შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შესაფერისი! (ბაწილი 12)


21-12-2025, 23:56
ავტორი llella
ნანახია 44

დილა როგორ დადგა არვიცი, საკმაოდ ძნელად გავახილე თვალები.
-რა ჯანდაბაა!-ხმაურზე ქუთუთოების დაშორება ვცადე ერთმანეთზე და ძნელად მოვფხიზლდი.
სიჩქარეში აღარც რაიმე მომიცვამს გარედან, გავედი ოთახიდან და მხოლოდ მზერისგან დარეტიანებულმა, მეტლახის იატაკს რომ შევაშრი და ამის გამო ტერფები მიმეყინა, მხოლოდ მაშინ გამეღვიძა ნამდვილად.
-დილამშვიდობისა-მომესალმა ღიმილით სპორტულებში გამოწყობილი უჩა.
-დილამშვიდობისა-დავიჩურჩულე და მიმოვიხედე ირგვლივ-ისა და..
-ყველა წასულია, მე შენ მოგაკითხე.
არა კი გავიგონე რაც თქვა, მაგრამ იმდენად ვერ გავიაზრე მისი ნათქვამი, ალბათ 5 წუთის მერე ვკითხე.
-ვერაფერი გავიგე…
-რატიმ გადაწყვიტა რომ ჩოხატაურში, სახლში გადაეხადა დაბადების დღე, არვიცი რატომ მას ჰკითხე-ჩემი სახის გამომეტყველებაზე გაეცინა-გამთენიოს გამაღვიძა, თვითონ ხორცი და ღვინო წაიღო, ნაწილს ალეკო წაიღებს, ნაწილს მე და სხვებიც შემოგვემატებიან.
-და მე?-გაოცებას ვეღარ ვმალავდი და უკვე ნერვებისგან მეცინებოდა.
-შენ მე მოგაკითხე, ალბათ 40 წუთია ველოდები, როდის გაიღვიძებ.
-მერე რას მელოდები?
-აბა დაგტოვო?
-თვითონ რატომ არ წამიყვანა?
-სავია, ვერ გაიგე რა გითხარი? მე ვარ აგერ და დროა ჩაიცვა. დაგავიწყდა რომ მე ვარსებობ?
-ბუხარში შეშის ნაცვლად მას შევუნთობ!-დავიღრინე.
უეცრად მომეხსნა სტრესიც და დაძაბულობაც, კაცმა რომ მკითხოს ვერ ვეტყვი რატომ. სიმშვიდემ მომიცვა და დალაგებულად დავიწყე საუბარი, თითქოს არაფერი უცნაური არ ხდებოდა. ვაჟბატონი უკან გამომყვა და კარის ზღურბლს მიეყრდნო. მე მშვიდად გამოვიღე ჩემოდანი და დავიწყე ტანსაცმლის ჩალაგება.
-ისა და, რამდენი დღით მივდივართ?-ვკითხე ისე, რომ მისკენ არც გავბრუნებულვარ.
-ზეგ წამოვალთ.
-ვინები ვიქნებით?
-ჩვენ და ალბათ 2 ბიჭი დაგვემატება-მპასუხობდა მშრალად.
-სიცივეა ნეტა?
-თბილები ჩაალაგე მაინც.
-სიმპატიური ბიჭები იქნებიან?-სწრაფად ვკითხე და ჩავუკვეხე მექანიკურ კითხვებში ინტრიგნული კითხვა და დაველოდე, როდის გამცემდა პასუხს.
-შენ ახლა ჭკუით იყავი, თორემ დაგტოვებ და წავალ.
-კაი, წადი. მე დავურეკავ რატის და ვეტყვი, რომ იმ ორი უცხოდან, ერთმა მომაკითხოს-გულში ბორიტულად ვიცინოდი და ველოდებოდი რას იტყოდა, ამ დროს მშვიდად ვალაგებდი ჩემს ბარგს.
-შარს ეძებ?! წერას ყავხარ აყვანილი მგონია!-ხმა გაუმკაცრდა და უეცრად ჩემკენ წამოვიდა.
-მანდ გაჩერდი!-დავიძახე საკმაოდ ხმამაღლა და ისიც ღიმილით შეჩერდა-რას მებლატავები ვრერ გავიგე?! შენი ნივთი ხომარ ვარ?!
-რა?
-რაც გაიგე!-ხმა გავიმკაცრე და ვიფიქრე რომ თუ კი ნერვებს ვუშლიდი ბოლომდე უნდა მომეშალა.
-სმენა იდეალური მაქვს, შენ გაქვს მახსოვრობა ცუდი მგონი!
-უყურე რა, ეს პენსიონერი ვისზე რას ამბობს! შენი ასაკის ბებიაჩემს კონსერვიც აღარ აქვს შემონახული სარდაფში.
-გადაირიე გოგო?!-გაბრაზებას სიცილი დააყოლა.
-გაიწიე მეთქი, ხელს მიშლი უნდა ჩავლაგდე-ხელი წინ გავიშვირე, როცა დავინახე, რომ ჩემკენ წამოვიდა.
-იცი ახლა შენ, რისი ღირსი ხარ?-გამოსცრა კბილებს შორის და თითი მუქარის ნიშნით დამიქნია.
-არაფერი არ ვიცი სულ, დატოვე ჩემი ოთახი.
-ისეთი ცემის ღირსი ხარ, დარტყმის ხმა გვერდით ოთახში რომ ისმოდეს და კვნესის კიდე გვერდით კორპუსში-ღიმილით გამომიცხადა და წამში მომაკეტინა.
რამოდენიმე წამი დამჭირდა, რომ გამეაზრებინა რომელ დარტყმაზე იყო საუბარი და სრულიად ავწითლდი სახეზე, დარცხვენილმა ლოყებზე ხელები ავიფარე და თავი დავხარე.
-სუფთა მანიაკი ხარ! გადი მეთქი დროს მაკარგვინებ!
-შენ კიდევ, ჭკუასა და თვითკონტროლს მაკარგვინებ!
იატაკს მიკრული ფეხებითა და დარეტიანებული გონებით, ვხედავდი როგორ მოდიოდა ჩემკენ ნელი და მშვიდი ნაბიჯებით, მაგრამ… ისეთი მძიმე და მყარი იყო ეს ნაბიჯები.. ღმერთმა უწყის…
მომიახლოვდა თუარა, თითებით შემეხო ნიკაპს და მშვიდად მითხრა.
-ღმერთია მოწმე, არ მინდოდა!
ეს იყო და ეს…
მერე?!
მერე უეცრად ვიგრძენი როგორ გამომეცალა მიწა ფეხებიდან და როგორ აღმოვჩნდი ჰაერში, როგორ შემეხო მისი ძლიერი ხელები წელზე და საჯდომზე და როგორ ამიტაცეს ჰაერში, როგორ ჩამიკრა მისმა მკლავებმა გულში და საწოლს მიმჯდარი როგორ ჩამიჯინა მეც კალთაში, როგორ უპარდონოდ შეაცურა მარჯვრნა ხელი თმებში და მიმწია მისკენ, რომ უნამუსოდ და უსინდისოდ დაპატრონებოდა ჩემს ტუჩებს.
პირველივე შეხებისას ტუჩებმა მგრძნობელობა დაკარგეს და ალბათ წამების შემდეგ მოვეგე გონს, როცა მისი ცხელი და ახურებული თოთის ბალიშების შეხება ვიგრძენი მკერდთან მაისურის გარეთ.
-უკვე ზედმეტი მოგდის!-დავიყვირე და ფეხზე წამოვხტი-რამდენს ბედავ მართლა?! შენ მე ვინ გგონივარ?!
-რა?!-ფაქტია არ ელოდა ჩემგან ამ რეაქციას.
-მომაბეზრებელია!
ტუჩები მოვკუმე და უბრალოდ ვანიშნე, რომ ოთახიდან გასულიყო, ისიც ეგრევე დამემორჩილა.
კედელთან ჭიდილს გავს ხოლმე ადამიანთან საუბარი და რამდენად ცუდია ან კარგი ეს, დაუდგენელია. ხოლმე ემოციების ზღვა მოაქვს და ფიქრობ, რომ ეს მძიმე და დატვირთული გრძნობები ძალიანაც კარგი, საინტერესო და სასიამოვნოა შენთვის, მაგრამ საბოლოოდ იმდენად დამღლელია, საკუთარ თავსაც კი ვერ აუხსნი რად გინდოდა და რატომ დაიწყე საერთოდ ეს თამაში.
მის მიმავალ სილუეტს გავაყოლე თვალი და იმდენად არ მესიამოვნა მომხდარი სიტუაცია, ძველი სავია გამახსენდა და რატომღაც გამიკვირდა, აქამდე ესე უემოციოდ და თითქოსდა დაჩაგრული პერსონაჟი რატომ ვიყავი.
წამებში გადავეშვი ფიქრებში და მომივიდა გენიალური აზრი თავში.
„რატომ არიან კაცები მუდმივად დომინანტები“ ახლა ჩემი დროა და მინდა ბოლომდე გამოვიყენო დარჩენილი შანსები, არ მინდა ვიყო უსუსური და გაუგებრობაში მომხდარი გოგონა, რომელსაც ვერ გაეგოს სადაა მარჯვენა და სად მარცხენა, ამიტომაც მე მჭირდება რაღაც, რაც დაანახებს მას, რომ მე ვარ მე და ჩემთან ეგრე არ შეიძლება, რომ მე იმაზე უარესი ვარ, ვიდრე ეს მის წარმოსახვაშია.
ჩანთა ჩავალაგე და გარეთ გასვლამდე გონს მოსვლას და ამ ფიქრების თავიდან მოცილებას ვცდილობდი.
-აწი ვნახავთ, ვინ აღმოჩნდება უხერხულ სიტუაციებში-ჩემივე თავზე გამეცინა და გარეთ გავედი.
ტელევიზორს უყურებდა, როგორც კი გაიგო ჩემოდნის ბორბლების ხმა, იმწამსვე გამომხედა და შემათვალიერა.
-წავედით?-მხოლოდ ეს მკითხა და მეც თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
გზაში ხმა არ ამოუღია, როგორც კი მაგისტრალიდან გადაუხვია და უკვე დასახლებულ სოფლის გზებს გაუყვა, ეგრევე ჩავირთე და ესე მეგონა, აწი მხოლოდ ლოცვა თუ გადამარჩენდა.
-უჩა...
-ბატონო-ეჭვით მიპასუხა-გაგიჩერო? ფის**ბი გინდა?-გაიცინა და წარბი მაღლა აწია.
-შენს უზრდელობას ბოლო არ აქვს-ჩავიფრუტუნე-არა, არა, ეგ არა, მიდი.
-რა მიდი?
-მიდი თქო-გავიოცე, თითქოს ისეთ რამეს ვეკითხებოდი, რასაც აუცილებლად ეგრევე უნდა მიმხვდარიყო.
-ვერ გავიგე სავია.
-გადამრევ რა.
ამოვიოხრე და მისკენ ნახევრად მივტრიალდი, მხარზე დავადე ხელი. ნაზად მოვეფერე თითებით და მხოლოდ მერე გავაგრძელე საუბარი ძალიან მშვიდი და ხავერდოვანი ხმით.
-მაკოცე!
რატომ?
რატომ არა?!
რატომ უნდა ვიყო მე ჩუმად და ის იყოს მუდამ აქტიური, როცა მეც მინდა მისი შეხება, რატომ უნდა ვიყო სურვილის ქონისა და მისი ვნების გამო, მუდმივად მე უხერხულ სიტუაციაში, თუ კი ვთქვით, რომ ეს პაემნები და დრო, რომელიც შეჩვევას ეკუთვნის ორივესია, მინდა ის შეეჩვიოს იმას, რომ მეც ადამიანი ვარ და მეც მაქვს ხოლმე ის სურვილი, რაც მას.
დაბნევა ერთია, მაგრამ შუა გზაზე მიმავალ მანქანას რომ უშვა ხელი და კინაღამ დაგვლეწა, ეს საერთოდ სხვა ისტორიაა, რა უცნაურია, მის თვალებში ეს გაოცება და აუხსნელობა, არასდროს შემიმჩნევია აქამდე და რა აბსურდულია თქვა, რომ კაცებისთვის სულერთია იმის ცოდნა, გვინდა ჩვენ მათი შეხება თუ არა.
ძლივს მოვიდა გონს და როგორც კი მანქანა გადააყენა, იმ წამსვე ჩამაფრინდა მხრებში, მიმწია მისკენ და ძლიერად ჩამიკრა გულში, მერე ჩემი სახე მის დიდ ტორებში მოიქცია და ძლიერად დამეწაფა მაინც უნებლიედ დარცხვენილ ბაგეებზე.
-გამაფრენინო გინდა?-როგორღაც იჯერა გული კოცნით და დაბნეული და არეული თვალებით შემომხედა.
-რატომ?
-მეკითხები კიდევაც? საერთოდ არ გცხვენია? შემამზადე რა, ასაკში ვარ მე, ესე პირდაპირ კი არ შეიძლება ჩემთვის მოხლა-გაიცინა და ცხვირზე დამკრა საჩვენებელი თითი.
-მეგონა შენც ეგ გიტრიალებდა თავში-სულერთიას ხმით ვუთხარი.
-ეჰ, სავია. მე რომ თავში მიტრიალებს, იმის 10% მაინც რომ იცოდე, გააფრენ.
-და რაიცი ჩემს ფანტაზიებში რა ხდება-გავიცინე და ჩემს ადგილს დავუბრუნდი ბოლომდე, საზურგეს მივეყრდენი და თმა გავისწორე.
-შენ ცუდ ჩიტს დაიჭერ მეთქი, გითხარი მე შენ და არ გჯერა.
-მე მონადირე არ ვარ და სულაც არ ვაპირებ ვინმეს ძალით დაჭერას, მეგონა შენ გინდოდა ჩემთან.
საღ აზრზე არ ვიყავი მგონია, ამ ყველაფერს რომ ვეუბნებოდი. ახლა მანქანაში ვართ მარტო და სულ რომ ხეს მიმაკრას და ისე დაკავდეს ჩემთან სექ**თ, კაცი-შვილი ვერაფერს ეტყვის და მართალიც იქნება, რის მიღწევას ვცდილობ კი არ მესმის ხალხო, რა მინდა ან რატომ მინდა რომ ეს ყველაფერი მისმა ყურებმა გაიგონოს, რა რეაქციას ველოდები მისგან, ან რატომ ველოდები რაიმე რეაქციას.
თუ კი...
-ახლა გზა გავნაგრძოთ და დარაჩენი მერე, დალაგებულ ჭკუაზე.
-კი ბატონო.
-და ჰო, ეს 2.
ღიმილით გაბრუნდა, სათვალე გაიკეთა და მანქანა დაძრა. გზა მშვიდი და აუღელვებელი იყო, ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო. საკმაოდ მალე ჩავედით, ყველანი იქ დაგვხვდნენ.



*********
ველოდები კომენტარებს. ოჯახური მიზეზების გამო საჭირო ზომისას ვერ ვდებ, ამიტომ მომიტევეთ <3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent