შემთხვევითი შეხვედრა (თავი მესამე და თავი მეოთხე)
თავი მესამე კლინიკის დერეფანში ღამე იგრძნობოდა. სქელი ფანჯრებიდან ქალაქის ხედი მოჩანდა, მაგრამ შიგნით ნეონის ნათება უფრო მკაცრი და ცივი იყო. მიმღების ჰაერში მედიკამენტების მძაფრი სუნი ტრიალებდა, აპარატების წიკწიკის ხმა იყო. მიმღების მორიგე ექიმი, ქალბატონი თინა, გარეთ იყო და სიგარეტს ეწეოდა. მის ოთახში კი დათო და თამარი ისხდნენ გვერდიგვერდ. მაგიდაზე ჩაიდანი ორთქლავდა, მაგრამ არც ერთი აქცევდა ყურადღებას. სიჩუმე იმდენად მძიმე იყო, რომ სასწრაფოს სირენაც კი ვერაფრით ჩაანაცვლებდა. დათო კალამს ატრიალებდა და ბოლოს, თავისთვის ჩაიჩურჩულა: - ასეთი სიჩუმე უნივერსიტეტშიც არ გვქონია... თამარმა წარბი ოდნავ ასწია, მაგრამ არ უპასუხა. მოსმენილმა სიტყვებმა წარსულში გადაგზავნა წარსული გაზაფხულის ერთ-ერთი საღამო იყო. უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტები ხმაურიანად საუბრობდნენ. თამარი მარტო იჯდა ეზოში მაგიდასთან და წიგნს სწრაფად კითხულობდა. მოულოდნელად დათო უკნიდან მიეპარა მას. - სულ ასეთი სწრაფი ხარ? - გაუცინა. თამარმა, წიგნი გულთან მიიხუტა და შეკრთა. - შენ სულ ასე შემაშინებ? დათოს თვალებში მაშინ ისეთი სითბო და სიყვარული ბრწყინავდა, რომ თამარს ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ ცხოვრებაში, სწორი ბიჭი აირჩია. წითურამ თავი გააქნია, რადგან მოგონებების მოშორება უნდოდა. სიჩუმე ისევ არ დაიმსხვრა. მოულოდნელად, სასწრაფო დახმარების სირენის ხმამ დრეფანი გამოაცოცხლა. მანქანა ეზოში შემოვიდა. რამდენიმე წუთში მიმღებში ახალგაზრდა ქალი საკაცით ახალგაზრდა ქალი შემოიყვანეს, რომელსაც გაზი აუფეთქდა სახლში. დამწვარი იყო, სუნთქვაც უჭირდა. - ქირურგი, ტრავმატოლოგი და რეანიმატოლოგი გამოიძახეთ! - თინამ ბრძანება გასცა. სამივე ექიმი მიმღებში გამოჩნდა. თამარის ჩასარევი არაფერი იყო, მაგრამ ყველანაირად ცდილობდა კოლეგების გამხნევებას. - სასწრაფოდ ინტუბაცია! - დათომ სწრაფად თქვა. - დამწვრობის ფართობი საკმაოდ დიდია და ქირურგიულ ჩარევებს საჭიროებს. მორიგე ქირურგმა, რატიმ, მშვიდი ხმით თქვა. მიუხედავად ქაოსისა ყველაფერი გამოუვიდათ: პაციენტი დაასტაბილურეს და ქირურგიულმა ჩარევამაც კარგად ჩაიარა. წითურა ყავას სვამდა გარეთ და ტელეფონზე ელაპარაკებოდა თავის პატარას. - მალე მოხვალ, დედიკო? იცი, მამიკომ დამირეკა და მითხრა, რომ საჩუქარს გამომიგზავნიდა. - ნელა ისაუბრე, ნინია დეე. ძალიან მომენატრე, ჩემო პატარა, ბებია და ბაბუა არ გააბრაზო, იცოდე. ბავშვმა თავი დაუქნია და დედიკოსთან მალე მოუწია საუბრის დასრულება, რადგან ახალი შემთხვევა მოვიდა: მოზარდი, რომელიც ავარიის შედეგად მძიმედ იყო დაზიანებული. ის მოტოციკლით მგზავრობდა და ავარია მოუვიდა, თვითონ კი საკმაოდ მძიმედ დაშავდა. თამარს ხმა ოდნავ ჩაუწყდა, როდესაც ბიჭს სახეზე შეხედა: - ის ბავშვია. დათომ, რომელიც საოპერაციიოდან იყო ახალი ჩამოსული იყო თამარის უთხრა: - ბავშვია, მაგრამ ახლა ჩვენზეა დამოკიდებული მისი სიცოცხლე. ერთად მუშაობდნენ ამჯერად. მათი თვალები წამით შეხვდნენ ერთმანეთს - არც ბრაზი ჩანდა მათ თვალებში, და არც წყენა. მხოლოდ საერთო მიზანი იკითხებოდა მათ თვალებში.საოპერაციოდან გამოსულები, საოპერაციოს დერეფანში ჩამოჯდნენ. ჰაერი ისევ მედიკამენტების სუნით იყო გაჟღენთილი, მაგრამ ახლა დაღლილი სუნთქვის სუნით იყო გაზავებული. დათომ თავი მუხლებზე დადო. — გახსოვს, პირველი ოპერაცია, რომელსაც ვესწრებოდით? — მოულოდნელად იკითხა. თამარს თითქოს უნდოდა პასუხის გაცემა, მაგრამ რა ეთქვა ვერ გადაწყვიტა, მხოლოდ თავი ოდნავ დაუქნია. დათომ ღრმად ამოისუნთქა. — მაშინ მეგონა, რომ მთელი ცხოვრება წინ გვქონდა. თამარმა მწარედ გაიცინა. — დათო, ცხოვრება ყოველთვის წინ არის. უბრალოდ, ხანდახან ისე ხდება, რომ ვეღარ დაეწევი. სიჩუმე ისევ ჩამოწვა, მაგრამ ამჯერად უფრო რბილად იგრძნობოდა. მალევე ახალგაზრდა ექთანი მივიდა მათთან, რომელსაც ხელში ჩანაწერები ეჭირა. ღიმილით გახედა მათ. - ექიმებო, შეიძლება რაღაც გკითხოთ? - ოდნავ შეპარვითი ხმით წარმოთქვა. – გვითხარი. – უპასუხა დათომ. - თქვენ ორნი, აქამდეც იცნობდით ერთმანეთს? რამე ხომ არ გაკავშირებდათ? თამარს სახე შეეკუმშა, თითქოს სისხლი წამსვე მოაწვა. — რა სისულელეა! - მკაცრად უპასუხა და წამში მოტრიალდა. დათოს ერთი სიტყვაც არ დაუძრავს, ექთანს საბუთები გამოართვა და ოთახში შევიდა. ეს სიჩუმე უფრო მეტს ამბობდა, ვიდრე ნებისმიერი უარყოფა. ღამე გრძელდებოდა. შემთხვევა შემთხვევას ცვლიდა, დაღლილობა იმატებდა, მაგრამ ყოველი გადარჩენილი პაციენტი მათ შორის უხილავ ხიდს აგებდა. დილით, როდესაც ღამე საბოლოოდ დასრულდა, ფანჯრიდან მზის სხივები იჭყიტებოდა. თინას ოთახში, მაგიდაზე დადგმული ჩაიდანი, გაციებული იყო, ისევე როგორც დათოს და თამარის ურთიერთობა. ორივე თავიანთ ოთახებში იყვნენ, თუმცა რაც არ უნდა მომხდარიყო ორივეს ემახსოვრებოდა ეს ღამე. ახალი დღე იწყებოდა, ორივესთვის. თავი მესამეს დასასრული. თავი მეოთხე დილას, როდესაც ღამის მორიგეობა დასრულდა, კლინიკა თითქოს ისევ ცოცხლდებოდა. დერეფნებში ჩქარი ნაბიჯების ხმა ისმოდა, სადღაც ტელეფონი განუწყვეტლივ რეკავდა, ექთნები ერთმანეთში ხმამაღლა აჩქარებულად საუბრობდნენ. თითქოს არაფერი შეცვლილა, თითქოს ღამის სიჩუმე და დაძაბულობა არც კი არსებობდა. თამარი თავის კაბინეტში ფანჯარასთან იდგა, მზის სხივები სახეზე ეცემოდა, მაგრამ სულში მაინც სიბნელეს გრძნობდა. მზის შუქი ვერაფერს ცვლიდა, მისთვის მზეც კი მტკივნეული იყო. ღამე იმდენად დამღლელი იყო, რომ ზედაპირულად ეძინებოდა, მაგრამ ცდილობდა ფხიზელი ყოფილიყო, სანამ სახლში მივიდოდა. ფიქრობდა წარსულზე, რომელიც მისთვის დიდ შეუხორცებელ ჭრილობად დარჩა. ათასი კითხვა უტრიალებდა თავში და ამ კითხვებზე პასუხის მოსმენისთვის მზად არ იყო. როდესაც ტელეფონის ზარის ხმა გაიგონა, ცოტა გამოფხიზლდა, დახედა და ნახა, რომ დედა ურეკავდა. - ხო დედა. - დაღლილი ხმით უთხრა - მამაშენმა წამოვიყვან თუ უნდაო. გვითხარი მისამართი და მოგაკითხავთ. - არ მინდა დე, ტაქსით წამოვალ. დედა - შვილმა, საუბარი დაასრულა. თამარმა ხალათი და ფორმა გაიხადა. მწვანე კაბა ჩაიცვა, შემდეგ კაბინეტიდან გამოვიდა და ეზოში ჩავიდა. ტაქსს ელოდებოდა, მაგრამ მის წინ შავი ჯიპი გაჩერდა, საჭესთან დათო იჯდა და წითურას ჰკითხა: - გინდა, რომ გაგიყვანო? გოგონას არაფერი უპასუხია, რადგან არ უნდოდა, მაგრამ სახლში აუცილებლად უნდა მისულიყო მალე, ამიტომ მანქანაში ჩაუჯდა. გზაში ორივენი ჩუმად იყვნენ. ერთადერთი ხმა, რაც ისმოდა მუსიკის იყო. ეს იყო მუსიკა, რომელიც ორივეს აკავშირებდა და რომელსაც ერთად უსმენდნენ ყველგან. თამარმა თავი ფანჯარას მიადო. მუსიკის ყოველი ნოტი მის გულს იარებივით ხვდებოდა. დათომ საჭეს მაგრად მოუჭირა ხელი, ეს სიმღერა მისთვისაც ტკივილის მომტანი იყო. სახლში მისვლისას, თამარი მშობლებს მიესალმა. შემდეგ ოთახში შევიდა, სადაც ვერ შედიოდა აქამდე, მისი ძმის სუნი ჯერ კიდევ ამ ოთახში იდგა. კარები ჩაკეტა და საწოლზე ჩამოჯდა. ნატრობდა, რომ მისი პატარა ძმა ისევ აქ ყოფილიყო, ახლა გაზრდილი იყო, მაგრამ მისთვის ყოველთვის პატარა დარჩებოდა. ცრემლები წამოუვიდა და ვეღარ შეიკავა. მისი ძმის ბალიში აიღო და ჩაიხუტა, როდესაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა მაშინ ის აქ არ იყო. გაიხსენა თუ, როგორ დაემშვიდობა თავის ძმას. წარსული სახლის კარებიდან, როდესაც გადიოდა მისი ძმა ნიკუშა დაინახა. ბურთი ხელში ეჭირა, თავის ძმაკაცებთან სათამაშოდ უნდა წასულიყო, მაგრამ ჯერ თავის დასთან დამშვიდობება ჰქონდა გადაწყვეტილი. - მალე დაბრუნდები? - თამარმა თმაზე ხელი გადაუსვა და აკოცა. - მალე, ძალიან მალე. მაგრამ შინაგანად იცოდა, რომ „მალე“ ძალიან მალე არ იქნებოდა. ახლა კი, წლების შემდეგ, დაბრუნდა, მაგრამ ნიკუშა აქ არ იყო. უყურებდა ფოტოებს და ფიქრობდა: „ყველაფერი შეიძლება დაკარგო, მაგრამ ეს სითბო, ეს ოჯახი მაინც დაგრჩება.“ როდის ჩაეძინა, არ იცოდა. თავისი პრინცესას ხმამ გააღვიძა, რომელიც ბებიას დასდევდა და ეკითხებოდა: დედიკო არ მოსულა? მამიკომ არ დამირეკა?. წითურამ ღრმად ამოისუნთქა და ოთახიდან გავიდა. – დედიკო აქ არის, ჩემო პრინცესა. ნინომ დედის ხმა, როგორც კი გაიგონა ეგრევე დედისკენ გაიქცა და ჩაეხუტა. თან ჭიკჭიკი დაიწყო იმაზე თუ, როგორ იყო დედის გარეშე მთელი დღე ბებია-ბაბუასთან, როგორ არ გაუჭირდა. - დედა, დღეს მამიკო დარეკავს? - მოციმციმე თვალებით უყურებდა, დედამისს ნინო. - დღეს ვერ დარეკავს, რადგან მე მელაპარაკა. - ნინომ თავი დახარა - მაგრამ მითხრა, რომ ძალიან ძალიან უყვარხარ. საჩუქარს, რომ გამოგიგზავნის, აუცილებლად ეგეც მითხრა. ნინოს მოციმციმე თვალები ისევ გაუფართოვდა. ტანსაცმლისა და ნივთების ამობარგება დაიწყო ჩემოდნიდან, დალაგებას შეუდგა. ჩემოდანში პატარა კრემი იპოვა, რომელიც წარსულთან აკავშირებდა. უჯრა გამოხსნა და უცებ ჩადო, რადგან ფიქრების მოცილებას ცდილობდა, ამიტომ ისევ ჩემოდანს მიუბრუნდა. სახლის საქმეების კეთებაში მალევე მოსაღამოვდა, სუფთა ჰაერის ჩაყლაპვა უნდოდა. ამიტომ გადაწყვიტა, მაღაზიაში გასულიყო. გარეთ, რომ გავიდა ღრუბლებს უკვე ზეცა ჰქონდათ დაფარული. მაღაზიაში შევიდა და სასუსნავები იყიდა. პატარა მაღაზიიდან გამოსულს პარკები ხელში ეჭირა და ნაცნობ გარემოს უყურებდა. წვიმის პირველი წვეთები დაეცა, მერე უფრო და უფრო აწვიმდა, ცა ჩამოიწვა. თამარი სწრაფად მიდიოდა ქუჩის ბოლოსკენ, როდესაც მის წინ ნაცნობი ფიგურა გამოჩნდა, გაჩერდა. დათო, თითქოს თავადაც შემთხვევით აღმოჩნდა აქ, მაგრამ მის თვალებში მიზანმიმართული ლოდინი იკითხებოდა. წითურა შეჩერდა, გულმა ისე ხმამაღლა დაიწყო ცემა, რომ ეგონა, თვითონ დათოც გაიგონებდა. - რატომ დაბრუნდი? - დაბალი, მაგრამ მკაცრი ხმით იკითხა დათომ. წვიმის წვეთები მის სახეზე ეცემოდა და ცრემლებივით ჩამოსდიოდა. თამარს თავი არ დაუხრია. პარკებს უფრო მაგრად ჩაეჭიდა, თითქოს პარკებში ეძებდა ძალას, ამაყად დგომისთვის. - ნეტავ არ დაბრუნებულიყავი! - ძლივს ამოიხრიალა მან. წითურამ გვერდის ავლა დააპირა, მაგრამ მაჯაზე ხელის ჩაკიდება იგრძნო. თბილი, მაგრამ მძლავრი შეხება. თამარი შეძრწუნდა, რადგან წარსული მოგონებებში იჩენდა თავს. - პასუხი მჭირდება, თამარ, რატომ დაბრუნდი? - მამაკაცის ხმაში სასოწარკვეთილება იგრძნობოდა. ორივემ თვალები დახუჭა. წვიმა ორივეს თმაზე და ტანზე ტალღებად ეცემოდა. ერთ წამში ორივეს უნდოდა ყველაფერი ეთქვათ ერთმანეთისთვის, მაგრამ ორივემ უკან დაიხია. სალაპარაკო სიტყვები ვერცერთმა ვერ მოძებნა. ქალმა მაჯიდან გათავისუფლება სცადა, მამაკაცმაც სწრაფად ხელი გაუშვა, რის შემდეგადაც თამარიმ წასვლა გადაწყვიტა. მამაკაცი რამდენიმე წამი ერთ ადგილას იდგა, შემდეგ შეტრიალდა და საპირისპირო მიმართულებით წავიდა. თითქოს ორივესთვის ეს გზაჯვარედინი იყო, სადაც არჩევანი გააკეთეს. თამარი სწრაფად მიდიოდა, პარკები მკერდზე მიეკრა, და ცრემლები ისე მოდიოდა, რომ ვეღარ არჩევდა, ეს ცა ტიროდა თუ ის. მისი ნაბიჯები წვიმის ქვეშ უფრო და უფრო ჩქარდებოდა, თითქოს წარსულისგან გაქცევას ცდილობდა. და ასე გაიყარნენ - ორი ადამიანი, რომელთაც ოდესღაც ერთი მომავალი ჰქონდათ, ახლა კი წვიმის ქვეშ ორივე ცალ- ცალკე გზაზე იყო. თავი მეოთხის დასასრული. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.