შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შესაფერისი! (ნაწილი 10)


13-12-2025, 01:05
ავტორი llella
ნანახია 327

კარები გავაღე და მისაღებისკენ გავემართე, უსაშველო მარტოობა მომაწვა ცარიელი სახლის შემხედვარე. რატი თბილისში იყო საქმეებზე წასული, ამიტომაც ხვალამდე მარტო ვიყავი, ზეგ დაბადების დღე ჰქონდა და სურვილი მქონდა, რომ სასიამოვნოდ გაეტარებინა ეს დღე თავის ახლო ადამიანებთან ერთად.
გავემართე ოთახისკენ, ძალაგამოცლილმა გავიხადე ტანისამოსი და პიჟამოების ჩაცმას ვაპირებდი, შიშველი სხეულით რომ დავემხე საწოლს და მოვდუნდი.
-ვნახოთ რა მოხდება…

აბაზანიდან ახალგამოსული ვიყავი, ტელეფონის ზარის ხმა რომ
გავიგე. დაფარული ნომერი რეკავდა და გამიკვირდა, თავიდან ვიფიქრე, რომ არ ვუპასუხებდი, მაგრამ საბოლოოდ ავიღე ყურმილი.
-გისმენთ?!
-ყავას დამალევინებ?-უჩას საკმაოდ ნასვამი ხმა მომესმა.
-დავადგა უკვე?-დაუფიქრებლად ვუპასუხე და გამეღიმა.
-2 წუთში მოვალ.
ტელეფონს დავხედე და ისტერიული სიცილი ამივარდა.
-მე თუ დებილი არ ვიყო, ქალი არ ვიყო, აი…
არ ვიცი რატომ, მაგრამ სრულიად გააზრებულად ჩავიცვი მოკლე სახლის შორტები და მაისური, თბილ ჩუსტებში ჩავყავი ფეხები, თმა გავიშალე, მაკიაჟიც გავიკეთე და სამზარეულოსკენ გავემართე. ყავა გაზქურაზე დავდგი თუ არა, კარზე ზარი გაისმა.
-შეიძლება?-კარების ზღურბლს მიყუდებული მოქანავე მამაკაცი როგორც კი დავინახე, გამეცინა.
-რატომ დამცინი?
-სად მოასწარი?-ვანიშნე შემოსულიყო.
-მე და ალეკომ დავლიეთ, როგორც კი დაგტოვე.
-დეპრესიაში ხარ კაკუ?-გამეცინა და დავეხმარე რომ სკამზე დამჯდარიყო.
-დეპრესიაში არა და ვნების შოკში კი ვარ ისე-გაიცინა და თავიდან ფეხებამდე ამათვალიერა-ტანსაცმელს გიყიდი ხვალ.
-შიშველი ვარ?-გავხედე და ყავის დასხმას შევუდექი.
-აბა შენ ამას ჩაცმას ეძახი გოგო?!
-ყავა მზადაა-წინ დავუდგი და მეც დავჯექი.
მიყურებდა გაუჩერებლივ და ნელა სვამდა ყავას, სიგარეტის, ცივი სუნამოს და სასმელის სუნი არეოდა ერთმაბეთს და სასიამოვნოდ წვავდა ნესტოებს.
-რატის დაბადების დღეზე იქნები?
-აუცილებლად. ხვალ ჩამოვა ხომ?
-ეგრე დაიბარა. ისა და-უცებ გამახსენდა.
-გისმენ.
-ალეკოზე მინდა რაღაც გკითხო.
-რა ხდება? ალეკო მინდა ახლა მე?-გაიცინა.
-მოკლედ..-მოვუყევი რა როგორც იყო-მიზეზი მაინტერესებს თუ რატომ აიჩემა ალეკომ ამ დონეზე ნინას იქ წასვლაზე უარი და რა ხდება ამისთანა, რომ ურთიერთობას ანგრევს.
-შენ რაში გაინტერესებს, თავად მოგვარდებიან-ეჭვით შემომხედა.
-ვიცი, მაგრამ ნინა მეცოდება, ალეკოც…
-ქალები ძალიან ზედაპირულად უყურებთ ხოლმე ყველაფერს, არვიცი რატომაა ეს ტენდენცია.
-რას გულისხმობ?
-პასუხის მოსმენისას, უმეტესად მიზეზზე არ ფიქრობთ-გაიცინა.
-რა მოხდება, რომ მითხრა? იქნებ შევძლოთ დახმარება.
-სადღაც 2, ან ცოტა მეტი წლის წინ, ბარში ჩხუბი მოუხვდა ალეკოს, არვიცი ზუსტად რა ხდებოდა, მაგრამ დაჭრა ერთ-ერთმა, ჩხუბის დროს.
-ღადაობ?!-პირი ღია მქონდა შოკისგან და თვალები შუბლზე ამსვლოდა, გამომეტყველებას ვერ ვამშვიდებდი.
-სამწუხაროდ არ ვხუმრობ, იქ ჩხუბი აიწია.. ნუ რავიცი, როგორც ჩემამდე მოვიდა ამბავი, მე არ ვიყავი მაშინ ქალაქში, ბარი დახურეს მერე 3 თვით.
-ნინასთან რა კავშირშია ეგ ამბავი მერე?
-ნინას კურსელი, იმ ბიჭის დაა, რომელმაც დანა გაუქანა ალეკოს.
სიჩუმე ჩამოწვა, მე ყველაფრის გადახარშვას ვცდილობდი და გაურკვევლობას ვებრძოდი.
-თვითონ რატომ არ ეუბნება ამ ყველაფერს?
-რა უთხრას-გაეცინა საკუთარ ნათქვამზე-მოკლედ სიტუაცია ესეთია, მე არ ვიცი ნინა რას იზამს, ან ალეკო, მაგრამ არ ვამტყუნებ ამ შემთხვევაში ჩემს ძმაკაცს.
უსიამოვნო ფიქრები მომაწვა და ტირილი მომინდა, ნერვიულობამ ისევ იჩინა თავი.
-მისმინე ჩაიარა მაგ ყველაფერმა და გაიღიმე ახლა, მოგვარდებიან, ალეკო მაგ დონის კაცი არაა, რომ საყვარელი ქალი ესე უაზროდ გაუშვას ხელიდან-გამიღიმა და ყავა მოსვა, ჩემშიც სიმშვიდემ დაისადგურა.
-რატიმ რაო?
-რაო და… არც არაფერი-გამიღიმა.
-და მოიცა უთხარი ვაპირებ რომ პაემანზე დავპატიჟოო და არაფერი ქნა და გითხრა?
-არა, ეგ არ მითქვამს. ვუთხარი რომ ცოლად მინდოდა შენი თავი-ცივად თქვა და ფინჯანზე დადო ჭიქა-ტიროდი ისევ?!
-არა.
-თვალებზე გემჩნევა.
-სიმართლეს გეტყვი, საკუთარ თავს ბოლო სისუსიტის გამოჩენის უფლება მივეცი, თითქოს ყველაფერმა ცუდმა გაიარა და გონებაში აღარ მაქვს ის დარდები რაც მქონდა ადრე.
-მე კიდევ ვიფიქრე..
-რომ იმ ღამის გამო ვტიროდი?-ნელა ავხედე და გავუღიმე.
თქმა და გახსენება ერთი იყო, ვიგრძენი როგორ დამიარა ტანში და გამცრა უეცრად, ყველა მისი შეხება ამომიტივტივდა და ის ფაქტი, რომ დამნაშავე წინ მეჯდა, უარეს დღეში მაგდებდა. “კოცნის იქეთ რომ ვერ წახვალ შეყვარებულთან ამდენ წლიან ურთიერთიბაში, ღირსი ხარ, გაკანკალოს ახლა” დავცინე საკუთარ თავს და შეუმჩნევლად გავაქანე თავი, რომ ფიქრები მომეშორებინა.
-ვიფიქრე რომ ჩემმა წინადადებამ გაგახსენა წინა ღამის საქციელი და…
-და რა? ვიცი რომ არ შემეხები.
-პიდა*****ბის დაბრალებას არ ვიყოთ-გაიცინა-იცი მაინც რა ლამაზი ხარ?! ასე მგონია უარესად ვთრები რომ გიყურებ.
ფეხზე წამოდგა და ონკანისკენ გაიწია, ხელები დაისველა და ჩემკენ წამოვიდა, ისე რომ ონკანი არ გადაუკეტავს. სველი თითები ნაზად დამადო კეფაზე და ქვევით ჩაასრიალა, მისი ხელის სითბოსა და წ***ს სიცივის გამო ტანჟი ჟრუანტელმა დამიარა, უნებლიედ თავი უკან გადავწიე, საჩვენებელი თითი ნაზად გადამისვა ტუჩებზე და ჩქარა მომშორდა. დარეტიანებული ვერ გამეგო რა მოხდა, ან რას ნიშნავდა მისი ეს საქციელი. “რატომ იქცევი ადამიანო ფსიქოპატივით გამაგებინე” ჩავიდუდღუნე ფიქრებში და თვალი თვალში გავუსწორე.
-გემრიელი ყავაა?
ვკითხე და სკამი მაგიდისკენ მივწიე, ჩუსტიდან გამოვიღე მარჯვენა ფეხი და მის ფეხებს შორის მოვათავხე სკამზე, შეცბუნებული მიყურებდა მაგრამ თითქოს არ იმჩნევდა მომხდარს, ფეხი ნელა ჩავასრიალე მის მარცხენა ფეხზე ქვევით, მერე ისევ ზევით და ბოლოს კალთაში ჩავუდე და ჩემი ყავა მოვსვი. ნაზად შემეხო ფეხზე და მომეფერა, ამაზე მე დამიარა ტანში დენმა და გამეღიმა.
-ძალიან გემრიელია-მიპასუხა ღიმილით და მანაც მოსვა ყავა.
აჰა შენი პირველი პაემანი…
ცოტა ვისაუბრეთ და ბოლოს სახლში გავაცილე, ვიჯექი შემოსასვლელთან დადებულ ფეხსაცმლის ტუმბოზე, ხელის გულებით დავყრდნობოდი მუხლებს და უაზროდ მეღიმებოდა.
განა სწორია ეს ყველაფერი? ასე უნდა ხდებოდეს ურთიერთობის ჩამოყალიბება და დაწყება ნეტა? ამდენი ემოცია უნდა მოგიტანოს მართლა ადამიანმა? მე ხომ ეს არ ვიცი, მე ხომ სხვანაერად მასწავლეს ურთიერთობა, გამეცინა ფიქრებზე და წამოდგომა ვცადე.
-7 პაემანი… ნეტა რას ნიშნავს და რატომ 7?!
მხოლოდ ეს გავიფიქრე და საძინებელში შევედი, თბილად მოვკალათდი საწოლში და ძილს მივეცი.

ნინა:

საათი ალბათ 3ს უსწრებდა და მე საწოლზე ვარსკვლავის ფორმაში წამოწოლილი ვცდილობდი ყველაფრის გადახარშვას და თან ფიქრების შეჩერებას ცუდზე, ვიხსენებდი ყველაფერ კარგსა და ცუდს რაც მაკავშირებდა მასთან, მერე თითქოს ნერვები მომეშალა ცხოვრების ყველა წამს რომ მას ვუკავშირებდი და გამეცინა საკუთარ თავზე.
რა უფლებით დაიპყრო ჩემი გული და გონება, რომ სხვა რამეზე რაც ჩემს ირგვლივ ხდება, ვეღარ ვიმჩნევდი. აღარ იყო სხვა ვინმე და რამე, რაც გონებაზე მიბმულ ძაფებს ეკუთვნოდა და მახსენებდა თავს, ალბათ ემოცია და მიჯაჭვულობაც ეგაა, რომ მხოლოდ ის ადამიანი გიტრიალებს თავში, რომელიც გიყვარს.
-მიყვარს…
ცრემლები მომაწვა ამის გაფიქრებაზე, როგორ შემეძლო გამეშვა ხელი და შევგუებიდი იმ სიტუაციას, რასაც მის გარეშე ყოფნა ერქვა, როგორ უნდა შევგუებოდი ყველაფერს ცხოვრებაში მის გარეშე, მაგრამ უაზრო საქციელის არ ახსნა და გამართლება, უფრო გულსატკენი იყო და დროებითაც კი ვერ აშუშებდა იმ ბრაზსა და იმედგაცრუებას, რაც მას მოეტანა ჩემთვის.
ტელეფონმა დარეკა, მეც უნდობლობით დავხედე ანთებულ ეკრანს.
-გისმენ-გამაყრუებლად ჩამესმა ზუზუნი ყურებში ნერვიულიბისგან, თითქოს მისი ხმის გაგონების მეშინოდა, ან იმის რაც მას უნდა ეთქვა.
-სად ხარ?
-სახლში.
-შეგიძლია ჩამოხვიდე?
-საათი იცი რომელია?-გამეღიმა ანერვიულებულს და ფანჯარასთან მივედი, ფარდა ნელა გადავწიე და ეზოს სკამზე დამჯდარი ალეკო რომ დავინახე, გულს გაუხარდა და გამეღიმა.
-არა, არ ვიცი, რომელია?
-4 დაიწყო.
-გათენებულა. ჩამოხვალ?
-ხვალ ვილაპარაკოთ.
-ჩამოხვალ?-დააიგნორა ჩემი ნათქვამი.
-დამელოდე-ფიქრის მერე ვუპასუხე და გავუთუშე.
ჩუმად გავიპარე სახლიდან, ჩასულს ალკოჰოლის სუნი კილომეტრიდან მეცა და უსიამოვნოდ შევიშმუშნე.
-მოხვედი?-მკითხა მის წინ მდგარი რიოგორც კი შემნიშნა.
-ნასვამი ხარ?
-მთვრალი ვარ-გამიღიმა და მანიშნა დაჯექიო.
-რა ხდება?-ისე ვკითხე, თითქოს არ ვიცოდი რა ხდებოდა ორივესთან.
-იმ საუბრის მერე ვფიქრობ და ვერ გამიგია-თავი წამოწია და თვალებზე გადაისვა ხელი-გიყვარვარ?
-ტუტუცი ხარ, მაგას რომ მეკითხები.
-მიპასუხე რა.
-რომ არ მიყვარდე, შენი აზრით აქ ვიჯდებოდი?
-მენდობი ნინა?-ისევ აგრძელებდა კითხვების დასმას.
-კვდები და ინფორმაციას აგროვებ დასამშვიდებლად, თუ რას ნიშნავს ეს კითხვები?
-არ წახვიდე-ტანში გამცრა და მივხვდი რომ მასთან საუბარს უბრალოდ აზრი არ ჰქონდა.
-რა გინდა ალეკო? რისთვის იჩემებ? იმასაც არ ამბობ რატომ არ უნდა წავიდე, ფეხებზე გკიდია ყველაფერი?
ფეხზე წამოდგა, ზემოდან მიყურა რამოდენიმე წამს, მერე ჩაიმუხლა და ჩუმი ხმით დაიწყო საუბარი.
-არ წახვიდე, თორემ მოვკლავ იცოდე ყველას ვინც იქ იქნება, გადავწვავ შენობას გეფიცები.
-ფსიქოპატი ხარ!-დავუყვირე და ადგომა ვცადე რომ წავსულიყავი.
-არც იფიქრო, ფეხს ვერ მოიცვლი სანამ არ ვილაპარაკებთ.
-აღარ მაინტერესებს.
-რა გინდა გოგო რა?!-დამიღრიალა და მხრებში ჩამაფრინდა-რატომ არ გინდა მომასვენო მეც და დაისვენო შენაც, რატომ აკეთებ ასე?
-თავი დამანებე მეთქი!
-მაგ შენი კურსელის ძმასთან დაძაბული ურთიერთობა მაქვს!-დაიყვირა უცებ და მეც შევაშრი ადგილს, ვცდილობდი ნათქვამი გამეაზრებინა-მაგ ნაბი****მა დამჭრა!
-რა თქვი?!
ყურები დამიგუბდა, მხოლოდ ზუზუნის ხმა მესმოდა და რომ არა ალეკოს ხელები, დარწმუნებული ვარ, უღონოდ დავეცემოდი მოყინულ ასფალტს. შინაგანი წვა ვიგრძენი და თვალებიდან შეუმჩნევლად ჩამომივარდა ცრემლები, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, როდის და როგორ მოხდა ყველაფერი, თუ როგორ ეტკინა მას და რა გადაიტანა.
წამის მერე კანკალმა ამიტანა.
-არ წახვიდე! გეფიცები გადავწვავ ყველას, რამე რომ მოგივიდეს…
-სად?
-უბრალოდ არ წახვიდე.
-სად დაგჭრეს?! როდის?!
-მაგას რა აზრი აქვს ახლა.
ახალ ნაწვიმარი იყო, ალბათ საორიენტაციოთ, 20 წუთის წინ გადაეღო, ასფალტზე მოჩანდა პატარა ორმოებივით, სადაც წვიმის წყალი უპატრონოდ მოთავსებულიყო, გამოუვალ მდგომარეობაში რომ დარჩება ადამიანი ისე, მოხვდა იქ და დარჩა, თუ კი ისევ წვიმა არ წამოვა, ვერ დააღწევს თავს იმ ორმოს და ვერ გააგრძელებს გზას, თუ წვიმა ისევ არ წამოვა, უბრალოდ ჩაშრება და მანდ დასრულდება მისი არსებობა. ამ ორმოში მოთავსებულ წვიმის კრებულს ლამაზად ეცემოდა მბჟუტავი ნათურის სინათლე და აფერადებდა მას, ანუგეშებდა თითქოს…
რამოდენიმე წამს ვაკვირდებოდი, მერე ალეკოსკენ მივაბრუნე სახე და უეცრად მომადგა მხოლოდ ერთი ფიქრი… რომ მივატოვო, ნეტა ისიც თუ ჩაშრება როგორც ეს ორმო წვიმის გარეშე, თუ დაელოდება მომავალ წვიმას და გააგრძელებს თავის გზას თქო.
-მე პრობლემების არ მეშინია, კი იცი შენ, მაგრამ შენ რომ გაგხვიონ ამ თემაში, ქალაქს დავუყენებ ფეხზე მაგ ახვრებს. მე ვიცნობ თედოს, დამიჯერე ვიცი რა კაცია და რას წარმოადგენს, ვიცი მისი ფიქრების ციკლი და არ მინდა, იქამდე მივიდეს, რომ შენ დაზარალდე, სულ ცოტათი მაინც. რა სათქმელია ეს ქალთან რომელიც გიყვარს, მაგრამ მე პატარა ბიჭი აღარ ვარ ნინა, არ მინდა ეგეთ თემებში გაგხვიო, ჩვენ ხომ თინეიჯერები არ ვართ, ხოლმე თავის არიდება სჯობს მომავალ ტალღაზე შეჯახებას.
წინადადება დაასრულა თუ არა ძლიერად მოვხვიე ხელები და მის კისერში ჩავრგე თავი, ქვითინი დავიწყე და კანკალმაც იმატა.
-ძალიან გტკიოდა არა?!-ძლივს ვლაპარაკობდი და ვინ იყო შესაცოდებელი ამ სიტუაციაში ვერ გამეგო.
-არა, ყველაფერი რიგზეა.
-სად დაგჭრა? ან როგორ არ გახმაურდა ეს ამბავი?!
-შენ მე ვინ გგონივარ?-გაიცინა და ციტა გამწია რომ შემოეხედა-დიდი ბიჭი ვარ ჩემო ცხოვრება. გეფიცები არაფერს გაძალებ, არავის გაშორებ და მსგავსი, უბრალოდ მოვერიდოთ ამ სიტუაციას.
-კარგი.
მხოლოდ ეს ვუთხარი და უფრო ძლიერად ჩავეჭიდე მის მაისურს.
მიახლოებით 3 წუთი ვიდექით ესე, მერე ისევ მან მაიძულა რომ სახლში ავსულიყავი, რახან ყველაფერი გარკვეული იყო, მეც ბევრი აღარ მიყოყმანია, სიცივეც იგრძნიბოდა უკვე და სახლში დაბრუნება ვარჩიე.
კიბეებზე როგორ ავიარე არ მახსოვს, ბევრი სიტუაცია ამომიტივტივდა თავში, თედოსთან დაკავშირებული და გული მეკუმშებოდა, თქმულის გააზრებით. ადამიანები ძალიან უცნაურნი არიან და ამვდროულად საშიში, პირში მომცინავი., ყველაზე დიდი მტერია შენი და ესაა საშინელება.
სახლის კარები გავაღე თუ არა, იქვე გავშრი, მოტრიალება და კარების საკეტის გადატრიალება ვერ მოვასწარი, მამაჩემის ხმა რომ მომესმა.
-ვინ იყო?
-ალეკო.
ისე ჩქარა ვუპასუხე მერე გავიაზრე, რომ ვერ მოვიტყუე. თავი დავხარე და ლამინატს დავაკვირდი საშინელების და გაკიცხვის მოლოდინში. დრო ისე გაიწელა, მეგონა მეორედ გათენდა თქო.
-რა უნდოდა?-მამას ხმის ტემბრი არ იცვლებოდა.
-რაღაცაზე სალაპარაკო გვქნოდა და..
-ამ დროს?!
-ეგრე გამოვიდა.
-სახლში რატომ არ ამოვიდა? რა იყო ისეთი, რაზეც ღამის 4 საათზე, ქუჩაში საუბრობდით.
-კარგი ახლა, ეყოს, ახალგაზრდები არიან, ნუ შეუწუხე გული ბავშვს-დედას ხმა გავიგე, ოთახიდან რომ საღამურებით გამოსულიყო-იქნებ რა ჰქონდათ გასარკვევი, შენთან ხომარ ილაპარაკებენ ყველაფერზე.
-ხვალ ამოვიდეს უთხარი, სალაპარაკო
მაქვს, ახლა დაიძინე.
ოთახში შევედი და კარები როცა დავხურე, მერე ამივარდა სიცილი, რა სასწაული და საოცარია მშობლის სიყვარული შვილის მიმართ, ყველაზე მეტად იგრძნობა უეცარ მომენტებში მათი სითბო, როცა არ ელოდები, მხარდაჭერა და გაგება, რომელიც ყველა მომენტში გიძლიერებს მხარსა და იმ გზას, რომელიც გასავლელია.
საწოლზე ჩამოვჯექი და ტელეფონს დავწვდი, ალეკოს ნომერი მოვძებნე და მივწერე ეცალა თუ არა რომ დამლაპარაკებოდა, მისმა ზარმაც არ დააყოვნა.
-მშვიდობაა?!-შეშინებულმა მკითხა.
-ხვალ გელოდება მამაჩემი.
-რა?-ვერ გამეგო, გაუკვირდა და ვერ დაიჯერა, თუ შეეშინდა და გაუკვირდა, გამეცინა ჩუმად.
-ჰო, კარებთან დამხვდა, ასე მითხრა, ხვალ მოვიდეს, საქმე მაქვსო.
-რომელზე მოვიდე?-ხმა
დაუსერიოზულდა.
-არ ვიცი, რომელზეც გინდა-მხრები ავიჩეჩე, თითქის დაინახავდა ჩემს ჟესტს.
-დილიანად მანდ ვარ, ახლა დაიძინე და დაისვენე, არაფერზე ინერვიულო, ხომიცი მე ყველაფერს მოვაგვარებ, მიყვარხარ.
-მეც მიყვარხარ.
ესღა ვუთხარი და ძილს მივეცი.
დილით დროზე ადრე გამეღვიძა, გამოვეწყვე და მისაღებში გავედი, სადაც მშობლები ისხდნენ და ყავას მიირთმევდნენ, მამამ მანიშნა დავმჯდარიყავი.
-რაო?
-დილით მოვალო.
-ყავას დალევ დედი?-მკითხა ღიმილით და სამზარეულოსკენ გაემართა ჩემი თანხმობის მერე.
-მოვიდეს ჰო… საქმე მაქვს.
სადღაც 40 წუთში კარზე კაკუნი გავიგეთ. დედამ ღიმილით მანიშნა კარები გამეღო, ძნელად და მძიმედ მივაბიჯებდი, შიშის მოზღვავება მჭირდა მგონია და ძლივს გავაღე კარები.
-დილამშვიდობისა-გამიღიმა და შემოვიდა სახლში-როგორ ხარ?!
-არამიშავს, შენ?
-მეც კარგად, სახლშია?-მკითხა და მისაღებისკენ მანიშნა, მეც თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
-მობრძანდი ალეკო-შეეგება ღიმილით დედა, ისიც დაიბნა და მხოლოდ ღიმილით უპასუხა.
-როგორ ბრძანდებით-ხელი გაუწოდა მამას და მანაც საპასუხოდ გაუწოდა ხელი, ანიშნა დაჯექიო-ნინამ მითხრა საქმე აქვსო, ხომ მშვიდობაა ბატონო ნუგზარ?-შიშიც ეტყობოდა და მეც ჩუმად გამეცინა მისი შემხედვარე.
-კი, მქონდა საქმე.
-ყავას ხომ დალევ შვილო?-ჰკითხა დედამ, მანაც თანხმობის ნიშნათ თავი დაუქნია.
-შენა, რა მითხარი იცი? მანქანებში თუ ერკვევი, ან ვინმე თუ გყავს, ვინც ერკვევა?!
შოკი გინახავთ? ჩვენი მოგონილია.
სახეზე მიმიკა მიეყინა ალეკოს და ვერ გაეგო რა კითხეს, მეც არანაკლებ ვიყავი, საერთოდ სხვა თემას და კითხვებს ველოდი მე და დარწმუნებული ვარ, ისიც ანალოგიურად.
ალბათ 10 წამის მერე შეძლო ხმის ამოღება.
-მესმის რაღაცეები, მაგრამ მყავს ხელოსანი ნაცნობი, მანქანა გაგიფუჭდათ?
-თან კი და თან არა, ჩემი აუდი ბენზინიდან დიზელზე მინდა გადავიყვანო, ვიღაც კარგი მცოდნე მჭირდება, დასაშლელი და ასაწყობია თავიდან ჩათვალე. კი გავივლიდი ხელოსნებში, მაგრამ ვიფიქრე ახალგაზრდას უფრო ეცოდინება მეთქი.
მამასაც გაეცინა მის გამომეტყველებაზე და გაკვირვებულ თვალებზე.
-დავრეკავ აბა ერთ-ორ ადგილას და თუ რამე მივიყვანოთ, შეხედონ, რა პრობლემაა, რა მანქანაა თქვენი?
—Audi A6 C6 quattro.
ალეკომ ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან და რამოდენიმე ადამიანს დაურეკა, მამა ინტერესით უსმენდა და უყურებდა მის ყველა სიტყვასა თუ მოძრაობას.
5 წუთში უკვე ჩაწერილი იყვნენ ხელოსანთან ტექინსპექტირებაზე.


*********
ველოდები შეფასებებსა და კომენტარებს



№1  offline წევრი ნაამა

ძალიან კარგია და ალეკოს და ნინას მამის დიალოგზე ლამის სიცილით გავიგუდე. წარმატებები♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent