შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალისფერი გულები (თავი პირველი)


დღეს, 00:00
ავტორი TuToo
ნანახია 0

ძველი, შუა მშენებლობაში მიტოვებული ოთხსართულიანი შენობა სიბნელეში ამაყად იდგა და წვიმის წვეთები გამეტებით ცდილობდა მის ბეტონის კედლებში შეღწევას. იანვრის სუსხიანი შუაღამე იყო. ელვა და ჭექა-ქუხილი საშინლად მძიმე ხასიათს ქმნიდა დედაქალაქში. კედლების შიგნიდან რაღაც უცნაური ღმუილი ისმოდა და სკამის იატაკზე ჭყრიალის ხმაც მოედო კედლებს. მესამე სართულის ღია, დაუმთავრებელი, უმოაჯირო აივნიდან დიდი შუშის კარები ოდნავ იყო შეღებული, საიდანაც ეს ხმები ისმოდა. საშინელ ქარსა და გაუსაძლის წვიმას, ნისლი მოჰყვა და ნუცუბიძის ფერდობზე ეს მარტოდ მდგომი სახლი საშინელებათა ფილმის სახლს დაემსგავსა.
— გისმენთ! — კაბინეტში იჯდა და რაღაც საბუთებს ჩაჰყურებდა, როცა მისი ტელეფონი ამღერდა.
— დიახ!
— ......
— კარგი, გასაგებია! — სკამიდან წამოდგა და კაბინეტიდან გიჟივით გავარდა. მეორე კაბინეტის კარი დაუკაკუნებლად შეაღო და იქ მყოფ მამაკაცს მხეცის თვალებით შეაჩერდა.
— რა ხდება, ალი? — თმაზე ნერვიულად გადაისვა კაბინეტის მეპატრონემ ხელი და კოლეგას მიაშტერდა.
— ემირ… მარიამი… — ეს ორი სიტყვა საკმარისი აღმოჩნდა მამაკაცისთვის. პიჯაკი მოიხურა და ორივემ კაბინეტი საშინელი სიჩქარით დატოვეს.
„გატაცებულია 23 წლის ახალგაზრდა გოგონა. ჯერჯერობით გატაცებულზე სხვა მონაცემები არ მოგვეპოვება. გოგონა დაახლოებით 73 საათის წინ გაუჩინარდა და 24 საათის შემდეგ, განყოფილებაში განცხადების შემოტანის შემდეგ, გაირკვა, რომ იგი დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს“.
ყურები დაეხშო ახალგაზრდა შავთმიან ქალს და ლოგინზე კი არ ჩამოჯდა — დაეცა.
— მარ დე, იმედია, შენ კარგად ხარ! — საშინლად ფეთიანი დედა იყო ქალბატონი ლალი. მაშინვე რამდენიმე ზარი გაუშვა შვილთან. არცერთზე რომ არ უპასუხა, მერე ალისთან დარეკა ატირებულმა.
— ალი, მარიამი სად არის? — ამოიტირა საწყლად.
— კარგად არის, ლალი დეიდა, აბანოშია. რა ხდება? — ხმა იმდენად ჰქონდა გაყინული, ქალი ემოციას და ტყუილს ვერ მიუხვდა და შვებით ამოისუნთქა.
— კარგი, შვილო… რაღაც გამოაცხადეს ტელევიზორში და… ხომ მიცნობ… — დამშვიდება სცადა ქალმა.
კიდევ რამდენიმე სიტყვა უთხრა და დაპირდა, როგორც კი გამოვა, მაშინვე დავარეკინებო და დაემშვიდობა. ამ დროს კი აკრამის მანქანაში იჯდა და სახლისკენ მიდიოდა გიჟივით. 20 წუთი რომ გავიდა, მის ტელეფონში შენახული ვოისი გაუგზავნა ლალის, სადაც მარიამი ამბობდა:
„დედა, კარგად ვარ. მე და ალი გავდივართ. რომ მოვალ, დაგირეკავ. ჩამიკოცნე ბავშვები“.
ხმოვანი მარიამის მესენჯერიდან გააგზავნა და ცოტახნით იმედი ჰქონდა, რომ შეაჩერებდა ქალბატონი ლალის ნერვიულობას.
— რა მოხდა, მოყევი… — ემირმმა წითელზე რომ შეაჩერა, გამოხედა.
— გუშინწინ ვიჩხუბეთ და მის დაქალთან წავიდა, სოფოსთან. აღარ მიმიწერია. სოფოც რეკავდა გუშინ მთელი დღე, მაგრამ არ ვუპასუხე. მარი სასეირნოდ გასულა, სახლთან ამოსულა დიდუბესთან და იქედან კვალი ქრება. სოფომ დამირეკა: გუშინდელიდან ვეძებ და ვერ ვუკავშირდები, ვერ ვპოულობდიო, ამიტომ პოლიციაში წავედიო. მარის დედამ ახლა კიდე რაღაც სიუჟეტი ვნახეო… — უცებ გაჩუმდა.
გიჟივით ამოიღო ტელეფონი, თითქოს ახლა გაიაზრა ყველაფერი. მედიარხი ჩართო და ახალ ინფორმაციას გაციებული თვალებით ჩააშტერდა.
— ვილოცოთ, რომ ეს ის არ იყოს, რაც გვგონია. ლუსის დავურეკავ! — უკვე ბინაში ადიოდნენ.

სადარბაზოს კართან მისული იყვნენ თითქმის ალის ტელეფონზე შეტყონინება რომ მოუვიდა"

— ცოლი ხომ არ დაკარგეთ, ბატონო ალი?!
— შენი დედაც!

სკამზე იყო პატარა გოგოს სხეული მიბმული და თავი ძირს ჩამოეგდო. მკერდის მოძრაობა რომ არა, უთუოდ მკვდარი გეგონებოდათ.
— კიდე ძინავს? — უცხო ენაზე მოლაპარაკე ორი ახალგაზრდა მხეცის თვალებით უმზერდა ამ სიფრიფანა გოგონას. მიუახლოვდა ერთ-ერთი და ცივი წყალი სახეში შეასხა. გოგომ საწყლად ამოიღმუვლა და გამოფხიზლდა.
— რა გინდათ ჩემგან?! — უემოციოდ ამოიძახა და სახე აარიდა „მტაცებლებს“.
— შენგან არაფერი… შენი ყველაფერი, — ხელი ნაზად ჩამოუსვა მარჯვენა მოტიტვლებულ მხარზე და გოგოს ზიზღისგან გასცრა. გაიქნია მკლავი მოსაშორებლად.
— არ შემეხო, … — ღვარძლიანად ამოილაპარაკა და შეაფურთხა ბიჭს სახეში.
— შენ პატარა ო!! — გაცხარებულმა ბიჭმა უკუღმა ძლიერად გასცხო სახეში დიდი ხელის მტევანი და გოგონას მაშინვე სისხლი წასკდა ცხვირიდან.
— მირჩევნია მომკლა ცემაში, ვიდრე შენ ჩემგან ან ჩემი რამე მიიღო! — ზიზღით შეხედა თვალებში გაავებულ ბიჭს და სისხლი გადმოაფურთხა.
— მე შენ…
— არ გაბედო! — მძიმედ დაიგრგვინა ვიღაცის ხმამ და ბიჭმაც ხელი ჰაერში შეაჩერა.
— მე უბრალოდ… — თავის მართლება დაიწყო ბიჭმა.
— გადით! — დაუყვირა ორივეს და ისინიც წამებში გაუჩინარდნენ.
— აბა?.. — ხელჯოხი მძიმედ დაარტყა იატაკს ხანში შესულმა მოხუცმა. რომ შეგეხედა, სათნო გამომეტყველება ჰქონდა, მაგრამ დამიჯერეთ, არც ისე კარგი პიროვნება იდგა ახლა იქ, კოპებშეკრული მარიამის წინაშე.
— რა გინდათ ჩემგან? ვინ ხართ? — ისევ იგივე ტონალობაში იყო გოგოს ხმა.
— როგორი უშიშარი და ძლიერი ქალი აურჩევია ნასრიას… ლამაზიც… ყოჩაღ, გემოვნება ნამდვილად არ დაეწუნება… — ნაცნობი სახელის ხსენებამ გოგონა დააბნია, გული აუჩქარა და იძულებული გახადა კაცისთვის სახეში შეეხედა.
— ალი… — ამოიჩურჩულა გოგონამ და საყვარელ სახელს ამ დროის დაგროვილი ყველა ემოცია მოაყოლა. გაახსენდა ბოლო ჩხუბი, რაღაც სისულელეზე რომ იჩხუბეს და სოფოსთან გაიქცა. ნეტა თუ იცოდა კაცმა ახლა რა დღეში იყო მისი მარიკო… რაღაც გულცივად ჩაიცინა ქალმა.
— ვიღაცაში გეშლებით აშკარად.
— არა, შენ მისი ცოლი არ ხარ? უფრო პატარა ხარ, ვიდრე გვეგონა. შვილები კი ნამდვილად მოგისწრიათ? — კი, კი, კი… აშკარად ეშლებოდა კაცს ქალი, თუმცა რა იცოდა, რომ ზუსტად იმ წერტილში დაარტყა ალის, სადაც ყველაზე მეტად ეტკინებოდა — თანაც სრულიად შემთხვევით.
— ხოო? მე ალბათ ეკა ვარ, არა? — ქალმა დამცინავად ჩაიცინა. მიხვდა, რაშიც იყო საქმე და კაცს თამაშში აჰყვა.
— ბავშვებს არც კი…
— არა, არა, ამ თემაში ისინი არ მჭირდება. შენც საკმარისი ხარ, რომ ჩემამდე მოვიდეს, — შეაწყვეტინა გოგონას.
— არ მოვა. მე მას სულ ფეხებზე ვკიდივარ. სხვა ადგილას მოარტყით ნასრიას — თითსაც არ გაატოკებს ჩემთვის… — ცდილობდა იმ ქალად გაესაღებინა თავი, ვინც არ იყო, რომ იქნებ ასე ალიც დაეცვა: მისი შვილებით და ყველა, ვინც მას ან ალის უყვარდა.
— სულ თუ არაფერი, შვილების გამო მაინც მოვა. ბოლოს და ბოლოს, დედა სჭირდებათ! — მიუახლოვდა გოგონას და მის წინ სკამზე ჩამოჯდა.
ტელეფონი ამოიღო და ათი წუთით შიგ ჩაიკარგა. მერე გოგონას გაუღიმა.
— ახლა ერთად დაველოდოთ!

9 თვის წინ
— სოფო, გამოადგი ფეხი, სულ შენს გამო ვაგვიანებთ. დღეს ხელფასი რომ დამაკლონ, შენს ხელფასსაც მე მივითვისებ, — ჩქარი ნაბიჯებით მიყვებოდა ტროტუარს ავტობუსის გაჩერებამდე.
— კარგი რა, ჯერ ათი საათია, გვაქვს დრო… — წუწუნებდა უკან ადევნებული და ქუსლიან ფეხსაცმელში მორბენალი. სასაცილო დასანახი იყო.
— ბოტასი რომ არ იცი რა არის, მაგის ბრალია, — დასცინა მეგობარს და გაჩერებაზე წუთებს მიაშტერდა.
— ორ წუთში მოვა. გოგო, ოფისია რა, ბოტასი… იმიტო სულ ცხვირაბზუებული გიყურებს ის ნინი, ასე რომ გაცვია… — გააჯავრა სოფომ, თვალები ამოატრიალა მარიამმა და ავტობუსში ახტა.
თერთმეტს აკლდა ოცდახუთი წუთი, უკვე ორივე თავიანთ სკამებზე იჯდნენ და საქმეზე იყვნენ ორიენტირებულები.
შესვენებაზე კაფეტერიაში ჩავიდნენ სასადილოდ.
— დღეს მიშო უნდა ვნახო. საღამოს გვიან მოვალ, მომაკითხავს. მარტო რომ წახვიდე სახლში, ხომ არ გამებუტები? — წამწამები აუფახულა მეგობარს.
მარიამმა ღიმილით გააქნია თავი — არაო.
ბევრი სამუშაო ჰქონდა დღეს. სოფო რომ წავიდა, ჩალაგდა და თავადაც დატოვა ოფისი. გარეთ გამოსულს წვიმის პატარა წვეთები დაეცა.
ჯერ ახლა იწყებს და მგონი მოვასწრებო.
თუმცა თხუთმეტი წუთი რომ გაგრძელდა ავტობუსის ლოდინი და წვიმამაც რომ უმატა, ინანა.
ნეტავ ტაქსი გამომეძახაო…
უკვე ნიაღვრებიც კი მოდიოდა, ისე წვიმდა. ამიტომ ტელეფონი ამოიღო და ის იყო, ტაქსი უნდა გამოეძახა, საშინელი სისწრაფით ჩაიქროლა შავმა მანქანამ და მარიამიც სულ მთლად დასველდა.
— ჯანდაბააა! უტვინო, ბარემ ტროტუარზე ამოდი! — მიაყვირა მანქანას და მოსაცმელი დაიფერთხა.
ისევ ტაქსის აპლიკაციას მიუბრუნდა და გამოიძახა.
სახლში მისულმა შხაპი მიიღო და დასაწოლად წავიდა. უცნაურად გრძნობდა თავს, თითქოს რაღაცის მოლოდინში იყო. მალე დაეძინა გადაღლილს.
მორფეოსის სამყარომ უცნაური სიზმარი აჩუქა.

სიზმარი

ულამაზეს ვარდების ბაღში იდგა, თეთრი კაბა ეცვა და ხელში მოშავო ვარდი ეჭირა. ეს ვარდი იცოდა — „აბრაკადაბრა“, მისი საყვარელი ვარდი იყო. ეკლები თითებს უჩხვლეტდა, მაგრამ ტკივილს ვერ გრძნობდა.
ნელა გაუყვა ლამაზ ბილიკს და ტრიალ მინდორზე გავიდა, სადაც სამი ცხენი ბალახობდა — თეთრი, ყავისფერი და შავი. სამივე უალამაზესი იყო, თითქოს მზის სხივებზე ლაპლაპებდა მათი ბეწვი.
— ლამაზები არიან, არა? — საოცრად მკაცრი, მაგრამ სასიამოვნო კაცის ხმა მოესმა.
თუმცა თავად კაცს ვერ ხედავდა.
უეცრად შავი ცხენი რაღაცამ დააფრთხო და გოგოსკენ გიჟივით გამოვარდა. როცა ყავისფერმა და თეთრმა შავი ცხენის შეჩერება სცადეს, მარიამი დაეცა…
გოგოს უეცრად გამოეღვიძა და აჩქარებულ გულს ხელი დაადო.
— სიზმარი იყო… ეს რა იყო… — წამოდგა.
სამზარეულოში წყლის დასალევად გასულმა კარის გაღების ხმაზე შეჰკივლა, თუმცა სოფოს ხმამ დაამშვიდა.
— რა იყო, კოშმარები ნახე?
— თავიდან კარგი იყო, მერე გაკოშმარდა… — ჩაიცინა, მაგრამ უცნაურად.
— შენ და შენი სიზმრები, მარიამ… — გოგონამ ჩანთა იქვე დადო და დივანზე მივარდა. — დებილია ეს მიშო, დამღალა… ვერ გაუგია რა უნდა…
— კარგი რა, შენ თვითონ რა გინდა მაგ ბიჭისგან, ეგ თუ იცი? — ენა გამოუყო მარიამმა და საძინებლისკენ წავიდა.
— მეძინება. დაიძინე. ხვალაც არ დამაგვიანო, — ოთახის კარი მიიხურა და გაუჩინარდა.

-------------
— სოფოოო, გაიღვიძეეე! — ოთახის კარი შეუღო და ფეხსაცმლის ჩაცმა გააგრძელა.
— რა ხდება? ჯერ რვა საათია, მარიამ… — გაბრაზებულმა გამოსძახა მეგობარს.
— ვიღაც მოდის ოფისში მგონი. უფროსის შვილია, ის იბარებს ცოტახნით საქმეს და დამცოფა დილიდან ნინიმ. ათის ნახევარზე თავით დაერჭეთ სამსახურშიო…
არც თავად ჩანდა გახარებული, მაგრამ პასუხისმგებლობა მისი პირველი და უკანასკნელი გრძნობა იყო, რომელსაც არასდროს ღალატობდა.

ოფისში შესვლისთანავე იგრძნო, რომ რაღაც შეცვლილი იყო. არა ხმაური — პირიქით, უჩვეულო სიჩუმე. ნინიც კი ზედმეტად მოწესრიგებულად იჯდა თავის მაგიდასთან.
— მოვიდა? — ჩურჩულით ჰკითხა სოფომ.
— ვინ? — არ მიუხედავს მარიამს, ქურთუკს იხდიდა.
— ის… უფროსის შვილი.
მარიამმა პირველად მაშინ ასწია თავი.
— ჯერ არა, მაგრამ მალე იქნებაო, — ჩაილაპარაკა ნინიმ ისე, თითქოს ეს ამბავი პირადად ეხებოდა.
ათი საათის ათი წუთი იყო, როცა ლიფტის კარი გაიღო.
პირველი, რაც დაინახა, შავი ქურთუკი და მშვიდი ნაბიჯი იყო. შემდეგ — ხმა.
— დილა მშვიდობისა.
არც ზედმეტად თბილი, არც ცივი.ზუსტად ისეთი როგორც სიზმარში? როგორსაც ყურადღება უნებლიეთ მიჰყვება.
მარიამმა თავი ასწია და წამით ყველაფერი გაჩერდა.
უცნაურად ნაცნობი… — გაუელვა.
ალის თვალები სწრაფად გადაჰყვა ოთახს და წამით მასზე შეჩერდა. არ გაუღიმია, არც მზერა დაუკავებია დიდხანს, მაგრამ იმ წამში მარიამმა იგრძნო — დაინახა.
— მე ალი ვარ, — თქვა მოკლედ. — დროებით მე ვუხელმძღვანელებ რამდენიმე პროექტს.
ოფისში მსუბუქი მოძრაობა დაიწყო. ვიღაცამ ჩაიხითხითა, ვიღაცამ კალამი ხელიდან გაუშვა.
— მარიამი, შენ ამ პროექტზე იმუშავებ, — მიუთითა ნინიმ ისე, თითქოს წინასწარ იყო შეთანხმებული.
მარიამი წამოდგა.
— დიახ.
ალიმ თავი ოდნავ გადახარა.
— კარგი. დღეს ერთად მოგვიწევს მუშაობა.
მის ხმაში არაფერი განსაკუთრებული არ იყო… და მაინც, მარიამს უცნაური შეგრძნება დაეუფლა. ზუსტად ისეთი, როგორიც წინა ღამით, ძილის წინ.
შავი ცხენი.
მკაცრი, მაგრამ სასიამოვნო ხმა.
სისულელეა, — გაიფიქრა და ფაილები აიღო.
მაგრამ როცა ალიმ გვერდით ჩაუარა და ჩუმად დაამატა:
— სხვათა შორის… გუშინ წვიმაში ერთ მანქანას სწრაფად სვლა ალბათ არ უნდა ეკადრა, — თქვა ისე, თითქოს სრულიად შემთხვევით.
მარიამი გაშეშდა.
— საიდან იცით?.. — ამოილუღლუღა.
ალიმ მხოლოდ ჩაიღიმა. პირველად.
— თბილისი პატარაა. ზოგჯერ სიზმრებზეც პატარა.
და წავიდა.
მარიამი კი იდგა, ხელში ფაილებით, და ზუსტად იცოდა —
ეს დამთხვევა ვერ იქნებოდა. პირველი საათი უჩვეულოდ გავიდა მუშაობაში. იქვე პერსონალისთვის განკუთვნილ პატარა სამზარეულოს მიაკითხა, ყავისთვის. ცხელი კაპუჩინო ბევრი რძით, ყველაზე მეტად უყვარდა.
-შეიძლება ერთი- ეს ხმა სიზმარს გავდა სულ ესმოდა მაგრამ ვერ ხედავდა, ეხლაც ზურგით იდგა კაცისგან და ეს ხმა ძალიან, ძალიან გავდა იმ კაცის ხმას სიზმრიდან.
-დიახ, რომ...
-უშაქრო ამერიკანო..-იქვე მდგარ მაღალ კუთხის კედელს ოდნავ მიეყრდნო მხარით და გოგონას დააკვირდა. ყავის ჭიქა გაუწოდა მარიამმა, ალიმ 2 წუთით ჩახედა თვალებში და უთხრა:
-აჰა შენ ჩემი გული..! - დაიბნა. ვერ მიხვდა, სანამ გაურკვევლობიდან გამოერკვია, ალი უკვე მისი კაბინეტის კართან იყო და კარს იქით გაუჩინარდა.
-ღმერთო ახლა თვალებს დავხუჭავ-თვალები დახუჭა- სამამდე დავითვლი და რომ გავახელ რეალობაში ვიქნები...1....2....3- ჯანდაბა, რახდება ჩემს თავს...

გადაწყვიტა მთელი დღე საქმისთვის დაეთმო და ზედმეტად არ ეფიქრა. არ გამოუვიდოდა, თუმცა რას გააკეთებდა, აღარ იცოდა. სახლში წასვლის წამიდან სახლამდე სოფოს ენა არ გაუჩერებია, რაღაცეებს ელაპარაკებოდა მარიამს, თუმცა მარიამი აშკარად ფიქრებს შორს წაეყვანა.
შავი ცხენი.
ხმა.
შავი მანქანა.
"აჰა ჩემი გული შენ"
"აჰა ჩემი გული შენ"
უამრავჯერ იმეორებდა გონება და ატრიალებდა ერთი და იგივე მოგონებებს. ვერაფერს ხვდებოდა, ვერაფერი გაეგო, თუმცა გულის რაღაც, ნაწილში რაღაც, ძალიან მოუსვენრად იყო და თოთქოს გამოღწევას ცდილობდა. როგორც დამწყვდეულო ჩიტი გალიაში, ისე ფართხალებდა ეს უკანასკნელი და მარიამსაც აგიჟებდა.
რა უცნაირია ცხოვრება. გაიღვიძებ და აზრზე ვერ მოხვალ, ისეთი რამ შეიძლება მოხდეს, ისე შეიცვალოს და გადაკეთდეს რაღაცები, რომ ვერ წარმოიდგენდი. ასე მოხდა მარიამის ცხოვრებაში, როცა ერთ დილით სოფელი დაცარიელდა და სამსახირებიც აღარ იყო ისეთი, როგორიც მარიამს უნდოდა და ეყოფოდა თავისი დედისთვის და პატარა და ძმისთვის. დატოვა სოფლის სახლი და ოჯახი და წამოვიდა სოფელში. სოფო მისი ბავშვობის მეგობარი იყო და მასთან ჩამოვიდა. ძალიან განიცადა მთელი გზა, ტიროდა თბილისამდე, თუმცა მერე დრო და დრო მიეჩვია ამ გიჟი ქალაქის ტემპს და უკვე ერთი წელია აქ არის. დედას და დას სულ ურეკავს და პატარა 4 წლის ტიკ-ტიკა დაიკოს სულ ეჭორავება. მისი ძმა დაბადებულიც არ იყო, მამა რომ ადგა და წავიდა... სად, რატომ არაფერი იცოდა, უბრალოდ წავიდა და მორჩა.
უნივერსიტეტი ბიზნესზე დაამთავრა და წარმოიდგინეთ, 23 წლის უკვე აღარ იყო უნივერსიტეტში და პირდაპირ მუშაობა დაიწყო ამ მიმართულებით. თუმცა მერე ტურისტულში წავიდა სოფოსთან და ლუსიც იქ გაიცნო, ემირს იცნობდა ადრე, სადღაც გამოფენაზე, უცხო კაცთან ერთად.
— ვაიმე, გამახსენდა... — დივანზე იჯდა, ისევ ფიქრებს მინდობილი, უცებ რომ წამლხტა და შეჰყვირა.
— ვაიმე, დედა, გული გამოსკდა, გოგო! — სოფო გამორბოდა ჭოქებით ხელში, მაგიდაზე დადო გამზადებული ყავები და დოინჯი შემოირტყა.
— გამოფენაზე რომ ვიყავით, მე შენ და ლუსი, ემირთან ერთად, ალი არ იყო? — მოლოდინით დააკვირდა დაქალს.
— ალი?? — ჩაფიქრებული სოფო. — უი, მგონი ხოო! — ისევ ჩაფიქრებულმა დაუდასტურა.
— ხო…
— მაგრამ ასე რამ გაგახარა? — თვალები ეჭვით მოჭუტა სოფომ და მეგობარს დააკვირდა.
— კაიიიიიიიი! — გაადაწელა სიტყვა ბოლომდე.
— რააა? — ვითომ არაფერიო, უდარდელად ჩამოჯდა და ყავა მოსვა მარიამმა.
— მოგწონს ხო? — გაუღიმა და წარბები აუთამაშა.
— ნუ ბოდავ, მომწონს არა ხინკალი, ტყემლით კიდე! — გაბრაზდა ლაითად.
— ვაიმე, მარ, რას დააბრეხვებ ხოლმე! — ახარხარდა სოფო და იქვე ჩამოუჯდა მარიამს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent