მაპატიე. (სრულად)
გასაღებების ჩხრიალის ხმა გაიგონა და კარისკენ ზურგით იჯდა არც მიბრუნებულა, კარი გაიღო და გაიგონა. -დემეტრე თავისუფალი ხარ შვილო.ულვაშა ზედამხედველმა შეხედა დემეტრეს და გაუცინა, იდგა და მისი კეთილი თვალებით იცინოდა და ბედნიერების სხვივი კიაფობდა მის თვალებში. ბედნიერი იყო ულვაშა ზდამხედველი, რომ სწორედ მისი მოტანილი ამბით გააბედნიერებდა უსამართლობის მსხვერპლს და იმედ დაკარგულ პატიმარს, მაგრამ დემეტრე იდგა და უყურებდა ულვაშა ზედამხედველს დაბნეული და თავად არ სჯეროდა თავისივე განთავისუფლება თუმცა თვეებია ამ წუთებს ელოდა. -ძია გოგი ეს სიმართლე არის? -სიმართლეა შვილო გილოცავ, გაირკვა სიმართლე და შენი უდანაშაულობა დამტკიცდა. დემეტრემ თავისი ნივთები რაც ჰქონდა ერთ ჩანთაში მოათავსა იქ მყოფ ბიჭებს დაემშვიდობა და ულვაშა ზედამხედველს გაყვა უკან, მაგრამ ერთ ერთმა პატიმარმა შეაჩერა დემეტრე და უთხრა. -რამდენიმე თვეში გარეთ ვარ, დემეტრე თუ რამეში დაგჭირდე შემეხმიანე ეს იქნება ჩემი კოორდინატები. -მადლობა ვატო და აუცილებლად შეგეხმიანები.ვატომ მხარზე ხელი დაარტყა მსუბუქად და უთხრა. -ჩვენ ძმები ვართ და ყოველთვის ერთად ვიქნებით. გასვლამდე უამრავ ქაღალდებს მოაწერა ხელი, თავისი ჩამორთმეული ნივთებიც ჩაიბარა და საფულე გახსნა ერთი პატარა ფურცელი ამოიღო და გაშალა გული აუფრიალდა, თვალები ცრემლით აევსო ქაღალდზე გაკრული ხელით დაწერილი რომ წაიკითხა. -,,უსასრულოდ მიყვარხარ დემეტრე''. ფურცელს რამდენჯერმე აკოცა და ჩურჩულით თქვა. -ვიცი ლარა არ მაპატიებ ამ თვეების სიჩუმეს,მაგრამ შევეცდები აგიხსნა და იმედია გამიგებ, უფრო მეტიც დაიჯერებ რომ უდანაშაულო ვარ.როგორც იქნა ყველა მნიშვნელოვანი პროცედურა დაასრულა და დატოვა ნესტიანი და შმორის სუნით აყროლებული კედლები, ციხის კარიც მიიხურა თუ არა ღრმად ამოისუნთქა და ფეხით გაუყვა ქუჩას, ხელში მისი სპორტული ჩანთა ეჭირა და ნაცნობ ბარში შევიდა ლუდი შეუკვეთა და შემდეგ ტელეფონი ითხოვა.არ იყო მისი მეგობარი იმ დღეს, მაგრამ ბარმენმა ტელეფონი გაუწოდა და აკრიბა ნომერი, მაგრამ ვერ გაბედა, ვერ შეძლო და ისევ დადო ტელეფონი მაგიდაზე.ისევ ფეხით გაუყვა ქუჩას და სახლამდეც ფეხით მივიდა, თვეების დაკეტილი სახლი გააღო და წინ მხოლოდ სიმარტოვე შემოხვდა,ფარდები გადაწია შუქმა გაანათა დაბნელებული კედლები და დამტვერილი ნივთები.პიჯაკი მოიხსნა, ჩანთაც იქვე დადო და საფულე ნახა ფული გადათვალა და პირველი რაც გააკეტა მაღაზიაში ჩავიდა ყველა საჭირო ნივთი იყიდა რაც სახლის სისუფთავეში მოსაყვამად ჭირდება და რამდენიმე საათის ხეხვა წმენდის შემდეგ დაღლილი, ერთიანად დაცლილი უყურებს დასუფთავებულ სახლს. ბოლოს ხელებზე დაიხედა, წყალი ჩართო და ცხელ წყალს შეუშვირა მისი დაღლილი სხეული.გული იჯერა ცხელი წყლით,ქაფიც ჩამოიბანა და დასუფთავებულმა დატოვა სააბაზანო.ტელეფონი სატენზე ჰქონდა, ნაცნობი ნომერი აკრიბა და გაეცინა მისი მონატრებული ხმის გაგონებაზე, მაგრამ არ ელოდა და მისმა ყვირილმა შეაშინა. -რატომ ყვირი დარო..... -საიდან მირეკავ, სად ხარ დემეტრე. -რომ გითხრა სახლშივართქო დაიჯერებ და მოხვალ?ტელეფონი დადუმდა და რამდენიმე წუთში კარზე ზარი იყო,დემეტრემ კარი გააღო და კართან აცრემლებული საშუალო სიმაღლის ქალი იდგა მის უკან კი მაღალი სუსტი მამაკაცი ღიმილით უყურებდა დემეტრეს, დემეტრემ შეხედა ატირებულ დაროს და უთხრა. -დარო არ ჩამეხუტები? -ხარ ჩახუტების ღირსი? უთხრა გაბრაზებულმა ტირილით, მაგრამ მაინც ჩაეხუტა დემეტრეს და მის მკერდზე ატირდა. -სად იყავი არაფერი არ თქვი, დარეკავდი ერთ ორ სიტყვას გადმომიგდებდი და მერე თვეობით იკარგებოდი,არ მირეკავდი.დარომ სახლი მოათვალიერა და ტირილით უთხრა. -როდის მობრძანდი სახლში...... -დღეს მოვედი, სულ რაღაც რამდენიმე საათია. -არ მჯერა, სახლი შენ დაალაგე? -შენ სად წადი რატომ მიატოვე სახლი, რაც წასული ვარ აქ არ მოსულხარ,როგორც დავტოვე ისევ ისე დამხვდა ყველაფერი. -უშენოდ აქ რა მინდოდა, მოვდიოდი დავხედავდი ყველაფერი წესრიგში იყო და ისევ მივდიოდი. -ამიერიდან სახლში ვარ, რას იზამ ისევ აქ დაბრუნდები თუ უკვე სხვაგან მუშაობ. -აღარსად წახვალ და აქ იქნები? -აქ ვარ დარო სად მიშვებ ან სად უნდა წავიდე. -დარწმუნებული ხარ? -რა თქმა უნდა, შემოდი კარში რომ დამაყენე და აქ ვსაუბრობთ. -სალაპარაკო მართლაც რომ გვაქვს და იმედია მეტყვი სად გაქრი და სად ბრძანდებოდი დემეტრე. დემეტრემ შეხედა დაროს ხელით ანიშნა დივანთან მიდიო და პიჯაკის ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო კოლოფი ცარიელი აღმოჩნდა და ხელში მომუჭა შემდეგ მამაკაცს შეხედა და უთხრა. -გაქვს სიგარეტი თუ ჩავიდე. -მაქვს, გვეყოფა ორივეს და დაჯექი, ნუ ნერვიულობ მთავარია გაირკვა სიმართლე. დარომ შეხედა გაოცებულმა ჯერ ერთს და მერე მეორეს და თქვა. -რა სიმართლე ან შენ, შენ, შენ იცოდი სიმართლე? -ვიცოდი დარო და არ გითხარი..... -რატომ არ მითხარი.... იყვირა დარომ და გაბრაზებული უყურებდა ორივეს. -არ გითხარი, რადგან ვიშვიშს დაიწყებდი ყველა გაიგებდა და ასე წყნარად არ ჩაივლიდა დემეტრეს ამბავი. -მე დამიმალეთ, მე არ მითხარით რა ხდებოდა ვინც ასე ვნერვიულობდი? -დარო 10 თვე ტყუილად დამაჯინეს იმ ოთხ კედელში გამომამწყვდიეს და ამ ყველაფერზე პასუხი ვის მოვთხოვო ზეზვა. -შენი თხოვნით ვიყავი ჩუმად, ვირბინე ადვოკატთან ერთად ისიც კარგი ადამიანი აღმოჩნდა და ბოლო ბოლო გაიწელა, მაგრამ დავამტკიცეთ რომ შენ უდანაშაულო იყავი.ნამდვილი მკვლელი კი აქამდე თავისუფალი იყო, სწორედ იმან უნდა გადაგიხადოს ამ თვეების რომ თავის დანაშაულზე იხდიდი სასჯელს. -ადვოკატმა მიიღებ კონპესაციასო რაც არ მჯერა, მაგრამ ვნახოთ. -დარწმუნებული არ ვარ არც მე, მაგრამ უნდა მიიღო წესით და კანონით. -არც ის მაპატიებს ამ თვეების სიჩუმეს, უამრავი ნარეკი ვნახე და უპასუხო ზარებს არ მაპატიებს.დემეტრემ დაროს შეხედა და მისი გაუჩინარების შესახებ მოუყვა და ბოლოს თქვა. -არ ვიცი ვინ დგას ამ ყველაფრის უკან, მაგრამ გაირკვევა ეს მოწყობილი იყო ვიღაცას უნდოდა ჩემი დაჭერა. -ნუ ეძებ და ნუ ჩიჩქნი წარსულს, სამსახურში მიდი და თავი აღიდგინე შენ უდანაშაულო ხარ დემეტრე. -მივალ, აუცილებლად მივალ თუმცა..... -დაისვენე ახლა და გაიაზრე, რომ შენს სახლში ხარ შენს სივრცეში და მოერგე თავისუფალ ცხოვრებას. დარო და ზეზვა წავიდა, დემეტრე თავის საძინებელში შევიდა და ვერ შეძლო დაძინება, ფიქრობდა მასთან შეხვედრაზე. -ჩემო სიყვარულო არ გეწყინოს და არ გამიბრაზდე ჩემი გაუჩინარება მოულოდნელი შემოთავაზება მივიღე და უარი ვერ ვთქვი ვიცი რომ გამიგებ, მიყვარხარ და დროებით წავალ, მაგრამ ეს გრძნობა იცოდე რომ არ შეიცვლება. შენზე ფიქრი მავსებს და რთულ დღეებს მიმარტივებს, ძალას მაძლევს და სწორედ შენზე ფიქრით უნდა გავუძლო შენს მონატრებას. მე თავად დაგირეკავ როცა დრო მექნება ისეთ ადგილზე ვარ ტელეფონი სახელად მაქვს, ამიტომ მე თავად შეგეხმიანები, მიყვარხარ ლარა. ტელეფონი მაგიდაზე დადო და სივრცეს გაუსწორა თვალი, უკვე თენდებოდა და ჩიტების ლაღი ჭიკჭიკის ხმა საამოდ მოედო გულს, სამზარეულოდან პურის ნამცეცები გამოიტანა ჯერ ჯამზე კარგად დაფჩხვნა და შემდეგ ვერანდაზე გავიდა ზამთარში სიცივისგან აბუზული ჩიტები დააპურა შემდეგ სპორტულად გამოეწყო და სავარჯისოდ წავიდა, წავიდა და თან ლარაზე ფიქრობდა. -წარმოდგენა რომ გქონდეს როგორ ძალიან მიყვარხარ არ შემეკითხებოდი სად ვიყავი ეს 10 თვე, მაგრამ ვიცი ძალიან ამაყი ხარ სიჩუმეს არ მაპატიებ გულში რომ ვინახავ. იმ დღეს შენ თავად მითხარი რომ გიყვარვარ და ფრთები შემახსი, ვიცი დაგიბრუნებ ისევ თუმცა დრო დამჭირდება, ლოდინიც შემიძლია და უსასრულოდ დაგელოდები. ,,დემეტრე''. -ბავშვობიდან მიყვარხარ, როგორც იქნა გავბედეთ და ერეთმანეთს სიყვარულში გამოვუტყდით წლების შემდეგ, დავარღვიეთ სიმორცხვეც და სიჩუმეც, მხოლოდ 6 თვე ვიცხოვრეთ სრულ ჰარმონიაში, ახლა კი ვდგევარ და ვფიქრობ როდის ან როგორ მოვიდე შენამდე.დემეტრე ვარჯიშობდა და ლარასთან გატარებულ ყველა წუთს იხსენებდა, გაახსენდა მათი ვნებით სავსე ღამეები როგორ ეხებოდა საყვარელი ქალის სხეულს და სითბომ სხეულში დაუარა. ნატრობდა მის შეხებას, მის კოცნას,მის მოფერებას, მაგრამ უთქმელად წასვლამ და გაუჩინარებამ გული ატკინა.ლარაც მთელი ღამეები დემეტრეზე ფიქრობდა, რამდენჯერმე დაურეკა ტელეფონზე, მაგრამ ტელეფონი დუმდა შემდეგ შეტყობინება მიიღო და დამშვიდდა. -სიცოცხლის ბოლომდე მეყვარები,ვიცი რომ დაბრუნდები. მჯერა ჩვენი ნამდვილი და წრფელი სიყვარული არასოდეს არ გაქრება, არ ჩაკვდება და არ ჩაიფერფლება ასე ჩუმად და აუხსნელად.ვიცი რაღაც მიზეზი გაქვს და ეს სერიოზული მიზეზია დაბრუნდები და მეტყვი როცა ისევ მოხვალ, ცრემლი მოერია და ტელეფონი აიღო ისევ დარეკა ნაცნობ ნომერზე, მაგრამ ტელეფონი ამჯერად დაკავებული იყო. ღრმად ამოისუნთქა და ფანჯარაში გაიხედა სივრცეს გახედა ჯერ კიდევ ადრე იყო ვარსკვლავები კიაფობდნენ ჯერ კიდევ შავ ცაზე, მაგრამ დაძინება არ შეეძლო საათის ისრები დილის 6სთ-ს უჩვენებდა ამიტომ გადაწყვიტა 20 წუთი ვარჯიშისთვის დაეთმო და სავარჯიშო ოთახში შევიდა. დილა იყო და ქალაქი ნისლშია გახვეული, მის გულში კი დიდი დარდია. ვარჯიშობდა, ვარჯიშის დროს მისი ფიქრები დემეტრესთან ტრიალებდა და ვერც კი გაიგო როგორ დასველდა ოფლისგან. ფანჯარაში გაიხედა უკვე კარგად გათენებულიყო და ფანჯრიდან დაინახა ჭადრის ფოთლები ქარს აედევნენ და უსასრულობაში ჩაიკარგნენ,თითქოს ცამ შეიცოდა უმისამართოდ მოფარფატე ფოთოლი და სინანულის ცრემლი გააყოლა შემოდგომის უკანასკნელ ფოთოლს. ნელა ნელა ვარჯიში დაასრულა, სუნთქვა დაურეგულდა, წყალი გადაივლო და თავი მოიწესრიგა სახლს თვალი მოავლო და დამშვიდებულმა ყავა გაიკეთა მას შემდეგ რაც შეხედა კედლის საათს და ჯერ კიდევ ჰქონდა დრო მშვიდად მიერთმია მისი საყვარელი ყავა. თითქმის მზად იყო წასასვლელად, რომ მივიწყებულმა ტელეფონმა თავი შეახსენა და უცხო ნომერს მშვიდად უპასუხა. -გისმენთ..... დაფიქრდა და შემდეგ ისევ მშვიდად უპასუხა. -დიახ, დიახ გისმენთ და მახსოვხართ. -არა, არა, უკვე გამოვდივარ ბინიდან.ტელეფონში მისამართი გადაიკითხა, გათიშა ჩანთაში ჩადო სათვალე გაიკეთა ბინის კარი რამდენჯერმე გადაკეტა და წავიდა. რამდენიმე წუთში უკვე აღნიშნულ მისამართზე იყო, სადაც ორ სართულიან სახლს შეხედა, მაგრამ არ აღფრთოვანებულა და მისკენ მომავალ მამაკაცს ნაძალადევი ღიმილით გაუღიმა. -დილა მშვიდობის, თუ არ ვცდები ტელეფონზე გიპასუხეთ რამდენიმე წუთის წინ. მამაკაცი უყურებდა, მაგრამ მას სულ სხვა აზრები ჰქონდა. -ზაურ ჟორჟოლიანი უძრავ-მოძრავი ქონების მაკლერი -ლარა შონია სხვა ვარიანტი გაქვთ, უფრო ქალაქთან ახლოს. -კერძო სახლი ქალაქთან რთულია ქალბატონო ლარა. -ამ სახლის ნახვას აზრი არ აქვს, პირდაპირ გეტყვით რომ არ მომწონს რაღაც იდუმალი ადგილი არის და საშიში. -თქვენი ნებაა, მაგრამ ჩემი რჩევაა შიგნით ნახოთ რადგან ახლოდან ნახულს სულ სხვა თვალით შეხედავთ. -არა, არ მომწონს და დროს ვერ დავკარგავ. თქვა და ტელეფონმა დაურეკა რომელსაც ღიმილით უპასუხა. -გისმენ, მიშო გამოვდივარ უკვე გზაში ვარ. -კლინიკაში მოდიხარ, ლარა დღეს ხომ მიდიხარ ქალაქიდან დროებით, გადაიფიქრე? -არა, არ გადავიფიქრე რაღაც საბუთები დამრჩა მაგიდაზე შეინახე შენს კაბინეტში და რომ დავბრუნდები მომეცი. -კარგი, მაგრამ ვინ მოდის შენთან ერთად. -როგორც ყოველთვის არავინ, მე და მარტოობა მიშო კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს. -შე ბებერო, უკვე ასაკში ხარ მარტოობას რომ მიუძღვენი თავი? -რას ვიზამთ დროს ვერ შევაჩერებთ ძვირფასო. -კარგი აბა დროებით და დასვენებული დაბრუნდი, შენი წუწუნი არ გამაგონო. -გათიშე და საქმეს მიხედე ბაჯაძე. თქვა ღიმილით და ტელეფონი გათიშა, იქვე მდგარ ზაურის დაემშვიდობა და წავიდა, მაგრამ რამდენიმე წუთში ტელეფონზე ისევ ზაურის ნომერი დაფიქსირდა და თქვა. -უკვე ვერ ვიტან ამ მამაკაცს. -გისმენთ ბ-ნო ზაურ. -გადავხედე ბინებს, მაქვს ერთი სახლი ქალაქთან ახლოს და ვფიქრობ მოგეწონებათ. -მადლობა უკვე გადავიფიქრე სახლის ქირაობა და სასტუმრო დავჯავშნე. -გასაგებია, მაგრამ გავკადნიერდები და გეტყვით როგორც გავიგე მარტო ხართ, საღამოს რომ ვახშამზე დაგპატიჟოთ...... -მადლობა, უკვე დაგასწრეს მეგობრებთან ერთად გავდივარ.უთხრა და ტელეფონი გაუთიშა უკვე მომაბეზრებელ მამაკაცს, შემდეგ ტელეფონს ხმა გაუთიშა და გვერძე გადადო, მაგრამ ეკრანმა გაანათა და ამჯერად სახე გაეხსნა ბედნიერმა უპასუხა მოულოდნელ ზარს. -გისმენ ჩემო გულის გულო, ისევ ბრაზობ? -დიახ რომ გაბრაზებული ვარ, სად ხარ ეს დღეები. -გადატვირთული დღეები მქონდა და ახლა შენთან მოვდივარ, მინდა დღევანდელი დღე ერთად გავატაროთ. -მართლა ჩემთან მოდიხარ თუ რომ შეგირიგდე იმიტომ ამბობ. -ელენე გაემზადე, მზად დამხვდი დღეს შენთან ერთად უნდა გადავირიო. -უკვე ვემზადები და გელოდები. ღიმილით გათიშა ტელეფონი და გეგმების შეცვლასთან ერთად გზის მიმართულებაც შეცვალა და ერთ საათში უკვე მეგობრის ბინასთან იყო, რომელმაც თითქმის ერთი საათი ალოდინა გარეთ და როგორც იქნა დაინახა მისკენ ღიმილით მომავალი მეგობარი და მისმა გულიანმა გაცინებამ, სიბრაზეც კი გადაავიწყა. -ჩემი გული როგორ მომენტრე. -დაგვიანებისთვის და თან ტყუილისთვის ჯარიმას გადაიხდი. -ტყუილისთვის, რა მოგატყუილე ისევ მაბრაზებ ლარა. -ერთი საათია გელოდები ელენე და შენ კი მითხარი უკვე გამოვდივარო. -ლარა ის წუთი აბანოდან გამოვედი და სველი თმით წამოვსულიყავი? ისევ გულიანად გაიცინა ელენემ და ლარას შეხედა. -სად მივდივართ არ მეტყვი? -არა, დღეს სადაც წავალ იქ წამოხვალ შენც. -სამსახურშიც? -სამსახურიდან დღეს ვისვენებ და ჯანდაბამდეც რომ წავიდე უხმოდ გამომყვები. -ორი დღე ისვენებ? -ჩემი ნებაა რამდენ დღეს დავისვენებ, მაგრამ ეს ორი დღე მართლა მჭირდება ძალიან გადავიღალე ელო. -მაშ ეს დღე ჩვენია, ჩვენი გადარევის? -ჩვენია და დიდი ხანია ასე ერთად არ გავსულვართ, დღეს კი უნდა დავლიოთ. -დავლიოთ, გადავირიოთ და იქნებ ვინმეც დავითრიოთ. თქვა და ისევ გულიანად გადაიკისკისა. ერთად შემოიარეს საყვარელი ადგილები მეგობრებმა, კარგად დაღლილებმა ისადილს კიდეც ერთად და საუბარში დროც გავიდა უკვე კარგად დაღამებული იყო ელენე ბინასთან რომ მიიყვანა. -არ შემოხვალ ხვალ თუ არ მუშაობ? -არა, ჩემს ბალიშზე მინდა დავიძინო. უთხრა და მეგობარს დაემშვიდობა, ელენე ღიღინებდა მისთვის კმაყოფილი მეგობართან ყოფნის ბედნიერებით, მაგრამ კარი ღიად დახვდა და შეკრთა და შეეშინდა, მაგრამ ოდნავ შეაღო და გაშეშდა, ნაცნობი სურნელი იგრძნო და მამაკაცის ოდნავ მკაცრმა ხმამ გამოაფხიზლა. -შენ რა ნასვამი ხარ? -ნასვამი ვარ, მაგრამ არა მთვრალი. -სულაც არა, შემოდი სახლში საათს ხედავ რა დრო არის და შენ ამ დროს მოდი სახლში. -მერე შენ რა გადარდებს ჩემი სახლში არ დახვედრა თუ ჩემი სიმთვრალე. -მომისმინე, ამიერიდან მხოლოდ მე და შენ ვართ, მხოლოდ მე და შენ ელენე. -ხუთი წელია მაგ სიტყვებს მეუბნები, მიდიხარ და გელოდები, გელოდები და შენ როცა იქ შენს მეორე სამყაროში გაბრაზდები ჩემთან მორბიხარ, რადგან ჩემთან გაქვს თავშესაფარი და მეუბნები რომ დაბრუნდი. დაბრუნდი რომ გიყვარვარ, მაგრამ არა ძვირფასო გინდა დრომ გაიაროს რომ სიბრაზემ გადაგიაროს ისევ დაბრუნდე უკან დამშვიდებული იქ სადაც შენი გულის, სულის და სხეულის ნაწილები გყავს. წადი, კარი გააღე და წადი.გთხოვ წადი და როგორმე გავუძლებ შენგან დამცირებას,ტყუილს და სიყვარულსაც, შევეცდები რომ გულიდან ამოგიგლიჯო და დაგივიწყო. -სად მიშვრებ ხომ წავედი, მაგრამ ვერ დაგივიწყე. შევეცადე, გეფიცები შევეცადე, მაგრამ ვერ შევძელი...... -მაგრამ როდემდე გინდა ასე გაგრძელდეს, ხომ უნდა დაასრულო ოდესღაც ან აქ იყო ან იქ ან ჩემგან რა გინდა, რატომ არიე ჩემი ცხოვრება.ტყუილით შემოდი ჩემს ცხოვრებაში, ტყუილი მითხარი რომ არავინ გყავდა, მაგრამ წლების შემდეგ ვგებულობ რომ ოჯახი გყავს და სიყვარულს მიმტკიცებ.მე რატომ, მე რატომ, მე რატომ ამირიე გონება. თავი შემაყვარე და ეს წლები მხოლოდ შენთვის ვცოცხლობდი და ვსუნთქავდი, ყველაფერი მოგეცი რაც კი ღირებული მქონდა შენ კი უღირსად მომექეცი. -დამშვიდდი და რომ დამშვიდდე მე წავალ, ფიქრისთვის რომ დრო გქონდეს. -ახლაც გინდა გაიქცე,ზურგი მაქციო და წახვიდე ჰოდა წადი,წადიიიიი.უყვარდა, სიგიჟემდე უყვარდა, მაგრამ ახლა იდგა საყვარელი მამაკაცის წინ ჩამქრალი,გადაღლილი და უსიცოცხლო თვალებით გახუნებული და ფერდაკარგული. თავადაც ნანერვიულები შეშუპებული თვალებით უყურებდა მის წინ ცრემლებამდე მისულ ქალს და ვერ ეხებოდა რომ დაემშვიდებინა. -არაა ადვილი, ვიცი გაბრაზებული ხარ და როცა დამშვიდდები ვილაპარაკოთ. გულმოწურული წავიდა, იმ დღეს წავიდა და საბოლოოდ წავიდა.დარჩა დაღლილი და ემოცია დაცლილი, სულერთია თვალების გამომეტყველებით, მაგრამ მის თვალს ცრემლი არ დადენია შეინარჩუნა სიმშვიდე და მის გარეშე ნელი ტემპით გაუყვა ცხოვრების გზას, გზას სადაც გაიარა უამრავი დაბრკოლება,ტკივილი, დამცირება. იდგა და სხვა გზა არ ჰქონდა უნდა შეგუებოდა იმას რაც მოუტანა მისმა დაშვებულმა ცხოვრებამ.შეეცადა ცხოვრების თავიდან დაწყებას, შეეცადა ისევ შეეყვარა, მაგრამ ნდობა, ნდობა აღარ იყო მამაკაცების მიმართ და სიყვარული რომელიც ჰქონდა მასშივე ჩაკლა.სიჩუმე კარზე ზარის ხმამ დაარღვია, ჯერ თვალები გაუნათდა და სიხარულით აღფრთოვანებულმა თქვა. -არჩევანი გააკეთა, დაბრუნდა ის ისევ დაბრუნდა. თქვა და თვალებში სხივი ჩაუქრა, ადგილიდან ვერ დაიძრა და ჩურჩულით თქვა. -წადი, წადი უნდა წახვიდე იქ სადაც შენი სამყარო არის.არ გააღო კარი, მაგრამ ზარი არ გაჩერდა,კართან მივიდა და გაბრაზებულმა დაუყვირა. -წადი, წადი, წადიიიიიიი. შემდეგ იქვე ჩაიკეცა, მიუხედავად იმისა არ უნდოდა ეტირა ვერ შეიმაგრა თავი და ხმით ატირდა კარზე კი ზარი არ წყდებოდა. -კარი გააღე, ელენე კარი გააღე.გაოცებული წამოდგა ფეხზე და კარი გააღო მის წინ ლარა იდგა და მეგობარს უყურებდა შეშინებული. -რა გჭირს, რა მოხდა. -არაფერი, კარგად ვარ. -მარტო ხარ? -მე სულ მარტო ვარ მეგობარო. -რას ამბობ, სად არის ვახო. -ვახო სად არის, არ არის ვახო წავიდა. -არ მჯერა, თქვენი სიყვარული ხომ...... -არც არასოდეს ვყვარებივარ, ლარა სიყვარული არ ყოფილა მყარი და არც წრფელი მისგან.კონიაკის ბოთლი აიღო და აკანკალებული ხელით დაასხა ჭიქაში ყავისფერი სითხე, ლარამ შეხედა ელენეს და მკაცრად უთხრა. -ელენე დადგი ჭიქა, რაც არ უნდა შეგემთხვეს ცხოვრებაში არასოდეს არ მიეძალო სასმელს. შენ ძლიერი ხარ და ცხოვრება წინ გაქვს წავიდა და წავიდეს,ბედნიერი დღეები წინ გაქვს. შემომხედე, მთელი ცხოვრება წინ გაქვს საყვარელო, თავი ასწიე და ისე გაიარე. -დასრულდა, დღეს ყველაფერი დასრულდა.ისევ ცრემლი ჩაუდგა თვალებში და ვეღარ შეაჩერა, ვერ შეძლო.ცრემლმა სახეზე ჩამოიღვენთა როგორც სანთელი და თავისივე ხელები შემოხვია მის მილეულ, ათრთოლებულ და გაფერმკრთალებულ სხეულს. -ჯერ კიდევ აქ არის, ვგრძნობ როგორ ჩასახლდა და ჩაიკარგა ჩემში.მე კი უძლური ვარ გრძნობას ჩემსას ვერ დავემალე, მაგრამ არ მინდა გავაუფასურო ჩემში დარჩენილი ჩემი სიამაყე.უნდა გავდევნო, უნდა უარვყო მასზე ყველა ფიქრი რომელიც დაილექა ჩემი გონების სიღრმეში. -მეგობარო გაგიჭირდება დაივიწყო, რადგან შენში შენი გარდასული დღეების სურნელია ჩაღვრილი, მაგრამ უნდა შეძლო. არც უყურებდა მეგობარს, თვალები დახუჭა და ისევ მასზე ფიქრობდა. -ელენე..... -დამშვიდდი კარგად ვარ და უნდა დავისვენო, დავიძინო. -აქ ვიქნები შენთან ერთად, შენს სუნთქვას უდარაჯებ. -არსად არ გავიქცევი, მარტო მინდა ვიყო და დამტოვე ლარა გთხოვ. -კარგი დაგტოვებ, მაგრამ რომ დაგირეკო მიპასუხე.ვერ დაისვენა, ტელეფონის ზარს ელოდა ელენესგან და არ უნდოდა დაძინებოდა ამიტომ კლინიკაში წავიდა, მიშოს გაუკვირდა მისი დანახვა და გაგკვირვებულმა უთხრა. -რატომ მოდი, გადაიფიქრე წასვლა? -სხვა დროს წავალ... უთხრა მოკლედ და დილამდე მიშოს გვერდით იყო, დილით დაღლილი თვალები მიანათა მიშოს და მიშომ უთხრა. -გინდა გაგიყვანო, არ გამოიყურები კარგად. -შენ ხომ მორიგე ხარ. -მორიგე ვარ, მაგრამ ასეთ მდგომარეობაში როგორც შენ ხარ მანქანას ვერ მართავ და წაგიყვან, ლარა უარის თქმას აზრი არ აქვს. -კარგი გავიდეთ და მალე დაბრუნდები.ორივე ჩუმად მიდიოდა და ლარა ბინასთან მიიყვანა, მოულოდნელად მიშომ ფეხზე დაადო ხელი ლარას და თვალებში ჩახედა, ლარამ ჯერ მის ხელს დახედა შემდეგ მიშოს შეხედა და უთხრა. -რას აკეთებ...... -ლარა კარგად ხვდები რომ შენზე გულგრილი არ ვარ და არც შენ ხარ გულგრილი ჩემს მიმართ..... -ხელი გაწიე და კარი გააღე მიშო. -ვილაპარაკოთ, უნდა მითხრა რა გჭირს. -არ ვარ ვალდებული შენ გითხრა რა მჭირს, ამიტომ ნუ დამელოდები შენი გზით წადი.მე ჩემი გზა მაქვს რომელიც მარტომ უნდა გავიარო, არავინ არ მჭირდება გვერდით მხოლოდ დემეტრეს დაბრუნებას ველოდები. -ლარა..... -უნდა წავიდე, სხვა დროს იყოს როცა ორივეს უფრო მეტი თავისუფალი დრო გვექნება. თქვა და მანქანიდან გადავიდა, მიდიოდა ლარა და უყურებდა მიშო მის ბოლო დროინდელ შეცვლას, ხვდებოდა რომ ლარას რაღაც უჭირდა და ეს რაღაც იყო ძალიან სერიოზული რომელსაც ლარა ვერ ამბობდა. ლარა კი სახლში შევიდა, შხაპი მიიღო დაღლილმა და ტელეფონის ხმა გაიგონა, უცხო ნომერი იყო და უპასუხა. -გისმენთ.სიჩუმე და არავინ არაფერს ამბობს. -გისმენთ, ვინ ხართ. ისევ სიჩუმე და მოულოდნელად გაიგონა მამაკაცის ხვნეშის ხმა, ის ხშირად სუნთქავდა. -ვინ ხართ....... -ჩუმად იყავი შენზე ვფიქრობ და თან ჩემს ფიქრებში მყევხარ ისე როგორც მე მინდა მყავდე სრულიად შიშველი და აღზნებული. -ვინ ხარ არაკაცო..... -იცი რა მიზიდავს შენში? -რა გინდა, რა გიზიდავს. -შენი სიჩუმე და შენი უთქმელი ვნება. -ავადმყოფი ხარ. თქვა და ტელეფონი გათიშა, მაგრამ ისევ ზარია და ისევ უცხო ნომერია. -რა გინდა ნუ გამხდი იძულებულს პოლიციას მივმართო. -არ გააკეთებ, რადგან შენს ვნებიან ვიდეოს ყველა საახლობლო ნახავს თუ არ შემხვდები. -ნუ დამელოდები,არ ვიცი ვინ ხარ და არც არასოდეს არ შეგხვდები. ტელეფონი მოისროლა და გაბრაზებული გავიდა სახლიდან, მიდიოდა და ხვდებოდა რომ უკან ვიღაც მიყვებოდა ამიტომ უმისამართოდ იარა და ბოლოს ისევ მეგობართან მივიდა. -ლარა, რა გჭირს მეგობარო ფერმკრთალი ხარ. -რაღაც უცნაური ხდება ჩემს თავს ვიღაც მითვალთვალებს, დღეს დილიდან შევამჩნიე. -მოგეჩვენა ნამდვილად, გინდა წავიდეთ გავერთოთ? -არ მაქვს ხასიათი ელო არ მინდა. -კარგი, მაგრამ დამშვიდდი და თუ მართლა ვინმე აგედევნა გავიგებთ ვინ არის.რამდენიმე დღე არეული და დაბნეული დადიოდა ტელეფონზე კი უსიამოვნო ზარები არ წყდებოდა და ყველას ეჭვის თვალით უყურებდა. ისევ ის უცნაური ზარი და ისევ ის უცხო ნომერი, რომელსაც გაბრაზებულმა უპასუხა. -რა გინდა ბოლო ბოლო თქვი და დაასრულე ან ვინ ხარ. -ვიცი რა რთულია თავმოყვარეობის შელახვა, მაგრამ ერთი ღამე მინდა სიჩუმის სანაცვლოდ. -მითხარი ვინ ხარ და რატომ მაწამებ, რატომ მირევ ცხოვრებას. -ვერ გაიგებ ვინ ვარ თუ არ შემხვდები. -არც იოცნებო ჩემთან შეხვედრაზე..... -თუ შეხვედრა არ გინდა და ერთ ღამეს გაურბიხარ 20 000$ სიჩუმის სანაცვლოდ, კარგად დაფიქრდი ისევ დაგირეკავ. ფიქრობდა, ფიქრობდა და დემეტრეს ნომერი აკრიბა, მაგრამ ნომერი გათიშული იყო ვერ დაუკავშირდა. უკვე რამდენიმე თვე იყო დემეტრეს ვერ უკავშირდებოდა და ვერც ვერავის გაანდობდა ამ საიდუმლოს ამიტომ გადაწყვეტილება მიიღო გადაეხადა თანხა რამდენსაც ითხოვდა უცნობი. რამდენიმე დღე ისევ ლოდინი მოუწია, თანხა ხელში ჰქონდა და როგორც იქნა ზარი განმეორდა იცოდა უკვე ვინც იყო ზარის უკან და პირდაპირ უთხრა. -სად და როდის.... -დღეს მოხდება შეხვედრა ღამის 11სთ-ი, მისამართს მოგწერ. მისამართი მიიღო და სახლიდან გავიდა, ერთ საათში მივიდა მისამართზე სადაც გზაზე გაჩერდა ირგვლივ დასახლებული პუნქტი იყო და არ შეშინებია განათებულ ადგილზე იდგა და ელოდა, მაგრამ ვიღაცამ უკნიდან მოხვია ხელები და განძრევის საშუალება არ მისცა. -რას აკეებ, თანხა აიღე და ჩანაწერი მომეცი. -აქ რომ მოდიოდი რას ფიქრობდი, მოგცემდი ჩანაწერს და წახვიდოდი? უხეშად კრა ხელი და მანქანაზე გადააწვინა, შარვალი ჩაუწია და ტრუსი შემოაგლიჯა ტანზე და მისი გიჯური შეძახილები ღამის სიბნელეში ზარივით ისმოდა, მანქანები მიჰქროდნენ გზაზე და გამბული სიგნალით ტოვებდა ადგილს ვნებაში ჩაძირული მამაკაცი კი თავის თავის დაკმაყოფილებას და ვნების ჩაცხრომაზე ფიქრობდა ქალი კი ცრემლად იღვრებოდა.უცნობმა სხეულის კანკალით დაასრულა მისი საქმე და ატირებულ ქალს ჩურჩულით უთხრა. -ასეთი სიამოვნება არასოდეს მიმიღია.ქალი ნელა ნელა წელში გასწორდა, უნდოდა შებრუნებულიყო დაენახა ვინ იდგა მის უკან და ვინ იყო მისი სხეულის პარტნიორი მისი თანხმობის გარეშე, მაგრამ მამაკაცმა არ მისცა ნება შემობრუნების ჩანთა აიღო რომელშიდაც მისი დასახელებული თანხა იდო ფლეშკა დადო და წავიდა, ლარამ მოასწრო და შეხედა, მაგრამ სახეზე საშინელი ნიღაბი ეკეთა და ვერ დაინახა ვინ იყო ნიღბის ქვეშ. -ვინ ხარ, ვინ ხარ, ვინ ხარ.ისტერიკული ტირილი აუვარდა და იქვე ჩაიკეცა, მამაკაცმა კი ისევ ტელეფონზე დაურეკა და უთხრა. -კიდევ ორი მაქვს ასეთი ფლეშკა ვნებიანო, სიგიჟემდე მაღზნებ და ისევ შევხვდებით ერთმანეთს. არასოდეს განმიცდია უქალობა, მაგრამ შენ სულ სხვა ხარ, განსხვავებული და განსაკუთრებული. ლარა ზარებს აღარ პასუხობდა, ბოლოს შეტყობინება მიიღო. -გელოდები იგივე ადგილას, იგივე საათზე სადაც იმ დღეს და დღეს საღამოს იგივე ფლეშკას მიიღებ. არსად არ წასულა და ერთი თვე გავიდა არავის შეუწუხებია ზარით, თითქოს გადაავიწყდა კიდეც უცნობის არსებობა. გვიანი ღამე არის ქალაქს ღამის ციმციმა ნათურები ანათებს, დაგვიანებული მგზავრები სახლისკენ იჩქარის და თავად ვერანდაზე დგას ფიქრებით დატვირთულმა ღრმად ჩაისუნთქა ჟანგბადი და სახლში შევიდა, ვიტრინა გამოაღო მაღალყელიანი ჭიქა გამოიღო და წითელი ღვინით აავსო, რამდენჯერმე მოსვა ყლუპ-ყლუპად და ტელეფონზე ზარია. მაგიდაზე დაყრილ ფურცლებს გადახედა, შემდეგ ხელი აურია და ტელეფონს ხმა გაუთიშა, მაგრამ კარზე ზარის ხმა გაისმა არავის ელოდა ამიტომ გაოგნებულმა ჯერ საათს შეხედა და შემდეგ კართან მივიდა და გააღო, გაოცებული უყურებდა კარში მდგარ მომღიმარ მამაკაცს. -ბ-ნო ზაურ აქ რას აკეთებთ ამ დროს. ზაურიმ ხელი მაღლა ასწია და ღიმილით უთხრა. -ვერ დავიძინე, ღვინო მქონდა სახლში და შენთან წამოვედი ერთად მივირთვათ და ვისაუბროთ. -როდის მერე ვართ მეგობრები მე რომ თქვენთან ერთად დავჯდე და ღვინო დავლიო, გთხოვთ მშვიდად დამტოვოთ. -მომისმინე, ძალიან ბევრს კარგავ იცოდე ლამაზო. -არაფერს არ ვკარგავ და გთხოვთ მიბრძანდით. -საჭირო ადამიანი ვარ, შემომხედე.... -არა, არ გესმით სიტყვა არა. -თქვენი სირცხვილია კართან რომ ვდგევარ ბოთლით ხელში და ასე ვსაუბრობთ. -ასეთ დროს სტუმრებს არ ვიღებ, მიბრძანდით. -საათები უნდა დანიშნოთ სტუმრის მიღებაზე? -სხვაგვარად როგორ აგიხსნათ რომ არ მინდა თქვენთან არანაირი ურთიერთობა მქონდეს. -მე კი მინდა სულ ერთად ვიყოთ..... -ნუ გამხდით იძულებულს პოლიციას გამოვუძახო, საიდან გაიგეთ სად ვცხოვრობ. -ვინც ეძებს ის პოულობს კიდეც და ისიც ვიცი რომ ქმარი არ გყავს, თავისუფალი ქალი ხართ და შეგიძლიათ რაც გინდათ ის გააკეთოთ.ლარამ კარი მიხურა, მაგრამ ვერ მოასწრო დაკეტვა მამაკაცმა ფეხი კრა ძლიერად კარებს და სახლში შევიდა. იდგა და უყურებდა დაუპატიჟებელ სტუმარს და ვერ ამოეხსნა რა მიზნით იყო მისული ზაური მასთან, ამიტომ გაკვირვებულმა უთხრა. -ვერ გავიგე რა გინდათ ან რას ეძებთ და როგორც ვიცი არანაირი შანსი არ მომიცია თქვენთვის აქ მოსულიყავით ასე თამამად, ამიტომ გთხოვთ დამტოვოთ. -დიდი ბინა გაქვთ და მარტო ცხოვრობთ, დემეტრემ გიყიდათ? -დემეტრეს საიდან იცნობთ. -ჩემი მეგობარია, ჯარში ვიყავით ერთად და ჯარის დასრულებისთანავე დაქორწინდა -დაქორწინდა, თქვენ სცდებით დემეტრე არ არის დაქორწინებული. -დემეტრეს ოჯახი ყავს და ეს შენ არ იცი, მხოლოდ გქონდათ ურთიერთობა.... -დემეტრესთან რა მქონდა ეს ჩვენი პირადულია თქვენ არ გეხებათ, მაგრამ რაც მქონდა დასრულდა. -როგორც ვიცი დემეტრეს თქმით ბედნიერები იყავით. -ვიყავით, მაგრამ ბედნიერებაც დასრულდა. -დემეტრეს წასვლის შემდეგ მარტო ხარ, არ გიჭირს მარტო რომ ხარ ამხელა სახლში? -თქვით რა გინდათ, რისთვის მოდით ჩემთან კითხვები დამისვათ ჩემს პირადულ ცხოვრებაზე? ზაურიმ შეხედა ლარას და ირონიულად უთხრა. -გინდა პირდაპირ გითხრა რადგან ვერ ხვდები? ზაურიმ კარისკენ წავიდა და ლარამ იფიქრა მიდისო და შვებით ამოისუნთქა,მაგრამ მან კარი შიგნიდან გადაკეტა და ლარას მიუბრუნდა, ლარამ უკან უკან დაიხია და ტელეფონი აიღო არ დაკვირვებია ვისი ნომერი იყო და დარეკა, მაგრამ ზაურიმ ხელიდან ააცალა და ორივე ხელებით დაიჭირა. -გამიშვი, ხელი გამიშვი ცხოველო. -როგორ შეგიძლია კაცის გარეშე იცხოვრო, მოდი გაჩვენო ნამდვილი მამაკაცის გემო. ლარა ხელიდან დაუსხლტდა და ფანჯარასთან მივიდა უნდოდა გაეღო და დაეყვირა, მაგრამ ზაურის ძლიერმა ხელებმა იატაკზე დააგდო ტანისამოსი შემოახია რაც კი ეცვა და მისი თხოვნის, ცრემლების, მუდარის მიუხედავად მისი სურვილი აისრულა. -გაჩერდი, გაჩერდი გთხოვ.... -ძალადობა მოგწონს, აი მიიღე. ზაურის ხელზე უკბინა და მან ძლიერი ტკივილისგან ძლიერად დაარტყა ლარას და დარტყმა იმდენად ძლიერი იყო ლარასთვის გაითიშა , ზაურიმ კი დრო იპოვა და როგორც უნდოდა ისე გააკეთა ყველაფერი. -ასე მოგწონს, ასე გინდა, ჰოდა უკეთესია ჩუმად რომ ხარ ხელს არ მიშლი. სრულიად წყვდიადში იყო და თითქოს მის სხეულს მხეცები ჯიჯგნიდნენ, სხეულის ტკივილს ვერ გრძნობდა სული ტკიოდა და ტკიოდა გული. რამოდენიმე საათი ეგდო ძირს მოკუნტული და ტირილისგან დაოსებული,ტელეფონის ხმა შემოესმა ტკივილისგან ვერ მივიდა ტელეფონამდე, მაგრამ ტელეფონი არ ჩერდებოდა და როგორც იქნა აიღო ტელეფონი დემეტრეს ნომერი დაინახა და თვალები გაუფართოვდა, დემეტრეს რამოდენიმეჯერ დაურეკავს, მაგრამ არაფლის თავი არ ჰქონდა და ვერ უპასუხა ტელეფონი იქვე მიაგდო და თავად დივანზე დაწვა. ჩასძინებოდა ტირილში, რომ ხელის შეხება იგრძნო და ფეხზე წამოვარდა ყვირილით. -ისევ აქ ხარ, ისევ მოხვედი...... -ჩუუუუუ, ლარა მე ვარ რა გჭირს გუშინ დამირეკე და გვიან ვნახე, მე რომ გირეკავდი აღარ მიპასუხე აღარც წამოვედი ვიფიქრე გძინავდა. -შენ, შენ, შენ ხარ დემეტრე.... -რა გჭირს, ლარა რა გემართება ასე რამ ან ვინ შეგაშინა. -აქ იყო, აქ მოვიდა, მითხრა რომ მეგობარია შენი და ჯარში ერთად იყავით. -ვინ იყო, ჩემი სახელით ვინ მოვიდა ან კარი რატომ გაუღე როცა არ იცი ვინ არის ლარა. -კარი გავაღე, მაგრამ ბოლომდე არ გამიღია ჯაჭვი არ ჩამომიხსნია, მან ძალა იხმარა ფეხით შემოგლიჯა კარი და შემოვიდა. გესმის დემეტრე მან ჩემზე ძალა იხმარა, სახლში შემომივარდა და გამაუპატიურა. -რას ამბობ, გაგაუპატიურა..... -როგორ ფიქრობ, ჩემი ნებით რომ მომხდარიყო იმ დროს საშველად შენს ნომერს ავკრიბავდი და დაგირეკავდი? -ადექი..... -რატომ, რა ჩაიფიქრე. -ადექი და პოლიციაში წავიდეთ ან დავრეკავ და აქ მოვლიან ლარა.... -წადი, შეს გამო მოხდა ეს ყველაფერი და რა გინდათ ჩემგან, რის მიღწევას ცდილობთ. -მომისმინე, ლარა თუ ეს ყველაფერი მოხდა..... -რას ამბობ თუ, თუ, თუ მოხდა? -ლარა..... -ეს შენს გამო მოხდა, შენს გამო. შენ ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენე, ახლა რა გინდა კიდევ რას უნდა ველოდო. -ლარა გთხოვ დამშვიდდე და მშვიდად ვისაუბროთ. -დემეტრე გთხოვ წადი, წადი და შენს ოჯახს მიხედე. გთხოვ მარტო დამტოვე ჩემს ტკივილთან, ჩემს სიმარტოვესთან.ეს თვეები ხომ მარტო ვიყავი ახლაც დამტოვე, დემეტრე დამტოვე ყველამ დამტოვეთ.უეცრად გაუჩინარდი და რატომ, რა გინდოდა ან როცა მოდი სიყვარულს მეფიცებოდი რატომ გაუჩინარდი.გაქრი, წახვედი ამრიე და დამტოვე ცხოვრება არეული. ლარა ტიროდა ხმით და დემეტრე ჩუმად იდგა დააცადა დაცლილიყო და უთხრა. -დამშვიდდი, გთხოვ დამშვიდდი სიმართლეს გეტყვი ჩემი გაუჩინარების მიზეზი 10 თვიანი ციხე იყო ლარა და აქამდე ჩემი უდანაშაულობის დამტკიცებას ველოდი. -რა თქვი..... -ვიჯექი ლარა და არ გითხარი, რადგან არ მინდოდა გენერვიულა ამიტომ არ იცოდი არაფერი. -ეს როგორ დემეტრე.... -ჩემს დარბაზში უეცრად გოგონა დაიღუპა, ჩემი სიმართლის დამტკიცებაში დრო გავიდა წერილი მოგწერე რომ მივხვდი დააგვიანდებოდა სიმართლის დადგენას და ამიტომ მოგწერე ტელეფონი სახელად მაქვსთქო. -გამოდის ოჯახი არ გყავს ანუ არ ხარ დაქორწინებული. -არა, არა, არა და მან მოგატყუა რომ დაქორწინებული ვარ რომ მიცნობს და მეგობრები ვართ. სულ ორი დღეა რაც გარეთ ვარ, ჯოჯოხეთი იყო ეს დრო ჩემთვის უშენოდ, მაგრამ ვერ მოვედი შენამდე ეს ორი დღე საქმეებზე დავრბოდი სამსახურში თავი აღვიდგინე. -მახსოვს თვეების წინ ჩემთან ორი უცნობი მოვიდა და შენზე მკითხეს, მეც უთხარი მათ რომ ტრეინერი ხარ და საუკეთესო. -ჩემი მეგობრები იყვნენ, მოვიდნენ გაეგოთ თუ იცოდი რამე და მითხრეს რომ აზრზე არ იყავი რაც მოხდა, ისე ჩაჩუმდა ეს საქმე არ გამჟღავნებულა. -გასაგებია, შემოვიდა ჩემთან რომ ვითომ შენ გიცნობდა. -ასეა, ტყუილით გამოგიჭედა თავი. დემეტრე უყურებდა ლარას და ხვდებოდა რა მძიმე წუთები გაიარა, ახლოს მივიდა და ლარამ უთხრა. -ცუდად ვარ, ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს. -უნდა დამშვიდდე, მომისმინე ვერავინ გაიგებს აქ რაც მოხდა ეს მხოლოდ ჩვენ ვიცით, მაგრამ ჩემი აზრით უკეთესია თუ გააცხადებ და პასუხს აგებს ის . -არა, არა, არა რომ გავაცხადო ყველა გაიგებს, ამას კი ვერ გავუძლებ დემეტრე და ვერ ავიტან.ცრემლი გაუშრა ტირილისგან დემეტრემ ხელი მოხვია და გულზე ყავდა აკრული, ლარამ შეხედა და უთხრა. -დემეტრე რას ფიქრობ. -შენ დამშვიდდი, იქნებ შეძლო და დაიძინო, მაგრამ სააბაზანოში შეგიყვან. თავისი ხელით წამოაყენა და სააბაზანოში შეიყვანა თავისივე ხელით დაბანა და ჩააწვინა, დამამშვიდებელიც მისცა და ჩაწყნარდა, თრთოდა ძილში მაგრამ ჩაეძინა.დემეტრემ არეულ დარეული სახლი მიალაგა და ყველაფერი დაწმინდა დრო და დრო ლარას დახედავდა, ორი საათი მშვიდად ეძინა და დამძიმებული თავით გაიღვიძა დემეტრე იქვე საწოლთან მდგარ სავარძელში იჯდა, შეხედა გაღვიძებულ ლარას და უთხრა. -მალე გაიღვიძე, მაგრამ დამშვიდეული სახე გაქვს. -მშვიდად ვარ რადგან შენ ხარ აქ და უკეთესადაც ვარ, მაგრამ თავი მტკივა. -ესეც გაივლის და დაგავიწყდება ყველაფერი. ლარამ შეშინებულმა შეხედა დემეტრეს და უთხრა. -დემეტრე ისევ რომ მოვიდეს? -ვერ მოვა, რადგან ამიერიდან მარტო არ ხარ მეც აქ ვარ შენთან ერთად. -აღარ წახვალ და აღარ დამტოვებ? -არსად არ წავალ აქ ვიქნები და მაპატიე რომ ეს ტკივილი გადაიტანე. -მეშინია, მაინც მეშინია რომ ისევ მოვიდეს. თქვა ლარამ და ცრემლებმა დაუნამა თვალები. -დრო, ჩვენ დრო გვჭირდება საყვარელო. -დრო, დრო, დრო გავიდა დემეტრე და თითქმის დაგივიწყე აღარ გელოდი, არ მინდა ისევ თავიდან დავიწყო და ისევ ტკივილი ვნახო, განვიცადო, ისევ მარტოობასთან ერთად ვიცხოვრო, მეც ადამიანი ვარ, ქალი ვარ, ქალი უიღბლო და შენი სათამაშო. -არა საყვარელო და ეს არასოდეს არ გაიმეორო, არასოდეს მიფიქრია რომ შენ დროებითი ქალი იყავი ჩემთვის. -შენ ისევ წახვალ...... -მიყვარხარ ლარა და ეს ყოველთვის გახსოვდეს. -მეც მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ დემეტრე და ყოველთვის მჯეროდა რომ დაბრუნდებოდი. -მომისმინე, შენ ძლიერი ხარ და არასოდეს დანებდე ვიცი რომ რთული დღე და ღამე იყო შენთვის რაც გამოიარე, არ ვიცით ხვალ შეიძლება კიდევ უარესიც მოხდეს, თუმცა ვიცი და დარწმუნებული ვარ შენ გადალახავ ყველა სირთულეს და მზეც გამოანათებს როგორც შენს სულში ისე შენს გარშემო.ტელეფონის ხმა იყო და დემეტრემ დივნის კიდეში ჩაგდებული ტელეფონი აიღო, დახედა და უთხრა. -საავადმყოფოდან არის ზარი, საჭირო ხარ ლარა ისე არ დაგირეკავდა ამ დროს მიშო. -არ მივდივარ, ძალა არ მაქვს დღეს იქ წავიდე. -მაშინ უპასუხე, რომ თავს ცუდად გრძნობ.ტელეფონი გამოართვა და მიშოს უხალისოდ უპასუხა. -გისმენ მიშო. -ლარა სად ხარ, გვჭირდები საჭირო ხარ და უნდა მოხვიდე. -ცუდად ვარ მიშო ვერ მოვალ. -ლარა სიცოცხლე 15 წლის მოზარდს ეხება და უნდა მოხვიდე. -რა მდგომარეობა არის...... -უბედური შემთხვევაა, საკუთარმა მამამ გაიტანა მანქანით ბავშვი.... -ვფიქრობ რომ შემთხვევით მოხდა... -რა თქმა უნდა შემთხვევით მოხდა, ლარა გელოდებით. -შევეცდები მოვიდე, ვერ დაგპირდები დაზუსტებით..... -მე წაგიყვან, მიდი გაემზადე და წამოსვლის დრო რომ მოვა დამირეკე მე წამოგიყვან სახლში. ლარა ადგა თავი მოიწესრიგა და ერთ საათში საავადმყოფოში იყო, მიშომ შეხედა და გაოცებულმა უთხრა. -ლარა შენ მართლა ავად ხარ? -მიშო არც ხასიათზე ვარ და თავსაც ცუდად ვგრძნობ თუ აქ მხედავ მოვედი იმ ბავშვის გამო მოვედი, როგორ არის. -წამოდი და თავად ნახე.... -გადაღება გაუკეთეთ, შენ პირადად ნახე? -გადაუღეთ და თავი აქვს დარტყმული, ჯერ კიდევ უგონო მდგომარეობაში არის.ლარა დემეტრეს მიუბრუნდა და უთხრა. -დემეტრე არ დამელოდო აქ ვიქნები დილამდე და გულსაც გადავაყოლებ იქნებ შევძლო და დავივიწყო გუშინდელი ღამე. -კარგი აქ დაგტოვებ, მაგრამ თუ დაგჭირდე დამირეკე. -დაგირეკავ, აუცილებლად დაგირეკავ. დემეტრემ შუბლზე აკოცა ლარას და თვალებში ჩახედა. -დარწმუნებული ხარ რომ კარგად იქნები? -აქ დაცული ვარ დემეტრე არ ინერვიულო.უთხრა ჩურჩულით დემეტრეს და იმედი მისცა. -კარგი, მივდივარ და შენს ზარს ველოდები. დემეტრე წავიდა და ლარა მიშოს მიუბრუნდა. -წავიდეთ, ხალათს ჩავიცვამ და პატარა ვნახოთ. ლარა თავის კაბინეტში შევიდა ხალათი საკიდიდან ჩამოიღო და მიშოსთან ერთად დატოვა კაბინეტი,ოთახი სადაც 15 წლის მოზარდი იწვა საზიზღარი სიჩუმე იდგა და სიჩუმეს მხოლოდ აპარატის წრიპინი არღვევდა,ლარა მიუახლოვდა საწოლს დაკვირვებით დააკვირდა პაციენტს ხელში ეჭირა ანალიზის პასუხები და მიშოს მიუბრუნდა. -მიშო შენ რას ფიქრობ რა ვერსია გაქვს.ოთახის კარი გაიღო და ასაკიანი ჭაღარა მამაკაცი შემოვიდა თეთრ ხალათში და ლარას შეხედა -კარგია რომ აქ ხარ, ლარა შენი გადახედვა ჭირდება ყველაფერს და რას გვეტყვი. -კატე არ აქვს გადაღებული აუცილებლად უნდა გადავუღოთ და მუცლის ღრუ უნდა შევამოწმოთ არ მომწონს მუცელი შებერილი აქვს არ გაგვეპაროს ფარული დენა, სხვას შემდეგ მივხედოთ ახლა კი ეს რაც ვთქვი აუცილებლად უნდა გაკეთდეს. ამასთან ერთად ვფიქრობ ოპერაცია არის საჭირო.... -მომისმინე, მარჯვენა ხელის მოტეხილობა არ არის საგანგაშო... -ვიცი ეს საგანგაშო არ არის, თავი მაფიქრებს მიშო და ნუ გავჩერდებით სასწრაფოდ გადაღებაზე გაიყვანეთ, გადაღება გვიჩვენებს რას გავაკეთებთ ზომები დროულად უნდა მივიღოთ დროს ნუ დავკარგავთ.შემდეგ ისევ ქაღალდზე წაიკითხა ხმამაღლა. -ჟორჟოლიანი გიორგი 15 წლის, ელოდება ვინმე? -მამა ელოდება, ჯერ მხოლოდ მამა მოვიდა სასწრაფოსთან ერთად და დედაც მოვა ალბად. -კარგი, გავალ ვნახავ და დაველაპარაკები. თქვა ლარამ და ოთახიდან გავიდა, ხელში ეკავა ანალიზების ფურცლები და მოულოდნელად ყველა ფურცელი ხელიდან გაუვარდა და თვალებგაფართოვებული უყურებდა მის წინ მდგარ ტკივილისგან მოკუნტულ მამაკაცს. ადგილზე გაიყინა, მოძრაობის უნარი დაკარგა უმოქმედოდ იდგა და მოქმედების ნიშან-წყალს ვერცერთი ავლენდა, მაგრამ ლარამ რაღაც არაადამიანური ხმა ამოუშვა ყელიდან და დაიყვირა. -აქ რა გინდა არ გაბედო და არ შემეხო, არ მომიახლოვდე. ზაური გაოცებული უყურებდა, ლარამ კი უკან უკან დაიხია და მიშოს ამოეფარა შეშინებული. -ლარა რა მოხდა შენ ერთიანად კანკალებ, რა დაგემართა. -უთხარი წავიდეს, მიშო ეს ადამიანი აქედან უნდა წავიდეს. -დამშვიდდი რა გჭირს ის ბავშვის მამა არის. -ბავშვის მამა, ის მოზარდი მისი შვილი არის? -გაოცებული უყურებდა თვალცრემლიან და მის წინ მოკუნტულ ზაურის და ის მოულოდნელად ლარას წინ მუხლებზე დადგა. -მაპატიე, გთხოვ მაპატიე და შვილი გადამირჩინე.ლარა კანკალებდა და სტრესში იყო, მიშომ ხელი მოკიდა და გაიყვანა, ზაური კი ჭაღარა ექიმმა წამოაყენა და უთხრა. -დამშვიდდით, არ ვიცი ექიმ ლარას რა შეემთხვა და რატომ ჰქონდა ასეთი რექცია, დამიჯერეთ ის ყველაფერს გააკეთებს ბავშვის გადასარჩენად. -ჩემი შვილი, სად არის ჩემი შვილი სად ჰყავთ უნდა ვნახო. ექიმმა ქალის სასოწარკვეთილი ხმა გაიგონა და ზაურის უთხრა. -თქვენი მეუღლე მოვიდა, უნდა დაელაპარაკოთ და დაამშვიდოთ. -ზაური აქ ხარ, როგორ არის ჩემი შვილი ჩემი გიორგი. ატირებულმა დედამ ექიმს შეხედა და მუდარა ნარევი ხმით უთხრა. -მითხარით, მითხარით ექიმო ჩემი შვილი როგორ არის. -თქვენი შვილი ამ წუთებში უგონოდ არის, მდგომარეობა ძალიან რთულია გაუკეთდა ანალიზები, მაგრამ ყველა ანალიზის პასუხი ხელთ არ გვაქვს. ველოდებით ყველა ანალიზის პასუხს და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას რას და როგორ გავაკეთებთ. სხვა არაფლის თქმა არ შემიძლია, მაგრამ შესაძლებელია ოპერაცია დასჭირდეს, ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. -შვილო, ჩემო ერთადერთო არ მიმატოვო, დედა არ დატოვო მარტო. რამდენიმე საათის ლოდინის შემდეგ ლარას კაბინეტის კარზე ფრთხილი კაკუნი გაისმა და კარიც გაიღო ლარამ შეშინებულმა ფეხზე წამოხტა და ზაური მის წინაშე ისევ მუხლებზე დადგა და უთხრა. -რაც გინდა მიყავი, რაც გინდა გააკეთე გინდა აქვე მომკალი, მხოლოდ შვილი გადამირჩინე. -აქ ისე შემოდი ყოველგვარი ადამიანური გრძნობა დაკარგული გაქვს, თუმცა ცხოველს რა გრძნობა უნდა გქონდეს. ყოველგვარი ენერგია გამომაცალე და ჩემივე თავი შემაზიზღე, ახლავეს გადი ჩემი კაბინეტიდან და დამტოვე. -გთხოვ............ -მარტო დამტოვე.... იკივლა ლარამ და ზაური შეშინებული გავიდა კაბინეტიდან, ლარა უღონოდ დაეცა თავის სავარძელში და კიდევ ერთხელ გამოიტირა თავისი თავი, კარზე ისევ კაკუნი იყო და ცრემლი მოიწმინდა კარი მიშომ შემოაღო და ლარას უყურებდა. -როგორ ხარ, დამშვიდდი? -უკეთ ვარ და მომისმინე, მიშო არ მაინტერესებს ვისი შვილი არის და ვინ არის მამამისი, ანალიზებს გადავხედე და ოპერაცია გარდაუვალია მოამზადეთ პაციენტი ოპერაციისათვის. რამდენიმე მედიკამენტს დაგიწერთ და ეს მედიკამენტი უნდა შეიძინონ აუცილებლად ოპერაციის შემდეგ დაგვჭირდება. -გასაგებია, ლარა შენ დარწმუნებული ხარ რომ შეძლებ ოპერაცია გააკეთო? -გავაკეთებ, ბავშვის მამას ვიცნობ ის ა და არა ადამიანია, მაგრამ ბავშვი 15 წლისაა და არც დამნაშავეა ასეთი უვარგისი და ამაზრზენი მამა რომ ყავს. -საიდან იცნობ.............. -გთხოვ შეკითხვების გარეშე, მიშო რაც აუცილებელი იყო გითხარი ახლა გადი და უთხარი ოპერაცია გაკეთდება და ყველაფერს ვიღონებ ბიჭი გადარჩეს, ეს პრეპარატი კი არ ვიცი სად იშოვის, მაგრამ აუცილებლად მოიტანოს აუცილებლად უნდა იშოვოს ამ პრეპარატს შეუძლია ის შემოაბრუნოს და მისი შვილი გადაარჩინოს. მიშო გავიდა და სასოწარკვეთილ მშობლებს შორიდან შეხედა და ძნელი მისახვედრი არ იყო რომ ისინი კამათობდნენ. -რა გააკეთე, რა ჩაიდინე, შენ თავად დაარტი ჩემს შვილს და რატომ.... -გაჩუმდი, ხმა ჩაიკმინდე და მომისმინე. გაჩუმდა და ცრემლიანი თვალებით შეხედა მის წინ მდგარ გაბრაზებულ ქმარს. -ვერ შევხედე მანქანის უკან იყო ჩაცუცქული და ვერ შევამჩნიე. -შენ გამოგედევნა გიორგი და არ ამბობ სიმართლეს რატომ გამოგედევნა, მაგრამ გაირკვევა ადრე თუ გვიან სიმართლეს გავიგებ და გრცხვენოდეს, გრცხვენოდეს საკუთარი შვილის მკვლელი ხარ, მკვლელი. -ნუ გამაბრაზებ ენა ჩაიგდე.... -დარწმუნებული ვარ ახლაც ქალი გიჯდა გვერდით და გიორგიმ დაგინახა, ამიტომ აგედევნა. გინდა დამალო სიმართლე, მაგრამ ვერ დამალავ გაირკვევა ზაურ სიმართლე. -უკაცრავად, ოპერაციისათვის ვემზადებით და ეს პრეპარატები უნდა შეიძინოთ ოპერაციის შემდეგ აუცილებლად უნდა მიიღოს.ნელიმ ექიმს შეხედა ნამტირალევი თვალებით და რეცი გამოართვა, იქვე მდგარ ზაურის გაუწოდა და უთხრა. -წამლები მოიტანე და შვილი გადაარჩინე, აქ მაინც გამოდექი და იგრძენი დანაშაულის გრძნობა. ზაურიმ შეხედა ნელის და რეცი გამოართვა, რამდენიმე აფთიაქში მივიდა და ყველგან უთხრეს. -ეს ძალიან ძნელად საშოვი პრეპარატია, გაგიჭირდებათ იშოვოთ და თხოვეთ ექიმს შემცვლელი დაგინიშნოთ. ზაურის ოფლმა დაასხა რადგან ვერ შევიდოდა ლარასთან და ვერ ეტყოდა შემცვლელი დამიწერეო, ტელეფონი ამოიღო და ტირილნარევი ხმით უთხრა. -მჭირდები, უნდა შეგხვდე. -სად შემხვდები, შვილი როგორ არის. -რთული მდგომარეობაა, წამალი რომელიც ექიმმა დამიწერა დეფიციტია და ჭირს შოვნა. -მე დაგეხმარები. რამდენიმე წუთში მის წინ იდგა ქერა ქალი და უთხრა. -მაჩვენე რა პრეპარატი არის. ნატამ რეცი გამოართვა და დახედა, წარბი მაღლა აწია და თქვა. -რადგან ეს პრეპარატი გამოწერა მდგომარეობა რთული არის, მაგრამ ვიშოვით, ახლავეს დავრეკავ. -ნატა შვილი გადამირჩინე, შენც მიგიძღვის ბრალი ის ამ მდგომარეობაში რომ არის. -რას ამბობ...... -მომისმინე, არავინ იცის თუ შენ იყავი ჩემს გვერდით იმ დროს და ვერც ვერავინ გაიგებს, მაგრამ შოკში ჩავარდი როცა ჩემი შვილი სისხლში მოსვრილი დავინახე.... -დამშვიდება გინდა, გინდა ერთი საათით განვცალკავდეთ და მოგიხსნა სტრესი სიმშვიდემ დაიდოს ბინა შენს სხეულში. -რას ამბობ ნატა ჩემი შვილი სიკვდილს ებრძვის და შენ სექსზე ფიქრობ? -სექსი ყველაზე კარგია სტრესის მოსახსნელად. -შენ მხოლოდ სექსი, სექსი და სექსი გახსოვს, მიშოვე ეს პრეპარატი თუ შეგიძლია შოვნა რომ მივაწვდინო ექიმს. -ვიშოვი მაგრამ..... -ნუ ამაყვირებ ნატა..... -ზაური ისევ აქ ხარ, პრეპარატი უნდა იყიდო რომელიც ექიმმა დაგიწერა ოპერაცია დასრულდება და პრეპარატი უნდა მიიღოს ორგანიზმმა რას ფიქრობ ან აქ რას ელოდები. ზაურის წინ იდგა ნელი და ეჭვის თვალით შეხედა იქვე მდგარ ქერათმიან ქალს. -ყველა აფთიაქში მითხრეს რომ ეს პრეპარატი დეფიციტია, შევეცდები ვიშოვო.... -არ ვიცი რას იზამ და არც მაინტერესებს,ჩემი შვილი უნდა გადარჩეს და შემდეგ ვისაუბროთ დანარჩენზე როგორ და რატომ მოხდა თუმცა უკვე კარგად ვხვდები რატომაც მოხდა ეს ყველაფერი რაც მოხდა და რატომ იყავი უყურადღებოდ. იცი რა გამიკვირდა, შენ ყოველთვის ფრთხილი მძღოლი ხარ როცა მძღოლობ თუ მე მაჩვენებ თავს,ესეც დასადგენია. წამლები მოიტანე ექიმი გელოდება, უკვე დასრულდება ოპერაციაც. ნელიმ კიდევ ერთხელ შეხედა იქვე მდგარ ნატას და გამგმირავი მზერა ესროლა მიხვდა რომ ეს ქალიც გარეული იყო მისი შვილის ამ მდგომარეობამდე მიყვანაში,კარგად იცოდა რა მექალთანეც იყო ზაური, მაგრამ რამდენად შორს იყო მისი არაკაცობა და არა ადამიანობა ეს უკვე აღარ იცოდა, მიდიოდა და ის მხოლოდ გიორგიზე ფიქრობდა. -ჩემი შვილი გადამირჩინე ღმერთო და ძლიერი ვიქნები, ამიერიდან იქით შევაშინებ.ერთხელ და სამუდამოდ დაუსვამ წერტილს შენთან ერთად ცხოვრებას, ათი წელია ძალიან აიშვი და ყველასთან შენი დაცვა მიწევს, მაგრამ ამოვიდა ყელში შენი უსაქციელო ყოფა, უსაქმურობა და კიდევ მე მირჩევ რა გავაკეთო რომ შენ მოგეწონოს. ნელი უკვე სერიოზულად ფიქრობდა ზაურისთან განქორწინებაზე, ზაურის ტელეფონზე კი დავიწყებული ზარი დაფიქსირდა და გაოცებულმა უპასუხა. -გისმენთ, ეს ნომერი.... -მეგობარო რატომ გაგიკვირდა, მოვდივარ და ძველი საქმე უნდა განვაახლოთ. თანახმა ხარ? -ახლა ისეთ მდგომარეობაში ვარ ბანკის გატანაზეც დაგთანხმდები. -რა გჭირს, ზაურ კარგად ხართ? ზაურიმ მოკლედ უთხრა მეგობარს მისი მდგომარეობა და ისიც მალე მის წინ იდგა, სულ მალე კი ერთ ერთი აფთიაქიდან ხელდამშვენებული გამოვიდა და დიდი სიამაყით დაბრუნდა ნელისთან. -სად გქონდა, მითხრეს რომ ძალიან ძვირიანი პრეპარატია და როგორ იყიდე. -მე ვიყიდე დაო და მინდა ჩვენს გიორგის თაფლად შეერგოს ეს პრეპარატი.ნელი არ იყო ღიმილის ხასიათზე, მაგრამ მის წინ მდგარ მამაკაცს ღიმილით შეხედა. -ემზარი მართლა შენ ხარ, დაბრუნდი? -დავბრუნდი, დავბრუნდი და პირველი თქვენთან მოვედი. -მიხარია, მართლა მიხარია შენი ნახვა. -მითხარი ნელი ბავშვი როგორ არის, რას ამბობს ექიმი.როგორც აფთიაქში მითხრეს ძნელად საშოვი პრეპარატია არის და ვნახოთ ამ პრეპარატის მიღების შემდეგ როგორ იქნება თუ მიიღო ორგანიზმა ეს პრეპარატი ჯერ სინჯი უნდა გაუკეთდეს. -ექიმმაც თქვა რომ რთულია ამ პრეპარატოს შოვნა და ძალიან გამიხარდა რომ იშოვეთ. ზაურიმ ემზარის შეხედა და მიხვდა ემზარი არ უნდა ეთქვა როგორ იშოვეს, ამიტომ მან გამოიყვანა ზაური ნელისთან და უთხრა. -არ ინერვიულო, კიდევ თუ რამე არის მითხარით და ყველაფერს გავაკეთებ ჩვენი ბიჭი რომ კარგად იყოს. -სულზე მოგვისწარი მეგობარო და მადლობა. -სიმართლე უნდა ვთქვა შენთან სალაპარაკოდ ჩამოვედი ზაურ და იმედი მაქვს უარით არ გამიშვებ აქედან. -გისმენ თუ რამე შემიძლია..... -ერთი საქმე არის და სანდო ადამიანი მჭირდება, შენ კარგად მიცნობ ჩემთვის ძალიან რთულია ერთ ადგილზე გაჩერება და ისიც იცი რა ბინძური რამ არის ბიზნესი თუ გვერდში დამიდგები შენც ჭამე და მეც მაჭამე. -მადლობა ძმაო, მაგრამ ჯერ ჩემი გიორგის მდგომარეობა გაუმჯობესდეს და მერე ვილაპარაკოთ დაწვრილებით რა საქმეც არის. -რა თქმა უნდა დაველოდოთ ექიმს და მოვუსმინოთ რას გვეტყვის, მაგრამ გავიდეთ გარეთ და დავილაპარაკოთ ჰაერზე.ზაური და ემზარი საავადმყოფოს ეზოში გავიდნენ ემზარიმ სიგარეტს მოუკიდა მერე ხალხს მოავლო თვალი, ბოლოს ზაურის მიუბრუნდა და უთხრა. -ვინ არის ის ქერა და რა მოხდა. ზაურიმ უთხრა რაც მოხდა და შემდეგ უთხრა. -ემზარი ის ქალი უმდიდრესი ქალია, მისმა ბაბუამ დიდძალი სიმდიდრე ზღვაში შეინახა და ეს სიმდიდრე რამდენიმე მილიარდი ოქროს ზოდები არის. -ამიტომ მომწერე და მითხარი ჩამოდიო ან როგორ უნდა ვიპოვოთ. -უნდა ვეძებოთ, დაახლოებით იცის ადგილი სადაც უნდა იყოს ოქრო. -ესე იგი უნდა ვეძებოთ და თავად რამდენს ითხოვს. -ჯერ ვიპოვოთ და შემდეგ ვიფიქროთ მას რამდენს მივცემთ. -თუ ყველაფერი იცი ჩვენ წავიდეთ, ვფიქრობ ის საჭირო აღარ არის. -ჯერ ვერ მოვტეხავთ გვჭირდება, იყოს ჩვენს გვერდით და ჩვენს სიახლოვეს უფრო იმედიანად ვიქნებით. -იქნებ თამაშობს ზაურ და საქმის დასრულების შემდეგ გაგვყიდოს. -არა, დარწმუნებული ვარ არაფერი არ მოხდება. -გიორგი გამოვიყვანოთ და ერთ დღეს სამივემ დავსხდეთ და დავილაპარაკოთ. -აქედან გავიდეთ მშვიდობით და ასეც მოხდება. გიორგის ოპერაცია გაუკეთდა, კიდევ რამდენიმე დღე მდგომარეობა კრიზისული იყო და ყველა განიცდიდა გიორგის ბედს, მაგრამ არ გაწირა ნელი უფალმა და მის შვილს სიცოცხლე აჩუქა, ექიმის კარგი ყურადღებით და მისი დაუზოგავი შრომით და უძილო ღამეებით გიორგი გონს მოვიდა, დღე და დღე უკეთესად ხდებოდა და მალე ფეხზეც დადგა. საავადმყოფოდან გასვლის დღეს ნელი ლარას კაბინეტში შევიდა და პირადად მოუხადა ექიმს მადლობა, დაემშვიდობა და შვილთან ერთად წავიდა სახლში, ზაური კი მის მერე აღარ გამოჩენილა ის ემზარისთან ერთად აგვარებდა საქმეებს ახალი ბიზნესისთვის როგორც უთხრეს ნელის, მაგრამ აქ იყო შეკრული გუნდი, დიდი ჯგუფი და უკვე ზღვაში იყვნენ გასულები, რომ ერთ დღეს ნატამ კითხვა დაუსვა ზაურის. -საყვარელო ვიპოვეთ ოქრო და მერე რას ვაკეთებთ, მინდა საერთოდ წავიდე და შორს ვიყო ყველასგან. -არ ვფიქრობ რას გავაკეთებ, ვფიქრობ ჯერ ყველაფერი კარგად დასრულდეს ჩვენი წილი ავიღოთ და მერე ვიტყვი სად წავალ და რას გავაკეთებ. -არ მინდა შეცდომა დავუშვათ..... -შენ რას აპირებ, თქვი წასვლა მინდაო და სად გინდა წასვლა რა გეგმები გაქვს. -მინდა სწავლა დავასრულო სულ ცოტა დარჩა და მერე შენთან ერად წავალ შორს სადაც შენ იტყვი. -ყველაფერს როგორ ასწრებ, სწავლობ და აქაც ხარ..... -ვასწრებ, რადგან ცხოვრებაში ყველაფერი უნდა სცადო. ანზორი დაფიქრდა და გონებით ისევ ლარასთან ტრიალებდა, მათ შორის რაც მოხდა უკვე თვეზე მეტი იყო გასული და ლარას უხასიათობა დღითი დღე იზრდებოდა, უხეში გახდა ყველას მიმართ. დრო და დრო დემეტრეს ხვდებოდა და საუბრობდნენ, დემეტრე უყურებდა ლარას სევდიანი თვალებით და მიმქრალი ოცნებებით, თავად გონება აარეული იჯდა დემეტრეს წინ და გაუძნელდა ასეთი დემეტრეს შეხედვა. -გამხდარი ხარ, ბევრს მუშაობ. -შენზე ვფიქრობ, შეგიძლია არ დაიჯერო მაგრამ გრძნობა ისევ ისეთივეა შენს მიმართ ლარა. -ერთი რაღაც მინდა გკითხო და გულწრფელი პასუხი მინდა მოვისმინო შენგან დემეტრე. -რა მოხდა, მკითხე რაც გაინტერესებს და როდის იყო არა გულწფელი ვიყავი შენთან. -რამოდენიმეჯერ უცნაური ზარი განხორცილდა ჩემს ტელეფონში, თითქოს ვიღაც ნაცნობია და ჩემს წინ ნიღაბით დგას. -რას ამბობ, გგონია ამ ნიღბის უკან მე ვდგევარ და ასე ვძალადობ შენზე? შენ ხვდები რომ ძალიან დიდი შეურაცყოფა მომაყენე, თუნდაც იმიტომ რომ ეს გაიფიქრე გულში რომ მე ხომ არ ვარ ის ნიღბიანი ლარა. -არ ვიცი რა ვიფიქრო, არ ვიცი ვის დავადო ხელი და ვინ არის საერთოდ ეს ადამიანი თუ მას ადამიანი შეიძლება უწოდოს ვინმემ. -არ ვიცი ვინ არის და შენგან რა უნდა, მაგრამ ცხოვრებაში იმდენჯერ გაგიცრუვდება იმედი შეიძლება სათვალავიც აგერიოს, მაგრამ არ უნდა მიეცე სასოწარკვეთას და უნდა გაძლიერდე. იმდენჯერ გაგიტყდება გული შენ თავად შეგეშინდება უგულოდ დარჩენის, მაგრამ ამასაც უნდა გაუძლო.ლარა ძალიან, ძალიან ბევრჯერ წაიქცევი და წაქცევისას მუხლებზე იარები დაგაჩნდება, მაგრამ ყოველი წაქცევისას უნდა წამოდგე თავად და დაუხმარებლად. ბევრჯერ გაგყიდის შენი გვერდით მდგომი ისე რომ ვერ გაიგებ დიდ ხანს მის ღალატს, ბევრჯერაც დაგცინებს, ბევრჯერაც დაგამცირებს, გიღალატებს, გაგრიყავს, უარგყოფს კიდეც, ხელსაც გკრავს და ზურგსაც შეგაქცევს, მაგრამ შენ ყოველ ჯერზე უნდა იბრძოლო.უნდა იბრძოლო ბოროტების წინააღმდეგ, სიძულვილის წინააღმდეგ და დაიღლები, მაგრამ ერთ დღესაც აღმოაჩენ რომ შენ ვინც ასე გაგიმეტეს ყველას წინაშე თავაწეული დგეხარ რადგან შენ არ ხარ ბოროტი,არ ხარ შურიანი და ყველას ეხმარები. მე გამომრიცხე შენი ეჭვებისგან, მაგრამ კარგად დაუკვირდი შენს გვერდით ვინ არის.თვალზე ცრემლი აუციმციმდა, ჩაფიქრებული შორს იყურებოდა, დროის ზღვარი გაერღვია თითქოს და წარსულს სწვეოდა სტუმრად, მაგრამ დემეტრეს შეხედა და უთხრა. -ვისზე მიმანიშნებ დემეტრე..... -შეიძლება მე ვცდები, მაგრამ შენ თავად დაუკვირდი და მიხვდები ვინც არის თუმცა გეტყვი, არ ვიცი რამდენად სამართლიანი ვარ, მაგრამ დაუფარავად გეტყვი რომ არ მომწონს მიშო შენს მიმართებაში. -მიშო, შენ მართალი ხარ არც მე მომწონს ეს ბოლო პერიოდი მისი ქცევა. -მოითმინე თუ დაგირეკოს კიდევ მოითმინე და თავად ნახავ ერთ დღესაც სიმართლით გაჟღენთილ ჟანგბადს თავისუფლად ჩაისუნთქავ. -მითხრა რომ კიდევ ორი ჩანაწერის ფლეშკა აქვს და რა გამოვიდა დამირეკავს კიდევ და კიდევ ორჯერ უნდა რომ იძალადოს? -ვერ გაგანადგურებს, დამიჯერე შენ ის ვერაფერს ვერ დაგიშავებს, მისმა ზარმაც არ უნდა შეგაშინოს, შენ მხდალი არ ხარ.დემეტრე ფეხზე წამოდგა და ლარაც წამოდგა, შემდეგ კი დემეტრეს უთხრა. -არ წახვიდე გთხოვ..... -გინდა დავრჩე და აქ ვიყო შენთან ერთად და მზად ხარ ახალი ცხოვრებისთვის. -მეშინია, მეშინია რადგან შეგრძნება მაქვს ის ისევ მოვა. ესეც რომ არა მარტოობა მკლავს და სიწყნარე ყვირის ჩემში, სული ღრიალებს მარტოობის შიშისგან დემეტრე. -დამშვიდდი, აქ ვარ და მახსოვს შენს თვალებში ცრემლიც კი სხვანაირი იყო, როგორ შეიცვალე ლარა და როგორ სულ სხვა ხარ. -არ ვიცი რა მემართება, მეც ვგრძნობ რომ შევიცვალე და ჩემში რაღაც ხდება. -ლარა იქნებ შენ......ლარამ დემეტრეს შეშინებულმა შეხედა და შიშით თქვა. -ფიქრობ რომ ჩემი შეცვლის მიზეზი ორსულობა არის, მე ორსულად ვარ? -შენი ასეთი შეცვლა სხვას რას მივაწერო საყვარელო. -არა, არა, არ მინდა თუ ეს სიმართლე იქნება. ორივე ჩაფიქრდა და რამდენიმე წუთი სიჩუმე იყო მათ შორის, დემეტრემ შეხედა ლარას და გული ეტკინა, ხელი მოხვია გულზე მიიკრა და უთხრა. -ჩაფიქრდი, რაზე ფიქრობ. -ჩემს ბედნიერ წლებზე ვფიქრობდი. -ვინ გყავს იმ ბედნიერ წლებში დატოვებული. -შენ და მე ვართ დემეტრე და ჩვენი ბედნიერი დღეები, მენატრება ის წლები ბოლო ამოსუნთქვამდე, მაგრამ იმ წლების ბედნიერება მხოლოდ ჩემში დარჩა და ჩემში ცოცხლობს. -ისე როგორც ჩემში, როგორ ფიქრობ მე დამავიწყდა ყველა ის ლამაზი წუთები და წამები, დღეები და თვეები? გგონია აღარ მიყვარხარ და გგონია შენზე აღარ ვფიქრობ? ლარა როცა გიყვარს მთელი შენი არსებით, მთელი შენი გრძნობით, სიშორე გრძნობას არ ანელებს ისე როგორც ვნებას არ ანელებს, პირიქით უფრო და უფრო ძლიერია სიყვარული. ისევ სიჩუმეა და დემეტრე გრძნობს ლარას ცხელ ცრემლებს მის მკერდზე და გაოცებული უყურებს. -შენ რა ტირი? -მეგონა გრძნობა განელდა და ამიტომ წადი, ვფიქრობდი გადაგიყვარდი რადგან სიყვარული ჩაკვდა და ჩაიფერფლა შენში. -ძალიან სცდები საყვარელო, მე ბედნიერი ვარ რომ შენ ხარ ჩემს ცხოვრებაში და მიხარია რომ შენში ისევ არის სიყვარული და არასოდეს დაგტოვებ მარტო, ამიერიდან სულ ერთად ვიქნებით და იცი რატომ? -რატომ........ გეცოდები? -ეს მეორედ არ გაიმეორო, მიყვარხარ ლარა და ძალიან მომენატრე. -მეც მომენატრე, შენი სურნელი მომენატრა დემეტრე. უთხრა და თავი მკერდზე მიადო და გაიტრუნა. -ახლა რა გჭირს, რატომ გაიტრუნე..... -ისევ ვფიქრობ..... -მითხარი რაზე ფიქრობ და იქნებ დაგეხმარო მეც..... -ვფიქრობ როგორ შემომიბრუნდა ყველაფერი და რატომ დემეტრე მე ხომ სულ იმას ვცდილობდი ყველას დავხმარებოდი, რამდენი პაციენტი უანგაროდ გადამირჩენია, რამდენის თანხა თავად გადამიხდია.რამდენთან ოჯახში მივსულვარ და იქ მიმკურნალებია, ვერ ვხვდები ვინ მემტერება ასე და რატომ.... -ეს ფიქრი ახლა უადგილო იყო და დაივიწყე, შემომხედე მომენდე და გპირდები იმ რთულ წუთებს დაგავიწყებ.ის ღამე იყო მათი ღამე ერთმანეთის სურვილით და არა ძალადობა, ის ღამე იყო ორი შეყვარებული ადამიანის ღამე, მაგრამ როგორ გრძნობდა თავს ორი მეგობარი რომლებიც ოქროს ძიებაში იყო და გამდიდრების შემდეგ ორივე თავთავიანთ გულში ფიქრობდა ერთმანეთის მოშორებას ისინი სასტუმროს სხვადასხვა ნომერში ცხოვრობდნენ რადგან ზაური ნატასთან ერთად იყო განცხრომაში, რაც ემზარის არ სიამოვნებდა და ნატას დამშეული თვალებით უყურებდა.უკვე ძალიან გვიანი ღამე იყო, ანზორი ვერანდაზე იდგა სიგარეტით ხელში და ზღვის ხედით ტკბებოდა. -რას ფიქრობ ასეთს რომ შენს ირგვლივ ვერავის ვეღარ ამჩნევ. -ვფიქრობ მეგობარო, რომ დაღლილი მხრებით მოვათრიე აქამდე ჩემი დღევანდელობა და უკვე ვგრძნობ ძალიან დავიღალე, დავიღალე ასევე ჩემს მიერ დაშვებული შეცდომებით და უფალმა მაინც არ გამწირა ჩემი გიორგი გადაგვირჩა, ცოცხალი მყავს ჩემი შვილი. ემზარ მე დღეს აქ არ უნდა ვიყო,მაგრამ სიხარბეს ვერ მოვერიე, ვერც ცდუნებას ვძლიე, გამდიდრების ცდუნებას. -ნანობ აქ წამოსვლას? -შენ არ დაიჯერებ და ვნანობ, რამდენი დღეა უკვე ზღვის ფსკერამდე ჩავდივართ, მაგრამ რასაც ვეძებთ ვფიქრობ რომ ვერ ვიპოვით. -ხვალინდელი დღე კიდევ ვცადოთ და თუ ისევ არ გაამართლა, მაგრამ ვიცი რომ გაამართლებს..... -კარგი ხვალინდელი დღე მალე გათენდება, ხვალის მერე მე აქ აღარ გავჩერდები. ემზარი თავის ნომერში შებრუნდა,ზაურიმ ბოლომდე ჩაწვა სიგარეტის ღერი და ისიც ნომერში შევიდა ნატას ჩასძინებოდა და ისიც ფრთხილად შეწვა. კარგად გათენებული არ იყო ნატა ტელეფონის ზუმერმა რომ გააღვიძა და ადგა, ზაურის გადახედა და ნომრიდან გავიდა, რამდენიმე საათში კი სიხარულით აღფრთოვანებული დაბრუნდა ნომერში და ზაური გააღვიძა. -ვერ წარმოიდგენ რა ბედნიერი დღე არის. -რა მოხდა, სად იყავი ასე ადრიანად. -არ მიმატოვო ღმერთო ყველაზე მეტად ახლა მჭირდები. -რა მოხდა აღარ იტყვი? ნატამ რამდენიმე ოქროს ლირა დაუყარა საწოლზე და გამომცდელად შეხედა გაოცებულ ზაურის. -ვიპოვეთ, ვიპოვეთ საყვარელო ის რასაც ეს დღეებია ვეძებთ, გესმის ვიპოვე. -რას ამბობ, როგორ იპოვე.... -რა მნიშვნელობა აქვს ვიპოვე, ვიპოვე, ვიპოვეეეეე. -ჩუუუუ, გაჩუმდი არ გაიგონოს ემზარიმ...... -მართალი ხარ, ადექი და წავიდეთ აქედან შორს, ძალიან შორს. -არა, ჯერ ვერსად ვერ წავალთ და ჩუმად ვიყოთ დღეს ისედაც მივდიოდი თუ არ გაამართლებს ხვალინდელი დღე მე უნდა წავიდეთქო და საღამოს აქედან წავალთ მე და შენ, მაგრამ არა ცარიელები დატვირთულები და გამდიდრებულები. დილით სამივემ ერთად ისაუზმა როგორც ყოველთვის და შემდეგ ისევ გავიდნენ ბედის საძებნელად, ნატა კი ნომერში დატოვა ზაურიმ ის ბარგს ალაგებდა კარი ემზარიმ რომ გააღო. -ემზარი უკვე დაბრუნდით, ზაური სად არის ან ჩვენს ნომერში რატომ შემოდი. -ზაურის დააგვიანდება, მე და შენ კი უნდა ვილაპარაკოთ. -მე და შენ რაზე უნდა ვილაპარაკოთ.... -რაზე არა ძვირფასო, ჩვენზე უნდა ვილაპარაკოთ ჩემზე და შენზე ესე იგი ჩვენ ორზე და ჩვენი ორის მომავალზე. -რას ბოდავ, მე და შენ რა საერთო გვაქვს ერთმანეთთან. -არ გვაქვს, მაგრამ გვექნება. უთხრა ემზარიმ და ნელა ნელა შეეცადა მიახლოვებას, ნატა უკან უკან იხევდა და ცდილობდა ვერანდაზე გასულიყო, მაგრამ ემზარიმ მიუხვდა ჩანაფიქრს და ჩაიცინა. -გინდა გამექცე, მაგრამ აქ ვერ გაიქცევი ჩემგან ვერ წახვალ პატარავ. -არ მომეკარო, არ მომიახლოვდე. -რაო, ის ბებერი მჯობია მე ხომ მასზე ახალგაზრდა ვარ და არც ოჯახი არ მყავს მას კი ცოლი და შვილი ყავს. -თავიდან მომწყდი,დამტოვე და წადი. უთხრა ნატამ და ვერ შეძლო ხელიდან დასხლტომას, ემზარიმ ნატას გაუპატიურებას შეეცადა რაც სავალალო მდგომარეობამდე მივიდა, დიდი ბრძოლის შემდეგ ნატამ შეძლო და იქვე საწოლთან ანზორის იარაღს მიწვდა და ემზარის დაუმიზნა. -გინდა მესროლო და თავიდან ასე მომიშორო, მესროლე, მიდი მესროლე, მაგრამ ვერ შეძლებ გამბედაობა არ გეყოფა. -შევძლებ, ოქროსაც წავიღებ და ჯანდაბამდეც გზა გქონიათ ორივეს. -რას იზამ, რას წაიღებ.... გაოცებული უყურებდა ემზარი ნატას და ნატამ ირიონიულად შეხედა ემზარის. -აქ დაგტოვებთ ორივეს, კარგი იყო თქვენთან თანამშრომლობა თქვენ მე დაკარგული მაპოვნინეთ, მაგრამ დროა ჩვენი გზები გაიყაროს და თქვენს გარეშე წავიდე. -ოქრო რომ წაიღო ჯერ უნდა იპოვო ძვირფასო. -არ ინერვიულო, ოქრო ნაპოვნიც არის და მის ადგილზეც არის შენახული. თქვა და გულიანად გაიცინა, ემზარი კი იდგა სიბრაზეს ვერ ინარჩუნებდა და თავს ვეღარ აკონტროლებდა. -არ ელოდი მეგობრისგან ღალატს, მაგრამ შენ რომ გეპოვნა პირველი შენ ორივეს გვიღალატებდი, მაგრამ მე ორივეს დაგასწარით. ემზარიმ გაბრაზებულმა დაიყმუილა და ნატასკენ წავიდა, მაგრამ ნატამ ესროლა და მხარში დაჭრა, შემდეგ ტელეფონზე გადარეკა და და რამდენიმე სიტყვა თქვა. -შემოდით, მარტო ვარ ამ ნაგავთან.ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და მისი ნივთებიც ჩაყარა დაუდევრად ზურგჩანთაში, ნომერში კი ორი უცნობი შემოვიდა და ემზარის გადააბიჯა ორივემ, ნატას მითითებით მისი ნივთები წაიღეს, მაგრამ ერთ ერთმა ოქროს ლირები გულზე დააყარა ემზარის და ნომერი სამივემ ერთად დატოვა. რამდენიმე საათში დაბრუნებულ ზაურის მისივე ნომერში მისივე იარაღით დაჭრილი მეგობარი დახვდა, ზაურის უკან კი რამდენიმე უცნობი მამაკაცი იდგა და აზრზეც ვერ მოვიდა თუ რა მოხდა ნომერში რომ უცნობებს შეხედა და ენის ბორძიკით უთხრა. -მე, მე, მე ახლა მოვედი არაფერი არ ვიცი რა მოხდა. -რამდენიმე დღეა გაკვირდებით, სად არის ოქრო რომელიც იპოვეთ. -არაფერი მიპოვია, ჩვენ ოქრო არ გვაქვს. -ეს რა არის, ეს ოქრო საიდან გაქვთ ამდენი რომ ასე დაუდევრად აბნევთ ნომერში. -არ ვიცი, მართლა არაფერი არ ვიცი. -ორი მეგობარი თქვენზე ბევრად პატარა ასაკის გოგონამ გადაგაგდოთ. თქვა მამაკაცმა და გულიანად გაიცინა, შემდეგ კი ნომრიდან გავიდა და რამდენიმე წუთში პოლიციელებით აივსო სასტუმრო. ემზარიმ ზაურის შეხედა და სუსტად უთხრა, რომ უცნობები მართლები იყვნენ. -ნატა წავიდა ოქროსწთან ერთად, რამდენიმე საათის წინ დატოვა სასტუმრო. -ეს შეუძლებელია, ჩვენ ერთად უნდა წავსულიყავით.პოლიციამ ორივე გაიყვანა სასტუნროდან და იქ მიიყვანეს სადაც ნატა მათგან განსხვავებულ ადგილზე დადიოდა და ისევ დაიწყეს ძებნა, მაგრამ ამჯერად არა თავიანთი გამდიდრებისთვის არამედ სხვისთვის, მაგრამ ძებნა ყველამ იცოდა რომ უშედეგო იყო მხოლოდ ეს ფორმალურად ჩაატარეს ნატასგან ყველამ აიღო წილი და ისიც მშვიდად გავიდა ქვეყნიდან ზაური კი უკვე დააპატიმრეს როგორც სხვისი ქონების მითვისებისთვის და დამადასტურებელ მტკიცებულებად რამდენიმე ოქროს მონეტა იყო. ემზარი დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს მისი ჯამრთელობის მდგომარეობა რთული იყო,ნელი იდგა კართან პოლიციელის წინ გაოცებული და გაურკვეველ მდგომარეობაში. -ვერ გავიგე რა ხდება, ამიხსენით რას ნიშნავს ეს ყველაფერი. -ქალბატონო განყოფილებაში უნდა მობრძანდეთ იქ გარკვეულად აგიხსნიან რა მოხდა, რაღაც დაწერა ფურცელზე და მაგიდაზე დადო რომ სახლში დაბრუნებულ გიორგის წაეკითხა და არ ენერვიულა, ერთ საათში კი უკვე პოლიციელთან ერთად განყოფილებაში იყო სადაც უცნაურად და მოულოდნელად შეხვდა ზაურის. -ნელი აქ რა გინდა, რატომ ხარ. -მე რატომ ვარ თუ შენ რატომ ხარ ან რისთვის დაგაკავეს, ზაური მეტყვი თვითონ სიმართლეს თუ უფროსთან შევიდე და იქ გავიგებ. -მეც არ ვიცი გეფიცები გაუგებრობაში მოვყევი. -ემზარი სად არის, მისგან ხომ არ მოდის ეს გაუგებრობა ზაურ. -გაჩუმდი და არაფერი თქვა, დამუნჯდი...... -დავმუნჯდე, წლებია მუნჯი ვარ, მაგრამ დასრულდა ყველაფერი. -გაჩუმდი ხმა ჩაიკმინდე..... თვალები დაუბრიალა ნელის, მაგრამ ნელიმ შეხედა და უთხრა. -ყველაფერი გასაგებია, არაფლის მომცემი იყავი და სულიც ყარს შენი. ადამიანობა, სად არის შენი ადამიანობა ადამიანო.ადამიანი ხარ, მაგრამ ადამიანობა არ გაგაჩნია შენ წაბილწული სული გაქვს და უკანასკნელი ნაგავი ხარ. არასდროს გაინტერესებდი არც მე და არც ოჯახი, მხოლოდ ოჯახი ხალხის თვალში გყავდა სახელად მაგრამ აქამდე, დღეს კი დასრულდა ყველაფერი ეს ბოლო მოთმენაა შენს მიმართ. რა ხარ ასეთი გაუმაძღარი, შენი მყრალი სურვილებისთვის ცხოვრობ მხოლოდ, შენს გვერდით 16 წელი დავიშალე, დავილეწე და იმედის სხივიც ჩამიქრე.მძულხარ, მძულს მიზეზი რისთვისაც შენს გვერდით ვცხოვრობ, მაგრამ იმ საზიზღარ და აუტანელ წლებში ერთი ნათელი წერტილი ბრწყინავს მხოლოდ და ეს ჩემი შვილია.განქორწინება მინდა,მინდა შენგან გავთავისუფლდე და ჩემი დამცირებული ტკივილით სავსე ცხოვრება აღარ ვათრიო შენთან ერთად. განქორწინება მინდა, რომ ვისუნთქო და თავისუფალი სუნთქვით ვიგემო თავისუფლება. განქორწინება მინდა, რომ გავიღმო, რომ ღიმილის მიზეზი მქონდეს და გაღიმების არ შემეშინდეს. განქორწინება მინდა რომ შენს გვერდით არაფლის მომცემ ცხოვრებას აზრი შევმატო და შენთან ყოფნის სიბინძურისგან გავთავისუფლდე. სულის სიმყრალე რომელიც გადმომადე ჩამოვირეცხო და ყოველთვის ადამიანად დავრჩე და არა შენსავით არა ადამიანი ვიყო. ნელის პოლიციელები უყურებდნენ და გაბრაზებული ქალის შეჩერება არავის უცდია, რადგან იცნობდნენ ზაურის რა წარსულის იყო და ერთ ერთმა პოლიციელმა თავი გადააქნია და თქვა. -რამდენი არაკაცი არის ასე რომ უმწარებს ოჯახს სიცოცხლეს,მოსამართლე რომ ვიყო სასამართლოს გარეშე მივცემდი განქორწინებას წაიყვანეთ მოაშორეთ აქაურობას. უთხრა პოლიციელებს და წასასვლელად შებრუნდნენ რომ ისევ უკან მიიხედა ყველამ. -რას მერჩით, რატომ დამაკავეთ. -ყარს სპირტის სუნათ და კიდევაც რომ კითხულობს რატომ დააკავეს..... -ვიღაც ფულიანი მამიკოს გოგო არის, მოაკითხავს და წაიყვანს. -ერთი ზარის უფლება გაქვს, შეგიძლია დაურეკო მშობლებს ან ვისაც გინდათ. -მაინც ვერ ვხვდები აქ რატომ მომიყვანეთ. -საკმარისია, როცა გამოფხიზლდები ასე დიდ გულზე აღარ იქნები და ამდენ კითხვებს აღარ დასვამ, რადგან გაანალიზებ სად გაიღვიძებ. შეიყვანეთ გამოსაფხიზლებელში.... -არა, არავითარ შემთხვევაში თქვენ არ იცით ვისი შვილი ვარ..... -სწორედ მაგ სტატუსმა გაგათამამათ შენ და შენნაირები და ვერ ხვდები რომ შესაძლებელია თქვენს მდგომარეობაში ვიღაც გაიტანოთ, რატომ იღუპავ თავს შვილო ან რატომ ღუპავ სხვას. გოგონა გაჩუმდა და ცრემლიანი თვალებით შეხედა მის წინ მდგარ გაბრაზებულ პოლიციელს. -მე, მე, მე... -დიახ შენ დღეს აქ უნდა იყო, რომ არავის დაუშავო ან საკუთარი თავი არ დააზიანო. იქვე მდგარ ახალბედა პოლიციელს მიუბრუნდა და უთხრა. -გაიყვანეთ, გაიგეთ ვინ არის და შეატყობინეთ მის ახლობლებს. უფროსი წავიდა, გოგონამ ცრემლით სავსე თვალებით შეხედა პოლიციელს და უთხრა. -გთხოვ მომეცი საშუალება დავრეკო. -ჩემი ტელეფონით დარეკე. ტელეფონი მისცა პოლიციელმა და აკანკაკლებული ხელით აკრიბა ნომერი. -სად ხარ მჭირდები, განყოფილებაში ვარ და აქ მოდი. -დრო დასულდა. ტელეფონი გამოართვა და წინასწარ დაკავების ოთახში შეიყვანა, ცრემლები მოერია და ფიქრობდა როგორ ძალიან ატკინა მის ერთადერთ ძიას თავი დახარა და ჩურჩულით თქვა. -მაპატიე......მაგრამ ტელეფონი ეჭირა ხელში მის ძიას და გულზე მიიდო ხელი. -ვეღარ გაკონტროლებ რაც წამოიზარდე, ღმერთო რა რთულია გოგოს აღზრდა. იქვე სავარძელში ჩაჯდა და შეეცადა დამშვიდებულიყო, რამდენიმე წუთი იყო ასე თვალებ დახუჭული უძრავად შემდეგ საათს დახედა პიჯაკი აიღო და წავიდა, განყოფილებაში მისული პოლკოვნიკი ნახა და დაელაპარაკა. -მობრძანდით.... მამაკაცმა თავისი საბუთი აჩვენა და ისიც ფეხზე წამოდგა. -გისმენთ ბ-ნო გიორგი. -ჩემი ქალიშვილი არის აქ და მინდა დღეს აქ იყოს. -არ ნახავთ, არ დაელაპარაკებით? -არა, მან უნდა იგრძნოს რომ დააშავა, რომ აქ მეორედ არ მოხვდეს. -გასაგებია, მაგრამ.... -არავითარი მაგრამ,დღეს აქ იქნება ეს ჩემი სურვილია.პოლკოვნიკმა ვერაფერი უთხრა და მიმავალ გიორგის თვალი გააყოლა შემდეგ კი დანანებით თქვა. -განებივრებული გოგო გყავთ ბ-ნო გიორგი. გიორგი უკვე განყოფილებიდან გამოსული იქვე სკვერში შევიდა ისევ გულზე ეკიდა ხელი რადგან გულის არეში ჩხვლეტას გრძნობდა უკვე რამდენიმე კვირაა და თქვა. -ღმერთო როგორ დავიღალე და როგორ დამღალე შენი დაუჯერებლობით და ჯიუტობით. ვეღარ სუნთქავდა, თითქოს სუნთქვა დაეკეტა და პერანგის ღილები შეიხსნა, შემდეგ კი ხრიალით თქვა. -მიშველეთ, ვერ ვსუნთქავ მიშველეთ. იმ წუთში ნელი ძალიან ახლოს იყო მასთან და მიირბინა ხელში ბოთლით წყალი ეჭირა და უცნობს მიაწოდა. -სუნთქვა გიჭირთ, გულის პრობლემები გაქვთ სასწრაფოს გამოვიძახებ. -არა, არ არის საჭირო წამალი მიდევს ჯიბეში.ნელიმ ჯიბეში ხელი ჩაუყო და წამალი ამოიღო და ენის ქვეშ ამოიდო, უყურებდა მის წინ დაჩოქილ ქალს და უეცრად სახე გაეხსნა. -ნელი, კი შენ ხარ ნელი, ჩემი ნელი.ნელი უყურებდა მის წინ ფერდაკარგულ მამაკაცს და მასაც ღიმილმა გადაუარა სახეზე და თქვა. -გიორგი, მართლა შენ ხარ გიორგი. -მე ვარ ჩემო ნელი, ჩემო ნელი. თქვა და თვალები დახუჭა, ბედნიერების ცრემლი ჩამოუგორდა სახეზე და ისევ ნელის შეხედა. -გიორგი რა გემართება თვალი გაახილე, გულთან ხუმრობა არ შეიძლება ექიმს უნდა მიმართო. -პრობლემები, პრობლემები არასოდეს არ ილევა ჩემო ნელი. -რას ვიზამთ, უპრობლემოდ ცხოვრებასაც აზრი არ აქვს და ჩვენც ვუნდებით ჩვენი პრობლემების მოგვარებას. უკეთ გრძნობ თავს, გამოვიძახო ტაქსი? -ტაქსი? გინდა წავიდე, რამდენი წელია ერთმანეთი არ გვინახავს და შენ გინდა რომ წავიდე? -წლები გავიდა, გიორგი უამრავი წლები. -მადლობა რომ დამეხმარე, მადლობა რომ გიპოვე იცი რამდენი წელია რომ გეძებ. შენს ძველ მისამართზე რამდენჯერმე მივედი და იქ სხვა დამხვდა მითხრეს გაგიყიდიათ იქაურობა. -ჩვენ რომ დავშორდით ერთმანეთს ის ადგილიც მალე დავტოვე, არ მინდოდა იქ ცხოვრება.... -მე გამირბოდი გაბრაზებული თუ უჩემოდ არ გინდოდა იქ ცხოვრება ნელი.... -არ გინდა ძველი წლების გახსენება რადგან ორივეს ტკივილს მოგვიტანს ძველი მოგონებები, უკეთესია წარსული წარსულში დარჩეს. -ერთი შეცდომა, მხოლოდ ერთი შეცდომა არ მაპატიე და წახვედი, მიმატოვე და დამტოვე ისე რომ აღარც გიფიქრა ჩემზე. -შენ, შენ რა გააკეთე შეეცადე ჩემს დაბრუნებას? -რომ შევეცადე და მოვედი ვეღარ გიპოვე, გეძებე ნელი და ვეღრ გიპოვე შენი ვერც სახლი და ვერც გული, გული რომელიც მხოლოდ ჩემთვის ფეთქავდა და ჩემს შეხებაზე თრთოდა. ახლა, როგორ ხარ ოჯახიც გყავს და სხვას ესიყვარულები. -გიორგი..... -ნუ ნერვიულობ, მე თავად გამოვიძახებ ტაქსს და ბოდიში რომ შეგაყოვნე ვინ იცის როგორ იჩქაროდი ოჯახში მეუღლესთან. ნელიმ ცრემლიანი თვალებით შეხედა და ხმის კანკალით უთხრა. -ფერი არ მომწონს შენი ჯერ კიდევ ცუდად ხარ, აქვე ვცხოვრობ და წამოდი დაისვენე. გიორგი დაფიქრდა და ნელის შეხედა. -თუ არ შეგაწუხებ..... ნელი ფეხზე წამოდა და ხელი შეაშველა წამოდგომაში დაეხმარა და ნელი ნაბიჯით გაიარა ორივემ რამოდენიმე მეტრი, გიორგიმ მხრებზე მოხვია ხელი ნელის და ზემოდან დახედა თავდახრილ ქალს, რამდენიმე წუთში უკვე სახლში იყო ნელი და გიორგი მისაღებში დასვა სავარძელში წყალიც მიაწოდა და წნევის გასაზომი აპარატი მიუტანა. გიორგი აკვირდებოდა ნელის, მაგრამ უეცრად ნელიმ წამოიყვირა და გიორგის შეხედა. -გიორგი ფეხზე როგორ დადიხარ წნევა გულის ძალიან დაბალია, აკონტროლებ საერთოდ წნევას? გიორგი უყურებდა ნელის და მშვიდად უთხრა. -ხელი რომ მოგხვიე ძველი დრო გამახსენდა, ახლა კი ვფიქრობ რა დიდი დრო გასულა მას შემდეგ. -გიორგი როგორც მახსოვს გული არასდროს არ გტკიოდა, რა მოხდა შენს ცხოვრებაში შეგიძლია დამელაპარაკო როგორც მეგობარს და გული გაანთავისუფლო დარდისგან. გიორგის ჩაეცინა და ნელის უთხრა. -როგორც ბავშვობის მეგობარს? -კი გიორგი როგორც მეგობარს, რადგან იცი აღარაფერი აღარ შეიცვლება ისე როგორც წარსულში იყო, ჩვენ ორივეს ოჯახი გვაქვს და ეს დაუშვებელია. -კარგი იყოს ისე როგორც შენ იტყვი, მაგრამ რატომ მჯერა რომ ჩვენი ცხოვრება შეიცვლება ნელი. -ეს მომავლის საკითხია, ახლა კი ასე არის. გიორგი ჩაფიქრდა და ისე უყურებდა ნელის შემდეგ კი უთხრა. -ნელი რატომ..... ნელი ვერ მიუხვდა გიორგის კითხვის აზრს და გაოცებულმა შეხედა. -რატომ ვერ მაპატიე ის ერთი შეცდომა. -ალბად იმ ერთ შეცდომას უნდა გავეყარეთ ერთმანეთისგან და ჩვენც ჩვენი გზებით წავედით. -ახლა, სიმართლე მითხარი ბედნიერი ხარ? -ბედნიერებამ ზურგი მაქცია უკვე წლებია. -მეც დავქვრივდი, შვილი კი არ მყავს. ნელიმ შეხედა და გაუბედავად ჩურჩულით უთხრა. -გიყვარდა? -მეკითხები თუ მიყვარდა, გულახდი ვიქნები და გეტყვი რომ მასზე სიყვარულით არ დავქორწინებულვარ, მაგრამ პატივისცემა მქონდა მისი ის ძალიან კარგი მეუღლე იყო, ის იყო ასევე ჩემი მეგობარიც და სიმართლე გითხრა ძალიან მეტკინა მისი ადრეულ ასაკში წასვლა იმ ქვეყნად, ჯერ ძალიან ახალგაზრდა იყო. -ახლა, ახლა სულ მარტო ცხოვრობ? -მარტო ვარ და თუ გინდა გაიგო არსებობს თუ არა ვინმე ქალი ჩემს ცხოვრებაში გეტყვი რომ არსებობს, მაგრამ ის ჯიუტი გოგო რომ ვერ მოვარჯულე ჩემი დისშვილია, რომელიც სულ პატარა იყო ხელში რომ ავიყვანე და მე ვზრდი.ნელის თვალები აევსო ცრემლით და გიორგის შეხედა, მაგრამ გიორგიმ გააგრძელა საუბარი. -ძალიან გავანებივრე და ჩემი ბრალია რომ მის ნებაზე მივუშვი და მისი დაუდევრობით დღეს განყოფილებაში მოხვდა. -რატომ მოხვდა იქ ან რატომ არ დაეხმარე თუ შეცდომა დაუშვა შენ იქ როგორ დატოვე, გიორგი ის ხომ გელოდება. გაოცებულმა შეხედა გიორგის ნელიმ. -ვინ გითხრა რომ მარტო დავტოვე და არ მივედი, მივედი და პროკურორიც ვნახე, მაგრამ იქ უნდა იყოს და მიხვდეს რომ მან დააშავა. ნელი შეცდომა რომელიც დაუშვა თავად უნდა გამოასწოროს ჩემი დახმარების გარეშე და უნდა ისწავლოს დამოუკიდებლად ცხოვრება. დრო გავიდა და მე დრო გრიგალივით გავაპე ჩემი მიზნებისთვის, ჩემთვის არავის არაფერი არ უჩუქებია ჩემი შრომით მივაღწიე მწვერვალებს და ასე უნდა იბრძოლოს მანაც რომ მის მიზანს რაც მიზანი აქვს მიაღწიოს. -გიორგი გიყურებ და ჩემს წინ სრულიან უცხო და უცნობი მამაკაცი ზის, მამაკაცი ვინც არ დაასუსტა და არ დააბეჩავა ტკივილმა და გოგონას აღზრდი შენებურად რისკიანს, ჯიუტს და შეუდრეკელს. -კარგად გახსოვს თუ როგორი ვარ, მაგრამ შენზე მომიყევი ვიცი რომ ძალიან ბევრი გაქვს სათქმელი ნელი. -ჩემზე გინდა გაიგო და მე რა მოგიყვე ან საიდან დავიწყო, რომელი ერთი ტკივილი თუ დამცირება გავიხსენო. -ასეთი რთულია შენი ცხოვრება? -დღეს თუ ცხოვრება მიხარია და ცოცხალი ვარ ეს ჩემი შვილია, ჩემი 15 წლის გიორგი. გიორგი უეცრად შეცბა ნელის შეხედა და თავი ხელში აიყვანა, მაგრამ ნელის თვალს არ აშორებდა და კითხა. -გიორგი დაარქვი შენს შვილს? -გიორგი დავარქვი.... -მამა? -მამა ცოცხალია, მაგრამ ჩვენთვის აღარ..... -ეს როგორ.... გაოგნებული უყურებდა გიორგი ნელის და მისი გულის ცემა უფრო და უფრო იზრდებოდა. -წლების წინ დავმარცხდი გრძნობების ომში და ამ ბრძოლაში მე ყველაზე ძვირფასი ადამიანი დავკარგე... -რას გულისხმობ.... -ჩემი წლები, ჩემი საუკეთესო წლები მტკივა და ყველაზე მეტად მტკივა ის რომ მე ჩემს სისუსტეს ვერ მოვერიე.სწორედ ჩემმა სისუსტემ უამრავჯერ გამომიყვანა წყობილებიდან და ის კი ყოველთვის თავაწეული და გამარჯვებული იდგა ჩემს წინ. საშინლად ვნანობ დროს რომელიც მასან ყოფნაში დავკარგე, ყოველი მასთან ჩხუბი და წინააღმდეგობა ვენებში სისხლს მიყინავდა, მახრჩობდა, სულს მისახიჩრებდა, მაგრამ აქამდე მოვედი და დღეს საბოლოოდ დავუსვი წერტილი ყველაფერს. -შენ ყოველთვის ძლიერი იყავი, რამ დაგასუსტა ნელი. -დღეს, დღეს მოვერიე საკუთარ თავს და დავძლიე ჩემი სიამაყე, სიამაყე რომელმაც ყელში მომიჭირა ხელი თითქოს ჩემი უმოქმედებისგან გაბრაზებული ჩემს დახრჩობას შეეცადა და სახეშიც გამაწნა გამოფხიზლებისთვის. -საბოლოოდ გამოფხიზლდი? -გამოვფხიზლდი და 15 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ განქორწინება მოვითხოვე მალე განცხადებასაც შევიტან და მისგანაც გავთავისუფლდები. -მიკვირს, ნელი შენი მიკვირს და უკვე ვბრაზობ კიდეც, ერთი შეცდომა არ მაპატიე და მითხარი ნდობა გამიქრა შენს მიმართო და მას ამდენი რამ როგორ აპატიე. ცრემლი ჩამოუგორდა სახეზე და ისევ აერია გონება, ერთ წერტილს უყურებდა და თქვა. -სწორედ ჩემმა დაშვებულმა შეცდომამ შემაჩერა,ძალიან ვიბრძოლე რომ შევემნჩნიე,დავენახე, მაგრამ ყოველთვის ვიღაც ქალის ჩრდილში ვიდექი. -მეც ვიბრძოლე რომ არ წასულიყავი, მაგრამ მაინც წადი ახლა კი უნდა დამშვიდდე და ცხოვრება ახალი საფეხურიდან ასვლით უნდა გააგრძელო. -გვიან არის გიორგი ახალი ცხოვრების დაწყება, ჩემი შვილი.... -შვილი გაიზრდება და თავის გზას თავად გაიგნებს, ნელი დამიჯერე ცხოვრება უნდა შეცვალო რომ ჩემსავით მარტო არ დარჩე.წლები ძალიან მალე გაგეპარება თითებს შუა ისე გასრიალდება და გაფრინდება, ჰაერში გაიფანტება თითოეული მოგონება რომ თავადაც გაგიკვირდება. ნელის ისევ შეხედა, ფინჯანში დარჩენილი ყავა შესვა და ფეხზე წამოდგა საფულე გახსნა და თავისი სავიზიტო ბარათი ამოიღო. -ეს ჩემი ნომერია პირადი ნომერი და დამირეკე, ნელი ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები, პირობას გაძლევ გიპოვე და ამიერიდან არასოდეს დაგტოვებ მარტო. -მადლობა...... გიორგი უკვე კარში გადიოდა რომ ნელიმ შეაჩერა. -როცა სურვილი გექნეს გამოიარე, გამიხარდება თუ კიდევ გნახავ, მაგრამ დამპირდი რომ ექიმთან მიხვალ აუცილებლად. -ერთი საქმე უნდა მოვაგვარო და აუცილებლად მოვალ. გიორგი შებრუნდა და მის წინ იდგა 15 წლის ბიჭი რომელსაც თვალებში ჩახედა და შემდეგ ისევ ნელის მიუბრუნდა, ნელი უყურებდა გიორგის და გიორგიმ მის თვალებში შიში დაინახა, მაგრამ არაფერი თქვა და გამართული ნაბიჯებით დატოვა ბინა და დაფიქრებული წავიდა, მიდიოდა და მის თვალებიდან ვერ ამოიღო ბიჭის თვალები. მიდიოდა დაფიქრებული და ჩუმ სევდაში იყო ჩაძირული, ვერავის ამჩნევდა და მის გარშემო გამაყრუებელი და აუტანელი, მხოლოდ მარტოობა რომ გამოსცემს ისეთი სიჩუმე იყო,ფიქრებიდან გამოერკვა და ერთ ერთ ბინასთან მისული გაბრაზებული ავიდა მესამე სართულზე კარზე დააკაკუნა კარი კი წელს ზემოთ შიშველმა ახალგაზრდა ბიჭმა გააღო და გაოცებული უყურებდა მის წინ მდგარ გაბრაზებულ გიორგის. -გისმენთ, თქვენ აქ....... დარინა..... -მინდა ამიხსნა რა ხდება ლაშა... -მე არაფერი არ ვიცი, მართლა არ ვიცი როგორ მოხვდა განყოფილებაში. -მე არ მითქვამს რომ დარინა განყოფილებაში არის, ესე იგი იცოდი სადაც არის დარინა.... -არა, არა.... გიორგიმ ხელი კრა ლაშას და ცალი ხელით კედელზე ააკრა შემდეგ კი უთხრა. -რამდენი გინდა გადაგიხადო დარინას რომ თავი დაანებო.ლაშამ ხელზე ხელი დაკრა, ხელი გააშვებინა შემდეგ ხელი ყელზე მოისვა და დამცინავად უთხრა. -რაც გიღირს შენი შვილი შენ თავად თქვი, მაგრამ იცოდე რამდენიც არ უნდა შემომაძლიო დარინა მაინც ჩემთან დარჩება.გიორგის მოქნეული ხელი ლაშას სახეში მოხვდა და ლაშა მოულოდნელი დარტყმისგან წაიქცა. -დარინას შეეშვი შენთვის უკეთესია თუ არ გინდა შენი ცხოვრება ჯოჯოხეთად ვაქციო. -ამ ხელის გარტყმით და შენი ქცევით შენ უკვე ჩემს ჯოჯოხეთში ხარ ბ-ნო გიორგი. -გაფრთხილებ დაივიწყო დარინა და გაქრე მისი ცხოვრებიდან. გიორგი წავიდა და დარინაზე ფიქრობდა, მეორე დღეს განყოფილებაში ისევ მივიდა სადაც სამწუხარო ინფორმაცია დახვდა და გაოცებული უყურებდა პროკურორს. -მინდოდა დამერეკა თქვენთვის და კარგია რომ აქ ხართ. -გისმენთ მინდა ყველაფერი მითხრათ პროკურორო. -თქვენი ქალიშვილი არა მარტო იმისთვის არის დაკავებული რომ ის ნასვამი მართავდა ავტომანქანას, ბ-ნო გიორგი ის თანამონაწილე არის მანქანის გატაცებაში. -რას ამბობთ, ეს შეუძლებელია. -მაგრამ სამწუხაროდ სიმართლეა. -უნდა ვნახო, უნდა შემახვედროთ ჩემს შვილს. გიორგი დაძაბული იდგა და დარინას ელოდა, რამდენიმე წუთში მის წინ სულ სხვანაირი დარინა იდგა. -ძია..... -შენ ჩემი ნდობა გამოიყენე, დარინა რატომ შვილო. -მაპატიე ძია. -გაპატიებ, მე გაპატიებ, მაგრამ კანონი გაპატიებს? -აღარ დავლევ, მამა შენს სიცოცხლეს გეფიცები აღარ დავლევ. -შენ აქ გგონია მარტო იმის გამო ხარ რომ გუშინ ნასვამი იყავი, დარინა შენ ავტომანქანის გატაცებაზე ხარ დაკავებული, ეს იცოდი? -რაააა, რა, რას ამბობ მამა..... -ასეც ვიცოდი რომ აზრზე არ იყავი აქ რატომ ხარ. -შვილო მომისმინე, სიმართლე უნდა თქვა ვისთან იყავი და რატომ იყავი. პროკურორი უყურებდა დარინას და დარინამ ცრემლით სავსე თვალებით ჯერ გიორგის შეხედა და შემდეგ პროკურორს. -გოგოები შევიკრიბეთ გუშინ და იქ ლაშა მოვიდა რამდენიმე მეგობართან ერთად, სულ ეს იყო. -შემდეგ, შემდეგ რა მოხდა. -მითხრა რომ მანქანა იყიდა და შემეძლო გამეტარებინა, მეც გავატარე და ამ დროს პატრულმა გამაჩერა სულ ეს იყო მამა გეფიცები. -მან შენ გამოგიყენა და მისი თანამონაწილე გაგხადა და თუ ფიქრობ აქედან გახვალ და ისევ მას შეხვდები სახლში არ დაბრუნდე, დარინა შენი სახლი ამიერიდან ქუჩა იქნება და როგორც ის ცხოვრობს არეულად შენც ისე იცხოვრებ.დარინა ატირდა და შეშინებული უყურებდა გიორგის, გიორგიმ კი ქაღალდზე დაწერა მისამართი, სახელი და გვარი და პროკურორს გადასცა. -ეს პიროვნება არის ნამდვილი დამნაშავე და აიყვანეთ, არ გაბედოს არავინ და გირაოთი გავიდეს აქედან.პროკურორმა ქაღალდი აიღო ხელში და კაბინეტიდან გავიდა, გიორგი კი დარინას მიუბრუნდა და უთხრა. -თოთოობიდან ჩემს ხელში იზრდები, მაგრამ დაუნაცხავი ადამიანების ოთხი კატეგორია არსებობს. 1. არიან ისეთები, რომლებიც ვერ ხედავს მას რაც არ უნდა გააკეთო მათთვის. 2. არიან ისეთებიც, რომ ყველაფერს ხედავენ და ცოცხალი თავით არ აღიარებენ. 3.მესამე კატეგორიაა რომლებიც ვალდებულად გთვლიან და ფიქრობენ არასაკმარისია ის რაც მიეცი მათ და უფრო მეტი უნდათ. 4.მეოთხე კატეგორიაა, სხვისგან რჩებიან მადლობლები და შენ ისინი მადლობას არასოდეს არ გეტყვიან. ყველას შეეშვი და მისდიე მხოლოდ შენს ოცნებას, სწორედ ის ადამიანი დაგინგრევს ცხოვრებას ვინც ვერ შეძლეს თავიანთი მიზნის განხორციელება, ისინი ცდილობენ არ წახვიდე მათზე წინ შენ კი თუ რამე გსურს ამ ცხოვრებაში გააკეთო ყველაფერი გააკეთე მიზნის მისაღწევად.ათვლა დაიწყო, სწორედ შენი ქმედების და ქცევის მიხედვით შევეცდები გაპატიო. კარგად მომისმინე დარინა და მინდა თითოეული სიტყვა დაიმახსოვრო, არასოდეს არ თქვა ტყუილი, მე ერთხელ ნათქვამმა ტყუილმა ჩემი ნათელი მომავალი კი არ დაანგრია დაამსხვრია შვილო. -ეს როგორ..... -ერთხელ ნაქვამმა ტყუილმა ეჭვი გაუჩინა ჩემს გრძნობებში, დაკარგა ჩემს მიმართ ნდობა და ჩვენ ერთმანეთს დავშორდით. ჩვენს შორის გაჩენილმა უთანხმოებამ ჩვენი გზები გაყარა და მინდა იცოდე ტყუილი ძალიან ბევრ რამეს დაგაკარგინებს, ბევრ რამეს შეცვლის შენს ცხოვრებაში და თან სამუდამოდ. არასოდეს, არასოდეს შეეცადო მითხრა ტყუილი, მე შენ გენდობი და ნუ გააქრობ ჩემს შენდამი ნდობას. -მაპატიე და გპირდები არასოდეს განმეორდება ასეთი რამ, ახლა რა იქნება აქ დამტოვებ? -აქ არ დაგტოვებ, შენს სიტყვას ვენდობი და აქედან გაგიყვან დარინა. დარინას სახე გაეხსნა და ცრემლი მოერია, მიხვდა რაოდენ დიდი შეცდომა დაუშვა ლაშასთან დაახლოვებით და როგორ ძალიან ატკინა გიორგის.გიორგიმ პროკურორს დაელაპარაკა და ერთი საათის ლოდინის შემდეგ ლაშა თავისივე მეგობრებით განყოფილებაში მოიყვანეს და გიორგიმ უთხრა. -შენ მე ვერ გამიყვან ჯოჯოხეთში მე კი გაცხოვრებ ისეთ ჯოჯოხეთში რომ დარინასთან მოახლოვების გეშინოდეს. -შენ მოაწყვე..... -ისე როგორც შენ გაუკეთე დარინას და შენს გამო მოხვდა 14 წლის გოგო აქ ამ ცივ კედლებში.გიორგი შებრუნდა და დარინასთან ერთად დატოვა განყოფილება, მაგრამ დარინას მხრებში მოკიდა ხელი და უთხრა. -სახლის გასაღები გაქვს, ტაქსით წახვალ სახლში თავი მოიწესრიგე და დამელოდე ჩვენ კიდევ უნდა დავილაპარაკოთ. -ერთად არ წავალთ? -არა,მე ერთი მნიშვნელოვანი საქმე მაქვს მოსაგვარებელი და მოგვიანებით დავბრუნდები. დარინა წავიდა, გიორგი ისევ პროკურორთან შევიდა და ზაური ჟორჟოლიანის საქმე მოითხოვა, პროკურორმა გაოცებულმა შეხედა და უთხრა. -გინდა ის არაკაცი დაიცვა? -არა, სხვა საქმე მაქვს მასთან, მინდა სამუდამოდ ციხეში ჩავსვა რომ მზის სინათლე ვერასოდეს ნახოს.პროკურორს გაეცინა და უთხრა. -არ იქნება საჭირო შენი ჩარევა ისედაც მაგ გზაზე მიდის. -ჰოდა მშვენიერია. პროკურორმა დიდი სქელი საქაღალდე დაუდო წინ გიორგის და ისიც რამოდენიმე საათი კითხულობდა მის ჩადენილ დანაშაულობებს,საქაღალდე დახურა და დაღლილმა ორივე ხელები სახეზე ჩამოისვა და ადგა, მანქანა იქვე დატოვა და ბარბაცით გაუყვა გზას რამოდენიმე საათი იარა და ბოლოს ვერც კი გაიგო როგორ მიადგა ნელის ბინას. -ვერ შევძელი შენი გაცნობა, არ მცნობიხარ ნელი ისეთი როგორიც სინამდვილეში ხარ. წლებია შორს ვართ ერთმანეთისგან, მაგრამ ყოველთვის ჩემთან იყავი რადგან ჩემი ნაწილი სულ შენს გვერდით იყო, მე კი მარტო ვცხოვრობ და მარტოობაზე მტკივნეული არაფერია. მარტოობა ყველაზე მძიმე და სასტიკი სასჯელია ადამიანისთვის რომელიც შენ მომისაჯე, მაგრამ ჩემზე მეტად საკუთარი თავი დასაჯე.აღარ გაჩერდა და კარზე ზარი მისცა,რამდენიმე წუთში ნელი გაოცებული იდგა გიორგის წინ და გიორგიც ნელის უყურებდა ცრემლიანი თვალებით. -გიორგი რა მოხდა, გიორგი..... -გაუსაძლისად მტკივა ის აყრილ-დაყრილი ბილიკები რომელზედაც იმედით დავაბიჯებდი, შენგან უარყოფილს არც მქონია მცდელობა ყოველ შეხვედრაზე ახალ ახალი პიჯაკებით მომეწონებინა თავი და შენ მაინც გამიუცხოვდი, გამიუცხოვდი და არ გადანაშაულებ ეს ჩემი დანაშაულია, სწორედ შენი გაუცხოვების შემდეგ ჩემთვის ყველაფერი სულერთი გახდა. შენ იყავი ყურს რომ უგდებდი ჩემს ჩასუნთქვას და ამოსუნთქვას, ჩემგან წადი ჩემი ერთი შეცდომის გამო, მაგრამ მე ვერ გაგიშვი და ჩემს სხეულში დაგტოვე რადგან შენც ჩემი სხეულით დამშორდი ნელი. გიორგი თვალს არ აშორებდა ნელის და ნელის არც უცდია ცრემლის შეკავება, მაგრამ მაინც ამაყად შეხედა და ხმის კანკალით უთხრა. -რას ამბობ, გიორგი მთვრალი ხარ შენთვის დალევა არ შეიძ........ -ნელი მე სიმართლე ვიცი, მაგრამ შენც სიმართლე მინდა მითხრა... -რა სიმართლეზე მეკითხები. -არ იცი და ვერ ხვდები რა სიმართლეს გეუბნები, რამდენი წლის არის შენი შვილი ნელი. -გიორგი...... -ცხოვრებაში პირველად დავკარგე საუკეთესო როცა მარტო დავრჩი და ის დანაკარგი იმაზე ძვირფასი აღმოჩნდა ვიდრე წარმომედგინა, ეს დანაკარგი კი ჩემთვის მსოფლიოს ხელახალი აღმოჩენაა. ნელი შენ შენს ლაბირინთებში გამომამწყვდიე, დამღალე და უკვე დადგა ის დრო ჩემი ჩემით დაკარგული წლები დავიბრუნო და ის ფესვი გავამაგრო თურმე მიწაში მყარად რომ ყოფილა გართხმული, მაგრამ ჩემამდე ვერ დადის და ვერ ვაზროვნებ რომ ჩემი შვილი ჩემგან შორს და ჩემს გარეშე გაიზარდა. -გიორგი მომისმინე..... -შენ მომისმინე, მე დღეს ჩემთვის უცნობი ამოუხსნელი სამყაროს კარიბჭე უნდა შევაღო, სუნთქვა მიმძიმდება, მაგრამ ყოველი წამი ჩემთვის ძვირფასია რადგან ის ნაწილი რომელიც მე ვიპოვე ჩემი საყვარელი ქალის გაჩენილია.დუმილი, სიჩუმე ჩამოვარდა და ძლიერად აძგერებული გულის ცემის ხმა ორივეს ესმოდა.წამი საუკუნედ გადაიქცა, ორივეს თვალზე ცრემლია, ახალი ცხოვრების კარიბჭე ორივესთვის გაიღო. -ნუ მიყურებ ასეთი თვალებით, ნელი გუშინ აქედან წასული თავს ვერ ვპატიობ იმას რომ შენ ჩემს გამო გაიარე რთული ცხოვრება, რომ ამ ყველაფერში დამნაშავე მე ვარ. ნელი ერთი შეცდომა არ მაპატიე, ერთი შეცდომა რომელსაც არ ვთვლი კიდევ შეცდომად და შენ იცი ვისთან იცხოვრე ეს წლები და ვინ უწევდა ჩემს შვილს მამობას? ნელი უკვე ხმით ტიროდა და გიორგი კარში იდგა გაშეშებული და გაოცებული უყურებდა ორივეს. -შენ, შენ ჩემგან წასულმა გაბრაზებულზე გაიცანი ვიღაც მამაკაცი და რამ მოგხიბლა მასში, რამ მიგიზიდა მისმა კრიმინალურმა ცხოვრებამ თუ მისმა ძალადობამ რამდენი გოგო ყავს გაუბედურებული. ნელი შენი ქმარი არის ქურდი და არის მოძალადე შენ ეს იცოდი, იცოდი და მაინც მასთან ცხოვრობდი? -დედა, რა ხდება დედა ან რატომ ტირით ორივე მამას..... -მამას, გაიგონე მას მამას ეძახის და შენ ეს ყველაფერი წლებია გესმოდა. -გიორგი...... -რა გიორგი, რა გიორგი ნელი ბავშვმა სიმართლე უნდა იცოდეს. -გამაგებინეთ და მეც მითხარით რა ხდება, რა სიმართლე უნდა ვიცოდე არც ისე პატარა ვარ რომ ვერ გავიგო და არ მოგისმინოთ. -მეც ვეთანხმები გიორგის და ორივე გაურკვევლობაში მყოფები შენ გისმენთ ვინც იცის ყველაზე უფრო მტკიცე სიმართლე, დროა აგვიხსნა ჯერ მე რატომ არ ვიცი გიორგის არსებობის შესახებ და გიორგის აუხსენი ვინ არის მისი ბიოლოგიური მამა. -მამა, ბიოლოგიური მამა...... -გიორგი შენი ბიოლოგიური მამა შენს წინ დგას შვილო და მეც დღეს გავიგე, რომ შვილი მყავს. გიორგი მისთვის უცხო მამაკაცს უყურებდა და შემდეგ დედას მიუბრუნდა. -დედა შენგან ვითხოვ ახსნას რას ნიშნავს ეს ყველაფერი შენ უნდა მითხრა, 15 წელია ტყუილში ვცხოვრობ და რატომ ვიცხოვრე-(თ) ან მე და ან ამ უცხო ადამიანმა ტყუილში და ვფიქრობ ამ ყველაფერს აქვს ლოგიკური ახსნა, მხოლოდ სიმართლე დედა. გიორგი ნელის მიუახლოვდა მის წინ ჩაიმუხლა, სახეზე თმები გადაუწია და ცრემლით სავსე თვალებში ჩახედა მან იმ თვალებში დიდი სინანული ამოიკითხა, ნელიმ კი თვალიც ვერ გაუსწორა და ჩურჩულით უთხრა. -მაპატიეთ, გთხოვთ მაპატიეთ ეს დიდი შეცდომა იყო. -ნელი მომისმინე ცხოვრება სიყვარულზეა აგებული და ჩვენ სიყვარულს სულ პატარა ასაკიდან ვსწავლობთ, მაგრამ ის გრძნობა რომელიც ჩვენ ორს შორის სიყვარულად შემოვიდა ჩვენ ვერ შევძელით ამ გრძნობის შენარჩუნება მხოლოდ რამდენიმე ბედნიერი წელი გვაკავშირებს ერთმანეთთან და ეს ბედნიერება რომელიც ის წლები ვაშენეთ ჩვენვე დავანგრიეთ და დავკარგეთ. ჩვენ არ დავსხედით და არ მოვუსმინეთ ერთმანეთს, უფრო სწორად არ მომისმინე და ვერც ჩემი დუმილით მიხვდი ჩემს სინანულს რომელზედაც პატიებას გთხოვდი. დასრულდა ბედნიერება და ჩვენ ერთმანეთი დავკარგეთ, მაგრამ ჩვენში ჩარჩენილმა იმ დრომ ტკივილი ვერ განკურნა უბრალოდ გვასწავლა ჩვენივე ტკივილთან ერთად ცხოვრება რომ უფრო დაკვირვებულები ვიყოთ და უფრო ძლიერები ვიყოთ და დამიჯერე, სიყვარული დღევანდელი დღეა ხვალინდელი დღის დიდი იმედი და უკეთესის მოლოდინით. უნდა შეძლო და თავს მოერიო, ჩვენ ორივემ საკმაო ტკივილით ვიცხოვრეთ და საკმაოდ დავსაჯეთ ერმანეთი. შემომხედე შენთან და გიორგისთან შემოთავაზება მაქვს და დიდი იმედი მაქვს ახლა როცა სიმართლე სამივემ ვიცით უარს არ მეტყვი. -გისმენ გიორგი...... -მინდა რომ ცხოვრება სამივემ ახალი ფურცლიდან დავიწყოთ. ნელი ისევ დუმდა, ჩუმად ტიროდა და ვერ ბედავდა ვერცერთისთვის შეეხედა სახეში, მაგრამ დუმილი ისევ გიორგიმ დაარღვია. -გინდა თავად გიორგიმ გადაწყვიტოს ჩვენი ბედი მომავალში რა და როგორ იქნება. -არა, ჯერ მინდა ორივემ მომისმინოთ და ისე მიიღოთ გადაწყვეტილება, მე ორივეს აზრს პატივს ვცემ და როგორც თქვენ იტყვით ისე იქნება. -კარგი როგორც შენ გსურს მოგყვებით, თქვი რისი თქმაც გინდა.თვალებში ვერცერთს ვერ უყურებდა, მოკრუნჩხულ პოზაში იჯდა თითქოს სასიკვდილოდ იყო განწირული და უზენაესისგან სასამართლო დასკვნას ელოდა.იცოდა ორივეს წინაშე დიდი დანაშაულით იდგა, თავად დაბადა მასში და დამარხა ის ტკივილი რაც გაიარა ამ წლებში და ყველაზე საშინელება კი ისაა, რომ ყველაფერი კარგი დაივიწყა რაც წარსულში გადახდა და გამოუვალი მდგომარეობის გამო შეეგუა ადამიანს ვინც ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია. -ერთ საღამოს სამსახურიდან დაღლილი მოვდიოდი წვიმდა და თან ძალიან მშიოდა, გზაში ერთი ჯიხური იყო იქ ერთი ცალი ქადა ვიყიდე და გაჩერებაზე ვიდექი ველოდებოდი ჩემი ტრანსპორტის მოსვლას და მამაკაცი მომიახლოვდა, ასე გრძელდებოდა თითქმის ყოველ დღე, ერთ დღეს კი ყავაზე დამპატიჟა და ნელა ნელა დავუახლოვდით ერთმანეთს, მისი გაცნობიდან რამოდენიმე დღეში გულის რევები დამეწყო და გავიგე რომ ჩემში ახალი სიცოცხლე იზრდებოდა. ვერ გავბედე და დედას ვერ ვუთხარი სიმართლე, რამოდენიმე დღეში უფროსმა დამიბარა და სამსახური ქალაქში შემომთავაზეს უარი არ მითქვამს და დედასთან შეთანჯხმებით ის ბინა გავყიდეთ და ერთად ქალაქში გადავედით საცხოვრებლად. ზაური ქალაქში ცხოვრობდა, ჩვენი ნაცნობობა უკვე სერიოზულ ფაზაში გადავიდა და ხელი მთხოვა რა გამეკეთებინა ჩემს მდგომარეობაში, აბორტის გაკეთება არც გამიფიქრებია რომ ბავშვი მომეშორებინა ის ხომ შენგან დამრჩა სამახსოვროდ, მაგრამ დიდი შეცდომა დავუშვი რომ შენზე გაბრაზებულმა მას თანხმობა ვუთხარი 8 თვეში გიორგი დაიბადა და მან დღემდე იცის რომ გიორგი მისი შვილია. -როგორ შეძელი დედა 15 წელი სიბნელეში მაცხოვრე, მას თუ ვერ ეტყოდი სიმართლეს მე რატომ არ მითხარი ან ამ ადამიანს რას ერჩოდი ამ დიდი ტკივილისთვის რატომ გაიმეტე. -არ ვიცი, არ ვიცი და დროს უკან ვეღარ დავაბრუნებთ, დღეს ორივემ იცით სიმართლე რომელსაც ტკივილად ვატარებდი ეს წლებია და დღეს გავნთავისუფლდი ამ დიდი უთქმელი ტკივილისგან. -წლებია დავსაჯე ჩემი თავი და ყველაზე და ყველაფერზე წინ მხოლოდ ჩემი საქმე დავაყენე, ხუთი წლის წინ დავქორწინდი, სამ წელიწადში გარდაიცვალა ჩემი მეუღლე საკუთარი შვილი არ მყავს დისშვილს ვზრდი თოთოობიდან ჩემი და მასზე მშობიარობას გადაყვა ბავშვი კი უპატრონოდ დარჩა... -როგორ უპატრონოდ, მამა სად არის არ აღიარა პატარა? -მამა არც თავიდან ყოლია, გაერთო ჩემი დის მიამიტობით და წავიდა არც ვიცი სად არის და რას აკეთებს არასდროს არ დავინტერესებულვარ, ვიცი მხოლოდ რომ ბავშვი ზედმეტი ტვირთი იყო მისთვის. -რომ დაბრუნდეს, რომ მოითხოვოს შვილი? -დარინა 14 წლის არის უკვე დიდია რომ ვერ გაიაზროს რა უნდა გააკეთოს, თავად მიიღებს გადაწყვეტილებას წავიდეს თუ დარჩეს მე არც ჩავერევი, მაგრამ 18 წლამდე მე ვარ მისი მეურვე და ვერსად ვერ წავა მერე არ დავაკავებ თუ წასვლას გადაწყვიტავს რაზედაც დარწმუნებული ვარ არსად არ წავა. მე ვფიქრობ ახლა რას გავაკეთებ ჩემს წინ დგას ჩემი სიმაღლის მოზარდი და ვიგებ დღეს რომ ის ჩემი შვილია, ჩემს წინ ნელი ახალი კარი გაიღო და გიორგი შვილო მინდა ორივემ ერთად შევიდეთ ამ ახალ სამყაროში სადაც ორივესთვის უცხოა გარემო და ორივემ შევეცადოთ მოვერგოთ ახალ გარემოს და გავხდეთ ამ სამყაროს ღირსეული ადამიანები.გიორგიმ შეხედა გიორგის და რამდენიმე წუთი ჩუმად იყო შიგა და შიგ უყურებდა გიორგის რომელიც მოუსვენრად იყო პასუხის მოლოდინში, მაგრამ გიორგი წამოდგა და ღიმილით უთხრა. -ვცადოთ, გავუგებთ ერთმანეთს მე მჯერა. გიორგიმ ამოისუნთქა და თავადაც გაუღიმა შვილს და გაღიმებულმა უთხრა. -როგორც შენ თქვი ვცადოთო, მოდი ჩვენც ვცადოთ. -მაგრამ ქორწინება ეს სერიოზული საკითხია და დედა უკვე დაქორწინებულია..... -მართალია დაქორწინებულია ერთ მოძალადეზე, ქურდზე და ეს ადამიანი ყველაფერზეა წამსვლელი. გიორგიმ გაოცებულმა შეხედა ახლად ნაპოვნ მამას და გაუბედავად იკითხა. -დარწმუნებული ხარ? -დარწმუნებული ვარ შვილო, მე პირადად წავიკითხე მისი საქმე და ხვალ პროკურორთან ერთად განიხილება მისი სქელი საქაღალდეში მოთავსებული ყველა დანაშაული. -გიორგი შვილო მამა მართალია და ნაწილობრივ შენც იცი ზაური როგორი ადამიანი არის, ამ ყველაფერთან ერთად ის მექალთანეა და.... -ვიცი დედა ყველაფერი, იმ დღეს როცა დამეტაკა მას ქერათმიანი ქალი უჯდა მანქანაში და ისე იყო მასთან გართული ვერ დამინახა და როცა გაანალიზა რა მოხდა ის ქალი თავად გაუშვა შემთხვევის ადგილიდან რომ არავის დაენახა... ნელი გიორგის უყურებდა და უთხრა. -ასეც ვიცოდი, ვგრძნობდი და რატომ არაფერი არ თქვი. -რა აზრი ჰქონდა დედა, მამა მის შემდეგ არც მინახავს სახლშიდაც არ მოსულა იქნებ საერთოდ წავიდა ჩვენგან. -არსად არ წასულა ის დაკავებულია. თქვა გიორგიმ და ნელის შეხედა. -რატომ, რა ბრალდებით. იკითხა გიორგიმ და გიორგის უყურებდა. -ქურდობაზე, ქონების მითვისებაზე მას ბრალად ედება რამდენიმე კილო ოქროს მოპარვა და გადამალვა. -ღმერთო ვისთან ვიცხოვრე ეს წლები, ვის შევწირე ჩემი ჯამრთელობა და ახალგაზრდობა. -დამშვიდდი, ყველაფერი უკეთესობისაკენ მიდის. გიორგიმ საათზე დაიხედა, ფეხზე წამოდგა და თქვა. -უკვე გვიანი არის უნდა წავიდე, დარინა მელოდება. უკვე კართან იყო მისული რომ გიორგის არაადამიანური ხმა გაიგონა და შეშინებული მიბრუნდა. -დედა, რა გჭირს დედაააა. ნელი უგონოდ და უძრავად იყო შვილის მკლავებში და გიორგიმ აართვა ხელებიდან დედის გათიშული სხეული და დივანზე გადააწვინა, შემდეგ სასწრაფოს დაურეკა რამდენიმე წუთში კი ორივე გიორგი საავადმყოფოში იყო და ექიმს ელოდნენ. -გიორგი? გიორგი მიბრუნდა და მის წინ წლების უნახავი მეგობარი იდგა და ორივე ერთმანეთს ღიმილით გადაეხვია -ლარა, ლარა შონია როგორ ხარ ჩემო მეგობარო. ლარამ იქვე მდგარ გიორგის შეხედა და თქვა. -ამ ბავშვს ვიცნობ, აქ რატომ არის რამდენიმე დღის წინ გაეწერა და ჯერ კიდევ სუსტად გრძნობს თავს. -ლარა გაიცანი ეს ჩემი შვილი გიორგი არის. ლარა გაოცებული უყურებდა ხან ერთს და ხან მეორეს და თქვა. -გიორგი მე მის დედას და მამას ვიცნობ...... -ეს დიდი ისტორიაა შემდეგში მოგიყვები, ახლა მითხარი პაციენტი როგორაა რომელიც სულ ახლახანს შემოიყვანეს და ჩვენ ორივე მას ველოდებით. -42 წლის ნელი ჟორჟოლიანი მიღებული სტრესიდან მიიღო მსუბუქი გაჟონვა. -დღეს რთული დღე იყო მისთვის ძალიან ინერვიულა. -სწორედ რომ ნერვიულობის ნიადაგზე მოხდა გაჟონვა რაც დიდი იმედი მაქვს ყველაფერი კარგად დასრულდება, დღეს ვერ ნახავთ ამიტომ აზრი არ აქვს აქ ლოდინს, დილით მოდი გიორგი და ანალიზების პასუხებიც გვეცოდინება. -ექიმო დედა კარგად იქნება, ხომ იქნება კარგად. -კარგად იქნება, მაგრამ ხშირი თავის ტკივილები ჰქონდა ეს ბოლო პერიოდი? -რამდენჯერმე თქვა რომ თავი ძლიერ ტკიოდა და ისიც როცა გაუსაძლისი ტკივილი ჰქონდა, სხვა შემთხვევაში არ ამბობს რა აწუხებს. -ტკივილი უფრო და უფრო გაუძლიერდება, გიორგი მას თავში აქვს წამონაზარდები რამდენიმე ადგილზე ჩვენ დავიწყე გამოკვლევა და თუ ოპერაციას დაექვემდებარება და ასევე მკურნალობას, ჩვენ შევეცდებით ყველაფერი სწორად გავაკეთოთ. გიორგი ვერაფერს ამბობდა მხოლოდ ლარას უყურებდა და უეცრად გიორგის შეხედა და თქვა. -აზრი არ აქვს აქ ლოდინს, წავიდეთ გიორგი და დილით მოვიდეთ.ლარას შეხედა რაღაც ანიშნა, შემდეგ გიორგის ხელი მოხვია და წავიდა მასთან ერთად.ორივე ჩუმად იყო,მიდიოდა მშვილის გვერდით და მხარზე ძლიერად მოუჭირა ხელი და უთხრა. -დღეს ჩემთან წავიდეთ, სანამ დედა არ იქნება სახლში ჩვენ ერთად ვიცხოვრებთ გიორგი. -კარგი იქნება, ეს ნიშანია რომ ჩვენ ორმა უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი. -ნიშანია უფლის და არასოდეს არ დაკარგო რწმენა, რწმენა იმისა რომ უფალი ვერ გხედავს და არ ესმის. ის გხედავს შვილო და ესმის კიდეც ჩვენი, ყველაფერი კარგად იქნება გიორგი და არ შეუშინდე განსაცდელს, იპოვე საკუთარი თავი შენში და მე ამიერიდან სულ შენს გვერდით ვარ, შენთან და შენს წინ, შენს უკანაც მე დავდგები შვილო. -ვიცი და მჯერა, ისიც მჯერა რომ დედა დღემდე ძალიან გიყვარს. -დიახ მიყვარს და მისდამი სიყვარული არც არასოდეს გამნელებია, ამბობენ ბავშვობის სიყვარული მალე ქრებაო, მაგრამ არა არ დაიჯერო სწორედ ბავშვობის სიყვარულია ძლიერი და წმინდა, სუფთა და ანკარა. გიორგიმ ტაქსი აიყვანა და ჯერ განყოფილებაში მივიდა რაზედაც გიორგიმ გაოცებულმა შეხედა და გიორგის გაეცინა. -ზაურის საქაღალდე რომ გადმომიღო პროკურორმა და წავიკითხე, აზრი დამებნა და თქვენს სახლამდე ფეხით მოვედი აქ მყავს მანქანა დატოვებული წავიყვანოთ და წავიდეთ. გიორგის გაეცინა და ასე მხიარულად მივიდნენ სახლამდე, ფრთხილად გააღო კარი და შეხედა დარინა ტელევიზორთან იდგა ტელეფონით ხელში და ის წუთი იყო გიორგის ტელეფონზე დარეკა, შებრუნდა და გაოცებული უყურებდა ორივე გიორგის. -რატომ არ დაწექი, აქამდე მელოდები? -უკვე ვაპირებდი დაწოლას, მაგრამ ფილმს უყურებ და მალე დასრულდება. -დარინა გაიცანი შენი ბიძაშვილი გიორგი და ამიერიდან ერთად იცხოვრებთ, ნუ დახოცავთ მხოლოდ ერთმანეთს. გიორგის გაეცინა და დარინამ კიდევ უფრო გაოცებულმა ხმა ვერ გააკონტროლა და იყვირა. -ბიძაშვილი და გიორგი? -ნუ მიყურებ გაოცებული დაახამხამე თვალები ხვალ დაგელაპარაკები, ახლა კი შენი საძინებლის გვერდით რომ საძინებელია ის გაუწყვე გიორგის და მოისვენებს, დღეს ინერვიულა ისე როგორც მე. -მაგრამ....... -დარინა კითხვების გარეშე გააკეთე ის რასაც გეტყვი, ხვალ დავილაპარაკოთ. გიორგის საუბარი ტელეფონის ხმამ შეაწყვეტინა და დარინას ისე შეხედა დარინამ უხმოდ შებრუნდა და საწოლი გაუმზადა გიორგის და ისევ ტელევიზორთან დაბრუნდა. -ბავშვი მშიერია, რამე ჭამეთ ან გამოიძახეთ და მე გავდივარ. -აუცილებელია რომ წახვიდე? გიორგი დარინას მიუბრუნდა და უთხრა. -შეგუებული ხარ ჩემს სამუშაო რეჟიმს და პირველადაც არ რჩები მარტო, მაგრამ ამიერიდან მარტო აღარ იქნები შენს თავს გიორგის ჩავაბარებ და შენს სიჯიუტეს ის მიხედავს ჩემი არ გესმის არაფერი. დარინამ გიორგის შეხედა და გიორგიმ თვალი ჩაუკრა და უთხრა. -დაიმახსოვრე რაც გითხრეს ხუმრობა არ მიყვარს იცოდე და ვერც ტყუილს ვიტან, ასე რომ.... -ასე რომ მეორე გიორგი საიდან გამოიჩეკა.... დარინას სიცილით შეხედა გიორგიმ და წავიდა, ის საავადმყოფოში მივიდა და უკვე ლარას წინ იჯდა. -წასვლის წინ შენი გამოხედვით მივხვდი რომ დაბრუნდებოდი და უკვე გელოდებოდი. -ყველაფერი მითხარი ლარა და ისიც მითხარი თუ საჭიროა წავიყვან გერმანიაში ან თურქეთში. -მომისმინე, გიორგი პაციენტის ისედაც სერიოზული მდგომარეობა არ უნდა გართულდეს, დღეს ექიმების კომისია შეიკრიბება და გადაწყვეტილებას მივიღებთ როდის გაკეთდება ოპერაცია და ..... -რა შედეგით დასრულდება თავად ექიმმაც არ იცის, ასეა? -ასეა, მაგრამ გიორგი ჩვენ უნდა ვცადოთ, უნდა შევძლოთ, რომ ოპერაცია კარგად დასრულდეს. -იმედია, ლარა მინდა ყველაფერი ვიცოდე ეს ჩემი ნომერია შეგიძლია დამირეკო დღე-ღამის მონაკვეთში ყველა დროს. -გიორგი დაგირეკავ და შენთან კონტაქტი მექნება, მაგრამ პატარა გიორგი როდის გაიგე რომ შენი შვილი არის. გიორგიმ ყველაფერი მოუყვა ლარას და ლარა გაოცებული უსმენდა, შემდეგ კი ზიზღით წარმოთქვა. -როგორ გაგცვალა იმ არაადამიანში ის ხომ ადამიანი არ არის გიორგი.გიორგიმ შეხედა ლარას და უთხრა. -რა მოხდა, ლარა შემომხედე. ლარას ცრემლები მოერია და გიორგის ყველაფერი მოუყვა, გიორგიმ შეხედა და გაბრაზებულმა უთხრა. -შენ იყავი ის ქალი დემეტრემ რომ მითხრა..... -დემეტრემ, დემეტრე შენთან იყო? -ჩემთან იყო და ეს ყველაფერი მომიყვა, მაგრამ არ მითხრა რომ შენ იყავი. -ჩემთვის არ უთქვია რომ გნახა და დაგელაპარაკა. -დემეტრე ამ საქმეს უკვე იძიებს ლარა ისე რომ არ გითხრა, არ აგანერვიულა, მაგრამ შენ რატომ შეჩერდი, რატომ არ მიდი პოლიციაში, რატომ არ გააცხადე ლარა იცი რომ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვი? -ისევ ჩემს თავს გავუფრთხილდი, მაგრამ ახლა რა იქნება გიორგი ის მინდა ვიცოდე.ლარა ჩაფიქრდა და გიორგის შეხედა, მაგრამ გიორგი მიხვდა მის გამოხედვაზე მარტო ეს არ აწუხებდა ლარას და უთხრა. -კიდევ რა მოხდა, კიდევ გაქვს სათქმელი და მოდი ბოლომდე დაიცალე შემდეგ კი მოვიფიქრებ რა გავაკეთო. ლარამ ტელეფონი აიღო ხელში და გაუბედავად უთხრა. -შეგიძლია ჩემი ტელეფონი მოისმინო? -რატომ, მიზეზი უნდა ვიცოდე.ლარამ უთხრა გიორგის უცნაურ ზარებზე და ნიღბიან ადამიანზე, გიორგი კი გაოცებული უსმენდა. -მოიცადე დავალაგო აზრები, ლარა ეს ყველაფერი შენ გადაგხდა? -სამწუხაროდ..... -გაქვს ვინმეზე ეჭვი? -ვფიქრობ რომ ისევ ზაური არის.... -არა, ის ზაური არ იქნებოდა რადგან გიორგის საავადმყოფოდან გასვლის დღიდან ის სახლში არ მისულა და დაკავებულია უკვე. გავიგებთ ლარა და გპირდები ვინც არ უნდა იყოს პასუხს აგებს, ძალიან სასტიკად დაისჯება. -ლარა სასწრაფოდ უნდა გამოხვიდე გაუთვალისწინებელი შემთხვევაა, საოპერაციოში გვჭირდები. ექთანს შეშლილი სახე ჰქონდა და ლარამ გიორგის შეხედა. -უნდა დაგტოვო გიორგი და თუ დამაგვიანდეს პლედი იქ დევს, შეგიძლია შემოხვიდე და აქ დაისვენო. -წადი ლარა ჩემზე არ ინერვიულო პაციენტი გელოდება, მე აქ ვიქნები.დილამდე საავადმყოფოში იყო, დილით როცა ცხელი ყავა მოუტანა ლარამ მხოლოდ მაშინ შეამჩნია სულ მალე უკვე გათენდებოდა და ლარას შეხედა. -როგორ არის პაციენტი, დაუბრუნე სიცოცხლე? -სიცოცხლე შევუნარჩუნეთ, მხოლოდ დრო ჭირდება სრულ გამოჯამრთელებამდე. -ლარა ჩვენს პაციენტზე რას მეტყვი, დღეს როგორ იქნება ნელის მდგომარეობა. -გაიღვიძებს და ერთად ვილაპარაკოთ, არ დაგიმალავ მდგომარეობა რთულია, მაგრამ ვფიქრობ ოპერაციით და წამონაზარდის ამოჭრით ასევე კარგი მკურნალობით და მიხედვით ყველაფერი კარგად იქნება. -ოპერაცია როდის დაიგეგმა შეგიძლია მითხრა? -ჯერ არ ვიცით დღეს დაიგეგმება და რაც უფრო მალე მით უკეთესი პაციენტისთვის, გიორგი გაჩერების დრო არ არის თავად პაციენტსაც უნდა დაველაპარაკო და მდგომარეობა ავუხსნათ. -ძია, ძია აქ ხარ მთელი ღამე გელოდით.გიორგის წინ დარინა და გიორგი იდგა შეშინებული და უძილო თვალებით. -ბავშვებს მიხედე გიორგი შეშინებულები არიან...... -მთელი ღამის უძილო ხარ, მამა რამე მოხდა.... ლარა გიორგის მიუახლოვდა და ღიმილით უთხრა. -შენი დედიკო მხურვალედ ლოცულობდა შენს გადარჩენას როცა ამ რამდენიმე დღის წინ თავად იყავი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე, გიორგი შენც ილოცე მის გადასარჩენად და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რომ დედა შენ და შენს მამიკოს დაგიბრუნოთ. -მპირდებით ექიმო რომ დედას დამიბრუნებთ. -გპირდები გიორგი დედას დაგიბრუნებ შენ და მამას მის საყვარელ ქალს. გიორგიმ შეხედა იქვე მდგარ გიორგის თვალებში რომ ცრემლი ჰქონდა და მასთან მივიდა, თავადაც უყურებდა ჯერ კიდევ მისთვის უცნობ მამას და გიორგიმ ხელები გაშალა პირველად ჩაიკრა გულში შვილი და უთხრა. -ყველაფერს გავაკეთებ, რაც მაქვს ყველაფერს გავიღებ რომ ის ქალი გადავარჩინო ვინც შენი თავი მაჩუქა და 15 წელი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდა. -გადარჩება, დედა გადარჩება და ჩვენს გვერდით იქნება. -გადარჩება, დაგვიბრუნდება და ჩვენს გვერდით იქნება, ჩვენ გადავარჩენთ მას გიორგი. -ჩვენ როგორ მამა. გიორგი დაიბნა და გიორგი უფრო მაგრად ჩაიხუტა გულში თითქოს სადმე მიდიოდა და არ უნდოდა გაშვება, მაგრამ მისმა ნათქვამმა მამამ გული აუფრიალა და ისევ მშვიდად და გაწონასწორებულად უთხრა. -როცა გაიღვიძებს და ჩვენ ორივეს ერთად შეგვხედავს ტკივილი დაავიწყდება და იმედი რომელიც დაკარგული ჰქონდა რეალობა იქნება მისთვის, მაგრამ შენ მითხარი ექიმის თქმით გავიგე რომ ძალიან რთულ მდგომარეობაში იყავი, ეს იმ დღეს უკავშირდება გუშინ რომ თქვი. -მე წავალ და დაგტოვებთ, თქვენ ისაუბრეთ.ლარა წავიდა გიორგი კი შვილს მიუბრუნდა და ისევ დაუსვა კითხვა. -მინდა ყველაფერი მომიყვე გიორგი. გიორგიმ ღრმად ამოისუნთქა და ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა, გიორგიმ მუჭები შეკრა ნერვიულობისგან კბილებს მაგრად უჭერდა ერთმანეთზე და კბილების ღრჭიალის ხმა გიორგისაც ესმოდა და შეამჩნია სიბრაზით მამას ჰგავდა, მაგრამ გიორგიმ დაძლია სიბრაზე და იქვე თავდახრილ დარინას შეხედა, ორივეს ხელი მოხვია და გულზე მიიკრა. -ძლიერები უნდა იყოთ, არასოდეს არავის არ უნდა შეგეშინდეთ და არც უნდა შეგრცხვეთ. ყველა ადამიანი მკვდარია თუ მასში ღმერთი არ არის, ადამიანი ვინც სიბოროტით არის სავსე ისინი უსიცოცხლო არსაებები არიან და ასეთი ადამიანების ყოფა დროებითია ჩვენს სამყაროში. შემომხედეთ და დაიმახსოვრეთ, მე თქვენს გვერდით ვარ და ამიერიდან თქვენი მყარი საყრდენი ვიქნები. -გიორგი, გიორგი გაიღვიძა ჩვენმა პაციენტმა.ლარას სახე და თვალები უღიმოდა და ყველამ ერთად წავიდა ნელის სანახავად, გიორგი კი ახლოს მივიდა დედასთან და ხმის კანკალით უთხრა. -დედა შემეშინე, ყველა ძალიან შეგვაშინე. -ნუ გეშინია შვილო დედა ძლიერია ბევრს გაუძლო და ამ ტკივილსაც გაუძლებს. ხელით მოეფერა შვილს და შემდეგ იქვე მდგარ გიორგის შეხედა. -შენც აქ ხარ, მადლობა რომ ჩემი შვილი მარტო არ დატოვე. გიორგის ჩაეცინა და უთხრა. -ჩვენი შვილია გიორგი ნელი და ეს ნუ დაგავიწყდება და თუ არ გახსენდება, რომ გიორგის მამა მე ვარ ამიერიდან ვერც დაივიწყებ რადგან ერთად ვიცხოვრებთ და შეხსენებაც არ დამჭირდება. -როგორ ეს შეუძლებელია, გიორგი ის ცხოვრებას ჯოჯოხეთად გვიქცევს...... -დედა მამა მთელი ღამე აქ იყო და შენს გაღვიძებას ელოდა, რაც შეეხება მას მასზე ნუ ფიქრობ მამა მიხედავს და ვეღარ მოგვიახლოვდება, შენ ახლა მხოლოდ შენს თავზე უნდა იფიქრო რომ კარგად იყო და ჩვენ ერთად ვიყოთ. -დამშვიდდი, ნელი ექიმს უნდა მოუსმინო მან ძალიან მნიშვნელოვანი რამ უნდა გითხრას. -ჯერ მომისმინეთ და შემდეგ მოვუსმენ ექიმს, მაგრამ შენს გამოხედვას ვიცნობ გიორგი და ვხვდები რომ რაღაც სერიოზული მჭირს და მინდა პირობა მომცე, რომ თუ დიდი დრო აღარ მაქვს არ მიატოვო გიორგი, მას უჩემობა ძალიან გაუჭირდება, არ არის მიჩვეული მარტოობას. იყავი მის გვერდით და იგრძნოს, რომ შენი სახით მას მყარი და ძლიერი საყრდენი ყავს. -გპირდები რომ ამიერიდან ჩვენ ერთად ვიქნებით, მაგრამ იმასაც გპირდები რომ თავადაც შეხედავ ჩვენს მამა შვილურ ურთიერთობას და შემდეგ არ იეჭვიანო, გაფრთხილებ იცოდე. -ღმერთმაც ქნას ასე იყოს როგორც ამბობ. თქვა და შემდეგ ექიმს შეხედა. -შეგიძლიათ ყველაფერი პირდაპირ მითხრათ, მინდა ვიცოდე კიდევ რამდენი დრო მაქვს სიცოცხლისთვის. -თქვენი სიცოცხლე თქვენზეა დამოკიდებული თუ თქვენ იქნებით თანახმა ოპერაციაზე..... -ოპერაცია რაზე, ექიმო ყველაფერი მითხარით. -სიმართლეს გეუბნებით თქვენ თავში გაქვთ წამონაზარდი და თუ ოპერაციით არ ამოვჭრით ეს წამონაზარდი იზრდება და ამოკვეთით უნდა შევაჩეროთ მისი ზრდა, შემდეგ დაიწყება მკურნალობა რომელიც კარგი შედეგით დასრულდა. -დასრულდება კი კარგი შედეგით ექიმო.ნელის თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე და გიორგის უყურებდა. -ექიმის დროული ჩარევით ყველაფერი კარგად დასრულდება და რაც უფრო მალე გაკეთდება ოპერაცია თქვენი ჯამრთელობისთვის ეს არის კარგი, ჩვენ დავიწყებთ დღეს ყველა მნიშვნელოვანი ანალიზის გაკეთებას, გადავიღებთ თავზე რომ დავრწმუნდეთ რამდენით არის გაზრდილი კიდევ ამ 24 სთ-ში წამონაზარდი და პირველი ნაბიჯებისთვის მოვემზადოთ, ვფიქრობ უახლოეს დღეებში დაინიშნება ოპერაცია და მინდა ყველაფერი მითხრა რასაც ფიქრობ და ნელი მინდა გულწრფელი იყო ჩემთან. ნელის ჩაეცინა შვილს შეხედა და უთხრა. -მაქვს ერთი შეკითხვა და ვიცი გაგეცინებათ რასაც გაიგონებთ. -თქვი და ვნახოთ გავიცინებთ თუ არა რასაც იტყვი. -თმა უნდა გადამპარსოთ? ექიმს მართლაც ჩაეცინა და ნელის შეხედა. -არა, თავის გადაპარსვას არ ვთვლი საჭიროდ, მხოლოდ სადაც ჭრილობა უნდა იყოს ის ადგილი ამოიჭრება და ეს იქნება თავის უკანა ნაწილი. -დედა იცი როგორ ძალიან მიყვარს შენი შავი თმები და მისი სურნელი, მაგრამ თუ საჭირო და აუცილებელია უნდა შეიჭრა თმა. -დამშვიდდი შვილო თუ შევჭრით თმა ისევ გაიზრდება, ხომ გამეზრდება თმა ექიმო. -რა თქმა უნდა თმა გაიზრდება და თქვენც ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდებით, მხოლოდ გთხოვთ მოეშვით და ნუ დაიძაბები. ექიმი იქვე მდგარ გიორგის მიუბრუნდა და უთხრა. -მე დაგტოვებთ და მთავარ ექიმთან ერთად შემოვალ, მაგრამ აქედანვე გეტყვით რომ ის სხვას განსხვავებულს არაფერს გეტყვით, გარდა იმისა როდის დაინიშნება და გვეცოდინება დაზუსტებით ოპერაცია.ლარა წავიდა რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ რამდენიმე ექიმთან ერთად დაბრუნდა და მათმაც იგივე თქვა რაც ლარამ, მაგრამ უკვე დაზუსტებით იცოდნენ როდის გაკეთდებოდა ოპერაცია.უყურებდა ექიმებს და ერთნაირად უჭირდა საუბარიც და დუმილიც, ბოლოს კი გაუბედავად იკითხა. -როდის დაიგეგმა ოპერაცია ექიმო.... -როგორც გავიგეთ თქვენ თანახმა ხართ, ხვალ ანალიზების შემდეგ გვეცოდინება ზუსტი პასუხი. -შემიძლია ოპერაციამცდე წავიდე სახლში... -შეგიძლიათ წახვიდეთ, დაისვენოთ და ხვალ გეტყვით როდის მოხვალთ მომზადებული და უფრო შემართებით.ნელის დარინამ მოეხმარა ჩაცმაში და ლარას დაემშვიდობა, გიორგის ხელზე დაყრდნობილმა დატოვა საავადმყოფო და როცა ყველა მოთავსდა მანქანაში გიორგიმ თქვა. -არ შემედავო რადგან აზრი არ აქვს ამ თემაზე დავას მე აზრს არ შევიცვლი, დღეიდან ერთად ვიწყებთ ცხოვრებას. -მაგრამ...... -მაგრამ გიორგის და დარინას დავტოვებ ბინასთან და საჭირო ნივთებს წამოიღებენ, სახლში კი ტაქსით დაბრუნდებიან. -გიორგი..... -ნელი კამათს არ ვაპირებ და გთხოვ მოგვეცი საშუალება წასვლის. ნელი აღარ შეეპასუხა რადგან აზრი არ ჰქონდა კამათს იცნობდა გიორგის და გაჩუმდა, გიორგიმ საფულედან თანხა ამოიღო და გიორგის მისცა. -ეს რად მინდა..... -ტაქსით წამოდით ბარგი გექნებათ. -ეს ბევრია მამა. -ჩაიდე ჯიბეში, მოვა დრო და დაგჭირდება.ნელი მაინც აწუწუნდა და გიორგის შეხედა. -თქვი, თქვი რისი თქმა გინდა მე მოგისმენ, მხოლოდ მოგისმენ ნელი. -ის გაიგებს სიმართლეს და ყველაფერს გააკეთებს შურისძიებისთვის, რომ მატკინოს..... -რა უნდა გატკინოს, კიდევ რა უნდა გაგიკეთოს ნელი. -შენ მას არ იცნობ..... -გავაცნობ ჩემს თავს, რადგან არც შენ და არც მან არ იცით მე სად ვმუშაობ და რა პოსტი მიკავია. მან მოგვიახლოვდეს და ან შენ და ან ჩემს შვილებს რამე გგკადროთ და მერე თვალებში ჩამხედოს. გიორგიმ სიამაყით შეხედა უკან მჯდარ დარინას და გიორგის და მათ გასაგონად თქვა. -რაც საჭიროდ ჩათვალოთ ამ პირველ ეტაპზე დარინა დიდი ჩანთა გაავსე და წამოიღე. დარინას გაეცინა და გიორგის სარკეში შეხედა თვალებ გაცისკროვნებულმა. -მოვედით, გადადით და ტაქსით წამოდით სახლში, ჩვენ სახლში დაგელოდებით. დარინა და გიორგი ბინისკენ წავიდნენ, გიორგი კი მიდიოდა და მის გვერდით იჯდა მისი საყვარელი ქალი ვისი სიყვარულიც წლებმა ვერ ჩააქრო. -არ მჯერა ჩემი ცხოვრება 300გრ-ით შემოტრიალდა და შენ წარმოიდგინე ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან რაც წამოვიზარდე ვფიქრობდი როგორ დავაღწიო თავი ამ ადამიანს ვინც დედას ატირებდა და ჩაგრავდა. -წამოდი შევიდეთ სახლში და დროულად მოვაგროვოთ საჭირო ნივთები. გიორგიმ ბინის კარი გააღო და უკვე ეზიზღებოდა ამ ბინაში შესვლა, საჩქაროდ მოაგროვა ორივემ ერთად საჭირო ნივთები და დარინამ საწოლთან კომოდის უჯრა გამოაღო და გაოცებული უყურებდა ექიმის მიერ დაწერილ დასკვნას. ვერ გაიგო როგორ მიუახლოვდა გიორგი და აკანკალებული ხელით გამოართვა ქაღალდები რომლებიც სწრაფად გადაიკითხა და ჩურჩულით თქვა. -იცოდა, მან იცოდა რაც ჭირდა და არაფერი არ თქვა. -მან თავი მოგვაჩვენა ყველას რომ არაფერი არ იცოდა და ეს იმიტომ შენ არ გტკენოდა გიო და ბიძას არ ტკენოდა. -არა, არ მენდო და ამიტომ არაფერი არ მითხრა. გულის ტკივილით დატოვა სახლი, ორივემ უხმოდ გაიარა სახლამდე გზა და ასევე უხმოდ შევიდნენ სახლში. გიორგი და ნელი სალონში ისხდნენ და საუბრობდნენ, გიორგიმ ჩანთა გახსნა და ნელის ექიმის დასკვნა წინ დაუდო და უთხრა. -რატომ არ თქვი დედა რომ იცოდი რაც გჭირდა, მარტო უმკლავდებოდი შენს ტკივილს და მე შენს შვილს არაფერი არ მითხარი არ მენდობოდი თუ რატომ არ გამიხსენი გული.ნელის თვალები ცრემლით აევსო და გიორგის შეხედა. -მაპატიე, მაპატიე შვილო არ მინდოდა ჩემი ტკივილის გამო სწავლაში შეგშლოდა ხელი, მე კი ვუმკლავდებოდი ჩუმად ტკივილებს. -უნდა გეთქვა დედა, რომ არ წაგსვლოდა იმ დღეს გული ვინ იცის რა შედეგით დასრულდებოდა შენი სიჩუმე. -გიორგი მომისმინე შვილო ჩვენ ყველამ უნდა ვიბრძოლოთ ერთად, რომ დედამ ეს სენი დაძლიოს და დაამარცხოს.როგორც ექიმმა თქვა დიდი იმედი არის, რომ მკურნალობა და ექიმის ყურადღება გაამართლებს. -არ ვარ დარწმუნებული მამა არა. თქვა და შეკავებულ ცრემლებს გზა მისცა გიორგიმ ის მამის მხარზე ატირდა, ვერ გაუძლო გიორგიმ შვილის ცრემლებს და ორივე ხელები მოხვია. -შემომხედე, გიორგი ძლიერი უნდა იყო შვილო, ძლიერი. -კარგი, კარგი ავნერვიულდი. -გიორგი დროა ჩვენ ერთად ორივემ დავსხდეთ და დავილაპარაკოთ, არ გინდა ერთმანეთი უკეთ გავიცნოთ? -ჩემთვის საკმარისია რაც თავში მითხარი, სიმართლე კი ის არის რომ ის არ არის მამაჩემი ვინც მეზიზღება და მისგან გაქცევას ვნატრობდი,თუნდაც თქვენ არა სხვაც რომ ყოფილიყო თქვენს ადგილზე მაინც დავთანხმდებოდი. -მეც მიხარია რომ ასე ფიქრობ, მაგრამ წლების წინ შემიყვარდა ქალი და მისი სიყვარული ჩემი გულიდან არასოდეს არ გამქრალა. ჯერ შორიდან ვადევნებდი თვალს და მისი სიყვარული უფრო და უფრო ძლიერდებოდა, ის კი ვითომც არაფერი ისე ჩამივლიდა გვერდს თითქოს არც ვარსებობდი მე კი ეს მისი უყურადღებობა მაღიზიანებდა.ნელა ნელა დავუახლოვდით ერთმანეთს, ერთმანეთის ხასიათი შევისწავლეთ და მეგობრები გავხდით, მეგობრობიდან გრძნობა გაიზარდა სიყვარულში და ოთხწლიანი ურთიერთობის შემდეგ ჩვენი დაშორება ჩემი დიდი შეცდომა იყო, რადგან ერთ ღამეს ერთი უზნეო ქალის შეცდომას ემსხვერპლა ჩემი გრძნობები. -უბრძოლველად დათმე სიყვარული? -ჯიუტი იყო, ძალიან ჯიუტი და არ მომისმინა.გიორგიმ შეხედა მამას და ახლოს მივიდა მასთან, მხარზე ხელი დაადო და თქვა. -თუნდაც გვიან, მაგრამ მაინც იპოვე და გთხოვ ნუ გაუშვებ ხელს, ჩვენ არ ვიცით კიდევ რამდენი აქვს მას დრო დარჩენილი ჩვენთან ერთად ცხოვრების. -აუცილებლად, მინდა ყველა დღე გავულამაზო და ის ტკივილიანი წლები დავავიწყო სიყვარულით და მოფერებით. -გიორგი მინდა ჩემთან ერთად წამოხვიდე. მამა შვილს საუბარი დარინამ შეაწყვეტინა, გიორგიმ კი გაოცებულმა შეხედა დარინას შემდეგ საათზე დაიხედა და უთხრა. -ამ დროს სად მიბრძანდები, შეიძლება გავიგო? -მინდა ჩემი ბიძაშვილი გავაცნო ჩემს მეგობრებს, არ შეიძლება? -როგორ არ შეიძლება, მაგრამ არ ფიქრობ რომ ამ დროს სახლიდან გასვლა გვიან არის? -უფრო ადრე ვაპირებდით შეკრებას, მაგრამ ჩემი მდგომარეობა გაითვალისწინა ჩემმა მეგობრებმა და ახლა ირინასთან ვიკრიბებით. -რატომ აქ არ შეიკრიბეთ რა ამ სახლის სივრცე თქვენ ვერ დაგიტევდათ თუ თავისუფლად ვერ იქნებოდით. -მამა აქ ბიცილას ვერ შევაწუხებთ ის სუსტად არის და რა გაშინებს პირველად გავდივარ მარტო სახლიდან? -დარინა სახლიდან ყოველთვის მარტო გადიხარ, მაგრამ მე დროს ვკითხულობ რომ გასვლის დრო დასრულებულია და ამ დროს უნდა ბრუნდებოდე სახლში, მაგრამ კარგი ამ ერთხელ დავუშვებ გამონაკლისს იმიტომ რომ ვიცი სად მიდიხარ და თან მარტო არ მიდიხარ, თუ დაგაგვიანდებათ მოგაკითხავთ გვიან მარტო არ წამოხვიდეთ.დარინამ ლოყაზე აკოცა გიორგის და ბიძაშვილთან ერთსად წავიდა, გიორგიმ კი ღიმილით გააყოლა თვალი წასულებს და ნელის მიუბრუნდა. -კარგად შეეწყო ეს ორი ერთმანეთს. -იმედია ბოლომდე ასე იქნებიან, გიორგი რთული ბავშვი არის ძალიან ძნელად იცის დაახლოება, მაგრამ დარინას კარგად შეეწყო. -ნელი გიორგი მგავს ხასიათებით ან გარეგნობით, ერთად რომ დავდგებით იტყვიან რომ მამა-შვილი ვართ. -იტყვიან, გიორგი შენ გგავს შენი რთული ხასიათებით ასევე გარეგნობით, ვერ შეამჩნიე თვალთან მასაც იგივე ხალი აქვს როგორც შენ. -შევამჩნიე იმ დღეს და სწორედ იმ ხალმა დამაეჭვა და მაინტერებს, ის რას ამბობდა შვილი მამას რომ არ გავდა. -არც არასდროს უხსენებია რომ მისი შვილი არ არის გიორგი ის მხოლოდ მე მერჩოდა და ჩემზე ჰქონდა დიდი გული, ერთხელ ჭურჭლის რეცხვის დროს ხელიდან გამისრიალდა მისი ყავის ფინჯანი, ერთი ფინჯანი ჰქონდა ამოჩემებული და სულ იმით სვავდა ყავას, მეც სწორედ ის ფინჯანი გამიტყდა და ჩემი გაჩენის წუთები მაწყევლინა. გიორგი სკოლიდან მოსულა და ამ სცენას შეესწრო, როცა ქამრით მცემდა და მე გადამეფარა ტირილით. -მამა რას შვრები დედას რატომ ცემ. შემდეგ ძირს დამსხვრეულ ფინჯანს შეხედა და ტირილით უთხრა. -რომ გავიზრდები სწორედ ასეთ ფინჯანს გიყიდი, მხოლოდ დედას არ შეეხო. უთხრა და მოქნეული ხელი რომელშიდაც ქამარი ეჭირა გიორგის მოხვდა შუბლზე მარჯვენა მხარეს და იმ დღის დაღი დააჩნდა ლაქად. - და როგორ შეძელი მასთან ცხოვრება ან რატომ არ გაშორდი ნელი. -რამდენჯერმე უთხარი განქორწინება, მერე თითქოს მოლბებოდა რადგან სახლი ჩემი იყო და მას წასასვლელი არ ჰქონდა, შემდეგ კი გაიცინებდა და მეტყოდა, შენ რომ მოკვდები შენი დასაფლავებაზე შემოსული ფულით მაგარ მანქანას ვიყიდიო. სწორედ ჩემზე დარდმა გადაიყოლა დედა, შენ დაგკარგე და ჩემი თავი დავსაჯე მასთან ერთად ყოფნით. დედა რომ გარდაიცვალა ერთხელ შევძელი და გარეთ გამოვაგდე, მაგრამ მაინც შემოვიდა, დაბრუნდა და მის შემდეგ არც მიცდია რა აზრი ჰქონდა წავიდოდა და მაინც ბრუნდებოდა უნამუსოდ. -აქ ვერ მოვა, აქ ვერ შეგეხება. -მოვა, ის აქ მაინც მოვა თავად თუ არა სხვისით მოვა, რადგან არ მაპატიებს მისგან წასვლას. -ვერ გაბედავს, ნელი დამიჯერე აქ ვერ მოვა. -შენ მას არ იცნობ ის ძალიან ცუდი ადამიანია და არავის არაფერს არ პატიობს. -ვერაფერს ვერ შეძლებს ის დაკავებულია და არ უნდა შეგეშინდეს. -გიორგი შენი ფერი არ მომწონს, გადაღლილი ხარ და დასვენება გჭირდება. გიორგი ნელის გვერდით დაჯდა ხელი მოხვია მხრებზე და უთხრა. -როცა ვიცი დაძაბული და დატვირთული დღის შემდეგ შენ სახლში მელოდები დაღლას ვერც კი ვიგრძნობ, იმ კარებში რომ შემოვედი და შენ აქ დაგინახე სამყაროს მბრძანებელი მეგონა ვიყავი,ნელი დაინახე აბა რას ხედავ ჩემს თვალებში. ნელიმ ჩახედა გიორგის თვალებში და უთხრა. -შენ რასაც ხედავ ჩემს თვალებში გიორგი. -ჰოდა მინდა სულ ასე იყოს ჩვენი თვალები, იქ მხოლოდ ერთმანეთს ვხედავდეთ, ნელი ძალიან მიყვარხარ.... -მე და შენ ისევ ერთად, შენ და მე ესე იგი ისევ ჩვენ. -სწორად თქვი, ისევ ჩვენ საყვარელო.იცი რამდენჯერ გამომაღვიძა ძილში შენმა ხმამ, უშენობა ძალიან დიდი შეცდომა იყო რაც კი დამიშვია. -მე კი ნაწვიმარი ქუჩები ვნახე ბევრჯერ სიზმარში სადაც წვიმაში ერთად დავდიოდით, ჩვენს გარშემო უამრავი ყვითელი ფოთლები შეაგროვე და შემდეგ ორივემ გავწექით იმ ფოთლებში. -წამოდი დაისვენე შენ ჯერ კიდევ სუსტად ხარ. -ბავშვები? -ბავშვებს მივაკითხავ და წამოვიყვან, შენ კი უნდა დაისვენო. -უარს არ გეტყვი რადგან მართლა დავიღალე და მინდა დავისვენო. გიორგიმ ნელი თავის საძინებელში შეიყვანა თავად კომპიუტერი ჩართო და დროის უქონლობის გამო რამდენიმე შეჩერებული საქმეს გადახედა, შემდეგ საათზე დაიხედა და დარინას დაურეკა. -გისმენ ძვირფასო ძია. -მოვიდე თუ ტაქსი გამოგიძახოთ...... -ჩვენ უკვე მოვედით.უთხრა დარინამ და კარიც გაიღო,გიორგი კი გაოცებული უყურებდა ორივეს. -რა მოხდა, გაგიკვირდა? -ჯერ არ გელოდით და ამიტომ გამიკვირდა. -არ წავსულვართ ირინასთან... -აბა სად იყავით აქამდე დარინა. -რადგან ვერ შევიკრიბეთ კინოში წავედით მე და გიო, დავაშავეთ რამე? -არა, არა კარგი გიქნია, მაგრამ დაგერეკა და გეთქვა მე ირინასათან მივდიოდი ვიცოდი იქ იქნებოდით. -ამიტომ მოვედით ადრე და მოგისწარით სახლში კიდეც. -კარგი მაშინ დაისვენეთ და მე ცოტას კიდევ ვიმუშავებ. -დედა, როგორ არის დედა. -დედამ დაისვენა, ვისაუბრეთ თქვენ რომ წადით და ბევრი რამ მომიყვა. გიორგი დედა ძალიან ძლიერი ქალი არის და დარწმუნებული ვარ ის ამ ტკივილსაც გაუძლებს და გადაიტანს. -იმედია, იმედია მართლა მასე იქნება ყველაფერი და ბედნიერი ოჯახი ვიქნებით მამა. -ვიქნებით ბედნიერები, წადი დაისვენე იცი შენი საძინებელი სადაც არის. გიორგი წავიდა, გიორგიმ კი ღიმილით გააყოლა თვალი შემდეგ კი ისევ კომპიუტერს მიუბრუნდა, მოულოდნელად ტელეფონს შეხედა და გაუკვირდა. -ლარა, როგორ ხარ ასე გვიან რატომ მირეკავ. -როგორ ხარ გიორგი ნელი როგორ არის. -ისვენებს მე კი კომპიუტერთან ვმუშაობ, შენ როგორ ხარ. -როგორ უნდა ვიყო, სამსახური რომ არა ალბად ძალიან გამიჭირდებოდა, მაგრამ...... -არავის შერჩება,ლარა გპირდები რომ ყველაფერს გავიგებთ და როცა ყველა სამხილი მზად მექნება ეჭვების გარეშე და ვარაუდების გარეშე მაშინ გეტყვი დაზუსტებით ვინ იყო ის არაკაცი. -იმედია გავიგებთ გიორგი და საკადრისად დაისჯება. -სასჯელზე არ იზრუნო დღის სინათლე მოენატრება, გპირდები. -კარგი წავედი კიდევ ახალი და რთული პაციენტი მყავს და დღეს აქ ვარ. -ლარა..... -გისმენ გიორგი. -თავს მიხედე ვიცი რთულია, მაგრამ უნდა მოერიო შენს დარდს და შენს ტკივილს.გიორგიმ ტელეფონი გათიშა და ჩაფიქრდა, შემდეგ სათვალე მოიხსნა და ჩურჩულით თქვა. -ვინ ხარ და რა გინდა ან რის მიღწევას ცდილობ.ლარაც თავის კაბინეტში იყო და ორივე ხელებში ჰქონდა თავი ჩარგული ვიღაცამ რომ შეეხო და ფეხზე წამოხტა შეშინებული, მის წინ მიშო იდგა. -რა გჭირს ლარა რატომ ხარ ასეთი დაბნეული. ლარას არასოდეს მოსწონდა მიშო და არც მისი ახლო მეგობარი ყოფილა, ამიტომ გაბრაზებულმა შეხედა და უთხრა. -როცა კაბინეტში შემოდიხარ ჯერ კარზე უნდა დააკაკუნო, ძალიან შემაშინე მიშო. -კარგი, კარგი, ვეღარ გცნობ ლარა. -ყოველთვის კარგ ხასიათზე ვერ იქნები, ამიტომ მეც მაქვს ჩემი საფიქრალი და ზოგჯერ მინდა განმარტოვებით ვიყო. -ძალიან უხეში რომ გახდი თუ ხვდები ამას. -არა უშავს ზოგჯერ უხეშობაც საჭიროა. თქვა და ხელში საქაღალდე აიღო და მიშოსთან ერთად გავიდა თავისი კაბინეტიდან, მაგრამ მოულოდნელად თავბრუხვევა იგრძნო ყველაფერი დატრიალდა და გაითიშა,სიმსუბუქე იგრძნო, ირგვლივ კი სრული სიწყნარე, სიჩუმე და სიმყუდროვე არის. მოკეცილი, მოკუნტული წევს და ერთ წერილს უყურებს, გონება გათიშული აქვს ვერანაირ ემოციას ვერ გრძნობს თითქოს გრძნობები გაეყინა და ესმის ექიმის ხმა. -ლარა როგორ ხარ კოლეგა, ცოტა შეგვაშინე. თვალები დაახამხამა გამშრალი ტუჩები ენით დაისველა და ექიმს შეხედა რომელსაც ჩურჩულით უთხრა. -მაპატიე ექიმო არ ვიცი რა მჭირს, ძალიან გადავიღალე.... -ნამდვილად რომ საპატიო მიზეზი გაქვს მეგობარო და პირველი მე მოგილოცავ, ლარა მალე დედა გახდები, გილოცავ..... გაითიშა, გამოეთიშა სამყაროს და მხოლოდ ექიმს უყურებს. -ლარა ჩემი გესმის, რა გემართება. -რა, რა, რას მილოცავ ექიმო.... -არ გეპატიება, ლარა შენ ხომ ექიმი ხარ და უნდა მიხვდე შენი სხეულის ცვლილებას. -ვერ გავიგე..... -დაიბენი როგორც მივხვდი არ ელოდი, მე კი მოგილოცავ მალე სულ რაღაც რამდენიმე თვეში მშობლები გახდებით თქვენ პატარას ელოდებით. თქვა და დემეტრეს შეხედა რომელიც გაოცებული უყურებდა ლარას და შემდეგ ღიმილით უთხრა. -ლარა საყვარელო ჩვენი პატარა....ლარას თვალები აევსო ცრემლით, ექიმმა კიდევ რაღაც უთხრა მაგრამ აღარ ესმოდა ექიმის საუბარი რადგან ის სულ სხვა რამეზე ფიქრობდა და როცა აღმოაჩინა დემეტრესთან ერთად მარტო იყო ოთახში თქვა. -არ დაიბადება, ეს ბავშვი დემეტრე არ დაიბადება. -რას ამბობ ლარა გთხოვ დამშვიდდი და ეს არ გაიმეორო, რა დააშავა იმ პატარამ ის ხომ სულ ციცქნა არის და დაუცველი. -როგორ, როგორ ვზიდო ეს სიმძიმე ჩემივე სხეულით დემეტრე. თქვა და ატირდა, ოთახში შეშინებული გიორგი შემოვიდა და ლარასთან მივიდა. -რა მოხდა, შენს სანახავად მოვედი და მითხრეს რომ ცუდად გახდი. -გიო მიშველე, გიო ცუდად ვარ და დამეხმარეთ გთხოვთ. გიორგიმ დემეტრეს შეხედა და ისევ ლარას მიუბრუნდა. -რა მოხდა, დაწყნარდი და ისე მითხარით რომელიმემ რა მოხდა ისევ მოგწე..... -არა, არა, არა, ორსულად ვარ და არ მინდა, არ მინდა, არ მინდა ეს ბავშვი არ მინდა, არ მინდაააა. -დამშვიდდი, ყველა გაიგებს შენს ტკივილს ეს გინდა? -ნუ მეუბნები დავმშვიდდიო, გთხოვ ნუ დამამშვიდებ და მომეხმარეთ. -აბა რა გითხრა ადექი და ფანჯრიდან გადახტითქო გითხრა თუ რა გითხრა, არის გამოსავალი ჯერ ვცდილობ ვიპოვო და თუ ისე შეინიღბა ვერ ვიპოვე ეს პატარა დაგვეხმარება. -როგორ, ეს პატარა როგორ დაგვეხმარება. -ეს ერთადერთი შანსი არის რომ სიმართლე დავადგინოთ. -როგორ, როგორ გავიგებთ ან ახლა რატომ არ აკეთებ რა გიშლის ხელს. ლარა უკვე გიჟს ჰგავდა და ვერც დემეტრემ და ვერც გიორგიმ ვერ შეძლეს მისი დამშვიდება, ამიტომ დემეტრემ ექიმს დაუძახა და იძულებული გახდა ექიმი დამამშვიდებელი გაეკეთებინა, როგორც იყო ჩაწყნარდა და დემეტრე გიორგის მიუბრუნდა. -გიორგი რას გულისხმობდი შანსი რომ ახსენე, ეს შანსი როგორ უნდა გამოიყენოს და სიმართლე როგორ უნდა გაიგოს. -გავიდეთ გარეთ დემეტრე და იქ ვისაუბროთ, უკვე კართან იყო ორივე რომ ლარამ ჩაილაპარაკა. -არ დამტოვოთ, არ დამტოვოთ მარტო..... -ეშინია, უკვე თავს ვეღარ აკონტროლებს გიორგი. -ვიცი დემეტრე ლარა ძალიან რთულ მდგომარეობაში არის, ჩვენი საუბრის შემდეგ ჩვენ უკვე ვმუშაობთ ამ საქმეზე, მაგრამ როგორც იცი ადვილი არ არის როცა არ იცი საიდან უნდა დაიწყო ძიება. რაც შეეხება ლარას სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს, რომ ნაყოფი ცოტა უნდა გაიზარდოს და მამობის ტესტს გავაკეთებთ. მაქვს რაღაც ეჭვები, მაგრამ ჯერ ვერაფერს ვერ ვიტყვი, ჯერ უნდა დავრწმუნე რომ არ ვცდები ჩემს ეჭვებში.გიორგი დემეტრეს წინ იდგა და მათ სიახლოვეს მიშომ გაიარა რომელმაც ნაბიჯი შეანელა, გიორგის და დემეტრეს ზიზღით შეხედა და ლარას ოთახის კართან გაჩერდა, კარი ოდნავ შეაღო, მაგრამ შეხედა რომ ლარას ძინავდა და კარი დაკეტა. -მშვიდად ძინავს დაეხმარა დამამშვიდებელმა.მის უკან გიორგიმ თქვა და მანაც ლარას შეხედა, მიშო არ ელოდა იქ გიორგის და უცნაურად შეხედა არც გიორგის მოეწონა მიშოს გამოხედვა, მაგრამ თავისი თავი გააკონტროლა მიშომ კი თქვა. -შევამჩნიე ცვლილებები ეს ბოლო პერიოდი ძალიან ცუდ ხასიათზე იყო, მაგრამ არ ელოდა და ეს სასიამოვნო ცვლილება მაინც მოულოდნელი იყო მისთვის, ამიერიდან ჩვენს მეგობარს ყველა გავუფრთხილდებით. -არ ინერვიულო ექიმო გავუფრთხილდებით ლარას და სულ მის გვერდით ვიქნებით, აბა რა მეგობრები ვართ რომ მისთვის რთულ, მაგრამ სასიამოვნო დროს მარტო დავტოვოთ. -კარგია, მიხარია მისი სიხარული წავალ მის პაციენტებს დავხედავ. მიშო წავიდა, გიორგი დაფიქრებული იდგა და დემეტრეს მიუბრუნდა. -ამ ექიმს დიდი ხანია რომ იცნობს ლარა? -მე ვიცნობ უკვე სამი წელია, მაგრამ ლარა მანამდე იცნობდა. გიორგი სიმართლე რომ ვთქვა არ მომწონს ეს პიროვნება, რატომ ჩაფიქრდი. -მეც ვფიქრობ დემეტრე და ვერ ვხსნი სად უნდა ვეძებო სიმართლე, მაგრამ ვეძებ, მაინც ვეძებ და დარწმუნებული ვარ ვიპოვი. -ვიპოვით, შენ კანონიერი გზით ეძებე მე ჩემი გზებით ვეძებ და ან მე ან შენ ვიპოვით დამნაშავეს. ლარა ერთადერთი ქალია ვის გამოც უსიტყვოდ შემიძლია დავთმო ჩემი სიცოცხლე, ჩემს თავს ვერ ვპატიობ ის რომ ასე იტანჯება. ვერ დავიცავი საყვარელი ქალი, ვერ გავუფრთხილდი და გულის არეში ელვისებური ბზარი გაჩნდა რომლისთვისაც მზად არ ვიყავი, სწორედ ამ ტკივილს ვერ ვაპატიებ მას ვინც ასე დაუდევრად და ვერაგულად, ბოროტულად მოექცა ჩემს ლარას. ჯერ უნდა დამშვიდდეს და ფეხზე დადგეს, ბავშვს კი არ უნდა შეეხოს ის ჯერ პატარა და უსუსური არსება არის. -მართალი ხარ, დემეტრე ჩვენ ვიპოვით დამნაშავეს. -გზა რომელიც ჩვენს წინ გაიხსნა არ არის ადვილი მეგობარო, მაგრამ ჩვენ შევძლებთ სიმართლე დავამტკიცოთ.ლარა შედარებით მშვიდად იყო არც არაფერს ამბობდა და არც არაფერს ჭამდა, ორი დღე სრულ სიჩუმეში იყო და კიდევ დიდხანს იქნებოდა ასე რომ არა დემეტრეს უეცარი აფეთქება. -რას აპირებ, რა ჩაიფიქრე შენი სიჩუმით გინდა დამსაჯო მეც და დასაჯო საკუთარი თავიც? -შემეშვი, ყველამ შემეშვით და თავი დამანებეთ.უთხრა და საწოლიდან ადგა, მაგრამ ძალა არ ჰქონდა უჭმელს და თავბრუ დაეხვა, რომ არა იქვე დემეტრე წაიქცეოდა.დემეტრემ ხელი შეაშველა წაქცევას გადაარჩინა, მაგრამ ისევ ისეთივე სიბრაზით შეხედა და უთხრა. -საკმარისია თავი ხელში აიყვანე და დაუბრუნდი რეალობას.ლარა უხმოდ გაშორდა დემეტრეს ჯერ სახეზე შეისხა წყალი, შემდეგ სასმელი დაისხა და უნდა დაელია რომ დემეტრემ აართვა ხელიდან ჭიქა და უყვირა. -ლარა რას აკეთებ,სიკვდილს იჩქარი? ლარამ შეხედა დემეტრეს და მის თვალებში შიში დაინახა, თვალები მაგრად დახუჭა და შემდეგ ისევ დემეტრეს შეხედა, დემეტრემ კი დაღლილი თვალებით შეხედა ლარას და უთხრა. -ყველაფერს გადავლახავთ, მხოლოდ გთხოვ თავი აიყვანე ხელში ყველაზე ღირებული რაც კი არის ჩვენში იმას ნუ დავკარგავთ ლარა.მომისმინე, ჩემს გარდა არავინ გეტყვის სიმართლეს გამომწყვდეული ხარ შენს ტკივილთან, მხოლოდ შენს ტკივილთან და ფიზიკურად აღარ გრჩება ძალა იფიქრო სხვაზეც. -მიჭირს დემეტრე სიმართლეს შევეგუო. -მოგიწევს შეეგუო, ძლიერი ხარ და შეძლებ.გინდა იყვირე, იყვირე შენს ბოლო ხმაზე და გამოხატე შენი გრძნობები. -არ ვიცი დრო მჭირდება. -შენი კარგად მესმის, გინდა შენს თავს დაუშავო და ფიზიკური ტკივილით გინდა გაიყუჩო შენში დაგროვებული ტკივილი ან დაბუდებული ემოციები. თუმცა ძალა აღარ შეგრჩა ლარა და მეც ვერ გეტყვი რამდენი ხანი იქნები კიდევ ასე, კიდევ რამდენი ხანი იზმუვლებ, იტირებ, სახეში შემოირტყამ ხელს და შეეცდები კიდეც საკუთარი თავისგან პატიება მიიღო, მაგრამ შენ უდანაშაულო ხარ ისე როგორც ეს პატარა არის უდანაშაულო და შემთხვევით დაუგეგმავად დასახლდა შენში. არც კი გაიფიქრო რომ მოიშორებ, ეს არ გაბედო. შენ სამსახურს დაუბრუნდები და შვებას იგრძნობ შენს სამსახურში, მე კი შენს გვერდით ვიქნები ყოველთვის და ბოლომდე, ჩვენ ორივე ერთად შევძლებთ წინ აღვუდგეთ ჩვენს პრობლემებს. ლარა დაამშვიდა დემეტრესთან საუბარმა და დაუბრუნდა სამსახურს, ყველა სიხარულით შეხვდა და ულოცავდა რომ მალე დედა გახდებოდა. სხვა გზა არ ჰქონდა შეეგუა მის მდგომარეობას და როცა ყავას შეუკვეთავდა ჩაიცინებდა და შეკვეთას შეცვლიდა ჩაის და ფუნთუშას მიირთმევდა. -ლარა როგორ ხარ.კაბინეტში მიშო შემოვიდა და ლარას წინ მოკალათდა, შემდეგ თვალი ფუნთუშას შეავლო და ლარას უთხრა. -გშია? -მშია, დილით არ მისაუზმია. -გინდა ერთად ვისადილოთ? -არა, დემეტრე მელოდება.... -გიყვარს? -ვინ, დემეტრე? გაოცებულმა შეხედა მიშოს. -ჰო არ ვიცოდი შენ და ის თუ..... -მიშო მომისმინე, როდესმე დავმჯდარვარ შენს წინ და ჩემს პირადულზე რამე მომიყოლია? -არა, მაგრამ..... -რა მაგრამ, რადგან ერთად ვმუშაობთ და ერთი პროფესია გვაქვს არ ვარ ვალდებული ყველაფერი გითხრა ისე როგორც შენ არ ხარ ვალდებული მითხრა შენი პირადული. -კარგი, კარგი რა გითხარი ისეთი რომ ბრაზობ. გამიკვირდა..... -რა გაგიკვირდა რომ ბავშვს ველოდები თუ დემეტრესგან რომ ველოდები? -დემეტრესგან ელოდები? ლარა გაშეშდა და მიშოს თვალი გაუსწორა, კარზე კაკუნის ხმამ გამოიყვანა მდგომარეობიდან და კიდევ უფრო გაოცებული უყურებდა კარში მდგარ შეშინებულ დემეტრეს. -დემეტრე რა მოხდა, რატომ მოდი ხომ გითხარი სახლში შეგხვდებითქო...... -მომისმინე,დაშავებული მოგიყვანე და უნდა შეხედო.... -რა მოხდა, ვინ არის.... -დამშვიდდი, წითელზე ვიდექი რომ მოულოდნელად დამეტაკა და დაშავდა, მინდა რომ შეხედო. -თავად დაგეტაკა, მაგრამ შენ ხარ შეშინებული და მეც შემაშინე. ლარამ შეხედა შეშინებულ ბიჭს და სისხლის აღება უბრძანა პასუხებს კი მეორე დღეს ეტყოდა, თავად კი ისევ ბიჭს მიუბრუნდა და სახეზე თითქმის შემხმარი სისხლი მოწმინდა. -ჩქარა მოდიოდი რატომ ჩქარობ შვილო არ იცი სად არის ჩასაფრებული ეშმაკი და ოჯახში საღამოს დედა გელოდება ეს გაითვალისწინე. -ტაქსი ვიქირავე დედასთვის წამლის ყიდვა რომ შევძლო ავად მყავს და ამიტომ ვჩქარობდი მინდოდა კლიენტი ამეყვანა და შემდეგ აფთიაქისთვის მიმესწრო წამალი რომ მეყიდა. -შეგიძლია აქ მოიყვანო დედა? -აქ რომ მოვიყვანო მე ამდენი თანხა არ მაქვს, ვერ გადავიხდი ექიმო. -პარასკევს მომიყვანე ყველა ანალიზი უფასო არის ამ დღეს და არც მოგერიდება, ასე რომ პარასკევს გელოდები. -ლარა სერიოზულად დაშავდა? შეშინებული უყურებდა დემეტრე ლარას და ლარამ დაამშვიდა. -არა დემეტრე პატარა ჭრილობა აქვს ჩვენს მშრომელ ბიჭს და უკვე გავუწმინდე, პარასკევს ისევ მოვა და დედას მოიყვანს პარასკევი დღე ხომ უფასო მომსახურეობა გვაქვს და ანალიზებს ავუღებთ. დემეტრე მიუხვდა ლარას ტყუილს და სითბოთი აივსო მის მიმართ, შემდეგ კი ისევ მის უცნაურ და შემთხვევით გაცნობილ ბიჭს მიუბრუნდა. -სახელი მაინც გვითხარი რა გქვია. უთხრა ღიმილით. -დემე. უთხრა მოკლედ. -დემე ანუ.... -დემეტრე მქვია, მაგრამ დემეს მეძახის ყველა. -ჩემი მოსახელე ხარ, მეც დემეტრე ვარ. უთხრა დემეტრემ და ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო ნომერს შეხედა და გაოცებულმა თქვა. -დარბაზიდან მოვდივარ რა მოხდა, რატომ მირეკავს უფროსი. -რამე სერიოზული არის? შეეკითხა ლარამ და დემეტრეს უყურებდა, მის გვერდით თავს დაცულად გრძნობდა. -არაფერი არ ვიცი, მე ყველაფერი კარგად დავტოვე უნდა ვუპასუხო. არც უცდია გარეთ გასვლა იქვე გახსნა ტელეფონი და უპასუხა. -გისმენთ ბ-ნო შმაგი. -დემეტრე უნდა მოხვიდე სერიოზული თემა წამოიჭრა და უნდა დაგელაპარაკო.დემეტრემ ლარას შეხედა და ლარამ უთხრა. -წადი აქ ვიქნები, აქ უფრო იმედიანად ვარ დემეტრე. -კარგი, მაგრამ დემე სახლში ამ დროს როგორ წავა. -იყოს აქ დაისვენებს ჩემს კაბინეტში და რომ მოხვალ ჩვენ წავიყვანოთ, დედასაც ვნახავ და გავსინჯავ ავად არის დემეს დედა. -კარგი, წავალ და არ დამაგვიანდება თუ რამე დაგირეკავ და ტაქსის ფული მიეცი დედას არ შეეშინდეს და შვილზე არ ინერვიულოს. -კარგი წადი არ ინერვიულო რაღაც სერიოზულია თორე უფროსი ამ დროს არ დაგირეკავდა. ლარა დემეს მიუბრუნდა და უნდოდა მასთან საუბარი, ჯერ სახვევი დაადო შუბლზე და შეკითხა. -რას საქმიანობ, დემე ალბად სწავლობ. -არა, ვერ ვახერხებ სწავლას დედას უნდა მივხედო. -მამა? -მამა არ ვიცი დედამ გამზარდა, მამას არც მოუძებნივართ არასდროს. -როგორ, სკოლაში არ დადიხარ? -სკოლის დირექტორი ჩემი ნათლია არის, დამამთავრებელ კლასში ვარ ხელს მიწყობს და დავდივარ ზოგჯერ. -მერე რას ფიქრობ, რა მიზნები გაქვს. -დასრულდა ჩემი მიზნები და ოცნებები ექიმო.... -რატომ რა ოცნება გქონდა მეტყვი? -ვარჯიშზე დავდიოდი ჭიდავი მიყვარს 7 წელი ვიარე, მაგრამ თანხის უქონლობის გამო გამომიშვეს, ძვირი იყო შეჯიბრებზე წასვლა სულ სხვა ვერ დაგეხმარება ვერავინ ყველას თავის თავი უჭირს.ისევ ჩემი ნათლიას დახმარებით ტაქსი ვიქირავე საღამოობით ვიტაქსავებმეთქი და დღეს ისიც გავაფუჭე დედას როგორ ვუთხრა არ ვიცი, ინერვიულებს. ლარას გული ეტკინა და თავში რაღაც აზრი მოუვიდა სულმოუთქმელად დაელოდა დემეტრეს მოსვლას, დემეტრე კი უფროსის კაბინეტში აჩქარებული ნაბიჯებით შევიდა, მაგრამ შმაგი ღიმილით შეხვდა და უთხრა. -რატომ ხარ შეშინებული..... -უფროსო სული ძლივს მოვიტანე აქამდე, რა მოხდა... -მშვიდობაა, ვიცი რაც გაიფიქრე და ნუ ნერვიულობ ცუდი ამბავი არ მაქვს, პირიქით... -რა მოხდა, ისევ რამე მოხდა? -არა, არა, დაჯექი და გეტყვი საქმე ჩემს ჯამრთელობას ეხება მეგობარო. -ჯამრთელობას, რა გჭირს შმაგი... -არავინ იცის და არც მინდა გაიგონ, გერმანიაში მივდივარ სამკურნალოდ და მინდა აქ შენ დაგტოვო დემეტრე, ხვალ ყველაფერს შენს სახელზე გავაფორმებ და შენ გაბარებ ჩემს აწყობილ ბიზნესს. -მაგრამ.... -დემეტრე მომისმინე, ვიცი რომ შენი საქმე ძალიან გიყვარს და კარგ ლომებს დამიზრდი, მაქვს შენი იმედი და არჩევანიც შენზე ამიტომ შევაჩერე თუმცა ბევრი არ მიფიქრია. -ყველაფერს გავაკეთებ რომ შენ არ დაზარალდე და ამ შენობაში შენი სახელით უნდა დაიზარდოს სასახელო ვაჟკაცები. -შენი მჯერა და მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს და უნდა შემისრულო. -გისმენ, მითხარი რა უნდა მთხოვო. შენ დღეს აქ რასაც მეტყვი ის ჩვენს შორის დარჩება და მხოლოდ ეს კედლები იქნება მოწმე ჩვენი საუბრის. -შენი იმედი ყოველთვის მქონდა და მაქვს, ეს მისამართი გამომართვი და აქ უნდა მიხვიდე აქ ერთი გაჭირვებული ოჯახი ცხოვრობს და ერთი ბავშვია მოზარდი რომელსაც ძალიან კარგი მონაცემები აქვს და უნდა დაეხმარო. დემეტრე ის ბავშვი უსასყიდლოდ უნდა აიყვანო, რადგან გადახდის საშუალება არ აქვს და შენ უნდა გამოზარდო. -ვინ არის შენ იცნობ? -დემეტრე, მასაც დემეტრე ჰქვია და ეს ბავშვი გამოზარდე არა ჩემს სახელზე შენს სახელზე აღზარდე ღირსეულ ადამიანად.ორივე გაჩუმდა და დემეტრემ შეხედა შმაგის ცრემლები მოერია, მაგრამ არ იმჩნევდა, დემეტრე რამდენიმე წუთი ჩუმად იყო შემდეგ კი ჩუმად და გაუბედავად უთხრა. -ვინ არის ის ბავშვი, შმაგი შენი შვილია? სიჩუმე, ისევ რამდენიმე წუთი გავიდა სიჩუმეში და ისევ დემეტრემ კითხა. -მითხარი შმაგი ვინ არის ის ბავშვი, ბ+შენი შვილი არის რომელიც ახლა იპოვე? -არა, ნეტავ იყოს ჩემი შვილი, მაგრამ ისიც ჩემი ნაწილია, ჩემი სისხლი და ხორცია დემეტრე ის ბავშვი ჩემი ძმიშვილია. ჩემმა არაკაცმა ძმამ ერთი უბრალო გოგო გააუბედურა და მიატოვა, წლებია ვეძებ ამ ბავშვს და სულ ცოტა ხნის წინ მივაკვლიე ვერ ვასწრებ მასთან შეხვედრას ხვალ ამ ოფისის საქმეს უნდა მივხედო, დავასრულო და გვიან ღამით უნდა გავფრინდე დემეტრე.... -მივხედავ, როგორც ჩემი საკუთარი შვილი ისე მივხედავ დედასაც და შვილსაც, როგორ გაიგე რომ ის არის ვინ გითხრა. -გავიგე, დიდი დროა გასული მათ რომ ვეძებ და ორი დღის წინ დეტექტივმა მისამართი მომიტანა დნმ-ის ანალიზთან ერთად. იყოს შენთან და სხვას რომ დავბრუნდები მერე მიხვედავ, მაგრამ ჩემმა ძმამ არ უნდა გაიგოს რომ დემეტრე მისი შვილი არის, საკუთარი და ერთადერთი შვილი. -სად არის, რომ გაიგოს... -ვერ გაიგებს ის ციხეში ზის, მაგრამ გამორიცხული არაფერია და ისეთი მამის ყოლას სულ რომ არ იცოდეს ვინ არის მამამისი უკეთესია დამიჯერე. -მართალი ხარ, შმაგი მივხედავ მასზე ჯავრი არ გქონდეს და კიდევ თუ რამე გინდა..... -კარგი მეგობარო და კიდევ ერთი..... შმაგიმ დემეტრეს შეხედა პირდაპირ და უთხრა. -ლარა, ლარას ხელი მაგრად ჩაკიდე ის ძალიან კარგი ადამიანია დემეტრე.დემეტრეს ჩაეცინა და უთხრა. -ვიცი, ვიცი რომ კარგი ადამიანია და გადაწყვეტილება მივიღე შმაგი უნდა დავქორწინდე ლარაზე. -მართლა, მართლა ქორწინდებით? -ჯერ ჩემი ფიქრი არის ეს რომელიც მხოლოდ შენ გაგანდე პირველს და სულ ცოტა დრო გვაქვს რამდენიმე თვე, რადგან ამ რამდენიმე თვეში ახალი წევრი შემოგვემატება. -რას ამბობ, რატომ არაფერი არ თქვი ან რატომ არ ვიცოდი თუ ერთად ცხოვრობდით. გაოცებულმა შეხედა დემეტრეს და დემეტრემაც ღიმილით უთხრა. -ნუ ნერვიულობ თუ ქორწილში ვერ იქნები ნათლობა არ აგცდება შმაგი. შმაგი ფეხზე წამოხტა და დემეტრეს გადაეხვია. -მართლა, მართლა გინდა რომ მე მოვნათლო? -მშვიდობით მოევლინოს სამყაროს ჯამრთელი და რა თქმა უნდა მართლა მინდა, შმაგი რამდენი წელია ერთმანეთს რომ ვიცნობთ და შემდეგ ერთად ვმუშაობთ. -ვეღარ ვაკავებ გულს და ძალიან, ძალიან გამახარე დემეტრე. -ვხედავ შეს თვალებში შენს სიხარულს, ერთგულებას და სიყვარულს.შმაგი მადლობა ამდენ თანამშრომლებში არჩევანი ჩემზე რომ შეაჩერე, მეგობარო ძალიან დიდ პასუხისმგებლობას მადებ მხრებზე და იმედს არ გაგიცრუებ, ჩემს ძალას და ენერგია არ დავიშურებ რომ ეს ადგილი მხოლოდ შენი სახელით მიიწევდეს წინ მწვერვალებისკენ. -ვიცი დემეტრე და თავშიც გითხარი არ მიფიქრია ბევრი და პირდაპირ შენს სახელზე დავწერე ყველა მნიშვნელოვანი საბუთი, მხოლოდ შენთან ექნებათ მოლაპარაკებები. საბუთებს მხოლოდ შენ მოაწერ ხელს და შენ უხელმძღვანელებ ყველას დიდსაც და პატარასაც. დემეტრემ საათზე დაიხედა და შმაგის უთხრა. -შმაგი კიდევ და კიდევ მადლობა, მაგრამ უნდა წავიდე ლარა საავადმყოფოში მელოდება უნდა გავუარო და სახლში წავიყვანო. -კარგი წადი და მშვიდობით მეგობარო.დემეტრემ შმაგის შეხედა და უთხრა. -მშვიდობით არა ნახვამის ან დროებით და ჩვენ ისევ შევხვდებით ერთმანეთს.შმაგის სევდა ჩაუდგა თვალებში და დემეტრე მიხვდა რომ შმაგი ისე არსად არ წავიდოდა რომ ძალიან სერიოზული არ იყოს რამე და აღარ მიუბრუნდა თუმცა იცოდა შმაგი ისედაც ეტყოდა როცა საჭიროდ ჩათვლიდა და წავიდა.წავიდა, მაგრამ გულში ძალიან დიდი დარდი და სევდა დარჩა შმაგის მიმართ ჯიბიდან ხელს პატარა ქაღალდი ამოყვა რომელზედაც მისამართი ეწერა და ჩაფიქრდა.კაბინეტიდან გამოსული უკვე მანქანაში იჯდა და ფიქრობდა, ფორიაქობდა შემდეგ კი ჩაეცინა და თქვა. -უცნაურია, ის თუ არის ვისაც მე ვფიქრობ ის ხომ უკვე ნაპოვნია მგონი არც მომიწევს შენი ძებნა და უკვე ვიცი სადაც ხარ.დემეტრეს დააგვიანდა და ლარა აფორიაქდა, მიხვდა რომ რაღაც სერიოზული მოხდა და უკვე ნერვიულობა შიშში გადაიზარდა. ტელეფონი აიღო რომ უნდა დაერეკა და კარიც გაიღო მის კაბინეტში თვალებ გაბრწყინებული დემეტრე შემოვიდა და თავადაც ღიმილით შეხვდა, მაგრამ დემეტრემ უეცრად თვალი მოავლო ოთახს და დემე იკითხა, გვიან შეხედა იქვე ჩასძინებოდა დივანზე და ლარას შეხედა. -როგორია მისი მდგომარეობა, სერიოზული დაზიანება აქვს? -არა უმნიშვნელოა, დაგაგვიანდა ყველაფერი რიგზე არის? -კი, კი ყველაფერი სუპერ არის ლარა. -დემეტრე უნდა დაგელაპარაკო. -მეც მინდა დაგელაპარაკო, მაგრამ ჯერ შენ თქვი რისი თქმაც გინდა.ლარამ მოუყვა დემეტრეს რაც დემემ უთხრა და დემეტრე გაოცებული უსმენდა, შემდეგ ჯიბიდან ქაღალდი ამოიღო და ლარას მისცა. -ეს რა არის ან ვინ ცხოვრობს ამ მისამართზე.დემეტრემ დემეს შეხედა და ისევ ლარას მიუბრუნდა. -თუ ინტუიცია არ მღალატობს ეს დემეს მისამართია, მანდ უნდა ცხოვრობდეს დედასთან ერთად. -ეს როგორ მისამართი ვინ მოგცა, დემეტრე ვინ იცნობს ამ ბავშვს. დემეტრემ მოუყვა ლარას რატომ დაურეკა შმაგიმ და ლარა გაოცებული უსმენდა შემდეგ კი თქვა. -შმაგი რომ არა მე ისედაც ვაპირებდი მათზე დახმარებას და მოდი ჯერ არაფერი არ უთხრათ, შევხედოთ ამ მისამართზე თუ მიგვიყვანს იქნებ ჩვენ ვცდებით და შემდეგ უთხრათ სიმართლე. -კარგი, ახლა რას ვაკეთებთ მივდივართ თუ მორიგე ხარ. -არა, ბოლო შემოვლას გავაკეთებ და წავიდეთ. ლარამ ბოლო შემოვლა გააკეთა მიშოსთან ერთად, დარწმუნდა ყველას და ყველაფერს კარგად ტოვებდა წასასვლელად მოემზადა და მიშოს უთხრა. -ხვალ არ ვიქნები ვისვენებ, მაგრამ აუცილებელ შემთხვევაში დამირეკავთ. -აუცილებლად ექიმო ლარა. ლარა დაშორდა მიშოს და კაბინეტში წავიდა სადაც დემეტრე ელოდა დემეტრე კი მძინარე დემეს უყურებდა, ვერც კი გაიგო ლარა როგორ შევიდა კაბინეტში და ფრთხილად გააღვიძა მძინარე დემე, დემემ კი ჯერ ერთი თვალი გაახილა შემდეგ მეორე რაზედაც ლარას გაეცინა და დემემ თქვა. -წავედით? -წავედით და იმედია მისამართი გახსოვს სახლში რომ მიგიყვანოთ.დემემ ახედა ლარას და ცალი თვალით მოჭუტულმა უთხრა. -ექიმო ამნეზია მაქვს და არ მეუბნები თუ უკვე მითხარით და მე არ მახსოვს. -დემე შენ მასხარაც ყოფილხარ. გაეცინა ლარას და დემეტრეს შეხედა, რომელიც ღიმილით უყურებდა ორივეს. -ადექი წავედით. -წავედით ექიმო წავედით თუ ხვალ არ დამიჭირეს, პარასკევს მოვალ ისევ. -ნუ გეშინია ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი მოგვარდება. -როგორ მოგვარდება, მე ვერ ვხედავ გმოსავალს. თქვა და დემეტრეს შეხედა, დემეტრემ კი ხელი მოხვია მისი სიმაღლის დემეს და უთხრა. -დემე მომისმინე შვილო, ცხოვრებამ შეიძლება ძალიან დიდი სიურპრიზი მოგიმზადოს და შენ ყველაფრისთვის მზად უნდა იყო რომ ყველა განსაცდელს, ყველა პრობლემას თუ უეცარ სიხარულს გაუძლო და ღირსეული ადამიანის სახელი დაგრჩეს. ჩვენი შეხვედრა დღეს ვფიქრობ არ იყო შემთხვევითობა და მინდა მენდო, გამომყვე და მოვა დრო შენი სახელი იქუხებს ისეთი ცნობილი პიროვნება გახდები.დემე გაოცებული უსმენდა და გაუბედავად იკითხა. -რა ხდება, ვერაფერს ვერ ვხვდები. -ახლა წავიდეთ და გზაში გეტყვი. სამივე უხმოდ მიდიოდა და მანქანაში როცა ჩასხდნენ დემეტრე ისევ მიუბრუნდა. -მისამართი მითხარი სად მიგიყვნო. დემემ მისამართი უთხრა და დემეტრე გაოცებული უყურებდა ლარას რომელიც ღიმილით უყურებდა დემეტრეს და უთხრა. -ის არის, კარგად იფიქრე შენ თავიდანვე. -ექიმო მეც მითხარი რა ხდება ჩემს თავს. -ყველაფერს გეტყვით, მაგრამ ახლა წავიდეთ და დედა ვნახოთ. -ამ დროს? -ამ დროს და უფრო გვიანაც მივსულვარ პაციენტს როცა დახმარება ჭირდება, რატომ გაგიკვირდა დემე. -რა ვიცი უკვე გვიან არის და არ მინდა შეგაწუხოთ. ერთ საათში უკვე მისამართზე იყვნენ მისულები, მათ წინ ორი ოთახი სარდაფში იყო და ღარიბულად ცხოვრობდნენ მაგრამ ირგვლივ სისუფთავე იყო, ლარამ შეხედა საწოლში მწოლიარე დემეს დედას რომელიც სიღარიბეს ნაადრევად დაემჩნია მისთვის ასაკი და დემეტრეს შეხედა. -უნდა გადავიყვანოთ ფილტვების ანთება აქვს. -ორივე ფილტვში? -მარჯვენაში, მარცხენა ჯერ იბრძვის.დემეტრემ ჩაახველა და ორივე დედა-შვილს ახლოს დაუჯდა და უთხრა. -კარგად მომისმინე დემე რასაც გეტყვი, საჭირო ნივთები მოაგროვე და ახლავეს აქედან უნდა წავიდეთ. -სად უნდა წავიდე, სხვა წასასვლელი..... -ჩემთან წავიდეთ, ბინას დავკეტავთ მერე ერთ დღეს მივასუფთავებთ და გავაქირავებთ ეს შემდეგისთვის ახლა რაც აუცილებელია აქედან უნდა გავიდეთ. -მაგრამ სად უნდა წავიდეთ და რატომ.... -დემე გააკეთე რაც გითხარი.... -ვერ გავიგე თქვენთან რატომ უნდა წამოვიდეთ..... -დემე აგიხსნით ყველაფერს, მაგრამ ახლა დედას უნდა მივხედოთ მას ძალიან დიდი ყურადღება ჭირდება და ასე უკეთესია ჩვენ ერთად ვიცხოვრებთ ერთ სახლში დროებით და მერე ვნახოთ.... -მაინც ვერ ვხვდები რატომ..... დემეტრემ ვეღარ გააკონტროლა ვერც ნერვები და ვერც ხმა და დემეს მკაცრად უთხრა. -იმიტომ რომ მინდა ღირსეული კაცი დადგე, სწავლა გააგრძელო და ვარჯიშზეც იარო.შენ უნდა ივარჯიშო, რომ აღიდგინო შენი ძალა და ენერგია.დემე დამიჯერე შენ უნდა დაუბრუნდე შენს საყვარელ საქმეს ის რაც ძალიან გიყვარს, მაგრამ მიატოვე და რატომ ჩემზე უკეთ შენ იცი. -თქვენ, თქვენ ვინ ხართ ან საიდან იცით მე რა გავაკეთე.... -გულთმისანი ვარ, წინასწარმეტყველი ადამიანს შევხედავ და ვხვდები ვინ არის, ამიტომ ხმა არ გავიგონო შენი და ახლავეს წავალთ აქედან წინააღმდეგ შემთხვევაში ინანებ აქ დარჩენას. დემეს შეეშინდა, საჭირო ნივთები აიღო რაც პირველ ეტაპზე ჭირდებოდათ და წავიდნენ. დემეტრემ ლარას შეხედა და ორივეს გაეცინა, ლარამ თავი გვერძე მიაბრუნა რომ დემეს არ შეეხედა მისთვის, მაგრამ დემემ უთხრა. -შეგხედე რომ გაიცინე ექიმო და ვიცი რომ მატყუებთ და სიმართლეს ბოლომდე არ მეუბნებით, მაგრამ მე უნდა ვიცოდე სიმართლე რა ხდება ჩემს თავს ან სად მივდივართ და რატომ. სახლში მივიდნენ და ლარამ უთხრა. -დღეს ამ ოთახში დაისვენებთ ორივე, ხვალ არ ვმუშაობ და ყველაფერს გეტყვით, ახლა გადასხმას დაუდგამ დედას და გვიან არის დაისვენეთ დილამდე ჯერ კიდევ დიდი დრო არის.ლარამ ყველაფერი გაუკეთა დემეს დედას და დემე ახლოს მივიდა დედასთან. -დედა, ჩემო დედიკო კარგად იქნები, ვიცი ვგრძნობ რომ ჩვენი ცხოვრება სასიკეთოდ შეიცვალა, ალბად ამიტომ შემახვედრა დღეს ღმერთმა ეს ხალხი რომ ასე უნდა მომხდარიყო. -ვერაფერი ვერ გავიგე რა ხდება შვილო. თქვა მშვიდად და წყნარად და დემეს შეხედა, შემდეგ კი თვალები დახუჭა და ჩუმად ჩურჩულებდა ლოცვას.დემეს არ დაეძინა ფიქრობდა და დილით კარზე კაკუნის ხმა გაიგონა, შემდეგ კარიც გაიღო და ლარა გაოცებული უყურებდა დემეს რომელიც საწოლზე იჯდა და დედას უყურებდა. -დემე არ დაწოლილხარ? საწოლი ხელუხლებელი იყო და მიხვდა რომ დემე ელოდა სიმართლის მოსმენას, ლარამ რძიანი ფინჯანი იქვე დადგა საწოლთან და დემეს მიუბრუნდა. -ვიცი რომ ყველაფერი გაინტერესებს, დემეტრე გასულია მოვა და თავად აგიხსნის რაც ხდება, მანამდე კი ჩემო ტკბილო ქალბატონო ეს რძე მიირთვი რომ პირველი წამალი მივიღოთ შემდეგ კი საუზმეც მზად იქნება და ერთად ვისაუზმებთ. -დედას როზა ქვია, როზეტასაც ეძახიან ექიმო. -მე კი ლარა ვარ, თქვენთვის უბრალოდ ლარა და გადახმას დღესაც დაგიდგამ, რამდენიმე ძლიერ ანტიბიოტიკს მიირთმევს ორგანიზმი და დავიწყებთ ბრძოლას ანთებასთან ასე კი მეორე ფილტვს დავიცავთ, ასევე გაიკეთებ ინგალაციას დღეში სამჯერ და სახლში ვიმკურნალებთ, მაგრამ რამდენიმე დღეში ანალიზებსაც სახლში ავიღებთ რომ დავრწმუნდეთ ანთებამ იბრუნა პირი თუ ჯერ ისევ გვეომება. -ლარა, სად ხარ ლარა მოვედი. დემეტრეს ხმა ყველამ გაიგონა და დემეს შეხედა ლარამ, დემე დაიძაბა მაგრამ ოთახიდან გავიდა და დემეტრეს პირის პირ დადგა. -უკვე შენც ამდგარხარ, მაგრამ დააგვიანე შენ ახლა უნდა ვარჯიშობდე ყმაწვილო. -არ ფიქრობ რომ უნდა დავილაპარაკოთ? -დავილაპარაკებთ, ლარა სად არის წავიდა? -იქ არის დედასთან. -დღეს ჩემთან ერთად უნდა წამოხვიდე, მაგრამ გაურკვევლობაში რომ არ იყო ორიოდე სიტყვით გეტყვი ჩემს სათქმელს და შენ დაფიქრების დროც არ გაქვს ეს გაითვალისწინე აქედანვე გეუბნები მე როგორც გეტყვი ისე გააკეთებ. -მაგრამ..... -მაგრამ დაიმახსოვრე ცუდისკენ არ გიბიძგებ, მინდა კაცი დადგე ღირსეული კაცი იყო და იმათმა ვინც შენ ხელი გკრეს არქონობის გამო დაინახონ რომ შენ შეძელი და გააკეთე ის რაც ოცნებდ გქონდა. ლარა მათ მიუახლოვდა, დემეტრეს შეხედა და უთხრა. -შედი ნახე საწოლი ხელუხლებელია საერთოდ არ დაუძინია და მოუხსენი ეს სტრესი ძალიან ნერვიულობს, უთხარი რაც გაქვს სათქმელი და დამშვიდდება.დემეტრემ ლარას თვალი ჩაუკრა და დემეს მიუბრუნდა. -ორი დღის წინ რატომ იჩხუბე, ის გოგო ვინ არის რომ არ ასვენებ. -არ მიჩხუბია, არც არავინ გოგოს არ ველაპარაკები, მეღადავები? დემეტრეს გაეცინა და თქვა. -ეს ხუმრობოთ იყო, ახლა მეჩქარება შმაგიმ დამირეკა და უნდა წავიდე, მაგრამ მოკლედ აგიხსნი რაც ხდება. თქვა და როზას საძინებელში შევიდა. -როგორ ხართ, თავს როგორ გრძნობ დაო. შეიძლება ასე გიწოდო? -ღმერთად მომევლინეთ და სიცოცხლე შემინარჩუნეთ, მაგრამ გვითხარით ვინ ხართ და ჩვენთან ვინ გამოგაგზავნათ ან რამდენია გადასახდელი ამ დახმარებისთვის. -ოოო, გადასახადი ძალიან მძიმე და რთულია რომელსაც დემე გადაიხდის.... -როგორ, როგორ გადაიხდის შავი საქმე უნდა.... -არა, არა ნუ ნერვიულობთ და მომისმინეთ მე ტრეინერი ვარ და დღეიდან ჩემს თავზე ავიღე დემეს ვარჯიში. -ეს როგორ, უსასყიდლოდ? -უსასყიდლოდ, დემეს აქვს ძალიან კარგი მონაცემები უფრო სწორად ჰქონდა და მე გავიგე დემეს შესახებ ვიფიქრე და გადაწყვეტილება მივიღე ჩემს უფროსთან ერთად რომ დემეს ნიჭი არ უნდა დაიკარგოს.ჩვენს დარბაზს და მეც გვაქვს იმდენი შესაძლებლობა მას გვერდით დავუდგეთ და მისი მომავალი უკეთესობისაკენ შევცვალოთ. შემდეგ დემეს მიუბრუნდა და უთხრა. -გუშინ საავადმყოფოში რომ ვიყავით და დამირეკეს ის ჩემი უფროსი იყო და მასთან წავედი, იქ რომ მივედი ერთი პატარა ქაღალდის ნაგლეჯი მომცეს და ზედ ამ ქაღალდზე მისამართი ეწერა ეს მისამართი კი შენ ზეპირად იცი დემე და მითხრეს რომ ამ მისამართზე ცხოვრობს ერთი უნიჭიერესი ძიუდოისტი და უნდა ვიპოვო, მოვედი და შენ სწორედ ის მისამართი მითხარი რომ სახლში მიმეყვანე დედასთან შვილო, მაგრამ მთავარი იცი რა არის? სანამ მე შენამდე მოვიდოდი მანამდე ლარამ მიიღო გადაწყვერტილება შენ დაგხმარებოდა ჩვენ კი ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი აზრები შენს ძილში და ერთად მივიღეთ შეთანხმება რომ დედა-შვილი აქ იქნებით ჩვენთან, ჩვენს გვერდით. -ძია დემეტრე შვილი მიწოდე და მე არ მაქვს უფლება სხვაგვარად მოგმართო. -შემეკითხე რაც გაინტერესებს და გული დაიცალე იმ ფიქრებისგან რაც გაწუხებს. -ამ ყველაფრის უკან მამაჩემი დგას? -იცნობ მამაშენს? -არა, არც ვიცი როგორია არც ფოტოზე დედამ მისი ყველა ფოტო გააქრო დახია და დაწვა ფერფლად აქცია. -კარგად გაუკეთებია, მამაშენი არ დგას ამ ყველაფრის უკან ის ამ წუთებში როგორც მითხრეს დაკავებულია და არ არის კარგი წარსულის პიროვნება, ასე რომ ნურც შეეცდები მის პოვნას და ნახვას არაკაცი გვერდით არ გჭირდება, შენ კაცი გჭირდება რომ გზა გაგიკვალოს შვილო. მას არასოდეს არ უცდია რომ შენ ენახე მიუხედავად იმისა მისი ერთადერთი შვილი ხარ, მას სხვა შვილი არ ყავს. -მაშინ ვინ დგას ამ ყველაფრის უკან, მე არავინ მყავს ისეთი რომ ასეთი ძლიერი იყოს. -გყავს დემე მაგრამ მე არ მაქვს უფლება რამე გითხრა, ამას თავად გეტყვის. -კარგი მე დაველოდები და თქვენ კი მადლობა გადაეცით და ვეცდები მისი ეს გადაწყვეტილება არ შეცვალოს. -ასე, ახლა მომწონხარ ვაჟკაცურად უნდა იდგე ფეხზე. დემე მე და შენ უნდა წავიდეთ, რადგან შენ დღეიდან ვარჯიშს იწყებ. -საუზმე? გაოცებულმა შეხედა დემეტრეს ლარამ. -საუზმე თქვენ მიირთვით ქალებმა ჩვენ მამაკაცებს გველოდებიან ოფისში ხომ იცი დღეს მნიშვნელოვანი დღე არის, დემე კი ვარჯიშზე მივა. -შენ იქნები მისი ტრეინერი? -მე ვიქნმები მისი მწვრთნელიც, ტრეინერიც და ყველაფერი.დემე დღეიდან ჩემი და შენი შვილია ლარა მის დედიკოსთან ერთად აქ ვიცხოვრებთ და მის ყველა დადებითად გადადგმულ ნაბიჯებს ჩვენ ერთად ავღნიშავთ. დემეტრემ დემეს მიუბრუნდა ისევ და უთხრა. -წავედით, ნუ ვიგვიანებთ. -მაგრამ მე....... -წამოდი ყველაფერს მოვაგვარებთ. დემეტრემ ლარას თვალი ჩაუკრა და დემესთან ერთად გავიდა სახლიდან, დემე კი გაოცებული იყო მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა გუშინ თუ იმის ძიებაში და ფიქრში იყო დედასთვის წამალი როგორ ეყიდა, დღეს მას სრულიად უცნობი ადამიანების საშუალებით შანში აქვს მის საყვარელ სპორტს დაუბრუნდეს. სიჩუმე ხელს გავლებს და გაჯანჯღარებს, თვალებს ბოლომდე ახელ რომ თვალებში შეხედო ადამიანს ვინც დახმარების ხელი გამოგიწოდა, ვინც მართლა მიგიღო ისეთი როგორიც ხარ უფულო, არაფლის მქონე და ღარიბი. -ძია დემეტრე თქვენ....... თქვა და გაჩერდა, რადგან ცრემლმა არ მისცა საშუალება ეთქვა ის რაც გულით უნდოდა ეთქვა ის ხომ არ ელოდა ამ ყველაფერს.დემეტრემ მანქანა გააჩერა და დემეს შეხედა, დააცადა დამშვიდება და შემდეგ წყნარად დაიწყო საუბარი. -დემე შვილო მეც ნოლიდან დავიწყე, ზოგჯერ დახეული ბოტასები მეცვა და ბევრჯერ ჩამივარდა თანხის უქონლობის გამო ვერ გავსულვარ შეჯიბრზე, მაგრამ არ ვნებდებოდი. ერთი მეგობარი მყავდა ის რომ ივარჯიშებდა მერე გაიხდიდა ფეხზე და მე სანამ არ დავასრულებდი ვარჯიშს მელოდა, ასე მივაღწიე მიზანს და გვიან გავიგე მე ვისაც არ მქონდა სხვაზე მეტი თურმე ძალიან ბევრი მტერი მყოლია. არავის არ ენდო, გული არავის არ გაუსხნა და არავის გაანდო შენი მიზნები, ფიქრები თუ ოცნებები. გპირდები, როგორც გითხარი ისე იქნება თავად ვიზრუნებ შენზე და ვინც შენს უკან დგას უძლიერესი პიროვნება მასაც მალე გაიცნობ თუმცა უნდა იცოდე რომ არც ის გიცნობს პირადად, მანაც ახლა გაიგო შენს შესახებ. -რატომ არ უნდა გამოჩნდეს, მოვიდეს და მნახოს პირისპირ შემხვდეს. -მას შენამდე არ მოსვლის მიზეზი აქვს, დრო მოვა და თავად გეტყვის მის არ მოსვლის მიზეზსაც შესაძლებელია დღესაც გნახოს. -მადლობა მინდა გითხრა და ისიც ვიცი, რომ მადლობა მარტო საკმარისი არ არის მე თავდაუზოგავი შრომა მმართებს თქვენს წინაშე და ყოველთვის მემახსოვრება თქვენი გვერდით დგომა და დახმარება. -კარგია, მომწონხარ და ახლა ეს გამომართვი იყიდე სავარჯიშო ტანისამოსი იცი რაც გჭირდება და ამ მისამართზე მოდი თუ დაცვამ არ შემოგიშვას მანდ რომ ნომერი არის მონიშნული დამირეკე იმ ნომერზე. წავიდნენ და ერთ ერთ მაღაზიასთან გააჩერა თავადაც გაყვა და მომსახურე კონსულტანტ გოგონას დაელაპარაკა. -ყველაფერი რაც ვარჯიშისთვის გამოადგება ფეხზე, ტანზე, იცის თავად და შენ არ გაბედო ფასებზე დაიხედო, დემე მოაგვარე ყველაფერი აქ უჩემოდ და ერთ საათში ოფისში უნდა იყო ასე რომ სასწრაფოდ შეუდექი საქმეს და ტაქსით წამოდი.დემეტრემ შებრუნდა და წავიდა და დემემ პასუხის გაცემაც ვერ მოასწრო დემეტრე ისე ჩქარა წავიდა და ისევ გოგონას მიუბრუნდა. -დავიწყოთ არჩევა, როგორც გაიგონეთ დრო ძალიან ცოტა მაქვს. -წამობრძანდით. თავად ყველაფერს დაკვირვებულად არჩევდა, ირგებდა ტანზე და გვერძე დებდა, ბოლოს სპორტულ ჩანთას შეხედა და თქვა. -ეს ჩანთაც მომეცით და დავასრულე თავისუფალი ვარ. გოგონას შეხედა და გოგონამ ღიმილით უთხრა. -მამა ისევ მოვიდა, აქ მოგისწროთ ისე იჩქარა.დემე უკან მიბრუნდა და გაოცებული უყურებდა მისკენ ღიმილით მომავალ დემეტრეს. -რატომ დაბრუნდი, უკვე დასრულდა თათბირი? -არა ჯერ არც დაწყილა და დრო მაქვს, სადღაც უნდა წავიდეთ აქედან მე და შენ და ერთი საქმე გვაქვს მოსაგვარებელი. -კიდე რა ჩაიფიქრე. უთხრა და ორივეს გაეცინათ, მაგრამ დემეტრემ თავი გააკონტროლა და იკითხა. -გადაიხადე? -არა, ახლა უნდა გადავიხადო მაგრამ..... -რამდენიც არის გადაიხადე და წავიდეთ, გარეთ გელოდები. -კარგი. უთხრა დემემ, მაგრამ ტელეფონზე შეტყობინება მოუვიდა და დახედა თუ არა ღიმილით გახედა დემეტრეს რომელიც მიდიოდა და თან ხელი აუწია ეს იმის ნიშნად რომ მხოლოდ ჩვენ ვიცით ჩვენი საიდუმლო და ჩაეცინა. დემემ შეტყობინებით ბარათის კოდი მიიღო რომლიდანაც თანხა უნდა გადაეხადა და გოგონას ბარათი გაუწოდა კოდი შეიყვანა გადაიხადა და მანქანაში დაბრუნებულმა დემეტრეს ბარათი დაუბრუნა და თან უთხრა. -საით მივდივართ ამჯერად. -ისევ მაღაზიაში... -ისევ მაღაზიაში, რატომ ხომ ვიყიდეთ ყველაფერი. -დემე პირველად მოდიხარ ოფისში და ყველაზე უფროსს უნდა შეხვდე,ის ვინც შენს უკან და ცემს უკან დგას უნდა დღესვე შეგხვდეეს... -უფროს უნდა შევხვდე დღეს? -უნდა შეხვდე, დემე შენთან საუბარი უნდა და მითხრა თათბირის შემდეგ შევხვდებიო. -მართლა ყველაზე უფროსს უნდა ჩემთან შეხვერა? -წავედით, ფერი არ გადევს სახეზე რა გემართება უბრალოდ დაგელაპარაკება და მოუსმინე მას შენთვის კარგი უნდა ისე როგორც მე და ეს შანსი არ უნდა დაკარგო, პირიქით უნდა გამოიყენო. -გამოვიყენებ და გპირდები რომ ჩემით იამაყებთ. -ასეც იქნება.დემეტრე კარგ ხასიათზე იყო და დემეს თავად თავის გემოვნრებით შეურჩია ტანისამოსი თავისუფალ სტილში და ასევე კლასიკურიც. -დღეისთვის მინდა გამოაწყოთ თავისუფალ სტილში, შეხვედრაზე მიდის და მისი იქ მისვლა ეფექტური უნდა იყოს. -გასაგებია. უთხრა მამაკაცმა, მაგრამ ისევ დემეტრეს მიუბრუნდა და იკითხა. -ფერები? -შავი. იყო მოკლე პასუხი დემესი რაზედაც არ შეეკამათა დემეტრე და გააგრძელა ტანისამოსის თვალიერება, მამაკაცმა დემეს საუკეთესო ტანისამოსი აურჩია, დემეტრემ კი ყველაფერი გადააწყო რაც მოეწონა და დემე გაოცებული უყურებდა. -ეს, ეს ვისთვის გაააწყვე.... -დიდი ხანია ჩემი თავი არ გამინებივრებია და მეც ვიყიდე რაღაცეები, რა შეშინებული მიყურებ არ უნდა მეყიდა? დემემ ვერაფერი უთხრა და შებრუნდა დემეტრეს კი ჩაეცინა, თანხა გადაიხადა და წავიდნენ.უკვე იმ დროს მივიდნენ ოფისში რომ თათბირიც რამდენიმე წუთში იწყებოდა და შმაგი ნერვიულობდა რადგან დემეტრეს ვერ ხედავდა, მაგრამ დემეტრე შევიდა და თვალი ჩაუკრა შმაგიმ კი გაოცებულმა უთხრა. -აქ მოიყვანე, აქ არის? -აქ არის, მაგრამ ქვემოთ მელოდება. -დემეტრე მადლობა,იცის მე ვინ ვარ? -მე არ მითქვია და თუ სურვილი გაქვს უთხარი, მე ვფიქრობ კარგია თუ ეტყვი და ეცოდინება რომ მის ზურგს უკან ძლიერი და ცნობილი ადამიანი დგას. -კარგი ვეტყვი მეც გული მშვიდად მექნება, დედა? -დედა როგორც გითხარი ავად არის ძლიერი ფილტვების ანთებით და ჩვენთან წევს სახლში, ლარა მკურნალობს. -ეს ცუდია, რა გავაკეთო დემეტრე.... -შმაგი შენ მიხედე შენს ჯამრთელობას დედა-შვილს ჩვენ მივხედავთ, შენ დაბრუნდები და მერე ვიფიქროთ მათ მომავალზე. -კარგი აზრია, მაგრამ ბინას რა ვუყოთ დემეტრე. -ბინა გავყიდოთ, სარდაფია, მაგრამ მყიდველი გამოუჩნდება.ის პატარა ადგილი კეთილ მოწყობილია, ვფიქრობ სახელოსნოდ იყიდის ვინმე დავამატოთ თანხა და შედარებით დიდი და მასზე კარგი ვიყიდოთ. -მე ყველაფერს შენ განდობ და მიხედე მაგ საქმესაც, მაგრამ იცოდე კარგად შეარჩიე მაკლერი. დემე ელოდა დემეტრეს და მის ლოდინში დედას დაურეკა ყველაფერი მოუყვა, როზას ცრემლები მოერია და დემეს უთხრა. -არ ვიცი ვინ არიან ეს ღვთისნიერი ოჯახი, მაგრამ მათი იმედი უნდა გაამართლო შვილო. -გავამართლებ დედა და შენც გპირდები ჩემით იამაყებ, ის ადამიანი ვინც შენ ასე გაგამწარა და მიგატოვა ძალიან ინანებს მის დაშვებულ შეცდომას. -მან არ იცის სინანული შვილო, ნუ ჩაეძიები შენს ცხოვრებას გაყევი და ვინც გვერდით გიდგას ისინი დააფასე რომ მათმა შენით იამაყონ. -აბა როგორ ხარ ძვირფასო უნდა ადგე და გაიარო, ვისაუზმოთ. დემეს ელაპარაკები, უკვე ადგილზე არიან? -დემე არის და თქვენი ძალიან რცხვენია, ლარა სრულიად უცხოს და უცნობს რატომ ეხმარები. -არ ვიცი რომ გითხრა, დამიჯერებ? -ლარა ასეთია, ის ყველას ეხმარება. მათ დარო მიუახლოვდა და როზას ღიმილით უთხრა. -დილა მშვიდობის, დღეს ჩემი მომზადებული ჯემი უნდა მიირთვა თუ გინდა გამოგაჯამრთელო უარს არ მივიღებ. ლარა ღიმილით უყურებდა დაროს და უთხრა. -ჩემი დარო მეც მინდა დღეს ჯემი და რისი ჯემი გვაქვს? -შენ რისი გინდა მითხარი და მოგიტან საყვარელო, მაგრამ მაოცებ რაღაც გინდა სურვილი გაქვს ლარა. -მარწყვი გვაქვს? -მარწყვი, უნდა მქონდეს, მაგრამ გადავხედავ დარწმუნებული არ ვარ. დარო წავიდა და როზამ შეხედა ლარას. -ლარა ორსულად ხარ? -როგორ მიხვდი. გაოცებული უყურებდა ლარა როზას. -ექიმი ვიყავი მეც ლარა უბრალო ადამიანი არ ვყოფილვარ, მაგრამ მძიმე ცხოვრებამ დამათმობინა ჩემი პროფესია.საუბარი თვალებგაბრწყინებულმა დარომ შეაწყვეტინა ქალებს და ლარას მარწყვით სავსე ქილა დაანახა. -გვაქვს, მაგრამ არ მეტყვი რა ხდება? შენში ცვლილებებს ვხედავ, ლარა....... -შენს თვალებს რომ არაფერი არ გამოეპარება, დარო რატომ ხარ ასეთი დაკვირვებული. -გისმენ ლარა..... -ორსულად ვარ. დარო უყურებდა ლარას და ორიოდე წუთი ჩუმად იყო, შემდეგ კი იყვირა და ორივე შეაშინა მისმა მოულოდნელმა ყვირილმა. -რამდენი წელია რომ გეუბნები ერთი შვილი გააჩინე ლარა და ნახე თუ არ დაგეტყო რომ ქალი ხარ და ახლა კარგი კვება გვჭირდება, რომ ის გოგო თუ ბიჭი ძლიერი დაიბადოს. ლარას სევდა ჩაუდგა თვალებში, მაგრამ დაროს შეხედა და უთხრა. -ძლიერი დაიბადება, ექიმმა ყველაფერი კარგად არისო, მაგრამ მე დემეტრეზე ვნერვიულობ დარო. -დემეტრეზე რატომ ნერვიულობ, რა ჭირს დემეტრეს ლარა. სახე და ხმა დაუსერიოზულდა დაროს და ლარას უყურებდა. -დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს, ძალიან დიდ პასუხისმგებლობას იდებს მხრებზე და შენ კარგად იცი როგორი ბოროტი ხალხით არის გარშემორტყმული, ძალიან მეშინია ისევ არ მოუწყონ რამე და კიდევ რამე შარში არ გაეხვიოს მისი დაუძინებელი მტრის ბოროტული გეგმით. -ნუ ნერვიულობ ჩემო ლამაზო, დემეტრე ტყუილის მსხვერპლი გახდა და უფრო ფრთხილად იქნება ამიერიდან ნუ განიცდი ასე ძალიან, დღეს რა დროს მოვლიან რომ მზად მქონდეს მაგიდა. -არ ვიცი დარეკავს და მეტყვის როგორ დასრულდება თათბირი და მის მიხედვით გავაწყოთ მაგიდა, ვფიქრობ დღეს ვიზეიმებთ.დარომ შეხედა ლარას და უთხრა. -რა უნდა ვიზეიმოთ.... -დემეტრეს წარმატება დარო ხომ გითხარი დღეს ოფისის დირექტორი გახდება. -ოოო, დემეტრე დირექტორი გახდება. თქვა და ლარაც გააცინა, დარომ როზას მოეხმარა და სამზრეულოში გაიყვანა, საუზმობდა ლარა და როზა ლარამ რომ შეხედა დაროს და უთხრა. -შენ რატომ არ საუზმობ,მოდი და შენც ჩვენთან დაჯექი. სამივე საუზმობდა და იცინოდნენ, ბევრ რამეზე ისაუბრეს და დარო არ ჩერდებოდა მის იუმორზე და მოსწრებულ სიტყვა პასუხზე ლარა ბჟირდებოდა, რომ ლარას ტელეფონზე დემეტრემ დარეკა და ლარამ აკანკალებვული ხმით უთხრა. -დასრულდა თათბირი დემეტრე? -დასრულდა ეს წუთია და პირველი შენ დაგირეკე, ვიცი რომ ნერვიულობდი და არც შევმცდარვარ ლარა შენი ხმა არ მომწონს. -მე კარგად ვარ, შენ როგორ ხარ.... -უცნაურად, მაგრამ იმედით სავსე. -მიხარია, ძალიან მიხარია შენი წარმატება და გილოცავთ აქედან სამივე. -მადლობა ჩემო ქალბატონებო, ახლა უნდა წავიდე და დემე ამოვიყვანო უფროსს უნდა შეხვდეს, თუმცა აი მოდის უკვე თავად გინდა რომ შეხედო გამოპრანჭულ დემეს? -ვიბერში დარეკე და შეგვახედე. დემეტრემ ვიბერში დაურეკა ლარას და უყურებდა ლარა ახლებში გამოწყობილ დემეს და გაოცებულმა თქვა. -ვაუუუ, როგორ სხვანაირი ხარ დემე და როგორ ძალიან გიხდება მუქი ფერები. ტელეფონი როზასთან მიიტანა და როზა თვალცრემლიანი უყურებდა შვილს და ცრემლმორეული ხმით უთხრა. -წარმატებები ჩემო დიდო იმედო, მყარად უნდა დადგე ფეხზე შვილო რომ დააფასო უცხო ადამიანების ნდობა და გვერდში დგომა. -დემეს იმედი მაქვს როზა დაო და ვიცი ის შეუძლებელს შეძლებს,უფლის ნებით და მისი შრომით, მისი მონდომებით ყველას გულს გაახარებს ჩვენი დემე, ლარა გიორგის ხომ არ დაურეკია. -არა და მე მინდა დაურეკო ნელის მდგომარეობა მაინტერესებს, მაგრამ დღეს..... -მაგრამ დღეს ისვენებ და მეც გთხოვ რომ დღევანდელი დღე შენს თავს და ჩვენ გვაჩუქე, ჩვენ მალე დავბრუნდებით. -დემეტრე რა მოვამზადო რას ინებებს დირექტორი კაცი. დემეტრემ დაროს ხმა გაიგონა და გაეცინა, შემდეგ კი უთხრა. -შენი ენა ჩახოხბე დარო..... -ჩემს ენას რას ერჩი შენი ენა უფრო გამოდგება ჩახოხბილად. -მაშინ რაც გაგიხარდეს ის მოამზადე. -მაშინ დღევანდელი მაგიდა ჩემზე იყოს, სადილი თუ ვახშამი ან თუ მოვა ვინმე. -არა არავინ მხოლოდ ჩვენ ვიქნებით, მაგრამ ვფიქრობ გიორგის დაუძახო ოჯახით ლარა რას იტყვი? -კარგი აზრია დემეტრე დავურეკო თუ შენ დაურეკავ. -კარგი მე დაურეკავ და ვეტყვი, მოგწერ რას მეტყვის. -კარგია შეკვეთა მიღებულია უფროსო. ყველა იცინოდა,დემეტრემ გათიშა ტელეფონი და მის გვერდით მდგარ დემეს შეხედა. -მე შენთან მოვდიოდი. -ხალხი ჯგუფ-ჯგუფად რომ გამოვიდა მივხვდი თათბირი დასრულდა, ვიკითხე სად გიპოვიდი და მომასწავლეს როგორ მეპოვე და წამოვედი. -კარგია მზად ხარ შეხვედრისთვის? -მზად ვარ, შევიდეთ. -მაშინ შევიდეთ. ორივე კარისკენ შებრუნდა, დემეტრემ კიდევ ერთხელ შეხედა დემეს და ჯადოსნური სიმშვიდით,ემოციური და ამაღელვებელი წუთების წინაშე მდგარმა შეაღო კარი და ჩაახველა. -ბ-ნო შმაგი შეიძლება შემოვიდეთ, სტუმარი მოგიყვანე. -ის თუ არის ვისაც მე ველოდები, მობრძანდით. ორივე შევიდა კაბინეტში და შმაგი წამოდგა ფეხზე, გაოცებული უყურებდა მის წინ მდგარ მასზე მაღალ დემეს და ვერც ნაბიჯი გადადგა, ვერც ხმა ამოიღო და ბოლოს ხელით ანიშნა დემეტრეს დასხედითო, მიხვდა დემეტრე როგორ განიცდიდა შმაგი იმ წუთში იქ ყოფნას და როგორ ძალიან უჭირდა საუბრის დაწყება, მაგრამ შმაგიმ ძალა მოიკრიბა წყალი მოსვა და დემეს შეხედა. -რამდენი წლის ხარ შვილო. -18 წლის ვარ დამამთავრებელ კლასში, წელს ეროვნულებიც მაქვს და სკოლის გამოცდებიც. -დაძაბული წელი გაქვს წინ და როგორ ფიქრობ ვარჯიშს და მეცადინეობას გაართმემ თავს? -შევძლებ, ჩემთვის რთული არ არის ვარჯიში 7 წელი დავდიოდი თავისუფალ ჭიდავში მძიმე წონაში და საკმაოდ კარგად მივდიოდი, მაგრამ...... -მაგრამ ზურგს არავინ გიმაგრებდა, სქელი ჯიბე არ გქონდა შვილო და ამიტომ დაგიკეტეს ყველა კარი, მაგრამ მე შენი ჯიბე არ მაინტერესებს შედეგები მინდა იმ დაძაბული დღეების რასაც გაივლი ჩვენს დარბაზში.შორიდან გიცნობ სულ პატარა ასაკიდან და უნდა ვთქვა რომ ძალიან მომწონდი, შემდეგ ქვეყნიდან წავედი და აქ არ ვიყავი ორი წლის წინ დავბრუნდი და ვიკითხე ის პატარა ბიჭი სად არის რატომ არ ჩანსმეთქი, მითხრეს რომ გადაუხდელობის გამო გაგიშვეს და გული ჩამწყდა. მას შემდეგ გეძებ და როგორც იქნა გიპოვე, გიპოვე და უკვე აქ ხარ, მაგრამ ის პატარა ბიჭი აღარ ხარ შენ უკვე ვაჟკაცი ხარ შვილო. -მადლობა დიდი, ჩემით არავინ არასდროს არ დაინტერესებულა, მხოლოდ თქვენ მომაქციეთ ყურადღება და დაინტერესდით ჩემით, ეს შანსი რომელიც თქვენ მომეცით უნდა გავამართლო, გპირდებით რომ ჩემით იამაყებთ. -დემე მინდა ერთი ისტორია მოგიყვე შვილო და გთხოვ კარგად მომისმინო. დემეტრე ფეხზე წამოდგა და შმაგიმ გაკვირვებულმა შეხედა. -სად მიდიხარ.... -დაგტოვებთ და ისაუბრეთ. -ადგილზე დარჩი, დემეტრე შენ უნდა მიხედო ამ განძს რომელსაც გიტოვებ დემეს სახით. დემე გაოცებული უსმენდა ხან ერთს და ხან მეორეს, მიხვდა რომ ამ კეთილ ადამიანს რაღაც მნიშვნელოვანი უნდა ეთქვა და დაიძაბა, შმაგი კი ისევ დემეს მიუბრუნდა. -წლების წინ ალბად 20-22 წლის წინ მეც საკმაოდ სიმპატიურ მამაკაცად ვიყავი აღიარებული და საკმაოდ პოპულარული ვიყავი გოგოებში, მაგრამ ჩემს გულს მხოლოდ ერთი უყვარდა და მხოლოდ მასზე ვფიქრობდი,ვოცნებობდი და ოცნების კოშკებს ვაგებდი.მე ზღაპარში ვცხოვრობდი მასთან ერთად ჩემს ფიქრებში და სხვას ვერავის ვერ ვამჩნევდი, მაგრამ ჩვენი ბედი არასოდეს არ შეერთებულა. დემე მე ის დავკარგე, დავკარგე სამუდამოდ. თვალზე ცრემლი მოადგა, იქვე ჭიქით წყალი იდგა აიღო აკანკალებული ხელით ჭიქა მოსვა წყალი და ისევ დემეს შეხედა. -ჩემი ოცნების ქალი მოულოდნელად გარდაიცვალა და წლების შემდეგ ვგებულობ შემზარავ ამბავს, რომ ის მოკლეს. -მოკლეს და რატომ ან ვინ.ცნობისმოყვარეობა და გაოცება ვერ შეძლო დაეფარა დემეს და შმაგის უყურებდა. -ის ერთმა არაკაცმა, არა ადამიანმა, ერთმა ცხოველმა არ დაინდო ჯერ გააუპატიურა და მერე მოკლა, თუმცა ის რომ მოკლა წლების შემდეგ გავიგე და სიკვდილამდე ვცემე, ძალიან ვცემე არ დავინდე, არ შევიცოდე, მაგრამ სასიკვდილოდ ვერ გავიმეტე, ვერ შევძელი. წლების შემდეგ გავიგე რომ იგივე შეცდომა დაუშვა, მაგრამ განსხვავება ის იყო რომ ამჯერად არ მოუკლავს, მაგრამ მიატოვა გაუბედურებული გოგო თოთო ბავშვით ხელში.დემე დაიძაბა ჯერ დემეტრეს შეხედა და შემდეგ შმაგის და იკითხა. -თქვენ ისეთი ზიზღი საუბრობთ მკვლელზე,იცნობთ იმ ადამიანს თუ შეიძლება მას ადამიანი ვუწოდოთ. -ვიცნობდი შეხედულად, მაგრამ მიუხედავად იმისა ერთ სახლში გავიზარდეთ და ერთ ჰაერს ვსუნთქავდით მე არ ვიცნობდი მას შინაგანად. -ეს როგორ, თქვენ.... -დიახ მე და ის ძმები ვართ, ის ჩემი ღვიძლი ძმა იყო, ძმა რომელმაც ძალიან ბევრი ცოდვა დაიდო და რომ არა ახლა მისი ციხეში ყოფნა არც ახლა შეჩერდებოდა.დემეს ფერი დაეკარგა, სუნთქვა გაუხშირდა და დემეტრეს შეხედა, გაახსენდა მისი სიტყვები. -,,დემე მამა დაკავებულია და არ არის კარგი წარსულის პიროვნება, ასე რომ ნუ შეეცდები მის პოვნას''. -ეს ცხოველი როგორც თქვენ უწოდეთ და ის მართლა ცხოველია სხვა სახელს ვერც შევურჩევ ამ ადამიანს და სამწუხაროა რომ ის მამაჩემი არის, თქვენ მისი ძმა ხართ.ვცდები? შმაგი დაიბნა და ვერაფერი თქვა, მხოლოდ ღრმად ამოიხვნეშა და თქვა. -არ სცდები შვილო და გთხოვ მე მაპატიე მისი არა კაცობა, მისი შვილი რომ ხარ ესეც მე მაპატიე და ეს 18 წელიც მე მაპატიე. არ ვიცოდი შენი არსებობა შენს 10 წლამდე, მერე შემთხვევით გავიგე და გეძებდი, გიპოვე და შორიდან გადევნებდი თვალს, მაგრამ ძალიან მალე ისევ დაგკარგე. შემდეგ წავედი ქვეყნიდან და რომ დავბრეუნდი ვეღარც დემეტრე ვიპოვე მასაც არა კაცურად მოექცნენ და როგორც იქნა შევძელი მისი უდანაშაულობის დამტკიცება, მაგრამ მაპატიე რომ მამაშენს ვერ დავეხმარე უფრო სწორად არ დავეხმარე, რადგან ვერ შევძლებდი მისი უდანაშაულობის დამტკიცებას მას ძალიან ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი და თუ მიმიღებ როგორც უვარგისი მამის ძმა მე სხვა არავინ არ მყავს და სადამდე ვიცოცხლებ შენთვის ვიცოცხლებ შვილო.დემეტრე იჯდა და დემეს უყურებდა, დემეს რომელსაც არც უცდია ცრემლი დაემალა დემეტრეს შეხედა. -შენ იცოდი სიმართლე და ამიტომ მითხარი თავად გეტყვის სიმართლესო, არ უნდა დაგემალა და უნდა გეთქვა ძია დემეტრე რადგან არც მე მყავს არავინ, აქამდე წვალებით მოვედი არანაირ საქმეს არ ვთაკილობდი რომ დედამ რომელმაც ჩემს გამო მისი პროფესია მიატოვა მე ვცდილბდი მისთვის ელემენტარული პური და შაქარი მიმეტანა. ვწვალობდი და ასე გაგვქონდა თავი, თურმე ვინ მყოლია და რა ძლიერი ზურგი მქონია მეძებდა ეს ბუმბერაზი ადამიანი და როგორც იქნა ვიპოვეთ ერთმანეთი. თქვა დემემ და ფეხზე წამოდგა შმაგისთან მივიდა და უთხრა. -მე ცარიელი ვარ, ჩემს ჯიბეში არაფერი არ დევს, მაგრამ კიდევ და კიდევ გაძლევთ პირობას რომ თავს არ დავზოგავ და თქვენს გვერდით მდგარს სიღარიბის გამო ხელს არავინ მკრავს, მაგრამ ახლოს არ გავიკარებ მათ ვინც მე მკრა ხელი ღარიბს და ღატაკს. შმაგიმ ორივე ხელები მოხვია და მაგრად ჩაიკრა გულში მისი ნაწილი, მისი ერთადერთი ძმიშვილი და როცა გული იჯერა მისი მოფერებით გაუბედავად კითხა. -გაქვს სურვილი ნახო მამაშენი? -მე მისთვის არ ვარსებობ და რატომ უნდა მოვიძიო ის ადამიანი ვისთვისაც არ ვარსებობ, ხომ გავიზარდე და მის გარეშე გაიარა 18-მა წელმა ახლა თქვენ მყავხართ ჩემი მამობილი და ჩემი ძია, ის ცხოველი კი არ იმსახურებს ჩემს შეხედვასაც კი. -მაშინ ჩემთან რჩები და ვიცხოვროთ ერთად? -ერთად ვიცხოვრებთ და მე დღეიდან თქვენი იმედების გასამართლებლად ვაგრძელებ ცხოვრებას, მადლობა რომ მიპოვე. -მაპატიე წასული რთული წლები და ახლაც მაპატიე რამდენიმე წელი რომ უნდა დაგტოვო, გტოვებ დემეტრესთან ის არის შენი მწვრთნელი და მე ორივეს გენდობით, ორივეს იმედი მაქვს და მივდივარ იმედით სავსე. -დიდი ხნით უნდა წახვიდეთ? -ხვალ მივფრინავ, დიდი იმედი მაქვს დიდი ხნით არ დავშორდებით ერთმანეთს და რამდენიმე წელი დამჭირდება იქ ყოფნა.სიჩუმე ჩამოვარდა, შმაგიმ საათზე დაიხედა დემეტრეს შეხედა და უთხრა. -დრო მოვიდა ერთმანეთს დავემშვიდობოთ და ეს საიდუმლოდ უნდა დარჩეს ჩვენ სამში, როცა დრო მოვა ყველა გაიგებს სიმართლეს და მე მაშინ მხრებგაშლილი დავდგები ჩემი დემეს გვერდით. შმაგი ორივეს დაემშვიდობა და წასვლის წინ დემეტრეს უთხრა. -ეს კაბინეტი შენია დღეიდან და აქედან გასვლისად კარი ჩაკეტე გასაღები არავის არ მისცე მხოლოდ შენ გქონდეს, დემეტრე არავის არ ენდო და ზოგჯერ არც საკუთარ თავსაც არ ენდო ენდე შენს გრძნობას და შენს გულს. შმაგი წავიდა, დემეტრემ დემეს შეხედა და უთხრა. -დაგირეკა ვინმემ იმ ნაქირავები ტაქსის თაობაზე. -არა არავის არ დაურეკია და უნდა მივიდე, აქამდეც უნდა დაერეკათ. -შმაგიმ გადაიხადა იმ ტაქსის ღირებულება და ამიტომ არ დაგირეკეს. -გადაიხადა და არც არაფერი არ მითხრა. -შმაგი ასეთია სიკეთეს აკეთებს, მაგრამ არ უყვარს გამოჩნდეს. -ახლა რას ვაკეთებთ.... -ახლა წავიდეთ, მაგრამ წასვლამდე გიორგის უნდა დავურეკო. დემეტრემ ტელეფონი ამოიღო და გიორგის ნომერი აკრიბა გიორგიმ რამოდენიმე ზარის შემდეგ უპასუხა. -გისმენ დემეტრე.... -გცალია რომ დაგელაპარაკო? -კი,კი მცალია უკვე დავასრულე დღეს ყველაფერი და სახლში მივდივარ, რა მოხდა. -დღეს როგორც თქვი თავისუფალი ხარ, ამიტომ ოჯახით ჩემთან მობრძანდი სადილზე. -რა ხდება უნდა მითხრა, დაბადების დღე არის რომელიმესი? -არა, არა, მაგრამ არის მნიშვნელოვანი დღე და მინდა ჩემი შვილობილი გაგაცნო. -შვილობილი, დემეტრე კარგად ხარ? -კი, კი, კარგად ვარ, ასე რომ მე უკვე მივდივარ და სახლში დაგელოდებით. -არ ამბობ რა ხდება, ამიტომ მოვალ, მაგრამ.... -გიორგი გელოდებით. უთხრა ღიმილით და ტელეფონი გათიშა, მაგრამ გიორგიმ ლარას დაურეკა და მოიკითხა, შემდეგ დემეტრე იკითხა და ლარასგან მაინც გაიგო რა ხდებოდა თუმცა არ უთხრა რომ მივიდოდა ოჯახით და ტელეფონი გათიშა შემდეგ სახლში გადარეკა და ნელიმ უპასუხა. -როგორ ხართ, ბავშვები სად არიან. -კარგად ვართ და ბავშვებიც სახლში არიან. -ჰოდა მოემზადეთ, ნახევარ საათში სახლში ვართ და არ ამოვალ სახლში დაბლა დაგელოდებით და მივდივართ. -სად მივდივართ გიორგი. -დღეს სადილზე დაგვიძახეს ლარასთან და დროს ნუ კარგავ, მოემზადე მე მალე მანდ ვიქნები.ნელიმ გაოცებულმა შეხედა გათიშულ ტელეფონს და ბავშვებს შეხედა რომლებიც უყურებდნენ და ვერ გაეგოთ რა მოხდა. -დედა რა მოხდა. -ადექით, მოემზადეთ 15 წუთში აქ იქნება გიორგი და მივდივართ. -სად მივდივართ, რა ჩავიცვა. აწუწუნდა დარინა მაგრამ გიორგიმ შეხედა და უთხრა. -ახალი საღამურები რომ იყიდე ის ჩაიცვი, მაგარ ეფექტს მოახდენს. დარინამ შეხედა გიორგის და დივნიდან ბალიში აიღო და ესროლა, მაგრამ ბალიში ნელის მოხვდა და ნელიმ შეხედა დარინას და უთხრა. -თუ გინდა არ გაგიბრაზდე ახლა ადექი და მოემზადე, ჩქარა რომელი მოვასწრებთ მომზადებას ის დაიმსახურებს საჩუქარს. სამივე თავთავიანთ საძინებელში შევიდა და ყველაზე პირველი გიორგი გამოვიდა, შემდეგ დარინა და ბოლოს ნელი ამ დროს გიორგიმაც დარეკა და სამივე გიორგის წინ დადგა საოცარ ფორმაში. -საჩუქარი? -უკვე ვიყიდე..... -მე მოვასწარი ყველას ჩაცმა.... თქვა გიორგიმ და დარინას თვალი ჩაუკრა, გიორგიმ შეხედა და უთხრა. -ამიტომ საჩუქარი გეკუთნის? -მოგვატყუილე? შეხედა ნელის რომელიც იცინოდა და გიორგის უთხრა რატომ იცინოდა, გიორგის გაეცინა და უთხრა გიორგის. -მოაგტყულა, მაგრამ მაგარი ეფექტი გამოიღო დედაშენის ტყუილმა. გიორგი ოჯახით მიდიოდა ლარასთან, დემეტრე და დემე კი დამშვენებული ხელით დიდი ჩანთით შევიდა სახლში და როზამ გაოცებულმა შეხედა და შემდე დემეტრეს უთხრა. -როგორ უხერხულში ვარ თქვენთან. -არანაირი უხერხულობა ამ ყველაფერს დემეს მისი მფარველი ანგელოზი ჩუქნის. დემემ ყველაფერი მოუყვა როზას რომელსაც გული აუჩქარდა და ხმით ატირდა, ლარას ძალიან გაუჭირდა მისი დამშვიდება და დამამშვიდებელი გაუკეთა ცოტა ხანში დამამშვიდებელმა იმოქმედა და ჩაეძინა. რამდენიმე საათი ეძინა, როცა გაიღვიძა მაგიდა მზად იყო უკვე და მას ელოდნენ, როზას ძილში გიორგიც მოვიდა მისი ოჯახით რაც ლარას ძალიან გაუხარდა და ბავშვებმაც ერთმანეთი გაიცნო, დემემ რამდენჯერმე გახედა დარინას რაც გიორგის და ლარას შეუმჩნეველი არ დარჩენია და ლარამ თვალი ჩაუკრა გიორგის რაზედაც გიორგის გაეცინა და ნელიმ შეხედა, მაგრამ ნელის ყურში უჩურჩულა. -სახლში გეტყვი......დემემ ბოდიშის მოხდით ფეხზე ადგა და როზას საძინებელში შევიდა, როზას გაღვიძებოდა და ფიქრობდა, დემეს უკან ლარაც შეყვა და როზას მოეხმარა ადგომაში, როზამ კი შეხედა ლარას და უთხრა. -უკეთ ვარ არ ინერვიულო. შემდეგ ყველასთან ბოდიში მოიხადა და დემეტრეს შეხედა. -ბოდიში რომ გალოდინეთ, მაგრამ თავი ვერ შევიკავე, მე ვიცნობდი თამარს ჩვენ ერთად ვსწავლობდით და ერთად გავიცანით შმაგი ის ძალიან კარგი ადამიანი იყო და ძალიან უყვარდა თამარი მაგრამ ეს ამბავი არ ვიცოდი, რადგან მე დროებით რუსეთში წავედი ძმასთან. შმაგი განათლებული ადამიანია, ჩამოყალიბებული და სერიოზული ინტელიგენტი, მისი ძმა კი ერთი გაიძვერა და ნაძირალაა მეტი არაფერი. -დავივიწყოთ დროებით ეს ამბავი და სტუმრები გვყავს, გავიდეთ და მაგიდას მივუსხდეთ. როზამ გაიცნო გიორგი და მისი ოჯახი და მხიარული საღამო გაატარეს, ნელიმ კი ერთი მომენტი გაიხსენა გიორგის ბავშვობიდან. -მინდა ერთი შემთხვევა მოგიყვეთ და იმედი მაქვს გიორგის არ ეწყინება. -დედა..... -ერთ დღეს ტელეფონზე გიორგის დამრიგებლის ზარი დაფიქსირდა და შეშინებულმა ვუპასუხე მასწავლებელმა კი სკოლაში დამიბარა და გადავწყვიტე მეორე დილით გიორგისთან ერთად წავიდოდი სკოლაში, მაგრამ გიორგის შევხედე და შევეკითხე რა ხდება სკოლაში, რატომ მიბარებს მისი მასწავლებელი მან მხრები აიჩეჩა და არაფერი მითხრა, იმ დღეს თავად იმეცადინა როცა რომ სულ უნდა შემეხსენებინა რომ სამეცადინო ჰქონდა. -რომელ კლასში იყო ამ დროს. კითხა დემეტრემ და გიორგის შეხედა. -პირველ კლასშია და დილით კარგად ისაუზმა, ორივემ ერთად მივედით სკოლაში და მასწავლებელმა დირქტორის კაბინეტში შემიყვანა გიორგისთან ერთად და დირექტორი მეუბნება. -მე თქვენს შვილს ბუნებისმეტყველებას ვასწავლი, მაგრამ ის ძალიან უყურადღებო არის. გუშინ შევედი კლასში და დაფაზე წარწერა დამხვდა და ეს თავად თქვენ უნდა წაიკითხოთ. დირექტორი ფეხზე წამოდგა და ოთახში დაფა რომელიც უკუღმა იდგა შემოაბრუნა სადაც ვკითხულობ. -,, ძალიან არ მომწონს სკოლა, გეუბნებით ძალიან არ მომწონს და უნდა გაითვალისწინოთ. მე რაც მომწონს აქ სიარულში არის დასვენებები გაკვეთილებს შორის და სწორედ რომ დასვენება უნდა იყოს 45 წუთი და გაკვეთილი 10 წუთი. ძალიან დამღლელია აქ სიარული და მე ვიღლები, არა მარტო მე ყველა ბავშვი''. -ვფიქრობ ახლა რა სახე გექნებოდა ნელი. უთხრა ლარამ და გულიანად გაიცინა რაზედაც ყველა აყვა ლარას სიცილში და თავად გიორგიც იცინოდა. -რა მოხდა გიორგი შეამოკლეს გაკვეთილები და გაზარდეს დასვენებები? იცინოდა დარო და გიორგიმ სიყვარულით შეხედა გიორგის და თქვა. -ახლა წარჩინებული მოსწავლეა, მაგრამ ზოგჯერ ზარმაცობს. ასე მითხრა მისმა დამრიგებელმა. -შენ სად ნახე მისი დამრიგებელი გიორგი. -სკოლაში ნელი სად ვნახავდი, მივედი და მისი ამბავი ვიკითხე დირექტორიც კი ვნახე. დარინამ, გიორგიმ და დემემ ტელეფონის ნომრები გაცვალეს და ერთმანეთს პირობა ჩამოართვეს რომ კვირაში ერთხელ სამივე შეიკრიბებოდა და ერთ დღეს ერთმანეთს დაუთმობდნენ, საღამომ კარგად ჩაიარა და გვიან იყო რომ დაიშალნენ. შმაგი წავიდა, დემემ ვარჯიში დაიწყო, როზა ყოველ დღე უკეთ და უკეთ ხდებოდა, ლარა სამსახირში დადიოდა და ნელა ნელა ეჩვეოდა მის მდგომარეობას, დემე კი მის ძალას და ენერგიას ვარჯიშში ხარჯავდა, გიორგი და ნელი საოპერაციოდ ემზადებოდა და დადგა მნიშვნელოვანი დღე ყველა რომ ნერვიულობდა, ლარა ოპერაციის წინ გიორგისთან მივიდა და უთხრა. -სიმშვიდე შეინარჩუნეთ წინ კიდევ დიდი გზა გვაქვს, ყველაფერი კარგად დასრულდება რადგან ანალიზები არ აჩვენებს რამე უცნაურს მთავარია იქ არ დაგვხვდეს რაიმე სიურპრიზი, რომ ვერ დავძლიოთ და ვერ მოვერიოთ. -ლარა შენს გამოცდილებას და პროფესიონალიზმს ვენდობით, წარმატებები მინდა გისურვო. ნელი საოპერაციოდ შეიყვანეს, მხოლოდ გიორგიმ შეაჩერა წასვლისას და უთხრა. -არ ინერვიულო და გახსოვდეს რომ ჩვენ სამივე აქ გელოდებით, შენ ჩვენ გვჭირდები და ყველაზე მეტად ჭირდები გიორგის.ნელიმ სამივეს სიყვარულით შეხედა და თქვა. -უასასრულო სიყვარულით მიყვარხართ. -შენ ხარ ჩემი სიცოცხლის ათვლის წერტილი, შენით იწყება ჩემი ყველა დილა და საღამოც ბედნიერი სრულდება ისევ შენით. აქ დაგელოდებით, ნელი ჩვენ გელოდებით. -შენ ყოველთვის გჯეროდა სასწაულების დედა, დღეს კიდევ ერთი სასწაულის მომსწრეები გავხდებით და დედა ეს სასწაული შენი გაღვიძებით დასრულდება, ამიერიდან კი სრულიად ჯამრთელი იქნები.ნელი გაიყვანეს, გიორგიმ შვილს ხელი მოხვია და თავად ცრემლებამდე მისულმა უთხრა გიორგის. -დედა ძლიერია შვილო და მას მნიშვნელოვანი მიზეზი აქვს ჩვენთან დარჩეს, მიზეზი კი შენ და მე ვართ, ჩვენ სამივე ერთად ვიქნებით უამრავი ლამაზი წლები.რამდენიმე საათი გაუსაძლისი ლოდინით დაღლილმა შეხედა ლარას და შეაშინა მისმა უემოციო სახემ, მხოლოდ ფეხზე წამოდგა და ნაბიჯი ვეღარ გადადგა ლარამ კი მიხვდა გიორგის შიშის მიზეზს და უთხრა. -დამშვიდდი და გილოცავ ოპერაცია კარგად დასრულდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ აღარაფერი არის საჭირო. ნელი მკურნალობას გააგრძელებს მედიკამენტებით და ყოველ თვეში მნიშვნელოვან კონტროლს გაივლის. ოპერაციის შემდეგი პირველი ეტაპი ყოველ თვიური შემოწმება იქნება, შემდეგ კი ყოველ სამ თვეში ამას თავად მისი ტკივილი გვეტყვის თუ რამდენ ხანში შეუწყდება ის ძლიერი ტკივილები ჩვენს მიერ დანიშნული ახალი მედიკამენტების მიღების შემდეგ. რამდენიმე დღე ნელი საავადმყოფოში იყო ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და ერთ საღამოს როცა გიორგი სახლში იყო და კომპიუტერთან გვიან ღამემდე მუშაობდა დაღლილმა საათს შეხედა და კომპიუტერი დაკეცა, შუქები ჩააქრო და უკვე დასაწოლად წავიდა ჯერ გიორგის საძინებელში შევიდა, შემდეგ დარინას დახედა და ბოლოს თავის საძინებელში უნდა შესულიყო რომ უეცრად თავში რაღაც მძიმე მოხვდა, მაგრამ არ დაბნეულა და უცხოს შეებრძოლა და მისი მოულოდნელი ჩარტყმით დაუპატიჟებელი სტუმარი გათიშა. უცნობი ძირს ეგდო გათიშული, მაგრამ მოულოდნელად უცნობმა ხელი კრა გიორგის და ფანჯრიდან გადახტა, გიორგი ღრმად სუნთქავდა და ტელეფონზე დარეკა. -გიორგი იცი რომელი საათია? -ვიცი რომელი საათია და უცნობსაც გათვლილი ჰქონდა ეს დრო ჩემს სახლში შემოსულიყო, ტატო უნდა მოხვიდე სასწრაფოდ ჩემთან, გელოდები. -პოლიციას დაურეკე? -არა,შენთან დავრეკე არ მინდა ბავშვები შევაშინო. -კარგი დავურეკავ ბიჭებს და ყველა ერთად მოვალთ.... -არ მინდა სირენებით მოხვიდეთ, გთხოვ რაც შეიძლება უხმოდ გააკეთეთ ეს საქმე. -გასაგებია. უთხრა ტატომ და გიორგი მათ მოსვლამდე იჯდა და ფიქრობდა, გაახსენდა ნელის სიტყვები. -,,ის თუ არ მოვა სხვისით შემოვა ჩვენს სახლში და ჩვენთან იტრიალებს გიორგი''. რამდენიმე წუთში გიორგის სახლში პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი მივიდა სასწრაფოსთან ერთად, გიორგის ხელი ჰქონდა დაზიანებული და დახმარება აღმოუჩინა ექიმმა, მაგრამ გიორგიმ ტატოს შეხედა და უთხრა. -უნდა წავიდე, ტატო ის ვინც აქ შემოვიდა ის მარტო არ არის და ახლა ერთ ერთი მათგანი ნელისთან მივა. -არ ინერვიულო იქ არიან უკვე, შენ გაქვს ვინმეზე ეჭვი? -ვერავისზე ვფიქრობ არ ვიცი ვინ უნდა იყოს, ეს სახე არასოდეს არ მინახავს არ მეცნობა. -დამშვიდდი, ვიპოვით ვინც არის მთავარი. ყველა წავიდა, გიორგი ისევ მარტო დარჩა და ვერ შეძლო დაძინება უკვე თენდებოდა რომ სახლში ყველგან სიგნალიზაცია ჩართო და თავად ნელისთან წავიდა, მაგრამ მის მისვლამდე ნელისთან თეთრხალათიანი მამაკაცი შევიდა საწოლს მიუახლოვდა და უთხრა. -სიცოცხლისთვის იბრძვი, მაგრამ შენი სიცოცხლის შეწყვეტა დღეს მოხდება.ნელიმ თვალები გაახილა და ბუნდოვნად შეხედა უცნობის სახეს და სუსტი ხმით უთხრა. -ვინ ხარ და რა გინდა, რას ითხოვ ჩემგან. -გგონია ჭკვიანი ქალი ხარ, ის რაც შენ გააკეთე არ უნდა გაგეკეთებინა. -ვინ ხარ.... -შენ არც კი იცი ვისთან გაქვს საქმე და ნუ ცდილობ მისგან წასვლას ან გაქცევას ამას ვერ შეძლებ, შენი სიცოცხლე მხოლოდ მას ეკუთნის და არა იმას ვისთანაც ცხოვრობ ახლა. -წადი.... -გგონია ჭკვიანი ხარ, მაგრამ არ ხარ რადგან დიდი, ძალიან დიდი შეცდომა დაუშვი და ამიტომ დღეს აქ უნდა დასრულდეს შენი სიცოცხლე. უთხრა და აპარატი გამორთო, ნელის კიდევ ერთხელ დახედა და წავიდა. ნელის სუნთქვა გაუჭირდა და ნელა ნელა ბურუსმა მოიცვა ყველაფერი რომ გიორგი შევიდა მასთან და შეშინებულმა იყვირა, მის ხმაზე ექიმი მასთან გაჩნდა და აპარატი ჩართო, გიორგიმ შეხედა ექიმს და თქვა. -ვიღაცამ მისი მოკვლა სცადა.... -დამშვიდდი, მთავარია ვერ შეძლო. -როდის გაწერთ, მინდა აქედან წავიყვანო. -ანალიზები სუფთა არის, მაგრამ მისი პირადი ექიმი მე არ ვარ ის გეტყვით როდის გაწერს. დილით გიორგიმ ლარას უთხრა რაც შეემთხვა და ლარამ უთხრა. -ანალიზებში არაფერი არის საგანგაშო, ყველაფერი რიგზეა და სახლში შეუძლია გააგრძელოს მკურნალობა აქ კი დრო და დრო მოვა კონტროლზე. გიორგიმ ნელი სახლში წაიყვანა და დილით გაოცებული უყურებდა დედას გიორგი და უთხრა. -სიურპრიზი გამოგივიდათ, მიხარია სახლში რომ გხედავ დედა. რამდენიმე დღე გავიდა ოპერაციიდან, ჯერ კიდევ არ იყო საშიშროება გავლილი ვიღაც უცხომ რომ შეეცადა ნელის დასახიჩრებას, მაგრამ ვინ იყო ეს ვერავინ გაიგო. გიორგი სულ მის გვერდით იყო და მარტო არ ტოვებდა, რამდენიმე კვირა გავიდა და ხელახალი ანალიზების დადებითი პასუხებით ნელის გამოჯამრთელება ყველას უხაროდა გიორგიმ კი დიდი საჩუქარი უყიდა რამაც დიდი აღფრთოვანება გამოიწვია და თავად ნელი გაოცებული უყურებდა გიორგის. -ეს, ეს, ეს მართლა ჩემთვის იყიდე? -შენთვის ვიყიდე, ზოგჯერ ჩემი გადატვირთული დროის გამო რომ ვერ შევძლო შენი ექიმთან წაყვანა თავად შეგეძლება წახვიდე და შენი საქმე გააკეთო. როგორც იქნა ნელის ცხოვრება დამშვიდდა, ბედნიერი იყო საყვარელი ადამიანი გვერდით ყავდა და მათი შვილიც მათთან იყო, ახლა შეიგრძნო ორივემ ნამდვილი ოჯახის სითბო. -ნელი დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს და ვერ შევძლებ კონტროლზე გამოგყვე ექიმთან, მაგრამ ლარას დავურეკავ და გავიგებ სახლში მოვლამდე შედეგებს. შევეცდები მოგისწრო, მაგრამ ნუ დამელოდები ვიცი რომ ვერ შევძლებ. -მიხედე შენს საქმეს და არ ინერვიულო მივალ და დაგირეკავ, შენ მშვიდად იყავი. გიორგი დაემშვიდობა ნელის და წავიდა, ბავშვებიც სკოლაში წავიდნენ რამდენიმე საათში ნელიც მზად იყო გასასვლელად და უეცრად კარი გაიღო და სახლში ისევ გიორგი დაბრუნდა რომელსაც გაოცებულმა შეხედა ნელიმ და უთხრა. -რა მოხდა რატომ დაბრუნდი, გიორგი არ მენდობი? უყურებდა გიორგის და თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე რაზედაც გიორგიმ ძალიან ინერვიულა და ნელის გაბრაზებულმა უთხრა. -ეს რა კითხვა არის, რატომ არ უნდა გენდო ნელი. -არ ვიცი, ასე მალე რომ დაბრუნდი..... -ტელეფონი დამრჩა და მნიშვნელოვანი საბუთების ერთი ნაწილი რომელსაც წუხელ ვკითხულობდი და ეს კითხვა მეორედ არ დამისვა. ნელი შენს მიმართ თუ ნდობა არ მაქვს და არ გენდობი, გამოდის არც ჩემს თავს არ ვენდობი. -მაპატიე საყვარელო..... გიორგი გაბრაზებული წავიდა და ნელიც მალე გავიდა სახლიდან, მშვიდად მიდიოდა რომ ტელეფონზე შეტყობინება მიიღო. -,,თავისუფლებით ტკბები, მაგრამ გპირდები რომ გაზღვევინებ.შენ დღეს მოკვდები საყვარელო ცოლო''. ხელები აუკანკალდა, ტელეფონი ხელიდან გაუვარდა და გზიდან გადაუხვია სადაც საწინააღმდეგო მიმართულებით წავიდა გაოცებული მძღოლები კი სიგნალით აფრთხილებდა, ზოგმა შეეცადა კიდეც მის გაჩერებას, მაგრამ ვერ შეძლო მანქანის გაჩერება და ერთ ერთ შუქნიშანთან ძლიერი შეტაკება მოხდა. არაფერი ახსოვდა და ვერც ვერაფერს ხედავდა, მის გარშემო ხალხი მოგროვდა ცდილობდნენ მის მანქანიდან გადმოყვანას, მაგრამ ის გათიშული იჯდა და საერთოდ ვერაფერს ვერ გრძნობდა. მას მხოლოდ რაღაც წრიპინის ხმა ესმოდა და როდის, როდის შეძლო თვალის გახელა იქვე მყოფ გიორგის ხელზე შეეხო და ჩურჩულით უთხრა. -წყალი.გიორგი სიხარულისგან ფეხზე წამოხტა და ექიმთან გაიქცა, კარგად დააკვირდა ლარა ნელის და გიორგის შეხედა. -თქვა რამე, გაიგონე? -წყალი მოითხოვა..... -მაგრამ არ მიგიცია, მისთვის ჯერ წყლის დალევა არ შეიძლება. -არა არ მივეცი ჯერ შენთან წამოვედი, ლარა რა ხდება ისევ რამე პრობლემა არის? -არ ვიცი, ჯერ გადაღება უნდა გაკეთდეს და იმედია სერიოზული არაფერი არ აღმოჩნდება. გიორგის ტელეფონმა დაურეკა და ჩუმად უპასუხა. -გისმენ გიორგი... -სად ხარ, სად მოვიდე. -დედასთან ვარ აქ მოდი, დედამ გაიღვიძა შვილო. გიორგი ერთ საათში მათთან იყო და ნელის უყურებდა სიხარულით აღფრთოვანებული, მაგრამ სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა ნელიმ გიორგი ვერ იცნო. ჩაუტარდა ხელახალი ანალიზები, გადაღებები და ისევ ექიმების თათბირი და ლარამ გიორგის დაურეკა. -ჩემს კაბინეტში შემოდი გიორგი უნდა დაგელაპარაკო. გიორგი არც დაფიქრებულა და ლარასთან წავიდა, მაგრამ იქ არ იყო მარტო ლარა იქ მთავარი ექიმი დახვდა და ლარას შეხედა. -რა მოხდა ლარა..... -გიორგი ანალიზების პასუხები მივიღე და ნელის ამნეზია აქვს. -ვიმედოვნებ რომ ეს დროებითია. -ჩვენც ვიმედოვნებთ რომ ეს დროებითია, ამას დრო უნდა და თავად უნდა შეეცადოს აღიდგინოს მეხსიერება. მისი გონება ახლა დახშული არის და ნელა ნელა უნდა ამუშავდეს გონების გახსნაში კი თქვენ უნდა დაეხმაროთ.ეს ამნეზია არის შოკირული მდგომარეობიდან მიღებული და დიდი ალბათობაა რომ უნდა გადალახოს, უნდა დაძლიოს. -მედიკამენტების დახმარება ხომ შეიძლება. -მედიკამენტებს მივცემთ და შევძლებთ დავეხმაროთ, ახლა ეს პრეპარატები უნდა იყიდო რომლებიც დაეხმარება ამნეზიის დაძლევაში.გიორგიმ რეცი გამოართვა ლარას და წამლების მოსატანად წავიდა რომ ტელეფონზე მნიშვნელოვან ზარს უპასუხა. -გისმენ ტატო. -გიორგი მნიშვნელოვანი რამ უნდა გითხრა და ჩემთან უნდა მოხვიდე ეს ტელეფონით არ ითქმება შენც კარგად იცი, -მოვდივარ. გიორგიმ იქვე მდგარ შვილს შეხედა და ექიმებთან საუბრის შესახებ უთხრა, რამაც ცოტა შვება მისცა გიორგის. -წამლები დაუნიშნა ექიმმა ახალი ამნეზიის დაძლევაში რომ დაეხმაროს და წავალ მოვიტან, აქ იყავი და მალე დავბრუნდები.გიორგი წავიდა და პირდაპირ ტატოსთან მივიდა, ტატო უყურებდა და გაოცებულმა უთხრა. -იფრინე თუ ასე ჩქარა როგორ მოდი. ტატომ იქვე მდგარ ხელოსანს შეხედა და გიორგი ორივეს მიესალმა, ხელოსანმა იქვე ტილოზე ხელები შეიმშარალა და მათკენ ნელი ნაბიჯით წავიდა. -მითხარი რომ რაც ვივარაუდე ის არ არის ტატო. -მომისმინე, ეს ტელეფონი მანქანაში იყო და შიგნით მნიშვნელოვანი სამხილი არის დამირეკა ავთანდილმა და მეც ახლა მოვედი. ავთანდილმა ტელეფონი გადასცა გიორგის და მოკრძალებულად უთხრა. -კიდევ არის რაღაც რაც ძალიან მნიშვნელოვანია და უნდა იცოდე, ამიტომ პირდაპირ გეტყვით. -მითხარი ავთო უკვე ნერვებს ვეღარ ვიმორჩილებ. -ვიღაცამ მუხრუჭები გადაჭრა, ეს კი იცით ორივემ რასაც ნიშნავს ან მკვლელს ეგონა ეს შენი მანქანა იყო ან ნელის მოკვლა ჰქონდა გამიზნული და მიზანს ვერ მიაღწია ვერცერთ შემთხვევაში. -გასაგებია, სხვა...... -ჯერ ჯერობით ეს არის, სხვა არ გვაქვს რაიმე ისეთი რომ ღირდეს სათქმელად. -კარგი, მადლობა ბიჭებო და თქვენთან ვალში ვარ. -ჩვენი ვალი არ ითვლება ერთმანეთში გიორგი. გაეცინა ტატოს, მაგრამ შემდეგ სერიოზულად შეხედა მეგობარს. -გიორგი თუ ვინმემ შენს სახლში შემოვიდა და იმ დაკეტილ გარაჟში შეაღწია, დაცვა სად იყო იმ დროს თუ დაცვაში მოისყიდა ვინმე იმ ნაბიჭვარმა. -მეც მაგ ფიქრები მიტრიალებს თავში ტატო. -მშვიდად მეგობარო, ხომ იცი მტერი არ უნდა დააფრთხო. გინდა მე წავიდე და ჩვენ რომ კამერები დავაყენეთ ის კამერები შევამოწმო, შევადარო დაცვასთან მდებარე კამერებს.გიორგიმ გასაღები ამოიღო ტატოს გაუწოდა და უთხრა. -წადი და გააკეთე ყველაფერი რაც კი საეჭვოდ მიგაჩნია, მე წამლები უნდა ვიყიდო და მერე სახლში მოვალ, იქ დამელოდე. -კარგი არ იჩქარო ერთ სათში გავალ და მაინც მიგასწრებ, გადავხედავ კამერებს და შემდეგ შევალ გარაჟში იქ იმ გარაჟში უცხო ვერ შევა გიორგი და ეს დასაფიქრებელია თან ძალიან საყურადღებო. გიორგი წავიდა, ათასი რამე უტრიალებდა თავში ფიქრობდა და ვერც გაიაზრა როგორ მივიდა ნელის პალატასთან წამლებით ხელში და იქვე მდგარ გიორგის შეხედა. -ისევ ძინავს? -გაიღვიძა და ისევ ჩაეძინა. -რომ ღვიძავდა გითხრა რამე? -არა, უცნაურად მიყურებდა მივხვდი რომ ვერ მიცნო. -დროებით, შვილო დროებით არის ეს ამნეზია და ამასაც გადავიტანთ. -იმედია, იმედია მამა რომ ექიმი რასაც ამბობს ისე იქნება და ასე უცნაურად არასოდესს აღარ შემომხედავს. -დამშვიდდი, დაველოდოთ და დრო თავად გვიჩვენებს. დარინა იყო მოსული? -დამირეკა დამაგვიანდებაო. რამდენიმე დღე იყო ნელი გაურკვეველ მდგომარეობაში და ნელა ნელა დაიწყო გახსენება რაც მოხდა და გიორგის შეხედა შეშინებულმა. -ტელეფონი, ჩემი ტელეფონი სად არის. -რა მოხდა რად გინდა ტელეფონი, რამე გაგახსენდა? -ტელეფონზე იმ დილით შეტყობინება მომივიდა და ნერვიულობისგან მართვის კონტროლი დავკარგე.... -დამშვიდდი, კარგია რომ გაიხსენე რაც შეგემთხვა ძალიან ვინერვიულეთ. -გიორგი სად არის, აქ არ არის?კარი გაიღო და გიორგიმ გაიგონა ნელის სოტყვები და უთხრა. -აქ ვარ დედა. მივიდა ნელისთან და უთხრა. -არასოდეს შემაშინო ასე გთხოვ, გახსოვდეს ყოველთვის ვინ გყავს და გახსოვდეს მამა.ვიცი ვინც დგას ამ ყველაფრის უკან და ყოველთვის ფრთხილად უნდა იყოთ, თქვენ ორივეს ის გემტერებათ. -ფრთხილად ვართ შვილო, მაგრამ ის იქედანაც ახერხებს მოგვწვდეს და ცხოვრება გაგვიმწაროს. ზაურის არ ჰქონდა კარგი ინფორმაცია თავისი ინფორმატორისგან და გაბრაზებული ყველას ერჩოდა. -არ დაგითმობ ჩემს საკუთრებას, მოგკლავ ან თავს შეგაკლავ და ჩემს ცოლ-შვილს შენ არ დაგითმობ. -შენ წარმოდგენა არ გაქვს ვის წინაშე გინდა დადგე, ზაურ შეეშვი ძალები არ გეყოფა მასთან საბრძოლველად და თავს წააგებ. -მე გავზარდე, ვერავინ შეძლებს დამიწესოს საზღვრები ჩემს შვილთან ამიერიდან შიშში იცხოვრებენ. დროებით მიწყნარდა ყველა და ყველაფერი, მაგრამ ერთ დღეს როცა გიორგი სახლში არ იყო ისევ შევიდნენ მის სახლში და დარინამ გიორგის ჩუმად დაურეკა. -გისმენ დარო სად ხარ მეც მოვდივარ უკვე სახლში. -გიო სახლში ვარ და ვიღაც შემოვიდა სახლში, დაურეკე მამას..... -ერთად ვართ, შენ სად ხარ შეძლებ სახლიდან გამოსვლას? -არ ვიცი ორნი არიან, მაგრამ შევეცდები.... -გიორგი რა ხდება, შეშინებული ხარ შვილო. -დარო სახლში არის მამა და ვიღაც შემოვიდა სახლშიო. გიორგის ფერი დაეკარგა და ტელეფონი გამოართვა. -არ დაილაპარაკო, მხოლოდ მომისმინე შეეცადე სახლიდან გამოხვიდე დარი. -ვერ შევძლებ მე სამზარეულოში ვარ ისინი შენს კაბინეტთან მივიდნენ უკვე. -სამზარეულოს შიდა კარიდან გამოდი და მოახერხო იქნებ გასაღები გამოიღო და გარედან დაკეტო ვერ შეგამჩნევენ ჩემი კაბინეტიდან. მეც მოვდივარ უკვე არ შეშინდე, შენ ხომ ძიას ძლიერი გოგო ხარ უშიშარი. დარინამ ტელეფონი გათიშა და სამზარეულოს კართან ფრთხილად მივიდა, როგორც გიორგიმ უთხრა სამზარეულოს კარი გარედან ჩაკეტა და თავად სირბილით გადაჭრა ეზო და ძაღლის ბინაში შეძვრა, ძაღლი კი იწვა და არ იძროდა.მოულოდნელად სახლში სიგნალიზაცია ჩაირთო და ყველა გასასვლელი კარი ავტომატიურად ჩაიკეტა, ეს მოწყობილობა გიორგიმ და ტატომ რამდენიმე დღის წინ განგებ დააყენა და სიგნალიზაციის ჩართვიდან ყველა გავიდა ეზოდან, მაგრამ სახლიდან გამოსვლა კი ვერცერთმა ვერ შეძლო რამდენიმე წუთში ეზო პოლიციელებით აივსო, გიორგი შეშინებული შემოვიდა ეზოში და განწირული ხმით დაიყვირა. -დარინა, დარი სად ხარ შვილო. -აქ ვარ, კარგად ვარ ძია მაგრამ ჩვენი მურგვა........გიორგი გულში ჩაიკრა დარინა და გიორგის უთხრა. -მიხედე და გვერდიდან არ მოიშორო, მე დაცვასთან შევალ. დაცვის ოთახში შევიდა და მისი ორი დაცვის წევრი დაჭრილი იწვა იატაკზე სისხლში, ერთი გარდაცვლილი, მაგიდაზე კი ორი ცალი დაუმთავრებელი შაურმა იდო და მიხვდა ბიჭები ერთად სადილობდნენ. -გიორგი, დარინა შვილო სად ხართ.ეზოში ნელი იდგა და შეშინებული უყურებდა სახლს, ყვიროდა და ტიროდა, მაგრამ მისი ხმა არავის ესმოდა ის გულში ყვიროდა განწირულად ყელიდან კი ხავილის ხმა ამოდიოდა, გიორგი კი დაცვის ოთახში კომპიუტერს უყურებდა სადაც ეწერა. -,,შიშში ცხოვრობ, გადაიხადე თავისუფლებისთვის''. -გიორგი სად ხარ გამოდი, ნელი მოვიდა და შოკში არის.გიორგიმ შეხედა რატის და უთხრა. -ტატო სად არის. -ნელისთან მივიდა და ვერ შეძლო მისი დამშვიდება. -რატი შეტყობინება დატოვეს, ბიჭები დამიხოცეს და ყველაფერი გააკეთე რომ იპოვო ვინ არის.ნელის მივხედავ და ციხეში უნდა წავიდე დროა ის ვნახო და დაველაპარაკო. გიორგიმ დატოვა დაცვის პატარა შენობა და სირბილით მივიდა ნელისთან რომელიც მუხლებზე დამხობილი იდგა და უკვე ხმით ტიროდა. -გიორგი ბავშვები..... -ბავშვები უსაფრთხოდ არის, დამშვიდდი საყვარელო გთხოვ.... -გითხარი და არ დაიჯერე,ის ყველგან მიპოვის და არ გაგვახარებს. -დამშვიდდი მან არ უნდა გვნახოს რომ შევშინდით. -ბავშვები უნდა ვნახო, უნდა დავრწმუნდე რომ უსაფრთხოდ არიან. გიორგი და დარინა ნელისთან მივიდნენ და ნელიმ ორივე გულში ჩაიკრა, შემდეგ ხელით უსინჯავდა დარინას სხეულს და ჩურჩულებდა. -დაჭრილი ხომ არ ხარ, ხომ არავინ შეგეხო შვილო..... -არა, არა, გარეთ გამოვედი და დავიმალე.რატომ,რატომ გვექცევა ასე სასტიკად ჩვენთან რა უნდა. -ის მხოლოდ ჩვენთან იყო ძლიერი შვილო და ახლა როცა მის გარეშე ბედნიერები ვართ, შევქმენით ჩვენთვის ჩვენი ახალი თბილი და სიყვარულით სავსე გარემო ეს აგიჟებს მას და როგორ გაგვამწაროს მხოლოდ ამაზე ფიქრობს. მას ვძულვართ, ვძულვარღ და ვერ ეგუება იმას რომ ასე უთქმელად და აუხსნელად დავტოვეთ, თუმცა ძალიან კარგად იცის თავადაც რატომ დარჩა ის მარტო და გარიყული ჩვენგან. -ის კიდევ უარესს გააკეთებს, მამას რაღაცას მოწევს და ჩვენ სულ შიშში ვიცხოვრებთ. -დამშვიდდით, არ გახვიდეთ ეზოდან. პოლიციამ სახლიდან გამოიყვანა ის ორი და ნელის წინ გაიარეს როცა ნელიმ შეაჩერა პოლიცია და მის წინ მდგარ ორ ნაძირალას შეაფურხა. -მკვლელებო, არა ადამიანებო, მხეცებო..... გიორგიმ დაამშვიდა ნელი და გიორგის შეხედა. -გიორგი სახლში შედით და ერთმანეთი არ მიატოვოთ. გიორგი გიჟს ჰგავდა, მის ეზოში პოლიცია ყველაფერს ამოწმებდა, ერთ-ერთმა პოლიციელმა სახლს გარშემო შემოუარა და უეცრად ძირს დაგდებული იარაღი იპოვა ეს ნივთმტკიცებად აიღო პოლიციელმა და საქმეს დაურთო. -რატი აქ ვინმე დარჩეს მე ციხეში მივდივარ რადან მან დაკარგა ყველა ადამიანური გრძნობაც და ღირსებაც, მას მისი ადგილი უნდა მივუჩინო. -ბოდიში გიორგი მაგრამ ეს აქამდეც უნდა გაგეკეთებინა, არ ვიცი შენ ეს შეცდომა რატომ დაუშვი. -აქამდე მარტო ვცხოვრობდი და არავინ მერჩოდა, ახლა კი ნელი მყავს, გიორგი და დარინა მყავს და არავის მივცემ უფლებას ისინი მთელი ცხოვრება შიშში აცხოვროს.გიორგიმ შეხედა ცოტა დამშვიდებულ ნელის და რატისთან ერთად გავიდა, დემეტრე და ლარა სალონში ისხდნენ და ტელევიზორში ახალ ამბებს უსმენდა ორივე კარზე ზარის ხმა იყო დემეტრემ შეხედა ლარას და იკითხა. -დემე არ არის სახლში? -დემე თავის ოთახშია, როზას წამლები მივეცი და ისიც დაწვა არ ვიცი ვინ არის. -ვნახოთ ვინ არის.თქვა დემეტრემ და კარი გააღო სახლში კი ბედნიერი ღიმილით შემოვიდა დარო. -თავიდანვე უნდა შემემჩნია რამხელა ძაფებით შეგვაკავშირა განგებამ, რომ დაწოლის წინ ჩემი ნახვა გინდა ისე ვერ შეძლებ დაიძინო. -რას ბოდიალობ, მთვრალი ხარ? -რა მომიტანე რომ დამალევინო და დავთვრე. -როდემდე იდგები კარში ისედაც დაგაგვიანდა კარის გაღება ყმაწვილო. -მიკვირს ასეთ დროს აქ რომ გხედავ, მარო რატომ მოდი დავიჯერო იკამათე ქმართან და აქ წამოდი თავშესაფარებლად? -ბევრს ლაპარაკობ დემეტრე და რას ამბობ თავადაც არ იცი, უაზრო კაცი ხარ.დემეტრეს გაეცინა და ისევ გამოაჯავრა დარო. -რას ერჩი იმ საწყალ და უთქმელ ადამიანს,დაასვენე ადამიანო სულ რომ უკიკინებ ეს გააკეთე, ის გააკეთე, რა გააკეთე რომ ზიხარ, დამჯდარსაც ვერ იტან. -დემეტრე...... -გისმენ, გინდა რამე მითხრა? -შენზე უფროსი ვარ და ნუ გავიწყდება. -არა, არ მავიწყდება, მაგრამ იმიტომ ბრაზობ იცი სიმართლეს გეუბნები. -ჩემს გოგოსთან მოვედი და მე კი კარში დავდექი და შენ გისმენ თითქოს არ ვიცოდე რა ხისთავიანიც ხარ. თქვა და დემეტრეს ხელი კრა, ლარასთან მივიდა და წინ ქაღალდის შეკვრა დაუდო. -რა მომიტანე დარო........ -გახსენი და ნახე, მითხარი თუ მოგეწონება და გავაგრძელებ.ლარამ გაოცებულმა შეხედა დემეტრეს და შემდეგ მის წინ დადებულ შეხვეულს შეეხო თითქოს მთელ სხეულში სითბო იგრძნო და შეფუთული გახსნა, მან ხელში აიღო ჩვილი ბავშვის ჩასაცმელები დაროს თავისი ხელით მოექსოვა და ლარას ბედნიერი უყურებდა,ლარამ ცრემლიანი თვალებით შეხედა დაროს და შემდეგ უთხრა. -ეს, ეს, ეს შენ მოქსოვე და ამ დროს მომიტანე თუ მომეწონება გინდა გაიგო? დარო ძალიან, ძალიან მომწონს და მადლობა როგორ გადაგიხადო ჩემო თბილო და ტკბილო. -მადლობა მე უნდა გითხრა ლარა მე შენით ვარ ცოცხალი, უმადური არ ვარ შენ რომ არა დღეს აქ არ ვიქნებოდი არც ჩემი ზეზვას გვერდით ვიქნებოდი და არც ეს ხისთავიანი არ მომიშლიდა ნერვებს. შენ შემინარჩუნე სიცოცხლე და ახლა უფრო გამახარებ ამას თუ მიიღებ ჩემგან.უთხრა და კიდევ მეორე მცირე ზომის შეკვრა მისცა, ლარამ გახსნა და გაოცებულმა იყვირა. -ღმერთო ჩემო ჩემი საყვარელი მარმალადები, დარო....... დემეტრე უყურებდა ორივეს და სითბო უფრო და უფრო იზრდებოდა მასში, შემდეგ თვალი ჩაუკრა ლარას და მაროს გასაგონად თქვა. -ახლა არ შეჭამ ისედაც ზედმეტად აირტყი ზედმეტი კილოგრამები, შენ კიდევ რატომ იყიდე და მოიტანე გინდა გასუქდეს და ღორივით იყოს, დაუშნოვდეს? დარომ ჯერ ლარას შეხედა და შემდეგ ისევ დემეტრეს მიუბრუნდა. -შენ, შენ, შენ ნორმალური არ ხარ ამას ყოველთვის ვხვდებოდი, მაგრამ ახლა დარწმუნებით ვიტყვი ყველგან და ყველასთან რომ შენ ძალიან უტაქტო და უზრდელი ხარ დემეტრე. დაროს ცრემლი მოერია რაც დემეტრემ შეამჩნია და გვერდით დაუჯდა, ხელი მოხვია და უთხრა. -ჩემი ბუზღუნა სულ რომ ბუზღუნობს და სულ რომ მლანძღავს, სერიოზულად მიიღე რაც ვთქვი? -სერიოზულად მითხარი დემეტრე და არა სერიოზულად მიმეღო? დემეტრემ მოიწყინა დაროს რომ შეხედა და დარომაც არ შეიმჩნია რომ ეხუმრა, ლარა კი მათ სულაც არ უსმენდა რამდენიმე მარმალადი მიირთვა მათ საუბარში და დარომ შეხედა ლარას და შემდეგ თქვა. -წავალ, ხვალ ცოტა დამაგვიანდება ბ-ნო დემეტრე და იმედია საუზმეს რამეს მოახერხებ და მიირთმევ. -რამეს მოვძებნით დარო მშვიდად იყავი.დარომ ღიმილით დაემშვიდობა წყვილს და წავიდა, დემეტრემ ღიმილით გააცილა დარო და კართან მისულს უთხრა. -დარო გაგაცილებ მარტო არ გაგიშვებ. -მომიტაცებს ვინმე თუ რატომ არ გამიშვებ? -ზეზვას რა ვუთხრა ქ-ნო დარო აქედან წასულმა შენს სახლს რომ გვერდი აუარო. -გაგიხმეს ეგ თავი, ვის რად უნდა დამჭკნარი ქიშმიში, ქორფა ვარდებს უფრო ეტანებიან დემეტრე ახლა. დემეტრემ ვეღარ მოითმინა და მისმა გულიანმა სიცილმა დემეც და როზაც გამოიყვანა თავიანთი ოთახებიდან, მაგრამ როზამ შეხედა ლარაც გაოცებული უყურებდა გულიანად მოხარხარე დემეტრეს. -ვაიმე გული, ენა უნდა დაგიქიშმიშდეს დარო რომ შენი უაზრო სიტყვებით გული არ წაუვიდეს ადამიანს. ლარამ დემეტრეს შეხედა და უთხრა. -მოიმცვი რამე და გააცილე.... -გამაცილებთ შვილო და რატომ, რომ არ მოვბრუნდე უკან? თქვა და დემეტრეს შეუბღვირა. -მივაგნებ სახლს და ხვალაც მშვიდი, გაწონასწორებული მოვალ, სახლში დარჩი და იმ გოგოს მიხედე რაღაც სევდა აქვს თვალებში და იყავი მის გვერდით. -კარგი, კარგი ნუ ბრაზობ, მაგრამ რომ მიხვალ დარეკე. -თუ არ გამარეკია მისი ბუზღუნით დაგირეკავ, აბა მშვიდი ღამე გქონდეთ.თქვა და კარიც გაიხურა, ის იყო დემეტრე შებრუნდა და მის წინ დემე იდგა შეშლილი სახით. -რა მოხდა, რა შეშინებული მიყურებ დემე.დემემ ტელეფონი აჩვენა დემეტრეს და თან ჩუმად უთხრა. -დარინას დავურეკე და მითხრა რომ დღეს თავს დაესხნენ..... -რას ამბობ, გიორგის დავურეკავ. ტელეფონი აიღო ხელში და უნდა დაერეკა რომ კარზე ისევ ზარი იყო და დემეტრემ თქვა. -დემე გააღე კარი ალბად რამე დარჩა დაროს და მობრუნდა.დემემ კარი გააღო და კარში არა დარო არამედ გიორგი იდგა. -ძია გიორგი მოვიდა.... -გიორგი. ორივემ ერთად თქვა ლარამ და დემეტრემ და დემეტრე გიორგისკენ წავიდა. -ახლა უნდა დამერეკა შენთან. დემეტრემ თვალი ჩაუკრა და საუბარი ნელიზე გადაიტანა. -ნელი როგორ არის....ფეხზე წამოდგა ლარაც და გიორგის უყურებდა შეშინებული, მაგრამ გიორგის მშვიდმა ხმამ დაამშვიდა. -ლარა შენ როგორ ხარ, დამშვიდდი ნელი კარგად არის უბრალოდ აქეთ ვიყავი და დემეტრე უნდა წაგართვა, დათმობ? -რაღაც მოხდა, გიორგი.... -მშვიდობაა არ ინერვიულო ხვალ გეტყვი ყველაფერს შენი ნახვა ისედაც მჭირდება, სალაპარაკო გვაქვს. -კარგი, ხვალ გელოდები მორიგე ვარ და იქ ვიქნები. დემეტრე უკვე მზად იყო წასასვლელად და ლარას მიუბრუნდა. -არ დამელოდო დაწექი და დაისვენე, გესმის არ დამელოდო დამაგვიანდება. -კარგი, კარგი არ დაგელოდები, მაგრამ.... -ლარა არ დამელოდო.... კარი გაიხურა თუ არა ლარამ თქვა. -რაღაც მოხდა, რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა. გიორგის სახეს და მის შემოსვლას ვცნობ, მას სახე წაშლილი ჰქონდა.დემეტრე მიყვებოდა გიორგის და ბოლოს უთხრა. -გიორგი გაჩერდი და მითხარი რა მოხდა. გიორგიმ დემეტრეს უთხრა რაც მოხდა და გაოგნებული უსმენდა, მაგრამ ბოლოს თვალებში ჩახედა მეგობარს და უთხრა. -ახლა სად მიდიხარ, გინდა მასთან მიხვიდე და დაგინახოს რომ შეგაშინა? -ეს როგორ შევარჩინო დემეტრე მას და დამცინის ციხიდან. -ახლა არ მიხვიდე ამ მდგომარეობაში მასთან, ორი დღე დამელოდე და გაიგებ რაც მოხდება, მხოლოდ ორი დღე მადროვე. -რა ჩაიფიქრე, გეგმა გაქვს? -ეს მე მომანდე, ახლა სახლში წადი და შენი საყვარელი ადამიანების გვერდით იყავი. გიორგიმ რატის შეხედა და რომ დაფიქრდა რატი მანაც გაითვალისწინა დემეტრეს აზრი, ამიტომ არც დაფიქრებულა ისე უთხრა. -დემეტრე მართალია, გიორგი შენი იქ მისვლით მას აგრძნობინებ რომ მასთან შიშმა მიგიყვანა, დააცადე შეარგე ეს ბედნიერება რომ შენ ვერ ხვდები ვისგან ღებულობ ამ დარტმას და ჯერ კიდევ ძიებაშია დამნაშავე. -სწორედ რომ ესაა ჩემი გეგმაც, ნელა ნელა იქ ჩემი ხალხი ამოძრავდება და ნახავ მერე თუ იქნება ასეთი თავდაჯერებული, რომ შენ მან დაგაშინა. -კარგი, იყოს ისე როგორც თქვენ ამბობთ, მაგრამ არ მინდა კიდევ რამე მოხდეს.დემეტრე დღეს შემეშინდა, ძალიან შემეშინდა ვაღიარებ სიმშვიდის ფერიც დავკარგე, ვენებში სისხლი გამეყინა, მაგრამ კარგად გამომივიდა ყველას წინაშე მშვიდი და უგრძნობი სახით ყოფნა თუმცა მინდოდა მეყვირა, მეღრიალა და ვეღარ გავუძელი მის სევდიან თვალებს, თვალებში ჩაბუდებულ ტკივილს და ეს მისი წამება მას როგორ უნდა შევარჩინო. -შემომხედე, მე გპირდები ის ყველაფრისთვის გადაიხდის.ნელის რომ ატკინა და ტკენს დღემდე გადაიხდის, ლარას რაც გაუკეთა რა გგონია პასუხს არ ვაგებინებ, გადაიხდის და მწარედ გადაიხდის. არანაირი პირადი სივცე, არც არჩევანი სადილად ან ვახშმად რა მიირთვას და რა გაუხარდება, რისი სურვილი აქვს მიირთვას და ასე გადის დრო. დრო გხდის იძულებულს იარსებო ისე როგორც დაიმსახურე საკუთარი ქმედებებით. ყოველი კარის გაღებაზე და საკანში ზედამხედველის შესვლაზე სტრესი აქვს თუ ვინ გამოიძახა ან რატომ, შიშით უყურებდა ყოველთვის ზედამხედველს, მაგრამ გულში მაინც სიმახინჯე და სიბოროტე ჰქონდა. -ზაურ, ზაურ რატომ ხარ დადარდიანებული ახალი ამბები ვერ გაიგე? -ჯერ არაფერი ვიცი, ველოდები. -ზაურ ქალების ნაკლებობას განიცდი? -შემეშვი... -მეგობარო სია არის შედგენილი აქედან გასული ვის უნდა დააცრე თავზე და თუ სია არ გჭირდება, შენ ისედაც იცი ვისთანაც უნდა მიხვიდე.ზაურიმ თავი ასწია და მის წინ მდგომ მამაკაცს შეხედა, მაგრამ თქმით არაფერი უთხრა ის თავის ფიქრებში იყო და ვერავინ მიხვდა ვისზე ან რაზე ფიქრობდა. -არ უნდა მიმატოვო, შენ ვერ შეძლებ ჩემს მიტოვებას და არც მე გაგიშვებ ჩემგან. ძალა აღარ მაქვს ეს შენც იცი და ამიტომ გინდა მომაჩვენო თავი რომ ძლიერი ხარ, მაგრამ ნუ გამომცდი და ნუ გადამიბრუნებ ტვინს შენი უპასუხობით. -ზაურ დაგვიბრუნდი ოცნებებში გადაეშვი, ეს ბოლო პერიოდი ძალიან ბევრს ოცნებობ იქნებ ჩვენც ვართ შენს ოცნებებში. ზაურიმ შეხედა მოსაუბრეებს და ხელი ჩაიქნია, გიორგი კი ფიქრობდა როგორ შესულიყო ზაურისთან რომ გაეგო ეს ადამიანი სინამდვილეში ვინ იყო და რაზე იყო წამსვლელი მისი სიამოვნებისთვის, ზაურის კი არ ყოფნიდა რასაც აკეთებდა და უფრო ღრმად უნდოდა შესვლა გიორგის ცხოვრებაში, უნდოდა კიდევ უფრო დიდი ტკივილი მიეყენებინა მისთვის და რამდენად ღრმად ფიქრობდა ნელიზე წლების შემდეგ ვერ ახსნა რატომ დაქორწინდა ნელი მასზე რადგან ყველას უკვირდა და იცოდა ვინ იყო ზაური და მის გვერდით იყო ქალი ვისაც ის თავადაც იცოდა არ იმსახურებდა და ამიტომ უქცია ცხოვრება ჯოჯოხეთად.ზაური მისი ბნელი ცხოვრებიდან გამომდინარე არც ეკონომიურად იყო ძლიერი და გამართული და არც მატერიალურად, არც ისეთი სიმპატიური იყო რომ ნელი მისი გარეგნობით მოხიბლულიყო, მაგრამ თავად ზაურის გვერდით იყო იდეალური ქალი და ამით ზაურის ყველგან მოსწონდა თავი. ფიქრებში გართულს გვერდით შრამიანი მამაკაცი დაუჯდა და რაღაც გადასცა, ზაურიმ ქაღალდი გაშალა და წაიკითხა თუ არა გაშეშდა და ცოტა ხანში აქვითინდა რაზედაც ყველას ყურადღება მიიქცია და შრამიანმა დააკმაყოფილა მათი ცნობისმოყვარეობა. -მეგობარი გარდაიცვალა მისი ბიჭებო და ამიტომ ტირის. შრამიანი ჩუმად იჯდა და ზაურს დამშვიდებას ელოდა, ბოლოს კი უჩურჩულა, მაგრამ ზაურის ფიქრები ემზარის გარშემო ტრიალებდა შრამიანს შეხედა და უთხრა. -ჩემი საქმე წასულია აქ მრავალი წელი მომიწევს გაჩერება და რაც გინდათ ის გააკეთეთ მე აღარ ვერევი არანაირ საქმეში, გამომრიცხეთ ამ საქმიდან. -დარწმუნებული ხარ, ზაური ბიჭები შენს სიტყვას ელოდებიან. -რაც შემეძლო გავაკეთე მეტის თავი აღარ მაქვს შრამიანო. -კარგი, მაგრამ თუ რამეს მოიფიქრებ ჩვენ აქ ვართ.ზაურიმ აღარაფერი აღარ უთხრა და ისიც წავიდა, გიორგი კი სახლში დაბრუნდა, ბავშვებს შეხედა და ჯერ თვალებით მოიკითხა ისინი შემდეგ კი თქვა. -ბავშვები სად არიან ნელი. -სახლში არიან ახლა გავიდნენ თავიანთ ოთახებში, დაგაგვიანდა სად იყავი გიორგი. -დავიღალე, ნელი ძალიან დავიღალე. -ვიცი რომ დაიღალე, გიორგი წლებია რომ გიცნობ და ნუ გგონია დამავიწყდა შენი სახე, შენი რეაქცია როცა გაბრაზებული ხარ, შენ ჩემსავით არავინ არ გიცნობს, მითხარი რა გაწუხებს. -არ ვიცი როგორ გითხრა...... -ეს უკვე სერიოზულია და ვნერვიულობ. -დაუჯერებელია და ჩემამდე არ დადის ეს როგორ დავუშვი და ეს როგორ დამემართა. -გიორგი ამ მოკლე დროში ძალიან ბევრი რამ გადავიტანეთ და ამასაც გავიართ, მხოლოდ სიმშვიდე გვჭირდება ყველას. -როგორ, როგორ უნდა ვიყო მშვიდად... -ვერ ვიქნებით მშვიდად ამდენი ამბის გადატანის შემდეგ, მაგრამ თავი უნდა მოვაჩვენოთ რომ მშვიდად ვართ და მისი არ გვეშინია, ვერ შეძლებს შეგვაშინოს მისმა არაერთმა მცდელობამ რაც არ უნდა გააკეთოს, გიორგი უსმენდა და უყურებდა ნელის და შემდეგ თავადაც მშვიდად და გაწონასწორებულმა თქვა. -როგორ მამშვიდებს შენთან ყოფნა და საუბარი, თქვი რაც გულში გაქვს, თქვი ნელი დამელაპარაკე რომ გული დამშვიდდეს. -არ ვიცი გულს რამდენად დაგიმშვიდებ და უფრო არ აგიფორიაქებ, მაგრამ მაინც უნდა გითხრა გიორგი რასაც ვფიქრობ.გიორგიმ შეხედა ნელის და მტკიცედ უთხრა. -თქვი და მოგისმენ რასაც ფიქრობ. -ვფიქრობ ის რაც ჩვენს თავს ხდება და ამ ყველაფრის უკან გვგონია ზაური დგას არ უნდა იდგეს ზაური გიორგი რადგან ამ ყველაფრის დაგეგვმას და ორგანიზებას, ხალხის ქირაობას თანხა ჭირდება მას კი არ აქვს ამდები შესაძლებლობები, შენც იცი პატარა თანხასთან არ ასოცირდება ასეთი საქმეები. -ვისზე ფიქრობ ნელი ზაური თუ არა ვინ დგას ამ ყველაფრის უკან და ვისზე გაქვს ეჭვი, ვის უნდა აინტერესებდეს სხვას შენი გზიდან ჩამოშორება, მოიცადე შენ ფიქრობ რომ მე ვინმე მყავს და ის აკეთებს ამ ყველაფერს? -არა, არა, არა რა სისულელეს ამბობ, მაგრამ მას ძმა ყავს თურქეთში იქნებ ის არის ამ ყველაფრის უკან. გიორგი დააფიქრა ნელის სიტყვებმა და დამაჯერებლად ჟღერდა, მაგრამ მაინც ვერ იყო დარწმუნებული თუმცა სადღაც სიმართლესთან იყო მიახლოვებული ნელის ეჭვები. -მაგრამ მეორე ვარიანტიც განსახილველია.... -მეორე ვარიანტი რომელი გაქვს მხედველობაში, იმას ხომ არ გულისხმობ.... -დარინას მამას, იქნებ ის დგას ამ ყველაფრის უკან გიორგი გამორიცხული არც არაფერია. -შეუძლებელია, ვერ გაბედავს ის ჩემამდე ვერ მოვა არ აქვს მას აქამდე მოსასვლელი პირი ნელი და ამიტომ ვერ მოვა. -რატომ, არ გინდა მითხრა რა მოხდა თქვენს შორის. გიორგი ჩაფიქრდა და წარსულის მოგონებნებს გადაავლო თვალი, გაიხსენა მისი დის სიყვარულის ისტორია. -ზაფხულის ცხელი აგვისტო იყო, ამ სახლის ადგილას პატარა სახლი იდგა სადაც სამი საძინებელი გვქონდა, შემოსასვლელი და ზალა იყო. სახლს წინ ძალიან ლამაზი აივანი ჰქონდა ლამაზი ხედით, ჩემი და ჩემზე ორი წლით პატარა იყო და ყოველვის გვერდით მყავდა ვიცოდი მისი დღის განრიგი სად მიდიოდა და ვისთან იყო თუ ვერ მოვიდოდა სახლში,მაგრამ 18 წლის რომ შესრულდა საღამოობით დაგვიანება დაიწყო. ვაკონტროლებდი, მაგრამ ცოტა თავისუფლება მივეცი რადგან არ მინდოდა თავი შეზღუდულად ეგრძნო, ერთ კვირა დღეს მეცადინეობით გადაღლილი მეძინა და მუსიკის ხმამ გამომაღვიძა, გაოცებული ავდექი მუსიკის ხმას გავყევი და ჩემმა დამ შემომცინა მე კი გაოგნებული ვიდექი და გაბრაზებულმა ვკითხე. -რა გჭირს, რა დღეში ხარ დარინა. -არ მიყვირებ და არ გამიბრაზდები სიმართლე რომ გითხრა? -რატომ უნდა გიყვირო ან რატომ უნდა გაგიბრაზდე თუ რამეს არ დამიმალავ და მეცოდინება სად ხარ ან ვისთან ხარ. -შეყვარებული ვარ ძმაო. -ღმერთო მიშველე, შენ შეყვარებული ხარ? -რატომ გაგიკვირდა, გიორგი ასეთი ულამაზო ვარ რომ არავინ შემიყვარებს? -დარინა როგორ უკუღმა გესმის ყველაფერი, მაგრამ უნდა გავიცნო და დაველაპარაკო რადგან მან უნდა იცოდეს რომ შენ მარტო არ ხარ და შენს წინ და უკან მე ვდგევარ. -ვერ დაელაპარაკები.... -რატომ, უხილავი არის და არ შემიძლია ვნახო? -ხილულია, მაგრამ ჩვენს სამყაროდან არ არის..... გაოცებული ვუყურებდი და ის ისე დამაჯერებლად ამბობდა თითოეულ სიტყვას მის სრულ აზროვნებაში ეჭვიც არ შემპარვია. -დარინა რას ამბობ, რა არეულად მელაპარაკები ხვდები? -ვხვდები გიორგი და სიმართლეს გეუბნები ვერ შეხვდები, ვერ დაელაპარაკები, რადგან ის სხვა არის, სულ სხვა. ნერვებმა მიმტყუნა და მოთმინება-დაკარგულმა ვუყვირე. -მზეზე ვარ შეყვარებული მზეზე და რა გაღრიალებს, შეგიძლია მას დაელაპარაკო? მითხრა და გულიანად გაიცინა მე კი გაბრაზებულმა იქვე ბალიში იყო და ის ვესროლე, მინდოდა იმ წუთში დამეგუდა იმ ბალიშით, მაგრამ მივატოვე და ისევ დავწექი გაბრაზებულმა. სერიოზულად უსმენდა ნელი გიორგის და ბოლოს გაეცინა, არ უნდოდა გიორგის შეეხედა რომ იცინოდა და თავი გვერძე მიაბრუნა, მაგრამ გიორგიმ უთხრა. -გაიცინე, რომ დავფიქრდი და სიბრაზემ გადამიარა მეც სულელივით ვიცინოდი, მაგრამ მაინც გაბრაზებული ვიყავი და ერთი კვირა არ ველაპარაკებოდი ყველაფერზე ვაიგნორებდი. -დარინა გავს დედას? -ყველაფრით და ვერ წარმოიდგენ ეს მსგავსება როგორ ძალიან მიხარია, დარინა დედას ჰგავს რომ გაბრაზდება ჩემი და დგას ჩემს წინ ნელი. გიორგის ცრემლი მოერია და ნელის შეხედა. -მიჭირს, ძალიან მიჭირს მის გარეშე. -როგორ გარდაიცვალა დარინა. -დარინას 7 თვეზე დაეწყო მშობიარობა და სისხლდენით წავიყვანე, დედა ცუდად იყო მაშინ ვერ გრძნიბდა დარინას მდგომარეობას და მარტო რომ რჩებოდა კიოდა. არ მიმიქცევია ყურადღება მისი კივილისთვის სულ მარტო ვერ დავტოვებდი მანქანაში ჩავისვი ისიც და საავადმყოფოში წავედით, მომენტალიურად არ ვიცი რა მოხდა მის გონებაში მეხსიერება დაუბრუნდა დარინას ამშვიდებდა და თვალებში ცრემლი ჰქონდა მეც გული გავიმაგრე და დილამდე ველოდი, ბრძოლობდა სიცოცხლისთვის შემდეგ მოითხოვა ჩემთან საუბარი მეც შემიყვანეს მასთან ხელი ჩამკიდა და მითხრა. -შენ უნდა გაზარდო გიორგი ჩემი შვილი ის გოგო არის და ჩემი სახელი დაარქვი, გიორგი საკუთარი შვილივით გაზარდე დარინა. ექიმს შევხედე და ვთხოვე რამე ეღონათ, როგორც იქნა დაიბადა პატარა და სუსტი იყო, ძალიან სუსტი. დარინამ შვილს შეხედა შუბლზე აკოცა მეც შემომხედა ძალა გამოცლილმა მაინც გამიღიმა და მითხრა. -მიყვარხარ, ყოველთვის ვამაყობდი შენ რომ ჩემი ძმა იყავი და მინდა ბედნიერი იყო. შემდეგ ჩაწყნარდა და ვიფიქრე დაიღალა და ჩაეძინათქო, მაგრამ ექიმმა რომ შეხედა სახე შეეცვალა და იყვირა. -სასუნთქი ბალიში მიეცით, გულის მასაჟი გაუკეთეთ, ბავშვი აართვით გულიდან. ექთანმა ბავშვი მომაჩეჩა ხელში, მაგრამ მე პატარა ახალი სიცოცხლით ვიდექი გაოგნებული, მაგრამ უცებ მეორე ექიმმა ბავშვი ამართვა ხელებიდან და გარეთ გამომიძახა ჩემს უკან კარი მიიხურა მე კი ვიდექი კართან და ველოდი, ველოდი როდის დამიძახებდნენ და მის გაღიმებულ სახეს ისევ შევხედავდი და მეტყოდა, რომ პატარა თოჯინა გვყავს. მესმოდა ხმები შიგნიდან და მე გარეთ მდგომი ვერაფერს ვაკეთებდი, ბოლოს და ბოლოს კარი გაიღო და ექიმმა მხარზე ხელი დამადო მე კი თვალებში ვუყურებდი მას და ენის ბორძიკი უთხარი. -არ, არ, არ მითხრა რომ...... -ვწუხვარ, ძალიან ვწუხვარ. მუხლებზე დავეცი და ხმით ვიყვირე, ვეძახდი დაბრუნებას ვთხოვდი არ დავეტოვებინე მარტო რადგან გამიჭირდებოდა ბავშვის მარტო გაზრდა, მაგრამ არჩევანი არ შეცვალა მაინც წავიდა და დამტოვა მარტო მის პატარა თოჯინასთან ერთად. -მამა, მამა არ მოვიდა ბავშვის სანახავად? გიორგიმ ნელის შეხედა ჩაწითლებული თვალებით და თქვა. -დაროს მამა მე ვარ, ის არაკაცი მისი მამა არასდროს არ იქნება რადგან მან მოუკლა დაროს დედა, მან გაწირა მისთვის ვითომ საყვარელი ქალი და ისიც მის ბოროტად დაგეგმილ გეგმას შეეწირა. ნელი გაჩუმდა და ვერაფერი თქვა, გიორგიმ კი ამოისუნთქა ღრმად და თქვა. -სწავლა რომ დავასრულეთ იმ დღეს რესტორანში წავედით და ავღნიშნეთ, გვიან მოვედი სახლში იმ დროს ყველას უნდა ძინებოდა, მაგრამ დარია ფეხზე დამხვდა და ცრემლიანი თვალებით შემომხედა. -რა მოხდა, დარი რატომ ტირი. ვკითხე და დედას ოთახისკენ გავიხედე, იმ დღეებში გამოცდები რომ მქონდა ვერ ვაქცევდი დედას ყურადღებას და როგორ გამოლეულა და ერთიანად გათეთრებულა ამ რამდენიმე დღეში და მის საწოლთთან მივედი, მისი ხელი ავიღე და ხელში ჩემი დიპლომი ჩაუდე. -დავასრულე დედა, სამსახურიც ვიშოვე და გპირდები ღირსეული ადამიანი ვიქნები. -მიხარია შვილო და შენი ამბებით მამასაც გავახარებ, ჩემი დრო მოვიდა და დარიას მიხედე შვილო მყარი კედელი იყავი მის გვერდით და ყოველთვის გტკიოდეთ ერთმანეთის ტკივილი და გიხაროდეთ ერთმანეთის სიხარული. -დედა ჯერ ადრეა შენი მამასთან წასვლა, შენ შვილიშვილებს უნდა შეხედო. უთხარი და ხელები დავუკოცნე, დილით ექიმი მოვიყვანე და საავადმყოფოში გადავიყვანეთ რამდენიმე დღე იქ მყავდა და გამოკეთდა, ჩიტივით იყო თითქოს აზროვნებაც დაუბრუნდა. ერთ დღეს მივედი მის სანახავად და მოწყენილმა შემომხედა და მითხრა -დავბრუნდი შვილო, ისევ უნდა გაგაწვალოთ. -შენ ჩვენ არ გვაწვალებ დედა იქ მამამ არ მიგიღო, რადგან ჯერ ადრე არის შენი ამ სამყაროს დატოვება ქ-ნო ლიდა. -არ ვყვარებივარ, მე კი დღემდე მიყვარს. თქვა და თვალზე ცრემლი ჩამოუგორდა, მამას გარდაცვალების შემდეგ რამდენიმე თვეში ძალიან მოტყდა დედა, რადგან მას ძლიერი მამაკაცი ყავდა გვერდით და მასზე იყო დაყრდნობილი ძალიან გაუჭირდა მისი დაკარგვა და მის გარეშე ცხოვრება.მის საწოლს დარია მიუახლოვდა, დედამ შეხედა და უთხრა. -შენ გასუქდი დარი და არ გინდა სიმსუქნე შვილო.მეც შევხედე დარინას და მან თვალი ამარიდა, შებრუნდა და ფანჯარასთან მივიდა, დედამ შემომხედა და ჩუმად მითხრა. -დაელაპარაკე, მის თავს რაღაც ხდება გიორგი. დედა ავად იყო, მაგრამ ძალიან დაკვირვებული თვალი ჰქონდა და მეც ეჭვის ჭიამ შემომიღიტინა გულში წამოვდექი და დარინას მივუახლოვდი, მხარზე ხელი დავადე და ის ჩემსკენ შემოვაბრუნე. -არ გინდა დამელაპარაკო და დროულად გადავწყვიტოთ ის რაც შენს თავს ხდება. -არაფერი არ ხდება, ცოტა..... -დარი დებილი გგონივარ თუ ფიქრობ ამ ცხოვრების არაფერი არ მესმის, რამდენი თვის ხარ. ცრემლიანი თვალებით შემომხედა და ჩურჩულით მითხრა. -სამი თვის ვარ და უნდა.... -არ დაასრულო, ვინ არის ბავშვის მამა და სად არის. -სწავლობს, ოჯახი მოსკოვშია და ძალიან ხშირად იქით დადის, ახლაც წასულია. -გასაგებია, როდის უნდა დაბრუნდეს. -დამირეკავს რომ დაბრუნდება. -იმედია დაგირეკავს და გაიგებს ბავშვის შესახებ და კაცურად მოიქცევა თუ გაიგო უკვე და იმიტომ წავიდა, გაიგო? -გაიგო, წასვლის დღეს ვუთხარი და დავბრუნდები ყველაფერი კარგად იქნებაო მითხრა. -მაშინ რა გატირებს, მოვა დავილაპარაკებთ და გადაწყვეტილებას ერთად მივიღებთ. ვუთხარი და შიში რომელსაც გულში ატარებდა ჩემს მიმართ გავუქრე გულზე მივიკარი და დავამშვიდე, მაგრამ მინდოდა გამეგო ვინ იყო ან სად იყო, მივხვდი რომ სიმართლეს ვერ მეუბნებოდა და აღარ დავაძალე თქმა, იმ დღეს უკვე გვიანი იყო და მეორე დღესვე ექიმთან მივიყვანე ანალიზები ავუღეთ და ყველაფერი კარგად იყო ერთ თვეში სქესიც იცოდა, მაგრამ ბავშვის მამა დუმდა არ რეკავდა, არ კითხულობდა არც დედას და არც შვილს. მივხვდი რომ ერთ ნაძირალას გადაეყარა ჩემი და და ვეძებე, ვეძებე და ვიპოვე არ სწავლობდა იყო რაღაც ბიზნესში და არც ძალიან წარმატებული არ იყო მის საქმეში, ის მხოლოდ ფულის ხარჯვის ოსტატი იყო და ის საკუთარმა მამამ გამოაგდო თავის მიერ აწყობილ ბიზნესიდან. ნელი წარმოიდგინე იმ დონეზე მიმიყვანა სიბრაზემ მის მამასთან ჩავედი მოსკოვში და სიმართლე ვუთხარი, ჩემზე ორი თავით მაღალი იყო და ისე დაპატარავდა ჩემს წინ ხმით ატირდა და მე შემრცხვა მერე შემომხედა და მითხრა. -გაარიდე შენი და ჩემს შვილს, ის მას დაღუპავს. -მაგრამ ის ხომ მისი შვილი არის და პასუხისმგებლობა უნდა აიღოს თავის თავზე. -არარაობიდან და არა კაციდან ნუ დაელოდები რომ ის თავის თავზე აიღებს ამ დიდ პასუხისმგებლობას, მიხედავს ცოლს და შვილს და ბედნიერ ოჯახს შექმნის. არ ენდოთ მას და არ ენდოთ მის არცერთ სიტყვას გოგო უარესად არ დაღუპო, ეს სავიზიტო ბარათი გამომართვი და რომ დაიბადება დამირეკე, გთხოვ მინდა ვიცნობდე ჩემს შვილიშვილს. ბარათი გამოვართვი, მაგრამ ნელი როგორ წამოვედი იქედან არ ვიცი არ მახსოვს სახლში როგორ მოვედი. გული დამიმძიმდა, ვხვდებოდი თავიდანვე რომ ვიღაც არაკაცი იყო, მაგრამ ჩემი და დღითი დღე ცუდად ხდებოდა უყვარდა და ენატრებოდა მე კი ვერაფერს ვერ ვშველოდი და ერთ დღეს ტელეფონზე დაურეკა და ტირილით უთხრა. -გთხოვ დამეხმარე, ჩემი ბოლო შანსი ხარ და შენ შეგიძლია ჩემი დახმარება. -რაში უნდოდა დახმარება. -ის დააკავეს და თანხა მოითხოვეს,გაანთავისუფლებდნენ იმ შემთხვევაში თუ ვინმე თანდებში ჩაუდგებოდა და თანხაც დაუსახელა. ჩემი და არც დაფიქრებულა სახლში რაც თანხა მქონდა სახლის აშენება მქონდა გადაწყვეტილი ჩემი თანხმობით წაიღო, მაგრამ მარტო არ გავუშვი და მეც თან გავყევი. დარიმ შემომხედა და მორიდებით მითხრა. -შენ რომ დაგინახავს მოერიდება..... -ოდესღაც ხომ უნდა გავიცნო და გავიგო ვინ არის ჩემი დიშვილის მამა. ვერაფერი მითხრა და წავედით ერთად, მისამართი რომელიც ჩემმა დამ მიიღო ერთი პატარა სახლი იყო და კარი ღიად დაგვხვდა, წინ მე წავედი და კართან ვიყავი მისული რომ გავიგონე მისი საუბარი და დარიას ვანიშნე არაფერი არ ეთქვა, ორივე ვუსმენდით იმ არაკაცს. -დარწმუნებული ხარ რომ მოვა და მოიტანს? -მოვა, აუცილებლად მოვა. -ბავშვზე რას ფიქრობ. -რა უნდა ვიფიქრო, ვიცი რომ მართლა ჩემგან ყავს? -შენი რომ იყოს რას აპირებ. -არც არაფერს, აქედან წავალ და სულ ეს არის. -ასე არაკაცურად მოიქცევი? -ის როგორ მოიქცა, როგორც მე დამიწვა ისე დაუწვება სხვასაც.... თქვა და ამ დროს შევედი და თმებში ხელით ვწვდი ისე ვურტყი სულ სისხლით შეიღება იატაკი, ბოლოს დავაფურთხე და ვუთხარი. -შენმა საკუთარმა მამამ მთხოვა ახლოს არ გაგაკარო ჩემს დასთან და რა იფიქრე გეგმა დასახე თანხას მოგიტანდა მარტო და მიატოვებდი არც დაფიქრდი, რომ დაია მარტო არასდროს არ იყო მას მე ვყავდი და შენ რომ კაცი ყოფილიყავი ჩემამდე მოხვიდოდი, მაგრამ არაკაცისგან არც ველოდი ამ ნაბიჯის გადადგმას. შენ ასეთი არარაობა დარჩები, ჩემი და კი ცხოვრებას შვილთან ერთად გააგრძელებს. კიდევ ერთხელ ჩავარტყი ფეხი ცხვირ-პირში, ზემოდან დავაფურთხე და იქვე მდგარ შეშინებულ ქალს მივუბრუნდი. -შენ გგონია კაცთან და ადამიანთან დაიჭირე საქმე? შეშინებულ გოგოს დარინა გაოცებული უყურებდა და მივხვდი რომ იცნობდა, გული აერია და ნერვიული სტრესიდან კანკალი დაეწყო როგორც იყო დავამშვიდე და იქედან წამოვედით დარია სახლში მოვიყვანე და რომ დავრწმუნდი კარგად იყო არაფერი მითქვამს სახლიდან გამოვედი და იმ გოგოს ოჯახში მივედი კარი თავად გამიღო და შეშინებულმა შემხედა, ხელი მოვკიდე მკლავში და მამამისის ფეხებში დავაგდე გაოცებული მიყურებდა მისი მშობლები. -რა მოხდა და ვინ ხართ. -თქვენი შვილი აგიხსნით ვინც ვარ, დღეიდან არ გაეკარო ჩემს დას და მის სიახლოვესაც არ გაიარო როგორც შენ ხარ არარაობა ისე არარაობა გყავს გვერდით და ორივეს ბედნიერი ცხოვრება გქონდეთ, მაგრამ ჩემი დისგან შორს იყავით. ერთ თვეში იმდენად იმოქმედა მეგობრის ღალატმა ხელიდან გამომეცალა და დამტოვა პატარა თოჯინასთან ერთად.6 თვე იცოცხლა დედამ დარიას შემდეგ და ისიც წავიდა მონატრებულ ქმართან და შვილთან, სულ მარტო დავრჩით მე და დარო ავიყვანე ძიძა ასაკის ქალი იყო და თოთოობიდან მე და ძიძამ გავზარდეთ. ჩემი შვილია, ჩემი ნაწილია, ჩემი წიწილაა ნელი დარო. გიორგიმ ორივე ხელებში ჩარგო თავი და ატირდა, ვეღარ შეძლო ცრემლის გადაყლაპვა და გზა მისცა დაგუბებულ ცრემლს.მხარზე ხელის შეხება იგრძნო და ეგონა ნელი იყო ხელზე ხელი მოუჭირა, მაგრამ ის ხელი დარინას ხელი იყო რომელიც მის წინ დაიმუხლა და თავი მის მუხლებზე დადო ისიც ტიროდა მასთან ერთად, შემდეგ თვალებში ჩახედა გიორგის და უთხრა. -პირველად მოვუსმინე დედას ისტორიას ასე დაწვრიულებით, მამა სად არის ეს კითხვა არასოდეს დამისვამს, რადგან შენ არ ახსენებდი მას მეც არ ვიკითხე ახლა კი მაინტერესებს სად არის ის კაცი ვინც ჩემი მამა უნდა ყოფილიყო.გიორგიმ დარინას ორივე ხელები მის ძლიერ და დიდ ხელებში მოიქცია ჯერ ის პატარა ხელები დაუკოცნა და მერე პირ სახე მისი ცრემლით დაუსველა და უთხრა. -გეფიცები არ ვიცი სად არის, მაგრამ რომ ვიცოდე არ გეტყოდი რადგან ის არასოდეს არ გაგიწევს მამობას, მისნაირი მამა ჩემს დიშვილს არ ჭირდება შვილო. -მაგრამ მინდა ვნახო და თვალებში ჩავეხდო...... -გინდა მის თვალებში შენი თავი დაინახო, არა დარი ვერ დაინახავ მის თვალებში შენს თავს რადგან მან არ იცის შვილის სიყვარული, ამიტომ შენ ის არ გჭირდება და ნუ დაუწყებ ძებნას ვერ იპოვი. -მოკვდა და აღარ არსებობს თუ რატომ ხარ დარწმუნებული რომ ვერ ვიპოვი. -უკეთესი იყო რომ მომკვდარიყო და ცოცხალი თუ არის გზა არეული კაცი უმისამართოდ რომ ცხოვრობს, სად უნდა იპოვო დარი. -შევეცდები და ვიპოვი, მინდა ვნახო და გავიცნო ახლოდან.გაჯიუტდა დარინა მაგრამ გიორგიმ არა ადამიანური ხმით იყვირა რამაც ყველა გააოცა და დარინა შეშინებული უყურებდა. -გინდა იპოვო და ვინ გინდა იპოვო ან რას ეტყვი, გამარჯობა მე შენი შვილი ვარ და მოვედი რომ გაგიცნო რადგან დედა აღარ მყავს მინდა ერთად ვიცხოვროთო თუ რას ეტყვი. -თუნდაც ასე იყოს, მინდა ვნახო ადამიანი ვინც ჩემს გვერდით უნდა იყოს დღეს..... -მაგრამ არ არის, რადგან არც არასდროს უნდოდი დარინა. -მაგრამ მაინც..... -რაც გინდა ის გააკეთე, მაგრამ არა ახლა 18 წლის რომ გახდები გზა ხსნილი გაქვს, 18 წლამდე ვერსად ვერ შეძლებ წასვლას რადგან მე ვარ პასუხისმგებელი შენს ყველა ნაბიჯზე. ფეხზე წამოდგა,ნელის მიუბრუნდა და ძალიან მშვიდი გაწონასწორებული ხმით უთხრა. -დავიღალე, უნდა დავისვენო. უკვე წასასვლელად შებრუნდა რომ ისევ დარინას ხმამ შეაჩერა. -არ წახვიდე, ეს ნახე. გიორგიმ მიუბრუნდა და დარინას ხელში პატარა სავიზიტო ბარათს შეხედა და გამოართვა. -ვინ არის, სად არის ან შენ საიდან ეს ბარათი და ვინ მოგცა. -თავად მომცა მოდელად მჭირდებიო. -მოდელად მჭირდებიო...... თან გითხრა მონაცემები გაქვს სახის ნაკვთები, წელი და სიმაღლეც ხელს გიწყობსო? -შენ საიდან იცი რომ სწორედ ასე მითხრა. -შენნაირი ძალიან ბევრი ყავს სამოდელოდ არჩეული, მაგრამ რომელი გაებებით მის დაგებულ მახეში ეს არ ვიცი.ბარათი დაუბრუნა და წავიდა, მაგრამ მთელი ღამე არ დაეძინა არც დარინას ეძინა და ფიქრობდა, უეცრად ფეხზე წამოდგა შუქი აანთო ოთახში და გარდერობი გამოაღო ტანისამოსის რჩევა დაიწყო რომელიც აღარ უნდოდა, რომელიც არ ერგებოდა ყველა კაბა გადმოიღო და საწოლზე ტანსაცმლის გროვა დააყენა, უკვე თენდებოდა დამშვიდებულმა რომ დაწვა და ჩაეძინა დილით ნელი შევიდა მის საძინებელში და შეშინებული დაბრუნდა უკან სამზარეულოში, გიორგიმ შეხედა მის შეშინებულ სახეს და ცხელი ყავის ფინჯანი მაგიდაზე დადგა. -რა მოხდა, რატომ ხარ შეშინებული. -დარინა, დარინა ის გამზადებულია ალბად უნდა წავიდეს გიორგი. გიორგი ჩქარი ნაბიჯით შევიდა დარინას საძინებელში და საწოლზე დაწყობილ ტანისამოსს რომ შეხედა ჩაეცინა შემდეგ ნელისთან ერთად გავიდა ოთახიდან და უთხრა. -არ დაუშალო დღეს რასაც გააკეთებს ვიცი სადაც მიდის და ვისთან მიაქვს ეს ტანისამოსი, წავიდეს და გაახაროს ის ობოლი გოგო შემდეგ რამდენიმე დღე გაბუტული ვიქნები მასზე და თავად წავიყვან საყიდლებზე და ვუყიდი ახლებს. -გიორგი არ შეგიძლია დარინას დასჯა და რატომ იტანჯავ თავს და მასაც ტანჯავ.გიორგიმ ყავა დაასრულა ნელის თვალი ჩაუკრა და წავიდა, დარინა ადგა თავი მოიწესრიგა და რასაც მოერია ტანისამოსს ჩანთაში ლამაზად ჩააწყო, ჩანთით ხელში გამოვიდა თავისი ოთახიდან და ნელის შეხედა, შემდეგ სამზარეულოში შეიხედა და იკითხა. -ძია წავიდა თუ სახლშია. -წავიდა, უკვე ერთი საათია რაც წავიდა და შენ საით გაგიწევია. -მალე დავბრუნდები, არ დავაგვიანებ. -დარი არ გინდა დავილაპარაკოთ და რამე მითხრა? -რაზე ან ვისზე უნდა დაგელაპარაკო. -თუნდაც მაგ სავიზიტო ბარათზე. -გეფიცები არ ვიცი ვინ არის და არც ვაპირებ მასთან შეხვედრას. -მოდი ყავა ან ჩაი მაინც დალიე და ისე წადი. დარინა მივიდა ჩაი და ერთი ბუტერბროტი ც მიირთვა და მომენტალურად ისევ იმ უცნობ მამაკაცზე ფიქრობდა, ვინ იყო, რატომ მისცა ბარათი.იქნებ ის არის მამა, მაგრამ როგორ უნდა დავუძახო მამა მას და როგორ უნდა მივიღო დედა მან მომიკლა, მის გამო დავრჩი დედის გარეშე.გაახსენდა ის დღე როცა უცნობს შეხვდა და იმ დღეს საშინელი ქარი იყო წვიმამაც დაიწყო, ტელეფონით ხელში გადაკვეთა გზა და გაჩერებასთან შეაფარა თავი წვიმას... -არ წამოხვიდე უკვე ტრანსპორტს ველოდები და სახლში მოვდივარ. ტელეფონი ჩანთაში შეინახა და გრძნობდა გვერდით მდგარი მამაკაცის დაჟინებულ ცქერას, მამაკაცი თვალს არ აშორებდა და უხერხულად გრძნობდა თავს, მასთან მოშორებით დადგა, მაგრამ მამაკაცმა ჩაიცინა და მასთან ახლოს მივიდა, ბოდიშის მოხდით კითხა. -სანთებელა დამისველდა, იქნებ გაქვთ რომ სიგარა ავანთო. მამაკაცს გაბრაზებულმა შეხედა და ცივად უთხრა. -არ ვეწევი და არც სანთებელას არ ვატარებ. მამაკაცი უკან დაიხია კმაყოფილმა ისევ ჩაიღიმა და მეორე მამაკაცს სთხოვა სანთებელა რომელმაც ჯიბეში ჩაიყო ხელი და სანთებელა გაუწოდა, მანაც სიგარეტი აანთო და ნიკოტინის სუნი ნოტიო ამინდშიც საგრძნობლად იგრძნობოდა.წვიმაში ნელა ნელა მოძრაობდა ტრანსპორტი და ხალხიც მოთმინებით ელოდა, მამაკაცი კი ისევ იმავე ადგილზე იდგა და მას უყურებდა, აღტაცებაში მოიყვანა მისმა იდეალურმა სახის ნაკვთებმა,წვრილი და მაღალი ყელი, ტელეფონი ამოიღო და შეტყობინება გააგზავნა. -,,მგონი ვიპოვე ვისაც ვეძებთ''. -,,თუ ფიქრობ რომ სწორედ ის არის გამოელაპარაკე''. -,,ვცადე, მაგრამ უხეში და უკარება არის ვფიქრობ რომ არ მიმიღებს''. -,,უნდა დაითანხმო, გამოელაპარაკე''.მამაკაცმა ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და გოგონას მიუახლოვდა, ისევ შეეცადა მასთან საუბრის აწყობას. -დღევანდელი დღე ხვალ უკვე წასული ისტორიაა, მომავალი კი ბუნდოვანი და აწმყო გვიჭირავს ხელში. -ვინ ხართ და რა გინდათ ჩემგან. -არ შეგეშინდეს ცუდი არც მიფიქრია, გინდა მოდელი გახდე? -მე მოდელი? გაოცებული უყურებდა უცნობს და არ მოწონდა მის თვალებში ჩამჯდარი ეშმაკები, ამიტომ მისგან კიდევ ერთი ნაბიჯით დაიხია. -თქვენ მოდელის მონაცემები გაქვთ, დაფიქრდით დაილაპარაკე ოჯახში და ჩემს სავიზიტო ბარათს დაგიტოვებ თუ დაგაინტერესებთ და გაითვალისწინებთ ჩემს აზრს დაველოდები თქვენს ზარს. სავიზიტო ბარათი ხელში ჩაუდო და უკან დაიხია, მისი ტრანსპორტიც მოვიდა და უნდა ასულიყო უცნობიც მის უკან იდგა და უნდოდა მას გაყოლოდა, მაგრამ უეცრად შეჩერდა მისი სახელის გაგონებაზე. -დარინა, დარი. უკან შებრუნდა და გიორგი დაინახა რამაც ძალიან გაახარა და წვიმაში ხელებგაშლილი წავიდა მისკენ, მამაკაცი კი იდგა და თვალს ადევნებდა მის მოძრაობას. -ხომ გითხარი არ წამოხვიდეთქო გიორგი. -მამა მოვიდა და ერთად წამოვედით, წვიმაში ხომ არ გალოდინებდით.დარინას გაეცინა და უთხრა. -სად არის მამა..... -წამოდი, წამოდი გველოდება. მამაკაცი დაიბნა და ისევ მათ უყურებდა რომლებიც უკვე დაიმალნენ მისი თვალთა ხედვიდან და ჩაილაპარაკა. -მამა, მამა დაუძახა და ის მოზარდი ვინ არის. მამაკაცი შფოთავდა და ისევ გოგონაზე ფიქრობდა. -დედის სახელი ჰქვია, მაგრამ უნდა გავიგო ვინ არის მისი მამა. -დაგაგვიანდა მეგობარო ჩიტი გაგიფრინდა, კიდევ ელოდები ვინმეს? -მამაკაცმა შეხედა მის უკან მდგარ მოულოდნელად მოსულ მეგობარს და უთხრა. -მე მითვალთვალებ? -მინდოდა დამენახა მამა-შვილის შეხვედრა, რაო დედას ჰგავს? -ჰგავს, მაგრამ მამა დაუძახა..... -შეუძლებელია.... -შენ აქ რატომ ხარ, არ მენდობი? -არავის ენდო ცხოვრებაში შენი თავის გარდა, არავის. -დარი კარგად ხარ შვილო? დარინა ნელის ხმამ გამოაფხიზლა და შეხედა ნელის. -კარგად ვარ ნუ მომაქცევ ყურადღებას, მარისთან წავალ და ეს ჩანთა უნდა წავუღო წუხელ არ დამეძინა და ჩემი გარდერობი რაც არ მერგება და არ მინდა გადმოვაწყვე. -წადი შვილო კეთილი საქმის კეთებას არაფერი არ სჯობს, მე სადილს გავაკეთებ. უთხრა და დარინას მოეფერა ნელიმ, დარი წავიდა ნელიმ სამზარეულოში შევიდა და წინსაფარი გაიკეთა დარინამ არ დაუძახა მარის და ისე მიუახლოვდა, მაგრამ მოულოდნელად ადგილზე გაიყინა მის ცრემლიან თვალებს რომ შეხედა და დაზიანებულ შუბლს. -დილა მშვიდობის მარი რა მოხდა, რატომ ტირი. დარინამ არა მარტო შუბლზე მარის მკლავებიც ნახა დალურჯებული ჩანთა ხელიდან გაუვარდა და გაოცებულმა უთხრა. -მარი სახლში გცემენ? -არა, დავეცი დარი და ძალიან მტკივა. -მარი..... -დარი წადი...... -არსად არ წავალ, მარი შენ ამ სახლში გცემენ? -ამ სახლში არავის არ ვუყვარვარ, დარი არავინ არ ფიქრობს ჩემზე მე მათთვის მოსამსახურე ვარ და ზედმეტი ტვირთი. მარის ცრემლები სახეზე დაედინა, დარინამ ზიზღით შეხედა სახლს და კიბის ქვეშ გაფენილი ძველი საბანი დაინახა გაოცებულმა მიუბრუნდა მარის და უთხრა. -მარი ნუთუ იმ კიბის ქვეშ შენ ათევ ღამეს? -მარი სად ხარ სად წადი, თიკოს საუზმე გაუმზადე სასწრაფოდ. დარინამ ვეღარ აიტანა მარის ამდენი შეურაცყოფა და გაბრაზებულმა დაიყვირა. -თიკომ თავად გაიმზადოს საუზმე, მარი ჩემთან მიმყავს. -ვის დაეკითხა რომ მიგყავს,მან კარგად იცის რომ დრო არ აქვს მეზობლებში წასასვლელად. -მარის სადაც უნდა იქ წავა ქ-ნო ლილი და თქვენ მას წასვლას და მოსვლას ვერ აუკრძალავთ. დარინამ ტელეფონი ამოიღო და კიბის ქვეშ სადაც მარიმ ის ღამე გაათია ნაცემმა და ნანერვიულებმა სურათი გადაუღო იმ ადგილს, მარის ხელი მოკიდა და სახლში წაიყვანა. -მარი მაღლა ამოდი თორე იცი რაც დაგემართება. გაიგონა გოგოებმა თიკოს ხმა და ორივემ ერთმანეთს შეხედა, მაგრამ დარინა არ გაჩერდა და წინ მიდიოდა მარისთან ერთად, მარიმ სიბრალურის თვალებით შეხედა დარინას და უთხრა. -დარი დავრჩები დამსჯის ურჩობისათვის და რამდენიმე დღე მშიერიც ვიქნები, გთხოვ დამტოვე. -ნუ კანკალებ, საღამომდე ჩემთან იქნები ძია მოვა და ყველაფერს მოვუყვებით, შენ უნდა დაიცვა შენი უფლებები მარი. ნელის შეეშინდა გარედან ხმაური რომ გაიგონა და იმ წუთში დარინა გაახსენდა. -ეს რა ხმაურია,დარი შვილო. თქვა და როგორც იყო სამზარეულოში ისე გავარდა გარეთ, გაოცებული უყურებდა სახლის წინ დარინას ასაკით კიდევ უფრო პატარა გოგონას რომელიც დარინას უკიოდა და ემუქრებოდა. -ხელი გაუშვი და წამოვიდეს ახლავეს თორემ რაც დაემართება მამამისი რომ მოვა სახლში თავადაც იცის. -რა დაემართება, ცემს? არც დარინა შეეპუა გოგონას და ნელიმ გულზე ხელი მიიდო, არც დაფიქრებულა გიორგის დაურეკა. -გისმენ ნელი...... -სახლში მოდი გიორგი აქ რაღაც უცნაური ხდება. -რა ხდება ახლა წამოვედი სახლიდან, ნელი კარგად ხომ ხართ. -დარინა მეზობლის გოგონასთან ერთად მოვიდა გოგონა დალურჯებულია ცემისგან, გიორგი მას ოჯახში ცუდად ექცევიან და შიშისაგან კანკალებს დარინა არ უშვებს მათთან ისინი კი ემუქრებიან გოგონას. -რამდენჯერ გავაფრთხილე მამამისი და გაფრთხილება არაფლად არ გაითვალისწინა, არად ჩააგდო საკუთარი შვილის მდგომარეობა მოვალ და მივხედავ არ გაუშვა სახლიდან, მალე დავბრუნდები ნელი. დარინამ სახლში შემოიყვანა მარი და თავის ოთახში შევიდა, თავის ხელით გაუწმინდა შუბლზე იარა და მერე სააბაზანოში შეიყვანა მარიმ აბაზანა მიიღო და ბინძური ტანისამოსი დარინამ ნაგავში გადაყარა. ნელი სამზარეულოდან ადევნებდა თვალს ორივეს და სული ტკიოდა მარის ასეთ მდგომარეობაში რომ ხედავდა, მან ხომ კარგად იცის რას ნიშნავს უთქმელი ტკივილი ეს ტკივილი ხომ გულიდან ამოუთქმელი ტკივილია რომელიც გულს ამძიმებს ჯერ და მერე აავადებს. სწორედ ასე იყო მარი თავისი სულის გადასარჩენად სული კბილებით ეჭირა და ცხოვრებას არ ნებდებოდა, მაგრამ იყო მომენტები გულზე რომ ხელს ირტყამდა სიკვდილს ნატრობდა როცა მის წინ მდგარ განრისხებულ მამას ხედავდა მისკენ საცემად რომ მიდიოდა, მაგრამ გაუბედურებული მამის თვალებში ცრემლის გუბესაც ხედავდა. ვერ გაიგო როდის მიუახლოვდა ნელის გიორგი და შეხედა ნელი ჩუმად ცრემლს რომ იწმინდავდა, მხარზე შეეხო და ნელიმ ჩუმად ცრემლებით უთხრა. -მოხვედი და უკვე აქ ხარ.... -მოვედი, ისევ ტირის? -გული მეწვის გიორგი ის ხომ ჯერ ძალიან პატარაა ასეთი მძიმე ტკივილისთვის, გთხოვ ამ გოგოს მივხედოთ და თუ არავინ ყავს ჩვენ ავღზარდოთ. -მივხედავ, ნელი არასრულწლოვანის ასეთი აუტანელი ცხოვრება კანონით ისჯება, მაგრამ მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ან შეეგუოს მათთან ერთად ცხოვრებას ან უნდა უჩივლოს მათ. -როგორ ფიქრობ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას და შეეგუება მათთან ცხოვრებას თუ.... -არის კიდევ ერთი ვარიანტი და ვფიქრობ მისთვის მისაღები ვარიანტია, ის სახლი არც მამამისს არ ეკუთნის და სახლი მის სახელზეა მას შეუძლია ისინი გაუშვას სახლიდან. -არ გააკეებს, მიუხედავად იმისა სცემენ იმ სახლში და ამცირებენ ისევ მათთან ერთად ცხოვრებას გააგრძელებს. -მე ვეცდები თვალი ავუხილო და ცხოვრება გააგრძელოს შიშის გარეშე გარეთ გავიდეს, მათ მოსამსახურედ ხომ არ იქნება მთელი ცხოვრება 14 წლის გოგო არის. გიორგიმ თვალი ჩაუკრა ნელის და გოგოებს მიუახლოვდა, მარის შეეშინდა და ფეხზე წამოხტა, მაგრამ გიორგიმ მხარზე ხელი დაადო და მის ადგილზე დააბრუნა. -მარი შვილო დამშვიდდი და მინდა კარგად მომისმინო, ჯერ გეტყვი რომ ჩვენი საუბარი გულწრფელი უნდა იყოს და მითხარი რას ფიქრობ, რას აპირებ. მარი გაჩუმდა და ისევ ცრემლი მოერია, გიორგიმ კი თავი ააწევინა და უთხრა. -ასე გაგრძელება რომ არ შეიძლება შენც კარგად იცი, პატარა გოგონა აღარ ხარ რომ ვერ ხვდებოდე რა ხდება შენს გარშემო. შენი უფლებების დაცვა უნდა შეძლო, ასეთი სუსტი რომ ხარ იმიტომ დაგჩაგრა დედა-შვილმა და არ ვიცი იცი თუ არა, მაგრამ ის სახლი არც მამაშენის სახელზეა და არც იმ ქალის სახელზე ის სახლი შენი საკუთრება არის. მარიმ შეხედა გიორგის და ტირილით უთხრა. -როგორ, მხოლოდ ჩემ სახელზე არის და მამა? -მხოლოდ შენს სახელზეა, სიკვდილამდე შენმა ბებიამ და ბაბუამ ის სახლი შენ დაგაწერა, ჩანაწერები მე მაქვს შენახული. კარგად დაფიქრდი, შენი ერთი სიტყვა და ისინი უსიტყვოდ დატოვებს შენს სახლს. -ეს რომ გავაკეთო, ისინი სად წავლიან ძია გიორგი და მე მარტო როგორ ვიცხოვრო იმ სახლში როცა მათ არ აქვთ წასასვლელი არსად. -აქვთ წასასვლელი, შენს დედინაცვალს იმ უვარგისს ქალს თავი რომ ქალბატონად მოაქვს სამი ბინა აქვს და სამივე გაქირავებული, ის ბინები კი მამაშენის ნაშრომი ფულებით არის ნაყიდი და ჩემი რჩევაა თუ მშვიდი ცხოვრება გინდა გაუშვი ისინი ამ სახლიდან. -წილს მოითხოვს, ისე არ წავა ის ქალი გიორგი. -წილს იმ შემთხვევასში მოითხოვს როცა მათ ქორწინებაში არის შეძენილი ეს სახლი კი ძველია მარინას ბებიამ და ბაბუამ ააშენა როცა დაქორწინდნენ, მხოლოდ მარინას მშობლებმა ვერანდებით დაამშვენა სახლი და როცა მარინას დედა გარდაიცვალა პაპამ მარის სახელზე გააფორმა ეს იყო მარის ბებიას უკანასკნელი თხოვნა ქმარზე რომ შვილიშვილის სახელზე დაეწერა სახლი, რომ მისი სული მშვიდად ყოფილიყო. ასე რომ 18 წლის გახდება თუ არა მარი უფლება აქვს ყველაფერს დაეპატრონოს და არა მარტო ეს ჩემო მარი ქუჩის თავში რომ საცხობი დგას და გაუჩერებლად მუშაობს დღე და ღამე ისიც შენია ისიც შენი დიდი პაპას აშენებულია და ოჯახის საკუთრება არის და შენი ალქაჯი დედინაცვალი ღებულობს სარგებელს შენ კი როცა მიდიხარ პურს ყიდულობ შვილო. -რას ამბობ ძია გიორგი ეს პირველად გავიგონე. -მზად ხარ წამომყვე, ახლა გაქვს შანსი მათ უჩივლო ასეთ მდგომარეობაში რომ ხარ ნაცემი და შუბლზე შრამით, დამიჯერე გადადგი ეს ნაბიჯი და მშვიდი ცხოვრება გექნება, მათ გარეშე ძალიან კარგად იქნები ჩვენ კი ყურადღებას მოგაქცევთ და შენს გვერდით ვიქნებით, მაგრამ ვიცი სულ აქ მოსვლა და თხოვნა მოგერიდება, ამიტომ გაქვს შენი საკუთრება და გაუძეხი შვილო შენს ცხოვრებასაც და შენს თავსაც. დარინამ ხელზე ხელი მოუჭირა და მკაცრად უთხრა. -არ იფიქრო უცებ მიიღე გადაწყვეტილება, შანსი გაქვს ხმა ამოიღო და ძლიერი წარსდგე მათ წინაშე, მათ უნდა დაანახო რომ მათი არ გეშინია მარი ჩვენ კი როგორც ძიამ თქვა ყოველთვის შენს გვერდით ვიქნებით. მარიმ შეხედა დარინას გაუცინა და შემდეგ გიორგის მიუბრუნდა და უთხრა. -თანახმა ვარ ძია გიორგი. გამბედაობა მოემატა, მაგრამ ცრემლი მაინც მოერია ნიკაპი აუკანკალდა და ჩურჩულით თქვა. -ცხოვრება ვიცი რომ ბრძოლა არის, მე ყოველ დღე და ყოველ ღამე ვცდილობ მათგან თავის დაღწევას და სახლიდან გაქცევის სურვილი მაშინ მიმძაფრდება როცა განრისხებულ მამას ვხედავ და მის უკან მდგარ თიკოს ბედნიერებისგან თვალები რომ უბრწყინავს. მე მამას გავურბივარ, რომ არ მომხვდეს მისი ძლიერი ხელი, გული მიკვდება როცა დღესასწაულებზე თიკოსთვის ძვირფას საჩუქრებს ყიდულობს და მე უბრალო რაღაცას მომიგდებს.დედა როცა მყავდა სკოლიდან დაბრუნებულს სადილი მხვდებოდა, დედა ღიმილით დამსვამდა სიყვარულით მომზადებულ კერძს დამისხამდა და სკოლის ამბებს მეკითხებოდა.დედას გარდაცვალების შემდეგ ჩემი ცხოვრება შეიცვალა, ის რომ მყავდეს ბედნიერი ვიქნებოდი ახლა კი ღამე ტირილში ვათენებ. იმ დღეს ვტიროდი, ვყვიროდი და დედას ვეძახდი მაგრამ არ ესმოდა. შემდეგ მარტო წავედი საავადმყოფოში მამა შესასვლელთან იდგა და გაუკვირდა რომ დამინახა, შემდეგ ხელში ამიყვანა და გულში ჩამიკრა მე კი მას თვალებში ჩავხედე და ტირილით ვკითხე. -მამიკო დედა ხომ კარგად გახდება. -კარგად იქნება შვილო. -სახლში ერთად ხომ წავალთ. -წავალთ შვილო, ერთად წავალთ. -დედა მაპატიე მე თუ გაგაჯავრე. მამა ტიროდა, მეც ვტიროდი და პირველად ვნახე იმ დღეს ატირებული მამა და ეს იყო ბოლო ცრემლი მის თვალზე. იმ დღეს საღამოს დედა ჩვენთან ერთად წამოვიდა სახლში, მაგრამ ის ჩუმად იყო და აღარ მიყურებდა მე კი ვტიროდი.შემდეგ ბებომ დაიწყო ხმით ტირილი და მხოლოდ სამიწელი იყო მამა მგლოვიარე ამ სამ წელიწადში ბებიაც წავიდა და ცოტა ხანში პაპამაც დაგვტოვა შემდეგ მოიყვანა სახლში ლილი თავისი ქალიშვილით და იმ დღიდან დაიწყო ჩემი ჯოჯოხეთური ცხოვრება, მას შემდეგ მიმწარებს ცხოვრებას ორივე დედა-შვილი. -ძია მე ფოტო გადავიღე მარის სადაც ეძინა წუხელ და ტელეფონში მაქვს. დარინამ ფოტო აჩვენა გიორგის და გიორგიმ გაუწონასწორებლად იყვირა. -ეს უკვე მეტისმეტია, ეს უკვე ზედმეტია. თქვა და ფეხზე წამოდგა თავის კაბინეტში შევიდა გაბრაზებულმა და თითქმის ერთი საათი იქ იყო შემდეგ მარის დაუძახა და უთხრა. -წაიკითხე, გაიაზრე რა წერია და ხელი მოაწერე შემდეგ კი განყოფილებაში წავიდეთ და საჩივარი შევიტანოთ თუ არ გადაგიფიქრებია, სხვა გვარად და სხვა ენაზე ვერ გავაგებინებთ რამეს.გიორგიმ ყველაფერი გააკეთა რომ სახლი ისევ მარის უფლებაში დარჩენილიყო და სხვები გასულიყო სახლიდან და ამ ყველაფერმა ძალიან დიდი პრობლემა შეუქმნა რეზის და ლილის.ლილი შვილთან ერთად სახლიდან წავიდა, რეზი მივიდა მასთან და უხეშად შეხვდა ქმარს. -როგორც იქნა გაგახსენდით.... -მინდა მითხრა რა გინდათ მარისგან ან დედას და ან შვილს, ნუთუ ვერ ხვდები და ვერ ხედავდი რომ თქვენს გამო ჩემს ერთადერთ შვიზედაც კი ხელი ავწიე? რას ერჩით მას, რა გინდათ მისგან ერთი სახლი დარჩა დედისგან და იმ სახლის გამო ცემდი და აიძულებდი შენს სახელზე გადმოეწერა? რატომ ლილი განა არ გეყო რაც შეიძინე ამ წლებში, ვიყოთ ჩვენ ამ ბინაში და იქ მარიმ იცხოვროს ასე უკეთესი ცხოვრება გვექნება არცერთი არ ვაწყენინებთ ერთმანეთს და მშვიდად ვიქნებით ჩვენც და ისიც. -შენთვის არის ასე უკეთესი ცხოვრება და არა ჩემთვის, ეს ბოლო წლები უკუღმა წავიდა ყველაფერი რეზი. -ასე თუ გიჭირდა რატომ არაფერი თქვი, მარიზე ანთხევდი შენს ბოღმას? -გესმოდა ჩემი? -ვმუშაობდი, დღე და ღამე ვმუშაობდი რომ ოჯახს არაფერი მოკლებოდა, დილამდე ოფისში ვიჯექი და ვითვლიდი რომ შეცდომა არ გამპარვოდა შენ და შენს შვილს კი მშვიდად გეძინა მაძღარს ჩემი შვილი კი შიმშილისგან ტიროდა ის შენთვის მოსამსახურე იყო და არა საყვარელი მამაკაცის შვილი. -წადი რეზი და იცხოვრე შენს შვილთან ერთად, ბედნიერი იქნებით ორივე უჩვენოდ. -ლილი წავალ აქ გაჩერებას არც ვაპირებ, მაგრამ ნუ გგონია რაც შეიძინე ჩემს გარეშე ჩემი ნამუშევარით არ ვიცი და იმ ყველაფერს შუაზე გაგიყოფ.ლილიმ თვალები დაქაჩა და არ ელოდა რეზისგან ასეთ სიბრაზეს ეგონა შეეხვეწებოდა და დაბრუნებას სთხოვდა ისევ იმ სახლში, მაგრამ რეზი გააბრაზა ლილის უგულობამ და სიცივემ მისი მარის მიმართ ლილიდან წამოსული გაბრაზებული პირდაპირ გიორგისთან მივიდა.მარიმ შეშინებულმა შეხედა რეზის და აკანკალდა, მიხვდა რეზი რომ მარის მისი ეშინოდა და მის წინაშე მუხლებზე დადგა. -მაპატიე შვილო, მაპატიე და არ შეგეშინდეს ისინი ამიერიდან ვეღარ დაგამცირებს. გთხოვ მაპატიე რომ არ ვიყავი კარგი მამა, ამიერიდან ვიყოთ ერთად და ვიცხოვროთ ერთად. მარიმ შეხედა მამას და ტირილით უთხრა. -მართლა გინდა ერთად ვიცხოვროთ და მათ გარეშე? -მათ გარეშე ვიყოთ და ვიქნებით ბედნიერები შვილო, გპირდები. შვილი გულში ჩაიკრა და ისევ ტირილით უთხრა. -მაპატიე, მაპატიე რომ ვერ ვხედავდი როგორ გტკიოდა მათი ყოფნა ჩვენს სახლში.შემდეგ გიორგის შეხედა და უთხრა. -გიორგი რამდენჯერ გამაფრთხილე და არასდროს მოგისმინე, ახლა თავად მოვედი შენამდე უნდა დამეხმარო მე აქამდე ბრმა ვიყავი, ყრუც ვიყავი და დღეს თვალიც ამეხილა და სმენაც დამიბრუნდა. -კარგია რომ ხვდები შენი შვილის წინაშე რაოდენ დიდია შენი დანაშაული, მაგრამ მე როგორ დაგეხმარო რეზი. -გამქორწინება მინდა და ის ქონება რაც ჩემი ნაშრომით დააგროვა უნდა დავიბრუნო.გიორგი დაფიქრდა და უთხრა. -რთულია ამ ყველაფრის გაკეთება, რეზი ხელი მოწერილი გაქვთ? -კი ხელი მოწერილი გვაქვს ასე მოინდომა თავად და ახლა ვხვდები, ეს გააკეთა რომ ასე უფრო იოლად მიუწვდებოდა ხელი ჩემს ქონებაზე. -ერთი დადებითი რომ ხელი მოწერილი გაქვთ სხვაგვარად ვერ შეძლებ დაიბრუნო ის რაც მან შეიძინა, დავწეროთ განცხადება და გუშინდელი დღე მოვნიშნოთ თარიღად და ხვალიდან შევუდგები საქმის განხილვას, მაგრამ ბოდიშის მოხდით ის ფოტო უნდა დავურთო საქმეს რომელიც დარინამ გადაიღო სად ეძინა მარის ღამეები როცა გარეთ გამოუშვებდა ის ალქაჯი.რეზიმ არ იცოდა მარი თუ ასე რთულ მდგომარეობაში ყავდა ლილის და მის ქალიშვილს და ხმით ატირდა, ეს საქმეც მოიგო გიორგიმ თითქმის ყველა მეზობელი მარის გვერდით დაუდგა და პირველივე სხდომაზე განქორწინება მიიღო რეზიმ ქონების მესამედი დაუტოვა მხოლოდ ლილის და სხვა კი დაიბრუნა როგორც ლილი არსად არ მუშაობდა და ის ყველა მეუღლის ნაშრომით შეიძინა. მარიმ სკოლაში სიარული გააგრძელა და სკოლის მერე საცხობში იყო სადაც ახალი კარდი მიიღო და თავად გაუძღვა საქმეს, რეზი კი ძალიან გვიან მიხვდა თუ რამდენი თანხა დაკარგა იმ წლებში. ცხოვრება უკეთესობისაკენ აეწყო, გიორგი უფრო და უფრო წარმატებული ხდებოდა ისე როგორც დემე დემეტრესთან ვარჯიშში და უხაროდა დემეტრეს დემეს წარმატება, ლარა კი უკვე 5 თვის ორსული იყო უჭირდა მაგრამ მუშაობდა,ერთ საღამოს ტელეფონზე მეგობრის ზარი შევიდა ვაჩაპში და გაუკვირდა, არ უნდიოდა ეპასუხა რადგან მასზე გაბრაზებული იყო, მაგრამ ცნობისმოყვარეობამ სძლია და უპასუხა. -გისმენთ..... -იმედი მაქვს ჩემი ხმა არ დაგვიწყებია.... -ელენე, გაბრაზებული ვარ შენზე, მაგრამ მაინც გამიხარდა შენი ზარი. -ვიცი რომ დამნაშავე ვარ, მაგრამ გაბრაზებულ გულზე მივიღე გადაწყვეტილება ლარა. -არ უნდა მოგიკითხო და წესით უნდა გავგთიშო, მაგრამ მაინც გკითხავ როგორ ხარ თვეები გავიდა რაც წახვედი მოულოდნელად, უთქმელად გამეპარე და აღარც კი გახსოვარ. -ბევრი რამ მოხდა, ლარა ძალიან დავიღალე და უნდა დავბრუნდე. -დაბრუნდი, აქ შენი საქმე გაქვს შენს ხალხში ხარ და მე გყავარ, ჩვენ ერთად ბევრი რამ გავიარეთ ელენე და მინდა ისევ ერთად ვიყოთ, აქ უნდა იყო გესმის? -მაგრამ სამსახური ასე მალე..... -დაიწყებ, ჩემი ადგილი განთავისუფლდება სამ თვეში და შენ იქნები ჩემს ადგილზე. -შენ სად მიდიხარ, კადრი აგიმაღლეს? -არა, არსად არ მივდივარ დეკრეტში გავდივარ..... -ორსულად ხარ? -ორსულად ვარ ელე.... -რატომ არაფერი ვიცი, რატომ არ მომწერე.....ხმაში ტირილი გამოერია ელენეს და ლარას მწარედ ჩაეცინა, შემდეგ კი სევდიანად უთხრა. -დაბრუნდი, მეც ძალიან ბევრი რამ მინდა გითხრა მეგობარო. -არაფერი არ მითხარი, არც ის მომწერე რომ ორსულად ხარ და არც ის ვინ არის ბავშვის მამა თუ.... -დემეტრე, მე და დემეტრე ვქორწინდებით. თქვა და თვალები მაგრად დახუჭა, იმ წუთებში შევიდა დემეტრე სახლში და ლარას გაოცებულმა შეხედა, ლარას კი გაეცინა და უთხრა. -ელენე არის.... -ელენე, როგორ გავახსენდით....დემეტრემ ტელეფონი გამოართვა ლარას და მარის მიესალმა. -გამარჯობა ბებერო.... -დემეტრე ბებერო როგორ ხარ..... -მე არ ვგრძნობ თავს დაბერებულად და შენ? -მითხრა ლარამ შვილს ელოდებით, ასე ჩუმად როგორ დემეტრე არ გრცხვენია? დემეტრე გაოცებული უყურებდა ჯერ ლარას, მერე ისევ ელენეს შეხედა და უთხრა. -არანორმალურო როცა ბავშვი ისახება რომელი მამაკაცი ყვირის ხმით რომ ეს საქმე გააკეთა თუ შენსკენ ხდება ასეთი დაუჯერებელი რამ, ისე შენგან გამორიცხული არაფერია. -თავად არანორმალურო არაფერი მითხარით და ის ვიგულისხმე..... -აბა შენთვის უნდა დამერეკა და ნებართვა უნდა ამეღო? -შენთან საუბარს აზრი არ აქვს, ვთიშავ ბილეთებს უნდა გადავხედო. -შენ ხომ აზრიანად და დალაგებულად ამბობ ყველაფერს, გოგო რამდენი თვეა წასული ხარ ვერავინ ვერ ააგდე რომ მანდ დარჩე სულ და აქ ნერვები არ მომიშალო? -აქ რა მინდა დემეტრე სამუდამოდ გინდა რომ მომიშორო თავიდან? -ჰა თქვი სიმართლე კითხვას თავს ნუ არიდებ. -დროებითი არ მჭირდება ძმაო არავინ. -მოდი, მოდი ძიძას ვეძებ სანდოს თვალები რომ არ დამიპრაწოს და ლარა უქმროდ არ დატოვოს. -გამოუსწორებელი ხარ, დემეტრე შენ არც სიბერე არ გამოგასწორებს. -არა გოგო რა გამოსწორება ბავშვი უფრო გადამრევს.... -ვთიშავ ისედაც მინდოდა წამოსვლა და ახლა უფრო გამიმძაფრდა სურვილი. -გინდა დაგიჯავშნო ბილეთი? -არა, შენ სულ წამომაყვედრი მე ჩამოგათრიე აქამდეო.დემეტრე გულიანად იცინოდა და ლარამ აართვა ისევ ტელეფონი. -თქვენი გამოსწორება არ იქნება, როდის აპირებ სერიოზულად წამოსვლას. -შენ როდის გიწევს ზუსტად. -კიდევ 4 თვე გვჭირდება. -მარი ჯერ 4 თვე უნდა იჯდეს პატარა მშვიდად თორე შენ რომ დაგინახავს ვიცი სულ იტირებს. -დემეტრე დაგადუმებ... -შენი დაქალი ისე დამრგვალდა მგონია სახლში ბურთი დაგორავს, დიდი ბურთი. თქვა და გულიანად გაიცინა თან ლარას ხელი მოხვია და გულზე მიიკრა. -ვაიმე რა კარგად გამაცინე, მოვდივარ. ტელეფონი გათიშა და ლარამ თქვა. -გიჟია ყველაფერს მიატოვებს და წამოვა,მაგრამ კარგია აქეთ რომ იქნება. შენ როგორ ხარ, ძალიან იღლები? -დამღლელი და რთული საათებია როცა დემეს ვავარჯიშებ, თქმა არ ჭირდება რა უნდა გააკეთოს და ძალიან მონდომებულად ვარჯიშობს, ვფიქრობ მზად არის არენაზე გასასვლელად მის წონაში. -რას ფიქრობ, შეძლებს? -შეძლებს, მაგრამ ჯერ კიდევ ჭირდება მეცადინეობა არასდროს არ ვეუბნები რომ კარგი არის, უფრო და უფრო მეტს ვთხოვ და ბრაზდება გაბრაზებულზე კი უფრო მონდომებულია. კიდევ ჭირდება, ბევრი რამ უნდა ისწავლოს და ახალი მეთოდებით დავიწყე მისი ვარჯიში, უნდა ვასწავლო საიდუმლო ჩარტყმები რომელსაც უკიდურეს შემთხვევსაში გამოიყენებს. შენსკენ რა ხდება ახალი, ძალიან გაწვალებს და იღლები ხომ? -არა, ჯერ ჯერობით მშვიდად ზის.... -ლარა სქესი იცი? ლარას გაეცინა და დემეტრეს შეხედა. -გინდა გაიგო ვინ ზის აქ? -მეტყვი? -არა არ გეტყვი რომ ვიცოდე, მაგრამ მართლა არ ვიცი. -მატყვილებ. უთხრა დემეტრემ და მუცელზე ხელი დაადო თითქოს იუკადრისა პატარამ რატომ შემაწუხეო და იქედან გაუბრაზდა, ლარამ ძლიერი დარტყა იგრძნო რამაც შეაშინა და დემეტრეს შეხედა. -მე არაფერი მიქნია რატომ მიყურებ გაბრაზებული. -გაგიბრაზდა დემეტრე. -რატომ რა დავაშავე, ადრე რომ მოვედი? -რატომ კითხულობ სქესის არ მიიღებ იმას ვინც დაიბადება და მოგვესალმება? -როგორ არ მივიღებ და დაგიჯერო, ამიტომ დაგარტყა რომ ჩემი ნათქვამი გაიგონა? -გოგო არის და გოგოები ხომ მამის პრინცესები არიან, მან კი იუკადრისა რადგან არ ელოდა თუ აარჩევდი ვინ ზის იქ. თქვა როზამ და დემეტრეს ღიმილით შეხედა. -მართლა გოგო არის კიკინებიანი და ძალიან კარგია, შენ საიდან იცი რომ გოგო არის. -ვიცი, თუ დაკვირვებული ხარ ლარა სულ თმებს ეთამაშება, სულ კაბას ისწორებს და თმებს როცა ივარცხნის თითით იხვევს რომ დახვეული თმა ჰქონდეს, სწორედ ეს ნიშნები ახასიათებს გოგოებს. -აბა ვნახოთ თუ გაამართლებს შენი ინტუიცია როზა. -არ გშიათ? შეხედა ლარამ დემეტრეს, დემეტრემ მუცელზე მოეფერა ლარას და ფეხზე წამოდგა ლარას შეხედა და უთხრა. -არა, მივდივარ დროებით შემოვიარე ხომ არაფერი გჭირდებოდა ისევ მივდივარ რადგან დემეტრე დავტოვე დარბაზში და მკაცრად ვუთხარი ჩემს მისვლამდე არ გაჩერდეს, კამერებში ვნახავ რას გააკეთებს ჩემს იქ არ ყოფნაში. -ნუ იქნები ძალიან მკაცრი დემეტრე..... -მკაცრი უნდა ვიყო ლარა რომ გამოიზარდოს და კარგი სპორცმენი დადგეს, წავედი და ცოტა შეგვაგვიანდება მე და დემეს ვნახავ რა ფორმაში დამხვდება.დემეტრე წავიდა, ლარამ და როზამ ერთად მიირთვა მხოლოდ ხილი და მშვიდად საუბრობდნენ დემეტრე და დემე უკან რომ დაბრუნდა, მაგრამ ლარა გაოცებული უყურებდა დემეტრეს და სახლში შემოსულ რამდენიმე პატარა გოგონას. -რა ხდება, დემეტრე ესენი ვინ არიან ან სად იყვნენ ეს ბავშვები. -შემოდით, შემოდით, მანქანაში რაღაც დამრჩა და ახლავეს დავბრუნდები, არ ინერვიულო მარტო არ გტოვებ ამ ბავშვებთან ერთად მივხედოთ.ზამთრის სუსხიანი დღე იყო და პატარებს ცხვირები დაწითლებული ჰქონდათ სიცივისგან, ლარა მოუთმენლად ელოდა დემეტრეს დაბრუნებას და ისიც უამრავი ჩანთებით დაბრუნდა, შეხედა ლარა ისევ იქ იდგა სადაც დატოვა. -გული გამიჩერდა ლოდინში თუ რას მეტყვი, იმედი მაქვს ლოგიკური ახსნა გაქვს დემეტრე. -რა მოხდა, არ მჯერა რომელიმე მე მგავს? იხუმრა დემეტრემ მაგრამ შეხედა ლარას რომელიც უჩვეულო სინანულს გამოსცემდა თვალებით. -ლარა მომისმინე, ეს პატარები ქუჩიდან წამოვიყვანე და ამ ჩანთებში ყველაფერია მათთვის გამოსაცვლელები და ჩასაცმელები რომლებიც მე და დემემ ავარჩიეთ. -აქ უნდა იცხოვრონ? თვალები გაუფართოვდა ლარას და დემეტრეს გაეცინა. -არა საყვარელო, ჩვენ ამათ დავბანთ და დავასუფთავებთ, გამოვუცვლით, დავვარცხნით, დავაპურებთ და ისევ წავიყვან უკან.ლარა ხასიათზე მოვიდა, მუცელზე დაისვა ხელი და როზას შეხედა. -როზაკო დავბანოთ ეს ეშმაკუნები, დარო შენ გემრიელი წვნიანი მოამზადე ცხელი წვნიანი მოუხდებნა მათ გაციებულ სხეულს და ერთად მიირთმევს ყველა. შემდეგ დემეტრეს მიუბრუნდა და უთხრა. -იმედია ბავშვის შამპუნიც იყიდე... -ვიყიდე, მითხრეს საბავშვო არისო. ლარამ და როზამ ბავშვები სათითაოდ შეიყვანა სააბაზანოში და ოთხივე კარგად დაბანა თავისი ხელით, როზამ სუფთა ტანისამოსი ჩააცვა ყველას და ლარამ თმები გაუკეთა ოთხივეს კარგად, დაბანილი და დასუფთავებული ბავშვები მაგიდასთან მიიწვია და ოთხივეს თბილი წვნიანით გაუმასპინძლდა. დარომ კი ოთხივეს ტანისამოსი დარეცხა და საშრობში დააშრო,დემეტრე იდგა და ღიმილით უყურებდა ბავშვებთან მოფუსფუსე ქალებს. როცა ბავშვები დანაყრდნენ ცოტა კიდევ ითამაშეს თბილ სახლში და დემეტრემ საათზე დაიხედა,მოწყენილმა გადახედა ოთხივეს რომლებიც თბილ სახლში თავს ბედნიერად გრძნობდნენ. -ლარამ შეხედა დემეტრეს და უთხრა. -უნდა წაიყვანო ბავშვები? -მითხრეს საღამოს მოიყვანეო და ჯერ კიდევ იყვნენ, ნახე რა ბედნიერები არიან.ლარამ ერთ ერთ გოგონას მოეფერა და უთხრა. -ვარდის სურნელი გაქვს საყვარელო.... -თქვენ უფრო კარგი სურნელი გაქვთ.უთხრა მორცხვად და თან ქვეშ ქვეშ უყურებდა მაგიდაზე დაწყობილ მორჩენილ პურის ნატეხებს რაც დემეტრემ შეამჩნია და ადგა თვალზე მომდგარი ცრემლი შეუმჩნევლად მოიწმინდა და დაროს უთხრა. -დარო ყველაფერი რაც აქ არის ერთჯერად პაკეტებში გავამზადოთ, რომ გოგოებს თან გავატანით. პურიც თავად დაჭრა ლამაზად და ერთ ლამაზ ქაღალდის პაკეტში ჩააწყო, დარომ რომ ყველაფერი გაამზადა დემეტრეს შეხედა და უთხრა. -ყველაფერი მზად არის დემეტრე. -კარგია, დარო რას მეტყვი გოგოებს ეს ძველები გავატანოთ თუ..... დარომ შეხედა დემეტრეს და შემდეგ ლარასთან მოთამაშე ბავშვებს გახედა, ცრემლი მოერია და თქვა. -გავატანოთ დემეტრე და ჰქონდეთ იქნებ არ აქვთ მეტი და გამოიცვლიან, მაგრამ.... -რა მაგრამ, რა მოიფიქრე... -ვფიქრობ თუ კიდევ მოიყვან ჩვენთან, აქ ჰქონდეთ გამოსაცვლელი.... -არა დარო აქ თუ მოვიყვან ისევ ახლებს ვუყიდი მათ... -ქ-ნო დარო მითხარი რა გავაკეთო და მოგეხმარები, ტყუილად რომ ვზივარ.....დემეტრე როზას მიუბრუნდა და უთხრა. -ეს არ გაიმეორო რომ ტყუილად ზიხარ, როზა თუ არაფერს გეუბნები არ მინდა იფიქრო რომ დემეს ვარჯიში არ გამოდის და არ მომწონს ანდა მეშინია ვერ დაძლევს ამ რთულ ვარჯიშებს და ვერ გადალახავს მის დარტვირთვას, სულ მალე დემე ძალიან დიდ სიმაღლეზე ავა და წინ დიდი სიურპრიზი გელოდება, ასე რომ დამშვიდდი მხოლოდ ამას გეტყვი სხვა შედეგებს დაველოდოთ. თვალი ჩაუკრა როზას და სამზარეულო დატოვა ლარასთან მივიდა და ლარამ მოწყენილმა ახედა დემეტრეს. -დრო მოვიდა, უნდა წაიყვანო გოგოები. -დრო მოვიდა, მაგრამ ისევ მოვიყვან. -როდის მოიყვან ან ისევ დაგრთავენ ნებას რომ მოიყვანო ისინი აქ ჩემთან და მთლიანი ერთი დღე გვყავდეს? -პირობას გაძლევ ისევ მოვიყვან მათ, მინდა ამ გოგოებს ცხოვრება გავულამაზოთ. -შევძლებთ? -უნდა შევძლოთ ლარა. -თუ შენი სურვილია შევძლებთ დემეტრე. -შენთან ერთად ყველაფერს შევძლებ საყვარელო, შენ რომელმაც ამდენ რამეს გაუძელი ისევ იპოვი ძალას და როგორც შენ გინდა ყველაფერი ისე გაკეთდება. -იმედია, უფლის დიდი იმედით და მისი გვერდში დგომით.... დემეტრემ ორივე ხელებით გულზე მიიკრა ლარა და ყურში ჩურჩულით უთხრა. -დაივიწყე რაც იყო, გაფანტე ყველა ეფიალტი შენში რაც შემოდგომის ნისლივით შემოვიდა. ლარას გული აუჩუყა დემერეს სიტყვებმა და თვალებიდან ტკივილის, სიმარტოვის და სიხარულის ნაზავი ცრემლი დაუგორდა ლოყაზე რომლის მოწმენდაც არ უცდია და დემეტრეს კიდევ უფრო იმედიანად მიეყრდნო მკერდზე, დემეტრეს კი გაეცინა და ლარამ გაოცებულმა შეხედა. -ნუ მიყურებ გაოცებული რომ ვიცინი და არ გაბრაზდე, მაგრამ უკვე იმხელა ხარ ხელის შემოხვევაც მიჭირს.ლარასაც გაეცინა დემეტრეს ხელი თავად დაიდო მუცელზე და თვალებით უხდიდა ბოდიშს დემეტრეს. -მაპატიე.... -გთხოვ ლარა ეს სიტყვა აღარ გაიმეორო, აქ ვინც არ უნდა იჯდეს ჩემი შვილია ისე როგორც შენი და ეს ყოველთვის გახსოვდეს არ დაივიწყო.დემეტრემ პატარები წაიყვანა, არცერთს არ უნდოდა წასვლა მაგრამ აუცილებლად უნდა მიეყვანა დემეტრეს ისინი ადგილზე, ლარა იჯდა და ფიქრობდა როგორ უნდა მიატოვოს დედამ ანგელოზი შვილები და მუცელზე დაიდო ხელი გაახსენდა რომ არ უნდოდა იმ ბავშვის შერჩენა, მაგრამ თვალები დახუჭა და ჩურჩულით თქვა. -მაპატიე, შენ ხომ უდანაშაულო ხარ სულ პატარა და ჩემი ნაწილი ხარ ჩემი შვილი, მხოლოდ ჩემი და დემეტრეს შვილი. ლარა რომ ფიქრობდა ელენე სარკის წინ იდგა და საკუთარ თავს უყურებდა სევდის მორევში ჩაძირული. -ღმერთო გამაჩინე და ბედი არ დამაყოლე, მხოლოდ ჭაობში დავაბიჯებ.სარკეს მოშორდა და ფანჯარაში გაიხედა, ხელიდან გაუვარდა წყლით სავსე ჭიქა და შეშინებულმა დაიხედა ძირს, შემდეგ ისევ გარეთ გაიხედა და გარედან ღამემ შემოხედა უსიტყვოდ თავისით რომ დუდუნებდა სიჩუმეში. იდგა და ყელში უჭედა ცრემლები, მისი ყოველი სიტყვა უპასუხოდ რჩებოდა და ოხრავდა გული, გოდებდა და გრგვინავდა მასთან კი ისევ და ისევ დუმილი იყო. -როგორ გავიდა დრო ვერც კი გავიდე, ჩემთვის არაფერი არ იცვლება.ყველაფერი სულერთი იყო ჩემთვის მანამ სანამ მარტოობის მანტია არ შემოვისხი და ცხოვრებას მარტო არ შევერკინე.შეეშინდა, შიშისაგან გააკანკალა რადგან იგრძნო თავად შიშმა როგორ უხეშად მოხვია მკლავი. ცხოვრებაზე გაბრაზებულს გულიც ჩაფერფლილი ჰქონდა, მაგრამ უეცრად შიში სადღაც გაქრა იატაკზე ჭიქის ნამსხვრევები აკრიფა, იქვე თავის გამზადებულ ბარგს თვალი შეავლო საათს შეხედა და რამდენიმე წუთში უკვე ტაქსით მიქროდა აეროპორტში კიდევ რამდენიმე საათი და დაბრუნდებოდა მის მონატრებულ სამშობლოში.რეგისტრაცია გაიარა და ჩანთიდან რაღაც შეკვრა ამოიღო ერთი აბი ხელის გულხე დაიდო და წყალთან ერთად გადაყლაპა, ჩასხდომა დასრულდა თუ არა რამდენიმე წუთში მშვიდად ეძინა ასე შეეცადა ემოციების მოთოკვას და თვალი რომ გაახილა ფანჯრიდან დაინახა როგორ წვიმდა, თითქოს მის ცრემლებს ჰგავდა წვიმის წვეთები და თავადაც აევსო თვალები ცრემლით. დაეშვა თვითმფრინავი, მგზავრებმაც დაიწყო ნელა ნელა გასვლა და თავადაც ამაყად და ყელმოღერებულად გაიარა აეროპორტის ყველა მნიშვნელოვანი შემოწმება, გარეთ გასულმა კი ტაქსი აიყვანა და დიდი ხნის დაკეტილი კარი ჭრიალით გააღო სახლიდან კი სიბნელემ და სიმარტოვემ შემოეგება, ბარგი მიდო თუ არა ერთ კუთხეში ხელები გაშალა და ხმამაღლა თქვა. -გამარჯობა სიმარტოვე მე დავბრუნდი, ამიერიდან ორივე ერთად ვიმარტოვებთ. გარეთ ჯერ კიდევ სიბნელე იყო, გაიხადა და მონატრებულ საწოლს გაღიმებული მიუახლოვდა, შემდეგ კი შეწვა და უშფოთველად დაეძინა. მთელი დღე ეძინა დაღლილს და უკვე საღამო იყო რომ გაიღვიძა, გაოცებულმა შეხედა საათს შემდეგ ადგა სარკეში ჩაიხედა და გაბრაზებულმა თქვა. -რას გავხარ მთელი დღე როგორ შეძელი დაგეძინა, შიმშილმა მაინც არ შეგაწუხა? სააბაზანოში შევიდა შემდეგ თავი მოიწესრიგა და სახლიდან გავიდა, მუხლამდე კაბა ეცვა რომელსაც ხელით იქაჩავდა და მამაკაცების მზერას აიგნორებდა. გაღიმებული შევიდა საავადმყოფოში სადაც მედიკამენტების მძიმე სუნი იდგა, მაგრამ წინ მიიწევდა და უკვე წარმოდგენილი ჰქონდა ლარას სახე თუ როგორ გაოცდებოდა მას რომ შეხედავდა, ლარა თავის კაბინეტში იყო თავისი შეშუპებული ფეხები დივანზე შემოეწყო და თვალები დახუჭული ჰქონდა,განაბული იყო ელენე კი მიდიოდა საავადმყოფოს ფოიეში და ერთ-ერთი პალატიდან გაიგონა გოგონას ხმა.... -,,ვაი დედა როგორ ცუდად ვარ''.... -,,დედა სად ხარ, დაურეკეთ დედაჩემს''.... გზა გააგრძელა და ლარას კაბინეტის კარზე ფრთხილად დააკაკუნა, ლარამ ფეხზე წამოდგა და თმები შეისწორა. -მობრძანდით..... თქვა და კარიც გაიღო, თითქოს ვერ იცნო მეგობარი და კარში მდგომ ელენეს უყურებდა, ელენემ კი სიცილით უთხრა. -მე უკეთეს დახვედრას მოველოდი. -ელენე, ჩემი ელო შენ მართლა დაბრუნდი. მეგობრები ერთმანეთს გადაეხვია და ლარამ ტირილით უთხრა. -როგორ მჭირდებოდი..... -გჭირდებოდი, მაგრამ არ დამირეკე და არაფერი არ მითხარი ახლა აქ ვარ და არ გაბედო რამე დამიმალო, ლარა როგორ ხარ ყველაფერი უნდა მითხრა. -მე ყველაფერს მოგიყვები, მაგრამ ჯერ შენ მითხარი როგორ ხარ და რატომ გადაწყვიტე ასე ადრე დაბრუნება.ელენემ ჩაიცინა და ლარას შეხედა. -როცა განწირული ხარ მარტოობისთვის არ უნდა შეეჭიდო ისეთ რამეს ან ვინმეს როცა იცი რომ შენი არასოდეს არ იქნება, აქედანაც მარტოობას გავექეცი მეგობარო, იქედან კი იმას გამოვექეცი ვინც მეგონა რომ ჩემი მარტოობა დასრულდა და უკვე ვიპოვე ის ვინც ვფიქრობდი რომ ჩემი იყო, მხოლოდ ჩემი, მაგრამ ისევ შევცდი და ამჯერად მწარე იყო ჩემი შეცდომა და ამავდროულად ძალიან მტკივნეული. -ახლა როგორ ხარ..... -დამიჯერებ რომ გითხრსა არც ისე ვარ რომ მოვკვდები და არც ისე რომ ვიცოცხლო. იყო დღეები რომ სული მეხუთებოდა თავს ისე ცუდად ვგრძნობდი,ჭიქა წყლის მომწოდებელი არ მყავდა და ფორთხვით ძალის ძალად მივსულვარ მაცივართან, საწოლიდან არ ავმდგარვარ დღეებიც კი და თითქოს სათვალავიც კი ამერია. -ელენე შენ დეპრესიაში იყავი და შენს თავს შენვე უმურნალე, გადალახე ეს შემოჩვეული სევდა და გთხოვ ცხოვრება გააგრძელო ჯერ კიდევ წინ გაქვს ლამაზი დღეები. -ლარა მეშინია..... -რისი ან ვისი გეშინია საყვარელო. -რისი ან ვისი მეშინია არ ვიცი, მაგრამ მეშინია. -ჩვენ შენთან ვართ და არ მოგცემ უფლებას სულიერად დაეცე, მეგობარო შემომხედე ჯერ შენ ძალიან ახალგაზრდა ხარ. -ლარა ყველაფერს გავუძლებ სულიერი ტკივილის გარდა, მხოლოდ სული მქონდეს მშვიდად და ჩემი თავი ნუ დამეკარგება. -თავი ხელში აიყვანე, შენ თავად უნდა იყო ძლიერი და არ დაიკარგები. -როგორ, როგორ ვიყო ძლიერი როცა მისმა სიტყვებმა უიარაღოდ გამანადგურა და მომკლა, ბოლოს ისიც კი იკადრა ვაჟკაცურად არც წავიდა მომპარა რაც კი მქონდა ნაყიდი მისთვის და წავიდა. განა დავიტოვებდი მის ტანისამოსს და არ გავატანდი, მერე რა რომ მე ვყიდულობდი ყველაფერს მისთვის ჩემივე გემოვნებით, გესმის მოიპარა სახლიდან მისივე ნივთები და ასე ქურდულად გავიდა და წავიდა. -სწორედ მიტომ უნდა იყო კარგად, ელენე ნერვიულობისგან შენ ბოპოლარული აშლილობა გაქვს.... -ანუ .....რას მეუბნები ლარა მე მანიაკალური აშლილობა მაქვს? -დიახ მანიაკალური აშლილობა და ეს არის სამედიცინო დაავადება რომელიც იწვევს ენერგიის და პიროვნების უკიდურეს ცვლილებებს, ეს ცვლილებები კი შეიძლება იყოს შეუმჩნეველი და მშვიდიც, მაგრამ ისე დაგიმონოს როცა გაიგებ ვეღარ უშველო.ეს დაავადება შეიძლება გაგრძელდეს ადამიანში თვეები ან წლები და მას გარკვეული მკურნალობა ჭირდება თუ მოიკიდა მან ფეხი შენში რასაც შევხედე უკვე შემოსულია და ცდილობს დამკვიდრდეს შენში მთელი ცხოვრების მანძილზე მოგიწევს მკურნალობის ქვეშ იყო და უარესიც, თუ შენივე თავს შენვე არ აიყვან ხელში შესაძლებელია ფსიხიატრიულშიც კი მოხვდე მეგობარო. -შევეცდები, გეფიცები შევეცდები რომ მასზე აღარ ვიფიქრებ, სწორედ ამიტომ წამოვედი იქედანაც. -ამჯერად რა მოხდა მეტყვი? -სამსახურში მივაკითხე იმ დღეს მისი დაბადების დღე იყო, თუმცა მე ვიცოდი ასე რომ იმ დღეს იყო იუბილარი და სიურპრიზად მივედი ძვირფასი საჩუქრით. ელენე გაჩუმდა ყელში მოწოლილი ცრემლი უკანვე დააბრუნა და ლარას შეხედა. -მერე, რა მოხდა იმ დღეს. -მისი კაბინეტის კარი ოდნავ ღიად იყო და მეც კართან გავჩერდი, უკვე შესვლას ვაპირებდუი რომ ტელეფონის ხმა გავიგონე ვერ წარმოიდგენ ლარა რა ბედნიერი იყო იმ ზარის დანახვაზე და როგორ საყვარელი იყო რომ უპასუხა. -საყვარელო ძალიან ბედნიერი ვარ რომ შენ მყავხარ და შენ ჩემი ცხოვრების ნათელი წერტილი ხარ, შენ და ჩვენი შვილები, ჩვენი ორი ბოკვერი. -რას ამბობ, გამოდის შენთან თამაშობდა. -სწორედ რომ თამაშობდა და როგორი გულწრფელი მეგონა იყო ჩემს წინაშე, როგორ მჯეროდა მისი. -რომ შეგხედა იქ რა გითხრა თუ გაბრაზდი და ისე გამობრუნდი არ გინახია. -არა, მივედი და მაგიდაზე დავუდე საჩუქარი, გაოცებულმა შემომხედა და ტელეფონი გათიშა. -ელენე? -მოვედი რომ დღევანდელი დღე მოგილოცო, მინდოდა სიურპრიზი გამეკეთებინა, მაგრამ როგორც მივხვდი სიურპრიზი აქეთ მომიწყვე. შემდეგ მის მაგიდაზე ოჯახთან გადაღებული ფოტო ავიღე ხელში და მშვიდად ვუთხარი. -ოჯახი გყავს, ბედნიერი ადამიანი ხარ და დარწმუნებული ვარ როგორ ამაყობ შენი ოჯახით და მე როგორ დამცინი თუნდაც მაშინ როცა ჩემს გვერდით იწექი და იცი დასაცინი ვარ ეს დრო შენ რომ შეგალიე..... -მომისმინე.... -რა მოგისმინო, რა უნდა მითხრა ისეთი რომ ამჯერად ისევ შენი თავი გაიმართლო ნუთუ სინდისი საერთოდ არ გაწუხებდა ჩემთან ერთად ჩემს ირგვლივ რომ ყველას ატყუებდი. ნუთუ საერთოდ ვერ გამიცანი ამ დროში თუ როგორი ქალი იდგა შენს გვერდით და რატომ, მითხარი რატომ დაგჭირდა ეს თამაში. -შემიყვარდი, მიყვარხარ ელენე.... -გიყვარდი, მე კი უკვე გული მერევა შენზე და ჩემს თავზედაც რომ მინდოდა მთელი ცხოვრება შენს გვერდით ვყოფილიყავი, შენთან გამეტარებინა ჩემი წლები. თავისუფალი ხარ ჩემგან და მხოლოდ მანდ ვინც დგას შენს გვერდით ის ქალი გიყვარდეს ნამდვილი სიყვარულით, მინდა ისწავლო თუ რა გრძნობაა როცა მართლა გიყვარს. უკვე კართან ვიყავი მისული რომ მისმა ხმამ შემაჩერა, მაგრამ უკან არ მიმიხედავს.' -ელენე.... -ელენე მაპატიე.... -ელენე მიყვარხარ, შენ მიყვარხარ ნამდვილი სიყვარულით.... -ელენე შემიყვარდი და არ მინდოდა შენი დათმობა, მაპატიე ელე.... -აპატიე? -არა, არც შემიხედავს მისთვის კარი გავაღე და წამოვედი საღამომდე ქუჩებში ვიბორიალე და სახლში რომ დავბრუნდი მისი ნივთები აღარ დამხვდა კარის გასაღები კი მაგიდაზე იდო. რამოდენიმე დღე ვიჯექი სიბნელეში და ვფიქრობდი, ბოლოს მივიღე გადაწყვეტილება რომ უნდა დავბრუნებულიყავი და დავბრუნდი ლარა და აქ ვარ მინდა ძლიერი ვიყო დავძლიო კიდევ ერთი დამარცხება რომელმაც ტკივილზე კიდევ ტკივილი დამიმატა და ისევ ვიპოვო ჩემი თავი. -ძალიან კარგი, მაგრამ რასაც ამბობ უნდა შეასრულო. -ახლა შენზე მომიყევი, მითხარი რომ ძალიან გიჭირდებოდი და მეც აქ ვარ შენთან და გისმენ. ლარა ფეხზე წამოდგა გრაფინიდან წყალი დაისხა ჭიქაში და ყლუპ-ყლუპად სვამდა, ელენეც მის გვერდით დადგა და ორივე ხელებით მისკენ შეაბრუნა ლარას თვალებში დანახულმა ცრემლმა კი შეაშინა. -ლარა რა გჭირს მეგობარო. -ვფიქრობ..... -რას ფიქრობ ლარა მაშინებ. -ვფიქრობ საიდან დავიწყო მოყოლა, რომ შენც არ გატკინო სული როგორც მე მტკივა. -ღმერთო ჩემო შენ ბედნიერი არ ხარ დემეტრესთან და უნდა მითხრა რა ჩაიდინა იმ...... -დემეტრე არაჩვეულებრივი ადამიანია, მან ჩემს შვილთან ერთად მიმიღო ელე. -რას ნიშნავს შენს შვილთან ერთად, ბავშვის მამა დემეტრე..... -არ არის დემეტრე მამა და ნუ მკითხავ ვინ არის მამა რადგან მეც არ ვიცი და შენ რა გითხრა. -ღმერთო ჩემო.....ლარამ ყველაფერი მოუყვა ელენეს და გაოცებული, გაოგნებული უყურებდა ელენე მეგობარს. -არ მჯერა რასაც ამბობ სიმართლე არის და შენ ასე გიჭირდა მე კი არაფერი არ მითხარი, სულ მარტომ გუძელი ამ ტკივილს და რატომ, ლარა რატომ არაფერი არ თქვი. -რა შეიცვლებოდა, შენ დაბრუნდებოდი და რას გააკეთებდი ელე. -ახლა რას აპირებ, როგორ უნდა გაიგო ვინ არის მამა და ვისი შვილი უნდა გააჩინო. -გიორგის დახმარებით დნმ-ის ანალიზი უნდა გავაკეთოთ.... -როგორ უნდა გააკეთო დნმ-ი მამა ხომ არ იცი ვინ არის, ეს შეუძლებელია ლარა და შენც კარგად იცი. -მაგრამ არის რაღაც რაც ჯერ ეჭვად არის და თქმა არ შეგვიძლია. -ვინმეზე გაქვთ ეჭვი? -არა მარტო მე გიორგიც ეჭვობს იგივე პიროვნებას, მაგრამ ჯერ არ ამბობს მოვა დროო ასე თქვა, მაგრამ....დუმდა ორივე, თითქოს დუმილით ამხნევებდა ორი მეგობარი ერთმანეთს. ელენე ფანჯარასთან ახლოს მივიდა, ნაცნობი იყო იმ ღამინდელი ცა მისთვის ვარსკვლავებით მოჭედილი და გარეთ ქარი დანავარდობდა, სევდიანი თვალებით უყურებდა ღამის ქალაქს და მის გონებაში ჯერ კიდევ მისი დანაოჭებული ცხოვრება ტკიოდა, მაგრამ ახლა თავის თავზე მეტად მეგობრის გავლილი მწარე დღეებზე ფიქრობდა. გული მოეწურა და ნანობდა ლარას ამ მდგომარეობას, რამდენიმე წუთი უხმოდ იყო ვერაფერს ამბობდა და შემდეგ ისევ მეგობარს მიუბრუნდა. -მაპატიე რომ აქ არ ვიყავი.... -ელო გთხოვ თავს ნუ იდანაშაულებ.... -მაპატიე ამიერიდან აქ ვარ, შენთან და შენს სიახლოვეს. კარი გაიღო და ქაღალდებით ხელში მიშო შემოვიდა და მეგობრებს გაოცებულმა შეხედა. -ლარა აქ ხარ, გეძებდი. -მიშო.... -მინდოდა ამ ანალიზებიზა გადაგეხედა.... -ვისია, ჩვენი პაციენტი არის? -პაციენტი შენია თუ ჩემია აქვს ამას მნიშვნელობა ლარა.ლარამ ანალიზებს გადახედა და მიშოს გაოცებულმა შეხედა. -არა არ აქვს, მაგრამ ეს არც შენი პაციენტია და არც ჩემი, ამას გინეკოლოგი ჭირდება მიშო. -გამოდის ტყუილი არ უთქვამს ორსულად ვარო. -შენგან არის ორსულად და გინდა უარი თქვა ბავშვზე? მიშომ ლარას ამღვრეული თვალებით შეხედა, შემდეგ მის მუცელს შეხედა და გაბრაზებულმა თქვა. -შესაძლებელი იყო შენც გეთქვა ჩემთვის ორსულად ვარო, უნდა დამეჯერებინა ლარა. -მაგრამ არა ვარ შენგან ორსულად მიშო და საერთოდ რა საუბარია ეს რა გინდა ვერ გავიგე, მითხარი შევხედო ანალიზებს, შევხედე და მეც გითხარი რასაც შევხედე სხვა მე არ მეხება არაფერი რადგან ჩემი პაციენტი არ არის და თუ შენგან ჭირს ის რაც აქ წერია დადებითია პასუხები თეთრზე შავად რომ ვკითხულობ კეთილი ინებე და იზრუნე მასზე. მიშომ გაბრაზებულმა შეხედა ლარას და წავიდა, რამდენიმე წუთში კი საავადმყოფო დატოვა და მეგობარს დაურეკა. -გისმენ, როცა რაღაც გიჭირს მხოლოდ მაშინ გახსენდები მიშო. -მინდა აქედან წავიდე..... -ეს რაღაც ახალია, რა გჭირს გაურბიხარ ვინმეს თუ რამეს შეგიძლია მენდო და მითხრა. -ვიხრჩობი აქ და მინდა თავისუფლად ვისუნთქო. -რას ამბობ, მერე შენი საქმე და შენი შექმნილი კარიერა ასე ადვილად შეგიძლია დათმო და შეელიო? -ერთი სისულელევ მეც მინდა ჩავიდინო, რადგან ცხოვრება მოსაბეზრებელია სისულელეების გარეშე. დღეს დალევის ხასიათზე ვარ, წამოხვალ? -რა გჭირს ვეღარ გცნობ, მიშო დამელაპარაკე გახსენი გული, რა გჭირს. -მე რაც მჭირს მხოლოდ ჩემმა გულმა იცის და სხვისთვის ადვილი განსასჯელია სხვისი ცხოვრება მეგობარო. -მოდი გელოდები.... მიდიოდა და სიჩუმემ მოგონებების ძველი ისტორია გადაუშალა წინ სადაც ცდილობდა არიდებოდა იმ მოგონებებს, რომლებიც არასასიამოვნო გასახსენებელი იყო მისთვის და არც უნდოდა სიმართლისთვის თვალი გაესწორებინა. სწორედ მტკივნეულმა მოგონებებმა გახადა მარტოსული და მხოლოდ სიჩუმესთან იყო დამეგობრებული, ამიტომ გულს ვერავის უხსნიდა. მიშო იმ ღამით საკმაოდ ნასვამ მდგომარეობაში მივიდა არა მის ბინაში არამედ მამასთან, შუქი არც აუნთია სალონი ისე გაიარა სიჩუმეში და სიბნელეში და თავის საძინებელთან მისული მამის ხმამ შეაჩერა. -რა დარდი გაწუხებს შვილო მეგობრად სასმელი რომ გაგიხდია და დასალევში ეძებ შვებას, ნუ შეეჩვევი და ნუ დაგიმონებს ეს ყავისფერი სითხე ძალიან ძნელია და თან რთული მისგან თავის დაღწევა. -ბადრი, მიშო მოვიდა? -მოვიდა, მოვიდა და დამშვიდდი დაისვენე. გასძახა ბადრიმ მეუღლეს, მაგრამ სწორედ ამ ქალის მიმართ ჰქონდა მიშოს დარდი გულზე, მაგრამ ეს ქალი არ იყო მისი დედა ის ბადრის მეორე ქორწინება იყო და სწორედ ეს ქალი უნგრევდა მას ცხოვრებას და კარიერას. -მეუღლე გელოდება, ჩემს ლოდინს მასთან მიდი და დაამშვიდე მამა. -გაჩუმდი და თქვი რა გჭირს, რა გაწუხებს. -ნუ ნერვიულობ ჩემზე, მიხედე შენს ცხოვრებას..... -მაგრამ გახსოვდეს ყოველთვის დარჩები ჩემი საყვარელი შვილი შვილო, პირველი და ნანატრი შვილი ეს არ დაგავიწყდეს. -შენ დაგავიწყდა დედა და დაგავიწყდა ნანატრი შვილიც, ასევე დაგავიწყდა რომ ამ სახლში მეც ვცხოვრობდი, მაგრამ შენ არც დაფიქრდი დედას გარდაცვალების შემდეგ ჩემი ასაკის გოგონაზე დაქორწინდი და დაისვი ცოლად შენზე ბევრად უმცროსი გოგო. -ეს არის შენი პრობლემა? -შენ ვერ ხედავ პრობლემას, შენ ვერ ხედავ რომ მისი ამ სახლში მოყვანით დიდი შეცდომა დაუშვი? მიშომ გაბრაზებულმა შეხედა მამას და მათკენ მომავალ მისივე ასაკის ქალს შეხედა, ქალი რომელიც მიშოს უყურებდა და თვალებით დიდ ვნებას ასხივებდა, მაგრამ გაოცებულმა შეხედა მამა შვილს და ბადრის მიუბრუნდა გაბრაზებული. -რა გჭირთ, ისევ კამათობთ? -არა დედიკო არ ვკამათობთ თუ დაგვაცდი მამა შვილი ვსაუბრობთ, მაგრამ ვხედავ მე აქ ზედმეტი ვარ რადგან ჩვენ ორს საუბარიც არ შეგვიძლია და ამ სივრცეს გიტოვებთ ორივეს, სახლიდან მივდივარ. გაბრაზებულმა შებრუნდა დატოვა სახლი და წავიდა, მიდიოდა და ფიქრობდა ლარაზე და მის ორსულობაზე და მოულოდნელად მისი სიტყვები გაახსენდა. -,,გიორგი ეჭვობს, მაგრამ არ ამბობს ვისზე აქვს ეჭვი მითხრა მალე გაიგებ ვინ არისო''. -ლარა თუ გიორგი, რომელი თქვენთაგანი მინგრევთ ცხოვრებას და რა საიდუმლო იმალება თქვენში. თქვა და დიდი სისწრაფით მიმავალმა ვერ გააკონტროლა სიჩქარე და წითელზე გაიარა, მაგრამ უეცრად ვერ გაიგო და ვერ მიხვდა რატომ დაუბნელდა თვალებში აზრზე რომ მოვიდა სულ მარტო იყო მანქანას თეთრი ბოლი ასდიოდა, თვალებზე მოისვა ხელი და როცა მხედველობა დაეწმინდა დაინახა მისგან მოშორებით თეთრი ჯიპი იდგა ფარებ ანთებული და გაოცებულმა თქვა. -ლარა,ლარა შენ ხარ და აქ როგორ აღმოჩნდი მე ხომ საავადმყოფოში დაგტოვე.საჩქაროდ გააღო კარი და უნდოდა ლარასთან მისულიყო, მაგრამ ვერ შეძლო თავბრუ დაეხვა და ვიღაცამ ხელი მოკიდა, არეული ჰქონდა მხედველობა და ვერ მიხვდა ვინ იდგა მის გვერდით, მაგრამ იგრძნო რომ მის გვერდით ვიღაც იყო და უთხრა. -ლარა არის, უშველეთ ის ორსულია. -თქვენ როგორ ხართ. -არ ვიცი როგორ ვარ. თქვა და მისივე მანქანის წინ ჩაიკეცა, ხმები ესმოდა ვიღაცამ სასწრაფო გამოიძახა და მერე საერთოდ გაითიშა დილით რომ თვალი გაახილა მის საწოლში იწვა და მაგიდაზე წერილი დახვდა რომელიც გაოცებულმა წაიკითხა. -არ იჯავრო მანქანაზე, მხოლოდ ჩუმად ხარ და არ იცი რა მოხდა, არც იმ ადგილზე არ გაგივლია.გაგიკვირდა როგორ მოხვდი შენივე ბინაში და შენს საწოლში, ასევე გაკვირვებული კითხულობ მაგიდაზე დატოვებულ წერილს, მაგრამ დაიმახსოვრე დრო მოვა თავად შეგეხმიანები და პირადად მოვალ შენთნ ძმაო''. გაოცებული იდგა ხელში ერთი ფარატინა ქაღალდის ფურცელით და ვერ მიხვდა რას ნიშნავდა ბოლოს მინაწერი ,,მოგძებნი და თავად გიპოვი ძმაო''. ყავა გაიკეთა და არსად წასვლის სურვილი არ ჰქონდა იქვე დივანზე დაჯდა ფიქრებში იყო ჩაძირული ვერ გაიხსენა უცნობის მიმართ ვერაფერი შემდეგ თვალები დახუჭა და წინა ღამეს მომხდარის გახსენებას შეეცადა და გაახსენდა როცა შეტაკება მოხდა თავადაც მოულოდნელობით დაბნეულმა კარი გააღო და შეძლო ლარას მანქანასთან მისვლა, შეხედა ლარას შუბლიდან სისხლი სდიოდა და შეეცადა მის დახმარებას, მაგრამ მისთვის უცნობმა მამაკაცმა იმ ადგილს გაარიდა.ვერ მიხვდა რა მოხდა და სად იყო მისი მანქანა, ფიქრებისგან დაიღალა თავის ტკივილმაც გაუარა ცოტა მოძლიერდა ჩაიცვა და წავიდა, საავადმყოფოში მისულმა შეშინებული დემეტრე დაინახა, მაგრამ ისე მოიქცა თითქოს არაფერი არ იცოდა და ღიმილით მიეგება. -დემეტრე..... -ლარა, ლარა ცუდად არის. -რატომ, რა მოხდა.იკითხა შეშფოთებულმა და დემეტრეს უყურებდა, მაგრამ უეცრად დაუძახეს. -მიშო კარგია რომ აქ ხარ, სასწრაფოდ საოპერაციოში. დაუძახა ექიმმა და დემეტრეს შეხედა. -მოგვიანებით გინახულებ დემეტრე. საოპერაციოში შესულმა შეხედა მისი ასაკის ახალგაზრდა მამაკაცი იწვა საოპერაციო მაგიდაზე და მოემზადა, მზად იყო ოპერაციისთვის, მაგრამ მისი გონება ლარასთან იყო ლარა კი იწვა უძრავად და მის სხეულს უამრავი სამედიცინო მილი ჰქონდა შეერთებული და ოთახში სასიამოვნო მელოდიას უკრავდა აპარატზე შეერთებული სიცოცხლის განმახანგრძლივებელი მილი. ფანჯარასთან მერცხლებს ჰქონდათ ბუდე და ფანჯრის გარეთ დარაჯობდნენ ლარას სუნთქვას, დემეტრე კი გარეთ იყო და ლოცულობდა. -ლარა გთხოვ დამიბრუნდი მე ვერ ავიტან შენს სიჩუმეს, სახლშიდაც სიწყნარე არის მხოლოდ თვალებით ვესალმებით ერთმანეთს ისინიც ცუდად არიან, ძალიან განიცდიან მომხდარს. როცა ეგონათ რომ მათ ცხოვრებაში სიმშვიდემ დაიდო ბინა და გადალახეს მარტოობის და ტკივილის პერიოდი, ყველამ დაინახა ნერვიულობისგან გაჩენილი ხაზები დემეტრეს შუბლზე და ალაგ-ალაგ ნაადრევად გათეთრებული თმა.მისი ნაკეთები სიკეთეებით შეუძლებელი იყო კიდევ ეს ტკივილი არ დაეძლია ლარას, მისი ცხოვრების განვლილი წლები და ამ წლებში შექმნილი შიში ერთ საღამოს სიხარულით შეიცვალა. უძილო ღამეები, უფიქრო წუთები, ფართოდ გაღებული ფანჯრები და უეცრად ოთახში დიდი მკვეთრი შუქი შემოვიდა და გაიგონა. -დემეტრე..... -ლარა. მხოლოს სახელი წარმოთქვა და მტვერი გააცალა მის გონებაში დალექილ ცუდ ფიქრებს და მერე სულის სკივრს ახადა სახურავი რომ კიდევ ერთი რთული პერიოდი დიდ ტკივილთან ერთად იმ სკივრში ჩაეკეტა. -დემეტრე აქ ხარ... -ლარა აქ ვარ, შენთან ვარ საყვარელო. -დემეტრე ჩემი შვილი... -ყველაფერი კარგად არის, ორივე კარგად ხართ. -ყველაფერს მისი დრო აქვს დემეტრე და თუ ამ დროს გადავაბიჯეთ მერე ყველაფერი უფასურდება, წლებთან ერთად ცხოვრებასაც ეკარგება ფასი. -ლარა ცხოვრების ფასი ყოველთვის უნდა შეიგრძნო, რადგან გინდოდა თუ არ გინდოდა ცხოვრებამ გაჩუქა ის ვინც აქ გყავს მე კი ბოლო ამოსუნთქვამდე ვიქნები თქვენს გვერდით და მინდა ჩვენი პატარა ოჯახი კიდევ უფრო გაიზარდოს და დიდი გახდეს. დაღლილი თვალებით უყურებდა ლარას და არც უცდია მისი ხელის გაშვება, ლარას კი რაც შეეძლო დემეტრეს ხელს უჭერდა და ბოლოს თვალებში ჩახედა. -როგორ გაგითეთრდა თმები ამ რამდენიმე დღეში.... -ყველაზე რთული დღეები იყო ეს დღეები ლარა. -ვინ იყო გაიგეთ? -გიორგი არკვევს, მაგრამ ვფიქრობ რთული იქნება მთავარი ის არის რომ ორივე ცოცხლები ხართ. -ლარა ჩემო რკინის უძლეველო მეგობარო, როგორ ხარ. გიორგი ღიმილით მიუახლოვდა ლარას საწოლს. -როგორ ვარ და დამტვრეული, მგონია რომ არცერთი ძვალი აღარ შემრჩა გიო. -აბა, აბა ისევ მინდა დავინახო ძველი ლარა და იმ ძველი ლარას თვალებში გაჩენილი ვნების ალი დეკოლტით რომ შემხვდებოდი და ყველას გონებას ურევდი... -გიორგი გაჩუმდი... -რა გავჩუმდე, მახსოვს როგორ წვავდი შორიდანაც მამაკაცების გულს. -რა კარგ ხასიათზე ხარ, გაარკვიე რამე? -შენ რომ შეგხედე და უკეთესად ხარ მეც კარგად ვარ ლარა. -ვინ იყო, ვინ დამარტყა. -ვიპოვეთ მანქანა კამერებით, მაგრამ ის ვის სახელზედაც არის გაფორმებული გარდაცვლილია და ფაქრობრივად აღარ არსებობს პიროვნება, ვინ მართავს მანქანას მისი სახელით ვერ დავადგინეთ ყავს ოჯახი და შვილი, მაგრამ შვილმა არ იცის მძღოლობა თან არასრულწლოვანია და გამორიცხულია იმ დროს იმ ადგილზე ყოფილიყო რადგან ძალიან შორს არის ის ადგილი მისი სახლიდან. -გაქრა და გაუჩინარდა? -ჩვენ არა მარტო მძღოლს ვეძებთ, ავტომანქანაც გაქრა და ვერ ვიპოვეთ ჩვენ ვეყრდნობით კამერებიდან ნახულს. -მაშინ უნდა ვიგულისხმოთ ვიღაც დიდი პიროვნებაა ვისაც შეუძლია კარგად დაიმალოს ან ნაცნობია და მანქანა დამალა, სხვა არ ვიცი რა უნდა ვიფიქრო. -გასაგებია დემეტრე და სწორადაც მსჯელობ, მაგრამ დამიჯერე მეც თავად გაორებული ვარ. -გასაგებია, ჩემთვის სამართალი არასოდეს იზეიმებს და სულ ასე გაურკვევლობაში უნდა ვიყო. -შენ ძლიერი ქალი ხარ ლარა და ამ დარტმასაც გაუძლებ, მთავარია ორივე ცოცხლები ხართ და კარგად ხართ.შენ ძალიან ბევრს გაუძელი და ამასაც გადაიტან, მაგრამ აქ არ ვჩერდები მე ვიპოვი დამნაშავეს. -ცხოვრებაში მხოლოდ ერთი რამის მეშინია და ზოგჯერ ისეთ აზრზე ვდგები რომ შიშისაგან ღამეც არ მძინავს....... -რისი ან რატომ გეშინია ლარა. -ძალიან ბევრი ვეწამე და ძალიან ბევრი გადავიტანე, შევეგუე კიდეც ჩემს უაზრო შეცდომებს თუ უნებლიე ტკივილს.... -გადავიტანეთ, ლარა ჩვენ ორივემ გავუძელით ტკივილს. -ახლა კი მეშინია რომ უფალმა არ მიმატოვოს.... -უფალი არ ტოვებს განსაცდელში მის გაჩენილ შვილებს, ჩვენ ბოლომდე ერთმანეთის მხარ და მხარ ვიდგებით.... -ვიცი და მჯერა შენი,მაგრამ რაღაც მახრჩობს და მოსვენებას არ მაძლევს. რამდენჯერ სხეული მეჭიმება და სუნთქვა მეკვრება,გულიც მიღონდება და ამ დროს ვდგები ფრთხილად რომ შენ არ შეგაწუხო. -ლარა შიში ჩვენს ტვინშია და ეს არის საკუთარი თავის მოტყუება, დაიმახსოვრე შიში ის ძალაა რომელიც ხელს გვიშლის გავაგრძელოთ ცხოვრება.ლარას ხელზე ხელი მოუჭირა დემეტრემ და მასაც დემეტრეს იქ ყოფნით იმედიანად ჩაეძინა, დემეტრემ კი ფრთხილად გამოაცალა ხელი ლარას ხელს და ოთახიდან გავიდა სადაც ხმაური შემოესმა და შემდეგ მქუხარე ტაშის ხმაც გაიგონა გიორგიც იქ იდგა მის გვერდით და ორივემ გაოცებულმა შეხედა ერთმანეთს. -რა ხდება, ვის ხვდებიან ამ დიდი ოვაციებით. -არ ვიცი, ალბად ვინმე დააწინაურეს.ორივემ ფრთხილად გაიარა საავადმყოფოს ჰოლი და გიორგიმ დაემშვიდობა დემეტრეს, დემეტრემ კი ტელეფონი ამოიღო და დემეს დაურეკა. -როგორ ხარ ან სად ხარ დემე. -ვარჯიშიდან მოვედი სახლში ვარ, თქვენ როგორ ხართ რა ხდება ლარასთან. -მშვიდობა გვაქვს, ლარამ გაიღვიძა და დამელაპარაკა. -რა კარგია,ძია დემეტრე ბავშვი? -ორივე კარგად არიან,შეშინებულია და რამდენიმე დღე აქ იქნება ასე რომ ეს დღეები მარტო უნდა ივარჯიშო დემე ტურნილის დღე ახლოვდება. -ჩემზე არ ინერვიულო გთხოვ მშვიდად იყავი. -კარგი უნდა გავთიშო და უთხარი ყველას რომ კარგად ვართ.ტელეფონი გათიშა და თავი ისევ ფიქრებს მიუძღვნა, ვერც კი გაიგო როგორ შემოეძარცვა კიდევ ერთი დღე და გრძელი ღამე დამდგარიყო. ცხოვრება ყოველდღიური სიურპრიზია, ტკივილია, სიხარულია და როცა ღრმა ძილის შემდეგ თვალს გაახელ და ამ ყველაფერს გრძნობ რეალური ხარ და ცოცხალი ხარ. მიშოს სიხარულის დღეები დასრულდა და დაიწყო ნაცრისფერი გაუთენებელი ღამეები, რადგან ძალიან, ძალიან ტკიოდა დედის მოულოდნელი დაკარგვა და მამას თვალებში უყურებდა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ იგრძნო რომ მამას კარგავდა და დაკარგა კიდეც როცა ბადრი შვილის ასაკის გოგონაზე დაქორწინდა. ამ ქორწინებით მან წაართვა შვილს მომავალზე ფიქრი, წაართვა ოცნებებიც და დარჩა მასში უთქმელი ტკივილი და იმდენად დიდი იყო ტკივილი სწორედ ამ უთქმელმა და გულში ჩახვეულმა დარდმა ნელა ნელა ვნება გაუღვიძა. დამშეული თვალებით უყურებდა რუსას მიშო და რუსაც გრძნობდა გერის უცნაურ გამოხედვას,მიშო ებრძოდა თავს და როგორც შეეძლო ფიქრებშიდაც გვერდს უვლიდა რუსას და რაც შეეძლო გვიან მიდიოდა სახლში, ბევრჯერ მორიგეობას მორიგეობაზე აბამდა და მის პაციენტებს თავს დასტრიალებდა, მაგრამ ვეღარ ჩერდებოდა მხოლოდ შორიდან უნდოდა დაენახა რუსო.იბრძოლა, მაგრამ ვერაფერს გახდა ვნებასთან და ერთ დღეს როცა ძალიან გადაღლილმა გადაწყვიტა დაესვენა და დაეძინა ადამიანურად გვიან მივიდა სახლში და პირდაპირ საძინებელში შევიდა დილამდე ღრმად ეძინა, დილით რუსამ არ იცოდა მიშო თუ სახლში იყო და სააბაზანოდან გამოვიდა სველი თმებით თითქმის შიშველი მხოლოდ პირსახოცშემოხვეული აქ კი მიშომ ვეღარ გააკონტროლა თავისი თავი და რუსო ჯერ მის მკლავებში აღმოჩნდა და მერე მის საწოლში. -სად იყავი აქამდე რომ არ მოდი, შემეშინდა. -არ მითხრა რომ ჩემზე ნერვიულობდი. -ვინერვიულე რომ არ მოდი, ვიფიქრე რომ აქ აღარ მოხვიდოდი მამაზე გაბრაზებული. -რატომ დაქორწინდი მასზე, ყველაფერი მითხარი თუნდაც ტყუილი მხოლოდ ნუ მეტყვი რომ შეგიყვარდა. -არა არ შემიყვარდა, მაგრამ მინდოდა მყოლოდა ისეთი ადამიანი გვერდით ვინც დამიცავდა. -მასში დაინახე დამცველი? -არ ვიცოდი ჩემი ასაკის შვილი თუ ყავდა, მართლა არ ვიცოდი და ახლა რა იქნება მიშო. -არ ვიცი, ვნება იმდენად დიდი იყო შედეგებზე არ მიფიქრია. -მოვისმინე მამას რაც უთხარი, მართლა ფიქრობ აქედან წასვლას? -გინდა აქ ვიყო და ასე დამალული ცხოვრებით ვიცხოვრო? -მინდა რომ აქ იყო და ზოგჯერ ხომ ვიქნებით ერთად. -რუსა რა ადვილია შენთვის, აბა მე მკითხე როგორ ფიქრობ ადვილი იქნება ჩემთვის შენ იგივე სახლში ხარ და მეორე საძინებელში ჩემს მამასთან ერთად გძინავს და მე უნდა შევეგუო ამ მდგომარეობას, როცა დროს ვიპოვით მხოლოდ მაშინ შეგეხო? -რას მთავაზობ მიშო. -არაფერს არ გთავაზობ, გამომიწვიე და მეც მოგეცი ის რაც გინდოდა მივხვდი ვერ კმაყოფილდები მოხუცისგან და სხვისგან გინდა მიიღო ის რაც გაკლია, არ გამტყუნებ ქალი ხარ და სხეულიც თავისას ითხოვს. -ასე ნუ მელაპარაკები..... -ადექი და ჩაიცვი, იცის რომ დღეს არ ვმუშაობ სახლში ვარ და შესაძლებელია მოვიდეს. -არ მოვა, დამიბარა დამაგვიანდებაო. -სწორედ მაშინ უნდა გაითვალისწინო როცა დაგიბარებს დამაგვიანდებაო და ისწავლე რაღაც. მიშომ თვალი ჩაუკრა რუსას და საწოლში გასწორდა, რუსა ადგა თავი მოიწესრიგა და სამზარეულოში გავიდა ყავა გაიკეთა და მშვიდად იჯდა მის ფიქრებთან ერთად რომ ბადრი შემოვიდა სახლში უზარმაზარი თაიგულით და რუსამ გაოცებულმა შეხედა. -დაბრუნდი, მითხარი გვიან მოვალო. -სიურპრიზი გავუკეთე ჩემს პატარას, მიშო წავიდა უკვე ვერ მოვუსწარი? -მიშო, სახლშია მიშო არც ვიცოდი დღეს სახლში თუ იყო. გაიკვირა რუსომ და ამ დროს მიშოც მიუახლოვდა მათ თავზე პირსახოცი ჰქონდა და თმებს იმშრალებდა. -რას აკეთებ დღეს სახლში ხარ თუ მიდიხარ მოგვიანებით. -რატომ მეკითხები ჯერ ჯერობით აქ ვარ,გისმენ რაღაც გაქვს სათქმელი. -მინდა დაგელაპარაკო, მიშო ეს ბოლო პერიოდი ვერ მიდის კარგად ბიზნესის საქმე. -მე რა გავაკეთო.... -ვიღაც გვჭამს შვილო და როგორმე უნდა გავიგო ვინ. -მე შენს საქმეში არ ვერევი, არც არასოდეს გქონია სურვილი გეთქვა ჩემთვის რას აკეთებ რა ბიზნესი გაქვს და რით ხარ დაკავებული კარგად გიცნობ და შეძლებ აღმოაჩინო შეცდომები. -მაგრამ..... -მაგრამ მე ჩემი საქმე მაქვს მამა, ექიმი ვარ და არა მეღვინე არც არაფერი გამეგება მაგ საქმის ამიტომ არც ვერევი.ბადრი გაბრაზდა და რუსას შეხედა. -მოემზადე მნიშვნელოვან შეხვედრაზე მივდივარ და ჩემს გვერდით უნდა იყო.რუსამ შეხედა და უთხრა. -ჩემი წამოსვლა აუცილებელია? -აუცილებელია. მკაცრად თქვა ერთი სიტყვა ბადრიმ და რუსას შეხედა, რუსამ კი თავი აიყვანა ხელში და მშვიდად უთხრა. -რამდენი დღით მივდივართ, უნდა ვიცოდე. -ერთი დღით, 24 საათით და ნუ მაფიქრებინებ რომ ჩემს გვერდით ყოფნა არ გინდა.რუსა გაბრაზდა და ცრემლმორეული საძინებელში შევიდა, ცრემლი მოიწმინდა და თქვა. -რატომ ასეთი ტკივილი, რატომ ღმერთო.ტიროდა და თან ტანისამოსს არჩევდა, ოთახში ბადრო შევიდა და რუსას შეხედა. -რა გჭირს, ტირიხარ? -შენ რა გჭირს, შენს შვილზე გაბრაზებულმა ჩემზე იყრი ჯავრს და მე რა შუაში ვარ. -არ ვიცი რა მემართება ძალიან ვნერვიულობ და დღეს ვალდებული ხარ ჩემს გვერდით იყო. -შენს გვერდით ვარ ყოველთვის და არ არის საჭირო შემახსენო ჩემი ვალდებულებები. -კიდევ დიდი ხნით გაგრძელდება შენი უხასიათობა? იყვირა ბადრიმ და მიშო რომელიც უკვე კართან იდგა ჩურჩულით თქვა. -ცხოვრება დიდი სიურპრიზია ბ-ნო ბადრი და არავინმა ვიცით ხვალ რა დღე გათენდება. არც დედა ფიქრობდა მეორე დღე თუ აღარ ექნებოდა, მაგრამ დედა აღარ არის შენ კი მეორედ დაქორწინდი ამიტომ ცხოვრება დაგსჯის.კიბეები ჩაირბინა, ბინის წინ თავმოყრილ მოხუცებს მიესალმა რომლებიც მზეზე გამოსულიყვნენ თავიანთი ძვლების გასათბობად და ყველა მოიკითხა, შემდეგ კი თავაზიანად დაემშვიდობა მათ და წავიდა. -ყველა დედას ყავდეს შენნაირი შვილი შვილო. თქვა ერთ-ერთმა მოხუცმა და მეორემ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად, მაგრამ სინანულით თქვა. -კარგი დედის შვილია და კარგად აღზრდილი, მამამ კი ერთი წელიც ძლივს იგლოვა ჩვენი საყვარელი ნინო. აი დედასა, რა ცოლი და რა დედა იყო საცოდავი. -შვილის ასაკის გოგოზე დაქორწინდა, უნდა რცხვენოდეს ბადრის მისი საქციელის. ბადრი კი სახლში თავდახრილი იჯდა და რუსას არც კი უყურებდა ისე უთხრა. -ძალიან შეიცვალე, რაც მიშო გაიცანი მის შემდეგ შეიცვალე, იქნებ აზრიც შეგეცვალა ქ-ნო რუსა. რუსა გაბრაზებული მიუბრუნდა ბადრის და უთხრა. -რას ამბობ, რას ბოდავ ხვდები მაინც რა ფიქრები გიტრიალებს თავში. -მე ვხვდები, მაგრამ შენც უნდა ხვდებოდე და თუ რამე ჩემს ზურგს უკან ხდება იცოდე არ გაპატიებ, არ მიცნობ რუსა და ვინც მე გადამივლის ის ვერ ცოცხლობს. რუსამ შეხედა ბადრის და შეშინებულმა უთხრა. -იქნებ არც მომკვდარა შენი ცოლი ბუნებრივი სიკვდილით, იქნებ შენ მოკალი ის...... ბადრიმ თვალებჩაწითლებულმა შეხედა რუსას და უთხრა. -რაც გინდა ის იფიქრე, მაგრამ დაიმახსოვრე არ გაპატიებ ჩემს დაცინვას არც შენ და არც სხვას ვინც არ უნდა იყოს ჩემთვის სულერთია ჩემს მოწინააღმდეგეს დაუფიქრებლად გავანადგურებ. ახლა კი შიში დაივიწყე და მოემზადე, დავაგვიანეთ გასვლა.შეშინებული და ჩაფიქრებული ემზადებოდა, პირველად შეხედა გაბრაზებულ ქმარს და ცოტა არ იყოს დააფიქრა მისმა სიმტკიცემ და სიბრაზემ. რამოდენიმე დღე თვალებში უყურებდა ბადრის და მიშოსკენ არც კი გაუხედია, ყველა მის სურვილს უსრულებდა, მაგრამ პარალელურად შიგა და შიგ ფიქრობდა მიშოზე და ერთ საღამოს როცა ბადრის უკვე ღრმად ეძინა მიშოს ტელეფონზე დაურეკა. -გისმენთ. მოესმა მიშოს ნამძინარევი ხმა. -მე ვარ, სად ხარ და როგორ ხარ. -საათი არ გაქვს სახლში თუ ქმარი გაამგზავრე და გინდა მე მეთამაშო ახლა. -სად ხარ, ვიცი რომელი საათიც არის მაგრამ შენ სად ხარ გეკითხები მიშო. -ძალიან ხომ არ შეიჭერი საყვარელი ქალის როლში რუსა. -მიშო ნუ მკრავ ხელს, ძალიან მიყვარხარ. უთხრა და ცრემლი მოერია. -რუსა..... -მხოლოდ შენ თქვი, მხოლოდ შენ მიიღე გადაწყვეტილება და მე გავშორდები ბადრის. -ვერ ვიზამ და ვერც მაგ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებ ეს შენც კარგად იცი და ნუ ართულებ. დასრულდა ის რაც იყო და არც უნდა ყოფილიყო.... -მაგრამ მოხდა, შენც გიყვარვარ და მეც მიყვარხარ მიშო და ბედნიერები ვიქნებით. -საკუთარი მამის უბედურებაზე ავაგო ჩემი ბედნიერება? -წავიდეთ შორს იქ სადაც ჩვენ გვეცოდინება ჩვენი წარსული და ვინ ვართ ჩვენ. -მე გასაქცევი არაფერი არ მაქვს, არასდროს არავის მიმართ ცუდი არ გამიკეთებია რუსა და მიხედე შენს ბედნიერ ოჯახს და იმას ვინც აირჩიე თავიდან. -მიშო რას მიშვები, მე ორსულად ვარ. -ესეც ახალი ამბავი, რუსა გილოცავ და ქმარს ახარე ორსულობა და არა მე. -მიშო ნუ იქნები ასეთი სასტიკი ეს პატარა შენი შვილია, ჩვენი შვილი. -შვილს თუ გამიჩენს ქალი ის ქალი უნდა მიყვარდეს, ჩვენ ორივემ შეცდომა დავუშვით ვაღიარებ, მაგრამ უფრო გართობას დავარქმევდი იმას რაც ჩვენს შორის მოხდა და ეს ჩვენი შეხვედრები დროებითი იყო შეიგნე ეს.რუსა ტიროდა და ცდილობდა ხმა გაეკონტროლებინა, რადგან ეშინოდა ბადრის არ გაღვიძებოდა მიშომ კი გაბრაზებულმა უთხრა. -სამი ღამე ზედიზედ გადავაბი მორიგეობა რომ შენგან შორს ვიყო, შემეშვი რუსა და ჩაიკალი გრძნობა შენში.მიშომ ტელეფონი გათიშა და ვეღარ დაიძინა უყვარდა რუსა მაგრამ მათ შორის დაუმსხვრეველი კედელი იყო აღმართული და ცდილობდა რაც შეიძლება შორს ყოფილიყო მისგან, ადგა და სიგარეტი მოიძია რამდენიმე ღერი ზედიზედ ჩაწვა და ვერ შეძლო დასვენება ისევ ჩაიცვა და საავადმყოფოში წავიდა სადაც ყველას გაუკვირდა მისი მისვლა რუსამ კი თავი ვერ შეიმაგრამ და ტირილი აუვარდა, ვერც კი გაიგო როგორ მიუახლოვდა ბადრი და მხარზე ხელი დაადო. -რუსა რა გჭირს, რა მოხდა საყვარელო. რუსამ შეხედა და ტირილით უთხრა. -არ ვიცი შენ რას მეტყვი და ამიტომ ვეღარ ვერევი ჩემს თავს. -რა მოხდა, მითხარი და დამელაპარაკე. -ორსულად ვარ ბადრი. -ორსულად ხარ და ამიტომ ტირი? -ვტირი რადგან შენ უკვე დიდი შვილი გყავს და წარმატებული ექიმია, იქნებ..... -იქნებ აღარ მინდა პატარა ეს იფიქრე, დამშვიდდი და მოგვიანებით ვისაუბროთ. გული თავის ადგილას ძლივს ეტევა,გაუსაძლის სუნთქვას ამოყოლილი ძგერა სუსტად ისმის ოთახში.სასოწარკვეთილმა შიშმა მთელი სხეული გაუნგრია, მარცხენა მხარეს მკერდზე ტკივილი იგრძნო და ხელი დაიდო მწარე ტკივილმა მოკლე სუნთქვაც შთანთქა, მალე ისევ გაიშალა ფილტვები და ამოისუნთქა.იქვე დემეტრეს ჩასძინებოდა და არ უნდოდა გაეღვიძებინა, მაგრამ მისმა ამოკვნესებამ ფეხზე წამოაგდო და ლარასთან მივიდა. -როგორ ხარ, რა გტკივა ექიმს დავუძახებ. -არა, არ მინდა ექიმი დემეტრე. -აბა რატომ წუხარ, მითხარი რა გავაკეთო. -ვფიქრობ და არ უნდა ბევრი ძებნა ის არის, მხოლოდ მასზე ვფიქრობ სხვა მტერი მე არ მყავს დემეტრე. -დამშვიდდი, გითხარი გაირკვევა ყველაფერი. -გაიგო, დემეტრე მან გაიგო რომ შვილს ველოდები და არ უნდა ეს პატარა დაიბადოს, როგორც ახერხებს მამწარებს.ნუ ფიქრობ სხვაზე, ის არის იმ სქელი კედლებიდანაც მომწვდა სხვა გამოაგზავნა და ასე იქნება ყოველთვის თუ პასუხი არ აგებინა სასამართლომ მისი დანაშაულისთვის და არ დაისაჯა. -ლარა დარწმუნებული ხარ რომ ბავშვი მისი არის? -ეს არის დიდი პრობლემა რომ დარწმუნებული არ ვარ და არც ის ვიცი ვინ არის ნიღბიანი. -კარგი, კარგი დამშვიდდი.... -მე რა ადამიანი ვარ, არ ვიცი ვინ შემეხო და არც ის ვიცი ვისი შვილი უნდა გავაჩინო. ლარა ტიროდა რომ ოთახში მიშო შემოვიდა ანალიზების პასუხებით ხელში და ლარას შეხედა. -როგორ ხარ კოლეგა.... -შენ მითხარი როგორ ვარ ანალიზები რას გიჩვენებს, არც შეეცადო რამე დამიმალო. -აქვს აზრი დამალვას ან რატომ უნდა დავმალო ამ ფურცელზე შენი ჯამრთელობის პასუხები არის და ასე რომ ანემია გაქვს ესე იგი სისხლის უკმარისობა. შემდეგ დემეტრეს მიუბრუნდა და უთხრა. -გახეხილი ჭარხალი უმეთ ეს უნდა ჭამოს და ბროწეული ასევე კარგია ღვიძლი ოდნავ მოშინებული ტაფაზე ჯერ აუცილებელია სისხლის დონე ნორმაზე დავაყენოთ და ნაყოფი 5 თვის არის, ძლიერი გოგო უნდა იყოს რადგან დიდ სტრესს გაუძლო. -გოგო არის? დემეტრეს თვალები აუციმციმდა ლარას ხელი ხელში აიღო და ღიმილით უთხრა. -არ გინდოდა გაგეგო სქესი, მაგრამ გოგო არის და მართლაც ძლიერი გოგო ასეთ ძლიერ სტრესს რომ გაუძლო. მიშომ უხმოდ დატოვა ოთახი და დაფიქრებული მიდიოდა ელენე რომ შეხვდა წინ და შეაჩერა. -რა მოხდა, ლარასთან იყავი? -იქედან მოვდივარ. ელენემაც ანალიზების გადახედა და მიშოს შეხედა. -რატომ ხარ ასე დარდიანი, რამე მოხდა? -არა, არაფერი.... -მითხარი რაზე ფიქრობ ასე რამ დაგადარდიანა. -არ ვიცოდი ლარა და დემეტრე.... -აააა, ისინი მალე დაქორწინდებიან სულ რაღაც თვეები და პატარაც გაჩნდება, დემეტრე საუკეთესო მამა იქნება და მე მჯერა ლარაც ბედნიერია მასთან სხვა შემთხვევაში არ ისურვებდა ბავშვის გაჩენას. მიშომ უცნაურად შეხედა ელენეს რაც ელენეს არ მოეწონა და უხმოდ წასულ მიშოს თვალი გააყოლა, შემდეგ შებრუნდა და ლარას კაბინეტში შევიდა. ელენე ყურადღებით კითხულობდა პაციენტების ანალიზის პასუხებს, მაგრამ მის თვალებში მიშოს უცნაური გამოხედვას უყურებდა გული ვერ დაუდო საქმეს და ლარასთან წავიდა მიდიოდა დაფიქრებული რომ გიორგის დაინახა და ორივეს გაუხარდა ერთმანეთის ნახვა. -როგორ ხარ დაკარგულო,როდის დაბრუნდი ან მარტო დაბრუნდი? -უთქვენობა ვერ შევძელი და წამოვედი.... -ჯერ არ გელოდით და გინდა დაგიჯერო ევროპა ჩემს გამო დატოვე? თქვა გიორგიმ და გულიანად გაიცინა რაზედაც ელენეც გააცინა და ელენემ უთხრა. -ისევ ის უდარდელი სიცილი გაქვს, არ იცვლები. -პაციენტი როგორ არის, შეიძლება რომ ვნახო? თქვა და ლარასთან შევიდა. -მეგობარო როგორ ხარ.... -კარგ ხასიათზე ხარ გიორგი... -შენ რომ კარგად ხარ მეც კარგად ვარ მეგობარო. გიორგიმ ელენეს შეხედა და უთხრა. -რა მოხდა რა გაორებული სახე გაქვს... -არა არაფერი, წუხელ რთული ღამე იყო და გადავიღალე.შენ ჯერ მიდიხარ სახლში? -მალე გავალ მნიშვნელოვანი საქმე მაქვს. -მეც გავდივარ, დამელოდე და ერთად გავიდეთ რაღაც მინდა შეგეკითხო. -ლარას ეხება? იკითხა დემეტრემ და ელენეს შეხედა. -არა, არა, ჩემი საქმე არის ბინის თაობაზე მაქვს პრობლემები და შესაძლოა ადვოკატის აყვანა დამჭირდეს. -რატომ გაქვს პრობლემა, შენ ხომ წასული იყავი. -სწორედ ეს არის პრობლემა რომ ახალი მობინადრეები არ მცნობს და ჰგონით რომ ვიქირავე ბინა და ზემოდან უკვე მერამდენედ ჩამოუშვეს წყალი სააბაზანო საერთოდ გამოსაცვლელია, უკვე დავიღალე დემეტრე. -ეს მოგვარებადია ნუ გეშინია, წავიდეთ და ერთად დაველაპარაკოთ მაქვს ცოტა დრო, მაგრამ თუ გვცემეს ერთად გვცემონ შენ შეიძლება ცემას არ დაგაჯერონ ქალი ხარ და ..... -გიორგი...... გულიანად გაეცინა ელენეს და ყველა იცინოდა. -რა გიორგი სიმართლეს გეუბნები გოგო. -კარგი მასე იყოს, წავალ გამოვიცვლი სმენას გადავაბარებ და გამოვალ. -შენ ამ საავადმყოფოს კრუგი დაარტყითქო ის კიარ მითქვია, ცოტა დრო მაქვსთქო და მალე მოდი. -მოვალთქო გითხარი. ელენე გადიოდა დემეტრეს რომ მიუბრუინდა. -დემეტრე ისევ აქ დავბრუნდები და სანამ ლარა ფეხზე არ დადგება ვერ მომიშორებ თავიდან. დემეტრეს გაეცინა და უთხრა. -წადი დაისვენე მთელი ღამე ფეხზე ხარ და კიდევ აქ რომ მოხვიდე მეტყვი შეუბრალებელი ადამიანი ხარო. -არა, არა მეგობარო ამ ოთახში არავინ არ შემოვა და ეს საწოლი ჩემია აქ დავიძინებ, ასე ჩემი მეგობრის გვერდით ვიქნები. -ააა, აააახ. უეცრად ლარამ წამოიკივლა ყველამ მას შეხედა, ელენე მივიდა და ლარა ოდნავ წამოაჯინა და უთხრა. -რა მოხდა, რა გტკივა.ლარამ შეხედა და ცრემლიანი თვალით უთხრა ელენეს. -დამარტყა, ძალიან მეტკინა ისეთი ძლიერი დარტყმა იყო. -გეფიცები ფეხბურთელი გამოვა ეს ბავშვი, ბურთის ზუსტი დარტყმა ეცოდონება. გაეცინათ გიორგის ნათქვამზე და ცოტა ხანში ლარას თვალები მიელულა. -ელენე სულ რატომ ძინავს. -მას ძლიერი დამამშვიდებელი აქვს გაკეთებული და სანამ ის არ გამოვა ორგანიზმიდან ასე იქნება და ნუ გეშინია არ არის ცუდი რომ ძინავს, ასე უფრო გამოვა მდგომარეობიდან რადგან მშვიდად არის.უთხრა დემეტრეს და გავიდა, რამოდენიმე წუთში კი სულ სხვა ელენე იდგა მათ წინ და გიორგიმ უთხრა -ელო ახლოს დამიდექი რომ გავივლით წყვილი ვეგონებით, მაგრამ რა იციან მე რომ ცოლი და შვილიც მყავს. -ცოლი და შვილი, როდის დაქორწინდი გიორგი.... -ოოო, გიორგი დაქორწინდა 16 წლის უკან მისი სიმაღლის შვილი ყავს შენ არ იცოდი? გაოცებულმა შეხედა დემეტრემ და გიორგის თვალი ჩაუკრა. -წამოდი, წამოდი, გინდათ ტყუილებით გამომიჭედოთ თავი? -გეფიცები მარი აი ჩემი შვილი. გიორგიმ ფოტო აჩვენა მარის და ელენე გაოცებული უყურებდა ფოტოს ის გიორგის ახალგაზრდობა იდგა და შეხედა. -რამოდენიმე თვის წინ გნახე და ისევ თავისუფალი ვარო მითხარი და ეს როგორ.... -ეს დიდი ისტორიაა, რომელიც წლების წინ დაიწყო და ჩემი შვილიც უჩემოდ გაიზარდა, მაგრამ ისევ ვიპოვეთ ერთმანეთი და ახლა ჩემს გვერდით არიან ორივე დედა-შვილი. საავადმყოფო ორივემ ერთად დატოვა, ელენე ჩაფიქრებული მიდიოდა და გიორგის გაეცინა. -ისევ ფიქრობ? -გამაოცე და არ უნდა ვიფიქრო? -მანქანით ხარ თუ გაგიყვანო ბინამდე და ერთად ვნახიოთ რაც არის გაფუჭებული. მარიმ გულიანად გაიცინა და გიორგის შეხედა. -მართალი ხარ გიორგი მეც პრობლემებით დატვირთული გავერიდე ყველას და ყველაფერს, გზა რომელიც მე გავიარე ადვილი გასავლელი არ ყოფილა. ჩემი გავლილი გზა ჩემივე შეცდომებით არის სავსე, მაგრამ ეს მე გავიარე და ახლა ისე უნდა გავტკეპნო ჩემს წინ გასავლელი გზა რომ არ წავბორძიკდე და სწორად ვიარო. საკმარისია შეცდომები, აღარ მაქვს შეცდომის დაშვების უფლება. მე წავედი დავტოვე ლარა და დავტოვე ყველა, მაგრამ არავინ არ მიმიტოვებია.წავედი რადგან ჩემი გადარჩენა მხოლოდ წასვლით შემეძლო, რომ ჩემივე თავი ამეყვანა ხელში და არ ვიცი ეს წასვლა გაქცევა იყო თუ სისუსტე თუ ძლიერება, მაგრამ მე ამ წასვლით იმ გარკვეულმა დრომ ბევრ რამეზე დამაფიქრა და გამომაფხიზლა.წავედი და ჩემი გზის პოვნა მინდოდა, ჩემი თავის პოვნა მინდოდა და არ ვიცი ეს შევძელი თუ არა, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა გამეკეთებინა.მიყვარდა, მართლა მიყვარდა, მაგრამ მანვე მოკლა ჩემში სიყვარული.კედელთან მიმაყენა და სიყვარულისთვის დამსაჯა, წავიდა ჩემგან უფრო სწორად გავუშვი და დავრჩი საკუთარი გრძნობების ჭირისუფალი.გთხოვ მაპატიეთ, რომ იმ დროს როცა ლარას უჭირდა მის გვერდით არ ვიყავი. -ელენე სამყაროს რომ სრულყოფილად ხედავსე შენი ორივე თვალი გჭირდება და თვალები კარგად გაახილე, გაიაზრე რა შეცდომა გაქვს დაშვებული და იმავე შეცდომას ნუ დაუშვებ. შენ უნდა გაუფრთხილდე პირველ რიგში შენს თავს, შენს პირადულს რომ შეძლო შენში შემოსული ახალი სინათლის აღთქმა.შენ ვერ შეძლებ იცხოვრო სიძულვილით და ვერც იმას შეძლებ სხვაზე გაბრაზებულმა ყველას ხელი კრა და სიძულვილით შეხედო, ბრაზით სავსემ იარო. შეცდომები ყველას გვაქვს დაშვებული და შეცდომა შეცდომაა და არა ცოდვა, ცოდვა ისაა რომ შენ შენს თავში დარწმუნებული ხარ რომ შენ ხარ მხოლოდ და მხოლოდ სრულყოფილი და ფეხი არასოდეს არ დაგიცდება.იცოდე თუ წაიქცევი ისევ ფეხზე ადგომისას თავი მაღლა ასწიე და მყარად დაადგი ფეხი მიწას, ცხოვრება ბრძოლაა მეგობარო და ჩვენ ყველა ვბრძოლობთ შენც იცხოვრე შენი ცხოვრებით, მაგრამ იყავი მართალი ჯერ საკუთარ გულთან და მერე უფალთან. ელენე მადლიერი თვალებით უყურებდა გიორგის და ცრემლმორეულმა უთხრა. -იცი რომ წლებია მიყვარხარ..... -გიყვარვარ..... გაოცებულმა შეხედა გიორგიმ ელენეს და მარის გაეცინა. -ხო მიყვარხარ გიორგი მაგრამ არა როგორც მამაკაცი და სურვილი, ვნება მაქვს შენს მიმართ, მიყვარხარ როგორც კარგი ადამიანი და მეგობარი, მეგობარი ვისი იმედიც ყოველთვის მქონდა და მაქვს. -უფ ამოვისუნთქე, გული ლამის გამიჩერე ელენე. -მასხარა ხარ, ყოველთვის ასეთი იყავი და არ შეცვლვლილხარ. -მოვედით ელენე და იფიქრე მიშოსთან თამაშს როდიდან დაიწყებ ან როგორ დაიწყებ. -ვიფიქრებ გიორგი გეგმას შევადგენ და პატაკს ჩაგაბარებ უფროსო. -პატაკი არ მჭირდება, მე მინდა დამნაშავე ვამხილო. -ვამხელთ და ლარას დავუბრუნებთ მის პირვანდელ ცხოვრებას.ელენემ გიორგის კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა და მანქანიდან გადავიდა, გიორგიმ თვალი გააყოლა მიმავალ მარის და ბოლოს სიგნალით დაემშვიდობა მარიმ კი ბინას გვერდი აუარა და იქვე პარკში ძირს დაყრილ ჭადრების უამრავ ფოთლებში შრიალით გაიარა და ერთი გაყვითლებული ფოთოლი ხელში აიღო. -ვინ იცის რომელი ხის რომელი ტოტიდან მოწყდი და აქ ქარში ფრიალის შემდეგ მოხვდი უმისამართოდ ხეტიალის შემდეგ, მეც ასე დამემართა, მხოლოდ განსხვავება ისაა მე ჩემს მიწაზე დავბრუნდი ჩემს ბუდეში და შენ? უეცრად მოიღრუბლა და წვიმა წამოვიდა იდგა წვიმაში ყვითელი ფოთლებით და არ ჩქარობდა ბინაში შესვლას, გიორგი კი ერთიანად სველი შევიდა სახლში.ცარიელი მოეჩვენა სახლი ბავშვებს რომ ვერ შეხედა და ნელის კითხა. -ბავშვები სად არიან ნელი. -გოგოები ოთახში არიან, გიორგი კი მეგობართან წავიდა და ჯერ არ მოსულა. -დაურეკე? -დაურეკა დარინამ და გზაში ვარო. -გოგოები ვინ არიან, ირინი მოვიდა? -არა მარი მოვიდა და საუბრობენ ერთად. -როგორც იქნა დამშვიდდა ეს გოგო. -ლარა როგორ არის, ექიმი ნახე და ელაპარაკე? -ექიმი არ მინახია, დემეტრე იქ არის და მითხრა ჯერ კიდევ იქ უნდა იყოს რადგან დასუსტებულია ძალიან და უნდა მოძლიერდეს. გიორგი დაჯდა ნელის წინ და ნელიმ გაოცებულმა შეხედა. -რას აკეთებ.... -რას ვაკეთებ, რა გაოცებული მიყურებ. -გაიხადე გიორგი. -გავიხადო? თვალებგაფართოვებული უყურებდა ნელის, მაგრამ ნელიმ გულიანად გაიცინა და უთხრა. -რას სულელობ, გიორგი სულ სველი ხარ გაცივდები. -ლარაზე ვფიქრობდი და ვერც კი გავიგე როგორ დავსველდი, ჭიშკრიდან აქ მოსვლამდე ძალიან დაუშვა წვიმამ. გიორგიმ გამოიცვალა და ის იყო ისევ თავის ადგილი დაიკავა რომ გოგოები მიუახლოვდა და მარი გიორგის მიესალმა. -როგორ ხარ ძია გიორგი. -შენ როგორ ხარ, ძალიან გამიხარდა რომ შეგხედე სახეც დამშვიდებული გაქვს და ვხედავ გიხარია ცხოვრების ახალი ეტაპი. -თქვენი დახმარებით დამშვიდდა ჩვენი ცხოვრება და მამამ ბევრჯერ მითხრა, თურმე რაოდენ დიდი შეცდომა დაუშვა. -მართალია მამაშენმა შეცდომა დაუშვა, მაგრამ არა იმიტომ რომ დაქორწინდა, მარი მან ვერ გაიცნო კარგად ვის გვერდით უნდა ეცხოვრა და სხვა ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდა, რაც შენ გეკუთნოდა ისევ შენს მფლობელობაში დარჩა. -მშვიდ ღამეს გისურვებთ. დაემშვიდობა ყველას და უკვე კარში გადიოდა რომ გიორგი შეეფეთა წინ. -მარი, აქ ხარ და უკვე მიდიხარ? -ორი საათია აქ ვარ, უკვე დროა სახლში წავიდე. -მე ახლა მოვედი.... -მერე შენ რომ მოდი სახლში მიტომ გავჩერდე? -ვეღარ გნახულობთ სულ მუშაობ და დასვენების დღეც არ გაქვს, როდის ისვენებ. -საცხობი ყოველ დღე მუშაობს, ასე რომ მეც ყოველ დღე ვმუშაობ გიორგი. -მაგრამ ჩვენ სულ დავშორდით ერთმანეთს. -იქ თუ მოხვალ დასვენების დროსაც გამოვნახავ, მაგრამ როდის ვიყავით ასე ახლოს რომ პირადულით დაინტერესდი. გიორგიმ თვალებში ჩახედა მარის და უთხრა. -ეს დღეც დადგება რომ ერთმანეთის ყოველი ნაბიჯი ვიცოდეთ, არ დაივიწყო. მარიმ გაოცებულმა შეხედა გიორგის და ლოყებ აწითლებულმა დატოვა მეგობრის სახლი, დარინა ღიმილით უყურებდა ორივეს, ნელიმ კი გიორგის ჩურჩულით უთხრა -ჩვენს გიორგის მარი მოსწონს, არაფერს ეტყვი? გიორგის გაეცინა და ნელის ბედნიერმა შეხედა. -გგონია დავუშლი და ვეტყვი რომ დაივიწყოს რადგან ჯერ ასაკით პატარაა? არა ნელი გახდება თუ არა სრულწლოვანი მოიყვანოს და ოჯახი გაიზრდება, შვილიშვილები მეყოლება მათ ვეთამაშები საღამოს დაღლილი რომ მოვალ ნერვებ-დაწეწილი ზოგიერთი უტაქტო კლიენტისგან.ნელი უყურებდა და უსმენდა გიორგის გაღიმებული და მერე გულიანად გაიცინა, ბავშვებმა კი გაოცებულმა შეხედა ნელის და შემდეგ გიორგის რომელსაც უნდოდა გაცინება, მაგრამ თავშეკავებული იჯდა. -რა მოხდა, რა გულიანად იცინი დედა. -ბედნიერი ვარ შილო შენ რომ ბედნიერს გხედავ. -მეც ბედნიერი ვარ თქვენ რომ გიყურებთ და იცით რას ვფიქრობ, მინდა მეც ისეთი სიყვარულით მიყვარდეს როგორი სიყვარულიც თქვენ გაქვთ. გიორგი უყურებდა შვილს და მერე ნელის შეხედა, შეხედა ის თვალებით რომ უხმობდა და მზერა ისევ შვილზე გადაიტანა, შემდეგ მის გვერდით დარინას შეხედა და თქვა. -ორივე ჩემთან მოდით.გაოცებული გიორგი და დარინა მიუახლოვდა გიორგის, მაგრამ გიორგიმ ისევ მდუმარედ უყურა ორივეს და თქვა. -როცა გიყვარს დედამიწა სულ სხვანაირად ანათებს შვილო და სანამ დარწმუნდები, რომ ძლიერ გიყვარს ჯერ სიყვარულისგან გაჩენილი იარები უნდა მოიშუშო.სანამ შენს ფიქრებში მზე სიყვარულით ანათებს ნუ დაუშვებ იმ ფანჯარას ნაცრისფერ ფარდას და თუ ნამდვილად გიყვარს მუდამ უნდა გახსოვდეს მისი თმის სურნელი.არასოდეს დაკარგოთ თქვენი გრძნობები ან დამალოთ ისინი და იფიქრეთ სიცოცხლის ამაოებაზე.წლები გავიდა შვილო და ჩემი სიყვარული დედაშენისადმი უცვლელი და ჭეშმარიტია, ნამდვილია და წრფელია. სიყვარული სათუთი გრძნობაა და ამ გრძნობას სიფრთხილე უყვარს, გაუფრთხილდით ამ გრძნობას და ალბად ვგრძნობდი რომ ჩვენ ისევ შევხვდებოდით ერთმანეთს და ეს სიყვარულიც ამიტომ დაიმარხა ჩვენში ასე ძალიან.წლები გავიდა მე კი იმედით და დიდი გრძნობით ველოდი იმ წუთებს როცა შევხვდებოდი ნელის თუმცა ვიცოდი მე დავაშავე, მე ვიყავი ჩვენი დაშორების მიზეზი და მე გავჭიმე ეკლიანი მავთული, ასევე მე ავღმართე უზარმაზარი კედელი ჩვენს შორის, მაგრამ მე მაინც ვეტრფოდი ჩვენს დაუსრულებელ ოცნებებს როცა მასზე ვფიქრობდი. როცა გავაცნობიერე სახლში მისულმა სიცარიელე რომ დამხვდა რა ჩავიდინე ჩემი გული რამდენიმე წუთით გაჩერდა, ჩემი გონება კი ისე აირია აღელვებულ ზღვას დაემსგავსა, მაგრამ მაინც მჯეროდა რომ მე ჩემს საძინებელში მას ისევ ჩავხედავდი თვალებში და ეს მოხდა, ბედნიერი ვარ ყოველ დილით მას რომ ვხედავ ჩემს გვერდით წლების შემდეგ და ჩვენ ისევ გაგვიჩნდა რწმენა, ისევ გვაქვს ოცნებები და ისევ გვაქვს ერთი მიზანი, მიზანი კი იცით რა არის.... -არა გიორგი ვინ არის მიზანი ჩვენი ეს უფრო სწორი ნათქვამია. -დიახ ვინ არის ჩვენი მიზანი, შენ ხარ შვილო და თქვენ ხართ ორივე და ჩვენი ორივეს გონება ახლა მხოლოდ თქვენზე კონცენტრირდება. შვილო თუ გიყვარს ნუ გაუშვებ, მაგრად ჩაეჭიდე და ცხოვრების ბოლომდე ერთად იყავით,მაგრამ დაიმახსოვრე გიორგი არასოდეს, არასოდეს არ დაუშვა ის შეცდომა რაც დავუშვი მე და ჩემი დაშვებული შეცდომის გამო არ ვიცოდი შენი არსებობა, არ ვიცოდი თუ შვილი მყავდა და ახლა მე ბედნიერი ვდგევარ შენს წინაშე.მაპატიე შვილო რომ უჩემოდ დაიბადე, უჩემოდ გაიზარდე, უჩემოდ ამოგივიდა პირველი კბილი, უჩემოდ გაიარე პირველი ნაბიჯები, მაპატიე. -მამა მინდა რომ შენნაირი მეუღლე და მამა ვიყო, შენნაირ ადამიანი ვიყო. -მე კი მინდა ვინც დადგება ჩემს გვერდით შენნაირი იყოს, შენსავით ვუყვარდე და მავსებდეს.თქვა დარინამ და გიორგის ჩაეკრა. -შენ ქალიშვილო ჩემს დაუკითხავად ნუ მიიღებ გადაწყვეტილებებს, ამაზე ნუ ვიკამათებ და ნუ იქნები დედაშენივით ჯიუტი, ზოგჯერ მოსმენა უნდა იცოდე ისევ შენი უკეთესი მომავლისთვის.ნელი ფეხზე წამოდგა და ორივე ხელები მოხვია მის საყვარელ ადამიანებს და თქვა. -ბედნიერია ოჯახი როცა ერთი ენით საუბრობს იქ ყოველთვის სიმშვიდე და ჰარმონია სუფევს, მიყვარხართ მე თქვენ და მავსებთ, მაბედნიერებთ. -შენ ის მითხარი და აღიარე ის ღამე თუ გახსოვს ზაფხულის ღამეში ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ რომ ვიცეკვეთ. -მახსოვს, მახსოვს და მადლობა ყველაფრისთვის მინდა კიდევ უამრავი ლამაზი წლები ვიყოთ ერთმანეთის გვერდით ჩემო ტკბილებო. მე ვაფასებ თქვენს სიყვარულს და მადლობა შენ რომ ისევ გიყვარვარ ისეთი როგორიც ვარ და მადლობა რომ თავს მაგრძნობინებ ყველაზე იღბლიან ქალად, მადლობა შენ რომ ყველაზე რთული და ტკივილით სავსე დღეები გამიადვილე და მადლობა შენთან ერთად ყოველი წამისთვის. -არასოდეს, არასოდეს არ ვყოფილვარ ასეთი ბედნიერი ახლა რომ ვარ, მადლობა შენ რომ შვილი მაჩუქე ნელი და დაიმახსოვრეთ რაც არ უნდა მოხდეს ჩვენ ყოველთვოს ერთად ვართ და მეტს არც არაფერს არ ვითხოვ. -მუდამ ასეთი შეკრული ვიყოთ მამა. თქვა გიორგიმ რომელსაც თვალებში ცრემლი ჰქონდა, დარინა კი გიორგის ფრთის ქვეშ ბედნიერი უყურებდა სამივეს და ტკბებოდა მათი სიყვარულით, მაგრამ სიყვარულში გაერთიანებულები გიორგის მისმა დავიწყებულმა ტელეფონმა შეახსენა თავი და დააფრთხო მათი სიმყუდროვე,სამივეს გადახედა მოწყენილმა და თქვა. -სამსახური და საქმე თავს არ გვავიწყებს, ბოდიში მაგრამ უნდა ვუპასუხო.ტელეფონი აიღო და ელენეს ნომერი რომ დაინახა შეშფოთდა. -გისმენ ელენე... -გიორგი მნიშვნელოვანი.... -მითხარი გისმენ. -გაარკვიე ვინ არის რუსა და რა საერთო აქვს მიშოსთან. -გასაგებია,ესე იგი არსებობს ქალი ვიღაც რუსა მის ცხოვრებაში. -მეც ეს დასკვნა გავაკეთე, მაგრამ.... -უნდა გავიგოთ ვინ არის ეს რუსა და ხვალ გავარკვევ. -ველოდები შენს ზარს გიორგი. -შენ კი გააგრძელე შენი თამაში, ლარა როგორ არის. -უკეთ არის დემეტრეც აქ არის არ წასულა და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, ლარამ გაიხსენა მანქანის ფერი მითხრა რომ მუქი ლურჯი ჟუკი იყო რაც ძალიან კარგად ახსოვს. -მუქი ლურჯი ჟუკი, კარგი ელენე გადავცემ ბიჭებს და ვნახოთ რა გამოვა.ტელეფონი გათიშა და ტატოს დაურეკა. -გისმენ გიორგი. -მაშ ასე დაზარალებულმა გაიხსენა ტატო მანქანა რომელმაც დაარტყა იყო მუქი ლურჯი ჟუკი, ეს ერთი და მეორე ინფორმაცია უნდა გამირკვიო და დამიზუსტო ვინ არის ქალი მიშო ბაჯაძის ცხოვრებაში ვინმე რუსა. -მიშო ბაჯაძე ეს ექიმი მიშო არის? -კი ექიმი მიშო არის ტატო. -და ვინ არის ეს ქალი გიორგი ან რატომ ხარ ასე ძალიან დაინტერესებული. -ტატო გამირკვიე, დააზუსტე და დაწვრილებით ინფორმაციას მალე გეტყვი. -კარგი, ხვალ გელოდები ოფისში და ხვალ ვისაუბროთ. -შენ კიდევ მანდ ხარ? -აქ ვარ გიორგი იმდენი რამე მომაყარე სად წავიდე, მალე სახლიდან გამომაგდებს ცოლი რადგან ბავშვები ვეღარ მიცნობს მათ საკუთარ მამას და შენი ბრალი იქნება. -თავშესაფარს მიიღებ საუკეთესოს და ნუ ბუზღუნებ, ხვალ მეც შემოგიერთდები. -დაისვებნეთ ბ-ნო გიორგი გადაღლილი ხართ და ხვალ თუ მობრძანდებით რამდენიმე სქელი საქაღალდე დაგხვდებათ თქვენს მაგიდაზე და გულისყურით გადახედეთ, სათვალე არ დაგავიწყდეთ. -არ მჭირდება სათვალე ჯერ კარგი მხედველობა მაქვს. თქვა გიორგიმ და გულიანად გაიცინა მის სიცილზე კი ტატოსაც გაერცინა და ტელეფონი გაუთიშა.გიორგი მშვიდად იყო რადგან ტატო და რატი საუკეთესოები იყვნენ მის საქმეში, მშვიდი ღამე იყო მათ ოჯახში,მაგრამ უფრო მშვიდი და განსხვავებული სახით შევიდა ბადრი ერთ-ერთ რესტორანში სადაც ღიმილით შეეგება რესტორნის მენეჯერი და რუსას ხელზე ეამბორა რაც ბადრის არ მოეწონა და წარბი მაღლა ასწია.მენეჯერმა შამჩნია ბადრის სიმკაცრე, მაგრამ გაუღიმა მას და საუკეთესო მაგიდასთან მიიწვია, რუსა კი იდგა ბადრის უყურებდა და გულში ფიქრობდა. -მე შემიძლია შენთან ერთად ვიცურო დიდხანს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ბოლოდე შენთან დავრჩები. შენ გგონია ძალას ფლობ და შეძლებ მე ტალახში ამომსვარო, მაგრამ მხოლოდ მე შემიძლია ცხოვრების ეკლიანი პერანგი ჩავიცვა და შემდეგ ვირბინო, მხოლოდ ჩემს მიზანს მივაღწიო და შენს გვერდით ყოფნა მტკიოდეს და ასევე ვიყო შენი შიშველი მონა. შენ შეგიძლია აკეთო ყველაფერი ფულისთვის და არა სიყვარულისთვის, მოლოდ შენ შეგიძლია შენი დიდებისთვის საკუთარი თავი გაყიდო და შემდეგ ამას მიღწევა დაარქვა, ასევე შეგიძლია მოკლა ჩემში იდეები და ჩემგან შექმნა რობოტი, მაგრამ მე ხორცშესხმული ადამიანი ვარ ქალი და სითბო მჭირდება. -მობრძანდით ბ-ნო ბადრი დიდი დრო გავიდა აქ აღარ ყოფილხართ და სასიხარულოა თქვენი ნახვა. -მართალი ბრძანდებით ჩემო გოდერძი დიდი დრო გავიდა არ შემომივლია, მაგრამ დღეს მოვედი ჩემს მეუღლესთან ერთად. -მეუღლესთან ერთად, შესანიშნავია და რას მიირთმევთ ღვინო წითელი თუ თეთრი მოგართვათ. -თეთრი იყოს ამჯერად.გოდერძიმ თავი დაუკრა წყვილს და წავიდა, რუსამ გაოცებულმა შეხედა ბადრის და უთხრა. -რას ავღნიშნავთ აქ რომ მომიყვანე როგორც ვიცი არცერთის დაბადების დღე არ არის და ვერ ვხვდები აქ რატომ მომიყვანე. -მხოლოდ დაბადების დღეზე გვაქვს უფლება ავღნიშნოთ, არ შეიძლება ჩემი მეუღლე გავიყვანო სადმე და ერთი ჭიქა ღვინო მივირთვათ განმარტოვებულებმა? -არ ვარ მიჩვეული ასეთ საღამოებს და გამაოცე. -გპირდები ამიერიდან ხშირად გავალთ და განვმარტოვდებით, საღამოს დაწყებამდე ჯერ დრო გვაქვს და მინდა სიმშვიდეში გავატარო მხოლოდ ჩვენ ორმა ეს რამდენიმე საათი. ბადრომ შეხედა რუსას და შემდეგ თითქმის ჩურჩულით უთხრა. -რუსა მჭირდები, ძალიან მჭირდები. -დღეს გჭირდები მხოლოდ თუ..... -რას ამბობ რუსა შენ მე სულ მჭირდები, დალევ ერთ ჭიქას? -არა, იცი რომ ალკოგოლს ვერ ვიტან. -კარგი, მხოლოდ ერთი ჭიქას დავლევ მე და შენ როგორც გინდა. უცნაურად იქცეოდა ბადრი და რუსას თვალებში უყურებდა, თითქოს ხვდებოდა რომ რუსა მას ღალატობდა, მაგრამ ვისთან. რუსამ დრო იპოვა თუ არა ბადრის შეხედა და ჩურჩულით უთხრა. -ტუალეტში მინდა მალე დავბრუნდები. -იცი სად არის თუ გამოგყვე. -ვიკითხავ გოგოებთან, იყავი მივაგნებ.მანძილი დაფარა თუ არა ბადრისგან და თვალს მიეფარა ტელეფონი ამოიღო და გადარეკა. -რა გინდა რუსა რა არ გასვენებს, ერთი შეცდომა ყელში ამომიყვანე უკვე შემეშვიიიი. -მიშო იცის, მან იცის რომ..... -რომ ღალატობ, გეგონა ვერასოდეს ვერ მიხვდებოდა, მაგრამ როგორც მიხვდი შენი ქმარი არც ისეთი სულელი და ბებერია როგორც შენ გგონია. ტელეფონი გაუთიშა მიშომ და ღრმად ამოიოხრა, რუსამ კი შიშით გაიარა დაძაბული რამოდენიმე საათი და შეხვედრა რომელიც ბადრისთვის მნიშვნელოვანი იყო დასრულდა, ბადრი საუკეთესო საჩუქრით დააჯილდოვეს და გახარებული ბრუნდებოდა უკან. -ხვალ ჩემები მინდა მოვინახულო, იმედი მაქვს არ შექმნი პრობლემას. -წადი რუსა რატომ უნდა შევქმნა პრობლემა თუ შენებთან წახვალ, მაგრამ სამწუხაროდ მე ვერ გამოგყვები, ხვალ კიდევ დაძაბული დღე მელოდება. -არა უშავს მარტო დავდიოდი აქამდეც, შენ დრო არასოდეს არ გაქვს.რუსა გაჩუმდა და აღარაფერი უთხრა, ღამემ მშვიდად ჩაიარა დილით კი ბადრი სახლიდან კარგ ხასიათზე გავიდა, რუსამ ადგა თავი მოიწესრიგა და დედასთან წავიდა უნდოდა ვიღაცას დალაპარაკებოდა და გული გაეხსნა, განთავისუფლებულიყო იმ სიმძიმისგან რასაც გულით დაატარებდა. უმძიმდა, ძალიან უმძიმდა ამ საიდუმლოს ტარება და ამიტომ თვალები სულ ცრემლიანი ჰქონდა. -რუსა, რა მოხდა შვილო ფერი არ მომწონს შენი. -დედა, დედიკო ცუდად ვარ გთხოვ ნუ მკრავ ხელს და გადამარჩინე. -დედა მოგიკვდეს შვილო რა გჭირს ჩემო გოგო. ხელი მოხვია და სამზარეულოში შევიდა დედა-შვილი. -მითხარი რა მოხდა, ბადრისთან იკამათე? -დედა შემიყვარდა, სიყვარული ხომ დანაშაული არ არის. -შენი ცხოვრება არავის არ დაეკითხე და თავად აირჩიე, არ დაფიქრდი, არ გაითვალისწინე არავის რჩევა დარიგება, არ იფიქრე რომ დროთა განმავლობაში ეს გატაცება გაგივლიდა და შენი გული სხვაზე აფრიალდებოდა. ახლა რა გინდა გააკეთო, რას ფიქრობ შვილო უნდა განქორწინდე? -რატომ ტირის ციცო შენი ნაფერები შვილი მობეზრდა ბებერ ქმართან ცხოვრება? -მამა შეგიძლია ნორმალურად დამელაპარაკო? -გადამიარე შვილო და ჩემზე უფროს მამაკაცს გაყევი, ყველას სასაცილო გამხადე რა გგონია ჩემი გული არ განიცდის რაც შენ გააკეთე? მშვიდად დამელაპარაკეო კიდე რომ მთხოვს, ვერ ვარ მშვიდად რადგან ვიცი შემდეგი რაც მოხდება. -რა მოხდება მამა, რა უნდა მოხდეს. -როცა გითხარი არ გინდა შენი ასაკის შვილი ყავსმეთქი ხელი ამიქნიე და ისე გადი ამ კარიდან უკან არ მომიხედე, ახლა რა გატირებს შენი სურვილით ხომ წადი და დატოვე ეს სახლი, ახლა რა გაწუხებს რუსკა. -ორსულად ვარ...... თქვა და ისევ ტირილი აუვარდა. -ეს ხომ კარგი ამბავია შვილო. გაუხარდა დედას რუსას ორსულობა, მაგრამ მამამ შეხედა გაბრაზებულმა და უთხრა. -შენ გაგიხარდა შვილის ორსულობა, მაგრამ ხედავ თავად არ უხარია და იცი რატომ ის არ არის ორსულად მისი ქმრისგან და შენი ვერ ტვინავ ამდენს... -როგორ შეგიძლია ასე ილაპარაკო შენს შვილზე, ზაალ ის ხომ ჩევნი შვილია ჩვენი რუსკა და ვიცი რომ შეცდომა დაუშვა ხელი ვკრათ და არ მივიღოთ. ვინ უარყო შეცდომის გამო შვილი მე რომ ვუარვყო, მას მისიც კმარა ხომ ხედავ გაუსაძლის პირობებში არის. -ჩემი შვილი იყო სანამ იმ ბებერზე გააკეთებდა არჩევანს, ახლა შენია და მიხედე ცრემლები შეუმშრალე. ცხოვრება დაინგრია თავისი უტვინობით, უტვინობით და სიჯიუტით ვის რა დაუმტკიცე შენი დაუფიქრებველი გადადგმული ნაბიჯით შვილო ისევ შენს თავს ავნე და ახლა ხვდები, მაგრამ გვიანი არის. -მინდოდა ბედნიერი და უზრუნველი ცხოვრება მქონოდა და არ ვფიქრობდი სხვაზე არაფერზე, მაგრამ შემიყვარდა, მისი შვილი შემიყვარდა. -სისხლი დუღს შენი შვილო, მისმა სისხლმა დაასრულა დუღილი, დაასრულა და სულ მალე წავა იქ საიდანაც აღარ ბრუნდებიან. -რაც გინდა გააკეთე და მისგან წამოდი მიგიღებ და გიპატრონებ, მაგრამ დატოვე ის ბებერი შვილო.ის ჩაგკეტავს არ გაგახარებს, დაგაჭკნობს და უწყლოდ გახმები.ხალხს ვეღარ ვუყურებ თვალებში, ბინის წინ ვერ გავსულვარ და ვერ დავმჯდარვარ ჩემს ტოლებში სირცხვილით მის გვერდით რომ ხარ. -შენ ხალხი უფრო გაინტერესებს თუ შენი შვილი მამა. -შენ, შენ მაიძულე შვილო 27 წლის გოგო 60 წლის მამაკაცზე დაქორწინდი.არავის არ მოეწონა შენი არჩევანი და მე მკითხე როგორ ვარ, გული გახლეჩვაზე მაქვს და არც დამასვენა. -ვიცი რომ შეცდომა დავუშვი და არავის დავუჯერე, ახლა შემიყვარდა ნამდვილი სიყვარულით, მისი შვილი შემიყვარდა მამა. -რას, რას, რას ამბობ შენ თუ გესმის თავად რას ამბობ. -მესმის რას ვამბობ და ვიცი დაუჯერებელია, მაგრამ გულს ვერ უბრძანებ მამა და შენც იცი სიყვარული შეკვეთით არ მოდის ის თავად ირჩევს მსხვერპლს და გულის შემონგრევით, ძალადობით მოდის. რა ვქნა, რა გავაკეთო თავი მოვიკლა? -მოიკალი, მოიკალი თავი ან მე მომკალი. თქვა და შვილს შეხედა, ცალი ხელი კედელს მიაყრდნო და მეორე ხელი გულზე მიიდო, რუსას შეხედა და ჩურჩულით თქვა. -დასრულდა, მოვიდა უკვე და უკეთესია მოვკვდე ასეთ სირცხვილს მაინც ვერ აიტანს ჩემი ვერც გული და ვერც სინდისი.რუსამ შეხედა მამას და არ მოეწონა მისი ჩალურჯებული ტუჩები და შეშინებულმა მივიდა ახლოს. -მამა, მამა რა გემართება. მამა გთხოვ ხმა გამეცი.რუსამ მხარში ამოუდგა მამას და შეძლო სამზარეულოში შეეყვანა სკამზე დაესვა, წყალი მიაწოდა თავისი ხელით და თან ტიროდა. -წყალი, წყალი უნდა დალიო მამა.ხელი აუქნია ჭიქაზე და გაბრაზებულმა შეხედა რუსას მაგრამ თავადაც ცრემლი მოერია და ხმის კანკალით უთხრა. -შენ დღეს მოკალი მამაშენი, მე დიდი დრო არ მაქვს და ჩემი ბოლო თხოვნაა ნუ შეირცხვენ თავს ნუ გახდები ხალხის სასაცილო და ნუ გადადგამ ისეთ ნაბიჯს თუ აირჩიე ის რა არჩევანიც გააკეთე იყავი ერთგული ცოლი და ნუ გადაუხვევ გზიდან ან დაშორდი და განქორწინდი. -მამიკო მხოლოდ ნუ მიმატოვებ და როგორც შენ მეტყვი ისე გავაკეთებ, ნუ მიმატოვებ და ნუ მაცხოვრებ ამ ტკივილით მამა. -ჩემზე არ არის შვილო უფალია ყველაფრის გამგებელი, ჩვენი სიცოცხლე მის ხელშია. თქვა და ნელა ნელა სკამიდან ჩამოცურდა და ძირს დაეცა რუსას ფეხებზე, რუსამ ხელი მოხვია და შეშლილი თვალებით უყურებდა მამას და განწირული ხმით ყვიროდა. -მამაააა, მამიკოოო.სახლი მეზობლებით აივსო, ვიღაცამ სასწრაფოში დარეკა, სასწრაფოს ექიმმა გასინჯა პაციენტი და რუსას მიუბრუნდა. -უნდა გადავიყვანოთ, ინსულტი მოუვიდა გულის კუნთს არ მიეწოდება სისხლი ასევე ჟანგბადი და ამ ყველაფრის ფონზე განვითარდა გულის კუნთის კვდომა ანუ სისხლძარღვების შევიწროვება. -მდგომარეობა საშიშია? -ინსულტი არის რთულ ფარგლებშიც და იოლ ფარგლებშიც, მამათქვენი მწეველია? -ეწევა, მაგრამ არ არის მასიური მწეველი. -ეს კარგია ნიკოტინისგან სუფთა არის დაგვრჩა სტრესი, შესაძლებელია სტრესი მიიღო და მის ფონზე გასქელდა სისხლი. -მამას დიაბეტი აქვს..... -ასევე აქვს ჭარბი წონა, რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება.ყველა გაყვა სასწრაფოს საავადმყოფოში და რუსას ტელეფონი გაუჩერებლად რეკავდა, მოგვიანებით ნახა რუსამ ტელეფონი და გადარეკა, მაგრამ ბადრის გაბრაზებულმა ხმამ ისიც გააბრაზა. -საათი ნახე რომელი საათია რუსა.... -ნუ ბრაზობ არ შემეძლო მეპასუხა ტელეფონზე.... -რატომ, რა გიშლიდა ხელს მითხარი. -იმიტომ რომ საავადმყოფოში ვარ.... ხმა ვერ გააკონტროლა რუსამ და თავადაც უყვირა ბადრის, ბადრის შეეშინდა და ხმის კანკალით უთხრა. -რატომ, ბავშვი მოიშორე რუსა.... -მამა, მამას ინსულტი მოუვიდა და მდგომარეობა ძალიან რთული არის. -რას ამბობ, ახლავეს მოვდივარ. რამდენიმე წუთში ბადრი უკვე რუსას გვერდით იდგა სახე არეული. -რა მოხდა ინერვიულა, რამე სტრესი მიიღო თუ მოულოდნელი იყო... -გულს იტკივებდა ეს ბოლო პერიოდი ხშირად და წნევებიც ჰქონდა ამიტომ მოწევას დაანება თავი, დღეს კი ვსაუბრობდით და უცებ ცუდად გახდა ვერაფერი გავაკეთე, ვერ ვუშველე მამას ბადრი. -დამშვიდდი საუკეთესო ექიმს მოვიწვევ და გადარჩება.დედამ რუსას შეხედა და თვალებით უთხრა შვილს. -რომ გაიგოს არ გაპატიებს და ჯერ კიდევ დრო არის შეცდომა გამოასწორო.რამდენიმე დღე სრულ სიბნელეში იყო, გული გაქვავდა რომ რეალობას გამკლავებოდა, ბრძოლობდა და ცდილობდა სიბნელიდან გასვლას, მაგრამ ვერ ინძრეოდა იწვა უგრძნობლად და ყოველ ამოსუნთქვა შესაძლებელი იყო ბოლო ამოსუნთქვა ყოფილიყო.ყოველი დღე ექიმი შედიოდა მის ოთახში, ამოწმებდა მის სუნთქას და ზემოდან უყურებდა უძრავ სხეულს შემდეგ თავის ბლოკნოტში რაღაც ჩანიშვნას გააკეთებდა და წავიდოდა, ოთახიდან გასული იქვე მდგარ დედა შვილს გახედავდა თავს გაუქნევდა რომ სიახლე არ ჰქონდა და მიდიოდა, მაგრამ ერთ დღეს თვალი გაახილა და ბადრისთან შეხვედრა მოითხოვა, ბადრიც იქ იყო იმ წუთებში და ზალის სანახავად შევიდა. -როგორ ხართ..... -არ ვიცი ამ საუბრის შემდეგ როგორ ვიქნები, მაგრამ უნდა მომისმინო ბადრი და მიიღე ეს როგორც ჩემი უკანასკნელი თხოვნა. -გისმენთ, მხოლოდ არ მინდა გადაიღალოთ ჯერ კიდევ სუსტად ხართ. -ასაკით ჩემზე უფროსი ხარ ბადრი მე 55 წლის ვარ და ჩემი შვილის გადადგმულმა ნაბიჯმა გამანადგურა, გაანთავისუფლე შენგან და გაუშვი. -რატომ, რუსა თავს ჩემთან ძალიან კარგად გრძნობ. -უნდა ხვდებოდე და ვფიქრობ ხვდები კიდეც, როცა შენი ცოლის ასაკის შვილი გყავს სახლში ბადრი...... ბადრი გაჩუმდა ვერაფერი ვერ თქვა და სიბრაზისგან გაწითლდა, მაგრამ ზალიმ შეხედა და უთხრა. -ცნობილი ადამიანი ხარ შენს ბიზნესში და ნუ გაიმასხარავებ თავს, იფიქრე ხვალინდელ დღეზე და მომავალზე, გაუშვი და გაანთავისუფლე შენი ტყვეობიდან. გაჩუმდა, ბადრის შეხედა და ხელზე ხელი მოუჭირა. -გთხოვ..... ბადრი გავიდა სახეზე ფერი არ ედო და რუსას შეხედა, არაფერი არ უთხრა მაგრამ იქ ვეღარ გაჩერდა და წავიდა, წავიდა და ზაალის სიტყვებზე ფიქრობდა.ლოდინში სრული ერთი თვეც მიილია და ერთ დღეს თვალებიდან ცრემლი დაედინა ერთი ღრმა ამოსუნთქვა გააკეთა და ეს ამოსუნქთქვა მისთვის იყო საბოლოო რამაც რუსა გაანადგურა. ვერ ამბობდა თორემ უნდოდა ეყვირა რომ ის იყო მისი მკვლელი, რომ მასზე დარდმა და ჯავრმა მოუღო ბოლო მამას.დარდით და ტკივილით გაიარა დღეებმა და გულამოსვნილი ტიროდა როცა დიდ პირღია შავ ორმოს შეხედა, მუხლებზე დაეცა და ხმით ამოიღრიალა. -აქ, აქ უნდა დაგტოვო მამიკოოო. თქვა და გული წაუვიდა, ბადრიმ ხელში აიყვანა და გაარიდა დიდ შავ ორმოს.რუსას არც გაუგია როგორ დასრულდა ის დღე და ყველა წავიდა, თავადაც წავიდა ნელა ნელა ბადრის მკლავს დაყრდნობილი, სახლში შევიდა თუ არა საძინებლისკენ გასწია და დიდი ხნის ნანერვიულებს ჩაეძინა, უკვე ღმად ეძინა როცა ბადრიმ დამამშვიდებელი შეუტანა ჭიქა წყალთან ერთად დააკვირდა მძინარე რუსას და გაიგონა ძილში მისი ჩუმი ოხვრა, შუბლი ოფლის წვეთებით ჰქონდა დაცვარული და საფეთქლებში ჩადიოდა, პერიოდულად ამოისლუკუნებდა და შემდეგ ჩუმი ოხვრით ოხრავდა. მისი კვნესა ცუდად ხვდებოდა ბადრის გულს, იდგა შეშინებული და გაყინული. შეეშინდა უკონტროლო ტკივილს ფსიხიკას მისთვის სიურპრიზი არ მოეწყო და თან ფიქრობდა ზაალის ნათქვამზე, ამიტომ გადაწყვიტა რუსასთვის თავისუფლება მიეცა.საწოლს მიუახლოვდა შუბლიდან თავისი ხელით მოწმინდა ოფლის მსხვილი წვეთები და მოგვიანებით თავადაც მის გვერდით მოისვენა.რუსამ დილით თავის ტკივილით გაიღვიძა მის გვერდით მძინარე ბადრის გადახედა და ჩუმად ადგა, სამზარეულოში შევიდა ყავა გაიკეთა და იჯდა ფინჯანით ხელში თავის ფიქრებთან ვერც კი გაიგო როგორ მიუახლოვდა მიშო და სამძიმარი უთხრა, რუსას თავი არ აუწევია, მიშომ რამდენიმე წუთით თვალი გაუშტერა რუსას შემდეგ სიგარეტი აიღო და ნაცრისფერი მომაკვდინებელი კვამლით ფილტვები ამოივსო, ნიკოტინისგან მიღებულმა სიამოვნებამ წამში დაუარა სხეულში და თვალებიც მილულა.უნდოდა ეთქვა რომ მათ ორივემ მოკლა ზაალი და ისინი არიან ადამიანის მკვლელები, თუმცა რაღაც აკავებდა და შიგნიდან გულს უსერავდა. ასე იყო რამოდენიმე დღე ხმას არ იღებდა არ ლაპარაკობდა და ძალიან ცოტას ჭამდა,იყო მარტო ყავაზე და ნელა ნელა აზრზე მოვიდა,მიხვდა ცხოვრება გრძელდება და რაღაც უნდა შეეცვალა, ამიტომ ბევრი ფიქრის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება რომელმაც ერთ დილით ეს მისი სიჩუმე დაარღვია, მაგრამ სანამ რუსა იტყოდა რამეს ბადრიმ ამოიღო ხმა და უთხრა. -რას აპირებ, გინდა ასე უმოძრაოდ იყო და აღარაფერზე არ უნდა იფიქრო? -ვფიქრობ ეს დღეებია და გადაწყვეტილება მივიღე. -გისმენ, მითხარი რა გავაკეთო შენთვის. -აღარ შემიძლია ამ კედლებში ყოფნა ვიხრჩობი, სამსახურში უნდა გავიდე ვერ ვიჯდები ასე უმოძრაოდ. -მეც მინდა გითხრა...... -ვიცი არ გინდა სახლიდან გავიდე, მაგრამ სახლში მარტო ყოფნა იგივეა ჩემთვის რომ ჩამკეტო სადმე ერთ ოთახში და მე არ შემიძლია ჩაკეტილი ყოფნა.ბადრი უყურებდა რუსას და ზაალის სიტყვები უწიოდა ყურში. -გაუშვი, გაუშვი, გაანთავისუფლე შენგან გთხოვ..... ძალა მოიკრიბა და უთხრა. -ჩემთან წამოხვალ და შეისწავლი ჩემს ბიზნესს თუ ძველ სამსახურს დაუბრუნდები. -არ მინდა გეწყინოს, მაგრამ მე ჩემი სამსახური მიზიდავს და იქ დავბრუნდები. -კარგი, მომწონს შენი გამოფხიზლება და შენი გადაწყვეტილება. -არ უარყოფ? -არა, რატომ უნდა ვუარყო რუსა მიხარია შენი გამოცოცხლება, მიხარია რომ გინდა ისევ სიცოცხლით აივსო, გამახარა შენმა გადაწტყვეტილებამ. რუსა დაუბრუნდა ცხოვრებას და ბადრის თქმით უკეთ გახდა, ყოველ დღე ხალხში ყოფნამ ტკივილი შეუმსუბუქა და რამოდენიმე კვირა დაჭირდა ცხოვრებას დაბრუნებოდა, თუმცა ზოგჯერ ტკივილი ახსენებდა თავს და ცრემლით ევსებოდა თვალები მამის ბოლო გამოხედვა და სიტყვები რომ გაახსენდებოდა -,,შენ მოკალი უკვე მამა შვილო''...იმ დროს ცრემლებით ტოვებდა თავის სამუშავო მაგიდას და მამის საფლავზე მიდიოდა მხოლოდ იქ შეეძლო ხმით ეტირა და გულიდან ამოეღო დარდი რომელსაც არ ან ვერ იმჩნევდა,მაგრამ მან მისი ცხოვრების გასაუმჯობესებლად სამსახუროდან შემოთავაზება მიიღო და სიხარულით დათანხმდა, მაგრამ ის არ იყო მარტო და არ შეეძლო მარტო გადაეწყვიტა ეს მნიშვნელოვანი შემოთავაზება, მის გვერდით იდგა მეუღლე და იდგა მიშო არ იცოდა რას ეტყოდა ან როგორ შეხვდებოდა ეს ორი ახალ და მოულოდნელ ინფორმაციას.წასვლაზე ფიქრიც კი გაუჭირდა, მაგრამ ნელა ნელა შეეჩვია ამ აზრს და რომ დაფიქრდა სასიამოვნო შეგრძნება დაეუფლა. -წავალ, წავალ აქედან შორს და ყველაფერი წარსულის ჩრდილად იქცევა.წავალ, აუცილებლად წავალ და ვისწავლი ცხოვრებას ჩემი წარსულის ჩრდილთან ერთად, მაგრამ ვაზვიადებ? არა არ ვაზვიადებ და თუ არ წავედი უფსკრულისკენ უბიძგებ ისედაც გახუნებულ ემოციებს ან უბრალოდ ხელუხლებლად დავტოვებ ჩემი ცხოვრების ტკივილიან რეალობას.რამოდენიმე დღე თხოვა უფროსს პასუხისთვის და გულში აწყობდა წინადადებებს როგორ ეთქვა მათთვის და ერთ საღამოს რომანტიკული ვახშმით დახვდა სახლში გაოცებულ მეუღლეს და ისიც რუსას უყურებდა. -რომანტიკული ვახშამი, რუსა.... -მიმიხვდი, მცნობ და ამიტომ მიმიხვდი. -მიხარია შენი განწყობა და გისმენ რუსა. -პირველი ის რომ ორსულად არ ვარ, მქონდა ციკლის გადაცილება, მაგრამ ორსულობა არ აღმოჩნდა ასე რომ განთავისუფლდი ბ-ნო ბადრი ამ ტვირთისგან. -კარგი და მეორე რა არის? -მეორე და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ არ ვიცი საიდან და როგორ დავიწყო. -ჯამრთელობას ეხება? -არა, არა, კარგად ვარ და უბრალოდ ვცდილობ როგორ გითხრა.... -მითხარი რუსა მაგრამ უკვე ვხვდები.... -რას ხვდები, მითხარი რას მიხვდი. -განქორწინება გინდა და ამიტომ გიძნელდება თქმა არ იცი როგორ მითხრა, თუმცა.... -არა, არა, არა შემოთავაზება მივიღე, სამსახური მგზავნის რამოდენიმე წლით კვალიფიკაციის ასამაღლებლად. -ეს გინდოდა გეთქვა, კარგია და შენ რას ფიქრობ ან რას მოგცემს ეს რამოდენიმე წელი. -ვიცი რომ რთულია ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ თავისუფალი რომ ვიყო არც დავფიქრდებოდი ისე დავთანხმდებოდი, მაგრამ მარტო არ ვარ და არც თავისუფალი ვარ შენ უნდა მითხრა რა გავაკეთო ბადრი. -რუსა იმედია არ გეწყინება რომ პასუხი ახლავეს არ გითხრა, უნდა მოვიფიქრო ეს მოულოდნელი იყო ჩემთვის რამდენიმე დღე მომეცი და გეტყვი მოგვიანებით ჩემს გადაწყვეტილებას. რამდენიმე დღე ელოდა უფროსი რუსასგან პასუხს და რუსა ბადრისგან ელოდა რა გადაწყვეტილებას მიიღებდა, ლოდინში ემოციებისგან დაიცალა, მის თვალებში შიში გაჩნდა, შიში იმისა რომ ბადრი უარყოფდა მის წასვლას და მისი სიხარულიც ჩაქრებოდა ისე როგორც ჩაქრებოდა მისი ოცნებებიც, მაგრამ გაოცებული იყო ბადრის გადაწყვეტილებით. -მითხარი შემოთავაზება მაქვსო და მეც მოგისმინე,მას შემდეგ ვფიქრობ და მინდა დღეს გითხრა ჩემი გადაწყვეტილების შესახებ... -გისმენ, რაც არ უნდა მითხრა უნდა მივიღო ეს დარჩენა იქნება თუ წასვლა. -ოდესღაც დაგიჯერე როცა შენ მითხარი რომ ჩემთან ერთად გინდოდა ყოფნა და ბოლომდე ერთად ვიქნებოდით,მაგრამ ისე არ ხდება ცხოვრებაში როგორც ჩვენ გვინდა ორივე რთულ საფეხურზე ვდგევართ და ორივემ უნდა მივიღოთ მოულოდნელი გადაწყვეტილება. -მე შენი სიტყვა მაინტერესებს, შენს სიტყვაზე ვარ დამოკიდებული ბადრი და უფროსობაც ჩემს პასუხს ელოდება. -მე თანახმა ვარ წახვიდე რამდენიმე წელი, უთხარი მათ რომ თანახმა ხარ და მოემზადე რუსა.რუსა დაიბნა, არ ელოდა ბადრისგან თანადგომას და გაგებას, სიხარულისგან დამუნჯდა და ვერაფერი თქვა, ბადრიმ შეხედა და გაოცებულმა უთხრა. -არ გაგიხარდა რა გადაწყვეტილებაც მივიღე თუ არ ელოდი ჩემგან თანხმობას.დაბნეული თვალებით უყურებდა და შემდეგ ენის ბორძიკით უთხრა. -შენ, შენ დამთანხმდი და ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. ბადრის მოეხვია რუსა და გაოცებული უყურებდა სახლში მოულოდნელად შემოსული მიშო ჩახუტებულ წყვილს,რუსამ შეხედა მიშოს თავი დახარა და თავის ოთახში შევიდა გახარებული რომ მიზანს მიაღწია, მაგრამ თავს გრძნობდა დაკარგულად გონებაში აერია ყველაფერი და ჩანთიდან მისი რვეული ამოიღო სადაც მის გრძნობებს სიტყვა სიტყვით წერდა და ფურცელი ამოხია სადაც აჩქარებულად წერდა რაღაცას და თან ფურცელზე ცრემლი ეცემოდა.რვეულის ფურცელი დაკეცა და ჯიბეში ჩამალა სამზარეულოში დაბრუნდა და მის წინ მდგარ მიშოს უყურებდა ცრემლები მისით მოდიოდა თვალებიდან უსიტყვოდ, მაგრამ უყურებდა და თვალებით ეფიცებოდა სიყვარულს, თითქოს პასუხიც მიიღო მისგან. -,,დაგელოდები, იმედით და დიდი გრძნობით''. ბადრიმ მიშოს შეხედა რომელმაც წყალი დაისხა და შეამჩნია სახეზე ფერი არ ჰქონდა, სამზარეულოდან გავიდა, რუსამ მოახერხა და ჯიბიდან დაკეცილი ქაღალდი ამოიღო მიშოს შეხედა და თვალებით უთხრა რომ მას ეკუთნოდა იქ დაწერილი თვითოეული სიტყვა. მიშომ საჩქაროდ წაიკითხა და ვერ გაიგო როდის ამოუდგა გვერდით ბადრი და ირონიულად უთხრა. -არ უნდა წამეკითხა, ბოდიში ეს შენ გეკუთნის. -ეს რა არის ან ვისგან არის, დარწმუნებული ხარ რომ ჩემი არის? -თუ არ წაიკითხე ვერ გაიგებ მამა.მიშო როგორც უთქმელად მოვიდა ისე უთქმელად წავიდა, ბადრიმ ქაღალდი ხელში აიღო და კითხვა დაიწყო. -,,ჩემში შენდამი სიყვარული უკიდეგანოა და არ მინდა დაიკეტოს შენთან მოსასვლელი გზა, რადგან ამ კარიბჭის გაღებას დიდი ბრძოლა ჭირდება, ვბრძოლობდი კიდეც და პატიებას გთხოვ ალბად გიკვირს რატომ, მაპატიე რომ ბრძოლა უნდა შევწყვიტო თუმცა უნდა ვაღიარო რომ ძალიან მენატრება შენთან გატარებული ყველა წუთი თუ წამი.ჩემს ცხოვრებაში შენი არსეობით ახალი ერა დაიწყო, მაგრამ რაც უფრო მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი უფრო მოულოდნელად დასრულდა. თანხმობას ველოდი მივიღე და მივდივარ, მივდივარ შენ აქ გტოვებ და მეშინია ცრემლების მორევში არ დავიხრჩო. მეშინია შენთან სიშორემ ჩემი ოცნებები არ წაშალოს, არ გააუფერულოს და როცა დავბრუნდები მეშინია რომ სულ სხვა ადამიანი დამხვდები ამ ყველაფრის გაფიქრებაზე კი სული მეხუთება და ვფიქრობ მხოლოდ შენთან მოსვლა, შენთან ყოფნა მომცემს ძალას და შვებას.მივდივარ და მინდა იცოდე რომ მადლობელი ვარ შენი და გახსოვდეს უპირობოდ მიყვარხარ''. -ღმერთო როგორ ძალიან ვუყვარვარ, როგორი დიდი ძალა და ენერგია მისცა ჩემმა თანხმობამ მზად ვარ პატარავ შენს გარეშე ვიყო რამდენიმე წელი რომ შენს ოცნებებს გზა მისცე,ფიქრებში გართულს რუსა დაადგა თავზე და მაგიდაზე დადებულ ქაღალდს შეხედა ფერი დაკარგა, გული აუჩქარდა და ბადრის შეხედა ცრემლით სავსე თვალებით, ბადრიმ კი მოულოდნელმა სიყვარულის ახსნამ გული აუფრიალა და ჩურჩულით უთხრა. -არ ვიცოდი გულში ასეთი დიდი სიყვარული თუ გქონდა, ის რაც ვერ მითხარი ვერ შეძელი გამოგეხატა აქ ამ ფურცელზე მიეცი გრძნობებს თავისუფლება გამოსულიყო და მეც მინდა გულახდილად გითხრა რომ უპირობოდ მიყვარხარ ჩემო პატარავ.რუსამ თავი დახარა და თვალები მაგრად დახუჭა, შემდეგ ბადრის შეხედა და გაუღიმა, ბადრიმ კი ორივე ხელებში მოიქცია მისი პატარა ხელები და ბედნიერმა უთხრა. -გითხარი თანახმა ვარ წახვიდე და გეტყვი, რომ მიჭირს შენგან შორს ვიყო, მაგრამ მინდა წახვიდე იქ სადაც გულით გინდა წასვლა და ეს შენი ცოდნისთვის რუსა. -არ მეგონა თუ თანხმობას მივიღებდი და მადლობა....ბადრიმ ამაყად ასწია თავი და რუსას ღიმილით შეხედა. -წადი რუსა შენი ოცნებები რეალურად იქცევა, მე კი დაგელოდები იმ სიყვარულით როგორი სიყვარულითაც მტოვებ. რუსას არ მოეწონა ბადრის ბოლო სიტყვები, მაგრამ ამ წუთში ის ზეიმობდა რომ წავიდოდა და დილით სიხარულით აღფრთოვანებული მივიდა სამსახურში სადაც მისი ეს ზედმეტად შესამჩნევი სიხარული ზოგს გაუხარდა, ზოგს გაუკვირდა და ზოგმა გულწრფელად მიულოცა წარმატება და ოცნებების ასრულება უსურვა, რამოდენიმე საათში ხელში ეჭირა უკვე წასასვლელი ბილეთი. მოუთმენლად ელოდა გაფრენის დღეს და აღფრთოვანებული იყო წასვლის დღეს, მხოლოდ ბადრიმ დაემშვიდობა მოწყენილმა საყვარელ ქალს რუსა კი თვალებით სხვას ეძებდა, სხვა რომელიც ჩქარობდა მიესწრო რუსასთვის და არ გაეშვა,მაგრამ მოულოდნელი და გაუთვალისწინებელი შემთხვეწვა მოხდა,მიშო აეროპორტთან ახლოს რამოდენიმეჯერ ამოტრიალდა როცა რუსა უკვე თვითმფრინავის ბორტზე ადიოდა მიშო სასწრაფო დახმარების მანქანას დიდი სისწრაფით მიყავდა საავადმყოფოში.მიშოს მდგომარეობა ელვის სისწრაფით მოედო საავადმყოფოს მედ-პერსონალს და ექიმები დაირაზმა მის გადასარჩენად, მხოლოდ ლარა არ დაძრულა ადგილიდან თუმცა მისი აუღელვებლობის მიზეზი ორსულობას მიაწერა ექიმებმა, მაგრამ ლარა დინჯად და აუჩქარებლად შევიდა მთავარი ექიმის კაბინეტში და თვით მთავარ ექიმს კითხა მიშოს მდგომარეობა. -რას მეტყვით მიშოს შესახებ ექიმო. -ჯერ ძალიან ადრეა ლარა რამე ვთქვა, თუმცა უნდა ვაღიარო რომ მდგომარეობა რთულია, ძალიან რთული. -შევძლებთ რომ..... -უნდა შევძლოთ, გთხოვ შენც შეხედე ანალიზებს. -რა თქმა უნდა შევხედავ და რაც შემეძლება მეც თქვენს გვერდით ვარ, ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ. -რა თქმა უნდა ყველამ ერთად და უნდა შევძლოთ მიშოს ჯამრთელობა დავუბრუნოთ.ლარამ შორიდან შეხედა მიშოს გათეთრებულ სახეს და მისკენ მომავალ ელენეს შეხედა, რომელიც ის ის იყო მიუახლოვდა. -როგორ ხარ, დღეს ვერ მოვედი შენამდე. -დაძაბული დღე გქონდა,გადაღლილი ხარ ელე. -უნდა გავუძლო მეგობარო, სახლში მარტო ყოფნას ისევ აქ ყოფნა ჯობია. თქვა და გაეცინა, შემდეგ საათზე დაიხედა და თქვა. -რამდენიმე საათით უნდა გავიდე, თუ ვინმემ მიკითხოს დამიცავი.ლარამ წარბაწეულმა შეხედა მეგობარს და უთხრა. -სად მიდიხარ არ მეტყვი? -ყველაფერს მისი დრო აქვს ქ-ნო ექიმო.თქვა და თითქმის სირბილით გაეცალა ლარას რამდენიმე წუთში კი გიორგის წინ იდგა და ჩუმად ლაპარაკობდა, გიორგიმ უყურა და შემდეგ მანაც ჩუმად უთხრა. -ჩუმად რატომ ლაპარაკობ გითვალთვალებენ და გინდა გამაფრთხილო? -გიორგი მომისმინე უთხრა მკაცრად ელენემ და გიორგიმ ხელები მასღლა ასწია და თქვა. -ღმერთო ყველა შეშლილს ჩემთან რატომ აგზავნი, ვიზიდავ მათ თუ რა უნდათ ჩემგან. -მომისმინე, მიშოს მდგომარეობას გაიგებდი და ერთი აზრი დამებადა.გიორგი უყურებდა ელენეს, ელენემ კი წარბაწეულმა შეხედა და უთხრა. -ნუ მიყურებ უნდობი სახით, დამეთანხმები რადგან ბრწყინვალე აზრია. -გისმენ თქვი ბევრი დრო არ მაქვს. -მოკლედ მიშოს დაჭირდება მომვლელი და უნდა ავიყვანოთ მომვლელი ვისაც გადავუხდით, ის საავადმყოფოდან გაყვება სახლში და ვეტყვით რა უნდა ეძებოს რომ იპოვოს. რას იტყვი,ცუდი აზრი არის? -არ არის ცუდი აზრი, მაგრამ ჯერ გამოვიდეს მდგომარეობიდან როგორც გავიგე რთულია მდგომარეობა და რომ რამე იყოს შენ გყავს ვინმე სანდო? -მე არავინ, მიცნობ ბევრი მეგობარი არ მყავს და ისევ შენ უნდა იპოვო. -ერთი აზრი მომივიდა დავაზუსტებ და გეტყვი.თქვა და წავიდა, ელენემ ყავა შეუკვეთა თავისთვის, ლარას მისი საყვარელი ფუნთუშა წაუღო და წავიდა დამშვიდებული, გიორგიმ კი დემეტრეს დაურეკა და შეხვედრა თხოვა, რამდენიმე წუთში შეხვდნენ კიდეც ერთმანეთს და გიორგიმ თავისი გეგმა გააცნო და შემდეგ უთხრა. -როზა, შენთან რომ როზა არის დაგვეხმარება? -შეძლებს, არ ვიცი ჯერ კიდევ სუსტად არის. -რამე უნდა მოვიფიქროთ,დემეტრე კარგი შანსი არის და ეს შანსი არ უნდა დავკარგოთ, ვინმე უნდა ვიპოვოთ სანდო. -როგორ არის კითხე ელენეს? -რთული მდგომრეობა არის ყველა მაზე ლაპარაკობს, ძლიერი შეტაკება მოხდა. -დრო თუ გაქვს წავიდეთ როზას დაველაპარაკოთ, მან სიმართლე უნდა იცოდეს გიორგი რატომ გვჭირდება მისი დახმარება.დემეტრე წინ წავიდა და უკან გიორგი მიყვა,ორივე ერთად შევიდა სახლში დარომ საათს შეხედა არ იყო მიჩვეული დემეტრეს დილის საათებში მისვლას და იკითხა. -რა მოხდა, მშვიდობა ხომ გვაქვს ხალხო რა სახე ჩამოგტირით. -დარო მშვიდობა გვაქვს, იყავი ბაზარში? -ახლა ვაპირებდი წასვლას..... დემეტრემ ხელით უჩვენა გზა კარებისკენ და უთხრა. -მიბრძანდით და კარგად მომისმინე, კარგად შეარჩიე რასაც იყიდი ორ სამ დღეში რომ ფუჭდება შენი ნაყიდი და ვყრი ჩუმად, იცოდე ამჯერად..... დარომ დემეტრეს შეხედა და მშვიდად უთხრა. -მაინც ვერ გამაბრაზებ ვიცი რომ მაჯავრებ. უთხრა ჩანთა აიღო კალათასთან ერთად და სახლიდან გავიდა, დემეტრემ და გიორგიმ სიცილით გააყოლა თვალი და გიორგიმ თქვა. -რამდენი წელია დარო აქ რომ არის შენთან დემეტრე. -დარო დასავით მყავს, თითქმის ჩემთან ერთად გაიზარდა და აქ რომ გადმოვედი ლარასთან თან წამოვიყვანე, რამოდენი წლით ჩემზე უფროსია, მაგრამ სულ ერთად ვიყავით ღარიბი ოჯახიდან იყო და დედამ გაათხოვა მზითებიც დედამ მისცა ქმარიც კარგი შეხვდა, მაგრამ შვილი არ ყავთ და ესაა მათი სადარდებელი სხვა მხრივ ყველაფერი კარგად აქვთ. ახლა კი საქმეზე გადავიდეთ გიორგი და როზა ჩემო დაო შენთან ვართ მოსულები, დახმარება გვჭირდება მეგობარო. -დახმარება გჭირდებათ და მე უნდა დაგეხმაროთ, როგორ დემეტრე.გიორგიმ აუხსნა როზას რაში ჭირდებოდათ მისი დახმარება და როზა დაფიქრდა. -როზა თუ ფიქრობ რომ ვერ შეძლებ არ დაგაძალებთ სხვას ვიპოვით, მაგრამ სანდო გვჭირდება რომ ინფორმაცია რომელიც ჩვენ გვაინტერესებს მხოლოდ ჩვენ გვითხრას.როზამ თავი ასწია დემეტრეს შეხედა და გაბედულად თქვა. -შევძლებ, დემეტრე მე შევძლებ ამ საქმეს ხელი მოვკიდო და შემიძლია ფეხზეც დავაყენო, მხოლოდ ნუ შემეკითხებით როგორ, მაგრამ ერთს გეტყვით ჩემი მეთოდებით.ბიჭებმა ერთმანეთს შეხედეს და როზას გაუბედავად კითხა გიორგიმ. -ქ-ნო როზა რა პროფესიის ხართ შეიძლება გავიგო?როზას გაეცინა და თქვა. -მაინც მათქმევინებთ და გეტყვით, შვილო მე ექიმი ვარ პროფესიით და ჩემი გაჭირვებული ცხოვრების გამო სამსახური დავკარგე მის შემდეგ ასე დავდივარ კარ და კარ, მაგრამ ერთ დროს მეც ვიყავი ვიღაც და არა რაღაც. -გაოცებული ვარ ექიმი ხართ და.... -ერთმა არაკაცმა, არა ადამიანმა ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა და იძულებული გავხდი თავი დამენებებინა ჩემი საქმისთვის და ეს იყო იმ დროს ჩემი დიდი არა უდიდესი შეცდომა. -როზა შენ წარმოდგენა არ გაქვს როგორი დიდი ტვირთი მოგვხსენი და საქმეში რომ გაერკვე ამას ეტაპობრივად აგიხსნის გიორგი, მოკლედ გიორგისთან ითანამშრომლებ. -როდიდან უნდა დავიწყო ჩემი სამსახური. -მაგას ლარა მოაგვარებს საავადმყოფოში და გეტყვით, მთავარია სანდო ადამიანი გვყავს. ორივე დაემშვიდობა როზას და გულდამშვიდებული წავიდნენ გიორგი განყოფილებაში და დემეტრემ სავარჯიშოდ წასულ დემეს მიაკითხა. -როგორ ხარ, მოგწონს ახალი ტრეინერი? -მომწონს, მაგრამ ვერ გავიგე შენ რატომ აღარ მავარჯიშებ სულ აქ ხარ და მაინც სხვა მომიჩინე. -მომისმინე, დემე ის სხვაა და უფრო მოგთხოვს მე ვერ მოგთხოვე ვერ დაგტვირთე ისე მკაცრად როგორც ის აკეთებს და მიზეზი მხოლოდ ეს არის.კარგი ხარ შვილო, მაგრამ მინდა უფრო კარგი იყო, უფრო მონდომებული და უფრო გაბედული. -სხვა არაფერი? -სხვა რა უნდა იყოს, მხოლოდ ეს არის. -მაშინ კარგი. თქვა და ვარჯიში გააგრძელა, დემეტრემ თვალი ჩაუკრა იქვე მდგარ დემეს ტრეინერს და ანიშნა რომ ძალიან დაეტვირთა რომელმაც თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად, როზა კი იჯდა და ბიჭებისგან შემოთავაზებულ საქმეზე ფიქრობდა რომ დარო დაბრუნდა ბაზრიდან და კითხა. -რა უნდოდა დემეტრეს ადრე რომ დაბრუნდა. -სამსახური შემომთავაზა ორივემ. უთხრა დაროს და მკრთალად გაუღიმა გაოცებულ ქალს. -სამსახური და რა სამსახურია როზა. -მომვლელი, ვიღაც ახალგაზრდა მამაკაცს სჭირდება მოვლა საწოლში. -რთულია როზა საწოლში მოვლა, გაგიჭირდება. -შევძლებ, შანსი გამომიჩნდა რამე გავაკეთო დარო და ახალგაზრდებს გადასახადებში მაინც დავეხმარო, მალე ლარა მუშაობას ვერ შეძლებს მერე პატარაც გაჩნდება და ხომ იცი რამდენი რამ არის საყიდელი ამიტომ დავთანხმდი. -კარგია, მართლა კარგია სახლიდან გახვალ და ცოტა შენი ცხოვრებაც შეიცვლება, დემე დაგთანხმდება? -დამთანხმდება, მასაც გაუხარდება რომ გაიგებს. თქვა და სახლში შემოსულ დემეს გაუღიმა. -რა უნდა გამიხარდეს დე.თქვა დემემ და ვაზაზე დადებულ წითელ ვაშლს ხელი დაავლო და უნდა ჩაეკბიჩა, რომ დარომ იყვირა. -არ გაბედო, დემე ვაშლი არ ჩაკბიჩო.ყველა გაოცებული უყურებდა დაროს და ის სიცილით მიუახლოვდა დემეს ხელიდან ვაშლი აართვა და უთხრა. -ნამდვილ ვაშლს მოგცემ ამაზე კბილებს გაიფუჭებ. -აბა ეს რა არის დარო დეიდა. უთხრა გაოცებულმა დემემ და შემდეგ გაეცინა. -ეს შენთვის არ იყო ერთი ადამიანისთვის მქონდა დადებული, მაგრამ შენ აიღე..... -გეფიცებით ჩემს გამო იყო, უნდოდა წინა კბილები ჩამტეხოდა.დემეტრე უყურებდა დაროს და სიცილით უთხრა. -დარო რა სასჯელით დაგსაჯო თავად თქვი, მე ნუ მომაფიქრებინებ. უთხრა დემეტრემ და სახლი გამხიარულდა,დემე გულიანად იცინოდა, ლარამ შეხედა დაროს და უთხრა. -სამი დღეა ეს ვაშლები აქ დევს და დღეს ვფიქრობდი სახლში რომ მივალ ვაშლი უნდა გავთალოთქვა და დარო ყველა მოგვატყულე. -დემეს კი შეაცივდა ხელში წითელი ვაშლი შენს ყვირილზე,შენ გაიხარე როგორ კარგად გამაცინე დარო. თქვა როზამ და გულიანად გაიცინა. -არ გამომივიდა ჩანაფიქრი, მაგრამ სხვა დროს იყოს ჯერ კიდევ მაქვს დრო განვახორციელო ჩემი გეგმები.თქვა დარომ თვალი ჩაუკრა დემეტრეს და კარი გააღო. -მშვიდობიანი ღამე კეთილო ადამიანებო. თქვა და წავიდა, გიორგი კი გვიან ღამემდე იყო თავის ოფისში და ღამის სიბნელეში ქარი ქუჩიდან ხვეტავდა მტვერს.თვალები ეხუჭებოდა დაღლილობისგან და მისი დაღლილობა ტელეფონში ტატოს ხმამ გაუქრო. -გისმენ ტატო. -შენთან მოვდივარ სახლში ხარ თუ ოფისში. -ოფისში ვარ არ წავსულვარ აქ მოდი, გელოდები. -ასეც ვიცოდი და ოფისში წამოვედი, მალე ვიქნები შენთან. -ახალია რამე? -ნუ მიგდის სული, მოვალ და გეტყვი.გიორგი წამოდგა წელი გამართა და სარკეში თავის თავს დააკვირდა სადაც შეამჩნია როგორ დასიებოდა თვალის უპეები და უძილობისგან ჩაშავებოდა. -სად ხარ უფროსო. მოესმა ტატოს ხმა და ისიც ტატოს წინ დადგა. -ამ შუაღამეს რა აუცილებელი იყო რომ მორბოდი თუ უჩემოდ ვეღარ იძინებ. -ძალიან რომ მიყვარხარ იმიტომ დაგეძებ ბნელშიც და სინათლეშიც..... -თქვი რისთვისაც მოდი.... -მომისმინე, მიშო ბაჯაძეს შეეხება და ვფიქრობ დაგაინტერესებს. -გისმენ, საინტერესო მეჩვენება უკვე. -ეს ექიმი არც თუ კარგი ადამიანი ყოფილა უფროსო, მას საყვარელი ჰყავს. -კარგი ერთი, ამიტომ არ არის კარგი ადამიანი? -მისი საყვარელი იცი ვინ არის, მისი დედინაცვალია გიორგი. -ოპა, ოპა, მერე? -როცა მას დაეტაკა მწვანე ფორდი აეროპორტის ტერიტორიაზე, სწორედ იმ დღეს რუსა სვანიძე მიფრინავდა ქვეყნიდან და უნდოდა მისთვის მიესწრო რატომ და რა ჩანაფიქრი ჰქონდა ეს არ ვიცი... -იმდენად გადამატებული სიჩქარით მიდიოდა, სწორია უნდოდა მისთვის მიესწრო და ვერ შეძლო რადგან მოხდა გაუთვალისწინებელი შემთხვევა. -უფროსო ვფიქრობ ეს ჩვენთვის არის გაუთვალისწინებელი.... -როგორ? -იმ დღეს რაც მოხდა კარგად დაგეგმილი მკვლელობა იყო, ვიღაცას უნდოდა მიშოს თავიდან მოშორება, მაგრამ მსხვერპლი მხოლოდ დაშავდა. -დაშავდა, მაგრამ ჯერ კიდევ რთულია მისი მდგომარეობა ექიმებს უჭირთ ჯერ რამე თქვას. გიორგი დაფიქრდა და შემდეგ ისევ ტატოს შეხედა. -შენ რას ფიქრობ,ვინ შეიძლება იდგეს ამ ყველაფრის უკან. -მე ვფიქრობ გამოძიება თვით ბადრი ბაჯაძიდან უნდა დავიწყოთ, იქნებ მტერი ყავს და ეს რაც მის შვილს შეემთხვა გაფრთხილებად უნდა მიიღოს.გიორგის ტელეფონზე ელენეს ზარი დაფიქსირდა და გაოცებულმა შეხედა ტატოს. -ელენე რეკავს.... -ამ დროს, უპასუხე. -გისმენ ელენე. -გაგაღვიძე? -არა ოფისში ვარ ტატოსთან ერთად. -გიორგი მდგომარეობა ძალიან დამძიმდა, ვერ გეტყვი დილით რა ინფორმაცია გვექნება. -მომისმინე ელე რაც არ უნდა მოხდეს და რა დროც არ უნდა იყოს უნდა დამირეკო, მისიანები? -მამამისი არის მხოლოდ გაორებული დგას და ვერც ვერაფერს ამბობს ვერც ვერაფერს აკეთებს, ძალიან ნერვიულობს მას შემდეგ როცა ტელეფონზე დაურეკეს. -გასაგებისა და მადლობა რომ დამირეკე.გიორგიმ ტელეფონი გათიშა და ტატოს შეხედა. -დამძიმდა მდგომარეობა, მიხედე მამამისს და მოუსმინე მის ტელეფონს ასე თუ მივალთ მასთან ახლოს და უნდა მივაყენოთ კედელთან, რადგან არ ვიცით ეს პიროვნება ვინ არის და რა ცხოვრებით ცხოვრობს.ტატო ყველაფერი უნდა გავიგოთ მასზე, არის კიდევ რაღაც.... -ახალია კიდევ რამე? -არა ძველია, მაგრამ უნდა დავასრულოთ. -დავასრულოთ თუ დასრულებულია გამოძიება.... -ზაური ჟორჟოლიანი უნდა გასამართლდეს სასჯელი კი მისი მოსამართლემ იცის რაც უნდა იყოს, ტატო იმ დღეს უნდა იყო ძალიან მკაცრი და შეუბრალებელი და განაჩენი რაც ეკუთნის ის უნდა მივიღოთ ის ციხიდან ვერასდროს ვერ უნდა გამოვიდეს, გესმის? -ვიცი გიორგი და ორივემ ჩვენ უნდა შევძლოთ ეს გავაკეთოთ. -ბოლოს, მისი ძმა უნდა ვიპოვოთ. -გავარკვევ მისი ძმის შესახებ რაღაც ინფორმაცია მაქვს, მაგრამ ეს მწირია კიდევ ველოდები და გეტყვი ყველაფერს. ახლა კი წადი სახლში, როგორც ხედავ საქმეები ჩიხში შევიდა და ძალიან გართულდა ყველაფერი უნდა დაისვენო გიორგი. -მივდივარ, გადავიღალე ძალიან. თქვა და შუქები ჩააქრო, კარიც საგულდაგულოდ დაკეტა და მეგობარს დაემშვიდობა. უამრავი სურვილი აქვს ტატოს მაგრამ ახლა მისი სურვილი ზაურის საქმეს მოშორება იყო, ამიტომ დილამდე იჯდა და მის შედგენილ დიდ ნუსხას საბოლოოდ გადახედა, აღმოჩნდა რომ ტატომ საკმარისზე მეტი სამხილები დააწყო ზაურის წინააღმდეგ და პროკურორს წარუდგინა. პროკურორმა შეხედა ტატოს და ღიმილით უთხრა. -თვალები სულის სარკეა, რა კარგად უთქვამთ ტატო. -რაო რას გეუბნება ჩემი თვალები პროკურორო. ასევე ღიმილით უპასუხა ტატომ. -არ იცი? -საიდან მეცოდინება რას ხედავ ჩემს თვალებში, თქვენ ხომ მხოლოდ გულს უსმენთ. -ტატო შენს თვალებში დღეს შენს გაშიშვლებულ სულს ვხედავ. -უნდა ვთქვა რომ გამოიცანით რატომ მოვედი თქვენთან? -ნაწილობრივ ვიცი, მაგრამ არ დავმალავ ჩემს ცნობისმოყვარეობას და ჩემს ინტერესს. გისმენ, ტატო აქ ტყუილად არ მოხვიდოდი და ეს საქაღალდეც როგორც მივხვდი ჩემთვის მოიტანე. -დიახ უფროსო აქ ზაური ჟორჟოლიანის საქმე არის.პროკურორმა გულდასმით წაიკითხა სქლად შეკრული საქმე ბოლო წერტილამდე და ტატოს გაოცებულმა შეხედა. -რას ელოდით აქამდე ტატო ეს პიროვნება ციხეში უნდა მოკვდეს და დამმარხავიც არ უნდა იყოს მისი ვინმე, მოსამართლეს გადაეცი საქმე და დანიშნოს სასამართლო.რამდენიმე დღეში დაინიშნა სასამართლო სადაც ლარა გიორგისთან და ტატოსთან ერთად მივიდა, ლარა გულში ლოცულობდა რომ სასამართლოს სამართლიანი განაჩენი გამოეტანა და დაიწყო სასამართლო სხეული დაეძაბა,სუნთქვა შეეკრა,შეშინებული და იმედ დაკარგული უყურებდა მოსამართლე ქალს რომელიც გაოცებული უსმენდა გიორგის. წარსული გავლილი ტკივილი გაუახლდა და ათასჯერ გაიელვა გონებაში იმ საშინელმა კადრებმა და გული კიდევ ერთხელ გაუნადგურა, ამჯერად არავინ შეხებია, მაგრამ ადამიანების ზოგიერთმა კატეგორიამ მხოლოდ ტკენა იცის და არ უნდა ენდო ადამიანს.მოსამართლემ სულში ჩახედა ლარას და დაინახა მისი ტკივილი, ქალური სოლიდარობა გამოუცხადა და დამნაშავეს სხვა დანაშაულებთან ერთად სასჯელის უმაღლესი ზომა გამოუტანა ,,სამუდამო''.სასამართლო დასრულდა, ლარა ფეხზე წამოდგა ზაურის ამაყად შეხედა და წელში გამართულმა თავაწეულმა დატოვა სასამართლოს დარბაზი. -ლარა. მოესმა ლარას მისი სახელი და გაჩერდა, მაგრამ ვერ შეძლო უკან მიბრუნება, მხოლოდ მხარზე ხელის შეხებით მიხვდა რომ გიორგი იყო და ამოისუნთქა. -შევძელით, დამნაშავემ ის მიიღო რაც დაიმსახურა. -გიორგი..... -არ ინერვიულო, ლარა ყველაფერს მისი დრო აქვს და როგორც ერთი მეორეც დაისჯება, დარწმუნებული ვარ სულ მალე გავიგებთ სიმართლეს. ჩამქრალი სიცილით გაუღიმა გიორგის და არ უნდოდა მათ წინაშე ეტირა, შებრუნდა და კიბეები ფრთხილად ჩაამთავრა, შემდეგ ფეხით გაუყვა გზას. მიდიოდა და მის მზერაში უსასრულო, უკიდეგანო ტკივილი იყო. რამდენი გადაიტანა, როგორ აღუდგა წინ ტკივილს და ტკივილთან ერთად შეძლო თავისივე თავის ხელში აყვანა სწორედ ამიტომ მიდიოდა ახლა გამარჯვებული და გამართლებული. მიდიოდა და გვერდით მიყვებოდა მისივე სრულყოფილება, მისი დაცარიელებული სული შეივსო მისივე სიმართლით და რწმენა უფრო გაუღრმავდა.მიდიოდა გამარჯვებული და კიდევ ელოდება ახალ გამარჯვებას რადგან ბედნიერება რომელიც მასშია არ განიავდეს და მასთან ერთად დარჩეს. შეჩერდა, გულზე ხელი მიიდო და დემეტრეს გულის სიღრმიდან წამოსული სიტყვები გაახსენდა. -,,არ იფიქრო პატარა მოიშორო და მისგან თავი გაინთავისუფლო, ერთად გავზრდით ლარა''.ბედნიერი ღიმილით გაუღიმა უკვე წამოზრდილ მუცელს, ხელით მოეფერა შვილს და გზა გააგძელა. დაღლილი მივიდა სახლში და სახლის თბილი სურნელი ესიამოვნა, ჩანთა საკიდზე დაკიდა სათვალეც მოიხსნა და თავის რბილ სავარძელში იპოვა დაღლილმა ადგილი. -როგორც მივხვდი დამღლელი დღე იყო, ჩაის გაგიმზადებ.ჩაილაპარაკა როზამ და ლარას ჩაი გაუმზადა. -დავიღალე, მაგრამ ბედნიერი ვარ. თქვა ლარამ და თვალები დახუჭა სრული სიჩუმე იყო მის გარშემო,თვალი რომ გაახილა ვეღარ გაინძრა და ვერ მიხვდა რატომ იყო ასე შებოჭილი, ხმაური ესმის და უნდა უპასუხოს ვიღაც ეძახის,მაგრამ ვინ ვერც ხედავს და არც შეუძლია შებრუნდეს ბრბოდ მდგარი ხალხი კი მისკენ იშვერს ხელს, ვიღაც უახლოვდება უყურებს უცნობს და შიშისაგან ხმას ვერ იღებს. -სად ვარ, ღმერთო ნუთუ მოვკვდი? -არა, არა, მკვდარი არ ვარ ვგრძნობ, მესმის და ცოცხალი ვარ ვიცი.კანკალებს, ვერაფერს აკეთებს და თვალებიდან ცრემლი სდის. -რა მემართება, ასე უმოძრაოდ უნდა დავრჩე? გული აუჩქარდა და როგორც იქნა შეძლო ხელი მუცელზე დაიდო შემდეგ კი ჩურჩულით თქვა. -ნუთუ ვერ შევძლებ ჩაგიხუტო, ვერ შევიგრძნო შენი სურნელი და შენი გულის ხმას ვერ მოვუსმინო, ვერ მოგეფერო. ადგომას შეეცადა, მაგრამ ვერ შეძლო სხეული არ ემორჩილება, კუნთები მოდუნდა და სინანულით ჩაიცინა. -ლარა მხოლოდ ამისთვის ბრძოლობდი სულ ეს იყო? კიდევ გაიბრძოლა და სრულ სიჩუმეში დემეტრეს ხმა გაიგონა. -შეგიძლია იწვე წყნარად და არ იწრიალო? -დემეტრე? გაოცებული უყურებდა მის გვერდით ახალ გამოღვიძებულ დემეტრეს. -რატომ გიკვირს სხვას ვის ელოდი აქ დაძინებულს ლარა. -აქ, აქ, აქ.... -სავარძელში ჩაგეძინა და აქ მოგიყვანე იქ როგორ შეძლებდი მოსვენებას, თან აქამდე გაგიჭირდებოდა სავარძელში ყოფნა ორივე გაწვალდებოდით. -უკვე დაღამდა? -არ დაღამდა, უკვე შუაღამე არის ლარა. გაეცინა დემეტრეს და შემდეგ სერიოზულად შეხედა და უთხრა. -სასამართლოში მოვედი და ვერ მოგისწარი უკვე დასრულებული იყო, მაგრამ გიორგიმ მითხრა რომ სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო რაც ძალიან მესიამოვნა. -მეც მომეწონა და ახლა ხელი შემიშვი უნდა ავდგე, მშია. ლარა ადგა და მაცივარში შეძვრა დაროს დატოვებული გემრიელებებით შეივსო, შემდეგ ცოტა ხნით ფეხზე იყო და ისევ დაწვა დილით კი დემეტრესთან ერთად გავიდა სახლიდან.საავადმყოფოში დაფიქრებული შევიდა უამრავი ქაღალდებით ხელში, დაღლილი სახით მიაბიჯებს და გვერდი აუარა იქვე მდგარ რამოდენიმე ადამიანს. -ლარა არ გელოდი დღეს.წინ მთავარი ექიმი შეეგება ლარას. -რა მოხდა, მოვედი და აქ ვარ რომა ექიმო. -მადლობა რომ აქ ხარ, მიშო შემობრუნდა თვალი გაახილა და ცნობაც აქვს.შფოთავდა ექიმი და თავი სინანულით გააქნია, ლარამ შეხედა ექიმს და არ მოეწონა მისი გამომეტყველება. -როგორ არის, გითხრათ რამე? -იმედი არ აქვს და მზად არის სიკვდილისთვის.... -ეს როგორ,რომა ექიმო ამის უფლება არ უნდა მივცეთ. -ლარა ის არაადამიანურ ტკივილებს უმკლავდება, დარწმუნებულია რომ მოკვდება და აზრი არ აქვს არაფლის გაკეთებას. შენ გიკითხა, შემთან უნდა საუბარი.გაშეშდა, მეტყველების უნარი დაკარგა, მაგრამ ეს ყველაფერი წამიერად მოხდა და ისევ ექიმს მიუბრუნდა. -სიკვდილით არ მოკვდება, მაგრამ მის გამოჯამრთელებას დიდი დრო დასჭირდება. -მეც მასე ვფიქრობ და რა გავაკეთოთ, შენ რას იტყვი და რას ფიქრობ. -არ ვიცი მეც ძალიან დაბნეული ვარ ახლა ტომოგრაფიის ფოტოს ვუყურებდი, რომა ექიმო მე ვხედავ აქ ამ შავ სამ წერტილს თუ თქვენც ხედავთ.ექიმმა გამოართვა ლარას მიშოს ყველა ანალიზის პასუხები და რამოდენიმე წუთი უყურებდა, შემდეგ ლარას შეხედა და ლარამ მის თვალებში დაინახა შიში, უიმედო შიში და მიხვდა რომ ეს არ იყო მარტო მისი ფანტაზია ეს სამი შავი წერტილი ნამდვილად იყო მიშოს თავში რომელიც იყო საშიში მისი სიცოცხლისთვის. -ბიოფსია, უნდა გავაკეთოთ ლარა ბიოფსია თუმცა აშკარად ვხედავ რაც არის და რასთან გვაქვს საქმე. -ოპერაცია ვფიქრობ რომ..... -ოპერაცია დაიწყება და არ გაგრძელდება იქვე დაიხურება, დამიჯერე არ ღირს ლარა ამ დაავადებასთან დანის მიტანა ის უკვე მოდებულია და მიკვირს როგორ არ თქვა, როგორ არ გაიკეთა ანალიზი ან იცის და არაფერი არ გააკეთა, როგორ უმკლავდებოდა ტკივილებს. -და მაინც რომ გავაკეთოთ ოპერაცია,ექიმო ფიქრობ რომ ვერ გაიღვიძებს? -არ ვიცი, არ ვიცი ლარა ვეღარაფერს ვერ ვაზროვნებ დღეს ძალიან, ძალიან ცუდი დღე არის.ლარამ მარტო დატოვა ექიმი და თავად მიშოსთან შევიდა, საწოლს მიუახლოვდა და უყურებდა მის გაფერმკრთალებულ სახეს, მის ნაკვთებს, შემდეგ ყური დაუგდო და ჩურჩული გაიგონა. -ვიცოდი რომ მოხვიდოდი.... -მიშო...ექიმმა მითხრა, რომ ჩენი ნახვა გინდოდა. -მომისმინე,ცხოვრება მშვენიერია და სიცოცხლე ლამაზი ლარა ნუ დაკარგავ ლამაზ წუთებს და მეც მომეცი საშუალება აღვიქვა ჯერ კიდევ ცხოვრების მშვენება. -რას მთხოვ, მითხარი რა გავაკეთო. -ვიცი რაც მჭირს გააკეთე ოპერაცია, ლარა უკვე რამდენიმე თვეა მარტო ვებრძვი ჩუმად ამ ყველაფერს. -მიშო მე გადავხედე ტომოგრაფიას და ოპერაცია შეუძლებელია........ -რისკზე წადი, შენ შეძლებ ლარა და გთხოვ მაჩუქე სიცოცხლე. გაჩერდა, წარბები შეკრა რადგან იმ წუთებში გაუსაძლისმა ტკივილმა შემოუტია მთელ სხეულში და მუჭები შეკრა, კისერში ძარღვები დაეჭიმა და რამოდენიმე წუთი ასე იყო შემდეგ ნელა ნელა მოეშვა და ღრმად ამოისუნთქა.ოთახში ელენე შემოვიდა და ლარამ უთხრა. -გაუკეთე ძლიერი გამაყუჩებელი. ელენემ გაოცებულმა შეხედა ლარას და შემდეგ უხმოდ გააკეთა რაც უთხრა, ელენემ მიუბრუნდა ლარას და ჩურჩულით უთხრა. -იცოდი დღეს მიშოს დაბადების დღე რომ ყოფილა? -ვიცოდი ყოველთვის ტორტით ვხვდებოდით დილით რომ მოვიდოდა, დღესაც ავანთებთ სანთლებს ტორტზე და მიშო სურვილს ჩაიფიქრებს. -დღეს ტორტი არ მინდა.მოესმათ მიშოს ჩურჩული, ელენე მიუახლოვდა და ხელი სახეზე ჩამოუსვა მიშოს. -მე ვიყიდი ტორტს და სანთლებს აქ შემოვიტან და ერთად ჩავაქროთ. უთხრა ელენემ მიშოს, მაგრამ მიშომ ნერვიულად გაქნია თავი და თქვა. -არა, არა, არა, დამიჯერე ლარა გთხოვ. ელენემ გაოცებულმა შეხედა ლარას და ლარას თვალებში ცრემლი დაინახა, მაგრამ არაფერი კითხა ისევ მიშოს მიუბრუნდა. -რა გინდა მიშო საჩუქრად. -სიცოცხლე, ჩემს დაბადების დღეზე მაჩუქეთ სიცოცხლე,რომ ისევ დავიბადო და სხვა არაფერი მინდა.ელენეს ცრემლი მოერია და ლარას შეხედა რომელიც განადგურებული იდგა და მიშოს უყურებდა. -მაგრამ ოპერაცია უნდა გაკეთდეს რომ ვიცოცხლო და ლარა შენ გააკეთე ოპერაცია, შენ მაჩუქე სიცოცხლე.განადგურებული იდგა, ხმის ამოუღებლად გავიდა ოთახიდან, მიშო კი თვალებდახუჭული იწვა და მძიმედ სუნქავდა.მძიმე და რთული იყო ის რამდენიმე წუთი მიშოს ოთახში ყოფნა და ლარა ჩაფიქრებული იჯდა, ვერ გადაეწყვიტა რა გაეკეთებინა და ისევ მთავარ ექიმთან შევიდა. -რა მოხდა, ცუდი ფერი გაქვს ცუდად ხარ შვილო? -არა, არა კარგად ვარ მიშოსთან მიყავი და ძალიან იმოქმედა ჩემზე მისმა მდგომარეობამ. -ცუდად გახდი, რადგან მიშოს ისეთ მდგომარეობაში ნახვას არ ელოდი. -დღეს მიშოს დაბადების დღე არის ის 35 წლის გახდა ექიმო. -გამახსენდა ყოველთვიოს ტორტით ვხვდებოდით მოსვლისთანავე პირველი სანთლებს ჩააქრობდა და პაციენტებთან მიდიოდა.თვალზე მომდგარი ცრემლი მოიწმინდა ექიმმა და ლარას შეხედა. -წელს ტორტი არ უნდა ექიმო.... -დაგელაპარაკა? გაოცებულმა შეხედა ლარას. -სიცოცხლე მაჩუქეთ დღესო და ვუთხარი რომ რთულია, მაგრამ მითხრა რომ რამოდენიმე თვეა ებრძვის მარტო ამ დაავადებას და ოპერაცია მთხოვა. -ლარა რთულია შვილო.... -ვიცი რომ რთულია ეს ზედაპირულად და რა დაგხვდება იქ ოპერაციის დროს ეს კი წარმოუდგენელია, მაგრამ მისი თხოვნა ეს არის. -მამამისი გარეთ არის მას უნდა დაველაპარაკოთ და უნდა ავუხსნათ. -მე გავალ, მე ვეტყვი. თქვა ლარამ და ბადრისთან წავიდა, უმძიმდა საუბრის დაწყება მაგრამ იქ მისულს რაღაც უნდა ეთქვა და თქვა კიდეც. -ბ-ნო ... -ბადრი, ბადრი მქვია ექიმო. -ბ-ნო ბადრი ოპერაციას ითხოვს თქვენი შვილი ის ექიმია და იცის რაც ხდება, მაგრამ თქვენი თანხმობა არის საჭირო. -რა თქმა უნდა, მე თანახმა ვარ ექიმო.უთხრა ბადრიმ და ხელშეკრულებას ხელი მოაწერა, ლარას რაღაც უნდოდა ეთქვა მაგრამ ბადრის ტელეფონის ხმამ შეაჩერა და ბადრიმ ბოდიში მოუხადა. -ჩემი მეუღლე რეკავს მან არაფერი არ იცის, ბოდიში ექიმო უნდა ვუპასუხო. ბადრიმ ტელეფონი გახსნა და დიდი თავშეკავებით მოიკითხა რუსა. -როგორ ხარ, როგორ იმგზავრე..... -მე კარგად ვარ, მაგრამ თქვენ როგორ ხართ. -კარგად ვართ, რატომ კითხულობ ასე შეშინებული ძვირფასო. -მესამე დღეა რაც აქ ვარ და თითქოს დაგავიწყდით ბადრი შენც და მიშოსაც ის საერთოდ არ მპასუხობს გამორთული აქვს ტელეფონი, გაბრაზდა ჩემზე თუ რა დაემართა. -არა ძვირფასო არ გაბრაზდა, მიშოს მეც ვერ ვნახულობ ის, ის, ის.... -რა ის, რა მოხდა ბადრი რა დაემართა მიშოს მითხარი. -უბედური შემთხვევა მოხდა იმ დღეს შენ რომ წადი რუსო.... -რატომ არ დამირეკე, რატომ არ მითხარი არაფერი, რატომ გაჩუმდი ბადრი. ბოლო ხმაზე ყვიროდა რუსო და თან ხმით ტიროდა. -აქ ვარ და ვერ ვშველი, შენ რას გააკეთებდი. -უნდა გეთქვა, უნდა დაგერეკა ბადრი. -ინერვიულებდი, სხვას ვერაფერს ვერ გააკეთებდი. -მაგრამ დავბრუნდებოდი და მასთან ვიქნებოდი, შენთან ვიქნებოდი. ახლა რა გავაკეთო, მითხარი რა ვქნა ბადრი. -ვერაფერს გააკეთებ, აქ თუ ვარ რას ვაკეთებ შენც ვერაფერს გააკეთებ. -ვერაფერს გავაკეთებ, მაგრამ მანდ ვიქნები და უფრო მშვიდად ვიქნები. -ის, ის ინვალიდია რუსა და ვერასოდეს ვეღარ გაივლის ფეხზე. -აზრი, გონებით როგორ არის გცნობს? -კი მიცნო, მაგრამ რთულია მდგომარეობა რუსა.რუსა გაჩუმდა, ვეღარაფერი თქვა და რამოდენიმე წამი ჩუმად იყო ეგონა რომ ტელეფონი გათიშა და ხმით ატირდა. -შენ, შენ, შენ უნდა იწვე მის ადგილზე და არა ის, ის ხომ ჯერ ძალიან ახალგაზრდ არის. მოვდივარ საყვარელო და შენს გვერდით ვიქნები, სულ შენთან ვიქნები. ბადრიმ ტელეფონს დახედა და გულზე ჩხვლეტა იგრძნო იქვე ჩამოჯდა სკამზე და ფიქრობდა, გაახსენდა ისევ ზაალის სიტყვები. -,,გაუშვი შენგან და გაანთავისუფლე''. -,,მასზე უფროსი შვილი გყავს ასაკით და უნდა ხვდებოდე რომ შეუძლებელია მათი ერთ სახლში ყოფნა''. -ვეჭვობდი, მაგრამ დაწმუნებული არ ვიყავი და არც ის წერილი არ იყო ჩემთვის თუმცა რატომ მომცა მე მიშომ და მითხრა შენთვის არისო.გაგიშვი რომ მიშოსაგან შორს ყოფილიყავი და ახალი ცხოვრება დაგეწყო, ისიც მოდიოდა შენთან მასაც უყვარხარ ღმერთო ეს რა გავაკეთე.ისევ გულზე მიიდო ხელი და თავს ცუდად გრძნობდა, მაგრამ გამაგრდა რადგან ექიმი დაინახა მისკენ მოდიოდა და ფეხზე წამოდგა. -ოპერაცია დასრულდა ბ-ნო ბადრი. -მდგომარეობა როგორია ექიმო. -მოულოდნელ სირთულეს შევეჩეხეთ რასაც არ ველოდით.ვერ შეხედა ბადრის თვალებში და გვერძე გაიხედა, ბადრიმ ისევ გულზე მიიდო ხელი და თითქმის ჩურჩულით თქვა. -გასაგებია,მკურნალობას ექვემდებარება ექიმო. -მის ორგანიზმზეა დამოკიდებული და დრო, დრო გვიჩვენებს.... -გამოდის რისკზე წავედით და ისევ რისკზე მივდივართ რომ მკურნალობა გავაგრძელოთ, რადგან არ ვიცით რა შედეგით გვექნება საბოლოოდ. -მეც სწორედ მაგის თქმას ვცდილობ,გვინდა ისევ თქვენი თანხმობა რომ ქიმიური თერაპიის პირველი ეტაპი დავიწყოთ. -დავიწყოთ ექიმო, თანხას საავადმყოფოს ანგარიშზე დავრიცხავ და უმკურნალეთ ჩემს შვილს და გთხოვთ უმკურნალეთ მძიმე პაციენტებს.ბადრიმ ტელეფონით როგორც უთხრა ექიმს საკმაოდ დიდი თანხა დარიცხა საავადმყოფოს ანგარიშზე და ექიმს შეხედა. -თანხა დარიცხულია, გააკეთეთ ყველაფერი ჩემი შვილისთვის და თქვენი კოლეგასთვის. ექიმმა პირობა მისცა ბადრის და წავიდა, ისევ იგრძნო გულზე ჩხვლეტა და ადგა, უნდოდა ეთქვა წნევა გაესინჯათ მისთვის რომ უეცრად ლარამ შეხედა და მასთან მივიდა. -ცუდად ხართ, ნერვიული სტრესია ბ-ნო ბადრი. აპარატი მოიტანეთ სასწრაფოდ, მაგრამ ბადრიმ კედელს მიეყრდნო და ნელა ნელა ჩაიკეცა. -ცუდად არის, სასწრაფოდ უნდა დავაწვინოთ.იყვირა ლარამ და მის ხმაზე ელენეც მოვიდა მთავარ ექიმთან ერთად, ბადრიმ შეხედა ლარას ხელზე ხელი მოუჭირა და ხმის კანკალით უთხრა. -ექიმო ჩემი შვილი გა, გა, გადა......ელენე წნევას უსინჯავდა ბადრის და თან შეშინებული უყურებდა. -წნევა ძალიან მაღალია და უკონტროლო, გულის შეტევა აქვს სასწრაფოდ აპარატზე შეაერთეთ. ბადრის მდგომარეობა წუთი წუთზე იცვლებოდა და ექიმები როგორც მიშოს ასევე ცდილობდნენ ბადრის გადარჩენას, რამოდენიმე საათი განუწყვეტლი რეკავდა ბადრის ტელეფონი და ბოლოს ელენემ უპასუხა. -რატომ არ მპასუხობ, რამდენი საათია შენთან დაკავშირებას ვცდილობ რა გგონია აქ თუ ვარ არ ვნერვიულობ? -უკაცრავად, ექიმს ესაუბრებით ახლა და არა თქვენს მეუღლეს.....რუსა გაშეშდა და დაბნეულმა ექიმს კითხა. -თქვენ რატომ მიპასუხეთ,რატომ გაქვთ ჩემი მეუღლის ტელეფონი და სად არის ექიმო ბადრი. -ვწუხვარ რომ არასასიამოვნო ინფორმაცია ჩემგან უნდა გაიგოთ,რამენიმე საათის წინ თქვენს მეუღლეს გულის შეტევა მოუვიდა და მდგომარეობა რთული არის. -ღმერთო ჩემო, მიშო? -მიშოს მდგომარეობაც ასევე რთულია და სერიოზული, გაუკეთდა ოპერაცია, მაგრამ შედეგი არ ვიცით როგორ დასრულდება... -მითხარით რა გავაკეთო გარდა იმისა, რომ უნდა დავბრუნდე და მათ გვერდით ვიყო. -სწორი გადაწყვეტილება არის ქ-ნო. -მოვდივარ, ორ-სამ დღეში მანდ ვარ და გთხოვთ...... -ყველაფერს გავაკეთებთ ორივე მამა-შვილისთვის,შეხვედრამდე. -შეხვედრამდე ექიმო. რუსა ჯერ დაიბნა, შემდეგ ბილეთი იპოვა და დაჯავშნა ბარგი ჩაალაგა ისევ და ჩემოდანი კუთხეში მიდო შემდეგ გადაწყვიტა დედასთვის დაერეკა რომ კარზე ზარი იყო და გაოცებულმა მივიდა კართან, კარი გააღო და გაოცებული უყურებდა კარში მდგარ მის უფროსს, რუსამ ხმა ვერ გააკონტროლა და გაოცებულმა თქვა. -შენ, შენ, უკაცრავად თქვენ აქ რატომ ხართ ან როგორ მიპოვეთ ბ-ნო ვახო. -სტუმარს ჯერ ესალმებიან და სახლში ეპატიჟებიან. -დიახ, დიახ შემობრძანდით. -მარტო ხარ? -რა თქმა უნდა მარტო ვარ. -ამხელა გზაზე ქმარმა როგორ გამოგიშვა მარტო ახალგაზრდა და სიცოცხლით სავსე ქალი. რუსას არ მოეწონა ვახოს არც საუბრის ტონი, არც სტუმრობა, მაგრამ სტუმარი მიიღო. -რას მიირთმევთ, ბევრი არაფერი მაქვს რომ მოგაწოდოთ..... -ალკოგოლი გვაქვს ან შენ რასაც დალევ მეც ის მომიტანე რუსა...რუსამ შეხედა თვალებში ვახოს და გაბედულად უთხრა. -მე არ ვარ დალევის ხასიათზე ბ-ნო ვახო. -ხოოოო, რატომ? -მაქვს მიზეზი. -მიზეზი გაქვს და რა არის ეს მიზეზი არ ითქმება? -ჩემი მეუღლე არის ცუდად და უახლოესი რესით უნდა დავბრუნდე. -ქმარი თუ გერი რუსა. -ერთიც და მეორეც უფროსო. არ დაიბნა რუსა და ვახოს პირდაპირ თვალებში უყურებდა, რადგან იქ უნდოდა ამოეკითხა რა უნდოდა ვახოს მისგან და გრძნიბდა მას ცუდი მიზნები ჰქონდა. -სერიოზულად? გერი ვიცოდი, მაგრამ ბადრის შესახებ არ ვიცოდი და ვწუხვარ, მაგრამ შენი წასვლით რას გააკეთებ. -მე სასწაულს ვერ მოვახდენ და უფლის დაგეგმილს ვერ შევცვლი, მაგრამ იმათთან ახლოს ვიქნები. -მაშინ ორივე ვიქნებით მათ გვერდით...... -როგორ? -მე და შენ ერთად დავბრუნდებით, მაგრამ დაბრუნებამდე რასაც გეტყვი იმას გააკეთებ რუსა. -ვერ გავიგე რას ითხოვთ ჩემგან, მაგრამ კარგად გავიგე რომ მემუქრებით და რატომ ეს ვერ გავიგე. -რუსა, რუსა, კარგად მომისმინე. ყველამ იცის რომ შენი ქმარი შენ არაფლად მიგაჩნია და შენ მხოლოდ თუ დაბრუნდები უკან მიშოს გამო ბრუნდები, მაგრამ მიშო ინვალიდია და შენნაირი ქალი ინვალიდ მამაკაცს მთელი ცხოვრება არ მოუვლის, ასეა? -უფროსი ხართ ჩემი და პატივს გცემთ, მაგრამ ჩემგან რა გინდათ. -შენგან რაც მინდა მალე გაიგებ მიშომ კი ის მიიღო რაც დაიმსახურა კიდევ ცოტაა, ის ადგილზე უნდა მომკვდარიყო ჩანაფიქრი ასეთი იყო, მაგრამ გაუმართლა თუმცა არც ახლა აქვს კარგი მდგომარეობა სულ მალე ქიმიის კურსს დაიწყებს და გაამართლებს მკურნალობა თუ არ გაამართლებს თავადაც შეხედავ. -ტყუილია....... თქვა ტირილნარევი ხმით რუსამ და ვახოს შეშინებული თვალებით უყურებდა. -გგონია უყვარხარ და შენი გერი შენზე აბოდებს, მას არავინ არ უყვარს ყველა ქალს ერთნაირად ექცევა ხმარობს მათ და შემდეგ უშვებს მისი ცხოვრებიდან ის კი ყველასთვის უჩინარდება, მაგრამ შენგან ვერ წავიდა, ვერ შეძლო და რატომ, შენ არ გაუშვი რუსა.რუსა ფეხზე წამოდგა და მკაცრად შეხედა ვახოს და ასევე მკაცრი ხმით უთხრა. -ვახო რა გინდა, რისთვის მოდი და რაც სათქმელი გაქვს თქვი. ვახომ ჯერ ქვემოდან უყურა რუსას და შემდეგ უეცრად წამოხტა ფეხზე რუსას ყელში წაუჭირა ხელი და კედელზე მიაკრა, მეორე ხელის თითი სახეზე ჩამოუსვა და მკერდამდე ჩავიდა. -დავიჯერო ვერ ხვდები რა მინდა ან ახლა ან იქ სამსახურში ჩემს ვნებებს როგორ ეთამაშები რუსა. -გთხოვ ვახო.... -რას მთხოვ გაკოცო, მოგეფერო, აღგაგზნო თუ მითხარი რას მთხოვ, რა გავაკეთო და საიდან დავიწყო. -აქედან წადი, გთხოვ წადი. -თვალებით მეარშიყებოდი, სურვილით მიხმობდი რუსა და ახლა რა გემართება წასვლას მთხოვ და რატომ? ხელი მოხვია წელზე, რუსამ თავი ვერ გააკონტროლა და ვახოს ხელი კრა შემდეგ კი სახეში გაარტყა და უნდოდა მისგან გაქცევა, მაგრამ ვახო ამ სიუხეშემ უფრო გადარია და ორივე ხელებით რაც ეცვა რუსას შეამოაცალა ტანზე, შემდეგ ლიფში წვდა და ერთი ხელის გაქნევით ისიც მოშორდა რუსას სხეულს.რუსას ცრემლით აევსო თვალები, გაუძალიანდა ვახოს მაგრამ ორივე ხელებით შებოჭა და დივანზე დააგდო უხეშად. იდგა და უყურებდა შიშველ ქალს და რამდენიმე ფოტოც გადაუღო, შემდეგ კი მისი მოფერება დაიწყო. -მოვიჩქაროდი შენთან რადგან ოცნებად მქონდა როდის შეგეხებოდი, ახლა ჩემს ხელში ხარ და როგორ თრთი, ამიერიდან ვერც ის ინვალიდი და ვერც სხვა ვერ შეგეხება რუსა რადგან მხოლოდ ჩემთან იქნები ასეთი შიშველი. რუსა ჩუმად იყო, ცრემლებს ყლაპავდა და არც უყურებდა ვახოს, ვახომ კი მრისხანედ დაუყვირა რუსას. -გასაგებია რაც გითხარი? -რა გინდა ჩემგან ოჯახი გყავს, ცოლი გყავს..... -შენც გყავს ქმარი, მაგრამ ქმარს არ დაჯერდი მის შვილთან დაწექი თუ ეს არ არის დანაშაული. -შენ, შენ ეს ყველაფერი განგებ გააკეთე არანაირი შემოავაზება არ ყოფილა, შენ უნდა დაისაჯო ძალადობისთვის. -არა, არა ძვირფასო მე ქველმოქმედი ვარ და უამრავ ადამიანს გავუწიე დახმარება, უამრავი მშიერი დავაპურე და შიშველს ჩავაცვი, მაგრამ შენ არ ჩაგაცმევ შენი სიშიშვლე მსიამოვნებს და უფრო და უფრო აღზნებაში მოვყავარ. -ეს შენი მეორე სახე არის, ნიღბით დადიხარ რომ ხალხმა სიკეთის გამო შეგიყვაროს, მაგრამ არ იციან შენი მეორე მხარე. -ახლა გაჩუმდი და მე შემომხედე და მე მიყურე, რადგან მე და შენ ახლა საქმე გვაქვს და დაწყებული უნდა დავასრულოთ, შემდეგ კი ერთი დიდი საიდუმლო უნდა გითხრა რაც ძალიან, ძალიან გაგაოცებს. კანკალებდა,უსაშველოდ სციოდა სულ გაშიშვლებულს.დაიკარგა, საკუთარ დარდში უბილიკოდ დაიკარგა და ვახოს ხმის კანკალით უთხრა. -ახლა მითხარი რა საიდუმლო გაქვს სათქმელი. -ახლა მხოლოდ იმას გეტყვი რომ სექსისთვის ხარ შექმნილი. -ვახო გთხოვ შეჩერდი არ გინდა და ჩავთვალოთ რომ ეს ღამე არ ყოფილა და არც არასდროს გავიხსენოთ. -რუსა შემომხედე და მინდა დაფიქრდე, შენ რა გგონია შენზე უკეთესი ჩემს ოფისში არავინ არის ამ საგზურისთვის თუ მხოლოდ შენ იმსახურებდი აქ წამოსვლას? ისინი ყველა ნამყოფია აქ ამ ოთახში ამ დივანზეც და საძინებელშიც, მხოლოდ შენ იყავი ჩემგან შეუხებელი, მხოლოდ შენს გამო გავაკეთე ამჯერად ეს საგზური და უკანაც გამოგყევი როგორც მხედავ აქ ვარ და ვტკბები შენი სხეულით. -გამოდის....ვახომ კოცნით გააჩუმა რუსა და ორივე ხელებით მკერდზე ეფერებოდა რაც რუსას სუსტი წერტილი იყო და მოითენთა ვახოს მკლავებში რამდენიმე წუთში ვახოს ყმუილით გაოცებული რუსა თავადაც სიამოვნების ზენიტში იყო და აკანკალდა, ვახო კი ცხოველს ჰგავდა თვალებდაწითლებულს მსხვერპლს რომ ჯიჯგნის და სისხლის შეხედვაზე უფრო ხელდება, როგორც იქნა ჩაცხრა, ჩაწყნარდა და როცა ყველაფერს მორჩა სიგარეტს მოუკიდა რუსამ ადგა თავი მოიწესრიგა, მაგრამ არ ჩქარობდა ადგომას და წასვლას ვახო რომელმაც რუსას შეხედა და თქვა. -წარმოდგენა არ გაქვს ვისთან ერთად ზიხარ ახლა და ვისთან გქონდა სექსი.რუსამ გაოცებულმა შეხედა ვახოს და არაფერი თქვა, რადგან იცოდა ვახო თავად იტყოდა რაც ჰქონდა სათქმელი. -ქმარს შვილებთან ღალატობ....უეცრად მიუბრუნდა და ენის ბორძიკით კითხა დაბნეულმა. -რა, რა, რა თქვი? ხმა ვერ გააკონტროლა რუსამ და გაფართოვებული თვალებით უყურებდა სადისტურად მომღიმარ ვახოს. -ნუ გიკვირს, შენმა არაკაცმა ქმარმა დედაჩემი ორსული მიატოვა და არც არასოდეს უკითხია იმ შვილის შესახებ რომელიც მათი ურთიერთობიდან რამოდენიმე თვეში გაჩნდა. -მიშო? -სამი თვით უფროსია მიშო ჩემზე.... -როგორ გაიგე, ვინ გითხრა. -დედამ მითხრა, ტელევიზორში შეხედა ერთხელ მიშოს ინტერვიუს აძლევდა ჟურნალისტს როგორც საუკეთესო ექიმი და არ იცოდა სახლში თუ ვიყავი, მაშინ თქვა გავიგონე ,,რომ იცოდე ძმა გყავს ერთმანეთის გვერდით დადგებოდით ტყუპებივით იქნებოდითო'' და რომ შემხედა ვეღარ უარყო, მითხრა რაც მოხდა. შემდეგ ავარია რომ მოხდა ტელევიზიით შეიტყო რომ სისხლს ითხოვდნენ და მთხოვა მე შემეძლო მხოლოდ მისი გადარჩენა დავპირდი კიდეც აუცილებლად მივალ და გავიღებ სისხლმეთქი, მაგრამ მე აქ წამოვედი. -რატომ, რატომ აქამდე არ გითხრა სიმართლე, ღმერთო ეს ხომ..... -ეს ხომ სკანდალია, მაგრამ მე არ ვამბობ და არც შენ იტყვი. -ბადრის ადამაშაულებ, დედაშენი სწორად მოიქცა რომ ცოლიან მამაკაცთან დაიწყო ურთიერთობა თუ ბადრის ადანაშაულებ მხოლოდ და დედაშენს არა. -რუსა ბადრი დამნაშავეა რომ ცოლი ყავდა სახლში,დედას კი არავინ ყავდა.... -ის დედაა შენი ნაწილია და არ გინდა დაადანაშაულო, მაგრამ არ არის არც დედაშენი სწორი და ნუ ვიკამათებთ ამაზე. -შეიძლება, მაგრამ მე მაინც ბადრის ვადანაშაულებ. -უნდა წავიდე, აუცილებლად უნდა წავიდე. -წახვალ, შენს ინვალიდ საყვარელს და ავადმყოფ ქმარს დაუჯდები სახლში მოსავლელად, კარიერა? -არ მაინტერესებს კარიერა მე მათ ვჭირდები, გესმის ვჭირდები. -მომვლელი აიყვანე და გადაუხადე შენ კი კარიერას მიხედე. -ეს ისედაც ასე იქნება..... -ჩვენ კი დროს გამოვნახავთ შეხვედრებისთვის. -გინდა თქვა რომ შეხვედრები გაგრძელდება? -რუსა მე არ ვხუმრობ, მე შენს ქმარს გადავარჩენ მაგრამ ის უნდა დაიტანჯოს იმის გამო რაც გააკეთა და მას თავისივე ავადმყოფობა დატანჯავს. შენ კი თუ წინააღმდეგი იქნები ჩემთან შეხვედრაზე ამ ფლეშკაზე რაც მაქვს გინდა გაყურებინო იცოდე ინტერნეტ სივრცე ნახავს შენს სექსს შენს სახეს მე კი არ გამოვჩნდები და ვერავინ გაიგებს ვინ არის მამაკაცი ვისთანაც ჟიმაობ. -ასე აშანტაჟებ ყველას? -ყველას ვინც მინდა რომ გარკვეული დრო ჩემს გვერდით იყოს. რუსა ჩაფიქრდა და ვახოს თვალს არიდებდა, ფიქრობდა როგორ დაეღწია მისგან თავი. -წავალ ბილეთების საქმეს მოვაგვარებ და ერთად წავიდეთ.ვახო წავიდა, რუსა იჯდა გაშეშებული და რამოდენიმე წუთის შემდეგ თქვა. -წავალთ, მაგრამ შენ არ იქნები ჩემს გვერდით და ამას მე თავად გავაკეთებ, დრო დადგება ნიღაბს ჩამოგხსნი და სიმართლეს ყველა გაიგებს რა არაკაციც ხარ. სიბრაზესთან ერთად სირცხვილის გრძნობა არ ასვენებდა და ცრემლებს ვერ აკავებდა, მართალია მასზე ბევრად უფროსი ქმარი ყავდა და ღალატობდა, მაგრამ შეუყვარდა, მიშო წრფელი გულით და ნამდვილი სიყვარულით შეუყვარდა უანგარო, უზომო და უსასრულო იყო მისდამი სიყვარული, მაგრამ ვახოს უკვე ვეღარ იტანდა და მის გახსენებაზე გული რევის შეგრძნება ჰქონდა ვეღარ გააკონტროლა თავი და დედას დაურეკა ტირლით. -რუსა შვილო...... -ვბრუნდები დედა.... -უნდა დაბრუნდე, შვილო შენ ორივეს ჭირდები ახლა. -რატომ არ მითხარი დედა, შენ რატომ არ დამირეკე. -ბადრიმ მთხოვა არაფერი მეთქვა მას არ უნდოდა დაბრუნებულიყავი, მაგრამ ახლა უნდა დაბრუნდე შვილო. -ვერ მეუბნები დედა ცრემლები გახრჩობს, მაგრამ ვიცი მდგომარეობა რთული არის. -კი შვილო ორივეს მდგომარეობა რთული არის და მათ შენი გვერდით დგომა ჭირდება. -მოვდივარ, დედა ბილეთი უკვე ავიღე და დღეს საღამოს არის ფრენა დილით მანდ ვიქნები, ვალდებული ვარ დავბრუნდე და მათთან ვიყო. რუსამ ტელეფონი გათიშა და საათს შეხედა, რამდენიმე საათში უნდა წასულიყო ბარგს შეხედა და კართან მიიტანა უკვე გადიოდა კარში რომ ვახომ დაურეკა და მოწყენილი ხმით უთხრა. -უახლოესი რეისი სამ დღეში არის ასე რომ ვყიდულობ და ერთად წავალთ, შენი პასპორტის ასლი გადმომიგზავნე და დღეს არ დამელოდო საქმეები მაქვს დილით მოვალ ოფისში წასვლამდე მოგისწრებ.რუსამ ტელეფონი გათიშა, არც დაფიქრებულა კარი გააღო და თავის ჩემოდანთან ერთად გავიდა გასაღები კი შიგნიდან დატოვა კარებში. აეროპორტში მისვლამდე უკან უკან იხედებოდა, რომ ვახო არ წამოწეოდა და ლოდინი გაუსაძლისი გახდა, მაგრამ გული დაუმშვიდდა როცა რეგისტრაცია გაიარა და მისი ადგილი დაიკავა თვითმფრინავში ასულმა.უკვე აღარ ღელავდა,აღარც ნერვიულობდა და მშვიდად იყო თუმცა არ იცოდა რა ელოდა იქ რომ ჩავიდოდა, მაგრამ მის ნახვამდე რამეს მოიფიქრებდა.რამდენიმე საათიანი ფრენის შემდეგ უკვე დილის რიჟრაჟი იყო თბილიში რომ დაფრინდა და პირდაპირ დედასთან მივიდა ტაქსით,დედა ელოდა უკვე და კარში დახვდა შვილს. -სუნთქვა მიჭირს დედა, ყელში მარწუხები მიჭერს და ჩემი დახრჩობა უნდა.... -შემოდი შვილო, მეც ძალიან ვნერვიულობ.ყავა გააკეთა ორივესთვის და ცხელმა სითხემ ცოტა დაამშვიდა, შემდეგ ნამგზავრმა წყალი გადაივლო და არც დაუსვენია დედასთან ერთად წავიდა საავადმყოფოში.მიდიოდა და თავის თავს ებრძოდა,უნდოდა ძლიერი მდგარიყო ყველას წინ კითხვები არ ასვენებდა და თვალებით ექიმს ეძებდა. ხელზე მოქაჩა დედამ და დაბნეულმა შეხედა თვალებით კითხა რატომ შემაჩერეო. -ექიმი, იქ რომ ორსული დგას ის არის მათი მკურნალი ექიმი. -აააა, ექიმი და რა ქვია იცი? -ლარა ექიმი და დამშვიდდი ნუ ცახცახებ ერთიანად. -ცუდად ვარ დედა,ჯერაც ვერ მაქვს გააზრებული რომ აქ ვარ და რა მელოდება არ ვიცი. -ძალა მოიკრიბე შვილო და ექიმს მშვიდად ესაუბრე.რუსამ ამოისუნთქა, ნელი ნაბიჯით წავიდა და ლარას მიუახლოვდა. -უკაცრავად ექიმო ლარა.... ლარა შებრუნდა და მის წიმ მდგარ ულამაზეს ქალბატონს გაუღიმა. -გისმენთ, ვინმეს ეძებთ? -დღეს დილით ჩამოვფრინდი, როგორი მდგომარეობა აქვს ბადრის და მიშოს. -თქვენ...... -ბადრის მეუღლე ვარ, რუსა ბაჯაძე. -კაბინეტში შევიდეთ და ვისაუბროთ.ლარა შებრუნდა და გაოცებული იყო მასზე უმცროსი იყო რუსა და ბადრის მეუღლედ გაეცნო, ნუთუ? -დაბრძანდით. ლარამ ჭიქაში წყალი დაუსხა რუსას და პირდაპირ თვალებში შეხედა. -მდგომარეობა ორივესი რთულია, ძალიან რთული და ჩვენ რაც შეგვიძლია ვაკეთებთ. -ახლა რას ვაკეთებთ, რა ეტაპზე არის მკურნალობა. -მიშომ ქიმია უნდა დაიწყოს, მაგრამ როგორც იცით მისი დაჟინებული თხოვნით გაკეთდა ოპერაცია და ოპერაციის შემდეგ კიდევ უფრო დამძიმდა. -ისევ აპარატზე არის? -აპარატზეა და არ ვიცით როდემდე იქნება,ვერ გეტყვით ზუსტ თარიღს. -გასაგებია, შეიძლება ვნახო? -შეიძლება, მხოლოდ რამდენიმე წუთით.რუსა ლარას კაბინეტიდან გავიდა და ექთანის თანხლებით მიშოს ოთახში შევიდა,ცრემლი მოერია და ახლოს მივიდა ხელზე ხელი მოკიდა და ჩურჩულით უთხრა. -აქ ვარ,შენთან ვარ მაგრძნობინე რომ გაიგე და იგრძენი ჩემი მოსვლა.თვალი გაახილე გთხოვ და ჩემს სიცოცხლეს გაჩუქებ რომ შენ ისუნთქო,გინდა დედამიწასაც გაჩუქებ და მასზე მყოფ ყველაზე ლამაზ ქვეყანაში წავიდეთ იქ ვიცხოვროთ. თვალი გაახილე და ააბობოქრე ცუნამი შენს გრძნობებში,შენთვის არაფერი არ მენანება და მზად ვარ ყველაფერი გაგიყო, მაგრამ ნუ მებუტები გთხოვ ხმა გამეცი ნუ მიბრაზდები ჩემო გულო.ჩურჩულებდა და ტიროდა,ექთანმა მხარზე დაადო ხელი და მიხვდა დრო იყო წასვლის. -არ გაბედო და არ მიმატოვო, არ გაბედო და მარტო არ დამტოვო და თუ ჩემი არ გესმის და თუ მაინც წახვალ მაშინ გთხოვ მეც თან წამიყვანე, რომ იქ მაინც ვიყოთ ერთად და სამუდამოდ. წამოდგა ფეხზე, ხელზე ხელი მოუჭირა და უკან ხევით გავიდა ოთახიდან, ცრემლი მოიწმინდა და ისევ ექიმთან შევიდა, გრძნობებისგან დაცლილმა გული დაიმშვიდა და ლარას შეხედსა, ლარას გვერდით კი ელენე იდგა და ორივეს მავედრებელი თვალით შეხედა და ხმის კანკალით თქვა. -ოდესმე გყვარებიათ? ლარამ და ელენემ ერთმანეთს შეხედეს და ორივე გაჩუმდა ვერცერთი ვერ ამბობდა ვერაფერს, ლარას გული უფრიალებდა და უნდოდა ეთქვა რომ ის მიშოს კარგად არ იცნობდა, მაგრამ ვერ შეძლო და სიტყვა ვერ წარმოთქვა. -გთხოვთ გადაარჩინეთ ის ხომ ჯერ ძალიან, ძალიან ახალგაზრდა არის. -იცით რას მთხოვთ? თვალი თვალში გაუყარა ლარამ რუსოს და რუსომ ვერ გაუძლო მის გამოხედვას, როგორც უყურებდა ლარა იმ წუთებში. -არ ვიცი როგორ, მაგრამ მის გადარჩენას გთხოვთ. -ეს იგივეა რომ მითხრათ ანთებული ცეცხლიდან გიზგიზა ნაკვერჩხალი შიშველი ხელით გამოვიღო, თქვენ რასაც ითხოვთ ეს შეუძლებელია ქ-ნო რუსა მხოლოდ უნდა დაველოდოთ რომ უფალმა მოახდინოს სასწაული. -რატომ, რატომ, რატომ გაიმეტე ასე უფალო.... -ჩვენ ძალიან გვიან შევამჩნიეთ მიშოს ეს რთული და დაუმარცხებელი დაავადება, ორგანიზმი მისი ჯამრთელი და ძლიერია და აქამდე უმკლავდება უკვე ეს ბოლო სტატიაა ის მისი ცხოვრების ბოლო საფეხურზეა ასული საიდანაც დაბრუნება შეუძლებელია რადგან უკან საფეხურები გამქრალია. -თქვენი თქმით უნდა დაველოდოთ როდის ამოისუნთქებს საბოლოოდ? -სწორად მიხვდით, მისი თხოვნა იყო ოპერაცია რამაც ამ ზომამდე მიიყვანა. ანალიზების პასუხებით ვარაუდობდით რაც ჭირდა, მაგრამ ოპერაციის პროცესში გამოიკვეთა სირთულე შეუძლებელი იყო ფაქტობრივად ოპერაციის გაგრძელება მაგრამ არ დავნებდით და ოპერაცია გავაგრძელეთ. ბოლომდე დასრულდა და ამოსაკვეთი ამოიკვეღა ახლა კი უნდა დაველოდოთ, ვნახოთ რომ გაიღვიძებს შედეგსაც გავიგებთ. -ვერასოდეს ვიფიქრებდი თუ მიშოს ეს ვერაგი დაავადება მოერეოდა, არ ვიცი რა ვთქვა. თავი დახარა და რამოდენიმე წუთი ჩუმად იყო, შემდეგ თავისი ტელეფონის ნომერი დაწერა ქაღალდზე და ლარას გაუწოდა. -გთხოვთ დღე აქ ვიქნები თუ რამე შეიცვლება ჩემს აქ არ ყოფნაში დამირეკოთ და არ გაგიკვირდეთ რომ ბადრის ამბავი არ გკითხეთ, რა თქმა უნდა ის ჩემი ნაწილია, მაგრამ მიშო მასზე ახალგაზრდაა და ეს უფრო მტკივნეულია. -ბ-ნი ბადრის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია, მას განუვითარდა გულის კონოლარული არტერიის სპაზმის განვითარება, რომელმაც ვერ შეუწყო კარგად გულს სისხლის მიწოდება და ეს მოხდა ძლიერი სტრესის მიღების შედეგად, ბედად ეს აქ მოხდა ჩვენს თვალწინ და დახმარება დროულად აღმოუჩნდა სხვა შემთხვევაში მას ვერცერთი ექიმი ვერ მიუსწრებდა და ვერ გადაარჩენდა.თუმცა მდგომარეობა ჯერ კიდევ სათუოზე არის და ვცდილობთ რომ ჯამრთელობა დავუბრუნოთ, მაგრამ არც ის ვიცით რა სირთულეს დაუტოვებს. -შესაძლებელია ინვალიდი იყოს? -ვერ გამოვრიცხავთ ვერც ამ ფიქრს, მეცხრე დღე გვეტყვის რა და როგორ იქნება. -გასაგებია. თქვა და ფეხზე წამოდგა,ლარას ხელი ჩამოართვა და დაემშვიდობა,ლარამ შეხედა ელენეს და თქვა. -ვიცოდი ორსულად იყო, მაგრამ როგორც ვხედავთ არ არის ან.... -ან მოიცილა არ ვიცი ვერ გეტყვი, მაგრამ დანამდვილებით ვიტყვი რომ მიშო ძალიან უყვარს და ქმრის რა გითხრა. -ჩვენი საქმე არ არის მარი ეს მისი ცხოვრებაა და მისი არჩევანი, ჩენ ექიმები ვართ და ჩვენი მოვალეობა არის პაციენტს მივხედოთ. -რა იქნება თუ გეტყვი, რომ საშინლად მტკივა გული და ნუთუ არესებობს ისეთი რამ ჩემი გონება ორი წუთით მაინც რომ გათიშოს, რომ სუნთქვა გახდეს შესაძლებელი. -ვიცი ახლა რას გრძნობ, ზიზღს გრძნობ ლარა და უნდა გააკონტროლო თავი. -შეიძლება? ლარამ კარებისკენ შებრუნდა და დაინახა კარში გიორგი იდგა გაღიმებული. -გიორგი შორიდან რატომ კითხულობ ჩემთან შემოსვლას, მოხდა რამე? -მოხდა, მოხდა, ლარა ვიპოვეთ ავტომანქანა ვინც მიშოს დაეტაკა აეროპორტში, მაგრამ რამოდენიმე კითხვა მინდა დაგისვა. -გისმენ გიორგი მაგრამ მე რა ხელი მაქვს იმ დღევანდელ დღესთან, არ მინდა ვიფიქრო რომ ეჭვებში მე გყავარ, რომ მე დავეტაკე მიშოს. -არა, არა, არა რა სისულელეს ფიქრობ, მაგრამ რამდენი თვეა ვეძებთ ამ ავტომობილს და ვერ ვიპოვეთ ეს ის არის რომელსაც ჩვენ ვეძებდით იმ დღიდან შენ რომ დაგეტაკა შუქნიშანთან და მიგატოვა გზაში. -დარწმუნებული ხარ? -დარწმუნებული ვარ და ვინც შენ დაგეტაკა იმ დღეს სწორედ ის დაეტაკა მიშოს აეროპორტის გზაზე, მანქანა ვიპოვეთ, მაგრამ მძღოლი არ ვიცით ვინ არის მისი მფლობელი კი გარდაცვლილია.არ ვიცით ვინ მართავს ამ ავტომობილს და იმ დასკვნამდე მივედი, მხოლოდ მაშინ გამოყავს როცა მსხვერპლი მიზანში ყავს და შემდეგ ისევ უჩინარდება. -ვფიქრობ ჩვენ სამივე შეცდომას ვუშვებდით, გიორგი უნდა გამოვრიცხოთ ის ვიზედაც ვფიქრობდით და ვეჭვობდით. -მეც ვიფიქრე რომ შეცდომას ვუშვებდი,ისევ თავიდან უნდა დავიწყოთ და ვფიქრობ ამჯერად მიზანს მივაღწევთ, შეგრძნება მაქვს რომ ვიპოვით დამნაშავეს.სიჩუმე დადგა და ყველა თავიანთ ფიქრებში ჩაიძირა, რუსა დედასთან ერთად დაბრუნდა სახლში, იჯდა გაშტერებული და ხელში ტელეფონი ეჭირა რომელსაც მალ მალე ნახულობდა და რამდენი ტელეფონის ხმას გაიგონებდა შიშით უყურებდა ჯერ დედას და შემდეგ ტელეფონს. -რა გჭირს შვილო, გიყურებ და შენს თვალებში შიშს ვხედავ არ მეტყვი რისი ან ვისი გეშინია ასე რომ ნერვიულობ, მხოლოდ ნუ მერტვი რომ ბადრიზე და მიშოზე ნერვიულობ და კანკალებ.რუსა გაჩუმდა, შემდეგ დედას შეხედა ცრემლით სავსე თვალებით და რისი და ვისი ეშინოდა სიმართლე მოუყვა. -უსირცხვილო, უნამუსო ადამიანი ყოფილა ეს შენი უფროსი და მე ვფიქრობ რომ პოლიციას უნდა უთხრა რაც და როგორც არის, ასეთი მოძალადეების ადგილი ციხეში არის შვილო. -უარესი რომ მოხდეს დედა...... -მაინც უნდა იცოდეს პოლიციამ რომ ის საშიშია, რომ მისი ბრალია მიშოს ეს მდგომარეობა და ბადრიც შვილზე ნერვიულობით არის ასეთ მდგომარეობაში. -მეშინია, არ ვიცი რას იზამს გაბრაზებულზე.... -რას ფიქრობ, რუსა გინდა დაიცვა თუ გინდა მისგან თავი დაიცვა შვილო. -მას გადაღებული ვიდეო აქვს ჩემთან რაც გააკეთა, იმ ვიდეოს სოციალურ ქსელში გაუშვებს დედა და ყველა ნახავს. -ნახოს, მაგრამ სიმართლეს გაიგებს ყველა რომ ის მოძალადეა და მოძალადეს სასჯელი ეკუთნის.რუსა ჩაფიქრდა და ის დილა გაიხსენა ვახო რომ შეეხო,ზიზღი და სიძულვილი იგრძნო და ფეხზე წამოხტა. -რუსა შემომხედე და თვალებში მიყურე პასუხი ისე გამეცი, გინდა მისგან თავი დაიხსნა თუ გინდა დაფარო მისი დანაშაული როგორც სხვებმა მის ოფისში და ამ ყველაფერს იმიტომ აკეთებ რომ მოგწონს? -არა, არა, არ მომწონს დედა, მის მიმართ მხოლოდ ზიზღი მაქვს. -მაშინ პოლიციას დაელაპარაკე და უნდა იცოდეს პოლიციამ სიმართლე რომ მისგან დაგიცვას პოლიციამ. -მეც რომ დამადანაშაულონ, დედა მეც რომ მის თანამზრახველად მიმიღონ მერე რა გავაკეთო.... -დამიჯერე არ მომწონს ეს ადამიანი და თავი არ დაიღუპო, შვილო ამხელა ქონების პატრონი ხარ და რატომ გინდა პრობლემებში გაეხვიო,რატომ გინდა შიშში იცხოვრო და თავში ხელი ირტყა.დამიჯერე და ერთხელ მაინც დაიჯერე ჩემი დარიგება იქნებ წაგადგეს და თავიდან გადაიხსნა ეს პრობლემები,დაფიქრდი შვილო და ამჯერად მაინც გადადგი სწორი ნაბიჯი ისევ შენს სასარგებლოდ და შენს საკეთილდღეოდ. გულშეღონებულმა და შვილზე იმედ დაკარგულმა თავის ოთახში შევიდა და ღამე ტირილში გაატარა, რუსა კი სადაც დატოვა დილით ისევ იქ დახვდა დედას უძილო და თვალებ დაწითლებული,ფიქრებისგან დაღლილი. შეხედა დედას მასაც უძილობისგან დაშავებოდა თვალის უპეები და გული ეტკინა დედას რომ ატკინა, მისი გადადგმული გაუთვლელი და არასწორი ნაბიჯებით ძალიან მალე დააბერა დედა რომელსაც შვილზე დარდით და ჯავრით ძალიან ადრე გაუთეთრდა თმა. დედამ მოადუღა ისევ ყავა ორი ფინჯანი გამოიტანა და რუსას წინ მოკალათდა, შვილს შეხედა და ყავა ნელა აუჩქარებლად მოსვა, შემდეგ კი ნელი ხმით დაიწყო მოყოლა. -წლები გავიდა და მინდა მოგიყვე ჩემი ტკივილის და ჩემი აცდენილი ცხოვრების შესახებ, ჩემი ცხოვრება ძალიან ნელი და აუჩქარებრლი ნაბიჯებით გავიარე შვილო.მეც შემეშალა, მეც გადავუხვიე გზიდან თუმცა გეტყვი ძალიან ვცდილობდი, მაგრამ ცხოვრების მიერ დადგმულ ხაფანგს ვერ ავცდი.ცხოვრებაში ბევრჯერ მომიწია დაუგეგმავი ნაბიჯის გადადმა, მაგრამ როცა ვხედავდი იქ არ უნდა მივსულიყავი სადაც გზამ მიმიყვანა გვერდს ვიცვლიდი.შენს ცხოვრებას შენ თავად ჰქმნი, შენ ხარ შენი ხასიათის და ცხოვრების შექმნელი. მოთმინება და მორჩილება ეს არის ცხოვრების მთავარი აზრი, მაგრამ ვხედავ შენთვის უკვე სულერთია ყველაფერი რომ აღარავინ და აღარაფერს არ აქვს შენთვის მნიშვნელობა.17 წლის ასაკში ცუდი მეგობრის დახმარებით მეც ცუდ გარემოცვაში მოვხვდი და მოწევაც დავიწყე, თუმცა ისეთი ოჯახის შვილი ვიყავი ეს არ მეკადრებოდა, მაგრამ მეც სხვას და მოდას ავყევი.დრო და დრო დავიწყე ტყუილების თქმა და ამ დროს გზას ავცდი,მე ჩავიმარხე სიბნელის ჭაობში და წლების მანძილზე ვერ ამოვედი ამ ბნელი ჭაობიდან. მშურდა ადამიანების, მშურდა ზოგიერთი ჩემი მეგობრების,მაგრამ ისევ ოჯახის დახმარებით დავდექი ფეხზე და ცუდ წრეს ჩამოვშორდი.ყოველ საღამოს სუნთქვა გახშირებული ვბრუნდებოდი სახლში სადაც მელოდა შეშინებული დედა და მამა კართან, მე შევძელი და დავიბრუნე ჩემი ძველი სახე, მაგრამ ეს არ მოეწონა ცუდ მეგობარს და ისევ შეეცადა ჩემი გზიდან გადაყვანას, მაგრამ ამ ჯერად მე თავად შევძელი და გვერდი ავუარე მას და რომ გადავხედავდი რამდენი დრო დავკარგე მასთან ყოფნით სუნთქვა მეკეტებოდა და შიშის გრძნობა მიმძაფრდებოდა. წლები გავიდა და შენს მამას შევხვდი, შევქმენით ოჯახი და შენც დაიბადე სამწუხაროდ ჩემი რთული ორსულობის და ასევე რთული მშობიარობის გამო მეტი შვილი ვერ გავაჩინე და დარჩი დედისერთა შვილი რომელსაც ყველა სურვილს ვუსრულებდით.მამა ძალიან კარგი ადამიანი, ბრწყინვალე მეუღლე და ამავედროს შესანიშნავი მამა დადგა თუმცა რომ გაიზარდე შენ ვერ დააფასე ვერც მამის სიყვარული და ვერც მისი ამაგი ის ძალიან გულნატკენი წავიდა შენგან და მე მტკივა მისი გულის ნაწილი, რომ არ იმსახურებდა ამ ტკივილით წასვლას. რუსა ფეხზე ადგა ფანჯარასთან მივიდა და არც გადაუწევია ფარდა თეთრ თხელ ფარდაში თავისი ცხოვრება უფერული მოეჩვენა, თითქოს თავად იყო ამ უფერულ ნისლში გახვეული. ტელეფონის ზარმა შეაშინა და შეჰკივლა, შემდეგ ზარის ვინაობის ამოკითხვამ უფრო შეაშინა და დედას შეხედა შეშინებულმა. -გაიგო, უკვე გაიგო რომ იქ არ ვარ და დედა რა გავაკეთო, დედა მეშინია. -დამშვიდდი, პანიკას ნუ აყვები და მშვიდად უპასუხე მხოლოდ სიმშვიდე შეინარჩუნე უნდა მიხვდეს რომ მან სხვები დააშინა და შენ ვერ დაგაშინებს. -ვუპასუხო? -დამიჯერე და მშვიდად იმოქმედე, ახლა უპასუხე. რუსას დედასთან დალაპარაკებამ ძალა მისცა და ტელეფონი ხელში აიღო. -შიში არ შეგამჩნიოს გაბედულად უპასუხე რუსა. -გისმენთ.... -მისმენ, რუსა მისმენ და საიდან მისმენ სად ხარ რომ გეძებ და ვერ გიპოვე. -სახლში ვარ სად უნდა ვიყო. -რუსა სად ხარ, მაბოლოებ რომ სახლში ხარ? -ხმის ტონი შეარჩიე როცა მელაპარაკები ვახო და გეუბნები რომ სახლში ვარ თუ არ დაიჯერებ ეს შენი პრობლემა არის და არა ჩემი. უთხრა და გაუთიშა,დედას შეხედა და გულზე ხელი მიიდო, მაგრამ ისევ და ისევ დედა. -მომეწონე, ასეთი გამბედავი უნდა იყო და ვერასოდეს გმართავს სხვა. -გამომივიდა? -გამოგივიდა, ისევ დარეკავს რადგან ეს ის პიროვნებაა ადვილად რომ ვერ ეგუებიან დამარცხებას და ხმაში სიმკაცრე გაურიე, მიხვდება რომ ამჯერად შეცდა და შენ არ ხარ სუსტი სამართავი და ვერ დაგიმორჩილებს იოლად. დედა მართალი აღმოჩნდა ტელეფონი ისევ რეკავს და რუსამ მკაცრად შეხედა ტელეფონს და გაბრაზებულმა უპასუხა. -გისმენ ვახო...... -სად ხარ რომ გეკითხები..... -სახლში, კიდევ გაგიმეორებ და გეტყვი რომ სახლში ვარ ვახო სახლში. -რუსა მადებილებ თუ მაგოიმებ.იღრიალა ვახომ და რუსას დედამ მკლავზე მოუჭირა ხელი რომ აგრძნობინა შიში არ დაანახოო და რუსამაც უყვირა. -როგორც გინდა ისე ჩათვალე, სამი დღე კიდევ ვერ დაგელოდებოდი და შენს სურვილებზე ვერ ვივლიდი ამიტომ ბიოლეთი ავიღე და ამ წუთში დედასთან ერთად ვარ ჩემს სახლში და დაიმახსოვრე, მე რუსა ვარ და სხვებს არ ვგავარ ვინც ადვილად მართე აქამდე,იცოდე გაგაცამტვერებ. -მემუქრები? -ვახო უნდა გითხრა რომ ამჯერად შეცდი არჩევანში და ძალიან შეცდი,არ გამოგივიდა რაც ჩაიფიქრე და სულ არ მადარდებს რას გააკეთებ და რას იტყვი კიდევ გიმეორებ, გაგანადგურებ. -როგორ გაბედე წასვლა, მე ხომ გითხარი სამ დღეში წავალთქო... -ადამიანის სიცოცხლე წუთებზეა დამოკიდებული, შენ ფეხებზე გკიდია სხვისი ტკივილი მე კი არა და როგორ გავბედე, გავბედე რადგან მე მათ ვჭირდებოდი გვერდით და მათთან ვარ შენ კი შენი ბინძური ცხოვრება გააგრძელე მე ჩემს არეულ ცხოვრებას გავაგრძელებ და აღარ დამირეკო. -განანებ ჩემს გამასხარავებას რუსო.... -უკვე ვნანობ რომ შენ გიცნობ, წარმოდგენაც არ გაქვს როგორ ძალიან ვნანობ და წარმოდგენა არ გაქვს რა შემიძლია გავაკეთო. -იმ დღეს არ ნანობდი ჩემს მკლავებში ვნებას რომ აფრქვევდი? -ეს შენი სურვილი იყო და არა ჩემი, შენ იმ დილით იძალადე ჩემზე ეს არ დაგავიწყდეს... -მემუქრები? -სულაც არა, შეგახსენე ვახო შენი ვაჟკაცობის სცენა.გარტმა, ყელში ხელის წაჭირება, სიმხეცე,ცხოველური მოქცევა,სადისტური სიცილი და ამ ყველაფრის შემდეგ მეუბნები როგორ გავბედე წამოსვლა? არც დავფიქრებულვარ ისე ავიღე ბილეთი და წამოვედი,არა არ წამოვედი გამოვიქეცი,დიახ ვახო შენგან გა მო ვი ქე ცი. -მოვალ და ვილაპარაკოთ. -არ მოხვალ, შენ ჩემამდე აღარ მოხვალ -შენთან არა, მამასთან და ძმასთან მოვალ.... -არც გაბედო მათი ნახვა...რუსამ ტელეფონი გათიშა და დედას შეხედა. -მიხვდი როგორი ცუდი ადამიანი გინდა დაუმალო პოლიციას, გაბედე დღესვე და გადადგი სწორი ნაბიჯი ამით შენ გამოძიებას დაეხმარები შვილო და შენი ცხოვრებაც დამშვიდდება. -დამშვიდდი დედა მთელი ღამე ვფიქრობდი და მივიღე გადაწყვეტილება რასაც გავაკეთებ, საავადმყოფოში წავალ ექიმს ვნახავ და დაველაპარაკები არ ინერიულო არ მეშინია იმ მოძალადის და თან ორი ადამიანის მკვლელია. ფეხზე წამოდგა შვილთან მივიდა ორივე ხელებით მისკენ მიიზიდა გულში ჩაიკრა და უთხრა. -ახლა მიიღე სწორი და მართებული გადაწყვეტილება, რთული მდგომარეობა გვაქვს, მაგრამ ნელა ნელა დალაგდება ყველაფერი. -მთელი ღამე თვალი ვერ მოვხუჭე, წავალ პოლიციაში და ყველაფერს ვიტყვი, სამხილები კი მათმა ეძებოს.რუსამ თავი მოიწესრიგა დედის დაძალებით საუზმეც მიიღო და მოგვიანებით საავადმყოფოში წავიდა, გულის ფანცქალით აიარა კიბეები და უკვე ექიმის კაბინეტს უნდა მიუახლოვდეს რომ მის წინ ვახო დადგა და შეეშინდა,მაგრამ არ დაიბნა და ვახოს თვალებში უყურებდა. -საყვარელო, რა მშვენიერი შეხვედრაა და სამშობლოში დაბრუნებამ ძალა შეგმატა? -არა ვახო ძალა ჩემმა ტკივილმა შემმატა და რაც შეეხება შენთან შეხვედრას არ აღვფრთოვანებულვარ შენი ხილვით და გზაზე ნუ მეღობები. -ვახო, ბ-ნო ვახო აღარ ვარ? -უკვე აღარ რადგან შენ ჩემთვის აღარაფერი ხარ, გამატარე რადგან ექიმმა დამირეკა და უნდა ვნახო. -მეჩვენება თუ შეიცვალე, აღარ თრთი ჩემს წინ და რა ხდება ძვირფასო, ძალიან განხვავებაა სამი დღის წინ ჩემს მკლავებში როგორი ვნებიანი იყავი და ახლა ბრაზიანი ხარ. -არც არასოდეს მეშინოდა შენი.უთხრა და გვერდი აუარა, მაგრამ ვახო ისევ წინ გადაუდგა თვალებში ჩახედა რუსას და უთხრა. -არ ამიხსნი შენი გაქრობის მიზეზს? -უკაცრავად, სხვა მიზეზებს ეძებ ეს მიზეზი რაც ჩემს თავს ხდება არასაკმარისი არის? -ამ მიზეზს რასაც და ვისაც გულისხმობ არც მაინტერესებს, შენ მე მიმატოვე იქ უცხო ქვეყანაში რუსა. -მიგატოვე, რას ბოდავ რა საერთო მქონდა შენთან სხვა გარდა სამსახურებრივისა თუ გვქონდა რამე სერიოზული და მე ჩავშალე თუ რაღაც არ მახსოვს. -ჰოდა გაგახსენებ ახლავეს ჩემთან წამოხვალ. -არსადაც არ მოვდივარ, ხელი გამიშვი ექიმი უნდა ვნახო. იკივლა რუსამ და თვალებით მშველელს ეძებდა. -მეც ექიმის ნახვა მინდა და ერთად ვნახოთ. -უშენოდაც ვიცი რა უნდა ვთქვა. ხელი კრა ვახოს და გზა გააგრძელა.არა სიამოვნო შეგრძნება დაეუფლა როცა ვახომ შეეხო და ხასიათი გაუფუჭდა, გაბრაზებულმა გააგრძელა გზა და ექიმის კაბინეტთან მისულმა ექთანს დაელაპარაკა. -ექიმი ლარა მოსულია? -დღეს ელენე ექიმი არის და შემოვლაზეა გასული, უნდა დაელოდოთ. ექიმს ელოდა, მაგრამ შინაგანად ტკივილს გრძნობდა ალბად ეს შიში იყო, იდგა მოლოდინით სავსე და რამდენიმე წუთიანი ლოდინის შემდეგ ელენეც გამოჩნდა, ელენემ რუსას შეხედა და უთხრა. -მდგომარეობა უცვლელი არის, ახალს ვერასფერს გეტყვი ქ-ნო რუსა. -გასაგებია, მე რამე უნდა გავაკეთო? ელენემკ შეხედა რუსას გვერდით მდგომ მამაკაცს და მისმა გამოხედვამ უსიამოვნოდ გააჟრჟოლა თუმცა თქმით არაფერი თქვა. რუსა დროს წელავდა და არ უნდოდა ვახოსთან ერთად გასულიყო საავადმყოფოდან ამიტომ ბადრის სანახავად შევიდა რამდენიმე წუთი იქ გაჩერდა ბადრის ეჩურჩულა და ცრემლიანი თვალით დატოვა ოთახი, იქ ისევ ვახო დახვდა და ცინიკურად,ირონიულად უთხრა. -რაო ბადრიმ მოგიწონა მის მეორე შვილთან რომ გქონდა სექსი? რუსას სიბრაზე ზღვარს გადავიდა და არ გაითვალისწინა სად იყო იმ წუთში და ამიტომ არც დააყოვნა მისი გაშლილი ხელი სახეში მოხვდა ვახოს რამაც ის ჯერ დააბნია მოულოდნელობამ და შემდეგ ჭკუიდან გადაიყვანა, მაგრამ რუსას ხმამ ადგილზე გააშეშა. -შენს თავხედობას საზღვარი აღარ აქვს და თუ ხვდები სად ხარ, აქ ავადმყოფები წევს და ზოგიერთის ადგილზე შენ რომ იწვე ეს უფრო სამართლიანი იქნებოდა. ვახო სიბრაზეს აფრქვევდა რაც იმ წუთში მოსულ ელენეს შეუმჩნეველი არ დარჩენია და რუსას შეხედა, რომელსაც სახეზე ფერი არ ჰქონდა და მიხვდა ელენე რომ რუსა ამ მამაკაცისგან თავის დახსნას ცხდილობდა. -ქ-ნო რუსა უნდა დაგელაპარაკოთ და გთხოვთ კაბინეტში შემობრძანდით. -არაა კაბინეტში შესვლა საჭირო აქაც შეგიძლიათ უთხრათ.უთხრა ვახომ ელენეს და თვალებში ჩააჩერდა, ელენემ თვალი აარიდა ვახოს და რუსას მიუბრუნდა. -ეს წამლები უნდა იყიდოთ რაც თქვენს მეუღლეს ესაჭიროება, ძალიან მნიშვნელოვანი პრეპარატი არის და მისი სიცოცხლისთვის საჭირო. -მოვიტან,ახლავეს წავალ და მოვიტან.რუსამ ქაღალდი გამოართვა ექიმს და საავადმყოფოდან გავიდა, ვახოც უკან გაყვა და თავისი მანქანის წინა კარი გაუღო, მაგრამ რუსამ ხელი კრა ღია კარს და იქვე მდგარ ტაქსის კარი გააღო და მძღოლს უთხრა. -გთხოვ წამიყვანე აქედან და ისე იარე ის თეთრი პორშე ჩამოიშორე. -შევეცდები, თუმცა ისეთი გაბრაზებული თვალებით მიყურებს მძღოლი გამიჭირდება.ვახომ გაბრაზებულმა ფეხი მიარტყა მანქანას და შემდეგ ტაქსის უკან გაყვა, ელენე კი ამ ყველაფერს ფანჯრიდან უყურებდა და გიორგის დაურეკა. -გისმენ ელენე.... -გიორგი აუცილებლად უნდა გნახო, აქ შეგიძლია მოსვლა თუ..... -ახლოში ვარ და მოვალ, ლარა? -ლარა დღეს არ არის, მე ვარ და მნიშვნელოვანი რამ უნდა გითხრა.გიორგის გაუკვირდა ელენეს რა ჰქონდა სათქმელი მიშო ხომ გამორიცხეს უკვე თავიანთი ეჭვებიდან და ელენეს სანახავად წავიდა, რუსა ერთ ერთ დიდ აფთიაქში შევიდა საჭირო პრეპარატები იყიდა და ისევ იგივე ტაქსით უნდა დაბრუნებულიყო უკან რომ ვიღაცამ მკლავზე უხეშად შეეხო და შეშინებულმა მიბრუნდა უცნობისკენ, მაგრამ მის წინ ვახო იდგა რომელმაც გაბრაზებულმა მტკიცე ხმით უთხრა. -არც გაბედო შეწინააღმდეგება ისე დაჯექი, ახლავეს.მძღოლს შეხედა რომელიც შეეცადა რუსას დახმარებოდა, მაგრამ ვახომ მას თანხა გადაუხადა და წავიდა,მძღოლმა ვახოს მანქანის ნომერი ჩაიწერა და ნაცნობს დაურეკა რადგან მიხვდა მისთვის უცნობ ქალბატონს დახმარება ჭირდებოდა. -გისმენ შოთი. -რატი დღეს უცნაური რამ შემემთხვა. -გისმენ, რამე სერიოზულია? შოთიმ აუხსნა რა და როგორ იყო და ბოლოს თქვა. -რატი დარწმუნებული ვარ ის ქალბატონი ძალადობის მსხვერპლია, დახმარება მთხოვა თვალებით, მაგრამ ვერ შევძელი და გქონდეს მხედველობაში. -კარგი შოთი გავითვალისწინებთ. -ჩაიწერე მანქანის ნომერი და სერია. რატიმ ყველაფერი დაიწერა როგორც უთხრა შოთიმ და ჩაფიქრდა უცნაურად მოეჩვენა შოთის ნათქვამი და გიორგის დაურეკა, გიორგი კი ელენეს წინ იჯდა და ყავას მიირთმევდა თან საუბრობდნენ,რატის ზარს უპასუხა და რატიმაც რომ იგივე უთხრა რაც ელენემ, გიორგიმ ელენეს შეხედა -მითხარი ტაქსით წავიდნენო შენ თავად დაინახე და იმ მძღოლს რატისთვის დაურეკია ის ქალი ძალადობის მსხვერპლი არისო, ელე რა გავაკეთოთ? -არ მომწონს ის პიროვნება გიორგი რაღაც მნიშვნელოვანი ხდება მათ შორის, ეს პიროვნება გამოსაძიებელია. -ჯერ გავიგოთ ვინ არის და რა საერთო აქვს ქალთან ან ოჯახთან. რუსა შეშინებული იჯდა და სულში მტკივნეულად უვლიდა ის განცდა სად მიყავდა ის ვახოს რამოდებიმე წუთით იარა ვახომ და ერთ ერთ მაღალსართულიან ბინასთან გაჩერდა, ლიფტით ავიდა მე-16-ე სართულზე და რუსა დენდარტყმულივით გამოვიდა ლიფტიდან, ვახომ ბინის კარი გააღო და რუსა ძალით მიათრებდა მისივე სხეულს როგორც იქნა შევიდა ბინაში და კარი მის უკან ხმაურით მიიხურა თუ არა ვახომ პიჯაკი გაიხადა მოისროლა უმისამართოდ და რუსასკენ შებრუნდა, რუსამ კი შეხედა ზიზღით და მტკიცე ხმით უთხრა. -არ მომეკარო.... -რა თქვი...... გაიმეორე რა თქვი, ვერ გავიგონე. -არ მომეკარო. იკივლა რუსამ და ფანჯარასთან მივიდა, გული გამალებით უცემდა და სუნთქვა ღრმად დაიწყო, ნერვიულობისგან მხედველობაც აერია და ბუნდოვნად ხედავდა ვახოს მაგრამ ნელა ნელა დამშვიდდა შეხედა შეშინებული და ფერდაკარგული ნელა ცდილობდა რუსასთან მიახლოვებას, მაგრამ რუსამ ისევ მტკიცე ხმით გაიმეორა. -არ გაბედო და არ მომიახლოვდე, არ გაბედო. -გაგიჟდი თუ რა გემართება. -არ მომეკარო და მომეცი უფლება აქედან გავიდე, მომიახლოვდები და იცოდე არც დავფიქრდები ისე გადავხტები.ვახო მიხვდა რომ რუსა არ ხუმრობდა და ნელა ნელა დაიხია უკან, რუსამ სახლს თვალი მოავლო და შეამჩნია სახლის ერთ კუთხეში უცნაური ნიღაბი ეკიდა კედელზე რამაც შიშის გრძნობა უფრო გაუღრმავა და როგორ დატოვა ბინა, როგორ ჩაიარა 16 სართული და როგორ აღმოჩნდა ბინის წინ აღარ ახსოვდა. მხოლოდ მაშინ იგრძნო თავი სამშვიდობოს როცა ელენე დაინახა და ელენემ შეამჩნია მისი ნანერვიულები, ნამტირალევი თვალები და ფერდაკარგული სახე, გიორგის გადახედა და უთხრა. -მოვიდა ეს არის, მაგრამ კარგად არ უნდა იყოს. ელენე მივიდა რუსასთან და ხელით შეეხო მკლავზე რაზედაც რუსას ცუდი რეაქცია ჰქონდა. -არ შემეხო.იკივლა რუსამ და ცრემლიანი თვალებით შეხედა ელენეს. -დამშვიდდი თქვენ სამშვიდობოს ხართ, ცუდად ხართ წყალს მოგიტანთ. -კა, კა, კარგად ვარ.თქვა რუსამ და გული წაუვიდა.რამდენიმე წუთში თვალი გაახილა და ელენეს შეხედა გაბრუებულმა მის ჩანთაში კი ტელეფონი გაუჩერებლად რეკავდა, რუსას თანხმობით ელენემ ჩანთა გახსნა და რუსას ტელეფონი მიაწოდა რუსამ კი მშვიდად უპასუხა. -გისმენ დედა. -სად ხარ შვილო, დაგაგვიანდა. -ჯერ კიდევ აქ ვარ, საჭირო პრეპარატები ვიყიდე და მალე წამოვალ. -პოლიციაში იყავი მისული? ელენემ და გიორგიმ ერთმანეთს შეხედა და რუსამ შედარებით ჩუმად უთხრა. -შევეცდები დედა მივიდე და ამ ტვირთისგან გავნთავისუფლდე. -შვილო ძალიან სწორი ნაბიჯი გაქვს გადადგმული და წინ იარე უკან ნუ გადმოდგამ ნაბიჯს და ცხოვრებას ნუ დაინგრევ.ტელეფონი გათიშა თვალები დახუჭა მაგრად და შემდეგ ელენეს შეხედა, ელენემ კი თავად დაეხმარა. -ქ-ნო რუსა თქვენ დახმარება გჭირდებათ..... შეშინებული თვალებით შეხედა ელენეს და ხმის კანკალით უთხრა. -მინდა დახმარება, მაგრამ მეშინია. -მე დეტექტივი ვარ და შემიძლია დაგეხმაროთ, მხოლოდ უნდა ვიცოდე ვისთან მაქვს საქმე და რაში გჭირდებათ დახმარება. -ის, ის, ის სასტიკი ადამიანია. ის მოძალადეა და ამავე დროს ის უფრო მეტიც,...ოთახის კარი გაიღო და ვახო შემოვიდა რომელმაც ჯერ ექიმს და გიორგის შეხედა, შემდეგ კი რუსასთან მივიდა და უთხრა. -როგორ ხარ, ისე ჩქარა წამოდი ვეღარ გიპოვე და მივხვდი აქ იქნებოდი. -წადი, წადი არ მინდა აქ შენი თავზე დგომა. ვახომ ელენეს მიუბრუნდა და უთხრა. -ექიმო ძალიან ნერვიულობს და მინდა ანალიზები აუღოთ ორი მძიმე ავადმყოფი გვყავს და საკმარისია, რუსა აქამდე თავს კარგად გრძნობდა. -ეს მოულოდნელი სტრესი იყო მისთვის,შორი გზიდან დაბრუნდა და ჯერ შედეგი არცერთის არ არის რა თქმა უნდა ნერვიულობს ერთი მეუღლე არის და მეორე მეუღლის შვილი ორივე მისი ოჯახის წევრია,მისი ნაწილი.დაისვენებს და კარგად გახდება, მაგრამ დღეს აქ დარჩება. რუსა თავს მართლა ცუდად გრძნობდა, მხედველობა დაბინდული ჰქონდა და მის გონებაში მხოლოდ ვახოს დამცინავი სახე იდგა და მის გარშემო ტკივილის სუნი მძვინვარებდა. -რამდენი საათით უნდა გაჩერდეს აქ. -შესაძლებელია დილამდე აქ იყოს, თქვენ თუ საქმე გაქვთ შეგიძლიათ წახვიდეთ აქ გაჩერება არ შეიძლება. ვახომ გიორგის შეხედა და გიორგიმ კი ელენეს მიუბრუნდა. -ელო მე წავალ, ქ-ნო რუსა ძალიან შეგვაშინეთ და ახლა უნდა წავიდე მაგრამ ექიმის ხელში გტოვებთ. გიორგიმ კიდევ ერთხელ შეხედა ელენეს და ეს იმის ნიშანი იყო რომ ტელეფონზე ელოდებოდა მის ზარს, წავიდა მაგრამ ძალიან მოუსვენრად იყო, ყურებში რუსას სიტყვები ჰქონდა. -,,ის, ის, ის მოძალადეა''. რუსამ კი დამამშვიდებლების შემდეგ ჩაიძინა და ძილში შფოთავდა, გიორგი წავიდა და ელენემ დატოვა რუსო, ვახო კი მის საწოლთან იდგა და ფიქრობდა. -,,ჯიუტი, ვერ ხვდები რომ შენი სიჯიუტით უფრო და უფრო მიზიდავ''.11 სთ-ი იყო ელენემ რომ ისევ შეაკითხა რუსას და გადასხმა შეუმოწმა, შემდეგ კი ვახოს უთხრა. -პაციენტი დილამდე არ გაიღვიძებს შეგიძლიათ წახვიდეთ და დაისვენოთ, დატოვეთ თქვენი კოორდინატები და დაგირეკავთ როცა ანალიზების პასუხებიც მზად იქნება.ვახომ რუსას შეხედა და ელენეს ეჭვნარევად უთხრა. -ასე იძინებს დილამდე? -ასე იძინებს მშვიდად და დილით უკეთესად იქნება. ვახო ელენეს მიუბრუნდა და თავისი ბარათი მისცა. -ეს ჩემი სავიზიტო ბარათია და რა დროც იქნება დამირეკეთ, მოვალ და წავიყვან.ელენემ ბარათი გამოართვა ვახოს და დახედა. ,,ვახო სანთელაძე საბანკეტო დარბაზების ქსელი''. წარბი მაღლა ასწია და მიმავალ ვახოს თვალი გააყოლა და თქვა. -შეგხედავს ვინმე და ადამიანს გავხარ ძალიან ბევრი უტვინო ქალის საოცნებო მამაკაციც ხარ, მაგრამ ცხოველი და მოძალადე ხარ. მშვიდად ეძინა რუსას ღამის 2 სთ-ი იყო ისევ რომ დახედა ელენემ და რუსას უკვე გაღვიძებოდა. -როგორ ხართ მშვიდად გამოიყურებით ქ-ნო რუსა და მიხარია.რუსამ თვალი მოავლო ოთახს და უთხრა. -თქვენ ვისაც ეძებთ წავიდა და დილამდე არ მოვა.რუსა წამოდგა და თავისივე ხელები შემოიკრა მის აცახცახებულ სხეულზე, თვალები მაგრად დახუჭა ელენე კი ისევ იქ იდგა და უყურებდა, შემდეგ მხარზე ხელი დაადო და უთხრა. -გინდა გული გამიხსნა და დამელაპარაკო? -არ ვიცი, მეშინია. -ცადე, დამელაპარაკე რუსა. -დილით რომ ავდექი მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი პოლიციაში მივსულიყავი, მაგრამ ვერ შევძელი უსუსური ვარ, მშიშარა და მხდალი. -მომისმინე რუსა ეს შიში რომელიც თქვენშია უსაფუძვლო არ არის და უნდა დაელაპარაკოთ ვინმეს, უნდა გაანდოთ ვინმეს თქვენი შიშის მიზეზი. ძვირფასო დრო იმდენად ღირებული გახდა თუ ვინმემ დაგითმო დრო მისი დროიდან სულ მცირე დროც კი მართლა ძვირფასი ხარ მისთვის და შენთვის სიკეთე უნდა. -არა, ეს ყურადღება რაც თქვენ დაინახეთ თამაშია მისი მხრიდან რომ სხვამ დაინახოს თუ როგორი კარგია, მაგრამ ის ძალიან საშიში ადამიანია.მას რომ ვხედავ საკუთარი თავი მეზიზღება, რა მჭირს ვერ ვხვდები ასეთი უმოქმედო არასდროს არ ვყოფილვარ. -მაშინ მოდი ჩვენ ორმა ჩემს კაბინეტში წავიდეთ ყავას შევუკვეთავ და იქ მშვიდად ვისაუბროთ არავინ არ შეგვაწუხებს.რუსამ შეხედა ელენეს და ვერ ბედავდა გულის გახსნას, ელენემ მიუხვდა ფიქრებს და უთხრა. -შეგიძლია მენდო, შეგიძლია მეგობრად მიგულო რუსო და გული გაინთავისუფლო იმ უთმელი დარდისგან და იმ ტვირთისგან რასაც დაატარებ გულით. -წავიდეთ. რუსა ნელა ნელა გაყვა ელენეს და ელენემ თავის კაბინეტში დივანზე დასვა რუსა თავად ყავა შეუკვეთა და მის წინ მოთავსდა. -გისმენ რუსა. -მინდა ვინმე სანდო ვნახო რომ ყველაფერი მოვუყვე რა და როგორ მოხდა იმ დღეს როცა მიშო აქ მოიყვანეს, ელენე მას არ უნდა ბადრიმ და მიშომ იცოცხლოს.... -რა თქვი, რუსა ეს ძალიან სერიოზული ბრალდება არის. -ხომ მითხარი მენდე და გული გახსენიო, დაიჯერე რასაც გეტყვი ელენე. -მოდი ასე მოვიქცეთ, მე გიორგის დავურეკავ აქ რომ იყო და გაგეცნო იურისტად მხოლოდ ის შეძლებს დაგეხმაროს ისე სახლიდან გასვლაც არ დაგჭირდეს. -დარწმუნებული ხარ რომ დამეხმარება.იმედის სხივი გაუჩნდა თვალებში რუსას და ელენეს დაეთანხმა, ელენემ კი იმ დროს გიორგის დაურეკა რომელიც ელოდა ელენეს ზარს რუსო კი ელენეს უყურებდა და ტელეფონში მამაკაცის ხმის გაგონებაზე ელდანაკრავივით წამოხტა ფეხზე და ელენეს ტელეფონს ხელი მოკიდა უნდოდა გადაეგდო ტელეფონი, მაგრამ ელენემ დაამშვიდა რუსა. -დამშვიდდი, გთხოვ დამიჯერე ეს ადამიანი შეძლებს მხოლოდ დაგეხმაროს თავშიდაც გითხარი. -ელენე რა მოხდა, ელო გესმის ჩემი? გიორგიმ მის გვერდით გაღვიძებულ ნელის შეხედა და უთხრა. -უნდა წავიდე რაღაც მოხდა მნიშვნელოვანი ელენე მირეკავს და ვერ ლაპარაკობს, არ დამირეკავდა ამ დროს სხვა შემთხვევაში.გიორგიმ ჩაიცვა, ელენემ როგორც იქნა რუსა დაამშვიდა და ისევ ტელეფონს მიუბრუნდა. -გიორგი გესმის ჩემი.... -მესმის, ელე რა მოხდა. -გიორგი უნდა მოხვიდე რუსას ძალიან მნიშვნელოვასნი აქვს სათქმელი, ჩემს კაბინეტში ვართ აქ უფრო დაცულები ვართ შენს მოსვლამდე. -კარგი, გამოვდივარ უკვე. თქვა გიორგიმ და ნელის მიუბრუნდა. -დაიძინე მნიშვნელოვანი საქმე არის და არ ვიცი რა დროს დავბრუნდები ან თუ დავბრუნდები დღეს ისიც არ ვიცი, მოგვიანებით დაგირეკავ. -ფრთხილად იყავი გიორგი. -ფრთხილად ვიქნები რადგან ვიცი შენ მელოდები.თვალი ჩაუკრა ნელის და წავიდა, მიდიოდა დაცარიელებულ ქალაქში და გრძნობდა რაღაც ახალი უნდა მოესმინა, რაღაც განსხვავებული რომელიც მის გამოძიებულ და თითქმის დასრულებულ საქმეს თავდაყირა დააყენებდა და მოზომილი სიჩქარით შევიდა საავადმყოფოს ეზოში, მანქანა დააყენა სადგომზე და ჩქარი ნაბიჯით აიარა კიბეები, უკვე ელენეს კაბინეტთან იყო მისული ელენემ რომ დაურეკა და მოკლედ უპასუხა. -მოვედი, აქ ვარ უკვე. -ჩემს კაბინეტში შემოდი გიორგი.გიორგიმ კარი შეაღო და ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო, ელენეს შეხედა და უთხრა. -იმედია მნიშვნელოვანი რამ უნდა მითხრა, ელენე სხვა მხრივ არ გაპატიებ იცოდე ჩემს აქ მოყვანას ამ დროს. -მე არაფერი არ მაქვს სათქმელი და მარტო ყავა შემიძლია მოგაწოდო, რუსას აქვს სალაპარაკო. -ფიქრობ მართლა ისეთი რამ უნდა მითხრას რაც გამოძიებას გამოადგება და წინ წაწევს? -თავად მოუსმინე, ის აქ არის. გიორგი უკან მიბრუნდა და რუსოს შეხედა რომელსაც სახეზე ამოუხსნელი ემოცია ეწერა მის თვალებში კი ისევ შიშის ჰქონდა ბუდე გაკეთებული და არ თმობდა მის დაკავებულ ადგილს.რუსასთან ახლოს მივიდა და თვალებში უყურებდა, ნელა ნელა მის მზერის სიღრმეში იკარგებოდა და თითქოს თავად უნდოდა ამოეხსნა ამ შიშის მიზეზი.ხელზე ხელით შეეხო და იგრძნო რუსა შიშისაგან ცახცახებდა, ხელები ყინულივით ცივი ჰქონდა და უთხრა. -შეეცადე დამშვიდდე და შეძლო მომიყვე ის რაც ძალიან გაშინებს, გპირდები დაგეხმარები და ამ შიშისაგან გაგანთავისუფლებ. -ის ბოროტი ადამიანია, ძალიან ცუდი ადამიანია და მოძალადეა. -თავიდან მომიყევი რა მოხდა, მინდა მასზე ყველაფერი ვიცოდე.რუსამ ყავა მოსვა ერთი ღრმად ამოისუნთქა და ყველაფერი მოუყვა მიშოს, ბადრის და ვახოს შესახებ.გაოგნებული უსმენდა ელენე და გიორგი რუსოს და არცერთს არ უცდია მისი შეჩერება, რუსა კი ყვებოდა ყველაფერს და არ უნდოდა არცერთი დეტალი გამორჩენოდა. შემდეგ გაჩუმდა, გიორგის შეხედა გულამჩატებულმა და ტირილნარევი ხმით უთხრა. -მე დამნაშავე ვარ რამეში? გიორგიმ შეხედა რუსას და წართმეული ხმით უთხრა. -ამიტომ იკავებდი თავს პოლიციაში მისვლაზე შეგეშინდა, რომ არ დაედანაშაულებინე ვინმეს მომხდარში, მაგრამ გეტყვი რომ არა არ ხარ დამნაშავე და არავინ არ დაგადანაშაულებს, მაგრამ ეს რაც თქვი მე ჩავიწერე რუსა რადგან გამოძიებას ცვლის თქვენი მონაყოლი და სწორი გზას ახლა დავადექით ამ გზის პოვნაში კი თქვენ დაგვეხმარეთ და მადლობა. ეს ძალიან, ძალიან რთული და მძიმე ბრალდება არის და კიდევ ერთხელ მადლობა. -რუსა ძვირფასო თუ ამჩნევ რომ მარცხდები შენს მეტოქესთან შეეცადე ისე დამარცხდე რომ გამარჯვებულმა ღირსეულ მეტოქედ ჩაგთვალოს, მაგრამ თქვენ არ დამარცხდით, თქვენ სძლიეთ შიშს და სწორედ იმ ადამიანს უთხარით ყველაფერი ვინც ამ საქმით არის დაინტერესებული.გიორგი ჩაფიქრდა,თავის გონებაში მიშოს და ვახოს ერთმანეთს ადარებდა, მაგრამ რაც უფრო უღმავდებოდა საქმის დეტალებს მით უფრო რწმუნდებოდა მიშოს უდანაშაულობაში, ელენემ რუსო თავის ოთახში შეიყვანა და ისევ გიორგისთან დაბრუნდა, გიორგიმ შეხედა ელენეს და უთხრა. -მიშო უდანაშაულო არის.... -მეც ასე ვიფიქრე, როგორც რუსა ამბობს ლარას და მიშოს იგივე ადამიანი მტრობს, იგივე ავტომობილი აღმოჩნდა შემთხვევის ორივე ადგილზე ეს კი ძალიან ბევრს ამბობს.გიორგიმ საათზე დაიხედა, ყავის ფინჯანს ჩახედა და სიცილით უთხრა მარის. -ეს ბოლო ყლუპიც დავლიო ფული გაქვს გადახდილი და 5 სთ-ი სრულდება სადაც არის გათენდება და ის ადრე მოვა, არ მინდა კიდევ აქ დავხვდე. ელენეს გაეცინა გიორგის ხუმრობაზე და უთხრა. -მართალია უნდა წახვიდე ის დილით მოვა. -ადრე მოვა რადგან არ უნდა რუსამ რამე თქვას მასზე. გიორგის წასვლიდან მართლაც რამდენიმე წუთში ელენეს კაბინეტში ვახო შევიდა, ელენე დივანზე იჯდა და ჩასძინებოდა ვახო იდგა და უყურებდა უეცრად ელენემ თვალი გაახილა და შიშისგან იკივლა. -არ შეგეშინდეთ..... -რა მოხდა, თქვენ არ გაქვთ უფლება აქ შემოხვიდეთ..... -მინდოდა რუსას ამბავი მეკითხა. -ჯერ არც გათენებულა ხომ ხედავთ სიმშვიდე არის ყველგან, გთხოვთ დატოვოთ ჩემი კაბინეტი და დაელოდოთ დროს როცა შემოივლის ექიმები.ვახო გავიდა კაბინეტიდან და ელენემ გულზე მიიდო ხელი, შეშინებულმა კარი შიგნიდან დაკეტა და ისევ დივანძე ჩამოჯდა ვეღარ შეძლო დაძინება უბრალოდ იჯდა და ფიქრობდა. დილით 10 სთ-ზე შემოვლის შემდეგ ვახომ ისევ ბოდიში მოუხადა და ელენემ გაბრაზებულმა, მაგრამ მშვიდად უთხრა. -რამდენიმე წუთით გაიღვიძა წუხელ და ისევ დაიძინა, ჯერ სიახლე არაფერი არ გვაქვს. -ექიმო რაიმე მნიშვნელოვანი ჭირს რუსას თუ გადაღლილობის ბრალი არის მისი ასეთი სისუსტე. -გადაღლილობა და მოულოდნელი სტრესი, მისი ოჯახის ორი პიროვნება სიკვდილ სიცოცხლის ბრძოლაშია და არ არის იოლი როცა ელოდები რომელი უფრო ადრე დატოვებს ამ სამყაროს და გადასახლდება მარადისობაში. -სამწუხაროდ მართალს ამბობთ, რუსასთან ვიქნები. თქვა და შებრუნდა, ელენემ თავი გააქნია ზედმეტი აზრების გასაფანტად და წავიდა,გიორგიმ კი დემეტრეს დაურეკა დილა ადრიანად და დემეტრემ კი გაოცებულმა უპასუხა გიორგის ზარს. -გიორგი 6 სთ-ია კარგად ხართ, გამოვდივარ. -დემეტრე არ გამოხვიდე უნდა გნახო, ვიცი რომ ძალიან ადრე არის და ლარას ნახვაც მინდა ძალიან მნიშვნელოვანი რამ გამოიკვეთა. -ვინ არის დემეტრე.იკითხა ლარამ და დემეტრეს შეხედა და დემეტრემ თავადაც გაოცებულმა შეხედა ლარას და უთხრა. -გიორგი არის..... -ნელი, ცუდად არის ნელი წავიდეთ.... -არა, არა დამშვიდდი რაღაც მნიშვნელოვანი აქვს სათქმელი. -გიორგი ტყუილა არ დარეკავდა ამ დროს და უთხარი მოვიდეს. გიორგიმ გაიგონა ლარას აფორიაქება და სითბო იგრძნო გულში, რამდენიმე წუთში კი მათთან იყო, ლარას კი მოულოდნელობისგან გული ამოუჯდა, სხეულის სისუსტე იგრძნო და გიორგის თვალს არ აშორებდა დემეტრემ კი ყავა მოადუღა გიორგის მიაწოდა და ლარას ჩაის ფინჯანი დაუდგა. -უკვე მიღებული მაქვს დოპინგი ელენესთან ვიყავი, მაგრამ მაინც დავლევ... -ელენესთან რა გინდოდა ამ დროს გიორგი. -ყველაფერი შეიცვალა ლარა, მიშო უდანაშაულო არის ეს უკვე გარკვეულია. -როგორ, რა მოხდა ძიებაში ახალი დეტალები გვაქვს, მაშინ ვინ არის დამნაშავე. -არის, არის ახალი და მყარი მტკიცებულებები. -ჯოჯოხეთი ტრიალებს შენს შიგნით, მომიყევი რა მოხდა და ვინ რა გითხრა. -ზედმეტს ვერაფერს ვერ გეტყვი გარდა იმისა რომ შენ და მიშოს ერთი და იგივე ადამიანი გმტრობს, ორივეს ერთი ადამიანი დაგეტაკათ და ორივე გზაში მიგატოვათ და ეს გააკეთა გამიზნულად და დაგეგმილად. -ვინ არის. თქვა დემეტრემ და გიორგის უყურებდა, მიხვდა რომ გიორგიმ მასზე მეტი იცოდა რასაც არ ან ვერ ამბობდა და ლარასთვის არ უნდოდა ეთქვა დაწვრილებით ყველაფერი. -ღმერთო კიდევ თავიდან დაიწყო ყველაფერი, როდის დასრულდება ეს ყველაფერი და დაიხურება საქმე გიორგი. -შენ არ ინერვიულო დამპირდი რომ არ ინერვიულებ და სამსახურს უკვე თავს დაანებებ. ლარა სულგანაბული იჯდა და შორიდან ესმოდა ხმები, ისე ჩაიძირა ფიქრებში ვერც გაიგო როგორ წავიდა გიორგი და როცა აღმოჩნდა სალონში მარტო იყო შეშინებულმა მიმოიხედა და კარიც გაიღო დემეტრე შემოვიდა სახლში. -გიორგი წავიდა? -ისე იყავი ჩაფიქრებული ვერც კი გაიგე მისი წასვლა. -დემეტრე ვინმეზე ფიქრობ? -სიმართლე გითხრა ვერა, ვფიქრობ და ვერავის მივწვდი ფიქრებით დარწმუნებული ვარ მტერი არ მყავს.დემეტრეც ჩაფიქრდა და ვერცერთმა ვერ გაიგო დემე ისე დაადგათ თავზე, ლარას დემეტრეს მხარზე თავჩამოდებულს ჩასძინებოდა -რა ხდება, რამე მოხდა? იკითხა დემემ და დემეტრეს ლარაზე ანიშნა. -ვერ დაისვენა და აქ გამოვედით, რთულია ეს ბოლო პერიოდი მისთვის. -გასაგებია, მე გავდივარ....დემეტრემ საათს შეხედა და გაოცებულმა უთხრა დემეს. -სად მიდიხარ წესიერად არ გათენებულა შვილო. -უნდა ვირბინო, მერე სკოლაში მივდივარ გამოცდა მაქვს ისტორიაში. -წარმატებები, იცოდე ამ კვირაში საშეჯიბრო ტურნილი იწყება და ახლა გამოჩნდება შენი მონდომება. -გქონდეს იმედი, მე მზად ვარ. -კარგია შენი თავის რომ გჯერა და შენი რწმენა იქ გამოჩნდება.უთხრა დემეს და თვალი ჩაუკრა, შემდეგ კი ხელით ანიშნა წადიო.ვახო უკვე ნერვიულობდა რუსას უყურებდა და არ იცოდა წინ რა ელოდა ან როგორ გამკლავებოდა მის გარშემო პრობლემებს რომლებიც ამ ბოლო პერიოდში უხვად დაუგროვდა,ჯიბეში ტელეფონის ზმუილი იგრძნო და ნომრის დანახვაზე უსიამოვნოდ გააჟრჟოლა, მაგრამ უპასუხა. -გისმენ, მადო ასეთ დროს რატომ მირეკავ. -??? -გირეკავდი წუხელ და არ მიპასუხე,კარგად იცი როცა არ მპასუხობ და ნახავ დანარეკს უნდა დამირეკო.მე სად ვარ, სად ვიქნები ვმუშაობ დიდი შეკვეთა გვაქვს აღებული და იმედია რასაც ამბობ სიმართლეა, ამიტომ მირეკავ ამ დილით ყველა მე მიყურებს? -??? -ხვალ ან ზეგ დავბრუნდები, დაგირეკავ როგორც კი დასრულდება ეს წვეულება. -??? -მეც მიყვარხარ, არ გიბრაზდები უბრალოდ როცა გირეკავ უნდა მიპასუხო.ტელეფონი გათიშა და რუსას შეხედა,რუსას თვალები ჰქონდა დახუჭული და არ უნდოდა განძრევა, მაგრამ შეხედა და მიხვდა რომ არ ეძინა და ახლოს მივიდა. -რუსა როგორ ხარ, რაღაც არ გასვენებს რამე გაწუხებს? შეეშინდა და ექიმს დაუძახა, ელენემ შეშინებულმა შეხედა რუსას და შემდეგ ვახოს მიუბრუნდა. -მთელი ღამე მშვიდად იყო, რამე უთხარით და ინერვიულა? -არა, რაც მოვედი ძინავს. უთხრა თავადაც შეშინებულმა ექიმს და ისევ რუსას შეხედა. -უნდა წახვიდეთ, პირდაპირ გეტყვით არ ვიცი რატომ მაგრამ პაციენტს თქვენი ეშინია მან ძილშიც იგრძნო თქვენი აქ ყოფნა და შეეშინდა, მოვითხოვ წახვიდეთ.ვახო სიბრაზემ მოიცვა და წავიდა, დაფიქრებულმა და უკვე შიშმა შეპყრობილმა ვერც კი გაიგო როგორ შეაღო თავისი ბინის კარი და უცნაურ, მისთვის მიუღებელ სცენას შეესწრო. -ხვალ ბრუნდება ვახო და ასე რომ უნდა წახვიდე, საკმარისია ეს დღეები აქ გაატარე.... -როდის გექნება ისევ ასეთი შუალედი რომ შევხვდეთ? -არ ვიცი ეს ვახოს შეკვეთაზე არის დამოკიდებულიო, რაც უფრო დიდ შეკვეას აიღებს მით უფრო მაქვს მეც დრო. -შეეცადე გამონახო დრო, სადაც მეტყვი იქ მოვალ და მოგეფერები. -კიდევ ერთი და მნიშვნელოვანი რამ რაც აუცილებლად უნდა იცოდე, ორსულად ვარ. -ორსულად ხარ და არ მითხრა რომ ჩემგან ხარ.... -რას ამბობ, გინდა უარი თქვა შვილზე? -უარს არასოდეს ვიტყვი ჩემს შვილზე თუ ჩემი არის ყველაფერს გავაკეთებ მისთვის, მაგრამ რომ არ ვარ დარწმუნებული? -რას ბოდავ, ორსულად ვარ შენგან და არა ვახოსგან. -იქნებ ცდები და აგერია ვერ ხვდები ვინაა შენი შვილის მამა ვახო,სოლომონი თუ მე. მადონა გაშეშდა და უყურებდა მის წინ მდგარ მამაკაცს, შემდეგ იმდენად იმოქმედა მისმა სიტყვებმა იქცე ბროლის ლარნაკი აიღო და ესროლა. -ახლავეს გაეთრიე ჩემი სახლიდან, ...... -აქამდე რატომ არ მითხარი, ორი დღის წინ სოლომონსაც იგივე უთხარი მან უარყო და ახლა გინდა მე მომაწერო ეს ბავშვი რომელიც არც შენ იცი ვისგან გყავს და ვინ არის მისი მამა. მადონა აენთო და გელას მოულოდნელად გულში წვდა და შეშლილივით იყვირა. -ჩემს დალაგებულ ცხოვრებაში შემოიჭერი და ამირ დამირიე ცხოვრება, არ ხარ შვილის ღირსი აბორტს გავიკეთებ და თავიდან მოვიშორებ.უთხრა და სახეში სილა გააწნა, მაგრამ გელამ იღრიალა და ძლიერად მოქნეული ხელი მადონას გაარტყა, მადონამ თავი ვერ შემაგრა და წაიქცა თავი კი დივნის კიდეს ჩამოარტყა და გაითიშა, მაგრამ რომ არ ელოდა გელა მოულოდნელად თვალებში დაუბნელდა რადგან ვახოს მოქნეული ხელი ცხვირ-პირში მოხვდა. -მეგობრობას და ძმობას მეფიცებოდი და აქ რა ხდება, ჩემს სახლში რა სტატუსით ხარ იმ დროს როცა მე არ ვარ სახლში გელა. -მე, მე, მე..... -შენ რა, არ მითხრა შემოვიარე გინახულეთო დილის 6 სთ-ზე.ვახომ პიჯაკი მოიხსნა და გელას იმდენი ურტყა სანამ სისხლით არ შეიღება ძირს დაგებული ნოხი, იქვე გათიშულ მადონას შეხედა და ჭიქით წყალი შეასხა, მადონა გონს მოვიდა და ვახოს დანახვა შეეშინდა. -აქ რას აკეთებ, აქ გეძინა თუ რა ხდება შენს თავს. -არა, არ ვიცი..... -კარგი, ეს აქ რას აკეთებს.უთხრა და იქვე სისხლში ამოსვრილ გელაზე მიუთითა, მადონამ ჯერ იკივლა გელა მკვდარი ეგონა და ვახოს შეშინებული უყურებდა. -დიდი ხანია გრძელდება ეს შენი ინტიმური შეხვედრები ჩემს ზურგს უკან მადონა. მადონა გაჩუმდა და ვახოს ვერც უყურებდა, ვახომ ხელით ააწევინა თავი და დაუღრიალა. -სიმართლე თქვი,რამდენი ხანია რქებს რომ მადგამ..... -ერთი წელია.უთხრა ტირილით და კიდევ უფრო შეშინებული მოიბუზა, ვახომ გაბრაზდა ნერვიულად გაიცინა და ძალიან მშვიდი ხმით უთხრა. -მე ქალზე არასოდეს ავწევ ხელს და მითუმეტეს თუ ის ორსულია, ჩაალაგე შენი ნივთები და წადი. -სად, სად წავიდე ვახო..... -სადაც გინდა, შენი ცხოვრება ამიერიდან შენ გეკუთნის და როგორც გინდა ისე იცხოვრე, რა დროსაც გინდა იმ დროს დაბრუნდი საღამოს სახლში და ვისთანაც გინდა იმასთან გაერთე. წადი, ჩემი ცხოვრება გაანთავისუფლე მე გიშვებ ხომ მხედავ მშვიდად ვარ და წადი სანამ არ ვიფეთქე და ორივე ერთმანეთზე არ დაგაკალით. მადონა ადგა თავისი ნივთები ტირილით დაუდევრად ჩაყარა ჩემოდანში და საძინებლიდან გავიდა, ვახოს უკან დადგა და ძალიან ჩუმად უთხრა. -მივდივარ.... -გზა დაგილოცო თუ რას ელოდები..... -სხვას არაფერს მეტყვი? ვახო მიუბრუნდა თვალებში ჩახედა მადონას და უთხრა. -გეტყვი, გაარკვიე ვინ არის ბავშვის მამა, მადონამ თავი დახარა და უხმოდ მივიდა კარებამდე, მაგრამ ვახომ შეაჩერა და გაბრაზებულმა უთხრა. -საყვარელი გრჩება და გთხოვ გაანთავისუფლე მისგან ჩემი სახლი, მივდივარ და რომ დავბრუნდები არც ეს სისხლი დამხვდეს აქ და არც თქვენ ნახევარ საათს გაძლევთ დროს. ვახო გავიდა, გელა ფეხზე გაჭივრებით წამოდგა და წავიდა, მადონამ სახლი მოაწესრიგა როცა დარწმუნდა ყველაფერი სუფთად იყო თავის ბარგთან ერთად დატოვა ბინა და დედასთან დაბრუნდა, გელას კი უთხრა. -აღარ გამოჩნდე ჩემს ცხოვრებაში.გელამ სისხლი გადააფურთხა და მადონას შეხედა. -თითქოს მე ვგიჟდებოდე შენზე.უთხრა გელამ და წავიდა, მადონა კი დედასთან მივიდა და დილის 7 სთ-ზე გაოცებული უყურებდა დედა. -რა მოხდა შვილო იკამათეთ? -ვიკამათეთ და ეს უკვე ბოლო იყო. -რა არ გყოფნის რა გინდა, რას თხოულობ. რამდენი გაბრაზდები ჩანთას დაავლებ ხელს და მოდიხარ, პატარა გოგო ხარ რომ დედამ შეგიფაროს? -სად წავიდე დედა, სასტუმროში დავჯდე? -შენს სახლში გაჩერდი და გაბრაზება გადაგივლის, დაილაპარაკებთ და მორიგდებით ასე არ იქმნება ოჯახი არა.რამდენჯერ გვიკამათია, რამდენჯერ მშიერიც ვყოფილვართ, მაგრამ ჩემს დედას არ გაუგია ჩემი გაჭირვება და შენ, შენ დარბიხარ ამ სახლიდან იმ სახლში და დიდგულობ თითქოს მე ვარ დამნაშავე შენს გათხოვებაში, ეს შენი არჩევანი იყო და კეთილი ინებე მოითმინე და გაუგე შენს ქმარს. -აღარ არის ჩემი ქმარი, ჩვენი ქორწინება დასრულდა დედა. -რატომ, რა მოხდა მადონა სახლიდან რატომ წამოდი ხელით შეგეხო, შეურაცყოფა მოგაყენა? -არა, არა, არა, დიდი შეცდომა დავუშვი. -ასეც ვიცოდი..... იდგა და უყურებდა აცრემლებულ შვილს, მადონამ ტელეფონის ხმა გაიგონა და დედას შეხედა. -შენი ტელეფონი არის, ვინ გირეკავს ასე ადრიანად დედა. -საყვარელი მყავს. უთხრა გაბრაზებულმა შვილს და ტელეფონს დახედა, შემდეგ კი უთხრა. -ნუ მიყურებ გაოცებული სახით, ვახო რეკავს. -არ აუღო, არ დაელაპარაკო. -რატომ, შენ დააშავე და რა დააშავე არ გინდა გავიგო. ტყელეფონი აიღო და თან მადონას უყურებდა. -გისმენ ვახო შვილო დილა მშვიდობის. -დილა მშვიდობის, მაგრამ არ ვიცი არის თუ არა მშვიდობიანი დღევანდელი დილა ქ-ნო ეთერი. -რა მოხდა შვილო, მაშინებ შენი ხმა არ მომწონს. -ქალიშვილი გესტუმრათ დილა ადრიან და თუ არ მოსულა აუცილებლად მოვა და ისევ ტყუილებს გეტყვის რომ ვიკამათეთ, მაგრამ აიძულეთ ამჯერად მაინც ინამუსოს და სიმართლე თქვას. -რა მოხდა შვილო ასეთი რომ ეს თქვენი კამათი ამჯერად უპატიებელია. -ნამდვილად რომ უპატიებელია, შვილიშვილს გილოცავთ ბებია გახდებით თქვენი ნატვრაც ხომ ეს იყო, მაგრამ სამწუხაროდ ბავშვის მამა მე არ ვარ და არც თქვენმა შვილმა იცის ვისგან დარჩა ორსულად, ასე რომ ჩვენი თანაცხოვრების სამი წელი დღეს საბოლოოდ დასრულდა და მშვიდობით თავს გაუფრთხილდით.ტელეფონი გათიშა ვახომ და ეთერიმ მადონას შეხედა,გაშეშებული იდგა დაბნეული შვილს უყურებდა. -რა გააკეთე, რატომ არ გამიწყალდი ჩემივე სხეულში.ყველა შენ შემოგნატროდა, როგორ ვერ შეიშვნე და დააფასე ასეთი ქმარი როგორიც შენ გყავდა, ჩემგან რას ელოდები. -დედა..... -დედა,დედა,დედა და მითხარი რა გააკეთოს დედამ გარეთ მოგისროლოს და ხელი გკრას? ეთერის ცრემლი მოაწვა და ატირდა, ტიროდა დედა-შვილი და ვახო კი მის მეორე ბინაში მივიდა სადაც მისი დიდი საიდუმლო ინახებოდა. -მოვედი, აქ ვარ ისევ ჩემს სამყაროში.გასაღებების ასხმა ხელში შეათამაშა და მათგან ერთი პატარა გასაღები ერთ კარს მოარგო იქ მისი კაბინეტი იყო, ერთი შეხედვით ერთი ჩვეულებრივი კაბინეტი, მაგრამ მის მაგიდას გვერდი აუარა და კედელთან მივიდა კედელს მარჯვენა ხელის გული მიადო გაშლილად კედელი გაიღო და ის კედელი გაიხსნა სადაც ინახავდა მის სიბინძურეს,მის სისასტიკეს, მის იდეებს და უამრავი გაუბედურებული გოგოების პირად ნივთებს.ეს კედელი ამ ბინაში არ არსებობდა თავად შექმნა თავისი საიდუმლოს შემნახველი ოთახი და ერთ ერთი ქალის ფოტოს დაჟინებულად მიაჩერდა შემდეგ ტელეფონი აიღო და სოციალურ ქსელში შევიდა,გაოცებული უყურებდა ქალის ფოტოს რომელიც მამაკაცს ეკვროდა. -შეუძლებელია.ისევ ფოტოს დააცქერდა და ისევ თავის თავს უთხრა. -შენ გჯერა რომ ეს სიმართლეა, არა ეს შეუძლებელია.სასწრაფოდ მოშორდა ფოტოს და მის საწერ მაგიდასთან მივიდა გამოაღო მაგიდის მარჯვენა მხარეს ერთი უჯრა და ტელეფონი ამოიღო და იმ ტელეფონში არსებული ერთადერთი ნომერი აკრიბა და რამოდენიმე ზარის შემდეგ ნაცნობი ხმაც გაიგონა. -გისმენთ.... -მომენატრე, ვფიქრობ საკმარისი დრო გქონდა ფიქრისთვის და უნდა შევხვდეთ. -ვინ ხარ და რა გინდა ჩემგან. -რა მინდა, ის მინდა რასაც ყოველ შეხვედრაზე ვიღებ.მისამართს მოგწერ, დაგელოდები. აკანკალდა,სუნთქვა შეეკრა.დემეტრე უყურებდა ლარას და თითქოს ყველაფერი წესრიგში იყო, მაგრამ გააოცა მისმა სახემ ლარა ფერდაკარგული, შეშინებული და აცახცახებული მიუბრუნდა დემეტრეს და მხარზე დაეყრდნო. -რა გჭირს, ცუდად ხარ თუ ცუდი სიზმარი ნახე და აზრის გამოტანა გიჭირს. -იცი ვინ დამირეკა, დემეტრე ისევ ის იყო.... -ის იყო და რა უნდოდა არ გითხრა? -ისევ შეხვედრას ითხოვს..... -არ წახვალ, არ შეხვდები და არც შეგეშინდება.ამიერიდან თავად უნდა ეშინოდეს, შენ არსად არ წახვალ და კარგად იცი რომ მარტო აღარ ხარ. -რა გავაკეთოთ.... -გიორგის უნდა დავურეკოთ და ის გვეტყვის რა გავაკეთოთ, როგორ მოვიქცეთ.დემეტრემ გიორგის დაურეკა, გიორგი ტატოსთან ერთად იყო და ორივე მივიდა დემეტრესთან. -რა მოხდა, როდის დარეკა... -გამოჩნდა, ისევ შეხვედრას ითხოვს ის და რა გავაკეთოთ. -ისევ გამოჩნდა.....ტატო უყურებდა ყველას ცალ ცალკე და ვერ გაიგო რა თემას ეხებოდა მათი საუბარი, გიორგის შეხედა და უთხრა. -არ ვიცი რა თემას ეხება თქვენი საუბარი და გხედავთ შეშინებულები ხართ, როგორც მივხვდი კარგი არ უნდა იყოს და ვფიქრობ თუ გამანდობთ რა ხდება და ასე რამ ან ვინ შეგაშინათ გეგმას ერთად მოვიფიქრებთ. გიორგიმ მოკლედ აუხსნა ტატოს რაც ხდებოდა და ტატო დაფიქრდა, მაგრამ გიორგიმ თქვა. -დრო არ გვაქვს ის ისევ დარეკავს და ლარამ უნდა უპასუხოს ისე რომ არ უნდა დაიბნეს, პასუხის დაფიქრებისთვის დრო არ გაქვს ლარა ამიტომ დათანხმდები. -ყველაფერი გასაგებია გიორგი ვიღაც ნაბიჭვართან გვაქვს საქმე და უნდა გავიგოთ ვინ არის, ქ-ნო ლარა თქვენი ნებართვით დღესვე ავიყვანთ თქვენს ტელეფონს მოსმენაზე, ჩვენ მოვისმენთ როცა დაგირეკავს ის უცნობი და თქვენი პასუხით რომელიც რა თქმა უნდა დადებითი იქნება და დათანხმდებით შეხვედრაზე ჩვენ მზად ვიქნებით და შეხვედრის ადგილზე ჩვენ თქვენზე ადრე მივალთ და იქ ადგილზე დაგელოდებით. -კარგი გეგმაა ვეთანხმები ტატოს და მხოლოდ ასე შეგვიძლია გავიგოთ ვინ არის და რა უნდა, რას ითხოვს.... -მარტო ეს გიორგი.... -მარტო ეს არა, ადგილზე ავიყვანთ და დასრულდება ეს მისტიური საქმეც დაიხურება ლარა ძვირფასო.ტატომ იმ საღამოსვე აიყვანა ლარას ტელეფონი მოსმენაზე და რამდენიმე დღე ისევ სიჩუმე იყო თუმცა დიდი მოლოდინით და მოთმინებით ელოდა ყველა უცნაური პიროვნების უცნაურ ზარს. ვახო ღიღინით მიუყვება გზას და რამდენიმე დღიანი დასვენებიოს შემდეგ სამსახურს დაუბრუნდა,მადონა ძალიან ადვილად შეეგუა ქმართან განშორებას და ძალიან ხშირი გასვლა ჰქონდა სახლიდან რასაც ძალიან განიცდიდა ეთერი, მადონა კი მეგობრებთან იყო და თავისი ხერხით გეგმებს აწყობდა როგორ დაებრუნებინა ქმარი. -მადონა რას მთხოვ, მთავაზობ რომ მე ტყუილი ვთქვა? -კარგი რა თითქოს არასოდეს გითქვამს ტყუილი, არ გიცნობდე მაინც სვეტას რომ ყალბი ანალიზები გაუკეთე მე მახსოვს და შენ შეუძლებელია დაგავიწყდეს,სწორედ იმ ანალიზებით დაიბრუნა ოჯახი და დღემდე ჰარმონიაში ცხოვრობს სახლში ქმარი და გარეტ საყვარელი. -კარგი, ვთქვათ და დაგთანხმდი რა უნდა გავაკეთო. -წაგებული არ დარჩები დამიჯერე.... -კარგი მოგყვები და მითხარი რას ვაკეთებთ. -ცუდი ანალიზები და ძალიან რთული ჩემი ჯამრთელობის მდგომარეობა. -შენ რას მოიგებ ამით ის მინდა ვიცოდე. -ქმარს დავიბრუნებ, არჩილ ოჯახი მენგრევა და უნდა შევინარჩუნო. -კარგი რა არ გიცნობდეთ მაინც, რატომ იკამათეთ. -უმნიშვნელო რაღაც ისე გადაიზარდა ჩხუბში სახლიდან წამოვედი და ჯერაც არ დაურეკია, მეშინია არჩილ. -შენც იცი როგორი რთული სამსახური აქვს და რას ითხოვ, რა გაკლია მადონა მოსაკლავი ხარ, მაგრამ რა გავაკეთო ჩემი მეგობრები ხართ და დარწმუნებული ვარ რაღაც მიქარე ვახოსთან ის ასე ძალიან არ გაბრაზდებოდა უბრალო წაკამათებაზე. -მივქარე, ვაღიარებ რომ მივქარე და ეს შეცდომა უნდა გამოვასწორო. -შეცდომას შეცდომაზე უშვებ გამოსწორების ნაცვლად. -მე შევეცდები დავიბრუნო..... მადონამ ექიმთან შეთანხმების შემდეგ სახლში დაბრუნდა სადაც გაცეცხლებული სტუმარი ელოდა და მან არაფერი არ იცოდა. -დედა მოვედი.მოწყენილი ხმით დაუძახა დედას და ფეხზე გაიხადა, შემდეგ სამზარეულოში შევიდა და წყალი დალია ეთერი უყურებდა შვილს და შემდეგ უთხრა. -სტუმარი გელოდება, შენი ნახვა სურს. -ვინ არის, ვახო მოვიდა? -ვახოს ელოდები, არ შეგრცხვება რომ მოვიდეს? მადონა ქერათმიან ქალს უყურებდა და შემდეგ დედას შეხედა. -ვერ იცანი? -ვერა, არ ვიცი ვინ არის. -ჩემს სიძეს იცნობ სამაგიეროდ კარგად.უთხრა ირონიულად და ზიზღით შეხედა. -გაარკვიე ვინ არის შენი შვილის მამა და ჩემს სიძეს შეეშვი ოჯახს ნუ უნგრევ ჩემს შვილს, გაფრთხილებ ამ საკითხზე აქ მეორედ არ მოვალ და თუ მოვალ ასე მშვიდად არ წავალ. ადგილზე გაიყინა, იდგა ეთერის წინ და ვერაფერს ამბობდა, ცდილობდა გვირაბის მიღმა გახედვას, მაგრამ უკიდეგანო ბურუსი იყო. -ეს იყო სულ შენი ბედნიერი ქორწინება შვილო, ასე გაგზარდე და ასე გასწავლე.22 წლის ვიყავი რომ დავქვრივდი და მას შემდეგ ჩემს სხეულს ფერადი ტანისამოსი არ უნახავს, მას შემდეგ ჩემს სხეულს არავინ შეხებია უსინდისოდ, მე დღემდე ვინახავ მამაშენის ნამუსს და შენ,შენ რა გჭირს.დედა-შვილის საუბრიდან სრული ერთი თვე გავიდა და მადონა ერთ დილით ანალიზებით ხელში ვახოს კაბინეტში შევიდა, ვახომ შეხედა და გაოცებულმა უთხრა. -აქ რატომ მოდი, რას აკეთებ აქ მოსვლით მადონა. -ბოდიში აქ რომ მოვედი, მაგრამ წასასვლელი არსად არ მაქვს. -რა მოხდა, ფერი არ გადევს კარგი. -ანალიზები ავიღე და რაც არ უნდა თქვა ეს პატარა შენია ვახო. -ამბობ ბავშვი ჩემია და შენ დარწმუნებული ხარ? -დარწმუნებული ვარ და აგერ ანალიზები თავად გადახედე, სადაც გინდა იქ წავიდეთ და იქ გავაკეთოთ ახალი ანალიზები.ვახო ჩაფიქრდა და თვალი იმ ქაღალდზე გაუშეშდა რომელიც მადონას ეჭირა ხელში. -არც ისე დიდი დროა გასული რომ ეძებდი გაგერკვია ვინ იყო ამ ბავშვის მამა. -ვახო წუთისოფელი ძალიან მოკლე არის და გთხოვთ ამ მოკლე წუთისოფელში დავიწყოთ ახალი ფურცლიდან და შევქმნათ ჩვენი ახალი ისტორია, მე შეცდომა დავუშვი ვაღიარებ, მაგრამ შემომხედე შენ უცოდველი ხარ, მე შეცდომებით სავსე მიგიღე გზა არეული და ნუ დაივიწყებ იმას რაც მე ვიცი შენს შესახებ. -მთავაზობ სახლში დაბრუნდები და ვიცხოვრებთ ისე როგორც ადრე? -უარს არ ვიტყოდი თუ შენი სურვილიც არის. -საღამოს შამპანიურიც გავხსნათ? -ირონია შენთვის შეინახე ძვირფასო, მე კი სახლის გასაღები მომეცი. ვახო თავს იკავებდა ფერიც შეეცვალა და მადონამ შეშინებულმა შეხედა. -ფერი არ გაქვს, კარგად ხარ? -კარგად ვარ, აიღე გასაღები და წადი მხოლოდ შეეცადე ფეხებში არ მომედო.მადონამ შეხედა და უთხრა მოწყენილად. -ისედაც რამდენიმე თვე და ბავშვს დაგიტოვებ, მერე აღარასოდეს აღარ შევხვდებით ერთმანეთს. -რა თქვი, მერე სად მიდიხარ გინდა ბავშვი დამიტოვო და წახვიდე, მაშინ რატომ ბრუნდები. -იქ სადაც მე უნდა წავიდე ვახო ბავშვს ვერ წავიყვან მას ამ სამყაროში დავტოვებ, შენთან. ვახო გაშეშებული იჯდა და მადონას უყურებდა, მადონა კი ადგა და ვახოს კაბინეტიდან თავაწეული და წელში გამართული გავიდა.მადონამ თავისი გაიტანა და დაბრუნდა ოჯახში, რუსა ფეხზე დადგა და პირველი რაც გააკეთა სამსახურიდან წამოვიდა, მიუხედავად ვახოს უარისა ის სამსახურში აღარ გამოცხადდა და ვახოც იძულებული იყო რუსას განცხადებაზე ხელი მოეწერა.რუსას ყოველდღიური გრაფიკი რთული იყო ყოველ დღე საავადმყოფოში მყოფს უწევდა ექიმებთან შეხვედრა და საუბარი, შემდეგ მიშოსთან და ბადრისთან შედიოდა და ერთ საღამოს სასწაულიც მოხდა მიშომ თვალი გაახილა და პირველმა რუსას შეხედა, რუსა მის საწოლთან იდგა და თვალებდახუჭული ლოცვებს კითხულობდა და მოულოდნელად მიშოს ჩურჩული გაიგონა. -რუსა აქ ხარ, წყალი.... -მიშო, მიშო შენ გაიღვიძე როგორ ხარ. -რაც შენ აქ ხარ მეც უკეთ და უკეთ ვხდებოდი.... -მე, მე, მე დავაგვიანე მოსვლა. -არა უშავს ახლა ხომ აქ ხარ, მამა? -მამას ინსულტი მოუვიდა რთულ ფარგლებში და ჯერ კიდევ ბრძოლობს. -რუსა, რუსა სად ხარ ბადრიმ გაიღვიძა..... ელენე ღიმილით მიუახლოვდა რუსას, მაგრამ მიშოს თვალებგაფართოვებული უყურებდა. -მიშო, მიშომ გაიღვიძა როგორ ხარ კოლეგა. -კოლეგავ კარგად ვარ და შენ შემოდიხარ ყოველ დღე, ლარა? -ლარა დრო და დრო მოდის ხომ გახსოვს მისი მდგომარეობა, მის ადგილზე მე ვარ მიშო. რუსამ შეხედა ელენეს და უთხრა. -გავალ ბადრის ვნახავ.ელენემ თვალი გააყოლა რუსას და მიშოს შეხედა, მიშომ თვალი ჩაუკრა და ელენემ უთხრა. -იცი როგორი ცუდად იყო, ძალიან ინერვიულა მიშო. -ელო ყველაფერი ვიცი, მესმოდა მაგრამ ვერაფერს ვაკეთებდი. თქვა მიშომ და წარბები შეყარა. -გტკივა? -თავი მტკივა. ოპერაციამ როგორ ჩაიარა ექიმო. -ტვინი გაქვს იმაზე მეტი რაც უნდა გქონდეს, იცოდი? -მართლა? ირონიას ირონიით უპასუხა მიშომ და ორივეს გაეცინა. -არ მოკვდი გადარჩი და ახლა მე მოგკლავ და მე რომ გადამირჩე ლარას ვერ გადაურჩები ეს იცოდე. -ძალიან გაბრაზდა? -ძალიან, ძალიან გაბრაზდა. -არ მეგონა თუ გავიღვიძებდი, ახალი ანალიზები რას გვეუბნება. -ხვალ ავიღებთ სისხლის საერთო ანალიზს, მიშო გადადებული იყავი და ახლა გხედავ ფერიც დაგიბრუნდა. -გამყინვარება გაკეთდა? -ამოკვეთა ლარამ რაც ამოსაკვეთი იყო და გამყინვარებაც გაკეთდა და რადგან თავს უკეთ გრძნობ ქიმიებიც დავიწყოთ და ვინ იცის იქნებ სასწაულიც მოხდეს. -მამას ვნახავ ხომ შეიძლება. -შეგიძლია, მაგრამ შენ შეძლებ? -უნდა შევძლო, უნდა ვნახო და შენ დამეხმარები. რუსა ბადრისთან შევიდა და ის ამ რამდენიმე დღეში საგრძნობლად შეცვლილიყო, სახე დაღარვოდა და კიდევ უფრო დაბერებულიყო. რუსას შეხედა და შეეცადა დალაპარაკებოდა, მაგრამ ვერ შეძლო და თვალებიდან ცრემლები დაედინა.რუსამ გულზე მიიდო ხელი და ბადრისთან ახლოს მივიდა, ბადრიმ შეეცადა და როგორც იქნა ერთი სიტყვა თქვა. -მიშო..... -მიშო უკეთ არის..... -კარგია. თქვა და თვალები დახუჭა, რუსამ გაიგონა რაღაცას რომ ჩურჩულებდა და გაიფიქრა ალბად შვილისთვის ლოცულობსო და აღარაფერი უთხრა, ოთახის კარი გაიღო და ელენესთან ერთად მიშო შემოვიდა ბადრიმ მიშოს შეხედა და მკრთალად გაუღიმა, სიყვარულით სავსე თვალებით შეხედა შვილს ხელზე ხელი მოუჭირა და თქვა. -მაპატიე შვილო.... -მამა.... -რუსას მიხედე,შენ გაბარებ მის თავს. თქვა და ღრმად ამოისუნთქა,ბადრიმ უკანასკნელად შეხედა რუსას და მიშოს და დასრულდა. მიშო გაშეშებული იდგა და სხეულით კანკალებდა, ემოციებისგან და შიშისგან ტემპერატურამ აუწია,სისუსტემ მოერია და იქვე მდგარ რუსას ხელი ჩაავლო. -წავიდა..... -დამშვიდდი მიშო.... -მე მელოდა შემხედა და წავიდა. სუნთქვა გაუხშირდა,ელენეს შეეშინდა და დააბრუნა თავის ოთახში და მიშომ ცრემლებს მისცა გასაქანი, რამდენი პაციენტის სიკვდილი უყურებია მიშოს მაგრამ საკუთარი მამის სიკვდილმა ძალიან იმოქმედა.რამდენიმე საათი დაჭირდა მიშოს დაწყნარებას და როცა უკვე მშვიდად სუნთქავდა, რუსამ შეხედა და ძალიან მშვიდად უთხრა. -ძალიან მნიშვნელოვანი რამ უნდა გითხრა. -ვიცი, მახსოვს რუსა. -რა გახსოვს ან საიდან იცი რა უნდა გითხრა. -მეტყვი რომ ორსულად ხარ თუ იყავი.... -არა, არა ეს სხვაა და ესეც მნიშვნელოვანია.მიშომ შეხედა და გაოცებულმა უთხრა. -უფრო მნიშვნელოვანი რა უნდა მითხრა. -შენ ძმა გყავს მიშო..... -ძმა მყავს, მე? -ძმა გყავს. -რას ბოდავ, უძილო ხარ და სიზმრებს ცხადში ხედავ? -მომისმინე, მიშო შენი ძმა შენზე 4 თვით პატარა არის და მე მას ვიცნობ. -ვინ არის და სად არის, მამამ იცოდა? -არა, ბადრი მას არ იცნობდა და არც მისი არსებობის შესახებ არ იცოდა. -რუსა დარწმუნებული ხარ? -მე პირადად რაც მან მითხრა შენც იგივე გითხარი მიშო და დარწმუნებით ვერაფერს ვერ გეტყვი. -თუ იცოდა ჩემი ძმა იყო რატომ აქამდე არ მოვიდა,რატომ მამა არ ნახა, რუსა არ მომწონს ეს ყველაფერი. -არც მე მომწონს ეს ყველაფერი და არც თვით პიროვნება მომწონს და არც ის რომ შენი ძმა არის.მიშოს ტკივილმა უმატა და ძლიერი ტკივილისგან კბილს კბილზე აჭერდა,რუსამ შეხედა და უნდოდა ოთახიდან გასულიყო მაგრამ ისევ მიშოს ხმამ შეაჩერა და მისკენ მიბრუნდა. -ყველაფერი მარტო უნდა გააკეთო, დანიშნე დასაფლავების დღე იმ დღეს უნდა შევძლო და მეც გავაცილო უკანასკნელ გზაზე. არ გვქონდა საუკეთესო ურთიერთობა, მაგრამ ის ჩემი მამა არის და მისი გარდაცვალების შემდეგ შენ უნდა ჩაუდგე მის ბიზნესს სათავეში და იცოდე ძალიან საპასუხისმგებლო არის მისი საქმე.რუსა წადი, მიხედე საქმეს.რუსა წავიდა, მიშოს ექიმმა დამამშვიდებელი გაუკეთა და მოილაპარაკეს პირველი ქიმია დაეწყოთ რომ დრო არ დაეკარგათ და დაეწყოთ ქიმიები ასევე როგორც ძალიან დასუსტებული იყო ორგანიზმი დაეწყოთ ფიზიო-თერაპია და ეს საქმე როზას მიანდეს. ვახომ თვალებით გააცილა მადონა და ჩაფიქრებული უყურებდა კარს, მოულოდნელად მაგიდიდან გადაყარა ყველაფერი ძირს და ირონიით თქვა. -კაცი არ ვიყო თუ ჩემს ტაშის დაკრულზე არ გაცეკვო, ჯოჯოხეთად გიქცევ ჩემს გამასხარავებას.საღამომდე იმუშავა, საღამოს დაღლილი დაბრუნდა და სახლში მაგიდა დახვდა სანთლების შუქზე გაშლილი, არაფლად ჩაუგდია მადონას მონდომება და ძალისხმევა გვერდი აუარა მადონას და სასტუმრო ოთახში შევიდა სადაც დილამდე მკვდარივით ეძინა, დილით მადონა მოულოდნელობის წინაშე დადგა მან მოუსმინა ვახოს ტელეფონზე საუბრი. -როგორ ხარ საყვარელო, მინდა რომ გნახო. -??? -მეც ვიქნები დასაფლავებაზე და შენს გვერდით დავდგები. -საყვარელი გყავს, გავიგებ ვინ არის გეფიცები გავიგებ. მადონა მოუსვენრობამ შეიპყრო და ცდილობდა ვახოს ტელეფონი ხელში ჩაეგდო, იმ დღეს ისე მოიქცა თითქოს არც არაფერი არ გაუგონია, მაგრამ კიდევ ერთმა ზარმა ძალიან გააბრაზა, მაგრამ უფრო გაოცებული დარჩა როცა ვახომ ტელეფონი მაგიდაზე დადო და სხვა ტელეფონი გამოაჩინა. -გამოდის სხვა ტელეფონი გაქვს საყვარელთან საკონტაქტოდ.ჩაილაპარაკა და ცდილობდა სიბრაზე შეენარჩუნებინა, ვახომ კი ჩაიცვა როგორც ყოველთვის ელეგანტურად და სახლიდან უხმოდ გავიდა მადონამაც არ დააყოვნა და ვახოს უკან გაყვა, ვახო კი საავადმყოფოში მივიდა და უნდოდა შეუმჩნეველი ყოფილიყო, მაგრამ რუსამ შეხედა და კატეგორიულად მოთხოვა წასულიყო, ვახომ კი მკლავში წვდა რუსას და გაბრაზებულმა უთხრა. -შენ ვერ მიმითითებ რა და როგორ გავაკეთო რუსა. რუსას ექიმი მიუახლოვდა და ვახოს შეხედა, შემდეგ კი რუსას უთხრა. -კარგად ხარ, დიდი სტრესი გადაიტანე და ნერვიულობას მოერიდე. ვახომ შეხედა ექიმს და შემდეგ მის საკმაოდ წამოზრდილ მუცელს გაუსწორა მზერა, ლარას არ მოეწონა მამაკაცი და წყვილი დატოვა, ვახომ კი ხელი შეუშვა რუსას და საავადმყოფო დატოვა და როცა მარტო აღმოჩნდა ირონიულად ჩაიცინა ტელეფონი ამოიღო და სასურველ ნომერზე დარეკა. -გისმენთ. -კარგად და ყურადღებით მომისმინე, ბავშვი რომელსაც მუცლით დაატარებ ჩემი შვილია და ქმარს ატყვილებ თუ იცის სიმართლე ვისგან და როგორ დაორსულდი.ლარას ხელი აუკანკალდა, მაგრამ უშიშრად აწია თავი მაღლა და უთხრა. - მიწიდან ამოგთხრი. -შემხვდი და ეს სიტყვები პირისპირ მითხარი ლარა ექიმო. მოშორებით მდგარი მადონა გაოცებული უსმენდა ვახოს და მისი წასვლის შემდეგ საავადმყოფოში შევიდა, ექიმი ლარა იკითხა და მის სანახავად წავიდა.ლარა თავის კაბინეტში იყო ტიროდა და ტელეფონზე საუბრობდა, კარი გაიღო და უცნობი თმა აწეწილი ქალი ლარას კაბინეტში შევიდა. -უნდა გავთიშო, მოგვიანებით დაგირეკავ. -საუბარი მნიშვნელოვან მომენტში შეგაწყვეტინეთ ალბად, ბოდიშს ვიხდი იმედია შეხვედრის ადგილი უკვე დათქვით. -ვერ გავიგე რას გულისხმობთ, პაციენტი ხართ თუ..... -მე ის ქალი ვარ ექიმო ვისი ცხოვრებაც თქვენ გაანადგურეთ. -უკაცრავად, შეგიძლიათ გაიმეოროთ რა თქვით? -თქვენ, ექიმო თქვენ ჩემი ცხოვრების მამაკაცი წამართვით და დღეს მოვედი აქ რომ გითხრათ ბედნიერი ვერ იქნებით. -ვწუხვარ ასე რომ ფიქრობთ, მაგრამ თქვენ შეცდომაში შეგიყვანეს..... -რატომ, რატომ გამოჩნდით ჩვენს ცხოვრებაში. ვხედავ შვილსაც ელოდებით, მაგრამ ჩემს შვილს ტოვებთ მამის გარეშე ამიტომ ამ ცოდვით იცხოვრებთ დღეიდან მე და ჩემი შვილი გემშვიდობებით. -მემშვიდობებით, რას ამბობთ შემოდიხართ უკითხავად ჩემს კაბინეტში და თავად არ იცით რა ბრალდებას მიყენებთ ვინ ხართ და ჩემგან რას ითხოვთ....გაბრაზდა ლარა და ერთიანად ცახცახებდა, მაგრამ მადონამ არ დაიხია უკან და ლარასთან კიდევ უფრო ახლოს მივიდა და უთხრა. -რამდენიმე წუთის წინ ტელეფონზე ვისაც ესაუბრებოდი ჩემი ქმარია, ჩემი შვილის და თქვენი შვილის მამა. -რას ამბობთ, ვინ არის თქვენი მეუღლე სახელი და გვარი მითხარით. -დავიჯერო ვისგანაც შვილს ელოდებით იმ მამაკავის ვინაობა არ იცით ექიმო? -მითხარი იმ არაკაცის სახელი და გვარი. იყვირა ლარამ და მადონას თვალებში უყურებდა, მადონამ უეცრად უკან დაიხია, მაგრამ ირონია არ დაუკარგავს და ლარას უთხრა. -ვახო, ვახო სანთელაძე და მაინც ვერ დავიჯერებ რომ სახელი არ იცით მისი.ლარა ცუდად გახდა, მადონას შეეშინდა და წყალი მიაწოდა რამდენიმე წუთში ლარას ტელეფონზე ისევ უცნაური ზარი გაისმა მადონას შეხედა და მადონამ ჩაიცინა და ირონიულად უთხრა. -შეგიძლიათ უპასუხოთ, სულ რაღაც ერთი წუთის წინ თითქმის დავიჯერე რომ მას არ იცნობთ და მე შევცდი, მაგრამ ვხედავ არანაირი შეცდომა არ არის. -დაჯექი და მომისმინე, ძალიან ბევრი მაქვს სათქმელი. -ზარს უპასუხეთ ექიმო, გელოდებიან.ლარა მადონას უყურებდა და ტელეფონი გახსნა, თვალები მაგრად დახუჭა და უპასუხა. -გისმენ, ამჯერად რა გინდა ისევ უნდა დამემუქრო? -მისამართს მოგწერ და უნდა შეგხვდე, უნდა ვილაპარაკოთ. -შეგხვდები, სად და როდის. -ახლავეს გამოდი.ტელეფონი გაითიშა და ლარამ შეხედა მადონას რომელიც იდგა და ლარას გაოცებული უყურებდა, შემდეგ იქვე მდგარ ელენეს შეხედა რომელმაც ლარას მიუბრუნდა და უთხრა. -იმედია მარტო არ წახვალ იმ ნაბიჭვართან შესახვედრად.ლარამ ისევ ტელეფონი აიღო და დარეკა,რამდენიმე ზარის შემდეგ ტატომ უპასუხა. -ლარა მოვისმინეთ ყველაფერი მისამართიც ხელთ გვაქვს, არ იჩქარო ჩვენ უკვე გავდივართ და დღეს იმ ნაბიჭვარს მისი ნიღაბი უნდა ჩამოვხსნათ და უნიღბოდ დადგეს შენს წინაშე. -ღმერთო ჩემო, გამოდის რომ........ -თქვენი ქმარი რომელიც ასე ძალიან გიყვართ ა, ახლა კი მე გამომყევით და ერთად წავიდეთ მის მიერ გამოგზავნილ მისამართზე. ლარამ ხალათი გაიხადა, ჩანთა აიღო და კაბინეტი მადონასთან ერთად დატოვა სადაც დარჩა მისი აფორიაქებული მეგობარი. შეტყობინებით მიწერილი მისამარი ერთ ერთი ახლად აშენებული ბინის კორპუსი იყო, ლარამ ბინას ახედა მანქანა გააჩერა და მადონას უთხრა. -ჯერ მე წავალ, შენ მოგვიანებით მოდი და თავად დაინახავ სიმართლეს.ლარა გადავიდა და ნელი ნაბიჯით მიდიოდა, ვახო მეორე სართულის აივანზე იდგა და უყურებდა ლარას, ლარა კი სვენებ სვენებით ავიდა მესამე სართულზე და მის წინ ვახო ნიღაბში იდგა, მაგრამ ნიღაბი მოიხსნა და ლარას შეხედა ლარამ კი ზიზღით უთხრა. -რა გინდა ჩემგან, რატომ გამირთულე ცხოვრება რა დაგიშავე,რა ბრალს მდებ ასე რომ მომექეცი. -ვფიქრობდი ეს ოთახები ჩვენი ვნების მოწმე გახდებოდა, ეს აივანი ჩვენი აივანი იქნებოდა და შენ კი რა გააკეთე გათხოვდი, გათხოვდი და ჩემი შვილიც თან მიგყავს რომელიც ჩემი აღარასოდეს არ იქნება. -შენ, შენ, შენ ავადმყოფი ხარ და მკურნალობა გჭირდება. -იცი რამდენი წელია შენს გვერდით რომ ვარ და შენ ვერ მამჩნევ? -რატომ არ მოდი პირდაპირ როგორც ვაჟკაცი და არ გამეცანი. -როგორ, შენ არავის არ იკარებდი და მხოლოდ დემეტრე იყო შენს ცხოვრებაში და როცა დაშორდით ისიც მე შევძელი და დაგაშორეთ,მაგრამ ვერც ამას ვერ მიხვდი.ლარა მიყვარდი, პირველი დანახვიდანვე შემიყვარდი მაგრამ შენ უკარება იყავი ვერ შევძელი შენამდე მოსვლა ვერც შენი ყურადღების ღირსი ვერ გავხდი. -აქ რატომ მომიყვანე, რის მიღწევას ცდილობ რა გინდა გააკეთო. -არაფერი, უკვე ყველაფერი დასრულდა და უბრალოდ მინდოდა მეჩვენებინა რომ ეს ადგილი ჩვენი ბუდე მინდოდა ყოფილიყო. -ვახო..... -მადონა აქ როგორ მოდი, მითვალთვალებ?თვალები ზიზღით აენთო ვახოს და მადონასკენ გაიწია, მაგრამ წინ ლარა გადაეღობა. -მე მოვიყვანე აქ შენი ცოლი და თავად მოვასმენინე შენი სიტყვები. -რატომ, რატომ მოიყვანე ეს ადგილი მხოლოდ ჩემი და შენი ადგილია. -რატომ მოვიყვანე, იმიტომ რომ გაიგოს რა ქმარი ყავს. იყვირა ლარამ და ვახოს მოქნეული ხელი სახეში მოხვდა, ლარამ თავი ვერ შეიკავა და ვერანდიდან გადავარდა. -რა გააკეთე,რას დაემსგავსე ვახო. -შენი ბრალია, შენ აქ არ უნდა მოსულიყავი. თქვა და მადონას ყელში წვდა და ამ დროს ვახოს უკნიდან იარაღი მიადო ვიღაცამ და უთხრა. -პოლიციაა, თქვენ დაპატიმრებული ხართ ძალადობაზე, შეგიძლიათ გამოიყენოთ დუმილის უფლება. -ჩამიწყვეთ თქვე ღორებო, არ გაგახარებთ. თქვა და მადონა მოისროლა უნდოდა ისიც გადაეგდო ვერანდიდან, მაგრამ მადონა იქვე მდგარმა ერთ ერთმა პოლიციელმა დაიჭირა და ვერანდიდან გადავარდნას გადაარჩინა. გიორგი და ტატო ქვემოთ ლარასთან მივიდნენ, გიორგიმ სასწრაფოს დაურეკა და ლარა უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. ტატომ რამდენჯერმე დაურეკა დემეტრეს მაგრამ სავარჯიშო დარბაზში მყოფ დემეტრეს ტელეფონი კაბინეტში ჰქონდა,რომ მოულოდნელად შესულმა დემემ გაიგონა ტელეფონის ხმა და დემეტრეს მიუტანა. -ტელეფონის ხმა გავიგონე და ტატო რომ წავიკითხე ჩავთვალე უნდა მომეტანა.დემეტრემ ღრმად ამოისუნთქა და დემეს შეხედა. -მადლობა, იმ კვირაში შეჯიბრია დღე და ღამე აქ უნდა იყო რომ ეს დღე შენი იყოს, დარწმუნებული ვარ შენ დიდ სიმაღლეზე ახვალ. დღეს საკმარისია, გადაივლე წყალი და წავედით.უთხრა და ტელეფონი აიღო ტატოს დაღლილი ხმით უპასუხა. -გისმენ ტატო. -საავადმყოფოში მოდი დემეტრე.... -რა მოხდა, ტატო მითხარი რა ხდება. -ლარა,ლარა არის ცუდ მდგომარეობაში. დემეტრე დაიბნა იქვე მდგარ დემეს შეხედა და უთხრა. -ყველა წავიდეს, ყველაფერი დაკეტე მე საავადმყოფოში მივდივარ გასაღები შენთან იყოს. -მეც მოვდივარ. უთხრა და დემემ ყველა დაითხოვა დარბაზიდან, დემეტრეს წაართვა მანქანის გასაღები და თავად წაიყვანა დემეტრე საავადმყოფოში სადაც არა ნორმალური სახით შევიდა საავადმყოფოში და თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე, იქვე მდგარ ტატოს და გიორგის შეხედა და იყვირა. -როგორ არის, რა თქვა ექიმმა ხომ გადარჩება გიორგი. -დამშვიდდი, იმედი უნდა ვიქონიოთ რომ გადარჩება ისიც და ბავშვიც.ტკივილმა უცებ დაასუსტა დემეტრე და მუხლები მოეკვეთა გიორგიმ შეაშველა ხელი და იქვე სავარძელში ჩასვა, დემეტრემ ყელზე მიიდო ხელი და ხავილით თქვა. -ვერ ვსუნთქავ, მიშველეთ. -დამშვიდდი, გესმის უნდა დამშვიდდე და თავი აიყვანო ხელში. -მტკივა, ყველაფერი მტკივა და ლარა უნდა გადარჩეს ის არ იმსახურებს ამდენ ტკივილს. -ვიცი,ვიცი რომ არ იმსახურებს ის განსხვავებული ადამიანია და გადარჩება, დარწმუნებული ვარ რომ გადარჩება.დემე გაოგნებული იდგა და ცრემლებისგან დაბინდულად უყურებდა დემეტრეს ასეთი დემეტრე მას არ ენახა რაც იცნობდა და თავადაც ტკივილისგან მოიხარა მხრებში, ტკიოდა დემერტრეს ცრემლები და ტკიოდა ლარა ამ ორმა ადამიანმა გაუკვალა გზა და დღემდე მის გვერდით დგას ორივე. -რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ როცა უკვე იმედიც დაკარგა დემეტრემ ექიმი დაინახა, სხეულიდან ტკივილი მოეხსნა იდგა და ექიმს უყურებდა თუმცა არც ესმოდა რას ამბობდა ექიმი. -ცუდი ამბავი გვაქვს, ვწუხვარ პატარას გადარჩენა ვერ შევძელით ძალიან სუსტი აღმოჩნდა. -დედა, დედა როგორ არის.კითხა გიორგიმ და დემეტრეს სული შეეკრა პასუხის მოსმენამდე. -გული აქვს სუსტი ვცდილობთ გადავარჩინოთ, მაგრამ ყველაფერი უფლის ნებით ხდება. -ექიმო ლარა უნდა გადაარჩინოთ. უთხრა ექიმს გიორგიმ და მის ხმაში არ იყო თხოვნა იყო მოთხოვნა და ექიმმა თვალი თვალში გაუყარა გიორგის და უთხრა. -ლარა ჩვენი კოლეგაა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მისთვის, თუმცა უნდა ველოდოთ უარესს. -ლარა უნდა ვნახო, ლარასთან უნდა შევიდე. -არ შეიძლება მისი ნახვა, უნდა დაელოდოთ. -ექიმო შეუშვით ლარასთან და შესაძლებელია მისმა იქ ყოფნამ პაციენტზე დადებითად იმოქმედოს.დემეტრე შევიდა ლარასთან და მის საწოლს მიუახლოვდა, ხელზე შეეხო და თავი გულზე დაადო. -ჩემს გულს მოგცემ რომ შენ ისუნთქო და იცოცხლო,დამიბრუნდი ლარა.უნდა დამიბრუნდე შენ პირობა მომეცი და ამ პირობას ვერ დაარღვევ, დამიბრუნდი უშენოდ არავინ ვარ საყვარელო.ტკივილი ღელავს გულში, მაგრამ შენ ძლიერი ხარ და ჩემი შექმნილი ზღაპარი ასე მტკივნეულად არ დასრულდება მას ბოლო კეთილი აქვს ლარა. ჩვენ ორივემ ერთად უნდა ვებრძოლოთ უმადურ ცხოვრებას, ყველაზე დიდი შეცდომა დავუშვი რომ დღეს შენს გვერდით არ ვიყავი და ჩემი დღევანდელი შეცდომით დასრულდა მონატრება, ოცნებაც ჩემი და სიყვარულიც.ლარა შენით ვცხოვრობ, შენით ვარსებობ და არ შემიძლია დაგკარგო. უიმედოდ ვდგევარ ახლა აქ მაგრამ მაინც იმედით სავსე და შენ გელოდები, გელოდები თვალს გაახელ და მეტყვი მიყვარხარო მე კი გაგიღიმებ შემდეგ კი გეტყვი. -საყვარელო ჩაი თაფლით თუ შაქრით.შენ კი გულიანად გაიცინებ და მეტყვი. -თაფლით. -უნდა დამიბრუნდე, არ გაქვს უფლება მარტო დამტოვო. დემეტრე ფეხზე წამოდგა ფრთხილად დაუტოვა კოცნა ლარას და გავიდა,რამდენიმე დღე ებრძოლდა სიკვდილს ლარა და იმ დღეს როცა დემეს შეჯიბრი ჰქონდა დემეტრეს ხელზე ხელი მოუჭირა და უთხრა. -წადი, წადი დღეს დემეს გვერდით უნდა იყო. -ლარა, ლარა ჩემო ძვირფასო ექიმს დავუძახებ. ლარამ ხელზე ხელი მოუჭირა და ისევ ჩურჩულით უთხრა. -წადი დემეს გვერდით იყავი და უთხარი, რომ დღეს ჩემს გამო უნდა გაიმარჯვოს. -ლარა აქ ვიქნები.... -წადი, გთხოვ დემეს გვერდით იყავი და მერე მოდი, უნდა ვილაპარაკოთ. -როგორ..... -წადი გთხოვ დროს ნუ კარგავ.დემეტრემ ელენეს შეხედა და ელენემაც თვალი ჩაუკრა და უთხრა. -წადი დემეტრე დღეს შენთვის მნიშვნელოვანი დღე არის, დემესაც გაუხარდება და შენი მისვლა დადებითად იმოქმედებს, აქ მე ვიქნები. დემეტრე წავიდა და რამდენიმე წუთით ადრე მივიდა დემესთან რომელიც მოწყენილი იდგა, მაგრამ შეხედა თუ არა დემეტრეს გაღიმებულ სახეს და მის გაბრწყინებულ თვალებს თავადაც სიხარულით შემოეხვია და უთხრა. -გიცნობ და შენი ღიმილით მივხვდი კარგი ამბით რომ მოდი. -კარგი ამბით მოვედი და აქედან ლარასთანჯ ორივე კარგი ამბით გავალთ,რადგან მან გამომიშვა დღეს შენს გვერდით რომ ვიყო. -გპირდები, გპირდები.... ვეღარ დაასრულა სიტყვა ცრემლი მოერია და გავიდა, შეჯიბრი დაიწყო და დემემ თავისი ძალა, ენერგია, ცოდნა ყველაფერი გამოიყენა და მოწინააღმდეგე დაამარცხა, გამარჯვებულმა და გახარებულმა დემეტრეს შეხედა. -ეს გამარჯვება ჩემს პედაგოგს, ჩემს მწვრთნელს და ჩემს მეგობარს მინდა მივუძღვნა. დასრულდა დღე ბედნიერად და ორივე გახარებული უყურებდა ერთმანეთს, დემეტრემ ორივე ხელი მოხვია დემეს და უთხრა. -არ გეუბნებოდი, მაგრამ თავიდანვე მჯეროდა შენი. -ვიცი, ვხვდებოდი და მეც ამიტომ არ ვიზოგავდი თავს.ორივე გახარებული მივიდა ლარასთან, ლარა გამოფიტული იწვა მაგრამ დაიღალა წოლით და ადგა, სარკმელთან მივიდა და შეშთოთებული უყურებდა ელენე. -რას აკეთებ ლარა. -ნუ გეშინია კარგად ვარ, ძალიან კარგად. -სხვას არაფერს იტყვი, ლარა შენ.... -მე შვილი დავკარგე და ეს ვიგრძენი ჩემი სხეული რომ გამჩატდა,გული მეტკინა, მაგრამ... -მოვედით კარგი ამბით, როგორც დამაბარე დემესთან შენი დანაბარები სიტყვა სიტყვით გადავეცი და შედეგიც კარგი მიიღო.ლარამ შეხედა ორივეს ბედნიერებისგან გაბრწყინერბულ თვალებს და თქვა. -დარწმუნებული ვიყავი, გილოცავ საყვარელო.ლარა ფეხზე იდგა ზღვისფერი საღამური ეცვა, თავისი გამხდარი და ჩაცვენილი, ჩამქრალი თვალებით მაინც ულამაზესი იყო. დემეტრე უყურებდა ლარას და ტკიოდა მისი ტკივილი, მაგრამ ბედნიერი იყო რომ ეს ქალი მისი იყო მხოლოდ მისი და გულში გაიფიქრა. -,,არ შეიძლება და არც დავუშვებ ამ ტკივილმა წამართვას შენი თავი''. ახლოს მივიდა თვალებში ჩახედა და ჩურჩულით უთხრა. -როგორ ხარ, თუმცა.... -თუმცა იცი როგორც ვარ ჩამქრალი და უკვე დაცარიელებული, თავიდანვე არ ვიყავი აღფრთოვანებული მისი სტუმრობით, მაგრამ ის ხომ ჩემი ნაწილი იყო..... -ლარა, როგორ მიხარია ფეხზე მდგარს რომ შეგხედე ჩემო მეგობარო. გიორგიმ გულში ჩაიკრა მეგობარი და ცრემლიც მოერია. -მერამდენედ დადექი პირისპირ სიკვდილის წინაშე, მაგრამ ყოველთვის მჯეროდა რომ გადალახავდი სირთულეს. ლარამ შეხედა გიორგის გაუღიმა და უთხრა. -ისევ უფლის დახმარებით ფეხზე დავდექი და კარგად ვარ, როგორ არის საქმე გაარკვიეთ და დარწმუნდით რომ ის არის? -დასრულდა, ის არის ყველაფრის თავიც და ბოლოც. -როგორ გაიგეთ, თავად თქვა? ოთახში მადონა შემოვიდა და ლარას შეხედა,შემდეგ კი უთხრა. -ბოდიში მინდა მოგიხადო და ვწუხვარ ძალიან. შემდეგ საწოლზე რამდენიმე ნიღაბი დადო და ლარას უთხრა. -გეცნობა? -ეს არის, ეს ეკეთა როცა მხვდებოდა. ერთ ერთ ნიღაბს ხელი დაადო და ზიზღი აღებეჭდა სახეზე, საშინელი მოგონებები დაუტოვა ამ ნიღაბმა და დაიყვირა. -გადაყარეთ, გთხოვთ.გიორგიმ ნიღბები დროებით გაიტანა და მადონამ ლარას შეხედა. -გუშინ ღამით ვფიქრობდი და ღამის 2 საათზე წავედი მის დაკეტილ ბინაში სადაც არასოდეს არ მივყავდი, მივედი და იქ ყველაფერი დავათვალიერე და ერთ კარს ჩემთვის უცნობი გასაღები მოვარგე, კარი გავაღე და იქ მისი კაბინეტი არის მაგიდაზე უამრავი ესკიზები ეყარა არეულად, კედლები წიგნებით სავსე და რაღაც ფოტოებით.რაღაც უცნაური შეგრძნება მქონდა და თროებს შორის კედლებს ვაკვირდებოდი და ჩემმა წინათგრძნობამ გაამართლა, ერთ-ერთ თაროსთან მისვლისას აღმოვაჩინე იქ საიდუმლო კარი იყო და ვფიქრობდი როგორ გამეღო ის კარი.წარმოიდგინეთ დილამდე ვიწვალე და ვერ გავაღე, რაც უფრო დრო გადიოდა სურვილი უფრო მძაფრდებოდა კარის გაღების თან მარტო ვარ და დავიწყე ჩემს თავთან საუბარი, ხან ვჩხუბობდი და ხან რჩევებს ვაძლევდი ჩემივე თავს, მაგრამ ვერ შევძელი კარი ვერ გავაღე და იძულებული გავხდი დილის 7 საათზე დამერეკა გიორგისვის და ისიც მოვიდა. მოვიდა, მაგრამ ვერც მან გაიგო ვერაფერი იწვალა, ეძება და ბოლოს იპოვა კიდეც კარი ხელის მიდებით იღება ეს კი ვერ მოვიფიქრე. -მერე რა გაარკვიეთ გიორგი.... -იმ ოთახში ორივე შევედით სადაც ვიდექით და ორივე გაოცებული ვუყურებდით კედელზე გაკრულ ფოტოებს სადაც შენი ფოტო იყო და ახლახანს იყო მიმატებული ელენეს ფოტოც. -ჩემი? თვალებ-გაფართოვებული უყურებდა გიორგის ელენე. -რამოდენიმე დღის წინანდელი თარიღი ედო ფოტოს და მივხვდი აქ გნახა რაღაც მოხდა ისეთი რომ არ მოეწონა და თვალში ამოგიყვანა. -მართალია, რუსას რომ ეშინოდა ავუკრძალე პაციენტთან მიახლოება. -სწორად მივხვდი, რომ თქვენ ვახოს მსხვერპლი ხართ ისე როგორც რამდენიმე ქალბატონი და მე კიდევ მინდა ბოდიში მოგიხადოთ იმ დღეს ჩემი უტაქტო მოქცევა. -მთავარია დასრულდა ის კოშმარი რომელშიც მე ვცხოვრობდი თითქმის ერთი წელი, იქნებ ასეც უკეთესი იყო თქვენმა მოსვლამ სიმართლის დადგენა დააჩქარა და ყველაფერს ფარდა ახადა..... -მაგრამ თქვენ დაზარალდით ყველაზე მეტად და თქვენ შვილი დაკარგეთ, ძალიან ვწუხვარ. -რას ვიზამთ წარსული უკან არ ბრუნდება და ტკივილი ტკივილად რჩება. -უნდა დაწვე და დაისვენო ლარა ძალიან დასუსტებული ხარ.უთხრა ელენემ და საწოლამდე თავად მიიყვანა, შემდეგ გიორგის შეხედა და უთხრა. -უნდა დაისვენოს, დღეს პირველად გაახილა თვალი და თან ფეხზეც დადგა,ძალიან გადაიღალა. -ვხედავ ძალიან დასუსტებულია, რაც გადაიტანა მარტივი არ იყო ელე არც მისთვის და არც ჩვენთვის.გიორგი სამსახურში დაბრუნდა,ტატო გაოცებული უყურებდა მაგიდაზე დადებულ რამოდენიმე ნიღაბს. -ეს რა არის ან სად იყავი აქამდე გიორგი. გიორგი დაჯდა და ტატოს მოუყვა სადაც იყო, ტატო გაკვირვებული უსმენდა და თქვა. -რომ გვცოდნოდა მეორე ბინა ჰქონდა ვიპოვიდით და მეტი ადრე გამოვააშკარავებდით. -ვერა ტატო ეს ადამიანი ძალიან კარგად იყო შენიღბული და ამდენი სიბოროტის ფონზე არსად კვალი არ აქვს დატოვებული,რომ არა მისი ცოლი ვერაფერს გავიგებდით მადლობა მას, რომ ეს საქმეც მისი მონდომებით დასრულდა. -გამოდის ის მიშო უდანაშაულო არის. -არა, მიშო დამნაშავეა და მისი დანაშაული არის სიყვარული და რა გავაკეთოთ გავასამართლოთ ადამიანი რომ დედინაცვალი შეუყვარდა და სიყვარულისთვის დავსაჯოთ ადამიანი? -სიყვარული მეგობარო ეს რთული საკითხია, გეთანხმები რომ სიყვარულის გამო ვერ დავსჯით, მაგრამ სიყვარული ყველა ასაკში დასაშვებია და ყველაზე დიდი დამნაშავე ის ცხონებული არის შვილზე უმცროს ქალზე რომ დაქორწინდა და თავის შვილზე არ უფიქრია. -როგორც გავიგე არ ქონდათ მამა-შვილს კარგი ურთიერთობა და არც ცხოვრობდნენ ერთად. ასე რომ ის ადამიანი უკვე გზა მართალს არის,ისინი კი მიხედავენ თავიანთ ცხოვრებას და ცნობისთვის რომ იცოდე პირველმა რუსამ გვითხრა ამ ცხოველის შესახებ და მადლობა მასაც რომ ეჭვები გაგვიფანტა უდანაშაულო ადამიანი არ დავადანაშაულეთ და საბოლოოდ სიმართლე გაირკვა. ღამის 3 საათი იყო ყველას ეძინა, მაგრამ არ ეძინა ვახოს და ფიქრობდა.იჯდა და ერთ წერტილს უყურებდა სიბნელეში, მაგრამ მისი გამოხედვა იყო უსიცოცხლო და სიჩუმეში როცა ყველას ეძინა არავის ხმას არ ელოდა, მაგრამ მეორე საწოლიდან ირონიული ხმა შემოესმა. -არ გძინავს,ძილი ფიქრებმა დაგიფრთხო და ეს ნიშნავს რომ არც ისე სახარბიელო ცხოვრება გქონდა გარეთ, მეგობარო აქ რომ შემოხვალ უნდა დაივიწყო გარეთ ნათელი ფერები.ვახოს ჩაეცინა და თქვა. -იმდენად ღრმად შევედი საკუთარ ოცნებებში, რომ მეგონა ჩემს ხელში იყო ძალაუფლება და ახლა კი რეალობის წინ მდგარი მხოლოდ ოთხ კედელში გამომწყვდეული ვარ.ვახო ძალიან გვიან დაფიქრდა მის მიერ დაშვებულ შეცდომებზე, მაგრამ უკვე ძალიან, ძალიან გვიან იყო სინანული.მიშოს მკურნალობა გაგრძელდა, მას როზა ადგა თავზე და ყოველდღიურად ავარჯიშებდა რამაც ძალიან კარგი შედეგი მისცა მიშოს და ერთ დილით ექიმი ღიმილით მიუახლოვდა და უთხრა. -მიშო გილოცავ მეგობარო.... -ექიმო.... გაოცებულმა შეხედა მიშომ ექიმს და ექიმმაც თავი დაუქნია. -ძალიან, ძალიან კარგად მივდივართ წინ და უნდა დავიჯერო რომ საწაულები ხდება ზოგჯერ ყოველთვის არა და ამჯერად ეს სასწაული შენთან მოხდა რაც ყველას ძალიან გვიხარია.იმ საღამოს მიშო ყველაზე ბედნიერი იყო და მისი ფიქრი რუსას გაანდო. -არ ვიცი სწორად ვიქცევი თუ არა, არც ის ვიცი შენ რას იტყვი, მაგრამ გადაწყვეტილება მივიღე უნდა ვნახო. -ეს შენი სურვილია და მე რა უნდა ვთქვა, ნახე და დაელაპარაკე თუმცა საინტერესოა რას გეტყვის. თვეები გავიდა და მიშო ფეხზე დადგა და ერთ დილით გიორგის ესტუმრა თავის ოფისში რამაც გიორგი ძალიან გააკვირვა და მიშოს უყურებდა. -მიშო აქ რა გინდა, თუმცა მიხარია რომ კარგად ხარ და აქ კი შენს ნახვას არ ველოდი. -გიორგი შეხვედრა უნდა დამინიშნო..... -ვახოსთან? -ვახოსთან, მინდა შევხვდე პირისპირ და დაველაპარაკო. -კარგი დავნიშნავ შეხვედრას და დაგირეკავ,გაგაგებინებ. მიშო წავიდა, ჯერ კიდევ სუსტად იყო და ძირითადად სახლში იყო, რუსამ კი ბადრის ბიზნესს ჩაუდგა სათავეში დედასთან ერთად რადგან მხოლოდ დედა იყო მისთვის სანდო ადამიანი.ძალიან იღლებოდა, ბიზნესში ძალიან შრომატევადი სამუშაო იყო და თანხაც მოჰქონდა მუშაობას.რამდენიმე დღე ელოდა მიშო გიორგისგან ზარს და როგორც იქნა ერთ საღამოს დაურეკა და შეხვედრის შესახებ უთხრა დილის საათებში და მიშოც დილით ადრე გავიდა სახლიდან. ვახომ ძალიან ინერვიულა თავისი გაცნობიერებული შეცდომები რომლებსაც ადრე არაფლად აგდებდა და ძალიან გახდა, აღარაფერს აღარ ჭამდა და სულ გულისრევის შეგრძნება ჰქონდა, იმ დღესაც ცუდად გრძნობდა თავს და როცა შეხვედრის შესახებ უთხრეს უცნაურად მოეჩვენა არ იცოდა ვის უნდოდა მასთან შეხვედრა, ამიტომ ნელა ნელა და აუჩქარებლად წამოდგა მნახველთა ოთხისკენ წავიდა სადაც მიშო დახვდა და არ გაკვირვებია, მის წინ გამოწია სკამი და დაჯდა, მიშომ ჩახედა ვახოს თვალებში და უთხრა. -გამარჯობა ძმაო. -გამარჯობა.უპასუხა მიშოს და თვალები დახარა, უხმოდ ისხდნენ და მიშო დაჟინებით უყურებდა ვახოს შემდეგ ჯიბიდან ქაღლდი ამოიღო და მაგიდაზე ვახოს წინ დადო, ვახომ მზერა ქაღალდზე გადაიტანა ხელში აიღო და წაიკითხა. -გეცნობა საკუთარი ხელწერა, შენ იყავი იმ ღამეს სახლში რომ მიმიყვანე და გამარიდე იმ ადგილს, ამის გამო მადლობა რომ შარში არ გავეხვიე, მაგრამ რატომ არ მითხარი სიმართლე ვინ იყავი, რატომ არ მაგრძნობინე რომ ძმები ვართ, ერთნი ვართ ერთი ნაწილი, იქნებ აგვეწყო კიდეც ურთიერთობა და ვყოფილიყავით კარგი ძმები. -აზრი არ ჰქონდა, ჩვენ ორივე საერთო ენას ვერ ვიპოვიდთ, გამორიცხულია. -რატომ. -ჩვენ, მეც და შენც ერთი და იგივე ქალები მოგვწონდა, შენ ლარა გიყვარდა ექიმი რუსასთან მხოლოდ დროს ატარებდი მიშო.... -შენ, შენ როგორ ხედავდი ან ლარას ან რუსას..... -ლარა საოცარი ქალია, ქალი ვისი დავიწყებაც ადვილად არ შეუძლია მამაკაცს. შევხედე თუ არა მომეწონა და მასზე სერიოზულად ვფიქრობდი, არ მომცა საშუალება ახლოდან გამეცნო სწორედ მისი უარით დამაინტერესა და მისი უყურადღებობით.ამიტომ გავბრაზდი და გავაკეთე ის რაც გავაკეთე თავიდან მისი შეშინება მინდოდა,მაგრამ ისე გავერთე ამ თამაშით მომწონდა მისი შეშინებული თვალების ყურება. -გასაგებია, მაგრამ ვერ გავიგე და უნდა ამიხსნა რატომ გინდოდა ჩემი სიკვდილი,რა დაგიშავე. -მე ის აზრიც მაღიზიანებდა რომ ვფიქრობდი შენ ჩემგან მოშორებით იყავი და სუნთქავდი, შენი არსებობით შენ წამართვი ოჯახი რომელიც არასოდეს არ მქონია სრულყოფილად. -ვერ გავიგე, დედაშენმა შეცდომა დაუშვა და მას არ მოთხოვე პასუხი ცოლ-შვილიან მამაკაცს რომ დაუწვა და მე შენზე უფროსი ვარ აცნობიერებ რომ არასწორად მსჯელობ, როგორც მივხვდი მე მადანაშაულებ მომხდარში -ვინც მთავარი დამნაშავეა წავიდა შორს ჩვენგან.... -შენი დახმარებით წავიდა შენ შეუწყვე ხელი და დააჩქარე რომ წასულიყო, მაგრამ ამ სისულელეების კეთებას საკუთრი თავისთვის მიგეხედა სიცოცხლეს შეინარჩუნებდი. -მე, მე, მე რა მჭირს.გაოცებული უყურებდა ვახო მიშოს. -სარკეში თუ იხედები დარწმუნებული ვარ შემჩნეული გექნება შენი ფერის სხვაობა და თავს მიხედე, მოითხოვე ექიმი სანამ გვიან არ არის.სხვას არაფერს გეტყვი, მოვედი რადგან მინდოდა მენახე ვფიქრობდი სინანულის გრძნობა გექნებოდა რომ შენი დაუკვირვებელი საქციელით ლარამ ჯერ არ დაბადებული ბავშვი დაკარგა, მაგრამ ვხედავ შენთვის სინანული უცხო სიტყვა არის და აზრი არ აქვს თქმას, მაგრამ მაინც გეტყვი თუ დაგჭირდე შეგიძლია დამირეკო და კიდევ, რუსა ორსულად არის შენს შვილს გააჩენს და მას მამობას მე გავუწევ ვეცდები კარგ და ღირსეულ ადამიანად ავღზარდო.მიშო წამოდგა და ვახო დატოვა დაფიქრებული, უყურებდა მიმავალ მიშოს და თვალები ცრემლებით აევსო.იმ ღამით ვახოს ნერვიულობის ნიადაგზე ორჯერ ჰქონდა ღებინება,ციხის ექიმმა ანალიზები აუღო და კითხვები დაუსვა თუ რას გრძნობდა. -დაღლილობას,სისუსტეს.თავადაც ხედავდა ექიმი რომ ვახო ძალიან გახდა და ფერ- მკრთალიც იყო. -მადა არ მაქვს ექიმო და წონაშიც საკმაოდ მოვიკელი. -რამდენიმე დღეში მოვალ პასუხებით ახლა არაფლის თქმა არ შემიძლია.უთხრა და წავიდა, თუმცა უკვე თავადაც ხვდებოდა რომ ვახოს რაღაც სერიოზული ჭირდა.ვახო მიშოსთან შეხვედრის შემდეგ რუსაზე ფიქრობდა და ბოლოს ადვოკატთან შეხვედრა მოითხოვა, რომელიც იჯდა და გაოცებული უყურებდა ვახოს ასევე უფრო გააოცა მისმა მოთხოვნამ. -ეს შეუძლებელია ვახო .... -შესაძლებელია, მისი რაფერი არ არის ჩემს სახლში. -ის შვილს ელოდება.... -ის მისი შვილია და არა ჩემი, გააკეთე მამობის ტესტი სანამ ცოცხალი ვარ გუჯა და თავად დარწმუნდები რომ სიმართლეს გეუბნები.ადვოკატი გაშეშდა და ვახოს მოთხოვნა როგორც სიტყვიერად ისე ფურცელზე დაწერითაც და მისივე ხელმოწერით დაამოწმა რომელიც სასამართლოში შეიტანა სასამართლომდე ექიმიც ესტუმრა ცუდი ამბით ვახოს აღმოაჩნა მსხვილ ნაწლავის კიბო და შესთავაზა ქიმია თერაპია რაზედაც ვახომ უარი განაცხადა და ანდერძი დაწერა რომელიც მისივე ადვოკატს გადასცა. მკურნალობის გარეშე მის დაავადება ძალიან მალე გაიშალა ორგანიზმში და ის სასამართლომდე გარდაიცვალა ციხეში, მისი თხოვნა დაკმაყოფილდა და ასევე მისი ანდერძით რუსას გადაეცა ვახოს ქონება, რუსამ ვერ შეძლო მადონა მის მდგომარეობაში ბინიდან გამოესახლებინა და ის ბინა მისივე თხოვნით მადონას დაუტოვა, მაგრამ მისი სხვა უძრავ-მოძრავი ქონება რუსას გადაეცა.მიშოს და რუსას ბედნიერი ოჯახი ჰქონდათ და თავიანთი ლამაზი სიყვარულით აგრძელებდნენ ცხოვრებას, რუსამ გაყიდა ის რაც არ უნდოდა და მიშოსთან ერთად გერმანიაში წავიდა რომ მიშოს მკურნალობა იქ დაესრულებინა და ეს წასვლა მათთვის შედეგიანი აღმოჩნდა, მიშო გამოჯამრთელდა სამსახურსაც დაუბრუნდა და თავისი გამოცდილებით თავისივე პაციენტებს სტიმულს აძლევდა.რუსა ბედნიერი იყო და ამას არ მალავდა,უყვარდა მიშო და მასაც უყვარდა რუსა.მიშო გამოჯამრთელდა, მაგრამ მისი რთული ავადმყოფობის შემდეგ აღმოჩნდა ანალიზებში რომ ის უნაყოფო იყო და რუსას არ მისცა უფლება ბავშვი მოეშორებინა,მათ ვაჟი შეეძინა ლევან ბაჯაძე მიშოს ძე. -უსასრულოდ მინდა ვიოცნებო,მაგრამ რატომ უნდა ვიოცნებო როცა რეალობა ისაა რაც მე მინდა იყოს და შემიძლია შეგეხო,მოგეფერო, შემიძლია ვნება გადმოგცე და სიყვარულიც გაჩუქო უსასრულო, უკიდეგანო.. -რუსა..... -გაჩუმდი და მომისმინე. -ძალიან, ძალიან დიდი სიყვარული შემიძლია გაჩუქო, ისეთი დიდი რომ შენს დიდ გულშიდაც ვერ დატოვო.ბედნიერი დღეები გრძელდებოდა ლარასთანაც ის დემეტრესთან უსაზღვროდ ბედნიერი იყო, მათი ცხოვრება დამშვიდდა და უშიშრად შეეძლო ყოფნა.დემემ უამრავ შეჯიბრებებში მიიღო მონაწილეობა და დიდი უძლეველი სპორცმენის სახელი დაიკავა სპორტის სამყაროში დემეტრეს დახმარებით.წლების შემდეგ შმაგი დაბრუნდა და დემეტრე ისევ მის ადგილზე დატოვა, მაგრამ ერთ დღეს დემეს შეხედა და უთხრა. -მამას უნდა შეხვდე დემე. თვალებში უყურებდა და გულში ოცნებობდა რომ დემეს შეხვედრაზე უარი ეთქვა,დემემ შეხედა შმაგის და უთხრა. -მე ერთხელ უარვყავი მასთან შეხვედრა და ახლაც იგივეს ვიმეორებ, მე მხოლოდ დედა მყავს და თქვენ მყავხართ სხვა არავინ არის ჩემს ცხოვრებაში.შმაგი ძალიან გაახარა დემეს სიმტკიცემ და იმ დღეს დემეს დიდი საჩუქარი გადასცა რომელიც დაიბნა და სიხარულისგან არც უცდია ცრემლების შეჩერება,მუხლებზე დაემხო და აღრიალდა მისმა ასეთმა ქცევამ კი დემეტრე აატირა და შმაგის შეხედა. -მეშინოდა, მეშინოდა რომ დაბრუნებულს ჩემი დემე შეცვლილი დამხვდებოდა, მაგრამ შევცდი ის ისევ ისეთი გულუბრყვილო ბავშვია წარმატებებს მასზე თავბრუ არ დაუხვევია და ამისათვის მადლობა შენ დემეტრე. -მე რატომ მიხდი მადლობას, მადლობა როზას გადაუხადე მის დედას რომ ასეთი შვილი აღზარდა.შმაგი ჩაიმუხლა დემეს წინ და ცრემლი თვალებიდან თავისი ხელით მოწმინდა შემდეგ კი უთხრა. -ეს შენი წარმატებაა შვილო,შენი შრომა დაფასდა და ეს დააფასე შენც შენში,რომ შრომობ შენი შრომის საზღაურს ღებულობ. -მართლა, მართლა ჩემი შრომით ნაყიდია? -ასეა შვილო, ადექი და მომისმინე.შენ ამიერიდან აიღებ შენს კუთვნილ თანხას, მაგრამ ნუ აჩქარდები დააფასე შენი შესაძლებლობები არასოდეს არ დათანხმდე პირველივე ციფრზე, იცოდე ყოველთვის იწევა ფსონი მაღლა და მაღლა.დააფასე შენი თავი და ყოველვის იყავი სამართლიანი, ასევე იყავი ფრთხილიც შენი მეტოქის წინაშე რადგან არ იცი რომელი მხრიდან დაგიგებს მახეს,რომელი მხრიდან დაგარტყამს.დემე დემერტესთან და შმაგისთან ერთად დაბრუნდა სახლში,დარომ შესანიშნავი სუფრა დაახვერა მოსულებს და დემე როზას წინ დადგა ორივე ხელებში დედის ხელები დაიჭირა და უთხრა. -მადლობა დედა რომ ადამიანად ამღზარდე,მადლობა რომ შენ ხარ ჩემი დედა.ძალიან ბევრჯერ მიგრძვნია გულის ფრიალი რომ შენთვის იმედი არ გამეცრუებინა,რომ ძია დემეტრესთვის მიცებული პირობა აუცილებლად უნდა შემესრულებინა ეს იყო ჩემი მიზანი აქამდე და ამის შემდეგაც ეს იქნება, მაგრამ მისია შესრულებულია ეს შენია დედა,ეს ჩვენი სახლის გასაღებია და მე ეს შევძელი ამ კეთილი ხალხის დახმარებით. -რას ამბობ შვილო, ეს სიმართლეა დემეტრე. გაოცებული მიუბრუნდა დემეტრეს როზა. -სიმართლეა როზა,დემეს გამომუშავებული თანხა უმეტესი ნაწილი ინახებოდა და თქვენს ბინას მოხმარდა, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ მას თანხაც აქვს ბინის გარდა. -შვილო, შვილო, ჩემო საოცარო შვილო.დემე დედას ჩაეხვია და რამდენიმე წუთი ასე იყო ორივე, შემდეგ დედას ღიმილით შეხედა და ასევე შმაგისაც გახედა. -გაიცანით დედაჩემი.შმაგიმ ხელი ჩამოართვა როზას და მადლობა მოუხადა დემეს კარგი აღზრდისთვის,სადილი ვახშმად გადაიქცა და მხიარულობდნენ,რომ დემემ დედას მიუბრუნდა და უთხრა. -არასოდეს მითხოვია გეთქვა ვინ იყო მამა, მაგრამ მინდა ვიცოდე ვინ არის ის მამაკაცი ვისაც ჩემთვის მამობა უნდა გაეწია,როგორ გაიცანი.გაოცდა როზა დემეს ხომ არასოდეს დაუსვამს მისთვის ეს კითხვა, ცრემლი მოერია და უთხრა. -გული გეტკინება შვილო,არ ღირს..... -როგორ გაიცანი. -ვსწავლობდი რომ გავიცანი და ისეთი თავბრუდამხვევი სიყვარული მაჩუქა ადვილად მოვტყუვდი და როცა ჩვენი შეხვედრები შესამჩნევი გახდა ერთად ცხოვრება დავიწყეთ, სასწავლებელთან ახლოს ვცხოვრობდი და ისიც ჩემს ბინაში გადმოვიდა.ორი წელი ვიცხოვრეთ ერთად და ერთ საღამოს სიხარულით აღფრთოვანებულმა ვუთხარი რომ შვილს ველოდებოდი ის კი იმ ღამით არა, მაგრამ მეორე დღიდანვე გაუჩინარდა.დავრჩი მარტო, მაგრამ ეს არ იყო ტრაგიკული და შოკის მომგვრელი ის იყო როცა მევალეებმა დაიწყეს ჩემთან მოსვლა და მისი ვალის გამო ბინა დავკარგე.ვიმშობიარე, შვილი გავაჩინე და ჩვილ ბავშვთან ერთად ქუჩაში აღმოვჩნდი ხან ვისთან ვიყავი და ხან ვისთან.სამსახური ვერ დავიწყე,რადგან ბავშვის დამტოვი არ მყავდა არავინ და ამიტომ დავიწყე სახლებში სიარული ბავშვით და ვალაგებდი, ვრეცხავდი, ვაუთოვებდი, მოხუცებს ვუვცლიდი. შევძელი და ბინა ვიქირავე და როცა ცოტა ფეხზე დავდექი ისევ მოვიდა, ისევ მივიღე და შევიფარე შვილის გამო, მაგრამ მივხვდი რომ შევცდი და ჩემგან გავუშვი.ბოლოს შევძელი და ერთი ნორმალური სარდაფი ვიყიდე ქირის ხდას რაც იყო ჩვენი ქვიოდა და ჩვენი კუთხე გვქონდა, წლების მანძილზე არ გამოჩენილა და საერთოდ დაიკარგა. -მამა ციხეშია ძალიან მძიმე ბრალდებით...... -ვხვდებოდი რომ,...... კარგი რაც არის არის წარსული წარსულში დარჩა შვილო.ხელი ჩაიქნია და შვილს მკრთალად გაუღიმა. -დედა, შმაგი ძია მამას ძმა არის.....როზამ შმაგის შეხედა და უთხრა.... -თქვენ, თქვენ........მე გიცნობდით ..... -მაგრამ წლები გავიდა და შევიცვალეთ, დიახ მე ანზორის ძმა ვარ ის ძმა რომელმაც საკუთარი ნაწილი სამუდამოდ დაკარგა და წლებია თქვენს ძებნაში ვარ, თუ ხელს არ მკრავთ მე დემეს მეტი არავინ არ მყავს... -როგორ..... -არის ისეთი რამ რისი გახსენებაც არ მინდა, მაგრამ მინდა იცოდეთ რომ საკუთარი ძმა ჩემთვის მკვდარია მე მას ცოცხლებში ვერ ჩავთვლი.ის მკვდარია როგორც ძმა და როგორც ადამიანი, ასე რომ მეც სულ მარტო ვარ. როზა შემოთავაზება მაქვს დაო, მაგრამ ვიცი რომ არ დამთანხმდები ეს ბინის გასაღები რომელიც მე დემეს ვუყიდე, ეს მე ვუყიდე და ახლა აირჩიეთ სად იცხოვრებთ დემე შენს ბინაში გადახვალ თუ ამ ბინაში რომელსაც მე გჩუქნი მე კი დრო და დრო მოვალ თქვენთან სტუმრად. -რას ამბობ შმაგი, უიმედოდ ხარ რადგან გგონია რომ მე და ჩემი შვილი ხელს გკრავთ და არ მიგიღებთ? -ცხოვრებაში ძალიან ბევრი ტკივილი გადაიტანე და ისიც იმ ადამიანის გამო ვინც ჩემი ნაწილია, არ მინდა იყოს, მაგრამ არის და არ ვიცი რატომ და რისთვის დავისაჯე ის რომ ჩემს ძმად დაიბადა და ამიტომ სამუდამოდ დავკარგე რადგან არ იყო მისი ადგილი ჩემს გვერდით. -უვარგისი ხალხისგან შორს უნდა ვიყოთ, მოდით დღეიდან და ამ წუთიდან გავაგრძელოთ ყველამ ერთად ერთმანეთის გვერდში დგომით როგორც აქამდე იყო იმ წუთიდან როცა თქვენ გაგიცანით, სწორედ იმ დღიდან დაიწყო ჩემი და დედას ადამიანური ცხოვრება და მადლობა თქვენ ამ სიყვარულისთვის. -შენ რასაც მიაღწიე შვილო შენი ძალით და შენი მეთოდებით მიაღწიე, სულ მალე კი ჩემპიონობაზედაც უნდა ვიფიქრო და ამჯერადაც თავდაუზოგავი ვარჯიში გმართებს.მე აღარსად აღარ მივდივარ აქ ვარ თქვენს გვერდით და შენი მწვრთნელი ისევ დემეტრე იქნება. დემეტრემ შმაგის შეხედა გაოცებულმა და უთხრა. -ბ-ნო შმაგი მე...... -დემეტრე შენ გამოზარდე ჩვენი დემე და ბოლომდე მის გვერდით მხოლოდ შენ იქნები, სხვას არ ვენდობი. -ბონდო ხომ იყო დემეს მწვრთნელი..... -ბონდო გაიყიდა დემეტრე და მოღალატე ხალხი არ მჭირდება. -რას ამბობ, როგორ გაიგე..... -გავიგე, აქ არ ვარ მაგრამ ჩემი თვალი და ჩემი ყური ყველგან არის ჩემო უმცროსო მეგობარო და იცი რა მიკვირს,რატომ შენ არ გაიყიდე, რატომ შენ ვერ დაგითანხმეს,შენც ხომ შემოგაძლიეს ბონდოზე წინ საკმაოდ დიდი თანხა. -ესეც იცი? -ვიცი და ხომ გითხარი მე ყველაფერი ვიცი და რაც ხდება ახლაც დარბაზში ისიც ვიცი, აქ არ ვიყავი დემეტრე მაგრამ მე თქვენ ერთი წუთით არ დამიტოვებიხართ,იქედანაც თქვენზე ვფიქრობდი.დასრულდა ამ თემაზე საუბარი დემე დღეიდან შენ უნდა ავარჯიშო და ეს გასაღები გუშინ რომ დამიდე მაგიდაზე შენ უნდა გქონდეს, შენ ახალგაზრდა ხარ და ჩემზე მეტი შეგიძლია მე უბრალოდ თქვენს გვერდით ვარ რადგან არ შემიძლია იმ ადგილიდან წასვლა.ოჯახი გაერთიანდა, როზა და დემე თავიანთ ახალ საცხოვრებელში გადავიდა. უფრო სახელოვანი გახდა და ყოველი შეჯიბრის წინ ლოცულობდა,ყოველ შეჯიბრზე როზა წინა რიგში იჯდა და როცა ბოლო წამებს ითვლიდა დედას შეხედავდა და ძალა ემატებოდა,ბოლო შეტევა და ფიქრისთვის დრო აღარ ჰქონდა არც სიცოცხლეს დაინანებდა იმ წუთში და როცა გაიაზრებდა რომ მან ეს შეძლო სწორედ მის გამოხედვაში ხედავდა ყველა რაოდენ დიდი იყო სურვილი მოგების და სულ ბოლო ერთ წამში ჩაატევდა მის სურვილს,დაღლას და მადლიერებას.თვალებში ცრემლები ჰქონდა,ხელები ჩამოისვა სახეზე და იქვე მდგარ ატირებულ დემეტრეს შეხედა რადგან იმ წუთში იქ არ იყო დედა,გულს ბაგა ბუგი გაჰქონდა გამარჯვების მოლოდინში და გავლილი ყველა წამი ახსოვდა,იდგა და სიხარულის ცრემლები სახეზე სდიოდა ეს იყო გამარჯვების ცრემლები და პირობას ასრულებს ცრემლებიც.დემე კეთილი ადამიანების დახმარებით გახდა ის ვინც უნდოდა ყოფილიყო,დემემ როზასაც აუხდინა ოცნება და საკუთარი კლინიკა გაუხსნა სადაც იღებდა პაციენტებს და აკეთებდა მასაჯებს. ერთ დილით როცა ლარა ადგა ის დემეტრემ გულწასული იპოვა სააბაზანოში რაზედაც ძალიან ინერვიულა და სასწრაფოდ ელენეს დაურეკა, შეშინებული და ფერდაკარგული ელენე თავზე ადგა მეგობარს და ჩანთიდან ტესტი ამოიღო დემეტრე მარის უყურებდა და შემდეგ ლარას შეხედა. -სასწრაფოდ ადექი და ელე რასაც გეუბნება გააკეთე.ლარამ გაბრაზებულმა შეხედას მეგობარს და შემდეგ ტესტით ხელში შევიდა სააბაზანოში,დემეტრე კართან იდგა და ნერვიულობდა ხშირად კი საათზე იხედებოდა და შემდეგ ისევ სააბაზანოს კარს გახედავდა. -ლარა რა ვერ გააკეთე ამდენ ხანს,აქამდე სპილო დაასრულებდა მოფსმას.გასძახა მოთმინება დაკარგულმა ლარას და დემეტრეც გააცინა,დემეტრემ კი ელენეს შეხედა და თქვა. -ეს თუ ის რის რასაც ვფიქრობ ჩავთვლი რომ მე ძალიან, ძალიან იღბლიანი ადამიანი ვარ.იდგა უყურებდა ელენეს და უღიმოდა,მის ღიმილში კი ელენემ დაინახა სევდაც და იმედიც. როგორც იქნა კარი გაიღო და ლარამ ღიმილით შეხედა დემეტრეს,დემეტრე კი ადგილზე გაიყინა და მის გარშემო ყველა ხმა დუმდა,დამუნჯდა ღამეც და დუმილის წუთი ისევ წუთმა წაიღო.უყურებდა ლარას ცრემლიანი თვალებით, მაგრამ სიხარულით სავსე და გაუბედავად იკითხა. -სერიოზულად? -სერიოზულად და მალე იქნება, არ ვიცი ვინ არის, მაგრამ მთავარია რომ არის.მინდა ტყუპები იყოს და შენ გგავდეს შენსავით ორივე და შენსავით დიდი გული ჰქონდეს ორივეს. -შენი თვალები უნდა ჰქონდეს ლარა ორივეს, მაგრამ შენს თავს წამართმევს ჩვენი პატარები? -მე მაინც შენი ვიქნები საყვარელო, მაგრამ დარწმუნებული ვარ შენც შეგშლის და ჭკუიდან გადაგიყვანს ჩვენი პაწიების დანახვა, მერე შენ დაიწვენ მკლავზე და შენს სურნელს მიაჩვევ. დემეტრემ შეხედა ორივე ხელები მოხვია და ფრთხილად, ძალიან ფრთხილად მიიკრა გულზე და ჩურჩულით უთხრა. -ლარა ჩემი უზარმაზარი სიმდიდრე ხართ,მიყვარხართ და მაბედნიერებთ. -მეც ძალიან მიყვარხარ დემეტრე. -სიყვარული ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგას, მაპატიე მაგრამ სიყვარული ყველა სიმდიდრეზე ძვირია და თქვენ ხართ ჩემთვის შეუფასებელი განძი.ერთად გატარებული ყოველი დრო,ყოველი წამი დავაფასოთ და წამი საუკუნედ ვაქციოთ, ერთმანეთის სუნთქვით ვისუნთქოთ. -სიყვარული ეს ისეთი გრძნობაა როგორც სიკვდილი და მსხვრევადი როგორც მინა.მაპატიე, მაპატიე, მაგრამ მე მინდა ძლიერი იყოს ჩვენი სიყვარული და იქნება მჯერა, ჩვენ ხომ ყველა გამოცდას გავუძელით, ყველა განსაცდელს შევებრძოლეთ და როცა ბრძოლობ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი თუ გინდა იყო გამარჯვებული. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



