შემთხვევითი შეხვედრა ( თავი პირველი და თავი მეორე)
ერთ დროს ყველაფერი ახალი იყო: ღიმილი, დაპირება, სითბო. მეორედ კი - მხოლოდ სიმძიმე, რომელიც შიგნიდან ჭრიდა. სარკეები, რომლებშიც ოდესღაც ერთი სახე აირეკლებოდა, ახლა ორად იფანტებოდნენ. მათ შორის დგომა შეუძლებელი ჩანდა - ან უნდა გატეხილიყო შუშა ბოლომდე, ან უნდა ეფარათ თვალები იმ სხივისთვის, რომელიც მაინც დაჟინებით იჭრებოდა ბნელში. ღამე იდგა ჩუმად. მას ადამიანებზე უკეთ ესმოდა, ვიდრე ადამიანებს: რაც ერთხელ იკარგება, ყოველთვის ბრუნდება სხვა ფორმით. თავი პირველი დედაქალაქის ვარსკვლავეთი ღრუბლებში იყო დამალული, როცა აეროპორტის შუშები უსუსური სინათლით ბზინავდა. თამარმა მძიმე ნაბიჯებით გადაკვეთა გამოსასვლელი კარის ზღურბლი. მარცხენა ხელში ეჭირა პატარა ნინო, რომელიც თავით მჭიდროდ ეკვროდა და ძილში ჩუმად სუნთქავდა. მეორე ხელით კი ხალათისფერ ჩანთას მოაგორებდა, რომელშიც მთელი მათი ცხოვრება იყო ჩატეული. ორი კვირის წინ მიღებული ზარი ისევ ცხადად ახსოვდა. დედამისის სუსტი ხმა ტელეფონში, რომელიც თითქოს სხვა სამყაროდან მოდიოდა: - თამარ... შენი ძმა ძალიან ცუდად არის... სიტყვები მოკლე იყო, მაგრამ საკმარისი. ის, რაც ამ ხმაში იგრძნო, ბევრად მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ ავადმყოფობა- ეს იყო სასოწარკვეთილება და შიში. ტაქსის ფანჯრიდან ქალაქს აკვირდებოდა. წვიმის სუნი ჰაერში იდგა, ქუჩებში ადამიანები ჩქარი ნაბიჯებით დადიოდნენ. ეს იყო მისთვის თბილისი - ხმაურიანი, დამღლელი და მაინც ბავშვობიდან ნაცნობი. ოდესღაც აქაურობა სახლივით იყო მისთვის, ახლა კი უცხო ქალაქს ჰგავდა. ქალაქში დაბრუნება მისთვის არ იყო გამარჯვება ან ახალი შანსი - ეს იყო გადაუდებელი ნაბიჯი, რომელსაც არჩევანი არ ახლდა. ამ ნაბიჯმა ერთდროულად მოუტანა იმედიც და შიში - იმედი, რომ ძმას დაეხმარებოდა და შიში, რომ წარსულს ვეღარ გაექცეოდა. სახლის კარებთან მამამისის ნაცნობი, ოდნავ დაღლილი სახე დაინახა. გვერდით დედამისი იდგა, რომელსაც ცრემლები ხელსახოცით მოეწმინდა, მაგრამ თვალები მაინც სველი ჰქონდა. ნინო თავისი ბრიალა ცისფერი თვალებით გაოცებული უყურებდა ბებია- ბაბუას, რომლებსაც პირველად ხედავდა რეალობაში. ბებიამ, როდესაც ხელები გაუშალა, ნინო ოდნავ შეკრთა, მაგრამ შემდეგ თვითონვე გაექანა მისკენ. ბებიამ მას ხელები ძლიერად მოხვია და თამარს მზერით შეეგება, რომელშიც მადლიერება და ტკივილი ერთდროულად იკითხებოდა. მალე სახლში შევიდნენ. სახლში უცვლელი სუნი იდგა - ჩაის და სარეცხის სუნი, რომელიც ბავშვობიდან ახსოვდა. ოთახის კუთხეში მისი ძმის ნივთები იდო, რომლებიც საავადმყოფოში უნდა წაეღოთ. თვალები გაუბრწყინდა, როცა ნივთები დაინახა. ეგონა, რომ სახლში დაბრუნდა, მაგრამ ღიმილი მალევე სევდად გადაექცა... სოფიკო თავის ქალიშვილს მიუახლოვდა და წითურ ხვეულ თმაზე ხელი გადაუსვა, შემდეგ ხელი ჩაჰკიდა. - შენ ახლა აქ ხარ... კარგია, - ძლივს ამოილაპარაკა მან. პატარა პრინცესა სახლში უცნაურად გრძნობდა თავს. ბებიის გვერდით მოკალათებული იჯდა დივანზე და ხალისით იყურებოდა გარშემო. სოფიკო თავის შვილიშვილს უყურებდა და ჩუმად ფიქრობდა, რომ შვილიშვილს აქ, ოჯახური სითბო უნდა ეგრძნო. მოგვიანებით, როცა ნინო ბებია- ბაბუასთან თამაშობდა, თამარმა ლეპტოპი გახსნა, რათა უცხოეთში დარჩენილი საქმეები დაეხურა. ელფოსტაში ახალი წერილი დახვდა - თბილისის ახლად გახსნილი კლინიკა მას თანამშრომლობას სთავაზობდა. პირობებზე საუბარი ჯერ ადრე იყო, ვინაიდან კლინიკა ახალი გახსნილი იყო. ადგილმდებარეობით მის სახლთან ახლოს იყო მის სახლთან და ეს ნიშნავდა, რომ თავის ქალიშვილს და ოჯახს გვერდში ეყოლებოდა. თამარს დიდხანს არც უფიქრია - მაშინვე დაუკავშირდა დირექტორს და სამუშაოს დასთანხმდა. მეორე დღეს კლინიკის შესასვლელთან მანქანა გაჩერდა. თამარი ფრთხილად ჩამოვიდა და ღრმად ამოიხვნეშა. ,,NOVA VITA" (ახალი სიცოცხლე არის იტალიურად) - მინის კარებზე ამოკვეთილი კლინიკის სახელი მისთვის ახალი ეტაპის დასაწყისი იყო. ფოიეში სუფთა სუნი იდგა, კედლები თეთრად ელვარებდნენ. დერეფნებში ექთნები ჩქარი ნაბიჯებით მოძრაობდნენ. გარემო თანამედროვე იყო, მაგრამ სადღაც გულში მაინც იგრძნობოდა ის ძველი, ნაცნობი საავადმყოფოს მღელვარება: სიჩქარე, სიცოცხლისთვის ბრძოლა და ადამიანური დრამა. – ექიმი თამარ ქავთარაძე? – ღიმილით შეეგება ადმინისტრატორი. - დიახ. - დირექტორი გელოდებათ, – გამომყევით. დირქტორის კაბინეტი ნათელი იყო, თაროები წიგნებით სავსე ჰქონდა და სუფთად დალაგებული. შუახნის სოლიდურმა კაცმა ხელი გაუწოდა. - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, თამარ. ვიცი, რომ რთულ პერიოდში ხართ, მაგრამ თქვენი გამოცდილება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ... დღეს გაგეცნობათ ჩვენი მთავარ ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, ექიმი დათო ჭყონია. თამარის სხეულში უცნაური სიცივე ჩაეღვარა, მაგრამ ეს არ შეიმჩნია. კარი გაიღო და ოთახში ის შემოვიდა - ოდნავ მაღალი, მტკიცე ნაბიჯით, მაგრამ დაღლილი სახით. მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა და უცებ ყველაფერი დადუმდა. თითქოს წარსულმა ორივეს თვალწინ გაიელვა. - ბოდიში, რომ დავაგვიანე, - თქვა დათომ და დირექტორს შეხედა. თამარმა თავი ოდნავ გვერდით შეატრიალა, თითქოს არც უსმენდა. - ბატონო დავით, გაიცანით ჩვენი კლინიკის ტრავმატოლოგი, ქალბატონი თამარი. დღეს თქვენ ორს ერთად მოგიწევთ მუშაობა, - განაგრძო დირექტორმა, - პირველი დღეა, და მინდა ვნახო, როგორ იმუშავებთ გუნდურ პირობებში. დავითმა ოდნავ ირონიული ტონით თქვა: - გუნდური მუშაობა ყოველთვის კარგი იდეაა... თუ ორივე მხარე თანახმაა... თამარმა ცივი მზერით უპასუხა: - გუნდზე მაშინ ვსაუბრობთ, როცა დარწმუნებულები ვართ, რომ ყველა ერთ მიზანს ემსახურება. მათ ერთობლივი მუშაობა მალევე მოუწიათ - მოტეხილობით შემოსული პაციენტი, რომელზეც შიდა სისხლდენასაც ეჭვობდნენ. თამარი მკაფიოდ გასცემდა ინსტრუქციებს, მაგრამ დათო ხანდახან თავის გადაწყვეტილებებს იღებდა, თითქოს მის სიტყვებს არ იგებდა. - ინსტრუმენტი!- მკაცრად თქვა თამარმა. - მოაქვთ, - უპასუხა დათომ ისე, რომ არც კი აუწევია თავი. ოპერაციის დასრულებისას პაციენტი სტაბილურ მდგომარეობაში იყო, მაგრამ ჰაერში დარჩენილი სიტყვები და ჩახშობილი ემოციები უფრო მძიმე იყო, ვიდრე კლინიკის კედლებში დაგროვილი სუნთქვა. დღის ბოლოს დირექტორმა მათ კიდევ ერთხელ შეხედა და მშვიდად თქვა: - ამიერიდან ღამის მორიგეობაშიც ერთად იქნებით. ვფიქრობ, ეს საუკეთესო გზაა, რომ უკეთ გაიცნოთ ერთმანეთი და დაახლოვდეთ. დათომ თვალი გაუსწორა თამარს, თითქოს მის რეაქციას ელოდებოდა. - მაშინ შეხვედრამდე, - თქვა და კაბინეტიდან გავიდა. თამარი ფანჯრასთან მივიდა, ღრმად ამოისუნთქა. ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. წინ რთული ღამე ელოდა, რომელიც ყველაფერს განსაზღვრავდა. თავი მეორე ღამის სიჩუმეში თამარი სახლში დაბრუნდა . ადრე წამოვიდა სამსახურიდან, რადგან პირველი დღე იყო. სახლის კარი ფრთხილად გააღო, თითქოს არ უნდოდა სიბნელეს შეეწუხებინა იქაურობა. პატარა ნინო უკვე იძინებდა ბებია-ბაბუას ოთახში, მაგრამ, როგორც კი დედის ხმა გაიგონა, ფრთხილად წამოიწია. – დედა… — ჩუმად ამოიჩურჩულა ბავშვმა და თამარისკენ გაიქცა. თამარმა გოგონა მკერდზე ჩაიხუტა, ლოყაზე აკოცა და გვერდით მიუწვა. დაღლილი სხეული საწოლზე ჩაეშვა, მაგრამ ნინოს თბილმა სუნთქვამ თითქოს ყველა ტკივილი ოდნავ შეუმსუბუქა. თვალები დახუჭა და რამდენიმე წუთში თვითონაც ჩაეძინა. დილით მზის სხივებმა ფარდის ნაპრალიდან შეაღწია და ოთახი გაანათა. ნინოს პირველს გაეღვიძა და დედა ლოყაზე ფრთხილი კოცნით გააღვიძა. — ადე, დედა, ბებია საუზმეს აკეთებს! თამარმა გაუღიმა, თმა ყურზე გადაუწია და ერთად ქვემოთ ჩავიდნენ. სამზარეულოდან სურნელი გამოდიოდა — ახალგამომცხვარი ხაჭაპურისა და ჩაის არომატის. — როგორ გეძინა? — ჰკითხა დედამ, როდესაც თამარი მაგიდას მიუჯდა. — მშვიდად, მაგრამ… ისევ მინდა ვიცოდე, როგორ არის ირაკლი, — თქვა ხმადაბლა და ძმის სახელის ხსენებაზე თვალები აემღვრა. მამამ თვალები დახარა და ჩუმად ამოილაპარაკა: — მდგომარეობა მძიმეა, თამარ. ექიმები ყველაფერს აკეთებენ, მაგრამ... ძალიან ცუდად არის.. თამარმა ხელი მაგიდაზე დაადო, თითქოს საკუთარი თავის შეკავებას ცდილობდა. ნინო მხიარულად თამაშობდა ლუკმით, ბებია კი ცდილობდა, ბავშვი თავისი სიცილით გაეხალისებინა. — შენ უნდა იყო ძლიერი, — მტკიცედ უთხრა სოფიკომ თავის ქალიშვილს — ახლა შენ ყველას გვჭირდები. საუბარი დაასრულა და ავთოს მიხედა. თამარმა თავი დაუქნია დედას და თავის ქალიშვილს თავზე ხელი გადაუსვა და მაჯაზე გაკეთებულ საათს დახედა. - სამსახურში უნდა წავიდე. ოჯახის წევრებს აკოცა და თავის პრინცესას დაარიგა, რომ ბებია და ბაბუა არ გაებრაზებინა. კლინიკაში მისვლისას გულისცემა აუჩქარდა. მისთვის ეს გარემო, უცნობი დერეფნები და მკაცრი განათება ჯერ კიდევ ახალი იყო. იგი პირდაპირ დირექტორისკენ გაემართა. კარი შეაღო და ოთახში უკვე ის იდგა დათო. ოთახში უცნაური სიჩუმე ჩამოწვა. დირექტორი მაგიდასთან იჯდა, ოდნავ იღიმებოდა, თითქოს ელოდა ამ მომენტს. — კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, თამარ, — თქვა მან. — გთხოვთ დაბრძანდით. დღეს განსაკუთრებული გადაწყვეტილება უნდა გამოგიცხადოთ. თამარი სკამზე დაჯდა, მაგრამ ნაზად, თითქოს ნიადაგს ამოწმებდა. დათო კი მკვეთრად, თითქმის უხეშად ჩამოჯდა გვერდით. დირექტორმა ხელები მაგიდაზე დაადო და ხმას სიმტკიცე შემატა: — მინდა, რომ დღეს თქვენ ორმა იმუშაოთ ერთად ოცდაოთხი საათის განმავლობაში. თამარმა თვალები ოდნავ მოჭუტა: - ბატონო გივი, მართლა ფიქრობთ, რომ... დათო მაშინვე ჩაერია, თითქმის უხეშად: - მეც არ ვეთანხმები, სხვა გზა არ არის? დირექტორმა ორივეს ხელი აუწია, თითქოს ბავშვებს აჩუმებდა: - არა! ეს ჩემი საბოლოო გადაწყვეტილებაა. თქვენ უნდა ისწავლოთ პარტნიორობა. ოთახში ჰაერი გაიყინა. თამარს ისევ წარსული ამოუტრიალდა, დათო კი დაბნეული იყო, ცდილობდა სიმშვიდის შენარჩუნებას. მათი გულები ბობოქრობდნენ და კითხვები უტრიალდებოდათ გონებაში: ერთად მუშაობა? ნუთუ ეს შესაძლებელი იყო? კლინიკის მიმღები დაძაბული იყო, საღამო მოახლოვდა და ფოიე თითქმის დაცარიელებული იყო. უეცრად სასწრაფო დახმარების მანქანა ხმურით შემოვარდა ეზოში. სასწრაფოს ექიმებს ახალგაზრდა მამაკაცი შემოჰყავდათ და მიმღების ექიმს ელაპარაკებოდნენ: - ავტოსაგზაო შემთხვევაა, სავარაუდოდ მუცელში აქვს შინაგანი სისხლდენა და ფეხი მოტეხილი აქვს. მიმღების ექიმმა ხმამაღლა თქვა: - ჩქარა! ექიმი თამარი და ექიმი დავითი გამოიძახეთ! თამარი და დავითი მიმღებში მალევე გამოჩნდნენ, თამარმა ინსტიქტურად წამოიძახა: სასწრაფოდ საოპერაციოსთვის მოამზადეთ პაციენტი და საოპერციო მოამზადონ პაცინტისთვის! - არა ჯერ პაციენტი დავასტაბილუროთ - სწრაფად ჩაერთო დათო. - წნევა და პულსი მაღალი აქვს, პირდაპირ საოპერაციოში აყვანა სახიფათოა. თამარმა მკვეთრად გააქნია თავი და თქვა: დროს დავკარგავთ, დათო! ასეთი სისხლდენა და ასეთი მოტეხილობა, სასწრაფოდ სანახავია. - და თუ საოპერაციო მაგიდაზე ვერ გაუძლო? - ცდილობდა მშვიდად ეპასუხა, მხოლოდ ფაქტებს ამბობდა. ორივე ერთმანეთს უყურებდა, და ამ დაძაბულობაში მედპერსონალი დაბნეული იდგა. ბოლოს დირექტორის სიტყვები თითქოს ორივეს ჩაესმათ ყურში: „პარტნიორები უნდა იყოთ“. დათომ ღრმად ამოისუნთქა: - კარგი. იყოს ოპერაცია, მაგრამ პაციენტის სტაბილიზაციაზე მე ვიხელმძღვანელებ. თამარმა თავი ოდნავ დაუქნია, მაგრამ მის მზერაში ჯერ კიდევ ცეცხლი ჩანდა. საოპერაციოში ყველაფერი სწრაფად ვითარდებოდა. თამარი მკაფიოდ გასცემდა ბრძანებებს: — ინსტრუმენტი! სისხლის ნაკადი გააკონტროლეთ! — და თითებით საოპერაციო ველს ფრთხილად, მაგრამ მტკიცედ ამუშავებდა. დათო პარალელურად ანესთეზიას აკონტროლებდა, მის ხმაში მტკიცე სიმშვიდე ისმოდა: — წნევა ეცემა. მეტი სითხე! ადრენალინი მზად იყოს. ორივენი პროფესიონალურად და სინქრონულად მოქმედებდნენ, თითქოს წარსულის დაძაბულობა იმ წუთებში გაქრა და მხოლოდ პაციენტის სიცოცხლე იყო მნიშვნელოვანი. რამდენიმე საათის შემდეგ ოპერაცია დასრულდა. პაციენტი სტაბილურ მდგომარეობაში გადაიყვანეს რეანიმაციაში. თამარმა ნიღაბი მოიხსნა და სველი შუბლი ხელის ზურგით მოიწმინდა. დათომ მას თვალი მოჰკრა, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ თავი გააქნია და დუმილი არჩია. გარეთ, დერეფანში, დირექტორი ორივეს დაუპირისპირდა: — ვხედავ, რომ ერთად მუშაობა შეგიძლიათ, — თქვა ღიმილით, — ახლა კი, ოცდაოთხი საათის განმავლობაში ერთად დარჩებით. ღამის მორიგეობა უკვე დაიწყო და გისურვებთ წარმატებებს! დათომ თამარს გახედა — მის თვალებში კვლავ ის უცნაური სიმშრალე ჩანდა, რაც სიძულვილისა და რაღაც უფრო ღრმა გრძნობების ნარევი იყო. თამარმა მზერა აარიდა. და იცოდა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისი იყო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.