შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულ მე’ფერები (||| ნაწილი)


გუშინ, 13:33
ავტორი ELOISE
ნანახია 195

დასაწყისშივე ვწუხვარ ჩემი მოუთმენლობისთვის ვინაიდან მინდოდა სრულად დადება.უბრალოდ ძალიან მოუთმენელი ვარ და ვხვდები ტყუილად ვწელავდი დროს.თქვენ კი სასიამოვნო კითხვას გისურვებთ<3 ულევი ემოციით და გრძნობით სავსეს…იმედი მაქვს თქვენც ისე ჩაგწვდებათ გულში როგორც მე ჩემივე ისტორია.





დამძიმებული ქუთუთოები რომ გავახილე თვალები კედელზე ჩამოკიდებული საათისთვის გამიშტერდა,დილის ექვს საათს რომ აჩვენებდა.მერე ერთმანეთს ძლიერად დავაჭირე და ზმუილს ამოვაყოლე დაღლილობა,ძილმა მაინც რომ ვერ გაფანტა.ნელ-ნელა წამოვიწიე, თავთან ერთად,წელი ძლივს ავიტანე და წამოვჯექი საწოლის კიდეზე.თვალები მოვისრისე და მთქნარებით გავიხედე ფანჯარაში…ცა ჯერ კიდევ მოღრუბლული იყო.ტელეფონს დავხედე აშკარა ცუდ ამინდს რომ წერდა. აგვისტოა, მაგრამ ზაფხული თითქმის არც მიგრძვნია ასე იყო ივლისშიც.მობეზრებული წამოვდექი და სააბაზანოში გავედი თავი რომ მომეწესრიგებინა და წავსულიყავი სამსახურში.მართალია ჯერ ზედმეტად ადრე იყო და ცხრაზე ვიხსნებოდით, მაგრამ ძილის შებრუნება არ შემეძლო და ვიცოდი,როგორი ცუდი შეგრძნებაც მეუფლებოდა.ამ დროს თითქოს გულის რევა მაწუხებს,მაგრამ თან თვალები ისევ რომ მეხუჭება და ძილისკენ მიმითრევს,რაღაც პარალიზებულს მხდის და ეს უბრალოდ კატასტროფული შეგრძნებაა მთელი დღე რომ მიმყვება ხოლმე.
ჩუმად ვმოძრაობ,არ მინდა დათა გავაღვიძო და ბუსავით იჯდეს ისიც სამსახურამდე, ვიცი არც მას უყვარს ძილის შებრუნება.ტატოს აგარაკზე შეკრებიდან ორი კვირა გავიდა,ზედმეტად გაწელილი, მომაბეზრებელი და რობოტული იყო პირველი და ბოლო დღეები.სამსახურში გავედი,ისევ ისე, იმ ადგილას სადაც ადრე.ჩემი ნაშრომის ნახევარზე მეტს ვინახავ და პარალელურად ბინასაც ვეძებ.ძალიან რთულია ამ ყველაფრის დათასგან მალვა,მაგრამ რომ გაიგებს იმედი მაქვს ზედმეტად ცუდად არ მიიღებს ამ ინფორმაციას.ბოლოს მასთან საუბრიდან დიდი ხანი გავიდა,ზედმეტად დაკავებული და გადართულია რაღაცეებზე.დიდად არ და აღარ ვერევი მის პირადში.ვცდილობ ცოტაოდენი დისტანცია დავიჭირო და უხერხულ სიტუაციაში,არც ჩემი თავი ჩავაყენო და არც ის.არც ჩემი მშობლების ზარები და მუქარით სავსე მესიჯები წყდება,თავს არ მანებებს არც ლევანი და არც თამუნა,რაც ყველაზე მეტად მანერვიულებს.ხვალ ბინის ქირაც კი უწევთ და როგორ მოახერხებენ,არ ვიცი.ამის გააზრების შემდეგ ჩემს თავში ათას კითხვას ვაიგნორებ და უბრალოდ ვცდილობ ჩვეულებრივ მოვიქცე,როგორც ამას ის დაკო იზამდა,რომელიც უყოყმანოდ აფასებს საკუთარ თავს.ფეხშიშველი გავედი სამზარეულოში,ცივი ამინდის ფონზე იატაკიც ძალზედ ცივი მეჩვენა და ფეხისწვერებზე დგომით მოვიმზადე ყავა…წარმოგიდგენიათ რა პოზიციაშიც ხომ?
-გაცივდები.-გავიგე დათას ხმა თუ არა მისკენ მივაბრუნე გულგახეთქილმა თავი.არ ველოდი თუ ეღვიძებოდა.
-ჩაიცვი.-სახლის ჩუსტები დამიდო და გასწორდა.
-გაგაღვიძე?-მეორე ჭიქა გამოვიღე სათავსოდან.
-არა,უკვე ვაპირებდი გაღვიძებას.
-ადრე არაა ჯერ?
-ჩავიცმევ და გასვლას ვაპირებ მე.
ხომ გაქვს ბარათი?ვერ მოვახერხებ…
-არაუშავს წავალ ჩემითაც,წადი სადაც აპირებ წასვლას შენ.-თავი დამიქნია და გავიდა სამზარეულოდან.უკან ჩაცმული გამოვიდა და სარკის წინ დადგა, სავარცხელი აიღო ხელში,მაგრამ უკან დაუშვა ისევ.სარკეში მიაშტერდა საკუთარ ანარეკლს,მერე მოისრისა თვალები და გამომხედა მე.დეჟავუ მქონდა.
-რამე მოხდა?
-მერე ვისაუბროთ კარგი?-თავი აარიდა ჩემს კითხვას და ტელეფონი მოიმარჯვა ხელში.
-გასაღები გაიყოლე დათა,დროებში რომ ვერ დავემთხვეთ ვიღაც გარეთ დარჩება.-გავუწოდე გასაღები.ერთხანს დახედა გასაღებს ხელის გულზე რომ მედო მერე აიღო და დამაკვირდა.
-შენც…
-მეც გავიყოლებ.-არ დავასრულებინე მოვუჭერი და გავაღე კარები.გავიდა კიბეები ჩარიბინა და გაქრა.ზედმეტად არეული მეჩვენება დღეს და თან, როგორ.კარები დავკეტე და ყავით ხელში გავედი ჩემს ოთახში,დათამ რომ გამომიყო.
ოთახი დავალაგე,ტანსაცმელი ჩავიცვი, ყოველი შემთხვევისთვის ქოლგა მოვამზადე და ჩამოვჯექი.ისეთი გემრიელი სუნი ასდიოდა ჩემს ფინჯანს თვალები მიმენაბა.
დრო ჯერ ისევ მქონდა, ტელეფონი გავხსენი სოციალური ქსელები დავათვალიერე და თვალები კინაღამ გადმომცვივდა კიდეც ჩემს რექვესთებში ვიბლიანის პროფილი,რომ დავინახე.მაშინთვე გადავედი მის გვერდზე და პროფილს ინტერესით დავაკვირდი.
-აშკარად ისაა.-გამეცინა და დავიმატე.არ მეგონა საერთოდ სოციალური ქსელები თუ ექნებოდა,ზედმეტად დიდიც კი მეგონა.
გადავხედე ისევ, მისი ბოლო პოსტი ივლისის შუა რიცხვებით თარიღდებოდა ზღვის ფონზე იდგა, მზის სათვალეებით მომღიმარი.უნებურად გამეღიმა და გადავდე ტელეფონი.ბოლოს მივხვდი ზედმეტად რომ შემითრია სქროლვამ და ცხრის ოცი წუთი იყო უკვე. გასაღებს,ჩანთას და ქოლგას ხელი დავავლე და კისრისტეხვით გავიქეცი გაჩერებისკენ.
დილას მისულს ვერც კი ვიფიქრებდი ამდენი საქმე თუ დამხვდებოდა,ზედმეტად ბევრი კლიენტი და შეკვეთა იყო,რამაც ისე გადამწვა და გამომფიტა რომ წარმოუდგენლად დაღლილი და სრულიად ენერგია გამოცლილი გამოვედი სამსახურიდან,დაამღლელი სამუშაო დღის დასასრულს.გაჩერებასთან მისული არ ვიყავი რომ შევამჩნიე,უკვე მიდიოდა ჩემი ავტობუსი.რაც კი ძალა შემომრჩა გავიქეცი მეგონა დავეწეოდი,მაგრამ უშედეგოდ.
-შენი დედაც…-აღმომხდა რომ ვერ დავეწიე სწრაფად მიმავალს და უენერგიოდ ჩავიქნიე ხელი სახლში თავისდროზე მისვლაზე.ახლა მინიმუმ ნახევარი საათი უნდა ველოდო,როცა ვიცი ძალიან იგვიანებს ხოლმე.იქვე დავებერტყე სკამზე და თავი უკან გადავაგდე.-მეძინებაა…-ამოვიდუდუნე ჩემთვის და დავხუჭე თვალები.ცოტა მაკლდა ღრმა ძილამდე ნაბიჯების ხმა რომ მომესმა.
თვალები არ გამიხელია,მაგრამ უსიამოვნოდ ვიგრძენი თავი.ოდნავ შევიშმუშნე და ისე გავახილე ცალი თვალი,უცნობს რომ არ გაეგო და შევათვალიერე.მოშორებით ჩამოჯდა და არაბუნებრივი ხმა გამოსცა.
-გაერთე?-მისი ხმა რომ ვიცანი მაშინვე გავახილე თვალები და წამოვვარდი ფეხზე.
-შენ?
-მე,რა,გაერთე მეთქი?!
-მე…
-მიპასუხე…ხომ გაერთე მანამ სანამ წასული იყავი?აჰ,ბოდიში გაპარული,მაგრამ ყველაფერი დიდხანს არ იმალება დაკო.-საზარელი თვალები ამომხედა და ჩაიცინა.ფუ,გული მერევა ამ საძაგელ არსებაზე.
-შენ,როგორ…საერთოდ როგორ მიპოვე?!
-შენი მოძებნა ძალიან მარტივია.რა გგონია, არ ვიცი სად ან ვისთან იყავი?გაერთე?მოილხინე და გაიხარე?ახლა სახლში დაბრუნების დროა მამი…
-როგორ ბედავ!-აღმომხდა კივილით.
ავკანკალდი მთელი სხეულით.ეს გრძნობა იმდენად გულს მირევდა,აღემატებოდა ჩემს ძალებს სრულიად.ვერ ვუძლებდი.
-რატომ?მამიკოს დამჯერი გოგო არ ხარ შენ?
-მოკეტე!შენი ბინძური პირიდან აღარ
გავიგო ეგ სიტყვები!-გამოვცერი კბილებიდან.-მე მამა,თხუთმეტი წლის წინ დავკარგე,შენ კი შენ,ვერასდროს გახდები მამაჩემი!
-ზედმეტს ტლიკინებ სახლში დაბრუნების დროა,დედაშენი გელოდება ისედაც.
-სახლი…ისევ სახლს რატომ გაიძახი?!სახლი იქ ვერ იქნება სადაც ყოველ დღე თავს არარაობად და უსულოდ გრძნობ.უბედური ვიყავი თქვენ გვერდით ვერასდროს გავიხარე.გეგონა დამიმორჩილე და მთელი ცხოვრება შენს დაკრუკლზე ვივლიდი?!ძლივს თავი დაგახწიეთ, სუნთქვა შევძელი…იცი საერთოდ,როგორ გამიჭირდა?იცი რომ ყოველ ღამე შიშებს ვებრძვი?მაგრამ შენ საიდან გეცოდინება,ნამდვილი მამაც კი არ ხარ…შენი შვილი?რაო შენმა შვილმა შენც მიგატოვა და მე მიმწარებ სამაგიეროდ ცხოვრებას?ახლა გამოჩნდი და გინდა ყველაფერი დავკარგო?!მიპასუხე,რა გინდა!რას მერჩი,მაცადე ვისუნთქო,მაცადე შევინარჩუნო ის ფერები,რაც შემომრჩა და მათი გახარება ვცადო,მაცადე გესმის?!-ამოვაყოლე მთელი სული და გული სიტყვებს…სიტყვებს,რომელსაც მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდათ.მას ხომ მხოლოდ რობოტი სჭირდება,ის რობოტი,რომელიც მე გავხდი მათ გამო. ცრემლებისგან დასველებული სახე მოვიწმინდე და არეული თვალებით დავაჩერდი გაშეშებულს.-თუ ადამიანობა მაინც შემოგრჩა მე შემეშვი და შენს შვილს მიხედე…კომაში რომ იმყოფება უკვე წლებზე მეტია და იმის უნარი არ გაქვს მიხვიდე და მოიხადო შენი ვალი…წადი!მოინანიე და მერე ილაპარაკე კაცობაზე…მამობაზე და ქმრობაზე.წადი და მომშორდი!თვალით აღარ დამენახო თორემ,ისე გავქრები მამაზეციერი ვერ მომაგნებს.
-ჩემზე საუბრობ და საკუთარი მამის საფლავზე არ ყოფილხარ წლებია.-შხამი გადმოანთხია და ზიზღით დამაკვირდა.ცხელმა ტალღამ დამიარა მთელს სხეულში და გავშეშდი ერთადგილზე.თავი ბოლოდმე შევიკავე რომ არ მომეკლა ამ სიტყვებისთვის.
-კიდევ ერთხელ,გავიგებ შენი ბინძური პირიდან მაგ სიტყვებს და ვფიცავ არ გაცოცხლებ!-გამოვცერი კბილებიდან. ჩანთას ჩავებღაუჭე მთელი ძალით და გავიქეცი.უკან არც მომიხედავს ისე გავრბოდი იქ,სადაც თავშესაფარი მეგულებოდა.ყველა ნაბიჯზე ვკვდებოდი და სულს ღრიალის მეტი არაფერი უნდოდა.სუნთქვა ისეთი მძიმე გამიხდა,მეგონა რომ ამ მომენტში მთელი სამყარო თავზე დამემხო.ბოლო დროინდელი სიმშვიდე მხოლოდ მოჩვენება ყოფილა და უკვე იმის აღქმას ვიწყებდი,რომ ინგრეოდა ის პატარა სამყარო, რომელშიც თავი უსაფრთხოდ მეგონა.მხოლოდ ჩემი გულისცემა მესმოდა,გიჟივით რომ სცემდა და ისტერიკული ტირილი.ბინაში,როგორ მივედი არ მახსოვს მხოლოდ ის,ზურგსუკან რომ მივიხურე კარები და წამიერი შვება განვიცადე.საკუთარ ოფლში ვცურავდი და სუნთქვის დარეგულირებას ვცდილობდი ფეხებში ძალა რომ გამომეცალა და ჩავიკეცე.სუნთქვა გამიჭირდა მკერდში ჩხვლეტა ვიგრძენი,გულ-მუცელი მეწვოდა და ტირილისგან დასიებული სახე.ისეთ დაღლილობას ვგრძნობდი ასეთი რომ წლებია არ მიგვრძნია.დასუსტებული და დატანჯული მივლასლასდი ოთახამდე და გალეული წამოვწექი,მოვიკუნტე და თვალები დავხუჭე.ისეთი სიჩუმე იყო მხოლოდ გულისცემა მესმოდა,
ნელა-ნელა მწყობრში რომ დგებოდა და მეც მერეოდა დაღლილობა.ბოლოს თვალებზე ბინდი გადამეკრა და ჩამეძინა.
დილას ისეთი ტკივილით გავიღვიძე ძლივს წამოვწიე თავი.მუცლის არეში საშინელ ტკივილს ვგრძნობდი,წამოვიწიე და ტკივილი რომ შემეჩერებინა მოვიღუნე, თითქოს ცოტა მიშველა,მაგრამ მაინც ძალიან მტკიოდა.ძირს დაგდებულ ჩანთას დავწვდი და წამალი რომ მეგულობოდა გავხსენი.ამ მომენტში დაუკაკუნებლად შემოაღო კარები დათამ.
-მოვედი … რა გჭირს,ცუდად ხარ?-სახეზე ფერი ეცვალა,როგორც კი დამინახა და
ახლოს მოსული საწოლთან ჩაიმუხლა.
-კარგად ვარ.
-რაღაც არ გეტყობა,სახეზე ფერი არ გადევს დაკო.
-არაფერია წამალს დავლევ და…
-რა წამალს?! ადექი საავადმყოფოში წაგიყვან.-წამოდგა და წელზე მომხვია ხელი.
-არ მინდა…არ წამოვალ,წამალს დავლევ და კარგად ვიქნები.-ხელი მოვიცილე და ჩანთიდან წამალი ამოვიღე.-წყალი…
-დამელოდე-სწრაფად წამოდგა და გავიდა ოთახიდან უკან წ|ლის ჭიქით დაბრუნდა და მომაწოდა.
-მადლობა.-ენაზე დავიდე წამალი და წყალი მივაყოლე.ჭიქა გამომართვა და წამოვწექი.-დავიძინებ და კარგად ვიქნები.
-სად გტკივა მითხარი!
-მნიშვნელობა აქვს?
-რას ნიშნავს აქვს თუ არა?!რა გჭირს?
-არაფერი…გამივლის,უბრალოდ სხვა მნიშვნელოვან საქმეებს მიხედე კარგი?
-დამივიწყე ცოტახნით მე და იფიქრე საკუთარ თავზე დაკო…რა მოხდა აღარ მეტყვი?
-ლევანი ვნახე..
-ლევანი?სად მოახერხა მაგ..
-დაწყნარდი,ავტობუსმა გამასწრო და შემხვდა,როგორც ყოველთვის შხამი გადმოანთხია და…-ღრმად ამოვისუნთქე.-უმოწყალოდ ჭრილობაზე მარილი დამაყარა. არ დავფიქრებულვარ მეც განვუახლე ჭრილობები…გავახსენე წარსული,ის წარსული ასე რომ ტანჯავს და ტკენს,მაგრამ ამით ჯავრს ჩემზე იყრის.
-რა უფლებით!-ყვირლი დაცდა გაცოფებულს.
-დაწყნარდი,გუშინდელი დღე წარსულია უკან მოხედვა ჩემი სტილი არაა,მირჩევნია ჩემი გზა გავაგრძელო,მას კი ცხოვრება გადაუხდის.-ახლოს მოიწია და ჩემი ხელები თავისაში მოიქცია,ისეთი ცივი ჰქონდა ვერ გამათბო ისე,როგორც ამას სხვა დროს იზამდა.
-ჩემი ბრალია…შენს გვერდით უნდა ვყოფილიყავი.
-თავს ნუ იდანაშაულებ გვიანია უკვე, ვალდებულიც არ ყოფილხარ დათა.-ახლოს მოიწია და თმებზე მომეფერა,ყურს უკან გადამიწია და იქვე მაკოცა,მაშინვე ამერია გრძნობები,თვალები ძლიერად დავაჭირე ერთმანეთს რომ თავი შემეკავებინა სურვილისგან,მომეხვია მისთვის ხელები.
მის ხელებში მოქცეული ჩემი მტევანი ფრთხილად გამოვაცალე და უკან დავიხიე.
-დაკო…
-ჯობია ასე იყოს კარგი?ორივე ვხვდებით რაც ხდება და ჯობს ყველაფერს თუ არ ავურევთ.
-არ შემიძლია შენგან თავის შორს დაჭერა ჩემი თავიც მძულს რასაც შენ გიკეთებ. ამით ჩვენ..
-მეგობრები ვართ ჩვენ დათა, კარგი მეგობრები.-მოვუჭერი და გადავბრუნდი აღარ მინდოდა მასთან ლაპარაკი ამ თემაზე,უარესად ცუდად მხდიდა.წამიერად გაჩუმდა ისიც,მაგრამ ოთახიდან არ გასულა ვიგრძენი როგორ ჩამოჯდა საწოლთან.
-დღეს საავადმყოფოში ვიყავი,-ერთმანეთზე ძლიერად დაჭერილი თვალები გავახილე და ფანჯრებს მივაშტერდი სმენად გადაქცეული.
-არა ჩემ გამო,უფრო სწორედ ჩემი ნაწილის გამო.-სუნთქვა აუჩქარდა უცბად გაწყვიტა საუბარი,ღრმად ჩაისუნთქა და განაგრძო.
-თუთა…
-ვიცი ყველაფერი.
-ვხვდებოდი,ვიცოდი რომ არ გამოგპარვია არცერთი ნაწილი,უბრალოდ არ შემეძლო
-უბრალოდ გააგრძელე,-ამოვილაპარაკე ხმა ჩამწყდარმა.
-არ ვნანობ არცერთ მასთან გატარებულ წამს,-არაფერს ვგრძნობდი,უბრალოდ ვუსმენდი მას როგორ მიშლიდა გულს.-არ დავიწყებ არაფრის ახსნას,რას ვგრძნობ,არც ჩვენი ურთიერთობის სტატუსს.-ისევ გაწყვიტა. ამჯერად დიდი პაუზის შემდეგ განაგრძო.-დეპრესია დაეწყო თუთას,ცუდად ხდება ყოველ მეორე წამს და თავის თავს არ ჰგავს,მკლავს ყოველი მისი ცუდად ყოფნა მის სულს რომ სტკივა და მე ვერ ვეხმარები.-ისეთი გრძნობა ასაუბრებდა დამანგრია.
-ადამიანი შეიძლება გარეგნულად აყვავილებული გეჩვენოს,მაგრამ შინაგანად კვდებოდეს სული ტანჯავდეს და ტკიოდეს.ერთხელ მოუსმინე მას იქნებ შეძლო მხოლოდ გარეგნულად შეფასება შეწყვიტო და გრძნობით დააკვირდე.-გადავბრუნდი მის მხარეს.
-ორსულადაა დაკო…-ამოღერღა სიტყვა ძლივს და არეული თვალები ახლა ჩემზე გადმოიტანა.გავშეშდი და გონს ვერ მოვედი კარგა ხანს,მხოლოდ მაშინ უნებურად შეწყვეტილი სუნთქვა რომ გავაგრძელე ვიგრძენი ტვინმა მუშაობა განაგრძო ისევ.
-შენ…მერე შენ აქ რას მიკეთებ?!ასეთ მომენტში მას მარტო როგორ ტოვებ სულ გაგიჟდი?ასეთად არ გიცნობ…ღმერთო ჩემო!ადექი და წადი მასთან სასწრაფოდ.-ტკივილი დავაიგნორე და წამოვდექი ფეხზე.მკლავში დავექაჩე და მისი წამოყენება ვცადე.-ადექი ახლა მას სჭირდები სულელო!-სულ ძალით წამოვაყენე და გავაგდე სახლიდან.ისეთი გაკვირვებული მიყურებდა,მგონი არც სუნთქავდა.-წადი და მოუფრთხილდი მას,შეისწავლე მისი სულის ფერები და არა მისი გარეგნობა.-მოვიხურე კარები ზურგს უკან და მივეყრდენი.ღრმად ჩავისუნთქე წამის წინ მომხდარისგან გაოცებულმა.
-თუ არ გავგიჟდები არ ვიცი…



4
4
4


-დაკო,ახლახან შემოვიდნენ სტუმრები, შეგიძლია მათ მიაქციო ყურადღება?-ბართან ვიყავი და ტელეფონში ვიქექებოდი,თეონამ რომ დამიძახა.თავი ამოვწიე და გავსწორდი.მითითებული მაგიდისკენ გავიხედე და დავიძარი,თან მოვიმარჯვე კალამი.
-გამარჯობა,რას ინებებთ?-ვიკითხე, როგორც ყოველთვის სტანდარტულად, როგორც სულ და მოვათვალიერე სტუმრები.ორი ადამიანი იჯდა მაგიდასთან,ერთი დაახლოვებით ოც წლამდე გოგონა, ხოლო მეორე მენიუში იყურებოდა და სასურველ კერძს არჩევდა,მისი სახე არ დამინახავს იმ მომენტში.ხმის ამოღებისთანავე ჩემსკენ გამოიხედა მან.თუ არ გავგიჟდებოდი არ მეგონა და ჰოი საოცრება…პირდაღებული,გაკვირვებული ვუყურებდი რატის.
-ჯერ ჯერობით წყალი, თუ შეიძლება.-ჩაერთო გოგონა,თავი რომ ამოსწია მენიუდან და გამომხედა.-თქვენ…
-მე,ახლავე…ახლავე მოგიტანთ-ენა აბლანდულმა მივმართე უცნობს და უკან დავბრუნდი ბართან.
-წყალი…წყალი თუ შეიძლება გიორგი.-არც აქ დამემორჩილა ენა,მანაც მაშინვე გამომიწოდა
წ/ლით სავსე ჭიქა და მათი მაგიდისკენ დავიძარი.
-ინებეთ.-თვალს ვერ ვაშორებდი რატის და მის უემოციო სახეს.კლასიკურად ეცვა, თითქმის არ მყავდა ასეთი ნანახი მხოლოდ მაშინ იყო პიჯაკში,წვიმიან დღეს უმოწყალოდ რომ მომნათლა წვიმის წყალით.
-გადაწყვიტეთ რას მიირთმევთ თუ…
-კარგი იქნებოდა საქონლის სტეიკი ალუბლის სოუსით და ტვიში,ნახევრად ტკბილი…არა?რას იტყვი?-მენიუდან მზერა რატიზე გადაიტანა,სულ არეულმა გავუსწორე მზერა რატის.ტუჩი მოვიკვნიტე და მოთამაშე ფეხი ხელით გავაჩერე,მანაც შეამჩნია და ჩაიცინა, რა არამზადაა.
-თქვენ?-ამოვილაპარაკე და მოვიმარჯვე სანიშნი, ძალა რომ მოვიკრიბე და უკვე აღარ ვუყურებდი.
-იმავეს-გაუღიმა გოგონას და ამჯერად მე ამომხედა.-მადლობა.
-რაც შეიძლება მალე მოგართმევთ.-სწრაფად ჩავინიშნე და უკან გამოვბრუნდი.ვგრძნობდი მის მზერას და მიწვავდა მთელ სხეულს.სულ ერთმანეთზე მქონდა მიწერილი სიტყვები.ძლივს გავარჩიე.
-საქონლის სტეიკი ალუბლის სოუსით…ორი.
სამზარეულოში შესულმა მივეცი შეკვეთა და დათას რომ მოვკარი თვალი მისკენ დავიძარი.ერთი საათის წინ ზუსტად ვიცი, არ იყო რესტორანში ახლა კი რაღაც კერძს ამზადებდა.
-როდის მოხვედი?
-ცოტახნისწინ.-გამოფიტული იყო,ეტყობოდა.
-მენეჯერმა რაო მერე?იძლევა შენიშნვებს არა?გავიცინე და ავართვი სტაფილო.
-მე რომ არ ვიყო მისი საყვარელი შეფი კი.
-პრივილეგიებით ვსარგებლობთო?
-საიდან მოიტანე?
-ოო,დაიკიდე.
-ღმერთო დაკო…
-თუთა? როგორ არის?-პაუზის შემდეგ ვკითხე.მაინტერესებდა თუ მოისმინა გუშინ ჩემი ნათქვამიდან რაიმე.
ხმაურიანად დაჭრა ბოსტნეული.
-კარგად,ხასიათზე არაა და სულ მირეკავს სხვადასხვა სურვილებით,დღეს პატარა პანდა მთხოვა…წარმოგიდგენია?პანდა მინდაო.
-მერე პანდა გაგიჭირდა ამხელა კაცს?გაიკითხე სანაცნობოში და…
-მეღადავები?გადავირევი,დილას მწერდა მარწყვი მინდაო.
-არ მითხრა მარწყვი ვერ მიუტანე.
-მივუტანე,მაგრამ მე შოკოლადში ამოვლებული მინდოდაო,თუ არ გადავირეოდი არ მეგონა.
-ხვდები ახლა რა ფორმაშიც ლაპარაკობ ხო?-გამეღიმა მასზე.
-ჩემთვისაც რთულია შევეგუო ჩემს ასეთ თავს…მერე მამის ამპლუაში რომ ვიქნები ხომ საერთოდ.
-ხარ უკვე და შეეგუები…მოგიწევს თუთას და ბავშვის ცხოვრება ბრწყინავდეს,მეტი არ მინდა დათა გიგანო იცოდე…
-სტეიკი ალუბლის სოუსით მზადაა.-თორნიკემ წამოიძახა და თეფშზე ლამაზად დასევრირებულ კერძი მომაბარა.-აბა შენ იცი.-თვალი ჩამიკრა და თავის საქმე გააგრძელა.უხერხული ღიმილით შევეხედე და რომ გავცილდი უცბადვე მოვიშორე. დარბაზში გავედი ლანგრით და სტუმრების მაგიდისკენ დავიძარი,სულ ხელების კანკალით მივიტანე იქამდე.
აღარც შემიხედავს რატისთვის,თორემ სადღაც აუცილებლად წამიცდებოდა ფეხი. ისე გამოვბრუნდი უკან და ჩამოვჯექი ბართან.
-დამღლელი დღეა არა?-ღიმილით გადმოიწია ჩემსკენ გიორგი და წყალი გამომიწოდა.-სახეზე გეტყობა
-ასეთი მახინჯი ვარ ვაჟბატონო?-გამოვართვი და ერთი მოყუდებით დავცალე.
-ეგ ვინ გითხრა?უბრალოდ დაღლილი მეჩვენები.
-ეგ ისედაც ყველას შუბლზე აწერია.
-იცნობ?-თავით მანიშნა ჩემს უკან.
-ვის?-გაკვირვებულმა მივატრიალე თავი უკან და ხელში რატი რომ შემრჩა სწრაფად დავუბრუნდი საწყის პოზას.
-ეგრეც ვერ ვიტყოდი,რამდენიმე კვირით დავისვენეთ ერთად.
-მაგას ამბობ და თვალებით გბრუღავს ნუთუ ვერ ამჩნევ.
-აზვიადებ…
-რატომ არ იცით ქალებმა თავის წესიერად შეფასება?კაცი გიყურებს გაგიჟებს თვალებით და შენ მეუბნები აზვიადებო.
-ოო,გიორგი არ არის ეგრე…
-მოდის,მოდის-აფუსფუსდა უცბად და შებრუნდა.
-სულელო-დავუცაცხანე და მივბრუნდი უკან.
-აქ რას აკეთებ?-წინ რომ დამიდგა ჩემზე ბევრად მაღალი პირველი რაც თავში მომივიდა ეს იყო.
-ესაა სულ რაც გაინტერესებს?
-კიდევ ბევრი კითხვა მაქვს,მაგრამ მათ შორის ყველაზე მეტად ეს მაინტერესებს.-ვუპასუხე სხარტად და დავაიგნორე ჩემი აკანკალებული ხელები.
-უბრალოდ შემოვიარე არ მეგონა თუ აქ მუშაობდი-გვერდით ჩამომიჯდა და ითხოვა სასმელი.უკან მივიხედე მისი მაგიდისკენ გოგონა რომ გვიყურებდა ინტერესით,მერე რატიზე გადავიტანე მზერა.
-მგონი ჩემთან ჭორაობის დრო არ გაქვს?
-რატომ?-მოიწია ახლოს.
-ის გოგო თვალებით გვჭამს ჯობს დაუბრუნდე ადგილს არ მინდა მორიგ ეჭვიანობის სცენას შევესწრო
-ის გოგო ჩემი დაა.
-შენი დაა?-ისე ვთქვი თითქოს სულელურად გამიხარდა ის რომ არ იყო ვისაც ვფიქრობდი.
-ასე ძლაიან გაგიხარდა?
-არა,საიდან მოიტანე?
-სახეზე გეტყობა დაკო…
-არაფერიც…არ მცალია,ვმუშაობ!-უცბად წამოვხტი და გავეცალე გონება არეული მას.
სამუშაო დღის დასასრულს დაღლილმა ტაქსი გამოვიძახე და ბინის მისამართი ვუკარნახე,დაღლილს მხოლოდ ის მიხაროდა რომ ხვალ დასვენება მქონდა.გზაში დათამ მომწერა,ბოდიშს მიხდიდა თავად რომ არ მივყავდი დანაპირების მიხედვით სახლში,ბოლო წამს რომ თუთამ დაურეკა და ისიც მაშინვე გაიქცა მასთან.
სასწრაფოდ მჭირდება ახალი ბინა…



4
4
4


დილიდანვე ცუდი ამინდი იყო.მზე სადღაც დაიმალა და მკრთალ შუქს ვეღარ აფრქვევდა ყველაფერს ნაცრისფერი ელფერი გადაჰკროდა.დღეს დასვნების დღე მქონდა და ვიფიქრე გავისერნებთქო გონებამ სწორედ იქ რომ მიმიყვანა სადაც დიდხანს ვერ ვბედავდი მისვლას.
-მოვედი…-ჩურჩულით ვაკოცე საფლავის ქვას და მიწაზე ჩამოვჯექი.-ყვავილები არ გიყვარს და არც მიფიქრია…
ჩავილაპარაკე ჩემთვის და თითებს დავხედე,ნერვიულად გადავხლართე ერთმანეთში და მის უსულო,ნაცრისფერ სურათს დავაკვირდი.იქიდან იღიმოდა და უბრწყინავდა თვალები,გეგონება მართალი იყო თითქოს რეალური იყო,მაგრამ უსულო, ის ხომ არ სუნთქავდა ვერ…
ახლაც ზუსტად ასე ვიყავი,მიჭირდა სუნთქვა და ცრემლების შეკავება,გონება მუშაობას აგრძელებდა ხოლო გულს უჭირდა.თვალი ავარიდე და ვეღარ გავუსწორე თითქოს ჩემს წინ იდგა და მიყურებდა…ასე ახლოს,ასე ცოცხლად აღარ მახსოვდა ჩემი მამიკო.მატკინა ამ გრძნობამ,მატკინა უიმისობამ და მატკინა სინანულის შეგრძნებამ.ყელში გამეჩხირა დარდით სავსე ბურთი და შემეშინდა რომ ვეღარ მესუნთქა.არ მეგონა ამდენი ემოცია თუ ერთდროულად მომაწვებოდა,მისმა უ
ნახველობამ უდიდესი ბზარი გამიჩინა გულში და მომსპო.ყველა’ფერი,ყველა ნამდვილი ემოცია იმ დღეს შევწირე ის რომ ამ ცივი მიწისთვის გავიმეტე და მის გარეშე დავიწყე უსულოდ სუნთქვა.გამიჭირდა და წამოვედი დიდხანს ვეღარ გავჩერდი,მის გარეშე უფერო იყო,მის გარეშე უსიცოცხლო იყო ირგვლივ ყველაფერი.წვიმა დაიწყო,ისეთი წვიმა იყო მეგონა ცამაც იგრძნო ჩემთან ერთად ყველა გრძნობა. ჩემი სულიერი მდგომარებოა ასე გამოიხატებოდა ახლა. უკან დავბრუნდი ბინაში სრულიად სველი და განადგურებული.წყალი გადავივლე და წამოვწექი.ძილი მინდოდა ახლა რომ გამეთიშა ფიქრები,სიბნელისკენ მივდიოდი ზარის ხმა რომ გავიგე,ზარის ხმა იყო და მივხვდი დათა იქნებოდა.წამოვდექი და ზლავნით გავაღე კარები,არც მიფიქრია რომ დათას გარდა ვინმე სხვა იქნებოდა.
-შენ?!-გაოცება ვერ დავმალე, როცა ზღურბლთან თუთა დავინახე.
ისიც არანაკლებ გაკვირვებული იყო, მაგრამ მალევე შეეცვალა გამომეტყველება.
-აქ რას აკეთებ?!-იკითხა ცივად, ხმაში გაღიზიანება მკვეთრად ემჩნეოდა.
-აქ ვცხოვრობ..უკვე რამდენი თვეა.-მზერა ამატარა თავიდან ფეხებამდე და მერე სველ თმებზე გაუშტერდა.
-შენ?მგონი რაღაც გეშლება აქ დათა
ცხოვრობს.-სარკაზმულად ჩაიცინა.-დათა სად არის?-მკითხა პირდაპირ არ დაუფარია ის სიუხეშე ხმაში რომ ჩააქსოვა.
-არ ვიცი,რამდენიმე დღეა ნორმალურად არ ვკონტაკტობთ,არც წუხელ მინახავს
-ხო არა…არ გინახავს?ეგ როგორ გინდა დამაჯერო,როცა ყველა ამბობს რომ სულ შენს გარშემო ტრიალებს.-ხელები გადააჯვარედინა და გულზე დაიკრიფა.
-ვინ ყველა?
-ეგ შენ აღარ გეხება მნიშვნელოვანი ის არის რომ მე შენ არ გენდობი.
-მისმინე.-ღრმად ჩავისუნთქე.-არ ვიცი ვინ რას გეუბნება და რით გიტენის ტვინს,მაგრამ მე აქ არაფერ შუაში ვარ დათა აქ არ არის და საერთოდ მეგონა შენთან ერთად იყო.
-ხო,რა თქმა უნდა…მსხვერპლის როლის მორგება ყველაზე კარგად გეხერხება.სადაც არ უნდა იყოს შენ აქ,მის სახლში მშვიდად არსებობ როცა მისი ადგილსამყოფელიც არ იცი.
-საკმარისია თუთა,თუ ასე ძალიან გინდა ახლავე დავურეკავ და გავიგებ სად არის.-დათას ნომერი მოვძებნე და გავუშვი ზარი მაშინთვე.ვუყურებდი თუთას ამრეზით რომ მიყურებდა ფეხს ნერვიულად ვათამაშებდი. რამდენიმე ზარის შემდეგ ძლივს აიღო ტელეფონი დათამ და გავიგე მისი ხმაც.
-ალო…დათა კარგად ხარ?-ვკითხე ანერვიულებულმა და გავიყურსე მისი პასუხის მოლოდინში.
-კი, კარგად ვარ... რა ხდება? რატო მირეკავ გჭირდება რამე? – ხმაში აშკარად დაღლილობა ემჩნეოდა, მაგრამ უფრო მეტად გაკვირვება. გეგონება, საერთოდ არ იცოდა რა ქარიშხალი ტრიალებდა მის გარშემო.
-ასე როგორ ტოვებ ტელეფონს?თუთა გეძებს თუ შეგიძლია დაურეკე და გაარკვიე რაღაცეებში.-წამით დუმილი ჩამოვარდა დადუმდა დათა,რამდენიმე წუთის შემდეგ გავიგე ხმაური.
-შენთანაა?-სიტყვის თქმელად მივხვდი,დაღლილი ჰქონდა ხმა,ამოიხვნეშა.-აქ ვარ ახლახან მივედი მასთან…მოვდივარ დამელოდოს.
-გადავცემ.-ყურმილი გავუთიშე და გაბრაზუბლი გავიხედე გოგოსკენ.-შენთან მოდიოდა.
-რა?ახლა სად არის?
-მოდის…შემოხვალ?დაელოდე.-შემოვატარე ბინაში და დავხურე კარები.-რამე ხომ არ გინდა?-შევხედე მას მერე სხეულზე ავატარე მზერა.არ ეტყობა არაფერი ცუდი ხასიათის გარდა,მაგრამ უბრალოდ არ შემეძლო ფეხმძიმესთვის ცუდი გარემო შემექმნა.
დიდხანს არ მომიწია თუთასთან ერთად ერთ სივრცეში ყოფნა.დათამაც არ დააყოვნა და მალევე მოვიდა.
-აქ არის?-გავუღე კარები დათას და შემოვატარე. თავი დავუქნიე პასუსხის ნიშნად და უკან მივყევი მისაღებში შესულს.
-ვერ დამელოდე?ხომ გითხარი გასასვლელი ვარ მეთქი?
-ზედმეტად დიდხანს მომიწია ლოდინი…უშენობა ვერ ავიტანე და გადავწყვიტე თავად მომეძებნე.
-უჩემობა თუ ეჭვიანობა ვერ აიტანე შენ?-წარბაწევით დააკვირდა დათა,მის წინ სრულიად სხვა იყო ეს გოგო,პატარა დაჩაგრული ბავშვივით გადაიქცა.იდაყვში ვუბრწკინე გაფრთხილების ნიშნად დათას და თვალები დავუბრიალე,ასე არ უნდა ელაპარაკებოდეს ორუსლს.
-მე უბრალოდ…წამიყვანე სახლში,გთხოვ.-თვალები აუცრემლიანდა წამში,თავი ავარიდე მათ დრამებს და ოთახში გავედი,დავტოვე მარტო რომ თავიანთი პრობლემები თავად გაერკვიათ.ცოტა ხნის შემდეგ შემოაღო ოთახის კარები დათამ.
-სახლში მივიყვან,არ ვიცი დავბრუნდები თუ არა დღეს,მშვიდად იყავი და დაიძინე გასაღები მაქვს.-დამიბარა და წავიდნენ.მათზე არ მიფიქრია ბევრი ერთიანად დაღლილს რაც მქონდა ისიც გამომეცალა და ზედმეტი ფიქრის გარეშე ვიცვალე გვერდი.

•••
-გამომართვი-ყავის ფინჯანი გამომიწოდა კეკემ და ჩემს გვერდით სავარძელზე ჩამოჯდა ფეხები ავიკეცე და კომფორტულად მოვთავსდი.ბოლოს რომ ვნახე ის აღარ მინახავს მის შემდეგ უფრო სწორედ ვერც მოვახერებდი რომ არა კეკეს დაჟინებული თხოვნა და ჩემი დასვენების დღეც ასე კარგად რომ არ დამთხვეოდა.-აბა გოგონი,რამდენი ხანია ვერ მოვახერხე შენთან ნორმალურად საუბარი,სანამ დანარჩენები მოვლენ არ მეტყვი რა ხდება შენსკენ?
-ვინმე აპირებს კიდევ მოსვლას?-ტუჩებთან მიტანილი ფინჯანი ჰაერში გამიშეშდა.-არ მეგონა თუ…
-ვაიმეე ნუ კარგავ დროს და დროზე მომიყევი რამე ახალი!-გამაწყვეტინა მაშინთვე,თვალები ავატრიალე მის დაჟინებაზე და ყავა მოვსვი.
-არაფერი განსაკუთრებული-მხრები ავიჩეჩე.გადავწექი სავარძლის ზურგზე,გადავაგდე თავი უკან.-რამდენიმე მცირე დრამა მოხდა და ისევე გაქრა როგორც მოვიდა
-რამოხდა?დეგენერატი ლევანი არ განებებს თავს ისევ?-გაღიზიანდა უცბად,როგორც ჩვევია.
-ეგ უკვე ბუნებრივია აღარც მიკვირს…წინა კვირას საფლავზე ვიყავი-შევხედე მას,არანაკლებ გაკვირვებული იყო ისიც.ბოლოს თხუთმეტი წლის წინ ვიყავი,ისიც რომ დაასაფლავეს.
-რა მოგელანდა,რამე მოხდა?შენ ასე უბრალოდ არ წახვიდოდი
-უბრალოდ მივხვდი დრო იყო მომენახულებინა მამაჩემი…დიდხანს ვერ დავიმალები ჩრდილში,ზედმეტად ძლიერად ვარ დათარსული, ეს ოჯახური წყევლა თან დამსდევს…არ მასვენებს.
-ოჯახი შენი წყევლა არაა და არც შენი ბრალია რაიმე,რაც ამ თემას შეეხება,ისინი არიან შეცდომა შენს ცხობრებაში დაკო.
-მნიშვნელობა აქვს ახლა?ლევანმა განმიახლა ჭრილობები და მეც არ დავინდე
-რა გააკეთე?
-საუბარში იოანე ვუხსენე…ვიცი ცუდად მოვიქეცი,მაგრამ არ იმსახურებს მას,გავახსენე როგორი ნაგავი მამაა!
-იოანე…როგორ არის?-მწარედ გამეღიმა მის გახსენებაზე.
-არ ვიცი,დიდი ხანია არ მსმენია არაფერი,არც რამე გაუარესება შეიმჩნევა მის მდგომარეობაში ალბათ თორემ პირველი ხომ ჩემთან დარეკავდნენ.
-დათა?ის რას აკეთებს მთელი ეს დრო?ზარებზე არ მპასუხობს და არც მესიჯებს კითხულობს,ისეთი ნაწყენი ვარ მაგაზე დიდი ძალისხმება დაჭირდება შემოსარიგებლად
-დათა დაკავებულია…-ჩავილაპარაკე ჩემთვის,თვალი ტელევიზორისთვის მქონდა გაშტერებული და ყავას ვწრუპავდი.-ზედმეტად.
-ახლა რომელ ახალ რეცეპტზე თუ კერძებზე მუშაობს?
-ხო..ახალი შექმნა,საკუთარი-გამეღიმა თუთას გახსენებაზე და მის მუცელზე.-პატარაა ჯერ.-საჩვენებელი თითი მოვატარე ჭიქის ზედაპირს.თავი გააქნია კეკემ და ამოიოხრა.
-არც აგარაკზე იყო დალაგებული ჩვეულებრივ დათა ძალიან მხიარულია….-ვეროახერხა დამთავრებ კარებზე რომ გაისმა ზარის ხმა-მოვდივაარრ.
წამოხტა და გაიქცა კარებისკენ.-ვაიმეე შემოდით,შემოდით!-ახმაურდა კეკეს სახლი გოგონებით,მშვიდად ველოდებოდი როდის შემოვიდოდენ მისაღებში და ყავას ვსვავდი პარალელურად რომ გამოჩნდნენ ისინი,ლოყები გამწელა ელენე რომ დავინახე წამოვიწიე და ვცადე ავმდგარიყავი, გახარებული რომ გამოიქცა ელენე მაშინთვე,როგორც კი დამინახა და წამოდგომაც არ მაცადა სავარძელშივე რომ გადამეხვია.
-დაკოო?-გამგუდა კინაღამ ისე ძლიერად ჩამეხუტა.-ვაიმე,როგორ მომენატრეე-მუხლებზე ჩამომიჯდა და მომეფერა სახეზე.
სიცილით დავაკვირდი მას და გოგონებს მისაღებში რომ შემოსულიყვნენ და იცინოდნენ ბერაიაზე.მერე დავინახე ის…ნაცნობი სახე ,რომ არც დამბიწყებია იმ დღის შემდეგ პირველად რომ ვნახე. გაკვირვებული ვუყურებდი რატის დას და ვერ ვხდებოდი აქ საერთოდ რატომ იყო,ჩანთა მოიხსნა და ჩემს გვერდით ჩამოჯდა,არც ის მაშორებდა თვალს,მივხვდი მიცნო მანაც რესტორნიდან.
-ახლა იფრო სხვანირი ხარ!-წამოიყვირა ელენემ და მთლიანად მიიქცია ჩემი ყურადღება.ვუყურებდი მის ყველა ქმედებას და ვაანალიზებდი რომ ერთი ერთში ეკე იყო.
-დასანანია რა დროს არ არის წივწივაძე აქ-წამსვე გამიგო ჩემი ბუტბუტი და მიბრწკინა იდაყვში.
-მაგ ვირს ნუ მისხენებ!ნიაკო და ნიცაც მეყოფა რომ მიშხამებენ დღეს მისი ხსენებით…ვერ ვხდები რა საჭიროა ყველგან მაგ ბიჭის გაკვეხება?მაღიზიანებს მაინც.
-ეგ ჯერ საყვარელო…-ახლა კეკეს მიუბრუნდა და დაუბრიალა თვალები. სიცილი ვერ შევიკავეთ.
-გაჩუმდით თორე წავალა ახლა და გავიყოლებ ჩემს გოგოსაც!-ჩემი მუხლებიდან ადგომა რომ ინება ახლა დივანზე გადაინაცვლა რატის დის გვერდით,მისი სახელი ჯერაც არ ვიცოდი.
-გაიცანით ევა,ჩემი სიცოცხლე გოგო ჩემი ყველაფერი… ნუ ნიაკო და ნიცა უკვე იცნობენ,გზაში ბევრი რამე მოვასწარით.-ეშმაკურაფ გაიღიმა და გადაიყარა თმები უკან.-ეს კეკეა და ეს დაკო…
-სასიამოვნოა.-ისეთი ნაზი ხმა ჰქონდა ჯერ მხოლოდ ამაზე დავდუმდი,რატის საერთოდ არ ჰგავდა ქერა იყო, ცისფერთვალება და უზომოდ ლამაზი.მე რომ ვუყურებდი დიდხანს შეამჩნია და გამოიხედა ჩემსეკენ,პატარა სახეზე დავუნახე მიცნო მანაც.
-სასიამოვნოა…
-წავალ ყავას მოვამზადებ-წამოდგა კეკე ფეხზე,გავაყოლე თვალი როგორ მიდიოდა სამზარეულოსკენ,მერე ისევ ევაზე გამიშტერდა თვალი.

•••

მოჩვენებასავით დავდიოდი მთელი დღე ვცდილობდი ჩაშავებული თვალები მცირედი მაკიაჟით დამემალა და ისე მემუშავა რომ სადმე არ მიმძინებოდა.
კედელს მივეყრდენი ვეცადე არავის შევემჩნიე და ისე მომეპარა ხუთი წუთი მხოლოდ თვალების დასასვენებლად ისიც იმიტომ რომ მხოლოდ თავი მომეტყუებინა.
-დაკო,ახალხან შემოვიდა მამაკაცი,შენ მოემსახურე ითხოვს პირადად-წამოვიწიე და გავსწორდი თეონას გავაყოლე თვალი ლანგრებით ხელში მიმავალს.
-პირადად მომსახურეობას ვინ ითხოვს?-ჩავიბურდღუნე ჩემთვის.თვალები მოვისრისე გამოსაფხიზლებლად და სახეზე თითქმის არაჩვეულებრივი ყალბი ღიმილი ავიკარი,მაგიდას ვუახლოვდებოდი თან კალამს და სანიშნს ვამზადებდი.
არც შემიხედავს უცნობისთვის ისე მოვემზადე შეკვეთის ჩასაწერად.
-რას ინებებთ?
-რას მირჩევდით?-ჟრუანტელმა დამიარა რატის ირონიული ხმა რომ ვიცანი გაკვირვებულმა ამოვწიე თავი
გავუსწორე მის შავებს ჩემი გაფართოვებული თვალები.
-აქ რას აკეთებ?
-ვვახშმობ.-თითქოს არც არაფერი ისე უდარდელად გადაშალა მენიუ და პირველივე რაც ეწერა ის ამოიკითხა.
-სტრაჩატელას და ხამონის სენდვიჩი თუ შეიძლება.
-რატი!-გამოვცერი-ჯანდაბა ძალიან ვბრაზდები!
-კარგია ანუ რაღაც ემოციას ვიწვევ არა?-გამიღიმა.-ცუდი არც რქაწითელი იქნებოდა.-თვალი ჩამიკრა და დაკეცა მენიუ.
-რატომ ხარ აქ?
-საყვარელო რატომ დადიან რესტორანში?
-კითხავზე კითხვით ნუ მპასუხობ!
-რომელზე?-ჩემი ნერვების მოშლას ისევ აგრძელებდა,ვგრძნობრი როგორ ერთობოდა და უფრო მეტად მაღიზიანებდა ეს.
-წადი აქედან!-ვუთხარი მაშინვე,არა უფრო სწორედ ეს ბრძანებას უფრო გავდა,არ მინდოდა მისი აქ,ჩემს სამუშაო სივრცეში ყოფნა,როცა მის გარშემო ნორმალურადაც ვერ ვიმოძრავებდი.-შეგიძლია ბევრად კარგ რესტორანში წაბრძანდე თუ მართლა რაიმე გსურს.
-მე რომ აქ მინდა?ვერ ვხდები რა პრობლემაა,მე ველოდები ჩემს სენდვიჩს სად არის?თქვენ ჯერ კიდევ არ წასულხართ?-ირონია არც ამ ჯერზე დააკლო,შევეშვი მას და გამოვეცალე აზრი არ ჰქონდა.მობეზრებული მოვტრიალდი და წავედი სამზარეულოსკენ.
-სტრაჩატელას და ხამონის სენდვიჩი-ჩამოვჯექი იქვე,რატიზე ვფიქრობდი და ვთათხავდი გულში ეს ჭირვეული დიდი ბავშ.ველოდებოდი მანამ სანამ გაამზადებდნენ მის შეკვეთას ვიფიქრე ცოტახანს დასჭირდებოდათ ლამაზად სერვირებული სენდვიჩი რომ დამიდო წინ თორნიკემ.
-სტრაჩატელას და ხამონის სენდვიჩი მზადაა.
-არ იყო სისწრაფე საჭირო თორნიკე.-სიმწრით გამეღიმა,ლანგარზე დადებული თეფში დარბაზში გავიტანე,ძლივს მივიტანე მისი მზერის გადამკიდე მაგიდასთან ისე რომ არ გამვარდნოდა.დადუმებულმა წინ დავუდე თეფში და მდუმარედ ვაპირებდი გამოცლას მაჯაში რომ ჩამავლო ხელი.
-არ მცალია შენთვის,მიირთვი შენი სენდვიჩი და წადი.-ვუპასუხე მკვახედ და გარშემო მიმოვიხედე.
-დაკო…-დამიძახა,მაგრამ აღარც მიმიქცევია მისთვის ყურადღება თვალი კარებისკენ რომ გამექცა.ადგილზე გავშეშდი,ცხელმა სითხემ დამიარა სხეულში და ლავაზასავით ამოფიფუქა კანი ლევანი რომ დავინახე თამუნასთან ერთად.ყველაზე მეტადაშინ ვიყავი დარწმუნებული ჩემთვის რომ იყვნენ მოსულები და ჩემდა გასაკვირად ზუსტად რატის მოპირდაპირედ ჩამოჯდნენ.აღარც მიმიხედავს რატისკენ ისე მოვიშორე მისი ხელი და მათკენ წავედი.
-აქ რას აკეთებთ?-თამუნასთვის არც შემიხედავს პირდაპირ ლევანს ვკითხე.ვერ ვიკავებდი თავს ისეთი გამწარებული ვიყავი,თავს არ მანებებდნენ და კიდევ სამსახურში მადგებოდნენ ეს არანორმალური.-სულ გაგიჟდი?!
-რატომ?-ამომხედა ირონიულად და მენიუ გადაშალა.სირცხვილი სულ დაკარგა.
-აქ არ უნდა იყოთ!-თვალებიდან ნაპერწკლებს ვყრიდი.-სამსახურში ვარ მე,ლევან!
-რესტორანში სიარული არ შეიძლება თუ შენ უნდა დაგეკითხო?-მენიუში იყურებოდა და იქიდან იგესლებოდა.-თან სალაპარაკო გვაქვს ჩვენ არ ფიქრობ ასე?-გულის რევა მომაწვა,თმებზე გადავისვი უხეშად ხელი, მაგიდას დავეყრდენი და ჩუმად ვუთხარი.
-წადით…ოღონდ ახლა წადით სახლში მოვალ და იქ ვილაპარაკოთ.
-სახლში ისედაც მოხვალ.-ჩაილაპარაკა თავისთვის და ამოსწია თავი მენიუდან,კიდევ ერთხელ დავინახე ეშმაკი მის თვალებში,ჟრუანტელმა დამიარა სხეულში.
-უგემრიელეს კარბონარას ამზადებენო თქვენთან გავიგე,საყვარელო შენ რას მიირთმევ?-გადახედა ახლა თამუნას,შევამჩნიე როგორ დაუბრიალა თვალები და მანაც მაშინვე აიკრა ყალბი ღიმილი, თავის ქნევით მეც იგივეო ჩაიდუდუნა. კინაღამ გული ამერია მათზე,როგორ მანიპულირებდა დედაზე და ისიც მის კლანჭებში ექცეოდა.საცოდაობაა სრული.
-ხოდა მაშინ ორი კარბონარა.-ეშმაკური ღიმილით ამომხედა-შენი საქმეც ხომ ესაა არა?იმუშავე.-კიდევ ერთხელ ეცადა ჩემს დამცირებას,სურვილი გამიმძაფრდა დამეთხარა თვალები მისთვის ასე რომ მათვალიერებდა და მბრძანებლობდა დამეხრჩო საკუთარი ხელებით .არ ვიცი რა ძალით,მაგრამ ნაბიჯი გადავდგი და სამზარეულოსკენ წავედი.
-პასტა კარბონარა…ორი.-ფეხს ნერვიულად ვათამაშებდი და ველოდი როდის გაამზადებდნენ რომ მალე წასულიყვნენ ისინიც.როგორც ყოვლეთვის დიდი ხანი არც დასჭირვებია პასტას,გამზადებული ლანგარზე დავდე და დარბაზში გავედი.მათი მაგიდისკენ ავიღე გეზი და მოვარიდე თვალი რატის,არცეთი დეტალი რომ არ გამორჩენია და ყურადღებით რომ ადევნებდა თვალს ჩემს ყველა ქმედებას.მაგიდაზე უხეშად დავდგი თეფში და გავუღიმე.
-მიირთვით.
-ასე რომ იღიმი უნდა გენდო?რამე ხომ არ ჩაყარე?-შეშინდა უცბად ლაჩარს,გავხალისდი მის შემხედვარე და ყურთან ახლოს დავილაპარაკე.
-ეს თუ ასე მალე დაასრულებს შენს სიცოცხლეს და ჩემს წამებას არ ჯობია მოუჩქარო და ჭამო?
-ენას ნუ ატლიკინებ თორემ…
-თორემ რა?-ხელის გულებით დავეყრდენი მაგიდას და დავიწიე მასთან.-მცემ…მომკალვ?რომელი ერთი არ გაგიკეთებია?ჯერ არ გიცემივარ თუ არ მოვმკვდარვარ შენი ხელით?-ზიზღით შევხედე მის ჩაწითლებულ თვალებს,ბოღმით რომ მიყურებდა და ერთი სული ჰქონდა თმებში მცემოდა და ჭკუა ესწავლებინა.
-ყველაფერს ზედმეტად აჭინაურებ,ხომ იცი რომ დაბრუნდები სახლში?
-სად?რომელ სახლში?მე არსად არ ვაპირებ წამოსვლას თუ რამის თქმა გინდა თქვი და წადით.-სკამი გამოვწიე და ჩამოვჯექი.-მიდი თქვი!-ხელები გულზე დავიკრიფე.
-დიდიხანია შენთვის არ მისწავლია ჭკუა,ხომ ხედავ ხელიდან წახვედი.-მხოლოდ შხამი ამოსდიოდა პირიდან და მეც მიშხამავდა გონებას.
-ხო ვხედავ,მიყურებ და გინდა შუაზე გამგლიჯო არა?
-დედაშენი გიზის გვერდით იქნებ ერთხელ მაინც შეიმჩნიო?-დააიგნორა ჩემი სიტყვები და მორიგი მანიპულაციის ხერხს მიმართა, საოცრად გამოსდიოდა ხოლმე.
-კიდევ დიდხანს აპირებ შხამის ფრქვევას?
-გგონია არ ვიცი ღამეს სად ათევ?იმ ბიჭს რომ ვენდე იმ დღეს ვიწყევლი,არც იმ წყეულ აგარაკზე უნდა გამეშვი,ასე რომ მოვიქეცი ვხედავ რაც დაგემართა,ფრთების გაშლა გადაწყვიტე არა?-გადაიხარხარა და ჩანგალი აიღო,სახესთან ძალიან ახლოს დამიტრიალა,დავაკვირდი მის მოქმედებას,საერთოდ არ შემშინებია არაერთხელ გაუკეთებია იმავე.-იქნებ ფეხების გადაშლაც გადაწყვიტე?-გავჭედე.ეს სიტყვები მისი პირიდან რომ ამოვიდა არ ვიცი რა დამემართა,გონება დამებინდა და ფეხზე წამოვვარდი.
-შენ მართლა გაგიჟდი?!-ვუყვირე უცბად რომ ვეღარ მოვითმინე მისი ეს სითავხედე.-მართლა ვინ გგონივარ!-თავი აღარ შემიკავებია,არ მოვეთმენდი იმას რასაც ეს ნაბი/ჭვარი მკადრებდა.ყველას მზერას ვგრძნობდი და ყველასი საშინლად მოქმედებდა ჩემზე.
თავი საშინლად ვიგრძენი,უსამართლოდ და დამცირებულად.
-ცირკად არ ვაპირებ ვაქციო აქაურობა. ნება იბოძე და წაეთრიე აქედან სანამ სხვა ზომებისთვის მიმიმართავს!-კარებისკენ გავიშვირე ხელი,ვეღარ ვთოკავდი თავს ბრაზისგან სრულიად ვკანკალებდი და ვთრთოდი.
-დაკო დე…
-გაჩუმდი წყეულიმციყავ!-მისი მოსმენა არ შემეძლო ვერ ავიტანდი,როგორ ისულელებდა თავს მისნაირ ნაგავთან ყოფნით და საკუთარ სისხლს და ხორცს ვეღარც სცნობდა.-მე შენთან დიდიხნისწინ დავასრულე!
-ნორმალურად ელაპარე დედაშენს!-აიმაღლა ხმა ლევანმა მეტი სათქმელი რომ აღარ შერჩა,თავის გასამართლებლად ამდენი ხალხის წინაშე.
-სახლში დაბრუნდი და თავი დაანებე სხვის საყვარლობას!-კინაღამ გამოვშტერდი ისეთი სისულელე დააბრეხვა,ამჯერად თავი ვეღარც შევიკავე და პირდაპირ სახეში ვუთავაზე ხელი.
-როგორ მიბედავ!-ისე ვუღრიალე დავიწყებული მქონდა სამსახურიც ვიცოდი ერთ დღეს ამასაც დავკარგავდი და აღარ მადარდებდა არც არავინ არ მოითმენდა ამ ყველაფერს.ჩემსკენ რომ გამოიწია საპასუხოდ მაშინ ვიგრძენი ნაცნობი სურნელი და წელზე მოხვეული ხელი.
გამწარებულმა ავხედე რატის,რომ გამომწია და არანაკლებ გაცეცხლებული დააჩერდა ზემოდან ლევანს.
-ეს ხელი არ შეგრჩება იცოდე…აქედან აორთქლდი!-ადგილიდან არ იძვროდა ლევანი,ლაჩარი შეოასუხებას აპირებდა თამუნამ რომ მოკიდა ხელი და სულ ძალით წაათრია გასასვლელისკენ ისევ ის რომ არ გაელახათ,ისევ მასზე ზრუნავდა და ეს მაგიჟებდა.თმაზე გადავისვი ხელი გაცოფებულმა.
-ეს არ შეგრჩება!-გამაფრთხილებლად დაისისინა და წავიდა საბოლოოდ.თვალები ძლიერად დავაჭირე ერთმანეთს სიბრაზისგან და ყველა მოწოლილი ემოციისგან ცრემლები რომ შემეკავებინა და ღრმად ამოვისუნთქე.რატის ავხედე,რომ გამახსენდა ისიც მთელი დრო აქ იყო და დანაშაულის გრძნობამ გამიხვრიტა გული,არ უნდა ენახა ეს ყველაფერი მას და არც აქ მყოფებს ეს სცენა.
-კარგად ხარ?
-ახლა კი,მადლობა.
-ვინ იყო?-მისთვის პასუხის გაცემას ვერ მოვასწარი თათიამ რომ მიბრძანა მის კაბინეტში გაყოლა.
-კაბინეტში სასწრაფოდ!-საბოლოოდ რესტორნის იდილია მე დავარღვიე,ავარიდე ყველას თვალი და უკან მივყევი მას.ვგრძნობდი რატის მზერასაც მანამ სანამ კაბინეტის კარებს მოვიხურავდი.
ფეხის თრევით დავუდექი წინ და კარგად დატუქსული ბავშვივით გავჩუმდი მის მოლოდინში.მაგიდას მიუჯდა და ჩვეული სიმკაცრით მიყურა რამდენიმე წამს მანამ სანამ ბოლოს ისევ მან არ დაარღვია სიჩუმე.
-ჯერ მშვიდად გავარკვევ რა მოხდა და რატომ, შემდეგ გადავწყვეტ როგორ მოვიქცე.
-საჭირო არაა მე…
-არ მჭირდება ახლა უაზრო თავის მართლება დაკო.ვინ იყვნენ და რა მიზეზით მოიქეცი ასე არც ამას გეკითხები,უბრალოდ ხომ იცი წესები არა?!ჩვენთვის და რესტორნისთვის უმთავრესი და უმნიშვლოვანესი პირველი კლიენტია და რაც შეება შემთხვევას…არცკი ვიცი რა ვთქვა.-იმედგაცრუებული მიყურებდა და მაგიდაზე ათამაშებდა ნერვიულად თითებს.
-დაკო… – ხმადაბლა დაიწყო, – ძალიან კარგი თანამშრომელი ხარ, ყველას უყვარხარ,მაგრამ შენც დამეთანხმები,რომ მსგავსი სცენები დამაზიანებელია მთელი ჩვენი გუნდისთვის,რესტორნისთვის.შენს გაგებას ვცდილობ, მაგრამ თუ მკითხავენ, რატომ დავტოვე თანამშრომელი სამსახურში, რომელმაც კლიენტზე ხელი აღმართა პასუხი არ მექნება.გტოვებ იმიტომ რომ პასუხისმგებლობით ეკიდები საკუთარ საქმეს და მინდა მოვისმინო შენგან იმავე რომ მეორედ ეს არ განმეორდება.
-გასაგებია…
-ჯობს ცოტახნით შესვენება აიღო-წამოიწყო ისევ თათიამ.ავხედე გაკვირვებულმა.
-ახლახან გამოვედი სამსახურში.
-ვიცი,მაგრამ მინდა ცოტახნით დაივიწყოს ხალხმა ეს აურზაური…შენც საკმაოდ გეტყობა დაღლილობა,გამოიყენე ეს სანში და დაისვენე ასე აჯობებს ყველასთვის.-ბევრი არაფერი აღარ უთქვამს, უბრალოდ დავემორჩილე მის თხოვნას და გამოვედი.
გამოსულს აღარ დამხვედრია ის აურზაური რაც დავტოვე და ოდნავ მომეშვა.რატის მაგიდას გავხედე ცოტახნის წინ იქ რომ იჯდა და ახლა სრულიად ცარიელი იყო.გულში გამკრა უცნაურმა გრძნობამ და მაგიდას მივუახლოვდი,ალაგება დავაპირე პატარა ფურცელი რომ დავინახე.გულმა დარტყმა გამოტოვა იმწუთასვე ავიღე და დავაკვრიდი მის ლამაზ ხელნაწერს
„გარეთ დაგელოდები”
რომ ეწერა და მეც კარებისკენ გამექცა მაშინვე მოუთმენლად თვალი.ავალაგე მაგიდა,მოვხვიე ჩემს ნივთებს ხელი და დავემშვიდობე თანამშრომლებს.
გარეთ გასულმა რომ ვეღარ შევამჩნიე ის და მისი მანქანა სრულიად იმედგაცრუებულმა დავუყევი ქუჩას.ან რატომ ველოდი მასე ასე ძალიან?მეც არ ვიცი,სულ ცოტახნისწინ გაცნობილს რატომ უნდა მივნდობოდი ასე.
ჩამომიცურდა ჩანთა მხრიდან.
გზაზე მიმავალ მანქანებს ვუყურებდი და ვცდილობდი ზედმეტი არ მეგრძნო ის იმედგაცურუება რატიმ რომ გამოიწვია. უცბად სიგნალის ხმა გავიგე, უხმო ქუჩაში ზედმეტად ხმამაღალიც კი მომეჩვენა, უკნიდან მომიახლოვდა ნაცნობი მანქანა,გავჩერდი და დავაკვირდი…ის იყო. ფანჯარა ჩასწია და ეშმაკური ღიმილით გადმომხედა.
-დაგაგვიანდა.-სასიამოვნო ხმით გაიჟღერა და მეც მისკენ მივტრიალდი,რამდენიმე წამი ისე ვუყურებდი დასაწრმუნებლად,ვერ ვიჯერებდი რომ ის იყო.-ვიფიქრე აღარ გამოჩნდებოდი.
-მელოდებოდი?
-როგორც ჩანს.-მხრები აიჩეჩა.-აღარ დაჯდები?ფიქრის შემდეგ მის გვერდით დავჯექი.ღვედი გავიკეთე და გავხედე.
-მხოლოდ იმიტომ გიჯდები რომ ძალიან დაღლილი ვარ.
-სხვა რამ არც მიფიქრია.-ჩაიცინა და დაძრა მანქანა.-როგორ დასრულდა?
-რა?-გავხედე მას.-გამაგდეს თუ არა?
-ჰო.
-დასვენების დღეები მომცა.
-ვინ არის?ანგელოზი?-გულწრფელად გაუკვირდა.გამეცინა მასზე.
-გეგონა გამაგდებდა?მეც.
-მე რომ ჩემს რესტორანში ასეთ რამეს შევსწრებოდი ასე მოვიქცეოდი.
-შენს…დაიცადე რესტორანი გაქვს?-წამოვიწიე წინ.გამიკვირდა.-ჩემს გაოცებას არ წყვეტთ თქვენ.
-გააჩნია კიდევ ვის გულისხმობ
-დაივიწყე,მას აღარ აქვს მნიშვნელობა.-ოდნავ გაეღიმა,ცალი ხელით ატარებდა მანქანას და ცალით ეწეოდა.გრილი ჰაერი სასიამოვნოდ მელამუნებოდა გახურებილი სხეულზე. ისეთი სასიამოვნო სურნელი მოდიოდა რატისგან წამით მომეხუჭა თვალები.მისგან განსხვავებულ სითბოსმაგვარ რაღაცას განვიცდიდი და არც ვიცოდი ამ რაღაცს რა ერთქვა,ან რა შეიძლებოდა დამერქმია.
მანაქანა სადარბაზოს წინ გააჩერა და გამორთო ძრავი.უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა და აღარც ვიცოდი რა გამეკეთებინა,ის ეწეოდა მე ვდუმდი.
-მადლობა მოცილებისთვის.-გადავწყვიტე ისევ მე დამერღვია დუმილი,ჩანთა ავიღე და კარების გაღებას ვაპირებდი რომ გამაჩერა.
-ტელეფონი…
-რა?
-ტელეფონი მომეცი.-შარვლის ჯიბიდან ამოვაცურე და გაშლილ ხელზე დავუდე მობილური.გაკვირვებული ვაკვირდებოდი მის ქმედებას, მაგრამ ჩემით მაინც ვერ ამოვხსენი რას აკეთებდა მანამ არ დამიბრუნდა.-ჩემი საკონტაქტოა.
-რა?
-ჩემი ნომერი ჩავწერე,რამე რომ დაგჭირდეს პირველი 112-ში კი არა ჩემთან რეკავ,გასაგებია?-ისე შევხედე რაღაც უნდა მეთქვა მაგრამ სიტყვებს თავი ვერ მოვუყარე.პირველად აქ ვიგრძენი მის მიმართ ნდობა.
-გასაგებია?-გამიმეორა ისევ,ელოდა ჩემს პასუხს დასადასტურებლად.
-გასაგებია.-სათქმელი ბევრი მქონდა, მაგრამ ვერაფერი ვუთხარი. მის მზერას ვეღარ გავუძელი და სწრაფად გადავედი მანქანიდან.უკან აღარც მიმიხედავს ისე დავიძარი სადარბაზოსკენ,მის მზერას ვგრძნობდი მანამ სანამ კიბეები არ ავიარე.
ფეხებს ძლივს მივათრევდი კარები გავაღე,სახლში შევედი და მაშინვე ზურგით ავეკარი კარს. ყველაფერი ისე სწრაფად ხდება, ვერც ვიაზრებ.თათია მართალი იყო,დღვენდელი დღის შემდეგ სხეული დაბუჟებული მქონდა,ფიზიკურადაც და მენტალურადაც გადაღლილი ვიყავი და დასვენება მჭირდებოდა რაღაც ისეთი რაც ამ დღეს დამავიწყებდა.ტანსაცმელი გავიხადე და სააბაზანოში შევედი და ვიბანავე.ცხელმა წყალმა ამიწვა კანი,მომადუნდა და ძილი მომერია.
გრძელი მაისური გადავიცვი და თმების მშრალებით გავედი სამზარეულოში.
ჩაი ავადუღე და ჭიქაში ჩავასხი,ისევ მისაღებში გავედი,შუქი არც ამინთია თვალები მტკიოდა ისე მეძინებოდა,უდიდეს დივანზე მოვკალათდი თუ არა მოვითენთე, მაშინვე მომეხუჭა თავლები და გავიყურსე. ის იყო უნდა ჩამძინებოდა ზარის ხმა რომ გავიგე კარებზე.ჩემს სიზარმაცეს ვერც ავღწერ ისე დამეზარა ახლა ადგომა და კარების გაღება.ნელა წამოვიწიე და წამოვდექი,მივუახლოვდი კარებს,ვიცოდი დათას გარდა სხვა ვერავინ იქნებოდა და არც დავფიქრებულვარ ისე გავუღე კარები. გავიყინე ადგილზე ლევანი რომ დამხვდა და რეაგირება ვერც მოვასწარი კარებს რომ მოაწვა და ძალით შემოაღო.
-არ მომიახლოვდე.-ვუყვირე და უკან დავიხიე.
-ჩემი შეგეშინდა?-მისი დამცინავი ღიმილი ისე ნათლად დავინახე შემზიზღდა კიდევ ერთხელ.ხელები ამიკანკალდა ინსტიქტურად დავიხიე უკან რომ ვეღარ მოვერიე მოახლოვებულს.
-გითხარი არ მომიახლოვდე მეთქი!-ვიკივლე აკანკალებული ხმით რაც კი შემეძლო.კარები მიიხურა ზურგსუკან და რამდენიმე ნაბიჯით შემოვიდა სახლში.
შემეშინდა მისი როგორც არასდროს,ვიცოდი ნამდვილი გიჟი იყო და მისგან ყველაფერს მოველოდი,მაგრამ არ შემეძლო თავის შველა ვერც კი ვიძვროდი რომ მისგან თავი დამეხსნა.
-ჯანდაბა,მომაშორე შენი ბინძური ხელები!-ღრიალი დამცდა,პირზე რომ ამაფარა ხელი და ვერაფრით მოვახერხე მისგან თავის დახსნა.მთელი ძალით მიჭერდა ხელს ისე რომ ვეღაც ვსუნთქავდი,კედელთან მიმიმწყვდია,აფართხალდი შიშისგან. მთელი ძალით ვცადე მისი მოშორება,კბილები ძლიერად დავაჭირე ხელის გულზე,წამსვე იღრიალა და ხელი გამიშვა,ინერციით უკან დაიხია და აჭრილი სახით გამომხედა.დრო ვიხელთე და საკუთარი ოთახისკენ გავიქეცი,ბოლო წუთას მოვასწარი კარების ჩაკეტვა რომ მიეხეთქა კარებს და მატკინა ბეჭები.
-მომისმინე!-იღრიალა და მუშტი დაარტყა კარებს,ზედ ავეკარი და აკანკებული ძირს დავეშვი.იატაკზე ჩავსრიალდი და თავი ხელებში ჩავრგე.ვცდილობდი აცახლცახებული ხელის გულებით დამეფარა ყურები და აღარ გამეგო მისი ღმული და მუქარები.
-გთხოვ,წადი…-სუსტად ამოვილაპარაკე და თავი ხელებში ჩავრგე. გული მიფეთქავდა, ისე თითქოს გასკდომას ლამობდა. ვცდილობდი მეხსიერებიდან ამომეშალა მისი შეშლილი მზერა, მაგრამ ვერ ვახერხებდი,კარებს თავით მივეყრდენი და თვალები მაგრად დავხუჭე,მთელი გულით მოვთქვავდი.სუნთქვა უნდა დამერეგულირებინა, მაგრამ ისტერიკულ პანიკას ვერ ვშველოდი,ყელში მიჭერდა და ვეღარ ვსუნთქვადი.ჭექა-ქუხილო დაიწყო,ისეთი მთელ ოთახს რომ ანათებდა ელვა,მოულოდნელად სიჩუმე ჩამოწვა კარს მიღმა ხმაური აღარ ისმოდა.თვალებს გარშემო ვაცეცებდი ბოლოს საკუთარ მობილურზე რომ გამიშეშდა,დავწვდი მაშინვე,თითები კატასტროფულად მიკანკალებდა,მაგრამ მაინც შევძელი ავკრიფე ნომერი,ერთადერთი ადამიანი ვისაც ახლა ვენდობოდი.
გასულ ზარს ათრთოლებული ვუსმენდი და ვლოცულობდი ოღონდ აეღო,ოღოდნ ეპასუხა,მან მითხრა რომ პირველი მსითვის დამერეკა…მან მითხრა და მეც ვენდე,პირველად ცხოვრებაში ასე ძალიან.
-უპასუხე,გთხოვ…უპასუხე-ისტრეიულად ვტიროდი და ღმერთს ვემუდარებოდი ოღონდ ჩემთვის ეპასუხა,ოღონდ ეპასუხა.
-ალო…-გაისმა მისი ხმა.-დაკო?-გულმა ძგერა შეწყვიტა წამით მისი ხმა რომ გავიგე და ხმა ჩმაივარდა წამით.
-სასწრაფოდ მოდი…გთხოვ…-ჩავჩურჩულე ტელეფონში,მეტი ვეღარც შევძელი ძლიერ გრუხუნზე შიშისგან გამივარდა ტელეფონი ხელიდან.
ველოდი მას და ვიცოდი მოვიდოდა, ვიცოდი ასე არ დამტოვებდა,დამპირდა და ამიტომ.
მინდოდა დამეჯერებინა,რომ ის წავიდა,ის ნაბი/ჭვარი უკან აღარ დაბრუნდებოდა, მაგრამ შიშს ისეთი ძალა ჰქონდა, რომ ლოგიკას სრულიად მიფარავდა,არ შემეძლო საღად მეაზროვნა,დამანგრია და დამშალა ერთაიანად,წამში. ყველაფერი მაფრთხობდა წვიმის ხმაც კი.
მერე…ნაბიჯების ხმა გავიგე.
რამდენიმე წამი და ნაცნობმა ხმამ კვლავ მოიცვა ჩემი გონება.
-მე ვარ…გააღე კარები.-მოვშორდი კარებს და წამოვდექი ფეხზე.საკეტი ფრთხილად გადავწიე და გავაღე,ფრთხილად გამოვედი და იმ წამსვე დავინახე მისი სხეული. სრულიად გალუმპული იდგა ჩემს წინ და მკერდი ძლიერად აუდიოდა,ღრმად სუნთქავდა და წყლის წვეთები ძირს ეცემოდა,შემოტმასნილი ჰქონდა ზედ პერანგი და მეც არ ვაშორებდი თვალს.
-მოდი ჩემთან…-ასმაგად ვიგრძენი საჭიროება მის სიტყვებზე,ვიგრძენი როგორ საშინლად მჭირდებოდა ახლა ვინმე მისნაირი და სრული ნდობა.ფრთხილად გადავდგი ნაბიჯი ,ნახევარი მეტრის დაშორებაზე ვიყავი მასთან ხელი რომ გამოიწვდინა და გულში ჩამიკრა.ვიგრძენი სისველე,როგორ დამისველდა მეც მაისური,მაგრამ არ მადარდებდა.ჩავიკარგე მის დიდ მკლავებში და მოვეშვი,საღ აზრზს ვეღარ ვინარჩუნებდი და მომხდარის ფონზე არც შემეძლო.სრულიად მივენდე მას და მოვდუნდი.წელზე ხელი შემომიცურა და ბუმბულივით ამაფრიალა ჰაერში,თავი კისერში ჩავმალე,მივენდე რატის.დავხუჭე თვალები და გავიყურსე,ძილი მომერია დაღლილს.არ მინდოდა ახლა ამ მომენტში ძილი,მაგრამ ვერ შევძელი თავს ვერ დავაძალე და ენერგია დაცლილს მის მკლავებში ჩამეძინა .

•••
მეორე დღეს რომ გავიღვიძე თავი უცნაურად ვიგრძენი.ზედმეტად მტკიოდა თავი და ფარავდა ყველაფერს.თვალები ძლივს რომ გავახილე მერე მივხვდი სხვის ლოგინში რომ მეძინა.მოჭუტული თვალებით ავხედე ნაცრისფერ ჭერს,რამდენიმე წამი ლამაზ ლუსტრაზე გამიშტერდა მზერა.სხეული მე არ მეკუთნოდა,ამას ვგრძნობდი ძალა მქონდა წართმეული,პირი გავაღე და ჟანგბადი ღრმად შევისუნთქე.აღარ მიკვირს გუშინდელის შემდეგ არაფრის თავი რომ აღარ მაქვს,გულიც ძალიან ნელა ფეთქავს და რომ არა ისევ იძულება ალბათ უფრო შეანელებდა კიდეც და შემდეგ საერთოდ შეწყვეტდა ფეთქვას.არ ვიცი,როგორ,მაგრამ
ძალა მოვიკრიბე და თავი გვერდით მივატრიალდი,თვალები სამჯერ და კიდევ მეტჯერ დავახამხამე საწოლის გვერდით ძალიან ახლოს მჯდომარე რომ დავინახე რატი.ზედა გვერდულად მოქცეოდა მძინარეს და ღიად მოუჩანდა მკვრივი მკერდი.ახურებულმა ვიგრძენი მკერდში ტკივილი,გულმა უსწრაფესად დაიწყო ძგერა და მიუჩვეველმა რომ ვეღარ გავუძელი მოვაშორე თვალი ვიბლიანის გადაშლილ ხედს.პირი გავაღე და ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე,რატომღაც ჟანგბადი არ მკმაროდა და საშინლად მაპანიკებდა ეს.
ძალა მოვიკრიბე და ონდავ წამოვიწიე,
ჩამომეშალა თმა,ჩამომეკონწიალა სახეზე.
ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე ხველა ამიტყდა და ვეღარ გავჩერდი,საწოლის გვერდით დადებულ ბოთლს გადავწვდი რამენაირად რომ მივწვდომოდი.
-რა გჭირს,კარგად ხარ?-გაეღვიძა რატისაც ჩემს ხმაურზე რომ დამინახა,როგორ ვცოდვილობდი უცბად წამოდგა ბოთლს თავი მოხსნა და მომაწოდა.-ფრთხილად.-თმები გადამიყარა უკან და დამაკვირდა.
ცოტა მოვსვი წყალი ყელი რომ ჩამეწმინდა.
-მომეცი.-მივაწოდე უკან ბოთლი.-კარგად ხარ?-დამაკვირდა სახეზე,დიდი მკითხაობა არ ჭირდებოდა იმას რომ გადაფითრებული ვიქნებოდი.
-ახლა კი,მადლობა.-თავი დავუქნიე. ამოიხვნეშა და თვალი ჩემს მოშიშვლებულ ფეხებზე გაუჩერდა,ავიფარე პლედი წელზე და ბალიშს მივეყრდენი.-სად ვარ?-დავსვი ის კითხვა რომლის პასუხიც ყველაზე მეტად მაინტერესებდა ახლა.
-ჩემთან-საწოლის ბოლოში ჩამოჯდა და მზერა ფანჯრებს გაუშტერა.-იმ გამოს.რებულს კარების სახეულური მოუტეხია,იქ ვერ დაგტოვებდი.
-მადლობა.-ამოვიჩურჩულე,ვუთხარი გულწრფელად.-რომ მოხვედი…იზრუნე.-დაბალ ხმაზე ვსაუბრობდი,ისიც ნელ-ნელა მიბრუნდებოდა,ნერვიულობისგან და ყვირილისგან ჩამწყდარი.
-მადლობას არ ვითხოვ იმისთვის რაც გავაკეთე…ჩემი სურვილით.
-უბრალოდ მიიღე,კარგი?-გავუბრაზდი მაშინვე.საწოლზე გადაწვა და გადმომხედა.
-ვინ იყო ის კაცი დაკო,-დამაკვირდა სახეზე,შეისწავლა ყველა დეტალი და თავისი შავები ჩემსას გაუსწორა,არ ვიცი რის ამოკითხვას ცდილობდა,მაგრამ მაბნევდა მისი ასეთი ქცევები.-რაზე ფიქრობ,მითხარი.
-დედაჩემის ქმარია არ გჭირდება მასზე არანაირი ინფორმაციის ცოდნა,საკმარისია ის რაც ნახე.-მოვუჭერი მაშინვე და გავჩუმდი,მისთვის არაფრის მოყოლას არ ვაპირებდი,არაფერში სჭირდებოდა უაზრო ინფორმაცია.
-მომიყევი,მე გადავწყვეტ შემდეგ,მჭირდება თუ არა.-მოიწია ახლოს,თავქვეშ ამოიდო ხელი და გამიღიმა.-ასეთი სახით ნუ მიყურებ თორემ
-თორემ?-გამოვეკიდე სიტყვაზე, დამაინტერესა რას იტყოდა ვაჟბატონი.
შევამჩნიე,რაღაც აზრმა რომ მოიცვამ მისი გონება და უცბად გადაურბინა,ზედა ტუჩი ენით აილოკა და ტუჩებზე დამაკვირდა. დაჰიპნოზებულივით გავიმეორე მეც მისი ქცევა და დამშრალი ტუჩები ავილოკე.
-თორემ თავს ვეღარ გავაკონტროლებ.-მის მკერდზე გამიშეშდა მზერა.მითხრა პირდაპირ და მოულოდნელად. პირდაღებული დავაჩერდი მას,მერე პლედს ჩავეჭიდე ხელით კანკალის დასამალად.
-რატომ კანკალებ,-არ დარჩა მისთვის შეუმჩნეველი,ან არის რამე მისთვის შეუმჩნეველი საერთოდ?
-აღარ მომიყვები და-კო?ირონიულად ჩაილაპარაკა და დამარცვლით წარმოთქვა ჩემი სახელი.კატასტროფული ტემპერატურის მატება ვიგრძენი სხეულში და მივხვდი როგორ წამომახურა სახეზე.არ მსიამოვნენა მასთან სიახლოვე საერთოდ. თავი გვერდით გავატრიალე,ჩამომეყარა სახეზე თმები და დამიფარა ის სიწითლეც.
-რა მოხდა?-წამოიწია,ტორებს შორის მომიქცია და ერთის ხელის დაყრდნობით ნაზად შემეხო თმაზე,ყურსუკან ფრთხილად გადამიწია და იქვე შემეხო ცხვირით.
-სხვა დროს აუცილებლად მივუბრუნდები ამ თემას, კარგი?-ყურთან ახლოს ჩაილაპარაკა ძალიან ჩუმად და დამაკვირდა სახეზე.
-გასაგებია?-ისევ იმ ტონით დაილაპარაკა მშვიდად,თავი გავაქნიე უარის ნიშნად,ის ვერ მიბრძანებდა ვერაფერს.
მერე უცბად წამოდგა.
-ადექი,ვისაუზმოთ.-ვითომც აქაც არაფერი გაისწორა ზედა და გამოაღო კარები.
-არ მოდიხარ?-მოიხედა უკან,ისევ მწოლიარე რომ დამინახა ეშმაკურად ჩაეცინა.-გინდა ესეც მე გავაკეთო?-ზედმეტი მოსდიოდა,უფრო სწორედ მე ვაძლევდი ამდენის საშვალებას.გადასაფარებელი გადასწია და მუხლებს ქვემოთ შემომიცურა ხელი,მერე წელზე.
-რას აკეთებ?!-წამოვიკილვე ხელში რომ ამიყვანა,უცბად მოვეჭიდე კისერზე. ჩამომეწია ჩემი მაისური ბარძაყებამდე, სირცხვილისგან აღარ ვიცოდი მას მოვჭიდებოდი თუ მაისური დამეფარა.
-რა?-დამხედა.-ეს არ გინდოდა?-უცოდველი თვალებით დამაჩერდა.უარესად ავწითლდი და ამიდუღდა სისხლი ვენებში.არანაკლებ მას უხურდა ხელები.გონება ამერია საერთოდ, უცბად ავფართხალდი მის მკლავებში,ის აგრძელებდა სიარულს ჩემიანად თითქოს სულ არ უშლიდა ეს ხელს.
-რატი!-წამოვიკივლე კიბეებზე რომ დაიწყო სვლა.-ახლავე დამსვი!-ხმის კანკალით აღმომხდა,ძლიერად მოვუჭირე ხელები კისერზე, ჩავასვე იქვე თითები და უნებურად დავუტოვე მწარე კვალი,მან რომ ვერ იგრძნო ის.
-დამაცადე.-არხეინად აუჩქარა ფეხს და ჩაირბინდა კიბეები.-ნუ ფართხალებ!-გამაკავა მაშინთვე,დამიბრიალა თვალები გაფრთხილების ნიშნად,მერე მშვიდად დაიხარა და დამსვა.შიშველი ფეხები ცივ მეტლახზე რომ დავდგი მესიამოვნა ახურებულს,მერე გამახსენდა რატი და მივუბრუნდი მას გააფთრებული.
-შენ სულ გაგიჟდი?
-შემატყე?-ეს როგორ მაკადრეო სახე მიიღო.-ამ უმაღლესი ხარისხის მომსახურებაში ხალხი ფულს იხდის შენ კიდევ წუწუნებ.-ამოიხვნეშა.
-უმადურობაა პირდაპირ,მეტი არაფერი.-თავი გააქნია დანანების ნიშნად.
-ეს უმაღლესი მომსახურეობა სხვისთვის შემოინახე,მე სიმშვიდეს და ფეხით სიარულს ვამჯობინებ.-გავღიზიანდი ამაზე.
-საკითხავი ისაა,სხვას რომ ასე შევეხები მერე სიმშვიდეს როგორ შეინარჩუნებ?
დავაიგნორე მისი უაზრო ბოდვა და მაისური ჩამოვწიე,დავიკავე ხელებით რომ არ გაჩერდა.
-ჯანდაბა,რა მოკლეა ჩემიც კი არაა. ამოვიბურდღუნე გამწარებულმა.
-ჩემია და იმიტომ.-ვითომც აქაც არაფერი დაილაპარაკა და გახალისებულმა შეაბიჯა სამზარებულოში.
-ჯანდაბა ფსიქოპატი ხარ?-გავუბრაზდი მაშინვე და გააფთრებული მივყევი უკან.
-რის გამო რომ სველი ზედა გამოგიცვალე?-მოულოდნელად შედგა ერთ ადგილზე.
მივეჯახე მოულოდნელად.-ამის გამო…
-გავიგე რომ ეს საოცარი მომსახურეობაა და ბლა ბლა ბლა…-გავაწყვეტინე,დამხედა წარბ აწეულმა ზემოდან,აშკარად არ მოეწონა ეს ჟესტი, სახეზე დაეტყო.-იქნებ სხვა რამე სცადო.-ავატრიალე თვალები და გვერდი ავუარე,იდაყვში რომ მწვდა და ერთი ხელის მოსმით ბარის მაგიდაზე დამსვა.
-ასე?-თავხედურად გამიღიმა და დაიწია ახლოს.
-იქნებ სხვა რამე მეცადა?-თვალი არ მოუშორებია ისე დაიხარა წვივთან და ამოუყვა ხელის გულით,იქვე შემეხო ტუჩებით.გამაკანკალა მოულოდნელად.არ ველოდი მის ასეთ სითამამაეს.წამში მოვეგე გონს.
-ზედმეტი მოგდის…გაიწიე.-ხელი ვკარი და ჩამოვხტი. გაცოფებულმა შევხედე კიდევ ერთხელ.-მადლობა დახმარებისთვის, მაგრამ მე ჯობია წავიდე!-ავიმაღლე ხმა და გადავდგი კიდეც ნაბიჯი კარისკენ მისმა ხმამ რომ შემაჩერა.
-და სად მიდიხარ?-ხმა გაუმკაცრდა.-ან რითი?-გამაღიზიანებლად დაილაპარაკა და შემათვალიერა სხეულზე.-და ამ ფორმით?-ამატარა სხეულზე თვალი და ვითომც არაფერი უდარდელი სახით გამოაღო მაცივარი.
-ბევრ ლაპარაკს და ასე თავის უაზრო დაღლას ჯობს ჩამოჯდე.-გამომხედა,მერე ისევ მაცივარს მიუბრუნდა,გამოიღო კვერცხი და ბეკონი.-რა გირჩევნია?ომლეტი გინდა?-შემათვალიერა,მაგრამ რომ ვერაფერი წაიკითხა გასქურას მიუბრუნდა და ცეცხლი აანთო,ტემპერატურა გაზომა და ახლა კვერცხი ათქვიფა.
-რით გიყვარს?-გამოიხედა ისევ ჩემსკენ,მაგრამ პასუხი რომ არ გავეცი თავის საქმე განაგრძო და რაღაცეები დაუმატა თავისი გემოვნებით.
-ჩემი ტელეფონი სად არის?-გამახსენდა ბოლოს ბინაში რომ დავტოვე,თავში შემოვირტყი გაუაზრებლად ხელი.-ჭკუიდან გადავა დათა იქ რომ მივა.-ჩავიდუდუნე უფრო ჩემთვის. შუბლი მოვისრისე ანერვიულებულმა.
-დათას სახლი იყო?-დაიჭირა ჩემი სიტყვები.გაკვირვება ეხატა სახეზე.თავი დავუქნიე.
-ჰო,მაგრამ ხშირად არ არის სახლში.-დიდ დროს თუთასთან ატარებდა,ახლა ქალაქგარეთ ყავდა სუფთა ჰაერზე,ბუნებაში წაყვანილი,ბავშვისთვის ასე ჯობიაო მისმა ექიმმა.ესაა რაც ვიცი და რაც დათამ მითხრა.რატის ამაზე ვერაფერს ვეტყოდი,არ იყო ჩემი საქმე და არც ჩემი პირადი.
-რამდენი ხანია მასთან ცხოვრობ?
-თვეებია,მაგრამ დაკავებულია ამიტომ…ტელეფონი მჭირდება მას უნდა დავურეკო.
-შენს შეშინებას არ ვაპირებ,მაგრამ ახლა როცა იმ ნაბი/ვარმა იცის რომ იმ ბინაში მარტო ხარ სადაც ერთხელ დაგადგა იქ მეორედაც გაბედავს.-წინ დამიდო თეფში.-ჭამე და ერთად წავიდეთ შენი ტელეფონის ასაღებად,მაგრამ იცოდე იქ უსაფრთხოდ ვეღარ იქნები.
-არ მეშინია მე.-დავუბღვირე რატის.გაეცინა და წინ ჩამომიჯდა.
-ჭამე და გავიდეთ.-დააგემოვნა თავისი ნახელავი.-მართლა გემრიელია გასინჯე.
-უკაცრავად და ასე სად გავიდე?-ჩუმად ჩაიფხუკუნა.
-რამეს გათხოვებ არ იდარდო.-სიამოვნებით შეექცეოდა საკუთარ საჭმელს და ვგონებ იმ მომენტში არ ადარდება არაფერი.გემო რომ გავუსინჯე ვაჟბატონის ნახელავს არ მოვიტყუები გემრიელი იყო,საუზმის დასასრულს საკუთარი ტანსაცმელი გადმომცა.
-ეს ცადე,ყველაზე პატარაა რაც ჩემთან მოიძებნება.-გამოვართვი და ჩავიცვი.სულ არ მადარდება ჩემზე ორი ზომით დიდი სპორტული შარვალი და ზედა რომ მეცვა,რაც მთავარია ის მოკლე მაისური მოვიშორე სხეულიდან.
-წავედით?-შემათვალიერა მისაღებში რომ გავედი.მომლოდინე მაშინვე ფეხზე წამოდგა და დამაკვირდა.-ცუდი არ არის.
-მნიშვნელობა არ აქვს წავიდეთ.-მოვუჭერი და კარებისკენ დავიძარი.მისი აპარტამენტიდან ოცი წუთის სავალზე იყო დათას ბინა.მანქანიდან გადასულს სუნთქვა შემეკრა კორპუსს რომ ავხედე,შიში მქონდა რომ ის ისევ იქ იყო და მე მელოდებოდა.
იმ მომენტში მივხვდი რომ იქ დარჩენას ვერცეთი ჩემი ძალით და მოთმინებით ვერ შევძლებდი.წამში ვიგრძენი რატის ხელი წელზე,მიბიძგა ნაბიჯი გადამედგა,ძალა მოვიკრიბე და ავიარე კიბეები.
-როგორც ჩანს არ დაბრუნებულა მეპატრონე.-მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა რატიმ და შეღებულ კარში პირველი შევიდა.-შემოხვალ შენ?-მობრუნდა უკან.შფოთვამ ამიტანა,თავი გავაქნიე და კარებს მოვშორდი.
-ჩემს ოთახში იქნება ტელეფონი,პირდაპირ და მარცხნივ.-მივუთითე და კიბეებზე ჩამოვჯექი.ველოდი მას სანამ იპოვიდა და ვლოცულობდი მალე გამოსულიყო რომ წავსულიყავი აქედან.უკან მივიხედე, დავაკვირდი კარების სახეულრს მოტეხილი რომ იყო და გავბრაზდი საკუთარ თავზე დათას ასეთ მდგომარეობაში რომ ვახვედრებდი სახლს.
-დაკო?-დათას ხმა რომ ვიცანი ბნედა დაცემულმა მივატირალე თავი,კიბეებზე იდგა და პირდაღებული მიყურებდა.-აქ რას აკეთებ?-ამოვიდა კიბეებზე და მომიახლოვდა,ჩაიმუხლა ჩემთან და დამაკვირდა სახეზე.
-რა გჭირს?წამო შევიდეთ,აქ რატომ ხარ?-თმაზე გადამისვა მზრუნევლად ხელის ზურგი,სახე ხელებში მოიქცია და დამაჩერდა.ხმა ვერ ამოვიღე რომ მისთვის მეთქვა,მომეყოლა…ამეხსნა რა ხდებოდა.
-მე…-სიტყვა გამიწყდა.რატი გამოვიდა სახლიდან ჩემი ჩანთით ხელში.მასზე გადაიტანა მზერა დათამ.
-რატი?-გაოცება ვერ დამალა.შერცხვენილი ვიჯექი ცივ ბეტონზე და ვერ ვინძრეოდი.
-მაპატიე დათა…მე..მართლა,არ ვიცი,როგორ…-ენა ამებლანდა,ამაზე უფრო გაბრაზდა.
-ვინმე ამიხსნის აქ რა ჯანდაბა ხდება?-ცოტა აკლა ყვირილამდე.ვეღარ ვუყურებდი თვალებში,ფეხზე წამოვდექი და რატის მივუახლოვდი.
-შეგიძლია წახვიდე.
-რა თმა უნდა არა,აქ არ დაგტოვებ.-მტკიცე უარი განაცხადა რატიმ და ახლა დათასკენ გაიხედა.მივხვდი მათ შორის არც ისე ნორმალური ურთიერთობა იყო,აგარაკზეც თავს არიდებდნენ კონტაქტს.
-რატი,მადლობა დახმარებისთვის,მაგრამ…
-მანქანაში დაგელოდები,შეგიძლია ყველაფერი აუხსნა მას.-გამაწყვეტინა და არც დაინტერესებულა მეტით კიბეებზე დაეშვა.თავი გადავაგდე უკან,ძლივს გადავყლაპე ცრემლების დიდი ბურთი და გავუსწორე მზერა მის მწვანეებს.
-შენ მაინც შეგიძლია უბრალოდ მომისმინო?-ამოვიჩურჩულე ხმა წართმეულმა.
-შიგნით,შევიდეთ.-გვერდი ამიარა და ბინაში შევიდა,ვიცოდი რამდენად გაცოფებული იყო ყველაფერზე,ჩემსას ვეღარ დავუმატებდი.
დივანზე ჩამოჯდა და მომლოდინემ გამომხედა.
-აღარ იტყვი?
-ერთს გეტყვი…ერთხელ გეტყვი და აღარ გამამეორებინო კარგი?-მუდარა ჩავაქსოვე ხმაში,სუნთქვა შეეკრა დათას.-შენი პრობლემები გაქვს ამიტომ ჩემზე დიდად არ იდარდო კარგი?ჩემს თავს რამენაირად მივხედავ და კარგად ვიქნები მე…
-გაჩერდი.-უხეშად გამაწყვეტინა გაბრაზებულმა.-ახლა ჩემზე კი არა შენზე ვსაუბრობთ დაკო,ამიტომ იქამდე მითხარი…
-ლევანი დამესხა თავს,-აღმომხდა ანერვიულებულს,იქვე ჩამოვჯექი დივანზე და თავი ხელებში ჩავრგე.-არ ვიცი,როგორ მოხდა..რატომ გააკეთა ეს,მაგრამ ფაქტი სახეზეა რომ ჯანდაბა…
ხმა ჩამიწყდა,ცრემლებს ვერ მოვერიე და მარილიანი სითხე სახეზე ვიგრძენი,ნიკაპზე ჩამოსრიალდა და მერე ხელის გულზე დამეცა.
-გამოს/რებული!-არაადამიანური ხმით დაილაპარაკა.ფეხზე წამოდგა ადგილზე რომ ვერ გაჩერდა გამწარებული.-შეგეხო?-მომიახლოვდა და ჩემთან ახლოს დაიხარა,ხელები თავისაში მოიქცია.-შემომხედე,მითხარი…-თავი გავქნიე,ვერ ვუთხარი ვერაფერი,არ შემეძლო ემოციების კონტროლი და ჩემზე მეტად დათას არ ჰქონდა ამის უნარი.
-ამის დედაც!-შეიგინა და ფეხი კრა მაგიდას.უფრო მეტად ავნერვიულდი ამაზე.ზედმეტად არაპროგნოზირებადი იყო,ახლა მას ვერაფერს ვეტყოდი,ვიცოდი რისი გამკეთებელოც იყო და რა შეეძლო,ამიტომ გავჩუმდი.
-მე…უნდა წავიდე,-ფეხზე წამოვდექი და მივუახლოვდი.სახეზე ჩამოვუსვი ხელი და მისი სახე ხელებში მოვიქციე და თრთოლვით მივაჩერდი მის მწვანეებს.
-სად მიდიხარ გოგო?-დამაჩერდა აჭრილი.
-არ ვიცი.
-რა არ იცი?!ის ვიბლიანი დაბლა არ გელოდება?!
-დათა გთხოვ…
-მასთან აპირებ დარჩენას?სულ გაგიჟდი? საერთოდ როდის მოასწარით დაახლოვება?!-არაპროგნოზირებადი იყო.
-არა და დაწყნარდი!-გავაჩუმე აბოდიალებული.-სხვა ბინას ვეძებ…მანამდე მოვახერხებ რამეს ოღონ დამპირდი რომ არაფერს გააკეთებ.
-დაკო!
-დამპირდი დათა!-ხმა ავიმაღლე,ცრემლები არ წყვეტდნენ სვლას.მესმოდა მისი ახმაურებული გულის ფეთქვა და ასმაგად ვიცლებოდი,ვილეოდი.-იცოდე მოვ…
-გაჩუმდი!-აღრიალდა.-მეტი აღარ გაიმეორე.
-მითხარი,პირობა მომეცი…პირობა მომეცი რომ საღსალამათი და ჯამრთელი იქნები.არ დაგავიწყდეს სახლში შენი შვილი და შენი შვილის დედა რომ გელოდება,ჩემზე არ იდარდო გასაგებია?!მინდა აბსოლუტურად ჯამრთელი მიხვიდე მასთან და გახადო ბედნიერი მისი დედობის პერიოდში,ისიც ისეთივე სათუთია როგორც ის პატარა მის მუცელში რომ ზის,გააბედნიერე და შეიყვარე მთელი არსებით გასაგებია?-ამოვიყვირე ბოლოს სიტყვები და იქვე ლოყაზე ვაკოცე.
-გახსოვს მე რა გითხარი ბოლოს?შეისწავლე მისი სულის ფერი.-მოვაშორე ხელები და უკან დავიხიე.
-პირობა შეასრულე და ქალღმერთად აქციე ის.-შემოვტრიალდი და უკან მოუხედავად დავიძარი კარებისკენ,არ გავჩერებულვარ არც მაშინ მისი ხმა რომ მომესმა.
-ჩემი პირადი საჩუქარი ხარ დაკო…ჩემი ანგელოზი.
კიბეებზე თავპირისტეხვით ჩავირბინე,სადარბაზოდან გამოსულს დამხვდა რატის „მერსედესი” მწარედ გამეღიმა და ცრემლები უკან მოვიტოვე.
მის გვერდით დავიკავე ადგილი და დავდუმდი.ისეთი სიჩუმე იყო მისი მძიმე სუნთქვის ხმა თავისუფლად მესმოდა, როგორ აუდიოდა მკერდი და ღრმად სუნთქვადა.ტელეფონი ულაპარაკოდ გამომიწოდა.გამოვართვი და მადლობა გადავუხადე.თავისუფალი ხელით სიგარეტს მოუკიდა,მისი კვამლით იყო სავსე სალონი.
სავარძელზე კომფორტულად მოვთავსდი და თავით მივეყდენი,ფანჯარას ჩავუწიე და თავი გადავწიე.
-შეგიძლია ერთ ადგილზე წამიყვანო?
•••
მანქანა სასაფლაოს წინ გააჩერა.წამოვიწიე და რატის გავხედე,არ შემოუხედავს ჩემთვის მორიგ სიგარეტს გაუკიდა და ფანჯარას ჩაუწია.ასე დავტოვე,სიტყვის უთქმელად გადავედი და დავიძარი მამის საფლავისკენ.
ფეხები უკან მრჩებოდა. ვნერვიულობდი, მაგრამ ვგრძნობდი ახლა ის მჭირდებოდა.
სასაფლაოს რომ მივუახლოვდი დაბალი,გამხდარი სილუეტი დავლანდე, გამიკვირდა პირველად დავინახე აქ ვიღაც. ფეხს ავუჩქარე და მოუთმენლად მივუახლოვდი საფლავს ხმამაღლა,უცნობის გასაგებად ჩავახველე.
-უკაცრავად…-ჩემგან ზურგით იდგა უცნობი სხეული,შეცბა ჩემს ხმაზე ერთდროულად და წამში გაქვავდა ადგილზე.-ვინ ბრძადებით?
საფლავის ქვას რომ მივუახლოვდი დავლანდე უცნობის ქერა თმები აქედან მივხვდი რომ ქალი იქნებოდა და რომ აღარ გამაგონა მოურიდებლად ჩავავლე იდაყვში ხელი და ჩემსკენ შემოვატრიალე.მისი სახე რომ დავინახე გაოცებულმა და გაცოფებულმა გადავგდი უკან რამდენიმე ნაბიჯი.
-შენ?-ზიზღით აღმომხდა თამუნა რომ დამხვდა უცნობის ადგილზე.-შენ აქ რას აკეთებ?-წამსკდა ყვირლი.ერთდორულად ჩამეხლიჩა ხმა და მომაწოვა ემოციები.თავი ვერ შევიკავე და ხელი ვკარი.
-შენ გეკითხები,აქ რა ჯანდაბას აკეთებ?!-ვუღრიალე მას,მის აცრემლიანებულ სახეზე უფრო გადავირიე.-გამეცი პასუხი!-ვუყვირე ისევ,
-რა უფლებით მოხვედი აქ?!-თავი ვერ გავაკონტროლე ვერც ემოციებს ვაკონტროლებდი და ვერც სიტყვებს.
-დაკო…
-ჯანდაბა გაჩუმდი!-ვუკივლე ისევ და ავიფარე ხელი ყურებზე,მისი ამაზრზენი ხმა რომ აღარ გამეგო.-რა უფლებით…
-მაპატიე ჩემო გოგო…გთხოვ
-რას მთხოვ,რას!-გული კინაღამ ამერია.-როგორ მოხვედი აქ საერთოდ,რომელი ამბიციით გაბედე აქ მოსვლა?!-შეშლილი მქონდა სახე,ვერ ვაზროვნებდი ბრაზისგან დაბრმავებული.
-წადი!აღარ დამენახო აქ მეორედ მოსული არ გნახო თორემ მამის სულს ვფიცავ თამუნა, ვეღარ მოვთოკავ თავს,ისეთი გავხდები აქამდე რომ არ ვყოფილვარ და გაჩენის დღეს გაწყველინებით ჩემი გამწარებისთვის ყველას სათითაოდ!
-მომისმინე,უბრალოდ მომისნიე.-არ წყვეტდა ჩემს გაგიჟებას მაინც აღებდა იმ პირს და აფრქვევდა შხამს.-შენ არაფერი არ იცი…
-არ მადარდებს შენი წყეული ისტორიები,წადი და სხვასთან შეთხზე აბსურდები.-ყვავილებს დავწვდი,მას რომ მოეტანა და დაედო საფლავის გვერდით.-მოღალატე ხარ!მამას არ უყვარდა ყვავილები,ეს როგორ არ გახსოვს?!შენ გერქვა მისი ცოლი?!-სულ დავპუტე და ფეხქვეშ გავთელე სისხლისფერი ვარდები, მოვაშორე მამის საფლავს რაც კი ყვავილისნაირი არსებობდა გარშემო.
-შენ არ იმსახურებდი,არ იმსახურებდი მის ცოლობას და ჩემს დედობას…ასეთი რა გულით გამაჩინე ასე რომ შემაძულე თავი,ჰა?!ასეთი რა დავაშავე ასე რომ მძულხარ და ამით უნდა ვიცხოვრო.-ხმა რომ ჩამიწყდა ახლა ხროხინზე გადავედი.ზიზღს ვანთხევდი და ვიცლებოდი ნელ-ნელა.
-ასე როგორ გძულდი რომ სახლში ის ნაბი/ვარი მოათრიე?!იცი…იცი როგორ გამიმწარა სიცოცხლე?იცი როგორ გამიმწარა და შემაძულა თინეიჯერობის წლები?მისი დარდის გამო,იოანეს გამო…
-იოანე არაფერ შუაშია.-ამოიღო პირველად ხმა ამდენი ხნის შემდეგ.მწარედ გამეცინა რომ დაიცვა ორივე.
-თავშია!-ვიკივლე.თმებში შევიცურე ხელი და მოვქაჩე.გაგიჟებულმა ავხედე ჩაწითლებული თვალებით.-მეზიზღება ყველა,აბსოლუტურად ყველა ვინც კი გზაზე გადამეღობა ვყოფილიყავი ბედნიერი,ვისაც არ სურდა ჩემი ჯამრთელი ფსიქიკა და რადგანაც მას დანგრეული ჰქონდა გადაწყვიტა ჩემიც ასეთად ექცია!ცხობრება გამიმწარეთ გესმის?!სული ამომხადეთ და მომკალით…არცეთმა შემიბრალეთ გააგრძელეთ ჩემი ტანჯვა!იცი ჩემში თქვენი სიძულვილიც რომ წამებაა ჩემთვის?!-ყვირილიც აღარ შემეძლო.მიყურებდა და მისმენდა გაშეშებული,არც კი სუნთქვადა.
-ყველა და ყველაფერი,მაგრამ…იოანე არაფერ შუაშია.-ამოიტირა.-მას შენთვის არაფერი გაუკეთებია გარდა სიკეთისა დედი…
-გაჩუმდი!იოანე რომ კომაში ჩავარდა მას შემდეგ მაქვს მე ცხოვრება გამწარებული,მას შემდეგ…მასთან ერთად ვარ ბურუსში და იგივეს გამოვდივარ რასაც ის!ვერ აიტანა ლევანმა ჩემი სუნთქა და ჯამრთელად ყოფნა,როცა მისი შვილი სამყაროს გამოთიშული იწვა და ებრძოდა სიცოცხლეს,ჩემს გამო და ეს ვარ აიტანა გესმის?!
-შენი ბრალი არ იყო!
-აბა ვისი ბრალი იყო?-მწარედ გამეცინა მის წამოყვირებაზე.-ჩემს გამო იჩხუბა და ჩემს გამო..კიდევ რამდენ ხანს?რამდენ ხანს უნდა გვალოდინოს…
-არ ვიცი…-დახარა თავი,იცრემლებოდა და ეს მაღიზიანებდა,მიშლიდა გონებას.
-წადი აქედან,-ამოვიჩურჩულე.-წადი სანამ დავკარგე გონება,სანამ ჯოჯოხეთად გიქცევთ ცხოვრებას ჩემი ცოცხლად მოკვლისთვის!-პირი გავაღე და უჟანგბადობის გამო,ღრმად შევისუნთქე ჰაერი.წვიმა დაიწყო,ისეთი ახლა ჩემს ხასიათს რომ შეეფერებოდა, თითქოს ცაც ჩემთან ერთად გლოვობდა ჩემს ბედს.უკან დაიხია და ნაბიჯი გადადგა,ერთხელ კიდევ შეათვალიერა მამას პროფილი და უკან მოუხედავად წავიდა.აღარ შემიკავებია თავი და ამოვუშვი ღრიალი.მიგრილებდა წვიმა გადამწვარ,დაღლილ სხეულს და მაფხიზლებდა სიფხიზლე დაკარგულს. წელზე ხელი რომ ვიგრძენი,მივხვდი რატი იყო და მოვდუნდი.
ხელში ამიყვანა და მანქანისკენ წამიყვანა.
შეწინააღმდაგების თავი აღარ მქომდა და მივენდე.კარები გამოაღო სავარძელზე დამსვა და ხმის ამოუღებლდ დამაკვირდა.
მერე კარები მიხურა და ადგილი დაიკავა, დაძრა მანქანა,გაიყვანა გზაზე და მოსწყვიტა ადგილიდან.
-შეგიძლია სასტუმროში მიმიყვანო?-არ ვიცი რა ძალით,მაგრამ ვკითხე.
-შემიძლია,მაგრამ ამ დგომარეობაში არა,-გადმომხედა გამაფრთხილებლად.-ახლა არა.
-არ ვაპირებ შენთან შემოკედლებას,ისედაც საკმარისია ეს ყველაფერი.-დაბუჟებული მქონდა სხეული,ვერ ვგრძნობდი ვერაფერს,მაგრამ ლაპარაკს არ ვწყვეტდი.
არ მინდოდა ვინმეს თვალში ასეთი ვყოფილიყავი…უძლური და დაპატარავებული,ეს მკლავდა უფრო მეტად.
-არ მიკითხავს მე.-წარბაწევით გადმომხედა,ისევ გზას გახედა.წვიმის წვეთები ეცემოდა საქარე მინაზე,ბურუსი იყო ირგვლივ.თავი ფანჯარას მივადე,თვალები დავხუჭე და მოვდუნდი.
ვფიქრობდი…ვფიქრობდი ყველაფერს,
მთელი ჩემი ოცდასამი წლის განვლილ ცხოვრებაზე მანამ,სანამ ჩემი კარები არ გაიღო და რატის ხელი ვიგრძენი.
ფანჯარაზე მიყრდნობილი თავი დამიჭირა,ისევ ხელი შემომიცურა წელზე და მისი სახლისკენ წამიყვანა.წვიმა შემწყდარიყო და ცისარტყელა მოჩანდა შორიდან.სუსტად გამეღიმა პირველად გულწრფელად მთელი დღის განმავლობაში.


"მერცხალი რომ კიდეც მოჰკლა, მაინც მოვა გაზაფხული."

აკაკი წერეთელი.



•••

-გამომართვი.-ჩაის ჭიქა გამომიწოდა და ჩემს გვერდით ჩამოჯდა.მუხლები კომფორტულდ მქონდა აკეცილი,პლედი მჭიდროდ მოვიხურე და გავიყურსე,რის მოლოდინში არ ვიცი არ მკითხოთ. უბრალოდ ჩუმად ვიჯექი აივანზე და ვუყურებდი ვარსკვლავებით მოჭედილ ცას. ვისურვე მათგან ერთ-ერთი ვყოფილიყავი და ყველასთვის ზემოდან მეყურებინდა ისე რომ მილიარდში ვერავის გამოვეჭირე.
ცხელი კენკრის ჩაი მოვსვი ასე საოცრად რომ იმოქმედა ჩემზე და გამათბო, დამამშვიდა და მომთენთა.
-მადლობა დღევანდელი დღისთვის,-დავიწყე ფრთხილად.-იმაზე მეტი ნახე ვიდრე უნდა გენახა და გაგეგო.-თითები შემოვხვიე ცხელ ჭიქა.
-ერთი დღისთვის ზედმეტად ბევრი რამ მოხდა.-ამოიღო ხმა დიდი ხნის შემდეგ. გამომხედა უცნაური თვალებით,თითქოს ჩემს შესწავლას ცდილობდა.
-არ მიკვირს ეს ჩემი ყოველდღიურობაა.-მხრები ავიჩეჩე.-უბრალოდ ვიცი,ამაზე რთული ჩემს ცხობრებაში სხვა აღარ იქნება, საკუთარი პრობლემები და დაბრკოლებები შენვე გაძლიერებს,ასე არაა?
-ასეა,მთავარია გაუმკლავდე.
-ყველაფრის შემდეგ ვფიქრობ სხვა დანარჩენი ვეღარ გამაკვირვებს.-გავსწორდი,მუხლებს მოვხვიე ხელები და თავი ჩამოვდე.
-ასეთი დარწმუნებულიც არ იყო,ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე,ხვალ რომ გაიღვიძო შეიძლება იმაზე რთული პრობლემა დაგხვდეს წინ ვიდრე ეს აქამდე ყოფილა. გამომხედა და დინჯად ჩამოარაკრაკა საკუთარი აზრი.გამეღიმა,მის შავებს გავუსწორე მზერა,ვეცადე მეც ამომეცნო მასში რამე,მაგრამ უშედეგოდ.
იმ მომენტში მხოლოდ სიცარიელეს ვხედავდი.
-ეს თვალები ბევრს ვერაფერს გეტყვის ამიტომ ტყუილად.-ესეც შეამჩნია.აღარ გავოცებულვარ,მან თითქმის ყველა ჩემი მოქმედების პასუხი იცის.
-ცდები,თვალები ბევრს ამბობს.-შევეწინააღმდეგე.
-ამიტომაც არ უნდა დაუჯერო მათ.
-როგორი გულნატკენი საუბრობთ ვიბლიანი.-გავაჟღერე ხმამაღლა,გამეცინა.
-პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე.
-მერედა ვინ ატკინა რატის გული?-გადავიწიე მისკენ.-თამამად თამამად,დღეს შენ მთელი ჩემი ცხოვრება ნახე,ახლა ჩემი ჯერია რაღაც მაინც გავიგო შენზე.-მომლოდინედ მივჩერებოდი მას.მაჯის საათს დახედა.
-გვიანია უკვე.-ფეხზე წამოდგა,თავზე წამომადგა და ზემოდან დამაჩერდა.
-ოო,რა დროს ეს იყო?სადაცაა შენს სასიყვარულო ისტორიას მოვისმენდიი.-გავჯიუტდი,პატარა ბავშვივით დავიკრიფე ხელები გულზე.
-ახლა,ნებითა შენითა თუ ძალითა ჩემითა?-დამაკვირდა.ავხედე მას,არ ხუმრობდა ის აშკარად.გაბრაზებულ წამოვდექი.
-სვანი ხარ რა.-წავედი კიბეებისკენ.
-ვიცი.-გაიცინა და გვერდით ამომიდგა.-აბა,ძილინებისა.
-ძილინებისა.-მკვახედე მივუგე და შევედი ოთახში,ის ჩემს გვერდით ოთახში შევიდა.
-გამოდის მეზობლები ვართ.-გამეცინა ამაზე და წამოვწექი საწოლზე.ისეთი ფუმფულა იყო და მეც ისეთი დაღლილი ვიყავი,აღარ დამჭირვებია დიდი დრო დასაძინებლად თავისით მიმეხუჭა თვალები.
დილას ხმაურმა გამაღვიძა.
გაბრუებული მქონდა თავი,რომ წამოვდექი კიდევ უარესად დამეხვა თავბრუ.კარები გამოვაღე და ხმამაც უფრო მოიმატა, აშკარად ვიღაც იყო სახლში მე და რატის გარდა.რატი რომ გამახსენდა, დაუკაკუნებლად შევედი მის ოთახში, მაგრამ იქ არ დამხვედრია.პიჟამოების ამარა ჩავედი ქვემოთ, სამზარეულოსკენ დავიძარი საიდანაც მოდიოდა ხმაური.
-დედა როგორ არის?-რატი საუბრობდა,ახალ გამოღვიძებულს უფრო მეტად ჰქონდა ხმა დაბოხებული.
-კარგად.-გავიგე გოგონას ხმა.-ენატრები.-გავშეშდი ადგილზე.მოულოდნელად ვიცანი მისი ხმა.შორიდან რომ შევათვალიერე მისი სხეული მერე საერთოდ განმიმტკიცდა ვარაუდი.შიგნით ვეღარ შევედი,მათი დიალოგი მესმოდა უნებურად.
-ვნახავ,-ჩაილაპარაკა და ახლა ევას მიუახლოვდა,ნიკაპ ქვეშ ამოსდო ხელი და თავი ააწევინა.ვიგრძენი როგორ დამეხორკლა კანი.-შენ?როგორ ხარ?
-მე?რა კითხავაა…კარგად,-ნერვიულად გაეცინა.თვალებში უყურებდა და აკვირდებოდა მასზე ორი თავით დაბალს.
-დარწმუნებული ხარ?-გაუმეორა ისევ.-რამე ხომ არ ხდება შენთან?
-რა უნდა ხდებოდეს?-გაღიზიანდა უცბად გოგონა.
-არ ვიცი,შენ გეკითხები.-მხრები აიჩეჩა რატიმ,ბარის მაგიდას მიეყრდნო.-მომიყევი,რა გიფორიაქებს ასე სულს.
-მოსაყოლი არაფერია რატი.-ეუხეშა ისევ ევა.
-მართლა?თოფურიას ხომ არ ვკითხო?მაგას უფრო კარგად ეცოდინება.-სიგარეტი ამოიღო და გაუკიდა.
-თოფურია რა შუაშია?
-და იქნებ თავშია?-თვალები დააწვრილა. გაბრაზების ნაპერწკალი შევამჩნიე მასში.-რატომ გაწუხებს?
-არ მაწუხებს არავინ მე.-ჯიუტად ჩანდა ევა.პირველი შემთხვევა იყო როცა რატის ასეთს ვხედავდი.
-არა ჰო?-გაეცინა რატის.-მაშინ რატომ გაკითხავს შუაღამეს სახლში და რატომ გირღვევს სიმშვიდეს,მაშინ როცა ტკბილად უნდა გეძინოს ევა!მოგწონს შენ და გინდა მასთან სიახლოვე?-გამაცია. ხმაზე ეტყობოდა რატის რამდენად ცუდად იყო იმ უცნობის მიმართ განწყობილი.
-ჯანდაბა,სისულელეა რომელ თოფურიას მოწონებაზე მესაუბრები.-ძალზედ შესამჩნევი იყო მისი ნერვიულობა.არ მოსწონდა ეს ვიბლიანს.
-კარგი,მე მივხედავ.-დავიძაბე რატის ხმაზე, ლმობიერი იყო დასთან,მაგრამ დარწმუმებული ვარ რას დამართებდა იმ თოფურიას აქ რომ ყოლოდა.
-ღმერთო ჩემო არა რატი, არა!-ანერვიულებულმა ამოღერღა და ფანჯარასთან დადგა,მისგან შორს.-არ მიეკარო მას,გთხოვ არ მაქვს ჩხუბის თავი.
-კარგი.-ევასთვის თქვა,თორემ ზედმეტად ნათელი იყო ის რომ იმ ბიჭს კარგი ბედი არ ელოდა.თავი დააქნია ერთხელ და მერე კარებისკენ გამოიხედა.გაუკვირდა ჩემი იქ ყოფნა,მაგრამ არ შეუმჩნევია, მიხვდა ყველაფერი გავიგე.-შემოდი.-დამიძახა მე,მის ხმაზე გაკვირვებულმა გამოიხედა ევამ კარებისკენ.
-შენ?-გაკვირვება ვერ დამალა გოგონამ.
-დილამშვიდობისა.-დარცხვენილი შევედი სამზარეულოში.ვერ გავიგე რა მექნა.
-ყავა გინდა?-უდარდელად მკითხა რატიმ და ყავის აპარატიკსენ მიტრიალდა.წელს ზემოთ შიშველი იყო და მიიქცია კიდეც ჩემი ყურადღება მისმა ფართო,მსხვილმა მხრებმა სვირინგებიც რომ არ დაეკლო ზედ.
-მორჩი ყურებას და გამეცი პასუხი.-დაუნახავად გამომიჭირა,მოატრიალა თავი ჩემსკენ.ოო,როგორ იყო თავის თავში თავდაჯერებული და ეს მაღიზიანებდა. კითქო ვუთხარი და გვერდით ამოვუდექი.
ყავა მოამზადა და ჭიქა გამომიწოდა.
-იცი როგორი მინდა?-ბარის მაგიდას დავეყრდენი.
-კი.-გამცა პასუხი დარწმუმებულმა.-ევას იცნობ,ამიტომ საჭირო არაა უაზრო გაცნობის სცენები.-ბარის მაგიდას მიეყრდნო ახლა ის და დამხედა.-დღეს რა გეგმები გაქვს?-დაიწყო ისე,თითქოს ეს ჩვენი ყოველდღიურობა ყოფილიყოს. გაკვირვებას ვერ ფარავდა ევა.
-არ ვიცი,ალბათ მთელი დღეს კითხვას დავუთმობ.-მხრები ავიჩეჩე და გავეცი მშვიდად პასუხი,უფრო გაიკვირვა ევამ.ყავა მშვიდად მოვსვი და სკამზე ჩამოვჯექი.
-გემრიელია.-მადლიერმა გავხედე რატის და მოვსვი ისევ უგემრიელესი ყავა.-საიდან იცი რომ ტკბილი მიყვარს?
-აგარაკზე მხოლოდ მაგას არ სვავდი?
-მერე შენ საიდან იცი?-გამიკვირდა მე.
-გაკვირდებოდი.-თვალი ჩამიკრა და ჩაეცინა ეშმაკურად.
-ერთი წუთით...-ამოღერღა ევამ.-ხელს ხომ არ გიშლით შემთხვევით,აქ რა ხდება?-ჯერ რატის და შემდეგ მე გადმომხედა.-თქვენ როდის შეუღლდით?თუ ასე როდიდან საუბრობთ თითქოს თქვენი ყოველდღიური და არაფრით გამორჩეული რუტინა იყოს ეს.-გადავხედე რატის,მგონი ევა მართალი იყო.მერე მოვეგე გონს, ზედმეტად გაშინაურებული რომ ვიყავი და წამოვდექი ფეხზე.
-დაჯექი.-მანიშნა თვალებით რატიმ.-ევა იქნებ მაცადო ყავის მშვიდად დალევა დაკოსთან…უფრო სწორედ ჩემს ცოლთან ერთად.-დავჭყიტე თვალები მაშინთვე, გავხედე რატის გააფთრებულმა. პირი დააღო გოგომ გაოცებულმა,ახლა თუ მართლა დაიჯერაა.
-თქვენ მართლა…
-არა,არა ევა უბრალოდ ცუდად ხუმრობს.-მკვლელი თვალებით გავხედე რატის,ყავას რომ სვავდა მშვიდად და სახეზე ეტყობოდა ძალიან რომ ართობდა ეს ყველაფრი.
-ასე როგორ დაუახლოვდით ერთმანეთს?
-საკითხავია შენ საერთოდ საიდან იცნობ დაკოს?-შეუბრუნა კითხვა დას,ერთმანეთს ამით გავდნენ.თმაზე წაივლო ხელი და ყურსუკან გადაიწია ევამ,ლამაზი იყო უზომოდ ფითქინა და ნაზი.
-მე?-გამომხედა.-ელენემ გამაცნო.
-მართალია,-დავეთანხმე მეც.წარბი აწია მაღლა ვიბლიანმა,თვალები აატრიალა ელენეს ხსენებაზე.
-ბერაია ყველგანაა.-გაეცინა და დამაკვირდა.
-აგარაკზე ყველაზე ხმაურიანები ელენე და რა ერქვა…წივწივაძე არ იყო?-გაიხსენა უცბად.გამეცინა ეკეს ხსენებაზე,ელენე რომ აქ ყოფილიყო ცოცხლად შეჭამდა რატის.
-არ გაგიგოს,-გააფრთხილა ევამ.აღარ მოუსმენია ევასთვის მისი ტელეფონი რომ ახმაურდა,რომ დახედა ზედმეტად შესამჩნევიც კი იყო მომენტალური სახის ცვლილება.ყავა დახლზე დადო და სიტყვის უთქმელად გავიდა სამზარეულოდან.მას გავაყოლე თვალი უკან.
-გავდივარ,გვიან მოვალ და არ დამელოდოთ.-უკან შემოყო თავი რამდენიმე წუთში,დაიბარა და აორთქლდა.რამდენიმე წუთი გახევებული ვიდექი ვერ ვიგებდი ახლა რა უნდა გამეკეთებინა.
-აბა…არ მომიყვები აქ როგორ აღმოჩნდი რძალო?-წამოიწყო ევამ,როგორც კი დუმილი აუტანელი გახდა.
-შენმა ძმამ უბრალოდ იხუმრა ევა.
-გასაგებია,მე მაინც მაინტერესბს.-სკამი გამოსწია,ჩამოჯდა და ხელის გულებით დაეყრდნო ნიკაპს,ინტერესით მომაჩერდა რამის თქმის მოლოდინში.
-დიდი ამბავია.-უმნიშვნელოდ ჩავილაპარაკე და ავიქნიე ხელი.ის იჯდა და მაინც დიდი ყურადღებით მისმენდა.საყვარელ ფისოს გავდა ახლა,თეთრი ბეწვით და დიდი თვალებით რომ მომჩერებოდა საყვარლად მომღიმარი.გადავიფიქრე ძალიან გავდა რატის,განსაკუთრებით ხასიათით.
-მოგისმენ.
-დიდი უაზრობაა…ასე ვთქვათ შენმა ძმამ შემიფარა…ცოტახნით
-კაი?-დაცქვიტა ყურები.-თუ ძალიან პრობლემა არაა გკითხავ…რა მოხდა ასეთი ჩემი ძმის დახმარება რომ დაგჭირდა.
-ძალიან ბევრი რამ მოკლე დროში ევა…რისი თქმაც დანამდვილებით შემიძლია ის არის რომ ახლა მასზე სანდო ჯერ არავინ მყავს,როგორც ადამიანს შემიძლია ვენდო.
-რატი ყველასთვის ასეთია.-ამოიხვნეშა უხასიათოდ რომ ვერაფერი გაიგო.-თითქმის ყველას გვერდით უდგას და ეხმარება,არ მინახავს მასზე ნაწყენი ან გაბრაზებული…ნუ იყო ერთი შემთხვევა,მაგრამ ამასც თავისი მიზეზი ჰქონდა.-ჩაილაპარა ბოლოს. დაინტერესებულმა წამოვიწიე და ყური ვუგდე.
-რაზე?-ჩავეძიე მე,რატომ არ ვიცი უბრალოდ დამაინტერესა,ამით ოდნავ მეტი ინფორმაცია მეცოდინებოდა ვიბლიანზე.
-პიროვნებასთან ქონდა უშვალოდ ჩხუბი.-ხელებს დახედა ლაპარაკის დროს.-სამწუხაროა…კარგი ძმაკაცები იყვნენ.-მომენტალურად დამწუხრდა და შეეცვალა სახე შევამჩნიე ეს.
-რთულად გადაიტანდა.-ჩაფიქრებულს დამცდა.
-არცისე,ძალიან მიკვირდა მან ასე სწრაფად რომ გაწყვიტა მასთან ურთიერთობა,გეგა იყო ერთადერთი ვინც მარტივად ვერ ეგუებოდა ამ ფაქტს.-უცნობის ხსენებაზე წამოწითლდა.
-ვინ არის გეგა,მისი მეგობარი?-ჩავეძიე მე ვერაფერი რომ ვერ გავიგე.
-ყოფილი…ყოფილი მეგობარია გეგა თოფურია ჩემი ძმის.-სრული სახელის ხსენებაზე მაშინვე მივხვდი ხსენებულის ვინაობას და მივხდი ნახევარი საათის წინ რატომაც ბრაზობდა რატი ასე.
-შენ რა ურთიერთობა გაქვს მასთან?-ვკითხე მოურიდებლად,ცნობის მოყვარეობა რომ მაწუხებს მიტო მაქვს დალაგებული ცხოვრება.სახე ეცვალა ევას,რამდენიმე ფერმა ერთდროულად გადაჰკრა.
-მე?-გაიკვირვა,-მე არანაირი,რა ვიცი…როგორი უნდა მქონოდა.-ზედმეტად აჭრელდა და საბოლოოდ გაფითრდა,უკვე კარგად მესმოდა კიდრც,როგორ სწრაფად უფეთქავდა გული.
-არ ვიცი,უბრალოდ გკითხე.-ხმა არ ამოუღია,იჯდა და მიყურებდა.ფეხზე წამოვდექი და ორივეს ჭიქა ნიჟარაში ჩავაწყვე და ონკანი მოვუშვი,რომ დავრეცხე მოვბრუნდი და დახლს დავეყრდენი.
-რომ…
-გეგას მოვწონდი,-გამაწყვეტინა,სიტყვა რომ დავიწყე.ვერ მოითმინა რომ არ ეთქვა,ალბათ თოფურია უნერვიულებდა პატარა ევას ასე ძალიან გულს.-უფრო სწორედ ცუდი ნათქვამია…ვუყვარდი.
-უვყარდი თუ უყვარხარ?-თვალები დავაწვრილე,-არ არსებობს როდესაღაც უყვარდი და გამქრალი ის გრძნობა, უყვარდი და ახლაც ეყვარები,თუ არადა საერთოდ ტყუილი ყოფილა ისიც ევა.
-ვიცი…მაგრამ მე იგივეს არ ვგრძნობ მის მიმართ,არ შემეშვა და სწორედ ეს იყო მიზეზი რის გამოც რატიმ და გეგამ ურთიერთობაგაწყვიტეს,რატის გადაახტა თავზე და მისი სიტყვა არ გაიგონა,ამან დაანგრია ნდობა ორში.-დანანებით ამოილაპარაკა,მეგონა ლაპარაკის მომენტში არც სუნთქავდა.
-ახლაც ყველაფრის და მიუხედავად არ ნებდება…ჩემი აზრით ისევ რატის ჯინაზე იქცევა ასე და ამიტომ ცდილობს ახლო ურთიერთობის დაჭერას.
-შენთან.
-ჰო,ჩემთან.-სახეზე მოისვა ხელი და წამოდგა,-ჩემი თხოვნით არ მიდის,არ ესმის და რატის რომ ვუთხრა…პრინციპში ჩემმა ძმამ უკვე იცის ყველაფერი,
უბრალოდ ახლა მისთვის არ სცალია თორემ ამდენ ხანში ერთხელ მაინც ეყოლებოდა გალახული…პატარა ძმასავით ყავდა.-ტირილის ზღვარზე მყოფმა ამოთქვა და აღარც მოუხედია უკან ისე გაქრა სამზარეულოდან.ზედმეტად ემოციური და მგრძნობიარე იყო,სათუთი და პატარა ევა.ულამაზესი იყო,ყველანაირად განსაკუთრებული,ნაზი და ჭკვიანი,მოკლედ ისეთი მისნაირს ყველა რომ ინატრებდა გვერდით.დავრწმუნდი ზედმეტად ანერვიულობდა გეგა და ეს რისი ბრალი იყო მხოლოდ იმას ვერ ვხდები.ოთახში ავედი საქმე რომ არაფერი მქონდა.ევა თავის ოთახში იყო და ეძინა,სიმშვიდე მინდა ცოტახნითო და მერე სულ ჩაეძინა.
არ მიკვირს მისი ენერგიის ცლა,ასეთი პატარაა და ზედმეტად ბევრი ემოციით დატვირთული.
საწოლზე გავწექი და თეთრ ჭერს ავხედე.
სამსახურში გასვლამდე დიდი დრო მქონდა წინ,თათიასი მადლობელი ვიყავი ნამდვილად მჭირდებოდა ეს დასვენება.
რაც მთავარია ახლა საკმარისი დრო მაქვს ბინის მოსაძებნად.ვერც აქ გავჩერდები დიდხანს და საერთოდ საკუთარი თავმოყვარეობა არ მომცემს უფლებას ვინმეს შევესახლო.
•••
საღამო ხანს დაბრუნდა რატი.სახეზე ეტყობოდა დაღლილობა,არ ვიცი რას საქმიანობს და არც არასდროს მიკითხავს არ არის ჩემი საქმე,დიდად არც მადარდებს.უთქმელად ავიდა თავის ოთახში და კარგა ხანს არც გამოჩენილა.ევასთან საუბრის შემდეგ მასთან აღარ მისაუბრია შუადღეს წავიდა
და დამიბარა ჩვენ კარგად უნდა გავიცნოთ ერთმანეთიო.ძალიან თბილი და ნათელი იყო,თვალებში ეტყობოდა სინათლე ასე რომ ასხივებდა და დარწმუნებული ვარ არავის დატოვებდა გულგრილს.
უკვე პირველი სრულდებოდა,მაგრამ ძილი არა და არ მეკარებოდა.ტელეფონში ვიყავი თავით ჩამძვარალი და ისეთ ბინებს ვათვალიერებდი ფასიც და ადგილბდებარეობაც რომ ჩემთვის და ჩემი ჯიბისთვის მისაღები ყოფილიყო.
გართული ვიყავი ძიებით მოულოდნელად რომ გაისმა კარზე კაკუნი.
თავი ფრთხილად ამოვწიე მობილურიდან ხმამ რომ ჩემამდე მოახწია.საწოლის გვერდით სანათისკენ გადავიხარე და ავანთე.ტელეფონი საწოლზე დავაგდე და წამში წამოვდექი.ამ შუაღამეს ერთადერთი ვისაც გავახსენდებოდი ახლა ზღურბლზე იდგა და დაღლილი თვალებით მომჩერებოდა.არა ზედმეტად მაფირებს მისი საქმიანობა,განა ასეთი დამღლელია საბუთებში ქექვა?
-არ გძინავს?-მკითხა წარბაწევით.ამ მომენტშიც რომ შეეძლო ასეთი ყოფილიყო ამაზე მეცინებოდა.
-ახლახან ოთახში დამადექი და რავიცი.-მხრები ავიჩეჩე და მკვახედ ვუპასუხე. მოვცილდი კარებს.
-მე გაგაღვიძე?-ახლა საერთოდ მოეშალა სახე.ღმერთო,როგორი ცვალებადია ეს ადამიანი.
-ეგ არ მიგულისხმია.-თავი გავაქნიე,-რამე გინდოდა…-კითხავც არ დამაცადა ისე გამწია და შემოვიდა ოთახში.უეცრად მომერია ბრაზი მის ასეთ საქციელზე. თვალი გავაყოლე აწიწმატებულმა რატის საწოლის კიდეზე რომ ჩამოჯდა და შემდეგ ისევ ისე თამამად გამისწორა მზერა.
-მოდი.-მითხრა მშვიდად.ოდნავ გამიკვირდა კიდეც მისი ასეთი ქცევა.-არ ვიკბინები დაკო.-ჩემს შინაგან ფიქრებს უპასუხა ასე რომ მაბრუებდნენ.ერთხანს ვუყურე და რომ მივხვდი გასვლას ჯერ კიდევ არ აპირებდა მივხურე კარები. საწოლზე ჩამოვჯექი და ბალიშს მივეყრდენი.
-გისმენ,რამე გინდოდა?-ვიბოძე ნება და გავხედე ასე დაჟინებით რომ მიყურებდა უკვე რამდენიმე წუთია და დუმდა.ბაგეები რომ გაეხსნა სიტყვის სათქმელად ინტერესით დავუგდე ყური ვიფიქრე ახლა მაინც დაძრავდა სიტყვას.მძიმედ სუნთქავდა.
მერე უცბად გადაიფიქრა,თავი გააქნია თითქოს საკუთარ თავთან ჰქონოდა დისკუსია და გადაწვა საწოლზე,თვალებ დახუჭული ახლა მშვიდად სუნთქავდა.გაკვირვებული დავაკვირდი მას,მგონი ზედმეტად არეული იყო.უკვე მეგონა ჩაეძინა,დავიხარე შესამოწმებლად და ხელიც ჰაერში გამიშეშდა უცბად რომ გაახილა თვალები.
გულმაც კინაღამ დამარტყა და დენდარტყმულივით დავუბრუნდი ჩემს ადგილს.
-მომიყევი.-ამოთქვა მშვიდად და ამომხედა თაფლისფერი თვალებით…ხო არაფრისგან გამორჩეული და ჩვეულებრივი თაფლისფერებით.-შენზე…
-რა მოგიყვე რატი?ყველაფერი უკვე ისედაც იცი.
-რა ვიცი?-შემეპასუხა წამში,-მითხარი დაკო…რა ვიცი შენზე?-ხმა არ შეცვლია, ისევ იმ ტონით ისევ ისე მშვიდად განაგრძობდა საუბარს როგორც მას შეეფერებოდა.ქვემოდან მიყურებდა მომთხოვნად და არც კი ვიცი რამდენ ხანს გავუძლებდი მის ასეთ დაჟინებულ მზერას.
-თავადაც ბევრი გაქვს მოსაყოლი.-არ ვიცი რა ძალით მაგრამ წამომცდა და ვინანე კიდეც წამში.
-რა გაინტერესებს?-წამოიწია და იდაყვებს დაეყრდნო.-მითხარი…რა გაინტერესებს და არ იცი?კითხვა დამისვი და პასუხი არ გაგეცი?-ენა ჩამივარდა ხმა ისევ ვერ ამოვიღე.მართალიც იყო რაღაც მხრივ,მან არაფერი იცის ჩემზე ისევე როგორც მე.თბილ მატერიას ჩავებღაუჯე და ნერვული შემოტევა უკან გადავდევი მის დამკვირვებლურ მზერას თვალი ავარიდე.
-გინდოდა და უკან დაიხიე?მშვენიერი ახლა გაქვს შანსი კითხვის,გაძლევ უფლებას.
-უფლება არ მჭირდება რაღაცის საკითხავად.-გავღიზიანდი უნებურად.არ ვიცი რა მემართებოდა მასთან საუბრის მომენტში,რატომღაც სულ ვეწინააღმდეგებოდი.
- და ეს მე მჭირდება ასე არაა?-არანაკლებ აჭრილი ჩანდა ისიც.
-წავალ თუ ასე ძალიან არ მოგწონს ჩემი აქ ყოფნა.-გადავჭერი მოუთმენლად ისე მარტივად და წამოვდექი ფეხზე.არ ვიცი,არ ვუკვირდებოდი არცეთ ჩემ მოქმედებას და არც იმ სიტყვებს ასე რომ ვისვროდი და არც მადარდებდა ამას რა მოყვებოდა.იმდენად სულელური სიტუაცია იყო ვერც კი ვხვდებოდი რას ვაკეთებდი არასწორად.
-დაჯექი.-წამოიწია და გასწორდა, შესამჩნევად დატყობოდა სახეზე ბრაზი,მაგრამ დიდად არ მადარდებდა.თავს იკავებდა,მაგრამ სადამდე?
-რატომ?ეს არ არის მიზეზი?წავალ და მერე დაისვენებ შენც და საერთოდ ყველანი!-ვუყვირე თავი რომ ვეღარ გავაკონტროლე.წამში ჩამეღვარა გულში უსამართლობის გრძნობა დაუმსახურებლობის გრძნობა ასე რომ არ იმსახურებდა რატი და საკუთარ თავზე გულიც ამერია.
-შენ…უბრალოდ აქედან გახვალ და…ამოიჩურჩულა სასტიკად გაბრაზებულმა და სახე წაშლილმა.
-და?მითხარი…რა მოხდება?შენც
ერთ-ერთი პრობლემა გახდები?-გონება დამებინდა უკვე ვეღარ ვხვდებოდი რას ვცდილობდი ამ საუბრით ან რატომ ვიყავი ამხელა გულზე,მაგრამ არ მადარდებდა.ვერ ვიტანდი როცა მიმითითებდნენ რა გამეკეთებინა.
-მე?პრობლემა?-ჩაეცინა.ეტყობიდა თავს როგორც იკავებდა თორემ ახლა ისეთუ გაცეცხლებული იყო,სუმხურვალეს რამდენიმე მეტრის დისტანციაზეც ვგრძნობდი.-არასწორი ადამიანთან მოხვდი.
-მართლა?!-არ ვიცი,ეს უკვე უაზრო თამაშსს გავდა აზარტის გარეშე.-როგორი ამბიციებით სავსე ბრძანდებით ვიბლიანი.-თავი გვერდით გადავხარე ისე ვათვალიერებდი მის სახეს,შავ თვალებს სწორ ცხვირს და სქელ,სისხლისფერ ტუჩებს.ყელზე ძარღვები ისე დაბერვოდა სვირინგიდანაც კარგად მოჩანდა.მაინც ლამაზად გამოიყურებოდა გველის ტატუ ყელზე რომ ჰქონდა.და მაინც წარმოუდგენელი ემოციით ვუყურებდი მას,რატომ მიწევს ყველასთან რამის მტკიცება.
-მითხარი რომ არ დამიმსახრებია ვიცოდე რა ხდება შენს თავს და შეგეშვები.-ხმა ჩამიწყდა.ერთ ადგილზე გაშეშებული ვიდექი და მას ისე ვუყურებდი,ისე ვათვალიერებდი მინდოდა რაიმე მეპოვა მასში…არ ვიცი რა,მაგრამ ვერაფერს ვხედავდი არ ვიცი,რატომ იყო ასეთი,მაგრამ ვგრძნობდი ცარიელი იყო,არც ის ვიცი რატომ მჭირდებოდა რამის ძიება და ხელჩასაჭიდი რომ მომეყოლა მისთვის რაიმე.არ ვენდობოდი?ნუთუ,მე ხომ ყველაზე ცუდ მომენტში მას ვენდე მას ვთხოვე დახმარების ხელი გამოეწოდა ახლა რა შეიცვალა.რაღაც თვითონაც აწუხებდა და ამას ზედმეტად კარგად მალავდა.
-რა გაინტერესებს?-ვკითხე უკვე ამ სიტუაციიც მობეზრებულმა და მივუახლოვდი უფრო ახლოს.მზად ვიყავი მომეყოლა ყველაფერი და შემდეგ უბრალოდ დასრულებულიყო,რადგან ვიცი ამ ყველაფრის შემდეგ ნორმალური ადამიანი არ გაჩერდებოდა ჩემს გვერდით.-რა გინდა?მკითხე…
-აქ შენს გამოსაკითხავად არ მოვსულვარ დაკო.
-ახლა თავის მართლებასავით გამოგდის,-გამეცინა მასზე.-რატომ შეიცვალე აზრი?-არ ვიცი რომელი სითამამით,მაგრამ ზედმეტად შესამჩნევად ვთამაშობდი მის ნერვებზე და დარწმუნებული ვიყავი ამას ამანაზღაურებინებდა კიდეც.
-რას მალავ?-ახლა თავად მომიხლოვდა და დამაკვირდა.
-სულაც არაფერს,მიდი…მზად ვარ ყველა კითხვაზე გაგქცე პასუხი და შემდეგ უბრალოდ დავიშალოთ კარგი?-სრულიად უემოციოდ ვუთხარი და ჩავხედე იმ თვალებში ასე დაჟინებით რომ მიყურებენ ხოლმე.-მართალი ხარ…რამდენი ადამიანის თვალებს შევხვდი იცი?და რამდენად განსხვავებულია ყველა მათგანი..უნიკალური,მაგრამ შენი ცარიელია.-ხმადაბლა თითქმის ჩურჩულით ამოვილაპარაკე და ზღვა ემოციებს არ ვიცი,როგორ და რა ძალით,მაგრამ მოვერიე.
-სულ ტყუილად ცდილობ.-სიმწრის ღიმილი გამოესახა სახეზე.არ ვიცი ამ მომენტში ვიგრძენი მისი წილი სევდა,ტკივილი..ყველაფერი.
თავი დავხარე იქნებ ასე მაინც გამექრო ეს უცნაური გრძნობა,იქნებ მას თუ აღარ ვიყურებდი გამექრო ჩემს გონებაში არსებული უაზრო ფიქრი და მარტივად ჩამოვხსნებოდი მას,არ მატკენდა.
ისევ ჩემ თავზე ფიქრმა მომიშალა უაზროდ ნერვები ნუთუ ასეთი ეგოისტი გავხდი სხვის გრძნობებზე რომ არ ვდარდობდი.რომ ვუყურებდი ავტომატურად მეუფლებოდა უსამართლობის გრძნობა,ეს მიშლიდა ყველაზე მეტად ნერვებს.
სახეზე ვიგრძენი მისი ხელი მოულოდნელად რომ მომკიდა ნიკაპზე და ამაწევინა თავი.
-შემომხედე.-დაბალ ხმაზე დაილაპარაკა და დაიხარა ჩემთან.-არ გთხოვ ახსნა განმარტებას…მე უბრალოდ მინდა რომ დაიცალო იმ ემოციებისგან ასე რომ გაწუხებს.მერწმუნე იმაზე გამჭირვალეა შენი მწუხარება ვიდრე ეს შენ გგონია.-მწარე ჩხვლეტა ვიგრძენი მკერდში.
-მკითხე,-ამოვისუნთქე ღრმად,-მკითხე და…დავასრულოთ კარგი?აღარ შემიძლია.
-შეგიძლია,-ჩემი სახე მოიაცია ხელებში და ისე დამაჯერებლად მითხრა წამით გამიკრთა იმედის ნაპერწკალი.-დაისვენე.
-რა?-გაკვირვებულმა ავხედე მას.-მკითხე და ბოლოს და ბოლოს დავასრულოთ ეს არეულობა…მოვრჩეთ რატი.
-არა,-გაეღიმა და გაეწელა ლოყები საყვარელი ბავშვივით.-დაკითხვაზე არ ხარ და კითხვები არ გჭირდება მოსაყოლად,როცა საკუთარ თავში დარწმუნდები მაშინ მოდი ჩემთან.-ცხვირზე დამკრა ხელი და ჩამომეხსნა.
-თავიდან?-გაკვირვებულმა ვკითხე ისე ამრია ამ ბიჭმა.
-თავიდან რატომ გთხოვდი დაჟინებით?
-ხო,რისთვის იყო საჭირო ეს ყველაფერი?
-დავრწმუნდი.-მითხრა ერთი სიტყვა და უკან დაიხია,კარებისკენ წავიდა.
არა,ასე არეულს ვერ დამტოვებდა.
-რაში დარწმუნდი?-ვკითხე მოუთმენლად.-რატი!
-დაიძინე დაკო,როცა მზად იქნები თავად მოხვალ ჩემთან.-დამიტოვა ბოლოს ორი წინადადება და გავიდა ოთახიდან ისე,როგორც შემოვიდა.ნეტავ თუ იცოდა ახლა უფრო არეული რომ დამტოვა.
მთელი ღამე თეთრად გავათენე,არ ვიცი უაზრო არაფრის მომცემ ფიქრებს მივეცი თავი და გადავვარდი ჩემს შექმნილ სამყაროში.აზრების სამყაროში.
ასე ვეძახდი მე ჩემს შექმნილ ერთდგვარ სადისკუსიო სამყაროს რომელიც თავად შევქმენი,რადგან არავინ იყო ვისაც ამას მოვუყვებოდი და დავაწყობდი აზრებს ასე რომ იყო მთელი ცხოვრებაა არეული.
არ ვიცი რატი სახლში იყო თუ არა,მისი ძებნა არ დამიწყია დილას ისე ჩავიცვი და გავედი ქალაქში.დრო იყო საკუთარი თავისთვის მიმეხედა და იმ თანხით რომელიც ვაის ვაგლახით მოვაგროვე ახლა თავშესაფარი მეპოვა.
რამდენი ბინა ვნახე რამდენი ადგილი და თითქმის არცეთი იყო ჩემთვის დამაკმაყოფილებელი,ყველას თითქმის რაღაც აკლდა.ბოლოს რომელიღაც გარეუბანში ვიპოვე პატარა ოროთახიანი ბინა და იმ დღესვე დავათვალიერე. გაოცებული კი დავრჩი,მაგრამ იმდენად კარგი ადგილი იყო დაუფიქრებლად მოვუთანხმდი მეპატრონეს თანხაზე,არც თავად იყო წინააღმდეგი დასახელებულ ციფრებზე და გამოიცანით ვის ჰქონდა დღის ბოლოს გასაღები ხელში.მთელი სამი დღე რომ ქალაქის მოვლაში და ძიებაში გავატარე მივხვდი იმდენად დავიღალე სადაც იყო მიმტყუვნებდა საკუთარი კიდურები.ყველაზე ახლო მდებარე კაფეში შევედი.ყავა შევუკვეთე და იქევ ფანჯარასთან ახლოს დავიკავე ადგილი.ჩემი კაფეში შემოსვლა და წვიმის დაწყება ერთი იყო.
და მაინც,ისე ლამაზად მოჩანდა ნამიანი ქუჩა ფანჯრიდან საოცარი განცდა დამეუფლა.უხდებოდა შემოდგომა თბილისს,განსაკუთრებით სექტემბრის შუა რიცხვებიდან,როცა აგრილდებოდა ხოლმე.დამჭკნარი,შეყვითლებული და
ნაირნაირი ფერების ფოთლების ცვენა იწვევდა საოცარ ემოციებს,სკოლიდან მომავალი,დამღლელი გაკვეთულების შემდეგ სახლამდე მისასვლელ გზას რომ მილამაზებდა.ინტერიერიც ისეთი ლამაზი და განსხვავებული იყო კაფის თბილი განათება საოცრად უხდებოდა.
საოცარი ემოციებიდან ტელეფონის ზარმა გამომაფხიზლა და რომ არა გაბული წკრიალი არც ავიღებდი.ჩანთიდან ამოვაძვრინე ტელეფონი და ეკრანს დავაკვირდი.სიტყვების ამოკითხვა და წუთიერი გაშეშება ერთი იყო.იმდენად მოულოდნელი იყო ზარი კლინიკიდან საოცრად ავფორიაქდი და შიშმა ამიტანა.
ცხელმა ტალღამ დამიარა სხეულში.
კინაღამ ხელიდან გამივარდა მობილური, რომ გავიაზრე რის გამოც შეილძლებოდა მათ დაერეკათ ჩემთვის.
აკანკალებული ხელით გადავუსვი ხელი ეკრანს და ყურთან მივიტანე ყურმილი.
არ ისმოდა არანაირი ხმა მხოლოდ დუმილი.წამით მეგონა უბრალოდ მომეჩვენა და ვინმე ცუდად ხუმრობს თქო,მაგრამ ეკრანზე გამოსახულ წარწერას აშკარად ვარჩევდი.
დრო ისე გაიწელა საუკუნო ტანჯვად მომეჩვენა.
-დაკო ბრძანდებით?-ტუჩზე ვიკბინე ნაცნობი ხმა რომ მომესმა.ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და წარმოუდგენელი ძალით ვუპასუხე.
-დიახ
-მე თინა ვარ,ნერვოლოგიური განყოფილებიდან…-ენა დამებნა,უარესის მოლოდინში ვიჯექი ერთ ადგილზე მიყინული და ველოდი პასუხს.არ ვიცი რას ვგრძნობდი,გრძნობა გაყინული ემოციებ დარღვეული ველოდი ქალის ერთს სიტყვას…სწორედ იმას რომელიც გადაწყვეტდა და გადაწონიდა ახლა ძალიან ბევრ რამეს.ყელი მიშრებოდა ნერვიულობისგან,თმები ყალყზე მქონდა ქალის მოლოდინში და საბოლოოდ ვეღარც მოვითმინე.
ვუყვირე.
-ჯანდაბა,ხმა ამოიღეთ!-ჩემს ყვირილი და რამდენიმე წყვილი თვალი ჩემზე ერთი იყო.
-პაციენტი კარგადაა მხოლოდ ამიტომ გირეკავთ.-ქალის მშვიდმა ხმამ უფრო გამაღიზიანა.მთელი ძალით მოვუჭირე ტელეფონს ხელი.
-მითხარი…მითხარი თინა,გაიღვიძა?-ამოვიჩურჩული ხმის კანკალით.
-ახლახან თვალი გაახილა.-არ ვიცი იმ მომენტში წუთიერად გავითიშე,სამყაროს გამოვეთიშე და სიცარიელეში გადავვარდი.გული ისე სწრაფად ფეთქავდა საოცრად ამტკივდა.
-რამდენიმე წამის წინ რეაქცია ჰქონდა ხმაზე…-შორიდან მესმოდა ქალის ლაპარაკი და უკვე აღარც მაინტერესებდა.დაუფიქრებლად წამოვდექი ჩანთას ხელი მოვხვიე და თანხა დავტოვე.ისე გამოვვარდი წვიმაში არც დავფიქრებულვარ.ახლა სულაც არ ჩანდა ისეთი რომნტიული არც ეს მომენტი და არც ეს ამინდი,როგორიც წუთის წინ.
სულ წაშლილი მივედი კლინიკაში,ამას უფრო მიღწევა ქვია.არ მახსოვს როდის მივედი,მაგრამ სულ’აფორიაქებულმა ავირბინე სამი სართული და მეოთხეზე თავი რომ ამოვყავი ფეხები ავტომატურად ამოძრავდნენ.თვალ დახუჭულმა ვიცოდი მისი ოთახი,მისი პალატა…მეზიზღებოდა აქ მოსვლა და მისი უსულო სახის ხილვა,საშინელი წამლის სუნი და ჩემი არეული გრძნობები.მეშინოდა მისი დაკარგვის და მეშინოდა საერთოდ სიცოცხლე.მეშინოდა ის დღე…მისი გამოღვიძების საბოლოო დღე და რეალობასთან შეგუება.სინდისი მქენჯნიდა ასეთს რომ ვხედავდი და ახლა ცოცხლად მეყოლებოდა,ახლა გვერდით მეყოლებოდა ფხიზელი და ნამდვილი.მისი ნახვა ყველა მეტად მერთულებოდა წლების შემდეგ.აღარც მახსოვს ბოლოს როდის მოვედი აქ და როდის ვუყურებდი პირისპირ მის ლამაზ სახეს,მის სათუთ გრძელ თითებს ასეთი ცივი რომ ჰქონდა.
გონს ვერ მოვედი იქამდე სანამ დერეფანში არ ავღმოჩნდი.ისევ მწარე რეალობასთან შეჯახებამ გამომაფხიზლა ისევ საშინელმა გრძნობამ და მე მისი პალატის წინ ვიდექი…ყოველ ნაბიჯზე ვილეოდი,ვიკარგებოდი…ახლიდან ვიბადებოდი და სუნთქვის საშვალება მეძლეოდა.პალატის კარებთან გავჩერდი.
ხელი ამიკანკალდა სახელურზე,ცივი ლითონი კანს მიწვავდა.
გული ისე მიცემდა…ისე ფეთქავდა მეგონა ყველას ესმოდა.ვიდექი და არ ვიცი,ვერ ვპოულობდი ძალას,უბრალოდ ჩამომეწია სახელური და შევსულიყავი…
მასთნ ვყოფილიყავი და მივეღე.ნეტავ ისევ მიმიღებდა?ისევ ისე თბილად დამიძახებდა სახელს და ისევ იმ თვალებით შემომხედავდა მთელი ცხოვრება რომაა თბილი ჰქონდა.
მხოლოდ ის მინდოდა ჩემს გვერდით ცოცხალი და ჯანმრთელი,მხოლოდ იოანე მაღელვებდა მთელი ეს დრო .
ღრმად ჩავისუნთქე,ძალა რომ მოვიკრიბე შევაღე კარები.წამით გაჩერდა ყველაფერი,მხოლოდ ნაცნონი წრიპინის ხმა მესმოდა მისი საწოლის გვერდით მოთავსებული აპარატურა რომ გამოსცემდა.
ისე უსულოდ იწვა,ვერ დავიჯერე რომ გაიღვიძა და ახლა უბრალოდ მელოდა.
ვიცოდი მელოდა…პირველი მე მელოდა და ჩემს ნახვას ელოდა.
ჩახუთულ ოთახში სუნთქვა რომ შევძელი, მერე ნაბიჯიც გადავგდი.
თავს ვატყუებდი და თამამად ვუახლოვდებოდი მას.
არ ვიცი რამდენი სიცოცხლე დავტოვე უკან,მას რომ მივუახლოვდი ვიგრძენი ახლიდან ჩამიდგა სული პირში.
მოვკვდი და შემდეგ გავცოცხლდი.
ვუყურებდი მას…მისუსტებულს და გაფერმკთაკებულს,როგორ იწვა მისავათებული საწოლზე და თვალები ეხუჭა.
ოღონდ ეს არა,გავიფიქრე დაპანიკებულმა და შევეხე მას,მინდოდა გაეღვიძა,ოღონდ მძინარე არ მენახა ისევ.
უკან დავიხიე დამფრთხალმა რომ შეირხა და შეიშმუშნა ჩემს უხეშ შეხებაზე.
ქუთუთოები ერთმანეთს დააჭირა და შემდეგ ფრთხილად გაახილა.
ჭერს მიაშტერდა ცოტახნით შემდეგ თავი გვერდზე გადმოაგდო და მომაჩერდა.
სუნთქვა შემკერა წამით მის შემყურე.
უემოციოდ მიყურებდა და ჩემს სახეს ათვალიერებდა…მის თვალებს ჩემს სახეზე აცეცებდა და არ ვიცი რაზე ფიქრობდა.
-ოღონდ ახლა…სიზმარი არ იყო,-კინაღამ ჩავიკეცე მისი ხმა რომ გავიგე.
იმდენად დასუსტებული იყო ძლივს საუბრობდა,საერთოდ არ გავდა მის ბუნებრივს.-ოღონდ…
-არ ვარ.-აღმომხდა არსაიდან მის წვალებას რომ ვეღარ გავუძელი.მისი მტევანი მოვიძიე და ჩავჭიდე.-აქ ვარ…ნამდვილად ვარ იო…
მაჯაზე მხოლოდ თხელი კანი შემორჩენოდა და მაინც იმ უწყვეტი დაჟინებული მზერით მიყურებდა ყოველთვის რომ მაჯილდოვებდა გაბრაზებული და ნაწყენი.
-მე ვარ,-ტირილს ამოვაყოლე და საბოლოოდ დავიშალე მის წინ.მუხლებით დავდექი მის საწოლთან და ხელი მაგრად ჩავჭიდე,დავუკოცნე მთლიანად და მოვეფერე ზედ.-აქ ვარ,შენთან ვარ.-მთელი გულით ვტიროდი და ვსლუკუნებდი…პირველად მიხაროდა ასე ძალიან ამდენი წლის შემდეგ.სახეზე მომეფერა დასუსტებული ხელით და ხელის ზურგით მომწმინდა ცრემლები.
-ნუ ტირი…-დაატანა ძალა თავს.უფრო მეტად ამიტყდა ისტერიკული ტირილი, ვიცლებოდი ემოციებისგან.
-დაკორა…
-ასე არ უნდა დაგეტოვებინე.-სლუკუნით მივიწმინდე ცრემლები.-ასე არ მინდოდა…
-აღარ მიგატოვებ,-ამოაყოლა ძალა გამოცლილმა სუნთქვას.-გპირდები.
-შენ,-სიტყვა გამიწყდა თავი რომ ვეღარ შევიკავე.-როგორ შეგიძლია ასეთი იყო?!
თვალებზე ბურუსი გადამეკრა,ვეღარ ვარჩევდი მის სახეს ცრემლების გამო.
ხელი გულებით ვიწმენდდი და ვცდილობდი კარგად ჩამებეჭდა ეს მომენტი.
-მეზიზღება…ასეთი რომ ხარ.-სლუკუნით ამოვთქვი და მისი მტევანი მოვძებნე,ძლიერად ჩავეჭიდე და ისე დავუკოცნე მონატრებულმა ვერც გავაცნობიერე,როგორ წამერთვა გონება.
-ვიცი…გპატიობ.-ჩურჩულით თქვა.
-მაპატიე?შენ რა…მაპატიე?-ახლა უფრო მეტად გამიღრმავდა ის სევდა გულში ასე რომ მჭამდა.
-ჩემ გამო ხარ ამ მდგომარეობაში…ჩემი ბრალია..შენ,როგორ შეძელი საერთოდ პატიება.-ჩემი ცრემლები ხელზე ეცემოდა და უსველებდა კანს.
-რას როშავ?!-ჩაეხლიჩა ხმა უცბად,ძლიერად დააჭირა თვალები ერთმანეთს.ვგრძნობდი როგორ ტკიოდა,ჯერ კიდევ სტკიოდა.-ეგ სისულელე … ვინ გითხრა?!-ხმა ვერ ამოვიღე,არ შემეძლო მისი ასე ყურება,ყველა ჭრილობას რომ მიხსნიდა და ცოცხლად მტანჯავდა.ფრთილად გამოვაცალე ხელი და წამოვიწიე,მასთან დავიხარე და შულბზე ვაკოცე.
-უბრალოდ არ შემიძლია იო…არ შემიძლია ასეთს გიყურო და ვიცოდე ჩემი ბრალია შენი დაკარგული წლები…ჩემი ბრალია ამდენ ხანს რომ გეძინა.-ტირილი შევწყვიტე,გავსწორდი და მას დაკავაკვირდი.ისეთი თვალებით მიყურებდა თუ არ მივკვდებოდი არ მეგონა,მე მეკუთნოდა ეს სისხლიანი თვალები.
-ახლა ყველაფერი ისე აღარ არის,როგორც შენ დატოვე…ცოტაც მოიცადე და შენი თვალით ნახავ…შეცვლილ სამყაროს.-სიტყვა არ მქონდა დასრულებული კარები რომ გაიღო და ლევანი გამოჩნდა.ერთ ადგილზე გავიყინე.არ მეგონა ამ სახეს თუ კიდევ ვნახავდი…ამ საზიზღარ სახეს თუ კიდევ ვიხილავდი და თანაც ასე სასოწარკვეთილს,დაბეჩავებულს…აცრემლიანებულს და საცოდავს.ადგილზე შედგა რომ დამინახა და იოანეს დაუწყო იმწუთას ძენბა…ჩემს უკან მისვენებულ იოანეს მოავლო თვალი.რა თქმა უნდა ისიც გაიგებდა შვილის გამოღვიძებას…ნამდვილი შვილის დაბრუნებას.
იოანეს დავხედე და გავუღიმე.ამით ვასრულებდი ჩვენ პირველ შეხვედრას და არ ვიცი იქნებ უკანასკნელსაც.ფრთხილად გამოვაცალე ხელი და უკან დავიხიე,ახლა აქ აღარაფერი მესაქმებოდა.ჩანთა ავიღე და მივბრუნდი,ნაბიჯი გადავდგი და კარებისკენ დავიძარი,გვერდი ისე ავუარე გახევებულ ლევანს არცერთხელ შევიმჩნიე მისი არსებობა…არ იმსახურებდა.პალატის კარები მივიხურე თუ არა ვიგრძენი სიცარიელე.მთელი ნაწილი იქ დავტოვე იოანესთან,ახლა რომ მამამისის მონახულება უწევდა ამდენი წლის შემდეგ.
ნეტავ როგორ შეხვდებოდა,იგრძნობდა რომ შეიცვალა მამამისი?წლებმა ბევრი ტკივილი და უცნაურობა მოიტანა,ბევრი დაშორება და ჩხუბი…მთელი ოთხწლიანი ტანჯვის ფონზე ყველაფერზე მეტად შევიცვალე და არაფერი დარჩა იმ გოგოსგან რომელიც მის დაძინებამდე იყო.არც მაქვს სურვილი ასეთი იოანეს გვერდით ვიდგე,ასეთს მხედავდეს ყოველ დღე და ძველ დაკოს ეძებდეს.რა პათეტიკურია არა?ეძებდე ადამიანში რაიმე ნაცნობს,შენეულს და იქ არ დაგხვდეს…ვერ პოულობდე,ამისთვის როგორ გავიმეტო?!



„აწმყოს, რომელსაც წარსული არ აქვს, არც მომავალი აქვს.“

ილია ჭავჭავაძე.






გაგრძელება იქნება…



№1  offline წევრი სალო13

როგორი ველოდებოდი ნეტავ იცოდე.. მადლობა რომ დადე ❤️ იმედია მალე დაგვიბრუნდები

 


№2  offline წევრი ELOISE

სალო13
როგორი ველოდებოდი ნეტავ იცოდე.. მადლობა რომ დადე ❤️ იმედია მალე დაგვიბრუნდები

მადლობა❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent