არანორმალურები (სრულად)
„სახლში დამხვდი!“.მოკლე ტექსტურმა შეტყობინებამ გულ-მუცელი ერთიანად აუწვა.თვეების განმავლობაში არანაირი კონტაქტი არ ჰქონია და არც ცდილობდა,ინიციატივა გამოეჩინა.არ ელოდა მისგან ამ ნაბიჯს. სამსახურიდან საშინლად დაღლილი მივიდა სახლში და თავს უფლება არ მისცა,გრძნობებს აჰყოლოდა.იცოდა,დააგვიანებდა,დალოდება არც უფიქრია.მშვიდად მიიღო შხაპი და დაწვა.ძილბურანში იყო,ცხელი,შიშველი სხეული რომ იგრძნო.გააჟრიალა,ნაცნობი სურნელი რომ შეიგრძნო.მშვიდად შეუცურა თითები რბილ თმაში.ესმოდა მის მუცელზე მოკალათებული,ღრმად და მძიმედ როგორ სუნთქავდა -რისთვის მოხვედი?! -გთხოვ,უბრალოდ მომეფერე,ჩამეხუტე,მაკოცე და დამამშვიდე -მაქსიმე,ხომ წახვედი?!ხომ თქვი,რომ ჩემთან არაფერი გესაქმება და აქ აღარ დაბრუნდებოდი.მიპასუხე,რისთვის მოხვედი?! მშვიდად უხლართავდა თმაში თითებს და როგორც იცოდა ხოლმე,აუღელვებლად აღიზიანებდა -ძალიან კარგად იცი,ეგ ყველაფერი რატომაც გითხარი -ვიმსახურებდი,არა? -მია,ერთხელ მაინც შეგიძლია,გაჩუმდე და სიმართლის ფრქვევის გარეშე მომეფერო? -არა გაეღიმა,მკერდზე ცხელი ტუჩები რომ იგრძნო.რა თქმა უნდა,ისევ აგიჟებდა მისი შეხება,მაგრამ როგორც დამოუკიდებელ,ძლიერ ქალს შეეფერება,არ იმჩნევდა -პრობლემებს შენს გარეშე ვერ ვუმკლავდები -შენ მხოლოდ პრობლემების დროს გახსენდები,სხვა რაში გჭირდები მე -თუ არ გაჩუმდები,მიგგუდავ მიას ხმამაღლა გაეცინა.როგორც ჩვეოდა,მოურიდებლად,კეკლუცად -მითხარი აბა,ამჯერად რამ შეგაწუხა -კომპანია თავზე მემხობა -ჟურნალებში ისევ ისე ამაყად კი პოზირებ და რა ვიცი აბა თვალები უციმციმებდა.მაქსიმემ ძალიან კარგად იცოდა,ამ მშვიდი ღიმილის უკან უზარმაზარი ირონია და დაცინვა რომ იმალებოდა -ძალიან ბევრმა კომპანიამ გაწყვიტა ჩემთან კავშირი,პოლიცია ისევ ტვინს ტ*ნავს,მამაჩემს ახლა მოუნა ბო*ებში ხეტიალი.ჟურნალისტები თავის ჭკუაზე ატრიალებენ ყველაფერს -და მე რა უნდა ვქნა.მამაშენი დავაბა,შენი კომპანიონები დავაშინო,თუ რამე სიგიჟე გავაკეთო,ჟურნალისტები ჩემზე რომ გადმოერთონ? -კარგად იცი,რაც უნდა ქნა რამდენიმე თვიანი განშორების შემდეგ,ისევ იგრძნო მაქსიმეს გამაგიჟებელი ტუჩების გემო.მოურიდებლად შემოხვია გერძელი ფეხები წელზე და არანაკლებ ვნებით დაეწაფა,სიგიჟემდე მონატრებულ ბაგეებს.ერთმანეთი აგიჟებდათ და სწორედაც ერთმანეთი ახრჩობდათ. *** -და იარაღს თუ მომაბჯენთ,დაუფიქრებლად ამოვკერავ,თუ რა გგონიათ? -მია ექიმო,არავის უნდა,რომ გატკინოთ,ამიტომ სჯობს,მშვიდად და აუღელვებლად მიხედოთ პაციენტს.გააკეთეთ ის,რაც თქვენი მოვალეობაა მია ამაყად იდგა საწოლის გვერდით,რომელზეც ნახევრად გონებადაკარგული მამაკაცი იწვა.თეთრი პერანგი მთლიანად სისხლში ჰქონდა ამოსვრილი და ღონემიხდილი ქშენდა -ჩემი მოვალეობაა,იმ პაციენტს ვუმკურნალო,რომელიც საავადმყოფოში მოვა და არა იმას,რომელიც რომელიღაცა მიგდებულ სოფელში კვდება.თან მე ჯერ ექიმიც არ ვარ მის წინ მდგარ კაცს სახეზე ფერი შეეცვალა.აშკარად ეტყობოდა,ცოტაც და აფეთქდებოდა -მია,გთხოვთ -და რატომ მთხოვთ?მიიყვანეთ საავადმყოფოში და თხოვნა საერთოდ არ დაგჭირდებათ -ახლა ამას შუაზე გავგლეჯ -გამიშვით და არც არავის გაგლეჯვა არ მოგიწევთ.საერთოდ ვერ ვხვდები,ამდენი ექიმისგან,ან თუნდაც სტუდენტისგან მე რატომ ამომაჩიეთ -გაბრიელმა გვითხრა შენს შესახებ მიას გამომეტყველება შეეცვალა.გაბრიელი ერთადერთი ადამიანი იყო,მთელს დედამიწაზე,ვისაც ენდობოდა -თვითონ სად არის? -არ არის საქართველოში და კიდევ დიდხანს არ იქნება.შემიძლია,დაგალაპარაკო გოგონამ უხმოდ დაუქნია თავი.არ სურდა მათ საუბარს ვინმე დასწრებოდა,ამიტომ ოთახიდან გავიდა -სულ გააფრინე შეენ?! არაფრის თქმა არ აცადა,მაშინვე დააცხრა -კვდებაო და ამდენი ხანი რას ელოდები? -გაბრიელ,ახლავე ამიხსენი,აქ რატომ ვარ? -იმიტომ,რომ ჩემი ერთადერთ იმედი ხარ.შენზე კარგი ჩემს ცხოვრებაში არაფერი მომხდა.არ დაიწყო ახლა ლექციების კითხვა,ისე მიხედე მაგ დეგენერატს.გთხოვ -არა,სანამ არ ამიხსნი,არაფერსაც არ ვიზამ -მია,დროს კარგავ და მეც მაკარგვინებ! გაბრიელს იმაზე მკაცრი ხმა ჰქონდა,ვიდრე ჩვეოდა.მიას აღარაფერი უთქვამს.ისევ ოთახში შებრუნდა და დაჭრილს დააჩერდა -მინდა,რომ გახვიდეთ და სანამ მე არ გამოვალ,არც ერთი არ შემოხვიდეთ ყველა ეჭვისთვალით უყურებდა,მაგრამ სხვა გზა არავის ჰქონდა.რამდენიმე საათი ოთახიდან მხოლოდ მამაკაცის მოგუდული ღმუილი ისმოდა -ხო არ კლავს? -რა დებილი ხარ -აბა ამდენი ხანი რად უნდა ერთი ტყვიის ამოღებას -ალბათ უნდა სიტყვა არ ჰქონდა დასრულებული,ოთახის კარი რომ გაიღო და იქიდან გაფითრებული მია გამოვიდა -ყველაფერი რიგზეა,ტყვია ამოვიღე.სძინავს -რამდენ ხანში გაიღვიძებს? -ძალიან ბევრი სისხლი დაკარგა.აუცილებდა დასჭირდება სისხლის გადასხმა.არამგონია ისე გამოვიდეს მდგომარეობიდა -მისი პირველი ტყვია არ არის,ამიტომ ამაზე არ იდარდოთ ქერა ბიჭი სასაცილოდ უღიმოდა საშინლად დაღლილ მიას -სახლში მინდა წასვლა.ტემპერატურა აკონტრილეთ.მე სუფთად ვიმუშავე,მაგრამ არ არის გამორიცხული,მდგომარეობა დამძიმდეს -დარჩი -არსად დარჩენას არ ვაპირებ -გთხოვთ მიამ ისევ ქერას გახედა -მხოლოდ ამ ღამით.ცალკე ოთხი მჭირდება,საკეტით უხმოდ შეაცილეს ოთხში.მისდა გასაკვირად,ყველაფერი დახვდა.ახალი საღამურები,რბილი ხალათ,სუფთა თეთრეული.კარი ჩაკეტა და პირდაპირ სააბაზანოში შევარდა.უნივერსიტეტი დასრულებულიც კი არ ჰქონდა.ამხელა მანიპულაციას დამოუკიდებლად პირველად შეეჭიდა.ერთიანად აკანკალდა.სარკეში თვის გალურჯებულ ტუჩებს უყურებდა და ჯერ კიდევ ვერ იაზრებდა,რამხელა რაღაც გააკეთა.რამდენჯერმე გააკითხა „თავის პაციენტს“,რომ რამე არ გამოპარვოდა.მთელი ღამე არ სძინებია,ან რა დააძინებდა,ამდენ კაცში მარტოს.მართალია,არავის შეუწუხებია ზედმეტად,მაგრამ უნდობლობის გრძნობა არ აძლევდა მოსვენების საშუალებას.მეორე დილითვე დააბრუნეს სახლში.მთელი დღე ცდილობდა,გაბრიელს დაკავშირებოდა,მაგრამ უშედეგოდ.საშინლად გაბრაზებული იყო მასზე. ჩვეულ რეჟიმში გააგრძელა ცხოვრება.ყველანაირად ცდილობდა,მომხდარი დაევიწყევინა.თითქოს გამოუვიდა,სანამ გაბრიელი არ მიადგა სახლში.პირველი რეაქცია,საოცარი ჰქონდა.დაუფიქრებდალ მოუქნია ხელი და ისე მწარედ გაარტყა,წამში აულეწა სახე -ოჰო,ამას არ ველოდი -როგორ გაბედე,ამ ყველაფერში ჩემი გარევა -მაპატიე,ჩემო პატარავ დაიხარა და შუბლზე ისე აკოცა,თითქოს არაფერი მომხდარა -ახლავე მომიყევი,რა ხდება -ჯერ ყავა დამალევინე,შენი ტკბილეულობები მაჭამე და მერე -გაბრიელ,თავს გაგიტეხავ -ოო,ტყუილად ბრაზობ ახლა უხმოდ მოუდუღა ყავა და თავისი ნამცხვრებიც გადმოულაგა.წარბაზიდული უყურებდა და ერთი სული ჰქონდა,ცმუცვნას როდის მორჩებოდა -ჩემი მეგობარია,პატარა გაუგებრობა შეემთხვა და შენს გარდა ვერავინ დამეხმარებოდა -გაბრიელ,ნორმალურად მომიყევი მეთქი! -მეტს ვერაფერს გეტყვი,ციცქნა -ვუჩივლებ,იცოდე -ვიცი,რომ მართლა ხარ ამის გამკეთებელი,მაგრამ არ გინდა.გავა წლები და ინანებ,მეც სანანებლად გამიხდიან ყველაფერს,ამიტომ სჯობს,არც მეტი იცოდე და არც ნაკლები -კარგად იცი,რომ ეს ყველაფერი რომ გაიგონ,სამუდამოდ დავემშვიდობები ჩემს კარიერას -და რა გგონია,მე ისეთ რაღაცას დაგავალდებულებ,რაც გავნებს? მია გაჩუმდა.გაბრიელს საკუთარ თავზე მეტად ენდობოდა. *** ჩაფიქრებული მისჩერებოდა მასზე შემოხვეულ სხეულს და თავში ათასი კითხვა უტრიალებდა.არ წარმოედგინა,მაქსიმე თაბაგარი ისევ მასთან თუ დაბრუნდებოდა -პირველად მხედავ,თუ ასე მწველი მზერით რას მიყურებ? მიას გაეღიმა,საშინლად მონატრებოდა მისი ნამძინარები,კიდევ უფრო დაბოხებული ხრინწნარევი ხმა -ჩემს კითვას არ უპასუხებ? -ვერ ვძლებ უშენოდ -რაღაც არამგონი ასე რომ იყოს.ძალიან დიდი ხანი გაჩერდი უჩემოდ და ცოტა რომ მოგენდომა,საერთოდაც დაივიწყებდი ჩემი სახლის მისამართს -ნუ სისინებ და ადექი,მაჭამე-მასვი და კომპანიაში გამაცილე -რომ ჩაგბანო,ეგეც ხო არ გინდა? მაქსიმეს გაეცინა.ყბებზე ძლიერად წაუჭირა თითები და მოწყურებულივით დაეწაფა შესიებულ ბაგეებზე -სამსახურში მეჩქარება,ამიტომ მოგიწევს,სახლში წახვიდე და შენი უამრავი მოახლიდა,რომელიმეს მომზადებული საჭმელი მიირთა გოგონა სწრაფად დაუსხლტა მკლავებიდან და სააბაზანოში შეიკეტა.არ ეგონა,ისევ იქ თუ დახვდებოდა.მაქსიმე საწოლზე იჯდა და წარბაზიდული ათვარიელებდა პირსახოცში გამოწყობილს -ისევ აქ რას აკეთებ? -მია,უკვე ნერვებზე თამაშობ და მწარედ მოგხვდება.და,ამ სველი თმით ბოდიალს რატომ ვერ გადაეჩვიე ზურგზე აეკრო გარდერობთან მდგარს და მოშიშვლებული ყელი მთლიანად დაუკოცნა -ჩემს ჯანმრთელობაზე როდიდან ზრუნავ? -როდის არ ვზრუნავდი? -და როდის ზრუნავდი? -ვიცი,ნერვებს სპეციალურად მიშლი და არ აგყვები -საკმაოდ მარტივად დამნებდი ნიშნისმოგებით გაუღიმა და პირსახოცი მოიშორა -ღმერთო,როგორ ვძლებდი უშენოდ მაქსიმე მონუსხული შეშჩერეოდა იდეალურ გოგონას,რომელიც მშვიდად იცმევდა -მარტივად.ალბათ,ისევ არ იკლებდი ბო*ებს,როგორც გჩვევიათ ოჯახს -ამ კაბით მიდიხარ სამსახურში? მაქსიმეს ყურადღება არ მიუქცევია მიას დამცინავი ტონისთის და ხელიდან გამოგლიჯა უმოკლესი ქვედაბოლო -რამ აღგაშფოთა? -ამის ჩაცმას,შიშველი წახვიდე,ის სჯობს -კარგი,შიშველი წავალ -ნერვები არ მომიშალო და რამე სხვა ჩაიცვი -შენ რაღაც ძალიან ხშირად გეშლება ნერვები და კარგ ნერვოლოგს მე მიგასწავლი -მორჩი,ამ ლარნახევრიან იაზვობას და დროზე გაემზადე,მე წაგიყვან -ჩემით წავალ.მერე მთელი დღე უნდა ვისმინო იმაზე ჭორავი,თუ ვინ მიმაცილა ძვირადღირებული მანქანით მაქსიმეს აღარაფერი უთქვამს.სწრაფად ჩაიცვა შარვალი და მაისურის სწორებით გავარდა ოთახიდან. -მორიგე ხარ? -კი -ჭკიანად იყავი მიას ხმამაღლა გაეცინა.სავარძლიდან გადაიწია და ვნებიანად აკოცა წარბებაწეულ მაქსიმეს -ერთი დღის დაბრუნებულზე ძალიან ბევრი პრეტენზია გაქვს უკვე და ამის უფლება არვის მოუცია შენთვის -ხომ კარგად იცი,იმ გამო*ირებულ კაცს სათითაოდ დავაცლი ჯერ ფრჩხილებს,მერე კბილებს და ბოლოს ყველა კიდურს -ჩემი პათანატომა მია სიცილით გადახტა მანქანიდან და შენობისკენ თავაწეული წავიდა.მთელი დღე გაღიმებული დააბიჯებდა დერეფანში.ოპერაციაზე ასე თამამად დიდი ხანია არ მდგარა.კაფეტერიაში იჯდა,გვერდით ახალგაზრდა კაცი რომ მიუჯდა -დღეს საოცრად ლამაზად გამოიყურები კაცმა ახალი ფინჯანი ყავა დაუდგა წინ და სკამზე გადაწვა -მადლობა,გიგა ექიმო.ალბათ ცისფერი მიხდება მიას გაეღიმა.მაქსიმეს სიტყვები გაახსენდა და თავი ძლივს მოთოკა,ხმამაღალი სიცილი რომ არ დაეწყო -შენ ყველაფერი გიხდება -დიდი მადლობა გოგონამ ფინჯანი ისევ მას მიუწია და ფეხზე წამოდგა -ბოდიში,რეანიმაციაში მელოდებიან თავი დაუკრა და მშვიდი,ამაყი ნაბიჯებით დატოვა იქაურობა. *** საშინელი მორიგეობის შემდეგ,სახლში ძლივს მიიზლაზნებოდა.ჩანთაში გასაღები მოჩხრიკა და ის იყო,კარი უნდა გაეღო,ვიღაცამ რომ დაასწრო.გააზრებაც ვერ მოხერხა,ისე უცებ ჩააფრინდა ვიღაცა მკლავში და სახლში შეაგდო.არ შეშინებია,რა თქმა უნდა,მაგრამ გაურკვევლობა კლავდა.შესასვლელში ისეთი სიბნელე იყო,სახეს ვერ არჩევდა,მაგრამ თითქოს ნაცნობ,მაგრამ მივიწყებულ სურნელს გრძნობდა.როგორც იქნა მიაღწიეს მისაღებამდეც და მიამ ნათლად დაინახა თავისი დაუპატიჟებელი სტუმრის სახე -ისევ დაჭრილი ბრძანდებით,თუ აქ რამ მოგიყვანათ? ალმაცერად აათვარიელა,საშინლად მიმზიდველი მამაკაცი,რომელიც ანთებული თვალებით მისჩერებოდა -ამჯერად,საღ-სალამათი გახლავარ ბიჭმა თავი ოდნავ დაუკრა და იქვე დივანზე მოკალათდა -დროზე თქვით,რა გინდათ და დამტოვეთ -დავიჯერო,გაბრიელი ამ სოროში გაცხოვრებს? -ეგ თქვენი საქმე არ არის და თქვით,რისთვის მოხვედით.თუ ჩემი გაკერილი ჭრილობა არ მოგწონთ,ბოდიში,ნაკერები უკვე შეხორცდებოდა ბიჭს გაეცინა,სახლს მოავლო თვალი და მიას აესვეტა წინ.იმდენად ახლოს იყო,რომ მის ცხელ სუნთქვას ლოყასთან გრძნობდა -მადლობის სათქმელად მოვედი ამოიჩურჩულა და ჯიბიდან პატარა შეფუთა ამოიღო.მია მიხვდა,ფული იყო და სიმწრით გაეცინა -მიღებულია მადლობა.ოღონდ,მხოლოდ მადლობა -და მგონია,რომ მხოლოდ მადლობა,საკმარისი არ არის -საკმარისია და ახლა,წადით.არავის უთხოვია თქვენთის ფული -დამშვიდდი და აიღე,ის რასაც გთავაზობენ -არ მჭირდება მეთქი! მიამ ხმას აუწი და რამდენიმე ნაბიჯი უკან გადადგა.ბიჭმა კიდევ ერთხელ გაუღიმა და უხმოდ დატოვა იქაურობა. მისდა გასაკვირად,მიას ოდნავადაც არ უგრძვნია შიში.გაბრიელისთის არაფერი უთქვამს,ან რა საჭირო იყო.არც საკეტი გამოუცვლია.იცოდა,დაბრუნება რომ სდომოდა,ვერანაირი საკეტი ვერ შეაჩერებდა. უნივერსიტეტის გამოსაშვები ჰქონდა,ეზოში იდგა,უჩვეულოდ აღელვებული და ლექტორებისგან მილოცვებს იღებდა.დაიფიცებდა,გრძნობდა ამოუცნობ მზერას,რომელიც ერთიანად აფორიაქებდა.სწორედაც გრძნობდა.ცოტა ხანში დაინახა კიდევაც ის,ვისაც თითქოს ასე ელოდა.უზარმაზარი თაიგულით მიიწევდა მისკენ.არაფერი უთქვამს,ნაზად აკოცა ლოყაზე და ისევე სწრაფად გაუჩინარდა,როგორც გამოჩნდა. ის საღამო გაბრიელთან ერთად გაატარა.რესტორანში ისხდნენ და გულიანად იცინოდნენ.ბავშვობას იხსენებდნენ.იმ საშინელ პერიოდს,რამაც დაახლოვა ეს ორი ადამიანი -ყვავილები ვინ მოგიტანა,არ მეტყვი? -ჩემმა ჯგუფელმა მაჩუქა თვითონაც არ იცოდა,რატომ მოატყუა,მაგრამ გულმა იმ მომენტში ასე უბრძანა. ამის შემდეგ,ძალიან დიდხანს აღარ გამოჩენილა უცნობი.საჭმელს ყიდულობდა,ბოსტნეულის გვერდით დადგმულ სტენდზე ნაცნობი შავი თვალები რომ დაინახა.სწრაფად დაავლო ხელი პრიალა ჟურნალს და ფოტოს ქვეშ წარწერებს გააყოლა თვალი.“და,აი,ისიც.მაქსიმე თაბაგარი კიდევ ერთხელ იქცევს ქართველი ხალხის ყურადღებას.“ მიამ სწრაფად ჩატენა ჟურნალი კალათაში და სალაროსკენ გაექანა.ძლივს მოითმინა,სახლში მისვლამდე არ გადაექექა ყველა ფურცელი.სწრაფად აანთო შუქი და დივანზე დაენარცხა. „არაერთი წარმატებული ბიზნესის მფლობელი,ახალ ბავშვთა თავშესაფარს ხსნის დედაქალაქში.მან ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნა,რომ მისთვის ეს პროექტი ძალიან მნისვნელოვანია.მნიშვნელოვანია ის,რომ ყველა ბავშვს ჰქონდეს უზრუნველყოფილი გარემო.“ მიას მწარედ გაეცინა.პირველ რიგში იმაზე,რომ მაქსიმე თაბაგარი ამ ყველაფერს პროექტად აღიქვამდა.მერე კი იმაზე,რომ წარმოდგენაც კი არ ჰქონდა,ამ ადამიანს რას ნიშნავს ბავშვთა სახლი. *** არ გაჰკვირვებია,სახლში მაქსიმე რომ დახვდა.დივანზე მიწოლილიყო და მშვიდად ეძინა.ფრთხილად დაიხარა და ოდნავ გაპობილ ბაგეებზე ნაზად შეეხო.მაქსიმემ სწრაფად შემოხვია მკლავები და დივანზე გადააწვინა -ძალიან ხომ არ შემომეჩვიე? -სად ხარ ამდენ ხანს? -რას მელოდებოდი? -სად იყავი მეთქი -თანამშრომელბთან ერთად ბარში -ისიც იქ იყო? -კი,იყო და საერთოდაც ვერ ვხვდები,რა პრობლემა გაქვს გიგასთან.ძალიან წარმატებული ქირურგია და დარწმუნებული ვარ,არაფერს მომაკლებს -გაჩუმდები,თუ ენა ამოგწვა? -ასეთი აგრესიული არ მახსოვხარ მიამ ფრთხილად შეუცურა თითები მაისურის ქვეშ და ვნებიანად ახედა გაცხარებულს -დალიე? -რატომ არ უნდა დამელია? -სახლში რითი მოხვედი? -გიგამ მომიყვანა -ჯანდაბა,სპეციალურად აკეთებ,ხო? მაქსიმემ სწრაფად დაუჭირა თითები,რომლებიც შარვლისკენ მისრიალებდა -რას ვაკეთებ სპეციალურად?არ მაქვს უფლება,პირადი ცხოვრება მქონდეს? -რას ნიშნავს პირადი ცხოვრება?ჩემთან გქონდეს სექსი და ვიღაც გიგასთან ოჯახობანა ითამაშო? -იმპოტენტი კი არ არის.იმასთან ვერ მექნება? -ნუ მაღიზიანებ -რა გინდა,ვერ გავიგე.შენ გაქვს უფლება,ვისთანაც გინდა,როცა გინდა და რა პოზაშიც გინდა,იმ პოზაში გქონდეს სექსი და მე ოჯახის შექმნის უფლებაც არ მაქვს?მგონი,გავიწყდება,რომ შენი საკუთრება არ ვარ -ჩემი საკუთრება ხარ და ნუ გარბიხარ.საუბარი არ დამისრულებია დივნიდან წამომდგარს წელზე მოუჭირა თითები და ისევ პირვანდელ მდგომარეობაში დააბრუნა -მაქსიმე,ძალიან დაღლილი ვარ.მინდა ვიბანაო,ვჭამო და დავისვენო.ამდენი წელია,უფლებას არავის აძლევ,ოდნავ მაინც მომიახლოვდეს და ახლა გავლენა დაკარგე ხალხზე,თუ რა ხდება -ვერ ვიტან,შენს გველურ სისინს აკოცა და თავად წამოდგა.აივანზე გააბიჯა და ღრმად ჩაისუნთქა ცივი ჰაერი. მიას გაეღიმა,მაგიდაზე საჭმელი რომ დახვდა.უხმოდ ჩამოჯდა სკამზე და მაქსიმეს გახედა,რომელიც სიგარეტს ეწეოდა და ერთ წერტილს მისჩერებოდა -რა გჭირს? -გთხოვ,გამოიცვალე ბინა.გული მერევა აქაურობაზე -წესიერად ისაუბრე ჩემს სახლზე -მია,გთხოვ -არა,არ მაქვს ახლა ამის საშუალება,თან მიყვარს აქაურობა.ჩემი პირველი შენაძენია.იმაზე მეტი ვიშრომე ამისთვის,ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია -მომეცი უფლება,მე გიყიდო,ან რემონტი მაინც გააკეთე -მაქსიმე,სხვა სადარდებელი არ გაქვს? -შენზე დიდი სადარდებელი მე არაფერი არ მაქვს -გული არ ამიჩუყო ახლა -გველი ხარ მაქსიმე ნელა მიუახლოვდა,ფეხზე წამოაყენა,თავად დაიკავა მისი ადგილი და თვითონ კალთაში ჩაისვა -ერთხელ მაინც რომ დამიჯერო,არ შეგიძლია? -არა,მე მხოლოდ ჩემს თავს ვუჯერებ აკოცა და ისევ თავის ჩაის მიუბრუნდა -გაბრიელი არ შეგხმიანებია? -კი,თითქმის ყოველ დღე მირეკავს -როდესმე გაიგებს ჩვენზე -და? -და არაფერი.მე მომკლავს,შენ რა გენაღვლება მიამ გადაიკისკისა და კიდევ ერთხელ აკოცა -როდის აქედან გეშინია გაბრიელის -და ვინ თქვა,რომ მეშინია -დღეს ზედმეტად პათეტიკური ხარ,ხო მშვიდობა გაქვს? -გიგაზე მართლა ფიქრობ? -კონკრეტულად გიგაზე,თუ ოჯახზე? -ორივეზე -ოჯახზე მართლა ვფიქრობ.შვილი მინდა.მინდა,ის სითბო და მზრუნველობა მივცე,რაც მე არასდროს მქონია მაქსიმეს არაფერი უთქვამს,მაგრამ მიამ იგრძნო,როგორ დიჭიმა მის წელზე შემოხვეული მკლავები -შენ არ გინდა ოჯახი? -არა.დარწმუნებული ვარ,მეც მამაჩემივით გამო*ირებული მამა ვიქნები -არამგონია.შვილებს არ მივაყენებთ იმ ტრამვებს,რაც ჩვენ გავიარეთ -მაინც არ მინდა -როგორც გინდა,არ მგონია,ვინმე გაძალებდეს.აი,შენ კიდევ,მაიძულებ სხვა კაცებთან არ მქონდეს კონტაქტი -შენ ჩემი საკუთრება იქნები იქამდე,სანამ ეს მე მენდომება -ეგოისტი,იდიოტი კაცი ხარ,თან საშინლად მიმზიდველი -უფრო მესაკუთრე ვნებიანად აკოცა და მასზე აკრული შევიდა საძინებელში.სწრაფად გადააწვინა საწოლზე და ასევე საჩქაროდ გააძრო ყველაფერი,რაც ეცვა.ნაზად შეახო ტუჩები გახურებულ მკერდს და აცახცახებული გოგონა კიდევ უფრო ახლოს მიიზიდა.მიამ ხმა ვერ დაიმორჩილა.აგიჟებდა მაქსიმე,რომელიც მშვიდად სუნთქვის საშუალებასაც კი არ აძლევდა. შაბათი იყო,ამიტომ არც ერთს არ ეჩქარებოდა არსად.მაქსიმეს გოგონას მკერდში ჩაერგო თავი და მშვიდად ეძინა.მია კი მის რბილ თმებს ეთამაშებოდა.მაქსიმეს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა,რომ გოგონას წარმოსახვაში ოჯახი მხოლოდ მასთან ასოცირდებოდა.არ არსებობდა სხვა კაცი,რომელიც მის ადგილს დაიკავებდა.კაგად იცოდა,მაქსიმე ყველაზე დიდი სისუსტე იყო მის ცხოვრებაში და ეს ფაქტი აგიჟებდა.აგიჟებდა ის,რომ ვიღაცას უფლება მისცა,მის გულში შეეღწია და ერთიანად აეფეთქებინა იქაურობა.ისიც კარგად იცოდა,მაქსიმე არავის,არასდროს არ შეიყვარებდა.ამ ფაქტს ურთიერთობის პირველსავე წელს მიხვდა.თვითონაც არ ჰქონდა მისი შეყვარების უფლება,მაგრამ ეს მისდადამოუკიდებლად მოხდა და სწორედ ეს არ აძლევდა მოსვენების საშუალებას.ბოლომდე ისიც არ იცოდა,რას გრძნობდა მის მიმართ.ალბათ არც სიყვარული იყო,მაგრამ სიყვარულამდეც არ აკლდა არაფერი.შეუმჩნევლად ეცადა,დაუკითხავი ცრემლები მოეშორებინა,მაგრამ მაქსიმეს თავი უკვე წამოეყო და ერთანად აცახცახებულს მისეჩერებოდა -რა დაგემართა? სწრაფად წამოჯდა და მიას გაყინული ლოყები თავის მტევნებში მოიქცია -არაფერი,მძიმე ხარ.ფეხი დამიბუჟდა და თავი ვერ შევიკავე -მია,ნუ მატყუებ!ახლავე მითხარი,რა მოგივიდა -არაფერი მეთქი,რა გულყრა დაიმართე თავის განთავისუფლება სცადა,მაგრამ მაქსიმემ ამის საშუალება არ მისცა -მია! -არაფერი არ მომივიდა მეთქი.ხომ გითხარი,ფეხი დამიბუჟდა გოგონამ სწრაფად მოიშორა დაბნეული მაქსიმე და უდარდელად გადასწვდა მობილურს. *** მია სადარბაზოშივე გრძნობდა ნაცნობ სურნელს.სახლის კარი ფრთხილად შეაღო და ჩაბნელებულ ოთახში შიაბიჯა.მაქსიმეს სილუეტი მაშინვე დალანდა.დივანზე მიწოლილიყო და მძიმედ სუნთქავდა -ნუ მაიძულებთ,პოლიციაში გიჩივლოთ -შენზე უფროსი კი ვარ,მაგრამ არც ისე,თქვენობით საუბარი საჭირო რომ იყოს ხმა საგრძნობლად ჩავარდნილი და დაღლილი ჰქონდა.მიამ სწრაფად აჰკრა თითი შუქის ჩამრთველს და თავზე წამოადგა მაქსიმეს.ისევ დაჭრილი იყო,ამჯერად მკლავში.სისხლი მდორედ მოჟონავდა და იატაკზე პატარა გუბეს ქმნიდა -ეს უკვე ზედმეტია -მიშველე,ექიმო -სამწუხაროდ,ახლაც შეცდი და ექიმი ჯერ კიდევ არ ვარ გოგონამ უხმოდ მოუარა ჭრილობას და იატაკის მოსუფთავებას შეუდგა -რისთვის მოხვედი? -რომ მიმკურნალო -შუბლს როდის გაგიხვრეტენ,რომ ვიცოდე მაინც? -როგორი მწარე ხარ მაქსიმეს გაეცინა.ოდნავ წამოიწია და უკანა ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოაძვრინა -ჩემს ჟუერნალებს დიდი ხანია აგროვებ? მიას რეაქცია არ ჰქონია,მის ვითომ ირონიულ ტონზე.არ ადარდებდა მსგავსი რაღაცეები -მას შემდეგ,რაც საწყალი ბავშვები ბიზნესად აქციე -ეგ ყველაფერი საიდან მოიტანე? -დიდი დრო გავატარე ბავშვთა სახლში,იმისთვის რომ გამეგო,რა საღორეა ყველა ეგ დაწესებულება -ნუთუ? -გაბრიელმა არ მოგიყვა,სად შევხვდით ერთმანეთს? -შენზე არ გვიჭორავია -ერთი ბავშვთა სახლიდან ვართ მაქსიმეს გაეღიმა.გაბრიელი საერთოდ არ დასჭირვებია,ისე გაქექა მიაზე ყველაფერი.ყველა დეტალი ზედმიწევნით შეისწავლა -არ ვიცოდი -არაუშავს.რადგან ჭრილობა გადავახვიე,შეგიძლია,წახვიდე -ასეთ მდგომარეობაში,სახლიდან გასაგდებად,არ გეცოდები? -რატომ უნდა შემეცოდო,ჩემს გამო დაგჭრეს? -არა,მაგრამ ხომ შეიძლება,შეგეცოდო -შეიძლება,მაგრამ არ მეცოდები -უგულო ხარ მაქსიმე ფეხზე წამოდგა,მიასთან მივიდა,ლოყაზე აკოცა და სწრაფად გაუჩინარდა. გოგონას წარმოდგენა არ ჰქონდა,რა უნდოდა ვიღაც მაქსიმე თაბაგარს მისგან.ცხოვრების მშვიდ რიტმს ურღვევდა და ეს საერთოდ არ მოსწონდა. თანამშრომელბთან ერთ-ერთ ბარში იყო.დამღლელი სამუშაო კვირის ბოლოს,თავს უფლება მისცა,მოდუნებულიყო.რამდენიმე ჭიქამაც კი მოახერხა,მზერა დაბინდვოდა და უკომპლექსოდ აცეკვებულიყო.მშვიდად არხევდა იდეალურს სხეულს და ყველანაირად ცდილობდა,ხალხის მზერა დაეიგნორებინა.სხეული გაეყინა,ყურს უკან ნაცნობი ჩურჩული რომ გაიგონა.სწრაფად შეტრიალდა და ხელში მომღიმარი თაბაგარი შერჩა -მარადიულო პაციენტო,როგორ გიკითხო? -სასმელი ცოტა ბევრი ხომ არ მოგოვიდა? -და შენ ვინ დაგნიშნა ჩემს ძიძად? -მწარე ხარ გაუცინა და ამოსუნთქვაც არ აცადა,ისე დააცხრა ახურებულ ბაგეებზე.ისე დატოვეს შენობა,გოგონა გონს ვერ მოვიდა.მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა,თავისი კორპუსი რომ ამოიცნო -ისევ დაიპატიჟებ თავს,თუ ამჯერად მე დაგპატიჟო -არ მჭირდება ფორმალობები მაქსიმემ გაუღიმა და მანქანიდან გადასულს გადაჰყვა.თავს ძლივს იკავებდა,ტანზე მიკრული კაბა ერთიანად არ შემოეხია.უკან მიჰყვებოდა ამაყად მიმავალს,რომელიც საოცრად მიმზიდველი იყო.მაქსიმემ სახლის კარის ბოლომდე გაღება არც კი აცადა.ვნებამორეული დაეწაფა არომატულ ტუჩებს.მია არ შეწინაღმდეგებია.თავადაც ვეღარ იკავებდა თავს.სწრაფად წაეტანა პერანგზე და ოსტატურად შეუხსნა ღილები.წვრილ,გაყინულ თითებს მაქსიმეს მხრებზე დაატარებდა,რომელიც ოთახისკენ მიდიოდა.გზადაგზა აშიშვლებდნენ ერთმანეს.მიას ხმამაღალი კვნესა აღმოხდა,დაბერილ მკერდისთავს კბილებით რომ წაეტანა აქოშინებული მაქსიმე -ველურივით ნუ იქცევი -არ გატკენ და თუ გატკენ,წინასწარ მომიხდია ბოდიში აღარაფერი უთქვამთ.მხოლოდ ერთმანეთით ტკბებოდნენ. იმ ღამის შემდეგ,ერთიანობა გახდნენ.მაქსიმე ყოველ ღამე აკითხავდა მიას.თვითონაც არ იცოდა,რატომ მიიჩქაროდა იმ ქალისკენ,რომელთანაც არაფერი აკავშირებდა,გარდა სექსისა,რომელიც აგიჟებდა.მხოლოდ ის იციდა,რომ მიას გარეშე გატარებული ღამე ჯოჯოხეთს უდრიდა. *** მია შეკრთა,კაბინეტში შესულს მაქსიმე იქ რომ დახვდა -მაქსიმე,ვეღარ გცნობ.რა მეთორმეტე კლასელივით იქცევი? -ცუდად ვარ -რა მოხდა? მია სწრაფად მიუახლოვდა დივანზე ჩამომჯდარს,რომელსაც თავი საზურგეზე გადაეკიდა და თვალები დაეხუჭა -მაქსიმე,ამოიღებ თუ არა ხმას?! -უშვილო ვარ -მერე შენც ეგ არ გინდოდა? მიას თავის ცხოვრებაში პირველად გაუჭირდა სარკაზმის ფრქვევა.გულ-მუცელი აემღვრა.ძლივს მილასლასდა მაქსიმესთან -მაინც მოულოდნელი იყო -ანალიზები რატომ ჩააბარე? ძლივს იმორჩილებდა ხმას.ერთიანად კანკალებდა -გაუაზრებლად გაეცინა.თავი წამოსწია და ათრთოლებულ გოგონას შეანათა ერთიანად ჩამქრალი თვალები -არ იდარდო.როგორც გინდოდა,მამაშენის გენი შენით გადაშენდება მაქსიმეს არაფერი უთქვამს,ფეხზე წამოდგა და კაბინეტი სწრაფად დატოვა. მია მთელი ღამე ელოდა,მაგრამ არ გამოჩენილა.დაკავშირება არ უცდია.ან რა აზრი ჰქონდა.მაქსიმეს თუ არ ენდომებოდა,არ მივიდოდა. ორ კვირაზე მეტი ელოდა.თვითონაც არ იცოდა რატომ.აღიზიანებდა მაქსიმეს ეს ქმედება.საკუთარი თავიც აღიზიანებდა და ის დღეც,პირველად რომ ევედრებოდა,არ მომკვდარიყო და ცოცხალი გადარჩენილიყო. შვებულება აიღო და გაბრიელთან გაფრინდა.ზამთრის სუსხიანი დღეების შემდეგ,საოცრად ესიამივნა კვიპროსი.ბევრს სეირნობდა.გაბრიელთან ერთად ერთობოდა და ყველანაირად ცდილობდა,მაქსიმეზე არ ეფიქრა -ჩემო ფერია,ოცდა შვიდი წლის ხარ უკვე,დრო აღარ არის ოჯახი შექმნა? -აი,შენ ვის რას ეუბნები?კაცი დაბერდი და ქალის ტ*აკის იქით არაფრის დანახვა არ გინდა -მერე მე რას მიყურებ.ჩემი ცხოვრება მხოლოდ ქალებს,ბევრ გართობას და ცოტა მუშაობას მოიცავს -ჩემი ცხოვრება,ბევრ მუშაობას და ცოტა გართობას.საერთოდ არ არის საჭირო კაცი ამით მხოლოდ საკუთარ თავს ატყუებდა.სანაპიროს გახედა და თავში,რა თქმა უნდა,მაქსიმე თაბაგარი ამოუტივტივდა. თბილისში ერთ კვირაში დაბრუნდა. პალატაში,ტელევიზორის წინ გაშეშებული იდგა და ყურებში გაბმულ შუილს ყურადღებას ვერ აქცევდა.ეკრანიდან მაქსიმე უღიმოდა,გვერდით ქერა,ლამაზი ქალი ეგდა,რომელზეც ხელი შემოეხვია.ჟურნალისტი მონოტორულად აცხადებდა ახალგაზრდა წყვილის დაოჯახებას და მათ დიდ ბედნიერებას უსურვებდა. რა არის ქალის ცხოვრებაში ყველაზე საშინელი,მაშინ როდესაც თითქოს ყველაფერი აქვს ბედნიერებისთვის,მაგრამ გამოჩნდება კაცი,რომელიც გამოგიყენებს,თავის ჭკუაზე გატარებს და მიგაგდებს.მია ზედმეტად ამაყი,იყო იმისთვის,რომ თავი გამოყენებულად და მიგდებულად ეგრძნო.ზუსტად იცოდა,როგორ უნდა გამკლავებოდა ამ ყველაფერს.მორიგეობა მშვიდად ჩაამთავრა.სახლში მისულმა ეგრევე დაიძინა.გვიანობამდე არ გაუღვიძია.არსად ეჩქარებოდა.თავი რომ წამოსწია,ოთახის ცენტრში მდგარი მაქსიმე დაინახა,რომელიც გაბრაზებული,აფორიაქებული მისჩერებოდა -უი,მე შენ “ჰანიმუნში” მგონიხარ და აქ რას აკეთებ? ფეხზე წამოდგა.გემრიელად გაიზმორა და ისე გააბიჯა ოთახიდან,მაქსიმესთვის ზედ არ შეუხედავს -სად იყავი? -დასასვენებლად -ვისთან ერთად? -კაცთან ერთად,რომლის არსებობის ცოდნა საერთოდ არ არის შენთვის საჭირო.შენი ცოლი რატომ არ წამოიყვანე,გავიცნობდი.რჩევებს მივცემდი,როგორ აღგაგზნოს ხოლმე -ზედმეტი ირონიის გარეშე,ამიხსენი,სად წახვედი -შენ ნორმალური არ ხარ მგონი.ცოლი შენ მოიყვანე და მე რა უნდა აგიხსნა? -საქმეს სჭირდებოდა მაქსიმეს ხმა შეურბილდა,კუდში დასდევდა მიას,რომელიც სახლსი ალაგებდა -ბლა,ბლა,ბლა -გაჩერდი და მომისმინე მკლავში სწვდა და სწრაფად შეატრიალა მისკენ -მინდოდა ყველაფერი მომეყოლა,მაგრამ ისე წახვედი,არაფერი დაგიბარებია -მაქსიმე,ვერ ვიტან პათეტიკურ,წუწუნა,ჩმორ კაცებს და გთხოვ,ისე ნუ იზამ,აქედან საკაცით გაგიტანონ -ნუ გაქაჯდები ახლა -მინდა,რომ წახვიდე და შენს ცოლთან ერთად ბედნიერობანა ითამაშო.ერთხელ და სამუდამოდ შემეშვი და მომეცი იმის საშუალება,მშვიდად ვისუნთქო -ჩემს გარეშე მშვიდად ვერასდროს იქნები მიას ხმამაღლა გაეცინა.წვრილი თითები ლოყაზე შეახო და ვნებიანი,არაამქვეყნიური ხმით დაიწყო ჩურჩული -ყოველთვის გამოჩნდება კაცი,რომელიც ყველანაირად დამაკმაყოფილებს.იდეალური სექსი გვქონდა,მაგრამ ხომ იცი,ყველაფერს აქვს დასასრული.მე და შენ აქ დავსრულდით.და,საერთოდ,არც არასდროს ჰქონია ამ ყველაფერს სერიოზული სახე.მშვენიერი ოთხი წელი გავატარე შენთან და შენს პენისთან ერთად.ახლა წადი და გეფიცები,ოდნავ მაინც რომ მოუახლოვდე ჩემს სახლს,დაუფიქრებლად გაგიხვრეტ შუბლს სწრაფად მოშორდა და აიძულა,იქაურობა დაეტოვებინა. ძლიერი ქალი იყო.იმაზე ძლიერი ვიდრე თვითონ წარმოედგინა.თავი ისე ეჭირა,თითქოს არაფერი მომხდარა.ერთ დილით გადაწყვიტა საახალწლო საჩუქრები მიეტანა ბავშვებისთის.რაც კი დანაზოგი ჰქონდა მთლიანად დახარჯა და ყველა იმ ბავშვთა სახლში მივიდა,სადაც ხელი მიუწვდებოდა.ბედნიერი თამაშობდა ბავშვებთან ერთად.ისმენდა მათ გულწრფელ აღიარებებს და დაუფარავ ემოციებს.სიგიჟემდე უნდოდა შვილი.პატარა არსება,რომელსაც გულში ჩაიკრავდა და სწორედ მაშინ იგრძნობდა შვებას. ახალი წლის ღამეს გაბრიელი დაადგა თავზე.რომელმაც აიძულა ერთ-ერთ პრესტიჟულ წვეულებაზე გაჰყოლოდა -მია ექიმო,ზედმეტად სექსუალური ხომ არ ხარ? წარბაზიდული ათვარიელებდა თვალებაციმციმებულ გოგონას -და რატომ არ უნდა ვიყო? -და ვინ გითხრა,რომ არ უნდა იყო?! წვეულება უზარმაზარ დარბაზში იმართებოდა.უამრავი ცნობადი სახე იყო,უცნობ მდიდრებთან ერთად.მიას გაეღიმა,ჟურნალისტების გარემოცვაში მდგარი მაქსიმე რომ დაინახა,რომელიც მას მისჩერებოდა.გვერდს ცოლი უმშვენებდა.ქალი გაქაფული საუბრობდა კამერების წინ და ხელებს დრამატულად აქნევდა.სასმლის ჭიქა ოდნავ ასწია და მაქსიმეს თვალი ჩაუკრა. ვინმე ლევანს ეცეკვებოდა.კაცი ნაზად დაასრიალებდა თითებს მის მოშიშვლებულ ზურგზე და სასიამოვნოდ უღიმოდა -მეგონა,რომ გაბრიელს და არ ჰყავდა -ვყავარ მანაც გაუღიმა და გაბრიელისკენ წავიდა.მკლავში გამოსდე თითები და მისკენ დაქაჩა -მთელი ღამე აქ უნდა ვიყოთ? -მოგწყინდა,პატარავ? -ცოტა -ცოტა ხანს ვიყოთ და მერე წავიდეთ.მანამდე მაქსიმეს ცოლი გავიცნოთ მიამ ღრმად ჩაისუნთქა დამძიმებული ჰაერი და მოსიყვარულე წყვილისკენ გაბადრული გაემართა -მოგესალმებით გაბრიელმა გრაციოზულად დაუკრა ორივეს თავი და მიას შემოეხვია წელზე -მაქსიმე,როგორ გაპატიო,ქორწილში დაუპატიჟებლობა? -უი,არ გაუბრაზდეთ,ქორწილი ჯერ არ გვქონია მია გონს ქალის უაზროდ გაწელილმა,მჩხავანა ხმამ მოიყვანა.მაქსიმეს ახედა,რომელიც ერთიანად დაჭიმული იდგა და მიას მზერით სჭამდა -მე გაბრიელი ვარ,ეს მიაა.მაქსიმე მგონი დამუნჯდა,ამიტომ ჩვენ თვითონ გაგეცნობით -არ მეგონა,თუ ჩამოხვედი -ჩემს მიას მარტო ვერ დავტოვებდი -თქვენც ცოლ-ქმარი ხართ? მიას საშინლად აღიზიანებდა ამ არსების საუბარი.ერთი სული ჰქონდა,იქაურობას როდის გაეცლებოდა -არა,მია ჩემი და,მეგობარი,ცხოვრების ნაწილი და მთელი სამყაროა -როგორი გულჩვილი და სათუთი ხარ,გაბრიკო -მხოლოდ შენთვის,პატარავ “ჟღურტული” მაქსიმეს ჩახველებამ შეაწყვეტინა.ორივემ მას გახედეს -გაბრიელ,შენთან საქმე მაქვს და ეცადე,დროულად შემომიარო კომპანიაში.ახალ წელს გილოცავთ მაქსიმემ სწრაფად ჩაავლო ხელი თავის ცოლს და მომღიმარი წყვილი დატოვა -რაღაცნაირი გოგოა,არა? -ცოტა ქარაფშუტა და უინტელექტო -მია,სირცხვილია.ყველას კრიტიკა როგორ შეგიძლია -რა ვქნა,სიმართლე აღარ ვთქვა? -წავიდეთ,თორემ მოწყენილობისგან გულისრევა მეწყება. მიასთან ავიდნენ.გოგონას საოცარი კერძები ჰქონდა მზად.გაბრიელი მთელი ღამის განმავლობაში ჭამდა,პირი არ გაუჩერებია.ბევრი დალიეს,ბევრი იცეკვეს და გამთენიისას დივანზე მიწოლილებს ჩაეძინათ. *** -იდიოტი ხარ მია ცივად უღიმოდა საწოლზე გართხმულ კაცს,რომელიც გასისხლულ ტუჩს იზელდა -ძალიან მწარე ხელი გაქვს,კიდევ კარგი,შენს პაციენტებს ოპერაციამდე აძინებენ -რისთვის მოეთრიე? -მინდიხარ -მთელი დღეები ვიღაც ძუ*ნებთან დარბოდი და ახლა მე გინდივარ? -უპირობო ერთგულება როდის შემოგფიცე? -შე დეგენერატო.ისეთთან მაინც წადი,რამით რომ მსჯობდეს.ამ ერთუჯრედიანებთან როგორ მაიგივებ?! მიამ იქვე დადებული ჟურნალი ესროლა,რომლის გარეკანსაც მაქსიმე ამშვენებდა,რამდენიმე ქალთან ერთად -მე არ მითქვამს,რომ ამათთან გაიგივებ.უბრალოდ ცოტა გავერთე -გულს მირევ -კარგი რა.შენს ძუ*უებს მაინც ვერ დავთმობ მაქსიმემ ქამარს წაავლო თითები და შარვალი სწრაფად გაიძრო -სანამ ტესტს არ ჩააბარებ,ვერ ეღირსები -რა ტესტს?!ორსულად ვარ? -იდიოტო,სიფილისზე -ოო,ნუ ატ*აკებ ახლა და მოდი ჩემთან -ახლავე ადექი და წადი,თორემ ჟურნალისტებს შენს შიშველ ფოტოებს გავუგზავნი და კარგად იცი,რომ ამის გამკეთებელი ვარ მაქსიმე წარბებშეკრული,გამწარებული იცმევდა.ისე დატოვა იქაურობა,მიასთვის არც კი შეუხედავს -ღმერთო,რა იდიოტია ამოიზმუვლა და სწრაფად გადააძრო საწოლს ზეწარი.ხმამაღლა გაეცინა,იმის გააზრებაზე,რომ მაქსიმეს ორ კვირაზე მეტი მოუწევდა მოცდა. მეორე დღეს თვითონვე დაურეკა და უთხრა,შეგიძლია,მოხვიდეო -შენი ცუგა ვარ? -რომ იყო,რამე პრობლემა გაქვს? მია ვნებიანად უკოცნიდა ტუჩებს და ნელ-ნელა ანთავისუფლებდა ზედმეტი ტანსაცმლისგან -ცუდი გოგო ხარ მაქსიმე სწრაფად მოექცა მის ზემოდან და წვრილი მაჯები მტევანში მოიქცია -მეორედ გაბედავ,იაფასიან ქალებში წასვლას და დაგასაჭურისებ -ნუ ხარ,გოგო,ალქაჯი -მე გაფრთხილებ -ვეცდები,შენ არ გაიგო ამის შესახებ მიამ ისე მწარედ უკბინა მხარზე,მაქსიმეს განწირულმა ყვირილმა,მთელი უბანი გამოაფხიზლა. *** შუაღამე გადასული იყო,კაბინეტში იჯდა და პაციენტების ისტორიებს ჩაშჩერებოდა.საშინლად ეძინებოდა,მაგრამ საქმეც გასაკეთებილი ჰქონდა.კარზე მსუბუქმა კაკუნმა შეაწყვეტინა მუშაობა.კართან პატარა,საყვარელი გოგონა ატუზულიყო,რომელიც დამფრთხალი აცეცებდა თვალებს -მია ექიმო,ბოდიში,რომ გაწუხებთ,მაგრამ მიმღებიდან გამომგზავნეს -მშვიდობაა? -კი,უბრალოდ ერთ-ერთი პაციენტი თქვენ გითხოვთ.ძალიან ბევრი ხალხია დაბლა -მადლობა,საყვარელო,ახლავე ჩამოვალ თმა შეისწორა,ხალათი მოიცვა და როგორც სჩვეოდა,თავაწეულმა გააბიჯა დერეფანში.მიმღების შესასვლელთან მართლაც ძალიან ბევრი ადამიანი ირეოდა -საღამო მშვიდობისა,აბა რისთვის მომიხმეთ? -საღამო მშვიდობისა,მია.ვიაიპ პაციენტი გვყავს,რომელმაც შენი გამოძახება ისურვა.ნერვოლოგიური ისეთი არაფერია,კომპიუტერულ ტომოგრაფიაზეც დიდი დაზიანება არ ჩანს,შენ რისთვის უნდიხარ,მართლა არ ვიცი.215-ე პალატაში წევს მიამ პაციენტის ისტორია გამოართვა და პალატისკენ დაიძრა.გაეცინა,მაქსიმე თაბაგარის სახელი რომ ამოიკითხა.პირველი რაც დაინახა,წელს ზემოთ შიშველი მაქსიმე იყო,რომელიც მთლიანად სისხლში იყო მოსვრილი -გამარჯობა,ბატონო მაქსიმე -ბატონობით არ არის საუბარი საჭირო მომხიბვლელად უღიმოდა,მაგრამ სახეზე არსებული რამდენიმე ჭრილობა დიდხანს არ აძლევდა ამის საშუალებას -როგორც მორიგე ექიმმა მითხრა,თავის ტვინი წესრიგშია.მსუბუქი ტვინის შერყევა გაქვთ,რაც საგანგაშო არ არის.მალე საოპერაციოში შეგიყვანენ და ხელის ორივე ძვალს და იმ რამდენიმე თითსაც გაგიმრთელებენ.უფს,ელენთაც გაგხეთქვია.მოგიწევს ელენთის გარეშე ცხოვრება -შეწყვიტე ახლა ეგ იდიოტური საუბარი მაქსიმემ ხმა ვერ დაიმორჩილა და იქვე მდგარ ექთნებს გაუცინა.მიამ ბოდიში მოუხადა გოგონებს და პალატის კარი მიხურა -რა ჯანდაბა გინდა? -მომენატრე -უი,გარეთ ცოლი არ გელოდება? -არ ვხურდავდები ეგეთებზე,კარგად იცი -ხო,სირცხვილ-ნამუსი და კულტურა რომ არ გაგაჩნია,ნამდვილად კარგად ვიცი.სად ჯანდაბაში გარბოდი ასე ჩქარა?ალბათ ცოლიკოსთან მიგეჩქარებოდა -გაჩუმდი და მაკოცე -აუფ,ღამეც ხო არ გაგითიო,ოპერაციის შემდეგ? -გთხოვ მიას გაეღიმა მაქსიმეს საოცრად თბილ ტონზე,მაგრამ უკან დახევას არ აპირებდა -მაპატიე,მაგრამ პაციენტებთან ზასავი მეკრძალება.მალე საოპერაციოში გაგიყანენ და სჯოს,დამშვიდდე გოგონამ ისე გააბიჯა პალატიდან,უკან აღარ მიუხედავს.კაბინეტში დააბოტებდა და ახურებულ სახეზე თითებს ისმევდა.ვერ მოითმინა და საოპერაციოში შევიდა.აღელვებული ადევნებდა თვალს ოპერაციის მსვლელობას.დრო ისე გაიწელა,ეგონა საუკუნე იდგა იმ ოთახში.დილა იყო,პალატაში გადაყვანილს რომ შეუარა.ეძინა.საშინლად გამოიყუებოდა.ისე უნდოდა,გვერდით მისწოლოდა,ჩახუტებოდა და ბევრი ეკოცნა,რომ მთელი სხეული ეწვოდა.სწრაფად დატოვა კლინიკა.თავს ვერაფერს უხერხებდა.სააბაზანოს იატაკზე დამჯდარი ძალიან დიდხანს ტიროდა და ყურადღებას საერთოდ არ აქცევდა ერიანად გათოშილ სხეულს. მაქსიმეს პალატასთან მისი ცოლი იდგა,ამიტომ უკან გამობრუნებას აპირებდა,წინ გაბრიელი რომ გადაუდგა -შენ მაინც რა გინდა აქ? -მაქსიმეს შემოვუარე,ყვევილები და ბუშტები მოვუტანე -როგორი საყვარელი ხარ გაბრიელი უცნაურად უყურებდა მიას.რაღაცნაირად ამოუცნობი მზერით -რამე მოხდა? -ამაღამ შენთან მოვალ,სასაუბრო გვაქვს -მშვიდობაა? -კი.წამოდი,პალატაში შემყევი,ორს ერთად არ გვიშვებენ,მისი ანამარია კიდე ვერ გამოვტენე ოთახიდან მიას გულ-მუცელი ამოუტრიალდა საწოლზე მიკნავლებული მაქსიმეს დანახვაზე.ალბათ ისე უფრო აღიზიანებდა,ანამარია თავთან რომ ედგა და მონოტორულად ეფერებოდა ლოყაზე -გამარჯობა,ბატონო მაქსიმე,როგორ ბრძანდებით? -უკეთ ხმა მთლიანად დაჰკარგვოდა.მიას პირველად შეეცოდა მაქსიმე თაბაგარი -მია,შენც აქ ხარ? პალატაში შესულმა გიგამ ყველას ყურადღება მიიბყრო.მიას მთელი გულით უნდოდა,ბოლო ხმაზე გაეცინა,მაქსიმეს გამომეტყველება რომ დაინახა,მაგრამ ყველანაირად ეცადა,თავი შეეკავებინდა -დიახ,მაქსიმე ნაცნობია ჩემი და შემოვუარე -მდგომარეობა სტაბილურია,არ იდარდო.ოპერაციასაც ხომ დაესწარი გუშინ.ყველაფერმა შვიდობით ჩაიარა.ბევრი სისხლი კი დაკარგა,მაგრამ ეტაპობრივად ყველაფერს აღვადგენთ -დიდი მადლობა,ექიმო ანამარიას ისეთი სასოწარკვეთილი ხმა ჰქონდა,მიას მისდაუნებურად დაემანჭა სახე და წარბაწეულმა გადახედა შეწუხებულ ქალს -რამდენიმე დღე ჩვენთან უნდა დარჩეთ აუცილებლად -დიახ,არ არის პრობლემა,როგორც გვეტყვით,ყველაფერს ისე გავაკეთებთ -მე დაგტოვებთ.გიგა ექიმო,იქნებ ცოტახნით,ჩემი ხათრით,ორი მნახველი დაუშვათ -შენი ხათრით ყველაფერს გავაკეთებ გიგამ გოგონას მსუბუქად უჩქმიტა ლოყაზე და კარში გასულს მზერა გააყოლა. მია გაბრიელის წინ იჯდა,რომელიც სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა და ფეხს ნერვიულად ათამაშებდა -დაიწყებ დროზე,თუ ჩემით უნდა გამოვიცნო,რა ხდება? -რატომ მიმალავდი? -რას გიმალავდი? -მია,ოცდა ექვსი წელია გიცნობ და გთხოვ,თავის გამოშტერება არ დაიწყო ახლა.კარგად იცი,რასაც მიმალავდი.გეკითხები,რატომ დამიმალე? მიას გაეღიმა,თვითონაც არ იცოდა,რატომ დაუმალა და გაბრიელისთის რა უნდა ეთქვა.დიდხანს ისხდნენ ჩუმად და ერთმანეთს შეშჩერებოდნენ -საიდან გაიგე? -წლებია ვიცი.მაშინვე გავიგე,მაგრამ მე შენსგან ველოდებოდი ყველაფრის ახსნას.წლები გელოდე,მაგრამ არაფერს ამბობდი.ძალიან მაინტერესებს,რისთვის მალავდი -საიდან იცი? -მაქსიმეს კაბინეტში შენზე შეგროვებული ინფორმაციები ვიპოვე.მაშინვე ვკითხე,რად გინდა მეთქი და მაინტერესებს,ხო ნამდვილად სანდოაო.დავეჭვდი.არასდროს შეუტანია ჩემში ეჭვი და ყოველთის მენდობოდა.რამდენიმე დღე ვაკვირდებოდი.ყვავილები რომ მოგიტანა უნივერსიტეტში,მივხვდი რაღაცას ხლართავდა.ბარშიც დაგინახეთ.ნუ,მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს,ვიცი და მორჩა -რატომ არ მითხარი მია გაოცებული უყურებდა თავჩახრილ გაბრიელს -ეს შენსგან უნდა გამეგო,მია.ჩემი სულის ნაწილი ხარ.ამ ყველაფერს მაქსიმეს კი არა,არავის ვაპატიებდი.ყოველ დღე ვპირდებოდი ჩემს თავს,რომ ცოცხლად დავმარხავდი იმ იდიოტს,მაგრამ იმდენად გაბედნიერებდა,ვერაფერს ვაკეთებდი.გიყვარს? -არა მიამ სწრაფად უპასუხა და აჩქარებულ გულზე ხელისგული მიიბჯინა.თვითონაც არ იცოდა,უყვარდა თუ არა.ან საერთოდ,რას ნიშნავდა მათ შორის სიყვარული -აბა იმას უყვარხარ? -იმას მით უმეტეს,არა -აბა რა ჯანდაბა ხდება თქვენს შორის? -აღარაფერი.დასრულდა უკვე რაც ხდებოდა ისიც -და რა ხდებოდა? -ისეთი არაფერი -ცოლის მოყვანა არ აპატიე? -საპატიებელი არც არაფერი იყო.არასდროს უთქვამს,რომ ცოლად მომიყვანდა და მეც არ მითქვამს,რომ ცოლად გავყვებოდი -გელა კაკაბაძის შვილია ანამარია -მერე? -მაქსიმეს კლასელი იყო ეს გოგო.იქიდან მოყოლებული უყვარს მაქსიმე.კაკაბაძემ აიძულა,ცოლად მოეყვანა.ან მისი ქმარი გახდები,ან სამუდამოდ ციხეში ამოგალპობო -და ვინ არის ეს გელა? -შინაგან საქმეთა მინისტრია,გოგო,რა არაფერი არ იცი შენ ორივეს გაეცინა.გაბრიელი ფეხზე წამოდგა და კალთაში ჩაისვა ათრთოლებული -მაგ იდიოტთან როგორ დაიწყე ურთიერთობა? შუბლზე აკოცა და აცრემლებულ თვალებში ჩახედა -არ ვიცი,გაუაზრებლად მოხდა.დღემდეც კი ვერ გამიაზრებია,რა ჯანდაბა მინდოდა მასთან -რა პატარა ხარ,მია.პატარა და სულელი -რაღა პატარა,პენსიაზე გავალ მალე -რას მიყიდი შენი პირველი პენსიით? -გასაბერ ქალს გაბრიელს ბოლო ხმაზე გაეცინა.გულში ჩაიკრა თავისი მია -ქალები არ მაკლია -მაშინ კაცს -რას აპირებ? -რაზე? -მაქსიმეზე მიამ ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და გაბრიელის წვერს დაუწყო წვალება.ყველანაირად ცდილობდა,ცრემლები შეეკავებინა,რომელიც უზარმაზარ ბურთად გასჩხეროდა ყელში და ლამის იყო დაეხრჩო -არ ვიცი.არ მინდა ისეთ კაცთან ყოფნა,რომელიც ცოლიანია და მისთვის ერთადერთი არ ვარ -სჯობს,კარგად გაერკვე,რა გინდა და რატომ -დარჩები ჩემთან? -დავრჩები,ოღონდ ისეთ თეთრეულში არ ჩამაწვინო,რომელშიც ის ვირი გორავდა. მძინარე მაქსიმეს დაჰყურებდა და გაყინულ თითებს ერთმანეთში ხლართავდა.ვერ უძლებდა,ასეთს რომ ხედავდა.ფერდაკარგულს და ძალაგამოცლილს.გასვლას აპირებდა,ხალათის ჯიბეზე რომ ჩამოეკიდა მაქსიმეს წვრილი თითები -სად მიიპარები,ექიმო? -როგორ ხარ? -ცუდად.რომ გეუბნები,ცუდად ვარ მეთქი,არასდროს მიჯერებ -რამდენ ქალს ურევ გონებას? მაქსიმეს გაეღიმა.მიას თითები ტუჩებთან მიიტანა და ნაზად აკოცა -მე მხოლოდ შენი გონება ავრიე -ანამარია? -ჩემი ბრალი არ არის,რომ შევუყვარდი -გაბრიელმა ყველაფერი იცის -ვიცი,მითხრა. -მერე? -დავასწარი და სანამ თვითონ მომკლავდა,მე თვითონ ვცადე თვითმკვლელობა -რაებს ბოდავ,ბიჭო? -ვხუმრობ,ნუ გაჯიქდი -როდემდე აპირებ,ანამარია ატყუო? -არ ვატყუებ -მაქსიმე,ცოლად მოიყვანე მამამისის დაძალებით და კიდე ამბობ,რომ არ ატყუებ,ოდნავადაც არ გრცხვენია? -ვაიმე,მორალის კითხვა დაგაგვიანდა,მია.ოცდა თოთხმეტი წლის ვარ უკვე,აღარ ჭრის ჩემზე ჭკუის დარიგებები.თვითონაც კარგად იცის ეგ ყველაფერი.იცის,რომ არ მიყვარს და არც არასდეროს შემიყვარდება.ისიც იცის,მამამისის გავლენით რომ არის ჩემი ცოლი -რას აპირებ? -მოგენატრე? -არა,რატომ უნდა მომენატროს კაცი,რომელიც მანიპულატორი,მატყუარა,მექალთანე,იდიოტია? -მოგენატრე -როგორაც გინდა,ოცნებას კაცი არ მოუკლავსო,ხომ გაგიგია?! -გთხოვ,უთხარი,მალე გამწერონ,აღარ შემიძლია აქ ყოფნა -მე ვერავის ვერაფერს ვერ ვეტყვი,ამიტომ ეგდე და საკუთარ ქმედებებზე აგე პასუხი -არ მაკოცებ? -არა,მე სხვის ქმრებს არ ვკოცნი თვალი ჩაუკრა და სწრაფად გაშორდა იქაურობას.სულს უხუთავდა იმ მაქსიმეს გევრდით ყოფნა,რომელიც მას აღარ ეკუთვნოდა. ურთულეს ოპერაციას აკეთებდა,საოპერაციოში ექთანი რომ შემოვარდა და სასწრაფოდ გაიყვანა გიგა.მიას ყურადღება არ მიუქცევია.უფლება არ ჰქონდა,სხვა რამეზე ეფიქრა.ოპერაცია მალევე დასრულდა.ძალიან დაღლილი იყო და ცოტა აუცილებლად უნდა დაესვენა.კაბინეტისკენ მიდიოდა,დერეფანში მდგარი ანამარია რომ დაინახა,რომელიც ტიროდა.ერთიანად გაიყინა.ადგილიდან ვერ გაინძრა.შეშინებულმა გააყოლა თვალი დერეფანს და მაქსიმეს პალატას მიაჩერდა.საოცარი ქაოსი იყო.გონს ექთანმა მოიყვანა,რომელიც სიჩქარეში დაეჯახა.დაუფიქრებლად შევარდა პალატაში და კინაღამ კივილი დაიწყო,ნერვიულობისგან -რა მოხდა? თავისი ხმა ძლივს იცნო,იმდენად შეცვლილი ჰქონდა -გული გააჩერა,მაგრამ მალევე აღდგა -გიგა,რა მოხდა მეთქი? -მია,დამშვიდდი.ახლა დასტაბილურდება და კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე ჩაიყვანენ.ოპერაციამ ძალიან კარგად ჩაიარა,მაგრამ არ არის გამორიცხული,სისხლდენა დასწყებოდა მიას აღარაფერი ესმოდა.გაფითრებული,აკანკალებული ძლივს შელასლასდა თავის კაბინეტში.კარი სწრაფად გადაკეტა და მაგიდას ეცა.რაც კი ხელში მოჰყვა ყველაფერი ძირს გადმოყარა.ხაოდა.საკუთარ თავს ვერ ცნობდა.გონზე უნდა მოსულიყო.ახლა ამის დრო ნამდვილად არ იყო.მაქსიმეს უნდა დახმარებოდა.სწრაფად მიალაგა იქაურობა,თავს აიძულა,დამშვიდებულიყო და ისევ დერეფანში გააბიჯა.ანამარიასთვის ზედაც არ შეუხედავს.ექთანს მდგომარეობა გამოჰკითა და გაფითრებულ მაქსიმეს დააჩერდა -ნანი,თუ შეგიძლია,დამტოვე -დიახ,მია ექიმო მია მაქსიმესთან მივიდა,მის თავთან ჩაიმუხლა და დაცვარულ შუბლზე თითები გადაატარა -ვიცი,რომ გესმის.ჩემი მიტოვება არ გაბედო,თორემ ამოგთხრი და სიკვდილსაც კი გაგიმწარებ ნაზად აკოცა და აცრემლებულმა დატოვა იქაურობა.მორიგეობა დაასრულა,მაგრამ სახლში წასვლა ვერ გაბედა.გიგას ელოდებოდა,რომ რამე მაინც გაეგო -წამომდგარა,ნაკერები გაიხსნა და შინაგანი სისხლდენა დაეწყო,ისევ საოპერაციოდ უნდა გავიყვანო.გულის გაჩერების მიზეზიც ძლიერი სისხლდენა იყო -შემოგყვები ოპერაციაზე -როგორც გინდა.საოპერაციოს უკვე ამზადებენ და შეგვყავს ცხოვრებაში პირველად იგრძნო მიამ ადამიანის დაკარგვის შიში.აკანკალებული ყურებდა ოპერაციას და ეგონა,რომ პირველად ესწრებოდა მსგავს მანიპულაციას.თავი უჟუოდა.ნერვიულობისგან სუნთქვასაც ძლივს ახერხებდა.ბოლოს ვეღარ გაუძლო.ატირებული გავარდა კლინიკიდა.გაბრიელთან მივიდა,რომელიც გაოცებული დაჰყურებდა მასზე მიკრულ უსუსურ სხეულს -ჩემო პატარავ,რა მოხდა? -რომ მოკვდეს,მოვკლავ -მია,რა მოხდა? -მაქსიმეს მდგომარეობა საშინლად დამძიმდა.მეორედ შეიყვანეს საოპერაციოში გაბრიელმა ხმა ვერ ამოიღო.საწოლზე მიაწვინა აკანკალებული მია და თვითონაც მიუწვა.თმაზე ეფერებოდა გოგონას,რომელიც პირველად ნახა ამ მდგომარეობაში.ამდენი წლის განმავლობაში,მიას ცრემლებს პირველად შეესწრო.არ იცოდა,რა უნდა ეთქვა.თვითონაც ძალიან შეშინებული და დაბნეული იყო.მაქსიმესთან მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებდა.ერთმანეთი რომ არ ჰყოლოდათ,ახლა იქ არ იქნებოდნენ,სადაც იყვნენ.გაბრიელი მაქსიმეს ეხმარებოდა,მაქსიმე კი-მას.ახლა რა იქნებოდა,არ იცოდა და არ უნდოდა ამაზე ფიქრი.რომ გაიღვიძა,მია აღარ დახვდა.მიხვდა,მასთან წავიდა. შუა ღამე იყო.ჩაბნელებულ რეანიმაციაულ პალატაში იდგა და მის ერთადერთ კაცს შეჰყურებდა.არ უნდოდა იმის გააზრება,რომ მაქსიმეს ხმას ვეღარ გაიგებდა,ან მის უკუნითივით შავ თვალებს ვეღარ დაინახავდა.მიახლოვებას ვერ ბედავდა.ეშინოდა ასეთი მაქსიმეს ყურება.მთელი ღამე მასთან გაატარა.კარებთან ატუზული,თვალს არ აშორებდა. რამდენიმე დღე სახლშიც კი არ წასულა.ვერ ბედავდა მაქსიმეს დატოვებას.გარეთ ყოველთის უამრავი ჟურნალისტები ტრიალებდნენ.რამდენჯერმე მაქსიმეს მამასაც მოჰკრა თვალი.კაცს დიდად დარდი არ ეტყობოდა სახეზე.ალბათ იმიტომ,რომ შვილის მიმართ არასდროს განიცდიდა იმ გრძნობას რაც საჭირო იყო.მაქსიმე იმ ქალის შვილი იყო,რომელიც მისთვის დიდად სასურველი არ ყოფილა.ამიტომ ფორმალურად ნახულობდა ერთადერთ მემკვიდრეს. მია თვალებგაფართოვებული უყურებდა მაქიმეს,რომელიც საწოლში ოდნავ წამოესვათ და თვალებს საწყლად აცეცებდა -ვხედავ,უკეთ ხარ ხმა ისე უთრთოდა,ორი სიტყვა ძლივს გადააბა ერთმანეთს -ამას სიკვდილი სჯობდა მგონი.რა საშინელება ყოფილა ეს სასუნთქი მილი.ახლა ვხვდები,ქალები რას გრძნობთ მი*ეტის შემდეგ -რა იდიოტი ხარ მია სიცილით მიუახლოვდა და თმებში შეუცურა გაყინული თითები -მგონი,დამესიზმრე.მეუბნებოდი,არ მიმატოვო,თორემ სიკვდილსაც გაგიმწარებო -რა სასიამოვნო სიზმარი გინახავს -მია.მწყურია და წყას არ მასმევენ მაქსიმეს იმდენად მეამიტური ხმა ჰქონდა,მიამ ცრემლები ვერ შეიკავა.მომღიმარი უყურებდა თავის მაქსიმეს,რომელიც საოცრად დასუსტებული და დაუძლურებული იყო -შენ რა,ტირი? -არა,თვალები ამეწვა უბრალოდ -ტირი? მაქსიმე გაოცებული უყურებდა,რადგან ისიც პირველად ხედავდა ატირებულ მიას.ქალს,რომელიც მთელს დედამიწაზე ყველაზე გულცივი და ძლიერი ეგონა -შენი ცოლი ძალიან ნერვიულობდა შენზე -მია,ტირი -მერე? -მერე ის,რომ საოცრად გიხდება ორივეს გაეცინა,მაგრამ მაქსიმეს ყველაფრის ტკივილმა დიდხანს არ აცადა მხიარულება -როდის გამწერენ? -წამოდგომა როგორ გაბედე?! -არ მეგონა,ეს ყველაფერი თუ მოხდებოდა.შენ რომ გამკერე,მაშინ ყველაფერი ისე მარტივად მოხდა -მაშინ მხოლოდ გარეგანი ჭრილობა გქონდა და ახლა იმხელა ორგანო ამოგაჭრეს,ვერც კი წარმოიდგენ -კასტრაცია გამიკეთეს? მაქსიმე ისე გაწითლდა,ცოტაც და აფეთქდებაო -ნუ სულელობ რაღაცეებს და დაისვენე -არ წახვიდე რა -სამუშაო მაქვს,ვეცდები,შემოგიარო -ანამარია არ შემოუშვან,უთხარი.საერთოდ არავის ნახვა არ მინდა შენს გარდა -დიდი პატივია,ბატონო მაქსიმე გოგონამ თავი დაუკრა და პალატა დატოვა.ვერაფრით გამონახა დრო,რომ მაქსიმესთან შეეარა,მაგრამ ალბათ ასეც სჯობდა.ანამარია ძალიან გავლენიანი ქალი იყო,ამიტომ მაინც მოახერხა მაქსიმესთან შესვლა.მიას აღარ უცდია მისი ნახვა.ერჩივნა,დროულად დაევიწყებინა მაქსიმე თაბაგარი.კაცი,რომელიც მთელს ცხოვრებას უკუღმა უტრიალებდა. ექიმებისგან მაინც იგებდა მის მდგომარეობას,მაგრამ ისე გაწერეს საავადმყოფოდან,ერთხელაც არ უნახავს. თითქმის სამ თვეზე მეტი არ ჰყავდათ ერთმანეთი ნანახი.მია მთლიანად საქმეზე გადაერთო.იმაზე მეტ ოპერაციას კეთებთბდა,ვიდრე მოეთხოვებოდა.ყველანაირად ცდილობდა,მაქსიმე თავიდან და ცხოვრებიდან ამოეგდო.სახლში საოცრად დღლილმა შეაბიჯა.ნაცნობი სურნელი რომ იგრძნო,წარბები უნებლიედ შეეკრა.მისაღებში ჩამომჯდარს თავზე წამოადგა და საყვედურნარევი მზერით დახედა -აქ რას აკეთებ? -შენს გარეშე ვერ ვსუნთქავ -რომ ვერ სუნთქავდე,ახლა დიდი ხნის მკვდარი იქნებოდი -ნუ იქცევი ისე,თითქოს არ გენატრები -რატომ უნდა მენატრებოდე? -მე ხომ შენი ერთადერთი შეცდომა ვარ,მია? მაქსიმე გოგონასთან მივიდა და მოშიშვლებულ ყელზე ტუჩები მიაკრო -არ ხარ -მატყუებ -წადი,მინდა,რომ წახვიდე და შენს ცოლთან ერთად მშვიდად იცხოვრო.თავი დამანებე.ნუ მაწვალებ და თავსაც ნუ იწვალებ.ასე არ ცხოვრობენ ნორმალური ადამიანები -მერე ჩვენ ხომ არანორმალურები ვართ -შენ კი,მე-არა მაქსიმემ აღარაფრის თქმა არ აცადა.ვნებამორეული დააცხრა ტუჩებზე.მიამ მონატრებას ვეღარ სძლიე და სწრაფად შემოახტა წელზე.არც ერთს არ უცდია გრძნობების დამალვა,ან რა იყო დასამალი.ორივემ კარგად იცოდა,რა ხდებოდა მათ სულში. ყავით ხელში,მაქსიმეს მაისურში გამოწყობილი ფანჯრის რაფას მოჰყრდნობოდა და მშვიდად მძინარეს მიშტერებოდა.მოუშორებელ ჭირს,რომელიც ყველაზე ტკბილი და ყველაზე ამაღელვებელი იყო -ცოლის ღალატი დიდი ცოდვაა,მაქსიკო -ნუ სისინებ და მოდი ჩემთან მაქსიმემ ყავის ჭიქა გამოართვა და მუცელზე შეისვა საოცრად ლამაზი მია -და რა უნდა უთხრა ანამარიას,სად გაატარე ღამე -საერთოდ არ აინტერესებს სად ვატარებ ღამეს -სექსი არ გაქვთ? -ზედმეტად მოსაწყენია.ხომ იცი,ლამაზი ქალები ზედმეტად პასიურები არიან -ბატონო? მიას წარბი უნებლიედ აეწია -შენ არ ხარ ლამაზი,მაგრამ სექსი საოცარი გვაქვს მაქსიმე მიას მაისურისქვეშ დაასრიეალებდა ხელებს და მთელს სხეულზე ეფერებოდა -შენ მგონი თავი მიარტყი რაღაცას -შენი სურნელი მაგიჟებს -ანამარიასი? -რატო შემ*ცი მაგ ქალით? -შენს ცოლზე როგრო საუბრობ?! -მორჩი ახლა მაგ ირონიას და მომეფერე -მშვიდად ცხოვრების საშუალება რომ მომცე,არ შეგიძლია? -გითხარი უკვე,ჩემს გარეშე მშვიდად ვერასდროს იქნები -მაქსიმე,გეყოს.დაასრულე ეს ყველაფერი -არასდროს მაქსიმეს მკლავებიდან განთავისუფლდა და მის წინ ფეხმორთხმით ჩამოჯდა -გერმანიაში წასვლას ვაპირებ -რა? -ერთ-ერთ უნივერსიტეტში საბუთები მქონდა გაგზავნილი და დასტური მომივიდა სწვლებაზე.არ მინდა,რომ ასეთი შანსი ხელიდან გავუშვა მაქსიმეს მზერა გაეყინა.ვერც კი იაზრებდა,მია რას ეუბნებოდა -მინდა,რომ სამუდამოდ დავივიწყოთ ერთმანეთი -რამდენი ხნით მიდიხარ? ხმა ჩავარდნონდა,ძლივს გასაგონად ამოიჩურჩულა.მიას გაეღიმა,მაქსიმეს ათრთოლეტულ ტუჩებზე -რა მნიშვნელობა აქვს -აქვს ფეხზე წამოხტა და ოთახში ნერვიულად სიარული დაიწყო -მინიმუმ ერთი წლით -და ამისთვის მანერვიულე? -მაქსიმე,შენ არ გესმის,მე რას გეუბნები -წადი,ოღონდ ჩამოგაკითხავ ხოლმე ისევ გვერდით მიუჯდა და ლოყაზე ხმაურიანად აკოცა -არ მინდა,რომ ჩამომაკითხო.მინდა,რომ აქ,ახლავე დავსრულდეთ ისევ ვერ შეიკავა ცრემლები.მაქსიმე კიდევ უფრო ანერვიულდა.მიას მისჩერებოდა და ვერაფერს ამბობდა.არ სჯეროდა,რომ ამ ყველაფერს გულით ეუბნებოდა -მინდა,რომ სამუდამოდ დავივიწყოთ ერთმანეთ.ცოლი გყავს,რომელსაც უყვარხარ.ვიცი,არ შეგიძლია,მაგრამ ეცადე,შენც შეიყვარო -ნუ ბოდავ -რამდენიმე დღეში მივფრინავ.არ ვიცოდი,თუ მოხვიდოდი.ისე ვაპირებდი წასვლას,შენ რომ არ მენახე.მაქსიმე,რაც არ უნდა იყოს,ეს ყველაფერი მაინც მტკივნეულოა.ერთმანეთს ვტანჯავთ.ეცადე,ოდნავ მაინც ეცადე,ოჯახი შექმნა -მე არ მჭირდება ოჯახი -წადი გაუღიმა და გაყინულ ტუჩებზე ნაზად აკოცა -მაგდებ? მაქსიმესაც გაეღიმა.დედის დაკარგვის შემდეგ,პირველად განიცდიდა გულისარეში ტკივილს -გაგდებ აღარაფერი უთქვამთ ერთმანეთსთის.მია ატირებული დარჩა.მაქსიმე ვერ იაზრებდა,რა მოხდა.როდესაც მია ახლოს ეგულებოდა,ყოველთვის იცოდა,რომ მასთან მისასვლელ გზას გამოძებნიდა.ახლა კი გაბრუებული,გაუაზრებლად მიაბიჯებდა და თვითონაც არ იცოდა სად. მია მხოლოდ გაბრიელს დაემშვიდობა,მის გარდა მაინც არავინ ჰყავდა.რამდენიმე დღე ძალიან გაუჭირდა,მაგრამ შეგუების გარდა,სხვა გზა არ ჰქონდა. რამდენიმე კვირაში,კლინიკაში მიმავალმა გონება დაკარგა.თვალი რომ გაახილა თეთრ პალატაში იწვა და მისი მუდამ უჟმური ექიმი რაღაცას გაცხარებული ულოცავდა.მია თავიდან გონს ვერ მოვიდა,მაგრამ ნელ-ნელა გაარჩია სიტყვები და კინაღამ მეორედ დაკარგა გონება,რომ გაიგო,ორსულად იყო.ვერ წარმოედგინა ეს ყველაფერი.მაქსიმემ გარკვევით უთხრა,რომ შვილი ვერ ეყოლებოდა,სექსი კი სხვასთან არავისთან ჰქონია.დაბნეულს დაატარებდნენ ანალიზებზე და გამოკვლევებზე.ნაყოფი რვა ვკვირის იყო.აკანკალებული ვერაფერს ახერხებდა.ერთადერთი რაც შეძლო,გაბრიელთან დარეკვა იყო.მასთან ჩასვლა სთხოვა -არ მჯერა,რომ იმ გამო*ირებულისგან შვილი გეყოლება -გაბრიელ,შეუძლებელია.მითხრა,რომ უშვილო იყო -ფუ,დაუცველი სექსი გქონდათ? -არა,უფრო სწორად,ხო,მაგრამ კონტრაცეპტივებს ვსვამდი.რომ მითხრა,შვილი არ მეყოლებაო,აღარ დამილევია,რა აზრი ექნება მეთქი.ჯანდაბა,რა შარში ვარ მია ოთახში დააბიჯებდა და სასოწარკვეთილი ღმუოდა -რა უნდა ქნა? -მე რა ვიცი,რა უნდა ვქნა ისე დაიყვირა,გაბრიელი დივანზე შეხტა -დაბრუნდი საქართველოში დანმაქსიმეს დაელაპარაკე -არ შემიძლია.მითხრა,რომ შვილი არ უნდა მია ატირებული ჩაუჯდა გაბრიელს კალთაში და მის განიერ მხრებში ჩაიმალა -არ მინდა,რამე დავაძალო -რა უნდა დააძალო,ბავშვი?თუ არ ენდომება,გაზრდი მარტო და ეგ იქნება -არა,არ მინდა,რომ გაიგოს -შეუძლებელია,მია.ნორმალურ ადამიანებში ასე არ ხდება -ჩვენ არანორმალურები ვართ -არ ვიცი,რა გითხრა.ჩემი აზრით,სჯობს,უთხრა -არა მტკიცედ განაცხადა გოგონამ და ძლიერად მოეხვია ერთადერთ საყრდენს,თავის გაბრიელს -საქართველოში მართლა დავბრუნდები.მეცოდინება მაინც,რომ შენ მეყოლები ახლოს -დაბრუნდი,პატარავ თავზე აკოცა და პატარა მუცელზე დაუსვა ხელები. მიას წარმოდგენა არ ჰქონდა,როგორ უნდა დაემალა ჯერ ორსულობა და შემდეგ ბავშვი.ყურებში მაქსიმეს სიტყვები ჩაესმოდა,რომ შვილი არაფრისდიდებით არ უნდოდა.მთელს ღამეებს ტირილში ატარებდა. რამდენიმე კვირა ისევ გერმანიაში გაატარ.უნდოდა,დარწმუნებულიყო,რომ ნაყოფი სრულიად ჯანმრთელი იყო.თბილისში გაბრიელთან ერთად დაბრუნდა.შესთავაზა,რომ მასთან გადასულიყო საცხოვრებლად,მაგრამ მიამ რა თქმა უნდა,უარი განუცხადა.არ იყო სხვაზე დამოკიდებუელბას მიჩვეული და არც უნდოდა,ვინმე დაევალდებულებინა. რემონტის გაკეთება გადაწყვიტა.ყველაფერს გაბრიელი უგვარებდა.თვითონ მშვიდად იჯდა და განკარგულებებს გასცემდა.ცდილობდა,ხახლში დიდად არ გამოჩენილიყო,რომ ვინმეს არ დაენახა,კონკრეტულად კი მაქსიმეს. მოწყენილობისგან რა ეკეთებინა,არ იცოდა.სამსახურშიც ვერ დადიოდა.შვიდი თვის ორსული იყო და თითქმის არაფერი ჰქონდა შეძენილი.დიდი მუცელი არ ჰქონდა,დიდად არც წონა მოუმატია,მაგრამ სიარლი მაინც უჭირდა,ადვილად იღლებოდა.მაღაზიებში დახეტიალობდა და წვრილმანებს ყიდულობდა.სქესი არ იცოდა და არც უნდოდა გაგება,ამიტომ კონკრეტული არაფერი უყიდია.ესეც რომ მოსწყინდა,გადაწყვიტა,გაბრიელთან წასულიყო -რომ იცოდე,რა დაცემა პერანგი გიყიდე ყვირილით შევარდა გაბრიელის კაბინეტში და კინაღამ გულყრა დაემართა,მაგიდასთან მჯდარი მაქსიმე თაბაგარი რომ დაინახა.კაცი სწრაფად შეტრიალდა მისკენ და კიდებ უფრო ჩამუქებული შავი სფეროები მიანათა.მია გაფითრებული იდგა და განძრევას ვერ ბედავდა -აქ რას აკეთებ?! მაქსიმე ფეხზე წამოხტა და მიასთან მივარდა -როდის ჩამოხვედი? იმდენად შოკირებული იყო,არც კი შეუმჩნევია მიას მუცელი -ცოტახნის წინ -რატომ არ მითხარი? -რატომ უნდა მეთქვა? -თუ შეიძლება,ჩემს კაბინეტში ნუ განიხილავთ ამ ყველაფერს -მარტო დაგვტოვე მაქსიმე გაბრიელს მიუბრუნდა,რომელიც სავარძელზე გადაწოლილიყო და ცალყბად უღიმოდა ორივეს -დაგვტოვე,გაბრიელ მიამაც გაუღიმა და უზარმაზარ ტყავის დივანში ჩაჯდა -რატომ არ მითხარი,რომ ჩამოდიოდი? -ვერ ვხვდები,რატომ უნდა მეთქვა -ორსულად ხარ? დისორიენტირებული მაქსიმე მაგიდას ჩამოეყრდნო,თორემ უდაოდ წაიქცეოდა -დიახ -ვისგან -ვიღაც გერმანელისგან -რა ვიღაც გერმანელისგან,გოგო? -რა გაყვირებს? -ვინ გერმანელისგან? -სახელი და გვარი გაინტერესებს? -ყველაფერი მაინტერესევს და ახლავე მეტყვი -მაქსმე,დამშვიდდი,ღრმად ისუნთქე და გულისშეტევას ნუ დაიმართებ -ნუ მეკაიფები,გოგო! -აი,რატომ ყვირი? -ორსულად ხარ -ვარ -სხვა კაცისგან... მიას გულწრფელად შეეცოდა მაქსიმე,რომელსაც მხრები ჩამოჰყროდა და დაბნეული აცეცებდა თვალებს -მოდი ჩემთან დივანზე ხელი დაუტყაპუნა და კიდევ უფრო კომფორტულად მოეწყო -შენი ცოლი როგორ არის? -დავშორდით.მამამისი მოხსნეს თანამდებობიდან და თვითონ მოინდომა ჩემსგან წასვლა.რა იყო,ტელევიზორს საერთოდ არ უყურებ? -მამა როგორ არის? -ბო*იდან ბო**ე გადადის ყოველდღე -შვილი ისევ არ გინდა? -რა თქმა უნდა,არა.რაც გავიგე,რომ არ მეყოლება,მის მერე კიდევ უფრო არ მინდა -თავიდან ჩააბარე ანალიზები,იქნებ რამე შეცდომა იყო -ამას რატომ მეუბნები?! -ისე,თავი რომ დაიცვა.რა იცი,რა ხდება -მია,მომენატრე ხმა შეეცვალა.გოგონასკენ გადაიხარა ლოყაზე ცხვირის წვერით შეეხო -ახლა უკვე სხვისი ქალი ვარ,სხვისი შვილით მაქსიმეს სიმწრით გაეცინა -შენს ქმარს არ გამაცნობ? -მე არ მითქვამს,გავთხოვდი მეთქი -აბა ინკუბატორის როლს ასრულებ? -არა,ბავშვის მამა იქნება უბრალოდ,მეტი არაფერი -გასაგებია ფეხზე წამოდგა და ისე დატოვა კაბინეტი,მიასთვის აღარ შეუხედავს -სად გავარდა ის? ოთახში ახითხითებული გაბრიელი შევიდა და ისევ თავისი ადგილი დაიკავა -ვერ ვუთხარი სიმართლე -ცუდია. *** -მეორედ რომ მოვედი,ძალით დავიჭერი თავი? მაქსიმე მიაზე გადაწოლილიყო და სავსე მკერდს მონოტორულად უკოცნიდა -რატომ? -რომ მენახე და ჩემთვის მოგეარა -რა დეგენერატი ხარ -აბა სხვა საბაბი არ მქონდა და რამე ხომ უნდა მომხდარიყო.თან აღარც არავინ მემუქრებოდა სიკვდილით -მაქსიმე,ცხოვრების დალაგებას არ აპირებ?როდემდე უნდა იცხოვრო ქაოსში?ნელ-ნელა მამაშენს ემსგავსები -ეგ მეორედ არ გაიმეორო მაქსიმე დაიძაბა.ერთიანად დაეჭიმა იდეალურად ნავარჯისები სხეული -სიმართლე აღარ გითხრა,ანუ -მეორე წელია,შენთან მოვდივარ და შენ არასდროს ყოფილხარ ჩემს სახლში -არ მხიბლავს იქაურობა -რატომ? -ზედმეტად დიდი,ცივი და უსახოა -აი,ეგ ყველაფერი საიდან მოიტანე -ვუყურე შენს გადაცემას და იმასაც ვუყურე,იმ ქათმისტვინა ჟურნალისტს რომ ეფლირტავებოდი მაქსიმემ ხმამაღლა გაიცინა და გემრიელად აკოცა მომღიმარ ბაგეებზე -არ ვეფლირტავებოდი,უბრალოდ მოვხიბლე,რომ რამე სისულელე არ გაეშუქებინა -მანიპულატორი ხარ -შენზე არ ვმოქმედებ და რა მნიშვნელობა აქვს ჩემს მანიპულატორობას? -ჩემზე ვერასდროს იმოქმედებ -არც ვაპირებ კიდევ ერთხელ აკოცა და მასთან ერთად წამოდგა საწოლიდან.ხელში აიყვანა და სააბაზანოში გაუჩინარდა მასთან ერთად. *** ახალი ჩაძინებული იყო,კარზე კაკუნი რომ ატყდა.თავი ძლივს წამოსწია.ისე ეძინებოდა,თვალებდახუჭული წავიდა კარის გასაღებად -ოჰ,რა იყო,გასაღები დაკარგე? კართან მაქსიმე ატუზულიყო,რომელიც მთლად კარგად არ გამოიყურებოდა -შენ არ მითხარი,დამივიწყეო?მტკვარს გავაყოლე შენი სახლის გასაღები -და აქ რას აკეთებ,ასეთ დროს? -არ ვიცი ამოიჩურჩულა და სახლში შეაბიჯა.ინტერესით ათვარიელებდა იქაურობას -ძველი გარემო სჯობდა ორივეს გაეღიმა.მიას დიდხანს არ შეეძლო ფეხზე დგომა,ამიტომ რბილ სავარძელში ჩაჯდა და იქიდან დაუწყო მაქსიმეს ცქერა -დაბადების დღის საჩუქარი მოგიტანე -მადლობა,მაგრამ არ იყო საჭირო -ნუ იცი ტ*აკული საუბარი მასთან ჩამოჯდა და ჯიბიდან გასაღები ამოაძვრინა -მანქანა გიყიდე -და რად მინდა მანქანა? -აბა ბავშვი მეტროში უნდა ამოხუთო? -მაქსიმე,არ მინდა,დიდი მადლობა -ბავშვი ვისია? -ვიღაც გერმანელის მზერა სწრაფად აარიდა,რადგან მაქსიმეს მწველ თვალებს ვეღარ უძლებდა -ანალიზები ჩავაბარე -ყოჩაღ,კარგი ბიჭო ხარ -მარტომ უნდა გაზარდო? -შენ არ იდარდო ამაზე -სამჯერ ჩამოვედი გერმანიაში.ვერც ერთხელ ვერ გავბედე შენი ნახვა -როდის აქედან გეშინია ჩემი? -მია,საშინლად მომენატრე.შენ კიდევ ორსული გამომეცხადე -ბოდიში,არ დამიგეგმავს ეს ყველაფერი მაქსიმე ღრმად ისუნთქავდა მიას ტკბილ სურნელს.საშინლად უნდოდა შეხებოდა,მოფერებოდა და ეკოცნა -მანქანა მართლა არ მინდა -მე დაგიტოვებ და თუ არ გინდა,შეგიძლია,დაწვა.გეხერხება ეგეთი გიჟობები -გიჟი როდის ვიყავი? -რომ გაიგე,კიდევ ვიწექი სხვასთან,ჯერ მდუღარე წყალი შემასხი და მერე დანა მესროლე და ეს გიჟობა არ არის? მიას ხმამაღლა გაეცინა -მერე რა,ხომ მოგიარე.დამწვრობაც მოგიშუშე და ჭრილობაც -ჭრილობებს აღრმავებ უფრო,ვიდრე აშუშებ -ნუ ფილოსოფოსობ ერთი რა და ადექი,წამომაყენე.ეს ბავშვი სუნთქვის საშუალებას არ მაძლევს.მამას ჰგავს მაქსიმე რამდენიმე წუთი გაჩუმებული მიშტერებოდა მიას -ვინ მამას? -ვიღაც გერმანელს გოგონა ძლიერად ჩააფრინდა სავარძლის სახელურებს და წამოდგომა სცადა,მაგრამ მაქსიმემ არ მისცა ამის უფლება -ვიღაც გერმანელი არ გაძლევდა სუნთქვის საშუალებას? -ვაიმე,რატომ ჩამაცივდი? -რამდენი რამე შეიცვალა და შენ ისევ ნერვებს მიშლი მაქსიმემ სწრაფად წამოაყენა მია და სამზარეულოში შესულს უკან მიჰყვა -დალევ ჩაის? -რად მინდა ჩაი -აბა ყავის სუნი ცუად მხდის ცხვირი აიბზუა და ფინჯანთან ერთად ჩამოჯდა მის წინ -ანამარია რატომ გაგექცა? -რავი,არ მოსწონდა ჩემთა ცხოვრება -რატომ? -რას დამადექი დაკითხვის ოქმით,არ უნდოდა და რა ვქნა -ჩემს გარდა ვერავინ აგიტანდა შენ -ვერც შენ ამიტანე -როგორი სენსიტიური გამხდარხარ,მაქსიკო -შენ ისევ ისეთი მწარე ხარ.ბიჭია,თუ გოგო? -არ ვიცი,არ მინდა სქესის გაგება -შენ რომელი გინდა? -ჩემთვის სულ ერთია,ხომ იცი -შენ არ მოგენატრე? -მომენატე,თან ძალიან ჩუმად ისხდნენ.მხოლოდ მიას მძიმე სუნთქვა ისმოდა -კარგი,ახლა დაისვენე,მე წავალ -დარჩი,თუ გინდა -სხვის ქალთან,სხვის შვილს რომ ელოდება,იმასთან? მიას გაეღიმა,ფეხზე წამოდგა და კარებისკენ გაუძღვა -მადლობა საჩუქრისთის -დიდი გოგო ხარ უკვე და მოგიხდება მანქანა ყბის ძვალზე ნაზად აკოცა და სწრაფად გააბიჯა სახლიდან.მიას მთელი ღამე არ ეძინა.მთელს ოთახში მაქსიმეს სურნელი ტრიალებდა და ეს კიდევ უფრო აგიჟებდა.ძალიან აინტერესებდა მაქსიმეს ანალიზის პასუხები,ამიტომ მეორე დღესვე დაურეკა თავის კურსელს.აკანკალებული იდგა დერეფანში და ფურცლებს ჩაშჩერებოდა -ღმერთო,ეს კაცი ასეთი იდიოტი რატომ არის? თან იცინოდა,თან ტიროდა.მაქსიმეს მისწერა,რომ მასთან მისულიყო.დააგვიანა.ისე გაბრაზდა,კინაღამ გადაიფიქრა სახლში შეშვება -სად ხარ ამდენ ხანს? -აღარ არის ის დრო,წამში რომ მოვქროდი შენსკენ -გილოცავ,კაცობაც დაგიკარგავს ყველაფერთან ერთად -ნუ სისინებ და მითხარი,რა გინდა? -იდიოტი ხარ ზურგი შეაქცია და მისაღებში შევიდა.წელი საშინლად სტკიოდა და რომ არ დამჯდარიყო,მთელს ჯავრს მაქსიმეზე იყრიდა -ამის სათქმელად გამომაქციე? -კითხვა არ იცი,თუ გააზრების და გაგების პრობლემა გაქვს,ჯერ ვერ დავადგინე -რაა?! -შენს ანალიზის პასუხში ეწერა,რომ ბავშვის ყოლა,ნაკლებად შესაძლებელი არის და არა ის,რომ უშვილო ხარ -ანუ? -ანუ ის,რომ შეგიძლია ისევ აქეთ-იქით აქნიო შენი ღირსება და გამრავლდე მაქსიმე წარბაწეული უყურებდა მიას და საერთოდ ვერაფერს ვერ იაზრებდა -და ეს ყველაფერი რისთვის მითხარი ახლა.რაში მადარდებს,უშვილო ვარ,თუ მრავალშვილიანი -რას ჩააბარე მაშინ ანალიზები? -რავი,შენ მითხარი და მეც ჩავაბარე -იდიოტი ხარ მეთქი და არ გჯერა -მჯერა,ვინ გითხრა,რომ არ მჯერა -ახლა შეგიძლია,წახვიდე.ეცადე თავი დაიცვა.მეორე შენნაირი რომ არ მოევლინოს სამყაროს და ვიღაც გოგოს ცხოვრება არ გაანადგუროს -ცხოვრება გაგინადგურე? -ნაწილობრივ -რატომ? -რა მნიშვნელობა აქვს,რატო.ახლა წადი,უნდა დავისვენო მაქსიმე დიდხანს იდგა ოთახის ცენტრში და მიას თვალს არ აშორებდა.არ იცოდა,რა უნდა გაეკეთებინა,ან რისთვის დაიბარა მიამ.რომ მიხვდა,ყურადღებას აღარავინ აქცევდა,სწრაფად დატოვა იქაურობა. -მოვკლავ,ვინც არ უნდა იყოს მია ყვირილით წამოდგა საწოლიდან და კარის გასაღებად წაფლატუნდა.ხელში მაგიდიდან აღებული პურის დანა ეჭირა.კარი გამწარებულმა გამოგლიჯა.ისეთი სახე ჰქონდა,ნებისმიერს მოკლავდა დაუფიქრებლად -რა ჯანდაბა გინდა ამ დროს? გაბრიელი გაკვირვებული უყურებდა ხან მიას,ხან დანას -მჭირდები და ეგ დანა დადე,გთხოვ,თორემ ისე გიჭირავს,მგონია,ჩამარტყამ -მართლა ჩაგარტყამ ახლა,თუ არ ამოღერღავ,რა გინდა -ისევ იქ უნდა წავიდეთ,სადაც შენი ბავშვის მამას პირველად შეხვდი -კვდება? -ეგ არა,მაგრამ მაგისთვის რომ გეთქვა სიმართლე,პოტენციური ნათლია მოკვდება მალე,თუ არ წავალთ -როგორ მეზიზღებით ყველა მიამ სწრაფად ჩაალაგა ის ნივთები,რაც დასჭირდებოდა.გაბრიელის დახმარებით ძლივს აფოფხდა მანქანაში -დიდი მუცელი არ გაქვს და ბებიაჩემი ლამარასავით რატომ მოძრაობ? -ძაან იცი ბებიაშენს ლამარა ერქვა,თუ ნუგზარი -იმედია,ნუგზარი არ ერქვა გაბრიელმა ძლიერად აკოცა ლოყაზე და მხრებზე თავისი მანტო მოახურა -პირველ სართულზე რომ დაგეწვინათ,არ შეგეძლოთ? მია სასოწარკვეთილი უყურებდა უამრავ საფეხურებიან კიბეს და თავს იწყევლიდა,გაბრიელს იქ რომ გაჰყვა.მოულოდნელობისაგან წამოიკივლა,ვიღავამ ხელში რომ აიყვანა.მაქსიმე იყო.ზედ არც უყურებდა,ისე მიაბიჯებდა კიბეებზე.მია მომღიმარი მისჩერებოდა მის უნაკლო პროფილს.ლამაზ,თხელ კეხიან ცხვირს.ხშირ,მუქ წამწამებსა და წარბებს.თხელ მუდამ ფერმკრთალ ტუჩებს.თავი ძლივს შეიკავა,რომ არ ეკოცნა.ერთ-ერთი ოთახის კართან ჩამოსვა და უთქმელად გაშორდა -ყველაფერი შიგნით დაგხვდება ქერა ბიჭს,ამ წლების განმავლობაში,სახის ნაკვთები არ შესცვლოდა.ისევ ისე ლაღი გამომეტყველება ჰქონდა.მომხიბვლელად უცინოდა მიას,რომელმაც თავი დაუკრა და ოთახში შეაბიჯა -დახმარება დამჭირდება,მარტო ვერაფერს მოვახერხებ -მე დაგეხმარები.ლუკა მქვია ქერა სწრაფად შეჰყვა ოთახში და უსიტყვოდ ასრულებდა მიას მითითებებს.ჭრილობა ბარძაყზე იყო,მაგრამ საკმაოდ ღრმა -ხანდახან მგონია,რომ შარიანი ადამიანები სპეციალურად იყრით ერთად თავს მია კაცს უყურებდა,რომლის სახე ეცნო და გაეცინა -ისევ თუ მოგინდება ჩემი მიხჩობა,მითხარი თვალი ჩაუკრა და თავადაც გაეცინა,მის მომღიმარ სახეზე -ძალიან გეტკინება,ამიტომ ყველანაირად უნდა ეცადო,მოითმინო -ვეცდები ამოიხავლა და თვალები ძლიერად დახუჭა.ძალიან დიდი დრო მოანდომა მიამ ჭრილობის დამუშავებასა და გაკერვას.წვეთოვანიც დაუმაგრა და დაცვარულ შუბლზე თხელი თითები შეახო -ახლა დაისვენე,ცოტა ხანში ისევ შემოგაკითხავ.გამაყუჩებელი გაკეთებული გაქვს და ოდნავ მაინც შეგიმსუბუქებს ტკივილს მიამ კიდევ ერთხელ გაუღიმა და ლუკას დახმარებით დატოვა იქაურობა.მაქსიმე კართან ელოდა.წარბები შეეკრა და ისე დასჩერებოდა გოგონას -როგორ არის? -მძიმედ,მაგრამ გადარჩება.დიდი ჭრილობაა ძალიან.ყოველ დღე დასჭირდება დამუშავება,რომ ინფექცია არ განვითარდეს,თორემ მოუწევს,სამუდამოდ დაემშვიდობოს ფეხს -რა უნდა ვქნა? -არაფერი,მე დავრჩები.საქმე მაინც არაფერი მაქვს.უბრალოდ ჩემი ნივთები მჭირდება და გაბრიელ,გეტყვი,რა სად დევს და მომიტანე -მეც დავრჩებ მიას გაეღიმა მაქსიმეზე -შენი გადასაწყვეტია.ისევ იმ ოთახში უნდა შევიდე,სადაც მაშინ? ლუკამ თავი დაუქნია და მაქსიმეს მიუბრუნდა -როგორ გასუქებულა.არა და რა გოგო იყო -ორსულად არის,დებილო -აა,უი ლუკამ ისევ მიას გახედა და მხრებისჩეჩვით ჩაირბინა კიბეები. ფანჯარასთან იდგა,კარი მაქსიმემ რომ შეაღო.ხელში ლანგარი ეჭირა საჭმლით -ჩამოვიდოდი ქვევით -სტუმრები გვყავს,ამიტომ სჯობს,აქ იყო -ვინ სტუმრები -ეცადე,ოთახიდან არ გამოხვიდე.მე შემოგაკითხავ -რამე ხდება? -ისეთი არაფერი თვალი ჩაუკრა და ისევ მარტო დატოვა.ძალიან მოწყენილი კი იყო,მაგრამ გარეთ გასვლა ვერ გაბედა.ოთახში დააბიჯებდა.ელოდა,როდის შეაკითხავდნენ.მაქსიმე მართლაც მალევე დაბრუნდა -მგონი,რაღაც აწუხებს და შეგიძლია,ნახო? -რა თქმა უნდა მიამ თხელი ხალათი მოიცვა პენუარზე და მაქსიმეს გაჰყვა -იქნებ მითხრა,რა ჰქვია სანამ შევიდოდნენ,სწრაფად გადაუჩურჩულა -გიორგი მია საწოლს მიუახლოვდა და ფერდაკარგულ კაცს დახედა -სიცხე გაქვს.გაგიკეთებ დამწევს -კარგად იქნება? -კი,მოსალოდნელიც იყო.ჭრილობა საშინელ მდგომარეობაში იყო -ეცადე,რომ ისევ შეიბრუნო ძილი.ტემპერატურა მალე დაგიკლებს მია გამობრუნებას აპირებდა,მაჯაზე გავარვარებული თითები რომ შემოეხვია -მადლობა და ბოდიში.არ მეგონა,ერთმანეთს ისევ თუ შევხვდებოდით,თორემ მაშინ ნამდვილად შევიკავებდი თავს -არაუშავს,ჩათვალე,რომ გაპატიე. მარტის ბოლო იყო,ამიტომ,ისე თუ ასე,მაინც ციოდა.მია საწოლში მოკუნტულიყო და ცდილობდა,ასე მაინც გამთბარიყო.ვერ მოითმინა და მაქსიმეს ოთახისკენ წავიდა.ფრთხილად შეაღო მასიური ხის კარი და მძინარეს დააჩერდა.ეზოდან შემოსული შუქი სახეზე ეცემოდა და მოდუნებულ ნაკვთებს იდეალურად უკვეთდა.ეცადა,ფრთხილად მისწოლოდა,მაგრამ მაინც გაეღვიძა -რამე მოხდა? დაფეთებული წამოხტა და მიას მიაჩერდა -ვერ გავთბი -მია,გული გამიხეთქე სწრაფად ჩააწვინა საწოლში და საბანი გადააფარა.მკლავები შემოხვია და ერთიანდა ჩამალა თავის განიერ მხრებში.ღრმად შეისუნთქა მიას გამაბრუებელი სურნელი და აკრუტუნებულს შუბლზე აკოცა -აქამდე როგორ მოვედით? -სადამდე? -აი,აქამდე.მე ორსული შენს დაჭრილ ძმაკაცსს ვუვლი და შენს ოთახში,შენს საწოლში ვაპირებ დაძინებას -არ ვიცი.მადლობა უნდა გადავუხადო დედაშენს,ბავშვთა სახლში რომ ჩაგაბარა და გაბრიელი შენს მფარველ ანგელოზად რომ გამოჩნდა -ხო,სამადლობელია ნამდვილად.მთელი ბავშვობა გამინადგურა -ეგ ყველაფერი რომ არა,ახლა ჩემს ოთახში,ჩემს საწოლში არ იწვებოდი -მაქსიმე ბავშვი შენია მიამ ძლივს გასაგონად ამოიჩურჩულა.შიშით თვალები ისე მაგრად დახუჭა,თითქოსდა,მოსალოდნელ საფრთხეს ასე აირიდებდა.რამდენიმე წამი საუკუნედ ეჩვენა.მაქსიმე განძრევას ვერ ბედავდა.განძრევას კი არა,მგონი სუნთქვაც შეწყვიტა.მია მის აკანკალებულ თითებს მხრებთან გრძნობდა და თავს იწყევლიდა,ეს ყველაფერი რომ უთხრა.წამოდგომა სცადა,მაგრამ მაქსიმემ არ გაუშვა -მართლა? გოგონამ უხმოდ დაუქნია თავი და აცრემლებული მზერა აარიდა -არ გავალდებულებ არაფერს.არც იმას,რომ შვილად აღიარო.დამალვას აზრი აღარ ჰქონდა.მაინც ვერ მოვითმენდი და როდესმე გეტყოდი.ამიტომ,სჯობს,აქედანვე იცოდე.მაპატიე,რომ მითხარი,უშვილო ვარო,კონტრაცეპტივების სმა შევწყვიტე.არ მეგონა,თუ დავფეხმძიმდებოდი -არ მჯერა მაქსიმეს თავისი სიტყვები სადღაც შორიდან ჩაესმა.საწოლზე წამოჯდა,თორემ აშკარად ჰაერი არ ჰყოფნიდა -არ მჯერა,რომ შეიძლება,შვილი მყავდეს სახე ათრთოლებულ ხელებში ჩარგო.ამხელა კაცი,თავს ვერაფერს უხერხებდა,გაუაზრებლად უკანკალებდა მთელი სხეული -არ ხარ ვალდებული,დაიჯერო.გითხარი,არ გავალდებულებ არაფერს -მია,შვილი მეყოლება მე? -მაქსიმე,დამშვიდდი.ჩათვალე,რომ არაფერი მითქვამს.მაინც არ გინდოდა შვილი და ვითომ,არც არსებობს გოგონაც წამოჯდა და გაყინულ მხრებზე დაუსვა სიფრიფანა თითები -რას ბოდავ,საერთიოდ ხვდები?აქამდე რატომ არ მითხარი,როგორ გაბედე ამის დამალვა -ვსიო,დაიწყო ღრიალი -არა,არა არ ვღრიალებ მაქსიმემ მაშინვე დაუწია ხმას და მიას მიუბრუნდა -რა არაკაცი უნდა ვიყო,ვიცოდე,ჩემი შვილი არსებოვს და მე ეს ფეხებზე მეკიდოს -შვილი ხომ არ გინდოდა? მაქსიმემ ვერაფერი უპასუხა.ან რა უნდა ეთქვა.ასეთ მდგომარეობაში მის ცხოვრებაში არ ყოფილა -მიპასუხე -არ მინდოდა,მაგრამ ახლა ხომ არსებობს და ვერაფერს შევცვლი -მეც ამას გეუბნბი.შენ გინდა,რომ მდგომარეობა შეცვალო და ეს პატარა არსება შენი ცხოვრებიდან გააქრო.არ გაქვს სურვილი არსებობდეს.ამიტომ,ჩათალე,რომ არ არსებობს და ვიღაც გერმანელის შვილია -მე ეგ არ მითქვამს -ძალიან კარგად გიცნობ და გთხოვ,მოვალეობის მოხდის მიზნით და იმის გამო,რომ ვიღაცა არაკაცს გიწოდებს,საკუთარ თავს არაფერი დააძალო -მია,რატომ მაგიჟებ?გონს ვერ მოვდივარ და შენ კიდევ უფრო მაბნევ -არაფერს არ გაბნევ.უბრალოდ სიტუაციას გიხსნი და ვცდილობ,არ დაგძაბო -ახლა რასაც გეტყვი,ვინმემ რომ გაიგოს,ჩემი ხელით მოგკლავ მაქსიმე მიასკენ მიიწია და გაყინული თითები გოგონას თმებში ახლართა -საშინლად მეშინია იმის,რომ მამაჩემს დავემსგავსები.მეშინია იმის,რომ ჩემს შვილს ისევე შერცხვება ჩემი,როგორც მე-მამაჩემის.მეშინია,რომ მშობიარობის შემდეგ,იმის ალბათობა იქნება,დაგკარგო.მეშინია იმის,რომ ჩემს შვილს არ ვეყვარები და ჩემს ადგილას ენდომება სხვა იყოს.მია,ვერ წარმოიდგენ,როგორ მაგიჟებს ეს ყველაფერი.მითხარი,რომ შენც იგივეს ფიქრობ.მითხარი,რომ ცუდი მამა ვიქნები.მითხარი,რომ არაფერს არ წარმოვადგენ და უსუსური კაცუნა ვარ მაქსიმე თავს ვერ იმორჩილებდა.ღრმა ჩასუნთქვებით ცდილობდა,მკერდისარეში ტკივილი დაეიგნორებინა.მია მომღიმარი,აცრემლებული შეშჩერებოდა და მონოტორულად ეფერებოდა,ოდნავ წამოზრდილ,წვერიან ლოყაზე -არ იქნები ცუდი მამა.შენ საუკეთესო იქნები,თუ ეს გულით გენდომება.არა იმიტომ,რომ ვალდებული ხარ,ან ხალხს მოაჩვენო,რა მაგარი მამა ხარ.გულით უნდა გინდოდეს კარგი იყო -კარგი არავისთვის ვყოფილვარ და რაღა ამ ბავშვისთის ვიქნები -დედაჩემი გაამართლე,რომელმაც პანჩური ამომარტყა და ქუჩაში გამაგდო და როგორ წამოგიდგენია,მასზე უკეთესი არ შეგიძლია იყო?მაქსიმე,კიდევ გიმეორებ,არ გაძალებ არაფე... სიტყვა ვერ დაასრულა.მაქსიმე მოწყურებულივით დაეწაფა მის ბაგეებს.იქამდე კოცნიდა,სანამ უჰაერობისგან ქოშინი არ დაიწყო -არ მინდა,რომ ამის შესახებ ვინმემ გაიგოს -რატომ? -მშვიდად ცხოვრება მინდა,ჩემს შვილთან ერთად,შენი ჟურნალისტების გარეშე -და რა გგონია,მარტო დაგტოვებ და ისევ იმ სოროში გაცხოვრებ? -წესიერად ისაუბრე მეთქი ჩემს სახლზე -ისევ ვერ ვიაზრებ,რა მითხარი -სჯობს,გაიაზრო და მერე ააწყო გეგმები -გიორგის უნდა ვუთხრა,რომ ნათლული ეყოლება მაქსიმე საწოლიდან წამოხტა,მაგრამ მიამ გააჩერა -მე რა გითხარი?!არ მინდა,ვინმემ გაიგოს მეთქი -ბავშვს არ ვნათლავთ? -მგონი ემოციური არეულობა გაქვს -რაა? არაფერი,დაწექი და დაიძინე და მეც დამაძინე.დაღლილი ვარ მაქსიმე მთელი ღამე თმაზე ეფერებოდა მიას.ქალს,რომელიც წარმოდგენა არ ჰქონდა,თავის ცხოვრებაში როგორ აღმოჩნდა,რა როლს ასრულებდა და რას წარმოადგენდა.მხოლოდ ის იცოდა,რომ მის გარეშე სუნთქვას ვერ ახერხებდა.არანორმალურად,ანომალიურად იყო მასთან დაკავშირებული და აზრზე არ იყო,მის გარეშე როგორ უნდა ეცხოვრა. მია საწოლში რომ ვერ იგრძნო,დამფრთხალი წამოხტა და მთელს სახლში დაუწყო ძებნა.გიორგისთან იყო.ჭრილობას უმუშავებდა და რაღაცაზე გულიანად იცინოდნენ -რა ხდება? გიორგიმ მაქსიმეს შეხედა,რომელიც ნახევრად შიშველი,თმააბურძგნული აცეცებდა თვალებს -მიას ვეძებდი -რა იყო? -არაფერი,რომ ვერ გიპოვე,შემეშინდა -რამ შეგაშინა,ვინ შეჭამდა -ჰა,ჰა რა მაგრად იხუმრე,გიორგი,ყოჩაღ -რა გეტაკა? -მე დაგტოვებთ მიამ თვალი ჩაუკრა მაქსიმეს და მარტო დატოვა მეგობრები -რა ჯანდაბა დაგემართა? საწოლში ძლივს გასწორდა და ტკივილისგან გემრიელადაც შეიგინა.მაქსიმეს თვალს არ შორებდა,რომელიც ზედმეტად საეჭვოდ გამოიყურებოდა -მომკლავს,მაგრამ მაინც უნდა გითხრა -რა ხდება? -მე რა გაგაფრთხილე,არავის უთხრა მეთქი?! მაქსიმე შეკრთა,მიას მკაცრი ხმა რომ მოესმა ზურგსუკან -აქ რას აკეთებ? -ვიცოდი,რომ ენას ვერ გააჩუმებდი -ვინმე ამისხნის,რა ხდება? გიორგიმ გაოცებულმა ასწია მკლავები და ჯერ ერთს გადახედა,შემდეგ მეორეს -ორსულად ვარ -მაგას ისედაც ვხედავ -რავი,ქერამ ვერ შეამჩნია და ვიფიქრე,იქნებ ვერც შენ შეამჩნიე მეთქი -ახლა ნამდვილად მიჩნდება სურვილი,მიგგუდო ორივეს გაეცინა,მია მაქსიმეს მიუახლოვდა და მკლავზე ჩამოეყრდნო -არ თქვა,რომ ამის შვილია გიორგიო ბოლო ხმაზე იცინოდა.რამდენიმე წუთის შემდეგ,ძლივს დამშვიდდა -ხო,ჩემი შვილია მაქსიმეს ისევ არ სჯეროდა საკუთარი სიტყვების -აი,ყველაფერს წარმოვიდგენდი და ამას ვერასდროს -გეყოს აწი -მიხარია,გილოცავთ,გვრიტებო ისევ სიცილი დაიწყო.მიასაც გაეცინა და წარბებშეკრულ მაქსიმეს ახედა -ამას უნდა მოვანათლინო ჩემი შვილი? -ეეე,რას მიწუნებ? -არაფერს მხრები აიჩეჩა და მარტო დატოვა მომღიმარი ბიჭები. მიას ძალიან სიამოვნებდა მაქსიმეს მეგობრებთან ურთიერთობა.ორივე საოცრად კარგი ადამიანი იყო.ლუკა,გიორგისგან განსხვავებით,ბევრად მეამიტი და ლაღი იყო.სამზარეულოში ისხდნენ,სადილობდნენ,მიამ მუცლის საშინელი ტკივილი რომ იგრძნო.თავიდან ცდილობდა,რომ ყურადღება არ მიექცია,მაგრამ რამდენიმე წუთში,ყველაფერი გაუარესდა -კარგად ხარ? გიორგიმ მისკენ გააგორა ეტლი.გოგონას ფერი დაჰკარგვიოდა და მძიმედ სუნთქავდა -მგონი,არა -რა უნდა ვქნათ? ლუკას იმდენად შეშინებული ხმა ჰქონდა,მიას გაცინება იმ მდგომარეობაშიც მოახერხა -მაქსიმე,მია ცუდად არის.აზრზე არ ვარ რა სჭირს და სასწყაფოდ მოდი გიორგის უკვე მოესწრო მაქსიმესთვის დარეკვა.მია ბიჭებს შორის იჯდა,ორივე ხელი მათ ეჭირათ და მასთან ერთად აკეთებდნენ ღრმა ჩასუნთქვებს.მაქსიმე სახეწაშლილი შევარდა.თვალები ისე უელავდა,ცოტაც და იქაურობას გადაწვავს მზერითო -რა დაგემართა?! -რა გაყვირებს? -ბოდიში.რა მოგივიდა,ახლავე მითხარ -არ ვიცი,მუცელი მტკივა მაქსიმეს აღარაფერი უთქვამს.მაშინვე ხელში აიყვანა და მანქანაში ჩასვა.საავადმყოფომდე გზა ისე დაფარა,მიამ გააზრებაც ვერ მოახერხა.კოლეგას ყველა მზრუნველად დასტრიალებდა თავზე.თაბაგარი ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა.ნერვიულობისგან კინაღამ დალეწა იქაურობა -დამშვიდდი,ადამიანო.მე არ ვნერვიულობ და შენ რა განერვიულებს? მია თვალებს უბრილაებდა მის თავთან მდგარს,რომელსაც მომაკვდავის ფერი ედო -მია,ძვირფასო,შესაძლოა,ნაადრევი მშობიარობა დაგეწყოს.მაგრამ ყველანაირად უნდა ვეცადოთ,რომ ნაყოფი კიდევ რამდენიმე კვირა იყოს შენთან.ძალიან პაწუკაა და ამიტო,მოგიწევს,ჩვენთან დარჩე -სახლში მირჩევნია,ქეთი -გირჩევნია,მაგრამ ამ მომენტში,ყოველი წამი გადამწყვეტია -სხვა მხრივ,ყველაფერი რგზეა? -კი,კარგად არის განვითარებული,უბრალოდ პატარაა.წონაშიც პატარაა,ალბათ კარგად არ იკვებებოდი.ექთენბი ყველაფერს მოგიმზადებენ და გადაგიყვენენ პალატაში -საჭმელს არ ჭამდი? მაქსიმე ისე დააცხრა თავზე,მოულოდნელობისგან შეხტა -ტონი აკონტროლე,თუ შეიძლება -ხო,ბოდიში წამოდგომაში დაეხმარა და ეტლში ჩასვა -რაღაცას გეტყვი,ოღონდ არ გაბრაზდე -თუ გასაბრაზებელია,ისედაც იცი,რომ ყოველგვარი შესავლების გარეშე გავბრაზდები -ჟურნალისტებმა უკვე გაიგეს აქ რომ ვართ -და? -და უკვე გქექავენ -ხოდა,გადაიხადე ფული იმაში,რომ ზედმეტად არავინ შემაწუხოს,თორემ ბავშვის ფოტოსაც ვერ ნახავ -ყველაფერს მოვაგვარებ,შენ იყავი ოღონდ მშვიდად. პალატა დიდი და ნათელი იყო,მაგრამ მიას მაინც ესიკვდილებოდა იქ დარჩენა.ფეხზე საერთოდ ვეღარ ჩერდებოდა და უმეტესად იწვა და ეს კიდევ უფრო აგიჟებდა.ბავშვივით გაუხარდა გაბრიელის მისვლა,რომელიც უზარმაზარი თაიგულითა და უამრავი ბუშტით დაადგა -ჩემო ფერია,აქამდე რატომ არ მითხარი? -არ იყავი აქ და რა აზრი ჰქონდა? გოგონას გვერდით მიუწვა და აღაჟღაჟებული ლოყები დაუკოცნა -უფრო მალე ჩამოვიდოდი -რაები მომიტანე? -შენი საყვარელი შოკოლადები,მაგრამ გზაში შენი ექიმი შემხვდა და მითხრა,ბევრი არ შეიძლებაო -ცოტას შევჭამ თვალი ჩაუკრა და ახლადშესულ მაქსიმეს გახედა -რას ეტმასნები ჩემს ქალს? -ენა ჩაიგდე,თორემ ისე დაგლეწავ,ვერ აგაწყობენ -რისი დამლეწი ხარ.ენის ტლიკინის მეტი არაფერი შეგიძლია -სად გგონიათ თქვენ თავი? -აწუხებ მიას და ადექი -არ მაწუხებს გაბრიელმა ნიშნისმოგებით გაუღიმა დაბღვერილ მაქსიმეს და კიდევ უფრო კარგად მოეხვია.მიას ძალიან გაუკვირდა გიოგის დანახვა,რომელიც ყავარჯნით შეკაკუნდა მასთან.უკან ლამაზი გოგონა მიჰყვებოდა -ბატონო გიორგი,რამხელა პატივია,თქვენი აქ ხილვა გიორგი მიას მიუახლოვდა და ხელზე ნაზად ეამბორა -ძალიან შემაშინე.ახლა ხო კარგად ხარ? -ყველაფერი კარგად არის -ჩემს დას უნდოდა შენი გაცნობა და სახლში ვერ გავაჩერე -უი,ძალიან სასიამოვნოა -ელენა მქვია გოგონა მიუახლოვდა და ხელი ჩამოართვა გაბადრულს -ისე მინდოდა იმ ადამიანის ნახვა,რომელისგანაც მაქსიმე შვილს ელოდება,სახლში რა გამაჩერებდა.გიორგი არ მთანხმდებოდა,ორივეს მოგვკლავსო -როგორი მატყარა ძმა გყოლია.დასხედით რა,ბიჭები ყავაზე გავიდნენ და მალევე მოვლენ -როდისთვის ელოდები? -არ ვიცი,მაქსიმალურად ვცდილობთ,ორი კვირა კიდევ გავაკაოთ.ძალიან ჰგავხართ ერთმანეთს მია ღიმილს ვერ იკავებდა მათი შემყურე.გული კინაღამ გაუსკდა,კარებში გაბრიელი რომ შემოხტა -რა ხდება? -პანაკოტა მოგიტანე ქოშინით მოუახლოვდა და იქლა იქვე დაუდგა -მაქსიმე სად არის? -მოდის,მე გამოვასწარი უცებ გაჩუმდა,მიას მნახველები რომ დაინახა -ოჰ,ელენა,როგორ მოხდა,ურჩხულის სასახლე რომ დატოვე? გოგონას მიუახლოვდა და ისე დახედა,ნებისმიერი მის ადგილას, ბრინჯივით დაიბნეოდა -თუ არ გაჩუმდები,ურჩხულის ყავარჯენს ჩაგარტყამ თავში გოგონა სწრაფად მოეხვია და ასევე სწრაფადვე გაშორდა -ანუ,ყველა იცნობთ ერთმანეთს -კი,ელენა ისეთი კაპასი და ქაჯი იყო,ოთახში ვკეტავდით გიორგისთან რომ მივიდოდით -ვაო,რა მაგარი ხარ,გაბრილ,ამ ყველაფრით რომ ამაყობ -შენ შენი ქაჯიბით არ ამაყობ? -გაბრიელ,მოშორდი ჩემს დას,სანამ ავდექი -ურჩხულმაც გაიღვიძა -შე იდიოტო,სად გამოიქეცი? ახლა კარში გულამოვარდნილი მაქსიმე შევარდა,რომელიც სახეზე ერთიანად აწითლებულიყო და სულს ძლივს ითქვამდა -რა ხდება,რა შეკრება გაქვთ აქ? თვალი მოავლო იქარობას და მოცინარ მიას შუბლზე აკოცა -მია მოვინახულეთ -მერე რას ჩამოუჯექით აქ,არ შეიძლება ამისთის გადაღლა -შენ ვინ დაგნიშნა ჩემს პირად ექიმად? გოგონამ სწრაფად აუწია წარბი და მაშინვე მიაჩუმა.ძალიან დიდხანს ისაუბრეს,ბევრი იცინეს და იხალისეს.მია თვალს ვერ აშორებდა გაბრიელს,რომელიც თვალებაციმციმებული და საეჭვო სინაზით უმზერდა ულამაზეს ელენას,რომელიც ამაყად აიგნორებდა მის გამოხედვასა და რეპლიკებს. მაქსიმეს მკერდზე ედო თავი და მის სუნთქვას უსმენდა.წარმოდგენა არ ჰქონდა,იქიდან ბავშვთან ერთად რომ გავიდოდა,როგორ გაგრძელდებოდა მისი ცხოვრება -გაბრიელს ელენა მოსწონს? -უყვარს,უკვე წლებია -რააა?!მე რატომ არ ვიცი ეს ყველაფერი? -არავინ არ იცის,ჩემი და გაბრიელის გარდა -და შენ რატომ იცი და მე არა? -არ ჰქონდა გაბრიელს ელენას შეყვარების უფლება.ჩემი და რომ ყოფილიყო,არასდროს ვაპატიებდი.იცის,რომ გიორგი დაუფიქრებლად მოკლავს -რას ნიშნავს,შეყვარების უფლება არ ჰქონდა? -კარგად იცოდა,რომ ელენას სიყვარულს გიორგი არავის აპატიებდა.მთელს სამყაროს ურჩევნია მისი თავი.ამიტომ ეძახის გაბრიელი ურჩხულს.მთელი ბავშვობა კუდში დასდევდა და მარტო თითქმის არსად უშვებდა -ვითომ მართლა მოკლავს? -ეჭვი არ შეგეპაროს ამაში.სკოლაში ვიყვაით,ჩვენს კლასელს ელენა რომ მოეწონა გიოს დაბადების დღეზე.ისე სცემა,სამი თვე ეკლესიაში დამხობილი ვლოცულობდით,რომ გადარჩენილიყო და ეს იდიოტი ციხეში არ ამოელპოთ -რა ცხოველობაა.ელენას თავისი ცხოვრება აქვს,ზრდასრული ქალია და უფლება აქვს,ის უყვარდეს ვინც უნდა და ის აკეთოს,რაც უნდა -გიორგისთის ამას მნიშვნელობა არ აქვს და ტყუილად არ მახსნევინო რა.დაიძინე ახლა შუბლზე აკოცა და მჭირდროდ მოეხვია ერთადერთ ქალს,რომელიც სულს უფორიაქებდა. შუაღამე იყო,მიას გაუსაძლისი ტკივილები რომ დაეწყო.ხმას ვერ იმორჩილებდა და ბოლო ხმაზე ყვიროდა -მია,სამწუხაროა,მაგრამ სასწრაფოდ უნდა გაგიყვანოთ სამშობიაროდ -ხო ყველაფერი კარგად იქნება? -ვეცდები,ძვირფასო.გპირდები,ყველაფერს მაქსიმალურად ვეცდები.ბუნებრივად ვერ იმშობიარებ,ბავშვი ძალიან ცუდ პოზაშია.მაპატი,მაგრამ უნდა დაგაძინო -არა,არა არ მინდა,გთხოვ.ვიმშობიარებ ბუნებრივად.თან მაქსიმეც არ არის ჯერ აქ -მია,შეიძლება შენც დაგკარგოთ და ნაყოფიც,ამიტომ სხვა გზა არ მაქვს. მია აკანკალებული იწვა საოპერაციო მაგიდაზე და აცრემლებულ თვალებს მწველ სინათლეს არ აშორებდა.საშინლად ეშინოდა,მაგრამ მისი შვილისთის უნდა ებრძოლა. რომ გამოფხიზლდა,უკვე პალატაში იყო.ხმის ამოღების ძალაც არ ჰქონდა.პირველი რაც თავში ამოუტივტივდა,თავისი შვილი იყო.წამოდგომა სცადა,მაგრამ ტკივილმა ამის უფლება არ მისცა -დამშვიდდი,ყველაფერი კარგად არის თავზე მაქსიმე ედგა,რომელიც ადამიანს აღარ ჰგავდა.მზერაამღვრეული დაჰყურებდა თავის ქალს -ბავშვი სად არის? კატის ჩუმ კნავილს უფრო ჰგავდა მისი ხმა.საშინლად ეშინოდა.ეშინოდა იმის,რომ რამე ცუდს გაიგებდა -აქ არის,ნუ ნერვიულობ მაქსიმე გერდით გაიწია და მიამაც დაინახა სასაცილოდ გახვეული პაწაწინა არსება.იმდენად პატარა იყო,ძლივს ჩანდა -ბიჭია -მომიყვანე,გთხოვ -არა,მეშინია.ხელს ვერ მოვკიდებ,ექთანს დავუძახებ ახლავე მაქსიმე დაფეთებული გავარდა და მალევე დაბრუნდა ექთანთან ერთად.გოგონამ ფრთხილად მიაწოდა ბავშვი და მარტო დატოვა -რა პატარა ხარ ცხვირდე დაუსვა თითი.თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე და ძლივს არჩევდა ბავშვის სახეს.მაქსიმე მიახლოებას ვერ ბედავდა -ღმერთო,რა პატარა და მახინჯია მია თან იცინოდა,თან ტიროდა -რეებს იძახი,გოგო,ბავშვზე -მახინჯია და რა ვქნა? -არ არის.იმედია,ჩემსავით ვირი არ იქნება -მეც იმედი მაქვს.მაქსიმე,მოდი და უკან დამიჯექი,თორემ ჩემი შვილი მამით ობოლი იქნება მაქსიმე სწრაფად დაიძრა მისკენ და ზურგზე აეკრო მისუსტებულს.ვერ იჯერებდა,რომ შვილი ჰყავდა,თან მიასგან -რა უნდა დავარქვათ? -შენ რაც გინდა -მამაშენის სახელს ნუ დამარქმევინებ და რაც გინდა,ის დავარქვათ -ხო,მამაჩემი ერთიც გვეყოფა საგვარეულოს -შენ რა გინდა,რომ დავარქვათ? -არ ვიცი,მია.შვილზე არასდროს მიფიქრია და სახელზე რატომ უნდა მეფიქრა -ნოა დავარქვათ მაქსიმეს არაფერი უთქვამს.მის თმაში ხლართავდა თითებს და მომღიმარი დასჩერებოდა პატარა ბიჭუნას,რომელიც სასაცილოდ აცმაცუნებდა ტუჩებს. -იმედია,გარეთ ჟურნალისტები არ დამხვდებიან,თორემ შუბლს გაგიხვრეტ -არავინ არ დაგხვდება და ნუ იმუქრები უაზროდ -ნოას წამოიყვან? -არა,მია,არა.რამდენჯერ უნდა გითხრა,მეშინია -როდესმე მოგიწევს,შეეხო.და,ცნობისთის,არ იკბინება -ხა,ხა,ხა.ხუმარა დედიკო ჰყავს ჩემს შვილს.სახლში აურზაურია.გაბრიელი ყირაზე დგას -რატომ მიეცი შესვლის უფლება? -და შენ ვინ გეკითხება,ჩემს სახლში ვის შევუშვებ? -რა შენს სახლში? -რატომ გგონია,რომ შენთან მივდივართ,ოთახნახევრიანში? -მე იმ სახლში ცხოვრებას არ ვაპირებ,სადაც ვიღაც ბო*ებთან ერთად გქონდა სექსი -ეგ სახლი გავყიდე.არც შენ არ მოგწონდა და დიდად არც მე.ჯერ-ჯერობით აგარაკზე ვიცხოვროთ და მერე ვიყიდოთ რამე სხვა.შენ რაც მოგეწონება,ან ავაშენოთ -ხო,ზედმეტად დიდი იყო ის სახლი -სამ კვადრატში ნუ ამომხდი ახლა სულს. მია თავის ცხოვრებაში პირველად ხედავდა იმხელა სახლს,რასაც მაქსიმე სამ კვადრატს ეძახდა -სანამ ამ ეზოს გავივლი,სკოლაში შევა ბავშვი -მამაჩემიც აქ არის -და რა უნდა? -ბავშვის ნახვა,რა ენდომება -შენ არ უნდოდი და შენი შვილი რად უნდა? -მია,ახლა მაინც მორჩი სისინს,დედა ხარ უკვე -მერე რა,რომ დედა ვარ.სიმართლის თქმა ვინ აუკრძალა დედებს? -გაჩუმდი და შედი დროზე,თორემ ჩამოადნა გაბრიელს ნამცხვრები მია მაქსიმეს მამას მთელი ღამის განმავლობაში უბღვერდა.საშინლად აღიზიანებდა ის ადამიანი,რომელმაც მაქსიმეზე ბევრჯერ თქვა უარი.გაბრიელი ძლივს გააგდეს სახლიდან.იხვერწებოდა,ძიძად ამიყვანეთო.მია დაღლილი მიწოლილიყო საწოლზე და მასთან მიწვენილ ნოას თითებს უკოცნიდა -ამდენი დამხმარე ქალი რა საჭიროა? -საჭიროა,დამიჯერე -არ გვინდა რა ამდენი -მამაჩემს რატომ კლავდი მზერით? -არ არის ღირსი? მაქსიმემ სწრაფად გაიძრო და მონატრებულ მიას მიუწვა -ახლა,ეს სულ აქ უნდა გვეწვეს? -არა,თავის საწოლში -ხო,თორემ მეშინია არ გავჭყლიტო -შენ რა ყველაფრის გეშინია -აბა რა პატარაა,ვერ ხედავ?რამე არ მოვტეხო -მაქსიმე,ძალიან დებილი ხარ მია მისკენ შეტრიალდა და როგორც სჩვეოდა,ვნებიანად აკოცა -მომენატრე -მერე,აქ არ ვარ? -არა,შენთან სექსი ვიგულისხმე -ღმერთო,კაცები ნეტა სულ ერთი ადგილის ქეიფზე არ ფიქრობდეთ და არ მინდა არაფერი -გადასვი ახლა ნოა და დავიძინოთ -ყველაფერი დედამ როგორ უნდა გააკეთოს ამოიზმუვლა და პაწაწინა თავის საწოლში გადააწვინა.თვითონაც გაიძრო და სწრაფად შეუწვა მაქსიმეს -არ მჯერა,რომ ჩემს საწოლში წევხარ და ჩემი საწოლის გვერდით,ჩემს შვილსს სძინავს -ელენასაც უყვარს გაბრიელი -არამგონია -უყვარს და გიორგიც ამჩნევს ამას -საიდან მოიტანე? -მზერა,მაქსიმე.ადამიანში მთავარი მზერაა.სამივეს გამოხედვაში შეგიძლია,ამოიკითხო მთელი ფილოსოფია -და დავიჯერო,ასე მშვიდად მიიღო ეს ყველაფერი? -რა ყველაფერი,არც ერთს არაფერი უთქვამს და იმის გამო ხომ არ მოკლავს გაბრიელს,რომ მის დას უყურებს -არ ვიცი და სიმართლე რომ გითხრა,არც ვაპირებ ჩარევას.დიდები არიან და თვითონ გადაწყვიტონ,რა უნდათ და რის გამო უნდათ სიკვდილი. ნოა საოცრად სწრაფად იზრდებოდა.იმდენად ტკბილი და თბილი იყო,ვერც მაქსიმე და ვერც მია ვერ სწყდებოდა. მიას სამსახურსი დაბრუნება მალევე მოუწია,რადგან ისედაც დიდი ხანი იყო გასული,რაც არ ემუშავა.მაქსიმემ ისე მოახერხა,რომ ზედმეტი არაფერი დაწერილა არც მასზე და არც ბავშვზე.მშვიდად ცხოვრობდა მაქსიმე თაბაგართან ერთად. ერთ საღამოს,სახლში ბრუნდებოდა,შესასვლელთან ელენა რომ დახვდა -ხო მშვიდობაა? -მჭირდები -ოღონდ არ მითხრა,რომ ვიღაცაა დაჭრილი,თორემ შეიძლება, გავგიჟდე -არა,სხვა რაღაცაში მჭირდები -შევიდეთ სახლში -არა,ჩემთან წამოდი.გიო მაინც ბიჭებთან არის და გვიან მოვა -კარგი,მაშინ ძიძას დავურეკავ რომ დამაგვიანდება. მია ინტერესით მისჩერებოდა ელენას,რომელიც დაბნეული და აღერვებული ჩანდა -ელენა,დიდი ხანი არ არის,რაც ერთმანეთს ვიცნობთ,მაგრამ დამიჯერე.რაც არ უნდა იყოს,შეგიძლია,მენდო -ვიცი,ვიცი,რომ შემიძლია,გენდო -ხოდა,მითხარი,რა ხდება -ძალიან გვიან გავიგე შენი არსებობა გაბრიელის ცხოვრებაში.ნუ,მაქსიმეზე აღარაფერს ვამბობ,ეგ ისეთი მუდოა,არაფერს არ ყვებოდა არასდროს.მია,ორსულად ვარ და არ ვიცი,რა ვქნა.ყველაფერს გეფიცები,გიომ რომ გაიგოს,ყელს გამოჭრის იმ საცოდავს.დედა და მამა რომ გარდაიცვალნენ,გიომ ყველაფერი თავის თავზე აიღო და უკვე ეჭვი მაქვს,რომ მისი საკუთრება ვგონივარ მია დიდხანს იჯდა ენაჩავარდნილი.რასაც ესენი ყვებოდნენ,თუ სიმართლე იყო,გაბრიელის გასვენება გარდაუვალი იყო -გაბრიელმა იცის? -არა.მირჩიე,რა ვქნა.შენ როგორ უთხარი მაქსიმეს? -მე და მაქსიმეს მოკვლით არავინ გვემუქრებოდა.შენი ძმა რომ დაჭრეს,იმ საღამოს ვუთხარი -ნერვიულობით ვკვდები,მია.ის არ ვიცი,გაბრიელს როგორ ვუთხრა და ხო წარმოგიდგენია,გიორგიზე რა მემართება -შენ გაბრიელს უთხარი და გიორგის როგორმე გავაკავებთ.თუ რამე დავაბამთ ორივეს გაეცინა,მაგრამ ელენას მალევე შეეცვალა სახე -რა დროს სიცილია?! -აქედანვე ნუ დადგამ დრამას.ეცედე,გაბრიელს დროულად უთხრა,რომ დანარჩენი ერთად გადაწყვიტოთ -კარგი,ხვალ ვეტყვი.ჩაის ხო დალევ? -არა,წავალ.ბავშვი და მაქსიმე მელოდებიან.გილოცავ მთელი გულით.გაბრიელი ერთადერთი ოჯახისწევრია ჩემი.ძმაც ის იყო,მამაც,დედაც,ბებიაც,ბაბუაც და ყველაფერი საერთოდ.ეცადე,გაუფრთხილდე და შენი ძმის ტყვიას არ შეეწიროს ლოყაზე აკოცა და მომღიმარმა დატოვა იქაუობა.სახლში შესული არ იყო,წინ მაქსიმე რომ აესვეტა -სად ხარ ამდენ ხანს? -საქმეზე -რა საქმეზე? -არ არის შენი საქმე -მია,ნერვებს ნუ მიშლი და მითხარი,სად იყავი -ჩემს ბურთს სძინავს? -სძინავს და ნუ მიყრუებ,მიპასუხე -ვაიმეე,რას ქოთქოთებ.როცა საჭირო იქნება,გაიგებ მაქსიმე სააბაზანოში შესულს,სწრაფად შეჰყვა და თავადაც გაიხადა -მითხარი სველ სხეულზე ნატიფ თითებს დაასრიალებდა და გონებას უბინდავ და ისედაც დაღლილ მიას -რამდენი ხანია,სააბაზანოში სექსი არ გვქონია -თუ არ მეტყვი,სად იყავი,კიდევ დიდხანს არ გვექნება -რა იყო,მამადლი? -მია,რას მაწვალებ,მითხარი -გაბრიელს და ელენას შვილი ეყოლებათ,მაგრამ შვილს რამდენად ეყოლება მამა,ჯერ არ ვიცი მია სწრაფად შეახტა წელზე და დაბნეულს გამოფხიზლებაც არ აცადა,ისე დააცხრა გაპობილ ბაგეებზე -შეუძლებელია -თავის დროზე შენც იძახდი,ჩემი შვილი შეუძლებელი არისო.მაგრამ ერთი წლის ხდება უკვე -მოკლავს -არაუშავს.ბავშვს მოვუყვებით,გმირულად როგორ იბრძოდა მამამისი და ახლა გონს მოდი და მაკოცე,თუ შეიძლება. გიორგი დაბნეული ათვარიელებდა თავის სახლში შეკრებილ ხალხს.მაქსიმე პატარა ნოას დასდევდა,რომელსაც ვერავინ აჩერებდა -რა ხდება? -გიუნა,რაც კი რამე ძალა გაქვს,მოიკრიბე და ეცადე,მშვიდად იყო ლუკა გვერდით ამოუდგა გიორგის და მხარზე წაუტყაპუნა ხელი -დროზე თქვით,რა მოხდა -ელენა ორსულადაა და ცოლად მომყავს.შენ არავინ გეკითხება,ოცდა ათი წლის ქალის ცხოვრებას.სულ რო შუბლის გახვრეტით დამემუქრო,ამას მაინც გავაკეთებ.დავიღალე მალვით -კი არ დაიღალე,სხვა გამოსავალი არ გქონდა გაბრიელმა ისე მიაყარა ყველაფერი,გიორგი გონს ძლივს მოვიდა -რას ბოდავს ეს? იმდხელა ხმაზე დაიყვირა,ნოამ ტირილი დაიწყო -მაპატიე,რომ გიმალავდი,მაგრამ წლებია,გაბრიელი მიყვარს -ელენა,შენც მოგკლავ და ამასაც.არა შენ ვერ მოგკლავ,ამ თავგასიებულს მოვკლავ გაბრიელისკენ გაიწია,მაგრამ ლუკამ ძლივს გააკავა -გიო,დამშვიდდი -რა დამამშვიდებს,გოგო?რას ამბობ,ოდნავ მაინც უკვირდები? -გიორგი,ზრდასრულები არიან და თითონ გაერკვევიან -მია,შენ ნუ ჩაერევი მაქსიმემ ყურსუკან უჩურჩულა და ბავშვი შეაჩეჩა ხელში.გიორგის მთელი ღამე ამშვიდებდნენ,მაგრამ ვერაფერს გახდნენ -მაინც დაგიმარტოხელებ გაბრიელს უბღვერდა,მაგრამ არც ის არ აკლებდა -მომკალი და ეგ იქნება,რას იმუქრები ამდენს -ახლა ამას მივახრჩობ წამოხტა,მაგრამ ისევ ლუკამ გააჩერა -უკვე მარაზმია ეს ყველაფერი.გეყოს.უყვართ ერთმანეთი და თვითონ გადაწყვეტენ,როგორ უნდა მოიქცნენ მაქსიმემ ვისკით სავსე ჭიქა მიაწოდა ერთიანად დაჭიმულ გიორგის.მანაც გამოართვა და სწრაფადვე გაუქანა კედელს.არაფერი უთქვამს,ისე დატოვა სახლი -გადაუვლის და მოვა ამოისლუკუნა ელენამ და გაბრიელის მკერდს მიაყრდნო შუბლი. ყველაფერს ეჩვევა ადამიანი,ამიტომ გიორგისაც მოუწია,ყველაფერი მიეღო ისე,როგორც იყო.გაბრიელის ატანა არ ჰქონდა,მაგრამ ელენას ხათრით იტანდა. ულამაზესი ქორწილი ჰქონათ.მაქსიმე თვალებაციმციმებულ,ულამაზეს მიას ეცეკვებოდა და ისევ ვერ იჯერებდა,რომ ეს საოცარი ქალი მისი იყო -იმედია,გული არ გწყდება,ცოლად რომ არ მოგიყვანე -და ვინ გითხრა,რომ შენი ცოლობა მინდა? -ჩემი ქალი ხარ კეფაზე გამოსდო თითები და იქამდე ჰკოცნა,სანამ უჟანგბადობისგან კინაღამ არ გაიგუდნენ. *** -მია,მოვედით ჩვენ და დროზე გამოდი -მოვდივარ და ნუ მირეკავ ყოველ ხუთ წუთში მიამ ყურმილი დაკიდა და სწრაფად გავარდა კლინიკიდან.ნოა და მაქსიმე მანქანასთან იდგნენ და მას ელოდნენ -ძალიან დაიგვიანე,მია ნოამ მანქანაში ჩასვა და თავად თავისი მანქანისკენ წავიდა -ჩემო უსექსუალურესობავ,დრო გვაქვს და შეგვიძლია,გადავუხვიოთ მაქსიმემ გავარვარებული ხელი მიას ბარძაყს გადაადო და მომღიმარ ქალს მაცდურად გაუღიმა -მაქსიმე,ორმოცდა თხუთმეტი წლის ხარ უკვე და როდესმე ხომ უნდა დასერიოზულდე?შენი შვილი უფრო სერიოზულია -დაიწყე ისევ სისინი? -დიახ მია მისკენ გადაიხარა გაჭაღარავებულ წვერიან ლოყაზე აკოცა -გიორგიც იქ იქნება -ოჰო,როგორ მოხდა,გაბრიელის დაბადების აღნიშვნის ცერემონიას რომ ესწრება? -იმდია,ტორტის ჩაქრობისას არ გაუხვრეტს შუბლს -მაგან კიდევ რით ვერ მოინელა.თრამეტი წელი გავიდა უკვე. გაბრიელი პატარა ბავშვივით ცქმუტავდა.ისე ელოდა სანთლების ჩაქრობას,თითქოს პირველი ყოფილიყო -მე რომ მის ადგილას ვიყო,ისევ შენ ჩაგიფიქრებდი მაქსიმე ზურგზე ეკვროდა მიას და ნაზად არხევდა სხეულს -როდესმე ჩამიფიქრე? -ალბათ ჩაგიფიქრე და მე არ მახსოვს,ან ჩაუფიქრებლად გაჩნდი ჩემს ცხოვრებაში -რა არანორმალურია ჩვენი ცხოვრება -შენ ხარ არანორმალური და იმიტომ.მია,თითქმის ოცდა ხუთი წელია ჩემი ხარ და არასდროს მითქვამს,რომ მიყვარხარ -და გიყვარვარ? -არანორმალურად და ისიც ვიცი,რომ შენც არანორმალურად გიყვარვარ ყელში აკოცა და ისევ მოტინგიცე გაბრიელს გახედა -ჯვარი არ დავიწეროთ?ამხელა ვირი გვყავს და ისევ მოუნათლავი დახეტიალობს თან გიორგი ელოდება,როდის ვიქეიფებთ ნოას ნათლობას -რაღაც ჩქარი ტემპით მიიწევ და ვატყობ, მალე შვიდიათას კაციან ქორწილსაც შემომთავაზებ.მაგრამ ჯვირსეწრის იდეა მომწონს მისკენ შეტრიალდა და მომღიმარს ყელზე შემოხვია მკლავები.ალბათ იმ სიყვარულით უყვარდათ ერთმანეთი,რომელზეც თვითონაც არ ჰქონდათ წარმოდგენა. არანორმალური იყო მათი ცხოვრება.ცნობილი წარმატებული ქირურგისა და კიდევ უფრო ცნობილი მაქსიმეს ცხოვრება... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.




