შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უადრესატოდ დარჩენილი წერილები


4-09-2025, 10:47
ავტორი Nino Bitsadze
ნანახია 246

თვალისმომჭრელ ლაჟვარდის ცის ფერს უჩვეულო ვერცხლისფერი შეერწყა და მოლოდინისამებრ სამყაროს ბრძანებლური მთვარე დაეპატრონა, ის, რაც ოდეს დღისით დაჩაგრული უფლისწულობდა, ხოლო ღამით ბატონობდა (1) და ჩრდილს აყენებდა ქვეყნის დიდებას: ჯერ მისმა სხივებმა ღრუბლების მატერია განგმირეს და ყოფიერებისგან გადაღლილ და ადამიანებისგან დაცლილი არემარე მთლიანად მოიცვეს, მერე კი დიდსა და ძველ, ალბათ უკვე დიდი ხნის წინად მივიწყებულ, დიდ ისტორიად ქცეულ ფრანგულ სახლსაც გადმოედო მისი შემზარავი და მომაკვდინებელი მელამი (2).
სახლი, რომელიც მთელი ეს დრო ცის სილამაზეს ტოლს არ უდებდა, მთელი მარადიულობითა და ზვიადი იერით წარბშეჭმუხვნილი განზედ იდგა და შორიდანაც აუმღვრევლად მოჩანდა მისი "უკვდავებისა და განცხრომის დიდებული სახე"(3) , მისი მყუდროება და მისი სიცივე, მისგან წამოსული პირქუშობა და მისი სიამაყე.
მისი შემხედვარე, ვეჭვობ, შენ უბრალოდ მოკვდავს, ვინც არ უნდა ყოფილიყავი, გაუცნობიერებელად ფიქრები შორეულ ფანტაზიებში გაგიტაცებდა და შეეცდებოდი სახლის მიერ დამალულ ყოველ საიდუმლოს ბოლომდე თუ არა სანახევროდ მაინც ჩასწვდომოდი.
საბედნიეროდ, თითქოს სახლი გუმანს მიგვიხვდა, გაცოცხლდა და ნება დაგრთო მისი თითოეული ნაპრალის ჩურჩულს თავად დამოწმებოდი - სახლის ყველა რაფაზე ფარდები გადაწეულიყო და შორიდანაც კი გარკვევით იკითხებოდა ერთი დარბაზიდან მეორე დარბაზში მოხეტიალე ახალგაზრდა ქალის სილუეტი, რომელიც დაღამების მიუხედავად დასაძინებლად წასვლას კი არ ჩქარობდა და სვლას არათუ ანელებდა, არამედ მკაცრად განაგრძობდა ოთახებში უგზო-უკვლო ხეტიალს.
სახლთან უფრო ახლოს თუ მიხვიდოდი შეამჩნევდი, რომ რამდენიმე წუთის შემდეგ იგივე ქალი რომელიღაც ოთახში შეჩერდა, სადაც გაბატონებულ სიბნელესთან მერძოლ ერთადერთი სანათურის ბზუტავ სინათლეში ჩაკარგულ, სამყაროსგან მთლიანად გარიყულ, დიდებულ თეთრ ანტიკვარულ პიანინოს სამუდამოდ დაუდევს ბინა.
ქალი ძვირფასი ინსტრუმენტის შემხედვარე შუა გზაში გაიჭედა, თითქოს ფეხებმა უმტყუნეს, ნაბიჯის გადადგმა აღარ სურდათ და სხეულის პატრონს ერთ ადგილას უსარგებლოდ ყურყუტს აიძულებდნენ. ისიც გაყინული მზერით ზემოდან გადაჰყურებდა სივრცეს.
ფანჯრიდან შემოდგომის გამყინავ ქარმა დაუბერა, განმარტოებული პიანინოს მყუდროება დაარღვია და მის ზედაპირზე ლამაზად დადებული ფურცლები არია. ეტყობა, სახლის პატრონს მსგავსი უწესრიგობა თვალში უცხოდ მოხვდა, ყელში სიბრაზე მოაწვა და სწრაფი და მძიმე ნაბიჯით ფანჯრისკენ გაიწია და რაფის დაკეტვას შეეცადა. მერე კი ინსტრუმენტს მიახლოვდა და ერთმანეთის მიყოლებით ზედაპირზე დაყრილი ფურცლები მოაწესრიგა, თუმცა პედესტალზე თითქოს მისთვის გამზადებულ ნოტების დანახვაზე მზერა აებდღვნა, სუნთქვა შეეკრა და გულისცემა აუჩქარდა.
ნოტების უკანასკნელად დაკვრა მოუნდა და ამის წადილით ტყავის ოდნავ შემაღლებულ სავარძელზე ჩამოჯდა, ნამდვილი პროფესიონალივით ფრთხილ-ფრთხილად შეეხო თეთრ და შავ კლავიშებს და ერთმანეთის მონაცვლეობით ლამაზ და რბილ ნოტებს ჰაერში ლივლივის გასაქანი მისცა. მუსიკით თავადაც მოინუსხა, ბედნიერების შეკრთა, თვალები მინაბა, გულის ხმას მიენდო და კლავიშების ხმას მისი ტკბილი და ნაზი ხმა შეერწყა კიდეც. ერთ ხანს მგზნებარედ, მთელი სულით და გულით, გრძნობით მთვრალი მღეროდა და სიხარულის ცრემლსაც ღვრიდა, თუმცა მის და გასაკვირად შუა გზაში ხმის იოგებმა უმტყუნეს და ჰაერში გაბნეულმა ბგერებმა ლივლივი შეწყვიტეს.
დანამდვილებით ვერ გეტყვით, გონებიდან ნოტების შესაბამისი ტექსტი ამოუცვივდა თუ მის ქვეცნობიერს ნაცნობი მელოდიის ერთი და იმევე ბგერები ყელში ამოუვიდა?!
ალბათ, ამ უკანასკნელს ჰქონდა ადგილი, ისედაც დღედაღამ წარსულ დანაკლის მისტიროდა და ფაქტია, გულს თუ მანამდე სიამე უვსებდა, ახლა მოსვენება დაეკარგა და ნოსტალგიის ყულფი ნაზი კვნესავით ჩამოეკიდა კისერზე. მოულოდნელად ნოტებისა და მათ ზემოდან წვრილად მიწერილი სიტყვების აღსაქმელად თვალები გაახილა, თუმცა დაკვრის გაგრძელება არ უცდია, არამედ დამძიმებულმა ამოისუნთქა, ნოტების რვეული გვერდზე გადადო და ხელების ფაციფუცით, უფრო მხიარულის მოსაძებნად, დალაგებული ფურცლები გადაქექა.
ხელში ძველ ნოტებში შერეული, უმნიშვნელოდ შუაზე გადაკეცილი თაბახის ფურცელი მოხვდა. ფურცელზე გარედან ამოტვიფრულ საგვარეულო გერბზე მიხვდა საქმე რასთანაც გქონდა და ისიც კარგად იცოდა ამ ფურცლის ნახვის უფლება არ ჰქონდა, თუმცა ცნობის წადილით შეპყრობილმა მაინც აიღო, გახსნა და რამდენიმე ხანს სრულიად უიმედოდ და უსიცოცხლოდ მიაჩერდა უცნობსა და იდუმალს - ლამაზი კალიგრაფიით მთელი სასოებით ჩაწერილ სიტყვებს, უფრო კონკრეტულად კი აუხდენელი სიყვარულის ისტორიის მატარებელ წერილს, წერილს, რომელიც უკვე მოგონებად ქცეულა.
-ჩემი ძმა...-ცოდვითა და ამაოებითა სავსე წუთისოფელის წარმავლობისა და მღელვარებისგან გადაღლილს მიცვალებულივით ფერმიხდილს გონზე ყოფნა არ ეთქმოდა, არამედ ძალა გამოცლილს სახე ერთობ ამღვრეოდა და მისი ტუჩები უცნაურ სიტყვების ფრქვევას: "ოდნავადაც არ შეცვლილა..." განაგრძობდა, ხოლო თვალები ზედა კიდეზე ეპიტაფიად ამონატვიფრს: „ჩემი ცხოვრების ჩამქრალ ვარსკვლავს - როუზს", გაყინული მზერით დასჩერებოდა. ოჰ, რაოდენ ნაცნობი იყო ეს სახელი და რაოდენ მტკივნეულად აღსათქმელი.
იქ სადღაც სიღრმეში იცოდა არ ჰქონდა ლამაზ ისტორიად ქცეული სიყვარულის სიწმინდის დარღვევის უფლება და არც უნდოდა, თუმცა სიყვარულისგან თავადაც გაშმაგებულმა ვერ გაძლო და მარცვლები ნაზ ბგერებად დანაწევრდა, ბგერები ლამაზ სიტყვებად, სიტყვები კი ჰარმონიულ წინანადებებად (4) გადაიქცა და მგზნებარედ, მთელი სულით და გულით მრავალი წლის მივიწყებული უთქმელი სიყვარულის ამბავი ჰაერში დუნედ გადმოიღვრა:
„ცხოვრებაში არაფერი მაკლდა და არც არაფერზე მქონდა საფიქრალი, თუმცა ერთ დღეს ყველაფერი თავდაყირა დადგა და ჩემნაირ უდარდელს საფიქრალიც და სადარდებელიც გაუჩნდა.
ყოველ დილით, რიჟრაჟზე მზის ამოსვლას გავყურებდი და კაშკაშა, ცეცხლისფერ და მომაჯადოებელ სხივებს რაღაც ახლის მოლოდინში ვეტრფოდი და ვიმედოვნებდი, რადგან ეს სხივები სამყაროს ზღაპრულ სამოთხედ გარდაქმნას ეწაფვიან, შესაძლოა ეს ახალი დასაწყისის მომასწავებელი ნიშანიც გამხდარიყო, თუმცა ახლის მოლოდინში ეტყობა რუტინული ერთფეროვნება ყელში ამომივიდა, ყოფიერების გადაღლილობის კლიმაქსმა ჩემამდეც მოაღწია და უკვე აღარ შემეძლო სამყაროს პირვანდელი თვალით ყურება, არა თუ ძალის-ძალათი და უხალისო თვალით განსჯა.
ერთ დღეს ჩემდაუნებურად დავასკვენი ქვეყნიერება ისეთ დანაკლისს განიცდის, რომ მისთვის შეუძლებელია უჩვეულო და დაუჯერებელი ზღაპრის ნაწილად ქცეულიყო, თუმცა გულის სიღრმეში ვიცოდი მწარედ ვცდებოდი, და ეს ჩემი გონების მიერ მონაჩხმახი ილუზია იყო: მას არც არავინ და არც ვინმე აკლდა, უბრალოდ მე უბედურს მინდოდა რამესთან კავშირი დამეჭირა. მე ხომ მთელი ეს დრო რაღაც ამოუცნობი თავისკენ მქაჩავდა, მოსვენებას არ მაძლევდა, შინაგანად მწვავდა და მანელებდა.
გინდ გაგიკვირდეს, გინდ არა, დიდხანს არ მქონდა პასუხი, ვის ვებრძოდი ქვეცნობიერს თუ უცნობ აჩრდილს, თუმცა დღეს ჩემი დაიკოს პიანინოსთან ვზივარ და დაკარგულ პასუხებს შემთხვევით მივაგენი, რომლებიც თურმე არც დაკარგული ყოფილა და არც საძებნელი სჭირდა რამე.
პასუხი რამდენადაც გაუგებარი და ზედაპირული არ უნდა იყოს - ეს ამ წერილის ადრესატია. იყო დრო ეს ადამიანი ჩემი ცხოვრების მანათობელი ვარსკლავი, სიცოცხლის ხალისი და ბედნიერების წყარო, ჩემი დილის ამომავალი მზის სხივები, რომელსაც შორიდან ვუცქერდი და ვეტრფოდი. ჩემს სამყაროში მოულოდნელად შემოიჭრა და მოულოდნელად გაქრა. ჯერ ნანატრი წუთებიც გამაბედნიერა, შემდეგ მოუშუშებელი ტკივილის შეგრძნებით გული დამიკოდა.
იცი ცხოვრებაში არაფერს ვნანობ, გარდა ჩვენ შორის მეგობრული ბარიერის დარღვევასა და გულში მის ჩავარდნას... ვაითუ რა ვქნა, რომ არ შემიძლია ამ გულის ტკივილს ზურგი ვაქციო და სული სიყვარულის ცეცხლში დაწვისგან ვიხსნა..."- ქალმა კითხვის გაგრძელება ვეღარ შეძლო, პარალელურად მისი საყვარელი ადამიანში არსებული გრძნობები მასში გადმოიღვრა: სინანული, სევდა, ვარამი მთელ სხეულზე უტევდა და ბრძოლით დაქანცულს დანებებას აიძულებდა, თუმცა ისინი ამაოდ ირჯიდნინ თავს, ქალი იმაზე ძლიერი ყოფილა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა, ძმის დარდის გაზიარება დაიშურა მიზნად და თავს მოერია:
„ალბათ ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამ საცოდავ სანახაობაში დავიჭერდი თავს. წავიდა და თან გაიყოლა ჩემი გულიც, მე არაობად კი ყოველ დღე მისი თვალების ძიებაში დამტოვა... ვიცი რომ ეს სიყვარული ჯერ არ დამთავრება, ვიცი რომ კვლავ შემძლევს უნარი დალოდებისა... თუმცა ყველგან ტკივილია, მისი წასვლისა და უკან არ დაბრუნების ტკივილი... დავიღალე, დავიღალე..." (5) - ვაჟის მაღალი ემოციურობა ქალს ცრემლებს უქადდა, ვაჟი ამბობდა და წერდა იმას სხვა აბსტრაქტულად ჩვეულებრივს გაუჭირდებოდა აღქვმა და სიტყვებად ვერასოდეს მოახერხებდა გადაქცევას.
„ადამიანის შეყვარება ადვილი და თან ყველაზე ლამაზი! მაშ რა დავაშავე რომ მიყვარს?” - კითხვის გასაგრძელებლად ფურცელი გადმოაბრუნდა, თუმცა წერილის ავტორს, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს უნდოდა მეტის დაწერა, მით უმეტეს მაშინ როცა სათქმელი კიდევ მეტი იყო და სიტყვების იქ გაწყვეტა სისულელე იქნებოდა, რატომღაც ფურცელს მხოლოდ გადღაბნილი მელნის კვალი და შეწყვეტილი სიყვარულის კვალი ემჩნეოდა. ქალმა არეულად მინაწერი: "რა საშინელი გრძნობაა ჩაინთქა, ჩაიხრჩო სიყვარულის მორევში... (6)" უნებურად ამოიკითხა, ხელები აუკანკანლდა და უკონტროლო ცრემლები აუვარდა.
ტანში მწველმა ჟრუანტელმა დაუარა და ოთახი მარადისებულ სიჩუმემ მოიცვა, რომელსაც მხოლოდ მისი გაფაციცებული ხელების წკაპუნის ხმა არღვევდა: სურდა ამ წერილის გაგრძელება ენახა და უთქმელი სიყვარული ბოლომდე შეეგრძნო, აყრილ-დაყრილ ფურცელებში სხვა ნაწერებს ქექდა, თუმცა იგივე კალიგრაფიით ნაწერის ძებნა ძალზედ უჭირდა.
-ეს?!-საბედნიეროდ, ძველი ტკიცინა, უკვე შეყვითლებულ ფურცლები აღმოაჩინა, რომელსაც ვიდრე მამაკაცის აჩქარებული ხელით ნაწერი ეთქმოდა, უფრო ახალგაზრდა ქალიშვილის ნატიფად გამოყვანილ ხელს ჰგავდა, მაშინვე მიხვდა ეს ხელი ვისაც ეკუთვნოდა, რბილ სავარძელში ჩაჯდა, სანთლის ცვილი ცეცხლის ალში გაახვია, შუქი ფურცლებისკენ მიმართა და სრულიად ახალ-ახალი სიტყვების თამაშით სრულიად ახალ, უფრო ლამაზ ისტორიაში გაეხვია:
„ძფირფასო მეგობარო,
სიმართლე გითხრა, არ ვიცი წერა როგორ უნდა დავიწყო და გთხოვ მკაცრად ნუ განსჯი ჩემს სიტყვებს...
დღეს 2 იანვარია, ძალიან ცივა და განუწყვეტლივ თოვს, მიუხედავად ამისა, აუცილებელი არ ავღნიშნო, რომ ყოველ დილით აივანზე ვდგავარ და ვანაალიზებ, რომ 16 წლიანი სიცოცხლის განმავლობაში ასეთი ლამაზი თოვლი ჯერ არ მინახავს, ან მინახავს, თუმცა რატომღაც ყურადღებას აქამდე არ ვაქცევდი, შეიძლება იმიტომ, რომ დაუსრულებელ არარეალურ ილუზიაში ვცხოვრობდი და შინაგანად არ ვცდილობდი მის სისპეტაკეს სიღრმისეულად ჩავწვდომოდი, შესაბამისად კი ის დიდხანს მხოლოდ ადამიანთა ბინძური, გაქონილი ნაკვალებით წაბილწულ ლეგა, ულამაზო შავ ფერად აღიქმებოდა, დღეს კი ერთადერთი სურვილი ის მაქვს, რომ საკუთარ თავს ისწავლოს დატკბეს სილამაზით და ეს სილამაზის იდიალი სწორედ თოვლში ეძიოს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე ალბათ დიდხანს კიდევ ვერ შევძლევ ავხსნა ის ფაქტი თუ რამ გამოიწვია ჩემი ასეთი გატაცებება და ახირებანი....
ეს წამია შენი მორიგი წიგნის კითხვა დავასრულე და მოულოდნელად, სიმართლე გითხრა არც კი ვიცი, რატომ, თუმცა მთელი გულითა და სულით მომინდა ეს ყველაფერი შენთვის მომეწერა... ეს ზუსტად ის შემთხვევაა, როცა იცი, რომ კარგი ჩანაწერი არ გამოგივა, თუმცა მაინც აიძულებ სიტყვებს ხელ-ფეხი შეისხას და გადმოცეს ის, რასაც გულში საგულდაგულოდ ინახავ/ მალავ.... სხვისთვის შეიძლება ნორმალურადაც ჩანდეს, მაგრამ მხოლოდ შენ გეცოდინება, რამდენად რთულია ეს ყველაფერი... ხშირად შეუძლებელია კარგად გადმოსცე ის, რაც მხოლოდ შენთვის და მხოლოდ შენთვისაა გასაგები, რატომ მხოლოდ ჩემთვის? - იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ შენი წიგნის მთავარი პერსონაჟი თავიდან - ფეხებამდე მე ვარ, ოღონდ ცისფერი თვალებისა და არამიწიერი სილამაზის გარეშე.
შენი წიგნის მეშვეობით დღეს გავბედე და აქამდე საძულველ სარკეში საკუთარ სილუეტს არ გავექეცი, უფრო მეტიც მომინდა საკუთარი შინაგანი „მეს" ამოხსნა მეცადა თავისი დამალული და ამოუცნობი საიდუმლოებითურთ... დიდხანს არ ვიცოდი სად იწყებოდა ჯიუტი, ველური და სად მთავრდებოდა უხეში, ცივი, უკარება ბაშვის, ანდა-პირიქით სად იწყებოდა ბავშვური უშუალობა და სად მთავრდებოდა -სისუსტე და ემოციურობა. ამ კითხვებს გაუცნობიერებლად ახალ-ახალ თავგასავალში, ამდენად გადაუჭრელ თავსატეხთან მივყავდი, რომელთაც იმდენად ამოუცნობი და იდუმალი პასუხი ჰქონდა, ვიდრე სფინქსის თავსატეხს, ჩემგან განსხვავებით გაუნათლებელ, უბედურ ბედზე გაჩენილ საწყალ, მწყურვალ მეზღვარეობს რომ დაატყდათ თავს....
ადრე არ ვიცოდი, არ შემეძლო ამეხსნა თუ რა დამართნოდა ჩემს თავს, დღეს კი - გინდ გაგიგიკვირდეს, გინდ არა - შევძელი ჩემი თავსატეხის ამოხსნა: მისი ერთადერთი პასუხი პირდაპირ შენ გიკავშირდება... იმას, რის თქმასაც შენთვის ამაოდ ცდილობს ჩემი ფურცელზე დაღვრილი მელანი... ნელ-ნელა ვხდები, რომ ჩემს ცხოვრებაშიც დადგა ალუბლის ყვავილობის ჟამი და ამის გამომწვევი მიზეზი შენ და კვლავ შენ ხარ!
დღევანდელმა თოვლცვენამ რატომღაც შენი თავი გამახსენა, გაოსაოცარი არ უნდა იყოს, რომ დღეები ერთმანეთს დაუსრულებლად ენაცვლება, მით უფრო და უფრო ვხედავ მსგავსებას თოვლის ფანტელებსა და შენს შორის, რატომ? იმიტომ რომ ზუსტად ისეთივე მომხიბლელი და მომაჯადოებელი, როგორც შენ ხარ! ამბობენ ლამაზ სხეულში ლამაზი სულიც დგასო და ეს მართალია ისეთივე რჩეული პიროვნება ხარ, თვალშისაცემი ვაჟკაცი, არისტოკრატი მანერებით, ცხოვრების წესით, პრინციპულობოთ, მორალით, ზნეობით, ღირსებებითა და რაც მთავარია სპეტაკი სულით...
დანამვილებით ვერ გეტყვი ამ თვისებებმა გამოიწვია შენდამი ჩემ გულში აგიზგიზებული ცეცხლი, თუ სხვა რამ... მაგრამ ფაქტია, რომ იმ დღიდან მოყოლებული, როცა პირველად შეგვხდი შენი სიყვარული დავიწყე და დღითიდღე ამ სიყვარულს გულში ვზრდი... მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი და კვლავ ვიცი, რომ სიყვარული, მით უმეტეს იმ ადამიანისადმი, რომელიც იგივე გრძნობით შეიძლება ვერც გიპასუხოსო, დანაშაულია და მას აუცილებლად დიდი სასჯელი მოჰყვება... არ გეგონოს, რომ ვცდილობდი ამ გრძნობების გულში შენახავს, არათუ მის ძირშივე ამორძირვას ვეწაფვოდი, გეფიცები ვეცადე მემალა, ჩემს თავს ათასჯერ დავუშალე შენზე ფიქრი, სიყვარული, თუმცა არაფერი გამოვიდა, რა გასაკვირია, ადამიანი ამ აღმაფრენი გრძნობის მიმართ სუსტია, მითუმეტეს ჩემი ასაკის ადამიანი ზედმეტად ბავშვიც კია... შენ ყოველთვის ამ ბავშვის გვერდით იყავი და ამ გრძნობებმა ფრთებიც თავისებურად შეისხა....
გახსოვს მითხარი, რომ „მე შენი ერთადერთი მეგობარი ვარ, ვინც შენთან იმდენად მჭიდრო სულიერი ძაფით არის დაკავშირებული, რომ ეს გადახლართული ძაფია არასდროს გაწყდებაო", გულით ვხდები, რომ ბავშვ ჩეიანგს არათუ უნდა ეს ურთიერთობა ამ ჭრილში გაგრძელდეს, არამედ ფიქრობს, რომ ჩვენი ურთიერთობა სამყაროს პირველწყარო ფერებს დაემგვანოს: მწვანეს, ცისფერს და ყავისფერს ერთად შერწყმულს, რომელიც მთელი ცხოვრება გაგრძელდებოდა, ვერანაირი ბუნების კანონი შეცვლის მათ არსებობას, თავად ეს გრძნობა კი ეს არის ყველაზე წმინდა, რაც შეუძლია ადამიანმა გამოსცადოს, ეს ჩემს გულში სამუდამოდ დარჩება, თუნდაც შენგან უარი მივიღო, შენს გადაწყვეტილებას, შენს აზრებს და რაც მთავარია შენს გრძნობებს პატივს ვცემ, მაგრამ მაინც მინდა იცოდე, რომ ამ ბავშვს სიგიჯემდე უყვარხარ და ის ბოლომდე დაატარებს შენს სიყვარულს…
კ.თ, მე შენ მიყვარხარ და შეიძლება სხვა ადამიანებს შევხდე კიდეც, უნდა იცოდე რომ შენ უკვე დაეპატრონე ჩემს გულს და ამ ფაქტს არაფერი შეცვლის, პირობას ვდევ რომ ამ გრძნობის ცეცხლს არც ახლა და არც არადროს ჩავაქრობ და მას გავუფრთხილდები, ვიდრე შენს თავს სიკვდილი არ დამაშორებს ჩემი შენდამი სიყვარული ზუსტად იმაზე მტკიცე, ძლიერი და მუდმივი იქნება, ვიდრე ბევრისთვის გადაუჭრელი გაბლანდული გორდიას კვანძი..."


1. ნინო სამსონია, „ურუქის ლიტერატურული ტრადიცია“.
2. მელამი – (შუმ.) შემზარავი და მომაკვდინებელი შუქი (ნათება), რომლითაც შემოსილი არიან ღმერთები, ღვთაებრივი საგნები და მოვლენები, ღმერთებთან წილნაყარი ადამიანები (კერძოდ, გაღმერთებული მეფეები).
3. „მზავრის წერილები“, ი. ჭავჭავაძე, მყინვარწვერზე საუბრისას.
4. ინსპირებულია ნინო ფრანგიშვილის წიგნიდან „ნარანის დედოფალი“.
5. წინადდება ამოღებული ფიკიდან “ნახატი || თეჰიონი“. იხ. wattpad.com
6. რიუნოსკე აკუტაგავა, "იაპონური მოთხრობები", პალიტრა ლ, 2014 წ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent