ჩვენ
სასიამოვნო კითხვას გისურვებთ! აუცილებლად მინდა დამიტოვოთ კომენტარი გავაგეძელო თუ არა ეს ისტორია... ეპილოგი ცხოვრება იმაზე დიდ განსაცდელს უმზადებს ადამიანს ვინდრე მას ოდესმე წარმოუდგენია.არის დრო,როდესაც ყველაფერი თავდაყირა დგება,ყველა ბედნიერი წამი დავიწყებას მიეცემა და მომავლის იმედი პატარა შეცდომის შემდეგ ქრება.მიუხედავად ყველაფრისა,ერთადერთი რისთვისაც ღირს ცხოვრება,ბრძოლა მომავლისთვის ეს იმედია,იმედი მომავლისა და იმედი ბედნიერების. ადამიანო,შესაძლოა არ გჯეროდეს სასწაულების და დღევანდელი დღით ცხოვრობდე,თუმცა იცოდე იქ სადღაც,სამყაროს დასალიერში აუცილებლად არსებობს ის ერთადერთი,რომელიც დაგარწმუნებს,რომ ამ ქვეყნად ყველაფერი სასწაულებით,მოულოდნელობებით აღსავსეა. რა არის სიყვარული? ამ კითხვას ყველგან აწყდები,სოციალურ ქსელებსა და ჟურნალებში.წიგნებსა და სტატიებში,თუმცა ზუსტი პასუხი არასდროს მიგიღია.იცი რატომ? სიყვარილს ახსნას ვერ უძებნიან. სამყარო ვერ ხსნის თუ რა დიდი ძალა აქვს სიყვარს.ვერასდროს გაიგებ სიყვარულის ზუსტს არსს თუ ამას შენ არ გამოცდი.მას ხომ ყველა თავისებურად აღიქვამს.სიყვარულის ძალა უკიდეგანოა მას შემდეგ,როდესაც უფალი შეგახვედრეს შენს ადამიანს. მოიხსენი ვარდისფერი სათვალე მკითხველო და ცხოვრებას შეხედე ისე,რომ დაინახო მისი მანკიერება. სიყვარულით დაბრმავებული თინეიჯერები ვერასდროს მიხვდებიან,რომ ყოველთვის სიყვარული არ იქნება ლამაზი ფერებით მოსილი.ისინი ვერ მიხვდებიან,რომ სიყვარული მახინჯია. შეიძლება გამაკრიტიკო,ალბათ იმიტომ,რომ სიყვარულს სიმახინჯესთან ვაიგივებ.ამას იმის დაყრდნობით იტყვი,რომ ქუჩაში ხედავ მოხუც წყვილს,რომლებსაც წლებთან ერთად მაინც უყვართ ერთმანეთი.მე ამას შეჩვევას ვეძახი.კარგი იყოს თუნდაც სიყვარული,მაგრამ გაიხედე ქუჩის მეორე მხარეს სადაც ეს მოხუცი წყვილი მისეირნობს.ხედავ სხვა მოხუც წყვილს,რომლებსაც დღემდე უყვართ ერთმანეთი და ამას აგრძნობინებენ თუნდაც 50 წლის შემდეგ ერთმანეთს? ამით იმის თქმა მინდა ადამიანო, რომ მარადიული არაფერია.ამ სამყაროში ყველაფერი წარმავალია.თვით სიყვარილიც კი. სიტყვა “მიყვარხარ” გაუფასურდა,ნუთი ვერ ხვდები? არ გაგჩენია კითხვა რატომ უნდა დაკარგოს ამ სიტყვამ ის დიადი მნიშვნელობა,როგორიც გააჩნია?. “მიყვარხარ” იქ ქრება როდესაც გაუაზრებელ,ჩამოუყალიბებელ თინეიჯერებს სიყვარული და ვნება ერევათ ერთმანეთში და ამ სიტყვას მიმოფანტავენ.ჰაერში ისვრიან და ისე პანტაპუნტით მიმოისვრიან სიტყვებს თითქოს მას სამყაროს შეცვლა არ შეეძლოს.ახალგაზრდებს ერევათ სიყვარული და დაუოკებელი ვნება ერთმანეთში,მათ უყვართ პარტნიორის სხეული და არა სული. შესაძლოა,რომ იმ უაზროდ მომობნეულ სიტყვებს უდიდესი ძალა ჰქონდეს ადამიანთათვის. სიყვარული მარადიული არასდროს იქნება თუ წლების შემდგომ მას საკუთარ მეორე ნახევარს იმიტომ დაუძახებ,რომ თნაცხოვრების დროს შეეჩვიეთ ერთმანეთს.შენ უნდა გიყვარდეს ის როგორც პირველ დღეს,როცა უცნაურმა ჟრუანტელმა დაგიარა ტანში,როცა მუცელში პეპლები აფაეფატდნენ. 1 თავი. როგორც ყოველთვის აწკრიალდა მაღვიძარა აწი უნდა მივეჩვიო ყოველ დილით 8:00-ზე ადგომას,ზოგი 7:00 დგება მაგრამ მე ძალიან ზარმაცი ვარ და მიყვარსს უზომოდ ძილი.შესაძლოა მეც 7:00დან ავმდგარვიყავი,თუმცა დღეს ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და ახალ გამოწვევებთან ერთად შიშის გრძნობა მეუფლება.მიუხედავად ამისა,წოლა მირჩევნია,რა სჯობს იმ წუთებს,როდესაც დილის მზის შუქი შემოდის ფანჯარაში და ნელი სიო არხევს ხეებს,ჩიტების ჭიკჭიკი კი ძილს გიფრთხობს,ხოლო ეს ბევრად სასიამოვნო გრძნობაა,ვიდრე დილის 8:00ზე მაღვიძარის ხმა. ხომ მართლა მე დედისერთა,მშობლებისგან განებივრებული,მომავლის იმედით აღსავსე 16 წლის ნიტა ჯაფარიძე ვარ. დედა ანა კანდელაკი მამა გიორგი ჯაფარიძე.ოჯახი? ეს იმაზე დიდი განძია ჩემთვის ვიდრე წარმოიდგენთ.ბევრჯერ მიფიქრია,რომ არა ჩემი მშობლები მე დღეს არ ვიქნებოდი.ადამიანი მაშინ გრძნობს ყველაზე დიდ ძალას,როდესაც გვერდით მშობლები ეგულება. ყველაზე ძლიერი მაშინაა ადამიანი,როდესაც მტკიცე ნებისყოფით უმკლავდება მათი დაკარგვისგან გამოწვეულ ამ უბედურებას. არ არსებობს ინდივიდი რომელიც რაღაც დანაკარგს არ განიცდიე ცხოვრებაში. ვერავის ტკივილს ვერ გავზომავთ. ყველას თავისებურად სტკივა,თუმცა არის ტკივილი,მწუხარება,რომელსაც დროც ვერაფერს აკლებს და ადამიანს შინაგანად ანადგურებს. მეგობრობა? მეგობრობა ძალიან წრფელი სიტყვაა.არ მყავს ბევრი მეგობარი,მეტსაც გეტყვით მყავს მხოლოდ ერთი,ელენე.ეს ალბათ იმიტომ,რომ ყველას მეგობარს ვერ დავუძახებ.ეს ურთიერთობა იმდენად ახლოა ჩემთვის და მნიშვნელოვანი,რომ ყველა ვერ იქნევა.მე და ელენე ალბათ საბავშო ბაღიდან ერთად ვართ.ზოგჯერ მგონია,რომ სხვა მეგობარი ვერ მეყოლება. ალბათ ტკივილის მეშინია,რადგან მსმენია მეგობარზე დიდი მტერი არ გეყოლება არასდროსო. რა უსამართლოა ეს ცხოვრება,როგორ მარტივად შეუძლიათ ხაზი გადაგისვან და მიწასთან დაგანარცხონ.შენ კი იმსხვრევი,როგორც სახლში,თაროზე დაწყოფილი ფაიფურივით და ნადგურდები. მე და ელენე წელს გადმოვსახლდით ახალ უბანში,საერთოდ არ ვფიქრობ,რომ ახალი უბანი ახალი შესაძლებლობებით იქნება აღსავსე.რას უნდა ველოდო ვაკისგან ან აქაური საზოგადოებისგან,რომლებიც გარე უბნებში მცხოვრებ ხალხს ზედ არ უყურებენ. სკოლის შეცვლა კი ნამდვილად რთული აღსაქმელი აღმოჩნა,რადგან 11 წლის მანძილზე როდესაც გიწევს ერთ საზოგადოებაში ყოფნა,ბოლო დამამთავრებელ წელს იცვლი სკოლას და ამით იცვლება ბევრი რამ შენს ცხოვრებაში. მე და ელენემ გადავწყვუტეთ,რომ ეს მხოლოდ სკოლაა სადაც რამდენიმე თვე ვიქნებით და არ იყო საჭირო მეგობრები ან კლასელებთან დაახლოება. საბურთალოზე ცხოვრებაიმაზე მეტად მომწონდა ვიდრე ვაკეში.ალბათ გაგიკვირდებათ მიზეზი იმისა,რომ მე და ელენე ერთ დროულად გადმოვსახლდით სხვა უბანში.მამაჩემი და ელენეს მამა გაგა ბიზნესპარტნიორები არიან,აქვთ არაერთი ბიზნესი,რომელსაც ერთად ხელმძღვანელობენ,ჰყავთ ახალი პარტნიორი ლაშა,თუმცა არც ისე დიდი ხანია,რაც დაიწყეს თანამშრომლობა და არ ვიცნობთ მას. პრესასთვის გადაწყდა რომ გვერდი-გვერდ კორპუსში ერთად ეცხოვრათ მდიდრების უბანში. მოკლედ დღეს 15 სექტემბერია,სწავლის პირველი ბოლო დღეს.სკოლის პირველი დღე არასდროს მიყვარდა,რადგან უამრავი ბავშვით გადაჭედილი სკოლის ეზო,თითქოს ბედნიერ პირველ კლასელ ბავშვევს აცილებენ მშოვლები სკოლაში,არადა სახლიდან წივილ-კივილით გამოიყვანეს და კლასის კარებამდე ტირილით მიჰყავთ.დიდი ხნის უნახავი მასწავლებლების “სითბოს” გამოხატვა.არა,ნამდვილად დამღლელი და თან მე-12 კლასის პირველი დღე უცხო სკოლაში. მგონი დროა ავდგე.სააბაზანოში შევედი მოვწესრიგდი ჯინსის შავი შარვალი,თეათრი კედები,თეთრი ტოპი ჩავივცვი,თმა გავიშალე,ტუჩსაცხი წავისვი,ყურსასმენებ,ტელეფონი,ჩანთა ავიღე და სამზარეულოში ჩავედ სადაც დედ-მამა მეგულებოდა. -გაუღვიძია ჩემს ფერიას-მეუბნება მამა და შუბლზე მკოცნიდა.მგონი რუტინად ექცა დილით ახალ გაღვიძებულზე თბილი შეხვედრა და შუბლზე კოცნა. -დილამშვიდობისა მშობლებო-შემოვხტი ისე თითქოს პირველკლასში მივდიოდე -დილამშვიდობისა-თქვა დედამ და ლოყაზე მაკოცა-მოდი ისაუზმე და მამა წაიყვანს ახალ სკოლაში -საუზმე არ მინდა პირველ დღეს მაინც არ დამაძალოთ რაა-როგორც ყოველთვის ავბუზღუნდი,იცოდა როგორი ჯიუტი ვიყაცი და აღარ შემეკამათა. -კაი არ ჭამო შვილო,ელენეს გავუაროთ თუ გაგას მიყავს? -გავუაროთ მა, უიიი უნდაა დავრეკო არ გამიღვიძებიააა ელეენეეე-ყვირილით მისაღებში გავედი,ეს გოგო ჩემს გარეშე ვერ იარსებებდა.მშობლების სიცილზე მეც ავკისკისდი . -ელეე გაიღვიძეე -ვუიი უკვე გასვლას ვაპირებდიიიიი გოგოოო გაგიჟდიიი აქქნდე რატომ არ განაღვიძე რომ ჩანძინებოდაა-წარმოვიდგინე როგორ ყრის ელენე ცოფებს როცა გაბრაზდა და სიცილი დავიწყე -ჰეეე სადხარ არმოდიხარ? -კი,კი დღეს დიდი დღეაა კოშმარი იწყებაა,ელენე არავის გაუღიმოოო. -ნიტტააა შვიილოო წამოდიიი მეჩქარებაა კომპანია დააა საქმეე მელოდებაა-სიცილლ ხარხარით დავემშვიდობეთ დედას და წავედით,ელენეც ჩაოვიდა და სკოლამდე რომ მივედით მივხვვდი რომ არც ისე შორი არის სახლიდან სკოლა ფეხითაც შევძლებბ მოსვლას,სკოლის კარებთან ვიდექი ვათვალიერებდი ბავშვებს ეს გასართობ ცენტრს უფრო გავდა მათი ჩაცმულობის მიხედით,გამეცინა და სკოლაში შევედით ჩვენი კლასი მოვძებნეთ და მასწავლებელმა გვითხრა რომ ერთად ვერ დავჯდებოდით,რადგაბ გოგო-ბიჭს სვამდნენ ერთად,ამიტომ მე ბოლოში ბიჭის გვერდით დამსვეს ელენც ჩვენს გვერდითა მერხზე -ნიტა შენ ალექსანდრეს გვერდით დაჯდები-მანიშნა შუა რიგში ბოლო მერხზე მჯდომ სიმპატიურ ბიჭზე-გაჩე როგორ შევაფასე?-ვფიქრობ გონებაში და ვხვდევი რომ ყველა მე მიყურებდა და დროა დავიკავო ჩემთვის განკუთვნილი ადგილი.ელენე შენ სანდროს გვერდზე-ორივემ ადგილები დავიკავეთ. -გამარჯობა-ზრდილობიანად მომართა და თვალი ჩამიკრა -გამარჯობა -მე ალექსანდრე ფუტკარაძე -სასიამოვნოა-თვალი ავარიდე -შენნნ? -რააა მე-თითქოს ვერ მივხვდი რას მეკითხებოდა,დამაბნია თავისმა ცისფერმა თვალებმა,რომელიც თითქოს ოდესღაც სადღაც მინახავს. -სახელი,არ გამეცნობი? -ნიტაა,ნიტაა ჯაფარიძე -აჰამმ-აქ შეწყდა ჩვენი დიალოგი... ბოლო გაკვეთილის ზარიც დაირეკა.ელენე იმ წამს მოვიდა ჩემთან,მოვიდასაც ვერ დავუძახებ მოვარდა და გამაქცია გარეთ. -მშვიდობა გაქვს?-სიცილით და თან ქოშინით ვუთხარი. -მშვიდობა როგორ უნდა მქონდეს როცა გვერდით ასეთი ბიჭი მიზის-ეს გოგო გადამრივს რანაირად დაასკვნა ამ დროის მანძილზე როგორი იყო. -გაგიჟდი ხო? მეტი საქმე არ გაქვს მგონი -ეგ ალექსანდრეც არაა ცუდი,წავა რა -ალექსანდრე წავა ანუ და სანდრო ძან მაგარი ბიჭია-გადავატრიალე თვალები და გავედით სკოლის ეზოდან.აბა ალექსი მოსწონებოდა ხო შეამკობდა უამრავი კომპლიმენტით.ან რა ალექსი იქნებ აღიზიანებს ალექსის რომ ეძახიან.მგონი გადავიღალე რეებზე ვფიქრობ. სადარბაზოსთან დავიშალეთ მე და ელენე,სჯობდა დამესვენა,რომ ხვალ სკოლაში შემართებით მივსულვიყავი.სახლში მისულზე დამხვდა მამა,გაგა (ელენეს მამა) და უცხო მამაკაცი. -ნიტა,გაიცანი ლაშა,ჩემი და გაგას ახალი ბიზნესპარტნიორი-ახლა მივხვდი ვინც არის,მაღალი ცისფერთვალება,ქერა და ახოვანმა მამაკაცმა ხელი გამომიწოდა ჩამოსართმელად. -ლაშა-თავაზიანად მითხრა სახელი. -ნიტა,სასიამოვნოა-ამის შემდგომ წავედი ოთახში რადგან გადამევლო და დამესვენა. ფიქრები სწორედ მაშინ ამოტივტივდება ჩემს გონებაში როცა მარტო ვარ და დრო მაქვს ბევრი.ვფიქრობ ძალიან ბევრ რამეზე,თუმცა სიყვარულზე არასდრის მიფიქრია.არასდროს ამიწყვია ოცნების კოშკები სიყვარულზე.არასდროს მიფიქრია თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცზე,მაგრამ დღეს ყველაფერი აირ-დაირია. სულ ალექსანდრეზე მეფიქრება,სულ მის ცისფერ თვალებზე. არადა ბიჭზე ფიქრები არასდროს მქონია.ელენეს ბიჭებზე მიფიქრია მას შემდეგ როცა მთელი დღე ერთ კონკრეტუკზე რო მესაუბრებოდა.თუმცა ეს ხო ელენესი არ იყო.ამ ფიქრებში გართულს გამომაფხიზლა ტელეფონის ხმა.შეტყობინება ელენესგან:”წამო რა სადმე,აღვნიშნოთ სკოლია დაწყების ბოლო პირველი დღე”-ნამდვილად მეზარებოდა,თუმცა შეწინააღმდეგებას აზრი აღარ ჰქონდა. ზუსტად 15 წუთში მომზადებული ელენე სადარბაზოსთაბ მელოდებოდა. -საით გაგვიწევია? ეს ისე რო ვიცოდე-გადავიხარხარეთ. -ბარში,გავერთოთ. -როდიდან ერთობი ბარებში? ვაკეში რაც გადმოხვედი აუწყო უნდა აქაური ხალხის რუტინას ფეხი თუ?-თითქოს კედელს ვ ესაუბრე ზედ არ შემომხედა. ასე ფეხით სეირნობით აღმოვჩნდით ბარის წინ სადაც ძალიან ხმამაღალი მუსიკის ხმა გამოდიოდა და გული მიგრძნობდა რამდენიმე წუთში გამოვარდებოდი აქედან. -ჩემს შემდეგო-მომძახა ელენემ და შოგნით შევარდა უკან არც გამოუხედავა არადა კარი ცხვირწინ მომიჯახუნა სპონტანურად. კლუბში შესვლისთანავე თვალებში მომხვდა განათება რომელიც ნამდვილად თვალებს მტკენდა და უკვე აქ ყოფნა აღარ მინდოდა.ელენე უცნაურად იქცეოდა.თვალებს იქით-აქეთ აცეცებდა,თითქოს ვიღაცას ეძებდა და ჰოპ.ბართან ორი ჩემთვის ძალიან ნაცნობ სილუეტი შევნშნე. ამ დროს ელენემ დამავლო ხელი და ადგილიდან მომწყვიტა.რამდენიე წამში აღმოვჩნდით ალექსანდრესა და სანდროს წინ. -არადა ამ წამამდე ვფიქობდი წიგნებში დამალული,ათოსანი გოგოები იყავით და ძალიან გამიხარდა თქვენი აქ ხილვა-გადაიხარხარა ალექსანდრემ.ამ დროს მისი სიტყვები გულზე ძალიან მომხვედა.,,ათოსანი გოგოები“.წარბის აწევით გავხედე,თითქოს ვწვდებოდი ყელში და გავგუდავდი.ელენემ მხარზე ხელი მკრა და გამომაფხიზლა. -ჰმ,რას დალევთ გოგოებო?-სანდრომ დაძაბულობის განსამუხტად სასმელი შემოგვთავაზა.სანდრო ნამდვილად ბევრად უკეთესი იყო ვიდრე ალექსანდრე. -მე არ ვსვამ-ნიშნის მოგებით ვუპასუხე სანდროს. -სვამს და მეც ვსვამ-ელენემ კვლავ მკრა მხარზე ხელი და ბართან ადგილი დაიკავა,სანდრო კი უკან მიჰყვა.დავრჩით მე და ცისფერთვალება ფლეიბოი ერთმანეთის პირისპირ.ეს უხერხულობა უფრო დაძაბა მისმა ნაბიჯმა,რომელიც ჩემკენ გადმოდგა.იმდენად ახლოს იდგა,რომ ვგრძნობდი მის სუნთქვას,მინდოდა თვალებში ჩამეხედა,თუმცა კლუბის განათება მიშლიდა ხელს,რომ დამენახა თავისი ცისფერი თვალები. -რატომ არ სვამ? გეშინია? -და რისი უნდა მეშნოდეს? -იმის,რომ დილით არა შენს,არამედ ჩემს სახლში გაიღვიძებ. -ამის მე არა შენ უნდა გეშინოდეს-ვუპასუხე და მხარზე ვკარი ჩემი მხარი და გავწიე ელენესკენ,რომელიც მის გვერდით უჩემობით შეწუხებულს არც კი ჰგავდა. კლუბში საკმაოდ ბევრი დავლიეთ.ალექსანდრე არ სვამდა,არც კი მიკითხავს თუ რატომ,მაგრამ ძალიან მინდოდა მცოდნოდა.იქნებ მას ეშინია,რომ მე გამეღვიძა დილით მის სახლში. -მე წაგიყვანთ ორივეს-მოგვმართა ალექსანდრემ მე და ელენს.ამ აზრმა არ მომხიბლა,თუმცა წინააღმდეგობა ვერ გავუწიე,რადგან ამის თავი ნამდვილად არ მქონდა. ჩემდა გასაკვირად ელენე და სანდრომ მოითხოვეს უკან დაჯდომა,მე კი წინ მომიწია გადანაცვლება.მთელი გზა ხმა არ ამოუღია ალექსანდრეს,წყნარ მელოდიას ელენეს და სანდროს ჩურჩული არღვევდა.ისე სწრაფად აღმოვჩნდით ჩემს კორპუსთან,რომ ვერც კი გავიაზრე. საინტერესო თავები გელოდებათ წინ...გავაგრძელო? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


