხეშად შევუარდი მათ სამზარეულოში, ჩემსნდანახვაზე უცბად შეშფოთდა ორთავე. -მეტისმმოთმენანარარ შემიზლია!.. შენ რაებს კადრულობ?!.. კეთილი ინებეთ და ჩემს ოჯაღსი პატივისცემით მოიხსენიე ჩემინსახელი!... ნაილი ფეხზე წამოდგა და ნელა მომიახლოვდა სიძულვილით აღსავსე მზერით. -ხომ არა?... შენც კეთილი უნდა ინებო და ამ ხნის კაცმა უნდა სეძლონიმდენინრომ ჩემინმეგობარი და მისი პატარა შიმშილიტ არ ამოხოცო!... შეხედე შენს ცოლს, ერთი და იმავე ტანისამოსით რომ დადის. მე შენს ადგილზე სემრცხვებოდა და ხმას სრულად არ ამოვიღებდი. - ნაილ ძალიან გთხოვ, დატოვე ახლა ჩემი სახლი თორემ დავივიწყებ რომ ქალი ხარ. -ოჰო?!.. გაბრაზება შეგიძლია ანუ? კიდევ კარგი რაღაც ფუნქცია მაინც სეგრჩენია. -უმორჩილესად გთხოვ დაგვტოვეს მარტო და მომეცი საშუალება ჩემს ცოლს გავესაუბრო. -კიდევ რამდენი პრეტენზია გქონია შენ?... ჩემინმეგობრის გამკვირვებია რა ესაქმება შენისტანა ვიგინდარასტან. ჩვენს შორის კამათი დრო და დრო იღდებოდა, სწორედ ამ დროს განწირული ხმით იკივლა ლილიმ და ორთავეს მოგვივიდა სეცერებისაკენ. სამზარეულოში სიჩუმე ჩამოვარდა. ლილი თვალზე ცრემლის ვერ იკავებს. მე და ნაილი კი ზიზღით ვუმზერ ერთანეთს. -კარგი სიხარულო, შენი პატივისცემით წავალ ახლა მე აქიდან მაგრამ შენს ზარს ველოდები!.. იმედი მაქვს სწორ პასუხს გამაგებინე, ნახვამდის. გასვლისას ცივად გადამავლო თვალი ნაილიმ და როგორც იქნა დატოვა ჩვენი სახლი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.