მაძიებელი (თავი 9)
9. უკვე რამდენინე დღეა რაც ბიბლიოთეკას ვეძებ, მაგრამ არანაირი ხელჩასაჭიდი არ მაქვს. აქ მასზე არაფერი არ წერია. თითქოს ბიბლიოთეკა არც კი არსებობს. -ემი. -მატიასისკენ ვიხედები და გაკვირვებული ვუყურებ. როგორც წესი ამ სექციაში მარტო მე ვარ ხოლმე და ჩემი ნახვით თავს არავინ იწუხებს. -აქ რას აკეთებ? -მატიასი გაკვირვებული და აფორიაქებული ჩანს. გარშემო ნერვიულად იხედება, თითქოს ვიღაცის გამოჩენას ელის. -ვკითხულობ. -ვეუბნები წყნარი ხმით და წიგნს ვანახებ. სასახის გეგმის დანახვაზე გაკვირვებული მიყურებს და წარბებს მაღლა წევს. -არ მინდა აქ ისევ დავიკარგო. თან არც ისეთი უინტერესო წიგნია როგორც შენ გგონია. მატიასი არაფერს იძახის და უბრალოდ თავს მიქნევს, მისი თვალები კარგად მაკვირდებიან, თითქოს რაღაცაზე ორჭოფობენ. მის სუფთა ტანსაცმელს ვაკვირდები და მეღიმება. გვეტყობა რომ სხვადასხვანაირები ვართ. მას ნაჭრის მდიდრული შარვალი და თეთრი პერანგი აცვია, მე კი დახეული ჯინსები და უბრალო შავი ზედა. -ყველაფერი კარგად არის? -ვეკითხები ორ წუთიანი დუმილის შემდეგ. ის თავს მიქნევს და გვერზე იყურება რომ თვალებში არ ჩამხედოს. -უბრალოდ დავიღალე. -მეუბნება ისე რომ მზერას არ მისწორებს, შემდეგ ტრიალდება და მშორდება ისე რომ უკან ერთხელაც არ იხედება. *** მისის გეიმს მოწყენილი სახით ვუყურებ და ვცდილობ არ ჩამეძინოს. მისი ქერად შეღებილი თმა, ნერვების მომშლელად არის გაშლილი და მხრებზე ჩამოყრილი. მისი ცივი თვალები კი ყველაფერს უყურებენ. -მის გრანტ!- ჩემ სახელს გაჰყვირის და მეც მობეზრებული სახით ვუყურებ. ამ ქალმა უკვე სერიოზულად დამღალა. -დიახ? -ვეკითხები „უცოდველი“ სახით და ვუღიმი. -მოხდა რამე, მისის გეიმს? -იქნებ გაგვიმეოროთ რას ვიძახდი? -მისი გეიმსი ბოროტი თვალებით მიყურებს და მეც თავს ვუქნევ. დაფისკენ ვიხედები რომ თემის სათაური წავიკითხო. -არკადია ნიკოლასის დროს. -სასაცილოა, ჩვენ მასზე ლაპარაკს გვიკრძალავენ, მაგრამ დამამთავრებელ კლასებში მასზე გვასწავლიან. წლევადელი წელი მთლიანად ნიკოლას და მის გაგიჟებას ეთმობა. -მარტივი თემაა, მისის გეიმს. -ვუღიმი და მოყოლას ვიწყებ. -ნიკოლასის მოღვაწეობა დაემთხვა მეფე ანდრიასის დროს, რომლის პერიოდში არკადიაში სიმშვიდე სუფვდა, მაგრამ რატომღაც მისი მართველობის ოც წელიწადზე ძალიან მწირი ინფორმაცია არსებობს. რაც ბადებს იმის ეჭვს რომ მეფე მატიასმა ეს ინფორმაცია დაწვა ან გაანადგურა. -რატომ გგონია მასე? -მოულოდნელად მეკითხება ჯეიმსი და მეც მისკენ ვიხედები. ის არასდროს არ ლაპარაკოს გაკვეთილზე, მითუმეტეს კითხვებს არ სვამს. -შენ ისევ გგონია რომ სინათლე არსებობს? -კი, მგონია. -ვპასუხობ ჩუმი ხმით, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ მთელ კლასს ესმის ჩემი. -და ბოლომდე მეგონება რომ ის არსებობს. -ფეხზე ვდგები და დაფასთან გავდივარ რომ მთელმა კლასმა კარგად დამინახოს. არ ვიცი ამას რატომ ვაკეთებ, მაგრამ რაღაც მეუბნება რომ ასე უნდა გავაკეთო. -შეიძლება თქვენთვის მე ერთ-ერთი შეშლილი ვიყო, რომელიც იმის ძიებას აპირებს რაც არ არსებობს, მაგრამ თუ ეს ასეა, მაშინ რატომ იკრძალება ამაზე ლაპარაკი? რატომ კვდებიან მაძიებელნი და რატომ გიჭერენ იმისთვის რომ ეძებ იმას რაც არ არსებობს? როდესმე ვინმე დაფიქრებულხართ ამაზე? გიფიქრიათ რომ ყველაფერი ისე არაა, როგორც თქვენ გგონიათ? გარშემო ვიყურები და მარტო გაქვავებულ სახეებს ვხედავ, თითქოს ვიხაცამ ყველას სახეში მწარედ გაარტყა. -აქედან ძალიან ბევრს გინდათ ან ლორდობა ან სამეფო ოჯახის წევრობა, არა? -რამდენიე თავს მიქნევს და შურიანი სახეებით მიყურებენ, მე ხომ ორივე ოჯახის წარმომადგენელი ვარ. -მაგრამ თქვენ არ ითავლისწინებთ ისრთულეებს, რომლებსაც ეს ხალხი ხვდებიან. თქვენ არ იცით რა ხდება ამ დახურულ წრეში, სადაც ყველა კვდება. -დრამატული მომენტისთვის ცოტა ხნით ვჩუმდები და ვაცლი გაანალიზონ ჩემი ნათქვამი. -მე შეიძლება არკადიის ღალატი დამედოს ბრალად, მაგრამ მე მაინც მჯერა ნიკოლას გრანტის, მჯერა სინათლის არსებობსი და მე ვაღიარებ და ბრალს ვდებ ხელისუფლებას ტყულისთვის იმის და მიუხედავად რომ მეც სამეფო ოჯახიდან ვარ! -ემილია?! -ჯეიმსი გაკვირვებული სახით მიყურებს. მან იცის რომ ამისთვის სიკვდილი მელის, მან იცის რომ შეიძლება ამის გამო მომკლან. მან ეს სხვებზე უკეთ იცის. -ჯეიმს. -ნაზად ვუღიმი და გულში ბოდიშს ვუხდი იმის გამო რის თქმასაც ვაპირე. -გაიზსენე შენი ძმა, დევიდი. ის თავის იდეებს და რწმენას შეეწირა. მე მას ამიტომაც ვაფასებ, და მე ის ამიტომაც არ მიმაჩნია მოღალატედ. როცა ამას ვიძახი ჯეიმსის სახე იცვლება. ის ბრაზობს, მის ოჯახს ხომ დიდხანს აწვა დევიდის დანაშაული სამარცხვინოდ მხრებზე. -ემილია. -ჯეიმსი ფეხზე დგება, რაც მახვედრებს იმას რომ ზედმეტი მომივიდა. -შენ იძახი იმეებს რაც არ იცი. შენ ბრალს დებ შენ საკუთარ ოჯახს ისერ რომ არც კი ცდილობ ეს გააცნობიერო. შენ დევიდზე უფრო სამარცხვინო ხარ შენი ოჯახისთვის, რადგან შენ მათ ღალატობ, ბრალს დებ და მაძიებლობას აპირებ. ამაზე უარეს შენ შენ ოჯახს ვერაფერს ვერ გაუკეთებდი. -ვისთვის როგორ ჯეიმს მაკ’დიგორ. -ვიძახი ნაზი ხმით და ჩემ ადგილს ვუბრუნდები. მისისგეიმსი და გაშეშებული სახეებით გვაკვირდება ორივეს და ცდილობს რამე მოიფიქროს, პირს აღებს, მაგრამ ისევ ხურავს. მან იცის რომ სათქმელი არაფერი აღარ დარჩა. *** მატიასი გაშეშებული სახით უყურებს ლუკას და ჯონათანს. ცდილოიბს გაერკვეს თ რა ხდება მის თავს, მაგრამ ეს მისთვის შეუძლებელია. -შენ მას უნდა უთხრა. -ლუკასი ცივი ხმით იძახის და მატიას აშტერდება. -მატიას შენ ემის სიმართლე უნდა უთხრა, სანამ ამას თვითონ გაარკვევს. -ან სანამ თავს მოიკლავს თავისი გამოსვლებით. -ჯონათანი მატიას უყურებს. -მეეჭვება კიდევ დიდხანს მოითმინონ მისიასეთი გამოსვლები. ხანდახან მგონია რომ ამას სპეციალურად აკეთებს. -თითქოს უნდა სასახლის სპეციალურ მიწისქვეშა ციხეებში მოხდეს. -ჩუმად ამატებს მატიასი და შეშინებული თვალებით ლუკას უყურებს. -მან იპოვა ის რასაც ეძებდა. ის სპეციალურად აკეთებს ამას რომ მიწისქვეშეთში მოხვდეს! -რას გულისხმობ? -ლუკასი გაკვირვებული ხმით ეკითხება. -ვგულისხმობ იმას რომ თუ ემილიას სიმართლეს არ ვეტყვით მას მოკლავენ. -მატიასი დაფიქრებული ხმით იძახის. -მან იპოვა ის რსაც ეძებდა. _____________________________________________________ ხელოუ ^_^ ვიცი რომ ძალიან იშვიათად და გვიან ვდებ ხოლმე, მაგრამ სხვა დროს უბრალოდ ვერ ვახერხებ ხოლმე :/ ვიცი რომ ეს გამართლბა არაა, მაგრამ წერას ვერ ვახერხებ ხოლმე... იმედია მოგეწონებათ.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.