შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სისხლი სისხლს მოითხოვს (ნაწილი 1 )


გუშინ, 13:51
ავტორი თინათინი10
ნანახია 118

გამარჯობა. მე ნია მშვენიერიძე ვარ. 22 წლის, 5 წელია მონტენეგროში ვცხოვრობდი, დიზაინერი ვარ და იქ ვსწავლობდი, საშუალო სიმაღლის, მუქი ყავისფერი, ტალღოვანი თმით, ტრაბახში არ მინდა ჩამეთვალოს მაგრამ ჩემი აზრით გვარს ვამართლებ, სასიამოვნო გარეგნობა მაქვს.. რაც შეეხება ხასიათს საკმაოდ ფიცხი და ჯიუტი ვარ, თავს არავის დავაჩაგვრინებ, კაცებიც არაერთხელ მიცემია, მებრძოლი ხასიათი მაქვს, მამას ვგავარ. დღეს ჩამოვფრინდი საქართველოში, ჩემი მოღვაწეობა ამოვწურე მონტენეგროში და დავბრუნდი სამშობლოში, ისე რომ ოჯახი არ გამიფრთხილებია, სახლში ჩემი ჯუჯღურა მამიკო და ბებო მელოდება, დედისერთა ვარ, დედა რამოდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, სიმსივნე ჰქონდა..

პოდგორიცადან ჯერ თურქეთში ჩავფრინდი, ახლა კი თბილიაში ჩამოვფრინდი. გზაში ძალიან დავიღალე და კიდევ 2 საათი მინდა სახლამდე რომ მივიდე, ჩემი ოჯახი სიღნაღის რაიონში ცხოვრობს..როგორც იქნა მოვაღწიე სახლამდე, ტაქსიდან დავინახე რომ ეზოში ძალიან ბევრი ხალხი იყო, შემეშინდა

- იმედია ბებიას არაფერი დამართნია - ბარგი გადმოვიტანე და ჩქარი ნაბიჯებით ჭიშკარში შევედი, მაშინვე ბებო შემომეგება, ყველას ყურადღე მივიქციე
- ღმერთო, რას მომასწარიი, ჩემი ლამაზი გოგო ჩამოვიდაა - ხელებგაშლილი მოდიოდა ჩემსკენ მედია, გადამეხვია, შუბლზე და ლოყებზე მკოცნიდა, მამაც მოვარდა, ხელში ამიტაცა და ჰაერში პატარა ბავშვივით დამაბზრიალა
- რა ხდება აქ რა ხალხმრავლობაა
- არაფერი ისეთი, სახლში შედი და
შემოვალ - მითხრა მამამ და შუბლზე მაკოცა, რამდენიმე ჩვენი თანასოფლელი ვიცანი და მივესალმე,
ბევრი უცხოს დავინახე

- ბებო ვინ არიან, რა ხდება? ზოგი ვიცანი ზოგი ვერა, ხო მშვიდობაა
– იმ ძაღლი ბეროშვილების ბიჭი
დაკარგულა მე2 დღეა და მამაშენს მოაკითხეს, ნეტა არ გამოჩნდეს ცოცხალი
- ბებოო! ხომ იცი არ მიყვარს ასეთი ლაპარაკი
- არც მე არ მიყვარს მაგრამ ბეროშვილები ცოცხლად უნდა დაიწვან!
- მამაჩემს რამე კავშირო ხომ არ აქვს მერე მაგ საქმესთან?
- არა!
- იმედია, რით ვერ უნდა დამთავრდეს თქვენს შორის ომი, დამღალა თქვენმა ჩხუბმა
- არასდროს ბებო, არასდროს, ანგელოზივით შვილი ჩავდე მიწაში, იმ საზიზღარი მატათას გულისთვის, რა უნდა დამთავრდეს, დამთავრდეს კიარა ვერ უნდა გაიხარონ ვერასდროს და არც გავახარებთ

წლების წინ მეორე უბანში მცხოვრები მატათა ბეროშვილი მამაჩემის საუკეთესო ძმაკაცი იყო, მას მამიდაჩემი შეუყვარდა, ჩუმად ხვდებოდნენ ერთმანეთს, მათ სიყვარულზე მთელ სოფელში ლეგენდები დღემდე დადის, ზოგის აზრით მატათას მამიდაჩემი სიცლცხლეზე მეტად ყვარებია, ზოგის აზრით კი მის სიკვდილს სწორედ მას აბრალებენ. როცა მამაჩემს მათი ურთიერთობის შესახებ გაუგია თოფით მივარდნილა მატათასთან, ვერ აპატია მეგობარს რომელსაც ძმას უწოდებდა მის დასთან ურთიერთობა, მამა ისედაც ფიცხი კაცია, მატათა ოჯახს გადაუმალია, შემდეგ ის და მამიდაჩემი ერთად გაპარულან, გზაზე ავარია მოხდა, აზა მამიდა ავარიაში დაიღუპა, მატათა თვეები კომაში იყო, მამას უთხრეს რომ ეს ყველაფერი ძალით იყო მოწყობილი, ძალით მოკლედ მამიდაჩემი, რადგან გავრველდა ჭორი რომ აზა ორსულად იყო, ამასთანავე მისი სხეულის დათვალიერებისას აღმოაჩინეს ისეთი დაზიანებები რაც მიუთითებდა რომ ავარიამდე სასტიკად იყო ნაცემი, ყველაფერი მატათას დანაშაულზე მიუთითებდა, ამას დამატებული ანონიმური წერილებიც სადაც მამაჩემს წერდნენ რომ აზას სიკვდილი ყველაზე მეტად მატათას უნდოდა. იმ დღიდან მოყოლებული ერთმანეთს სასიკვდილოდ გადაეკიდნენ, დანაშაულსაც ვერ უმტკიცებდნენ რომ ციხეში ჩაესვათ, მას მერე რაიონი ორად გაიყო ჩვენი თანაუბნელები მამაჩემის გვერდით არიან, თავის მხრივ მატათას უბნელები მის მხარეს არიან, ბებიაჩემი ძალიან ძლიერი ქალია, რამდენი გაჭირვება და სიმწარე გამოიარა მაგრამ მაინც მყარად დგას ფეხზე, ჯან ღონით სავსეა თუ სადმე რომელიმე ბეროშვილს გადაეყრება მზადაა ყველას თვალები დათხაროს.

ამასობაში მამაც შემოვიდა სახლში
- ჩემი ლამაზი, როგორი ლამაზი შვილი მყავს, რატო არ მითხარი თუ მოდიოდ შვილო დაგხვდებოდი
- ასე ვარჩიე მამიკო
- რა ქარმა გადმოგაგდო აქეთ
- მოვრჩი იქეთ ყველაფერს, უკვე დამოუკიდებლად შემიძლია მუშაობა, ფართს ვიქირავებ თბილისში სადაც ჩემს შექმნილ ნამუშევრებს განვათავსებ, ონლაინაც მინდა
ვიმუშავო
- ჩემი ჭკვიანი გოგო ხარ შენ
- ვაა ეს ვინ ჩამოსულაა - სახლში

შემოვარდა ბიძაჩემი, მამაჩემის მკვიდრი ბიძაშვილი, რომელიც თითქმის ჩემი ასაკისაა, ბიძაც არის და ძმაკაციც ჩემთვის
- გიოო როგორ მომენატრეე - გადავეხვიე გიოს
- სულ უფრო და უფრო როგორ
ლამაზდები, სად აქვთ ევროპელებს თვალები
- მე ქართველი ბიჭი უნდა
მიმშვენებდეს გვერდს გიო ხომ იციი
- გიორგი რამე ახალი ხომ არაა იმ
ძაღლის შვილზე - ჩაერთო ლაპარაკში მედიკო ბებო
- არა ფრიდონიზე აქვთ ეჭვი
- ფეხები არავის მოჭამონ, მაგ გამო*ირებულებმა
- მამა შენ ხო არაფერ შუაში ხარ ?-ცალი წარბი ავწიე, მართალია ბავშვობიდან მოყოლებული მესმის ბეროშვილების ლანძღვა გინება, მაგრამ ძალადობის მომხრე არასდროს ვყოფილვარ
- არა ნია - მაგრამ ისეთი ხმით მითხრა რომ მისი რატომღაც ბოლომდე ვერ დავიჯერე
- კაი იმედია, მე ცოტას დავიძინებ თორემ ძალიან დავიღალე - ოთახიდან გავედი

***

- მემგონი არ დაიჯერა, ცუდ დროს
ჩამოვიდა - ფეხი მიარტყა ფრიდონმა მაგიდას
- რას უპირებ ანდრო ბეროშვილს?
- იყოს ცოტახანი ღორებთან,
გაერთობა, მეტის ღირსი მაინც არაა ეგ

მართლა ღორის შვილი
- არ დამთავრდება ფრიდონ ეგ ამბავი მარტივად რომ იცოდე
- ისე მარტივად დამთავრდება, როგორ მარტივადაც ჩემი აზა მოკლეს - დაამატა ზიზღით მედიკომ

წყალი გადავივლე და მკვდარივით დამეძინა, რომ გავიღვიძე უკვე ღამის 11 საათი იყო, ცოტახანი ვსქროლავდი, მერე ქვემოთ ჩავედი წყალი მომწყურდა, ჩემი ყურადღება მიიპყრო ძაღლის გაუთავებელმა ყეფამ, მამას და ბებიას ეძინათ, ძაღლი სახლის უკანა მხარეს ყეფდა, ფანარი ავიღე და სახლის უკან გავედი, სახლისგან ოდმავ მოშორებით იყო ძაღლი დაბმული, ახლოს საღორესთან, ნელნელა იმ ადგილს ვუახლოვდებოდი, უფრო და უფრო შენობიდან რაღაც ხმაურის ხმა მატულობდა, ზოგადად მშიშარა საერთოდ არ ვარ, არადა სულ ბნელოდა, სრული სიჩუმე იყო ირგვლივ თუ ძაღლის ყეფას არ ჩავთვლით, წესით ასეთ დროს სხვა შიშისგან ჩაიფსამდა მაგრამ მე მშიშარა არ ვარ. კარის ღრიჭოში ფანარი მივანათე და გაოგნებული დავრჩი როცა შიგნით ხელფეხ შეკრული, პირზე სკოჩ გადაკრული, ნატანჯი სახით ანდრო ბეროშვილი დავინახე. ძალიან გავბრაზდი მამაზე, ისევ ბავშვივით და ჯიუტად რომ აგრძელებს ამ დაუსრულებელ ომს, მითუმეტეს ეს ბიჭი არაფერ შუაში იყო, ძალიან დავიბენი, ვეღარ გადავწყვიტე რა გამეკეთებინა, ეს ბიჭი შიგნით რი იყო დამწყვრეული შველას მთხოვდა. თვალებით, ვერ მოვითმინე კარი გავაღე, ბეროშვილთან მივედი, ჯერ სკოჩი ავაძვრე
- ვინ ხარ
- კეთილი ფერია, უნდა გადაგარჩინო
გიცანი, ფრიდონის შვილი არ ხარ?
რატომ მეხმარები
- ასე ვთვლი საჭიროდ და იმიტომ, ცოტა ხმადაბლა ილაპარაკე ნუ გააგებინე მთელ სოფელს
- თქვენი ნდობა რანაირად შეიძლება, ვინ იცის რა მიზანი გაქვს
-მომისმინე ეხლა კარგად! რომ არ მინდოდეს ამას არ გავაკეთებდი, ნუ გადამაფიქრებინებ
- კაი მიდი გახსენი 2 დღეა აქ დამამწყვრია უსისხლო მამაშენმა
- უსისხლო მამაშენია! წესიერად ილაპარაკე
- კაი კაი თუ ხსნი გახსენი - ანდროს სახეზე დალურჯებებიც ქონდა ეტყობოდა ნაცემიც, პერანგი აქა იქ გახეული სადაც დაკუნთული სხეული უჩანდა, ხუჭუჭა დაბალი თმები აბურძგნული ქონდა, საკმაოდ ჭუჭყიანი იყო, გარეთ გამოვიყვანე და ძაღლმა ყეფას მოუმატა
- თქვენს ოჯახში ძაღლსაც კი მთელი გულით ვძულვართ, გადაუსხია მამაშენს თავისი სისხლი მისთვისაც.
კიდე კაი დაბმულია თორე შემჭამდა
- ბეროშვილო გეტყობა 2 დღე პირი რომ გქონდა დასკოჩილი ეხლა გინდა ამოინაზღაურო - თვალებში შევხედე და შევუბღვირე

როცა სახლის წინა მხარეს გავედით უცებ მამაჩემის ოთახში შუქი აინთო, მამას პირველ სართულზე ეძინა, ჩემი ოთახი მეორე სართულზე იყო, დავიხარეთ და ადგილზე გავშეშდით, შემდეგ ფეხაკრეფით კიბემდე მივედი, მამამ დამიძახა
- ნიაა - ამ დროს ანდროს ვანიშნე ზემოთ ასულიყო
- ჰო მამა
- შენ ხარ ? რა გინდა ამ შუაღამეზე გარეთ
- სუფთა ჰაერზე მინდოდა, ძაღლი
ყეფდა თან და ვიფიქრე გავხედავთქი
- არაფერი იქნება დაწექი დაიძინე
- კაი მა ღამე მშვიდობის
ავედი ოთახში

- ცოტახანი დავიცადოთ დაეძინებათ და მერე წადი - ანდრო მომიახლოვდა, თვალებში ჩამხედა
- მომისმინე პატარა ქალბატონო, მე ანდრო ბეროშვილი ვარ, მამაშენმა გამომკეყა საღორეში, მცემა, უამრავი შეურაცხყოფა მომაყენა და რას მეუბნები ავდგე და ფეხაკრეფით გავიპარო აქედან?
- ახლა შენ მომისმინე ბატონო ანდრო, მე გადავწყვიყე გამეშვი, აქედან წახვალ და ამით მორჩება ყველაფერი, თუარადა შემიძლია ისევ უკან დაგაბრუნო, ვიყვირებ რომ ოთახში შემომივარდი, მამაჩემი იფიქრებს რომ გამოიპარე და რამეს დაშავებას მიპირევ, ასე რომ აირჩიე ან წყნარად გახვალ აქედან ან უარესი რამე შეიძლება მოხდეს
- მე არაფრის მეშინია
- არც მე საერთოდ, იცი რატომ გამოგიშვი? მინდა ეს სისულელე ომი დამთავრდეს მამაშენს და მამაჩემს შორის
- ეგ ომი არ დამთავრდება მანამ სანამ რომელიმე არ მოკვდება, მეც დამღალა ამ ომმა, უდანაშაულო ხალხი ვეწირებით ამ ყველაფერს, არც მე და არც დედაჩემს ამ საქმესთან არაფერი გვაკავშირებს, მაგრამ მაინც მე დამადგა მამაშენმა თვალი..
- მამაჩემი შენმა ოჯახმა აქცია ასეთად და მოუკლეს
- შენც ზღაპრებს უჯერევ გოგონი, ამიტომაც არ სრულდება ომი, არ არ სიმართლე ეგ რასაც ამბობენ და რაც ჩაიბეჭდეთ ტვინში, მე მამაჩემის მჯერა, დარწმუმებული ვარ რომ მამიდაშენი მთელი გულით უყვარდა
- თუ ასე გჯერა დაამტკიცოს
- როგორ? წლების წინ მომხდარი ამბა...
- მამაჩემმა არაერთხელ მიიღო ინფორმაციები სხვადასხვა მტკიცებულებები, მამიდაჩემის ნაცემი სხეული, რომელიც ბოლოს სიკვდილის წინ ზუსტად მამაშენთან ერთად იყო
- და თქვენც ანონიმურ წერილებს უჯერებთ რა თქმა უნდა, რომელსაც ღმერთმა იცის ვინ წერს
- კარგი გეყოს აზრი არ აქვს შენ შენს ოჯახს იცავ მე ჩემსას.. აქედან რომ წახვალ დაივიწყებ რომ მე გამოგიშვი და იმასაც დაივიწყებ რომ საერთოდ აქ იყავი

ანდრომ თავისი მუქი შავი თვალებით ცინიკურად გამომხედა
- ხო აბა რა, წავალ და იმას ვიტყვი თამ უკეთილშობილესმა მშვენიერიძეებმა დამაპურეს და მომიარესთქო, აი რას ვიზამ
- ფრიდოოოონ, გამოდი, ნახე სად ვარ ფრიდოოონ - ყვიროდა ანდრო
- გააფრინე?? გაჩუმდიი რას აკეთებ - ვცდილობდი გამეჩუმებინა მაგრამ რას გავხდებოდი, ფიზიკურად ისედაც ძლიერი ბიჭი იყო, ცხადია ხმაურზე მამა და ბებია მაშინვე ამოცვივდნენ ზემოთ, ანდრომ ხელი ჩამავლო, კომოდზე ჩემი დანა იყო რომელსაც სულ ვატარებდი, დამიჭირა და ყელზე მომადო..



№1 სტუმარი სტუმარი გვანცა

საუკეთესო დასაწყისია, დამაინტრიგებელი. იმედია გააგრძელებთ. გელოდებით

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent