შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალისფერი გულები (მეორე თავი)


დღეს, 00:06
ავტორი TuToo
ნანახია 17

შაბათი დღე იყო, ამიტომ ძილს თავი აღარ დააღწია და მორფეოსის ნაბოძებ სიზმარში ხეტიალი გააგრძელა. ისევ ლამაზ მინდორში იყო, თუმცა ამჯერად წამოწოლილიყო, ზეცას აჰყურებდა და რაღაც მელოდიას ღიღინებდა. ნაზი ნიავი მაღალ ბალახს ლაზად აქანავებდა; ზღვის ტალღებს მოგაგონებდათ ეს ულამაზესი, მოყვითალო მინდორი.
უეცრად შავი ცხენი რომ გამოვარდა, მარიამი ფეხზე წამოდგა. ცხენმა ჭიხვინით დაიწყო მარიამის გარშემო სირბილი, თითქოს თამაში უნდოდა. ავსად ჰგავდა — ხუჭუჭა ფაფარი და კუდი ჰქონდა, ბეწვი კი მზეზე უბრწყინავდა. მარიამი ცხენისკენ ნელი ნაბიჯით დაიძრა. ცხენი შედგა, თავი გაასწორა და თითქოს გოგოს ყურება დაიწყო. რამდენიმე ნაბიჯი აშორებდა, როცა ცხენი ისევ დაფრთხა, ორ ფეხზე შეხტა, დაიჭიხვინა და ისე უცებ გაუჩინარდა, როგორც გამოჩნდა…
— გული კი მოგეცი, მაგრამ ასე ადვილი არ იქნება… — ისევ ის ხმა და ტემბრი.
მერე წვიმა დაიწყო. ქარი ამოვარდა და შავმა ღრუბელმა გადაფარა ყველაფერი. როცა მეხი მინდორში მარტოდ დარჩენილ მუხას დაეცა, უეცრად გამოეღვიძა მარიამს.
— დავიღალეე… ეს სიზმრები თავს არ მანებებენ… — გულაჩქარებულმა ხელები სახეზე ჩამოისვა და საათს ახედა.
12:30.
შაბათი დღეც ასე უნდა დაიწყო…
შაბათ-კვირა ისე გადააგორეს, ვერც გაიგეს. სახლი დაალაგეს მარიამმა და სოფომ, სახლის რაღაცეები იყიდეს, მოიმარაგეს, ფილმებს უყურეს და…
ორშაბათიც ისე მოვიდა, თითქოს შაბათ-კვირა არც ყოფილაო.
საბუთების შესატანად გაეშურა ალის კაბინეტში. კარზე დააკაკუნა და შეაღო, რა დროსაც მისი მიმართულებით ყავის ჭიქამ ფრენა დაიწყო, თუმცა ადრესატი ის არ იყო. განერვიულებული ვიღაცას ტელეფონზე ისე ესაუბრებოდა, კაკუნი ვერც გაიგო. ნერვებმოშლილმა ჭიქა გაიქნია და პირდაპირ მარიამის შუბლს მოხვდა. გოგონამ საწყლად დაიკნავლა და იატაკზე წამოჯდა, თან შუბლზე ხელს იკიდებდა.
უცებ გათიშა ტელეფონი ალიმ და გოგო უეცრად ააფრიალა ხელებში, იქვე დივანზე ჩამოსვა.
— მაპატიე!… მე… არ მეგონა, — კაბინეტიდან გაიხედა. — ყინული! — გასძახა ვიღაცას.
მალევე მოუტანეს და შუბლზე მიადო. წამებში ორი ერთმანეთის თვალებს მოეჭიდა და შიგ დარჩნენ.
— არაუშავს… — ამოიბურტყუნა მარიამმა და სხვაგან გახედვა სცადა, თუმცა მისი მომწვანო, ჭაობისფერი თვალებიდან თავის დაღწევა ძალიან გაუჭირდა.
— როგორ ხარ? გულის რევა ან რამე ხომ არ გაქვს? — აშკარად ღელავდა მამაკაცი. საშინლად უცემდა გული ამ სიფრიფანა გოგონას დანახვაზე, ახლა კი უარესად, როცა რაღაც უჭირდა და თან მის გამო.
— არა, კარგად ვარ, მადლობა… — შუბლს მტკივან ადგილას მოისრისა და ფეხზე ნელა წამოდგა.
— კარგი. ბოდიში კიდევ ერთხელ… რამე მოხდა? — სკამისკენ დაიძრა და თავის სავარძელში ჩამოჯდა.
— საფრანგეთიდან მოვიდა პასუხი, ამის გამო მოვედი, — ფაილებზე ანიშნა, რომლებიც ძირს იყო მიმოფანტული.
— დაანებე, — ასაღებად რომ დაიხარა, ალის ხმამ მაშინ გაიჟღერა. — დამლაგებელი აიღებს. შენ არ გააკეთო ცოტახანს ასეთი მოძრაობები…
კომპიუტერს მიუბრუნდა. მარიამი იდგა; რაღაც უცნაური სიჩუმე ჩამოვარდა ოთახში.
— კარგი, შეგიძლია წახვიდე და დღეს დაისვენო, — კომპიუტერიდან ფრთხილად ამოხედა გოგოს.
— მადლობა, — მკრთალად გაუღიმა და ოთახი დატოვა.
ორი თვე ისე გავიდა, რომ მათი ჩუმი მზერა ერთმანეთზე, ყველა საუბრისას, შეხებისას ან საქმის დროს, აჩქარებულ გულებში ქაოსს ტოვებდა. სამუშაო სივრცეში უკვე ივნისი იწყებოდა.
კვირა დღე იყო, ტელეფონზე უცხო ნომერმა რომ დაურეკა მარიამს.
— გისმენთ?
— …
— დიახ, მე ვარ…
გაკვირვებული სოფოს უყურებდა, თან ტელეფონზე საუბრობდა. გოგო იქიდან ანიშნებდა — რა ხდება? მხრები აიჩეჩა მარიამმა, არ ვიციო.
— დიახ, სახლში ვარ… კარგი, მადლობა.
ტელეფონი გათიშა.
— ჰა?? — თვალები დააწვრილა სოფომ.
— ამანათია და ათ წუთში მოგიტანთ სახლში, თუ ხართო.
ფიქრისგან ტვინი გაუსკდათ ლამის ორივეს. უცებ კარზე ზარი დაირეკა. გააღო და უზარმაზარი თაიგული დაინახა — მოლურჯო შესაფუთ ცელოფანში გახვეული, სხვადასხვა ფერის, წვრილტოტიანი, ლამაზი პატარა ყვავილები. ულამაზესი გიფსოფილიები, ზედ ბარათით.
— გამარჯობა, მარიამისთვის, — მაღალი, მაგრამ ასაკით პატარა ბიჭი უღიმოდ შეხედა.
— მადლობა… — ყვავილები გამოართვა და მისაღებში შეიტანა.
— უუჰუუუიიიიიი! — შეჰყვირა სოფომ.
ყვავილები ლამაზად დადო და ბარათი გახსნა.
„აჰა ჩემი გული შენ!“
ალი?
ალი!
ალი…
— ჰა, ვინააა? — სოფო ვერ ითმენდა.
მარიამი კი გაშტერებული დასცქეროდა ბარათს.
— ოოო, — გამოართვა ბარათი სოფომ და გადაიკითხა. ისიც გაშეშდა.
ტელეფონმა დაიწკარუნა.
— „იმედია მოგეწონა. დღეს საღამოს ჩემი მეგობრები ჩამოდიან საქართველოში. ერთ-ერთ არაბულ ღამეზე კლუბში დაგვპატიჟეს მე და ემირი. გვინდა შენც და სოფოც იყოთ. საღამოს 8 საათზე გამოგივლით.“ — ხმამაღლა გადაიკითხა ალის ესემესი.
სოფოს ყვირილზე საოცარი სიცილი დაიწყო.
— მივდივართ და კრინტი! ენა! ხმა! — სოფომ თითი ცხვირწინ აუფრიალა და აბაზანაში შევარდა.
— ეს კაბა არ მინდა, სოფო, ძალიან მოხსნილია… — წვრილ მკლავზე გრძელი, მუხლამდე ჩახსნილი კაბა ააფრიალა მარიამმა.
— ჩაიცვი-მეთქი, გითხარი! — არ ნებდებოდა გოგო.
ბუზღუნით შევიდა აბაზანაში მარიამი. დაახლოებით რვის წუთები იყო, როცა გამზადებულები იდგნენ სარკესთან და ბოლო შტრიხებს ასწორებდნენ. სოფოს შავი, მუხლს ზემოთ კაბა ეცვა, ზურგი სულ ამოღებული ჰქონდა, წინ კი ლამაზი ყელი, უკან კი შეკრული კეფასთან. თმა ცხენის კუდად აეკრა მაღლა და მსუბუქი მაკიაჟი ჰქონდა. მარიამმა მხოლოდ უფერული ტუჩსაცხი წაისვა და თმა ოდნავ ჰქონდა დატალღული. გაშლილი დატოვა.
— მოვიდნენ! — სიგნალის ხმაზე მოსაცმელები აიღეს და კარი გაიხურეს.
მანქანასთან ორი, თითქმის ერთმანეთის მსგავსი კაცი იდგა. ძმები არ იყვნენ, თუმცა რაღაცით ჰგავდნენ ერთმანეთს. კლასიკურად ეცვათ ორივეს.
— რა ლამაზიც ხარ, სოფო… მარიამ… — ემირმა გადაკოცნა გოგოები.
მერე ალის გადაკოცვნის დრო რომ მოვიდა, კაცმა ყურში რაღაც ჩასჩურჩულა და ეს უკანასკნელიც საშინლად გაცხელდა სახეზე.
…………
შავი „მერსედესი“ თბილისის ქუჩებს დაეპატრონა და ძველ ელბაქიძეზე, ერთ-ერთ ღამის კლუბთან გაჩერდა. კართან ორი-სამი კაცი იდგა — ალბათ დაცვის წევრები იყვნენ. ბიჭებს ხელი ჩამოართვეს, ისე შეხვდნენ, აშკარად დიდი ხანია იცნობდნენ. ნელა ჩაიარეს კიბეზე და დარბაზში შევიდნენ. დაახლოებით ოცდაათამდე მაგიდა ან ცოტა მეტი იქნებოდა. შუაში ფერადი საცეკვაო სცენა იყო გაკეთებული. დიჯეის ადგილი მაღლა იყო, უკან დიდი მონიტორის ეკრანით. დიჯეის ქვემოთ, ერთ-ერთ მაგიდასთან მიიწვიეს შემოსულები. არაბული მუსიკა ჩაირთო. გოგონები ხელჩაკიდებულნი ცეკვავდნენ. ლამაზი გარემო იყო. მაგიდაც მორთული დახვდათ — წითელი და თეთრი ხელსახოცებით.
გოგოები ბიჭების შუაში მოექცნენ: სოფოს გვერდით ემირი, მარიამის გვერდით — ალი. ახალგაზრდა მიმტანმა ღიმილით გაუწოდა ბარის მენიუ გოგონებს.
— თქვენ აიღეთ რაც გინდათ, ჩვენი იციან უკვე, — მარიამს უჩურჩულა ყურში ალიმ.
სანამ გოგონები არჩევდნენ სასმელს, მიმტანმა ლიტრიანი ჯეკ დანიელსი და ენერგეტიკული მოიტანა, ასევე ლიტრიანი ბელუგა და რედბულები.
— ლიტრიანი ალუბლის წვენი და ორი მოჰიტო ალკოჰოლით, — სოფომ უთხრა მიმტანს.
— მე არ მინდა ალკოჰოლი, — სოფოს მხარი გაკრა მარიამმა. გოგომ საპასუხოდ დაუბღვირა და ენა გააჩუმეო ანიშნა.
მალევე მოიტანეს წვენი და მოჰიტოები. კლუბი ნელ-ნელა აივსო ხალხით; თითქმის ყველა მაგიდა დაკავებული იყო. საპირფარეშოში გავიდნენ გოგოები.
— მარიამი, რა გჭირს? — სარკეში თმებს ისწორებდა სოფო და თან ელაპარაკებოდა.
— არ ვიცი, სოფ… ერთი საათი გავიდა და ამათი მეგობრები არ მოსულან.
— არ მოგვატყუებდნენ, დამშვიდდი, — უთხრა, კაბაც გაუსწორა და უკან დაბრუნდნენ.
მათ მაგიდასთან ორი მამაკაცი დამჯდარიყო; ბიჭები ერთმანეთში რაღაცას საუბრობდნენ. ნელ-ნელა გაირკვა, რომ პარტნიორები იყვნენ და ალი ცდილობდა დაახლოებას. სმა და გართობა დაიწყო. მარიამმა და სოფომ ახალი გოგოებიც გაიცნეს, არაბული ცეკვის სწავლაც სცადეს. ნაბიჯები ერთი შეხედვით მარტივი ჩანდა, მაგრამ სოფოს გაუჭირდა და წუწუნით დააბრუნა მეგობარი მაგიდასთან.
უცებ მუსიკა შეიცვალა — ცნობილი არაბული მელოდია ჩაირთო („ნასინი ელ დუნია“). ემირმა სოფო გაიწვია, ალიმ კი მარიამი. მარიამს გული საშინლად უცემდა…
— ძალიან ლამაზი ხარ დღეს, — უთხრა ალიმ და გული კიდევ უფრო აუჩქარდა.
ალის სიახლოვე და მისი ცხელი ხელები საშინელ სიამოვნებას იწვევდა მასში.
რას გრძნობდა ალი? ორი წლის მერე ასეთი ბედნიერი არ ახსოვს როდის იყო. პირველივე წამიდან შეუყვარდა ეს სოფრიფანა გოგონა — მისი თმა, ხელები, თვალები… ყველაფერი უყვარდა. მისი თვალებიდან მის სულს ხედავდა და ამ აუხსნელი გრძნობით უყვარდა ბოლომდე. გრძნობდა, როგორ ნერვიულობდა გოგო, როგორ რეაგირებდა სხეული.
— ძალიან ლამაზი ხარ დღეს! — კიდე უფრო აუჩქარა გული.
მაგიდასთან რომ დაბრუნდნენ, უკვე ყველა კარგად იყო შემთვრალი. მხოლოდ ალის არ ეტყობოდა სიმთვრალე, მიუხედავად იმისა, რომ მან ყველაზე მეტი დალია. მარიამის ხელი მის ხელში ეჭირა და თან საუბრობდა მეგობრებთან, თუმცა არ ავიწყდებოდა ამოღებულ სიგარეტზე მოკიდება მარიამისთვის, ჭიქის შევსება ან რაიმეს მიწოდება და შეთავაზება.
სოფო უყურებდა და ხვდებოდა, რომ რაღაც დიდი და სასწაული სიყვარულის ისტორია ელოდა წინ. ბევრი დალიეს, იცეკვეს, გაერთნენ. სასმელმა თავისი ქნა და მარიამი გაათამამა. თითქმის ყველა მუსიკაზე სოფოსთან ერთად იცეკვა. ოთხ საათს იქნებოდა გადაცილებული, ხალხმაც იკლო და ესენიც დაიშალნენ.
თვალები რომ გაახილა, ოთახი ვერ იცნო: თეთრი, სარკიანი დიდი გარდერობი, ლურჯი გრძელი ფარდა საწოლის კიდესთან და უზარმაზარი ლოგინი, რომელზეც იწვა. შავი მამაკაცის ზედა და მამაკაცის ტრუსი ეცვა. ოფლმა დაასხა; შეეცადა გაეხსენებინა, სად იყო ან აქ როგორ მოხვდა.
— გაიღვიძე? — ოთახში წითელ შორტსა და შავ მაისურში გამოწყობილი ალი შემოვიდა, პატარა წყლის ბოთლით ხელში. გადიდებული თვალებით უყურებდა მამაკაცს. ღმერთო, როგორ მოსწონდა მისი ხუჭუჭა თმა და „ბლანჟედ“ დატოვებული წვერი. წყლის ბოთლი გაუწოდა ალიმ.
— ძალიან დავთვერი, ხო? — აღარ იცოდა, სად წასულიყო. ნეტა ახლა ეს ლოგინი გაქრეს და მიწამ ჩამიტანოსო, ფიქრობდა. დეგენერატი გოგო, ეგრევე ორი ჭიქა დალია და ლოგინში ჩაუხტა თავის უფროსს.
— დამშვიდდი, შენთან ძილი ყველაზე კარგი რამ იყო ჩემს ცხოვრებაში, — მისკენ მიიწია, ლოგინზე წამოწვა და გულზე მიიხუტა მარიამი.
ესეც გაიტრუნა და ხელები მოხვია, თითქოს ეს ყოველდღე ხდებოდა და უცხო არაფერი იყო.
— ძილი? — თან მიზუტებული იყო, ისე ამოიბუტბუტა.
— ხო, მარიკო, მხოლოდ ძილი. წამოსვლისას გითხარი: ჩემთან წამოდი-მეთქი, დავიძინოთ ერთად, გპირდები, თუ არ გენდომება, სხვა არაფერი იქნება-თქო, — თმაზე უსვამდა ხელს და თან ესაუბრებოდა.
ნელა ამოხედა მამაკაცს და მის მწვანე სფეროებს დააკვირდა.
ნელა ჩამოწვა სიჩუმე ოთახში. ფარდებს დილის შუქი ლურჯად აელვარდა. მარიამი ისევ ალის მკერდზე იყო მიხუტებული, მისი სუნთქვა მშვიდი და თანაბარი გრძნობდა.
— თუ რამე არაკომფორტულია, მითხარი, — ჩუმად თქვა ალიმ.
მარიამმა თავი ოდნავ ასწია. თვალებში უყურებდა — უშიშრად, მაგრამ ჯერ კიდევ მორიდებით.
— არა… უბრალოდ უცნაურია. კარგია და უცნაური ერთად, — ღიმილით უპასუხა.
ალიმ ხელი ნაზად ჩამოაცურა მის ზურგზე, თითქოს ეკითხებოდა, შეიძლებაო. მარიამმა არ დაიხია — პირიქით, კიდევ უფრო მიუახლოვდა. ეს იყო პასუხი, ხმამაღალ სიტყვებზე ბევრად ნათელი.
ალის მზერა წამით მის ტუჩებს შეჩერდა, მერე ისევ თვალებს დაუბრუნდა.
— შეიძლება? — ჰკითხა, თითქმის ჩურჩულით.
მარიამმა მხოლოდ თავი დაუქნია.
კოცნა იყო ძალიან ფრთხილი, მოკლე, თითქოს ორივე ცდილობდა დარწმუნებულიყო, რომ ეს რეალური იყო და არა ნაბახუსევი დილის ხრიკი. როცა ერთმანეთს მოაშორეს, ორივეს გაეღიმა — იმ ღიმილით, რომელიც უფრო მეტს ამბობს, ვიდრე ნებისმიერი აღიარება.
— მგონი… რაღაც დაიწყო, — თქვა მარიამმა და თითები მის მაისურს მოაჭიდა.
— მგონი დიდი ხნის წინ დაიწყო და უბრალოდ ახლა გავბედეთ, — უპასუხა ალიმ.
იმ დილით არაფერი დაპირებულან ერთმანეთს. არც დიდ სიტყვებს უთქვამთ. უბრალოდ შეთანხმდნენ, რომ ისევ ნახავდნენ ერთმანეთს. და ეს „ისევ“ ორივესთვის უკვე ბევრს ნიშნავდა.მზე ნელ-ნელა იკრებდა ძალას, ოთახი უფრო ნათელი ხდებოდა, მაგრამ არც ერთს არ უნდოდა ადგომა. დრო თითქოს გაჩერებულიყო — არც გუშინდელი ღამე იყო ბოლომდე წარსული და არც ეს დილა იწყებდა ჩვეულებრივ ცხოვრებას.
მარიამი ჩუმად იწვა, უსმენდა ალის სუნთქვას და ცდილობდა, ამ გრძნობას სახელი დაერქმია. სიმშვიდე იყო, მაგრამ ისეთი, შიგნით ოდნავ რომ გეწვის — თითქოს რაღაც მნიშვნელოვანს მიუახლოვდი და ჯერ ვერ ბედავ ხელის შეხებას.
ალი პირველი წამოდგა ოდნავ, რომ უკეთ დაენახა.
— ყავა გინდა? — ჰკითხა ღიმილით, თითქოს ეს ყველაზე ბუნებრივი კითხვა იყო მსოფლიოში.
— ახლა არა… — თავი გააქნია მარიამმა. — ცოტა ხანს ასე მინდა.
ალი ისევ ჩამოწვა. აღარ ეხებოდა, უბრალოდ გვერდით იყო. ეს „უბრალოდ გვერდით ყოფნა“ უფრო მეტს ნიშნავდა, ვიდრე წინა ღამის მთელი ხმაური და მუსიკა.
— იცი, — დაიწყო ბოლოს, — იშვიათად მემართება, რომ ვინმესთან დილა ასე მშვიდად დამხვდეს.
მარიამმა თვალები დახუჭა.
— მეც, — თქვა ჩუმად. — და ცოტა მაშინებს კიდეც.
ალი გაეღიმა.
— კარგ რამეებს ხშირად ეშინიათ, როცა ჯერ არ იცი, სად მიგიყვანს.
ისევ სიჩუმე ჩამოწვა, მაგრამ უკვე სხვანაირი — თბილი, შეთანხმებული. მარიამმა იგრძნო, რომ ეს დილა არაფერს ითხოვდა მისგან: არც გადაწყვეტილებას, არც განმარტებას. უბრალოდ იყო.
და სწორედ ამ უბრალოებაში დაიწყო რაღაც ახალი — ნელა, ფრთხილად, ისე, რომ არც ერთს არ დასჭირდა გაქცევა.ის დილა მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა. შემდეგ დღეებში შეხვედრები თავისით დაილაგდა — დაუგეგმავად, თითქოს ქალაქიც კი ხელს უწყობდა. ხან მოკლე ყავა, ხან საღამოს სეირნობა, ხან უბრალოდ ჩუმად ჯდომა მანქანაში და მუსიკის მოსმენა. მარიამი ნელ-ნელა მიხვდა, რომ ალისთან ყოფნა ახსნა-განმარტებებს არ ითხოვდა: არ ეკითხებოდა „რატომ“, არ ჩქარობდა „რა იქნება მერე“.
ალი კი სიყვარულს სხვანაირად ხსნიდა — ქმედებებით. როცა მარიამი იღლებოდა, ჩუმად მოდიოდა და გვერდით უჯდებოდა. როცა ეშინოდა, ხელს არ უშვებდა. არ ეუბნებოდა ყოველდღე „მიყვარხარ“, მაგრამ აკეთებდა ყველაფერს ისე, რომ ეს სიტყვა ზედმეტიც კი ხდებოდა.
ერთ საღამოს, როცა წვიმა მოულოდნელად წამოვიდა და ორივე ალის სახლში აღმოჩნდა, მარიამმა ნახევრად ხუმრობით თქვა:
— მგონი აქ უფრო ხშირად ვრჩები, ვიდრე ჩემს სახლში.
ალიმ შეხედა, თითქოს ეს ფრაზა დიდი ხანია ელოდა.
— მაშინ დარჩი, — მშვიდად უთხრა. — არა იმიტომ, რომ უნდა, არამედ იმიტომ, რომ მინდა.
ასე, დაუმჩნევლად, მარიამის ნივთებიც გამოჩნდა კარადაში: ჯერ ერთი სვიტრი, მერე კბილის ჯაგრისი, ბოლოს — საყვარელი წიგნები. „ერთად ცხოვრება“ არც გადაუწყვეტიათ ხმამაღლა — უბრალოდ ერთ დილას მიხვდნენ, რომ ცალ-ცალკე დაბრუნება აღარ უნდოდათ.
რამდენიმე კვირის შემდეგ ისევ კლუბში აღმოჩნდნენ. ამჯერად სხვანაირი იყო ყველაფერი — ნაკლები ხმაური, მეტი თვალის კონტაქტი. მხოლოდ ოთხნი იყვნენ: ალი, ემირი, სოფო და მარიამი. სოფო მაშინვე გაქრა საცეკვაო მოედანზე, ემირი კი ბართან შეჩერდა.
მარიამი ცეკვავდა, თავისუფლად, ღიმილით. სწორედ მაშინ მიუახლოვდა ერთი უცხო ბიჭი, რაღაც უთხრა, ალბათ კომპლიმენტი. მარიამმა ზრდილობიანად გაუღიმა, მაგრამ არაფერი უპასუხა.
ალი შორიდან აკვირდებოდა. გულში რაღაც უცნაურად მოეჭიმა — არა ბრაზი, უფრო შიში. პირველად იგრძნო, რომ შეიძლებოდა დაეკარგა ის, რაც უკვე თავისი ეგონა. მიუახლოვდა მათ, ხელი მარიამის წელზე დაადო და ჩუმად უთხრა:
— წავიდეთ?
გარეთ გამოსვლისთანავე მარიამმა იგრძნო დაძაბულობა.
— ეჭვიანობდი? — ჰკითხა პირდაპირ.
ალი ცოტა ხანს დუმდა, მერე თავი დაუქნია.
— კი. და არ მომეწონა ეს შეგრძნება… მაგრამ მგონი ეს იმას ნიშნავს, რომ მიყვარხარ.
მარიამს გაეღიმა, ხელი მის სახეზე აუტარა.
— ეჭვიანობა მაშინ მაშინებს, როცა კონტროლს ჰგავს. შენთან კი უბრალოდ… ზრუნვაა.
ალი ჩუმად ამოისუნთქა და შუბლზე აკოცა. პირველად აღარ ეშინოდა ამის თქმა.
იმ ღამით სახლში ერთად დაბრუნდნენ — იმ სახლში, რომელიც უკვე ორივეს ეკუთვნოდა. და მარიამმა იცოდა: სიყვარული ყოველთვის დიდი ჟესტებით არ მოდის. ზოგჯერ ის უბრალოდ რჩება, როცა შეგიძლია წასვლა.
— იცოდი, რომ ალის ადრე სერიოზული ურთიერთობა ჰქონდა? — სოფომ თითქოს შემთხვევით თქვა, ყავას ურევდა და მარიამს თვალებში არ უყურებდა.
მარიამი შეკრთა.
— რა მნიშვნელობა აქვს? ყველას აქვს წარსული,ვიცი რომ ცოლი ყავდა და ორი შვილი ყავს — თქვა მშვიდად, თუმცა გულში რაღაც ჩამოეკიდა.
მაგრამ ხმებს ერთი პრობლემა აქვს — თუ ერთხელ გაიგე, მერე თავად იწყებენ ცხოვრებას. იმ დღეს მარიამმა პირველად შეამჩნია, როგორ შეჩერდა ალი ტელეფონზე შეტყობინების მიღებისას. თითქოს წამით დაიძაბა, მერე ისევ ჩვეულებრივად განაგრძო საუბარი.
— ყველაფერი რიგზეა? — ჰკითხა.
— კი, — უპასუხა მოკლედ.
ეს „კი“ არ იყო დამაჯერებელი.
მალე ჭორიც გაჩნდა — კლუბიდან ვიღაცამ უთხრა სოფოს, რომ ალის ყოფილი ქალაქში დაბრუნდა. „ძალიან ლამაზიაო“, „ჯერ კიდევ ელაპარაკებიანო“, „ალიმ თითქოს იცის, მაგრამ არაფერს ამბობსო“.
მარიამმა პირველად იგრძნო, როგორ შემოიჭრა მესამე ადამიანი მათ ურთიერთობაში — უხილავად, მაგრამ მტკივნეულად.
იმ საღამოს ალის სახლში არ დახვდა ის სითბო, რაც ადრე.
— რაღაც მოხდა? — ჰკითხა ალიმ.
— არა, — იგივე სიტყვა დაუბრუნა მარიამმა, მაგრამ ახლა უკვე იცოდა, რას ნიშნავს ეს „არაფერი“.
დაძაბულობა გაიზარდა, როცა ალის ოჯახმა მოიკითხა. დედის ხმა ტელეფონიდან ჩუმად, მაგრამ მკვეთრად ისმოდა, თუმცა მარიამმა არაბული არ იცოდა, თუმცა მიხვდა კარგი არაფერი არ ეთქვა ქალს დადგან ალის სახე წამებში გაიყინა.
— უცხო გოგოები მალე მოდიან და მიდიან, ალი. შენ კი სერიოზული ცხოვრება გჭირდება.
არაფერი უთქვამს, მაგრამ იმ ღამით ალის გვერდით პირველად იგრძნო თავი უცხოდ.
ჩხუბი არ ყოფილა — იყო დაგროვილი სიტყვები, რომლებიც ბოლოს თვითონ ამოხტა.
— შენს ცხოვრებაში რამდენი ადამიანი ვართ ახლა? — ჰკითხა ერთ საღამოს.
ალი გაჩერდა.
— რას გულისხმობ?
— ყოფილები, ოჯახი, მეგობრები… და მე სად ვარ ამ ყველაფერში?
ალი პირველად გაბრაზდა.
— რატომ გჯერა სხვისი სიტყვების და არა ჩემი?
— იმიტომ, რომ შენ დუმილს ირჩევ, — უპასუხა მარიამმა თვალებმიბრწყინავმა.
ეს იყო ყველაზე მძიმე ღამე. მარიამმა ჩანთა აიღო და წავიდა — არა საბოლოოდ, უბრალოდ სუნთქვა უნდოდა. ალი არ გაჰყოლია. პირველად მისცა უფლება, გაეშვა.
ორი დღე არ უსაუბრიათ.
მესამე დღეს ალი თვითონ მივიდა. არა ყვავილებით, არა დიდი სიტყვებით. უბრალოდ იდგა კართან.
— დავიბენი, — თქვა პირდაპირ. — წარსულიც მექაჩება, ოჯახიც… მაგრამ შენ ხარ ის, ვისთანაც მინდა დაბრუნება.
მარიამი დიდხანს უყურებდა.
— მე არ მინდა ვიყო არჩევანი, ალი. მინდა ვიყო გადაწყვეტილება.
ალი მიუახლოვდა.
— ხარ. უბრალოდ ახლა ვისწავლე ამის ხმამაღლა თქმა.
იმ დღეს ყველაფერი არ დასრულებულა. მაგრამ რაღაც მნიშვნელოვანი დასრულდა — სხვისი ხმების ძალა მათ შორის. მარიამი ისევ დაბრუნდა სახლში. იმ სახლში, სადაც სიყვარული უკვე აღარ იყო მხოლოდ გრძნობა — პასუხისმგებლობაც გახდა.
და პირველად, ორივემ იცოდა: გარედან ჩარევა ყოველთვის იქნება. მთავარია, შიგნით ვინ დარჩება.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent