ჩრდილ ქვეშ თავი 1-2
05.2025 ქალაქში ქარი ქარბორბალად ტრიალებდა,როგორც ძველი საიდუმლო,რომელმაც ვეღარ გაძლო და გამოასკდა ძველისძველ კედლებს,სუნთქავდა ქალაქი სიჩუმეში-არც ომი იყო,არც მშვიდობა.სადღაც შუქს რომ ხედავ,მაგრამ ვერ იგებ,დილაა თუ ცეცხლი,სწორედ იქ იწყება მათი ამბავი... ვერ ამჩნევდნენ როგორ ღრმავდებოდა ნაბიჯები ჩრდილში-თითქოს ყველა გზა რასაც ცხოვრებაში ედგნენ,იქ ბრუნდებოდა,სადაც სინათლე მხოლოდ იმ ერთის თვალებში რჩებოდა... რას იფიქრებდნენ?რომ სიყვარული გახდებოდა ყველაზე საშიში მისია იმ სამყაროში სადაც ჯერ კიდევ ნდობა იყო გზად და ხიდად...სინდისი და ვნება ებრძოდა ერთმანეთს და იბადებოდა ყველაფერი-სიყვარული,ღალატი და ამბავი,რომელიც უნდა გაეგოთ. -ლიზოო,ჩემი ლიზო მოსულა,ოჰოო ტირის,აბა მხოლოდ მე შევშფოთდე თუ ვუხმო „საგიჟეთის უხუცესებს“?ყველაზე დიდი გიჟი ილუ არ არის სახლში ,მაგრამ მაინც ბევრნი არიან ლიზო... -მატაა რომ იცოდე როგორ მიყვარხარ -მან იციის? -რაა??? -როგორც გიყვარს და ახლა,აქ რომ ტირი,მოდი მე,რომ ყავა მიყვარს უცებ გავაკეთებ,ტერასაზე გავიდეთ,ყავა დავლიოთ,სიგარეტი მოვწიოთ და უამბე შენს მეგობარ ბიცოლას რატომ გაქვს ეგ ნუშის თვალები ცრემლიანი, -როგორ მიყვარს აქაურობა და განსაკუთრებით როცა შენ აქ ხარ მატაა,არახვეთი შენ შეგვაყვარე -ლიზოო ისევ ცრემლები ნუშებში,მეტყვი?? -გიგი,გიგი შენგელია მშორდება,ვიცი,რომ მატყუებს!ჩვენ ერთად ვერ ვიქნებით ისე აღარ მიყვარხარო და თავს ხრის,თვალებში ვერ მიყურებს,ხმა უკანკალებს.ვერ მაჯერებს უსიყვარულობას...მე მიყვარს ძალიან მიყვარს,უმისოდ გავძლებ,მაგრამ ვერ გადავიტან,მიზეზი არ მაქვს რომ ,გავძლო როგორი ნაცნობი სიტყვები იყო და მტკივნეული -არა ლიზო არა!არა და არა!შენ იმას არ გადაიტან რაც მე გადავიტანე და სხვა აზრი არ განიხილება...არ მოშორდე გესმის?!თუნდაც შენს სიამაყეს გადააბიჯო, ყავა მოსვა,თვალი გაუსწორა წარსულს მიმიკა მარავალჯერ შეეცვალა,ნატიფ თითებში კიდევ ერთხელ მოიქცია სიგარეტი ნერვიულად და ნაფაზს ბევრი წელი ამოაყოლა. მკათათვე მაკდებოდა,ნელ ნელა ხალვათობდა თბილისი... ივლისი მათი იყო და ივლისამდეც იყო. 2001 წელი მასოო,მასო სად ხაარ?აი გიპოვნე მტTლ სკოლაში დაგეძებ და შენ თინუუ იცი რაა არ დაიჯერებ,მაგრამ გეოგრაფია არ მისწავლია და რომ გამიძახოს ვერ ვიტყვი არ ვიცითქო ხო და დღეს „შატალოზე“ ვართ ნახე რა მაქვს?დედაჩემი ძველი სახლიდან წამოღებულ ნივთებს ალაგებდა და ეს რვეული თვალში მომხვდა,მეგობრობის დღიურია,ბოლო რამოდენიმე გვერდი ტავისუფალია,მეც შევავსე,მიდი რა მასოო არ გაინტერესეებს?? -ქალბატონო თინა,ამ ჩემს წინა საუკუნით მოცულ გონებას კიდე ეგ უნდა?მერე მითხარით :შენ მე-19 საუკუნეში უნდა დაბადებულიყავიო არა და საერთოდ არ მხიბლავს ბურჟუაზია,მე უფრო მთისკენ ვილტვი, გლეხობას ვემხრობი,ხო მორჩა ახლა არ დაიწყო,რომ უკვე 21 საუკუნე დადგა ოოხ მომეციი რა ვკვდები ინტერესით,სკოლიდანვე ეტყობოდა ჩემს საყვარელ თამარ ქალს კალიგრაფიაზეც,თუ როგორი მრისხანე და სამართლიანი პროკურორი დადგებოდა -არა რაა შენ მისი შვილი უნდა იყო.ეგ შენი თამარ ქალი სულ მაგას მომძახის,მასო დიდი ქალი დადგებაო მეგობრობა გზად და ხიდად ნამდვილო მეგობარნო... უპასუხეთ თამარის კითხვებს ერთგულ მეგობრულად -დაბადების თარიღი -05.05.1985 -სახელი გვარი,ზედმეტ სახელი -მატასი მაჩაბელი,მასო ოჯახის წევრები დედა ნათია ყიფიანი,მამა ლევან მაჩაბელი,ძმა დათა -მომავალში ვინ იქნები? აუცილებლად ისევ მატასი მაჩაბელი,ალბათ ვიქნები ცოლი,დედა,ყველანაირად შევეცდები ვიყო ახალი საუკუნის არქიტექტორი,ჩემს სიტყვას ვიტყვი ამ სფეროში -საყვარელი საჭმელი/სასმელი გუდის ყველი და პური,ყავსთან ერთად.წყალი -დაწერე შენი მომავლის სურვილები,პირადი,გარეშე ა.შ. -ის უნდა გამოჩნდეს,მე რომ გადამრევს,ცოტა ფეხს აუწყობს ჩემს არა ჯანსაღ რომანტიზმს,მე მისი მატა ვიქნები, პირველად მხოლოდ მისთვის,მექნება ყვავილების სალონი,სადაც არ იქნება არცერთი ქოთნის ყვავილი,გასინჯავენ მატასის ყველს და პურს ყავასთან ერთად. -ღმერთებოოო ეს გოგო გიჟია თუ არა ამქვეყნიური?და რომელ ყველს შემოგვთავაზებს ქალბატონი მატასი? -ფართო არჩევნით თინა,თუმცა განსაკუთრებით ჩემს საყვარელ გუდას და ნახავ რამდენი ერთგული მომხმარებელი მეყოლება, -თბილისის გულში გაზრდილი გოგო,თითქმის ევროპა მოვლილი,თანამედროვეობის პიკზე,არ ეშლება მოდა და გემოვნება,დახვეწილად აღზრდილი,კეთილშობილი ქალიშვილი და უცებ!შემოგვალეწავს ამ მთის რომანტიზმს,საიდან გაგიჩინოთ „მთის კაცი?-„? -თინუუ რა ცუდi გოგო ხარ,ალბათ დიდი ბებოსგან გამომყვა მთის სიყვარული და სიყვარული მთის კაცების მიმართ,სისხლის ყივილია. -ხო და ამ კეთილშობილურ საუბარში ჩემს სახლსაც მოვადექით და ნუ გამხდით საკუთარი დედის განსჯის საბაბს და თქვენებურად დამალაგებინეთ ეს ქაოსი ოთახში,გთხოვთ მარიამ -თინიკოო მარიამს კიდევ დამიძახებ და მარტოს მოგიწევს არეული ოთახის და ნერვების ლაგება -მომიტევეთ,უთხრა ბავშვობის მეგობარს და ქალაქის ტელეფონის ხმაც გაისმა:გელოდებით ანა მხოლოდ ორი სიტყვით შემოიფარგლა. -ღმერთოოოო როგორ ცხელა,ქოთქოთით შემოვიდნენ სახლში თათა ვაჩნაძე და ანა ბაბადიში -რა გჭიირთ?ანა რა სახე გაქვს?არ მომწონხარ -მასოო არ მინდა წასვლა,თქვენს გარეშე როგორ გავძლო?არა და აღარ ითმენს გეგე ჯაიანი,აღარ ხარ ცამეტ წლის ჩემს მოთმინებსასც აქვს საზღვარიო,მომავალი წლიდან ამერიკაში გადადის მიწვევით,ასე რომ ძალიან შორეული,რომ გვეგონა ცხრა წლის ასაკში დადებული ფიცი უნდა აღსრულდეს,მატასი მაჩაბელი 2002 წლის სექტემბერში იქნები ჩემი მეჯვარე? -ვიქნები ყველაზე ლამაზი დედოფლის მეჯვარე ჩემო სიცოცხლევ,ჩემო ქალღმერთო,რამაგარიაა,ჩვენი ანო თხოვდება!თან ვისზე?!დიდ გეგე ჯაიანზე,უუფ რა ქორწილსში“ვიგრიალებთ“ ახლა ვიტირებ-თინუ უკვე ტიროდა ამიტომ ძლისვ ამოთქვა თათამ: -მეც მივდივარ Whaat???-შეშფოთდა თინუ მეც ამერიკაში მამაჩემმა თუ არ ჩამოხვალთ შენ და შენი და მივყრი აქაურობას და სულ ხელს ჩავიქნებ ყველაფერზეო,ისედაც დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ,თავს აიზულებს,რომ იცოცხლოს,ეკუნა თანახმაა,მეც წავალ და იქ გავაგრძელებ მამის დიპლომატიას,როგორ მენატრება ჩემი დედიკოო,ატირებული თათა გოგონებმა გულში ჩაიკრეს და მისი ტკივილის გაინაწილეს,მათ ყველაზე მეტად ახსოვდათ რა მოხდა ორი წლის წინ და თათასთან ერთად გადიოდნენ მტკივნეულ,მტანჯველ დღეებს,მოწყობილს ავარიას თათას ულამაზესი დედა ემსხვერპლა. -აბაა უცებ წამოხტა თათა,წინ ზაფხულია და ეს ზაფხული უნდა იყოს დაუვიწყარი და საოცარიი,ისე თათა კი შეგეფერება დიპლომატია,ვაჩნაძე და მაჩაბელი,რომ მიგიშვათ თქვენი მოთმინებით და მართლა დიპლომატიური ხასიათით ომს მოიგებთ -სამაგიეროდ ,ბაბადიშს და ჯანდიერს გიდუღთ ცისფერი სისხლი და ჩვენ თუ ომს მოვიგებთ,თქვენ ომს დაიწყებს,არ ჩამორჩა მატასი. -ზაფხულია.სწავლა მორჩა,რას გამოვიკეტეთ სახლში?-წამოხტა ანა და მატასის შემოუძახა გოგოებს,უნებლიე სხეულმა უკან გადაქაჩა და ინსტიქტურად მატასის ჩაეჭიდა ძლერად მაჯაზე,გაფითრდა,უცნობი მტკივნეული გრძნობა დაეუფლა.წვა იგრძნო და ქაოსი თავში,ეს უკვე მეორედ მოხდა -არა არ შემეხო,გემუდარები გამიშვი! -მასო კარგად ხაარ?რა გჭირს? -ანაა მაპატიე არ ვიცი,ცუდად ვარ,სახლში წვალ კარგიით?არ გეწყონოთ რაა -მასო რამე მოხდა და არ ვიციით? -არა თათა,უფრო სწორად არ ვიცი,უკვე მეორედ დამემართა,იმ დრეს ჯაბამ ჩემმა მამიდაშვილმა მომკიდა ხელი მაჯაზე და ზუსტად ასე დამემართა -მამას შავი გოგო მოვიდა -მაამ... თვალები ცრემლებით გაევსო -რაო ჩემო ყველაზე ლამაზთვალებავ?ნათიაა რა ჭირს ჩემს გოგოს მამას ერთადერთს? -ლევან,როგორც შენ ტქვი მამას გოგოა,მამას საკუთრება და მამას მატასი,მგონი ტავად უკეთ უნდა იცოდე ,მატასი დეე რა გჭირს?უთახი დედას -არ ვიცი,უკვე მეორედ დამემართა,ასე მგონია მაჯას ვინმე მაცლის და მიწვავს,მერე თავში ხდება ისეთი ქოსი და საშინელი ტკივილი,მგონია ეს მოხდა და ვერ ვერკვევი როდის ან როგორ ცოტა ხნით წამოვწვები და გაივლის -ლევან ლევან გაისენებს და იმ ტანჯვას ვერ გაუძლებ გავგიჯდები ლევან,მატასიმ იგივე რომ განიცადოს,რამე გააკეთე ჩვენს მასოს აარიდე ტკივილი ... ლევან არ გესმის?! ლევან მაჩაბელს თიტქოს მიწა ეძვროდა ფეხქვეშ,გული საგულეში შვილის ტკივილს გაჰყვიროდა,ლევანის არსებობის მიზეზი ოჯახი იყო მატასი და დათა და ახლა რა ხდებოდა??მის შვილის ტკივილები ახსენებდა თავს,ის ტკივილი მთელი ძალით რომ შეაჩერა და უკვე ცამეტი წელი იყო ამ ტკივილს აკავებდა ყოველდღე,იცოდა დადგებოდა დრე როცა მისი მატასი ყველაფერს გაიხსენებდა და გადაიტანდათმცა ჯერ ადრე იყო, -ნათი ჯერ არ უნდა გაიხსენოს,ეს დაღუპავს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ,გარემოება უნდა სევქმნათ,ისეთი,რომ ოდნავადაც არ გაიქვლის ამაზე ფიქრი დატა ისედაც უკვე მსხვერპლია,მაპატიეთ გთხო,შენ მაპატიე ჩემო სიყვარულო,როგორც დედამ ისე მაპატიე -ლევაან ვიჩხუბებთ,მე არაფერში გადანაშაულებ,ეს შენი ვალია და არამარტო შენი ჩვენი ცემო ლევანიკო,დათა ძალიან მენატრება,ჩემი სიხარული 17წლის რაც გახდა,მას შემდეგ მუდამ მონატრებაშია აქედან გადახვეწილი აი უკვე 10 წელია -სულ ჯერ ვერ დაგუბრუნებ ჩვენს დათას,მაგრამ გაგიშვებ დათასტან და ახალწლამდე იყავი იიქ მერე კი ერთად ჩამოხვალთ და დათას შეეძლება სექტებმრამდე დარჩენა,მასოს მე მივხედავ -მართლა ლევაან?-ნათია ატირდა,ნათია დედა იყო,ქალი რომელიც შვილების გადასარჩენად ომსაც არ შეუშინდა,ქალს რომელსაც შვილების სიცოცხლე საფრთხის წინაშე დაუყენეს ად წარბი არ შეუხრია,ვერ იეგოისტა,არ თქვა!ჩემის სიცოცხლე სხვების მაგიერადო -არ იტირო ჩემო გულო,გპირდები ორივე შვილი ჯანმრთელი გეყოლება თუნდ ამისთვის სიცოცხლის დათმობა დამჭირდეს -ლევან მე ჩემი ლევანიც მჭირდება და თუ მას წამართმევ,იცოდე,რომ ყველაფერს გავაკეთებ,რომ მეც ჩემს ლევანს შევუერთდე -ნათიაა,უნდა გაეგრძელებინა,როდესაც ხმაური შემოესმათ-ჩემი გოგოები,ჩემი თავადის ქალები მოსულად?აბაა რა ხდება?მზერა მეცნობა რას ხლართავთ?თვალის ჩაკვრით და თავის ოდნავ გაქნევით დასვა კითხვა -მთავარი მეამბოხე სახლში გამოიქცა, სადაც ის,იქაც ჩვენ,შეუსვენებლად განმარტა თათამ -ალქაჯები,გაეცინა ნათიას,წავალ ყავას მოგიდუღებთ და ისე,რომ იცოდეთ ვიცი რასაც აკეთებთ ხოლმე აივანზე -დედაა -„მოწევა მავნებელია“ღიმილით ჩაიბურტყუნა ლევანმა და გამგებმაც გაიგო-მეხუთე? -ნატა?ნატა თითქმის შვიდი თვეა სიახლოვეს არ გვეკარება, რა დავუშავეეთ მასო?მე მაინც მგონია,რომ... -ახლა არ დაიწყო თინუ შენებურად რაა,რომ ჩვენი შურდა -ზუსტადაც ანა,პირველი მაგალითი შენ იყავი -თინუუ!!! რა თინუ ანა,რა თინუ?მაშინ არც შევიმჩნიეთ,მიუხედავად იმისა რომ მთელმა ქვეყანამ იცოდა ოცი წლის გეგე ჯაიანს თერთმეტი წლის იყავი,რომ შეუყვარდი ანა და შენც გიჟდებოდი მასზე იქიდანვე იმ ბავშვობიდან და გეგეს გარდა არავის უყურებდი,როგორც მამრობით სქესს ნუ ახლაც ასეა გაეცინა,მაინც როგორ გაწყენინა,იმის გამო რომ ირკლის სიყვარული აგიხსა და მას ირაკლი მოწონდა,მასო როგორ უთხრაა??? -კაცს მართმევ ბაბადიში?!-ისეთი დაძაბული მომენტი იყი, თათას უნებლიედ წამოსცდა:135 სერიის დასასრული -გოგონებო,წამოიწყო ლევანმა,როგორი სიმპატიური და სერიოზული იყო.დახვეწილი,ეტყობოდა ცხოვრებისეული გამოცდილება და შინაგანი კულტურა,რაც საოცრად მიმზიდველს ხდიდა,-მე არც თუ ისე პატარა გამოცდილება მაქვს და საკმაოდ მაღალი შეფასებით მაქვს ჩაბარებული ადამიანი ფსიქო ტესტი,ნატა კომპლექსებით იტანჯება და ჩემი აზრით მისი ერთერთი და საკმაოდ დიდი კომპლექსი თქვენ ხართ,რაღაც ეტაპზე თქვენს სიმაღლეზე ვერ თვლის თავს და ჩემი რცევა იქნება შორს იყოთ მისგან,თავს დაიზიანებს და თქვენც „მოგიყოლებთ“ხოო და კიდე რას მისმეეენთ განახორციელეთ გეგმები და დაისვენეთ გემრიელად,სანამ მოსულა სექტემბერი და დაგწყებიათ აბიტურიენტობის ხანა. -მივდივართ მაამ,ჩვენთან მწვანე კონცხზე მანამდე გურიაში თათას ბებიასთან,ყველამ მოიწყინა თათას დედა გაახსენდათ,ყოველ ზაფხულს მასპინძლობდნენ გურულები ოთხეულს ზამთრის არდადაგებს ხან თამარ ზურაბიანის ოჯახში სვანეთში ატრებდნენ ხანაც ანას დედის ირმა ავსაჯანიშვილის სახლში გუდაურში -მასო,მამას ლამაზთვალებავ ერთი ამბავი მაქვს,ოღონდ არ უნდა მოიწყინო,თორემმოვკვდები მაამ,მოდი დედა დათასთან გავუშვათ და საახალწლოდ ერთად დაგვიბრუნდებიან,ასე როგორ გაგიმეტე შვილო,გულისტკივილი ამოუშვა ჩუმად და ოთახი დატოვა. -ოოოხ,აქ ყოფილან მაჩაბელების ციხეს ამაგრებენ დიადი თავადის ასულნი,მახინჯო მაინც საიდან შემოკრიბე ასე შენნაირი „მოგრიალე“ თანამდებობისთვის შეუფერებელი საზოგადოება,გამაცანით ვინმე ხუმარანარევი,ვითომ მუდარის თვალებით გახედა გოგონებს -ჯაბა ჯაფარიძე!27 წლის უკვე წარმატებული ბიზნესმენი,რესტორნების ქსელის მომავალი მეპატრონე და ასევე ძალიან წარმატებული მექალთანე,რამდენ გოგოს უკლავ ამ ეტაპზე გუულს? -თათა ეგ შეგეფერება ახალგაზრდა კეთილშობილ ქალიშვილს?ხო და რისთვის მოვედი სიურპრიზიი პირადად თქვენთის ფრომ ამერიკებიდან,მაი სისთერ ეკატერინეე ჯაფარიძეეე -კატოოოოო,ყველამ ერთად დასცა სიხარულის ყიჟინა და გულში ცაიკრეს მონატრებული საყვარელი ადამიანი და ოჯახის წევრი -ღმერთო ჯაბა,შენ არაფერი გამოგასწორებს,არც ის ასი წლის შემდეგ -ხო და მოგიწევს სპზეც შეკვეთით დაამზადებინო ჩასასვენებელი კატატოო,შენს დაბრუნებას გაუმარჯოს ,საღამოს აღვნიშნოთ რომ დაბრუნდი და აღარ მიდიხარ -დაა დიადი ილია ბურდულიი,გზააა!! მოდის მთიელთა რისხვა,გლეხი დიდი გულით და დიდი გვარიდაან!ნიკო,გედე უნდა ჩამოქვეითდეთ,კი ხართ ასაკით დიდები,მაგრამ პატარა გუგამ გაგვასწრო და ილიას სიმაღლის და მიხედვით უყვარს:გუგა,მე გედე,ნიკო და რუსიკოოო,ისე რა თავს ვიკლავდიი კი ვყოფულვართ თითქმის ერთი სიმაღლისები ნუ რუსიკო ოდანავ დაბალი, -რუსიკო იქნება რომ მოგხვდება და არარ გექნება ღლიცინის თავი -ილია შვილო,არ გაუბრაზდე ბაავშვს,თორემ ჩემთან გექნება საქმე -დედა შენი აზრით 25 წლის კაცი ბავშვია?ოოხ ბავშვობიდან ასე იყო შენი იყავი მათი ფარი და ხმას არ აღებინებდი არავის,არ ვაპირებ ჩხუბს -სოფიო?ჩემი სოფო არ ჩამომიყავნე? -არ იცის და ასე ვერ ვეტყოდი,რამოდენიმე საათში აქ გეყოლება სიფიოც,თეაც და შენი სიძე კახა ჩამოიყვანს ორივეს,რა შევცოდე ასეთი ურჩები რომ არიაან??მე ამერიკაში მგონია და ეს არახვეთშია,სად არის მარტოა?თუმცა რას ვკითხულობ? გამოიყოლებდა გზად ძმებს და მამიდაშვილს,-გულში ჩაიკრა ისე,როგორც პატარაობისას,დიდი იყო, თუმცა ისევ ისე ეიმედებოდა მამის ძლიერი მკერდი,როგორც მაშინ „ბალღობაში“ ,როგორც პაპა იტყოდა:პაპა აღარ იყო!აღარც ესენი იყვნენ ბალღები. -დედა? არ მოვიდა?არაა....ბრაზობს,რომ დავბრუნდი?კარგით რაა,აღარ ვარ ის ჩვიდმეტი წლის ბიჭი და არც მაშინ ვიყავი დამნაშავე ასე,რომ გაგმიმეტე ილია,თუმცა მადლობა. -ილია?მამას აღარ დამიძახებ?შვილო? -რვა წლის წინ აქედან,რომ გამაძევე,მაშინ მითხარი მამა აღარ დამიძახოვო! -ჩემო ბიჭო,როგორ გაზრდილხარ,რვა წელი შენი დაუძახებელი მამა,ღმერთოო კარგით რაა.ისევ ამას აყევიით?ისევ ასე დგახაართ სიმაღლის და მიხედვით,რუსაა ააქ?შეეენც? -ხო ბიძია,მეც დავბრუნდი,მაშინ როცა უფლება მომეცა,თუ ის არა არც მე მოვიდოდი,ეს ხომ ჩემს ამბებს შეეწირა უდანაშაულოდ -მოდით ახლა ამაზე ნუ ვისაუბრებთ მალე სოფიო თეა და კახა ჩამოვლენ არ იციან გარეთ დავხვდები და შევაპარებ კახას კი ვუთხარი და მოყავს,ეპაა... არ არის არახვეთს საქმე კარგად,ვერ დადგა დარის დღეები,ეგ სახეები მეცნობა და არ მომწონს,თქვენს ბავშვობას მახსენებს დაა თუ გავიგე,რომ სალოცავისთვის შესაწირი ცხვრები დაიკარგა,ვიღაცამ ღორზე „იჯირითა“,ჩვენის მაგივრად მათიკოს და გრიშას კარტოფილი ამოთხარეს,თუმცა მაგას აჩო ჭირდება,მოკლედ არაფერი გავიგო,თორემ მოვიფიქრებ სასჯელს თან გავამკაცრებ ახლა კი მომიტევეთ, მახარობელი ჭიშკართან უნდა დავხვდეს ოჯახს... -მომნატრებია რაა მამაჩემი -ერთ კვირაში თქვი მონატრებაზე,რომ ჩამოგიწერს საქმიან სიას -მე დიდი ბიჭი ვარ უკვე ნიკო, -მე შენზე დიდი,თუმცა ის უფრო დიდია და არ ივიწყებს,რომ თავის საქმე უნდა გადმოგვაბაროს,რომ უკვე დაიღალა და დროა ჩვენც ჩავებათ ოჯახურ ბიზნესში მე კიდე საერთოდ არ მაინტერესებს ამ ეტაპზე ეგ თემა -მე მითუმეტეს ნიკო,დარჩა ჩვენი გუგა -ნურასუკაცრავად ! -„რუსუდაან შედი კარავში „ -რა მოხდა ნიკოლოზ მტერი კარს მოგვადგა?ურჩი შვილი გადავმალოოთ??? ვაი თქვნს პატროონს,ჩაიფრუტუნა გუგამ -რა ხდება? -რა ხდება ჩემო გედე და ... -ოოო ყველაფერს მიგიხვდით გუგა ბატონო,ახლა სრულიად წელშ გამართულია ილია ბურდული მისი მეუღლე სოფიო თავართქილაძე,თეა ბურდული და თვით კახა გედეხაური უმაგრებენ ზურგს არახვეთის სიამაყეს -თეა და სოფიო აღელვებულები გადმოვიდნენ მანქანიდან მითუმეტეს ჭიშკარს გარეთ მდგარი ილია,რომ დაინახეს ნაბიჯი ძლივს გადადგეს დედებმა,იმატა მღელვარებამ -ილო ჩემი გედე? -კარგი თეო რაა,დავიჯერო კახამ მასე დაგაშინაათ?რამე პრობლემა,რომ ყოფილიყო კახას ვეტყოდი ხომ იცი რა ფერ დაკარგულები ჩამომიხვდეით? -ილუშ,ახლა თუ ისევ იმიტომ ჩამომიყვანე,რომ არ იცი როგორ დასაჯო ბიჭები,შეგახსენებ:გუგა 23 წლის არის და ნიკო 27. -ქალბატონო სოფიო,შეგახსენებთ,თქვენ კიდევ გყავთ შვილი... -გაიგონა,ნამდვილად გაიგონა, რვა წლის ნანატრი ხმა მოესმა დედის გულს,რვა წელი და ყოველ ღამე მონატრების ცრემლით ჩაძინება,დამთავრდა?-შვილი დაუბრუნდა?გულმა არითმია განიცადა,წნევა კეფას მიაწვა შვილის ჟრუანტელი დარბოდა სხეულში და იგრძნო როგორ ჩქეფდა სისხლი დედის ორგანიზმში,მთელი არსით ითხოვდა შვილის ჩახუტებას ,რა ტკბილი ხმა იყო,აღარ ქონდა მის შუათანას ჩვიდმეტი წლის ბიჭის ხმა,ახლა მამის ტემბრით საუბრობდა,(შვილებს შორის ყველაზე მეტად გავდა მამას) -დიმაააა,ამოხეთქა დედამ წლების მონატრება.დედასთან მოდი დიმა,შენი გული დედის გულს გაუთანაბრე,დედამ გიგრძნოს დიმა ჩემო ბიჭო,ჩემო სიამაყევ,როგორ მაღალი ხარ დედას სიტკბოვ ,ახლა ვეღარ ვადებთ გულებს ერთმანეთს- და დიმას გულმაც ჟანგბადი დაიბრუნა-დიმაა ,დიმა გთხოოვ დედას შენი სუნი აგრძნობინე -ახლააც??კითხვით და ღიმილიანი სახით შეხედა ძმებს-ორივე თავი დაუქნია თანხმობად და დიმამ ყელი მიუწია დედას -ღმერთო ეს სუნი მაცოცხლებს,აქ მაინც პატარა დიმას სუნი გაქვს და ჩემთვის სულ ასე იქნება,ვერანაირი სუნამო გაგიქრობთ იმ სუნს რაც თქვენი გაჩენისთანავე შევიგრძენი-ვერ გაუძლო ვერ შეძლო,მაინც ვერ შეიკავა ამდენი ემოცია,მოწყდა ცრემლი,დიმაც ატირდა,პატარა ბიჭი დადგა მის წინ პატარა ჩვიდმეტი წლის დიმას ტკივილი განახლდა,მას ხომ უფრო ენატრებოდა დედის სუნი,მამა,რომელიც ყველზე მყარი კედელი იყო,ძმები,რამდენჯერ გაჩრია ბურთი როცა ძმები და გედე გახსენებია,უსიცოცხლო,უმეტყველო რუსას ტკივილი ატირებდა,ძალით უარაფრობით დათმობილი თითოეულის ბავშვობა და ძალიან შორს იძულებით გადახვეწა,მამის იძულებით,ეგონა,რომ ამდროს სძულდა მამა,რომელიც მისი სიამაყე იყო,ამაყობდა ილია ბურდულის შვილობით-ხსნად იკო გედეხაური მოევლინა,რომელმაც ბიძა პირდაპირი გაგებით აიძულა! -1993 წელი -ილია -იკოო?-ეს სახე!ბავშვობიდან გაქვს ჩვევა,გაბრაზებულ ირაკლის ქვედა ტუჩი კბილებს შორის შეგაქვს და ღრმა სუნთქვებს აკეთებ,სერიოზულადაა საქმე,აბა უთხარი ბიძას -ამერიკაში უნდა გამიშვა -მეხუმრები?ყოვლისშემძლე გგონივარ?აქ ვაგვარო თქვენი „მოსაქმებულები“თან ამერიკაშიც გაგიშვათ,თავში რო დაგარტყამდათ და გარბოდით თბილისიდან არახვეთში სიმაღლის და მიხედვით გგონიათ ასეა ამერიკაც??ვერ გამოვა ეგ ამბავი! -გამოვა უნდა ვნახო გესმის?უნდა წავიდე და ჩემი თვალით ვნახო,ჩემი დიმა უნდა ვნახო და მორჩა! -გულში ამაყობდა პატარა ბიჭის შეუპოვარი ხასიათით და ახელა სიყვარული,რომ გააჩნდათ ერთმანეთის მიმართ... არა იკო,უფრო სწორად ვერ -ილო უნდა გამიშვა.წარმოდგენა მაინც თუ გაქვს რას ნიშნავს დიმას ნათქვამი-ვკვდები გედე-ო,ის იქ კვედება,რუსა ხელში მაკვდება და ორჯერ გამოვგლიჯე სიკვდილს ხელიდან.ორჯერ სცადა თვითმკვლელობა!ნიკო?იმის მაგივრად რომ დატკბეს ახალ მოყვანილი ცოლით და შვილის მოლოდინით ტირის,შენ არ გინახსვ ხო როგორ ტირის შენი შვილი?არც მისი ღმუილი გესმის ხოლმე?რატოომ?თავს იდანაშაულებს მაინდამაინც იმდღეს წავედი თბილისშიო... გუგა?გუგამ ყველაფერი ნახა და ძილში სროლის ხმა აღვიძებს და ჩემი დიმა იქ მარტოა,ვინმე თუ არ ნახა შეიშლება,უსამართლობა შეშლის და მოკლავს,რომელიც მამისგან დაიმსახურა,მხოლოდ ჩვიდმეტი წლის არის,უნდა გამიშვა გესმიის?! -და თუ უარს გეტყვი? - იმას იქ არ გავახარებ და იცი გამკეთებელი ვარ,მერე მე ამერიკითაც ვეღარ მიშველი,ილო რუსას და დიმას გეფიცები თუ ერთ კვირაში ჩემ დიმას არ ვნახავ იცი სადაც მომიწევს მერე ყოფნა! -შენ?შენ არ გტიკვა?არ ანახებ არავის ხომ როგორ ტირი და ახშობ ხმას მუშტზე მოჭერილი კბილებით?ვერ დაგინახეს იკო?სამაგიეროდ მე დავინახე როგორ ბღაოდი და ვერ გიმკლავდებოდნენ აჩო და თედი,შენ ხომ ყველაზ ემეტად გენატრება მისი შერქმეული გედე,ვეღარ გაფარებს არა თავს?ხელსაც კი გაფარებდა ხშირად -როდის წავალ?! -ზეგ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


