შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უიმედონი (I თავი)


დღეს, 01:44
ავტორი ნაამა
ნანახია 173

იმ პერიოდში ჩემს თავს ბევრი რამ ხდებოდა. ცალკე ოჯახური პრობლემები, ცალკე სამსახური. მაგისტრატურის მეორე წელს გავდიოდი და ყველაფერთან ერთად ისე მიქროდა დრო რომ თავის მოფხანვასაც ვერ ვახერხებდი ხოლმე. ყველაფერი სწორედ ნოემბრის იმ დღეს დაიწყო. ჩემს მეგობრებთან პოკერის სათამაშოდ ვიყავი გასული, რაც ყოველი თვის მესამე პარასკევს ხდებოდა. რომ ვთქვა დიდი სამეგობრო წრე მყავდა თქო მოვიტყუები, მე ხომ წიგნებზე და ბუღალტერიაზე გაგიჟებული ნერდი ვიყავი, რომელიც მუდამ სახლში ან სამსახურში იჯდა. იმ ხნად ჩემი ბიძაშვილი სოსიკოს კომპანიაში ვმუშაობდი ბუღალტერის თანაშემწედ და დიდად არც ვიღლებოდი. სათამაშოდ ლუკას სახლში შევიკრიბეთ, მე, მისი ძმა კიტა, ლუკას შეყვარებული გვანცა, ილია, თაკო და თალია. ისე მწარედ ვაგებდი მანამდე რომ არასდროს დამმართნია, მაგრამ თან აზარტში სულ უფრო და უფრო მეტად შევდიოდი უცბად ილიამ რომ ახსენა.
-პარასკევს ჩემი და ძმების მეგობარი უკრავს ბარში და ხომ არ წამოხვიდოდით? პლიუს ერთი გვაქვს და მივწერთ თქვენს სახელებს სიაში რომ ჩაგწერონ.
-ლუკას უეჭველი გვანცა მიყავს ხო?
თალიამ სიცილით იკითხა და ფიშკების ოდენობა გაზარდა.
-რა თქმა უნდა.
გვანცამ ჩაიცინა და თამაში შეწყვიტა.
-მე არ მცალია, პაემანზე მივდივარ.
თაკომ უდარდელად თქვა და თან ძმებს გადახედა. კიტა და ლუკა ინტერესით წამოიწივნენ წინ , ისევე როგორც ყველა დანარჩენი.
-ვისთან?
-არ მითხრა რომ იმ ბოთე დაჩისთან.
სხვა მხარეს რომ გაიხედა და თვალების ტრიალი დაიწყო მაშინვე მივხვდი, სწორი კითხვა დავსვი სწორ ადამიანზე. თაკო ჭკუას ვერასდროს სწავლობა, რარაც ზეკანონით მუდამ ისეთ ადამიანებს ირჩევდა, რომლებიც მასთან მხოლოდ ფულის და იმის გამო იყვნენ ხალხს ეთქვა თაკო ცარციძეს ხვდებაო. დაჩიც ზუსტად ასეთი იყო, ბირჟავიკი, მუდამ შარში გახვეული, პოლიცია და ქურდებდადევნებული.
-რა მოგეწონა დაჩიში?
-რავი სიმპატიურია არა?
-კი , მაგრამ არა ურთიერთობისთვის. მაქსიმუმ ერთი ღამისთვის.
თალიამ უპასუხა ჩემს მაგივრად და თაკოც გაჩუმდა, რადგან იცოდა ორივე მართალი ვიყავით, დაჩის არაფერი ჰქონდა ისეთი , რის მისთვის შეთავაზებასაც შეძლებდა.
-მაინც წავა რა აზრი აქვს, წაიტეხავს კისერს და ეგ იქნება.
ილიამ ამოისისნა და კარტი მაგიდაზე დადო, იმის ნიშნად რომ თამაშის გაგრძელება აღარ სურდა. კარტი ავკრიფეთ, ფიშკებიც და მაგიდას ღვინის ჭიქებით ხელში შემოვუხედით, უკვე ნათელი იყო რომ სადღაც 1 საათში სახლებში წავიდოდით ან ლუკასა და კიტასთან სახლში დავრჩებოდით, ზოგ-ზოგიერთები.
-აბა ნისი რას იტყვი? წამოხვალ? თუ უნდა ვიპოვო ვინმე სხვა ვინც გამომყვება?
საწყლად ამიფახუნა ილიამ თვალები, მე გამეცინა და თმა ავუჩეჩე.
-უჩემოდ უკეთ არ იქნები? მეტ გოგოს დაკერავ.
-შემიძლია მაგრამ წამო რა, თალია ხო მოდის არა.
-მიდიხარ?
-კი წავალ, რამდენი ხანია თან არსად არ ვყოფილვარ.
-კარგი ხო წამოვალ.
დანებების ნიშნად ხელები ავწიე და ცოტაოდენი ღვინო მოვსვი. ბიჭები ერთმანეთში იმას განიხილავდნენ მათი მეგობარი დაკვრას რომ მორჩებოდნენ ბასიანზე ხომ არ წასულიყვნენ, ილიამ რომ გამომხედა უკვე ვიცოდი მეც მთავაზობდა მათთან ერთად წასვლას ,თუმცა ამჯერად თავი გავაქნიე და თან დავაწყოლე.
-შანსი არაა ხო იცი? არ მიცნობდე მაინც და იცოდე როგორ არ მიყვარს ხალმხმრავალი ადგილები.
-კარგი რა ნისი .
-არა მეთქი გულბანი და მორჩა.
- რაც ოცს გადააბიჯე სულ ჩაჯექი იმ შენს სახლში და წახვედი ხელიდან რა.
ბიჭმა ცხვირი აიბზუა და გულხელი დაიკრიფა. მის ბავშვურობაზე გამეცინა. უკვე 24 წლის ვიყავით და მაინც არცერთი იზრდებოდა, არც მე მაძლევდნენ საშუალებას ისეთი ცხოვრება დამეწყო სადაც მხოლოდ ფინანსებსა და შემოსავალზე ვიქნებოდი კონცენტრირებული. თუმცა ისინი ისევ ისეთები რჩებოდნენ, როგორიც სკოლისა და უნივერსიტეტის პერიოდში იყვნენ, ნაგიჟრები. არც კი ვიცი ამდენ ექსტროვერტში მე როგორ აღმოვჩნდი. შეიძლება ილიას ბრალი იყო, მე და ის ხომ ერთად ამოვიზარდეთ. გულბანი ჩემს მოპირდაპირე სახლში ცხოვრობდა, თითქმის ერთდროს დავიბადეთ, მხოლოდ კვირით იყო ჩემზე უფროსი და მთელი ცხოვრება ყელში მადენდა ამას. მერე სკოლაში რომ შევედით ერთ მერხზე ვიჯექით, საკონტროლოებს ვაწერინებდით და მასწავლებლებთან ხელს ვაფარებდი როცა მორიგ შარში გაეხვეოდა ხოლმე. არამხოლოდ მასწავლებლებთან მის მშობლებთანაც კი. მაღალ კლასებში , როცა ჩემები შინ არ იყვნენ ის კი თვალდალურჯებული ან ხელებგადატყავებული იყო ჩემთან ვიტოვებდი და ვუვლიდი. მოკლედ ერთად გავიზარდეთ, მერე თალია და თაკო შემოგვიერთდნენ, უნივერსიტეტში კი ძმები გავიცანით. გვანცას მხოლოდ ერთი წელი ვიცნობდი. ისინი ყველაზე ნაგიჟარი არსებები იყვნენ ამ სამყაროში, მაგრამ ჩემი მეორე ოჯახი იყვნენ.
-კარგი ვნახოთ ილო, თუ ძან დაიცალა ჩემი ბატარეა წამოვალ თუ არა და გამოგყვებით ბასიანზეც.
-აი ჩემი გოგო.
ილია დივნიდან ადგა თავი ორივე ხელით გამიკავა და შუბლზე ხმაურით მაკოცა. მის ამ ქცევაზე დავიჭყანე და თავი გავაქნიე, რომ როგორმე მომეშორებინა .
-დაანებე თავი ილია.
კიტამ დატუქსა და მხარზე ხელის დაწოლით აიძულა ისევ დივანზე დამჯდარიყო.
-შენ როდის უნდა გიპოვოთ შეყვარებული კიტა?
ილია ახლა მას მიადგა. ცანცარის და ყველასთვის ნერვების მოშლის ხასიათზე იყო, რადგან ორჭიქიანს ლამის დაყნოსვაც ჰყოფნიდა დასათრობად.
-როცა საჭირო იქნება, ისე ამბობ თითქოს ამათგან ჩემი ძმის აგრდა რომელიმეს ჰყავდეს.
-ხოოოო, დამიბერდით პაწაწუნებო.
-გარეკა.
თალიამ ხელი აიქნია და გვანცას გადახედა. მე ჩემთვის ვხითხითებდი და იამს ვფიქრობდი ,როგორ მეზარებოდა ჩემს ცხოვრებაში ყვეალს და ყვეალფრის გამჩენა , განსაკუთრებით გუკასთან მომხდარის შემდეგ. 7 წლის წინანდელი ამბავი იყო, მაგრამ ყოველ ჯერზე უიმედოდ მტოვებდა და მაჯერებდა რომ სიყვარული საკმარისი არასდროს იყო. მხოლოდ მასზე დაყრდნობა სულელებისა და არიფების საქმე იყო, რომელბიც კისერს ადრე თუ გვიან აუცილებლად წაიმტვრევდნენ. თითსდაჩერებული ფიქრებში გადავვარდი და მხოლოდ მაშინ მოვედი გონს ლუკან რომ თვალწინ თითები დამიტკაცუნა.
-სად დაფრივან მზეთუნახავო? ვინმე გაიჩინე ნისი?
-რეებს ბოდავ ლუკა? ეს და ვინმე? 2012 წელს რომ სამყაროს აღსასრული დადგა მაგას უფრო მარტივად დავიჯერებ ვიდრე ამის შეყავრებულს.
ილიამ ჩაიხითხითა და ხელი ჩაიქნია. გაღიმება ვაიძულე თავს და ბიჭებს შევხედე.
-ჯერ თქვენ და მერე მეც მოგყვებით.
-აქამდე სულ წინ მიდიოდი და ბოლოში როგორ მოგვრჩი?
არც კიტა ჩამორჩენია მათ. თაკომ დაუცაცხანა და თან მხარზე გამწარებით მიარტყა ხელი სამივეს.
-შეეშვით რა, ხომ იცით რომ რთული თემაა.
-ვიცით , გვაპატიე .
თავი დავუქნიე და გავიღიმე.
გვიანი არ ყოფილა სახლში რომ წავედი, სადღაც 11 იქნებოდა, ტაქსით მივბოდიალდი და კარი გავაღე თუ არა სიცივე შემეჩეხა. ვერ ვიტანდი ამ მარტოობას, მაგრამ სულ არაფერს მაინც ხომ ჯობდა, სახლი მქონდა, კარი, თავის მიხედვაც შემეძლო. მამა რომ გარდაიცვალა მეათე კლასში ვიყავი, დედა კი გუკას ამბების შემდეგ უცხოეთში გადავიდა საცხოვრებლად და სამუშაოდ, ჩემი არ იყოს ისიც ბუღალტერია. და ძმა არასდროს მყოლია და სწორედ ილია მივსებდა მის დანაკლისს. ახლა ვერ ვთხოვდი გამოდი და დამირჩი თქო, რადგან ბიჭებთან დარჩა.
გუკა სკოლაში გავიცანი, მეთერთმეტე კლასის პირველ სემესტრს ვამთავრებდით რომ გადმოვიდა, ილიას ნაირი თავქარიანი იყო. მუდამ ჩხუბებში ეხვეოდნენ და მათმა დამეგობრებამ ავტომატურად ჩვენი ნაცნობ-მეგობრობა გამოიწვია, რასაც შეყავრებულობა და სკოლის ყველაზე პოპულალური წყვილობა მოჰყვა. დღე არ აგდიოდა ჩემს თავზე ჭორები რომ არ მომესმინა. ეროვნულები რომ ვწერეთ ზუსტად მეორე დღეს მომადგა კართან თაიგულით და სავახშმოდ წამიყავნა. განსაკუთრებული არაფერი უქნია, მაგრამ მის მიერ ხელის თხოვნა და იმის გათვალისწინება როგორ ძალიან არ მიყავრდა ბრილიანტები ყევლაზე თბილი რამ იყო. ვარდისფერი საფირის ბეჭედით მთხოვა ხელი, ზურმუხტის ჭრითა და ულამაზესი ორნამენტებით. არც დავფიქრებულვარ ისე ვუპასუხე გამოგყვები თქო და ბიჭს მოვეხვიე. ზუსტად იცოდა რაც მიყვარდა. ქორწილი პირველი კურსის ბოლოსთვის დავთქვით და ბოლო თვეებში ისეთი აჟიტირებულები ვემზადებოდით, ისე მიხაროდა რომ ცოლად მას უნდა გავყოლოდი. ყველაფერი იდეალურად მიდიოდა, საქორწინო კაბა, ტორტი, ყველაფერი. მხოლოდ ეგ იყო , მთელს საათს ველოდე გუკას საქორწინო კაბაში გამოწყობილი, ხალხი გარეთ იცდიდა, იქ სადაც ცერემონია უნდა ჩატარებულიყო. მოუსვენრად დავბოდიალობდი ოთახში და ვცდილობდი როგორმე დავწყნარებულიყავი, დედაჩემი გადიოდა გაიკითხავდა ხო არ მოსულაო და მობრუნდებოდა, მერე დიდხანს რომ აღარ გამოჩნდა და მის მაგივრად თალია შემოვიდა ლამის აცრემლებულმა შევხედე.
-სად არის?
-მივწერე, არ უნახავს. ბიჭებს ვკითხე და არც მათ იციან, გინდა კიდევ დავურეკო?
არც თალია აკლებდა ნერვიულობას, მაგრამ აბა წარმოიდგინეთ საქორწილო კაბაში გამოწყობილი მე როგორ ველოდები სიძეს ჩემთვის გაკუთვნილ ოთახში მეჯვარეებისა და მშობლის გარეშე. აქეთ-იქით დავდიოდი და ხელებს ვიქნევდი, ლამის ვაზაც კი გავტეხე. თალიას მავედრებელმა შევხედე.
-გემუდარები, ნევრიულობით მოკვდები გეფიცები, უკვე მგონია რომ რაღაც მოუვიდა.
თალიას დარეკვა არ დასჭირვებია რადგან მისი უფროსი და შემოვიდა და იმ მარაზმულად კმაყოფილი ღიმილით სახეში მომახალა ქორწილი არ იქნებაო. წინა დღეს სანამ ჩვენი წინა საქორწილო წვეულებები დაიწყებოდა ყოფილს გადაჰყროდა და დრო ერთად გაეტარებინათ, მისი და მიხსნიდა როგორ თეთრად გაათენა ღამე იმის ფიქრში რა უნდა ექნა და საბოლოოდ მე სტუმრების მიერ საჯიჯგნად დამტოვა თითქმის საკურთხეველთან მდგომი, თავად კი თურქეთში გაიქცა მის ბავშვობის სიყვარულთან ერთად. მახსოვს როგორ დავეცი იატაკზე და გონზე ვერ მოვდიოდი ჩემს თავს რა ხდებოდა. გუკა, ის გუკა მე რომ ამდენი ხანი მიყვარდა, ის რომელთან ერთადაც მომავალს ვგეგმავდი ისეთი ნაგავი აღმოჩნდა, როგორც მანამდე არსებული არცერთი სხვა ბიჭი ,რომელიც კი ილიას ოდესმე ჩემს გამო უცემია. ყველა იმ ბიჭზე უარესად მომექცა ვისთანაც თავად უსაუბრია ჩემი შეწუხების გამო. არასოდეს, ვერასოდეს, ვერცერთ კოშმარში წარმოვიდგენდი რომ სიყვარულის გამო ასეთ დამცირებას გადავიტანდი. თურქეთიდან მალევე დაბრუნდა თავის „ცხოვრების სიყავრულთან „ ერთად და რამდენიმე თვეში ისიც გავიგე იქ ყოფნისას დაქორწინებულან და უკვე შვილს ელოდებიანო. გული კი არ გამიტყდა, უბრაალოდ ქვად მექცა, რომელსაც დარწმუნებული ვიყავი ამქვეყნად ვერაფერი გატეხდა და ძველ ფორმას დაუბრუნებდა. მოსაკლავად დასდევდნენ მთელი შემდეგი წელი ილია და ბიჭები. არც თაილა და თაკო იკლებდნენ .
კარადა გამოვაღე და ძველ ფეხსაცმელების ყუთში ის ბეჭედი ამოვქექე მხოლოდ წლით რომ ვატარე. მისთვის არ დამიბრუნებია, არც ვაპირებდი, უბრალოდ მიყვარდა ხოლმე მისი შეხედვა და გახსენება რამდენად არ უნდა ვნდობოდი სიყვარულს. აშკარაა ამან იმ დროს აღარ გაამართლა.
მომდევნო პარასკევს ჯინსის შავ შარვალსა და საკმაოდ ამოღებულ ზედაში გამოწყობილი (რომელსაც სხვათაშორის ზურგი თითქმის არ ჰქონდა, მკერდი კი მაინც მიჩანდა) სახლიდან გამოვედი. კართან ილია შემხვდა და ჩემს დანახვაზე დაუსტვინა.
-ოჰოო, გადარევ ახლა ხალხს და უნდა მაცემინო.
-კარგი რა ილო, 19 წლის ხომ აღარ ვარ? შემიძლია ისე ვიფლირტაო ცოლად არავის გავყვე, არც კაბაში გამოწყობილს მიმატოვებენ.
-ასე ნუ ამბობ, გუკა ნაბ**** იყო და ასევე დაასრულებს ადრე თუ გვიან.
-ვიცი.
-შენ კიდე სამაყროს იმსახურებ ჩემო გადარეულო.
-ეგეც ვიცი.
-მაინც არ მესმის წერას რატომ შეეშვი?
-ახლა ეგ რა შუაში იყო?
-უცად გამახსენდა.
- მუზა, მხოლოდ ეგ.
-წამო და მე გაგაცნობ მუზებ.
მხარზე ხელი გადამხვია , კიბისკენ მანიშნა და თან თვალი ეშმაკურად ჩამიკრა.
-წამო.
კიბეებზე ერთად დავეშვით, ილიას მანქანაში ჩავჯექით და ბავშვებს ბართან შევხვდით. თავიდან სანამ რამდენიმე ჭიქას არ დავლევდი დებილი ბავშვივით ვიდექი კართან და შორიდან ვუყურებდი, როგორ ცეკვავდნენ ჩემი მეგობრები ბარში. აპარატურასთან მდგომი ბიჭის სახეს გაჭივრებით ვარჩევდი, რადგან წითელ განათებაზე თითქმის არ ჩანდა, მაგრამ დავიფიცებდი, რომ შავი ხვეული თმა და ალბათ მწვანე თვალები უნდა ჰქონოდა. საკმაოდ მაღალი იყო, ჩემზე ერთი თავით მაინც. მის სახეს რომ ვუყურებდი დაკვრისას როგორ ეცვლებოდა ემოციები მომინდა რომ თავადაც შემძლებოდა იგივეს გაკეთება. სწორედ იმ დღეს შევხვდი ერეკლე ნაკანს. აგნოსტიკ მესაც კი შემეძლო ღმერთისთვის სანაძლეო დამედო , ჩემი სულის ჯოჯოხეთში გაგზავნაზე, რომ ნაკანი ვერასოდეს იქნებოდა იმაზე მომხიბვლელი და მიმზიდველი ვიდრე მაშინ, როცა თავიდან ბოლომდე მუსიკაში იძირებოდა. კიდევ რამდენიმე ჭიქის შემდეგ ისეთი მთვრალი ვიყავი საერთოდ აღარ მაინტერესებდა ბიჭი, რომელიც ჩვენთვის უკრავდა. სასაცილოა ასე რომ ვამბობ, რადგან ერეკლე მხოლოდ თავისი თავის სიამოვნებისთვის უკრავდა, მხოლოდ იმიტომ რომ ეს საქმე მართლა სიგიჟემდე უყვარდა. თალიას ვეცეკვებოდი, ის იცინოდა, სხეულზე ვეკვროდით ერთმანეთს და ორივე გიჟებივით ვიცინოდით.
-არ მაკოცო ოღონდ.
გოგომ ყურში ჩამყვირა და გამეცინა. ზუსტად მაშინ მოგვადგა კიტაც და გოგო მომპარა. მარტო კი დავრჩი, რადგან ილიამაც ვიღაც გოგო იპოვნა, მაგრამ არ მადარდებდა. კარგად ვერთობოდი, მუსიკას ვყვებოდი და ვგრძნობდი ჩემს სხეულში,როგორ შემოდიოდა თითოეული ბგერა. პირველი ხდებოდა გვანცა და ლუკა რომ დატყდნენ და კიტასა და თალიასთან ერთად იქვე კედელში გამოჭრილ ყრუ ფანჯრის რაფაზე ვიჯექი, თან ილიას და ჩვენთვის უცნობ გოგოს ვუყურებდით, რომელიც მეორე დღეს კვლავ უცნობი იქნებოდა. როცა მივხვდით, რომ ილიას ყურადღებას ვეღარ მივიქცევდით , მანამ მაინც სანამ იმ გოგოს არ დაიმარტოხელებდა მოსაწევ სივრცეში გავედით და სავარძლებზე მივეგდეთ.
-აბა ნისი? ღირდა წამოსვლა?
კიტას გავხედე და გავუღმე.
-ჯანდაბა, თანაც როგორ. იმედი მაქვს ჩემი უფროსი ხვალ არ დამირეკავს და არ მომთხოვს რომ სამსახურში წავიდე, რადგან ამ ღამის შემდეგ აუცილებლად დამჭირდება კარგი გამოძინება.
-გვერდით ვინმე არა?
-კარგი რა თალია, ეგრე მიცნობ?
სიცილით ვუთხარი და მხარზე ხელი წავკარი, მერე მან სიგარეტს გაუკიდა და ისე მომინდა ამ ძველი, რამდენიმე წლის გადაგდებული ჩვევის უკან დაბრუნება ლამის ვითხოვე კიდეც რომ სიგარეტი მოეწოდებინა.
-იცით რაზე ვფიქრობდი?-კიტამ დაიწყო, წინ წამოიწია და გადაშლილ მუხლებს იდაყვებით დაეყრდნო, თან ჯერ ერთს გამოგვხედა მერე მეორეს.
-რაზე ჩემო სიცოცხლევ?
წამოზრდილ ბლანჟეზე წავეთამაშე და მეც წინ გადავიხარე რომ მის სახეს გავთანაბრებოდი. ირგვლივ ხალხი ირეოდა , ოთახი კვამლით ივსებოდა და არა მხოლოდ სიგარეტის. წითელ-იისფერ განათებაში გონება კიდევ უფრო მეტად მებინდებოდა და მინდოდა სახლში ჩემს საწოლში ჩავწოლილიყავი, რომ გულამოსკვნით ტირილი შემძლებოდა. ზუსტად არ ვიცოდი რისი გამოგლოვება მსურდა. მამაჩემის , ცხოვრების რომელიც დავინგრიე, დროის რომელიც გავფლანგე თუ ბოლო წლებისთვის შეწირული ჩემი ნერვების, რომლის გაწირვასაც ჯერ ისევ არ ჰქონდა ის შედეგი მე რომ მინდოდა. ეს გრძნობა რამდენიმე წუთს გამიგრძელდა, მანამ სანამ ილია შემოვიდოდა, ჩემს გვერდით ვიწრო სავარძელში ჩაეშვებოდა და მაიძულებდა სანახევროდ კალთაში ჩავჯდომოდი. საბოლოოდ ისე გამოვიდა რომ ილია სავარძელზე ხელებგადადებული იჯდა, მე ცალი ფეხი მის ფეხზე მქონდა გადადებული, მეორეთი კი იატაკს ვეყრდნობოდი,ზურგით მის მკერდს ვეკვროდი და გულხელიმქონდა დაკრეფილი. თავი მისკენ მივატრიალე.
-სად წავიდა შენი ლამაზმანი?
- გაჩე გოგო, კინაღამ შარში გავეხვიე.
-ოხ თორე ისე გამიკვირდებოდა.
გავიცინე და სიცილში ილიას გარდა ყველა ავიყოლიე.
-შეყვარებული ყოლია, ერეკლეს ძმაკაცს რომ არ ეშველა ახლა ან ის იქნებოდა საავადმყოფოში ან მე.
-ჯანდაბა, თუ ყავდა ვინმე რას გეწებებოდა?!-თალიამ ცხვირი აიბზუვა და თვალები გადაატრიალა.
ილია საწყლად მიყურებდა, მხარზე თავი ჩამომადო და გამეღიმა.
-რა გინდა?
-წამო რა დავლიოთ.
-წამო.
ფეხზე ავდექი და ხელი ჩავკიდე რომ ამეყენებინა, კიტამ და თალიამ თავი გადააქნიეს. მარტო იმიტომ მივყვებოდი დასალევად რომ ვიცოდი თუ არ ვიზავდი აუცილებლად ყურებს გამომიჭედავდა და მთელი საღამო ჩემს დაყოლიებას ეცდებოდა. ბართან რომ მივედით დახლს დავეყრდენი და გავხედე.
-აბა რას დალევ ნისი?
- კარგად იცი რასაც.
- სერიოზულად სამუშაო გაქვს აკვიატებებზე!
-ვისგან მესმის.
თვალი ჩავუკარი და დაველოდე როდის იყიდდა.
-ერთი ნეგრონი და ერთი godfather
- რითი იხდით?
-ბარათი, თიბისი.
ილიამ უკანა ჯიბიდან საფულე ამოიღო, გახსნა იქიდან ბარათი ამოაძვრინა და ტერმინალს დაადო თან მე გამომხედა ღიმილიანი სახით. ის ის იყო ჩვენ-ჩვენი კოქტეილები მოგვაწოდეს რომ ჩვენთან ღამის მთავარი გმირი, ილიას და ბიჭების მეგობარი DJ მოვიდა. ისეთი მომხიბვლელი იყო მუქ ლურჯ თავისუფალ ჯინსს, მწვანე specials და უბრალო შავ, მოკლემკლავებიან მაისურში, რომელსაც წარწერაც კი არ ჰქონდა… არა და თითქოს ხომ არაფერი, მაგრამ ისე ძალიან უხდებოდა, ყელზე თხელი ცეპი ეკიდა და ცალ ყურზე ვერცხლისფერი ორიცალი რგოლი.
-აბა? გაერთეთ? დანარჩენები სად არიან? ან ის გოგო სად დაკარგე წეღან რომ ეცეკვებოდი?
ბიჭმა კითხვები ერთმანეთს დააყარა. ილია მისკენ უფრო ახლოს მიიწია რამე რომ გაეგებინებინა მისთვის, რადგან შემდეგ DJ-ს უკვე დაწყებული ჰქონდა დაკვრა.
-შენ ძმობას ვფიცავარ ძალიან მაგარი იყო, ლუკა და მაგის შეყვარებული დატყდნენ კიტა თავის პლუს ერთთანაა მოსაწევ სივრცეში. ის გოგო კიდე აჰჰჰ, შენი ძმაკაცი რომ არა მაგრად მომხვდებოდა.
-ეგ იმიტომ რომ გამჩენი არ გასვენებს გულბანი!
სამწუხაროდ ჩემი რეპლიკა მუსიკის ხმაში ჩაიკარგა და ზუსტად დროულად გადაწყვიტეს მათაც მოსაწევად გასვლა. მეც უკან აჩრდილივით ავედევნე და ბიჭების შუაში მდგომი კედელს ზურგით მივეყრდენი, თან ჩემს სასმელს ვწრუპავდი.
-ახალი გიპოვნია.
თითქოს არ მესმოდა ისე უთხრა ჩემზე და თან თავით ნიშნებაც რომ არ მოერდია, ნამდვილი ხისთავიანი იყო.
-რას ამბობ?ეს? ეს ჩემი პლიუს ერთია გენაცვალე, როგორ გეკადრება.
-ბოდიში.
-დაიკიდე, ამისგან არაფერია გასაკვირი. სხვათაშორის ძალიან მაგარი იყო, ჯერ ისევ არ ვიცი როგორ უნდა დავივიწყო მოსმენილი და ყველაფერი რაც საცეკვაო დარბაზში ვიგრძენი.
აღფრთოვანებული ველაპარაკებოდი და თან თვალებიდან თვალებს არ ვაშორებდი.
-მიხარია, იცი რა? შემდეგ ჯერზეც აუცილებლად უნდა მოხვიდე. ილო ჩაუგდებ ჩემს გვერდს?
ბიჭს მიუბრუნდა და მანაც თავი დაუქნია. ზუსტად ვიცოდი გზაში აუცილებლად დამელაპარაკებოდა მასზე და მეტყოდა თუ რამეს მიქარავს ფეხებზე ჩემი მეგობარი რომ არის თავყბას გავუერთიანებო. მასში ზუსტად ეგ მიყვარდა, ხომ ტოლები ვიყავით და მაინც უფროსი ძმასავით მექცეოდა. ის კი ისე მიღიმოდა, მეგონა ჩემს წინ წიგნიდან გადმოსული გმირი იდგა, მთელი თავისი შარმითა და წითელი დროშებით, მაგრამ მე დალტონიკი ვიყავი. მთლად ასეც არ იყო, მაგრამ ნამდვილად იგრძნობოდა როგორი შარმიანი იყო, დავიფიცებდი ქალები გარს ეხვევიან ოღონდ მისგან ერთი პაწაწინა მზერა მაინც მიიღონ მეთქი. მე კი თვალებში მიყურებდა, წამით არ გაჰქცევია მზერა ჩემი ღრმა დეკოლტის ან ტუჩებისკენ. არ ვიცი ასე რამდენხანს ვიდექით, მაგრამ მერე ილიამ ჩაახველა.
-წამო კიტა და თალიასთან.
ჩვენც უკან მივყევით და მათ გვერდით დავსხედით , ილიამ ჩემ მიერ მითვისებული ნაცრისფერი სავარძელი წამართვა და მეც იძულებული გავხდი მის სახელურზე ჩამოვმჯდარიყავი. ერეკლემ, რომლის სახელიც ჯერ ისევ არ ვიცოდი შემომხედა და ოდნავ წამოიწია სავარძლიდან.
-ხომ არ დაგსვა?
-იყავი, მიჩვეული ვარ ამის ხელში.
ხელით ვანიშნე არ ამდგარიყო და გავუღიმე. კიტამ კარგახნის წინ დაწყებული საუბარი გააგრძელა.
-მოკლედ ვაჟბატონო, სანამ შენ შემოჯლაგუნდებოდი და მომტაცებდი ამ ანგელოზივით გოგოს, თალიას და მაგას ვეუბნებოდი- ხელით ჩემზე ანიშნა- იცი რა ვიფიქრე თქო?
-რა იფიქრე შენი ყოვლისმპყრობელი ტვინით რო არ მითხრა ძმობას გაფიცებ.
სარკაზმიტ უთხრა და თავში წკლიპურტი ჩასცხო. კიტა ალბათ გაგლეჯდა მთლიანად საკითხზე რომ არ ყოფილიყო კონცენტრირებული. ამიტომ ილიას ხელი აუქნია და გააგრძელა.
-არ გინდათ სადმე ერთად წავიდეთ დასასვენებლად?
-ისედაც ხო სულ დავდივართ?
-კი, მაგრამ ზამთარში არა?წამო ბაკურიანში ან გუდაურში დავაწვეთ რა ახალწლებზე.
-სიამოვნებით კიტა, მაგრამ მე მუშაობა მომიწევს.
-კაი რა ,ისედაც ხომ სოსიკოს კომპანიაა და სთხოვე დაგასვენოს ერთი-ორი კვირა, რა მხოდება, რამდენი ხანია შაბათობითაც კი მშაობ.
-ოო მერიდება.
-გაგგლიჯავ ახლა თებიძე!
-ნუ მიყვრი, შენ რა შენი ბავშვი მნახე?!
მე არ შემიმჩნევია, მაგრამ მერე ილიამ და თალიამ ახსენეს რომ სანამ მე და კიტა ვკინკლაობდით ერეკლე მიყურებდა და ძალიან ცდილობდა არ გასცინებოდა ჩვენს ბავშვურობაზე.
-დიახაც გნახე!
-ჩაიგდე ხმა შე შვიდთვიანო! მოთმინების უნარი რო არ გაქ ამ ქვეყნად მოვლინების წამიდან. მნახა აქ სამი წლის, ხომ არ გაგახსენო შენზე მთლი წლით დიდი რომ ვარ?
-აუ ეგეც ახლა იმდენიაააა.
წაუსტვინა და ჩემგან ჩარტყმასაც მიიღებდა ილიას ხელები რომ არ გაეკავებინა და ლამის თავის კალთაზე არ დავეგდე.
-დამშვიდდი , დაწყნარდი ნუ აყვები ახლა ნერვებს.
-მოკლედ წავიდეთ რა, მეც ძალიან მინდა, იქნებ თაკოც გავაშოროთ იმ ჩერჩეტ დაჩის. ისე DJ არ გვაწყენდა დასვენებისას ხომ იცით?-თავით სავარძელში მჯდომი ბიჭისკენ გვანიშნა ყველას.
-ნუ გეშინია, მაგასაც ეხებოდა რაც ვთქვი და კიდევ ჩვენს ძმაკაცსაც.
- მცალია მე წესით და სიამოვნებით, თან თუ სულ თუ ასე კინკლაობთ კარგად გავერთობი.
სიცილისას მხრები უთრთოდა. მას გავხედე, ალბათ რა სასაცილო დასანახი ვიყავი, ილია ჯერ ისევ გადაჯვარედინებულ ხელებს მიკავებდა, მე სავარძლის სახელურზე ვიჯექი, ბიჭისკენ გადახრილი და ფეხი ფეხზე მქონდა გადადებული. ისევ ერთმანეთს მივაშტერდით.ცოტაც და გავგიჟდებოდი იმ მომენტში ისე მინდოდა ჩემი მეგობრები იქ არ ყოფილიყვნენ, მე კი მსგავს სიტუაციაში და ბიჭს ,რომლის სახელიც კი არ ვიცოდი, ტუჩებზე დავცხრომოდი.ილიამ ხელი გამიშვა და საშუალება მომცა თავისუფლად დავმჯდარიყავი. მეც სულ ოდნავ მივეყრდენი მის მხარს და ჩვენს დიჯეის შევხედე.
-სხვათაშორის, მე ჯერ ისევ არ ვიცი მისი სახელი.
-გაგვებუტე?
-რა თქმა უნდა, უცნობის ივენთზე წამომიყვანეთ , შანსი მაქ და არ მაცნობთ. დიდი ვინმე რომ გახდება გული დამწყდება სახელიც რომ არ ვიცოდი.
თავს ვაცოდებდი ბიჭებს და მზერას მისკენ ვააპრებდი. შავგრემანი ჩემსკენ გადმოიხარა და ხელი ღიმილით გამომიწოდა. თვალებში კოსმოსი ჰქონდა , დაუსრულებელი და უწონადო კოსმოსი სადაც მოხვედრილს უკან დაბრუნება აღარ მოგინდებდოდა.
-ერეკლე.
-ნისი.
მეც გავუწოდე ხელი და სხეულში ელექტრულმა ტალღებმა ცუნამივით დამიარეს. ჯანდაბა ვიცი რომ მანაც ზუსტად ის ყვეალფერი იგრძნო იმ მოსაწევის, სასმლისა და ოფლით აყროლებულ ოთახში ჯდომის, მუსიკის სუსტი ბგერების გაგებისა და ჩემი შეხებისას რაც მე. შეუძლებელი იყო ასე არ ყოფილიყო. ხელი უცბად გამოვწიე უკან, მან რომ წარბები მაღლა ასწია და დაინტერესებულმა მკითხა.
-მეტსახელია არა?
-თან კი, თან არა.
-ეგ როგორ?
-სახელის პირველი ოთხი ასოა დანარჩენი ორი არ მოგვწონს.
სიცილით ვუთხარი და სასმელი მოვსვი, რომელიც ისე გამომართვა ხელიდან ლამის შარვალზე გადავისხი, ჩემი ჭიქიდან godfather რომ მოსვა თან დააყოლა.
-ძალიან ძალიან არ მოგვწონს?
-ხო ძალიან ძალიან.
დაჰიპნოზებულივით გავუმეორე და ჭიქის გამორთმევა ვცადე, თუმცა ამაოდ. ვიღას ახსოვდა ილია,რომელიც სულ რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით მეჯდა და დაშტერებული გვიყურებდა კიტასა და თალიასთან ერთად.
-დამიბრუნებ?
-რო არა?
-როგორც გენებოს, ილო? სახლში წამიყვან?
მეგობარს გავხედე და თვალები ავუფახუნე, საერთოდაც არ მინდოდა სახლში წასვლა. პირიქით იქ მათ გვერდით ან მათ გარეშე ყოფნა და ერეკლეს გარეგნობით ტკბობა მინდოდა. მინდოდა იმდენი გამბედაობა მქონოდა,რომ გუკას მერე ვინმეს მიმართ რაიმე მეგრძნო და ამ გრძნობების მოშორება არ მდომებოდა. მაშინაც იმის მიუხედავად რომ ერეკლესთან ასე ძალიან მინდოდა თითსაც არ ვანძრევდი ამის მისაღებად. ლუკამ ბრაზით ამომხედა.
-რა სახლი აბა რო დამპირდი ბასიანზე წამოგყვებითო ნისი?
-კარგი ხო კარგი, შენ ხო კაცი ვერაფერს მოგატყუებს.
-ა ეგრე.არ გინდათ შევბრუნდეთ, თან უკვე ერეკლესთან ერთად გართობაც შეგვიძლია.
ხმა არ გამიღია, ბიჭები წინ წავიდნენ, თალიამ უკან მომიხელთა და ეწვნარევი მზერა მესროლა.
-შენ რა მოგეწონა?
-კაი რა, სიმპატიურია უბრალოდ. თვალს წყალი დავალევინე, დიდი ამბავი 5 წელში ერთხელ თუ მოხდა მსგავსი რამე.
მხრები ავიჩეჩე და მის ზურგს მივაშტერდი.
-აჰა , ხუთ წელში ერთხელ აი. გამოფხიზლდი უკვე, დაბერდი ქალო აწი.
-ბებერი ხარ შენ. თუ კაია თვითონ რატო არ გყავს არავინ?
-მაგათზე ამშლევინე ახლა ენრვები.
-და მე ვიშალო, აი ძმაო დაქალი.
ორივენი უაზრდ ვდგავდით დრამებს, მაგრამ ამით რეალობებს გავურბოდით, იმ სიმართლეებს რის გამოც არ გვინდოდა ვინმე გვყოლოდა.
საცეკვაო დარბაზში რომ შევედით იმის მერე აღარაფერი მახსოვს სწორხაზოვნად და ზუსტად. ალაგ ალაგ გამოვერკვეოდი ხოლმე, მაგალითად როცა ერეკლე თავის ხელით მასმევდა ჩემს კოქტეილს და გაურკვეველ წინადადებებს მიყვიროდა ყურში ჩვენს საერთო მეგობრებზე. თალია ისევ კიტას ან მე გვეცეკვებოდა. მახსოვს როგორი ხარბი მზერით მიყურებდა იმ დღეს ერეკლე, როცა თალია ჩემს თეძოებს ჩაფრენილი ცეკვავდა და გაღიმებული მებოდიალებოდა სისულელეებს იმის შესახებ რომ არავინ ვიცოდით რეალურად რა ხდებოდა მის თავს. დასამშვიდებლად ბავშვობის მეგობარს თმაზე ვეფერებოდი და ვუმეორებდი „ჩემთვის ყველაფრის მოყოლა შეგიძლია, ხომ იცი რომ ვერაფერი მაიძულებს შენს წინააღმეგ რამე არა თუ გავაკეთო გავიფიქრო კიდეც“-თქო. ის მიცინოდა ლოყაზე მკოცნიდა , მერე ისევ ტიროდა და კისერზე მეხვეოდა.
დილის 4 იქნებოდა ბასიანზე რომ მივედით. იმ ჭეჭყვაში საერთოდ ვერანაირი სიამოვნება ვერ მივიღე, ერეკლე და ბავშვებიც რომ სადრაც დავკარგე და ათობით უცნობი ადამიანის გარემოცვაში აღმოვჩნდი შეშინებული, გულაჩქარებული და ცოტა არ იყოს წნევააწეული გამოვვარდი ჰაერზე, წელში მოვიხარე, მუხლებს ხელებით დავეყრდენი და ღრმად ვსუნთქავდი. მერე კადრად მახსოვს ლუკა რომ თმებს სახიდან მიწევდა და
-ხომ კარგად ხარ ჩემო პატარა-ს მიმეორებდა.
საბოლოოდ კიტამ თალია თავისთან წიაყვანა,რადგან მე იქით გავხდი მისავლელი და გოგოს დედას ასეთი მთვრალი რომ ენახა აუცილებლად ყველას დაგვხოცავდა და თბილისის ბარებსა და კლუბებსაც სიამოვნებით გადაწვავდა. არ ვიცი ერეკლე დარჩა თუ არა ბასიანზე, მაგრამ მე ილიამ წამომიყვანა. საწოლში ჩამაწვინა, ტანსაცმელიც გამომიცვალა და მარტო არ დვაუტოვებივარ, გვერდით საბნის ზემოდან გადასაფარებლის ქვეშ მომიწვა.
დილით თავის ისეთმა ტკივილმა გამაღვიძა ცხოვრებაშ რომ არ გამომეცადა. ორივე ხელი თავზე მივიჭირე და ამოვიგმინე.
-არა რა ნისი რომ არ შეგიძლია რას სვავ?! ჩერჩეტო! 20 წლის კი აღარ ხარ.
-დამაძინე რა.
ილიას ბუტბუტი გავიგონე და გაჭირვებით დავაშორე წამწამები ერთმანეთს. ჩემს გვერდით იწვა, ქურთუკით და თავზე ბალიშდაფარებული.
-აქ გეძინა?
-აბა მარტო დაგტოვებდი?
-ძალიან ხო არ შეგაშინე?
-არა დაიკიდე. გავალ მე სახლში გამოვიძინებ და რამე თუ დაგჭირდა დამიძახე კარგი.
უცბად წამოდგა ფეხზე, კედები ჩაიცვა და სანამ გავიდოდა შუბლზე მაკოცა.
უშედეგოდ ვცადე ფეხზე ადგომა, ამიტომ ისევ ძილი გავაგრძელე. უცნაური სიზმრები მქონდა, ისე ამკვიატებოდა ერეკლე წინა ღამიდან მოყოლებული ,რომ 3 საათის განმავლობაში გადაბმულად მესიზმრებოდა სხვადასხვა სიტუაციებსა და დიალოგებში ჩართული ბიჭი.

საბოლოოდ რომ ვინებე და ავდექი, სახლის დალაგებას შევუდექი, რადგან მომდევნო კვირა საერთოდაც არ მეცლებოდა ამ საქმისთვის, ემ კი სანაგვეში ცხოვრებას ნამდვილად არ ვაპირებდი. ინსტაგრამზე შეტყობინება მომივიდა და ჭურჭლის რეცხვას თავი მივანებე. ხელები სახლის შარვალზე შევიწმინდე და აპი გავხსენი. @Naakan_E-სგან მოთხოვნა მქონდა რომ მისი მხრიდან ჩემი გვერდის გამოყოლას დავთანხმებოდი,რ ადგან იმ დროს დახურული ინსტაგრამი მქონდა. ინტერესით შემოვჯექი სამზარეულოს დახლზე და მის პროფილზე გადავედი. კიტა, ლუკა და ილია ჰყავდა საერთო ნაცობებეში. ფოტო რომ დავიანხე მაშინვე გამეღიმა. აპარატურასთან მდგომი იღიმოდა და ცალი თვალით კამერას უყურებდა. მის მოთხოვნას დავეთანხმე და თავადაც გავყევი გვერდს.
ის იყო ერეკლემ მომწერა .
“რას შვები?”
და მე სადღაც გონების კუნჭულიდან ჩემი თავის სუსტი ხმა მომესმა შეიძლება მოეწონეეო, რომ ილიამ სახლის კარი ლამის შემომილეწა.
-ხო დალეწე შენს სახლში ხო არ ხარ? რა გაქოშინებს? საიდან მორბიხარ.
-აუ რაღაც უნდა გითხრა თებიძე და არ მომკლა და არც გაჭედო. პროსტა მე ხო ვიცი შენი ამბავი რა?! აი რა უნდა მოხდეს ოდესმე ვინმემ შენზე რამე მკიტხოს და სწორად ვერ ვუპასუხო , მაგრამ ახლა არაფერი ვიცი, რა ჩემი… რა უნდა გავაკეთო-უცბად გაადააკეთა და გაოცებულ, პირდაღებულ მეს შემომხედა.
-რა გეტაკა? ბზიკმა გიკბინა თუ ვინმემ დაგადო?
-არაფერი , მისმინე ერეკლეს მოეწონე და მთხოვა დამეხმარეო.
სიცილი ამიტყდა და ტელეფონი მაგიდაზე მივაგდე, რადგან ცოტახანში აუცილებლად ჩავიკეცებოდი ისე ჩავბჟირდი. მერე ავდექი, ავდექი რა ილიამ ამაყენა და სიცილით ვუთხარი.
-სთხოვა იმანაც გენიოსს. დამხარება იცი რა არი? მაგას რომ არ მეტყოდი და ისე მოაგვარებდი ილო სულ სულ ყველაფერს. აი ორი ბატი ხართ გეფიცები.
-რა ვიცი… მე…
-აქამდე მსვენივრად ატერორებდი ხალხს და ახლა რამ გაგაბუნჩულა?
დოინჯი შემოვირტყი და მის პასუხს დაველოდე, ისიც წამში წამოენთო.
-თუ არ გინდა გეფიცები ვცემ, რამეს თუ მიქარავს შენ უბრალოდ თქვი ნისი და სულ ფეხებზე არ ერეკლე ნაკანი.
-მაგიტომ აწერია ინსტაგრამზე ნაკანი?
გაკვირვებული, თვალებმოჭუტული მიყურებდა.
-საიდან იცი შენ? ისევ სტალკერობას დაუბრუნდი?
-ინსტაგრამზე მომწერა. და მოდი ამ ერთხელ კიდევ მივცემ ცხოვრებას რაღაც შანსს კარგი? უბრალოდ არ ჩაერიო.
-რას აპირებ?
-ცდას.
-იმის მე რისიც მგონია?
-ხო. რატომაც არა? 5 წელია ამ ყველაფრისგან თავს ვიკავებ, ის სიმპატიურია, მხიარული რატომაც არა? თან ჯერ არც მიყავრს, რამე თუ ისე არ წავა ყოველთვის შევძლებ წყლიდან გამოსვლას.
ილიამ გამიღიმა და მერე ისეთი ძალით ჩამიკრო მკერდში რომ სუნთქვა შემეკვრა. დიდხანს მომივიდა ნაკანის მესიჯის უპასუხოდ დატოვება, მაგრამ საბოლოოდ ილია წავიდა თუ არა ვუპასუხე.
“ ნაბახუსევზე ვარ და ისე მეძინება თავს ვერ ვწევ, შენ?”
შუადღის პირველი საათი იყო.
“ახლა მოვედი სახლში.
მოგეწონა მუსიკა?”
“ გუშინაც გითხარი რომ მომეწონა”
მისთვის პატარა მესიჯების მიწერისასაც კი მეღიმებოდა და წარმოდგენა არ მქონდა როგორ ვაპირებდი ისე მეცადა ურთიერთობებში დაბრუნება და სიყვარულის თემა ხელახლა, რომ ბოლოს თავი არ დამეზიანებინა. მაგრამ ნოემბრის იმ ნაშუადღევს სამზარეულოში მაგიდასთან მჯდომი მე უბედნიერესი ვიყავი ერეკლესთან გაბმული მიმოწერით. ვიცოდი რომ ამით რაღაც ისეთს ვიწყებდი,რაც კიდევ ერთხელ შემცვლიდა.ზუსტად არ ვიცოდი, ან როგორ უნდა მცოდნოდა?, საით წამიყვანდა ეს ყველაფერი,მაგრამ ამდენი წლის მერე მე ეს მინდოდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent