შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დამალული სიმართლე (თავი 5)


გუშინ, 23:34
ავტორი Tak.oo
ნანახია 106

-მგონია,რომ აქ ყველფერი გვემარტივება,დასვენება,გართობა,საზაფხულო რომანია,რომ დავბრუნდებით,სხვა რეალობა დაგვხვდება.
-სკოლის მოსწავლეს ვგავართ რომელიმე?
-უბრალოდ… -პაუზას ვაკეთებ - არ ვიცი…არაფერი არ ვიცი ახლა…თავიც ძალიან მტკივა,მომაწოდე ჩაი, სად წაიღე უჰ - გავუბრაზდი ხელოვნურად.მაწვდის და დაფიქრებული მიყურებს,ვხვდები რომ პასუხს ელის - არ მინდა ახლა ამ ყველაფერზე საუბარი ირაკლი,იმდენად უცებ მოხდა ყველაფერი,იმდენი ახალი რამ,ემოციურად ვეღარ ვეწევი,ხვდები რას ვგულისხმობ? -თავს მიქნევს,თანხმობის ნიშნად. – ამდენი ინფორმაცია,ამდენი გრძნობა. - საჩვენებელი თითი მის ბასრ წვერს ჩამოვუსვი. - რაც არ უნდა გასაკვირი იყოს და დაუჯერებლად მოგეჩვენოს, ამ ასაკში პირველად მომეწონა ვიღაც,არასდროს არ მყვარებია,არ მიკოცნია,ჩემი მხრიდან არასდროს არ ყოფილა ეს ყველაფერი.გამოუცდელი ვარ და შიშიც ახლავს ამ ყველაფერს,კომპლექსები,არ შემიძლია ასე უცებ პასუხის გაცემა,მგონია ეს თავისთავად უნდა მოხდეს,ნუ დამაჩქარებ.შეცდომის დაშვების მეშინია. – ხმა რაღაცნაირი სევდიანი გამიხდა,თითქოს მეშინოდა,რომ ვერ გამიგებდა. – სახეზე თითქოს სხივი გაუკრთა,მიღიმის და გულში მიკრავს.
–ზუსტად ვიცი,ის ხარ ვინც მჭირდება. –სახეს ჩემს თმებში მალავს.ვიცი ეს ის პასუხი არ იყო ალბათ რისი მოსმენაც სურდა,მაგრამ სწორად იგებს სათქმელს,ვგრძნობ და ეს იმედს მაძლევს.
მინდა ეს დღე არ დასრულდეს…
***
სანდრო გამოდის დილით პირველი.
-დილამშვიდობის ტოროლებო. - პასუხს არც ელოდება თავით ეშვება აუზში.წყლის შხეფები ჩვენამდე აღწევს და ვიწუწებით.მეცინება,ირაკლი იღიმის,თავს ყოფს აუზიდან და გვიტრიალდება
-თქვენ ძილის შესახებ გსმენიათ?- მეღიმება.
- კი,ყურმოკვრით გამიგია.შენ ბახუსის შესახებ? -სიცილით ვეკითხები.
-კი,ახლო მეგობრები ვართ. -თავადაც იცინის.
-ჰოო?! მე დღეს გავიცანი,დიდად ვერ მომხიბლა,არ მგონია ურთიერთობა გავაგრძელო.
-მართლა?! არადა კაი წყვილი ჩანდით,აშკარად გიხდებოდა -მიღიმის სანდრო.თვალებს ვჭუტავ ბოლომდე
-ნუ მახსენებ გთხოვ.
-დაიკიდე,აი მე შენ მარიამს გაგაცნობ,ჩემს მეუღლეს დაგამეგობრებს მერე ბახუსთან.
***
დედას ვესაუბრე,მომილოცა იუბილე,დიდხანს ვისაუბრეთ.გარედან ხმა მესმის.
-დაუჩქარეთ.
მანქანა ვიქირავეთ და პიზისკენ უნდა ავიღოთ სტარტი,ამიტომ დედას ვემშვიდობები და გამოვდივარ.ირაკლი,ბექა და ნათია იქვე დგანან.სანდრო არ ჩანს.ველოდებით.ტელეფონზე ისევ ზარის ხმა გაისმა.ამჯერად ზურაა ვიდეო ზარით მერთვება.ვპასუხობ თუ არა თავის ამპლუაშია
-ჩემო წმინდა ფერიააა,გილოცავ შენს დღეს,ჩემო გოგო…-ავტომატურად ირაკლის ავხედე,სახე ეცლება,თუმცა წამის მეასედში ახერხებს და ჩვეულ გამომეტყველებას იღებს.ოჰოო,გავიფიქრე.ზურამ დაასრულა სურვილების დიდი ნუსხა,ნახევარი ვერ გავიგე.რატომღაც ირაკლის სახის ცვლილებამ ჩამაფიქრა.
-მადლობა ზურიკოო.მიყვარხარ.
- როგორი დალევის მიზეზი წაგვართვი მე და რეზის დღეს,მაგრამ არაუშავს უშენოდ ავღნიშნავთ - იცინის.
- არ დაიკლოთ ხოო,რომ ჩამოვალ მერე კიდევ ერთხელ ერთად ავღნიშნოთ.
-რა თქმა უნდა.
-კაი ზური,წავედით.ახლა გავდივართ.მალე შევხვდებით.
-კაი გკოცნით.გილოცავ კიდევ ერთხელ და მიყვარხარ.
-მეც.კარგაად.
***
მთელი გზა თითქმის მეძინა,უძილობისგანაც უარესად მტკიოდა თავი.რომ ჩავედით შემაღვიძა ნათიამ.
-აქაც რა სილამაზეა.- აღმომხდა მე.
-გზაც ისეთი ლამაზი სანახავი იყო,აღარ გაგაღვიძე.ირაკლიმ დილით ადრე გაეღვიძა თავი სტკიოდაო და ეძინოსო.
-ხოო,ახლაც მტკივა.არ უნდა დამელია.რანაირად სვამენ ყოველდღე?!
-ახლა ინტერესის გამო ნუ მიეძალები.-იცინის ნათია.მეღიმება მეც.ბიჭები მოშორებით მოედანზე დავინახე.ირაკლის დანახვაზე ვგრძნობ მზერა გამითბა.ნათიას შეუმჩნეველი არ რჩება ეს ყოველივე.
-რა ხდება თქვენს შორის?? - ბიჭებისკენ იყურება. - არა უნდა ვაღიარო კარგი წყვილი ხართ.
-ოო,მორჩი,ღლიცინს.-ქვედა ტუჩს კბილებს შორის ვიქცევ და ვცდილობ ღიმილი ასე ჩავმალო.
-ჰე,მომიყევი… -ვერ ისვენებს ნათია.
-ოღონდ ახლა თავი დამანებე და ხვალ გზაში მოგიყვები.
-გოგო,ორი სიტყვით მითხარი,თორე ვერ გადამირჩები,ნერვებს ნუ მიშლი…- ირაკლი გვადგება თავზე.
-რატომ ემუქრები ჩემს გოგოს? - ბოლო სიტყვებს სპეციალურად ხაზგასმით ამბობს,ორივეს რეაქცია აინტერესებს აშკარად. ნათიას გამომეტყველება ეცვლება,აი ყბა აქვს მართლა ასაწევი.
-თქვენ,მეღადავები ხო? - მიუბრუნდა ირაკლის. - ანაა… -ახლა მე მიყურებს
-კაი ნათი,ახლა გჯერაა?! ირაკლი მორჩი მაიმუნობას.
-არადა არ ვმაიმუნობ
-მოგკლავთ ორივეს. დამანებეთ თავი -ბუზღუნით გვეცლება და სანდროსკენ და ბექასკენ მიდის.
-ცუდი ფერი გაქვს ანა,როგორ გრძნობ თავს?
- ახლა უკეთ ვარ,ცოტა,რომ მეძინა.თავი კი ისევ საშინლად მტკივა.
-წამოდი აფთიაქს ვნახავ და წამალი დალიე.შენ არც გისაუზმია და ეგ კიდე უარესია.
-მეზიზღება საჭმელი,რომ ვფიქრობ.
-ცოტა უნდა ჭამო.წამოდი აფთიაქი ვნახოთ ჯერ და მერე დავჯდეთ სადმე.ბიჭებსაც მოშივდათ. -მორჩილად ავდექი,მანქანიდან გადმოვედი და წავედით.
წამალმა მიშველა,შედარებით ენერგიაზე მოვედი,თავის ტკივილი რომ მომეხსნა.მთელი დღე დავდიოდით,შორიახლო რაც კი რამ იყო ყველგან მოვიარეთ და საღამოს დავბრუნდით კოტეჯში.ვერანდაზე გავედით და ვსაუბრობდით,ვიხსენებდით ბავშვობას.ბნელ 90-იანებს.ბნელზე სანდროს ლამპა და შეშის ღუმელი გაახსენა,შემდეგ ნახშირით გამურობანას რომ ვთამაშობდით,მოდი ახლაც ვითამაშოთო,აზარტში იყო.ყველა დადებითად შეხვდა მის აზრს.
-ანა რა გჭირს? ან გინდა?- მეკითხება სანდრო
-მე მგონი კიდე ვერ გამოვედი ბოლომდე…კი,ვითამაშებ.მაგრამ, ნახშირი?
- ხოო… - ჩაფიქრდა სანდრო.
- ტუჩსაცხი,- ვიძახი მე,იდეა მომიწონეს და ჩემი წითელი ტუჩსაცხი შევწირე გამურობანას.
-რა პრინციპით გავმუროთ?-იკითხა ნათიამ.
-დავალებები იყოს,კითხვა-პასუხი,რაც გაგვახსენდება.- ამბობს სანდრო. - როგორც იდეის ავტორი ვიწყებ.
-მოდი პირველი იყოს,აუზში გადახტომა,ბექა მიდი…
-აუ სანდროო,მორჩი- ბექა აპროტესტებს
-რატომ,მე მასე მინდა.
-წამისვი,მაგრად მეზარება აუზში გადახტომა ახლა.
პირველი ბექა შეიღება.სანდრომ შუბლზე ინდოელის წითელი ხალი დაასვა.
-გიხდება ხომ იცი,კანის ფერიც გიწყობს ხელს.- დასცინის სანდრო და ყველას გვეღიმება.
- ახლა მე ვარ ხომ?! - აკონკრეტებს ბექა და ნათიას აძლევს შემდეგ დავალებას - მოდი მითხარი ნათია,ვინ არის ავტორი წიგნის “ლაშარელა” ?
-საიდან რა გაგახსენდა ბექაა,მოიცა გავიხსენო,სკლლის ასაკში მაქვს წაკითხული. - ფიქრობს ნათია. - ვაიმე,არ მახსოვს,წამისვი. ბექამ მთლიანი ლოყა გაუფერადაა ნათიას.
-კარგი რა ამბავია,უბრალო ტუჩსაცხი კი არაა,დაინდეთ. - თავს იზღვევს ნათია.
- აბა ლაშხი,გერმანიის კანცლერი დაასახელე. - ნათია სიცილს ვერ იკავებს
-რა კანცლერი გოგო,შენ თვითონ თუ იცი? აი,შენ თუ არ იცი მეორე ლოყას მე გიღებავ.
-მე რატომ უნდა ვიცოდე,შენ გეკითხები.
-იქნებ გატყუებ.
-დავგუგლავ - იცინის ნათია
-ნათია,მოგხვდება. - იცინის ირაკლი.- წესიერი გამოუშვი.
-ჟურნალისტი ბიჭი ხარ,რანაირად არ იცი?! - არ ცხრება ნათია.
- რომელი საინფორმაციოს წამყვანი მე მნახე მერე?!
-არ მაინტერესებს,შეგღებავ.რას იტყვით საბჭოს წევრებო,უნდა შეიღებოს ირაკლი თუ არა? - გვეკითხება ჩვენ.სანდრო თანახმაა და თავს აქნევს თანხმობის ნიშნად.
-შეთანხმებაზეა ეგ…- ვარაუდს გამოთქვამს ბექა.
- ანა,შენი პასუხი. - ჩამეკითხა ნათია.
- შეღებე,მე თანახმა ვარ.
-არასწორი არჩევანი გააკეთე ახლა ანა შენ.- მეუბნება ირაკლი - კარგი წამისვი და მოემზადე ანა.
—ცხვირს შეგიღებავდი კლოუნივით,მაგრამ პატარააა,მოდი იყოს ლოყა შენთანაც - ლოყას უფერადებს ნათია.
-პატრიარქის შემოდგომა ავტორი?
-მარკესი. - ენას ვუყოფ ნიშნის მოგებით.ირაკლი გაწბილებული რჩება.
- სანდრო,აბა მითხარი რამდენი ფრესკა არსებობს თამარ მეფის?
- აუ,სამი მგონი ხოო?
- მოდი,სანდრო მოდი. 4 არსებობს. შენი ჯავრუ ამოვიღე ბექა -ვეხუმრები ბექას და შუბლზე უფრო დიდ რგოლს ვახატებ ვიდრე ბექას აქვს.
ასე დავდივართ წრეზე სანამ ჯერი ჩემსა და ირაკლიზე არ მიდგა ისევ.
-ტრამპის ცოლს რა ჰქვია? -გამომცდელად მეკითხება.
-მელანია. ჩემი საყვარელი სახელია სხვათაშორის. -ვამატებ - ცოტა გაართულე.- დავცინე ირაკლის.მის გვერდით ვზივარ უცებ ხელებს მხვევს,ისე რომ ხელებს მიკავებს მის მუხლებზე გადამაწვინა წელს ზევით და ცდილობს წამისვას…
-აააა,გამიშვიი… გაჩერდიიიი… -დანარჩენების სიცილის ხმა მესმის.მაინც მოახერხა და წამისვა.- აი,ძალიან ცუდი მოთამაშე ხარ.ბავშვობაში რომ ვეძახდით ჭიჭყინა ბავშვებს,ეგ ხარ შენ! რა საქციელია! წაგება უნდა შეგეძლოს.
კმაყოფილი გამომეტყველებით ზის,არ იმჩნევს ჩემს გაბრაზებას.მისი უდარდელი დამოკიდებულება უფრო მაცოფებს.სასწრაფოდ ვიღებ ტუჩსაცხს და სახეზე მთელი სისწრაფით ვუსვამ.
-ანააა… - მიყურებს.ვხვდები,რომ გაქცევის დროა, ვდგები და გავრბივარ,არც ის მრჩება უკან და მომდევს.შორს ვერ ვასწრებ წასვლას.აუზს გავცდი და იქვე მწვანე მოლზე რომ გადავდივარ მეწევა.ძირს მაწვენს.ჩემს ხელებს მკერთთან მიფიქსირებს ცალი ხელით და მეორეთი მისმევს მთელ სახეზე კოპლებს.
-ჭიჭყინაა,ჭიჭყინააა…. - არ ვაჩუმებ ენას.იცინის და აგრძელებს საქმეს.
-გაჩუმდი,თორემ გაკოცებ და გაგაჩუმებ.
-მიდი აბაა…- ვიცი ყველას თანდასწრებით არ იზამს,არა უფრო ვგრძნობ,თორემ,დაზუსტებით არ ვიცი.ჩემდა გასაკვირად იხრება,პანიკა ირთვება ჩემს სხეულში.
- არ ქნა,გთხოვ. - იღიმის მოგებულის გამომეტყველებით. დგება და ხელს მიწვდი,წამოდგომაში მეხმარება.ბავშვებისკენ გავემართეთ და აუზს რომ გავუსწორდით ვეუბნები
-ტუჩსაცხი მომეცი. - დაეჭვებული მიყურებს,თუმცა მაწვდის.ვართმევ და მეორე ხელს მკერდზე ვაბჯენ და აუზში ვაგდებ.ახლა მე დავყურებ გამარჯვებული სახით.წყლიდან თავს ყოფს და მემუქრება.
- გამასწარი ანა.
-ჰმ… გეგონოს.- მშვიდად მივდივარ და ჩემს ადგილს ვიკავებ. თუმცა ვიცი არ შემარჩენს,მაგრამ მომწონს ეს გამოწვევა.ამ დროს მეტი ქიმიაა ჩვენს შორის.
-ანა,ნუ ელოდები,არ შეგარჩენს.- მაფრთხილებს ბექა.თუმცა ირაკლი უკვე თავზე მადგას.
- შენ თვითონ ინებებ და წამოხვალ თუ ?? - მეკითხება და აუზისკენ მიმანიშნებს.
-კი,როგორ არააა.
-კაი - უცებ იხრება და ხელში ავყავარ.სცენარი მეორდება.ისე მასთან ერთად ვარ აუზში.
-გაგრილება მინდოდა კიდეც,უბრალოდ ჩემით მეზარებოდა ჩამოსვლა. - იცინის.
- კი,როგორ არაა… ჩემი ხელი უკავია და ნაზად მისმევს ცერა თითს.
წყლიდან აღარ ავდივარ და დანარჩენებსაც ვეპატიჟები.სანდრო რათქმა უნდა თავით ეშვება მაშინვე.ეს დღეც დასრულდა.ხვალ საღამოს ფრენა გვაქვს მე და ნათიას მილანიდან.ბიჭებიც მილანში ბრუნდებიან და რამდენიმე დღე რჩებიან.
***
გამთენიას ავდექით და გავემგზავრეთ მილანში.ფრენამდე ცოტა დრო გვქონდა,ამიტომ მილანში დუომოს ტაძართან გავისეირნეთ.მანამდე ბიჭების სასტუმროში ავედით.დავტოვეთ ცოტახნით ჩემოდნები.რამდენიმე ფოტო გადავიღეთ ყველამ ერთად,თუმცა წასვლის დრო ახლოვდებოდა.
-ნათი,წავიდეთ.
-ჰოო,ჯერ კი ცოტა ადრეა,მაგრამ წავიდეთ.
სასტუმროში დავბრუნდით,ავიღეთ ჩვენი ნივთები.
-ტაქსის გამოვიძახებ.-მეუბნება ირაკლი.
-მადლობა. - ვუღიმი. აივანზე ვართ მათ ნომერში.
-არ მინდა რომ წახვიდეთ.
-არც მე… თუმცა ვიცი კიდევ დავბრუნდები იტალიაში…
-ისევ ერთად,თანახმა ხარ?
- ცუდი არ იქნება. - მეღიმება.
ტაქსი მოვიდა.გვაცილებენ,ყველას ვკოცნი,ვემშვიდობები.ირაკლი სულ რამდენიმე წამის დაგვიანებით მიშვებს.
-მოიწერეთ,რომ ჩახვალთ თბილისში.
-ბედნიერად.- ვემშვიდობებით.
***
თვითმფრინავში,ნათია მოსვენება არ მომცა.
-მომიყევი ახლა თორემ,გადაგისვრი აქედან.
-საიდან დავიწყო? -ვიცინი- გოგო,ისეთი დეტალებია ახლა აქ უნდა მალაპარაკო?
-რააა?? მითუმეტეს დროზე დაუშვი - ხითხითებს.
ვუყვები დაწვრილებით რაც კი მახსენდება ყველაფერს,წერტილ-მძიმეს არ ვტოვებ.
-უყურე ლაშხს,ანუ ერთად ხართ თუ რა ხდება??
-არა,რა ერთად გოგო,ასე უცებ… ისედაც შოკი მქონდა,ჯერ კიდევ ვერ დავლაგდი ემოციებში.
-აუ,ძალიან კი უხდებით ერთმანეთს,სელებრითი წყვილი გაიჩითებით.-იცინის ნათია მოგუდულად.
-მოკეტე,ნუ უბერავ შენებურად.
-აი,ჩამოვა და შანსი არაა,მოსვენებას არ მოგცემს.ეგ და დათუნა,სულ მასე იყვნენ.შანსი არ იყო გოგო მოწონებოდათ და არ შეეყვარებინათ თავი.
-როგორ დამამშვიდე და დამაიმედე.მერე რა ხდებოდა?
-გოგო,რა გულს იხეთქავ ეგ თინეიჯერობის ასაკს გეუბნები,მერე დაღვინდნენ…
-ახლა დაძმარების ასაკში არიან უფრო ალბათ ხო
-რა ეტყობოდა დაძმარრბის მაგას,სისხლი უდუღს,მაჭარია უფრო - ერთ ხმაში ვხარხარებთ.
-ძალიან მიხარია თქვენი თემა,ოღონდ ახლა არ გაუბერო შენებურად…-მაფრთხილებს.
-ვინ გამაბერინებს?! ვერ ხედავ ერთ კვირაში ამდენი წლის ნაშენებ ყველა ზღვარს გადააბიჯა.მეშინია,ძალიან ავყევი გრძნობას,ჯერ მხოლოდ სიმპათია მაქვს და ასე ზღვარს გადასული…
-კარგი რა ანა- შემაწყვეტინა- თავს უფლება მიეცი გიყვარდეს.აუცილებელია ვიღაც გიყვარდეს.ხომ გინდა ბედნიერი იყო?! ხოდა ბედნიერება სიყვარულს მოაქვს.ურთიერთობაში თავისუფლებაც გაკლია,გააცნობიერე ეს ყოველივე,საკუთარ ემოციებს დააკვირდი და მიიღე მათგან სიამოვნება.
თითოეული გაცემული გრძნობა და ემოცია,ბუმერანგივით გვიბრუნდება უკან,ასე რომ გაეცი და ნუ ინახავ შენთვის..ადამიანები გრძნობებისგან შევდგებით,თუ არ გავეცით და თან არ მივიღეთ,მგონია ბოთლში გამომწყვდეულ ჯინს დავემსგავსებით,უმოქმედო და უუნარო.
-მეშინია...ამდენი ემოცია,პატარა ბავშვივით ვარ,თან მიხარია,თან მინდა,თა მეშინია…ისეთი არეულობა მაქვს ემოციურად სტაბილურად ვერ ვგრძნობ თავს.
-ყველა ემოცია სასურველი არ არის და არ მოგვწონს,მაგრამ მათი ერთობლიობა ბალანსს ქმნის.სიხარულს ტკივილის ფონზე მეტად ვაფასებთ,ერთგულებას-ღალატის,სიყვარულს-სიძულვილის… დრო გინდა და დაბალანსდება ყველაფერი,მერე მიხვდები რა გინდა ზუსტად.
მეღიმებოდა და სულში სითბო მეღვრებოდა,ამ თანაგრძნობისთვის,გაგებისთვის,სიყვარულისთვის რასაც ნათიასგან ვგრძნობდი.
***
ღამით ჩამოვფრინდით.ტაქსი ავიყვანეთ და სახლისკენ წავედით.
-ანა,ირაკლი მწერს.აინტერესებს როგორ ჩავედით და ქალბატონს უთხარი დამიდასტუროს მოთხოვნა მეგობრობაზეო.
-არ მინახია.გამეთიშა მობილური,ბატარეა დაჯდა,რომ მივალ ვუპასუხებ.
***
საკუთარი სახლის სურნელი,კარის შეღებისთანავე ვიგრძენი.როგორ მომნატრებია.ტელეფონი დამტენზე შევაერთე,მოვწედრიგდი და დასაძინებლად გავემზადე.მობილური ჩავრთე,ამასობაში ღამის 2 საათი გახდა.დედას მივწერე,რომ მშვიდობით დავბრუნდი.სოციალურ ქსელში შევიხედე,ირაკლის მოთხოვნა დავადასტურე და მისგან სმს მომდის
„როგორ იფრინეთ?“
„ცოტა ფრთები დამეღალა))“
„)))ასე მალე??“
„ასაკი მაინც)) მანდ როგორ ხართ?“
„ცოტა მოვიწყინეთ უთქვენოდ,თუმცა მალე ვბრუნდებით ჩვენც და მალე გნახავ,იმედია))“
„მოვლენებს ნუ გავუსწრებთ“
„რამე მოხდა?“
„რა უნდა მომხდარიყო ამ 8საათში. ბექას უთხარი ფოტოები გამომიგზავნოს”
“ კაი ვეტყვი,მშვიდი ღამე,გკოცნი”
“შენც მშვიდი ღამე. მე არ გკოცნი”
“შორიდან დიდგულზე ხარ))”
“ახლოდან არ ვიყავი?))”
“ბოლომდე ვერ მიქაჩავ))”
“Ok”
“მუქარასავით ჟღერს)”
“დრო გიჩვენებს)) მეძინება.მშვიდი ღამე”
“ტკბილი ძილი”

არ მიყვარს გამოთქმა მკვდარივით მეძინა,მაგრამ მართლა მსგავსი ძილით მეძინა.გრილმა შხაპმა გონს მომიყვანა.დროა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდე,ხვალიდან სამსახურში გავდივარ.დღევანდელი დღე თავისუფალი მქონდა,ნათიას დავურეკე.
-როგორ ხარ ნათ?
-გიორგისთან ვარ,ნიკოლოზი ჰყავთ ცოტა შეუძლოდ.შენ როგორ ხარ?
-სერიოზულია რამე?
-სეზონური ვირუსი,ენტერო.უბრალოდ ხომ იცი რა წუწუნაა. _ნიკოლოზი ნათიას ძმისშვილია,4 წლის.
-კარგი,ხვალ შევხვდებით.გკოცნი.
სახლში ვერ ვისვენებ,დაბლა ჩავდივარ,მანქანა გამომყავს ავტოსადგომიდან და უმისამართოდ დავდივარ ქუჩებში.ჯერ ისევ იგრძნობა ზაფხული,ქალაქი დაცლილია,ქუჩები თავისუფალი.ასე უმიზნოდ და უმისამართოდ აღმოვჩნდი ვაჟაზე,უცებ გამახსენდა დიდი ხანია ტაძარში არ ვყოფილვარ და მამა შიო არ მომინახულებია.გზა ლისისკენ გავაგრძელე.აი მისი საყვარელი საცხობიც,გავაჩერე მანქანა და ფუნთუშები შევიძინე,რაც ვიცი რომ უყვარს.
ტაძარი საკმაოდ მაღლობზე მდებარეობს.დასახლებული ადგილიდან მოშორებით არის და საოცარი სიმშვიდეა მუდამ.დედაქალაქი ხელისგულივით მოსჩანს ტაძრის ეზოდან.მანქანა შორიახლოს გავაჩერე და გადმოვედი,მაშინვე ქალაქთან შედარებით სიგრილე ვიგრძენი და შემაცია.ფეხით გავუყევი ბილიკს,გარშემო სულ მთები და ხეებია.ჭიშკრის კარი შევაღე,მამა შიო ეზოში იყო,მრევლის მიერ დარგულ ყვავილებს და ბზებს რწყავდა.ფეხის ხმაზე გამოიხედა,ჯერ დაკვირვებით მიმზერდა,უცებ მიცნო და სახეზე ღიმილმა გადაურბინა.ფეხს ავუჩქარე „როგორ მომნატრებია“ გავიფიქრე.
-ჩემო ანა-ბანა გოგო მოხვედი. _გამიღიმა და გულში ჩამიკრა,შემდეგ დამლოცა.
-როგორ ხართ მამა შიო?
-რა მიშავს,ღვთის შეწევნით. _სკამისკენ გაემართა,ეზოში დიდი აკაციის ქვეშ რომ იდგა.მეც უკან გავყევი.
-როგორ ხარ? როგორ დაისვენეთ შენ და ნათიამ? გუშინ ვიყავი გიორგისთან,ნიკოლოზი მოვინახულე.
მამა შიო ნათიას მამის ძმაა.
-მშვენივრად დავისვენეთ,ვფიქრობ ნათიაც კმაყოფილია.
-შენ?შენ თუ ხარ კმაყოფილი ანა?
-კი. _ გამეღიმა _ ხვალიდან სამსახურში გავდივარ და ჩვეულ რეჯიმს ვუბრუნდები.
-ეს ყველაფერი კარგია ანა.მომწონს რომ რეალიზებული ხარ შენს საქმეში,მაგრამ მინდა პირად ცხოვრებაზეც იფიქრო,ოჯახზე.
-დრო მოვა და ვიფიქრებ.
-დრო არ მოდის,დრო მიდის,ისე სწრაფად მიჰქრის,რომ განვლილ წლებს რომ გადახედო,მხოლოდ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფრაგმენტი ამოგიტივტივდება მეხსიერებაში,უმეტესი კი უკვალოდ გამქრალა.ადამიანები მაშინ ვცდებით როდესაც კონკრეტულ დროს ველოდებით.ეს დრო შენ უნდა დააყენო შენს ცხოვრებაში,თორემ წელიწადი თვეს დაემსგავს,თვე კვირას,კვირა დღეს,დღე საათს და საათი წამს.ოცდამეერთე საუკუნეში დრო ხელიდან გვეცლება როგორც წყალი.დრო განუმეორებელია,ეს წუთები,დღეები,წლები რაც გერგო ცხოვრებისგან,მაქსიმალურად გამოიყენე.გაუფრთხილდი დროს,დააფასე.ახალგაზრდებს ერთი მინუსი გაქვთ არ აფასებთ აწმყოს,წარსულს კი მისტირით.მე მომწონს რომ ქალები რეალიზებულნი არიან,ყველას უნდა ჰქონდეს თავისი საქმე,მაგრამ ოჯახი წმინდა რამ არის ანა,უფალმა ადამი და ევა ერთ ოჯახად შექმნა,ამიტომ უნდა დავიცვათ ეს სიწმინდე და არ დავთმოთ,ეს არის ჩვენი ამაღლების საწინდარი.მე ბერში ვარ,შენ ერში,ასე რომ შენ გეხება ეს ანა. _სიცილით დამიმთავრა წინადადება.
-გპირდებით შესაფერის კანდიდატს რომ შევხვდები ვიფიქრებ. _ ვიცინოდი.
-იფიქრე,ოღონდ ნუ მეხუმრები,მართლა. _თითი დამიქნია და ჩაიცინა. _სიცოცხლის აზრი სიყვარულშია,სიყვარული ამოძრავებს სამყაროს.დღეს იცი როგორი ჟამია ანა?! _ჩაფიქრდა,სახე დაუდარდიანდა,ამომხედა და განაგრძო. _ ბოროტება ყვირის,სადაც გაიხედავ ყველგან ცუდია წინა პლანზე წამოწეული,ხალხიც დათრგუნულია,დაძაბუნებული.ვეღარ უძლებს ამდენ უარყოფით ინფორმაციას მავანი,მაგრამ მაინც უნდა ვეცადოთ სიკეთე დავთესოთ,სიყვარული დავთესოთ...დღეს ხომ გვაქვს ეგეთი ფრთიანი ფრაზა ‘’სიკეთე გადამდებია’’ ხოდა მართლაც გადამდებია და უნდა გადავდოთ ყველას.ეცადე ყოველთვის და ყველგან სიყვარული დაინახო ანა,უსიყვარულოდ არ იცხოვრო,უსიყვარულობაა სწორედ ჯოჯოხეთი,თორემ ხომ არ გგონია გუდრონით მოთუხთუხე ქვაბებია სადმე მართლა.სულის ტკივილია ძნელი და დაუამებელი,თუ ადამიანებმა სიყვარული არ ვისწავლეთ ასე ცხოვრება გაგვიჭირდება.სიყვარული უნდა ატარო გულით,მხოლოდ სიყვარული.სიყვარული ხომ თავად ღმერთია და როცა გიყვარს ღმერთიც შენშია.
აფრთიანებული წამოვედი მამა შიოსგან,უკვალოდ გაქრა ჩემო მოუსვენრობა და შფოთვა.ყოველთვის ასე ხდება მასთან საუბრის შემდეგ,ყველა პრობლემა,ფიქრი თუ დარდი უკვალოდ ქრება.
მამა შიო 10წლის უკან გავიცანი,ნათიას ოჯახში.ნათიას იუბილე იყო და იქ იყო მამა შიოც.
ხომ დგება ცხოვრებაში ისეთი მომენტები,როცა გგონია რომ ყველაფერი იმაზე უარესად არის ვიდრე არის.ეს ეტაპი იყო ჩემს ცხოვრებაშიც.ნდობა შელახული და დაკარგული მქონდა მეგონა ადამიანების მიმართ,ის კი თურემე სადღაც გულს უკან ამოფარებულა,დამალულა და ელოდა ადამიანს,რომელთანაც სულიერ სიმშვიდეს ვიგრძნობდი,რომ ისევ გამოჩენილიყო.მინდოდა მასთან მისვლა და საუბარი,თუმცა რაღაც მაკავებდა მაინც,ეს რაღაც ჩემში ჩაბუდებული უნდობლობა იყო ადამიანების მიმართ.
ამ დღის შემდეგ,მე მას კიდევ რამდენჯერმე შევხვდი.ხშირად გვესაუბრებოდა ზოგადსაკაცობრიო თემებზე.ნელ-ნელა ჩემში ნდობა გააღვივა და ჩემში სიმშვიდემ დაიდო ბინა.ჩემი ის ნაწილი რომელიც ყველასთან ბარიერს ქმნიდა მარცხდებოდა,სხვა მე იკავებდა ჩემს ადგილს,რათქმაუნდა მე აღარ ვიქნებოდი ისეთი როგორიც ადრე,თუმცა ეს იმდენად ადრე იყოს არც მახსოვს როგორი ვიყავი,ან კი ვინ ვიქნებოდი დღეს,რა ხასიათის და ჩვევების მატარებელი რომ არა….



№1 სტუმარი სტუმარი თეო

ძალიან კარგად მიდის ისტორია,მესიამოვნა მამა შიოს და ანას საუბარი,არ მინდა ხოლმე რომ დასრულდეს🙈🙈🙈🙈გელოდები❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი თამო

კარგად წერთ👍

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent