ბედისწერა
შემოდგომა,ოქროსფერია და ოცნებებით სავსე.. გიჟდებოდა შემოდგომაზე,მისი სულის სეზონი იყო.თავს შემოდგომის გოგონად თვლიდა.სექტემბერი მისთვის ბედნიერების თვე იყო.ყოველთვის ენერგიით სავსე და ბედნიერი იყო სექტემბერში.ამ წლამდე... გული ცუდს უგრძნობდა,რაღაცნაირად აღელვებას ვერსად მალავდა,თუმცა თავს ძალას ატანდა.იმ დღეს,რომ მაისური ეცვა ეგ მაისური ცხოვრებაში ერთი წლის მერე ჩაიცვა კიდევ,მაშინ როცა ძალიან ცუდად იყო და კვდებოდა.იმ დღეების შემდეგ ეგ მაისური შეიძულა და აღარასდროს გაკარებია.უცნაურები ვართ ადამიანები,ყველაფერს ვიძულებთ,რაც ცუდ დღეებს გვახსენებს. მაისურს თითქოს ცუდი აურა მოჰქონდა,იმ სევდიანი დღეების სურნელი ძლივს,რომ გადაიტანა.იმ ცუდ დღეებს ახსენებდა ტკივილისგან,რომ ვერ სუნთქავდა,მისი ადგილი ბედნიერ დღეებში აღარ იყო. ‘’არასდროს გყვარებივარ’’ ეს სიტყვები უტრიალებდა გამუდმებით თავში,თუმცა გულის სიღრმეში ყოველთვის იცოდა,რომ შეუძლებელი იყო ეს სიმართლე ყოფილიყო.ახსნას ეძებდა უნდოდა სადღაც გამართლება ეპოვა,თუმცა... ლოდინი ყველაზე მეტად ეზიზღებოდა,დრო იწელებოდა,გული ამოვარდნას ლამობდა,არსად ჩანდა,აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს. და გამოჩნდა... და მე ჩვენი ამბის წერა დავიწყე... 2020 წლის 3 სექტემბერი ასე ხდება ყველა სასიყვარულო ურთიერთობაში,ყველაფერი ზღაპარივით იწყება,მიმდინარეობს,მაგრამ ზღაპარივით როდი სრულდება ყველა ისტორია? ბედისწერის არსებობის გჯერათ?რა მარტივია არა?თუ რამე არასწორად მოხდება ჩვენს ცხოვრებაში,ვიტყვით,რომ ყველაფერი ბედისწერის ბრალია და ასე მაინც მოხდებოდაო,ყველაფერს ბედს გადავაბრალებთ,ასე გვჩვევია ადამიანებს. 1თავი საკუთარ თავზე გაბრაზებული მიდიოდა მტკვრისკენ,ვერც ამჩნევდა გარშემომყოფებს,თავის თავს ეჩხუბებოდა,ასე მარტივად,რომ ენდო ვიღაცას,როგორ მივიდა მტკვრამდე,ყველაფერზე დაეფიცებოდა,რომ არ ახსოვდა,ისიც არ იცის იქ რატომ წავიდა,მაინდამაინც იქ,უბრალოდ ისე,ინსტიქტურად.ისე გაიარა პარკი და შეუხვია მტკვრისკენ არავისკენ გაუხედია.არ იცოდა,იქ რატომ იყო.ისე უბრალოდ,არც ტიროდა,არც არაფერი,არცერთი ცრემლი არ ჩამოვარდნია გზაში,გზაში ანას მიწერა და სთხოვა,რომ მოსულიყო,ეშინოდა საკუთარი თავისთვის რამე არ მოეწია,არ იცოდა რატომ მაინცდამაინც ანი,ისევ ისე უბრალოდ,ვინმე სჭირდებოდა გვერდით,უამრავი მეგობრიდან ნუთუ ერთი მაინც არ ყავდა ისეთი,ვისთანაც ისე ისაუბრებდა,როგორც საკუთარ თავთან?ან იქნებ არავის ეცალა მისთვის?იქნებ რსცხვენოდა მათთან ტირილის და გულისთქმის განდობის?იქნებ არავის შეწუხება არ სურდა?გულის სიღრმეში სჯეროდა,რომ გამოეკიდებოდა,შეეშინდებოდა საკუთარი თავისთვის რამე არ დაეშავებინა,.კიბეზე ჩამოჯდა და აი მარილიანმა სითხემაც დაასველა თვალები,უკან მიიხედა და ქვევით,სანაპიროზე მეთევზე დალანდა.ხმამაღლა ტიროდა და ჩხუბობდა,გარშემო არავინ იყო.ანას მოკრა თვალი,კიდეზე იყო ჩამომჯდარი,ფეხის ნაბიჯების ხმა მოესმა,როგორც მაშინ... ბოლომდე სჯეროდა,რომ ის იქნებოდა.იცოდა ანი იყო და აი ისიც გამოჩნდა.. -რა მოხდა?-შეცბუნებული ხმით იკითხა ანამ. -ანა,გთხოვ,არაფერი მკითხო-თავი მუხლებზე დაადო და ისე მოსთქვამდა. -კარგი-თმაზე ეფერებოდა ელენეს მისწერა,მოდი მჭირდებიო,ყველაფერი მოუყვა,არ დაიჯერა,ანას სთხოვა მოუყევიო. -მითხრა აღარ მიყვარხარო და წავიდა-უთხრა ანის -ვინ?დადიანმა? -ხო ისევ კიდეზე ჩამოჯდა და ‘’მათი’’სიმღერა ჩართო.ტირილი აუვარდა,თავი ხელებში ჩარგო,თავი მიადო ანის,რომელიც გვერდით მიუჯდა და ამშვიდებდა. -ელენე მინდა სამჯერ დაურეკა ანიმ,მიწერა,ან უფრო მეტჯერ არ ახსოვს ტელეფონს და ბეჭედს უყურებდა ცრემლიანი თვალებით.გიჟივით ტელეფონი აიღო და დაასწრო,როგორც ადრე მან,ისე შეცვალა ჩატის ფერი და ემოჯი. დაბლა კიბეებზე ჩავიდა და ერთ ბედნიერ დროსმის მიერ კედელზე ამოკაწრული მისი სახელი,შეხვეული ხელით,ბრაზით,წყენით,სიძულვილით,სიმწრით წაშალა,გადახაზა,ხელი გაიკაწრა,ტკიოდა,მაგრამ ყურადღებას არ აქცევდა,რადგან სულიერმა ტკივილმა გადაფარა.ქვა მოისროლა.ნეტა გულიდანაც ისე შეეძლოს მისი სახელის წაშლა.ზევით ავიდა და ისევ ელოდა ელენეს. -თავის დაქალ მოდებაძესთან ერთად მოვა,მარი,მგონი ეგ ქვია. პასუხის გაცემის თავიც არ ჰქონდა,ეცნო ეს გვარი,ალბათ სხვა ვინმე არისო იფიქრა,შორიდან შეამჩნია ელენე. -დაბლა ჩავალ-უთხრა ანის -კაი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.




