შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თეთნულდს გასძახე


2-11-2025, 02:18
ავტორი Anukaaa_aa
ნანახია 813

1. ქარიშხალმა უკეთ იცის

დიდი გლოვა იყო ჩხოროწყუში.

სოფელს თავზე შავი ცა ჩამოწოლოდა. ჰაერში სიჩუმე იდგა, ისეთი რომ ფუტკრის ბზუილიც კი არ ისმოდა. ქარი ნელა არხევდა შავ თავსაფრებსა და ჭიშკარზე ბანტივით ჩამოკიდებულ შავ ნაჭრებს, რომლებიც გლოვის ნიშნად გამოეტანათ. ქუჩები, სადაც ყოველთვის ბავშვების სიცილი ისმოდა, ახლა სიჩუმე ჩამდგარიყო. მხოლოდ ძაღლების ხმადაბალი წკმუტუნი არღვევდა სოფლის სიმყუდროვეს.

ჭიშკრებიდან ნელ-ნელა გამოდიოდნენ ქალები - შავებში ჩაცმულნი, თავჩაღუნულნი, ხელში პატარა ხელსახოცებით, რომლითაც ცრემლებს ფრთხილად იმალავდნენ. კაცები კი ჩუმად მოდიოდნენ, თავი დაბლა ჰქონდათ ჩაღუნული, ხელში შავი მოსაცმელები და ძველი ქუდები ეჭირათ. ისეთი, როგორსაც მხოლოდ დიდი სევდის დროს იხურავენ.

სოფლის ბოლოს, სადაც თხილნარი იწყებოდა, მკრთალად ჩანდა ლევან ჟორდანიას სახლი. თეთრი კედლები თითქოს ნაცრისფრად გადაქცეულიყო, ეზოში კი შეკრებილი ხალხი ისე იდგა, თითქოს ვერც ერთი ვერ ბედავდა ხმამაღლა საუბარს. მხოლოდ ხანდახან გაისმოდა ქალის ჩუმი მოთქმა.

- ღმერთო, როგორი კარგი კაცი იყო...

ცას ნელა მიეფინა ბნელ-ცისფერი ღრუბლები და როცა პირველი წვეთი ჩამოვარდა, სოფელმა იგრძნო - ბუნებაც გლოვობდა. ძველი ჭიშკრების ჭრიალი, შორიდან მომავალი ზარი და ბზრიალა ქარი ერთმანეთს ერეოდა ისე, თითქოს მთელი მიწა ერთ დიდ გოდებაში იყო ჩართული.

მეზობლის ეზოში კაცი ჩამჯდარიყო სკამზე, სიგარეტს ნერვიულად აბოლებდა და ჩუმად ბუტბუტებდა.

- ლევანი... ნამდვილი კაცი იყო... მაგის მსგავსი აღარ იშვება.

- მართალია, მართალია, თი ცაი კოჩი მაჟია ვედეებადებუ,( მისნაირი კაცი მეორე არ დაიბადება),- ამბობს სამოც წლამდე ასაკის ქალი.

გზის ბოლოს მოჩანს შავი შალის კაბაში გამოწყობილი ნინია, ჩამოშვებული თმებით და ისეთი სახით, თითქოს მთელი სოფლის ტკივილი მასში ჩასახლებულიყო. ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყავდა საკუთარი თავი ეზომდე, სადაც ბიძა ესვენა და ის სიჩუმე, რომელიც სოფელში იდგა, თითქოს უფრო გამძაფრდა - აღარ ისმოდა არც ქარი, არც ძაღლის ხმა, არც ჩიტების ჭიკჭიკი.

- ანა სად არის?- იკითა სოფომ ჩახლეჩილი ხმით,- ახლა მაინც მოიქცეს გოგოსავით, დაჯდეს აქ.

- ცუდად არის დედა,- მიუდგა უკნიდან ნინია,- აცადე და ჩამოვა.

- როდის? როცა გავასვენებთ ბიძაშენს მაშინ?

- დედა გაჩუმდი, ხალხი გიყურებს,- ცარიელი თეფშებით სავსე ლანგარი დადო მაგიდაზე,- დღეს მაინც შეეშვი მაგ გოგოს.

- მაკამ რომ ვერ გაზარდა ნორმალურად მაგის ბრალია, გაუზრდელი,- ცხვირი აიბზუა და ჭირისუფალთან დაბრუნდა.

- ანა,- ხმა ჩაუვარდა, როცა მამიდაშილი ჭიშკრის ზღურბლზე მდგარი დაინახა. სულ სველი, ფეხები ტალახიანი ჰქონდა, გრძელი ოქროსფერი თმები ჩამოშლილი, თავზე არც თავშალი ეკეთა, მხრებს ძლივს დაემაგრებინა როკ ქარს არ წაერთვა. სოფელი ჩუმად უყურებდა ანას, როგორც საკუთარ შვილს, რომელსაც ღმერთმა ყველაზე მძიმე ტვირთი დაადო. ყველა ეზოდან გამოდიოდა ჩუმი მოთქმის ხმა. ლევანი - ანას მამა - წავიდა. წავიდა ისე, როგორც მარტო სოფლის ყველაზე პატიოსანი კაცები მიდიან. ჩუმად, თავმდაბლად და ხალხის გულში დიდი ნადებარი ტკივილით.

ლევანი სოფლის ერთ-ერთი დაფასებული კაცი იყო. სიტყვა არასდროს გაუგდია, არც კაცი აუწყენინებია, არც ქალს დაუჩაგრავს. ვისაც არ უნდა დაეძახა, ყველასთან გარბოდა. ხან ყანაში ედგა მეზობელს მხარში, ხანაც მდინარეზე, ხან მთაში მიჰყვებოდა. სამეგრელოს კაცები იშვიათად ტირიან ხმამაღლა, მაგრამ იმ დღეს ჩხოროწყუში კაცის ტირილიც გაისმა - გულიდან ამოხეთქილი, ნამდვილი ტკივილი იყო.

სოფელში ყველა მივიდა. ქალები შავი თავსაფრებით იდგნენ ეზოს ბოლოში, კაცები კი ფრთხილად ჩამწკრივებულიყვნენ ლევანის სახლის წინ. ანა, მისი ერთადერთი შვილი, ვერ იჯერებდა. ისე უყურებდა მამას, თითქოს ეგონა რომ ისევ წამოდგებოდა, ოდნავ გაუღიმებდა და ეტყოდა:

"ნუ ტირი, ანა, მაგით მკვდრებს ვერ გააცოცხლებ, ცოცხლებს მიხედე."

და სოფელიც ზუსტად ამას აკეთებდა. ცოცხლებს უყურებდა, მაგრამ გულში მიცვალებულს ტიროდნენ. როგორც სამეგრელოშია: გლოვა არ არის მარტო ტირილი - ეს არის ხსოვნა, სიმღერა ჩუმად, ყავასთან და სანთლის შუქზე.

ლევანის სახლს ხუთი დღე არ მოშორებია ხალხის ფეხის ხმა. მოდიოდნენ ახლოს და შორიდან, მთიდან და დაბლიდან და ყველას ერთი სიტყვა ჰქონდა.

„კაცი იყო, კაცური."

- შემოდი შვილო,- მხარზე შეეხო დამამშვიდებლად მეზობელი დათო, რომელიც ანას ძალიან უყვარდა,- მიდი მამასთან ბოლოჯერ.

კაცს გული შუაზე გაეხლიჩა ანამ რომ ცარიელი თვალები მიანათა. პირი გააღო რაღაცის სათქმელად, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ნაბიჯი გადადგა და წინ მდგარი ბრბო დაიშალა. ესმოდა ხალხის ჩურჩული, თუმცა ყურადღება არავისთვის მიუქცევია, პირდაპირ ზალაში შევიდა, წესით სადაც დივანზე მჯდარი მამა უნდა ენახა, უნდა გაღიმებოდა და ჩახუტებოდა, ახლა კაცი იწვა, უემოციოდ, გაყინული.

- ანა,- მხარზე შეეხო მეზობლის გოგო ირინა,- დაგეხმარები.

ანა უპასუხოდ იცილებს ხელს მხრიდან, მზერა პირდაპირ სკამზე მჯდარი ქალისკენ გადააქვს, რომელიც ტირილისგან დაღლილი ახლა უბრალოდ სკამზე მიყუდებული იჯდა. გულში რაღაცა ჩაწყდა, გააჟრიალა, სიცივისგან თუ უბრალოდ ამ მდგომარეობისგან ვერ გეტყვით. თითქოს მუხლებშიც ძალა წაერთვა. გრძნობდა უცნაურ სიცივეს, რომელიც არ იცოდა საიდან მოდიოდა. წუთები, წამები - ყველაფერმა ერთდროულად შეჩერდა. წვიმის ჩხრიალი ფანჯრიდან შემოდიოდა, ოთახში იჭრებოდა, მაგრამ ისიც ვერ ფარავდა ატმოსფერულ სიმძიმეს. ანას თვალები ქალისკენ მიეპყრო, მის თვალებში წლების შეშფოთება, სიყვარული და ტკივილი იკითხებოდა. ანა გრძნობდა რომ მისი პატარა გაღრიალება, წასვლა, ან მხოლოდ თვალებში შეხედვა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, თუმცა არ შეეძლო.

ქალმა ანას მხარეს გაიხედა. წამით გოგოს გამოეღვიძა, თითქოს რაღაც უთხრა თვალებით. თუმცა ანა ვერაფერს ხვდებოდა.

- წასვლის დროა,- გაისმა მის გვერდით ხმა, ქალები წამოიშალნენ. ყველა გარეთ გავიდა.

- გამოვალთ,- გაისმა მაკას ხმა ოთახში, თუმცა ანას რომ არ შეეხედა, ვერც იფიქრებდა რომ დედამისის ხმა იყო. ოთახში სიჩუმე ჩამოწვა, მხოლოდ წვიმის წვეთების წკაპუნის ხმა ისმოდა. სუნთქვაც კი ჭირდა უკვე ამ ოთახში, მთელი სამყარო გაჩერებულიყო და ამ სიჩუმეში მხოლოდ ორის ლანდი მოჩანდა.

- არაფერს იტყვი?- მაკა წინ დაუდგა ქალიშვილს. ანა ზედაც არ უყურებდა ერთ წერტილს მიშტერებოდა,- სად იყავი მთელი დღე? თან ასეთ ფორმაში. რომ მოხვედი არ წვიმდა.

- მამასთან,- გაისმა ოთახში გამყინავი ხმა,- მაგრამ ვერ შევძლი და დავბრუნდი.

მაკას წნევა მზერას უბინდავს, ხელს, რომელიც შვილის მხარზე ედო, უკან აბრუნებს და რამდენიმე ნაბიჯით უკან იხევს. სახეზე შეშფოთება აწერია, საკუთარ თავს აჯერებს მოსმენილს, თუმცა მეორე მხრივ საერთოდ არ უნდა ამ საუბრის გაგრძელება, არ უნდა იმის მოსმენა, რის თქმასაც ანა აპირებს, არ უნდა ის ყველაფერი სიმართლე აღმოჩნდეს, რასაც ახლა ფიქრობს.

- ისევ მდინარეზე იყავი?- კანკალს იწყებს, შვილის სიჩუმეს რომ ეხეთქება თვალები ცრემლებით ევსება. პირზე ხელს იფარებს და ყვირის, თუმცა პირზე აფარებული ხელით ხმას ახშობს. სკამს ეჯახება და დივანზე ეცემა,- ჩემი სიკვდილი გინდა? იტირე, იყვირე, რაც გინდა ქენი, მაგრამ ასე ნუ ხარ.

უახლოვდება კვლავ შვილს, განა არ იცის როგორ უჭირს, განა ვერ ხედავს რომ ეს ხუთი დღეა შვილი ხელებიდან ეცლება, განა ვერ ხედავს როგორ უჭირს, მაგრამ ვერ ხვდება, რატომ არაფერს აკეთებს, რატომ არ ტირის, ეს ჩაშავებული თვალები, ფერდაკარგული სახე, თითქოს ნელ-ნელა კვდება, იფერფლება.

- მინდოდა მასთან წავსულიყავი, იმ ადგილას მივედი, სადაც ერთად ვატარებდით ხოლმე დროს,- თვალებში აჩერდება მაკას და იქ ტკივილის გარდა ვერაფერს ხედავს,- მაგრამ არ გამომივიდა, სამჯერ ვცადე და სამივეჯერ ხელი რაღაცამ შემიშალა, ვერ შევძელი. თითქოს სიკვდილისთვის წყალიც კი საშინლად გაიყინა.

- ჩემი სიკვდილი,- ხმამაღლა იწყებს ტირილს მაკა, ნელ - ნელა დაბლა ცურდება, მის ფეხებთან ეცემა. კარი იღება, შიგნით მეზობლები შემოდიან, მაკას სურათი სრულიად დამანგრეველი იყო. ქალი, შვილის მუხლებთან მიწაზე ჩაცურებულიყო, თითქოს ტკივილი მთლიანად შიგნიდან ჭამდა. მისი შავდება თვალები და ჩაწითლებული ლოყები ჩამქრალიყო. ფერდაკარგული სხეული თითქოს თავადაც ხდებოდა ტკივილის ნაწილი. მეზობლები გაჩერდნენ, თვალები დაბლა დახარეს. თითოეული ჩასუნთქვა მძიმე იყო, მათთვის მაკა უკვე არა უბრალოდ ქალი - არამედ სულიერიად დანგრეული იყო. და შვილი, რომელიც მის წინ იდგა, თვალებში სიცარიელით, შვილი რომელიც ვერ გრძნობდა ვერაფერს, ვერ რეაგირებდა - მხოლოდ უყურებდა.

ოთახში სიმძიმე უფრო და უფრო იმატებდა - თითქოს ჰაერიც ტკივილით იყო გაჟღენთილი. მაკას ქვითინი თანდათან სიჩუმეში ილეოდა, აღარ იყო ხმა, არამედ ბგერები გატეხილი გულიდან. მისი თითები კვლავ იატაკს ეჭიდებოდა, თითქოს იქ ეძებდა რაღაცას - შვილის სითბოს.

ანა უყურებდა, უყურებდა და ვერაფერს გრძნობდა. სხეულში სიცივე ატანდა, თითქოს სულ სხვა სამყაროში იდგა - იქ, სადაც ტკივილიც კი ვეღარ აღწევდა. მის თვალებში სიკვდილის შემდეგ დარჩენილი სიჩუმე იყო ყველაზე მტკივნეული - სწორედ ის, რაც დედას ანგრევს და გარემოს უჩვეულოდ მძიმედ აჩენს. მეზობლებმა ერთმანეთს გადახედეს - არავინ იცოდა, რა უნდა ექნათ. ვიღაცამ ჩუმად შუბლზე სალფეთქი მოისვა, ვიღაცამ ცრემლი მოიწმინდა ისე, თითქოს სირცხვილი იყო სხვისთვის ტკივილის დანახვა. მაგრამ ვერავინ გაინძრა. ყველა იდგა და უყურებდა ამ სურათს - დედას, რომელიც შვილის მუხლებთან ნადგურდებოდა და შვილს, რომელიც თავისივე სიჩუმით უფრო ამძიმებდა ოთახს, ვიდრე ყველა ქვითინი ერთად შეძლებდა.

ღრუბლებიდან გამოპარული მზის სხივები ნელ-ნელა ეშვებოდა სასაფლაოზე, ოდნავ ოქროსფერი ლაქებით ასხივებდა მიწას. მაკას ფეხები სუსტად ეჭირა მიწას, ხელები კვლავ სასახლის გვერდით ჩაბღუჯული ჰქონდა, თითქოს ბოლო ძალით ცდილობდა ქმრის სხეულში დარჩენილი სითბოს აღდგენას. მეზობლები თავჩახრილები იდგნენ, ვიღაც თვალებს ფარავდა, ვიღაც ცრემლებს იწმენდდა. ბავშვები უკან იდგნენ, შიშით დაბინდული თვალებით უყურებდნენ მაკას, რომელიც მეგრულად ჩურჩულებდა, ხანაც ქართულად.

„ჭა შენა, მიყვარხარ... მშვიდად იძინე..."

მთელი სოფელი, თითქოს ერთ სხეულად თანაუგრძნობდა, ერთდროულად ჩუმი ტკივილითა და განუზომელი სევდით გადაეკიდათ ეს წუთები. მაკას თვალები ნელ-ნელა მიწას მიეფინა, ხელებით ეხებოდა. საშინლად მძიმედ ეშვებოდა სევდა ყველას გულში. მაკას ყელიდან გამოსული ჩურჩული ნელ-ნელა ჩაცხრა, მხოლოდ ცრემლები დარჩა, რომლებიც თვალებიდან ნისლივით იფანტებოდა ჰაერში. ყველა გრძნობდა რომ აღარ იყო გზა უკან დაბრუნების - ყველაფერი, რაც ერთ დროს ცოცხალი იყო, წარსულში გადავიდა, ერთადერთი მყარად დარჩენილი გრძნობა კი უსაზღვრო, გადაუდებელი ტკივილი იყო.

ანა დუმდა და შორიდან უყურებდა. თვალები ცრემლებით არ ჰქონდა სველი, ან უბრალოდ წვიმის წვეთებს ერეოდა. მაკა მუხლებზე იყო ჩაცურებული, ხელებით მიწას ეხებოდა, ანა კი ერთ ადგილზე იდგა, თითქოს გრძნობდა ყველას კანკალს, ყველა ჩურჩულს. მტკიცედ უმზერდა სცენას, მიხვდა რომ ახლა არაფერი უშველიდა დედამისს. ყველაფერს მხოლოდ მაკას ტკივილი განაგებდა. მზის სხივები ნელ-ნელა ეკრობოდა მიწას, ტირილის ხმა ისმოდა ყველა მხრიდან, მაგრამ ანა მხოლოდ იდგა, ჩუმად, უცხოდ, საკუთარ ტკივილში იძირებოდა. ვერ მიუახლოვდა, ვერ შეეხო, ვერ ჩაეხუტა. ანა შორს იდგა, თვალებში ცრემლები არ ეტყობოდა, მაგრამ მთელი სხეულით აღიქვამდა სცენას.

ანა გაჩერდა, არ ინძრეოდა, თვალები არ დაუხუჭავს, მაგრამ შორიდან შეიგრძნო მთელი ეს ტკივილი, მთელი სევდა, რომელიც მაკას გულში დაიბეჭდა. ჰაერში დარჩენილი სიჩუმე იყო ბოლო, რაც მათ შორის დარჩა - უსაზღვრო, გადაუდებელი სევდა, რომლის ტვირთიც ანამ, მაკას მსგავსად, ჩუმად უნდა ატაროს გულში. ნელ-ნელა ხალხი მიმოიფანტა, მზის ბოლო სხივები მიწას დაეყარა, სასაფლაო კი ისევ მშვიდი და დაჩრდილული დარჩა.

ეს იყო საბოლოო, ჩუმი, მძიმე დასრულება - მაკას ტკივილი, ანას დაკვირვება და მთელი სოფლის ჩუმი თანაგრძნობა ერთიან, დაუვიწყარ სევდად დარჩა ჰაერში.


~ ~ ~*~*~ ~ ~

სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რა გამოვა...



№1 სტუმარი ეჰ

კაი ვაჟკაცები დღესაც არიან, ცოტანი მარა მაინც, ვინ ეძებს და ვინ აფასებს თორე კიი კარგია ავტორო ასე გააგრძელე

ავტორო სვანი ხომ არ ხარ?

 


№2  offline წევრი Anukaaa_aa

ეჰ
კაი ვაჟკაცები დღესაც არიან, ცოტანი მარა მაინც, ვინ ეძებს და ვინ აფასებს თორე კიი კარგია ავტორო ასე გააგრძელე

ავტორო სვანი ხომ არ ხარ?


სამეგრელოდან ვარ.

 


№3 სტუმარი ეჰ

ნამდვილი მეგრელები კაი ხალხია.

 


№4 სტუმარი სტუმარი თეა

მე ვაარ ჩხოროწყუდან და თვალებს არ ვუჯერებდიი ???????????? მეთქი მეჩვენებათქო სამჯერ ამოვიკითხე :D :D :D

 


№5  offline წევრი Anukaaa_aa

სტუმარი თეა
მე ვაარ ჩხოროწყუდან და თვალებს არ ვუჯერებდიი ???????????? მეთქი მეჩვენებათქო სამჯერ ამოვიკითხე :D :D :D

????ხდება ხოლმე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent