შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

N433 - წითელი ნოსტალგია


25-10-2025, 17:35
ავტორი WhSCrow
ნანახია 167

შესავალი

დრო თითქოს მისივე ამაოების წუმპეში ჩადნა.
გაგანია მტვრის ფონზე ანგელოზებიც კი მოკვდავ არსებებს დაემსგავსნენ.
უებარმა წუთების ნატეხმა სამყაროს შეჰყვირა,
რათა სილამაზისთვის ლაქა მოეხსნა.
იგი შეშინდა და დაიმალა, მაგრამ დრომ კუდი მოსჭრა და დაიჭირა.
სწორედ იმ წამს აიღო ავტორმა ფუნჯი
და გამალებით დაიწყო წერა —
რათა ყოველივე შეეწყვიტა.

როდესაც ვიღვიძებდი, ყოველთვის მეგონა,
რომ უმწეო, ტანჯული სული ვიყავი,
რომელსაც სამოთხის გარდა ბედნიერება არ ერგებოდა.
ვიყავი მოწმე ჯოჯოხეთისა,
რომელიც ყველა გზით ცდილობდა სამოთხედ ქცეულიყო ადამიანების გულებში.
ალბათ ნაწილობრივაც ახერხებდა —
მანიპულაციისა და ილუზიის ნაზავით.
თუმცა მე უკვე დიდი ხანია შეგუებული ვიყავი ტანჯვასა და მარტოსულობას.
ვხვდებოდი, რომ ეს იყო ჭეშმარიტება.
არასდროს მჭერია ბედნიერება!

წლები გადიოდა — უბრალოდ ვსუნთქავდი,
ხეების შრომის ნაყოფს ვითვისებდი და არაფერს ვაკეთებდი.
მაგრამ გულის სიღრმეში არასდროს ვკარგავდი იმედს —
გულის სხვა მხარეს ყოველთვის მიცემდა სიგნალს.
გარკეულმა დროის დინებამ სხვა ფერში გადამისროლა,
და დაიწყო უეცარი, მეტად უცნაური თავგადასავლებიის მთელი სერია.
ამ ყველაფერს თან ახლდა უცაბედი გრძნობის ხილვა,
რომელმაც ფესვიანად ამოგლიჯა წარსული.


თავი პირველი — შიში და გაურკვევლობა

საკმაოდ მუქი და უცნაური სივრცის მიღმა ჩიტმა თავი შეყო
და გაუკვირდა, რატომ ეთამაშებოდა მის თვალებს დიდი, მკაფიოდ
განათებული, ფერადი ჩიტუნა.
ის მოეწონა. მოუნდა მიფრენოდა.
მაგრამ შეშინდა — რომ მისით არ დამწვარიყო.
რადგან თავად ის იყო ყველაფერი და არაფერი ერთდროულად.

იცოდა ეს? რათქმაუნდა არა.
მაგრამ გრძნობდა — ის იყო რაღაც, რაც აქამდე არასდროს უგვრძნია.
ჩიტუნა შეფრინდა და მალევე დაიწყო ბუდის აგება.
გაიგო, რომ იმ ბაღში ცხოვრება უფასო არ იყო —
უნდა ეშრომა, რომ იქ დარჩენილიყო,
თუნდაც უფერულ ფონზე.

პირველივე დღეს გაიცნო მუქი შევარდენი,
რომელმაც დასუნა და ადგილი მიუჩინა.
შემდეგ ბატონს დაუძახა — და ისიც გამოჩნდა:
უწყინარი, ტიპური ბელი, რომელიც ტყის გაწმენდას ცდილობდა.
მანაც ჩიტუნა მიიღო, ხელი ჩამოართვა და შინ გაუშვა.
შემდგომ ჩიტუნამ გაიცნო თეთრ თმიანი ბუ —
რომელიც ასაკის მიუხედავად მშვენივრად იჭერდა მატლებს
და ბაღს თავისებურად ასუფთავებდა.
შემდეგ დაინახა მოშაო ტურა, რომელიც დათვის ბელს თაფლზე
ედავებოდა —
მათი საუბრის მანერა ამაზრზენი და შეუფერებელი იყო.
შემდგომ თვალი მოსჭრა ნაცრისფერმა მელამ, რომელმაც ჩიტუნას კუდი
აუწია თავისებურად.
და ბოლოს — შავკუდა ფისუნა,
რომელმაც პირველივე დღეს ჩიტუნა დაჩაგრა.
მაგრამ ფისუნას კნავილი ალბათ თავისებური მისალმება იყო თეთრი
ჩიტუნასთვის.



თავი მეორე — მოდუნება თუ წუხილი

ხან ჩიტუნები გალობას ცდილობდნენ, რომ მეწყვილე მიეზიდათ.
ხშირი მცდელობანი იშვიათად ამართლებდა.
უბრალო, მოკანკალე ჩიტუნა — თეთრი, თუმცა შავ ფერში დამალული —
ტყეში შეფრინდებოდა და საქმეს აგრძელებდა,
მიუხედავად იმისა, რომ დათვის ბელი თავისას აწვებოდა,
ჭრელა კატა — თავისას,
ხოლო თეთრი ბუ ყველაფერს ლანძღავდა, საკუთარი თავის ჩათვლით.
მოკლედ, მოწყენის დრო არ ჰქონდა.
თეთრ ჩიტუნას მაშინვე მოხვდა თვალში მოთეთრო მგელი —
სიცოცხლით სავსე, ამბებით გამოტენილი, საქმით კი სუსტად დაკავებული.
ალბათ ყველაფერი სხვანაირად წავიდოდა, რომ არა ყვითელთმიანი
ბეღურა.
ერთი კი უდავო იყო — ჩიტუნა ვერ ხვდებოდა, რატომ იზიდავდა ის
მას,
როგორც კი თავიდან იგრძნო მიფრინდა.
ხან ტურა ჩაუკრავდა თვალს, ხან მაჩვი მიეპარებოდა,
მაგრამ ჩიტუნა არასდროს ამბობდა უარს.
გრძნობდა დანაკარგს, მაგრამ ასევე გრძნობდა — მოვა დრო,
როდესაც გაიფურჩქნება.
უბრალოდ არ იცოდა — როდის.
ალბათ მაშინ, როცა ყავისფერი ბულბულს მოჰკრა თვალი.
ის უყურებდა მის და ვერ ხვდებოდა —
რა ჰქონდა მას ასეთი ბრწყინვალე და ნაზად მომხიბლავი.
ის უახლოვდებოდა, ცდილობდა საუბარს,
მაგრამ ხვდებოდა, რომ სხვა ჯიშის ჩიტუნა იყო.
გაგანია, მკაფიოდ განათებულ ბაღში,
მწვანე ბუნების და ნათელ ცის ფონზე,
ხანდახან მოჰკრავდი თვალს ველურ აფთრებს,
რომლებიც ნადირობდნენ ბეწვიან კურდღლებზე —
თუმცა ზოგჯერ თავად კურდღლები ნადირობდნენ მათზე.
ეს ყველაფერი მაყურებლებს სიამოვნებდა —
მით უფრო დათვის პატარა ბელს,
ეს აწყობდა.
ვინც ბაღში იშვიათ სანახაობას ვერ იმჩნევდა გულგრილად უყურებდა
სტუმრები კი სცენას თავიანთი კუთხით ხედავდნენ და ბაღისგან მაქსიმუმს ელოდნენ.
ამ დროს გამოჩნდა მშრომელი მტრედი —
რომელიც მუდამ ბრაზობდა, რადგან შრომა უწევდა,
ხოლო სხვები მხოლოდ ტკბებოდნენ.
ბელი ამას ყურადღება არ აქცევდა —
იქამდე, სანამ თვალები გაახილა...

თუმცა ეგ უკვე სხვა ამბავია.
ველურ მთებში,თუ საბურთალოს წიაღში?
იყო ერთი ველური ბაღი —
მას არასდროს აკლდა არც მნახველი, არც ცხოველები.
ფრინველები კი დიდ, იშვიათობას წარმოადგენდა!
ის უბრალოდ აგრძელებდა ცხოვრებას:
ხან იყო ძალადობა, ხან ჩხუბი,
ხან ფრინველებსა და ცხოველებს შორის,
ხან — ქვეწარმავლებს და მნახველს შორის.

ვინ დათვლის იმ თავგადასავლებს, რაც იმ ბაღმა გამოიარა.
როდესაც ბაღში სინათლე ყოველთვის იყო,
სიწმინდე კი ჭუჭყიანად რჩებოდა —
უნდა გცოდნოდა: სიწმინდე ადრე თუ გვიან დამსხვრევოდა,
და საჭიროა სიბრძნე, რომ არ დარჩე დამარცხდებოდა.

ხანდახან მზე არც ამოდიოდა,
და სიბნელეში ცხოვრობდნენ,
მნახველებს კი უკან დაბრუნება უწევდათ,
რათა ბაღიდან ყვავილები არ მოეპარათ,
და ცეცხლი ფრთებზე არ მოეკიდათ.
ფრთების გარეშე ბუდის პოვნა, რომელიც ხეზეა,
მაღლა — ხუთ მეტრზე იყო, ნამდვილად არ იყო მარტივი.
ერთ-ორჯერ თეთრმა ცუგამ სცადა ბაღის გაწმენდა,
მაგრამ როცა აფთრები და ჭრელა ტურა ახლოს იყვნენ —
საქმე დასრულებულად ითვლებოდა.
ბოლოს ჩიტუნამ გაფრენა გადაწყვიტა,
რადგან ხვდებოდა — მურა დათვს ფიქრი არ შეძლო,
ხოლო სხვებს კი უყვარდათ, ოღონდ ზედმეტად.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent