შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მომკიდე ხელი - თავი მეექვსე


3-12-2023, 20:57
ნანახია 658

მოვალეობის შესრულების შემდეგ გადავწყვიტე გამესეირნა და ნოემბრის ბოლო დღეების ცივი სილამაზე კიდევ ერთხელ შემეგრძნო. მომავალი ზამთრის პირველ დღეებს თან სევდა და მელანქოლიური განწყობა მოჰქონდა, რაც უკვე 28 ნოემბრის ამ ქარიან საღამოსაც გადასდებოდა და არაჩვეულებრივად აღწევდა ადამიანის სულში. მომინდა,
მარტოდმარტოს მეხეტიალა და მეფიქრა. უბრალოდ მეფიქრა და სხვა არაფერი. გაშიშვლებული ხეების ცქერა და მათი გაცოცხლება აღარ მომსურვებია. ამას არც ესაჭიროებოდა ქუჩაში დგომა და კანკალი, სახლის ფანჯრიდანაც არაჩვეულებრივად გამომდიოდა მსგავსი ქმედებების განხორციელება. რა თქმა უნდა, თუ ზედმეტი და უაზრო საუბარი არ იყო ხელისშემშლელი ფაქტორი. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ღრმა ფიქრის შესაძლებლობა თითქმის არასოდეს მეძლეოდა. გულის სიღრმეში ვიცოდი, არც ახლა მომეცემოდა, თუმცა ცდა ბედის მონახევრეაო, ნათქვამია და მეც შევძახე:
-სასეირნოდ მივდივარ!
მოსალოდნელმა პასუხმაც არ დააყოვნა:
-ნებართვის გარეშე ვერსადაც ვერ წახვალ,ქალბატონო! გვიანია!
გამეღიმა. ვიფიქრე, ამაზე ნერვიულობა არ ღირს-მეთქი და დავივიწყე.
დილით მომხდარმა თავი ოდნავ შემახსენა და მერე ტვინის ერთ კუნჭულში კვლავ ისე შეიკეტა, როგორც გამოვარდა წამიერად.
ფიქრის საშუალება მომეცა. სრულ სიჩუმეში.
თავი ოდნავ გავიქნიე, კუთხეში შევიყუჟე, თავი მუხლებს მივაყრდენი და ამოვიკვნესე.
ცვლილება. მხოლოდ ცვლილება. საკუთარ ცხოვრებაში თავად უნდა შემეტანა ახალი რამ. თუნდაც იოტისოდენა. მომბეზრდა წერა, კითხვა, დაკვრა, ხატვა, ოცნება და საპირ- ფარეშოში მომღერალს მისი დახშული აკუსტიკისათვის ყურის დაგდება.
მაგრამ სხვა რომ არაფერი შემიძლია?!
იქნებ შემიძლია კიდეც.
„ცდა ბედის მონახევრეა!“- გამახსენდა საყვარელი ანდაზა.
„რა მინდა?..“
„რა არის დაფარული გულის სიღრმეში...“
„მერი, გამოფხიზლდი!“
...
„-მრცხვენია...“
„-რისი?!.“
„-მგონი იმის, რაც მსურს...
„-რა გსურს?“
„-წერა...“




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent