შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძმისგან შვილი, შვილისგან შვილი.


20-10-2025, 22:22
ავტორი Talise A
ნანახია 569

- ,,აბა, ახლა შენი ჯერია არჩილ.." - უთხრა შალვამ, როცა თავისი თქმა დაასრულა.
- ,,აბა რა გითხრა?"
- ,,სულ ერთია!.. კარგი, დაიწყე:"
რამდენიმე მონადირეს შემოაღამდათ ქობულიანის ტყეში. აანთეს ცეცხლი, გარშემო შემოუსხდნენ. ხორაგი თუ რამე ჰქონდათ ამოალაგეს და მოჰყვნენ ჩვეულებრივი მონადირის სიცოცხლით აღსავსე ცხოვრებიდან სხვადასხვა ეპიზოდის მოყოლას. ორმა უკვე თქვა დაახლა მესამის ჯერი იყო.
- ,,მოგიყვებით ახლავე.." - თქვა და დაიწყო - ,,მე გეტყვით ნაამბობს, რომელიც ოსეთშიც იყო ნატარი და ახლა რომელსაც მე გეტყვით, ვგონებ, არ უნდა გქნოდეთ გაგონილი."
- ,,კარგი, დაიწყე, თორემ ლამის დამეძინოს." - უთხრა მალხაზმა.
- ,,აბა, ვიწყებ.. მე ვერ დავარქვი იმ დედას გმირი დედის სახელი. თუ როგორი დედა იყო, ვერც იმას გამოვუძებნე სახელი." - ღამე იყო წყნარი და მხოლოდ ფოთოლთა შრიალება არღვევდა დუმილებას. არჩილი განაგრძობდა მონადირის ნაამბობს იმ დაბურულ ტყეში, სადაც დიდი ხნის გავარდნილი ყაჩაღი ცხოვრობდა, რომლის შიშით ცაში ფრინველს და ძირს ჭიანჭველას ვერ გაევლო.
- ,,ერთ დღეს წყაროს პირას იჯდა ლამაზი ქალი, რომელსაც პატარა ბიჭი ესვენა მკლავზე, ბიჭს კი გულზე პატარა ოქროს ხანჯალი ედო. ქალი ცხარე ცრემლით ტიროდა. უცებ თოფი გავარდა, რომელსაც ხმა მისცა ტყემ. ქალს წინ გაუქროლა დამფრთხალმა შვლის ნუკრმა. მან გახედა და გაეღიმა. ყაჩაღმა მონადირემ თოფი დაუმიზნა, მაგრამ ქალი რომ დაინახა, თვალებზე ხელი მოისვა, ხომ არ მელანდებაო. ქალმა ყაჩაღს შეხედა, მისი ცქერა თითქოს უსაყვედურებდა იმ ნუკრის შებრალებას, რომელსაც სისხლი სდიოდა მკერდის ჭრილობიდან. ყაჩაღი თვალებს არ უჯერებდა. ვერაფრით დაიჯერა, რომ მისი შიშით ამ ხელუხლებელ ტყეში ვინმე გაბედავდა შესვლას, მით უმეტეს, ქალი. თოფი დაბლა დაუშვა და მიუახლოვდა. მან გადადგა სამიოდე ნაბიჯი, მკლავები გაშალა და დაეცა მოწყვეტილი.
- ვინ ხარ, მითხარი ლამაზო ქალო..
- ვინმე უბედური დედა... - მიუგო ქალმა. ეს სიტყვები ისეთი გრძნობით იყო ნათქვამი, რომ ყაჩაღი, რომელიც მზად იყო გაეტაცა ქალი, უცებ მოეშვა და ცეცხლის მფრქვეველი თვალები ძირს დახარა. თუ დიდი უბედურება არ არის, აქ არ შემოაფარებდა თავსო - გაიფიქრა მან და განაგრძო:
- რამ გაიძულა, რომ ამ უბედურ ტყეში მოსულხარ?
- გიამბობ ჩემს თავგადასავალს და მერე განსაჯე, აქღა მგონია ბინა, თუ არა ამ ტყის წიაღში, მაგრამ აქაც...
- ოო.. ნუ გეშინია. მე თვითონ ამ უდაბურ ტყეში შევაფარე თავი 12 წლის წინ. არავინ იცის ვინა ვარ, ჩემი სახელის ხსენებაზე ეშინია ყველას. გთხოვთ, მიამბოთ თქვენი თავგადასავალი, მე არც ისეთი საშიში კაცი ვარ.
- მე ვარ ისეთი დედა, რომლისთვისაც სახელი არ მოიძებნება, იქნებ თქვენ მაინც დამარქვათ სახელი. მე მუსლიმანი ქალი ვარ და მშობლები ადრე გარდამეცვალა. დავრჩით მე და ჩემი ძმა სილამაზითა და ვაჟკაცობით განთქმული.
- სიმიკო!.. სიმიკო!.. - ჩამოართვა სიტყვა ყაჩაღმა, ჯერ შუბლი შეიკრა, მერე გაშალა და თქვა - არაფერია, ამ სახელით ბევრს ვიცნობ. - ქალმა განაგრძო-
- ვცხოვრობდით ბედნიერად, მე უკვე გასათხოვარი ვიყავი, "ლამაზი". ბევრი ახალგაზრდა მთხოულობდა, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერავინ უბედავდა ჩემს ძმას მოგვეციო. ხოლო მე მისი ერთ-ერთი ამხანაგი მიყვარდა, ჩემი ძმის ამხანაგები ყველანი ქრისტიანები იყვნენ, ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. როდესაც ნადირობდნენ და შინ დაბრუნდნენ, ქეიფი გამართეს ახალი ნანადირევით. ჩემი ძმა ბევრ ღვინოს არასოდეს სვამდა და მაშინ დაელია. სახლში ძალიან მთვრალი მოვიდა, ფეხზე ძლივს იდგა. მას არაფერი ახსოვდა, ტანსაცმელი გავხადე და ლოგინში ჩავაწვინე. მან ვერ მიცნო, რომ მისი და ვიყავი, ის მთლად აირია და მეორე დღეს, როდესაც მდუღარე ცრემლით ვტიროდი ჩემი ქალწულობის შელახვას ჩემი ძმისგან, უკვე გამოფხიზლებული შემეკითხა:
- რადა სტირი ჩემო დაიკო?
- ეს რა მიყავი? რად გამაუბედურე? - აღვუწერე მისი ჩემზე ძალადობის სურვილი.
.... ზიოვრა! - შეჰყვირა მან ჩემი სახელი. იძრო პატარა ხანჯალი და გულში ჩაიცა. - ზიოვრა, ჩემო საყვარელო დაიკო.. გზა მითხარი.. ვაი, შერცხვენილო ნამუსო. ზიოვრა, მა-პა-ტი-ე... - ეს სიტყვები შეახმა მის ბაგეს. მე რომ სისხლიანი ხანჯალი დავინახე, დავავლე ხელი, ქარქაშში ჩავაგე და დავმალე უბეში. ამის შემდეგ ნახევრად შიშველი გავვარდი აგრეთ. ბოლოს გავჩერდი, ამოვიკვნესე, არ ვიცოდი რამდენ ხანს ვიარე ასე. ერთმა მკითხავმა დედაკაცმა შემიფარა..
გავიდა ხანი, მომეცა ვაჟი და მკითხავმა მითხრა, შენი შვილი ბოლოს შენი ქმარი გახდებაო. ავიყვანე ეს ბავშვი, შევახვიე საბანში, გულზე ჩემი ძმის ხანჯალი და ბარათი დავადე. რასაც წერილში ვითხოვდი, იყო, რომ გაიზრდებოდა ხანჯალი მუდამ თან ეტარებინა. შეიგნეთ დედის თხოვნა. ერთ მდიდარ სოვდაგარის კარებთან დავაგდე, უკანასკნელად გადავკოცნე და გამოვემშვიდობე. შემდეგ კი გავწიე, საით, მე თვითონ არ ვიცოდი. მეზობელ ქალაქში, ნათესავთან მოხუცის ოჯახს მივადექი, რომელსაც თვალში სინათლე გამოლეოდა. მხოლოდ მექრაობით იჩენდა თავს. მეც მისი მგზავრი შევიქმნებოდი, პატარა დაირით დავდიოდი ქუჩა-ქუჩა და ვცეკვავდი. გადიოდა წლები, თითქოს დამშვიდებას ვეძლეოდი. მაგრამ ჩემი საშინელი მტერი არ მასვენებდა. ბუნებამ, ჩემს საუბედუროდ, ისეთი ლამაზი კალთები დამაბერტყა, რომ ვაჟების მუდმივ ძებნას ვერ გადავურჩი, მე კი ვერ ვივიწყებდი ჩემი ძმის ერთ-ერთ მეგობარს. ერთხელ მდიდარი ოჯახი შემხვდა. ვცეკვავდი და როცა დავიღალე ხეს მივეყრდენი, გავცქეროდი მზით წარმტაც სურათს გორათა ტალღაზე. მივხედე და მოხუცი არსად იყო. მეც მომწყინდა მარტო ყოფნა და დავთანხმდი იმ მოხუც ცოლ-ქმარს, რომ მოახლედ გავყოლოდი. გავიდა ხანი, აღმა-დაღმა დავდიოდი, მივაგენი იმ ცოლ-ქმრის შვილს, სამხედრო ტანსაცმელში გამოწყობილს.
- ვინაა დედა ეს ქალი? - ჰკითხა ჩემზე და თვალი არ მოუშორებია.
- არ ვიცი შვილო, ქუჩის მოცეკვავეა, გზაზე შემხვდა და მოახლედ წამოვიყვანე.
- ხომ იქნებით ჩვენთან? ხომ არ მიგვატოვებთ? - მეუბნებოდა ვაჟი ალერსიანად. მე თავი ჩავღუნე თანხმობის ნიშნად.
- ოჰ, რა კარგია.. როგორ გვეყვარები ყველას. ხომ მართალს ვამბობ, დედა? - მიუბრუნდა და ჰკითხა მშობლებს, რომლებიც თავს დასტრიალებდნენ თავიანთ ერთადერთ შვილს.
- კი გენაცვალე. - თითქმის ერთად მიუგეს მშობლებმა. ამის შემდეგ უსუპი გვერდიდან არ მცილდებოდა, სულ ჩემთან იყო. მეალერსებოდა, მეთამაშებოდა და რას მოვიფიქრებდი, რომ იგი ჩემით იყო გატაცებული, რომ უჩემოდ სიცოცხლეც კი არ შეეძლო.
ერთ დღეს ჩემთან შემოვიდა მისი დედა და მითხრა - შვილო ზიოვრა, უსუპს უნდიხარ ცოლად და არ მასვენებს, თუ ზიოვრას არ შევირთავ თავს არ ვიცოცხლებო, აღარ ვიცი, რა ვქნა.. დადგა ჩემთვის საშინელი წუთი, რისიც მეშინოდა არ ამცდა. -
ავცახცახდი, ენა დამება და ჩემს ბორჩხას დავავლე ხელი, რომ გავცლოდი, მიმეტოვებინა ეს ოჯახი და გავშორებოდი იქაურობას. ამ დროს შემოაღო კარები და ჩემს წინ დაეცა უსუპი.
- საყვარელო ზიოვრა, მიყვარხარ. ჩემო მზეო, მხოლოდ უსუპი გვამზე გადავლით შეგიძლია მიატოვო ეს ოჯახი.-
მეც ქალი ვარ, ვეღარ გავუძელი ლამაზი ვაჟკაცის სიყვარულს. თავი მკერდზე მივაყრდენი და აღარ მახსოვს როგორ ჩაეკოცნათ მის ტუჩებს ჩემი. დიდხანს ტკბილად ვცხოვრობდით, ყველა შენატროდა ჩემს ბედნიერებას. გაგვიჩნდა ერთი ვაჟი.

- ქალი შეჩერდა, ცრემლი მოაწვა თვალებზე, ხმა აუკანკალდა.

- ბავშვს ვეთამაშებოდი ლოგინში, თან უსუპს ველოდებოდი. უსუპმა შემოაღო კარები და შემოვიდა, გაიხადა ტანისამოსი. გულიდან მოიხსნა პატარა ხანჯალი და მაგიდაზე დადო. ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ახლ შევამჩნიე ეს. გველნაკბენივით წამოვხტი, თავბრუ დამესხა, თვალთ დამიბნელდა..
- რა არის ზიოვრა? - მომეალერსა უსუპი.
- ეგ ხანჯალი საიდან? - ვკითხე მე. ვიცანი ხანჯალი და საშინელების ელვამ წინ გამიქროლა.
- ეს არაფერია, შენ არ უნდა იცოდე. - დაიბნა უსუპი.
- მითხარი, უსუპ მითხარი.. - არ მოვეშვი, მან კი დაიწყო -
- მე ჩემი დედ-მამის ნამდვილი შვილი არა ვარ, შვილობილი ვარ. პატარაობისას ვეპოვე და რადგანაც უშვილონი იყვნენ, მე მიშვილეს. - უსუპი შეჩერდა.
- მერე? - შეეკითხა მოთმინება დაკარგული ზიოვრა.
- მერე გულზე მდებოდა ეს ხანჯალი და პატარა ბარათი, სადაც ჩემი ნამდვილი დედა სწერდა მპოვნელს, რომ ეს ხანჯალი მის სახსოვრად მეტარებინა. და მეც ვასრულებ უცნობი დედის თხოვნას. თუმცა არ მინახავს, მაგრამ ძლიერ მიყვარს.
- შ ვ ი ლ ო ! - შევყვირე და მუხლებმოკვეთილი დავეშვი. მომეხვია და ამიყვანა, ვერ მიხვდა, თუ რაში იყო საქმე.
- ზიოვრა, საყვარელო ზიოვრა გონს მოდი, როგორ თუ შვილო?
- არა, შენ ხომ ჩემი შვილი ხარ? ეს ხანჯალი ხომ.. მე დაგადე გულზე, ის ბარათი ხომ მე დავწერე, მაშ, შენ ჩემი ჩვილი ხარ? ჩემი ქმარი?
- რას ამბობ ზიოვრა, როგორ თუ შენი შვილი ვარ?
მე მოვყევი მთელი ჩემი ცხოვრება, ძმასთან ცხოვრება, რომ ეს ხანჯალი ჩემი ძმისა იყო. რომ გაიგო ეს ამბავი, აიძრო ხანჯალი.
- როგრო მე შენი შვილი.. შენი ქმარი? ჩემი დედა ხარ... - ვეღარ დაამთავრა სიტყვა და დაეცა. მე აღარ მახსოვს რა მომივიდა, მხოლოდ რამდენიმე ხნის შემდეგ მინდვრად ჩამომიღამდა. ვხედავ, ჩემი ძმისგან ნაყოლი შვილი მკერდზე მყავს მიხუტებული და გულზე საბედისწერო ხანჯალი ადევს. აქ როგორ გავჩნდი არც მე მახსოვს. არ ვიცი ამ ბავშვსა და ამ ხანჯალს რა ბედი ელით შემდეგში...
დაამთავრა ზიოვრამ მოთხრობა და მისუსტებული გადაწვა ყაჩაღის მუხლებზე.
- ზიოვრა, ჩემო საყვარელო ზიოვრა.. - ამოხდა ყაჩაღ მონადირეს და მის წინ დაეცა.
- გოგი? - რა დიდხანს იგონა, თუ სად უნდა გაეგო ეს ხმა და მოაგონდა... ის ხომ სიმიკოს ამხანაგი იყო, რომელიც ზიოვრას უყვარდა. ეს სიტყვები ხომ მისგან გაეგო ოდესღაც.
- რაც სიმიკო დამარხეთ, შენს საძებნად წამოვედი, შევხარი ყოველი კუთხე და ვერსად გიპოვე. ამ ძებნაში მომიხდა მკვლელის სახელის ტარება. - ამბობდა ყაჩაღი, რომელიც თავზარდაცემული იყო ზიოვრას თავგადასავალით. იმასაც ვერ მოეფიქრებინა, თუ რა სახელი ეწოდებინა ამ დედისათვის.
მონადირე დააფიქრა ამ ამბავმა და ვერ იგონებდა ამ გმირი დედისთვის სახელწოდებას. ძმისგან შვილი, შვილისგან შვილი.







დ ა ს ა ს რ უ ლ ი .




მკითხველო, ამით ვამთავრებ ამ რომანის წერას. მე ამ დედას სახელი ვერ შევურჩიე. თხოვთ, ვინც ეს წაიკითხოთ, შეარჩიოთ ასეთი დედის სახელი.



25 იანვარი, 1979 წელი.
N.M.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent