თეთნულდს გასძახე 2. წყლით არ განიბანება
			    
                    სვანეთის მაღალ მთებშიც გლოვა იყო იმავე დღეს. მთის ქარი დაჰქროდა სახლებს შორის, ხოლო სვანური კოშკების ჩრდილში შეკრებილი ხალხი ჩუმად იდგა.  მალხაზის ძმის - ალეკოს პანაშვიდი იყო უშგულში - კაცის, რომელიც მთელ მხარეში პატივისცემით სარგებლობდა. ეზოში თოვლის ნარჩენები ჯერ კიდევ არ გამდნარიყო, მიწა ცივი იყო, მაგრამ ხალხი მაინც იყრიდა თავს, ქალები შავი თავსაფრებით, კაცები გარეთ, სიგარეტით ხელში, დაბალ ხმაზე ლაპარაკობდნენ. მთელმა სოფელმა იცოდა რომ მალხაზ ხერგიანის ძმა მოკლეს. ამბავი მთებში სწრაფად ვრცელდება, თითქოს ქარმა თვითონ მოიტანა და ახლა ყველა ელოდა, რას იტყოდა მალხაზი, რომლის სიტყვა აქ ყოველთვის ბოლო იყო. მის სიტყვას მსაჯულივით უსმენდნენ. სახლიდან გამოსული გლოვის ხმა მთებში ვრცელდებოდა, ხანდახან ქალების კვნესას კაცების ჩუმი ჩახველება ერთვებოდა, ხმაური ქარში იფანტებოდა. ეზოს კუთხეში, დიდი ხის ქვეშ, მალხაზი იდგა. თვალები ჩასისხლიანებული, შუბლი დაძაბული, ხმა არ ამოუღია. ხალხი უყურებდა და იცოდნენ რომ რაღაც უნდა ეთქვა და მისი ნათქვამი განსაზღვრავდა, რა მოხდებოდა შემდეგ. - ეს საქმე ასე არ დარჩება,- ბოლოს ჩუმად თქვა ვიღაცამ. სიტყვა თითქოს ჰაერში გაიფანტა და მთელმა ეზომ გაიგო. მალხაზი ჯერ კიდევ დუმდა, მაგრამ მისი მზერა უკვე ყველაფერს ამბობდა - სვანეთში ასეთ სიჩუმეს მხოლოდ ერთი დასასრული ჰქონდა. მალე დაიწყებდნენ საუბარს სისხლის აღებაზე, მაგრამ ჯერ სიჩუმე იყო - ის მძიმე, მთის სიჩუმე, რომელიც ქარსაც კი აჩერებდა. პანაშვიდის სიჩუმეც მძიმე იყო. ისეთი რომ ცივი ჰაერი კანზე გეხებოდა. მთის ქარი ნელა ირხეოდა ეზოში ჩამოკიდებულ შავ ნაჭერზე, რომელიც ყოველი შრიალით გახსენებდა რომ იქ, სადღაც სახლში მიცვალებული იწვა. ხალხი გროვდებოდა, ზოგი ჩუმად იდგა, ზოგი კი კუთხეში მუხლებმოკეცილი. მართლაც, მალხაზი ისეთი კაცი იყო, ვის სიტყვას მთაში სამართლად იღებდნენ, როცა ის ლაპარაკობდა, სხვები დუმდნენ. ახლა კი, როცა მისი გონება აღარ იყო ამ ეზოში, თითქოს მთასაც დადუმება მოუნდა. სახლიდან ქალების ჩუმი ხავილი ისმოდა. ეზოს შუაგულში მჯდომი მოხუცები ერთმანეთს ჩუმად უყურებდნენ. ერთი მათგანი - ბერჩილი, ჭაღარა წვერითა და ქედზე გადაკიდებული თბილი მოსასხამით, უხმოდ ეწეოდა და ბოლოს თქვა. - ამა საქმეს სისხლი უნდა, თორე მალხაზი სულ არ მოისვენებს...- სხვანი წამსვე დაეთანხნენ, ჩუმად, მაგრამ მტკიცედ. - ეგრეა, ეგრეა, ბერჩილ... ეგ ამბავი წყლით არ განიბანება,- აჰყვნენ დანარჩენებიც. ეზოს ზღვარზე, ხის დიდი ბოძის ჩრდილში, გაგი ხერგიანი იდგა. მალხაზის შვილი. მაღალი, შავგრემანი, თვალებში ისეთი სიმძიმე ჰქონდა რომ თითქოს მზერითაც აგრძნობინებდა ხალხს ტკივილს. არაფერს ამბობდა, არც საჭირო იყო. მის დუმილში ისმოდა ყველაფერი, რაც სიტყვით ვერ ითქმება. ხელი კედელს მიეყრდნო. ბიჭების, ბიძაშვილების, თანატოლების საუბარს შორიდან ისმენდა. - აბა რას ვიზამთ, ეგ საქმე ვერ დარჩება ასე...- თქვა ერთმა. - ვისაც ხელი ჰქონდა ამაში, უნდა უპასუხოს. მალხაზი ბოროტად არავის გადაჰკვეთია,- გაგი ისევ დუმდა, მაგრამ თვალები ადგილზე გაეყინა - ისე, თითქოს იქვე, ქედის მიღმა, უკვე ხედავდა იმას, რაც უნდა გაეკეთებინა. გულში თითქოს რაღაც ძველმა ხმამ გაიღვიძა. იმ ხმამ, რომელიც მთის კაცს ახსენებს რომ ღირსება და სისხლი ერთმანეთთანაა გადაბმული. გაგი ისევ დუმდა. გვერდიდან მომავალი სიგარეტის ბოლი ნელა იშლებოდა მთის ცივ ჰაერში. მის გვერდით ბიჭები ჩუმად ისხდნენ, მაგრამ თვალებით იგრძნობოდა - ყველა ელოდა მის სიტყვას. მთაში კაცის დუმილიც სიტყვაა და გაგის დუმილი ახლა ყველაზე ხმამაღლა ისმოდა. მოხუცი ბერჩილი ისევ ახმაურდა, ხმა ცოტა ჩახლეჩილი ჰქონდა, თითქოს ყოველი სიტყვა გულიდან ამოდიოდა. - გაგი, მამას გაფიცებ, მაგას თუ არ უპასუხე, მთას ეწყინება. ეგ ამბავი გულზე არ დაგედოს, თორე კაცად ვერ იქნები,- გაგიმ მზერა მიანათა, მშვიდად უპასუხა, მაგრამ თვალებში რაღაც საშიში ელავდა. - მე ჩემი გზა ვიცი, ბერჩილ... ყველაფერი თავის დროზე იქნება,- მოხუცმა თავი დაუქნია, თითქოს ეს პასუხიც საკმარისი იყო. ბიჭები ჩუმად დაშორდნენ, მხოლოდ ქარის ზუზუნი დარჩა ეზოში და ხის ძირში ჩასმული სანათების შუქი, რომელიც ქარის ყოველი მოქცევისას ციმციმებდა. გაგი ნელა შევიდა სახლში. შიგნით სიჩუმე კიდევ უფრო მძიმე იყო. ხის იატაკზე ცვილის სუნი იდგა, კედელზე ჩამოკიდებული ალეკოს ფოტო კი ცეცხლის შუქზე თითქოს მოძრაობდა. მაგიდასთან დედა იჯდა - შალის თავსაფარი მჭიდროდ მოეხვია, ხელში ჯვარი ეჭირა. - დედა, გაციებული ხარ, ცეცხლთან დაჯექი,- თქვა გაგიმ ჩუმად. ქალმა არ უპასუხა. მხოლოდ მზერა აიღო მისკენ და მკრთალად თქვა. - ნუ გააკეთებ სისულელეს, გაგი... ბიძაშენი მშვიდობას ეძებს და არა სისხლს,- გაგიმ ნელა ამოისუნთქა, მუხლებზე დაეყრდნო და თვალი ბიძის ფოტოს გაუსწორა. ხმამაღლა არაფერი უთქვამს, მაგრამ გონებაში ერთმა აზრმა გაუელვა. "სისხლს მარტო სიმშვიდე ვერ აქრობს." გარედან ქარის ხმა შემოვარდა, თითქოს მთაც უსმენდა. ოთახში სანთელი აინთო თითქოს უფრო მკვეთრად - თითქოს ბიძიის სული ისევ იქ იყო, ჩუმად, მათ შორის. გაგი წამოდგა, ჩაავლო ქურთუკს ხელი და ნელა მიუახლოვდა კარებს. გარეთ მთის სიჩუმე ცას აღწევდა - მხოლოდ ქარის შრიალი და შორიდან მგლების ყმუილი ისმოდა. ეზოში გამოსულს კაცები შემოუდგნენ გვერდით, გონებაში ხმა ჩაესმოდა. "სისხლი და ღირსება ერთმანეთს უკავშირდება, მაგრამ სანამ რამე გსურს, წესები უნდა დაიცვა." გაგი რამდენიმე წამით დუმდა. ქარმა თმა აუჩეჩა, სუნთქვა სუსტად შეიკავა. სანამ უფრო შორს წავიდოდა, გაჩერდა - პატარა შიდა ეზოში, სადაც მალხაზის ძმაკაცი ხმადაბლა ლაპარაკობდა სისხლის აღების წესზე. გაგი ნელა დაიხარა, თვალები დაბლა მიაპყრო, თითქოს ცდილობდა დეტალურად მოესმინა ნათქვამი. სანთლები ერწყმოდნენ მთის ბინდს, კაცების ჩუმი მღელვარება და ქარის სუსტი ზუზუნი ერთად ქმნიდა ისეთ ატმოსფეროს, სადაც ყოველი სუნთქვა, თითოეული ნაბიჯი და თითოეული მზერა მნიშვნელოვანი იყო. ალეკოს ცხედარი შუაში იწვა - სვანური ქვეშაგით დაფარული, თავთან ძველი ხის ხატი იდგა. ქალები შორი მხრიდან ტიროდნენ, მაგრამ კაცები დუმდნენ. ეს დუმილი თითქოს უფრო მძიმე იყო, ვიდრე ქვითინი. ეზოს გარეთ ძაღლები გაჩუმებულიყვნენ, მთაც თითქოს ჩერდებოდა, როგორც კი სვანური გლოვის ხმა გაისმოდა. მალხაზი ფანჯარასთან იდგა, თითები მჭიდროდ ჰქონდა შეკრული. არაფერი უთქვამს, მაგრამ თვალებში ისეთი ტკივილი ედგა რომ სიტყვებს აღარც ჰქონდათ აზრი. გაგი ხედავდა, როგორ ცდილობდა მამა სიბრაზე და ტკივილი ერთად ჩაეხშო და ეს უფრო აშინებდა, ვიდრე თვითონ სიკვდილი. ზედა ეზოდან მოხუცების საუბარი ჩამოისმოდა. მძიმე, წლების გამოცდილი ხმები ერთმანეთში იკვეთებოდა. მათ შორის ერთი ამბობდა. - ისეთი ამბავი მოხდა, იმ მეგრელი ბიჭის სისხლი უნდა მიეზღვიოს... თორე მთას სირცხვილი მიაწვება,- სხვა პასუხობდა უფრო ჩუმად. - ჯერ მორჩილება უნდა ვიცოდეთ. ახლა მარტო სიტყვით არაფერს იზამენ... დრო უნდა გავიდეს,- გაგი იდგა და უსმენდა, ვერ გადაეწყვიტა, უფრო ტკივილს გრძნობდა თუ შიშს. სიტუაცია თითქოს გაიყინა. არავინ ლაპარაკობდა ხმამაღლა. მხოლოდ ალეკოს ცხედრის წინ დანთებული სანთლები ირხეოდნენ ქარის ნიავში და ეს ცახცახი, ეს შუქის მოძრაობა თითქოს ყველას გულში იმავე მღელვარებას აღძრავდა. მალე მოხუცი ბებია დარია, შავი თავსაფრით, ჩამოჯდა ეზოს კიდეზე და ჩუმად ამოილაპარაკა. - ქე შემირცხვა ნამუსიც, დიდო ღმერთო, ოხერად მე რატომ არ წამიყვანე,- მისი ხმა მთელ ეზოში გაიფანტა და ამ სიტყვებთან ერთად გაგის გონებაშიც რაღაც გადატყდა. თითქოს პირველად იგრძნო რომ ეს ტკივილი აღარასდროს დატოვებდა. ხმა ჯერ ნაზი იყო, მერე თითქოს გატყდა, ქვითინად იქცა და მთელს ეზოს მოედო. კაცები ჩუმად დარჩნენ - არავინ სუნთქავდა. წესის თანახმად, ასეთ დროს სიტყვა აღარავის ეკუთვნოდა, გარდა მიცვალებულის სისხლისა და ცრემლისა. გაგი თვალს ვერ აშორებდა დარიკოს. მის ხმაში იმდენი ტკივილი იყო რომ თითქოს მთის ქარიც ჩერდებოდა წამით, რომ მოესმინა. გრძნობდა, როგორ გაჰყვა გულში ეს ხმა, როგორ გაეყინა სუნთქვა და სისხლი და მხოლოდ მაშინ გააცნობიერა რომ ალეკო მართლა აღარ იყო - აღარ დაბრუნდებოდა იმ სახლამდე, სადაც ბავშვობაში ასწავლიდა ნადირობას და ცხენზე ჯდომას. დარიკო მუხლებზე დაეცა. ხელები მიწას დაარტყა, თითქოს ამ მიწიდან ელოდა პასუხს. - ალეკო, ალეკო... შენ ხომ თქვი, მალე მოვალო, ეგ რა მალე იყო, ბიჭო...- გაბზარული ხმით ამოთქვა და თავი ქვაზე დადო. ეზოში სიჩუმე ჩამოწვა. სანთლები ციმციმებდნენ, ცაში მთვარე ნელა ამოდიოდა მთის ზურგს უკან და გაგი ისევ იდგა, მკერდზე შეკრული ხელებით, თითქოს ცდილობდა, შიგნით დაგროვილი ტკივილი არ გამოეტანა გარეთ. გაგი ჩუმად უყურებდა დარიკოს. მის თვალებში ტკივილი ისე მკაფიოდ ჩანდა, რომ ბიჭმა თავი ვეღარ შეიკავა. თავი ოდნავ დახარა, თითქოს საკუთარ გრძნობას სირცხვილით მალავდა. მის გვერდით კაცები იდგნენ, ზოგი ხელებდაკრეფილი, ზოგი ბალახზე ჩამომჯდარიყო და თვალებით ეძებდნენ ერთმანეთს. არც ერთი სიტყვა, არც ერთი ხმა, მხოლოდ ჩუმი თანხმობა რომ ეს ტკივილი არ უნდა დარჩენილიყო პასუხგაუცემელი. ბებერი მოსე, ალეკოს ძველი მეგობარი, ჩუმად ლაპარაკობდა. - მაგის სისხლი ჰაერში არ დარჩება, მაგას მთაც გაიგებს და ღმერთიც...- არავინ უპასუხა. მხოლოდ დარიკოს ქვითინი ისმოდა და ქარის მოტანილი სანთლის სუნი, რომელიც ნელ-ნელა მთის ბნელში იფანტებოდა. ცოტახანში დარიკო ხმამაღლა აღარ ტიროდა. ხანდახან ოდნავ ამოიოხრებდა და თითქოს მთელ ტკივილს იმ ერთი ამოსუნთქვით უშვებდა გარეთ. თვალები გაეშტერებინა შორეულ წერტილზე, თითქოს ხედავდა იმ ბილიკს, საიდანაც მისი ალეკო აღარ დაბრუნდებოდა. ხელები მუხლებზე დაედო, თითები ერთმანეთში გადაება - დაძაბული, გაფითრებულიყო. გაგი ნელა მიუახლოვდა ბებიას. ერთი წამით გაჩერდა მის უკან, თითქოს რაღაც სიტყვას ეძებდა, მაგრამ ვერაფერი უთხრა. მხოლოდ ჩუმად ჩაჯდა გვერდით, ისე რომ მათი სიჩუმე ერთმანეთს უტოლდებოდა. დარიკომ ოდნავ მიაპყრო თვალები, მაგრამ მზერა არ შეცვლია. ხმადაბლა, თითქმის ჩურჩულით თქვა. - ოხერად წაიღე, ღმერთო... შვილი გაზრდილი მყავდა და...- ხმა გაუტყდა, ცრემლები ისევ ჩამოუვიდა სახეზე, მაგრამ ამჯერად აღარ ქვითინებდა. თითქოს სხეულში აღარ დარჩენოდა ძალა. ეზოს მეორე მხარეს კაცები ისევ იდგნენ. ბებერი მოსე, გრძელწვერიანი, მხრებში მოხრილი, დარიკოს უყურებდა და თვალი გაუფერმკრთალდა. მის გვერდით ახალგაზრდა კაცებს ხმამაღლა აღარაფერი უთქვამთ, მაგრამ თვალებით იგრძნობოდა - სიტყვა სისხლზე უკვე იდგა ჰაერში, მზად იყო თქმულიყო, მხოლოდ დროის ფაქტორი იყო. დარიკომ წამით თავი ასწია, მზერა მთისკენ გააყოლა და ჩუმად ჩაილაპარაკა. - მთამ დაინახოს, ღმერთმა იცოდეს, ჩემი ალეკოს სული მშვიდად ვერ წავა, სანამ სიმართლე არ ითქმება...- გაგის სხეულში უცნაური სიმძიმე ჩამოწვა. ბებიას ხმა თითქოს შიგნით ჩაესმოდა, ძვლებში აღწევდა. იგრძნო, როგორ მიეპარა სიბრაზე - უხმოდ, ცივად, ისე, როგორც მთის ქარი ბინდში. მაშინვე მიხვდა - ამ ეზოში ახლა მხოლოდ ერთი სიჩუმე აღარ იყო. აქ რაღაც იწყებოდა - უხილავი, მაგრამ გარდაუვალი. დარიკო ბუხართან ჩამოჯდა, შალის ქულა მხრებზე გადაეფინა და ნელი მოძრაობით მიიკრა გულზე. ცეცხლის ალზე თვალები შეეფიცხა, თითქოს იმ ალში ცდილობდა წლების სიმძიმე დაეწვნა. - ამ მთებში კაცს როდის ჰქონდა სიმშვიდე... - ჩაილაპარაკა თავისთვის, თითქოს ბუხარს ელაპარაკებოდა,- ალეკო ისე წავიდა, ვერც მივუსწარი... ახლა ეს გაგიც ისე დადის, ქარივით... გულში შიში მკლავს, მახა. - დედა, გაგი ბიჭია, გზა უყვარს, თავისუფლება... ნუ იშინებ თავს,- დაამშვიდა მალხაზიმ, დარიკომ მწარედ ჩაიცინა. - გზა უყვარს, კი... როგორც ყველა იმ კაცს, ვისი სულიც აქ ვერ ეტევა. მაგრამ ეგ გზა კაცს ან ცოცხლად გფლეთს, ან სულს გირევს. მე კი აღარ მინდა კიდევ ვინმე გზამ წამართვას,- მალხაზიმ მუხლებზე ჩამოდო ხელი, თითქოს სიტყვები გაუჩერდა სადღაც გულთან. ბუხარში შეშა დაამატა, ალი უფრო მკვეთრად აენთო და დარიკოს ჩრდილი კედელზე შეირხა - ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს მალე თვითონ მთაც ჩაისუნთქავდა ამ ქალის შიშს და სიყვარულს ერთად. გარედან ისევ ქარის ხმა შემოიჭრა, კარი ოდნავ გაიღო და გაგი შემოვიდა - თმაზე თოვლის ფანტელები ჯერ კიდევ არ ჰქონდა გამდნარი, თვალებში კი ის თავისუფლება ცეკვავდა, რაც დარიკოს ყველაზე მეტად აშინებდა. - ბებო, რაო, ისევ ცუდად ხარ?- დარიკომ ნელა მიაბრუნა თავი და სიჩუმით უპასუხა. მალხაზიმ კი ღრმად ამოიოხრა - იცოდა რომ ამ ღამითაც გაგი აღარ გაჩერდებოდა სახლში. გაგიმ მკლავები დაიფერთხა და მის წინ ჩაიმუხლა. მალხაზი გარეთ გავიდა, ნინო - მალხაზის ცოლი კი მათ მიუახლოვდა, როგორც კი წასვლაზე გაიგო. - სად მიდიხარ ამაღამ ბები,- წუხილით სავსე მზერას აპყრობს ქალი,- მთას ნუ ეჭიდები, გაგი... ისეთი სიცივეა, კაცის გულისცემა რომ ჩერდება. მამაშენს ვერ ვაკავებდი, ახლა შენ დამემატე. - გაგი, სად მიდიხარ?- მუხლებზე ემხობა ქალი, თვალებზე ეტყობა ნამტირალევი რომ არის,- ჩემი გაგიჟება გინდა? გაგის გაეღიმა - ის ღიმილი, რომელიც ბავშვობაში ბებოს ჭკუიდან შლიდა, ახლა კი უფრო მეტად აშინებდა. - ბებო, შენ თვითონ მასწავლიდი რომ მთას ეშინია მხოლოდ იმ კაცის, ვინც გულში შიშს ატარებს,- ნინომ თავი გააქნია. - არსადაც არ წახვალ, შენი სიარული მე ბოლოს მომიღებს,- მხარზე მოეჭიდა შვილს. დარიკომ იცოდა გაგის სიჯიუტე, მაგრამ ხმა აღარ ამოუღია. შორიდან მთვარე თეთრ შუქს ასხივებდა ზვავის ჩამოშლილ ნაპირებზე, და იქ, იმ სიკვდილსავით მშვიდ ფერდობზე, რაღაც ელავდა. - გაგი,- ხმადაბლა დაიწყო ეზოდან შემოსულმა მალხაზიმ,- გზას ნუ გაუყვები მარტო. დათი მაინც წაიყვანე თან. გაგიმ მხრები აიჩეჩა. - მარტო უნდა წავიდე, მამა. ამ გზას კაცმა მარტო უნდა უყუროს თვალებში, თორემ მის ძალას ვერ გაიგებს,- გაგიმ ღრმად ამოისუნთქა, თითქოს ჰაერი გულზე ლოდად ედო და ახლა ცდილობდა გაეთავისუფლებინა. თვალი ბებოს შეხედა - დარიკო ისევ ისე იდგა, თვალებში შიში ჩამდგარი ჰქონდა, მაგრამ არაფერი უთქვამს. - ნუ გეშინიათ,- მშვიდად თქვა გაგიმ და სუსტად გაეღიმა,- არ მივდივარ შორს. ცოტას გავივლი, ჰაერს ვიგრძნობ, თორემ აქ სული მეხუთება. დარიკომ და ნინომ ხელები გულზე დაიდეს, დარიკო ხმას მაინც არ იღებდა. მის თვალებში ის წლების ტკივილი ირეკლებოდა, რომელიც სვან ქალს მუდამ თან დაჰყვება - იცის რომ სიტყვით ვერავინ შეაჩერებს იმას, ვისაც უკვე გადაწყვეტილი აქვს გულში. - გაჩერდი, შვილო, ახლა ღამეა,- ნინომ სცადა მშვიდად ეთქვა, მაგრამ მის ხმაშიც ნერვიულობა ისმოდა. გაგიმ ოდნავ ისევ გაიღიმა, მზერა ხის ღობეს გაუსწორა, მერე ისევ მათკენ მობრუნდა. - ვიცი, დედა. არც შორს წავალ. ვსუნთქავ მხოლოდ... მთის ჰაერმა გულში უნდა გაიაროს, თორემ მე აქ ცოცხლად დიდხანს ვერ გავძლებ,- გაგიმ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ნინოს სახე რომ დაინახა, გაჩუმდა. იგრძნო, ეს ის მომენტია, როცა სიტყვებიც ზედმეტია. - მალე დავბრუნდები, ბებო,- ნაზად უთხრა დარიკოს, ნინოს შუბლზე აკოცა და ოდნავ დაიხარა, თვალებში შეხედა,- არ შეგეშინდეს, გპირდები მალე მოვალ. ნინომ თავი ოდნავ დაუქნია, მაგრამ იმ წამს გულში რაღაცამ შეაკანკალა - დედის გული ყოველთვის გრძნობს, როცა ჰაერში საფრთხე დგას. გაგი ეზოდან გავიდა, ქარი შეაგება, მთვარის შუქი თმაზე დაეცა და მთის გზისკენ ერთი-ორი ნაბიჯი გადადგა. გაჩერდა. თვალები ზემოთ ასწია - მთები ჩუმად იდგნენ, თითქოს უსმენდნენ. იმ ღამით შორს არ წასულა. იქვე, ბალახზე ჩამოჯდა, სუნთქვა დაირეგულირა და ჰორიზონტს თვალი გაუსწორა. გაგი ცოტა ხანს ასე იჯდა, მთის ჰაერს ნელ-ნელა უშვებდა ფილტვებიდან, თითქოს სულიერ ტკივილს აქრობდა. ქარი თმაში ერეოდა, მის წინ გაშლილი ფერდობები მშვიდად ელოდნენ მზის ამოსვლას. ბებო დარიკო ეზოში იდგა ნინოსთან ერთად, დარიკო ისევ მუხლებზე ოდნავ მოხრილი, თვალებში შიში და შვება ერთმანეთში ერეოდა. მალხაზი გვერდით იდგა, სხეულით ძრწოდა, მაგრამ სიტყვას ვერ აბამდა - მხოლოდ თვალებით აკონტროლებდა მის ამბიციას და გულში ჩაფიქრებულ შიშს. მთვარე ზემოდან აკვირდებოდა, სიჩუმეში ჩაფლული მთები კი თითქოს სუნთქავდნენ მასთან ერთად. ერთი სული ჰქონდა სახლში დაბრუნებულიყო, ბებო და დედა დაემშვიდებინა, ცოტახანში ნინომ როცა გაგი დაინახა, ნელ-ნელა სუნთქვა დაიწყო, შიშიც ნელ-ნელა გაქრა. მალხაზის სახეზეც სიმშვიდე გამოისახა - იცოდა რომ მისი შვილი ცოტათი მაინც დაისვენებდა, სანამ მთები ისევ თავის წესებს დაუბრუნებდნენ. მთის ღამე გრძელი და ცივი იყო, ქარი ნაზად ზუზუნებდა ფერდობებზე, ჰაერი სუფთა იყო და ყველა, ვინც იქ იდგა, გრძნობდა რომ მიუხედავად ტკივილისა, ცოტათი მაინც სიმშვიდე ეპარებოდა. ღამე დასრულდა, მაგრამ მთის სული და ტკივილის ის კედელი, რომელიც ყველას გულში ჩადგა, ისევ რჩებოდა უხმო, მაგრამ შემაძრწუნებლად ძლიერი. ~ ~ ~*~*~ ~ ~  | 
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
			
			ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
			
  
		 
          	
          ყველა გამოკ	  
		  
	.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.
		  
        
            
    



