უიმედონი( II თავი)
„ მიხარია. რამე ხომ არ გადაგიღია? მაგრამ ისეთი სახით ვიყავი მგონი არც ღირდა.ვერ ვაკონტროლებ ხოლმე მიმიკებს.“ „აუ არა, ძალიან გავერთე თალიას და ბიჭებთან ერთად, მერე კიდე საერთოდ მოსაწევ ოთახში ვიჯექით სანამ არ მორჩი დაკვრას.“ წუთები გადის სანამ ერეკლე კიდევ მომწერდეს, მე ამასობაში საჭმელს ვიმზადებ, მაგიდასთან ვჯდები და ცალფეხს სკამზე ვიკეცავ. ის ის არის ჭამას ვიწყებ რომ ერეკლესგან შეტყობინება მომდის. „ეგ არაფერი, შემდეგ ჯერზე ხომ მაინც გადამიღებ.“ „ვნახოთ შეიძლება. ძალიან დაიღალე შენ?“ ვამატებ ,როცა დიდხანს აღარ ნახულობს ჩემს მიწერილს, სამაგიეროდ ამის გაგზავნისთანავე შემოდის საიტზე და მის ფოტოსთან სამწერტილი ჩნდება. თავადაც არ ვიცი რატომ მეღიმება. „რითი?დაკვრით?“ „უფრო ღამის გათენება ვიგულისხმე.“ „კი ძალიან. უკვე ხასიათზეც მოქმედებს უძილობა და ყველაფერზე უცბად ვიჭრები“ „მესმის“ იმ დღეს მიმოწერა ამით დავამთავრეთ და მთელი შაბათი დღე სახლსა და აივანზე გავატარე. კვირას , საღამო ხანს ბავშვები შეუთანხმლებლად გამოვიდნენ ჩემთან, ზოგი დივანზე იჯდა, ზოგი იატაკზე, მე ყავა მოვადუღე, ჩემი თავისთვის დამალული სასუსნავები ვიპოვე და მაგიდაზე დავალაგე. მერე მათთან, ტელევიზორსა და მაგიდას შორის იატაკზე ფეხმორთხმით დავჯექი და ნახევარი ზურგით სავარძელს მივეყრდენი. რამდენიმე წუთი დამჭირდა კიტასა და ილიას საუბრის მოსმენის პარალელურად შემემჩნია რომ გვანცასა და ლუკას შორის დაძაბული აურა ტრიალებდა. გოგო სავარძელზე იჯდა , ლუკა კი დივანზე თაკოს გვერდით. სანაძლეოს ჩამოვიდოდი, რომ წინა დღეს იკამათეს, რის გამოც ახლა ერთმანეთისგან თავის არიდებას ცდილობდნენ, სანამ დაწყნარდებოდნენ. -თაკო, აღარ მოყვები როგორ ჩაიარა შენმა დიადმა პაემანმა? ინტერესით ვკითხე და მაღალ მინის ჭიქაში ჩემთვის ჩამოსხმული წვენი მოვსვი. წამში ყველას ყურადღება გოგოზე გადავიდა, ის მოიბუზა და ფეხსაცმლის წვალება დაიწყო. -ისე რა, გავერთე. -სად იყავით? -სტამბაში. -გთხოვ არ მითხრა რომ შენ გადაიხადე. ილიამ მავედრებელი მზერით შეხედა. გოგო დიდხანს გაჩუმდა და უკვე ცხადი იყო, ყველაფერი თავად აანაზღაურა. არც კი ვიცოდით ასე რატომ მოეწონა ის ქუჩის ბიჭი, არაფრერი გამორჩეული არ ჰქონდა, ვერაფერი რითიც თავს მოგაწონებდა. თაკომ დაჩი პირველად ორი თვით ადრე ნახა. უბანში ისხდნენ ბიჭები და დომინოს თამაშობდნენ. მართლა ვერასდროს ვიგებდი მსგავს სიტუაციაში ნანახი როგორ შეეძლო მოსწონებოდა, მაგრამ თუ რამეს გრძნობდა ჩემს აზრს რაღა მნიშვნელობა ჰქონდა, სამაგიეროდ ბიჭები აღარ გაჩუმდნენ. -აი უთავმოყვარეო ხარ გეფიცები. არცერთ გოგოს არ უნდა რო ვინმეზე ზრუნავდეს და რა შენ გამოხვედი დედა ტერეზა?! -კარგით რა არ მუშაობს ჯერ. -ჯერ? იმედი გაქვს რომ ბირჟავიკ ხალხს მოშორდება და მუშაობას დაიწყებს? რომელი განათლებით? მეცხრე კლასის ატესტატით? - გეყოთ რა ლუკა და კიტა უკვე! თქვენ რომ ვინმე მოგწონთ მე ხო არაფერს ვამბობ. -აი პროსტა ეგეთი დას****ი თუ მოგვწეონება და ხმას არ ამოიღებ ნახავ. ბიჭი იმაზეა გადასული სახლიდან ლომბარდში რა გაიტანოს. -დედამისი ცუდად არის აბა… თავში ლამის ხელი შემოვირტყი და ილიას გავხედე რომელიც სადაც იყო თაკოს მორიგი მისიონერული გალაშქრების წინააღმდეგ, გადაერჩინა და დახმარებოდა ყველა გაჭირვებულს, რომლებიც ამ ცხოვრებას თავად უქმნიდნენ თავს, ხმას ამოიღებდა და წინა ჯერისგან განსხვავებით მართლა მოკლავდა. -შენთვის რომ გეუბნებით რატო ვერ ხვდები თაკო? და აი ხმაც ამოიღო, მაგრამ არ უჩხუბია, თბილად და ტკბილად ესაუბრებოდა. -რატომ არ მაცდით ბედნიერებას? - იმიტომ რომ ეგ ბედნიერება არაა. ერთდღესაც ყვეალფერი ყელში ამოგივა და უკვე გვიანი იქნება. ეგეთ რამეებზე თავიდანვე უნდა იფიქრო. -მაგრამ მიყვარს. - პლატონურად გიყვარდეს და სხვა ვინმეც გამოჩნდება. -ყველაზე არარომანტიკოსი არსება ხარ ილია გეფიცები. ბიჭმა ღრმად ამოისუნთქა და სანამ რამეს იტყოდა მანამდე მე დავასწარი. -კარგი მითხარი ეგ შენი სიყვარული სადამდე გაძლებს? რამდენიმე თვეს? კი ბატონო. წელს? აქ ცოტა მეეჭვება მესმოდეს. მთელი ცხოვრება? წარმოუდგენელია და მიღებას არც ვაპირებ. იმიტომ არა რომ არ გვინდა ბედნიერი იყო, იმიტომ რომ ვიცით თუ მაგ ადამიანს ცოლად გაყვები, ან შეყვარებულები იქნებით ცხოვრებას დაგინგრევს. -ამბობს გოგო რომელიც ქორწილში მიატოვეს, თანაც ბევრად “უკეთესმა” ადამიანმა. თაკომ წარბები ასწია, და სიტყვა უკეთესი ჰაეროვანი ბრჭყალებით გამოკვეთა. წამში გამიშეშდა სახე. რას , რას და იმას არასდროს ველოდი რომ ჩემს კოშმარულ ცხოვრების ერთ წელს საკუთარი ბავშვობის მეგობარი ჩემს წინააღმდეგ კამათში ამ გზით გამოიყენებდა. საკუთარ სახლში რომ არ ვყოფილიყავი სიამოვნებით ავდგებოდი და იქიდან კისრისტეხით გავიქცეოდი. თალიამ და კიტამ მხარზე ხელი რომ მიარტყეს მხოლოდ მერე გაიაზრა ნათქვამი. გვანცას სულ არ ადარდებდა, ტელეფონში ვიღაცას ემესიჯებოდა, ლუკა და ილია კი ისე უყურებდნენ ალბათ წამი წამზე იყვირებდნენ. გავიღიმე და ვითომაც არაფერი ფეხზე წამოვდექი. -ლუდს დალევთ? -კი. ყველამ ერთხმად შესძახა. მშვენივრად ვიცოდი რომ სახლში ერთი ქილის გარდა არ მქონდა, სწორედ ეს მინდოდა სახლიდან გასვლა და ჰაერის ისე ჩასუნთქვა ფილტვები რომ არ დამკაწვროდა ტკივილისაგან. სამზარეულოში გავედი და მაცივარი გამოვაღე, ერთი ქილა ლუდი გამოვიღე და ვითომ მოწყენილი გავედი ისევ მისაღებში, თან ქილა შევათამაშე. -მხოლოდ ეს ყოფილა დარჩენილი, რომელიმემ აიღეთ და მანამდე ამოვიტან მე. ქილის თუ ბოთლის? -ქილის. თალიამ გამიღიმა და ხელებით დივნის საზურგეს დაეყრდნო, მერე თავი ზედ ჩამოდო. ლურჯ თვალებს ისე მიბრიალებდა რომ სადაც იყო ატირდებოდა. ილია ფეხზე წამოდგა როცა ჰოლისკენ გავედი. -წამოგყვები. -ხომ არ მოიწყენთ უჩენოდ? -არა!მიდით! -დარჩი თუ გინდა. მაინც გავიბრძოლე მის წინააღმდეგ. -არ განიხილება ნისი. საკიდიდან ქურთუკი ჩამოვხსენი და მასთან ერთად სახლიდან გამოვედი. ყველაზე ახლო მაღაზია ჩემგან ორი ავტობუსის გაჩერებით იყო დაშორებული. ნახევარი გზა თითქმის უხმოდ გავიარეთ, მერე ილიას სიჩუმე მობეზრდა და ხმა ამოიღო. -არ უნდოდა ხომ იცი?! -ვიცი ილია. -კარგად ხარ? -კი, წლები გავიდა მას შემდეგ. მართლა არ მინდა ოდესმე მაგ თემას კიდევ დავუბრუნდეთ. მითუმეტეს არ მინდა რომ მეგობრები ჩემთან კამათის მოსაგებად იყენებდნენ. თაკო ხომ იქ იყო როცა მე დეპრესიაში ვიყავი, იქ იყო როცა გუკას და შემოვიდა და განაცხადა თავის ყოფილთან ერთად თურქეთში გაიქცაო. ყველაფერი ნახა ილია და არ მესმის როგორ შეეძლო. -უბრალოდ ბრაზობდა, იმიტომ რომ იცის მართლები ვართ როცა დაჩიზე ვესაუბრებით. მისკენ არ გამიხედავს, ჯერ ისევ მელანდებოდა ჩემი თავკი მუხლომდრეკილი, უზარმაზარ კაბასა და ცრემლებში ღალატის ასეთი პათეტიკური და საშინლად ხალხმრავალი აღმოჩენით. ვიცოდი , განა არ ვიცოდი, რომ თაკოს ამის თქმა არ უნდოდა, მაგრამ მაინც სევდიანი და გაბრაზებული ვიყავი. -უბრალოდ ზოგჯერ მგონია რომ სამუდამოდ იმ მომენტში გავიყინე ილო. მას შემდეგ თითქოს დრო არ გადის, მაგრამ თან მიფრინავს. -გაივლის, ბოლოს და ბოლოს ამდენი წელი გავიდა. -ხო, ამდენი წელი გავიდა და მე ისევ ვერ მოვინელე ეგ ამბავი.უბრალოდ ვერ ვხვდები თეონამ როგორ გაბედა ჩემი ასე მიტოვება და წასვლა. -ვერ მივხვდი? -ხედავდა რა დღეში ვიყავი, როგორ არაფრის სურვილი არ მქონდა. თითქმის ნახევარი წელი მიყურა მის თვალწინ სულს როგორ ვლევდი და ფინეთში წავიდა? რომელ დედას შეუძლია ასე მოიქცეს. -ხომ იცნობ არა? ვერ უყურებდა ნისი როგორ იტანჯებოდი, ისიც იცოდა რომ თავად თუ არაფერს იზავდი შენ დახმარებას ვერავინ შევძლებდით და აღარ შეეძლო ენახა შვილი თვალწინ როგორ უკვდებოდა. -მაინც ვერ ვიგებ. კარგი დავივიწყოთ გუკა და მისი ცოლიც. ბოლოს გაცინება ვცადე და მარკეტამდეც მივაღწიეთ. მთელი შეკვრა ქილის ლუდი ვიყიდეთ და ილიამ იღლიაში ამოდებული წამოიღო. გზაში დავცინოდი, უკვე ანხევარი გვქონდა გამოვლილი რომ მკითხა. -რას შვები შენ ერეკლესთან? -რავი გუშინ ვმესიჯობდით სულ ეგაა. ნუ ჯერ. -ანუ მოგწონს? - უარს არ ვიტყოდი … -აააა არ მინდა მაგის მოსმენა. ხელი გამაფრთხილებლად ამიწია და ორივეს გაგვეცინა. -კარგი არ გეტყვი რა მინდა რომ ვუქნა. -აააა! ახლა გაგლახავ იცოდე ნისი. გამეცინა და თავში ხელი წამოვარტყი. სიცილით გავაგრძელეთ გზა, გულბანი ერეკლეზე მიყვებოდა. ისეთ რამეებს მეუბნებოდა რაც შეიძლებოდა საერთო გვქონოდა. აღმოვაჩინე რომ ნაკანი არა მხოლოდ მუსიკაზე იყო შეყვარებული, არამედ ფერწერასა და ქანდაკებებზეც. მანქანებზე გიჟდებოდა და დიჯეის სამსახურის გარდა ილიასა და ბიჭებთან ერთად მუშაობდა. კიდევ ის რომ უფროსი და ჰყავდა და დისშვილიც. სახლში რომ ავბრუნდით უკვე მოგროვებული მქონდა იმის სია რაც საერთო და განსხვავებული გვქონდა. სახლში ასულებმა ლუდი პირდაპირ მაგიდაზე დავდგით და ძველი ადგილები დავიკავეთ. თაკო დიდხანს მიყურებდა საწყალი სახით მერე გამომხედა და ბოლოს და ბოლოს ამოთქვა. -მაპატიე რა, არ მინდოდა ნისი. -არაუშავს. დავლიოთ? -კი. თქვენ ის მომიყევით ბარში როგორ გაერთეთ? -ძალიან კარგად, იცი ამათი ძმაკაცი რა კარგად უკრავს?! ერთხელ შენც უნდა წამოხვიდე თაკო, არ მეთანხმები ნისი? თალიას თავი დავუქნიე. მან და ბიჭებმა მოყოლა განაგრძეს, მე და ილიამ კი ერთმანეთს შეთქმულებივით გადავხედეთ. ჯერ არცერთმა იცოდა იმის შესახებ რომ მე და ნაკანს ერთმანეთის მიმართ სიმპათიები გაგვჩენოდა და როცა წავიდოდნენ აუცილებლად მივწერდი. მეგობრები გვიან წავიდნენ, ილია ხომ საერთოდ, ორი იქნებოდა დაწყებული მოპირდაპირე ბინაში რომ გადავიდა და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა დივანზე დაწვა. მე ვერ ვისვენებდი, სახლი მივალაგე და ფილმის საყურებლად მოვკალათდი ტელევიზორის წინ. ის იყო დაიწყო რომ ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა. პლედში გახვეულმა გაჭირვებით ამოვწიე ხელი და გამეღიმა ავტორი ერეკლე რომ აღმოჩნდა. „გძინავს?“ „არა.“ „რას აკეთებ?“ „ილია, ძმები და გოგოები იყვნენ გამოსულები. სადღაც ნახევარი საათის წინ წავიდნენ, ხო და ახლა ვზივარ და ფილმს ვუყურებ.“ „ოჰო, საინტერესოა.“ „ხო. ილიამ გადაწყვიტა რომ შენზე რაღაცეები უნდა მცოდნობა და ახსენა საშინელებათა ფილმები უყვარსო.“ „თან იცი რა ძალიან? მარტო წყევლა 4ჯერ მაქვს ნანახი.“ „ მე გადავწყვიტე ძველი დრო გამეხსენებინა და final destination ვუყურებ“ „მიყვარს. მუსიკაზე რას იტყვი? რა ჟანრს უსმენ?“ დივანზე ვჯდები და ფეხებს გადასაფარებლის ქვეშ კარგად ვიკეცავ რომ არ შემცივდეს. გულწრფელი თუ ვიქნები და უნდა ვიყო კიდეც, რადგან არავინ იცცის ამ ურთიერთობიდან და საუბრიდან რა გამოვა, წარმოდგენა არ მაქვს რა ჟანრს ვუსმენ. მე მიყვარს ძველი hard როკი და ინდი როკი, ალტერნატიური, პოპი, 60-70-იანი წლების ქანთრი , კორეული, ჩინური და იაპონური პოპი და რეპი. ყველაფერს ვუსმენ რაც კი ყურში მელოდიურად მომხვდება, სწორედ ამის გამო იშვიათად თუ ვიტყვი რამეზე მხოლოდ ამ ჟანრს ვუსმენ თქო. არც რომელიმე ჯგუფის ფანი ვარ. საბოლოოდ ვხვდები რომ სჯობს ვუთხრა ყველაფერს ვუსმენ თქო, მაგრამე ესეც არ არის სიმართლე, რადგან მის ივენთამდე მხოლოდ ორჯერ მქონდა ელექტრო მუსიკა და დისკო მოსმენილი. „ ყველაფერს ვუსმენ, მთავარია უბრალოდ ჩემმა გონებამ გადაწყვიტოს რომ მოსწონეს.“ „ ეგ უკვე მომწონს.“ ერეკლე 5 წითით ქრება, მერე კი შეტყობინება მომდის რომ @Naakan_E ლინკს მიგდებს. ჩათს ვხსნი და ლინკზე გადავდივარ. ჩატვირთის შემდეგ აღმოვაჩინე რომ მუსიკა გამიზიარა. იმ წამსვე აყოლებს. „ჩემი საყავრელი ტრეკია“ მეღიმება, ვრთავ და თან სახელს ვაკვირდები. არც ავტორი მეცნობა, არც მუსიკა. “ Terminal- poem without words”- არის და მისი მელოდია ისე ძალიან მომწონს 5:36 წუთი როდის გადის ვერც კი ვიაზრებ. თავს ვერ ვერევი და კიდევ ერთხელ ვრთავ. თან ერეკლეს ვწერ. „ძალიან მომწონს.“ „ეგრეც ვიცოდი“ სიცილის და გულის სმაილებს აყოლებს მე კი გაზიარებულ ლინკსა და ბოლო ესემესს ვულაიქებ. დიდხანს რომ აღარ მწერს ტელეფონს გვერდზე ვდებ. დივანზე ემბრიონის პოზაში ვწვები და ეკრანს ვაშტერდები. ფილმის ყურებასი მეძინება კიდეც. არავი უწყის ამდენად გიჟი როგორ დავიბადე რომ საშინელებათა ფილმების ყურების შემდეგ არა თუ მეძინება, პატარა ბავშვივით ვარ ხოლმე. გამთენიას მეღვიძება, როცა ძილში ვხტები. ზუსტად არ მახსოვს სიზმარში მოვკვდი თუ უბრალოდ ჩემმა ტვინმა გადაწყვიტა რომ ვკვდებოდი და ჩემს გაცოცხლებას ეცადა, მაგრამ ფაქტი იყო გამომეღვიძა. გადასაფარებლიტა და ტეელფონით საძინებელში გავლასლასდი. ინსტაგრამზე შევდიავრ რომ რამდენიმე საათის წინ ერეკლეს დახმარებით აღმოჩენილი ტრეკი ჩავრთო და მის ფონზე მშვიდად დავიძინო. იქ კი მისი მოწერილი მხვდება. „არ გინდა სადმე ყავის დასალევად ერთმანეთს შევხვდეთ?“ და მე მშვენივრად ვიცი რომ ეს მხოლოდ ყავა არ არის. რომ ნოემბრის იმ უკანასკნელ დღეს ნაკანი პაემანზე მეპატიჟება. საიტიდან რამდენიმე საათის გასულია, მე წუთებით გაშტერებული ვუყურებ ეკრანს, ისე თითქოს მთელი ცხოვრების გზას ვირჩევდე და ვწყვეტდე. რომ დაფიქრდე ასეც იყო. „რატომაც არა?! სიამოვნებით. როდის გეცლება?“ მიწერის თანავე ინტერნეტს ვთიშავ, რადგან ვიცი დილამდე აღარ მიპასუხებს, ან იქნებ შუადღემდეც კი. ბალიშზე თავს ვდებ და ისე ტკბილად მეძინება წლების განმავლობაში რომ არ მღირსებია. ცხრა საათზე ვდგები , ვიცმევ, გაჭირვებით ვასწრებ საჭმლის ჭამას და კიბეებზე ჩასვლისას ჯერ ისევ მოსაცმელს ვიცმევ, თან შარფს ვიკეთებ. მეორე სართულზე რომ ჩავდივარ მაშინ ვეწევი ილიას. -არ წასულხარ ჯერ? -ჩამეძინა. -წაგიყვანო? -არ გაგვიანდება? -საბურთალოზე არ მოდიხარ? -უი ორშაბათია დღეს. კი კი. გავიქეცით რა. -მიდი ჩახტი თებიძე! სიცილით მეუბნება და მანქანის კარს მიღებს. გზაში ჩანთას ვამოწმებ ხო ნამდვილად ჩავდე უზარმაზარი ლეპტოპი, რომელიც წესით ჩანთის ტარებისას აშკარად უნდა ვიგრძნო, მაგრამ არა მაინც ვამოწმებ ვაი და არ დამრჩეს. საბუთებიც ადგილზეა, ტელეფონიც, დამტენიც. მერე პატარა ჩანთიდან ლაინერს, ტუშშსა და პომადას ვიღებ. სარკეს ვწევ და უცბად ვიწყებ გამზადებას, რომ ოფისამდე მოვასწრო. ილია სიცილით მაკვირდება. -აი ახლა ხო ხარ ღირსი დავატორმუზო. გაგეყრება ეგ ფანქარი თვალში. -ვიცი რომ ვერ გამიმეტებ. -რას მიკეთებდი სახლში? -გვიან ავდექი. მაინც და მაინც კვირა დღეს მოგინდათ გამოსვლა თქვენც კიდე. -თაკოს იდეა იყო. -მაგიტომ არ მლანძღა. -კიდე გაბრაზებული ხარ? თვალის ფანქარი ჯერ ისევ საცრემლეზე მიდევს და ისე ვატრიალებ თავს მისკენ, თან წარბებს მაღლა ვწევ და სარკეს ვუბრუნდები. -ძალიან მეცოდება ნაკანი შენს ხელში. -აქედანვე? -აქედანვე. -ნუ გეშინია მაგასაც ექნება თავის მინუსები. სხვათაშორის მაგის ბრალია ამ დილას თავი რომ ვერ ავწიე. -ჰა? -წუხელ ვწერდით. ისეთი არაფერი, ყავაზე დამპატიჟა. -ყავის დასალევად თუ პაემანზე? ნივთებს ჩანთაში ვალაგებ და მხრებს ვიჩეჩ. ისეთი გაოცებული სახეაქ, თან ძალიან სასაცილოა ღია პირითა და გაფართოებული თვალის გუგებით. მეც მეღიმება და წამოზრდილ წვერზე ვეფერები. -მგონი მეორე. -და არაფერს მაგას ეძახი ნისი გადამრევ გეფიცები. -მხოლოდ პირველი პაემანია, შეიძლება მეტი არც იყოს. -გუშინ შენ არ იყავი ძლისვ რომ გაგაჩუმე ეს მინდა ვუქნა და ისო? -არაფერიც არ მათქმევინე და იძახე ეს და ეს იმის მაგივრად რაც მინდა რომ.... -ააააა გაჩუდმი თორე იმ ხეს შევეჯახები. იყვირა და ორივეს სიცილი აგვივარდა. სამსახურთან რომ გამიჩერა ლოყაზე ვაკოცე, მადლობა გადავუხადე და სირბილით შევედი შენობაში. სულ ტყუილად მაინც დამაგვიანდა და ჩემი უფროსისა და ჩემი კაბინეტის კართან სოსიკო დამხვდა დოინჯშემორტყმული. -სად დაბრძანდები? -ისა. -ილიამ მოგიყვანა? -ხო. -რატო? -მაგვიანდებოდა. -ოხ საერთოდ არ დაგიგვიანია ქალაბტონო. მიდი მირანდას დაეხმარე. -გასცა ბრძანდება. -შენი უფროსი რომ ვარ ნუ გავიწყდება. -კარგი ბოსს! საღამოს გამოგივლით შენ და ბიცოლას. მივაძახე და კაბინეტში შევედი. მთელიდღე იმდენი საქმე მომაყარა მირანდამ რომ 6 საათზე გაჭირვებით დავუძვერი ხელიდან და უნივერსიტეტში გავვარდი. სოსიკოსთან ვეღარ ავედი, სახლში მისულს სული მეღაფებოდა. არაფრის თავი არ მქონდა. საწოლზე მივეგდე, კლასიკური შარვალი და მაისური მწოლიარემ გავიხადე და სადღაც ოთახის ბოლოში მოვისწროლე. ცოტა აზრზე რომ მოვედი მერეღა მოვიცალე ტელეფონის შესამოწმებლად. ილია, ლუკა და თალია წერდნენ საერთო ჯგუფში რაღაცეებს, დედაჩემსაც რამდენჯერმე დაურეკავს whatsapp-ში, ჯერ მას გადავურეკე, მერე ბავშვებს მივწერე იმ კითხვებზე პასუხები ,რომელიც ჩვენს ბაკურიანში წასვლაზე ჰქონდათ. საბოლოოდ მაინც დამიყოლიეს და გვერდით ბინიდან, ილიას ხმაც გავიგე, რომლის ოთახიც ზუსტად ჩემი ოთახის კედლის უკან იყო. კედელზე ძლიერად მივუკაკუნე იმის ნიშნად ხმა ჩაიგდე თქო და თან მივწერე კიდეც. მერე აღმოვაჩინე რომ ერეკლესაც ეპასუხა ესემესზე. „მშვენიერი, მაშინ დროს და ადგილს გაგაგებინებ. მაგრამ სანამ წავალ მანამდე შევხვდეთ.“ „სად მიდიხარ?“ მიწერილი არ მქონდა მწვანედ რომ აინთო და სამწერტილიც გაჩნდა. „ილიას არ უთქვამს? ერთი კვირით მეგობრებთან ერთად თურქეთში მივდივარ.“ „ეე მაგარია. როდის?“ „14. და 21-ში დავბრუნდები. შენ არ მოიწყინო.“ „თვითდაჯერებულო.“ „ეგ კარგია თუ ცუდი? „გააჩნია ვინ როგორ გაიგებს.“ „რას შვები ისე?“ „ ძალიან ძალიან დაღლილი ვარ და პირდაპირი გაგებით საწოლზე ვაგდივარ“ „ სამსახური?“ „და უნივერსიტეტი?“ „მოიცა რამდენის ხარ?“ დაახლოებით 10 წუთი დავსინე ,რადგან გიჟივით მეცინებოდა. ნაკანი როგორც ილიამ მითხრა ჩემზე მხოლოდ ორი წლით იყო უფროსი. რას ვიზავთ უფროსი ბიჭები მუდამ მიზიდავდა, გუკაც წლით იყო ჩვენზე დიდი, რადგან გვიან შეიყვანეს სკოლაში. „24 ნუ ნევრიულობ. მაგისტრატურა ვიგულისხმე.“ „ გასაგებია.“ „შენ რას შვები?“ „კოტე გახსოვს? ბარიდან?“ „ბუნდოვნად, მაგრამ კი.“ „მე და ეგ ვსაუბრობთ ახლა სეტის ჩაწერაზე, წესით რომ ჩამოვალ მერე უნდა ჩავწეროთ.“ „ საინტერესოა, სიამოვნებით ვნახავდი.“ „არ გამოგაპარებ.“ ამის მერე ისე მეძინება რომ რამდენიმე საათით ვერაფერს ვიგებ. ძილის რეჟიმი ისეთი არეული მქონდა, მხოლოდ ილიას შემოვარდნებს შეეძლო ხოლმე გავეღვიძებინე. იმ დღეს არ შემომვარდნია. დილით რვისთვის ავდექი და ისევ სამსახურში წავედი. ერეკლესგან ოთხშაბათს საღამომდე არაფერი მსმენია. მაგრამ ძალიან მომწონდა ის აზრი რომ მე მასთან ერთად პაემანზე წავიდოდი, ილიას ყურები გამოვუჭედე ორი დღე ამაზე ლაპარაკით. ბოლოს იმ ზომამდე მივიყვანე ,რომ ლამის საყიდლებზე გამომყვა ღამისთვის თეთრეულის და პაემნისთვის ახალი ტანსაცმლის ასარჩევად. აქ რა თქმა უნდა ვხუმრობ, მაგრამ პაემანზე რა უნდა ჩამეცვა მართლა ვერ მოვიფიქრე, თან ზუსტად ისიც კი არ ვიცოდი სად მივდიოდით. სადმე რესტორანში თუ უბრალოდ კაფეში. ან დღის რომელ მონაკვეთში. მთელი ორი დღე ამის გარდა არაფერზე არ მიფიქრია. ოთხშაბათს საღამოს აივანზე ვიჯექი, სიგიჟემდე მინდოდა მომეწია, მაგრამ ამ ჩვევას ჯერ ისევ არ ვუბრუდებოდი. შეიძლება იმიტომ რომ ჩემს თავს დავპირდი ჯანსაღი ცხოვრებით ვიცხოვრებ და ვეცდები იმდენხანს ვიცხოვრო ჯამთელმა რამდენიც შესაძლებელი ქინება მეთქი. ამის მიუხედავად სასმელს მაინც ვერ ვშორდებოდი და აივანზეც სწორედ წითელი ღვინის წიქით ხელში ვიჯექი. გვერდით აივანზე ილია გამოვიდა ტანს ზევით შიშველი. აივნის მოაჯირს დაეყრდნო და სიგარეტს გაუკიდა. სისცილი ძლივს შევიკავე გოგო რომ გამოჰყვა და მხრებზე მოეხვია. ძალიან ჩუმად ეჩურჩულებოდა რაღაცას , ილია მისკენ იყო სახით მიბრუნებული და მგონი უღიმოდა კიდეც. -გაცივდებით სხვათაშორის მაინც ვერ მოვითმინე და გავსძახე. რა გაძახება ეგ იყო პრინციპში, 5 ამდე მეტრი აშორებდა მხოლოდ აივნებს. გოგომ გაოცებულმა შემომხედა და სახლში ისეთი ამაყი სახით შევიდა თითქოს ჩემთვის რამე წაერთმიოს და რაიმეში დავემარცხებინე. სიცილი ამივარდა და პირზე ხელი ავიფარე. ილიამ თავი გამკიცხავად გააქნია. -რა საზიზღარი ხარ. -მიდი მიდი შედი და აუხსენი რომ მოხუცის სულიანი სექსუალური მეზობელი ვარ რომელთანაც მთელი ბავშვობა ერთ საწოლში გეძინა. -თუ გამოვედი ნისი მოგკლავ! -კარგი მომიკითხე. ამით თქვენ ცოდვებს გაუმარჯოს! ისეთი შემიღრინა რომ მეგონა აივნიდანვე გადმომიხტებოდა. სანაცვლოდ სახლში შებრუნდა. მე ჩემი წითელი ღვინის წრუპვა განვაგრძე და მაგიდაზე დადებულ კომპიუტერში იუთუბი გავხსენი. ყოველთვიური რუტინა მქონდა რომ თვეში ერთხელ ერთ მხატავრზე უნდა მეყურებინა ვიდეოებისთვის და ახალი აღმოჩნებეი გამეკეთებინა. სხვათაშორის ერეკლემაც არ მიღალატა. მომწერა. „რას შვები?“ „რიჩარდ ჰამილტონზე ვიდეოებს ვუყურებ“ „საინტერესოა.“ „ცოტა მოსაწყენიც.“ „ხატავ?“ „არა“ „რატო? „რადგან სამყარომ გადაწყვიტა რომ მაგ საკითხში წესიერად ვერაფერს ვშვებოდე, და მხოლოდ დროდადრო მოვჩხაპნო რამე, თვალი ან მაქსიმუმ ყვავილი.“ „ მე ადრე ვხატავდი, მაგრამ იმდენი ხანია არაფერი დამიხატავს მგონი დამავიწყდა კიდეც როგორ უნდა. სამაგიეროდ რაც ხელოვნებას ეხება ყველაფერი მიყვარს.“ „მეც.“ „ბოლო დროს ისე გადავერთე მუსიკაზე მგონი მაგის მეტს არც არაფერს ვაკეთებ.“ „სამაგიეროდ კარგად აკეთებ“ ისე მივეჩვიე მასთან მესიჯობას მეგობრების მსგავსად გულებითა და სხვადასხვა ემოჯებით ვწერდი ხოლმე მესიჯებს და ისიც იგივეთი მპასუხობდა. „ უცბად გადვაივლებ და მოვალ კარგი?“ „მიდი“ ისევ ვიდეოებს დავუბრუნდი. მერე ილიაც შემოვიდა და მისაყვედურა რა იყო ახლა გოგო რომ გამიქციეო. კარგახანს იყო ჩემს დივანზე გაწოლილი და წუწუნებდა. საბოლოოდ რომ გავაგდე, ჩავწექი და გადავწყვიტე ერეკლე მოწერას აღარ აპირებს მეთქი სწორედ მაშინ აზუზუნდა ჩემი მობილური. „მოვედი , მაგრამ მგონი შენ დაიძინე.“ „არა აქ ვარ.“ „ როდის გცალია? შეხვედრაზე რომ შევთანხმდეთ?“ „11 რიცხვზე რას იტყვი? თან პარაკსევია, იემდია არ უკრავ.“ „ არა მაწყობს, მცალია. 6ზე რომ შევხვდეთ?“ „კი ბატონო.“ „მაშინ ხვალ გეტყვი სად წავდიეთ კარგი?“ „როგორც იტყვი. არანაირი პრობლემა არ მაქვს.“ „მშვენიერი, ოღონდ ერთ რამეზე შევთანხმდეთ კარგი?“ „რაზე?“ „თუ თავს არაკომფორტულად იგრძნობ მაშინვე მეტყვი.“ „შენც იგივენაირად, შევთანხმდით?“ „შევთანხმდით, ნისი.“ გამეღიმა, მერე მეორე მესიჯიც მოაყოლა. „ისე მაინც არ მეტყვი რომელი ორი ასე არ მოგვწონს?“ „მე“ „რა მე? შენი თავი არ მოგვწონს?“ „ღმერთო რა გიჟი ხარ, არა!“მე“ ის ორი ასოა რომელიც არ მოგვწონს. ნისიმე.“ რამდენიმე წამს არაფერი მოუწერია. მეგონა დედაჩემის და მამაჩემის მიერ ოდესღაც არჩეული ძველისძველი სახელის გამო აღარ მოვწონდი. თავს ოდნაავდაც ვერ ვიკავებდი ყევლაფერზე დებილივით რომ არ გამღიმებოდა. საბოლოოდ მაინც მივიღე მისგან ის მესიჯი, რომელიც ალბათ ყველაზე მეტად მოქმედებდა. „არა და ძალიანაც ლამაზი სახელია. მე რომ შენ ვიყო ნისიდ არ შევამოკლებდი. მაგრამ თუ ეგრე მოგწონს ეგრე დაგიძახებ.“ „მიჩვეული ვარ რომ ბოლო ორი ასო არ მოგვწონს. რაც გინდა ის დამიძახე ერეკლე.“ „იცი მგონი შენ ახლა პირველად მომმართე სახელით.“ „არა???ბარში იქნებოდა ეგეთი მომენტი...“ „მე არ მახსოვს. ანუ არ მომხდარა.“ „ძალიან გეწყინება რომ დავიძინო? სამსახური და უნი მაქ ხვალ.“ „მოდო , ტკბილი სიზმრები ნისიმე“ არასოდეს ისე არავის დაძახებული ჩემი სახელი არ მომწონებია, როგორც მისი პირიდან და მესიჯებიდან. გასაოცარი ხმა ჰქონდა, მეგონა რომ თავად ელფები მელაპარაკებოდნენ, ნაზი იყო, მომაჯადოვებელი და ემგონა თუ ერეკლე მეტყოდა დაუფიქრებლად გადავხტებოდი კლდიდან. მისი ხმა ამას აუცილებლად გაიძულებდა. და სიგიჟემდე მომწონდა მის მიერ ნათქვამი ნისიმე. ასე არაფერი აღმაფრთოვანებდა. არცერთი სასიყავარულო სიტყვა, არცერთი მოფოერება, რადგან ერეკლეს ხმით მე რომელსაც ჩემ სახელს ეძახდა ყველაზე ჭეშმარიტი, ყველაზე რომანტიული რამ იყო. ბოლოს და ბოლოს ის ხომ ერთადერთი იყო ვინც ამას მეძახდა ან მომავალში დამიძახებდა. იმ ღამეს სიზმარშიც კი ჩამყვა ერეკლეს ბუნდოვანი, წითელ ფერში ადღაბნილი სახე, ის რომელიც ბარში ვნახე. მახსოვს როგორ ძლიერად მხვევდა ხელებს და დავიფიცებ მისი ტუჩების არომატსაც კი ვგრძნობდი. ასეთი ლამაზი და ქაოტური სიზმარი იქამდე არასდროს მინახავს, თუმცა მას შემდეგ კიდევ ბევრჯერ ვნახავდი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



