შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შესაფერისი! (ნაწილი 9)


9-12-2025, 23:44
ავტორი llella
ნანახია 359

ნინას ნაამბონი:

კარებზე ხმა იყო, გაღებისთანავე უკმაყოფილო გამომეტყველება დავლანდე.
-არა, რა მითხარი იცი?! რატომ უნდა მიწევდეს რამოდენიმეჯერ ერთისა და იმავეს გამეორება.
-შენ რა მითხარი იცი?-ვცადე როგორმე ჩამეკვეხებინა ჩემი აზრი.
-არ მოგისმენ! აქ და ამ სიტუაციაზე არ მოგისმენ შენს თავს ვფიცავარ, ელემენტალური თხოვნა როგორ არ უნდა გაითვალისწინო ჩემი?!
-უსაფუძვლო თხოვნა არ ვიცი მე.
-უსაფუძვლო არაა, გეუბნები არ არიან იქ ის ხალხი, სადაც შენ უნდა იყო, დაგიკონკრეტებ დაჟე თუ გინდა, ჩემი საცოლე არ უნდა იყოს იქ!
-შენი საცოლე არ იყოს მერე-შევიცხადე და თითი გავაქნიე-მე არც ბეჭედი მიკეთია და არც არავისთვის მითქვამს, რომ ცოლად გავყვებოდი.
-უკაცრავად?!-ხმა შეეცვალა ალეკოს და ამათვალიერა.
-რაც გაიგე ის, კომპლექსიანი თინეიჯერი ბიჭივით ხარ რაღაც გამხდარი, რაიყო გამინაღდე და ვსო?!
-რეებს ლაპარაკობ გოგო?! სულ მთლად გააფრინე?-ჩემკენ წამოვიდა, მეც უმალვე უკან სვლა დავიწყე მექანიკურად.
-ეს აზრი მაწუხებს უკვე დიდი ხანია…
-რა აზრი?! რომ მუღამის გამო ვარ შენთან?!-ნერვიულად გაიცინა და მკვლელის თვალებით დამაკვირდა.
-ზუსტადაც.
-ჩემი კაცობის…
-გეყოს რა, ნამუსზე მაგდებ ახლა შენი აზრით?
-როგორ გეკადრება, რაც გინდა და როგორც გინდა, ისე ქენი.
-ზუსტადაც ვიზამ!-არ გავტყდი მეც, მაგრამ თითქოს გული რაღაც ცუდს ელოდა.
-მე დავასრულე, თუ იმდენი ვერ შევძელი რომ ეგეთი აზრები გაწუხებს, როგორიცაა რომ არ ხარ საცოლე და მითუმეტეს რომ მე მუღამის გამო ვარ შენთან, თავისუფალი ხარ დღეიდან.
-რას გულისხმობ?!-ხმაში ნერვიულობა და კანკალი შემეტყო.
-ვიცი, რომ გაბუტული ბიჭივით ვლაპარაკობ, მაგრამ ვჩანდე ეგეთი. მე არც რაიმეს გაძალებ და არც არაკაცივით ვიქცევი, მინდა რომ გამითვალისწინო, მინდა გაიაზრო, რომ მე არც კი გთავაზობ მე წამოვალ თქო, არაა ეგ ის თემა და ის ხალხი სადაც შენ, ან მე უნდა ვიყოთ, მაგრამ თუ აყენებ საკუთარ სურვილებს იმაზე მაღლა, ვიდრე ჩემი ახსნილია, იყოს ეგრე.
-მომბეზრდა-ამოვიკნავლე და გავცილდი.
შემოსასვლელთან დადებულ საკუთარ ქურთუკს მოვკიდე ხელი და გასვლას ვაპირებდი, რომ გამომყვა.
-სად მიდიხარ?!
-თავისუფალი ვარ და სადაც მინდა იქ წავალ, ესე არ მითხარი?!
მის პასუხს აღარ დავლოდებივარ, ისე გავედი გარეთ.
ქუჩებს გავუყევი და სრულიად მიუღებლად მომეჩვენა მომხდარი სიტუაცია, მისი საუბარი, საქციელი, პატარა ბავშვის გამოხტომები და მაინც იმ აზრზე ვიდექი რომ “გაინაღდა”, არადა რა ამაზრზენია რეალურად ამის აღქმა.
-ნუთუ ასე სულელურად დავიშლებით?-ვკითხე საკუთარ თავს ხმამაღლა, თითქოს თუ კი კითხვას გავიგონებდი, უფრო გავიაზრებდი კითხვის შინაარსს-მეეჭვება…
ხმა გათიშული ტელეფონი ბოლო ზარს რომ ღაფავდა, მაშინღა შევნიშნე და ამოვიღე ჯიბიდან.
-ჰო-ვუპასუხე ყურმილს იქეთ მყოფ სავიას.
-სად ხარ?
-ბარათაშვილზე, რაიყო?!
-რატის დაბადების დღის საჩუქარი მინდა ვუყიდო და არ გამყვები?
-ეგ სულ ამომივარდა თავიდან, კი როგორ არა, გაგყვები, იქნებ მეც შევარჩიო რამე.
-ასე 10 წუთში მოვალ კლინიკასთან და დამხვდი.
არც ვიცი 10 წუთი გავიდა თუ 9, საუკუნედ მეჩვენა ფიქრებში გალეული ყველა წამი, რომელიც ძალიან არ მოსწონდა ჩემს გონებას, რა მოხდება თუ მართლა აღარ ვიქნებით და მართლაც დამთავრდება ეს ყველაფერი, რა მოხდება, თუ აღარ შევიმჩნევთ ერთმანეთს და დავიკარგებით, როგორც უცხო ნაცნობები, რა მოხდება, თუ ავარიდებთ ერთმანეთს თავს ისე, თითქოს არავინ ვყოფილვართ და მერე?! მერე რა უნდა მოხდეს, მერე როგორ უნდა ვიყო, მერე საკუთარ თავს როგორ ავუხსნა სარკეში რომ ჩავხედავ, რომ ეს ყველაფერი სისულელეს მოყვა, რომელიც არც თუ ისე სისულელე იყო, მისი აჩემება ჩემს აზრს არ დაემთხვა და მერე..?! მერე რა ხდება ამ დროს, გავლანძღო და დავაბრალო ჩამოუყალიბებლობა და ახლა როგორცაა მოდაში “ტოქსიკურობა”? დავაბრალო რომ მის ჭკუაზე ცდილობს მატაროს, თუ საკუთარი თავი დავსაჯო იმით, რომ არ გავარკვიე ყველა დეტალი და იქნებ მართალი იყო თქო… იქნებ.. იქნებ…
-მეც მოვედი-სავიას ხმამ გამომარკვია ფიქრებიდან.
-ჰო, საით მივდივართ?
-რა მოხდა? ისაუბრეთ?
-საით მივდივართ თქო.
-თუ არ მეტყვი რა მოხდა, არსად არ წავალთ.
-დავიშალეთ-გავიმეორე მისი ნათქვამი სიტყვა და გამეღიმა სიმწარისგან.
-დავიშალეთ რას ქვია?!
-ვერ ვხვდები, ტოქსიკური ტიპია, თუ მზრუნველი ქართველი.
-ნინა, ფსიქოლოგი არ ვარ და შეფარულ საუბარს ვერ ვხვდები.
მოვუყევი რა როგორც იყო.
-და რას ფიქრობ?-მკითხა და ხელკავი გამომდო.
-ჯერ ვერ ვხვდები ვერაფერს, უამრავი აზრი მიტრიალებს თავში და ძალიან მეაბსურდულება სიტუაცია.
-ნამდვილად უცნაურია, ამდენი მცდელობის მერე, ესეთ სისულელეზე რომ “დაადეთ” ერთმანეთს.
-დავადეთ თუ დამადო ეგაა საკითხავი.
-რატის რომ ვკითხო? იქნებ მან იცის მიზეზი.. რავიცი.
-მივხედოთ იმ საქმეს რაზეც წამოვედით რა, ფიქრისგან თავი უნდა გამისკდეს, გთხოვ.
პოლოს ის მაისური უყიდა სავიამ რომელიც რატის უნდოდა, მე კიდევ კარგი სუნამო შევარჩიე.

სავიას ნაამბობი:

უკვე საღამო იყო, როცა ტელეფონის ზარმა მიიქცია ჩემი ყურადღება, ჩავაბრუნე ეკრანით ქვემოთ და დივნის საზურგეს მივეყრდენი.
-რა საჭიროა…-ამოვიოხრე და თვალები დავხუჭე, ცალი ხელით ტელეფონის ძებნას შევუდექი და ხმა გავუთიშე-არმინდა!
ვიცოდი თითქოს უჩა რომ რეკავდა და მეცინებოდა საკუთარ თავზე.
-არა, ახლა მეც ხომ ალეკოსავეთ ვიქცევი?-ისტერიული სიცილი ამივარდა და მერე… მერე უეცრად დავიწყე ტირილი-არ მინდა რა… ოღონდ ახლა არ ჩამერიო ფიქრებში…
სახლში მარტო ვიყავი და ეს უფრო მთრგუნავდა. საშინელებაა ხოლმე როცა მარტო დარჩები, ის აზრები რომ მოგეძალება, რაც ყველაზე მეტად გინდა, რომ დაგავიწყდეს, გაექცე გინდა თითქოს ყველას და ყველაფერს, დაიმალო
სადღაც დასალიერში მყოფ პატარა ვარდისფერ სარდაფში და იყო მარტო ყველაფრისგან შორს. გაუაზრებლად ორივე ხელი ავიტანე კისერთან და მოვუჭირე მსუბუქად.
-მკლავდა ალბათ-გამეღიმა და ვუმატე ტირილს.
შემეცოდა ჩემი უსუსური თავი და ნერვებისგან ვიწვოდი, რატომ უნდა მომხდარიყო ასე, რატომ უნდა ვყოფილიყავი მე მსხვერპლი და ის… ის რატომ უნდა ყოფილიყო ჩემზე ძლიერი, რატომ ვერ შევძელი არ მისულიყო ყველაფერი იქამდე, სადამდეც მივიდა. მე
ხომ მხოლოდ როგორც ქალი ბედნიერებას ვეძებდი, სიმშვიდეს და ერთგულებას, ერთიანობას მასთან ერთად, რა საზიზღარია, ადამიანი მასზე ერთ კარგ საქციელსაც რომ არ დაგიტოვებს გასახსენებელს.

ცას და მიწას შორის, სიცარიელე რომაა, აი ეგ რომ შევავსოთ, იმისთვის შეგვქმნეს ალბათ, ყველაფერი სრული რომ იყოს. თუმცა მგონია, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ იყვნენ სრული და მთლიანი, მათ აქვთ რაღაც ნაკლი, სულში ალბათ, რომელიც სრულიად შეუფერებელია რაიმეს გასალამაზებლად და შესავსებად, ისინი ანადგურებენ და ასახიჩრებენ ყველაფერს თავიანთ გზაზე და ცოდვის დადებაც ალბათ მაგას ჰქვია.
მაგრამ “ცოდვა” ვინაა, ის ვინც ავსებს, თუ ის ვინც ივსება?!

თავის დახსნაზე ფიქრებს, სხვა პიროვნების სილუეტი მოყვა ფიქრებში და შევჩერდი, ნელა გავახილე თვალები და თვალწინ მაღალი, შავგვრემანი და საკმაოდ მიმზიდველი ახალგაზრდა მამაკაცი წარმომიდგა, რომელმაც ერთი თვის შიგნით, მოახდინა ჩემს ცხოვრებაში ის, რაც არასდროს არავის გაუბედავს და არც კი უფიქრია.
-ნეტავ პირდაპირ რომ ხედავ, ის ზიანი უფრი მტკივნეულია, თუ ის, რომელსაც ვერ იაზრებ და ვერ ხსნი?-ვკითხე საკუთარ თავს და გავიცინე-ალბათ ცოტათი რომ მიმეშვა საკუთარი თავი, ყველაფერი მოხდებოდა, ან არ ვიცი, იქნებ არც.
ყველა მისი შეხება და გამოხედვა გამახსენდა, ყველა მისი თავხედობა და მოურიდებლობა, ყველა სითამამე და თავდაჯერებულობა.
-იქნებ მეც მინდოდა მასთან?!-კეფაზე ხელი ძლიერად მოვისვი და გამეღიმა-რას ვბოდავ ღმერთო.
სისულელეა ყველაფერი, უცნაურია იწყებდე რაღაც ახალს, როცა ჯერ ძველის კარები არ დაგიხურავს, არმინდა გავაუბედურო და გავიყოლო იმ უფსკრულისკენ საითაც თითქოს მე მივდივარ.
ცრემლებმა ისევ იმატეს სვლა ჩემს ღაწვებზე.
-უნდა მოვიშორო, თორემ არაფერი კარგით ეს ურთიერთობა არ დასრულდება-გავატრიალე თავი ფანჯრისკენ-მაგრამ როგორ?!

კარებზე ხმა…

-ოღონდ ახლა არა-გავიფიქრე, საჩქაროდ მოვიწმინდე ცრემლები და კარებისკენ გავემართე.
-ტელეფონს რატომ არ პასუხობ?!-მკაცრად მკითხა ჩემს წინ მდგარმა გალუმპულმა სილუეტმა და დამაკვირდა.
-მეძინა-ჩავიბურდღულე ისე, რომ მისკენ არც გამიხედავს.
-დამენახე-ჩემკენ გადმოდგა რამოდენიმე ნაბიჯი და ნიკაპზე წამავლო ხელი, სახე მისკენ მიმატრიალებინა და შემომხედა გაბრაზებულმა, მერე ეს გაბრაზება გადაიზარდა გაურკვევლობაში, მერე შიშში, მერე ისევ გაურკვევლობაში-რა მოხდა?!
-სახლი არ გაქვს?!
-კითხვაზე პასუხი გამეცი!
-შენი თავი არ მაქვს ახლა-ხელი შევაშვებინე და გავბრუნდი-კარები გაიხურე.
მისაღებში დავბრუნდი, ისევ დივანს მივესვენე და თავი გადავწიე უკან, ცრემლები აგრძელებდნენ სიარულს, გავიგე რიგორ დაიხურა კარები, მაგრამ ის არსად წასულა, სამზარეულოში შევიდა, წყალი მოუშვა, მერე დაკეტა, გამოვიდა და დაჯდა კრესლოში, სიჩუმე იყო ალბათ 10 წუთი.
-არ გინდა გამიზიარო რა გჭირს?
-არა.
-იქნებ თავს ისჯი?-მაგიდაზე ჭიქის დადების ხმა გავიგე.
-არა.
-აბა? მომიყევი, მე ყველაზე კარგი მსმენელი ვარ.
საკმაოდ დიდხანს ვიყავი ჩუმად, მერე ტუჩებმა თავისით დაიწყეს საუბარი.
-რისთვის ჩნდებიან ადამიანები უჩა?!
-სიყვარულისთვის.
-მეტი?-ვკითხე ისე, რომ თვალებიც არ გამიხელია.
-სიყვარულისთვის სავია, სიყვარულისთვის ჩნდებიან ადამიანები, რომ ერთმანეთი შეავსონ.
თვალები გავახილე უეცრად და გავხედე.
-გინდივარ?!
-გააფრინე?-გაიცინა და დივანს ახლა ის მიეყრდნო.
-გეკითხები.
-ვნება მიჯაჭვულობის ერთ-ერთი სტადიაა-კითხვას უხვევდა, ისე მელაპარაკებოდა რომ
არც მიყურებდა.
-გინდივარ?!-გავიმეორე კითხვა და მაგიდაზე ჩამოვჯექი, პირდაპირ მის წინ.
-ცუდ ჩიტს დაიჭერ!-იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო და სახე ახლოს მომიტანა.
მარცხენა წარბი მაღლა ავწიე და გამეღიმა.
-ასე ძნელია პასუხის გაცემა?!
-დღეს ჩვენ პაემანზე უნდა წავსულიყავით, შენ კიდევ მგონი გადაიფიქრე-საჩქაროდ წამოდგა და სამზარეულოს კარებისკენ წავიდა.
ისევ ჩემს ადგილს დავუბრუნდი და ისევ ღიმილით ვკითხე.
-უცნაურია არა, ჩემგან ამის მოსმენა?!-ვიგრძენი რომ უკან იდგა, ნაზად შემეხო თმაზე და თითები თმაზე ჩაასრიალა.
-იცი რა ლამაზი ხარ? ჩაიცვი და წავიდეთ, პაემანი გვაქვს დღეს.
-არ მინდა, მინდა სახლში ვიყო.
-გთხოვ, რატის ტყუილად ვაცემინე თავი?-გაიცინა და ხელი მომკიდა ხელზე რომ წამოვეყენებინე.
-ნაცემის არაფერი გიჩანს.
დავნებდი და წავედი გამოსაცვლელად.
მაისურს ვიცვლიდი, რომ მოვეგე გონს და თითქოს ის რამოდენიმე წუთი ბურუსმოცული იყო ჩემი გონება და მერე გავიაზრე რას ვეკითხებოდი რამოდენიმეჯერ მამაკაცს, რომელთანაც ლამის ღამე გავატარე.
-დედაა… სულ გააფრინე სავია, ეს დეპრესიული სილუეტები ამოვიგდო უნდა თავიდან, არა რომ მომხდარიყო რამე იქ რაუნდა მექნა კი მაინტერესებს-სიცილი ამივარდა ნერვიულობისგან-ტვინი არ მაქვს, ღმერთო!
ძვლისფერი კაბა და მაღლები ჩავიცვი, თმა გავიშალე, სახე ადეკვატურ ფორმას დავუბრუნე და მისაღებში გავედი.
-მოვედი.
ტელეფონი დაბლოკა, მოტრიალდა ჩემკენ და ადგილს მიეყინაო თითქოს.
-ჰე ახლა, მივდივართ თუ ტყუილად გცემა რატიმ?-მისივე ნათქვამი გავიმეორე და გავუღიმე.
-კი.
მხოლოდ ეს მიპასუხა და კარები გამიღო, მანქანაში დავჯექით თუ არა სიგარეტს გაუკიდა და გამომხედა, შუქნიშანზე წითელი იყო.
-მინდიხარ!
გავშრი, წამით ვიფიქრე დავიღუპე და აქ დასრულდა ჩემი არსებობის ბოლო წამები თქო. გულს იმით ვიმშვიდებდი, რომ ლამაზი მაინც ვიყავი, რა დროს იუმორია სავია.
-რა?-დაბნეულმა მხოლოდ ეს მოვიფიქრე.
-ხომ მკითხე.
-აჰ.. გასაგებია.
-ნუ გეშინია.
რა ადვილია ადამიანს უთხრა ნუ გეშინიაო, რომ შეიძლებოდეს ადამიანებს არ ექნებათ ეგ განცდა და ყველა იცხოვრებს იდეალურად, მაგრამ ალბათ შიში თვითგადარჩენის ინსტინქტს ამუშავებს კარგად და ადამიანები ამიტომაც არ სჩადიან ათას სისულელეს, მაგრამ რატომღაც ეგ ფუნქცია ჩემს სულელ თავში არ არის ჩაშენებული და როცა უკვე მიქარული მაქვს, მერე ვხვდები რომ უნდა მეშინოდეს.
გზად ხმა აღარ ამოგვიღია არცერთს, დავიფიცავ, არცერთხელ არ გამოუხედავს ჩემკენ მთელი ამ გზის განმავლობაში, ჩემთვის უცნობ კაფესთან გააჩერა და გადმივიდა, კარები გამიღო და ხელი გამომიწოდა რომ გადმოვსულიყავი, ხელის მტევნის ზედა ნაწილზე სიწითლეები შევნიშნე და მოვიშმუშნე.
შესულებმა დავიკავეთ ადგილი, მყუდრო გარემოში, თითქმის არავინ იყო. ყავა და ბრაუნი შევუკვეთეთ.
-ჰოდა, როგორ ხარ?-მკითხა და გამიღიმა.
-არამიშავს, თავად?-გავიცინე და ხელის გულებში მოვიქციე სახე.
-მისმინე, ბევრი მაქვს შენთან სალაპარაკო, თანაც უზომოდ ბევრი.
-პაემანი სერიოზულ საუბრებს მოიცავს ხოლმე?
-არა, მაგრამ ჩვენ პატარები არ ვართ, ხომ გესმის…
-გისმენ.
სკამის საზურგეს მიეყრდნო და ხელები მძიმედ დაუშვა მუხლებს, მიმოიხედა, თითქოს აკვირდებოდა გვიყურებდა თუ არა ვინმე, მერე მე გამომხედა.
-სერიოზულად ვარ განწყობილი.
მერე ისევ სიჩუმე.
გამიკვირდა თქო რომ ვთქვა, მოვატყუებ საკუთარ თავს, ველოდი რაღაც მსგავსს და გამეღიმა მისგან შეუმჩნევლად.
-მინდა ბევრი დრო გავატარო მომღიმარ სავიასთან ერთად.
ისევ სიჩუმე…
ალბათ დრო გაიწელა სანამ შემდეგი წინადადება თქვა, ამ დროში ჩვენი შეკვეთაც მოიტანეს.
-ბევრი ცუდი და არასასიამოვნო რამ მოხდა შენს ცხოვრებაში ბოლო პერიოდში, ბევრი ისეთი რამ, რაზეც ალბათ ფიქრობ, რომ შენთან არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ ეს ცხოვრებაა, უარესზე უარესები შეიძლება მოგიტანოს დრომ, მაგრამ ბედს ვეცდები წინ გადავეღობო და ისე გავაკეთო ყველაფერი, როგორც შენს ფიქრებში და ოცნებებშია.
-რატომ მეუბნები ამ ყველაფერს არ მესმის.
-მინდა მომცე ზუსტად 7 პაემანის უფლება, უფლება სადაც მე გადავწყვეტ სად წავალთ და რას გავაკეთებთ, თუ კი მე7 პაემნის მერე, შენ არ შეგიყვარდები, გპირდები რომ გავქრები შენი ცხოვრებიდან.
-რატომ 7?!-მხოლოდ ეს მომაფიქრდა იმ წამს.
-თუ გინდა იფიქრე და მერე გამეცი პასუხი. მე არ მეჩქარება, უბრალოდ ეს დაულაგებელი სიტუაციები არ მინდა, სადაც გნახავ და ვერც კი გაგისწორებ თვალს, როცა ვიცი რომ მაქვს შენს მიმართ გრძნობები. არც იმდენად უვიცი და მაიმუნი ვარ, რომ დავივიწყო ის ღამე, ყველაფრის მიუხედავად, შენი სილუეტი არ ამომდის თავიდან.
-გთხოვ…-შევიშმუშნე და ტუჩები მოვკუმე გახსენებულის წარმოდგენისას.
-მხოლოდ 7 პაემანი, სხვა არაფერი მინდა.
-ყავა მომეწონა ძალიან, შენ რას ფიქრობ?-გავუღიმე და თეთრ ქათქათა ჭიქას შევახე ტუჩები და თვალი თვალში გავუყარე.
-ნამდვილად! ძალიან კარგი და გემრიელია.
საკმაო ხანი დავყავით იქ, ანგარიში მოითხოვა და დაწესებულებაც დავტოვეთ.
მანქანის კარები გააღო და მეც მოვთავსდი ჩემთვის განკუთვნილ ადგილას.
-რაღაც რომ გკითხო შეიძლება?-სიგარეტს უკიდებდა, როცა მისკენ მივტრიალდი და ვკითხე.
-კი, როგორ არა.
-რატი ახსენე დღეს, რა იგულისხმე?.. ანუ…
-არაფერი არ მიგულისხმია, ველაპარაკე, ეს იყო და ეს.
-რა ელაპარაკე?-ვნერვიულობდი ცოტას.
-შენთვის არაფერს საინტერესოს-გამომხედა და გაიცინა.
-იცის?-მორიდებით ვკითხე.
-ის რომ გრძნობები მაქვს კი, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მას ეს სცოდნოდა.
საუბარი ამით დავასრულეთ. სადღაც 10 წუთში სახლთან მივედით და მეც მანქანიდან გადმოვედი, თავის დაქნევით დამემშვიდობა და მეც სადარბაზოსკენ გავუყევი გზას.



**************
გამარჯობა. ესეც ახალი თავი, ველიდები შეფასებებსა და კომენტარებს. ჩემთვუს იმის ცოდნა აუცილებელია მოგწონთ თუ არა და ღირს თუ არა შემდეგი თავების დადება



№1 სტუმარი მე❤

აუცილებლად გააგრძელეთ,თუნდაც იმიტომრომ თქვენ გახდეთ უკეთესი.თან დაწყებული ამბის დამთავრების პასუხისმგებლობა გაქვთ.საინტერესოდ წერთ.

 


№2 სტუმარი ოლი

აუცილებლად გააგრძელეთ, წერის დროს უკეთ განვითარდები როგორც მწერალი. მეტად დაიხვეწები????საინტერესო სიუჟეტია, მაინტერესებს და ველოდები????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent