ვინმე სხვა ( თავი 8 )
რა მშვენიერი დღეა მაგრამ ამავე დროს როგორ მოჭრის გულში ისარივით. დღეს ხომ ჩემი სალომეს დაბადების დღეა. ჩემი?.. უფრო სწორედ ვინმე სხვისი. ამ ხნის 33წლის მამაკაცს როგორ ჩამივარდა ეს პატარა სულ რაღაც 23 წლის გოგონა, რომელიც დღე და ღამით მოსვენებას არ მაძლევს. მუდამ სიზმრებს მილამაზებს.. ოჰ როგორ მოკლე სცენარით ჯერდება ჩემი სიზმრები. განა რა იქნება ცოტათი მეტად ხანგრძლივად იქცეს... ნეტავ თავებზე ვფიქრობ ამ ხნის პროფესორი კაცი.. თუ ოცნებაა იმაზე მაინც ვიოცნებოთ რომ სალის სიყვარული მოვიპოვო... ნეტავ რას ვერ გაკმაყოფილებ?.. რა არ ფამაჩნია ამისთანა რასაც მასზე ხიბლს ვერ ვახდენ?!... ეჰ მე მგონი სჯობს რომ ამაზე ფიქრს მივეშვა და იმაზე ვიფიქრო როგორ მივულოცო დაბადების დღე. რამოდენიმე საათიანი ფიქრის მიუხედავად კვლავ ბანალური მისალოცი სქემა შევიმუშავე. სახლთან დარაჯობს ყვავილებით ხელში... რა ძველ მოდური ვარ?!. ალბათ როგორ დამცინებს გულის სიღრმეში ჩემი პატარა მაგრამ ვერაფერს გავხდები სხვას. ვზივარ სავარძელში გამოწყობილი. ოთახში მზის სხივი კარგად აღწევს. მხოლოდ კედლის საათი, არღვევს სიჩუმეს. ოჰ როგორ იწელება დრო... ჯერ მხოლოდ შუა დღის 3 საათია, მე კი საღამოს 6 საათს ველი. საქმეს ისიც მირთულებს რომ ახლა დეკემბრის 14 რიცხვია და მზე ისე აწერს თითქოს და ზაფხული დგებოდეს. არა ასე ჯდომა არ შემიძლია, სჯობს რომ გავიდე და მის სახლთან დავდარაჯდე. მერე რა რომ ჯერ ძალიან ადრეა. წავალ თორემ სულ დაველოდები და შევირცხვენ თავს. თანაც ყვავილებს გზაში ვიყიდი. *** დილიდან ჩამესმის ხმა ჩემი კედლიდან. როგორ ულოცავენ მშვენიერ სალომეს დაბადების დღეს.... მე მასზე ერთი თვით უფროსი ვარ. ასე ვფიქრობ რომ მას ყველაზე უკეთ მე გავიგებ... ეჰ რომ არა ეს ამხელა მუცელი და სახეზე დაკიდებული ლოყები. ალბათ შეკითხვა გაგიჩნდებათ, თუ რატომ არ ვცდილობ რომ შევიცვალო?... ამ შეკითხავზე სამწუხაროდ არ მაქვს პასუხი. ეჰ არადა როგორ მიჭირს იმის განცდა რომ გოგონა რომელიც მთელი არსებით მიყვარს, არასოდეს გახდება ჩემი. ზუსტად 13 წლის ვიყავი როდესაც სალომე გულში ჩამივარდა. მანამდის ეზოში სულ ვთამაშობდით ბავშვებტან ერთად მაგრამ მისი სილამაზე მოგვიანებით აღვიქვი. არ დამავიწყდება ის დრო როდესაც საზიზღარი ხარნასი გზას უკეთეს სალის და არ უშვებდა სახლში, პატარა გოგონას ისე აწვალებდა რომ გული სიძულვილით მევასებოდა. ხეს მოგვარებული ვუმზერდი ჩუმად და გული მტკიოდა რადგან, იმის შნო არ გამაჩნდა რომ ჩემს სიყვარულს მივსველებოდი. ამ პირუტყვის ყველას ბავშვობიდან გვეშინოდა რადგან არავის ინდობდა. დღემდენყველა ერიდება მასთან კონფლიქტს. ბედი არ გინდა?!.. ჩვენი უბნის ურჩხუკს, ჩენი მზეთ უნახავი უყვარს. არასოდეს დამავიწყდება ის ტკივილი, როდესაც ხარნასმა სალომეს თვალწინ დამამცირა და შ მარცხვინა... ხომ ახლა სჯობს როგორც მჩვევია ეზოში ჩავიდე და თვალი არ მოვწყვიტე მის ფანჯრებს. წელსაც როგორც ყიველთვის, ჩუმად ვუმზერ და ვაკვირდები მის დღეობას როგორ არნიშნავს მეგობრებთან ერთად. წარმოგიდგენიათ?!.. დაბადებიდან მეზობლები ვართ და მისთვის დაბადების დღე არასოდეს მომილოცია... მე ხომ მის დანახვაზე ერთიანად ვშეშდები. ოჰო... და აი ისიც, გამოჩნდა სახე მიმაგრებული ხარნასი... მის ადგილს ამაგრებს, თავის გაცრეცილ, გახუნებული გრძელი მანტოთი... პირში ასანთის ღერს ისე ღეჭს, როგორც ძროხა ბალახს. ეს გასაგებია მაგრამ ნეტავ ის ვინ არის?!... საგანგებოდ გამოწყობილი რომ მოემართება ყვავილებით ხელში. ნეტავ ესეც სალომეს სახლში მოებრწყინება ასე აღტაცებული?!.. გამახსენდა ეს ხომ სალომეს პროფესორია?!.. ეჰ ყველამ მაჯობა. უცბად შევნისშნე როგორ დაუძახა ხარნასმა უხეშად ამ მამაკაცს... და ამავდროულად ავტომობილი შემოგრიალდა უბანში, საიდანაც სალომეს კიდევ ერთი თაყვანისმცემელი, ნიკა გადმოვიდა და ხარნასი მიმართულებით შეკითხვას სვამს თუ მას მიმართა ასე უკმეხად?!... უჰ როგორ აცივდა.... საკმაოდ შებინდებულა. თოვლის ფიფქები ისე ქვია ციდან ადგილზე იყინება. ეს სამი ვაჟკაცი კი დგანან ერთმანეთის პირისპირ და მათ შორის საუბარი დრო და დრო იძაბება. ხანრანს საუბრისას ისეთი სახე აქვს რომ ბოროტ დევსაც კი შეეშინდება. სწორედ ფარულად ვუმზერ მათ მაგრამ საუბარი კარგად მესმის. ხარნასი: აქ ვისბდაკარგვიხარ?!.. წადი და წიგნები ირტყინტავში როგორც სჩვევია!... ქალი მამაკაცის ხელში იქნება ბედინერი და არა შენისთანა ოთხ თვალასთან. ლადო: შენ ახლა სიტყვები სეარჩიე!.. თორემ ჩემს საქციელზე პასუხს არ ვაგებ, იცოდე!... ნიკა: ახლა ორივემ მოკეტეთ და აქედან აუდეთ!... ჩემი სალომეს სიყვარულში ვერცერთი შემეცილებით!... ვუცქერ როგორ დაიძაბა მათ შორის საუბარი... და რას ვხედავ?!... ისე მოულოდნელად უთავაზა მარჯვენა მუშტი, ლადომ ხარნასს რომ პირდაპირ თოვლში ზურგით ჩაეფლო ხარნასი.. ოჰოჰო.. რამოდენიმე წამში დიდი მუშტი - კრივი გაიმართა მათ შორის... სამივენი ისე უმოწყალოდ სცემენ ერთმანეთს რომ ნებისმიერ ცხოველს შეშურდებოდა. ხან ერთი გაგორდება თოვლში, ხან მეორე და ხანაც მესამე. ერთმანეთს ნამდვილ ზედახორას უწყობენ. მონაცვლეობით აღდგებიან ერთმანეთს და ისე სცემენ. მანამ სანამ ოპონენტები ერთმანეთის, ცემა - ტყეპით არიან გართულნი. ეზოში უცნობი მაღალი, მოხდენილი, ოდნავ გრძელი თმით , ახალგაზრდა მაკაცი შემოაბიჯებს. მას ხელთ ამშვენებს, უზარმაზარი თაიგული და სათამაშო დიდი დათვი. შეწყვიტეთ!.... ვუყვირი ბიჭებს მაგრამ ისინი კვლავ განაგრძობენ ჩხუბს.. ისევ დავუყვირე მათ მეტად ხმა მაღლა და ყურადღება ჩემსკენ მოიბყრეს. ოთხივენი გაუნძრევლად ვდგევართ და თვალ დაუხამხამებლად ვაკვირდებით, როგორ ჩანოირბინა სწრაფად კიბის საფეხურები სალომემ და ძლიერად მოეხვია მის სიყვარულს. ხარნასმა ფაქტის შემსწრემ, მწარედ შეიგინა და გაავებულმა დატოვა ადგილი... მე კი აჭრელებული თვალებით მივიჩქარი სადღაც შორს. *** მე და პროფესორმა სუნთქვა დავირეგულირეთ, რომელიც ცოტაოდენი ხნის წინ, ჩვენმა შეტაკებამ გამოიწვია. ცოტათი მაინც ვქოშინებთ ორთავე და ტანსაცმელს ვიფერთხავთ თოვლისგან. დავინახე როგორ ჩამოჯდა სკამზე პროფესორი და მეც გადავწყვიტე გვერდით მივუჯდე. რამოდენიმე წამიანი დუმილის შემდგომ, დავარღვიე სიჩუმე და პროფესორს სიგარეტი სევთავაზე, მანაც გამომართვა და მოვუკიდეთ. ნიკა: დიდი ხანია რაც მასზე ფიქრობ?... ლადო: სულ რაღაც 3 წელია, რაც მათ ჯგუფს ვასწავლი. ნიკა: გასაგებია... ერთად არასოდეს ყოფილხართ?.. ლადო: არა... მე მხოლოდ მისი საუკეთესო მეგობარი და მრჩეველი ვარ. და შენ როგორი ურთიერთობა გაქვს მასთან?.. ნიკა: მე ის ძალიან მიყვარს და ვცდილობ არაფერი მივაკლო მაგრამ მისგან მხოლოდ თბილ ღიმილს ვიღებ საპასუხოდ. ლადო: ნეტავ რა გააჩნია ამ სხვას?!.. რით შეაყვარა თავი სალომეს?!.. ნიკა: ვინ იცის?...... იქნებ სულაც არაფრით. *** ესეც მეთერტმეტე ჭიქა.... ყოჩაღ ლუკა, შენ ვინ ყოფილხარ?... კარგით რა!... შეიძლება ასე აძალებდეთ ადამიანს სმას?!... დღეს ჩემი დაბადების დღეა, ვიფიქრე ჩემს შეყვარებულს ამოვიყვან სახლში და ნათესავებს გავაცნობ და ამ დროს დაიჭირეს და სმაში ცდიან... როგორ მრცხვენია მისი რომ ასეთ სიტუაციაში ვამოყოფებ. სახის გამომეტყველება ისეთი აქვს რომ არ მოსწონს ეს ყველაფერი მაგრამ ჩემი ხათრით ცდილობს აიტანოს. საყვედურს არ ვაკლებ სანათესქოს მამაჩემთან ერთად მაგრამ დედაჩემი ისე მიბრიალებს თვალს დრო დრო რომ ვჩუნდები. დიდი ძალის ხმევა დამჭირდა რომ ხელიდან გამოსტაცა და დამეხსნა ლუკა ციტახნით ჩემი ნათესავებისგან. როგორც იქნა აივანზე გამვმარტოვდით და მომეხვია, რადგან გარედ ძალიან ცივად. ლუკა: შევიდეთ სალი, არ გაცივდე. სალომე: არა გთხოვ... შენთან ერთად სიცივეს, საერთოდ ვერ ვგრძნობ. გთხოვ მაპატიე, არ მეგონა თუ ასე გაგიჟრდებოდნენ და ამას დაგაძალებდნენ, ჩემები. ლუკა: ნუ იხდი ბოდიშს ჩემი პრინცესავ.. მე ეს სრულებით არ მაწუხებს, უფრო მეტიც მსჳენივრად ვერთობი. მან ხელში ამიტაცა სწრაფად და რამოდენიმე წამი თვალს თვალში ვუსწირებთ... შემდგომ კი ვნებიანად ვაკოცეთ ერთმანეთს. სალომე: შეხედე როგორ თოვს..... ლუკა: მართლაც რა საოცრად თოვს. სალომე: ეს ფიფქები არასოდეს დასრულდება ხომმასეა?!. ლუკა: უდაოდ ჩემო პრინცესავ..... სალომე: როგორც ჩვენი სიყვარული, ხომ ასეა?... ლუკამ თმოასუხად კვლავ ძლიერად მაკოცა და ოთახიდან მომეხვია, ორივენი ვიცინით და ვეალერსევბით ერთმანეთს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.