დაბრუნება(სრულად)
ყველანი მხეიძესთან ვიყავით სტუმრად. სახლში საახალწლო და ლედ განათებები ჰქონდა გაკრული მოწითალო ელფერის მისაღებად, ცოტა კლუბს რომ დამსგავსებოდა იქაურობა. მისი დაბადებისდღე იყო. კარზე რომ დავაკაკუნეთ ღიმილიანი სახით გააღო და უკვე მრავალი წლის გაცვეთილი ხუმრობა გვესროლა მე და ლაზარეს. - ერთმანეთს წებო მომენტით მიეწებეთ ტო? -იდიოტი ხარ, დაბადებისდღეს გილოცავ. ბიჭს ლოყაზე ვაკოცე და გადავეხვიე. მერე ლაზარეც სიცილ-კისკისით მოეხვია მეგობარს და საჩუქარი მივაწოდე. მე და ლაზარემ ერთად ავურჩიეთ რამდენიმე დღის წინ და ზუსატდ ვიცოდით როგორცკი გახსნიდა შეუყვარდებოდა. მისაღებისკენ წავედი სადაც ჩვენი სხვა მეგობრებიც იყვნენ და უკნიდან ლაზარეს სიცილი მომესმა. ამ ხმაზე მუდამ ვგიჟდებოდი, რამდენი წელი იყო გასული მას შემდეგ რაც მას შევხვდი, ის კი სულ ყოველ წუთას იცინოდა, მაგრამ არასოდეს მომბეზრდებოდა მისი მხიარულების ხილვა. მეც ჩამეღიმა ბიჭის მხიარულებაზე და მეგობრები სათითაოდ მოვიკითხე. დიდხანს ვსვავდით, ვხუმრობდით და ერთმანეთის სიახლეებს განვიხილავდით, მერე ერთერთმა მეგობარმა რომ გვკითხა. -შემდეგ კვირას რას აკეთებთ, გავიდეთ სადმე. -არ გვცალია ჩვენ. ლაზარემ ჩემს მაგივრადაც უპასუხა. ერთმანეთის გარეშე იშვიათად თუ გვნახავდით, ისიც მარტო მეგობრებთან ერთად გასულს. იმიტომ არ ხდებოდა ეს რომ მე მას ის კი მე არ მენდობოდა, პრიქით არასოდეს გვიეჭვიანია, ერთმანეთი ისე გვიყვარდა როგორც მხოლოდ წიგნებსა და ფილმებში ხდებდა ხოლმე. უბრალოდ ასე თავისთავად ხდებოდა. მასთან კარგ დროს ვატარებდი, ჩემი სახლი და სიმშვიდის წერტილი სულ ჩემს გვერდით მეგულებოდა და უფრო მეტად ვიგიჟებდი თავს ვიდრე ვიყავი. თანაც საერთო სამეგობრო გვყვავდა. - რატომ? -არ იცის ახლა რატომ. გამოიშტერა გოგომ თავი მხეიძემ თვალები აატრიალა და ცინიკურად გადმოგვხედა მე და ლაზარეს. ლიკამ კი მობეზრებულმა, გადაღლილმა და ინტერესით აღსავსემ შემოგვხედა და გვკითხა. -არ მოგბეზრდათ ერთი და იგივე მარშუტით სალაშქროდ სიარული. სულ იგივე ადგილებს ნახულობთ. რამე ახალი მაინც სცადეთ. -ისინი ერთი და იგივე არასოდეს არიან. რაღაც ყოველთვის იცვლება, რაღაც რასაც ვერ ხედავ მაგრამ აშკარად გრძნობ რომ ისეთივე აღარასოდეს იქნება , როგორიც წინა წელს იყო. -თანაც ნიკესთან შეხვედრის ადგილის ყოველწელს ნახვა არასოდეს მომბეზრდება. მაშინ იქ რომ არ შევხვედროდით, მის დანახვაზე იმ ქვადვე რომ არ ვქცეულიყავი რომელზეც ვიჯექი ვინ იცის კიდევ რამდენ დროს გავფლანგავდი სანამ სადმე დავინახავდი და ვიგრძნობდი რომ ნიკე იყო ის ვინც მთელი ცხოვრება მაკლდა. გაიღიმა და შუბლზე მაკოცა. მე დავიმორცვხე და სიწითლის დასამალად თავი მის კისერში ჩავრგე. ექვსი წელი იყო გასული რაც ერთმანეთს შევხვდით და ხუთ-ნახევარი რაც შეყვარებულები ვიყავით. მეგობრებთან ერთად სალაშქროდ იყო წასული მათსავე დაგეგმილი მარშუტით. ალბათ დაგაინტერესებთ მე საიდან აღმოვჩნდი იქ?! მისი მეგობრის შეყვარებული ჩემი მეგობარი იყო და წასვლა შემომთავაზა. მე ბუნებაზე გაგიჟებულ გოგოს კი მისთვის წინადადების დასრულებაც არ დამიცდია ისე დავთანხმდი. ლაზარე რომ დავინახე, ქვაზე მჯდომი , ჯოხით მიწას რომ აწვალებდა იმ წამშივე მივხვდი რომ ის იყო ჩემი დაკარგული ნაწილი, როგორც პოეტები იტყოდნენ. მან ამომხედა, ჯერ ერთ ადგილს მიელურსმნა , მერე ფეხზე წამოდგა და ჩემს წინ ასვეტილმა მითხრა. -ხომ გიპოვე. - საკითხავია ვინ ვინ იპოვნა, შენ მე თუ მე შე. ყველანი გაოგნებულები გვიყურებდნენ. ლაზარემ ხელი გამომიწოდა. -ლაზარე. -ნიკე. ჩემი სახელის გაგონებაზე ისე ჩაიღიმა თითქოს უკვე სცოდნოდა რა მერქმეოდა. შეიძლება არაცნობიერის დონეზე იცოდა კიდეც. ვინ უწყის?! გაცნობიდან ერთი წლის მოდი იმ ტბასთან, მდელოზე, სოფელში და მთებში დავბრუნდეთ სადაც შევხვდითო. და რადგანაც ლაზარე ტრადიციებისა და ჩვევების ადამიანი იყო იქ ყოველწელს ვბრუნდებოდით, ორკვირიან შვებულებას ვიღებდით და ჩვენი გაცნობის ადგილებს ვუბრუნდებოდით. ამდენი წელი იყო გასული და მე მაინც ვწითლდებოდი მის თბილ სიტყევბზე და მასთან ხალხის თანდასწრებით ფლირტზე. -ნიკე გაწითლდა. -მოკეტე მხეიძე ბალიში ვესროლე და ლაზარე უფრო მეტად მომეხვია. ბავშვები ჩვენს გაცნობას იხსენებდნენ. როგორ უდარდელად ვსაუბრობდით იმ საღამოს კოცონთან და 5 თვის მერე როგორ გამოვუცხადეთ იცით ვხვდებით თქო. სიჩქარით არაფერი გვიჩქარია. ერთმანეთი კარგად გავიცანით, ვხვდებოდით და ათას უაზრო თუ აზრიან თემაზე ვსაუბრობდით. არც მალე გადავსულვართ ერთად, 3 წელი იყო უკვე გასული. მასთან ერთად ცხოვრება კიდევ უფრო ამაღელვებელი იყო. სულ ხუმრობდა, არასოდეს მინახავს მასსავით მხიარული და გულწრფელდ ბედნიერი ადამიანი. ცხოვრებაში იმ დეტალებს ხედავდა ყველას რომ ავიწყდებოდა და მეც დღითი დღე უფრო და უფრო მეტად მიყვარდებოდა. უფრო მეტად მავიწყდებოდა როგორი იყო ცხოვრება ლაზარეს გარეშე, როგორი იყო ძილი მისი ჩახუტების გარეშე. სხვისი კოცნა, სხვისი შეხება რა ემოციას იწვევდა ჩემში. ნელ-ნელა ლაზარემ ყველაფერი მოიცვა, ყველაფერს შეეხო, ყვეალფერი დამავიწყა და მაინც ცხოვრებაში დამტოვა. ვიცოდი რომ მის გარეშეც შევძლებდი ცხოვრებას, მაგრამ არ მინდოდა. არ მინდოდა და მორჩა. თუ ოდნავ ცუდ ხასიათზე დამიგულებდა ყირაზე გადადიოდა ფიქრების ჩემი თავიდან ამოსაგლეჯად. დილით კოცნით მაღვიძებდა, ისე რომ 6 წლის მანძილზე ერთხელაც არ მოჰბეზრებია. საჭმელს ერთად ვაკეთებდით ამ დროს ორივე ვცეკვავდით და ყვეალფერს ერთდროულად ვაკეთებდით ხოლმე. თუ რამე სასწრაფო იყო სამსახურის საქმეებსიც ვეხმარებოდით ერთი მეორეს. - ის გახსოვთ ორი წლის წინ რომ ვთხოვეთ ჩვენც გავეყოლებინეთ და უარგვყვეს. -ჰეი ეს ჩვენი ტრადიციაა, თქვენ თქვენი მოიფიქრეთ. -ეს და ამის ჩვევები. ნიკე ამდენხანს რომ არ გამოექცა მიკვირს. -ეგ მაგაზე უარესია. მხეიძემ დამცინა და სასმელი ჭიქაში ჩამომისხა. -ერთხელაც შემომაკვდები შენს თავს გეფიცები. -კარგი არ გინდა რა. ბიჭს დავუბღვირე და ღვინო მოვსვი. გამთენია იყო როცა ცეკვას, სმას, ისევ ცეკვას, ისევ სმას და ძველი ისტორიების ვინ იცის მემერამდენედ მოყოლას თავი ვანებეთ და სახლში წავედით. ლაზარე საჭესთან იჯდა , მე შემომთავაზა თუ გეძინება უკან მიწექიო და ასეც მოვიქეცი. სახლში ხელში აყვანილი შემიყვანა და საწოლზე ფრთხიალდ დამაწვინა. მაინც გამეღვიძა და სიბნელეში ვუყურებდი როგორ იხდიდა ტანსაცმელს. გვერდით რომ მომიწვა მის მკლავებში მოვექეცი და ყელში ვაკოცე. -არ უსმინო გიჟ მხეიძეს შენი ჩვევებზე დამოკიდებულება ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი რამეა შენში. -კიდევ რა? -მმ კარგი კოცნა იცი. და შენს კომპლიმენტებზე წლებია ვდნები. -ყველაფერი რაც გამაჩნია შენთვისაა საყვარელო. -ხედავ ყველას ვაჯობე და გიპოვე. -შენ ხომ გამარჯვების ქალღმერთისთვის დაგარქვეს სახელი. -ჭრის არა? -რა თქმა უნდა. ჩვენს შვილს რა უნდა დავარქვათ? ხელი მუცელზე დამადო და გამეცინა რადგან ორსულად სულაც არ ვიყავი. -მაშინ მოვიფიქრებ როცა გვეყოლება. ტუჩებში ვაკოცე და უფრო მეტად მივეწებე ზეწრის ქვეშ. ამ დღიდან 1 კვირის შემდეგ სალაშქროდ წავედით. იქიდან ჩამოსვლამდე მეგობრებს აღარ ვუნახივართ, ზოგი ბათუმში წავიდა, ზოგი საზღვარგარეთ , ზოგიც თბილისში ყელამდე საქმეში ჩაფლული დარჩა. მდელოზე, რომელზეც სალაშქროდ დავდიოდით ერთი სქელი ხე იდგა, მის ძირში ვისხედით, მე ხეს მიყრდნობდილი, ის ბალახზე გაწოლილი და თავით ჩემს მუცელს მოყრდნობილი. იმ ჰაერს ვსუნთქავდით რომელიც ცოდვებისგან და სიბინძურისგანაც კი წმენდს ადამიანებს. ჩიტების ჭიკჭიკი და მწერების ზუზუნი ისმოდა, მანქანასთან კარავი გვქონდა გაშლილი, აქ დარჩენას ორი დღით ვგეგმავდით, მერე სხვაგან მივდიოდით, გზაში ერთ დღე ღამე გვინდოდა, მერე იქაც რამდენიმე დღე გავჩერდებოდით და ასე... - თბილის რომ ვშორდებით ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს ყველაფერი მხრებიდან მეხსნება და ჩიტივით თავისუფალი ვარ. - ყოველწელს ამას იძახი. - შენც მხეიძე გახდი? -რა თქმა უნდა არა საყვარელო. თმაზე წავეთამაშე და თავი ხეს მივაყრდენი. იქ ისეთი სიმშვიდე იყო. მწვანე ბალახი და ხეები რომლებიც სასიამოვნოდ შრიალებდნენ ქარში. ის კი , ლაზარე, ბედნიერი გართხმულიყო მიწაზე და ფოლკლორულ სიმღერებს ჩუმად ღიღინებდა. აქ მოსვლისას მუდამ ასე იცოდა. მზე უკვე ჩასვლას იწყებდა და ბალახახებს თითქოს ცეცხლი წაჰკიდებოდათ, ლაზარეს თმაზე ვეფერებოდი და მზის ჩასვლას მასთან ერთად მანამ ვუყურებდი, სანამ ხეებს შორის არ ჩაიმალა და გაქრა. -მზეც კი შენ გგავს ნიკე. -ისე რატომ მესაუბრები ეს ბოლო დროა თითქოს ყველა დარჩენილ თბილ სიტყვას იყენებდე სანამ გაქრებოდე? ეს შიში მთელი კვირების მანძილზე ამკვიატებოდა და თავიდან ვერ ვიგდებდი, იმ საღამოს, ჩვენი ლაშქრობის პირველ დღეს კი გამბედაობა მეყო მისთვის მეკითხა. -ნუ სულელობ. არსად წასვლას არ ვაპირებ, როგორ შემიძლია შენი მიტოვება? ის წამოჯდა და თვალი თვალში გამიყარა, ჩემს წინ იჯდა, ფეხები გაეშალა და მათში დარჩენილ სივრცეში მოვემწყვდიე. -შენ ჩემი ხმა ხარ- ხელი კისრიდან ხორხზე ამატარა და ტუჩებზე ნელა შემეხო- ჩემი სუნთქვა, თვალები-ამ ჯერად თვალებზე გადამატარა თითები და ჩამეღიმა- ჩემი მზე ხარ, მზე რომლის ირგვლივაც დაუსრულებლად ვტრიალებ. შენს მიტოვებას ქვეყნად ვერაფერი მაიძულებს. თვალები რომ გავახილე პირდაპირ მის თვალებს შევეფეთე და სახე ისე გამინათდა ღიმილისგან რომ მეგონა ცოტაც და მთლიანად ღიმილად ვიქცეოდი. წინ გადავიხარეკ, თავი მის კისერში ჩავრგე როგორც მჩვეოდა ხელები წელზე შემოვხვიე. -რამდენი წელი გავიდა და მაინც შემიძლია შენი სიტყვების მონა ვიყო, ყველგან გამოგყვე, არასდროს შეგეპასუხო და ყველაფერი დავიჯერო რასაც მეტყვი. განა რამხელა შანსი იყო იმის რომ ერთმანეთს შევხვედროდით? -თან ისე დანახვის წამსვე რომ გავქვავებულიყავით ერთმანეთის აღმოჩენით არა? -ხო. -ძალიან ცოტა. იმაზე ცოტა შანსიაქ ვიდრე თეთრი ხვრელის არსებობას. სიცილით თქვა და ლოყებზე მაკოცა. პირდაპირ თვალებში ვუყურებდი, ზუსტად ასე მომწონდა მისი დანახვა, მხოლოდ თვალის გუგებით და ფერით, მხოლოდ შეგრძნებებით. ასე უფრო დიდხანს მამახსოვრდებოდა მისი იმ მომენტში განცდილი ემოციები. -არ გშია? -რა გვაქვს? -კიტრი-პამიდვრის სალათი. -მგონი საჭმლის ყიდვაც მოგვიწევს. -მგონის გარეშე. წამო ჯერ რაც გვაქ ეგ ვჭამოთ მერე მთებში ასვლამდე მაღაზიაში გავიაროთ და მშრალი პროდუქტები ვიყიდოთ. კარგი საყვარელო? -კარგი. ფეხზე მასთან ერთად ვდგები და წინ ვუშვებ. მერე მისკენ გავრბივარ და ზურგზე ვახტები. ისიც ხელებს ფეხებზე მხვევს, რომელცი ჰაერში მაქვს აშვერილი და წრეზე ტრიალს სიცილით იწყებს. მერე ბალახზე ჩემთან ერთად ეცემა და გვერდზე გადაბობღებული, ჩემსკენ თავმოტრიალებული მიყურებს. -არასოდეს შეიცვალო. -არა! მე რომ სხვანაირი ვიყო ერთად არასდროს ვიქნებოდით, რადგან -სამყარო დეტალებისგან შედგება. ამ ფრაზას გამუდმებით ვუმეორებდი ხოლმე და ბოლო დროს თავად ასრულებდა. რაზეც ორივენი გულიანად ვიცინოდით. ჩემსკენ გადმოიწია და ტუჩებში მაკოცა, თან ხელი ლოყაზე შემიცურა. მეც ავყევი და ამის შემეგ მართლა კარავთან დავბრუნდით. ლაზარემ შენ ცეცხლთან დაჯექი და ყველაფერს მე მოვიტანო, მეც აღარ შემიწუხებია თავი წუწუნით არა მე გავაკეთებ-მეთქი. ტელეფონეს არ ვრთავდით ხოლმე ძველი კამერით ვიდეოებს და ფოტოებს ვიღებდით, ტელეფონში გადაგვქონდა და სამეგობროს საერთო ჯგუფში ვგზავნიდით. ახლაც კამერით ვიდეოს ვუღებდი ლაზარეს. -აი ნახე მხეიძე ასე უნდა მომსახურება ის კი არა ნატალის რო აკეთებინებ ყველაფერს. -ჰეი ნუ აბოლებ ხალხს რომ მხოლოდ მე ვარ აქ მონა. ლაზარემ სიცილით გამომხედა და თან კიტრის ჭრა განაგრძო. ისე ბნელოდა ირგვლივ, ჩვენს გარშემო მანქანის ანთებული ფარნები მხოლო გარკვეულ მანძილს ანათებდნენ სხვა დანარჩენი კი წყვდიადში იძირებოდა. - მაცადე ჩემი დაქალის ბორნკილებისგან გათავისუფლებას ვცდილობ. - ეჰ ნატალი თვითონ მივიდა მხეიძესთან და ბორკილების დადება მოსთხოვა. -იდიოტი ხარ. სიცილით ვუთხარი. ლაზარებმ კამერას ხელი ააფარა და წამართვა, თავად დაიჭირა ხელში და თავისუფალით იმ წამს მორჩენილი სალათიდან კიტრი და პამიდორი მომაკბეჩინა. მეც სიცილით ჩავკბიჩე და კამერას თვალი ჩავუკარი. მხრებზე პლედი მქონდა მოხურული, რადგან გრილოდა, ის კი შორტებისა და მოკლე მკლავიანი მაისურის ამარა იყო. ხელი მაღლა გასწია და ჩემსკენ გადმოიხარა რომ ეკოცნა მეც თავი მაღლა ავწიე და ტუჩები შევაგებე. -ახლა იტყვიან ისე არ გვეყოფოდით ვიდეოებსაც იღებთო. -დიახაც დაე შურდეთ იმის გამო როგორი ლამაზი და ჭკვიანი შეყვარებულიც მყავს. -ნოეს შემოელახები იცოდე. -არაფერიც. -დიახაც და მხეიძეც დაეხმარება. -ა ეხლა შენ ვისკენ ხარ? -არავისკენ.-უცბად სიცილი ამივარდა- მხეიძე იტყოდა სამოთხეში პრობლემებიაო -დიახაც იზავდა. სულ მას იმიტომ ვახსენებდით რომ მისი ცოლი ჩემი ბავშვობის, როგორც იტყვიან “ტრუსიკის “ ,მეგობარია, მხეიძლე კი ლაზარესი თითქმის დაბადების წამიდანვე. ასე რომ მიუხედავად მოზრდილი სამგეობრო წრისა მაინც ეს ორნი იყვნენ გამუდმებით ჩვენს გევრდით და ჩვენს სახლში. მეტიც მე ნატალის ბავშვის ნათლია ვიყავი. მთელი ცხოვრება ერთა გავატრეთ. ახლაც ისე კარგად მახსოვს მისი აღფრთოვანებული სახე როცა ვუთხარი ლაზარე მიყვარს თქო, როცა ვუთხარი მისი შეყვარებული ვარ მეთქი, მასთან გადავდივარ, უკვე ერთად ვცხოვრობთ თქო. ჯადოსნური წლები იყო, ბუნებით და ლაზარეს სიცილის ხმებით სავსე. მის გვერდით შეუძლებელი იყო რამე მომბეზრებოდა, თუ ეს უკვე ვთქვი?1 არაუშავს კიდევ ბევრჯერ გავიმეორებ. - მაგრამ არანაირი პრობლემები არ გვაქვს მხოლოდ ხუმრობით წაკამათება ძმაო. -რა თქმა უნდა შეხედე ამ ანგელოზივით ბიჭს რა ნამუსით უნდ ავეჩხუბო? შეყვარებულს კისერზე მოვეხვიე და მანაც ხელი პლედის ქვეშ წელზე შემომხვია. -აბა კარგად, მთებში გადაღება არ დაგვავიწყდება, ეს ხომ ბოლოს და ბოლოს მთებია. ლაზარემ კამერას თვალი ჩაუკრა , მაგრამ ვერ მივხვდი რატომ. გაბუტულმა ავხედე და ლოყაზე, რომელზეც წვერი სულ ოდნავ ამოზრდოდა ხმაურით ვაკოცე. -რატოომ ჩაუაკრი ბავშვებს თვალი? -რაღა ბავშვებს 27, 30კ 34 წლის ვირები არიან. -ჩემი ვირი .-სახე კოცნებით დავუფარე და შემთხვევით მორიდანაც გადავვარდი. -შეშლილო გოგო. -რატომ ჩაუკარი თვალი ბავშვებს. -ვახარბებ ნიკე, მეტი არაფერი. თვალებში თითქოს წინკები უთამაშებდნენ და ისე მაბნევდა ეს მისი მოულოდნელი სიხარული და სიცანცარე ვერაფერზე ვფიქრობდი. მოვეშვი და საშუალება მივეცი ჩემს წინ თავადაც პლედით ჩამომჯდარიყო. შუაში კოცონი გვენთო , რომელზეც ლაზარეს წამოღებულ სოსისებს ვბრაწავდით. უკვე 11 საათი იქნებოდა ძველი ამბების გახსენებას რომ მოვრჩით და საკმაოდ აცანცარებუებმა პლედები კარვის გარეთ მივატოვეთ. ლაზარეს კარვის საკეტი ღია დარჩენოდა, ამიტომაც მზის სხივებმა გამაღვიძეს. ერთიანად მის სხეულსა და თხელ პლედში ვიყავი ახლართული. როგორღაც წამოჯდომა მოვახერხე და გარემოს გავხედე , რომელიც ბინდიდან ის ის იყო გამოდიოდა. ცივი ჰაერი სახეზე მეთამაშებოდა და მას კი უდარდელად, ჩვილი ბავშვივით ეძინა. ის კადრი არასოდეს დამაწვიყდება, ისეთი ნაზი ჩანდა, არა იყო კიდეც, მუქი ყავისფერი თმა მზის სხივებზე უბრწყინავდა და გარუჯულ კანზე ალაგ-ალაგ ოფლის წვეთები უკიაფობდნენ. მაინც არ მიშვებდა ფეხებზე შემოხვეულ ხელს. ლოყაზე რამდენჯერმე ვაკოცე და ცხვირზე ცხვირით ოდნავ შევეხე. -ლაზ გაიღვიძე. მიდი რა სიყვარულო. ნახე რა ლამაზია აქაურობა. -დარწმუნებული ვარ შენსავით ლამაზი მაინც არ იქნება. მის სიტყვებზე გამეცინა და ისევ ვაკოცე ის წამოიწია, სანახევროდ, თითქოს არც იწვა მაგრამ არც წამომჯდარი იყო. ტუჩებში მაკოცა და ჯერ ისევ შიშველი მიმიხუტა. მალევე დავიძვრინე თავი მისი მკლავებისგან და ზურგჩანთიდან შავი, კოპლებიანი კაბა ამოვიღე. -სად მიდიხარ? -სასეირნოდ. შენ არ წამოხვალ? - ჯერ ვჭამოთ. -სულ ჭამას რატო გაიძახი ადამიანო. -იმიტომ რომ არ გახსოვს თუ მე არ შეგახსენე. წარბებს მაღლა წევს ,მერე თავს მისკენ ამხრევინებს და შუბლზე მკოცნის. ვიღიმი და კარვიდან ვდგები. გუშინ მორჩენილი საწმელი მანქანაში პატარ ამცივარ კონტეინერში ჩავალაგეთ, მას ვიღებ და ბალახზე პატარ სუფრასავით ვშლი. ბოთლში ნახევრამდე ჩაცლილი ღვინოა, რომელსაც ჭიქებში ვასხავ და ის ის არის ლაზარეს უნდა დავუძახო თავად ძვრება კარვიდან კამერით ხელში. -გეყოს უკვე და მოდი აქ, მერე ცოტა გავიაროთ და თუ არ დავიძარით მთებამდე ვერასდროს მივალთ. - კარგი ხო კარგი. მოვდივარ, მაგრამ თან გიღებ საყვარელო. -მოეშვი ცანცარს- სიცილით ვეუბნები და პაწაწინა სახლეჩ ატამს ვესვრი რომელსაც იჭერს და კბეჩს. თან მეჯღანება. -როგორი ლამაზი სუფრა გაგიშლია. -მხოლოდ შენთვის. ნახევრად სარკაზმით ვეუბნები და ჭამას ვიწყებ, ამას თუ ველოდე ხვალ საღამომდე არ მორჩება. ვითომ მე მახსენებს უნდა ჭამოო, არა და თავის თავი იქით ჰყავს მისახედი. -იცი რა ვიფიქრე? -რა იფიქრე? -თბილისში რომ ჩავალთ ჩვენს მშობლებთან ერთად ხომ არ ვივახშმოთ ერთი დღე. -კარგი აზრია- სახე ებადრება და თვალებში წინა ღამის მსგავსად ჭინკები დაუხტიან. - რა იყო გეგმავ რომ სადმე გადამაგდო თუ რამდეჯერაც მთებს ვახსენებთ იმდენჯერ რატომ გემართება გასხივოსნება. -რეებს იძახი გოგო. სირცხვილი შენ, მე გაგიმეტებ შენ კლდეეებიდან გადასაგდებად? -ვიხუმრე საყვარელო რა გჭირს? მხრები აიჩეჩა და ღვინო მოწრუპა. -ხომ იცი როგორ მიყვარს იქ შენთან ერთად ყოფნა და განთიადის დაუსრულებლად ყურება. -ვიცი. გახსოვს პირველად მანდ რომ ვიყავით? -ძლივს ამობობღდი რადგან ფეხით ვიყავით და ავტოსტოპს დავყვებოდით, შენ კი კარავი და საჭმელი ერთად გეკიდა. გაიცინა და თბილი მზერით შემომხედა. -რაც მაშინ ნატალიმ და მხეიძემ მე დამცინეს.- სიცილით გავახსენე. თან ვჭამდით. - კიდევ დიდხანს დაგციმებდნენ რომ არ გამომერთმია ეგ ჩანთა შენთვის. -თავიდანვე ჯელტმენი იყავი. - ყველაფერი მისთვის ვისთვისაც შემქმნეს. -ძალიან აკვიატებული გყავარ, მგონი უბრალოდ ფსიქოლოგიური პრობლემები გაქ. -ჰეი ნუ ბედავ და ჩემს სიყვარულს ეჭვქვეშ ნუ აყენებ. -თორემ? წარბი მაღლა ავწიე და ცარიელი თეფში გვერდით გადავდე. -თორემ კიდევ მრავალ წელს გავლევ შენით შეპყრობილი. კიდევ უამრავ წელს ჩამოვალ აქ , მაშინაც როცა ღრმად მოხუცები ვიქნებით და მწარედ გაგახსენებ როგორ ამბობდი ფსიქოლოგიური დაავადება გაქვსო. - აჰა და ჩვენს შვილებსაც მოუყვები არა? -შვილებს? მეგონა ერთზე მეტი არ გინდოდა. -ნუ შენს გამო ორიც შეიძლება, განსაკუთრებით თუ შენ დაგემსგავსებიან. - ღმერთო როგორი კარგი ხარ ნიკე და რა კარგად იცი საუბარი. - მხოლოდ შენს შემდეგ. ............................... მთებისკენ ნაშუადღევს წავედით , მზე ისე აცხუნებდა ლამის მანქანაშივე ამოვიგუდეთ ორივენი. მუსიკები გვქონდა ჩართული მე შიშველი ტერფები მანქანის ფანჯარაზე მქონდა შემოდებული და ლაზარესთვის ზურგი სანახევროდ შექცეული. ლაზარეს კი ცალი ხელი მანქანიდან გადაგდებული. მზე რომ ზენიტში აღარ იყო და სულ ოდნავ აგრილდა მანქანის ლუქიდან ზედა ტანით ავძვერი და სიმღერას ხელებაწეული ვყვებოდი. -ფრთხილად იყავი. -არ იდარდო ფრთხილად ვარ. -ხომ იცი რომ მაინც ვინერვიულებ. ხელი ფეხზე ამისრიალადა მუხლზე მომიჭირა. ზემოდან დავხედე. -თამაშის დრო გაქვს? ხელის უკან გაწევა დააპირა მაგრამ გავუღიმე, იმის მიუხედავად რომ ამას გზაზე მიშტერებული მისი თვალები ვერ ხედავდნენ. -არ გაწიო. -როგორც მიბრძანებთ ჩემო საყვარელო. -სხვა სიმღერა მინდა. -რომელი? -austin. -ახლავე. ლაზარემ მობილურში უცბად მოძებნა სიმღერა და ჩართო. მე მანქანაში ვერ ვიცეკვებდი , თუმცა სიმღერას დაწყების წამიდანვე ბოლო ხმაზე ვყვებოდი და ლაზარეც ჩემთან ერთად მღეროდა. ნახევარი გზაც კი არ გვქონდა გავლილი მთებში ასასვლელად, საკმაოდ შორი შორს იყო ის ადგილები სადაც დავდიოდით, ერთი ერთ კუთხეში, მეორე მეორეში და ასე . ამიტომაც მანქანა გზის პირიდან გადავიყვანეთ და უკანა სავარძლები გადავშალეთ. ლაზარემ თავის თავზე აიღო პლედების ზედ გაშლა, მე წინა სავარძელზე მჯდომი, მისკენ მთელი ტანით მიბრუნებული ვიდეოკამერით ვუღებდი და დავცინოდი. -იქ გაასწორე, ანხე ნაკეცები აქვს. -მოეშვი მაგას და დამეხმარე. _თავად აიჩემე ჩემო სიყვარულო მე გავაკეთებო. კამერა შემოვატრიალე , ისე რომ კადრში მეც გამოვჩენილიყავი და ხელი მაღლა ავწიე. -ახლა მე ასე მშვიდად და წყნარად ვიჯდები და ვუყურებ ჩემი სიყვარული როდის მორჩება საწოლის გაშლას. -ოხ მომინდოდმა. საწოლი. კიდევ რა გნებავთ. -ყავა. ცივი, ბევრი ყინულებით. -რიტორიკული კითხვა იყო. ისევ მისკენ მივატრიალე უკვე მომრჩალიყო, სავარძელზე იყო გაწოლილი, ცალი ფეხი მოეხარა, ერთი ხელი ტავქვეშ ამოედო და მეორეს ღიმილით მიქნევდა. -მობრძანდით- ხელი მის გვერდით დაატყაპუნა. სავარძლებს შორის გავძვერი და მის მუხლებზე დავჯექი ზემოდან რომ გადამეღო. ხელები ფეხებზე ამისრიალა და კამერაში მიღიმოდა. -მითხარით ბატონო ლაზარე, როგორ გაიცანით ნიკე? -მერამდენედ უნდა მომაყოლო ეს ამბავი? -კამერისთვის არასოდეს მოგვიყოლია. -კარგი რა თავი ოდნავ გააქნია და ზედის ქვეშ შემიცურა ხელი. ხელზე ხელი დავარტყი და მისთვის დაბღვერა ვცადე, არაფერი გამომივიდა. ვერაფერზე ვუბრაზდებოდი. -კარგი მაშინ მოყევით როგორ გამოუტყდით სიყვარულში? - ეს შემიძლია- წამოჯდა, თან მეც გამიყოლა და კარს ზურგით მიეყრდნო.- ნოემბრის თბილი საღამო იყო, ნიკეს მივწერე რომ გამოცდის დრო მოეწერა და უნივერსიტეტთან დავხვდებოდი. მანაც მომწერა. ეს ჩვეულებრივი შეხვედრა ეგონა, სიეთი უნივერსიტეტის მერე მუდამ რომ ვაკეთებდით. მოკლედ გამოცდიდან განადგურებული სახით გამოვიდა, ლამის მკლავებში ჩამივარდა... -არ იყო ეგ ეგრე, ძალიან დაღლილი ვიაყვი. -და შეშინებული. -რთული საგანი იყო. -რა თქმა უნდა. -ჰეი ნუ დამცინი. -როგორ გეკადრება. მოკლედ სასეირნოდ წავედით და პარკში დავსხედით. ნიკე წუწუნებდა რომ არაფერი გამოსდიოდა. - და ამან იკაცა. -დიახაც. ვუპასუხე რომ ჩემთვის თავის შეყვარება გამოუვიდა ეს კი რაღაც იყო. იმ მომენტში ცისფერი თვალები ლამის გადმოსცვივდა და პირი ოდნავ შეაღო. საპასუხოდ არაფერი უთქვამს. სრულიად გაწითლდა და ზუსტად ვიცი გაქცევა უნდოდა. რამდენიმე წუთიანი სიჩუმისა და ყოყმანის შემდეგ, რის დროსაც მეგონა რომ ცალმხრივად შეყვარებული იდიოტი გამოვედი რომელმაც მინიშნებები ცუდად გაიგო. მერე ჩემსკენ გადმოიწია და... აპ არ უკოცნია ჩამეხუტა. -რას ელოდი ერთი. ცხვირი ავიბზუე. ის კი კამერაში მიღიმოდა. -მოკლედ მისთვის ყველა სიყვარულის ახსნა და კომპლიმენტი პამიდორივით გაწითლებით სრულდება. - და ის თუ გახსოვთ როგორ გამოგიტყდათ თავადაც? -დიახ ცხადად. მეორე დღეს დილა უთენია კარი ჩამომიღო და გავუღე თუ არა, ნახევრად შიშველმა და ჯერ ისვე მძიანრემ შემომხედა და ხმამაღლა აღმოხდა. -ასეთ ფორმაში უფრო მეტად მიყვარხარო. -შემდეგ ბატონი ლაზარე გაქვავდა და სიტყვა ვერ ამოიღო მე კი მივაყოლე არ ვიცი ეს ყვეალფერი გუშინ რატომ არ გითხარი მაგრამ ახლა აქ ვარ და დარწმუნებული იყავი მთელი ცხოვრება ყოველ დღე უფრო და უფრო მეტად ავავსებ ჩემს ცხოვრებას შენი არსებობით თქო. კამერა გამოვრთე და ლაზარეს ვაკოცე. ისიც ამყვა. მერე მშვიდად დავწექით ერთმანეთის გვერდიგვერდ, ჩახუტებულები , ტყეში, შიგნიდან ჩაკეტილ მანქანაში, რომელიც საერთოდ ვერაფრისგან დაგვიცავდა, მაგრამ თავს ერთმანეთის გვერდით უფრო უსაფრთხოდ ვგრძნობდით. მეორე დილით რომ გავიღვიძე უკვე გზაში ვიყავით, ლაზარეს გასაღვიძებლად შევეცოდე და უბრალოდ გზა განაგრძო. სარკიდან შეამჩნია რომ მეღვიძა და თავით მანიშნა გადმოდიო. ზურგჩანთაში შორტი და ზედა მოვძებნე. ის რაც წინა დღეს მეცვა გავიხადე და ახალი ჩავიცვი. -რატომ ცდილობ გამაგიჟო მანქანის მართვის დროს? -მაპატიე. მისი სკამისკენ უკნიდან გადავიხარე და ლოყაზე ვაკოცე. ხელი თავზე შემიცურა და ლოყაზე ლოყით ამეკრა. მისი სუნი ცხვირში სუსტად მიღიტინებდა. პლედი უცბად გადავკეცე და საბარგულში გადავდე, მერე სავარძლები გავასწორე და წინა სკამზე გადავედი. შემხვედრი მანქანებიდან გაოცებული სახით გვიყურებდნენ ადმაიანები ამ მომენტში. -მალე მივალთ? -საღამოს უეჭველად. გუშინ უფრო ადრე უნდა გამოვსულიყავით. -არაუშავს წინ კიდევ 9 დღე გვაქვს. მხოლოდ ერთმანეთთან გატარებული დღეები. უი მართლა ბავშვებს ვიდეო გაუგზავნე? -რომელი? -მდელოზე რომ ვიღებდით. -კი. -რაო? - ჩვენც გვინდა დასვენებაო. - თბილისში სამსახურს რა დაუბრუნდება. -სხვა გზა არ გვაქვს. -ვიცი, მაგრამ მაინც. თავი საზურგეს მივაყრდენი ფეხები საქარე მინის წინ შემოვდე და სიმღერები ჩავრთე. მისი ხელი ჩემსას შეეხო და მთელი დარჩენილი გზა ჩემთვის ხელი არ გაუშვია. მე ტელეფონმა დამირეკა, რის გამოც სიმღერები გამოვრთეთ და ვუპასუხე. სხვაგზა ფიზიკურად არ მქონდა, ჩემი უფროსი რეკავდა. - დიახ. -ნიკე ჩვენი ბოლო კლიენტისთვის, სევბულებაში სანამ გახვიდოდი მანამდე რომ გყავდა, შედგენილი დიზაინი სად არის? -მეილზე გამოგიგზავნეთ. -კარგი მოვძებნი. -თუ ვერ იპოვნით გამაგებინეთ და ვინმეს გავგზავნი ბინაში რომ ხელახლა გამოგზავნოს, ვიცი რამდენად მნიშვნელოვანი ივენთიც არის. -კარგი მადლობა, სასიამოვნო დასვენებას გისურვებ. -გმადლობთ, ნახვამდის. ყურმილი დავკიდე თუ არა ლაზარემ გამომხედა. -რა უნდოდა? - დიზაინზე რომ ვმუშაობდი წამოსვლამდე ეგ. -მახსოვს რომ გაუგზავნე. -ხო ვერ იპოვნა. არაუშავს რამეს მოვიფიქრებ მერე. ახლა შენს გვერდით ყოფნა და მხოლოდ შენზე ფიქრი მინდა. ვის ადარდებს წყეული ინტერიერი და დიზაინები, სამსახური, ხალხი , ყველა და ყველაფერი როცა შენ აქ ხარ. - სხვათაშორის მგონი ექსპედიციაში წასვლა მიწევს აქედან ჩასულს. -აუ მეც მინდა. საწყალი თვალებით შევხედე ბიჭს და მას ამაზე გაეცინა. ყოველთვის ასე ვწუწუნებდი როცა მიდიოდა, როცა რამდნეიმე კვირა ზოგჯერ თვეც კი წავიდოდა და მე ჩვენს სახლში მარტო ვრჩებოდი. არცისე ხშირი იყო თუმცა მაინც მერჩივნა ჩემს გევრდით ყოფილიყო. თუ ჩემი უფროსი თანახმა იყო, მაშინ ონლაინ ვმუშაობდი და მეც თან მივყვებოდი. ეს კოვიდის სემდეგ საკმაოდ ხშირად ხდებოდა და ჩემი უფროსიც , რომელიც ზოგადად მკაცრი იყო, თუმცა ჩემთან მიმართებაში მაინც თავს იკავებდა ხელს მიწყობდა. მახსოვს ორი წლის წინ შვებულება ავიღე და ექსპედიციაში მონაწილეობის მისაღებად მეც წავედი, სამწუხაროა ვერაფერი აღმოვაჩინე, ალბათ ჩემი ერთადერთი გამარჯვება ლაზარესთან შეხვედრა იყო. -შემდეგზე წაგიყვან. -ხო და ეგრე. მეც მინდა რამის აღმოჩენა. -ვეცდები ცოტა ისეთ ადგილზე წაგიყვანო სადაც მეტი შანსია რამე მნიშვნელოვანი იპოვნო. წარმოიდგინე ჩვენი სახელები გვერდიგვერდ. - ისეთი მშვენიერია. ღიმილით ვუთხარი და ორივენი გავჩუმდით. დანიშნულების ადგილზე რომ მივედით ჯერ ისევ დღე იყო. ლაზარემ კამერა მანქანის ხუფზე შემოდო და კარავი ერთად ავაწყვეთ. შიგადაშიგ მხარს გამკრავდა ან მე წავუქცევდი დაყენებულ კარვის ჯოხს და ასე თამაშ თამაშში გავაკეთეთ მთელი საქმე. მერე ლაზარემ ხელი ჩამკიდა და შორიახლოს მეჩხერი ტყისკენ გამიძღვა, რომელსაც პატარა ბილიკი ამშვენებდა. ფიჩხის მოგროვება გვინდოდა სანამ დაბნელდებოდა. საკმარისად ბევრი მოვაგროვეთ, მისი ლაზღანდარაობა არ სრულდებოდა და მეჯიბრებოდა აბა ვინ უფრო მეტს მოაგროვებსო. მაღაზიაში გზად მართლაც გავიარეთ, ისევ სოსისები ვიყიდეთ, მშრალი პროდუქტები რომლებსაც კოცონზე მალევე მოვამზადებდით , ბოსტნეული ,სასუსნავები, წყალი, წვენი და ორი ბოლი ღვინო. სასმელი ერთადერთი იყო რასაც ვეკარებოდით. ლაზარეს მანქანა მოზრდილი იყო ამიტომაც ყველაფერი მარტივად გვეტეოდა მის საბარგულში. კარავთან რომ დავბრუნდით შევნიშნეთ რომ კიდევ ერთი მანქანა მოსულიყო. იმ მთებში 2 ღამით ვრჩებოდით, სოფლამდე გზას ნახევარი დღე უნდოდა იქ 3 ღამეს დავყოფდით , ტბამდე მისასვლელად შეიძლება სრული 24 საათი დაგვჭირვებოდა, რის დროსაც მანქანის საჭესთან ხან მე ვიჯდებოდი ხან კი ლაზარე და იქ ყველაზე მეტ დროს დავყოფდით რადგან ტბა იყო სწორედ ის ადგილი სადაც ლაზარეს პირველ დღეს შევხვდი. სოფელში მდიანრეც გვევგულებოდა რომლის სიახლოვესაც კარავს და ჩვენი ადგილობრივი მეგობრებისგან ნათხოვარ ჰამაკს გავშლიდით. ახლა ეს უცხო ხალხი კი დროს გვართმევდა რომელიც სხვების გარეშე უნდა გაგვეტარებინა. ნუ სოფლამდე მაინც, რადგან იქ ადგილობრივებს ვეკონტაქტებოდით, მათთან ერთად ვატარებდით დღეებს და ხანდახან ვეხმარებოდით კიდეც. სანაცვლოდ საჭმელს და აბაზანას გვთავაზობდნენ. უმეტეს წილად ოთახსაც მაგრამ ჩვენ მაინც იმ კარავში ძილი გვერჩია მდინარის პირას ტყეში რომ ვშლიდით. ის ტყეში ღრმად არ იყო სოფლიდან მაქსიმუმ 1 კილომეტრის მოშორებით. მაგრამ მოდი ჯერ იმ მთებს დავუბრუნდეთ სადაც ვიყავით. იმას ვამბობდი რომ კარავთან დაბრუნებულებმა მანქანა დავინახეთ და ახლოშივე გაშლილი კარვები. ფიჩხი კარვის წინ დავყარეთ, მე მანქანიდან საჭმელი გადმოვიღე და ბალახზე თხელი პლედი გავაფინე. სანამ ლაზარე კოცონს ანთებდა და მე სალათს ვაკეთებდი, თან შესაწვავ საჭმელს წინასწარ ვუმზადებდი ლაზარეს ჩვენთან ორი წყვილი მოვიდა. -გამარჯობა. ვიფიქრეთ რადგან ერთ სივრცეში ვრჩებით გავიცნობთ თქო. -გამარჯობა. თბილად მივესალმე გოგოს რომელიც მელაპარაკებოდა. -რამდენხანს რჩებით -ორი ღამით. თქვენ? -ჩვენ 5. -ძალიან კარგია, მართლა. -აქ პირველად ხართ? -არა, თქვენ ალბატ კი. -დიახ და საოცარი ადგილია. აქამდე სად ვიყავით. -არ ვიცი. ლაზარე ამის თქმისას წელში გაიამრთა და ბიჭს ხელი გაუწოდა. -ლაზარე. ეს კი ჩემი შეყვარებულია ნიკე. ყველამ ერთდროულად გამომხედა. -ძალიან ლამაზი სახელია -თანაც უცხო. -მადლობა მის ბერძნულ მითოლოგიაზე გაგიჟებულ ძმას. სიცილით უთხრა ლაზარემ და ჩამოსხდომა შესთავაზა. დიდად არ მეხამუშებოდა ჩვენს სივრცეში შემოჭრილი ხალხი და ვხვდებოდი რომ არც მას, მაგრამ სხვა გზა არ იყო. გოგოები გამზადებული საჭმლის მოსატანად გაიქცნენ კარვებისკენ და მალევე დაბრუნდნენ, ჩვენ სოსისები და ბოსტნეული შევწვით წვრილ ჯოხებზე წამოცმული და ყველანი ერთად ჩამოვსხედით. -დიდიხანია ერთად ხართ? ერთერთმა მკიტხა, მაშინ როცა მე პლედში გახვეული ლაზარეს მკერდზე ვიაყვი აკრული და რომ არ ჩამოგვარდნოდა ლაზარე პლედს ჩემზე შემოხვეული ხელებით იჭერდა მე კი შემწვარ ბადრიჯანს ხან თავად ვჭამდი ხან კი მას ვაჭმევდი. - 6 წელია. იმ ბიჭმა რომელიც აშკარად შედარებით უფროსი იყო ხმამაღლა დაუსტვინა. -ღმერთო ეს ძალიან მაგარია. - და თქვენ? -თინა და გიო რამდენიმე თვეა, მე და ზუკა კი წელიწადნახევარი. გავუღიმეთ და მათთან ლაპარაკი განვაგრძეთ, როცა გაიგეს რომ აქ ყოველწელს ვბრუნდებოდით თავადაც მოუნდათ, რაზეც ლაზარე ცოტა დაიძაბა. ხომ ვამბობ ის ტრადიციების და ჩვევების ბიჭია და რადგანაც ეს მისი მოგონილი ქმედება იყო არ მოეწონა სხვის მიერ ატაცება, თუმცა მაინც გადაყლაპა წყენა. გვიანი იყო რომ დავიშალეთ, ტელეფონები არ იჭერდა ასე რომ მშობლები ვერც შეგვეხმიანებოდნენ. კარავში რომ შევედით ლაზარემ ისე შემომხედა ერთ წამში დავდნი. - სირცხვილია გაიგონებენ. -ისე ვქნათ რომ ვერ გაიგონ. თვალი ჩამიკრა და ზემოდან წამსი მომექცა. დაჰიპნოზებული ავდევდი მის კოცნას და ხელის მოძრაობას. მის მზერას ჩემს ტანზე. მეორე დილას ადრიანად გამეღვიძა, ლაზარე კარავში არ იყო. საათს რომ დავხედე 6 ახლი დაწყებული იყო. კარვის კართან მიგდებული ღია მწვანე გრზელი ქვედაბოლო და ყავისფერი ტოპი ჩავიცვი და კარვიდან გამოვძვერი. მთის კიდესთან ლაზარე იდგა. განთიადი ახალი დაწყებული იყო და უყურებდა. მისკენ ნელა წავედი, თან ლაზარეს ყურებით ვტკბებოდი თან ინტერესი მჭამდა ასე ადრიანად რამ ააყენა, თან იცოდა როცა გვერდზე არ მწევა ძილში ვგრძნობდი და მალევე მეღვიძებოდა. ასე რომ გამიკვირდა ჩემს გვერდით მწოლიარე რომ არ დარჩა, თუმდაც გაღვიძებული. -ასე მალე რატომ გაიღვიძე. -მზის ამოსვლის ნახვა მინდოდა. -ჩემს გარეშე? -არა ვიცოდი შენც ადგებოდი. ჩემსკენ მოტრიალდა, ხელში ჩემი ვიდეოკამერა ეჭირა. გამეღიმა - რას იღებ? -ბავშვებს ხომ დავპირდი ვიდეოს მთებიდანაც გამოგიგზავნით თქო. - შენ და შენი პირობები მოკლედ. ჩახუტება რომ მინდა. -მოდი. ცალი ხელი გაშალა, მეორე ზევით ასწია და კამერა მისკენ შემოაბრუნა კარგად რომ დავენახეთ. მკერდზე ავკარი და ყურით მის გულისცემას ვუსმენდი, თან კამერას ვუყურებდი გაღიმებული. არა რა რეჟისორი უნდა ყოფილიყო და არა არქეოლოგი. ცოტახნით ასე ვიდექით, მერე ლაზარემ მთხოვა ცოტახნით კამერა დაიწირე, მაგალIტად უკან ხედს გადაუღეო. მეც გამოვართვი და შევტრიალდი. -ნიკე. მისკენ კამერიანად მივტრიალდი, საერთოდაც კამერიდან ვუყურებდი. ლაზარე მუხლებზე იდგა, უფრო სწორად ცალ მუხლზე და ხელში ოქროს, ლალისა და ზურმუხტის თვლიანი ბეჭედი ეჭირა. -ნიკე ჩემო ხმავ და თვალებო, მზეო რომლის ირგვლივაც დაუსრულებლად ვტრიალებ დარჩები შენი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე ჩემი ის ადამიანი ვისთვისაც გავჩნდი ? ცოლად გამომყვები ნიკე? ხმა ვერ ამოვიღე. შიგნიდან ვყვიროდი კი, კი კი მეთქი მაგრამ ადგილს ისე მიველურსმნე როგორც მაშინ როცა მითხრა მიყვარხარო. განა არ ვიცოდი ეს დღე რომ დადგებოდა, მაგრამ არ მგეონა ამ მოგზაურობის დროს თუ მთხოვდა ხელს. ცოტახნის შემდეგ როცა აზრზე მოვედი და კუნთების გაკონტროლება შევძელი გავაცნობიერე რომ კამერა ხელიდან გამვარდნოდა და ახლა ძირს დაგდებული ჩვენს ფეხებს უღებდა. -კი. რა თქმა უნდა! დაუფიქრებლად. გამოგყვები. სადაც მეტყვი ლაზარე, რადაც მეტყვი. თანახმა ვარ. ლაზარემ ჩემი ხელი აიღო და ბეჭედი გამიკეთა, მერე წამში წამოფრიდნა ფეხზე და ჰაერში ამიტაცა, ისე მატრიალდება მეგონა თავბრუ დაეხვეოდა და ორივენი კლდიდან დავგორდებოდით, მაგრამ გადავრჩით.მე ბოლო ხმაზე ვკისკისებდი და ჯერ ისვე ვერ გამეცნობიერებინა რომ ლაზარე და მე მართლა ვქორწინდებოდით. ამდენი წლის მერე შეყვარებულები კი არა დანიშნულები ვიყავით და ალბათ ქორწილსაც არ გადავდებდით ძალიან. ლაზარემ დამსვა, ძირს დაგდებული კამერა აიღო, ჩვენსკენ მობრუნებული დაიჭირა, ჩემი ხელი ჰაერში ააფრიალა და იყვირა. -დამთანხმა! ხალხო დამთანხმდა! მალე ცოლ-ქმარი ვიქნებით და მერე მხეიძე საერთოდ ვეღარ გვნახავს ცალ-ცალკე. -ბოლო სიტყვებზე გადაიხარხარა და მეც ამიყოლია სიცილში. -მათ იცოდნენ? -იცოდნენ. -თუ ვაპატიო რომ არ მიმანიშნეს მაინც. -ასე ხომ სურპტიზი არ იქნებოდა. გავუცინე, კამერას ხელი ავაფარე და ტუჩებში ვაკოცე. ჯერ ისევ არ მჯეროდა რამდენიმე წუთის წინ მომხდარი. კარავში დავბრუნდით, უკვე სხვა სტატუსით. მის მკლავებში გავეხვიე და მკერდზე უცნაური ფორმების მოხაზვა დავუწყე. - დედაჩვენები სიხარულით გაგიჟდებიან. -ამიტომ დაგთანხმდი ვახშამზე. - საზიზღარი ბიჭი ხარ. მაინც რა მიქენი? - სიყვარული დაგანახე. არატოქსიკური, ჯანსაღი. ნდობითა და პატივისცემით. -კიდევ ერთგულებით და მხარშიდგომით. მეც დავამატე და მის მკლავებში გახვეულმა ძილი შევიბრუნე. რამდნეიმე საათს მეძინა. მერე ავდექით და გუშინ გაცნობილ ხალხთან ერთად ვისაუზმეთ. არ მახსოვს რაზე ვსაუბრობდით მაგრამ ერთ-ერთმა ბიჭმა, მგონი ზუკამ, ლაზარეს უთხრა ძალიან ჭკვიანი შეყავრებული გყავს ყველა თემაზე ისე საუბრობს ფიქრიც არ სჭირდებაო. ლაზარემ კი შეუსწორა საერთოდაც საცოლე დღეს დილით დავინიშნეთო. მაიცნ როგორ უყვარდა ამ საზიზღარს ტრაბახი, ჩემით მითუმეტეს. სანამ ლაზარე მხიარულად ესაუბრებოდა მათ, მე ჩემი ინტროვერტობა ჩამერთო და კლდის პირას წიგნით ხელში ვიჯექი. ვამცნევდი ლაზარე როგორ აპარებდა ჩემსკენ მზერას. ვერ იტანდა თავს გარიყულად რომ ვგრძნობდი, იმ ადგილას მყოფად სადაც არაფერი მესაქმებოდა და თან ამას ვერაფრით შევლიდა. ცოტახნის მერე წყალი და საჭმელი მომიტანა. -თუ არ შეგახსენე შიმშილით უნდა მოკვდე. -არ მოვკვდები არ იდარდო. - მოიწყინე? -აქ ? ამ ადგილას სადაც კიდევ ერთი მოგონება მაკავშირებს? თან სიახლოვეს შენც რომ ხარ? არასდროს. გავუღიმე და სუბლზე ვაკოცე, მანაც თავი დამიქნია და გევრდით დამიჯდა. ჩემს გაკონტროლებას აპირებდა აბა თუ შევჭამდი. თუ არა და მერე თავის ხელით მაჭმევდა. -გელოდები აბა თუ შეჭამ. -თვითონ ჭამე რამე მე რომ მატენი? წარბი მაღლა ავუწიე და სენდვიჩი პირთან მივუტანე. -პატარა ბავშვივით ხარ. -რომელზე დაქორწინებაც გინდა. ნისნის მოგებით ვუტხარი და თავით ვანიშნე უკბიჩე თქო. მან დანანებისა და დანებების ნიშნად თავი გადააქნია და უკბიჩა. -ახლა დაკმაყოფილდი? -კი. შენ დაიკმაყოფილე ეგო და ყველას მოუყევი რომ დავქორწინდებით? -რა თქმა უნდა. რა გგონია აბა მთელს სამყაროს არ გავაგებინებ რომ მხოლოდ შენი ვარ, რომ მე და შენ ერთმანეთს ვეკუთვნით? -არა არ მგონია. პირიქით რადიოშიც გამოაცხადებ. -რა თქმა უნდა. სიცილით მითხრა. ............................................... სოფელში რომ ჩავედით პირველ რიგში მის ცენტრში პატარა ბლოკისგან ნაგებ ორსართულიან სახლს მივადექით, დიდი ეზოთი და ხის მესერით. გარედანვე მოჩანდნენ ეზოში მობაჯბაჯე ქათმები, ძაღლი, ბატები და სამი ცხენი. სახლის წინ კიბეზე გიგი იჯდა და რაღაცას თლიდა. მანქანიდან რომ გადმოვედით ეზოში ხელის ქნევით შევედით. ძაღლი ჩემსკენ გამოიქცა და წრეების რტყმა დამიწყო. -რაო ბობი მოგენატრე ჩემო პატარავ. ძაღლთან ჩავიხარე და სახესა და თავზე მივეფერე, მან ყურები ააპარტყუნა და ენა გადმოაგდო. -კარგი ბჭი. გიგი ფეხზე წამოხტა და ჯერ ლაზარეს გადაეხვია მონატრებული, მერე კი მე. მას წელიწადში ერთხელ ვხედავდით, რაღაც დაუწერელი კანონით მხოლოდ ამ მოგზაურობების დროს ვეკონტაქტებოდით და მაინც ის ჩვენი ამბის საყვარელი გმირი იყო. სანამ ლაზარე რამსი თქმა სმოასწრებდა ჩემს ხელზე ბეწედი თავად დაინახა. -ეს რა არის? არ მითხრათ რომ.. -დავინიშნეთ, გუშინ მთხოვა ხელი. ყურებამდე გაღიმებულმა ვუთხარი და გადავეხვიე. -როგორ გამახარეთ წარმოდგენა არ გაქვთ. ქორწილში დამპატიჟებთ არა? -რა თქმა უნდა. -აბა როდის ველოდო. -შემდეგ წელს ამ დროს უკვე ცოლქმარი ვიქნებით. -მშვენიერი. შემოდით ამ სიცხეში ნუ დგახართ. დედაც სახლშია ძალიან გაუხარდება თქვენი ამბავი, ისედაც ყოველწელს გეჩიჩინებოდათ აღარ გადადოთო. - იიიი, შეშლილი ბიჭი ხარ. ლაზარემ თავზე ხელი წაჰკრა და მისგან დარტყმა რომ აეცილებინა სახლისკენ გაიქცა. მე ნელი ნაბიჯიტა და მათი კინკლაობის შემყურე სიცილით მივდიოდი სახლისკენ, ბობისთან ერთად. საღამომდე გიგისთან ვიყავით, მეზობლებიც გადმოვიდნენ და გამოტოვებული ამბებით ვავსებდით მეხსიერებას. მერე სანამ მზე ჩასვლას დაიწყებდა გიგის ჰამაკი გამოავრთვით და ტყეში მდიანრის პირას წავედით. ჰამაკი გავშალეთ და კარავიც მალევე მივაყოლეთ. სანამ ლაზარე ბავშვებს ვიდეოს უგზავნიდა და მერე დედამისს ესაუბრებოდა, რადგან სწორედ მას გამოართვა საგვარეულო ბეჭედი, მე ჰამაკში ვიწექი და ხეზე ჩამოკიდებული ლამპის შუქზე(რომელიც ასევე გიგის ვესესხეთ) წიგნს ვკითხულობდი. საუაბრს მორცა თუ არა ჰამაკში ჩემს ფეხებშორის ჩაწვა და თავი მუცელზე დამადო. - ნატალიას ძალიან გაუხარდა. აქაო და ერთადერთ შვილს ცოლი მოყავსო. - არაფერიც, ნატალიას ის გაუხარდა მე რომ მოგყავარ ცოლად. -მართლა? -დიახაც ეგრე მითხრა ის ქალიშვილი ხარ ჩემთვის რომელიც არასოდეს მყოლოდაო. -მართალია. პირველივე დღიდან მოსწონხარ. -რაც შვილი ის დედა. დავცინე და წიგნი დავხურე. ხელი თმაში შევუცურე თუ არა თვალები დაეხუჭა. ტელეფონზე საერთო ჩათში მესიჯები მოდიოდა თუმცა უკვე ვიცოდი რის გამოც იყო და თავი იმ დღეს ნახვით არ შემიწუხებია. მეორე დღეს გავხსენი და მადლობა გადავუხადე ყველა მეგობარს მოლოცვისთVის. საცურაო კოსტუმი ჩავიცვი და მდიანრეშე შევედი. ლაზარე ნაპირზე იჯდა ცოტახნით, მერე თავდაც შემოვიდა და ჩემსკენ მოცურა. -ძალიან ცივია. -არა და პირიქით მომწონს. - ტბაზეც აპირებ ცურვას? -რა თქმა უნდა. სიცილით ვუთხარი, წყლის წვეში მისი ხელები სხეულზე ვიგრძენი და ჩემი მაღლა ავწიე გადმოკიდებულ ტოტს რომ შევხებოდი, ამის გამო ზედა ტანით უკან გადავხიარე და ლაზარეც გადმომყვა, მკერდზე მაკოცა, იქ სადაც წესით გულია. მერე ზურგზე გადაწვა და ისე გაცურა. მეც მივბაძე , მაგრამ გაძურვის მაგივრად ხეებს შორის ცის ნაგლეჯებს მივაჩერდი. ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს დრო ჩერდებოდა და მე შავ ხვრელში დაუსრულებლად ვვარდებოდი, ისევ და ისევ, უფრო და უფრო ღრმად და სულ მალე სამყარო გავხდებოდი. -ბეჭედი სად გაქ? -ნაპირზე დავტოვე, არ მინდა უკვე დავკარგო. -ჩემ გულსაც ეგრე გაუფრთხილდები? -მხოლოდ მაშინ თუ შენ ჩემსას მოუვლი. ხელები კისერზე შემოვხვიე,მან კი მაიძულა ფეხები მის წელზე შემომეხვია. -რას აკეთებ. -მაქსიმალურად ახლოს ვცდილობ მყავდე. -იდიოტი ხარ. მხეიძისგან რით განსხვავდები? -სახელით და გვარით. მართლა გამეცინა. წყლიდან მალევე ავედი და მზეს მიშვერილი, რომელიც ხეებს შორის მშვენივრად აღწევდა რადგან სულ პატარა მონაკვეთზე მდელოასავით ადგილი იყო, ზუსატდ ის სადაც მანქან და კარავი გვედგა. იქ პლედი გვქონდა გაფენილი, მასზე საცურაო კოსტუმის ამარა ვიყავი წმომჯდარი და ისევ წიგნს ვკითხულობდი. ლაზარე კი მდიანრეში ცურავდა. მანამ სანამ არ დაიღალა, სანამ არ იგრძნო რომ უკვე ღრმა დაგუბებულ ადგილას იძირებოდა და ვერ ტივტივებდა. წტლიდან ამოვიდა და გვერდით მომიჯდა. -რომ იცოდე ასეთ მომენტებში როგორი მშვენიერი ხარ. -ვიცი ლაზარე, ყოველთვის ამას მიმეორებ. წიგნიდან მზერა მასზე გადავიტანე და ნერწყვი ძლისვ გადავყლაპე მის სხეულზე აკიაფებული წყლის წვეთების დანახვისგან. კდიევ რამდენი დრო უნდა გასულიყო მსიი შეხება რომ მომბეზრებოდა? 6? 15? 30? 50? არ მგონია რომ ამას რამე შეცვლიდა. მზეზე რომ გავშრით ტანსაცმელი გამოვიცვალეთ, ჩემი საცურაო კოსტუმი და ლაზარეს შორტები კი ხის ტოტზე გადავფინეთ და პატარა მანძილზე სასეირნოდ წავედით. უკან რომ დავბრუნდით ყველაფერი მივალაგეთ და დღე ჰამაკში კოტრიალში გავლიეთ, ლაზარეს მხოლოდ შორტები ეცვა მე კი სარაფანი, გვერდულად ვიწექი და თავი მის მკერდზე მედო. ქორწილის გეგმებს ვაწყობდით, მიახლოვებულს მაიცნ რომ მერე არ გაგვწირვებოდა დაგეგმვა. შევთანხმდით რომ მხოლოდ ოჯახი და სამეგობრო გვინდოდა, რაც დიდი ქორწილი სუალც არ გამოდიოდა, დარჩენილი ფულით კი სამოგზაუროდ საზღვარგარეთ წავიდოდით. იმაზე ვეღარ შევთანხმდით road tryp-ს მოვაწყობდით თუ უბრალოდ თვითმფრინავით გავფრინდებოდით. შემდეგ დღეს გიგის სახლში გავედით, საკმაოდ ციოდა, და წვიმდა კიდეც, ამიტომ კარავი ავკეცეთ და გადავწყვიტეთ ერთხელ მაინც დაგვეჯერებინა გიგისა და დედამისისთვის და მათ სახლში როემლიემ ოთახსი დაგვეძინა. დედამისმა სარეცხი გაგვარეცხინა და უგემრიელესი შემწვარი კარტოფილი გვაჭამა წითელ ტყემალთან ერთად. სადილის შემდეგ წვიმამ გადაიღო და ეზოში გავედით. ცხენები სველ ისედაც დაბალ ბალახს მშვიდად ძოვდნენ, იმის გამო რომ წვიმისას თავლაში იყვნენ და მხოლოდ ამის შემდეგ გამოუშვეს მშრალები იყვნენ. მე ჯინსი კი მქონდა ყოველი შემთხვევისთვის, თუმცა ზემოთ თბილი არაფერი წამომიღია ჩასაცმელად ამიტომ გიგის სვიტერი მეცვა, ლაზარეს კი მისი ლურჯი საზაფხულო ქურთუკი. ცხენებს ავშლს ვაჭმევდით და ვეფერებოდით. რამდენიმე წლის წინ ჯირითიც გვასწავლა გიგიმ და ახლაც შემოგვთავაზა თუ გინდათ წავიდეთო. ლაზარემ კამერა სახლში არ დატოვა, ამიტომ გიგი აიძულა ჩვენთვის ვიდეო გადაეღო. საკმაოდ გავერთეთ, სახლში საღამოს დავბრუნდით , ისევდ ასაბანები და გატალახიანებულები. გზად კალთაში მოგროვილი მაყვლითა და ტყის მარწყვით. ისევ იწვიმა, ამიტომ ღუმელი დავანთეთ და მის წინ მსხდომები, მცენარეული ჩაის ჭიქებით ხელში ვუსმენდით გიგის დედის მიერ ჭინკებსა და ასხვა ავსულებზე მოყოლილ ისტორიებს. შიშით არავის გვეშინოდა , მაგრამ ეს ქალი ისე საინტერესოდ ლაპარაკობდა, მეგონა მეც იქ ვიყავი, მეც ვხედავდი მათ და მესმოდა. მერე თავისი და მისი ქმრის ისტორიაც მოგვიყვა. დაგვლოცა და ოთახში დაგვაბინავა. შუაღამეს ჩვენი სახელების ძახილმა გაგვაღვიძა. რამდენიმე წამს ისე ძალიან შეგვეშინდა, ლამის დავიჯერეთ რომ ჭინკები არსებობდნენ, ან რომელიმე სხვა დემონები, რომლებისაც სოფლებში მცხოვრებლებს სწამთ. მერე მივხვდით გიგი გვეხუმრებოდა და ფანჯრიდან წყალი გადავასხით. გიგიმ შეიკურთხა და მეორე სართულზე ამოვიდა. ამაზე ბევრი თუმდა ჩუამდ ვიცინეთ. გიგის დედა ისე გადაგვეხვია დამსვიდობებისას თითქოს რაღაც წინასწარ იცოდა. საგზალი გაგვატანა და სახლში ატირებული შებრუნდა. გაგვიკვირდა მისი ეს საქციელი, თუმცა გიგიმ ბოლო დროს ემოციური გახდაო. თავადაც გადაგვეხვია, დაგვძინა შემდეგ წელსაც გნახავთ, მაგრამ ქორწილი არ გამომაპაროთო, ჩვენც დავპირდით რომ დავუძახებდით და ტბისკენ გზას დავადექით. ყოველ 3 საათში ვცვლიდით ადგილებს. ხან ერთს გვეძინა ხან მეორეს. სეიძლება ვინმეს ისიც ეფიქრა კარვის აშლა დაწყობიტ რატომ არ იღლებოდითო, მაგრამ როგორ უნდა დავღლილიყავით ჩვენს ყველაზე ბედნიერ დღეებსი ერთმანეთის გვერდით ყოფნით. ყველა მომენტისა თუ სულელური საუბრის გადაღებით და მეხსიერებაში შენახვით. ტბასთან როგორც იქნა რომ მივაღწიეთ 10ამდე კარავი დაგვხვდა, შეიძლება მეტიც კი, ამიტომ შედარებით თავისუფალ ადგილას დავბანაკდით და პირველი რაც გავაკეთეთ დაძიენბა იყო. მეორე დღეს შუადღისას სანამ მე წიგნს ვკიტხულობდი ლაზარე ტბაში სანახევროდ ჩაგდებულ მორზე იჯდა, ცალი ფეხით ძლივს ეხებოდა წყალს და ხელში ბალახს ათამაშებდა რომ შემამჩნია გაიღიმა, შავი საცურაო შორტი ეცვა, მე ტბასთან მივედი თუ არა ჩამოხტა და გაცურა. მეც მას მივყევი, უკან უკან მიცურავდა, მე კი მსიკენ მივდიოდი. მერე ტბაში ღრმად ჩავყვინთე და როცა ზედაპირზე ამოვედი ლაზარესგან მოშორებით ვიყავი. ცოტა ცუდი საცურაო იყო რადგან ფეხებზე წყალმცენარეები გედებოდნენ, მაგრამ ამ ექვს წელში როგორღაც ვისწვალეთ მათთან ერთად ცურვა. ლაზარე ჩემთან რომ მოვიდა ტუჩებში მაკოცა და დააყოლა მიყვარხარო. -მეც მიყვარხარ. ლაზარწ წყლიდან ჩემამდე ავიდა, მაისური გადაიცვა და ნაპირზე ჩამოჯდა, მეც მალევე ავყევი და მაისურითა და ბიკინით დავჯექი მიწაზე. - ერთ დღესაც აქ ჩვენს შვილებს მოვიყვანთ. რას ფიქრობ? -რომ მშობლების ჩვევები აეკვიატოთ? -უფრო ტრადიციის გსასგრძელებლად და მშობლების ზღაპრის მოსასმენად. -მართლა ზღაპარივით ჟღერს. მიწაზე გადავწექი და მას გავხედე. -დიდი ხნის წინ ერთ გლეხის გოგოს , რომელცი მეგობართან ერთად ტბაზე საცურაოდ იყო წასული, პრინცი შეუყვარდა... -საინტერესო დასაწყისია. არ გინდა პატარა ჩანახატი დაწერო? -შეიძლება იცი?! - კიდევ 3 ღამეც და თბილისში უნდა დავბრუნდეთ. -სამაგიეროდ ჩვენებს ვნახავთ და ჩვენს სიხარულს გავუზიარებთ. -რა თქმა უნდა. ისეთი გრნძობა არ გაქ თითქოს დრო ჩერდება? -კი.-ჩუმად ცაიჩურჩულა. -ასე მგონია წინ კიდევ რაღაც გველოდება. - ქორწილი ნიკე. ქორწილი. და მერე შენი ყვეალფერსი გამარჯვება , რადგან თუ ჩემი გულის მოპარვა მოახერხე ყველაფერს შეძლებ. -ისევ ის ფრაზა რაც წლების წინ გავიგე? -ადაპტირებული. წარბები ოდნავ ასწია და შუბლზე მაკოცა. ცოტახანს ორივე დავდუმდით, ერთნაირად ვისხედით და რატომღაც აღარ ვიცოდით რა უნდა გვეთქვა. უცნაური წინათგრძნობა მქონდა. მოშორებით ხალხი ირეოდა და მეგონა სწორედ ამის ბრალი იყო, რომ კვლავ ჩემი ინტროვერტობა ჩაირთო და სიამოვნება გადამიფარა. -ლაზარე. მან გამომხედა, თვალებში აკიაფებული ცეცხლითა და სიყვარულით, რომელსაც არასოდეს მეგონა გარეთ ასე ღრმად გამოსვლა თუ შეეძლო. თუ შეეძლო ადამიანის გრძნობებში კი არა თვალებსა და სახის ყველა ნაკვთში ეარსება. თუ შეეძლო რომ თავად ადამიანი გამხდარიყო ცნება სიყვარული და მისი ყოველი დანახვისას ან შენს ფიქრებსი გარბენისას გეგრძნო როგორ განიცდიდით ამას ორივენი. იმ მომენტში კამერა ხელში მეჭირა, ლაზარე მიწაზე იჯდა და მომლოდინე სახით მიყურებდა, ელოდა რას ვეტყოდი, მე კი არ ვიცოდი რისთვის დავუძახე, უბრალოდ მისი სახელის თქმა მინდოდა. ისევ და ისევ , მანამ სანამ ენა არ ამებმებოდა. ლაზარემ გამიცინია, ტავის ლამაზი თითქოს ბავშვური სიცილითაც კი და ფეხზე წამოდგა. მომაძახა გადმაიღე როგორ ვცურავო. მეც ვუღებდი. მერე უცბად ლაზარემ ჩაყვინთა და დიდიხნის მანძილზე ზემოთ აღარ ამოსულა. კამერა ხელიდან გამივარდა როცა ტბაში მისი მოფართხალე ხელები დავინახე. მის სახელს ვყვიროდი და წყალში დგაფუნით შევდიოდი, ხელებს ინსტიქტურად ვურტყავდი წყლის ზედაპირს. ფეხქვეშ მიწა რომ გამომეცალა როგორც შემეძლო სწარაფა ვცურავდი. ლაზარე ფართხალებდა და ზედაპირზე ამოსვლას ცდილობდა. ჩავყვინთე რომ მენახა რამე ხომ არ უშლიდა ხელს. ფეხზე წყალმცენარე ჰქონდა შემოხვეული, რომელიც გაჭირვებით. უფრო შიშისგან მოჭარბებული ადრენალინის გამო გავგლიჯე, მაგრამ ლაზარე გონზე აღარ იყო. ვყვიროდი , შველას და ლაზარეს სახლე ვყვიროდი. ბიჭებმა შემოცურეს და მის ნაპირამდე გაყვანაში დამეხმარნენ. ნაპირზე დააწვინეს და ხელოვნურ სუნთქვას უკეთებდნენ. მე რომ გამომხედეს, მუხლებზე დაცემულსა და ატირებულს, სიტყვის თქმაც არ დასჭირდათ ისე მალე მივხვდი რაც მოხდა. -არაააააააა!-ჩემი ხმა მე არ მგავდა, თიტქოს მასში ყველა მკვდართა ცოლისა და შვილის ხმა გაერთიანებულიყო, თითქოს ქალღმერთის სასოწარკვეთილი ბღავილი უფრო იყო ვიდრე ადამიანის უარყოფა- არა ! არა! ლაზარეეეეე!ლაზარეეე! გამოფხიზლდი, გევედრები საყავრელო. გთხოვ გაიღვიზე-მის სხეულს ხან ვაჯღრევდი ხან ვეხუტებოდი. ირგვლივ შეკრებილი ხალხი მზერას მარიდებდა. სასრაფო და პოლიცია გამოიძახეს. დიდი დრო არ დასწირვებიათ, თუმცა საკამრისი იყო იმისთვის რომ მე მეტირა. მისი ცხედარი მკერდზე რომ მეკრა და სახე დამეკოცნა ქმრისთვის რომელიც ქმარი არასოდეს ყოფილა. მისი ერთდროს ყველაზე ბედნიერი ადამიანი სხეული, რომელიც სიცოცხლისგან ერთიანად დაცლილიყო ხელიდან გამომგლიჯეს და სასრაფოს მანქანაში ზეწარგადაფარებული აასვენეს. მეც მათ წამიყვანეს, პოლიციამ კი ჩვენი მანქანა და ნივთები წიღო. მორგში დედამისი რომ შემოვიდა მეც მოვკვდი, სიცოცხლე არ დაცლილა ჩემში მაგრამ მისი ხალისი გაქრა. ნატალიამ გულში ჩამიკრა და ნება მომცა მის მაგივრადაც მე მეტირა. მისი ცრემლიც მე დამეღვარა. სულ რამდენიმე დღის წინ ხომ დავინიშნეთ. ქორწილზე ვსაუბრობდით და საოჯახო ვახშამზე .... -იტირე შვილო! იტირე ჩემო პატარავ, ამოუშვი. -უსა...უსამრთლობაა. ასე არ უნდა მომხდარიყო. ტბაში რომ არ შემშვა. მეც რომ შევყოლოდი... ნატალიამ ზევით აიხედა რომ არ ეტირა. ის მაინც რომ ყოფილიყო ძლიერი. აი ასე დასრულდა ჩვენი ორკვირიანი რიტუალური მოგზაურობა შეხვედრის გასახსენებლად. ის ადგილი სადაც ლაზარე პირველად ვნახე იმ ადგილადაც იქცა სადაც უკანასკნელად ვხედავდი. ცემი სახელი არაფერი იყო თუ არა ფარსი. მე მარცხის ქალღმერთი ვიყავი და არა გამარჯვების. მხოლოდ ერთხელ , სულ ცოტახნით მოვახერხე ცხოვრებაზე გამემარჯვა და ბედნიერი ვყოფილიყავი, მერე კი ისე დავმარცხდი როგორც მანამდე არასდროს დავმარცხებულვარ. ისე ძლიერად დავეცი ცაში აჭრილს უცბად თავს დემონები რომ დამესხნენ რომ მიწაზე დაცემულმა ფრთები მოვიმტვრიე. ახლა ფრენას ვეღარასოდეს შევძლებდი. ლაზარეს გასვენებას არ დავსწრებივარ, არც პანაშვიდებს, არავის დანახვა მინდოდა. სახლში ვიაყვი ჩემი და ლაზარეს სახლში, რომლის ყველა კუთხეც მას მახსენებდა. ბეჭედს აღარ ვიკეთებდი, არ შემელძო იმისთვის მეყურებინა რაც მის თავს ყველაზე მეტად გამახსენებდა. მისი დაკრძალვდან ორი დღის შემდეგ სასაფლაოზე ავედი ყაყაჩოები ავუტანე, ჯერ ისევ ხელში მეჭირა და მის საფლავის ქვას მივშტერებოდი. ფეხზე ვიდექი თუმცა ვგრძნობდი უწონდაობა როგორ მშთანთქავდა. -ხომ დამპირდი. ხომ დამპირდი რომ არ წახვიდოდი. ხომ თქვი რომ ჩემს მიტოვებას ვერ შეძლებდი, რომ შენი ხმა ვიყავი, შენი თვალები, შენი სუნთქვა, მზე რომლის ირგვლივაც ტრიალებდი. რა აზი აქვს ლაზარე მზის არსებობას თუ მას ვეღარვინ შეამჩნევს. დავმარცხდი, ვერ გიშველე. ორივე დავმარცხდით. გევედრები მაპატიე. შემდეგ ცხოვრებაში გიპოვნი. გიპოვნი და არ დავუშვებ ხელიდან დამისხლტე. ............................. ახლა ზაფხულია, მანქანის საჭესტან ვზიავრ. პირველად შვიდი წლის განმავლობაში, საჭესთან მე ვზივარ. მგზვარის ცარიელი სავარძლისკენ მზერა გამირბის ხოლმე. თითზე ბეჭედი მიკეთია და ტბაზე მივდივარ. წამოსვლამდე მხეიძესტან ვიყავი, ის და ნატალი მარწმუნებდნენ მარტო არ წახვიდეო, მაგრამ ეს ხომ მხოლოდ ჩემი და ლაზარეს ტრადიციაა, არ დავუსვებ რომ დაირღვეს, რომ ჩვევები შეიცვალოს რადგან მას ამის სწამდა. იმის რომ ამ მრავალგზის გავლილი გზის გავლით ჩვენს სიყვარულს ყველა წელს ვანახლებდით, მერე რა რომ ცოცხალი აღარ არის, მე ხომ ვარ. მდელოს , მთებსა და სოფელში უკვე ვიყავი. გიგიც ვანხე და დედამისიც. კოცონთან ვიჯექი და თავს ვახსენებდი უნდა ჭამო თქო. მაგრამ მაინც ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს ლაზარე მოამზადებდა. ის კამერა თან მაქ წამოღებული და გზადაგზა , როდის სად რა გადავიღეთ იმის მიხედვით ვუყურებ. 6 წლიან ნაგროვებ კადრებს. 6 წლიან სიყვარულს და ლაზარეს სიცილს ვუსმენ. სიცილს რომელიც მხოლოდ ვიდეოებიდან თუღა მოსწვდება ჩემს სმენას. ახლა მე 28 წლის ვარ ის კი კვლავ 27ის. მანქანას ტბასთან ვაჩერებ და გადმოვდივარ. ზედას ვიხდი და მხოლოდ ლიფისა და შორტის ამარა ვაპირებ წყალში შესვლას როგორც აქ დაბრუნების 2 წლის თავზე, როცა მანქანა უბრალოდ გავაჩერეთ და ლაზაერე შორტი, ზედა და ჩემი მაისური კარებზე მივაგდეთ, მერე კი ხელჩაკიდებულები წყალში შევდგაფუნდით. ახლაც ხელს გვერდით ვიწვდი თითქოს ჩამკიდებდბეს. წყალთან რომ მივდიავრ მორზე შემომჯდარ ლაზარეს ვხედავ, რომელსაც შავი შორტი აცვია, ცალი ხეცი ჩამოდგებული აქვს და წყლის ზედაპირს ძლუვს ეხება და ხელით ბალახს აწვალებს. -ლაზარე. წყალში მუხლამდე შევდიავრ და ქვემოან ავყურებ, თუმცა ის მე არ მიყურებს. -ლაზარე. უკვე ცრემლები მეპარება ხმაში. მაიცნ არ მპასუხობს. -ლაზარე და ის ისევ არ მიყურებს. თვალებს ვხუჭავ, რომ ვახელ ლაზარე იქ აღარ არის. წყალში ღრმად შევდივარ და ზურგზე ვწვები. მის ზედაპირზე ტივტივს ვიწყებ და ცრემლები თავისით მცვივიან. იქნებ ეს ტბა სხვა ჩემმა მსგავსმა ქალების ცრემლებმა დააყენეს... ამ ფიქრს მლაე ვივიწყებ ცას ავყურებდ ა ვგრძნობ რომ დავფრინავ იმ მომენტში ზუსტად ვიცი კიდევ გამოჩნდება ვინმე, მაგრამ მას ერთი დანახვით ვერ ვიცნობ, რადგან ის უხილავი წითელი ძაფები მხოლოდ ლაზარესთან მაკავშირებდა და რა დროც არ უნდა გავიდეს ახალ ძაფებს ვეღარავინ გააბავს. ვეღარავის შევიყვარებ ისე როგორც ლაზარე მიყვარდა და ვერც ვერავინ შეძლებს ლაზარეს მსგავსი სიყვარულით ვუყვარდე. ვეღარასროს ვიქნები გულწრფელად ბედნიერი რადგან ჩემში ლაზარე მოკვდა და ჩემს გარეთაც. ვეღარასდროს გავამართლებ საკუთარ სახელს რადგან მე უკვე სამუდამოდ დავმარცხდი და ახლა მხოლოდ მარცხის ქალღმერთად ქცევაღა შემიძლია. კიდევ მრავალი წელი დავბრუნდები ამ ტბასთან და იმ ადგილებში სადაც ლაზარესთან ერთად დავდიოდი. კდიევ მრავალწელს ვუყურებ ჩვენს ჩანაწერებს და გავიხსენებ როგორი იყო სიყვარული. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.