ერთხელ და სამუდამოდ. თავი1
-კაი რა, არც ისეთი ცუდი ბიჭია რას ერჩი?-ვუსაყვედურე ქეთის და ყავის ფინჯანი ავიღე ხელში. ქეთი ჩემი ერთადერთი დაქალი იყო ვისთანაც ყველა თემას განვიხილავდი სამსახურში წასვლამდე დიდ თეთრ სამზარეულოში ვიდეოქოლით. -ანანო, პრობლემა არ მაქვს არც მე მასთან მარა გული არ მიმიწევს მისკენ და რავქნა?! -იქნებ ცადო მაინც... იმ შენ წინა გორილას ხომ მაინც ჯობია.-თვალები ავატრიალე -მერამდენედ უნდა ახსნენო?-გაეცინა და განაგრძო- გავიგე რო არ მოგწონდა. -კაი წავედი მაგვიანდება და შეგეხმიანები საღამოს. მზე კი ანათებდა ჩემს საყვარელ აივანზე მაგრამ სუსუხი მაინც იგრძნობოდა ზამთრის პირველ დღეს, მიყვარს ასეთი ამინდები ცოტა ხანს დავრჩი აივანზე და ქუჩას გადავხედე. ხალხი ჩვეულებრივად დადიოდა, მანქანები გადიოდა, თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა. მერე სახლში შევბრუნდი, ფანჯარა მივხურე და გავიფიქრე, რომ ზამთარი უბრალოდ დაიწყო — ნელა, ზედმეტი ხმაურის გარეშე. სწრაფად გავემზადე და გარეთ გავედი მიუყვებოდი მთაწმინდის ქვაფენილს და ტაქსს ველოდი. კარი რომ გაიღო და მანქანა გაჩერდა, ჯერ მძღოლი შევამჩნიე. სიმპატიური იყო, თმები მოკლე, თვალები სუფთა, ლურჯი და მის თვალებში პატარა სიცილი იკითხებოდა. ოდნავ დამნაშავე ღიმილით მომესალმა, მე კი გადავწყვიტე, უბრალოდ გამეღიმა. მანქანაში ავედი, კარი ნელა დავხურე და სითბო უცნაურად ჩამემღვრა. მიუხედავად წინა მგზავრობისა სადაც უჩვეულოდ უხეში მძღოლი შემხვდა, სანამ ტაქსზებე გული ამიცრუვდებოდა მან ეს ყველაფერი თითქოს უკან დააბრუნა. მალევე მივხვდი რომ ეს მგზავრობა სასიამოვნო და წყნარი იქნებოდა. როგორც იქნა ჩემს ოფისთან მივედი. ჩვენი თვალები კიდევ შეხვდნენ ერთმანეთს, კარგი დღე ვუსურვე და მანქანიდან გადმოვედი.კარი დავხურე, ნაბიჯები გადავდგი და ქუჩაზე გავედი. წამით ისევ უკან გავიხედე, მანქანა ნელა გავიდა, არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა — უბრალოდ ჩვეულებრივი, მშვიდი გზა დასრულდა, რომელიც კარგ განწყობაზე დამტოვა. -როგორც ყოველთვის კარგად გამოიყურები.-მითხრა ლუკამ. -ოფისში შემოსვლა მაინც მაცადე ჯერ, მადლობთ ჩემო სიმპატიურო თანამშრომელო, პირდაპირ მითხარი რა გინდა. როცა ლუკა ასე კომლიმენტით მხვდება აუცილებლად რაღაცის თხოვნა უნდა ან უბრალოდ მის მაგივრად წასვლა თუნდაც უფროსთან ერთად. -კარგია რო მიცნობ-ცალყბად ჩაეღიმა.-მოკლედ ასეთი ამბავია, მე მარიტასთან ერთად გავდივარ შესვენებაზე ხოიცი რომ ერთად ვართ? - გამიკვირდა ერთ კვირაში რანაირად მოასწრო ამ გოგოს გაცნობა და ახლა შეყვარება.-ხოდა იქნებ ცოტახანი შენ იყო შესანიშნავ, ქარიზმატულ და ამპარტავან ბატონ ლევანისთან, სანამ მე გასული ვიქნები.-და გაეცინა. -ეს ზედმეტსახელები ლევანიზე აუცილებელი იყო? არ დაგავიწყდეს რომ შენი უფროსია და თუ გაგიგო დაგიფრენს.-გამეცინა. ლუკას უარი ვეღარ ვუთხარი თორე სინამდვილეშ საერთოდ არ მეპიტნავებოდა ლევანისთან ერთი საათი დარჩენა.ლევანი ჩვენი უფროსი იყო. მხოლოდ თავის თავზე ფიქრობდა და სხვა არ ადარდებდა, აუცილებლად უნდა ყოფილიყო მის გვერდით ვინმე ვინც რასაც მოისურვებდა ის გაეკეთებინა, შეხვედრები შეეხსენებინა, ყავა მოეტანა მაშინ როცა ის მოისურვებდა, გაყოლოდა შეხვედრებზე და ყველაფერი ჩაეწერა. ხშირად მაღლა იწევდა ხმას, სხვის აზრს არ ითვალისწინებდა და საკუთარ სიმართლეში ეჭვი არასდროს შეჰქონდა. პატარა შეცდომებზეც კი გაღიზიანებული რეაგირება ჰქონდა, ხოლო ქება მისგან იშვიათად თუ გაიგონებდი. უყვარდა კონტროლი, ყველაფერში ჩარევა და სხვისი დამცირება ირონიული შენიშვნებით. მის გვერდით ყოფნა ენერგიას გაცლიდა ადამიანს და მუდმივი დაძაბულობის განცდას ტოვებდა.რა თანამდებობაც არ უნდა გვქონოდა ის ერთი საათი როდესაც მისი ასასტენტი, ამ შემთხვევაში ლუკა გასული იყო, ვინმე უნდა დარჩენილიყო მასთან. ფიზიკურად არც ისეთი სიმპატიური იყო და რომც ყოფილიყო მისი ხასიათი საერთოდ ხაზს გადაუსმევდა მის სიმპატიურობას. საშუალო სიმაღლის და ცივი სახით. მასთან კარგ ურთერთობას მხოლოდ ის ქალები იჭერდნენ, რომელიც სულ გამომწვევად ეცვათ, მის ხუმრობაზე ზედმეტად იცინოდნენ და მისნაირები იყვენენ. მივადექი უფროსის კარებს წარწერით: "დეპარტამენტის უფროსი- ლევან მაჩაბელი" ღმერთო როგორ ვერ ვიტან. -გამარჯობა-ყალბი ღიმილი მოვირგე სახეზე და შევედი. -გაგიმარჯოს- ისე მითხრა არც მოუცილებია თვალი ლეპტოპისთვის. მე კარებთან უხერხულად ვიდექი. შემომხედა სათვალე მოიხსნა და მითხრა-მასე უნდა იდგე? დაჯექი- და მაგიდაზე ხელით მიმანიშნა სადაც ოდნავ მოშორებით იდგა. -ლუკამ გთხოვა შეცვლა ხო? -დიახ.-თავი დავუქნიე. -მოკლედ, დღეს ჩემი მეუღლე გვესტუმრება და ყველა გააფრთხილე ღიმილით და მოწიწებით შეხვდენენ მას.-ახლა გადი და როცა დაგიძახებ მაშნ შემოდი. უხეში გავიფიქრე კიდევ ერთხელ და იმ წამსვე გამოვედი კაბინეტიდან. არ ვიცოდი ცოლი თუ ყავდა სართოდ ამას ვინ გაუძლებს. ალბათ ცოლიც მისნაირია. -რაო აბა იმ უნამუსომ?-ფიქრებიდან გამომაფხიზლა ნათიამ. -რაო და ჩემი მეუღლე მოდის და ყველა ღმილით შეხვდითო. -ვა, ეგ და ცოლი? -ხო მეც გამიკვირდა. -კარგი, შენ თუ გინდა გადი შესვენებაზე და მე დავრჩები თორე შენი ამბავი რო ვიცი მოკვდები მშერი.-შემომხედა კეთილი თვალებით ნათიამ. -აუ მადლობა, მალევე მოვალ.-გარეთ გამოვედი. და იქვე შორი ახლოს კაფეში შევედი. კუთხეში დავჯექი და შემი შეკვეთის მოლოდინში კაფეს თვალი მოვავლე. და დავინახე ის უცნობი ლურჯი თვალებით, ვინც ჩემ ოფისამდე მომიყვანა, ვეცადე თვალი ამერიდებინა და არ შევემჩნიე, მაგრამ უკვე გვიანი იყო... --------------------------------------------------- გამარჯობა, ჩემ ამ პატარა ისტორიით შემოვიფარგლები და დაველოდები თქვენს რეაქციებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



